მიკოფენოლატი მოფეტილი 250მგ
Mycophenolate Mofetil 250mg
იმუნოსუპრესანტი მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები გამოიყენება გადანერგილი თირკმლის, გულის ან ღვიძლის ორგანიზმიდან მოცილების პრევენციისათვის. მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების გამოყენება შესაძლებელია სხვა მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა ციკლოსპორინი და კორტიკოსტეროიდები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მიკოფენოლატი (mycophenolic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ კაფსულა №100
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
- ATC კოდი
- L04AA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-021531
- რეგისტრირებულია
- 10 თებერვალი 2017, მოქმედებს 10 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „ეი-ბი-სი ფარმაცია“
- GMP
- -
მიკოფენოლატი მოფეტილი 250მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
იმუნოსუპრესანტი
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები გამოიყენება გადანერგილი თირკმლის, გულის ან ღვიძლის ორგანიზმიდან მოცილების პრევენციისათვის.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების გამოყენება შესაძლებელია სხვა მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა ციკლოსპორინი და კორტიკოსტეროიდები.
მიღების წესი და დოზირება
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მისაღები წამლის რაოდენობა
მისაღები წამლის რაოდენობა დამოკიდებულია ჩატარებული ტრანსპლანტაციის ტიპზე, რეკომენდებული დოზა მოცემულია ქვემოთ. მკურნალობა გრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.
თირკმლის გადანერგვა
მოზრდილები:
პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს გადანერგვის ოპერაციიდან 72 საათის განმავლობაში. რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 8 კაფსულას (2 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად. რაც ნიშნავს 4 კაფსულის მიღებას დილით და 4 კაფსულის – საღამოს.
ბავშვები (2-დან 18 წლამდე):
დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონასა და სიმაღლეზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს შესაბამის დოზას სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. რეკომენდებული დოზაა 600 მგ/მ² -ზე დღეში ორჯერადი მიღებით.
გულის გადანერგვა
მოზრდილები:
პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის ოპერაციიდან 5 დღის განმავლობაში. რეკომენდებული დოზა შეადგენს 12 კაფსულას (3 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად. რაც ნიშნავს 6 კაფსულის მიღებას დილით და 6 კაფსულის – საღამოს.
ბავშვები:
მონაცემები არასაკმარისია მიკოფენოლატის მოფეტილის დოზის რეკომენდაციისათვის ბავშვებში გულის გადანერგვის შემდეგ.
ღვიძლის გადანერგვა
მოზრდილები:
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების პირველი პერორალური დოზის მიღება უნდა მოხდეს გადანერგვის ოპერაციიდან 4 დღის განმავლობაში, როცა პაციენტი შეძლებს წამლის გადაყლაპვას. რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 12 კაფსულას (3 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად, 6 კაფსულა – დღისით, 6 კაფსულა – საღამოს.
ბავშვები:
მონაცემები არასაკმარისია მიკოფენოლატის მოფეტილის დოზის რეკომენდაციისათვის ბავშვებში ღვიძლის გადანერგვის შემდეგ.
მედიკამენტის მიღებისა და დანიშვნის წესი
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
არ შეიძლება კაფსულების გატეხვა ან გასრესვა. ასევე, არ შეიძლება გატეხილი ან გაყოფილი კაფსულის მიღება.
აცილებულ უნდა იქნას ნებისმიერი კონტაქტი ფხვნილთან, რომელიც დაზიანებული კაფსულიდან გამოიყოფა.
კაფსულის შემთხვევითი გატეხვისას, კანთან კონტაქტისას, ფხვნილის ჩამორეცხვა უნდა მოხდეს საპნითა და წყლით. ფხვნილის თვალებში ან პირში მოხვედრისას საჭიროა დიდი რაოდენობით გამდინარე წყლით ჩამობანა.
მკურნალობა გრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა იმუნოსუპრესიისათვის გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების დოზის გადაჭარბებისას
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების ზედმეტი დოზის მიღებისას, ან შემთხვევით სხვა პირის მიერ ამ მედიკამენტის მიღებისას, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების დოზის გამოტოვებისას:
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების დოზის მიღების დავიწყებისას საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე და დანიშნულების მიხედვით გაგრძელება. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულებით მკურნალობის შეწყვეტა
მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს გადანერგილი ორგანოს მოცილების რისკი. არ შეიძლება წამლის მიღების შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია მიკოფენოლატის მოფეტილის, მიკოფენოლის მჟავის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტების ჩამონათვალი იხ. მე-6 განყოფილებაში);
თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკის მქონე ქალია და მკურნალობის დაწყებამდე ფეხმძიმობის ტესტი არ არის უარყოფითი, რადგან მიკოფენოლატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფექტები და თვითნებური აბორტი;
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში;
თუ პაციენტი არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხ. ფეხმძიმობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება);
ძუძუთი კვების დროს.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მიკოფენოლატის მოფეტილის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სიფრთხილის ზომები
მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების წინ საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია, თუ:
პაციენტს აღენიშნება ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ყელის ტკივილი;
პაციენტს მოულოდნელად განუვითარდა სისხლჩაქცევები ან სისხლდენა;
პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, როგორიცაა კუჭის წყლული;
პაციენტი გეგმავს ორსულობას ან მიკოფენატილ მოფეტილით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი (ან პაციენტი არ არის დარწმუნებული), მიკოფენოლატის მოფეტილის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.
მზის სხივების გავლენა
მიკოფენოლატის მოფეტილი აქვეითებს ორგანიზმის დამცველობით უნარს, შედეგად, არსებობს კანის კიბოს განვითარების მომატებული რისკი. პაციენტმა უნდა შეამციროს მიღებული მზის სხივებისა და ულტარაიისფერი სხივების რაოდენობა:
საჭიროა დამცავი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ასევე, ფარავს თავს, კისერს, ხელებსა და ფეხებს;
საჭიროა მზის სხივებისგან დამცავი კრემის გამოყენება, რომელსაც დაცვის მაღალი ფაქტორი აქვს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული პრეპარატების ჩათვლით. მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ისევე როგორც, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების ეფექტზე.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულებით მკურნალობის დაწყებამდე იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
აზატიოპრინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას -გამოიყენება გადანერგვის ოპერაციის შემდეგ;
ქოლესტირამინი - გამოიყენება ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებლების სამკურნალოდ;
რიმფამპიცინი - ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ ან მისი პრევეციისათვის;
ანტაციდები, ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები - გამოიყენება კუჭში მჟავიანობის დარღვევის დროს, როგორიცაა დისპეფსია;
ფოსფატების შემაკავშირებლები - გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს სისხლის მიერ აბსორბირებული ფოსფატების დონის დასაქვეითებლად.
ვაქცინები
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტს ესაჭიროება ვაქცინაცია (ცოცხალი ვაქცინით) მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის დროს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, თუ რომელი ვაქცინის გაკეთებაა მიზანშეწონილი.
მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 6 კვირის განმავლობაში არ შეიძლება სისხლის დონაცია. მამაკაცებში, მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 90 დღის განმავლობაში, არ არის მიზანშეწონილი სპერმის დონაცია.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებისა და სასმელის მიღება გავლენას არ ახდენს მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობაზე.
ფეხმძიმობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება
კონტრაცეფცია ქალებში მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის პერიოდში
რეპროდუქციული ასაკის ქალებში ყოველთვის საჭიროა კონტრაცეფციის ორი ეფექტური მეთოდის გამოყენება მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის დროს:
მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების დაწყებამდე;
მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის მთელ პერიოდში;
მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის შეწყვეტიდან 6 კვირის განმავლობაში.
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდის შესარჩევად ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ კონტრაცეფცია არ არის ეფექტური ან დაავიწყდა კონტრაცეფციული საშუალების მიღება.
პაციენტს არ შეუძლია დაფეხმძიმება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს:
თუ პაციენტს აღენიშნება პოსტ-მენოპაუზური მდგომარეობა, მაგ. არის არანაკლებ 50 წლის და ბოლო მენსტრუაციიდან გასულია 1 წელზე მეტი (თუ მენსტრუაცია შეწყდა კიბოს მკურნალობის გამო, მაშინ ორსულობის დადგომის ალბათობა ისევ არის);
თუ ორივე ფალოპის მილი და ორივე საკვერცხე ამოღებულია ქირურგიული გზით (ბილატერული სალპინგო-ოვარექტომია);
თუ საშვილოსნო ამოღებულია ქირურგიული გზით (ჰისტერქტომია);
თუ საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (ადრეული კლიმაქსი, დადასტურებულია გინეკოლოგის მიერ);
თუ პაციენტს აღენიშნება იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ფეხმძიმობა შეუძლებელია: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზია;
თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია და არ აღენიშნება მენსტრუაცია.
კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ მიკოფენოლატის მოფეტილით
ყოვლთვის საჭიროა პრეზერვატივის გამოყენება მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
თუ პაციენტი გეგმავს მამობას, მკურნალი ექიმი მიაწვდის ინფორმაციას შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი მიაწვდის პაციენტს ინფორმაციას ფეხმძიმობის შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის, თუ
პაციენტი გეგმავს ფეხმძიმობას;
პაციენტს მენსტრუაციის პერიოდი გადაუცდა ან ფიქრობს, რომ გადაუცდა, აღენიშნება უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში;
პაციენტმა არ გამოიყენა კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი.
თუ მიკოფენოლატის მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება. თუმცა ექიმთან ვიზიტამდე საჭიროა მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების გაგრძელება.
ფეხმძიმობა
მიკოფენოლატი იწვევს ძალიან მაღალი სიხშირით ორსულობის შეწყვეტას (50%) და ნაყოფის განვითარების მძიმე დეფექტებს (23-27%). აღნიშნულ იქნა ნაყოფის განვითარების დეფექტები, როგორიცაა ყურების, თვალების, სახის (კურდღლის ტუჩი/სასა) ანომალიები, თითების, გულის, საყლაპავის, თირკმელებისა და ნერვული სისტემის (მაგ.: spina bifida (ხერხემლის ძვლები არასწორადაა განვითარებული)) განვითარების ანომალიები. ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ერთი ან რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, მიკოფენოლატის მოფეტილის მიღებამდე, უნდა ჩაიტარონ ფეხმძიმობის ტესტი და მხოლოდ ტესტის უარყოფითი მაჩვენებლისა და კონტრაცეფციის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ფეხმძიმობის დასადგენი ერთი ან რამდენიმე ტესტის ჩატარება, რათა სრულად გამოირიცხოს ორსულობა.
ძუძუთი კვება
არ შეიძლება მიკოფენოლატის მოფეტილის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან წამლის მცირე რაოდენობა აღწევს დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მიკოფენოლატის მოფეტილი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენა, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
ინფექციის ნიშნები, როგორიცა ცხელება და ყელის ტკივილი;
მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევები და სისხლდენა;
გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენისა და ხორხის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით – ეს შეიძლება იყოს სერიოზული ხასიათის ალერგიული რექციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიოედემა).
დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები
მედიკამენტის მიღების დროს ყველაზე დამახასიათებელია დიარეა, სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ინფექცია და ღებინება. მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს სისხლის ანალიზი შემდეგ მაჩვენებლებზე:
სისხლის უჯრედების რაოდენობა
სისხლში შაქრის, ცხიმების ან ქოლესტეროლის დონე.
ბავშვებს უფრო მეტად აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები (დიარეა, ინფექციები, სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება), ვიდრე მოზრდილებს.
ინფექციებთან ბრძოლა
მიკოფენოლატის მოფეტილი აქვეითებს ორგანიზმის დამცველობით უნარს, რაც ხელს უშლის გადანერგილი ორგანოს მოცილებას სხეულის მიერ, შედეგად, ქვეითდება ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარი. ორგანიზმი ჩვეულებრივზე უფრო მეტად ავადდება ინფექციებით, მათ შორის, თავის ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭ-ნაწლავის, ფილტვების და საშარდე სისტემის ინფექციებით.
ლიმფური ქსოვილისა და კანის კიბო
როგორც სხვა იმუნოსუპრესანტების მკურალობის ფონზე, პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის განმავლობაში განუვითარდათ ლიმფური ქსოვილისა და კანის კიბო.
ზოგადი არასასურველი ეფექტები
შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის ზოგადი გვერდითი მოვლენები, ეს მოიცავს: სერიოზული ხასიათის ალერგიულ რეაქციებს (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიოედემა), ცხელება, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, დაძინების გაძნელება, ტკივილი (კუჭის, მკერდის არეში, სახსრების ან კუნთების ტკივილი, ტკივილი შარდვის დროს), თავის ტკივილი, გრიპისმაგვარი სიმპტომები და შეშუპება.
სხვა არასასურველი ეფექტები შეიძლება იყოს:
კანის პრობლემები, როგორიცაა:
აკნე, ჰერპესული გამონაყარი, სარტყლისებრი ლიქენი, კანის წარმონაქმნები, თმის ცვენა, გამონაყარი, ქავილი.
შარდვის პრობლემები, როგორიცაა:
თირკმელების პრობლემები ან მოშარდვის გადაუდებელი სურვილი
საჭმლის მომნელებელი სისტემის და პირის ღრუს პრობლემები, როგორიცაა:
ღრძილების შესივება და წყლულები პირის ღრუში;
პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის ანთება;
ნაწლავების დაზიანება, მათ შორის, სისხლდენა ნაწლავებიდან, ღვიძლის პრობლემები;
ყაბზობა, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა, მეტეორიზმი.
ნერვული სისტემის პრობლემები, როგორიცაა:
თავბრუსხვევა, ძილიანობა ან დაბუჟების შეგრძნება;
ტრემორი, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები;
აგზნებადობა ან დეპრესია, გუნება-განწყობილების ცვლილებები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, როგორიცაა:
სისხლის წნევის ცვალებადობა, გაძლიერებული გულისცემა, სისხლძარღვების გაფართოება.
ფილტვების პრობლემები, როგორიცაა:
პნევმონია, ბრონქიტი
სუნთქვის უკმარისობა, ხველება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბრონქოექტაზიებით (მდგომარეობა, როცა ფილტვების სასუნთქი გზები პათოლოგიურად დილატირებულია) ან ფილტვის ფიბროზით (ფილტვის ქსოვილის დაზიანება). თუ პაციენტს აღენიშნება მუდმივი ხასიათის ხველება ან სუნთქვის უკმარისობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.
სითხე ფილტვებში ან გულმკერდის ღრუში
სინუსიტები.
სხვა პრობლემები, როგორიცაა:
წონაში კლება, პოდაგრა, სისხლში შაქრის დონის მატება, სისხლდენა, სისხლჩაქცევები.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
გაერთიანებული სამეფო - გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიწოდებულ იქნას ყვითელი ბარათის სქემით:
ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard
მალტა -გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ვებ-გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adportal
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის მიკოფენოლატის მოფეტილი. თითოეული კაფსულა შეიცავს 250 მგ მიკოფენოლატის მოფეტილს.
დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოვიდონი K 90, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგო კარმინი (FD და C ლურჯი 2) (E132).
შავი მელნის შემადგენლობა: შელაკი, შავი რკინის ოქსიდი.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების ფორმა და შეფუთვა:
მიკოფენოლატის მოფეტილის 250 მგ კაფსულები არის ღია ცისფერი/ატმისფერი, ზომით “1”, მყარი ჟელატინის კაფსულები ამოტვიფრული თავსახურზე “MMF” და კორპუსზე – “250”, შეიცავს თეთრ ან მოთეთრო ფხვნილს.
მიკოფენოლატის მოფეტილის 250 მგ კაფსულები ხელმისაწვდომია ბლისტერებით, შეფუთვაში 100 და 300 კაფსულით.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება 30⁰C ტემპერატურის ქვემოთ.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების შემჩნევისას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
მიკოფენოლატის მოფეტილი 250 მგ კაფსულები
მიკოფენოლატის მოფეტილი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა სიმპტომების მსგავსების მიუხედავად. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისათვის.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, საჭიროა მიმართვა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების მიღებამდე
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები და მისი გამოყენება
იმუნოსუპრესანტი
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები გამოიყენება გადანერგილი თირკმლის, გულის ან ღვიძლის ორგანიზმიდან მოცილების პრევენციისათვის.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების გამოყენება შესაძლებელია სხვა მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა ციკლოსპორინი და კორტიკოსტეროიდები.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების მიღებამდე
გაფრთხილება
მიკოფენოლატი იწვევს ნაყოფის დეფექტებსა და თვითნებურ აბორტს. თუ პაციენტი რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალია, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ფეხმძიმობა და საჭიროა მკურნალი ექიმის მიერ მიცემული რჩევების გათვალისწინება კონტრაცეფციის შესახებ.
მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ პაციენტი მიიღებს წერილობით ინფორმაციას ნაყოფზე მიკოფენოლატის ეფექტის შესახებ. საჭიროა ამ ინფორმაციის ყურადღებით წაკითხვა და ექიმის მითითებების დაცვა.
თუ პაციენტისათვის გაუგებარია ექიმის მიერ მიცემული ინსტრუქციები, საჭიროა ექიმთან ხელმეორედ მიმართვა მიკოფენოლატით მკურნალობის დაწყებამდე. დამატებითი ინფორმაცია იხ. აგრეთვე პარაგრაფში “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები” და “ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება”.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია მიკოფენოლატის მოფეტილის, მიკოფენოლის მჟავის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტების ჩამონათვალი იხ. მე-6 განყოფილებაში);
თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკის მქონე ქალია და მკურნალობის დაწყებამდე ფეხმძიმობის ტესტი არ არის უარყოფითი, რადგან მიკოფენოლატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფექტები და თვითნებური აბორტი;
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში;
თუ პაციენტი არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხ. ფეხმძიმობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება);
ძუძუთი კვების დროს.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მიკოფენოლატის მოფეტილის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების წინ საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია, თუ:
პაციენტს აღენიშნება ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ყელის ტკივილი;
პაციენტს მოულოდნელად განუვითარდა სისხლჩაქცევები ან სისხლდენა;
პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, როგორიცაა კუჭის წყლული;
პაციენტი გეგმავს ორსულობას ან მიკოფენატილ მოფეტილით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი (ან პაციენტი არ არის დარწმუნებული), მიკოფენოლატის მოფეტილის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.
მზის სხივების გავლენა
მიკოფენოლატის მოფეტილი აქვეითებს ორგანიზმის დამცველობით უნარს, შედეგად, არსებობს კანის კიბოს განვითარების მომატებული რისკი. პაციენტმა უნდა შეამციროს მიღებული მზის სხივებისა და ულტარაიისფერი სხივების რაოდენობა:
საჭიროა დამცავი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ასევე, ფარავს თავს, კისერს, ხელებსა და ფეხებს;
საჭიროა მზის სხივებისგან დამცავი კრემის გამოყენება, რომელსაც დაცვის მაღალი ფაქტორი აქვს.
სხვა მედიკამენტები და მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები:
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული პრეპარატების ჩათვლით. მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ისევე როგორც, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების ეფექტზე.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულებით მკურნალობის დაწყებამდე იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
აზატიოპრინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას -გამოიყენება გადანერგვის ოპერაციის შემდეგ;
ქოლესტირამინი - გამოიყენება ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებლების სამკურნალოდ;
რიმფამპიცინი - ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ ან მისი პრევეციისათვის;
ანტაციდები, ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები - გამოიყენება კუჭში მჟავიანობის დარღვევის დროს, როგორიცაა დისპეფსია;
ფოსფატების შემაკავშირებლები - გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს სისხლის მიერ აბსორბირებული ფოსფატების დონის დასაქვეითებლად.
ვაქცინები
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტს ესაჭიროება ვაქცინაცია (ცოცხალი ვაქცინით) მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის დროს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, თუ რომელი ვაქცინის გაკეთებაა მიზანშეწონილი.
მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 6 კვირის განმავლობაში არ შეიძლება სისხლის დონაცია. მამაკაცებში, მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 90 დღის განმავლობაში, არ არის მიზანშეწონილი სპერმის დონაცია.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებისა და სასმელის მიღება გავლენას არ ახდენს მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობაზე.
ფეხმძიმობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება
კონტრაცეფცია ქალებში მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის პერიოდში
რეპროდუქციული ასაკის ქალებში ყოველთვის საჭიროა კონტრაცეფციის ორი ეფექტური მეთოდის გამოყენება მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის დროს:
მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების დაწყებამდე;
მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის მთელ პერიოდში;
მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის შეწყვეტიდან 6 კვირის განმავლობაში.
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდის შესარჩევად ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ კონტრაცეფცია არ არის ეფექტური ან დაავიწყდა კონტრაცეფციული საშუალების მიღება.
პაციენტს არ შეუძლია დაფეხმძიმება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს:
თუ პაციენტს აღენიშნება პოსტ-მენოპაუზური მდგომარეობა, მაგ. არის არანაკლებ 50 წლის და ბოლო მენსტრუაციიდან გასულია 1 წელზე მეტი (თუ მენსტრუაცია შეწყდა კიბოს მკურნალობის გამო, მაშინ ორსულობის დადგომის ალბათობა ისევ არის);
თუ ორივე ფალოპის მილი და ორივე საკვერცხე ამოღებულია ქირურგიული გზით (ბილატერული სალპინგო-ოვარექტომია);
თუ საშვილოსნო ამოღებულია ქირურგიული გზით (ჰისტერქტომია);
თუ საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (ადრეული კლიმაქსი, დადასტურებულია გინეკოლოგის მიერ);
თუ პაციენტს აღენიშნება იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ფეხმძიმობა შეუძლებელია: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზია;
თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია და არ აღენიშნება მენსტრუაცია.
კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ მიკოფენოლატის მოფეტილით
ყოვლთვის საჭიროა პრეზერვატივის გამოყენება მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
თუ პაციენტი გეგმავს მამობას, მკურნალი ექიმი მიაწვდის ინფორმაციას შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი მიაწვდის პაციენტს ინფორმაციას ფეხმძიმობის შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის, თუ
პაციენტი გეგმავს ფეხმძიმობას;
პაციენტს მენსტრუაციის პერიოდი გადაუცდა ან ფიქრობს, რომ გადაუცდა, აღენიშნება უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში;
პაციენტმა არ გამოიყენა კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი.
თუ მიკოფენოლატის მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება. თუმცა ექიმთან ვიზიტამდე საჭიროა მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების გაგრძელება.
ფეხმძიმობა
მიკოფენოლატი იწვევს ძალიან მაღალი სიხშირით ორსულობის შეწყვეტას (50%) და ნაყოფის განვითარების მძიმე დეფექტებს (23-27%). აღნიშნულ იქნა ნაყოფის განვითარების დეფექტები, როგორიცაა ყურების, თვალების, სახის (კურდღლის ტუჩი/სასა) ანომალიები, თითების, გულის, საყლაპავის, თირკმელებისა და ნერვული სისტემის (მაგ.: spina bifida (ხერხემლის ძვლები არასწორადაა განვითარებული)) განვითარების ანომალიები. ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ერთი ან რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, მიკოფენოლატის მოფეტილის მიღებამდე, უნდა ჩაიტარონ ფეხმძიმობის ტესტი და მხოლოდ ტესტის უარყოფითი მაჩვენებლისა და კონტრაცეფციის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ფეხმძიმობის დასადგენი ერთი ან რამდენიმე ტესტის ჩატარება, რათა სრულად გამოირიცხოს ორსულობა.
ძუძუთი კვება
არ შეიძლება მიკოფენოლატის მოფეტილის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან წამლის მცირე რაოდენობა აღწევს დედის რძეში.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
მიკოფენოლატის მოფეტილი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების მიღების წესი
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მისაღები წამლის რაოდენობა
მისაღები წამლის რაოდენობა დამოკიდებულია ჩატარებული ტრანსპლანტაციის ტიპზე, რეკომენდებული დოზა მოცემულია ქვემოთ. მკურნალობა გრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.
თირკმლის გადანერგვა
მოზრდილები:
პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს გადანერგვის ოპერაციიდან 72 საათის განმავლობაში. რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 8 კაფსულას (2 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად. რაც ნიშნავს 4 კაფსულის მიღებას დილით და 4 კაფსულის – საღამოს.
ბავშვები (2-დან 18 წლამდე):
დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონასა და სიმაღლეზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს შესაბამის დოზას სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. რეკომენდებული დოზაა 600 მგ/მ² -ზე დღეში ორჯერადი მიღებით.
გულის გადანერგვა
მოზრდილები:
პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის ოპერაციიდან 5 დღის განმავლობაში. რეკომენდებული დოზა შეადგენს 12 კაფსულას (3 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად. რაც ნიშნავს 6 კაფსულის მიღებას დილით და 6 კაფსულის – საღამოს.
ბავშვები:
მონაცემები არასაკმარისია მიკოფენოლატის მოფეტილის დოზის რეკომენდაციისათვის ბავშვებში გულის გადანერგვის შემდეგ.
ღვიძლის გადანერგვა
მოზრდილები:
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების პირველი პერორალური დოზის მიღება უნდა მოხდეს გადანერგვის ოპერაციიდან 4 დღის განმავლობაში, როცა პაციენტი შეძლებს წამლის გადაყლაპვას. რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 12 კაფსულას (3 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად, 6 კაფსულა – დღისით, 6 კაფსულა – საღამოს.
ბავშვები:
მონაცემები არასაკმარისია მიკოფენოლატის მოფეტილის დოზის რეკომენდაციისათვის ბავშვებში ღვიძლის გადანერგვის შემდეგ.
მედიკამენტის მიღებისა და დანიშვნის წესი
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
არ შეიძლება კაფსულების გატეხვა ან გასრესვა. ასევე, არ შეიძლება გატეხილი ან გაყოფილი კაფსულის მიღება.
აცილებულ უნდა იქნას ნებისმიერი კონტაქტი ფხვნილთან, რომელიც დაზიანებული კაფსულიდან გამოიყოფა.
კაფსულის შემთხვევითი გატეხვისას, კანთან კონტაქტისას, ფხვნილის ჩამორეცხვა უნდა მოხდეს საპნითა და წყლით. ფხვნილის თვალებში ან პირში მოხვედრისას საჭიროა დიდი რაოდენობით გამდინარე წყლით ჩამობანა.
მკურნალობა გრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა იმუნოსუპრესიისათვის გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების დოზის გადაჭარბებისას
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების ზედმეტი დოზის მიღებისას, ან შემთხვევით სხვა პირის მიერ ამ მედიკამენტის მიღებისას, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების დოზის გამოტოვებისას:
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების დოზის მიღების დავიწყებისას საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე და დანიშნულების მიხედვით გაგრძელება. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულებით მკურნალობის შეწყვეტა
მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს გადანერგილი ორგანოს მოცილების რისკი. არ შეიძლება წამლის მიღების შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენა, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
ინფექციის ნიშნები, როგორიცა ცხელება და ყელის ტკივილი;
მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევები და სისხლდენა;
გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენისა და ხორხის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით – ეს შეიძლება იყოს სერიოზული ხასიათის ალერგიული რექციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიოედემა).
დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები
მედიკამენტის მიღების დროს ყველაზე დამახასიათებელია დიარეა, სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ინფექცია და ღებინება. მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს სისხლის ანალიზი შემდეგ მაჩვენებლებზე:
სისხლის უჯრედების რაოდენობა
სისხლში შაქრის, ცხიმების ან ქოლესტეროლის დონე.
ბავშვებს უფრო მეტად აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები (დიარეა, ინფექციები, სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება), ვიდრე მოზრდილებს.
ინფექციებთან ბრძოლა
მიკოფენოლატის მოფეტილი აქვეითებს ორგანიზმის დამცველობით უნარს, რაც ხელს უშლის გადანერგილი ორგანოს მოცილებას სხეულის მიერ, შედეგად, ქვეითდება ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარი. ორგანიზმი ჩვეულებრივზე უფრო მეტად ავადდება ინფექციებით, მათ შორის, თავის ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭ-ნაწლავის, ფილტვების და საშარდე სისტემის ინფექციებით.
ლიმფური ქსოვილისა და კანის კიბო
როგორც სხვა იმუნოსუპრესანტების მკურალობის ფონზე, პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის განმავლობაში განუვითარდათ ლიმფური ქსოვილისა და კანის კიბო.
ზოგადი არასასურველი ეფექტები
შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის ზოგადი გვერდითი მოვლენები, ეს მოიცავს: სერიოზული ხასიათის ალერგიულ რეაქციებს (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიოედემა), ცხელება, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, დაძინების გაძნელება, ტკივილი (კუჭის, მკერდის არეში, სახსრების ან კუნთების ტკივილი, ტკივილი შარდვის დროს), თავის ტკივილი, გრიპისმაგვარი სიმპტომები და შეშუპება.
სხვა არასასურველი ეფექტები შეიძლება იყოს:
კანის პრობლემები, როგორიცაა:
აკნე, ჰერპესული გამონაყარი, სარტყლისებრი ლიქენი, კანის წარმონაქმნები, თმის ცვენა, გამონაყარი, ქავილი.
შარდვის პრობლემები, როგორიცაა:
თირკმელების პრობლემები ან მოშარდვის გადაუდებელი სურვილი
საჭმლის მომნელებელი სისტემის და პირის ღრუს პრობლემები, როგორიცაა:
ღრძილების შესივება და წყლულები პირის ღრუში;
პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის ანთება;
ნაწლავების დაზიანება, მათ შორის, სისხლდენა ნაწლავებიდან, ღვიძლის პრობლემები;
ყაბზობა, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა, მეტეორიზმი.
ნერვული სისტემის პრობლემები, როგორიცაა:
თავბრუსხვევა, ძილიანობა ან დაბუჟების შეგრძნება;
ტრემორი, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები;
აგზნებადობა ან დეპრესია, გუნება-განწყობილების ცვლილებები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, როგორიცაა:
სისხლის წნევის ცვალებადობა, გაძლიერებული გულისცემა, სისხლძარღვების გაფართოება.
ფილტვების პრობლემები, როგორიცაა:
პნევმონია, ბრონქიტი
სუნთქვის უკმარისობა, ხველება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბრონქოექტაზიებით (მდგომარეობა, როცა ფილტვების სასუნთქი გზები პათოლოგიურად დილატირებულია) ან ფილტვის ფიბროზით (ფილტვის ქსოვილის დაზიანება). თუ პაციენტს აღენიშნება მუდმივი ხასიათის ხველება ან სუნთქვის უკმარისობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.
სითხე ფილტვებში ან გულმკერდის ღრუში
სინუსიტები.
სხვა პრობლემები, როგორიცაა:
წონაში კლება, პოდაგრა, სისხლში შაქრის დონის მატება, სისხლდენა, სისხლჩაქცევები.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
გაერთიანებული სამეფო - გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიწოდებულ იქნას ყვითელი ბარათის სქემით:
ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard
მალტა -გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ვებ-გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adportal
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება 30⁰C ტემპერატურის ქვემოთ.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების შემჩნევისას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები
აქტიური ნივთიერება არის მიკოფენოლატის მოფეტილი. თითოეული კაფსულა შეიცავს 250 მგ მიკოფენოლატის მოფეტილს.
დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოვიდონი K 90, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგო კარმინი (FD და C ლურჯი 2) (E132).
შავი მელნის შემადგენლობა: შელაკი, შავი რკინის ოქსიდი.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების ფორმა და შეფუთვა:
მიკოფენოლატის მოფეტილის 250 მგ კაფსულები არის ღია ცისფერი/ატმისფერი, ზომით “1”, მყარი ჟელატინის კაფსულები ამოტვიფრული თავსახურზე “MMF” და კორპუსზე – “250”, შეიცავს თეთრ ან მოთეთრო ფხვნილს.
მიკოფენოლატის მოფეტილის 250 მგ კაფსულები ხელმისაწვდომია ბლისტერებით, შეფუთვაში 100 და 300 კაფსულით.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Limited
Sage House, 319 Pinner Road, North Harrow,
Middlesex HA1 4HF, United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმითედ,
სეიჯ ჰაუს, 319 ფინა გზატკეცილი, ჩრდილოეთ ჰეროუ,
მიდლსექსი, HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი:
Accord Healthcare Limited
Sage House, 319 Pinner Road, North Harrow,
Middlesex HA1 4HF, United Kingdm
აკორდ ჰელსქეა ლიმითედ,
სეიჯ ჰაუს, 319 ფინა გზატკეცილი, ჩრდილოეთ ჰეროუ,
მიდლსექსი, HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო
Wessling Hungray Limited
1047 Budapest, Foti ut 56
Hungary
ვესლინგ ჰანგრეი ლიმითედ
1047 ბუდაპეშტი, ფოტის ქ. 56.
უნგრეთი
ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია 01/2016.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


