ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

მოფლოკი

moflok®

ურეცეპტოდ5მგ/მლინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
მოქმედი ნივთიერება
მოქსიფლოქსაცინი (moxifloxacin)
ფორმა და შეფუთვა
5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ფტორქინოლონები
ATC კოდი
S01AE07
რეგისტრაციის ნომერი
რ-045864
რეგისტრირებულია
8 ივლისი 2026, მოქმედებს 8 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპ“
ურთიერთქმედების შემოწმებამოფლოკი და სხვა წამალი ერთად

მოფლოკი — ინსტრუქცია ქართულად

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია მოქსიფლოქსაცინზე, სხვა ქინოლონებზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

სიფრთხილის ზომები

მოფლოკის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ალერგიული რეაქციები ვითარდება არახშირად და სერიოზული რეაქციები ვითარდება იშვიათად. თუ შენიშნეთ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია ან რაიმე გვერდითი მოვლენა, გთხოვთ, იხილოთ მე-4 ნაწილი.

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს - შეწყვიტეთ ლინზების ტარება, თუ გაქვთ თვალის ინფექციის რაიმე ნიშანი ან სიმპტომი. ამის ნაცვლად გამოიყენეთ სათვალე. არ დაიწყოთ ლინზების ტარება მანამ, სანამ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები არ გაქრება და არ შეწყვეტთ პრეპარატის გამოყენებას.

მყესების შეშუპება და გახეთქვა აღინიშნებოდა იმ პირებში, რომლებიც იღებდენ პერორალურ ან ინტრავენურ ფტორქინოლონებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და ერთდროულად კორტიკოსტეროიდების მიღებისას. შეწყვიტეთ მოფლოკის მიღება, თუ განვითარდება მყესების ტკივილი ან შეშუპება (ტენდინიტი).

ნებისმიერი ანტიბიოტიკის მსგავსად, მოფლოკის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ინფექციები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

შესაძლოა, მოფლოკის გამოყენების შემდეგ შეიძლება შენიშნოთ მცირე ხნით მხედველობის დაბინდვა.

არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ ეს შეგრძნება არ გაქრება.

  • როგორ გამოიყენება მოფლოკი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი გეტყვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის (ხანდაზმულების ჩათვლით) და ბავშვებისთვის არის 1 წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში), დღეში 3-ჯერ (დილით, შუადღეს და ღამით).

მოფლოკის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში, 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში. ამ პრეპარატის ახალშობილებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია ძალიან შეზღუდულია, ამიტომ მისი გამოყენება ახალშობილებში რეკომენდებული არ არის.

ინფექცია, როგორც წესი, 5 დღეში უმჯობესდება, ამიტომ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 2-3 დღის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ექიმი გირჩევთ. თუ მკურნალობის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ შეინიშნება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

მიღების მეთოდი

თვალის წვეთების თვალში ჩაწვეთებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები.

თვალის წვეთები თვალში ჩაწვეთეთ შემდეგნაირად:

4953045720001. ბოთლის გასახსნელად მოხსენით თავსახური საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მობრუნებით.

  • თავი უკან გადახარეთ და ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, რათა ქუთუთოსა და თვალს შორის პატარა ჯიბე წარმოიქმნას.
  • საწვეთურიანი კონტეინერი ამოატრიალეთ და ფრთხილად მოუჭირეთ და ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს პიპეტის წვერით, რათა თავიდან აიცილოთ თვალის წვეთების ხსნარის დაბინძურება.
  • დახუჭეთ თვალი და 2-3 წუთის განმავლობაში თითი დააჭირეთ თვალის კუთხეს, ცხვირთან. ეს ხელს უშლის პრეპარატის მოხვედრას სხეულის დანარჩენ ნაწილში.
  • გაიმეორეთ მე-2-დან მე-4 ნაბიჯებამდე მეორე თვალშიც, თუ ექიმი გირჩევთ.
  • გამოყენებისთანავე დაახურეთ ბოთლის თავსახური, სანამ ის მყარად არ შეეხება ბოთლს. ზედმეტად არ მოუჭიროთ თავსახურს.

თუ გამოიყენება ერთზე მეტი თვალის წვეთის ხსნარი, სამკურნალო საშუალებები უნდა მიიღოთ მინიმუმ 5 წუთის ინტერვალით.

მოფლოკი გამოიყენეთ მხოლოდ თვალში ჩასაწვეთებლად.

თუ იყენებთ მოფლოკის საჭიროზე მეტ დოზას

ამოიბანეთ თვალები თბილი წყლით. აღარ მიიღოთ მეტი წვეთი შემდეგი დოზის მიღების ჩვეულ დრომდე.

თუ შემთხვევით გადაყლაპავთ მოფლოკს, რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ მოფლოკის გამოყენება

განაგრძეთ შემდეგი დოზის მიღება განრიგის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ ინახება მოფლოკი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის მოფლოკი და რისთვის გამოიყენება

მოფლოკი გამოიყენება თვალის ინფექციების (კონიუნქტივიტი) სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიებით. აქტიური ნივთიერებაა მოქსიფლოქსაცინი, ოფთალმოლოგიური ანტიინფექციური საშუალება. მოფლოკი არის სტერილური ხსნარი კონსერვანტების გარეშე.

  • რა უნდა იცოდეთ მოფლოკის გამოყენებამდე

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის მოქსიფლოქსაცინი. ხსნარის ერთი მლ შეიცავს 5 მგ მოქსიფლოქსაცინს (მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა და საინექციო წყალი.

შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს (pH-ის რეგულირებისთვის).

მოფლოკის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

მოფლოკი არის გამჭვირვალე, მოყვითალო ან მომწვანო-მოყვითალო ხსნარი.

მოფლოკი მოწოდებულია ფარმაცევტული თვალის წვეთების სახით, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურის კონტეინერში, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ხრახნიანი თავსახურით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურით. თითოეული ბოთლი შეიცავს 5 მლ ხსნარს.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A.

Av. 25 de Abril, 6-6A,

2795-225 Linda-a-Velha - პორტუგალია

ტელ.: +351 21 415 81 30

ფაქს.: +351 21 415 81 31

ელ.ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A.

Rua Quinta do Salrego 22-22A, Portela de Carnaxide 2790-1 44 Carnaxide პორტუგალია

Rua Casal do Canas 6-6A, 2790-204

Carnaxide - პორტუგალია

ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა 2024 წლის ნოემბერში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

მოფლოკი®

მოქსიფლოქსაცინი 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი თქვენ დაგენიშნათ. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ავნოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენი დაავადების ნიშნების იდენტურია.
  • თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

იხილეთ ნაწილი 4.

რა ინფორმაცია არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში

  • რა არის მოფლოკი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ მოფლოკის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება მოფლოკი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება მოფლოკი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის მოფლოკი და რისთვის გამოიყენება

მოფლოკი გამოიყენება თვალის ინფექციების (კონიუნქტივიტი) სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიებით. აქტიური ნივთიერებაა მოქსიფლოქსაცინი, ოფთალმოლოგიური ანტიინფექციური საშუალება. მოფლოკი არის სტერილური ხსნარი კონსერვანტების გარეშე.

  • რა უნდა იცოდეთ მოფლოკის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ მოფლოკი

  • თუ გაქვთ ალერგია მოქსიფლოქსაცინზე, სხვა ქინოლონებზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მოფლოკის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ალერგიული რეაქციები ვითარდება არახშირად და სერიოზული რეაქციები ვითარდება იშვიათად. თუ შენიშნეთ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია ან რაიმე გვერდითი მოვლენა, გთხოვთ, იხილოთ მე-4 ნაწილი.

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს - შეწყვიტეთ ლინზების ტარება, თუ გაქვთ თვალის ინფექციის რაიმე ნიშანი ან სიმპტომი. ამის ნაცვლად გამოიყენეთ სათვალე. არ დაიწყოთ ლინზების ტარება მანამ, სანამ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები არ გაქრება და არ შეწყვეტთ პრეპარატის გამოყენებას.

მყესების შეშუპება და გახეთქვა აღინიშნებოდა იმ პირებში, რომლებიც იღებდენ პერორალურ ან ინტრავენურ ფტორქინოლონებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და ერთდროულად კორტიკოსტეროიდების მიღებისას. შეწყვიტეთ მოფლოკის მიღება, თუ განვითარდება მყესების ტკივილი ან შეშუპება (ტენდინიტი).

ნებისმიერი ანტიბიოტიკის მსგავსად, მოფლოკის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ინფექციები.

სხვა მედიკამენტები და მოფლოკი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

შესაძლოა, მოფლოკის გამოყენების შემდეგ შეიძლება შენიშნოთ მცირე ხნით მხედველობის დაბინდვა.

არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ ეს შეგრძნება არ გაქრება.

  • როგორ გამოიყენება მოფლოკი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი გეტყვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის (ხანდაზმულების ჩათვლით) და ბავშვებისთვის არის 1 წვეთი დაზიანებულ თვალში (თვალებში), დღეში 3-ჯერ (დილით, შუადღეს და ღამით).

მოფლოკის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში, 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში. ამ პრეპარატის ახალშობილებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია ძალიან შეზღუდულია, ამიტომ მისი გამოყენება ახალშობილებში რეკომენდებული არ არის.

ინფექცია, როგორც წესი, 5 დღეში უმჯობესდება, ამიტომ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 2-3 დღის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ექიმი გირჩევთ. თუ მკურნალობის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ შეინიშნება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

მიღების მეთოდი

თვალის წვეთების თვალში ჩაწვეთებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები.

თვალის წვეთები თვალში ჩაწვეთეთ შემდეგნაირად:

4953045720001. ბოთლის გასახსნელად მოხსენით თავსახური საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მობრუნებით.

  • თავი უკან გადახარეთ და ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, რათა ქუთუთოსა და თვალს შორის პატარა ჯიბე წარმოიქმნას.
  • საწვეთურიანი კონტეინერი ამოატრიალეთ და ფრთხილად მოუჭირეთ და ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს პიპეტის წვერით, რათა თავიდან აიცილოთ თვალის წვეთების ხსნარის დაბინძურება.
  • დახუჭეთ თვალი და 2-3 წუთის განმავლობაში თითი დააჭირეთ თვალის კუთხეს, ცხვირთან. ეს ხელს უშლის პრეპარატის მოხვედრას სხეულის დანარჩენ ნაწილში.
  • გაიმეორეთ მე-2-დან მე-4 ნაბიჯებამდე მეორე თვალშიც, თუ ექიმი გირჩევთ.
  • გამოყენებისთანავე დაახურეთ ბოთლის თავსახური, სანამ ის მყარად არ შეეხება ბოთლს. ზედმეტად არ მოუჭიროთ თავსახურს.

თუ გამოიყენება ერთზე მეტი თვალის წვეთის ხსნარი, სამკურნალო საშუალებები უნდა მიიღოთ მინიმუმ 5 წუთის ინტერვალით.

მოფლოკი გამოიყენეთ მხოლოდ თვალში ჩასაწვეთებლად.

თუ იყენებთ მოფლოკის საჭიროზე მეტ დოზას

ამოიბანეთ თვალები თბილი წყლით. აღარ მიიღოთ მეტი წვეთი შემდეგი დოზის მიღების ჩვეულ დრომდე.

თუ შემთხვევით გადაყლაპავთ მოფლოკს, რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ მოფლოკის გამოყენება

განაგრძეთ შემდეგი დოზის მიღება განრიგის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ჩვეულებრივ, შეგიძლიათ გააგრძელოთ წვეთების გამოყენება, თუ ეფექტები სერიოზული არ არის ან არ გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია.

თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია და განვითარდა რომელიმე შემდეგი მოვლენა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოფლოკის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს: ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, დიდი სითხით სავსე ბუშტუკები, წყლულები.

ალერგიული რეაქციები არახშირად ვითარდება, ხოლო მძიმე რეაქციები - იშვიათად.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში)

თვალის მხრივ ეფექტები: თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

თვალის მხრივ ეფექტები: თვალის სიმშრალე, თვალის ქავილი, თვალის სიწითლე, თვალის ზედაპირის ანთება ან ნაწიბურები, თვალში სისხლძარღვის გაწვყეტა, თვალში უჩვეულო შეგრძნება, ქუთუთოების დარღვევები, ქავილი, სიწითლე ან შეშუპება.

ზოგადი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი და ცუდი გემო.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში)

თვალის მხრივ ეფექტები: რქოვანას დარღვევა, მხედველობის დაბინდვა ან დაქვეითება, კონიუნქტივის ანთება ან ინფექცია, დაღლილი თვალები, თვალის შეშუპება.

ზოგადი გვერდითი მოვლენები: ღებინება, ცხვირში დისკომფორტი, უცხო სხეულის შეგრძნება ყელში, სისხლში რკინის შემცირება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, კანზე უჩვეულო შეგრძნება, ტკივილი, ყელის გაღიზიანება.

უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

თვალის მხრივ ეფექტები: თვალის ინფექცია, თვალის ზედაპირის დაბინდვა, რქოვანას შეშუპება, თვალის ზედაპირზე ნადების დაგროვება, თვალშიდა წნევის მომატება, თვალის ზედაპირზე ნაკაწრი, თვალის ალერგია, თვალიდან გამონადენი, ცრემლის გამოყოფის მომატება, სინათლის მიმართ მგრძნობელობა.

ზოგადი გვერდითი მოვლენები: ქოშინი, გულის რიტმის დარღვევა, თავბრუსხვევა, ალერგიული სიმპტომების მომატება, ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე, გულისრევა და ჭინჭრის ციება.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ INFARMED, I.P.-ის მეშვეობით, ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ვებგვერდი:

http://www.infarmed.pt/web/infarmed/submis saoram (უპირატესი) ან შემდეგი კონტაქტების გზით:

Direção de Gestão do Risco de Medicamentos

Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

პრეპარატების ხაზი: 800222444 (უფასო)

ელ. ფოსტა: [email protected]

  • როგორ ინახება მოფლოკი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და გარე კოლოფზე EXP_ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

მოფლოკი გამოყენებული უნდა იქნას ბოთლის პირველი გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მოფლოკი

აქტიური ნივთიერება არის მოქსიფლოქსაცინი. ხსნარის ერთი მლ შეიცავს 5 მგ მოქსიფლოქსაცინს (მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა და საინექციო წყალი.

შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს (pH-ის რეგულირებისთვის).

მოფლოკის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

მოფლოკი არის გამჭვირვალე, მოყვითალო ან მომწვანო-მოყვითალო ხსნარი.

მოფლოკი მოწოდებულია ფარმაცევტული თვალის წვეთების სახით, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურის კონტეინერში, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ხრახნიანი თავსახურით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურით. თითოეული ბოთლი შეიცავს 5 მლ ხსნარს.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A.

Av. 25 de Abril, 6-6A,

2795-225 Linda-a-Velha - პორტუგალია

ტელ.: +351 21 415 81 30

ფაქს.: +351 21 415 81 31

ელ.ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A.

Rua Quinta do Salrego 22-22A, Portela de Carnaxide 2790-1 44 Carnaxide პორტუგალია

Rua Casal do Canas 6-6A, 2790-204

Carnaxide - პორტუგალია

ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა 2024 წლის ნოემბერში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა