პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

მიკოტუ 180 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი

Mikotu 180 mg Gastro Rezistan Tablet

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მიკოტუ არის გასტრორეზისტენტული (კუჭის მჟავისადმი მდგრადი) ტაბლეტი. თითოეული გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 180 მგ მიკოფენოლის მჟავას მიკოფენოლატის ნატრიუმის სახით. მიკოტუს გასტრორეზისტენტული ტაბლეტები წარმოდგენილია alu-alu ბლისტერულ შეფუთვაში 10 ტაბლეტით, თითოეულ ყუთში მოთავსებულია 120. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მიკოფენოლატი (mycophenolic acid)
ფორმა და შეფუთვა
180მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №120
მწარმოებელი
Onko İlac Sanayi ve Ticaret A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-042976
რეგისტრირებულია
19 მარტი 2025, მოქმედებს 17 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ემ ელ სი მედიკალი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამიკოტუ 180 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი და სხვა წამალი ერთად

მიკოტუ 180 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მიკოტუ არის გასტრორეზისტენტული (კუჭის მჟავისადმი მდგრადი) ტაბლეტი. თითოეული გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 180 მგ მიკოფენოლის მჟავას მიკოფენოლატის ნატრიუმის სახით.

მიკოტუს გასტრორეზისტენტული ტაბლეტები წარმოდგენილია alu-alu ბლისტერულ შეფუთვაში 10 ტაბლეტით, თითოეულ ყუთში მოთავსებულია 120. მიკოტუს გასტრორეზისტენტული ტაბლეტი მიეკუთვნება იმუნოსუპრესანტების სახელით ცნობილი მედიკამენტების კლასს. მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას (იმუნოსუპრესანტები) ამცირებენ თქვენი ორგანიზმის უარყოფის რეაქციას საგნებზე, რომლებსაც ის უცხოდ აღიქვამს, მათ შორისაა გადანერგილი ორგანოები.

მიკუტო გამოიყენება იმ მიზნით, რომ შეაჩეროს ორგანიზმის იმუნური სისტემა, რომ არ მოახდინოს თირკმლის ტრანსპლანტატის უკუგდება. გამოიყენება ციკლოსპორინისა და კორტიკოსტეროიდების შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მუკოტუ ან რატომ დაგენიშნათ ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

მიჰყევით შემდეგ მითითებებს, თუ თქვენი ექიმი არ მოგცემთ განსხვავებულ რჩევას.

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირება/შეყვანის სიხშირის შესახებ:

რეკომენდებული დღიური დოზა არის 1440 მგ, რომელიც მიიღება 2 ცალკეული დოზის სახით თითო 720 მგ.

პირველი დოზა 720 მგ მიიღება ტრანსპლანტაციის შემდეგ 72 საათის განმავლობაში. თქვენი ექიმი გეტყვით ზუსტად რამდენი ტაბლეტი მიკოტუ უნდა მიიღოთ.

მკურნალობა გაგრძელდება მანამ, სანამ თქვენი იმუნური სისტემა საჭიროებს დათრგუნვას გადანერგილი თირკმლის უკუგდების თავიდან ასაცილებლად.

მიღების გზა და მეთოდი:

მიკოტუ განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.

გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.

არ გატეხოთ ან დააქუცმაცოთ ტაბლეტები. არ მიიღოთ გატეხილი ან გაყოფილი ტაბლეტები.

მიკოტუს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები:

მიკოტუს გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში არ არის რეკომენდებული მონაცემთა ნაკლებობის გამო.

ხანდაზმული ადამიანები:

ხანდაზმულებს შეუძლიათ მიკოტუს მიღება ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზის კორექტირების გარეშე.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

თირკმელების დაყოვნებული პოსტოპერაციული ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე <25 მლ/წთ/1,73 მ2) აუცილებელია მკაცრი მონიტორინგი.

დღიური დოზა არ უნდა იყოს 1440 მგ-ზე მეტი.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის პარენქიმული დაავადების ან თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

მკურნალობა ორგანოს უკუგდების შეტევების დროს

გადანერგილი თირკმლის უკუგდება არ ცვლის მიკოფენოლის მჟავას (MPA) შეწოვას, განაწილებას, უტილიზაციას და ექსკრეციას (ფარმაკოკინეტიკას); ამ შემთხვევაში, საჭირო არ არის დოზის შემცირება ან მიკოტუს მიღების შეწყვეტა.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ მიკოტუს ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ მიკოტუს:

თუ შემთხვევით მიიღეთ იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი მიკოტუ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ მიკოტუს მიღება

თუ დაგავიწყდათ მიკოტუს მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგხსენდებათ, თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

თუ მიხვდებით, რომ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება და მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.

უკუჩვენებები

თუ

  • ალერგიული ხართ მიკოფენოლის მჟავას, მიკოფენოლატ ნატრიუმის, მიკოფენოლატ მოფეტილის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ(ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების ქვეშ) თუ ხარ ალერგიული(ჰიპერსენსიტიური)
  • თუ ხართ მდედრობითი სქესის და შეიძლება იყოთ ორსულად და პირველ დანიშნულებამდე არ წარადგენთ ორსულობაზე უარყოფით ტესტს, რადგან მიკოფენოლატი იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს და მუცლის მოშლას.
  • თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ
  • თუ არ იყენებთ ეფექტურ კონტრაცეფციას (იხ. „კონტრაცეფცია ქალებში და მამაკაცებში“).
  • თუ ძუძუთი კვებავთ (იხილეთ აგრეთვე „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

სიფრთხილის ზომები

მიკოტუს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა კუჭის წყლული.

თუ გაქვთ ჰიპოქსანტინ-გუანინ-ფოსფორიბოზილ-ტრანსფერაზას (HGPRT) ფერმენტის იშვიათი მემკვიდრეობითი დეფიციტი, როგორიცაა ლეშ-ნიჰანის ან კელი-სიგმილერის სინდრომი.

გამოიყენეთ მიკოტუ სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მზის შუქზე ყოფნის დროს.

მიკოტუ ზრდის კანის კიბოს რისკს. თქვენ უნდა შეზღუდოთ მზის სხივების და ულტრაიისფერი (UV) სხივების ზემოქმედება კანის ღია უბნების მაქსიმალურად დაფარვით და მაღალი დაცვის ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი კრემის რეგულარულად გამოყენებით.

თუ უკვე გქონდათ B ან C ჰეპატიტი, მიკოტუმ შეიძლება გაზარდოს ამ დაავადებების ხელახალი განვითარების რისკი. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი და შეამოწმოს ამ დაავადებების სიმპტომები. თუ გაქვთ რაიმე სიმპტომი (კანისა და თვალების გაყვითლება, გულისრევა, მადის დაკარგვა, მუქი შარდი), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ გაქვთ მუდმივი ხველა ან სუნთქვა, განსაკუთრებით სხვა იმუნოსუპრესანტების მიღებისას, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

ექიმმა შეიძლება მოისურვოს სისხლში ანტისხეულების დონის შემოწმება მიკოტუთი მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ინფექციების განმეორდებითი განვითარებისას, განსაკუთრებით, თუ თქვენ ასევე იღებთ სხვა იმუნოსუპრესანტებს, და გეტყვით, შეგიძლიათ თუ არა მიკოტუს მიღების გაგრძელება.

თუ გამოვლინდა ინფექციის რაიმე ნიშანი (როგორიცაა ცხელება ან ყელის ტკივილი) ან მოულოდნელი სისხლნაღჟენთები ან სისხლდენა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს ლეიკოციტების რაოდენობა მიკოტუთი მკურნალობის დროს და გეტყვით, შეგიძლიათ თუ არა მიკოტუს მიღების გაგრძელება.

აქტიური ნივთიერება, მიკოფენოლის მჟავა, არ არის იგივე, რაც სხვა მსგავსი ჟღერადობის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა მიკოფენოლატ მოფეტილი. თქვენ არ უნდა გადახვიდეთ ერთი მედიკამენტიდან მეორე მედიკამენტის მიღებაზე, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.

ორსულობის დროს მიკოტუს გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. ასევე „ორსულობა“) და გაზარდოს ორსულობის დაკარგვის რისკი (სპონტანური აბორტი).

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

მიკოტუ საკვებთან და სასმელთან ერთად

მიკოტუს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თქვენ უნდა აირჩიოთ, მიიღოთ თქვენი ტაბლეტები საკვებთან ერთად თუ მის გარეშე და შემდეგ მიიღოთ ისინი იმავე გზით ყოველდღე. ეს უზრუნველყოფს, რომ ყოველდღიურად თქვენს ორგანიზმში ერთიდაიგივე რაოდენობა შეიწოვება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს, რომელიც იყიდეთ რეცეპტის გარეშე, მათ შორისაა ანტაციდები, რომლებიც გამოიყენება საჭმლის მონელების და გულძმარვის სამკურნალოდ, ან თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

სხვა იმუნოსუპრესანტები, როგორიცაა აზათიოპრინი ან ტაკროლიმუსი.

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ, როგორიცაა ქოლესტირამინი

აციკლოვირი (ეს არის ჰერპესული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი.)

განციკლოვირი (ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ციტომეგალოვირუსის [CMV] ინფექციის სამკურნალოდ.)

ანტაციდები მაგნიუმის და ალუმინის შემცველობით

ცოცხალი შესუსტებული ვაქცინების შეყვანის წინ

მიკოტუთი მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 6 კვირის განმავლობაში არ შეიძლება სისხლის დონაცია. მიკოტუთი მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 90 დღის განმავლობაში არ შეიძლება მამაკაცების მიერ სპერმის დონაცია.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის დროს რისკებზე და იმ ალტერნატივებზე, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ განანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად, თუ:

გეგმავთ დაორსულებას.

მენსტრუაცია გადაგიცდათ ან ფიქრობთ, რომ მენსტრუაცია გადაგიცდათ, ან გაქვთ უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა, ან გაქვთ ეჭვი, რომ ორსულად ხართ.

სქესობრივი კავშირისას კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდის გამოყენების გარეშე

თუ დაორსულდებით მიკოფენოლატით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. თუმცა, ექიმთან ვიზიტამდე, განაგრძეთ მიკოფენოლატის მიღება.

მიკოფენოლატი იწვევს სპონტანური აბორტის (50%) და ახალშობილში მძიმე თანდაყოლილი დეფექტების (23-27%) ძალიან მაღალ სიხშირეს. აღინიშნა შემდეგი თანდაყოლილი დეფექტები: ყურების, თვალების, სახის (ტუჩის/სასის ნაპრალი), თითების, გულის, საყლაპავის (ყელის კუჭთან დამაკავშირებელი მილი), თირკმელების და ნერვული სისტემის ანომალიები (მაგალითად, სპინა ბიფიდა (როდესაც ხერხემლის ძვლები სათანადოდ არ არის განვითარებული). თქვენს ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ერთი ან რამდენიმე ეს დეფექტი.

თუ ხართ ქალი დაორსულების შესაძლებლობით, მკურნალობის დაწყებამდე უნდა წარადგინოთ ორსულობაზე უარყოფითი ტესტი და უნდა დაიცვათ ექიმის მიერ მოწოდებული რჩევები კონტრაცეფციის შესახებ. ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ერთზე მეტი ტესტის ჩატარება, რათა დარწმუნდეს, რომ მკურნალობის დაწყებამდე ორსულად არ ხართ.

ძუძუთი კვება

არ მიიღოთ მიკოტუ, თუ ძუძუთი კვებავთ, ვინაიდან პრეპარატის მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

კონტრაცეფცია ქალებში, რომლებიც იღებენ მიკოტუს

თუ ხართ ქალი დაორსულების შესაძლებლობით, მიკოტუს გამოყენებისას უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი

მიკოტუს მიღების დაწყებამდე

მიკოტუთი მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში

მიკოტუს მიღების შეწყვეტიდან 6 კვირის განმავლობაში.

უთხარით თქვენს ექიმს თქვენთვის ყველაზე შესაფერისი კონტრაცეფციის შესახებ. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. არსებობს კონტრაცეფციის ორი სასურველი ფორმა, რაც შეამცირებს არასასურველი ორსულობის რისკს. დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კონტრაცეფცია არ იყო ეფექტური ან თუ დაგავიწყდათ კონტრაცეპტული აბების მიღება.

თუ თქვენ ხართ ქალი დაორსულების პოტენციალით და რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ:

ხართ პოსტმენოპაუზური, ანუ მინიმუმ 50 წლის და თქვენი ბოლო მენსტრუაცია იყო ერთ წელზე მეტი ხნის წინ (თუ მენსტრუაცია შეწყდა იმის გამო, რომ მკურნალობდით კიბოს გამო, მაშინ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ დაორსულდეთ)

ამოღებული გაქვთ ფალოპის მილები და ორივე საკვერცხე ოპერაციული გზით (ორმხრივი სალპინგოოფორექტომია)

ამოღებული გაქვთ საშვილოსნო ოპერაციული გზით (ჰისტერექტომია)

საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა, რაც დადასტურებულია სპეციალისტი გინეკოლოგის მიერ)

დაიბადეთ ერთ-ერთი შემდეგი იშვიათი მდგომარეობით, რომელიც შეუძლებელს ხდის დაორსულობას: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზი

ხართ ბავშვი ან მოზარდი, რომელსაც არ დაწყებია მენსტრუაცია.

კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც იღებენ მიკოტუს

არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებს მალფორმაციების ან სპონტანური აბორტის გაზრდილ რისკზე, თუ მამა იღებს მიკოფენოლატს. თუმცა, რისკის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. სიფრთხილის მიზნით, თქვენ ან თქვენს პარტნიორ ქალს გირჩევენ გამოიყენოთ საიმედო კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მიკოტუს მიღების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.

თუ გეგმავთ შვილების გაჩენას, თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას რისკებისა და ალტერნატიული მედიკამენტების შესახებ, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ თქვენს ექიმს. არ გამოკვებოთ ბავშვი ძუძუთი მიკოტუს გამოყენებით მკურნალობის დროს და მიკოტუს მიღების შეწყვეტიდან 6 კვირის განმავლობაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მიკოტუ უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიკოტუს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი არ შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც საჭიროებენ გაფრთხილებას.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

იმუნოსუპრესანტები, მათ შორის მიკოტუ, ამცირებენ ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმებს, რათა შეაჩეროს გადანერგილი ორგანოს უარყოფა. შესაბამისად, თქვენი ორგანიზმი ნორმალურად ვერ ებრძვის ინფექციებს. ასე რომ, თუ თქვენ იღებთ მიკოტუს, შეიძლება ინფექცია განვითარდეს ჩვეულებრივზე უფრო ხშირადმ როგორიცაა ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭისა და ნაწლავების, ფილტვების და საშარდე გზების ინფექციები.

თქვენი ექიმი რეგულარულად ჩაატარებს სისხლის ანალიზს სისხლის უჯრედების რაოდენობის ან სისხლში მოხვედრილი ნივთიერებების დონის ნებისმიერი ცვლილების მონიტორინგისთვის, როგორიცაა შაქარი, ცხიმი და ქოლესტერინი.

მიკოტუს გამოყენების შედეგად შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, შეწყვიტეთ მიკოტუს გამოყენება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

თუ გაქვთ ინფექციის სიმპტომები, მათ შორის ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა და ენერგიის ნაკლებობა. თუ იღებთ მიკოტუს, შესაძლოა ჩვეულებრივზე უფრო მგრძნობიარე იყოთ ინფექციების მიმართ. ამ ინფექციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებზე, ყველაზე ხშირად კი საშარდე გზებზე, სასუნთქ გზებზე და კანზე.

მხედველობის დარღვევა, კოორდინაციის დაკარგვა, მოუხერხებლობა, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების ან სხვების ნათქვამის გაგების გაძნელება და კუნთების სისუსტე. ეს შეიძლება იყოს ტვინის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, რომელსაც ეწოდება პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია.

ჯირკვლების გადიდება, ახალი და მზარდი კანის წარმონაქმნები ან ცვლილებები არსებულ ხალებში. როგორც ეს აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს, პაციენტთა ძალიან მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებენ მიკოტუს, განუვითარდა ლიმფური კვანძის ან კანის კიბო.

უჩვეულო დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი ვარჯიშის დროს ან მოსვენებულ მდგომარეობაში, თავბრუსხვევა, გულმკერდის ტკივილი, ფერმკრთალი კანი. ეს არის სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობის ნიშნები (ანემია)

ყველა ეს მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ განვითარდა რომელიმე მათგანი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მიკოტუზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირი: ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

არახშირი: ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში ​​

იშვიათი: ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ძალიან იშვიათი: ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემები

ძალიან ხშირი

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე

სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია)

სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია)

სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე (ჰიპერურიკემია)

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

შფოთვა

დიარეა

სახსრების ტკივილი (ართრალგია)

ხშირი

სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ქოშინი და ფერმკრთალი კანი (ანემია)

სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი სისხლდენა და სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენია)

სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია)

სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპომაგნიემია)

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

ხველა

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)

ქოშინი (დისპნოე)

მუცლის ან კუჭის ტკივილი, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, შებერილობა (მეტეორიზმი), თხევადი განავალი, ღებინების შეგრძნება (გულისრევა), ღებინება

დაღლილობა, ცხელება

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, პნევმონია

დარღვევები ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის ტესტებში

რესპირატორული ინფექციები

აკნე

სისუსტე (ასთენია)

კუნთების ტკივილი (მიალგია)

შეშუპებული ხელები, ტერფები ან ფეხები (პერიფერიული შეშუპება)

ქავილი

არახშირი

სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები), სითხე ფილტვებში (ფილტვის შეშუპება)

წარმონაქმნი კისტის მსგავსი, რომელიც შეიცავს სითხეს (ლიმფას) (ლიმფოცელე)

კანკალი, ძილის გაძნელება

თვალების სიწითლე და შეშუპება (კონიუნქტივიტი), მხედველობის დაბინდვა

ხიხინი სუნთქვისას

ბოყინი, ცუდი სუნი სუნთქვისას, ნაწლავის ბლოკირება (ილეუსი), ტუჩის წყლულები, გულძმარვა, ენის გაუფერულება, პირის სიმშრალე, ღრძილების ანთება, პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ზედა ნაწილში მწვავე ტკივილს (პანკრეატიტი), სანერწყვე ჯირკვლების ბლოკირება, მუცლის შიდა გარსის ანთება (პერიტონიტი)

ძვლების, სისხლისა და კანის ინფექცია

შარდში სისხლი, თირკმლის დაზიანება, ტკივილი შარდვისას და შარდვის გაძნელება

თმის ცვენა, კანზე სისხლჩაქცევა

სახსრების ანთება (ართრიტი), ზურგის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები

მადის დაკარგვა, ლიპიდების დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია), შაქარი (დიაბეტი), სისხლში ქოლესტერინი (ჰიპერქოლესტერინემია), ან სისხლში ფოსფატების დონის დაქვეითება (ჰიპოფოსფატემია)

გრიპის ნიშნები (როგორიცაა დაღლილობა, შემცივნება, ყელის ტკივილი, სახსრების ან კუნთების ტკივილი), კოჭებისა და ტერფების შეშუპება, ტკივილი, რიგიდულობა, წყურვილის ან სისუსტის შეგრძნება

უცნაური სიზმრები, ილუზიები(ჰალუცინაცია)

ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უუნარობა

ხველა, სუნთქვის გაძნელება, მტკივნეული სუნთქვა (ფილტვის ინტერსტიციული დაავადების შესაძლო სიმპტომები)

უცნობია

გამონაყარი

ცხელება, ყელის ტკივილი, ხშირი ინფექციები (სისხლში თეთრი უჯრედების ნაკლებობის შესაძლო სიმპტომები) (აგრანულოციტოზი)

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა მიკოტუს მსგავსი მედიკამენტების გამოყენებისას:

მსხვილი ნაწლავის ან საყლაპავის ანთება

მუცლის ტკივილი

ღებინება

მადის დაკარგვა

გულისრევა (პანკრეატიტი)

სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან

კუჭის ტკივილი სისხლიანი ან შავი განავლით ან მის გარეშე

ნაწლავის გაუვალობა

მძიმე ინფექციები

ქოშინი და ხველა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბრონქოექტაზიით (დაავადება, რომლის დროსაც ფილტვებში სასუნთქი გზები მნიშვნელოვნად ფართოვდება)

იშვიათი ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც იწვევენ ფილტვების სერიოზულ დაავადებას (ტუბერკულოზი და ატიპიური მიკობაქტერიული ინფექცია)

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებულია ანოტაციაში ან არ არის აღნიშნული, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ასევე, ნებისმიერი გამოვლენილი გვერდითი ეფექტის შესახებ შეგიძლიათ ინფორმაცია მიაწოდოთ www.titck.gov.tr ვებსაიტზე, "მედიკამენტის გვერდითი ეფექტის შეტყობინება" ღილაკზე დაჭერით, ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე და აცნობოთ თურქეთის ფარმაკოვიგილანსის ცენტრს (TÜFAM). გთხოვთ, გვერდითი ეფექტების შეტყობინებით დაეხმაროთ იმ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას, რომელსაც იყენებთ.

შენახვის პირობები

შეინახეთ მიკოტუ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში.

შეინახეთ მიკოტუ ორიგინალ შეფუთვაში, ტენისა და სინათლის ზემოქმედებისგან დასაცავად.

შეინახეთ მიკოტუ 30°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მიკოტუ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე.

არ გამოიყენოთ მიკოტუ, თუ შეამჩნევთ, რომ პროდუქტი ან შეფუთვა დაზიანებულია.

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გატეხილი ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან ნაგავში! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

მიკოტუ 180 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები

პერორალური გამოყენებისთვის

აქტიური ნივთიერება: თითოეული გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 180 მგ მიკოფენოლის მჟავას (MPA), რაც 192,35 მგ მიკოფენოლატ ნატრიუმის ექვივალენტურია

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა Type101, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K30, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, Acryl-EZE მწვანე 93O510003

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.

ზუსტად შეასრულეთ აქ მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ პრეპარატის თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.

რა წერია ამ ფურცელში

  • რა არის მიკოტუ და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ მიკოტუს მიღებამდე
  • როგორ მიიღება მიკოტუ
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება მიკოტუ

სათაურები მოცემულია

  • რა არის მიკოტუ და რისთვის გამოიყენება

მიკოტუ არის გასტრორეზისტენტული (კუჭის მჟავისადმი მდგრადი) ტაბლეტი. თითოეული გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 180 მგ მიკოფენოლის მჟავას მიკოფენოლატის ნატრიუმის სახით.

მიკოტუს გასტრორეზისტენტული ტაბლეტები წარმოდგენილია alu-alu ბლისტერულ შეფუთვაში 10 ტაბლეტით, თითოეულ ყუთში მოთავსებულია 120. მიკოტუს გასტრორეზისტენტული ტაბლეტი მიეკუთვნება იმუნოსუპრესანტების სახელით ცნობილი მედიკამენტების კლასს. მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას (იმუნოსუპრესანტები) ამცირებენ თქვენი ორგანიზმის უარყოფის რეაქციას საგნებზე, რომლებსაც ის უცხოდ აღიქვამს, მათ შორისაა გადანერგილი ორგანოები.

მიკუტო გამოიყენება იმ მიზნით, რომ შეაჩეროს ორგანიზმის იმუნური სისტემა, რომ არ მოახდინოს თირკმლის ტრანსპლანტატის უკუგდება. გამოიყენება ციკლოსპორინისა და კორტიკოსტეროიდების შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მუკოტუ ან რატომ დაგენიშნათ ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ მიკოტუს მიღებამდე

გაფრთხილება

მიკოფენოლატი იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს და სპონტანურ აბორტს. თუ ხართ მდედრობითი სქესის და გაქვთ დაორსულების პოტენციალი, მკურნალობის დაწყებამდე უნდა წარადგინოთ ორსულობაზე უარყოფითი ტესტი და უნდა დაიცვათ ექიმის მიერ მოწოდებული რჩევები კონტრაცეფციის შესახებ.

თქვენი ექიმი გაგესაუბრებათ და მოგცემთ წერილობით ინფორმაციას, განსაკუთრებით ნაყოფზე მიკოფენოლატის ზემოქმედების შესახებ. ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია და მიჰყევით ინსტრუქციებს.თუ ეს ინსტრუქციები თქვენთვის სრულად გასაგები არ არის, სთხოვეთ თქვენს ექიმს, რომ მიკოფენოლატს მიღებამდე მოგცეთ განმეორებითი განმარტება. ასევე იხილეთ დამატებითი ინფორმაცია პუნქტში "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები" და "ორსულობა და ძუძუთი კვება".

მიკოტუს დაგინიშნავთ მხოლოდ ორგანოების ტრანსპლანტაციაში გამოცდილი ექიმი. ყურადღებით მიჰყევით ექიმის მითითებებს.

არ მიიღოთ მიკოტუ:

თუ

  • ალერგიული ხართ მიკოფენოლის მჟავას, მიკოფენოლატ ნატრიუმის, მიკოფენოლატ მოფეტილის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ(ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების ქვეშ) თუ ხარ ალერგიული(ჰიპერსენსიტიური)
  • თუ ხართ მდედრობითი სქესის და შეიძლება იყოთ ორსულად და პირველ დანიშნულებამდე არ წარადგენთ ორსულობაზე უარყოფით ტესტს, რადგან მიკოფენოლატი იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს და მუცლის მოშლას.
  • თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ
  • თუ არ იყენებთ ეფექტურ კონტრაცეფციას (იხ. „კონტრაცეფცია ქალებში და მამაკაცებში“).
  • თუ ძუძუთი კვებავთ (იხილეთ აგრეთვე „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიკოტუს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა კუჭის წყლული.

თუ გაქვთ ჰიპოქსანტინ-გუანინ-ფოსფორიბოზილ-ტრანსფერაზას (HGPRT) ფერმენტის იშვიათი მემკვიდრეობითი დეფიციტი, როგორიცაა ლეშ-ნიჰანის ან კელი-სიგმილერის სინდრომი.

გამოიყენეთ მიკოტუ სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მზის შუქზე ყოფნის დროს.

მიკოტუ ზრდის კანის კიბოს რისკს. თქვენ უნდა შეზღუდოთ მზის სხივების და ულტრაიისფერი (UV) სხივების ზემოქმედება კანის ღია უბნების მაქსიმალურად დაფარვით და მაღალი დაცვის ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი კრემის რეგულარულად გამოყენებით.

თუ უკვე გქონდათ B ან C ჰეპატიტი, მიკოტუმ შეიძლება გაზარდოს ამ დაავადებების ხელახალი განვითარების რისკი. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი და შეამოწმოს ამ დაავადებების სიმპტომები. თუ გაქვთ რაიმე სიმპტომი (კანისა და თვალების გაყვითლება, გულისრევა, მადის დაკარგვა, მუქი შარდი), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ გაქვთ მუდმივი ხველა ან სუნთქვა, განსაკუთრებით სხვა იმუნოსუპრესანტების მიღებისას, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

ექიმმა შეიძლება მოისურვოს სისხლში ანტისხეულების დონის შემოწმება მიკოტუთი მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ინფექციების განმეორდებითი განვითარებისას, განსაკუთრებით, თუ თქვენ ასევე იღებთ სხვა იმუნოსუპრესანტებს, და გეტყვით, შეგიძლიათ თუ არა მიკოტუს მიღების გაგრძელება.

თუ გამოვლინდა ინფექციის რაიმე ნიშანი (როგორიცაა ცხელება ან ყელის ტკივილი) ან მოულოდნელი სისხლნაღჟენთები ან სისხლდენა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს ლეიკოციტების რაოდენობა მიკოტუთი მკურნალობის დროს და გეტყვით, შეგიძლიათ თუ არა მიკოტუს მიღების გაგრძელება.

აქტიური ნივთიერება, მიკოფენოლის მჟავა, არ არის იგივე, რაც სხვა მსგავსი ჟღერადობის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა მიკოფენოლატ მოფეტილი. თქვენ არ უნდა გადახვიდეთ ერთი მედიკამენტიდან მეორე მედიკამენტის მიღებაზე, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.

ორსულობის დროს მიკოტუს გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. ასევე „ორსულობა“) და გაზარდოს ორსულობის დაკარგვის რისკი (სპონტანური აბორტი).

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

მიკოტუ საკვებთან და სასმელთან ერთად

მიკოტუს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თქვენ უნდა აირჩიოთ, მიიღოთ თქვენი ტაბლეტები საკვებთან ერთად თუ მის გარეშე და შემდეგ მიიღოთ ისინი იმავე გზით ყოველდღე. ეს უზრუნველყოფს, რომ ყოველდღიურად თქვენს ორგანიზმში ერთიდაიგივე რაოდენობა შეიწოვება.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის დროს რისკებზე და იმ ალტერნატივებზე, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ განანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად, თუ:

გეგმავთ დაორსულებას.

მენსტრუაცია გადაგიცდათ ან ფიქრობთ, რომ მენსტრუაცია გადაგიცდათ, ან გაქვთ უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა, ან გაქვთ ეჭვი, რომ ორსულად ხართ.

სქესობრივი კავშირისას კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდის გამოყენების გარეშე

თუ დაორსულდებით მიკოფენოლატით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. თუმცა, ექიმთან ვიზიტამდე, განაგრძეთ მიკოფენოლატის მიღება.

მიკოფენოლატი იწვევს სპონტანური აბორტის (50%) და ახალშობილში მძიმე თანდაყოლილი დეფექტების (23-27%) ძალიან მაღალ სიხშირეს. აღინიშნა შემდეგი თანდაყოლილი დეფექტები: ყურების, თვალების, სახის (ტუჩის/სასის ნაპრალი), თითების, გულის, საყლაპავის (ყელის კუჭთან დამაკავშირებელი მილი), თირკმელების და ნერვული სისტემის ანომალიები (მაგალითად, სპინა ბიფიდა (როდესაც ხერხემლის ძვლები სათანადოდ არ არის განვითარებული). თქვენს ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ერთი ან რამდენიმე ეს დეფექტი.

თუ ხართ ქალი დაორსულების შესაძლებლობით, მკურნალობის დაწყებამდე უნდა წარადგინოთ ორსულობაზე უარყოფითი ტესტი და უნდა დაიცვათ ექიმის მიერ მოწოდებული რჩევები კონტრაცეფციის შესახებ. ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ერთზე მეტი ტესტის ჩატარება, რათა დარწმუნდეს, რომ მკურნალობის დაწყებამდე ორსულად არ ხართ.

ძუძუთი კვება

არ მიიღოთ მიკოტუ, თუ ძუძუთი კვებავთ, ვინაიდან პრეპარატის მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

კონტრაცეფცია ქალებში, რომლებიც იღებენ მიკოტუს

თუ ხართ ქალი დაორსულების შესაძლებლობით, მიკოტუს გამოყენებისას უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი

მიკოტუს მიღების დაწყებამდე

მიკოტუთი მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში

მიკოტუს მიღების შეწყვეტიდან 6 კვირის განმავლობაში.

უთხარით თქვენს ექიმს თქვენთვის ყველაზე შესაფერისი კონტრაცეფციის შესახებ. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. არსებობს კონტრაცეფციის ორი სასურველი ფორმა, რაც შეამცირებს არასასურველი ორსულობის რისკს. დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კონტრაცეფცია არ იყო ეფექტური ან თუ დაგავიწყდათ კონტრაცეპტული აბების მიღება.

თუ თქვენ ხართ ქალი დაორსულების პოტენციალით და რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ:

ხართ პოსტმენოპაუზური, ანუ მინიმუმ 50 წლის და თქვენი ბოლო მენსტრუაცია იყო ერთ წელზე მეტი ხნის წინ (თუ მენსტრუაცია შეწყდა იმის გამო, რომ მკურნალობდით კიბოს გამო, მაშინ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ დაორსულდეთ)

ამოღებული გაქვთ ფალოპის მილები და ორივე საკვერცხე ოპერაციული გზით (ორმხრივი სალპინგოოფორექტომია)

ამოღებული გაქვთ საშვილოსნო ოპერაციული გზით (ჰისტერექტომია)

საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა, რაც დადასტურებულია სპეციალისტი გინეკოლოგის მიერ)

დაიბადეთ ერთ-ერთი შემდეგი იშვიათი მდგომარეობით, რომელიც შეუძლებელს ხდის დაორსულობას: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზი

ხართ ბავშვი ან მოზარდი, რომელსაც არ დაწყებია მენსტრუაცია.

კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც იღებენ მიკოტუს

არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებს მალფორმაციების ან სპონტანური აბორტის გაზრდილ რისკზე, თუ მამა იღებს მიკოფენოლატს. თუმცა, რისკის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. სიფრთხილის მიზნით, თქვენ ან თქვენს პარტნიორ ქალს გირჩევენ გამოიყენოთ საიმედო კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მიკოტუს მიღების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.

თუ გეგმავთ შვილების გაჩენას, თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას რისკებისა და ალტერნატიული მედიკამენტების შესახებ, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ თქვენს ექიმს. არ გამოკვებოთ ბავშვი ძუძუთი მიკოტუს გამოყენებით მკურნალობის დროს და მიკოტუს მიღების შეწყვეტიდან 6 კვირის განმავლობაში.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

მიკოტუ უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიკოტუს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი არ შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც საჭიროებენ გაფრთხილებას.

სხვა მედიკამენტები და მიკოტუ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს, რომელიც იყიდეთ რეცეპტის გარეშე, მათ შორისაა ანტაციდები, რომლებიც გამოიყენება საჭმლის მონელების და გულძმარვის სამკურნალოდ, ან თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

სხვა იმუნოსუპრესანტები, როგორიცაა აზათიოპრინი ან ტაკროლიმუსი.

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ, როგორიცაა ქოლესტირამინი

აციკლოვირი (ეს არის ჰერპესული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი.)

განციკლოვირი (ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ციტომეგალოვირუსის [CMV] ინფექციის სამკურნალოდ.)

ანტაციდები მაგნიუმის და ალუმინის შემცველობით

ცოცხალი შესუსტებული ვაქცინების შეყვანის წინ

მიკოტუთი მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 6 კვირის განმავლობაში არ შეიძლება სისხლის დონაცია. მიკოტუთი მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 90 დღის განმავლობაში არ შეიძლება მამაკაცების მიერ სპერმის დონაცია.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ მიიღება მიკოტუ

მიჰყევით შემდეგ მითითებებს, თუ თქვენი ექიმი არ მოგცემთ განსხვავებულ რჩევას.

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირება/შეყვანის სიხშირის შესახებ:

რეკომენდებული დღიური დოზა არის 1440 მგ, რომელიც მიიღება 2 ცალკეული დოზის სახით თითო 720 მგ.

პირველი დოზა 720 მგ მიიღება ტრანსპლანტაციის შემდეგ 72 საათის განმავლობაში. თქვენი ექიმი გეტყვით ზუსტად რამდენი ტაბლეტი მიკოტუ უნდა მიიღოთ.

მკურნალობა გაგრძელდება მანამ, სანამ თქვენი იმუნური სისტემა საჭიროებს დათრგუნვას გადანერგილი თირკმლის უკუგდების თავიდან ასაცილებლად.

მიღების გზა და მეთოდი:

მიკოტუ განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.

გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.

არ გატეხოთ ან დააქუცმაცოთ ტაბლეტები. არ მიიღოთ გატეხილი ან გაყოფილი ტაბლეტები.

მიკოტუს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები:

მიკოტუს გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში არ არის რეკომენდებული მონაცემთა ნაკლებობის გამო.

ხანდაზმული ადამიანები:

ხანდაზმულებს შეუძლიათ მიკოტუს მიღება ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზის კორექტირების გარეშე.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

თირკმელების დაყოვნებული პოსტოპერაციული ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე <25 მლ/წთ/1,73 მ2) აუცილებელია მკაცრი მონიტორინგი.

დღიური დოზა არ უნდა იყოს 1440 მგ-ზე მეტი.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის პარენქიმული დაავადების ან თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

მკურნალობა ორგანოს უკუგდების შეტევების დროს

გადანერგილი თირკმლის უკუგდება არ ცვლის მიკოფენოლის მჟავას (MPA) შეწოვას, განაწილებას, უტილიზაციას და ექსკრეციას (ფარმაკოკინეტიკას); ამ შემთხვევაში, საჭირო არ არის დოზის შემცირება ან მიკოტუს მიღების შეწყვეტა.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ მიკოტუს ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ მიკოტუს:

თუ შემთხვევით მიიღეთ იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი მიკოტუ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ მიკოტუს მიღება

თუ დაგავიწყდათ მიკოტუს მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგხსენდებათ, თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

თუ მიხვდებით, რომ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება და მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით

თუ შეწყვეტთ მიკოტუს მიღებას

არ შეწყვიტოთ მიკოტუს მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით. მიკოტუს მიღების შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს ორგანიზმის მიერ თირკმლის ტრანსპლანტატის უკუგდების შესაძლებლობა.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

იმუნოსუპრესანტები, მათ შორის მიკოტუ, ამცირებენ ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმებს, რათა შეაჩეროს გადანერგილი ორგანოს უარყოფა. შესაბამისად, თქვენი ორგანიზმი ნორმალურად ვერ ებრძვის ინფექციებს. ასე რომ, თუ თქვენ იღებთ მიკოტუს, შეიძლება ინფექცია განვითარდეს ჩვეულებრივზე უფრო ხშირადმ როგორიცაა ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭისა და ნაწლავების, ფილტვების და საშარდე გზების ინფექციები.

თქვენი ექიმი რეგულარულად ჩაატარებს სისხლის ანალიზს სისხლის უჯრედების რაოდენობის ან სისხლში მოხვედრილი ნივთიერებების დონის ნებისმიერი ცვლილების მონიტორინგისთვის, როგორიცაა შაქარი, ცხიმი და ქოლესტერინი.

მიკოტუს გამოყენების შედეგად შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, შეწყვიტეთ მიკოტუს გამოყენება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

თუ გაქვთ ინფექციის სიმპტომები, მათ შორის ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა და ენერგიის ნაკლებობა. თუ იღებთ მიკოტუს, შესაძლოა ჩვეულებრივზე უფრო მგრძნობიარე იყოთ ინფექციების მიმართ. ამ ინფექციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებზე, ყველაზე ხშირად კი საშარდე გზებზე, სასუნთქ გზებზე და კანზე.

მხედველობის დარღვევა, კოორდინაციის დაკარგვა, მოუხერხებლობა, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების ან სხვების ნათქვამის გაგების გაძნელება და კუნთების სისუსტე. ეს შეიძლება იყოს ტვინის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, რომელსაც ეწოდება პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია.

ჯირკვლების გადიდება, ახალი და მზარდი კანის წარმონაქმნები ან ცვლილებები არსებულ ხალებში. როგორც ეს აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს, პაციენტთა ძალიან მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებენ მიკოტუს, განუვითარდა ლიმფური კვანძის ან კანის კიბო.

უჩვეულო დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი ვარჯიშის დროს ან მოსვენებულ მდგომარეობაში, თავბრუსხვევა, გულმკერდის ტკივილი, ფერმკრთალი კანი. ეს არის სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობის ნიშნები (ანემია)

ყველა ეს მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ განვითარდა რომელიმე მათგანი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მიკოტუზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირი: ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

არახშირი: ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში ​​

იშვიათი: ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ძალიან იშვიათი: ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემები

ძალიან ხშირი

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე

სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია)

სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია)

სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე (ჰიპერურიკემია)

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

შფოთვა

დიარეა

სახსრების ტკივილი (ართრალგია)

ხშირი

სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ქოშინი და ფერმკრთალი კანი (ანემია)

სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი სისხლდენა და სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენია)

სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია)

სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპომაგნიემია)

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

ხველა

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)

ქოშინი (დისპნოე)

მუცლის ან კუჭის ტკივილი, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, შებერილობა (მეტეორიზმი), თხევადი განავალი, ღებინების შეგრძნება (გულისრევა), ღებინება

დაღლილობა, ცხელება

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, პნევმონია

დარღვევები ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის ტესტებში

რესპირატორული ინფექციები

აკნე

სისუსტე (ასთენია)

კუნთების ტკივილი (მიალგია)

შეშუპებული ხელები, ტერფები ან ფეხები (პერიფერიული შეშუპება)

ქავილი

არახშირი

სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები), სითხე ფილტვებში (ფილტვის შეშუპება)

წარმონაქმნი კისტის მსგავსი, რომელიც შეიცავს სითხეს (ლიმფას) (ლიმფოცელე)

კანკალი, ძილის გაძნელება

თვალების სიწითლე და შეშუპება (კონიუნქტივიტი), მხედველობის დაბინდვა

ხიხინი სუნთქვისას

ბოყინი, ცუდი სუნი სუნთქვისას, ნაწლავის ბლოკირება (ილეუსი), ტუჩის წყლულები, გულძმარვა, ენის გაუფერულება, პირის სიმშრალე, ღრძილების ანთება, პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ზედა ნაწილში მწვავე ტკივილს (პანკრეატიტი), სანერწყვე ჯირკვლების ბლოკირება, მუცლის შიდა გარსის ანთება (პერიტონიტი)

ძვლების, სისხლისა და კანის ინფექცია

შარდში სისხლი, თირკმლის დაზიანება, ტკივილი შარდვისას და შარდვის გაძნელება

თმის ცვენა, კანზე სისხლჩაქცევა

სახსრების ანთება (ართრიტი), ზურგის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები

მადის დაკარგვა, ლიპიდების დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია), შაქარი (დიაბეტი), სისხლში ქოლესტერინი (ჰიპერქოლესტერინემია), ან სისხლში ფოსფატების დონის დაქვეითება (ჰიპოფოსფატემია)

გრიპის ნიშნები (როგორიცაა დაღლილობა, შემცივნება, ყელის ტკივილი, სახსრების ან კუნთების ტკივილი), კოჭებისა და ტერფების შეშუპება, ტკივილი, რიგიდულობა, წყურვილის ან სისუსტის შეგრძნება

უცნაური სიზმრები, ილუზიები(ჰალუცინაცია)

ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უუნარობა

ხველა, სუნთქვის გაძნელება, მტკივნეული სუნთქვა (ფილტვის ინტერსტიციული დაავადების შესაძლო სიმპტომები)

უცნობია

გამონაყარი

ცხელება, ყელის ტკივილი, ხშირი ინფექციები (სისხლში თეთრი უჯრედების ნაკლებობის შესაძლო სიმპტომები) (აგრანულოციტოზი)

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა მიკოტუს მსგავსი მედიკამენტების გამოყენებისას:

მსხვილი ნაწლავის ან საყლაპავის ანთება

მუცლის ტკივილი

ღებინება

მადის დაკარგვა

გულისრევა (პანკრეატიტი)

სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან

კუჭის ტკივილი სისხლიანი ან შავი განავლით ან მის გარეშე

ნაწლავის გაუვალობა

მძიმე ინფექციები

ქოშინი და ხველა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბრონქოექტაზიით (დაავადება, რომლის დროსაც ფილტვებში სასუნთქი გზები მნიშვნელოვნად ფართოვდება)

იშვიათი ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც იწვევენ ფილტვების სერიოზულ დაავადებას (ტუბერკულოზი და ატიპიური მიკობაქტერიული ინფექცია)

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებულია ანოტაციაში ან არ არის აღნიშნული, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ასევე, ნებისმიერი გამოვლენილი გვერდითი ეფექტის შესახებ შეგიძლიათ ინფორმაცია მიაწოდოთ www.titck.gov.tr ვებსაიტზე, "მედიკამენტის გვერდითი ეფექტის შეტყობინება" ღილაკზე დაჭერით, ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე და აცნობოთ თურქეთის ფარმაკოვიგილანსის ცენტრს (TÜFAM). გთხოვთ, გვერდითი ეფექტების შეტყობინებით დაეხმაროთ იმ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას, რომელსაც იყენებთ.

  • როგორ ინახება მიკოტუ

შეინახეთ მიკოტუ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში.

შეინახეთ მიკოტუ ორიგინალ შეფუთვაში, ტენისა და სინათლის ზემოქმედებისგან დასაცავად.

შეინახეთ მიკოტუ 30°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მიკოტუ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე.

არ გამოიყენოთ მიკოტუ, თუ შეამჩნევთ, რომ პროდუქტი ან შეფუთვა დაზიანებულია.

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გატეხილი ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან ნაგავში! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Koçsel İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş. Gebze OSB2 Mah. 1700.sk. No:1703/2

Çayırova / Kocaeli / Türkiye

ტელეფონი: +90 (850) 250 66 56

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

Onko İlaç San. ve Tic. A.Ş.

Adres: GOSB 1700.sk. No:1703

Çayırova / Kocaeli / Türkiye

ტელ: +90 (850) 250 66 56

ეს ინსტრუქცია დამტკიცდა 17/05/2023.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა