პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

მედროლგინი

Medrolgin

ურეცეპტოდ0,4%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

თვალებში ტკივილის და თვალების მხრივ სიმპტომების შემცირება, როგორებიცაა უცხო სხეულის შეგრძნება, წვა/ჩხვლეტა, ცრემლდენა და ფოტოფობია რეფრაქციული ქირურგიის შემდეგ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კეტოროლაკი (ketorolac)
ფორმა და შეფუთვა
0,4% (4მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
ATC კოდი
S01BC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-040612
რეგისტრირებულია
28 მარტი 2024, მოქმედებს 28 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამედროლგინი და სხვა წამალი ერთად

მედროლგინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თვალებში ტკივილის და თვალების მხრივ სიმპტომების შემცირება, როგორებიცაა უცხო სხეულის შეგრძნება, წვა/ჩხვლეტა, ცრემლდენა და ფოტოფობია რეფრაქციული ქირურგიის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

მედროლგინის გამოყენება რეკომენდებულია 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 4-ჯერ დღე-ღამეში არაუმეტეს 4 დღე.

პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი მიღება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დანიშნული სქემით, არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

ბავშვები და მოზარდები (18 წელზე უმცროსი ასაკი)

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ამ კატეგორიის პაციენტებში მედროლგინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკი)

ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში განსხვავება აღმოჩენილი არ არის.

პაციენტები თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობით

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზირების შესახებ რეკომენდაციები არ არსებობს, ვინაიდან პაციენტების ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ გაგვაჩნია.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.

ფლაკონის შიგთავსის და საწვეთურის თვალის ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმებით კონტამინაციის პრევენციისთვის მოერიდეთ საწვეთურის თავის თვალებთან, მიმდებარე ქსოვილებთან, თითებთან, ასევე სხვა ზედაპირებთან კონტაქტს.

მედროლგინის გამოყენება არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარებისას. პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ინსტალაციის შემდეგ მათ გაკეთებამდე საჭიროა დალოდება არანაკლებ 15 წუთი.

ადგილობრივი გამოყენების სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან კომბინაციაში მედროლგინის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ინსტალაციებს შორის ინტერვალი არანაკლებ 5 წუთს უნდა შეადგენდეს. თვალის მალამოების გამოყენება უნდა მოხდეს ბოლო რიგში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

სიფრთხილის ზოგადი ზომები

პოსტმარკეტინგულ პერიოდში არსებობს შეტყობინებები თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენებასთან დკავშირებული ბრონქოსპაზმის განვითარების ან ბრონქული ასთმის გამწვავების შესახებ პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით აცეტილსალიცილის მჟავიას/ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) მიმართ ან ანამნეზში ბრონქული ასთმის არსებობისას. ასეთ პაციენტებში მედროლგინის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ჰემატოლოგიური ეფექტები

ზოგიერთი ასას-ების გამოყენებისას არსებობს სისხლდენის დროის გაზრდის რისკი თრომბოციტების აგრეგაციის პროცესის დარღვევის გამო. იყო შეტყობინებები, რომ ოფთალმოლოგიური გამოყენების ასას-ბმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლდენის გაძლიერება თვალის ქსოვილებში (თვალის წინა კამერაში სისხლჩაქცევის ჩათვლით) ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს.

ოფთალმოლოგიური ეფექტები

ყველა ასას-ს შეუძლიათ ჭრილობების შეხორცების პროცესის სიჩქარის შემცირება ან შენელება. ადგილობრივი გამოყენების ასას-ების და გლუკოკორტიკოსტეროიდების (გკს) ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჭრილობების შეხორცების პროცესის დარღვევების განვითარების რისკი.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემები მოწმობენ იმას, რომ ასას-ების გამოყენებისას პაციენტებში მძიმე ოფთალმოლოგიური ქირურგიული ჩარევების შემდეგ, რქოვანს დენერვაციით, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტებით, შაქრიანი დიაბეტით, თვალის ზედაპირის დაავადებებით (მაგალითად, "მშრალი თვალის" სინდრომი), რევმატიული ართრიტით ან განმეორებითი ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი რქოვანას მხრივ, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს მხედველობის დაკარგვას. ეს არასასურველი რეაქციები შეიძლება მოიცავდეს კერატიტს, რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებებს, ასევე რქოვანას გათხელებას, ეროზიებს, წყლულებს ან პერფორაციებს. რქოვანას ეპითელიუმის დაზიანების ნიშნების გამოვლინებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, მსგავს შემთხვევებში საჭიროა რქოვანას მდგომარეობის კონტროლი. ასევე დადგენილია, რომ ადგილობრივი ასას-ების გამოყენებისას 24 საათზე უფრო ადრე ქირურგიულ ჩარევამდე ან 14 დღეზე მეტის ხნის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ, შეიძლება გაიზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი რქოვანას მხრივ, ასევე მათი სიმძიმის ხარისხი.

იყო შეტყობინებები მხედველობის სიმახვილის დარღვევის და/ან დაქვეითების შესახებ თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრიმეტამოლის და სხვა ასას-ების გამოყენებისას. ზემოაღნიშნული სიმპტომების გამოხატულობა, როგორც წესი, მცირდება დროის განმავლობაში. მაგრამ თუ ისინი შენარჩუნდება, პრეპარატი უნდა მოიხსნას და ჩატარდეს ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.

პერიოპერაციული პერიოდი

მედროლგინის გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში ცნობილი მიდრეკილებით სისხლდენების წარმოქმნის მიმართ ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია სხვა სამკურნალო პრეპარატებით, რომლებსაც შეუძლიათ სისხლდენის დროის გაზრდა.

კანცეროგენობა და მუტაგენობა

კეტოროლაკის ტრომეტამოლის გრძელვადიან კვლევებში თაგვებსა და ვირთხებზე კანცეროგენული და ტერატოგენული პოტენციალი, ასევე ფერტილობაზე ნეგატიური ზემოქმედება გამოვლენილი არ არის. ეიმსის ტესტში ბაქტერიების გამოყენებით, ასევე მიკრობირთვულ ტესტში კეტოროლაკის ტრომეტამოლს მუტაგენური პოტენციალი არ გააჩნდა.

დამხმარე ნივთიერებები

მედროლგინი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (1 მლ პრეპარატი შეიცავს 0,06 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, "მშრალი თვალის" სინდრომის განვითარება ან დარღვევები საცრემლე აპკისა და რქოვანას მხრივ.

ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია აბსორბირება კონტაქტური ლინზებით და კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ინსტალაციის შემდეგ მათ გაკეთებამდე საჭიროა დალოდება არანაკლებ 15 წუთი.

პაციენტებში "მშრალი თვალის" სინდრომით და რქოვანას შესაძლო დაზიანებებით მედროლგინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პაციენტების მონიტორინგის ჩატარება.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალებში უჩვეულო შეგრძნებების, ჩხვლეტის შეგრძნების ან ტკივილის წარმოქმნისას პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

პრეპარატის ზეგავლენის სათანადო კვლევები არ ჩატარებულა.

არ არის შეტყობინებები თვალის წვეთების ფორმით (0,5% ხსნარი) კეტოროლაკის ტრომეტამოლის ურთიერთქმედებაზე ადგილობრივი გამოყენების ან ინექციური შეყვანის სხვა პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყენებოდა ოფთალმოლოგიურ ოპერაციებამდე, მათ დროს ან მათ შემდეგ, ანტიბიოტიკების (მაგალითად, გენტამიცინი, ტობრამიცინი, ნეომიცინი, პოლიმიქსინი), სედაციური საშუალებების (მაგალითად, დიაზეპამი, ჰიდროქსიზინი, ლორაზეპამი, პრომეთაზინის ჰიდროქლორიდი), მიოზურების, მიდრიაზურების, ციკლოპლეგიკების (მაგალითად, აცეტილქოლინი, ატროპინი, ადრენალინი, ფიზოსტიგმინი, ფენილეფრინი, თიმოლოლის მალეატი), ჰიალურონიდაზას, ადგილობრივი ანესთეზიურების (მაგალითად, ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი, ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, ტეტრაკაინი) ან გკს-ის ჩათვლით.

არსებობს აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა ასას-ების მიმართ ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი. მედროლგინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნათ ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები ზემოაღნიშნული პრეპარატების მიმართ.

პრეპარატის ურთიერთქმედება საკვებთან დადგენილი არ არის.

მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებებთან პრეპარატის ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.

პრეპარატის ზეგავლენა ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე დადგენილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტაზოლის გამოყენება ქალებში ორსულობის და მშობიარობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან სათანადო და საკმარისად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.

ვირთხებში ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (არტერიული სადინარის დახურვა) პროსტალგანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი პრეპარატების ცნობილი მოქმედების გამო, თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენება არ შეიძლება ქალებში ორსულობის გვიან ვადებში.

ლაქტაცია

თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენება ქალებში ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. სისტემური გამოყენებისას დედის რძესთან ერთად კეტოროლაკის ტრომეტამოლი ადამიანებში გამოიყოფა უმნიშვნელო რაოდენობით. 10 ქალის მონაწილეობით კვლევაში კეტოროლაკის ტრომეტამოლის კონცენტრაციების შეფარდება დედის რძესა და სისხლის პლაზმაში 0,015-დან 0,037-მდე შეადგენდა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფარმაკოდინამიკურ პროფილზე დაყრდნობით, მოსალოდნელი არ არის, რომ კეტოროლაკის ტრომეტამოლი ზეგავლენას მოახდენს ავტოტრანსპორტის ტარების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თვალის წვეთების ინსტალაციისას შეიძლება წარმოქიმნას მხედველობის სიმახვილის დროებითი დარღვევა. მსგავს შემთხვევებში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის ტარება ან მექანიზმების მართვა მხედველობის სიმახვილის სრულად აღდგენამდე.

გვერდითი მოვლენები

კლინიკური კვლევები ძალიან სპეციფიკურ პირობებში ტარდება. ამიტომ არასასურველი რეაქციები სიხშირე კლინიკურ პირობებში შეიძლება არ ასახავდეს არასასურველი რეაქციების სიხშირეს კლინიკურ პრაქტიკაში, ამავდროულად ასევე არ შეიძლება არასასურველი რეაქციების სიხშირის შედარება კლინიკურ კვლევებთან სხვა პრეპარატის გამოყენებით. არასასურველი რეაქციების შესახებ კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას მიღებული ინფორმაციის გამოყენება მიზანშეწონილია არასასურველი რეაქციების გამოსავლენად და მათი სიხშირის შესაფასებლად პრეპარატის გამოყენებისას კლინიკურ პრაქტიკაში. ვინაიდან ცნობილია, რომ სხვა ასას-ები იწვევენ თვალების გაღიზიანებას ადგილობრივი გამოყენებისას, ამიტომ ხდებოდა ცხოველებისა და ადამიანების მხედველობის ორგანოზე კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამაღიზიანებელი მოქმედების შესწავლა.

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვევით MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტრირდებოდა კლინიკურ კვლევებში 1%-ზე მეტი სიხშირით (განზოგადოებული მონაცემები, მიღებული მრავალცენტრულ, რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად 3 ფაზის კლინიკურ კვლევებში პარალელური ჯგუფებით, პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ფოტორეფრაქციული კერატექტომია).

მხედველობის ორგანოს მხრივ: ტკივილი თვალებში.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.

თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენებისას ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისთვის რეკომენდებული დოზებით, სისტემური გამოყენების ასას-სთვის, კეტოროლაკის ტრომეტამოლის ჩათვლით, დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტრირდებოდა კლინიკურ კვლევებში 1%-ზე ნაკლები სიხშირით

მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუნქტივას ჰიპერემია, რქოვანას ინფილტრატები, თვალების შეშუპება, თვალების გაღიზიანება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დარეგისტრირებული არასასურველი რეაქციები

ვინაიდან ინფორმაცია მსგავსი არასასურველი რეაქციების შესახებ მიღებულია გაურკვეველი რაოდენობის პოპულაციის სპონტანური შეტყობინებებიდან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის სწორად შეფასება ან მიზეზობრივი კავშირის დადგენა სამკურნალო საშუალების ზემოქმედებასთან.

მხედველობის ორგანოს მხრივ: თვალების შესიება, თვალების შეშუპება, თვალების ჰიპერემია, წყლულოვანი კერატიტი.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ბრონქაოსპაზმი ან ბრონქული ასთმის გამწვავება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასაურველი რეაქციის გამოვლინების ან ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

პრეპარატის ადგილობრივი ან სისტემური გამოყენებისას ჭარბი დოზის შესახებ შეტყობინებები არ არსებობს (ანტიდოტური თერაპიის შედეგებისა და ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა არ არსებობს).

პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღებისას საჭიროა განზავების ეფექტის მისაღწევად საჭირო რაოდენობით სითხის დალევა.

პრეპარატის სავარაუდო ჭარბი დოზის თერაპიისთვის საჭიროა მოწამვლის რეგიონულ სამკურნალო ცენტრში მიმართვა.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეტამოლი 4 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ოქტოქსინოლი 40, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

თვალის წვეთები 0,4%.

აღწერილობა: უფეროდან ღია-ყვითელ ფერამდე გამჭვირვალე ხსნარი.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 28 დღის განმავლობაში.

შეფუთვის სახეობა და შიგთავსი

თვალის წვეთების 5 მლ პლასტმასის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და დამცავი რგოლით აღჭურვილი ხრახნიანი დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენების განადგურება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. # 50 გიუნეშლი ბაგჩილარ/სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ათქ კოდი: S01BC05.

მოქმედების მექანიზმი

კეტოროლაკის ტრომეტამოლი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასას), რომელსაც პერიოფერიული ეფექტებით განპირობებული ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. კეტოროლაკის ტრომეტამოლი აინჰიბირებს პროსტალგანდინების სინთეზს ციკლოოქსიგენაზების სისტემის ფერმენტების ინჰიბირების ხარჯზე. პროსტალგანდინები მთავარ როლს ასრულებენ თვალების მრავალ ანთებით პროცესში და, როგორც ჩანს, ასრულებენ როლს მიოზურ რეაქციაში ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს.

კეტოროლაკის ტრომეტამოლმა აჩვენა ანთების საწინააღმდეგო აქტივობა ადგილობრივი გამოყენებისას თვალების ანთების რამდენიმე მოდელზე ცხოველებში. 0,25% და 0,5% კონცენტრაციებში პრეპარატი მნიშვნელოვნად აინჰიბირებდა ანთებითი პროცესის განვითარებას თვალის რქოვანას ანთების მოდელზე ვირთხებში, რომელიც გამოწვეული იყო ვერცხლის ნიტრატით. 0,02%-დან 0,5%-მდე კონცენტრაციებში პრეპარატი ამცირებდა სისხლძარღვების გამტარობას ბოცვრების თვალებზე კვლევებში ენდოტოქსინ-ინდუცირებული უვეიტის მოდელზე. იგივე მოდელის გამოყენებისას დადგენილია, რომ კეტოროლაკის ტრომეტამოლი ბლოკავს ენდოტოქსინით გამოწვეულ პროსტალგანდინის E2 (PGE2) დონის მომატებას თვალშიდა სითხეში (არაქიდონის მჟავის გამოყენებით ინდუცირებული თვალშიდა წნევის მომატების პრევენცია ბოცვრებში). კეტოროლაკის ტრომეტამოლი არ აინჰიბირებდა ალდოზორედუქტაზას ბოცვრების თვალის ბროლში in vitro.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

სისტემური შეყვანისას კეტოროლაკის ტრომეტამოლი არ იწვევს მიოზურ ეფექტს. კლინიკური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტამოლი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას თვალშიდა წნევაზე, თუმცა თვალშიდა წნევის ცვალებადობა შეიძლება აღინიშნოს რეფრაქციული ქირურგიის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ადამიანებზე კვლევებში თვალში ინსტალაციის შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება. დამოკიდებულება შეყვანილი ხსნარის კონცენტრაციასა და რქოვანადან შეღწეული პრეპარატის რაოდენობას შორის დაახლოებით ხაზოვანია.

კატარაქტას ექსტრაქციამდე 12 საათით და 1 საათით ადრე კეტოროლაკის ტრომეტამოლის 0,5% ხსნარის 2 წვეთის (0,1 მლ) ჩაწვეთებისას პაციენტების 9-დან 8 თვალში პრეპარატის გაზომვადი დონეები აღინიშნა. თვალშიდა სითხეში პრეპარატის საშუალო კონცენტრაცია 95 ნგ/მლ შეადგენდა, ხოლო მნიშვნელობათა დიაპაზონი 40 ნგ/მლ-დან 170 ნგ/მლ-მდე შეადგენდა. წყლიან სითხეში PGE2-ის საშუალო კონცენტრაციამ შეადგინა 80 პგ/მლ კონკრეტულ ჯგუფში და 28 პგ/მლ პაციენტებში, რომლებიც კეტოროლაკის ტრომეტამოლს 0,5% თვალის წვეთების ფორმით იღებდნენ.

26 ჯანმრთელ მოხალისეებში კეტოროლაკის ტრომეტამოლის 0,5% ხსნარის 1 წვეთის (0,05 მლ) ერთ თვალში და საკონტროლო ხსნარის 1 წვეთის მეორე თვალში ჩაწვეთებისას სამჯერ დღეში 21 დღის განმავლობაში, 26 მოხალისედან 5-ში პრეპარატი აღწევდა გაზომვად კონცენტრაციებს სისხლის პლაზმაში (დიაპაზონი 10,7 ნგ/მლ-დან 22,5 ნგ/მლ-მდე) დილის დოზის შემდეგ 15 წუთში გაზომვისას მე-10 დღეს.

ტკივილის შესამსუბუქებლად კეტოროლაკის სისტემური შეყვანისას სისხლის პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია ხანგრძლივი სისტემური მკურნალობის შემდეგ დაახლოებით 850 ნგ/მლ შეადგენდა.

განაწილება

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ 14C-რადიოაქტიური ნიშნით დანიშნული კეტოროლაკის ტრომეტამოლის 0,5% თვალის წვეთების ფორმით გამოყენებისას, პრეპარატი მნიშვნელოვნად ნაწილდება თვალის ქსოვილებში, ამ დროს მისი ძირითადი ნაწილი ვლინდება რქოვანასა და სკლერაში.

განაწილება თვალში

14C-კეტოროლაკის ტრომეტამოლის თვალშიდა განაწილებას საზღვრავდნენ ბოცვრებში (n = 24) 0,5% თვალის წვეთების 50 მკლ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, რომლებიც ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავდნენ კონსერვანტის სახით. თვალის ქსოვილებში პიკური კონცენტრაციები მიიღწეოდა 1 საათის განმავლობაში, ყველაზე მაღალი დონე აღინიშნებოდა რქოვანაში (6,06 მკგ-ეკვ/მლ). 1 საათის შემდეგ რადიოაქტივობის უმეტესი ნაწილი (შეყვანილი დოზის 0,9%) აღინიშნებოდა სკლერაში (0,58%) და რქოვანაში (0,26%), მინისებრ სხეულში (0,023%), ბადურაში და სისხლძარღვების გარსში (0,018%), ფერად გარსში და ცილიარულ სხეულში (0,007%) და ბროლში (0,002%).

"კონცენტრაცია-დრო" (AUC) მრუდის ქვეშ მნიშვნელობებთან შედარებით სისხლის პლაზმაში AUC მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო რქოვანასთვის (104-ჯერ), სკლერასთვის (27-ჯერ), ფერადი გარსისა და ცილიარული სხეულისთვის (5,8-ჯერ), ბადურასა და სისხლძარღვების გარსისთვის (5,6-ჯერ), წყლიანი სითხისთვის (3,3-ჯერ) და შეადგენდნენ AUC-ის დაახლოებით 50% სისხლის პლაზმაში მინისებრ სხეულში და ბროლში. ოფთალმოლოგიური გამოყენებისას 14C-კეტოროლაკის ტრომეტამოლის ორმაგი დოზის ეკვივალენტური დოზით ყურის მარგინალურ ვენაში (n = 3) ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით, პრეპარატის კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო თვალის ქსოვილებში და დაბალი სისხლის პლაზმაში ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ.

მეტაბოლიზმი

პრეპარატის ოფთალმოლოგიური გამოყენებისას მეტაბოლიზმის წერტილების კვლევები არ ჩატარებულა, სისტემური გამოყენების კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში.

კვლევები ცხოველებზე

ჩატარდა რიგი კვლევები ოფთალმოლოგიური გამოყენების კეტოროლაკის მჟავით და კეტოროლაკის ტრომეტამოლით ბოცვრებზე და cynomolgus სახეობის მაიმუნებზე (კვლევების მიმდინარეობისას გამოიყენებოდა ორი სხვადასხვა კონსერვანტი, ტიმეროსალი ან ბენზალკონიუმის ქლორიდი). ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტის შემცველი პრეპარატი წარმოადგენს წარმოებისთვის არჩეულ სბოლოო ფორმას დიდი კონსერვირების უნარის და ხელმისაწვდომობის გამო.

პრეპარატის ერთჯერადი დოზის კვლევები ტარდებოდა ადგილობრივი გამოყენებისას, თვალშიდა ინექციისას და ინტრავენური შეყვანისას ბოცვრებში და/ან cynomolgus სახეობის მაიმუნებში. ბოცვრებზე კვლევებში 0,5% თვალის წვეთების სახით პრეპარატი შეყავდათ მიკროლიტრული შპრიცით (50 მკლ (0,25 მგ) თვალში). თვალშიდა ინექცია მოიცავდა 20 მკლ (0,25 მგ) ხსნარის შეყვანას უშუალოდ თვალის წინა კამერაში. პრეპარატის ვენაში შეყვანა ტარდებოდა ყურის მარგინალური ვენიდან.

მაიმუნებზე კვლევებში ვენაში შესაყვანი პრეპარატის დოზა შეადგენდა 0,25 მგ/კგ. ადგილობრივი გამოყენების დოზა შეადგენდა 100 მკლ 0,5% თვალის წვეთები თვალში.

მეტაბოლური პროფილი თვალშიდა სითხეში ბოცვრებში, ასევე სისხლის პლაზმაში და შარდში ბოცვრებში და cynomolgus სახეობის მაიმუნებში განისაზღვრებოდა ოფთალმოლოგიური გამოყენების და ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ ბოცვრებში კეტოროლაკი იყო ძირითადი კომპონენტი (რადიოაქტივობის >90%) წყლიან სითხეში და სისხლის პლაზმაში, ხოლო р-ჰიდროქსი მეტაბოლიტი შეადგენდა რადიოაქტივობის 5% სისხლის პლაზმაში. კეტოროლაკი ასევე ძირითადი კომპონენტი იყო (რადიოაქტივობის >96%) სისხლის პლაზმაში ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ მაიმუნებში (n = 3).

ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ ბოცვრებში რადიოაქტივობის 72%, 17% და 6% შარდში შეადგენდნენ კეტოროლაკი, р-ჰიდროქსიკეტოროლაკი და სხვა პოლარული მეტაბოლიტები. ვენაში შეყვანის შემდეგ რადიოაქტივობის 6% შეადგენდა უცვლელი კეტოროლაკი, 68% შეადგენდა р-ჰიდროქსიკეტოროლაკი და დაახლოებით 22% შეადგენდნენ პოლარული მეტაბოლიტები.

მაიმუნებში უცვლელი კეტოროლაკი და მისი პოლარული მეტაბოლიტი (სავარაუდოდ, კეტოროლაკის გლუკურონიდული კონიუგატი) შეადგენდნენ შესაბამისად რადიოაქტივობის 32% და 65% შარდში ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ და შესაბამისად რადიოაქტივობის 50% და 49% შარდში ვენაში შეყვანის შემდეგ. ამგვარად, კეტოროლაკს აქვს მსგავსი მეტაბოლიზმი ოფთალმოლოგიური გამოყენების და ვენაში შეყვანის შემდეგ მაიმუნებში.

გამოყოფა

ბოცვრებზე და cynomolgus სახეობის მაიმუნებზე კვლევების შედეგები შესაძლებელს ხდის იმის ვარაუდს, რომ პრეპარატი თვალიდან გამოიყოფა უპირატესად თვალშიდა სისხლდინებით წყლიანი სითხიდან ფერად გარსში და ცილიარულ სხეულში განაწილების შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

მედროლგინი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

მედროლგინი, Medrolgin

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

კეტოროლაკი, Ketorolac

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეტამოლი 4 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ოქტოქსინოლი 40, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

თვალის წვეთები 0,4%.

აღწერილობა: უფეროდან ღია-ყვითელ ფერამდე გამჭვირვალე ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

თვალებში ტკივილის და თვალების მხრივ სიმპტომების შემცირება, როგორებიცაა უცხო სხეულის შეგრძნება, წვა/ჩხვლეტა, ცრემლდენა და ფოტოფობია რეფრაქციული ქირურგიის შემდეგ.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

მედროლგინის გამოყენება რეკომენდებულია 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 4-ჯერ დღე-ღამეში არაუმეტეს 4 დღე.

პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი მიღება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დანიშნული სქემით, არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

ბავშვები და მოზარდები (18 წელზე უმცროსი ასაკი)

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ამ კატეგორიის პაციენტებში მედროლგინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკი)

ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში განსხვავება აღმოჩენილი არ არის.

პაციენტები თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობით

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზირების შესახებ რეკომენდაციები არ არსებობს, ვინაიდან პაციენტების ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ გაგვაჩნია.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.

ფლაკონის შიგთავსის და საწვეთურის თვალის ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმებით კონტამინაციის პრევენციისთვის მოერიდეთ საწვეთურის თავის თვალებთან, მიმდებარე ქსოვილებთან, თითებთან, ასევე სხვა ზედაპირებთან კონტაქტს.

მედროლგინის გამოყენება არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარებისას. პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ინსტალაციის შემდეგ მათ გაკეთებამდე საჭიროა დალოდება არანაკლებ 15 წუთი.

ადგილობრივი გამოყენების სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან კომბინაციაში მედროლგინის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ინსტალაციებს შორის ინტერვალი არანაკლებ 5 წუთს უნდა შეადგენდეს. თვალის მალამოების გამოყენება უნდა მოხდეს ბოლო რიგში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სიფრთხილის ზოგადი ზომები

პოსტმარკეტინგულ პერიოდში არსებობს შეტყობინებები თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენებასთან დკავშირებული ბრონქოსპაზმის განვითარების ან ბრონქული ასთმის გამწვავების შესახებ პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით აცეტილსალიცილის მჟავიას/ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) მიმართ ან ანამნეზში ბრონქული ასთმის არსებობისას. ასეთ პაციენტებში მედროლგინის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ჰემატოლოგიური ეფექტები

ზოგიერთი ასას-ების გამოყენებისას არსებობს სისხლდენის დროის გაზრდის რისკი თრომბოციტების აგრეგაციის პროცესის დარღვევის გამო. იყო შეტყობინებები, რომ ოფთალმოლოგიური გამოყენების ასას-ბმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლდენის გაძლიერება თვალის ქსოვილებში (თვალის წინა კამერაში სისხლჩაქცევის ჩათვლით) ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს.

ოფთალმოლოგიური ეფექტები

ყველა ასას-ს შეუძლიათ ჭრილობების შეხორცების პროცესის სიჩქარის შემცირება ან შენელება. ადგილობრივი გამოყენების ასას-ების და გლუკოკორტიკოსტეროიდების (გკს) ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჭრილობების შეხორცების პროცესის დარღვევების განვითარების რისკი.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემები მოწმობენ იმას, რომ ასას-ების გამოყენებისას პაციენტებში მძიმე ოფთალმოლოგიური ქირურგიული ჩარევების შემდეგ, რქოვანს დენერვაციით, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტებით, შაქრიანი დიაბეტით, თვალის ზედაპირის დაავადებებით (მაგალითად, "მშრალი თვალის" სინდრომი), რევმატიული ართრიტით ან განმეორებითი ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი რქოვანას მხრივ, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს მხედველობის დაკარგვას. ეს არასასურველი რეაქციები შეიძლება მოიცავდეს კერატიტს, რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებებს, ასევე რქოვანას გათხელებას, ეროზიებს, წყლულებს ან პერფორაციებს. რქოვანას ეპითელიუმის დაზიანების ნიშნების გამოვლინებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, მსგავს შემთხვევებში საჭიროა რქოვანას მდგომარეობის კონტროლი. ასევე დადგენილია, რომ ადგილობრივი ასას-ების გამოყენებისას 24 საათზე უფრო ადრე ქირურგიულ ჩარევამდე ან 14 დღეზე მეტის ხნის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ, შეიძლება გაიზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი რქოვანას მხრივ, ასევე მათი სიმძიმის ხარისხი.

იყო შეტყობინებები მხედველობის სიმახვილის დარღვევის და/ან დაქვეითების შესახებ თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრიმეტამოლის და სხვა ასას-ების გამოყენებისას. ზემოაღნიშნული სიმპტომების გამოხატულობა, როგორც წესი, მცირდება დროის განმავლობაში. მაგრამ თუ ისინი შენარჩუნდება, პრეპარატი უნდა მოიხსნას და ჩატარდეს ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.

პერიოპერაციული პერიოდი

მედროლგინის გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში ცნობილი მიდრეკილებით სისხლდენების წარმოქმნის მიმართ ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია სხვა სამკურნალო პრეპარატებით, რომლებსაც შეუძლიათ სისხლდენის დროის გაზრდა.

კანცეროგენობა და მუტაგენობა

კეტოროლაკის ტრომეტამოლის გრძელვადიან კვლევებში თაგვებსა და ვირთხებზე კანცეროგენული და ტერატოგენული პოტენციალი, ასევე ფერტილობაზე ნეგატიური ზემოქმედება გამოვლენილი არ არის. ეიმსის ტესტში ბაქტერიების გამოყენებით, ასევე მიკრობირთვულ ტესტში კეტოროლაკის ტრომეტამოლს მუტაგენური პოტენციალი არ გააჩნდა.

დამხმარე ნივთიერებები

მედროლგინი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (1 მლ პრეპარატი შეიცავს 0,06 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, "მშრალი თვალის" სინდრომის განვითარება ან დარღვევები საცრემლე აპკისა და რქოვანას მხრივ.

ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია აბსორბირება კონტაქტური ლინზებით და კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ინსტალაციის შემდეგ მათ გაკეთებამდე საჭიროა დალოდება არანაკლებ 15 წუთი.

პაციენტებში "მშრალი თვალის" სინდრომით და რქოვანას შესაძლო დაზიანებებით მედროლგინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პაციენტების მონიტორინგის ჩატარება.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალებში უჩვეულო შეგრძნებების, ჩხვლეტის შეგრძნების ან ტკივილის წარმოქმნისას პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.

შეუთავსებლობა

არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

პრეპარატის ზეგავლენის სათანადო კვლევები არ ჩატარებულა.

არ არის შეტყობინებები თვალის წვეთების ფორმით (0,5% ხსნარი) კეტოროლაკის ტრომეტამოლის ურთიერთქმედებაზე ადგილობრივი გამოყენების ან ინექციური შეყვანის სხვა პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყენებოდა ოფთალმოლოგიურ ოპერაციებამდე, მათ დროს ან მათ შემდეგ, ანტიბიოტიკების (მაგალითად, გენტამიცინი, ტობრამიცინი, ნეომიცინი, პოლიმიქსინი), სედაციური საშუალებების (მაგალითად, დიაზეპამი, ჰიდროქსიზინი, ლორაზეპამი, პრომეთაზინის ჰიდროქლორიდი), მიოზურების, მიდრიაზურების, ციკლოპლეგიკების (მაგალითად, აცეტილქოლინი, ატროპინი, ადრენალინი, ფიზოსტიგმინი, ფენილეფრინი, თიმოლოლის მალეატი), ჰიალურონიდაზას, ადგილობრივი ანესთეზიურების (მაგალითად, ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი, ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, ტეტრაკაინი) ან გკს-ის ჩათვლით.

არსებობს აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა ასას-ების მიმართ ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი. მედროლგინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნათ ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები ზემოაღნიშნული პრეპარატების მიმართ.

პრეპარატის ურთიერთქმედება საკვებთან დადგენილი არ არის.

მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებებთან პრეპარატის ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.

პრეპარატის ზეგავლენა ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტაზოლის გამოყენება ქალებში ორსულობის და მშობიარობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან სათანადო და საკმარისად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.

ვირთხებში ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (არტერიული სადინარის დახურვა) პროსტალგანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი პრეპარატების ცნობილი მოქმედების გამო, თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენება არ შეიძლება ქალებში ორსულობის გვიან ვადებში.

ლაქტაცია

თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენება ქალებში ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. სისტემური გამოყენებისას დედის რძესთან ერთად კეტოროლაკის ტრომეტამოლი ადამიანებში გამოიყოფა უმნიშვნელო რაოდენობით. 10 ქალის მონაწილეობით კვლევაში კეტოროლაკის ტრომეტამოლის კონცენტრაციების შეფარდება დედის რძესა და სისხლის პლაზმაში 0,015-დან 0,037-მდე შეადგენდა.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ფარმაკოდინამიკურ პროფილზე დაყრდნობით, მოსალოდნელი არ არის, რომ კეტოროლაკის ტრომეტამოლი ზეგავლენას მოახდენს ავტოტრანსპორტის ტარების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თვალის წვეთების ინსტალაციისას შეიძლება წარმოქიმნას მხედველობის სიმახვილის დროებითი დარღვევა. მსგავს შემთხვევებში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის ტარება ან მექანიზმების მართვა მხედველობის სიმახვილის სრულად აღდგენამდე.

არასასურველი რეაქციები

კლინიკური კვლევები ძალიან სპეციფიკურ პირობებში ტარდება. ამიტომ არასასურველი რეაქციები სიხშირე კლინიკურ პირობებში შეიძლება არ ასახავდეს არასასურველი რეაქციების სიხშირეს კლინიკურ პრაქტიკაში, ამავდროულად ასევე არ შეიძლება არასასურველი რეაქციების სიხშირის შედარება კლინიკურ კვლევებთან სხვა პრეპარატის გამოყენებით. არასასურველი რეაქციების შესახებ კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას მიღებული ინფორმაციის გამოყენება მიზანშეწონილია არასასურველი რეაქციების გამოსავლენად და მათი სიხშირის შესაფასებლად პრეპარატის გამოყენებისას კლინიკურ პრაქტიკაში. ვინაიდან ცნობილია, რომ სხვა ასას-ები იწვევენ თვალების გაღიზიანებას ადგილობრივი გამოყენებისას, ამიტომ ხდებოდა ცხოველებისა და ადამიანების მხედველობის ორგანოზე კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამაღიზიანებელი მოქმედების შესწავლა.

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვევით MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტრირდებოდა კლინიკურ კვლევებში 1%-ზე მეტი სიხშირით (განზოგადოებული მონაცემები, მიღებული მრავალცენტრულ, რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად 3 ფაზის კლინიკურ კვლევებში პარალელური ჯგუფებით, პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ფოტორეფრაქციული კერატექტომია).

მხედველობის ორგანოს მხრივ: ტკივილი თვალებში.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.

თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტამოლის გამოყენებისას ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისთვის რეკომენდებული დოზებით, სისტემური გამოყენების ასას-სთვის, კეტოროლაკის ტრომეტამოლის ჩათვლით, დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტრირდებოდა კლინიკურ კვლევებში 1%-ზე ნაკლები სიხშირით

მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუნქტივას ჰიპერემია, რქოვანას ინფილტრატები, თვალების შეშუპება, თვალების გაღიზიანება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დარეგისტრირებული არასასურველი რეაქციები

ვინაიდან ინფორმაცია მსგავსი არასასურველი რეაქციების შესახებ მიღებულია გაურკვეველი რაოდენობის პოპულაციის სპონტანური შეტყობინებებიდან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის სწორად შეფასება ან მიზეზობრივი კავშირის დადგენა სამკურნალო საშუალების ზემოქმედებასთან.

მხედველობის ორგანოს მხრივ: თვალების შესიება, თვალების შეშუპება, თვალების ჰიპერემია, წყლულოვანი კერატიტი.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ბრონქაოსპაზმი ან ბრონქული ასთმის გამწვავება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასაურველი რეაქციის გამოვლინების ან ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

პრეპარატის ადგილობრივი ან სისტემური გამოყენებისას ჭარბი დოზის შესახებ შეტყობინებები არ არსებობს (ანტიდოტური თერაპიის შედეგებისა და ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა არ არსებობს).

პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღებისას საჭიროა განზავების ეფექტის მისაღწევად საჭირო რაოდენობით სითხის დალევა.

პრეპარატის სავარაუდო ჭარბი დოზის თერაპიისთვის საჭიროა მოწამვლის რეგიონულ სამკურნალო ცენტრში მიმართვა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ათქ კოდი: S01BC05.

მოქმედების მექანიზმი

კეტოროლაკის ტრომეტამოლი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასას), რომელსაც პერიოფერიული ეფექტებით განპირობებული ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. კეტოროლაკის ტრომეტამოლი აინჰიბირებს პროსტალგანდინების სინთეზს ციკლოოქსიგენაზების სისტემის ფერმენტების ინჰიბირების ხარჯზე. პროსტალგანდინები მთავარ როლს ასრულებენ თვალების მრავალ ანთებით პროცესში და, როგორც ჩანს, ასრულებენ როლს მიოზურ რეაქციაში ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს.

კეტოროლაკის ტრომეტამოლმა აჩვენა ანთების საწინააღმდეგო აქტივობა ადგილობრივი გამოყენებისას თვალების ანთების რამდენიმე მოდელზე ცხოველებში. 0,25% და 0,5% კონცენტრაციებში პრეპარატი მნიშვნელოვნად აინჰიბირებდა ანთებითი პროცესის განვითარებას თვალის რქოვანას ანთების მოდელზე ვირთხებში, რომელიც გამოწვეული იყო ვერცხლის ნიტრატით. 0,02%-დან 0,5%-მდე კონცენტრაციებში პრეპარატი ამცირებდა სისხლძარღვების გამტარობას ბოცვრების თვალებზე კვლევებში ენდოტოქსინ-ინდუცირებული უვეიტის მოდელზე. იგივე მოდელის გამოყენებისას დადგენილია, რომ კეტოროლაკის ტრომეტამოლი ბლოკავს ენდოტოქსინით გამოწვეულ პროსტალგანდინის E2 (PGE2) დონის მომატებას თვალშიდა სითხეში (არაქიდონის მჟავის გამოყენებით ინდუცირებული თვალშიდა წნევის მომატების პრევენცია ბოცვრებში). კეტოროლაკის ტრომეტამოლი არ აინჰიბირებდა ალდოზორედუქტაზას ბოცვრების თვალის ბროლში in vitro.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

სისტემური შეყვანისას კეტოროლაკის ტრომეტამოლი არ იწვევს მიოზურ ეფექტს. კლინიკური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ თვალის წვეთების ფორმით კეტოროლაკის ტრომეტამოლი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას თვალშიდა წნევაზე, თუმცა თვალშიდა წნევის ცვალებადობა შეიძლება აღინიშნოს რეფრაქციული ქირურგიის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ადამიანებზე კვლევებში თვალში ინსტალაციის შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება. დამოკიდებულება შეყვანილი ხსნარის კონცენტრაციასა და რქოვანადან შეღწეული პრეპარატის რაოდენობას შორის დაახლოებით ხაზოვანია.

კატარაქტას ექსტრაქციამდე 12 საათით და 1 საათით ადრე კეტოროლაკის ტრომეტამოლის 0,5% ხსნარის 2 წვეთის (0,1 მლ) ჩაწვეთებისას პაციენტების 9-დან 8 თვალში პრეპარატის გაზომვადი დონეები აღინიშნა. თვალშიდა სითხეში პრეპარატის საშუალო კონცენტრაცია 95 ნგ/მლ შეადგენდა, ხოლო მნიშვნელობათა დიაპაზონი 40 ნგ/მლ-დან 170 ნგ/მლ-მდე შეადგენდა. წყლიან სითხეში PGE2-ის საშუალო კონცენტრაციამ შეადგინა 80 პგ/მლ კონკრეტულ ჯგუფში და 28 პგ/მლ პაციენტებში, რომლებიც კეტოროლაკის ტრომეტამოლს 0,5% თვალის წვეთების ფორმით იღებდნენ.

26 ჯანმრთელ მოხალისეებში კეტოროლაკის ტრომეტამოლის 0,5% ხსნარის 1 წვეთის (0,05 მლ) ერთ თვალში და საკონტროლო ხსნარის 1 წვეთის მეორე თვალში ჩაწვეთებისას სამჯერ დღეში 21 დღის განმავლობაში, 26 მოხალისედან 5-ში პრეპარატი აღწევდა გაზომვად კონცენტრაციებს სისხლის პლაზმაში (დიაპაზონი 10,7 ნგ/მლ-დან 22,5 ნგ/მლ-მდე) დილის დოზის შემდეგ 15 წუთში გაზომვისას მე-10 დღეს.

ტკივილის შესამსუბუქებლად კეტოროლაკის სისტემური შეყვანისას სისხლის პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია ხანგრძლივი სისტემური მკურნალობის შემდეგ დაახლოებით 850 ნგ/მლ შეადგენდა.

განაწილება

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ 14C-რადიოაქტიური ნიშნით დანიშნული კეტოროლაკის ტრომეტამოლის 0,5% თვალის წვეთების ფორმით გამოყენებისას, პრეპარატი მნიშვნელოვნად ნაწილდება თვალის ქსოვილებში, ამ დროს მისი ძირითადი ნაწილი ვლინდება რქოვანასა და სკლერაში.

განაწილება თვალში

14C-კეტოროლაკის ტრომეტამოლის თვალშიდა განაწილებას საზღვრავდნენ ბოცვრებში (n = 24) 0,5% თვალის წვეთების 50 მკლ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, რომლებიც ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავდნენ კონსერვანტის სახით. თვალის ქსოვილებში პიკური კონცენტრაციები მიიღწეოდა 1 საათის განმავლობაში, ყველაზე მაღალი დონე აღინიშნებოდა რქოვანაში (6,06 მკგ-ეკვ/მლ). 1 საათის შემდეგ რადიოაქტივობის უმეტესი ნაწილი (შეყვანილი დოზის 0,9%) აღინიშნებოდა სკლერაში (0,58%) და რქოვანაში (0,26%), მინისებრ სხეულში (0,023%), ბადურაში და სისხლძარღვების გარსში (0,018%), ფერად გარსში და ცილიარულ სხეულში (0,007%) და ბროლში (0,002%).

"კონცენტრაცია-დრო" (AUC) მრუდის ქვეშ მნიშვნელობებთან შედარებით სისხლის პლაზმაში AUC მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო რქოვანასთვის (104-ჯერ), სკლერასთვის (27-ჯერ), ფერადი გარსისა და ცილიარული სხეულისთვის (5,8-ჯერ), ბადურასა და სისხლძარღვების გარსისთვის (5,6-ჯერ), წყლიანი სითხისთვის (3,3-ჯერ) და შეადგენდნენ AUC-ის დაახლოებით 50% სისხლის პლაზმაში მინისებრ სხეულში და ბროლში. ოფთალმოლოგიური გამოყენებისას 14C-კეტოროლაკის ტრომეტამოლის ორმაგი დოზის ეკვივალენტური დოზით ყურის მარგინალურ ვენაში (n = 3) ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით, პრეპარატის კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო თვალის ქსოვილებში და დაბალი სისხლის პლაზმაში ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ.

მეტაბოლიზმი

პრეპარატის ოფთალმოლოგიური გამოყენებისას მეტაბოლიზმის წერტილების კვლევები არ ჩატარებულა, სისტემური გამოყენების კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში.

კვლევები ცხოველებზე

ჩატარდა რიგი კვლევები ოფთალმოლოგიური გამოყენების კეტოროლაკის მჟავით და კეტოროლაკის ტრომეტამოლით ბოცვრებზე და cynomolgus სახეობის მაიმუნებზე (კვლევების მიმდინარეობისას გამოიყენებოდა ორი სხვადასხვა კონსერვანტი, ტიმეროსალი ან ბენზალკონიუმის ქლორიდი). ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტის შემცველი პრეპარატი წარმოადგენს წარმოებისთვის არჩეულ სბოლოო ფორმას დიდი კონსერვირების უნარის და ხელმისაწვდომობის გამო.

პრეპარატის ერთჯერადი დოზის კვლევები ტარდებოდა ადგილობრივი გამოყენებისას, თვალშიდა ინექციისას და ინტრავენური შეყვანისას ბოცვრებში და/ან cynomolgus სახეობის მაიმუნებში. ბოცვრებზე კვლევებში 0,5% თვალის წვეთების სახით პრეპარატი შეყავდათ მიკროლიტრული შპრიცით (50 მკლ (0,25 მგ) თვალში). თვალშიდა ინექცია მოიცავდა 20 მკლ (0,25 მგ) ხსნარის შეყვანას უშუალოდ თვალის წინა კამერაში. პრეპარატის ვენაში შეყვანა ტარდებოდა ყურის მარგინალური ვენიდან.

მაიმუნებზე კვლევებში ვენაში შესაყვანი პრეპარატის დოზა შეადგენდა 0,25 მგ/კგ. ადგილობრივი გამოყენების დოზა შეადგენდა 100 მკლ 0,5% თვალის წვეთები თვალში.

მეტაბოლური პროფილი თვალშიდა სითხეში ბოცვრებში, ასევე სისხლის პლაზმაში და შარდში ბოცვრებში და cynomolgus სახეობის მაიმუნებში განისაზღვრებოდა ოფთალმოლოგიური გამოყენების და ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ ბოცვრებში კეტოროლაკი იყო ძირითადი კომპონენტი (რადიოაქტივობის >90%) წყლიან სითხეში და სისხლის პლაზმაში, ხოლო р-ჰიდროქსი მეტაბოლიტი შეადგენდა რადიოაქტივობის 5% სისხლის პლაზმაში. კეტოროლაკი ასევე ძირითადი კომპონენტი იყო (რადიოაქტივობის >96%) სისხლის პლაზმაში ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ მაიმუნებში (n = 3).

ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ ბოცვრებში რადიოაქტივობის 72%, 17% და 6% შარდში შეადგენდნენ კეტოროლაკი, р-ჰიდროქსიკეტოროლაკი და სხვა პოლარული მეტაბოლიტები. ვენაში შეყვანის შემდეგ რადიოაქტივობის 6% შეადგენდა უცვლელი კეტოროლაკი, 68% შეადგენდა р-ჰიდროქსიკეტოროლაკი და დაახლოებით 22% შეადგენდნენ პოლარული მეტაბოლიტები.

მაიმუნებში უცვლელი კეტოროლაკი და მისი პოლარული მეტაბოლიტი (სავარაუდოდ, კეტოროლაკის გლუკურონიდული კონიუგატი) შეადგენდნენ შესაბამისად რადიოაქტივობის 32% და 65% შარდში ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ და შესაბამისად რადიოაქტივობის 50% და 49% შარდში ვენაში შეყვანის შემდეგ. ამგვარად, კეტოროლაკს აქვს მსგავსი მეტაბოლიზმი ოფთალმოლოგიური გამოყენების და ვენაში შეყვანის შემდეგ მაიმუნებში.

გამოყოფა

ბოცვრებზე და cynomolgus სახეობის მაიმუნებზე კვლევების შედეგები შესაძლებელს ხდის იმის ვარაუდს, რომ პრეპარატი თვალიდან გამოიყოფა უპირატესად თვალშიდა სისხლდინებით წყლიანი სითხიდან ფერად გარსში და ცილიარულ სხეულში განაწილების შემდეგ.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 28 დღის განმავლობაში.

შეფუთვის სახეობა და შიგთავსი

თვალის წვეთების 5 მლ პლასტმასის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და დამცავი რგოლით აღჭურვილი ხრახნიანი დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენების განადგურება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. # 50 გიუნეშლი ბაგჩილარ/სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა