პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ბივოქსა

Bivoxa

ურეცეპტოდ0,5%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ნაჩვენებია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების შტამებით გამოწვეული ბაქტერიული კონიუნქტივიტის ადგილობრივი მკურნალობისთვის: Corynebacterium species*, Micrococcusluteus*, Staphylococcusaureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მოქსიფლოქსაცინი (moxifloxacin)
ფორმა და შეფუთვა
0,5% 5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები,ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საწვეთურით
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ფტორქინოლონები
ATC კოდი
S01AE07
რეგისტრაციის ნომერი
რ-033871
რეგისტრირებულია
26 ნოემბერი 2021, მოქმედებს 10 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბივოქსა და სხვა წამალი ერთად

ბივოქსა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ნაჩვენებია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების შტამებით გამოწვეული ბაქტერიული კონიუნქტივიტის ადგილობრივი მკურნალობისთვის: Corynebacterium species*, Micrococcusluteus*, Staphylococcusaureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus warneri*, Streptococcus pneumoniae, ჯგუფი Streptococcus viridans, Acinetobacter lwoffii*, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae*, Chlamydiatrachomatis.

  • თერაპიის ეფექტურობა შეფასდა 10-ზე ნაკლებ შემთხვევაში.

რეკომენდებულია იმ ინფორმაციის გათვალისწინება, რომელიც მოცემულია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ ოფიციალურ სახელმძღვანელოებში.

მიღების წესი და დოზირება

1 წვეთი ხსნარის ჩაწვეთება ხდება დაზიანებულ თვალში დღე-ღამეში 3-ჯერ 7 დღის განმავლობაში.

ბავშვები

კლინიკური კვლევების მონაცემები მოწმობს პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში გამოყენებისას.

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისათვის.

თავიდან უნდა იქნას აცილებული საწვეთურის თავის შეხება რაიმე ზედაპირზე მიკროორგანიზმებით ხსნარის კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით.

სისტემურ სისხლის ნაკადში პრეპარატის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია საცრემლე ტომარაზე თითით დაწოლა თვალის შიდა კუთხეში (საცრემლე არხების ოკლუზია) 2-3 წუთის განმავლობაში ჩაწვეთებისთანავე, განსაკუთრებით ბავშვებში.

სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად ერთობლივი გამოყენების აუცილებლობისას, ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 წუთი. თვალის მალამოების გამოყენება უნდა მოხდეს ყველაზე ბოლოს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების და ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

მოქსიფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება ანამნეზში მძიმე არასასურველი რეაქციების მქონე პაციენტებში, როდესაც ამ რეაქციების განვითარება დაკავშირებული იყო ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების მიღებასთან. მოქსიფლოქსაცინით თერაპია ასეთ პაციენტებში უნდა დაიწყოს მხოლოდ მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტების არარსებობისას და სარგებლის/რისკის შეფარდების ზედმიწევნით შეფასების შემდეგ.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ცნობილი გახდა ინვალიდირებული, პოტენციურად შეუქცევადი მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ, რომელთა ხანგრძლივობა იყო რამდენიმე თვე და წელი, სხვადასხვა მათ შორის ერთდროულად ორგანიზმის რამდენიმე სისტემის მხრივ (დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის, ნერვული სისტემის, გრძნობათა ორგანოების და ფსიქიკის დარღვევების მხრივ), იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს ან ფტორქინოლონებს, მიუხედავად მათი ასაკისა და არსებული რისკ ფაქტორებისა. მძიმე არასასურველი რეაქციების, მათ შორის ალერგიული რეაქციების პირველი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოქსიფლოქსაცინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

სისტემური ქინოლონებით, მათ შორის მოქსიფლოქსაცინით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში, ზოგჯერ პირველი გამოყენების შემდეგაც კი, აღინიშნა მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსური), ცალკეულ შემთხვევებში, ლეტალური გამოსავლით. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი, გონების დაკარგვა, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ხორხის, ხახის ან სახის შეშუპება), სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი. ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციების განვითარებისას შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი მკურნალობა. კლინიკური ჩვენებების არსებობისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასუნთქი გზების გამტარობა და ჟანგბადის გამოყენება.

როგორც სხვა ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენებისას, პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის განვითარებისას პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია. თუ კლინიკური სიტუაცია ამას მოითხოვს, უნდა ჩატარდეს პაციენტის დამატებითი შესაბამისი გამოკვლევა, მაგალითად, ბიომიკროსკოპია ნაპრალოვანი სანათის მეშვეობით და, აუცილებლობისას, შეღებვა ფლუორესცეინით.

ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება აღინიშნოს ქინოლონებით და ფტორქინოლონებით თერაპიის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, აგრეთვე მისი შეწყვეტიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. ტენდინიტისა და მყესების გაწყვეტის განვითარების რისკი მატულობს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პაციენტებში პარენქიმატოზური ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, აგრეთვე გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში. ფტორქინოლონების გამოყენება არ შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად.

ტენდინიტის პირველი ნიშნების (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება) გამოვლენისას მოქსიფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს და განხილული უნდა იყოს საკითხი ალტერნატიული მკურნალობის შესახებ. კიდურის (კიდურების) დაზიანებისას უნდა ჩატარდეს სათანადო მკურნალობა (მაგალითად, იმობილიზაცია). არ შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება ტენდინოპათიის ნიშნების განვითარებისას.

ცნობილი გახდა სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის განვითარების შემთხვევების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, რის შედეგადაც მათ აღენიშნათ პარესთეზია, ჰიპესთეზია, დიზესთეზია ან სისუსტე. მოქსიფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე მიმართონ ექიმს, თუ მათ განუვითარდებათ ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, პოტენციურად შეუქცევადი ცვლილებების განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება გონოკოკური კონიუნქტივიტის პროფილაქტიკის ან ემპირიული თერაპიისთვის, მათ შორის ახალშობილ ბავშვებში, იმის გამო, რომ Neisseria gonorrhoeae უმრავლეს შემთხვევაში, რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ. Neisseria gonorrhoeae-ს მიერ გამოწვეული თვალის ინფექციური დაზიანებების მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ შესაბამისი სამკურნალო საშუალებების სისტემური გამოყენებისათვის.

ბავშვები

არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოქსიფლოქსაცინის თვალის წვეთების ფორმით ადგილობრივი გამოყენება ახდენს რაიმე ზემოქმედებას სახსრებზე; თუმცა, ცხოველებში კვლევებისას დადგენილია, რომ ზოგიერთი ქინოლონის პერორალური შეყვანისას სქესობრივად მოუმწიფებელ სახეობებში აღინიშნა ართროპათია.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული კონიუნქტივას მკურნალობისას, რადგან მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში შესწავლილი არ არის. 2 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული თვალების ინფექციური დაზიანებებისას უნდა ჩატარდეს თერაპია სისტემური გამოყენების შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით. Chlamydia trachomatis-ით და Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული კონიუნქტივების თერაპია ახალშობილ ბავშვებში უნდა ჩატარდეს სისტემური გამოყენების შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით.

ბაქტერიული კონიუნქტივიტის ნიშნების ან სიმპტომების არსებობისას არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატის წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის. in vitro კვლევების შედეგები მოწმობს, რომ მოქსიფლოქსაცინი არ აინჰიბირებს CYP3A4, CYP2D6, CYP2C9, CYP2C19 ან CYP1A2, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატი ზეგავლენას მოახდენს იმ სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილეობენ P450 ციტოქრომის სისტემის ზემოთ ჩამოთვლილი იზოფერმენტები.

იმის გამო, რომ თვალის წვეთების ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას მოქსიფლოქსაცინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაბალია, ნაკლებად მოსალოდნელია პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ჩატარებული არ არის სათანადო კვლევები თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შესახებ იმ რისკების შესაფასებლად, რომლებიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან ქალებში ორსულობის პერიოდში.

გესტაციის პერიოდში (ნაყოფის ორგანოგენეზის პერიოდი) შეყვანისას ვირთხებსა და მაიმუნებში (პერორალური შეყვანა), აგრეთვე კურდღლებში (ინტრავენური შეყვანა) მოქსიფლოქსაცინის ნეგატიური ზემოქმედება დედის ორგანიზმზე და ნაყოფზე იმ დოზებით, რომლებიც შეესაბამებოდა კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებულ დოზებს, არ აღინიშნა. გესტაციის გვიან ვადებზე და ლაქტაციის პერიოდში პერორალური შეყვანისას ვირთხებში მოქსიფლოქსაცინის უარყოფითი ზემოქმედება დედის ორგანიზმზე, ნაყოფზე ან ახალშობილებზე იმ დოზებით, რომლებიც შეესაბამებოდა კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებულ დოზებს, არ აღინიშნა (იხ. ქვემოთ).

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან მიღებული მონაცემები

მოქსიფლოქსაცინის დოზა ვირთხებზე კვლევებისას, რომლის შეყვანისას არ აღინიშნა არასასურველი რეაქციები ემბრიონის და ნაყოფის განვითარების მხრივ, შეადგენდა 100მგ/კგ-ს დღე-ღამეში (სისტემური ზემოქმედება 30-ჯერ აღემატება ადამიანში არსებულს ოფთალმოლოგიაში რეკომენდებული დოზით გამოყენებისას; AUC მნიშვნელობების შეფარდების შეფასება).

კურდღლებზე კვლევებისას დადგინდა, რომ სამკურნალო საშუალების დოზა, რომლის შეყვანისას არ აღინიშნა არასასურველი რეაქციები ემბრიონის და ნაყოფის განვითარების მხრივ, შეადგენდა 6.5 მგ/კგ-ს დღე-ღამეში (სისტემური ზემოქმდება 246-ჯერ აღემატება ადამიანში არსებულს ოფთალმოლოგიაში რეკომენდებული დოზით გამოყენებისას; AUC მნიშვნელობების შეფარდების შეფასება).

Cynomolgus სახეობის მაიმუნებზე კვლევებისას დადგინდა, რომ მოქსიფლოქსაცინის დოზა, რომლის შეყვანისას არ აღინიშნა არასასურველი რეაქციები ნაყოფის განვითარების მხრივ, შეადგენდა 10 მგ/კგ-ს დღე-ღამეში (სისტემური ზემოქმდება 174-ჯერ აღემატება ადამიანში არსებულს ოფთალმოლოგიაში რეკომენდებული დოზით გამოყენებისას; AUC მნიშვნელობების შეფარდების შეფასება).

პრე- და პოსტნატალურ განვითარებაზე მოქსიფლოქსაცინის ზემოქმედების კვლევებისას ვირთხებზე დადგინდა, რომ მოქსიფლოქსაცინის დოზა, რომლის შეყვანისას არ აღინიშნა არასასურველი რეაქციები შთამომავლობის პრე- და პოსტნატალური განვითარების მხრივ, შეადგენდა 100 მგ/კგ-ს დღე-ღამეში (სისტემური ზემოქმდება 30-ჯერ აღემატება ადამიანში არსებულს ოფთალმოლოგიაში რეკომენდებული დოზით გამოყენებისას; AUC მნიშვნელობების შეფარდების შეფასება).

ლაქტაცია

მონაცემები სამკურნალო საშუალების ადამიანის დედის რძესთან გამოყოფის, ბავშვზე მისი ზემოქმედების შესახებ, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა, რომ შეგვეფასებინა რისკი ბავშვისთვის თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას ქალებში ლაქტაციის პერიოდში, არ არსებობს. მეძუძურ ვირთხებში კვლევამ აჩვენა მოქსიფლოქსაცინის შეღწევა რძეში პერორალური მიღების შემდეგ.

მოქსიფლოქსაცინის სისტემური ზემოქმედება თვალის წვეთების ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას დაბალია; ცნობილი არ არის, თვალის წვეთების ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას დედის რძეში მიიღწევა თუ არა სამკურნალო საშუალების ის კონცენტრაცია, რომელიც აღემატება რაოდენობრივი გასაზღვრის ზღვარს.

ლაქტაციის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენებამდე უნდა შეფასდეს მისი გამოყენების კლინიკური აუცილებლობა და ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში არასასურველი რეაქციების განვითარების პოტენციურ რისკთან მიმართებაში.

ფერტილობა

ფერტილობაზე თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინის ზემოქმედების კვლევა ჩატარებული არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მოქსიფლოქსაცინი არ ახდენს ან უმნიშვნელოდ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად ამისა, როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების გამოყენებისას, პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა ან სხვა მხედველობის დარღვევები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე; ასეთ სიტუაციებში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა მხედველობის სრულ აღდგენამდე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების მოკლე პროფილი

თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინის ადგილობრივი გამოყენების კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდა 2252 პაციენტი (1389 პაციენტი აშშ-დან და კანადიდან, 586 პაციენტი იაპონიიდან და 277 პაციენტი ინდოეთიდან), რომლებშიც ინსტილაციის სიხშირე შეადგენდა დღე-ღამეში 8-ჯერამდე (1900-ზე მეტ პაციენტში ინსტილაციის სიხშირე იყო დღე-ღამეში 3-ჯერ). კლინიკური კვლევებისას არ დარეგისტრირდა მძიმე არასასურველი რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ ან მძიმე სისტემური არასასურველი რეაქციები, დაკავშირებული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან. ყველაზე ხშირად (შემთხვევათა 1-2%-ში) აღინიშნა თვალების გაღიზიანება და თვალების ტკივილი, რომლებიც უმნიშვნელოდ გამოხატული იყო პაციენტთა 96%-ში, ამასთან 1 პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა.

ვინაიდან კლინიკური კვლევები ტარდება მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში, ერთი პრეპარატის კლინიკური კვლევისას გამოვლენილი არასახარბიელო რეაქციების განვითარების სიხშირე არ შეიძლება პირდაპირ შევადაროთ მეორე პრეპარატის კლინიკური კვლევებისას გამოვლენილ სიხშირეს და შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკული გამოყენებისას აღნიშნულ სიხშირეს.

ყველაზე ხშირად აღინიშნა ისეთი არასახარბიელო რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ, როგორიცაა კონიუნქტივიტი, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, თვალების სიმშრალე, კერატიტი, დისკომფორტი თვალებში, თვალების ჰიპერემია, თვალების ტკივილი, თვალების ქავილი, სუბკონიუნქტივალური სისხლჩაქცევა, ცრემლდენა. ეს მოვლენები აღინიშნა პაციენტთა დაახლოებით 1-6%-ში. არასახარბიელო მოვლენები, რომლებიც დაკავშირებული არ იყო მხედველობის ორგანოსთან, რომლებიც აღინიშნებოდა 1-4% სიხშირით, იყო ცხელება, ხველის გაძლიერება, ინფექცია, შუა ოტიტი, ფარინგიტი, გამონაყარი და რინიტი.

არასასურველი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია MedDRA-ს სისტემურ-ორგანოთა კლასის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით). ყოველი სიხშირის ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - სისხლში ჰემოგლობინის დონის შემცირება.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - პარესთეზია; სიხშირე უცნობია - თავბრუსხვევა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - თვალების ტკივილი, თვალების გაღიზიანება; არახშირად - წერტილოვანი კერატიტი, თვალების სიმშრალე, სისხლჩაქცევა კონიუნქტივაში, თვალების ჰიპერემია, თვალების ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, თვალებში დისკომფორტი; იშვიათად - რქოვანას ეპითელიუმის დაზიანება, რქოვანას დაზიანება, კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, თვალების პასტოზურობა, კონიუნქტივას შეშუპება, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ასთენოპია, ქუთუთოების ერითემა; სიხშირე უცნობია - ენდოფთალმიტი, წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას ეროზია, რქოვანას განლევა, თვალშიდა წნევის მომატება, რქოვანას გამუქება, ინფილტრატები რქოვანაში, რქოვანაზე ნალექები, ადგილობრივი ალერგიული რეაქცია თვალების მხრივ, კერატიტი, რქოვანას შეშუპება, სინათლის შიში, თვალების შეშუპება, ცრემლდენის მომატება, გამონადენი თვალებიდან, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - პალპიტაციები.

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - დისკომფორტი ცხვირში, ტკივილი ხახასა და ხორხში, ყელში უცხო სხეულის შეგრძნება; სიხშირე უცნობია - ქოშინი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - დისგევზია; იშვიათად - ღებინება; სიხშირე უცნობია - გულისრევა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად - ალანინამინოტრანსფერაზას და γ-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება სისხლში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - ერითემა, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ თერაპია თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინით, აგრეთვე აღინიშნა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ინფექცია, შუა ოტიტი, ფარინგიტი და რინიტი.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ცნობილი გახდა ინვალიდირებული, პოტენციურად შეუქცევადი მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ, რომელთა ხანგრძლივობა იყო რამდენიმე თვე და წელი, სხვადასხვა, მათ შორის ერთდროულად ორგანიზმის რამდენიმე სისტემის ან გრძნობათა ორგანოს მხრივ (მათ შორის ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, ართრალგია, კიდურების ტკივილი, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, დაკავშირებული პარესთეზიასთან, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, ძილის მოშლა, სმენის, მხედველობის, გემოს და სუნის დარღვევა) ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებისას, ზოგჯერ რისკ ფაქტორების არსებობის მიუხედავად.

სისტემური ქინოლონებით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში, ზოგჯერ პირველი გამოყენების შემდეგაც კი, აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები (ანაფილაქსური), ცალკეულ შემთხვევებში ლეტალური გამოსავლით. ზოგჯერ რეაქციებს თან ახლდა ისეთი სიმპტომების განვითარება, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, გონების დაკარგვა, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის, ხახის, ხორხის ან სახის შეშუპება), სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი.

სისტემური ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში დარეგისტრირდა მხრის, ხელის მყესის, აქილევსის მყესის და სხვა მყესების გაწვეტის შემთხვევები, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული აღდგენითი ოპერაციების ჩატარება, რადგან ეს პაციენტები შრომისუუნარონი იქნებოდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კლინიკური და პოსტმარკეტინგული კვლევების შედეგები მოწმობს, რომ სისტემური ქინოლონების გამოყენებისას მყესების გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და განსაკუთრებით იმ მყესების, რომლებზეც მოდის დიდი დატვირთვა, მათ შორისაა აქილევსის მყესი.

ბავშვები

კლინიკურ კვლევებში დადგინდა, რომ თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინის გამოყენება ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში უსაფრთხოა. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში უფრო ხშირად (შემთხვევათა 0,9%-ში) აღინიშნა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თვალების გაღიზიანება და თვალების ტკივილი.

ბავშვების, მათ შორის ახალშობილების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევებისას მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ ბავშვებში არასასურველი რეაქციების სახეობა და სიმძიმე ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში.

საეჭვო არასასურველი რეაქციების ინფორმირება

საეჭვო არასასურველი რეაქციების ინფორმირება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან გამოუვლინდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც მითითებული არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარამკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

იმის გამო, რომ კონიუნქტივალურ ტომარას გააჩნია შეზღუდული ტევადობა, ადგილობრივი გამოყენებისას ოფთალმოლოგიური პრეპარატებით ზედოზირება ნაკლებად მოსალოდნელია.

პრეპარატის ფლაკონში არსებული მოქსიფლოქსაცინის რაოდენობა საკმარისი არ არის არასასურველი რეაქციების განვითარებისთვის ხსნარის შემთხვევით მიღების შემდეგ.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: მოქსიფლოქსაცინი (მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 5,0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბორის მჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01AE07

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარი/ სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN.VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანტიმიკრობული საშუალებები. ფტორქინოლონები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

მოქსიფლოქსაცინი წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას ფტორქინოლონების ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება.

მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიული მოქმედება დაკავშირებულია ტოპოიზომერაზა II (დნმ-გირაზა) და ტოპოიზომერაზა IV-ის ინჰიბირებასთან. დნმ-გირაზა არის ფერმენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციის, ტრანსკრიპციის და რეპარაციის პროცესებში. ტოპოიზომერაზა IV არის ძირითადი ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს ქრომოსომული დნმ-ის დაყოფის პროცესში ბაქტერიული უჯრედის დაყოფის დროს.

ქინოლონების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, მოქმედების მექანიზმი განსხვავდება მაკროლიდების, ამინოგლიკოზიდების ან ტეტრაციკლინების მოქმედების მექანიზმისგან. ამიტომ მოქსიფლოქსაცინი შეიძლება აქტიური იყოს პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც რეზისტენტულია ზემოთ მითითებული ანტიბიოტიკების კლასების მიმართ, რომლებიც შეიძლება აქტიური იყოს პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, რომლებსაც აქვთ რეზისტენტობა მოქსიფლოქსაცინზე. ჯვარედინი რეზისტენტობა მაკროლიდების, ამინოგლიკოზიდების და ტეტრაციკლინების მიმართ არ არსებობს. ცნობილია სისტემურად მიღებულ მოქსიფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარების შემთხვევების შესახებ.

მიკრობიოლოგიური აქტივობა

In vitro მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების განვითარება განპირობებულია მრავალეტაპიანი მუტაციებით. გრამდადებითი მიკროორგანიზმების რეზისტენტობა მოქსიფლოქსაცინის მიმართ in vitro ვითარდება საერთო სიხშირით 1,8.10-9-დან 1.10-11-ზე ნაკლებ შემთხვევებში.

დადგენილია, რომ მოქსიფლოქსაცინი აქტიურია ქვემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების შტამების უმრავლების მიმართ in vitro, აგრეთვე ეფექტურია ამ მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის ინფექციების (ბაქტრიული კონიუნქტივიტის) სამკურნალოდ:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები -Corynebacterium species*, Micrococcusluteus*, Staphylococcusaureus, Staphylococcusepidermidis, Staphylococcushaemolyticus, Staphylococcushominis, Staphylococcuswarneri*, Streptococcuspneumoniae, Streptococcusviridans ჯგუფი;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები Acinetobacter lwoffii*, Haemophilusinfluenzae, Haemophilusparainfluenzae*;
  • სხვა მიკროორგანიზმები -Chlamydiatrachomatis.
  • თერაპიის ეფექტურობა შეფასდა 10-ზე ნაკლებ შემთხვევაში.

აგრეთვე არსებობს მონაცემები in vitro მოქსიფლოქსაცინის მიმართ მიკროორგანიზმების სხვა შტამების მგრძნობელობის შესახებ, თუმცა, ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია; შესაბამის კარგად კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ამგვარი მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის ინფექციების მკურნალობისას დადგენილი არ არის.

მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამი მიიჩნევა მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის სამკურნალო საშუალების სისტემური კონცენტრაციის საკონტროლო მნიშვნელობების შეფასების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, დადგენილი არ არის კორელაცია in vitro მოქსიფლოქსაცინის სისტემური კონცენტრაციების საკონტროლო მნიშვნელობებსა და ამ მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის ინფექციების თერაპიისას მის ეფექტურობას შორის (კონიუნქტივის ინფექციური დაავადებების პოტენციური მკურნალობის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას მიკროორგანიზმების ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს):

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები -Listeriamonocytogenes, Staphylococcussaprophyticus, Streptococcusagalactiae, Streptococcusmitis, Streptococcuspyogenes, Streptococcusгрупп C, G და F;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Acinetobacterbaumannii, Acinetobactercalcoaceticus, Citrobacterfreundii, Citrobacterkoseri, Enterobacteraerogenes, Enterobactercloacae, Escherichiacoli, Klebsiellaoxytoca, Klebsiellapneumoniae, Moraxellacatarrhalis, Morganellamorganii, Neisseriagonorrhoeae, Proteusmirabilis, Proteusvulgaris, Pseudomonas stutzeri;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები - Clostridiumperfringens, სხვადასხვა სახეობები Fusobacterium, სხვადასხვა სახეობები Prevotella, Propionibacterium acnes;
  • სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydiapneumoniae, Legionellapneumophila, Mycobacteriumavium, Mycobacteriummarinum, Mycoplasmapneumoniae.

In vitro მოქსიფლოქსაცინის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები მიკროორგანიზმების ზემოთ მითითებული შტამების უმრავლესობის მიმართ (90% და მეტი) შეადგენდა 2 მკგ/მლ-ს და ნაკლებს (სამკურნალო საშუალების სისტემური კონცენტრაციების საკონტროლო მნიშვნელობა, რომლის დროსაც რეგისტრირდება მიკროორგანიზმების მგრძნობელობა).

კლინიკური ეფექტურობა

ორი რანდომიზებული ორმაგი ბრმა მრავალცენტრული კონტროლირებული კლინიკური კვლევებისას მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას თვალის წვეთების ფორმით (დღე-ღამეში 3-ჯერ 4 დღის განმავლობაში) ბაქტერიული კონიუნქტივიტის თერაპიის ეფექტიანობა (კლინიკური გამოჯანმრთელება) მე-5-6 დღეს იყო 66-69%. მიკროორგანიზმის ერადიკაცია აღინიშნა შემთხვევათა 84-94%-ში.

რანდომიზებული ორმაგი ბრმა კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას პარალელური ჯგუფებით ბაქტერიული კონიუნქტივიტის მქონე დაბადებიდან 31 დღემდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც უტარდებოდათ თერაპია მოქსიფლოქსაცინის თვალის წვეთების ფორმით ან სხვა ანტიმიკრობული საშუალებით, მე-9 დღეს მკურნალობის ეფექტიანობამ (კლინიკური გამოჯანმრთელება) შეადგინა 80%, მიკროორგანიზმის ერადიკაცია აღინიშნა შემთხვევათა 92%-ში.

გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ანტიმიკრობული საშუალებების კლინიკურ კვლევებში მიკროორგანიზმის ერადიკაციის სიხშირე ყოველთვის არ არის კორელაციაში კლინიკურ გამოსავალთან.

ფარმაკოკინეტიკა

ჯანმრთელ მოხალისეებში (მოზრდილი მამაკაცები და ქალები), რომლებსაც მოქსიფლოქსაცინის ხსნარს აწვეთებდნენ ორივე თვალში დღე-ღამეში 3-ჯერ, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობა სისხლის პლაზმაში (Cmax) წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენდა საშუალოდ 2,7 ნგ/მლ-ს, ხოლო „კონცენტრაცია-დროის“ მრუდქვეშ ფართობის მნიშვნელობა (AUC0-∞) იყო 41,9 ნგ∙სთ/მლ; ეს მაჩვენებლები იყო შესაბამისად 1600 და 1100-ჯერ უფრო დაბალი იმ ანალოგიურ მაჩვენებლებზე, რომლებიც დარეგისტრირდა მოქსიფლოქსაცინის 400 მგ თერაპიული დოზით პერორალურად მიღების შემდეგ. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის გამოთვლილი პერიოდი შეადგენს 13 საათს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ბივოქსა

სავაჭრო დასახელება

ბივოქსა, Bivoxa

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

მოქსიფლოქსაცინი, Moxifloxacin

წამლის ფორმა

თვალის წვეთები 0.5%

აღწერილობა: გამჭვირვალე, მომწვანო-მოყვითალო ფერის ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ნაჩვენებია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების შტამებით გამოწვეული ბაქტერიული კონიუნქტივიტის ადგილობრივი მკურნალობისთვის: Corynebacterium species*, Micrococcusluteus*, Staphylococcusaureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus warneri*, Streptococcus pneumoniae, ჯგუფი Streptococcus viridans, Acinetobacter lwoffii*, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae*, Chlamydiatrachomatis.

  • თერაპიის ეფექტურობა შეფასდა 10-ზე ნაკლებ შემთხვევაში.

რეკომენდებულია იმ ინფორმაციის გათვალისწინება, რომელიც მოცემულია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ ოფიციალურ სახელმძღვანელოებში.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

1 წვეთი ხსნარის ჩაწვეთება ხდება დაზიანებულ თვალში დღე-ღამეში 3-ჯერ 7 დღის განმავლობაში.

ბავშვები

კლინიკური კვლევების მონაცემები მოწმობს პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში გამოყენებისას.

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისათვის.

თავიდან უნდა იქნას აცილებული საწვეთურის თავის შეხება რაიმე ზედაპირზე მიკროორგანიზმებით ხსნარის კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით.

სისტემურ სისხლის ნაკადში პრეპარატის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია საცრემლე ტომარაზე თითით დაწოლა თვალის შიდა კუთხეში (საცრემლე არხების ოკლუზია) 2-3 წუთის განმავლობაში ჩაწვეთებისთანავე, განსაკუთრებით ბავშვებში.

სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად ერთობლივი გამოყენების აუცილებლობისას, ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 წუთი. თვალის მალამოების გამოყენება უნდა მოხდეს ყველაზე ბოლოს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების და ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების მოკლე პროფილი

თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინის ადგილობრივი გამოყენების კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდა 2252 პაციენტი (1389 პაციენტი აშშ-დან და კანადიდან, 586 პაციენტი იაპონიიდან და 277 პაციენტი ინდოეთიდან), რომლებშიც ინსტილაციის სიხშირე შეადგენდა დღე-ღამეში 8-ჯერამდე (1900-ზე მეტ პაციენტში ინსტილაციის სიხშირე იყო დღე-ღამეში 3-ჯერ). კლინიკური კვლევებისას არ დარეგისტრირდა მძიმე არასასურველი რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ ან მძიმე სისტემური არასასურველი რეაქციები, დაკავშირებული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან. ყველაზე ხშირად (შემთხვევათა 1-2%-ში) აღინიშნა თვალების გაღიზიანება და თვალების ტკივილი, რომლებიც უმნიშვნელოდ გამოხატული იყო პაციენტთა 96%-ში, ამასთან 1 პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა.

ვინაიდან კლინიკური კვლევები ტარდება მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში, ერთი პრეპარატის კლინიკური კვლევისას გამოვლენილი არასახარბიელო რეაქციების განვითარების სიხშირე არ შეიძლება პირდაპირ შევადაროთ მეორე პრეპარატის კლინიკური კვლევებისას გამოვლენილ სიხშირეს და შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკული გამოყენებისას აღნიშნულ სიხშირეს.

ყველაზე ხშირად აღინიშნა ისეთი არასახარბიელო რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ, როგორიცაა კონიუნქტივიტი, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, თვალების სიმშრალე, კერატიტი, დისკომფორტი თვალებში, თვალების ჰიპერემია, თვალების ტკივილი, თვალების ქავილი, სუბკონიუნქტივალური სისხლჩაქცევა, ცრემლდენა. ეს მოვლენები აღინიშნა პაციენტთა დაახლოებით 1-6%-ში. არასახარბიელო მოვლენები, რომლებიც დაკავშირებული არ იყო მხედველობის ორგანოსთან, რომლებიც აღინიშნებოდა 1-4% სიხშირით, იყო ცხელება, ხველის გაძლიერება, ინფექცია, შუა ოტიტი, ფარინგიტი, გამონაყარი და რინიტი.

არასასურველი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია MedDRA-ს სისტემურ-ორგანოთა კლასის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით). ყოველი სიხშირის ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - სისხლში ჰემოგლობინის დონის შემცირება.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - პარესთეზია; სიხშირე უცნობია - თავბრუსხვევა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - თვალების ტკივილი, თვალების გაღიზიანება; არახშირად - წერტილოვანი კერატიტი, თვალების სიმშრალე, სისხლჩაქცევა კონიუნქტივაში, თვალების ჰიპერემია, თვალების ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, თვალებში დისკომფორტი; იშვიათად - რქოვანას ეპითელიუმის დაზიანება, რქოვანას დაზიანება, კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, თვალების პასტოზურობა, კონიუნქტივას შეშუპება, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ასთენოპია, ქუთუთოების ერითემა; სიხშირე უცნობია - ენდოფთალმიტი, წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას ეროზია, რქოვანას განლევა, თვალშიდა წნევის მომატება, რქოვანას გამუქება, ინფილტრატები რქოვანაში, რქოვანაზე ნალექები, ადგილობრივი ალერგიული რეაქცია თვალების მხრივ, კერატიტი, რქოვანას შეშუპება, სინათლის შიში, თვალების შეშუპება, ცრემლდენის მომატება, გამონადენი თვალებიდან, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - პალპიტაციები.

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - დისკომფორტი ცხვირში, ტკივილი ხახასა და ხორხში, ყელში უცხო სხეულის შეგრძნება; სიხშირე უცნობია - ქოშინი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - დისგევზია; იშვიათად - ღებინება; სიხშირე უცნობია - გულისრევა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად - ალანინამინოტრანსფერაზას და γ-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება სისხლში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - ერითემა, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ თერაპია თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინით, აგრეთვე აღინიშნა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ინფექცია, შუა ოტიტი, ფარინგიტი და რინიტი.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ცნობილი გახდა ინვალიდირებული, პოტენციურად შეუქცევადი მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ, რომელთა ხანგრძლივობა იყო რამდენიმე თვე და წელი, სხვადასხვა, მათ შორის ერთდროულად ორგანიზმის რამდენიმე სისტემის ან გრძნობათა ორგანოს მხრივ (მათ შორის ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, ართრალგია, კიდურების ტკივილი, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, დაკავშირებული პარესთეზიასთან, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, ძილის მოშლა, სმენის, მხედველობის, გემოს და სუნის დარღვევა) ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებისას, ზოგჯერ რისკ ფაქტორების არსებობის მიუხედავად.

სისტემური ქინოლონებით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში, ზოგჯერ პირველი გამოყენების შემდეგაც კი, აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები (ანაფილაქსური), ცალკეულ შემთხვევებში ლეტალური გამოსავლით. ზოგჯერ რეაქციებს თან ახლდა ისეთი სიმპტომების განვითარება, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, გონების დაკარგვა, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის, ხახის, ხორხის ან სახის შეშუპება), სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი.

სისტემური ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში დარეგისტრირდა მხრის, ხელის მყესის, აქილევსის მყესის და სხვა მყესების გაწვეტის შემთხვევები, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული აღდგენითი ოპერაციების ჩატარება, რადგან ეს პაციენტები შრომისუუნარონი იქნებოდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კლინიკური და პოსტმარკეტინგული კვლევების შედეგები მოწმობს, რომ სისტემური ქინოლონების გამოყენებისას მყესების გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და განსაკუთრებით იმ მყესების, რომლებზეც მოდის დიდი დატვირთვა, მათ შორისაა აქილევსის მყესი.

ბავშვები

კლინიკურ კვლევებში დადგინდა, რომ თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინის გამოყენება ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში უსაფრთხოა. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში უფრო ხშირად (შემთხვევათა 0,9%-ში) აღინიშნა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თვალების გაღიზიანება და თვალების ტკივილი.

ბავშვების, მათ შორის ახალშობილების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევებისას მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ ბავშვებში არასასურველი რეაქციების სახეობა და სიმძიმე ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში.

საეჭვო არასასურველი რეაქციების ინფორმირება

საეჭვო არასასურველი რეაქციების ინფორმირება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან გამოუვლინდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც მითითებული არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარამკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

მოქსიფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება ანამნეზში მძიმე არასასურველი რეაქციების მქონე პაციენტებში, როდესაც ამ რეაქციების განვითარება დაკავშირებული იყო ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების მიღებასთან. მოქსიფლოქსაცინით თერაპია ასეთ პაციენტებში უნდა დაიწყოს მხოლოდ მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტების არარსებობისას და სარგებლის/რისკის შეფარდების ზედმიწევნით შეფასების შემდეგ.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ცნობილი გახდა ინვალიდირებული, პოტენციურად შეუქცევადი მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ, რომელთა ხანგრძლივობა იყო რამდენიმე თვე და წელი, სხვადასხვა მათ შორის ერთდროულად ორგანიზმის რამდენიმე სისტემის მხრივ (დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის, ნერვული სისტემის, გრძნობათა ორგანოების და ფსიქიკის დარღვევების მხრივ), იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს ან ფტორქინოლონებს, მიუხედავად მათი ასაკისა და არსებული რისკ ფაქტორებისა. მძიმე არასასურველი რეაქციების, მათ შორის ალერგიული რეაქციების პირველი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოქსიფლოქსაცინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

სისტემური ქინოლონებით, მათ შორის მოქსიფლოქსაცინით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში, ზოგჯერ პირველი გამოყენების შემდეგაც კი, აღინიშნა მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსური), ცალკეულ შემთხვევებში, ლეტალური გამოსავლით. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი, გონების დაკარგვა, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ხორხის, ხახის ან სახის შეშუპება), სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი. ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციების განვითარებისას შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი მკურნალობა. კლინიკური ჩვენებების არსებობისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასუნთქი გზების გამტარობა და ჟანგბადის გამოყენება.

როგორც სხვა ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენებისას, პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის განვითარებისას პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია. თუ კლინიკური სიტუაცია ამას მოითხოვს, უნდა ჩატარდეს პაციენტის დამატებითი შესაბამისი გამოკვლევა, მაგალითად, ბიომიკროსკოპია ნაპრალოვანი სანათის მეშვეობით და, აუცილებლობისას, შეღებვა ფლუორესცეინით.

ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება აღინიშნოს ქინოლონებით და ფტორქინოლონებით თერაპიის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, აგრეთვე მისი შეწყვეტიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. ტენდინიტისა და მყესების გაწყვეტის განვითარების რისკი მატულობს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პაციენტებში პარენქიმატოზური ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, აგრეთვე გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში. ფტორქინოლონების გამოყენება არ შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად.

ტენდინიტის პირველი ნიშნების (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება) გამოვლენისას მოქსიფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს და განხილული უნდა იყოს საკითხი ალტერნატიული მკურნალობის შესახებ. კიდურის (კიდურების) დაზიანებისას უნდა ჩატარდეს სათანადო მკურნალობა (მაგალითად, იმობილიზაცია). არ შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება ტენდინოპათიის ნიშნების განვითარებისას.

ცნობილი გახდა სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის განვითარების შემთხვევების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, რის შედეგადაც მათ აღენიშნათ პარესთეზია, ჰიპესთეზია, დიზესთეზია ან სისუსტე. მოქსიფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე მიმართონ ექიმს, თუ მათ განუვითარდებათ ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, პოტენციურად შეუქცევადი ცვლილებების განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება გონოკოკური კონიუნქტივიტის პროფილაქტიკის ან ემპირიული თერაპიისთვის, მათ შორის ახალშობილ ბავშვებში, იმის გამო, რომ Neisseria gonorrhoeae უმრავლეს შემთხვევაში, რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ. Neisseria gonorrhoeae-ს მიერ გამოწვეული თვალის ინფექციური დაზიანებების მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ შესაბამისი სამკურნალო საშუალებების სისტემური გამოყენებისათვის.

ბავშვები

არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოქსიფლოქსაცინის თვალის წვეთების ფორმით ადგილობრივი გამოყენება ახდენს რაიმე ზემოქმედებას სახსრებზე; თუმცა, ცხოველებში კვლევებისას დადგენილია, რომ ზოგიერთი ქინოლონის პერორალური შეყვანისას სქესობრივად მოუმწიფებელ სახეობებში აღინიშნა ართროპათია.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული კონიუნქტივას მკურნალობისას, რადგან მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში შესწავლილი არ არის. 2 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული თვალების ინფექციური დაზიანებებისას უნდა ჩატარდეს თერაპია სისტემური გამოყენების შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით. Chlamydia trachomatis-ით და Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული კონიუნქტივების თერაპია ახალშობილ ბავშვებში უნდა ჩატარდეს სისტემური გამოყენების შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით.

ბაქტერიული კონიუნქტივიტის ნიშნების ან სიმპტომების არსებობისას არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარება.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

მოქსიფლოქსაცინი არ ახდენს ან უმნიშვნელოდ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად ამისა, როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების გამოყენებისას, პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა ან სხვა მხედველობის დარღვევები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე; ასეთ სიტუაციებში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა მხედველობის სრულ აღდგენამდე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ჩატარებული არ არის სათანადო კვლევები თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შესახებ იმ რისკების შესაფასებლად, რომლებიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან ქალებში ორსულობის პერიოდში.

გესტაციის პერიოდში (ნაყოფის ორგანოგენეზის პერიოდი) შეყვანისას ვირთხებსა და მაიმუნებში (პერორალური შეყვანა), აგრეთვე კურდღლებში (ინტრავენური შეყვანა) მოქსიფლოქსაცინის ნეგატიური ზემოქმედება დედის ორგანიზმზე და ნაყოფზე იმ დოზებით, რომლებიც შეესაბამებოდა კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებულ დოზებს, არ აღინიშნა. გესტაციის გვიან ვადებზე და ლაქტაციის პერიოდში პერორალური შეყვანისას ვირთხებში მოქსიფლოქსაცინის უარყოფითი ზემოქმედება დედის ორგანიზმზე, ნაყოფზე ან ახალშობილებზე იმ დოზებით, რომლებიც შეესაბამებოდა კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებულ დოზებს, არ აღინიშნა (იხ. ქვემოთ).

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან მიღებული მონაცემები

მოქსიფლოქსაცინის დოზა ვირთხებზე კვლევებისას, რომლის შეყვანისას არ აღინიშნა არასასურველი რეაქციები ემბრიონის და ნაყოფის განვითარების მხრივ, შეადგენდა 100მგ/კგ-ს დღე-ღამეში (სისტემური ზემოქმედება 30-ჯერ აღემატება ადამიანში არსებულს ოფთალმოლოგიაში რეკომენდებული დოზით გამოყენებისას; AUC მნიშვნელობების შეფარდების შეფასება).

კურდღლებზე კვლევებისას დადგინდა, რომ სამკურნალო საშუალების დოზა, რომლის შეყვანისას არ აღინიშნა არასასურველი რეაქციები ემბრიონის და ნაყოფის განვითარების მხრივ, შეადგენდა 6.5 მგ/კგ-ს დღე-ღამეში (სისტემური ზემოქმდება 246-ჯერ აღემატება ადამიანში არსებულს ოფთალმოლოგიაში რეკომენდებული დოზით გამოყენებისას; AUC მნიშვნელობების შეფარდების შეფასება).

Cynomolgus სახეობის მაიმუნებზე კვლევებისას დადგინდა, რომ მოქსიფლოქსაცინის დოზა, რომლის შეყვანისას არ აღინიშნა არასასურველი რეაქციები ნაყოფის განვითარების მხრივ, შეადგენდა 10 მგ/კგ-ს დღე-ღამეში (სისტემური ზემოქმდება 174-ჯერ აღემატება ადამიანში არსებულს ოფთალმოლოგიაში რეკომენდებული დოზით გამოყენებისას; AUC მნიშვნელობების შეფარდების შეფასება).

პრე- და პოსტნატალურ განვითარებაზე მოქსიფლოქსაცინის ზემოქმედების კვლევებისას ვირთხებზე დადგინდა, რომ მოქსიფლოქსაცინის დოზა, რომლის შეყვანისას არ აღინიშნა არასასურველი რეაქციები შთამომავლობის პრე- და პოსტნატალური განვითარების მხრივ, შეადგენდა 100 მგ/კგ-ს დღე-ღამეში (სისტემური ზემოქმდება 30-ჯერ აღემატება ადამიანში არსებულს ოფთალმოლოგიაში რეკომენდებული დოზით გამოყენებისას; AUC მნიშვნელობების შეფარდების შეფასება).

ლაქტაცია

მონაცემები სამკურნალო საშუალების ადამიანის დედის რძესთან გამოყოფის, ბავშვზე მისი ზემოქმედების შესახებ, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა, რომ შეგვეფასებინა რისკი ბავშვისთვის თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას ქალებში ლაქტაციის პერიოდში, არ არსებობს. მეძუძურ ვირთხებში კვლევამ აჩვენა მოქსიფლოქსაცინის შეღწევა რძეში პერორალური მიღების შემდეგ.

მოქსიფლოქსაცინის სისტემური ზემოქმედება თვალის წვეთების ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას დაბალია; ცნობილი არ არის, თვალის წვეთების ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას დედის რძეში მიიღწევა თუ არა სამკურნალო საშუალების ის კონცენტრაცია, რომელიც აღემატება რაოდენობრივი გასაზღვრის ზღვარს.

ლაქტაციის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენებამდე უნდა შეფასდეს მისი გამოყენების კლინიკური აუცილებლობა და ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში არასასურველი რეაქციების განვითარების პოტენციურ რისკთან მიმართებაში.

ფერტილობა

ფერტილობაზე თვალის წვეთების ფორმით მოქსიფლოქსაცინის ზემოქმედების კვლევა ჩატარებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატის წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის. in vitro კვლევების შედეგები მოწმობს, რომ მოქსიფლოქსაცინი არ აინჰიბირებს CYP3A4, CYP2D6, CYP2C9, CYP2C19 ან CYP1A2, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატი ზეგავლენას მოახდენს იმ სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილეობენ P450 ციტოქრომის სისტემის ზემოთ ჩამოთვლილი იზოფერმენტები.

იმის გამო, რომ თვალის წვეთების ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას მოქსიფლოქსაცინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაბალია, ნაკლებად მოსალოდნელია პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება

იმის გამო, რომ კონიუნქტივალურ ტომარას გააჩნია შეზღუდული ტევადობა, ადგილობრივი გამოყენებისას ოფთალმოლოგიური პრეპარატებით ზედოზირება ნაკლებად მოსალოდნელია.

პრეპარატის ფლაკონში არსებული მოქსიფლოქსაცინის რაოდენობა საკმარისი არ არის არასასურველი რეაქციების განვითარებისთვის ხსნარის შემთხვევით მიღების შემდეგ.

გამოშვების ფორმა

თვალის წვეთების 5 მლ პლასტმასის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, აღჭურვილი უსაფრთხოების რგოლით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარი/ სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN.VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა