მიკოფენოლატი მოფეტილი გენერისი 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები MG
Micofenolato de Mofetil Generis® 500mg comprimidos revestidos por película MG
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისი შეიცავს მიკოფენოლატის მოფეტილს. ის მიეკუთნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ,,იმუნოდეპრესანტები“. მიკოფენოლატ დე მოფეტილი ჯენერისი გამოიყენება სხეულის მიერ გადანერგილი ორგანოს უარყოფის პრევენციისათვის. თირკმლის, გულის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციისას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მიკოფენოლატი (mycophenolic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50
- მწარმოებელი
- Aurobindo Pharma Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
- ATC კოდი
- L04AA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044654
- რეგისტრირებულია
- 23 იანვარი 2026, მოქმედებს 12 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
მიკოფენოლატი მოფეტილი გენერისი 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები MG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისი შეიცავს მიკოფენოლატის მოფეტილს. ის მიეკუთნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ,,იმუნოდეპრესანტები“.
მიკოფენოლატ დე მოფეტილი ჯენერისი გამოიყენება სხეულის მიერ გადანერგილი ორგანოს უარყოფის პრევენციისათვის.
თირკმლის, გულის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციისას.
მიკოფენოლატი დე მოფეტილ ჯენერისი უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მედიკამენტებთან ერთად:
ციკლოსპორინი და კორტიკოსტეროიდები.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი
თქვენს მიერ მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს მიერ ჩატარებული ტრანსპლანტაციის ტიპზე. დოზების რეკომენდაციები მოცემულია ქვემოთ. მკურნალობა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება გადანერგილი ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
მოზრდილები
პირველ დოზას მიიღებთ გადანერგვის ოპერაციიდან 3 დღის განმავლობაში.
დღიური დოზაა 4 ტაბლეტი (მედიკამენტის 2 გ), რომელიც მიიღება 2 ცალკეულ დოზად.
მიიღეთ 2 ტაბლეტი დილით და შემდეგ 2 ტაბლეტი საღამოს.
ბავშვები (2-დან 18 წლამდე)
მისაცემი დოზა განსხვავდება ბავშვის ზომის მიხედვით.
ექიმი შეარჩევს ყველაზე შესაფერის დოზას თქვენი ბავშვის სიმაღლისა და წონის (სხეულის ზედაპირის ფართობი - იზომება კვადრატულ მეტრებში ან „მ2“-ში) მიხედვით. რეკომენდებული დოზაა 600 მგ/მ2, დღეში ორჯერ.
გულის გადანერგვა
მოზრდილები
პირველი დოზა მიიღება გადანერგვის ოპერაციიდან 5 დღის განმავლობაში.
დღიური დოზაა 6 ტაბლეტი (მედიკამენტის 3 გ), რომელიც მიიღება 2 ცალკეულ დოზად.
მიიღეთ 3 ტაბლეტი დილით და შემდეგ 3 ტაბლეტი საღამოს.
ბავშვები
არ არსებობს ინფორმაცია მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების გამოყენების შესახებ გულის ტრანსპლანტანტის მქონე ბავშვებში.
ღვიძლის გადანერგვა
მოზრდილები
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების პირველი დოზა მიიღება გადანერგვის ოპერაციიდან სულ მცირე 4 დღის შემდეგ და როდესაც შეძლებთ პერორალური მედიკამენტების გადაყლაპვას.
ჩვეულებრივი დღიური დოზაა 6 ტაბლეტი (მედიკამენტის 3 გ), რომელიც მიიღება 2 ცალკეულ დოზად.

ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.
არ გატეხოთ ან დაანაწევროთ ტაბლეტი.
თუ მიიღეთ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ზედმეტი დოზა
თუ მიიღეთ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. ასევე, იგივე გააკეთეთ, თუ სხვამ შემთხვევით მიიღო თქვენი მედიკამენტი. თან იქონიეთ მედიკამენტის შეფუთვა ექიმისთვის საჩვენებლად.
თუ დაგავიწყდათ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების მიღება
თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ განაგრძეთ მიღება ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების მიღება
არ შეწყვიტოთ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ. თუ შეწყვეტთ მკურნალობას, შეიძლება გაიზარდოს გადანერგილი ორგანოს უარყოფის რისკი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია მიკოფენოლატ მოფეტილზე, მიკოფენოლის მჟავაზე ან ამ პრეპარატის სხვა ნებისმიერ დამხმარე ნივთერებაზე (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ თქვენ ხართ ნაყოფიერების პოტენციალის მქონე ქალბატონი და პირველი რეცეპტის მიღებამდე არ ჩაგიტარებიათ ორსულობის უარყოფითი ტესტი, რადგან მიკოფენოლატი იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს და მუცლის მოშლას.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად.
თუ არ იყენებთ ეფექტურ კონტრაცეფციას (იხილეთ ორსულობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება).
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
არ მიიღოთ ეს წამალი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტი გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯემერისის ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
თუ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის, რადგან ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, შესაძლოა მომატებული იყოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა გარკვეული ვირუსული ინფექციები, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და ფილტვის შეშუპება
თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები, როგორიცაა სიცხე ან ყელის ტკივილი
თუ გაქვთ მოულოდნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა
თუ ოდესმე გქონიათ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, როგორიცაა კუჭის წყლული
თუ გეგმავთ ორსულობას ან თუ დაორსულდებით დროის იმ პერიოდში, როდესაც თქვენი პარტნიორი იღებს მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისს.
თუ გაქვთ მემკვიდრეობითი ფერმენტების დეფიციტი, როგორიცაა ლეშ-ნიჰანის და კელი-ზეგმილერის სინდრომი.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიკოფენოლატი დე მოფეტილ ჯენერისით მკურნალობის დაწყებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მზის სხივების ეფექტი
მიკოფენოლატი დე მოფეტილ ჯენერის ამცირებს თქვენი ორგანიზმის დაცვას. შედეგად, იზრდება კანის კიბოს განვითარების რისკი. შეზღუდეთ მზის და ულტრაიისფერი სხივების რაოდენობა. ამისათვის გამოიყენეთ:
დამცავი ტანსაცმელი, რომელიც ასევე ფარავს თქვენს თავს, კისერს, ხელებსა და ფეხებს
მაღალი დამცავი ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.
ბავშვები
ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეზღუდული მონაცემების არსებობის გამო შეუძლებელია დოზირების რეკომენდაციების გაცემა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღბას, რადგან მიკოფენოლატ დე მოფეტილი ჯენერისმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების ეფექტზე. ასევე შესაძლებელია, რომ სხვა მედიკამენტებმაც იმოქმედონ მიკოფენოლატ დე მოფეტილი ჯენერისის ეფექტზე. კერძოდ, მიკოფენოლატ დე მოფეტილი ჯენერისის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ შემდეგში ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
აზათიოპრინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას - გადანერგვის ოპერაციის შემდეგ
ქოლესტირამინი - გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ
რიფამპიცინი - ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისათვის, როგორიცაა ტუბერკულოზი (TB)
ანტაციდურები ან პროტონის დგუშის ინჰიბიტორები - გამოიყენება კუჭის მჟავიანობით გამოწვეული პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა, საჭმლის მონელების დარღვევა.
ფოსფატის შემკვრელები - გამოიყენება ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პირებში სისხლში ფოსფატის შეწოვის შესამცირებლად
ანტიბიოტიკები - გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
იზავუკონაზოლი - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
ტელმისარტანი - გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.
ვაქცინები
თუ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის მიღებისას გჭირდებათ ვაქცინაცია (ცოცხალი ვაქცინა), მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი გირჩევთ, რომელი ვაქცინების გაკეთება შეგიძლიათ.
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტებით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 6 კვირის განმავლობაში არ უნდა გასცეთ სისხლის დონაცია. მამაკაცებმა არ უნდა მოახდინონ სპერმის დონაცია მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტებით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 90 დღის განმავლობაში.
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტები საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებისა და სასმელის მიღება გავლენას არ ახდენს მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტებით მკურნალობაზე.
კონტრაცეფცია ქალებში მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის მიღებისას
თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია დაორსულება, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტებით მკურნალობისას. კერძოდ:
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების მიღებამდე
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტებით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების მიღების შეწყვეტიდან 6 კვირის განმავლობაში.
მიმართეთ ექიმს თქვენთვის ყველაზე შესაფერისი კონტრაცეფციის შესახებ რჩევის მისაღებად. ეს დამოკიდებულია თქვენს ინდივიდუალურ სიტუაციაზე. სასურველია კონტრაცეფციის ორი ფორმა, რადგან ეს შეამცირებს არასასურველი ორსულობის რისკს. რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კონტრაცეფცია შეიძლება არ ყოფილიყო ეფექტური ან თუ დაგავიწყდათ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება.
თქვენ არ შეგიძლიათ დაორსულება, თუ შეგესაბამებათ შემდეგი პირობებიდან რომელიმე:
თქვენ ხართ პოსტმენოპაუზური პერიოდში ანუ სულ მცირე 50 წლის და ბოლო მენსტრუაცია ერთ წელზე მეტი ხნის წინ გქონდათ (თუ მენსტრუაცია შეგიწყდათ კიბოს მკურნალობის გამო, მაშინ დაორსულების შანსი კვლავ არსებობს).
თქვენი ფალოპის მილები და ორივე საკვერცხე ამოღებულია (ორმხრივი სალპინგოოოფორექტომია).
თქვენი საშვილოსნო ამოღებულია ქირურგიული ჩარევით (ჰისტერექტომია).
თქვენი საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (ნაადრევი საკვერცხეების უკმარისობა, რაც დადასტურებულია სპეციალისტი გინეკოლოგის მიერ).
თქვენ დაიბადეთ შემდეგი იშვიათი მდგომარეობებიდან ერთ-ერთით, რაც ორსულობას შეუძლებელს ხდის: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზი.
თქვენ ხართ ბავშვი ან მოზარდი, რომლის მენსტრუაცია არ დაწყებულა.
კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც იღებენ მიკოფენოლატ დე მოფეტილ ჯენერისს
არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებს ნაყოფის განვითარების მანკების ან აბორტის გაზრდილ რისკზე, თუ მამა იღებს მიკოფენოლატს. თუმცა, რისკის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. სიფრთხილის მიზნით, რეკომენდებულია თქვენ ან თქვენმა პარტნიორმა გამოიყენოთ საიმედო კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მიკოფენოლატის დე მოფეტილის ტაბლეტების მიღების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას, მიმართეთ ექიმს პოტენციური რისკებისა და ალტერნატიული თერაპიების შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის მიღებამდე. ექიმი გაცნობებთ ორსულობის შემთხვევაში არსებულ რისკებსა და გადანერგილი ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად შესაძლო ალტერნატივებზე, თუ:
გეგმავთ დაორსულებას
თუ გამოტოვეთ ან ფიქრობთ, რომ გამოტოვეთ ციკლი, ან გაქვთ უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა ან ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად.
თუ გქონდათ სქესობრივი კონტაქტი კონტრაცეფციის გარეშე.
თუ დაორსულება მოხდება მიკოფენოლატით მკურნალობის პერიოდში, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. თუმცა განაგრძეთ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის მიღება ექიმთან ვიზიტამდე.
ორსულობა
მიკოფენოლატი იწვევს ორსულობის მოშლის ძალიან მაღალ სიხშირეს (50%) და მძიმე თანდაყოლილ დეფექტებს (23-27%) ნაყოფზე. დაფიქსირებული თანდაყოლილი დეფექტები მოიცავს ყურების, თვალების, სახის (ტუჩის/სასის ნაპრალი), თითების განვითარების ანომალიებს, გულის, საყლაპავის (ყელს კუჭთან დამაკავშირებელი მილი), თირკმელების და ნერვული სისტემის დეფექტებს (მაგალითად, ხერხემლის ძვლები სათანადოდ არ არის განვითარებული)). თქვენს ბავშვს შეიძლება აღენიშნოს ერთი ან მეტი ამ ანომალია.
თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია დაორსულება, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიკეთოთ ორსულობის ტესტი და დაიცვათ ექიმის მიერ მოცემული კონტრაცეფციის რჩევები. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ერთზე მეტი ტესტი, რათა დარწმუნდეთ, რომ არ ხართ ორსულად.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დროს არ მიიღოთ მიკოფენოლატ დე მოფეტილ ჯენერისის ტაბლეტები, რადგან პრეპარატის მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მიკოფენოლატი დე მოფეტილ ჯენერისი ახდენს საშუალო ხარისხის ზეგავლენას ავტომობილის მართვის ან ნებისმიერი ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუ გრძნობთ ძილიანობას, დაბუჟებას ან დაბნეულობას, მიმართეთ ექიმს ან ექთანს და არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები მანამ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.
მიკოფენოლატი დე მოფეტილ ჯენერისი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ყოველ ტაბლეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „უნატრიემოა“.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს - შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები, როგორიცაა სიცხე ან ყელის ტკივილი
გაქვთ მოულოდნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა
გაქვთ გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელებით - შესაძლოა გქონდეთ სერიოზული ალერგიული რეაქცია პრეპარატზე (მაგალითად, ანაფილაქსია, ანგიოედემა).
გავრცელებული პრობლემები
ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს შორისაა დიარეა, სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ინფექციები და ღებინება. ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს შემდეგი მაჩვენებლების ცვლილებების შესამოწმებლად:
სისხლის უჯრედების რაოდენობა ან ინფექციების ნიშნები.
ბავშვებს შეიძლება უფრო ხშირად ჰქონდეთ ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, ვიდრე მოზრდილებს. ესენია დიარეა, ინფექციები, სისხლში ლეიკოციტების და წითელი უჯრედების შემცირება.
ინფექციებთან ბრძოლა
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტები ამცირებს თქვენი ორგანიზმის დაცვას. ეს ემსახურება ტრანსპლანტანტის უარყოფის პრევენციას. ამის შედეგად, თქვენი ორგანიზმი ინფექციებთან ბრძოლას ნორმალურად ვეღარ შეძლებს. შედეგად, თქვენი სხეული ვერ ებრძვის ინფექციებს შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება უფრო ხშირად დაინფიცირდეთ, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს მოიცავს ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფილტვების და საშარდე გზების ინფექციებს.
ლიმფომა და კანის კიბო
იმუნოსუპრესორების მიმღები პაციენტების მსგავსად, მიკოფენოლატით თერაპიის დროს ლიმფომა და კანის კიბო ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს.
ზოგადი არასასურველი მოვლენები
შეიძლება განვითარდეს ზოგადი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ სხეულზე. ესენია მძიმე ალერგიული რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება), ცხელება, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, ტკივილები (მაგ., კუჭში, გულმკერდში, სახსრებში ან კუნთებში), თავის ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები და შეშუპება.
შესაძლოა ასევე აღინიშნოს სხვა არასასურველი ეფექტები:
კანის პრობლემები, როგორიცაა:
აკნე, ჰერპესული წყლულები, ზოსტერისებრი ჰერპესი, კანის ზრდა, თმის ცვენა, გამონაყარი, ქავილი.
შარდის პრობლემები, როგორიცაა:
სისხლი შარდში.
საჭმლის მომნელებელი სისტემისა და პირის ღრუს პრობლემები, როგორიცაა:
ღრძილების შეშუპება და პირის ღრუს წყლულები,
პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის ან კუჭის ანთება,
კუჭ-ნაწლავის დარღვევები სისხლდენის ჩათვლით
ღვიძლის დარღვევები
დიარეა, ყაბზობა, შეუძოდ ყოფნა (გულისრევა), საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა, შებერილობა.
ნერვული სისტემის პრობლემები, როგორიცაა:
თავბრუსხვევა, ძილიანობა ან დაბუჟება,
ტრემორი, კუნთების სპაზმები, კრუნჩხვები,
შფოთვის ან დეპრესიის შეგრძნება, განწყობის ან აზროვნების ცვლილებები.
გულისა და სისხლძარღვების პრობლემები, როგორიცაა:
არტერიული წნევის ცვლილება, უჩვეულო გულისცემა, სისხლძარღვების გაფართოება.
ფილტვების პრობლემები, როგორიცაა:
პნევმონია, ბრონქიტი,
ქოშინი, ხველა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბრონქოექტაზიით (მდგომარეობა, რომლის დროსაც ფილტვების სასუნთქი გზები პათოლოგიურად გაფართოებულია) ან ფილტვის ფიბროზით (ფილტვის ნაწიბურების წარმოქმნა). მიმართეთ ექიმს, თუ განგივითარდებათ მუდმივი ხველა ან ქოშინი, სითხე ფილტვებში ან გულმკერდის შიგნით,
სინუსების პრობლემები.
სხვა პრობლემები, როგორიცაა:
წონის დაკლება, პოდაგრა, სისხლში შაქრის მაღალი დონე, სისხლდენა, სისხლჩაქცევები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ ინფარმედი, ი.პ.-ს მეშვეობით, ქვემოთ მოცემული კონტაქტის გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უპირატესად) ან შემდეგ მისამართზე:
დირაჩაო დე გესტაო დო რისკო დე მედიკამენტოს
პარქუე დე საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53
1749-004 ლისაბონი
ტელ.: + 351 217 987 373
ცხელი ხაზი: + 351 800 222 444 (უფასო)
ელ-ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის მიკოფენოლატის მოფეტილი.
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მიკოფენოლატის მოფეტილს.
დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (ხარისხი 101&102), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (K-90), კოლოიდური უწყლო კაჟბადი და მაგნიუმის სტეარატი
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა 2910 (3 mPas&50mPas), ჰიდროქსიპროპილენის ცელულოზა, მაკროგოლი 400, ტალკი, წითელი რკინის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, ინდიგო კარმინი (FD&C Blue No.2) ალუმინის ლაქი.
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
შემოგარსული ტაბლეტი.
იისფერი, მოდიფიცირებული კაფსულის ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეზე წარწერით „MI“ და მეორე მხარე ცარიელი.
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში.
შეფუთვის ზომა:
ბლისტერული შეფუთვა: 50, 100, 150 და 300 შემოგარსული ტაბლეტი.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე და ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP). ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
პრეპარატები არ გადაყაროთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ გამოუსადეგარი პრეპარატები. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისი® 500 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
მიკოფენოლატის მოფეტილი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენებისთვის. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება თქვენივე მსგავსი სიმპტომები.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ისეთ მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისი და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის გამოყენებამდე
- მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისი და რისთვის გამოიყენება
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისი შეიცავს მიკოფენოლატის მოფეტილს. ის მიეკუთნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ,,იმუნოდეპრესანტები“.
მიკოფენოლატ დე მოფეტილი ჯენერისი გამოიყენება სხეულის მიერ გადანერგილი ორგანოს უარყოფის პრევენციისათვის.
თირკმლის, გულის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციისას.
მიკოფენოლატი დე მოფეტილ ჯენერისი უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მედიკამენტებთან ერთად:
ციკლოსპორინი და კორტიკოსტეროიდები.
- ინფორმაცია მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის გამოყენებამდე
გაფრთხილება
მიკოფენოლატმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები და ორსულობის მოშლა. თუ ხართ ნაყოფიერების პოტენციალის მქონე ქალბატონი, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიკეთოთ ტესტი ორსულობაზე და მკაცრად დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული კონტრაცეპტული ზომები. ექიმი მოგცემთ დეტალურ კონსულტაციას და მოგაწვდით წერილობით ინფორმაციას, განსაკუთრებით მიკოფენოლატის ნაყოფზე ზემოქმედების შესახებ. ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და მიჰყევით ინსტრუქციას. თუ ეს მითითებები თქვენთვის სრულად არ არის გასაგები, მიკოფენოლატის მიღების დაწყებამდე სთხოვეთ ექიმს, რომ კიდევ ერთხელ აგიხსნათ ის. ასევე იხილეთ დამატებითი ინფორმაციები ნაწილში „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ და „ორსულობა და ძუძუთი კვება“.
არ მიიღოთ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისი
თუ გაქვთ ალერგია მიკოფენოლატ მოფეტილზე, მიკოფენოლის მჟავაზე ან ამ პრეპარატის სხვა ნებისმიერ დამხმარე ნივთერებაზე (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ თქვენ ხართ ნაყოფიერების პოტენციალის მქონე ქალბატონი და პირველი რეცეპტის მიღებამდე არ ჩაგიტარებიათ ორსულობის უარყოფითი ტესტი, რადგან მიკოფენოლატი იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს და მუცლის მოშლას.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად.
თუ არ იყენებთ ეფექტურ კონტრაცეფციას (იხილეთ ორსულობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება).
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
არ მიიღოთ ეს წამალი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტი გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯემერისის ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
თუ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის, რადგან ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, შესაძლოა მომატებული იყოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა გარკვეული ვირუსული ინფექციები, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და ფილტვის შეშუპება
თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები, როგორიცაა სიცხე ან ყელის ტკივილი
თუ გაქვთ მოულოდნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა
თუ ოდესმე გქონიათ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, როგორიცაა კუჭის წყლული
თუ გეგმავთ ორსულობას ან თუ დაორსულდებით დროის იმ პერიოდში, როდესაც თქვენი პარტნიორი იღებს მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისს.
თუ გაქვთ მემკვიდრეობითი ფერმენტების დეფიციტი, როგორიცაა ლეშ-ნიჰანის და კელი-ზეგმილერის სინდრომი.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიკოფენოლატი დე მოფეტილ ჯენერისით მკურნალობის დაწყებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მზის სხივების ეფექტი
მიკოფენოლატი დე მოფეტილ ჯენერის ამცირებს თქვენი ორგანიზმის დაცვას. შედეგად, იზრდება კანის კიბოს განვითარების რისკი. შეზღუდეთ მზის და ულტრაიისფერი სხივების რაოდენობა. ამისათვის გამოიყენეთ:
დამცავი ტანსაცმელი, რომელიც ასევე ფარავს თქვენს თავს, კისერს, ხელებსა და ფეხებს
მაღალი დამცავი ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.
ბავშვები
ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეზღუდული მონაცემების არსებობის გამო შეუძლებელია დოზირების რეკომენდაციების გაცემა.
სხვა მედიკამენტები და მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღბას, რადგან მიკოფენოლატ დე მოფეტილი ჯენერისმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების ეფექტზე. ასევე შესაძლებელია, რომ სხვა მედიკამენტებმაც იმოქმედონ მიკოფენოლატ დე მოფეტილი ჯენერისის ეფექტზე. კერძოდ, მიკოფენოლატ დე მოფეტილი ჯენერისის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ შემდეგში ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
აზათიოპრინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას - გადანერგვის ოპერაციის შემდეგ
ქოლესტირამინი - გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ
რიფამპიცინი - ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისათვის, როგორიცაა ტუბერკულოზი (TB)
ანტაციდურები ან პროტონის დგუშის ინჰიბიტორები - გამოიყენება კუჭის მჟავიანობით გამოწვეული პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა, საჭმლის მონელების დარღვევა.
ფოსფატის შემკვრელები - გამოიყენება ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პირებში სისხლში ფოსფატის შეწოვის შესამცირებლად
ანტიბიოტიკები - გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
იზავუკონაზოლი - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
ტელმისარტანი - გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.
ვაქცინები
თუ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის მიღებისას გჭირდებათ ვაქცინაცია (ცოცხალი ვაქცინა), მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი გირჩევთ, რომელი ვაქცინების გაკეთება შეგიძლიათ.
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტებით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 6 კვირის განმავლობაში არ უნდა გასცეთ სისხლის დონაცია. მამაკაცებმა არ უნდა მოახდინონ სპერმის დონაცია მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტებით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 90 დღის განმავლობაში.
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტები საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებისა და სასმელის მიღება გავლენას არ ახდენს მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტებით მკურნალობაზე.
კონტრაცეფცია ქალებში მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის მიღებისას
თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია დაორსულება, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტებით მკურნალობისას. კერძოდ:
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების მიღებამდე
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტებით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების მიღების შეწყვეტიდან 6 კვირის განმავლობაში.
მიმართეთ ექიმს თქვენთვის ყველაზე შესაფერისი კონტრაცეფციის შესახებ რჩევის მისაღებად. ეს დამოკიდებულია თქვენს ინდივიდუალურ სიტუაციაზე. სასურველია კონტრაცეფციის ორი ფორმა, რადგან ეს შეამცირებს არასასურველი ორსულობის რისკს. რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კონტრაცეფცია შეიძლება არ ყოფილიყო ეფექტური ან თუ დაგავიწყდათ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება.
თქვენ არ შეგიძლიათ დაორსულება, თუ შეგესაბამებათ შემდეგი პირობებიდან რომელიმე:
თქვენ ხართ პოსტმენოპაუზური პერიოდში ანუ სულ მცირე 50 წლის და ბოლო მენსტრუაცია ერთ წელზე მეტი ხნის წინ გქონდათ (თუ მენსტრუაცია შეგიწყდათ კიბოს მკურნალობის გამო, მაშინ დაორსულების შანსი კვლავ არსებობს).
თქვენი ფალოპის მილები და ორივე საკვერცხე ამოღებულია (ორმხრივი სალპინგოოოფორექტომია).
თქვენი საშვილოსნო ამოღებულია ქირურგიული ჩარევით (ჰისტერექტომია).
თქვენი საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (ნაადრევი საკვერცხეების უკმარისობა, რაც დადასტურებულია სპეციალისტი გინეკოლოგის მიერ).
თქვენ დაიბადეთ შემდეგი იშვიათი მდგომარეობებიდან ერთ-ერთით, რაც ორსულობას შეუძლებელს ხდის: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზი.
თქვენ ხართ ბავშვი ან მოზარდი, რომლის მენსტრუაცია არ დაწყებულა.
კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც იღებენ მიკოფენოლატ დე მოფეტილ ჯენერისს
არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებს ნაყოფის განვითარების მანკების ან აბორტის გაზრდილ რისკზე, თუ მამა იღებს მიკოფენოლატს. თუმცა, რისკის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. სიფრთხილის მიზნით, რეკომენდებულია თქვენ ან თქვენმა პარტნიორმა გამოიყენოთ საიმედო კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მიკოფენოლატის დე მოფეტილის ტაბლეტების მიღების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას, მიმართეთ ექიმს პოტენციური რისკებისა და ალტერნატიული თერაპიების შესახებ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის მიღებამდე. ექიმი გაცნობებთ ორსულობის შემთხვევაში არსებულ რისკებსა და გადანერგილი ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად შესაძლო ალტერნატივებზე, თუ:
გეგმავთ დაორსულებას
თუ გამოტოვეთ ან ფიქრობთ, რომ გამოტოვეთ ციკლი, ან გაქვთ უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა ან ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად.
თუ გქონდათ სქესობრივი კონტაქტი კონტრაცეფციის გარეშე.
თუ დაორსულება მოხდება მიკოფენოლატით მკურნალობის პერიოდში, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. თუმცა განაგრძეთ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის მიღება ექიმთან ვიზიტამდე.
ორსულობა
მიკოფენოლატი იწვევს ორსულობის მოშლის ძალიან მაღალ სიხშირეს (50%) და მძიმე თანდაყოლილ დეფექტებს (23-27%) ნაყოფზე. დაფიქსირებული თანდაყოლილი დეფექტები მოიცავს ყურების, თვალების, სახის (ტუჩის/სასის ნაპრალი), თითების განვითარების ანომალიებს, გულის, საყლაპავის (ყელს კუჭთან დამაკავშირებელი მილი), თირკმელების და ნერვული სისტემის დეფექტებს (მაგალითად, ხერხემლის ძვლები სათანადოდ არ არის განვითარებული)). თქვენს ბავშვს შეიძლება აღენიშნოს ერთი ან მეტი ამ ანომალია.
თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია დაორსულება, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიკეთოთ ორსულობის ტესტი და დაიცვათ ექიმის მიერ მოცემული კონტრაცეფციის რჩევები. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ერთზე მეტი ტესტი, რათა დარწმუნდეთ, რომ არ ხართ ორსულად.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დროს არ მიიღოთ მიკოფენოლატ დე მოფეტილ ჯენერისის ტაბლეტები, რადგან პრეპარატის მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
მიკოფენოლატი დე მოფეტილ ჯენერისი ახდენს საშუალო ხარისხის ზეგავლენას ავტომობილის მართვის ან ნებისმიერი ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუ გრძნობთ ძილიანობას, დაბუჟებას ან დაბნეულობას, მიმართეთ ექიმს ან ექთანს და არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები მანამ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.
მიკოფენოლატი დე მოფეტილ ჯენერისი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ყოველ ტაბლეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „უნატრიემოა“.
- მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი
თქვენს მიერ მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს მიერ ჩატარებული ტრანსპლანტაციის ტიპზე. დოზების რეკომენდაციები მოცემულია ქვემოთ. მკურნალობა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება გადანერგილი ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
მოზრდილები
პირველ დოზას მიიღებთ გადანერგვის ოპერაციიდან 3 დღის განმავლობაში.
დღიური დოზაა 4 ტაბლეტი (მედიკამენტის 2 გ), რომელიც მიიღება 2 ცალკეულ დოზად.
მიიღეთ 2 ტაბლეტი დილით და შემდეგ 2 ტაბლეტი საღამოს.
ბავშვები (2-დან 18 წლამდე)
მისაცემი დოზა განსხვავდება ბავშვის ზომის მიხედვით.
ექიმი შეარჩევს ყველაზე შესაფერის დოზას თქვენი ბავშვის სიმაღლისა და წონის (სხეულის ზედაპირის ფართობი - იზომება კვადრატულ მეტრებში ან „მ2“-ში) მიხედვით. რეკომენდებული დოზაა 600 მგ/მ2, დღეში ორჯერ.
გულის გადანერგვა
მოზრდილები
პირველი დოზა მიიღება გადანერგვის ოპერაციიდან 5 დღის განმავლობაში.
დღიური დოზაა 6 ტაბლეტი (მედიკამენტის 3 გ), რომელიც მიიღება 2 ცალკეულ დოზად.
მიიღეთ 3 ტაბლეტი დილით და შემდეგ 3 ტაბლეტი საღამოს.
ბავშვები
არ არსებობს ინფორმაცია მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების გამოყენების შესახებ გულის ტრანსპლანტანტის მქონე ბავშვებში.
ღვიძლის გადანერგვა
მოზრდილები
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების პირველი დოზა მიიღება გადანერგვის ოპერაციიდან სულ მცირე 4 დღის შემდეგ და როდესაც შეძლებთ პერორალური მედიკამენტების გადაყლაპვას.
ჩვეულებრივი დღიური დოზაა 6 ტაბლეტი (მედიკამენტის 3 გ), რომელიც მიიღება 2 ცალკეულ დოზად.
მიიღეთ 3 ტაბლეტი დილით და შემდეგ 3 ტაბლეტი საღამოს.
ბავშვები
არ არსებობს ინფორმაცია მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების გამოყენების შესახებ გულის ტრანსპლანტანტის მქონე ბავშვებში.
მიღების წესი
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.
არ გატეხოთ ან დაანაწევროთ ტაბლეტი.
თუ მიიღეთ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ზედმეტი დოზა
თუ მიიღეთ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. ასევე, იგივე გააკეთეთ, თუ სხვამ შემთხვევით მიიღო თქვენი მედიკამენტი. თან იქონიეთ მედიკამენტის შეფუთვა ექიმისთვის საჩვენებლად.
თუ დაგავიწყდათ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების მიღება
თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ განაგრძეთ მიღება ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების მიღება
არ შეწყვიტოთ მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტების მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ. თუ შეწყვეტთ მკურნალობას, შეიძლება გაიზარდოს გადანერგილი ორგანოს უარყოფის რისკი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს - შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები, როგორიცაა სიცხე ან ყელის ტკივილი
გაქვთ მოულოდნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა
გაქვთ გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელებით - შესაძლოა გქონდეთ სერიოზული ალერგიული რეაქცია პრეპარატზე (მაგალითად, ანაფილაქსია, ანგიოედემა).
გავრცელებული პრობლემები
ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს შორისაა დიარეა, სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ინფექციები და ღებინება. ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს შემდეგი მაჩვენებლების ცვლილებების შესამოწმებლად:
სისხლის უჯრედების რაოდენობა ან ინფექციების ნიშნები.
ბავშვებს შეიძლება უფრო ხშირად ჰქონდეთ ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, ვიდრე მოზრდილებს. ესენია დიარეა, ინფექციები, სისხლში ლეიკოციტების და წითელი უჯრედების შემცირება.
ინფექციებთან ბრძოლა
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის ტაბლეტები ამცირებს თქვენი ორგანიზმის დაცვას. ეს ემსახურება ტრანსპლანტანტის უარყოფის პრევენციას. ამის შედეგად, თქვენი ორგანიზმი ინფექციებთან ბრძოლას ნორმალურად ვეღარ შეძლებს. შედეგად, თქვენი სხეული ვერ ებრძვის ინფექციებს შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება უფრო ხშირად დაინფიცირდეთ, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს მოიცავს ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფილტვების და საშარდე გზების ინფექციებს.
ლიმფომა და კანის კიბო
იმუნოსუპრესორების მიმღები პაციენტების მსგავსად, მიკოფენოლატით თერაპიის დროს ლიმფომა და კანის კიბო ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს.
ზოგადი არასასურველი მოვლენები
შეიძლება განვითარდეს ზოგადი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ სხეულზე. ესენია მძიმე ალერგიული რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება), ცხელება, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, ტკივილები (მაგ., კუჭში, გულმკერდში, სახსრებში ან კუნთებში), თავის ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები და შეშუპება.
შესაძლოა ასევე აღინიშნოს სხვა არასასურველი ეფექტები:
კანის პრობლემები, როგორიცაა:
აკნე, ჰერპესული წყლულები, ზოსტერისებრი ჰერპესი, კანის ზრდა, თმის ცვენა, გამონაყარი, ქავილი.
შარდის პრობლემები, როგორიცაა:
სისხლი შარდში.
საჭმლის მომნელებელი სისტემისა და პირის ღრუს პრობლემები, როგორიცაა:
ღრძილების შეშუპება და პირის ღრუს წყლულები,
პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის ან კუჭის ანთება,
კუჭ-ნაწლავის დარღვევები სისხლდენის ჩათვლით
ღვიძლის დარღვევები
დიარეა, ყაბზობა, შეუძოდ ყოფნა (გულისრევა), საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა, შებერილობა.
ნერვული სისტემის პრობლემები, როგორიცაა:
თავბრუსხვევა, ძილიანობა ან დაბუჟება,
ტრემორი, კუნთების სპაზმები, კრუნჩხვები,
შფოთვის ან დეპრესიის შეგრძნება, განწყობის ან აზროვნების ცვლილებები.
გულისა და სისხლძარღვების პრობლემები, როგორიცაა:
არტერიული წნევის ცვლილება, უჩვეულო გულისცემა, სისხლძარღვების გაფართოება.
ფილტვების პრობლემები, როგორიცაა:
პნევმონია, ბრონქიტი,
ქოშინი, ხველა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბრონქოექტაზიით (მდგომარეობა, რომლის დროსაც ფილტვების სასუნთქი გზები პათოლოგიურად გაფართოებულია) ან ფილტვის ფიბროზით (ფილტვის ნაწიბურების წარმოქმნა). მიმართეთ ექიმს, თუ განგივითარდებათ მუდმივი ხველა ან ქოშინი, სითხე ფილტვებში ან გულმკერდის შიგნით,
სინუსების პრობლემები.
სხვა პრობლემები, როგორიცაა:
წონის დაკლება, პოდაგრა, სისხლში შაქრის მაღალი დონე, სისხლდენა, სისხლჩაქცევები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ ინფარმედი, ი.პ.-ს მეშვეობით, ქვემოთ მოცემული კონტაქტის გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უპირატესად) ან შემდეგ მისამართზე:
დირაჩაო დე გესტაო დო რისკო დე მედიკამენტოს
პარქუე დე საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53
1749-004 ლისაბონი
ტელ.: + 351 217 987 373
ცხელი ხაზი: + 351 800 222 444 (უფასო)
ელ-ფოსტა: [email protected]
- მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე და ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP). ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
პრეპარატები არ გადაყაროთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ გამოუსადეგარი პრეპარატები. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისი
აქტიური ნივთიერება არის მიკოფენოლატის მოფეტილი.
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მიკოფენოლატის მოფეტილს.
დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (ხარისხი 101&102), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (K-90), კოლოიდური უწყლო კაჟბადი და მაგნიუმის სტეარატი
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა 2910 (3 mPas&50mPas), ჰიდროქსიპროპილენის ცელულოზა, მაკროგოლი 400, ტალკი, წითელი რკინის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, ინდიგო კარმინი (FD&C Blue No.2) ალუმინის ლაქი.
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
შემოგარსული ტაბლეტი.
იისფერი, მოდიფიცირებული კაფსულის ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეზე წარწერით „MI“ და მეორე მხარე ცარიელი.
მიკოფენოლატი დე მოფეტილი ჯენერისის 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში.
შეფუთვის ზომა:
ბლისტერული შეფუთვა: 50, 100, 150 და 300 შემოგარსული ტაბლეტი.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
ჯენერისი® ფარი, უნიპესოალ ლდა.
Generis® Phar, Unipessoal Lda.
რუა ჟოაო დე დეუსი, 19
2700-487 ამადორა
პორტუგალია
მწარმოებელი
APL სვიფტ სერვისი (მალტა) ლტდ
HF26, ჰალ ფარ ინდუსტრიალ ესტეიტ, ჰალ ფარი,
BBG 3000 ბირზებუგია
მალტა
ჯენერისი® ფარმასიუტიკა ს.ა.
რუა ჟოაო დე დეუსი, 19
2700-487 ამადორა
პორტუგალია
Arrow Generiques, არო ჟენერიკ,
ტონი გარნიეს გამზირი 26, ლიონი
69007 საფრანგეთი
ეს სამკურნალო საშუალება ავტორიზირებულია ევრო სავაჭრო ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებით:
ბელგია
Mycophenolate Mofetil AB 500 mg filmomhulde tabletten/comprimes pellicules/Filmtabletten
საფრანგეთი
MYCOPHENOLATE MOFETIL ARROW 500 mg, comprime pellicule
იტალია
Micofenolato mofetile Aurobindo
ნიდერლანდები
Mycofenolaatmofetil Auro 500 mg, filmomhulde tabletten
პორტუგალია
Micofenolato de mofetil Generis Phar
ესპანეთი
Micofenolato de mofetilo Aurovitas 500 mg comprimidos recubiertos con película EFG
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 2024 წლის ოქტომბერი.
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.