პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ლუცეტამი

Lucetam®

რეცეპტით3გინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

პირაცეტამი - პრეპარატ ლუცეტამის® აქტიური ნივთიერება – ნერვულ უჯრედებში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს სტრუქტურის ნორმალიზებას და აღადგენს უჯრედული მემბრანის ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედის საზღვრებს, ამ გზით აუმჯობესებს ინფორმაციის დინებას უჯრედებს შორის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პირაცეტამი (piracetam)
ფორმა და შეფუთვა
3გ/15მლ 15მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ამპულა №20 (5X4)
მწარმოებელი
Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
ATC კოდი
N06BX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044682
რეგისტრირებულია
29 იანვარი 2026, მოქმედებს 29 იანვარი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალუცეტამი და სხვა წამალი ერთად

ლუცეტამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირაცეტამი - პრეპარატ ლუცეტამის® აქტიური ნივთიერება – ნერვულ უჯრედებში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს სტრუქტურის ნორმალიზებას და აღადგენს უჯრედული მემბრანის ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედის საზღვრებს, ამ გზით აუმჯობესებს ინფორმაციის დინებას უჯრედებს შორის. პირაცეტამი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას თავის ტვინის ქსოვილებში. პირაცეტამი ამცირებს სისხლის ფირფიტების ადჰეზიას და მათ შეკავშირებას სისხლძარღვების კედლებთან, რაც წარმოადგენს პირველ საფეხურს თრომბის (სისხლის კოლტის) წარმოქმნის და სისხლძარღვის სანათურის დახშობის გზაზე.

გამოყენების ჩვენებები:

მეხსიერების დარღვევის მკურნალობა, ყურადღების ნაკლებობა სიფხიზლისა და მოტივაციის შემცირებით, რომელიც ვითარდება თავის ტვინის დაზიანების ან დისფუნქციის შედეგად.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების შედეგების მკურნალობა (უპირველეს ყოვლისა აფაზია).

კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობა (კუნთების პათოლოგიური კრთომა, განპირობებული ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით) მონოთერაპიის სახით ან სხვა სამკურნალო საშუალებასთან დამატებით.

ტრიალის შეგრძნებით (ვერტიგო) თავბრუსხვევის და წონასწორობის შეგრძნების დარღვევის მკურნალობა (გარდა დარღვევებისა, რომლებიც დაკავშირებულია სისხლძარღვების მხრივ დარღვევასთან და ფსიქიკური ხასიათის დარღვევებთან).

გამოყენება ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით, ასევე კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ალკოჰოლის ქრონიკულ მოხმარებასთან.

ბავშვები და 8 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

დისლექსიის მქონე (კითხვის გართულება) 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების შესაძლებლობების გაუმჯობესება სხვა მეთოდებთან (მათ შორის ლოგოპედიური) კომბინაციაში.

პრეპარატ ლუცეტამის®®ინექციის გამოყენება ჩვეულებრივ რეკომენდებულია მწვავე მდგომარეობის შემთხვევაში, ასევე პრეპარატის პერორალურად მიღების გართულების ან მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში (ყლაპვის დარღვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობაში).

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ლუცეტამი® საინექციო ხსნარის გამოყენებამდე

თქვენ არ დაგინიშნავენ ლუცეტამი® საინექციო ხსნარს:

თუ გაქვთ ალერგია პირაცეტამის, პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც მოყვანილია მე-8 ნაწილში;

თუ გაქვთ თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადია;

თავის ტვინში სისხლჩაქცევის დროს (ჰემორაგიული ინსულტი);

თუ გაწუხებთ ჰანტინგტონის ქორეა.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული სადღეღამისო დოზები სხვადასხვა ჩვენებების დროს:

ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მეხსიერების დარღვევა, ყურადღების და მოტივაციის დეფიციტი, რომელიც ვითარდება თავის ტვინის ფუნქციის დარღვევის ან დაზიანების შედეგად):L

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 2,4-4,8გ, გაყოფილი 2-3 მიღებაზე.

კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობა (კუნთების პათოლოგიური კრთომა, რომელიც განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით):

რეკომენდებული საწყისი დოზა – 7,2 გ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ყოველ 3-4დღეში შეიძლება დოზის გაზრდა 4,8გ-ით მაქსიმალურ 24გ დოზამდე. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე.

თავბრუსხვევის (ვერტიგო) მკურნალობა:

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა – 2,4-4,8გ გაყოფილი 2-3 მიღებაზე.

სწავლის გაძნელების და დისლექსიის მქონე ბავშვების მკურნალობა ლოგოპედურ მეთოდებთან კომბინაციაში:

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 3,2გ-ს, გაყოფილი 2 მიღებაზე.

ამპულის გახსნის ინსტრუქცია (მემარჯვენეებისთვის):

დაიჭირეთ ამპულა მარცხენა ხელში, ცერა და მოღუნულ საჩვენებელ თითებს შორის ისე, რომ გატეხვის წერტილი ზემოთ იყოს (ნახ. 1) მარჯვენა ხელით დაიჭირეთ ამპულის წვეტი, მოახვედრეთ ის ცერა და მოღუნულ საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ ცერა თითი იყოს გატეხვის წერტილის ზემოთ და დაფაროს იგი (ნახ. 2). მოატეხეთ ამპულას წვეტი, დააწექით ქვევით მარჯვენა ხელის დიდი თითით, ხოლო მარცხენა ხელის საჩვენებელი მოღუნული თითით დააფიქსირეთ ამპულა. იმოქმედეთ მოღუნვის ადგილზე საშუალო მუდმივი ძალით ისე, რომ ხელები არ მიუახლოვოთ და არ დააშოროთ ერთმანეთს (ნახ. 3). ამპულის ყელი შეიძლება მოტყდეს ნებისმიერ მომენტში ისე, რომ თქვენ შეიძლება ვერც იგრძნოთ ეს (ნახ. 4).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პირაცეტამის-პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 პარაგრაფში.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადია (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები).

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა (ჰემორაგიული ინსულტი).

ჰანტინგტონის ქორეა.

სიფრთხილის ზომები

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატის ლუცეტამი® საინექციო ხსნარის გამოყენების დაწყებამდე.

აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

თუ გაქვთ თირკმელების დაავადება, რადგანაც ამ დროს შეიძლება შენელდეს პრეპარატ ლუცეტამის® გამოყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტის გაძლიერება. შესაძლებელია, გაჩნდეს დოზის ცვლილების აუცილებლობა. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თირკმელების ფუნქციას.

თუ დარღვეული გაქვთ სისხლის შედედება, აღინიშნება მძიმე სისხლდენები ან თქვენ მიეკუთვნებით სისხლდენების განვითარების მომატებული რისკის ჯგუფს (მაგალითად, კუჭის ან ნაწლავის წყულის შედეგად).

თუ თქვენ ადრე გქონდათ სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ჰემორაგიული ინსულტი).

თუ თქვენ ჩაგიტარდათ დიდი ქირურგიული ოპერაცია, სტომატოლოგიურის ჩათვლით.

თუ აღგენიშნებათ კრუნჩხვითი ხასიათის კუნთების კრთომა, დაკავშირებული ცენტრალური ნერვული სისტემის ცვლილებებთან, რადგანაც პრეპარატ ლუცეტამის® უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრი გამწვავება - პრეპარატის მოხსნით განპირობებული კრუნჩხვითი შეტევა.

ზემოთ მოყვანილი მდგომარეობების დროს პრეპარატ ლუცეტამის® დანიშვნა საჭიროებს მომატებულ სამედიცინო კონტროლს.

ბავშვები და 8 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

ლუცეტამის® დანიშვნა შეიძლება დისლექსიის მქონე (კითხვის პრობლემებით) 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ლოგოპედიურ მკურნალობასთან კომბინაციაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ცოტა ხსნი წინ ღებულობდით ან გეგმავთ მიღებას.

აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ:

პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს;

პრეპარატებს, რომლებიც აინჰიბირებენ სისხლის შედედებას როგორიცაა ვარფარინი ან აცენოკუმაროლი;

აცეტილსალიცილის მჟავას (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალება, რომელიც ასევე გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის), იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ღებულობთ ამ პრეპარატის დაბალ დოზებს.

ამასთან ერთად, აუცილებელია სათანადო სამედიცინო კონტროლი, ზოგიერთ შემთხვევებში კი - სამკურნალო საშუალებების დოზის ცვლილება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატის კლინიკური გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო, ორსულმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ პირაცეტამის მიღებას, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მას შემდეგ რაც სათანადოდ შეფასდება პრეპარატის რისკი და სარგებელი.

ძუძუთი კვება

აქტიური ნივთიერება პირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ არ შეიძლება ლუცეტამის® გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში, ან პრეპარატ ლუცეტამით® მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები პირაცეტამის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პირაცეტამის შესაძლო გვერდითი ეფექტების გათვალიწინებით, ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ შეიძლება იქნას გამორიცხული. ამიტომ შეზღუდვის ხარისხი ან აკრძალვა ექიმმა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ეს გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

მძიმე გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული ალერგიულ რექციასთან, სიხშირე უცნობია:

  • ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რაც აძნელებს ყლაპვას ან სუნთქვას;
  • გულის წასვლა ან გულის წასვლის მსგავსი მდგომარეობა;
  • ჭინჭრის ციება.

თუ თქვენ აღმოაჩენთ ნებისმიერ ზემოთ მოყვანილ სიმპტომებს, ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!

შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები მიღებული იყო როგორც კლინიკური კვლევების დროს, ასევე პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში:

ხშირი (აღინიშნება 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

უეცრად აღნიშნული ნების საწინააღმდეგო მოძრაობები (ჰიპერკინეზია), ნევროზულობა, სხეულის მასის მომატება.

არახშირი (აღინიშნება 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

დეპრესია, ძილიანობა, ასთენია.

იშვიათი (აღინიშნება 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

სისხლის შედედების წარმოქმნა ვენის კედლის ანთებით, ცხელება, არტერიული წნევის შემცირება, ტკივილი ინექციის ადგილზე.

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე):

სისხლდენა, მძიმე ალერგიული რეაქცია, ჰიპერმგრძნობეობის რეაქცია, მოუსვენრობა, შფოთვითი მდგომარეობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), წონასწორობის შეგრძნების დარღვევა, ეპილეფსიის მიმდინარეობის გაუარესება, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა ტრიალის შეგრძნებით (ვერტიგო), მუცლის ტკივილი, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება), კანის ანთება, ქავილი, ჭინჭრის ციება.

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ გვერდითი ეფექტების ეროვნული რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებების წყალობით, დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ლუცეტამი® საინექციო ხსნარი

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ლუცეტამი®®საინექციო ხსნარის ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში (მაგალითად, ხსნარის ფერის შეცვლა).

ჭარბი დოზა

ცნობილია მაქსიმალური დოზის გადაჭარბების შემთხვევა, როდესაც პაციენტმა პერორალურად მიიღო 75გრ პირაცეტამი. პაციენტს აღენიშნებოდა სისხლიანი ფაღარათი მუცლის ტკივილით, რაც განპირობებული იყო სორბიტის მნიშვნელოვანი რაოდენობის ეფექტით.

გვერდითი მოვლენების განვითარების სხვა შემთხვევები, რომლებიც ასოცირდება პირაცეტამით დოზის გადაჭარბებასთან, არ გამოვლენილა.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომური მკურნალობა. პირაცეტამის მნიშვნელოვანი რაოდენობით მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა.

პირაცეტამის გამოდევნა შესაძლებელია დიალიზით, ექსტრაქციის 50-60%-იანი ეფექტურობით.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

პირაცეტამი 200მგ 1მლ საინექციო ხსნარში.

1გ პირაცეტამი 5მლ ხსნარში ან 3გ 15მლ ხსნარში თითოეულ ამპულაში.

დამხმარე ნივთიერებები :

ნატრიუმის აცეტატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ლუცეტამი საინექციო ხსნარი გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგანი სახე: გამჭვირვალე, უფერო და უსუნო ხსნარი.

შეფუთვა:

ლუცეტამი® საინექციო ხსნარი 1გ/5მლ:

5მლ ხსნარი უფერო შუშის ამპულაში 5 მლ მოცულობით. 5 ამპულა ბლისტერზე. 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ლუცეტამი® საინექციო ხსნარი 3გ/15მლ:

15 მლ ხსნარი უფერო შუშის ამპულაში 15მლ მოცულობით. 4 ამპულა ბლისტერზე. 1 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ არის რეკომენდირებული სამკურნალო საშუალებების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში გადაგდება. თუ აუცილებელია არასაჭირო პრეპარატის გადაყრა ნარჩენებში, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფსიქოანალეპტიკური საშუალებები. ფსიქოსტიმულატორები, პრეპარატები ყურადღების დარღვევის და ჰიპერაქტიურობის სამკურნალოდ და ნოოტროპული პრეპარატები. სხვა ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული პრეპარატები. ათქ კოდი: N06B X03.

მოქმედების მექანიზმი

მოქმედი ნივთიერება - პირაცეტამი, არის პიროლიდონი (2-ოქსო-1-პიროლიდინი-აცეტამიდი), გამა-ამინოერბოს მჟავის (GABA) ციკლური წარმოებული.

არსებული მონაცემების საფუძველზე, პირაცეტამის მოქმედების ძირითადი მექანიზმი არ არის უჯრედ- ან ორგანო-სპეციფიკური. პირაცეტამს გააჩნია დოზა-დამოკიდებული უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდურ ორმაგ შრეთან შეკავშირების თვისება, ამასთან იგი აღადგენს მათ სტრუქტურას და, შესაძლოა, ამ გზით ასტაბილურებს და აუმჯობესებს მემბრანის ფუნქციას. ამრიგად, როგორც მემბრანებს, ასევე ტრანსმემბრანულ ცილებს შეუძლიათ აღადგინონ მათი სამგანზომილებიანი სტრუქტურა, რაც აბსოლუტურად აუცილებელია მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. პირაცეტამი ახდენს ზემოქმედებას ნერვულ უჯრედებსა და სისხლძარღვებზე.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

პირაცეტამს ახასიათებს ნეირონული და სისხლძარღვოვანი მოქმედება.

ნეირონული მოქმედება

ნერვული უჯრედების დონეზე, პირაცეტამს შეუძლია სხვადასხვა ზეგავლენა იქონიოს უჯრედულ მემბრანებზე.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პოსტსინაფსური მოდიფიკაციის შედეგად, პირაცეტამი გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის ნეიროტრანსმისიაზე, პირველ რიგში რეცეპტორების სიმკვრივესა და აქტივობაზე.

პრე-კლინიკური და კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პირაცეტამი აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს (სწავლება, მეხსიერება, ყურადღება, ცნობიერება) ჯანმრთელ პირებსა და პაციენტებში ფუნქციური დეფიციტით, სედაციური და მასტიმულირებელი ეფექტის განვითარების გარეშე. პირაცეტამს შეუძლია დაიცვას ან აღადგინოს კოგნიტური ფუნქცია თავის ტვინის დაზიანებისას (ჰიპოქსია, მოწამვლა, ელექტროკონვულსიური თერაპია). პრეპარატი ამცირებს ჰიპოქსიის ეფექტს თავის ტვინის მუშაობაზე.

სისხლძარღვოვანი მოქმედება

პირაცეტამს აქვს დადებითი ჰემორეოლოგიური ეფექტი: იგი ზრდის ერითროციტების დეფორმაციის უნარს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ერითროციტების ადჰეზიას სისხლძარღვების კედლებზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პირაცეტამის მოქმედება ერითროციციტებზე

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე პაციენტებში, პირაცეტამი ზრდის ერითროციტების დეფორმაციის უნარს, ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ხელს უშლის სისხლში "მონეტების ბოძების" წარმოქმნას.

პირაცეტამის მოქმედება თრომბოციტებზე

ღია კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები და რეინოს დაავადების მქონე პირები, გამოვლინდა რომ პირაცეტამის დოზის გაზრდა 12გ-მდე დღე-ღამეში ამცირებდა თრომბოციტების ფუნქციას და ამასთან, ეფექტი იყო დოზა-დამოკიდებული (ატფ-ით, კოლაგენით, ადრენალინით და β-თრომბოგლობულინის გამოთავისუფლებით ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის ტესტი) და არ იწვევდა თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას. ამ კვლევებში, პირაცეტამი ახანგრძლივებდა სისხლდენის დროს.

პირაცეტამის მოქმედება სისხლძარღვებზე

ექსპერიმენტულ პირობებში, პირაცეტამი ახდენდა ვაზოსპაზმის პრევენციას და ამცირებდა სხვადასხვა ვაზოკონსტრიქციული მედიკამენტების მოქმედებას. პირაცეტამს არ გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება, არ იწვევს „მიპარვით“ ეფექტს და არ ამცირებს არტერიულ წნევას.

ჯანმრთელ მოხალისეებში პირაცეტამი ამცირებდა ერითროციტების ადჰეზიას სისხლძარღვთა ენდოთელიუმზე, ხოლო ჯანმრთელი ენდოთელიუმის უჯრედებში ზრდიდა პროსტაციკლინის სინთეზს.

პირაცეტამის მოქმედება სისხლის შედედების ფაქტორებზე

ჯანმრთელ მოხალისეებში პირაცეტამი მაქსიმალური 9,6გ დოზით მიღებისას, 30-40%-ით ამცირებდა ფიბრინოგენის და ფონ ვილებრანდის ფაქტორების დონეს (VIII: C; VIII R: AG; VIII R: vW) პლაზმაში, საწყის დონესთან შედარებით და ახანგრძლივებდა სისხლდენის დროს.

პაციენტებში, რომლებსაც აწუხებდათ რეინოს როგორც პირველადი, ასევე მეორადი დაავადება, პირაცეტამი, რომელიც მიიღებოდა დღე-ღამეში 8გ დოზით 6 თვის განმავლობაში, 30-40%-ით ამცირებდა ფიბრინოგენის და ფონ ვილებრანდის ფაქტორების დონეს (VIII: C; VIII R: AG; VIII R: vW) პლაზმაში, საწყის დონესთან შედარებით და ახანგრძლივებდა სისხლდენის დროს.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ სხვა კვლევაში, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლინდა პირაცეტამსა (დოზებით, რომელიც იზრდებოდა მაქსიმალურ 2x12გ/დღე-ღამეში დოზამდე) და პლაცებოს შორის სისხლის შედედების პარამეტრების და სისხლდენის დროის თვალსაზრისით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

პირაცეტამი ავლენს ხაზოვან, დროისგან დამოუკიდებელ ფარმაკოკინეტიკას, მცირე ცვალებადობით სუბიექტებს შორის ფართო დოზურ დიაპაზონში, რაც მიუთითებს მაღალ შეღწევადობასა და ხსნადობაზე, ასევე პირაცეტამის მინიმალურ მეტაბოლიზმზე. პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ზრდასრულ მოხალისეებსა და პაციენტებში ერთნაირია და შეადგენს 5 საათს. ხანდაზმულებში (პირველ რიგში თირკმლის კლირენსის დარღვევის გამო) და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება. პლაზმური წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა მკურნალობის მესამე დღეს.

შეწოვა

პერორალურად მიღების შემდეგ, პირაცეტამი სწრაფად შეიწოვება შეუცვლელი ფორმით. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს თითქმის 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პერორალურად მიღებიდან დაახლოებით 60 წუთის შემდეგ;

საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პირაცეტამის შეწოვის სიჩქარეზე, მაგრამ ამცირებს Cmax-ის მნიშვნელობას 17%–ით და ახანგრძლივებს Tmax-ს 1-1,5 საათით. ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ჩვეულებრივ შეადგენს 84მკგ/მლ-ს, ხოლო განმეორებით 3,2გ დოზის 3-ჯერ დღეში მიღების შემდეგ - 115მგ/მლ-ს.

განაწილება

პირაცეტამი პრაქტიკულად არ უკავშირდება სისხლის ცილებს. განაწილების აშკარა მოცულობა დაახლოებით არის 0,6ლ/კგ. პირაცეტამი კვეთს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს და ვლინდება ცერებროსპინალურ სითხეში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ. ცერებროსპინალურ სითხეში Tmax შეადგენს 5 საათს მიღების შემდეგ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით არის 8,5 საათი. ექსპერიმენტულ მოდელებში პირაცეტამი გროვდება თავის ტვინის ქერქის (შუბლის, თხემის და კეფის) და ნათხემის ქსოვილებში, ასევე ბაზალურ განგლიებში. პირაცეტამი დიფუნდირდება ყველა ქსოვილში, გარდა ცხიმოვანი ქსოვილისა. პირაცეტამი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და იზოლირებული ერითროციტების მემბრანებს.

ბიოგარდაქმნა

დღეისათვის პირაცეტამის მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი. ეს დაკვირვება ხსნის სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს და შარდში პირაცეტამის მაღალ შემცველობას ანურიით დაავადებულ პაციენტებში.

გამოყოფა

პერორალურად მიღების და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილების სისხლის პლაზმიდან შეადგენს დაახლოებით 5 საათს. აშკარა კლირენსი არის 80-90მლ/წთ. შეყვანილი დოზის დაახლოებით 80-100% გამოიყოფა შარდთან ერთად. პირაცეტამი ორგანიზმიდან გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციის საშუალებით.

ხაზოვნება/არახაზოვნება

პირაცეტამისთვის დამახასიათებელია ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა 0,8გ-12გ დოზურ დიაპაზონში.

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, როგორიცაა ნახევარგამოყოფის პერიოდი და კლირენსი, არ იცვლება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებს უხანგრძლივდებათ პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ასაკთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის გაუარესების გამო (იხ. პარაგრაფი 4.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

პირაცეტამის კლირენსი კორელირდება კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, რეკომენდებულია პირაცეტამის დღეღამური დოზის შეცვლა კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 4.2).

ანურიის მქონე პაციენტებში, თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიით, პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 59 საათამდე. ჩვეულებრივი 4-საათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ, პირაცეტამის გამოდევნა შეადგენდა 50-60%-ს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ეფექტი პირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე არ არის შესწავლილი. იქიდან გამომდინარე, რომ პირაცეტამის დოზის 80-100% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით, სავარაუდოა, რომ ღვიძლის ფუნქციის იზოლირებული დარღვევა მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს პირაცეტამის გამოყოფაზე.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

სქესი

პრეპარატის სხვადასხვა ფორმის ბიოექვივალენტობის ერთ კვლევაში, 2,4გ დოზის გამოყენებით გამოვლინდა, რომ Cmax-ის და AUC-ის მაჩვენებლები ქალებში (n=6) დაახლოებით 30%-ით მეტი იყო, ვიდრე მამაკაცებში (n=6). ამასთან, სხეულის მასის მიხედვით დაკორექტირებული კლირენსის მაჩვენებლები არ განსხვავდებოდა.

პრეკლინიკური კვლევები

10გ/კგ პირაცეტამის ერთჯერადი პერორალური დოზით ჩატარებულმა კვლევებმა თაგვებში, ვირთაგვებსა და ძაღლებში არ გამოავლინა შეუქცევადი ტოქსიკურობა. მრავალჯერადი დოზირების გამოყენებით ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებში (თაგვებში - 4,8გ/კგ-მდე დღე-ღამეში, ვირთაგვებში - 2,4გ/კგ-მდე დღე-ღამეში), არ გამოვლენილა სამიზნე ორგანოები, ტოქსიკურობის თვალსაზრისით. ძაღლებში ჩატარებული კვლევებისას, სადაც პირაცეტამის დოზები გაზრდილი იყო 1-10გ/კგ/დღე-ღამეში ინტერვალის ფარგლებში 1 წლის განმავლობაში, დაფიქსირდა რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ღებინება, განავლის კონსისტენციის ცვლილება, სითხის მოხმარების ზრდა). ანალოგიურად, ვირთაგვებსა და ძაღლებში, პირაცეტამის ინტრავენურად შეყვანამ დოზებით, რომლებიც არ აღემატებოდა 1მგ/კ/დღე-ღამეში, 4-5 კვირის განმავლობაში, არ გამოიწვია ტოქსიკურობა.

In vitro და in vivo კვლევებმა არ დაადგინა პირაცეტამის გენოტოქსიკურობა და კარცინოგენობა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

(ინფორმაცია პაციენტებისათვის)

ლუცეტამი®

საინექციო ხსნარი 1გ/5მლ, 3გ/15მლ

(პირაცეტამი)

ამ პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით და სრულად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ პირადად თქვენ და ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. Pპრეპარატმა შეიძლება ავნოთ მათ, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ დაავადების იგივე სიმპტომები.

თუ თქვენ აგეღნიშნებათ რომელიმე გვერდითი ეფექტი ან შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემულ ფურცელ-ჩანართში წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაცია:

რას წარმოადგენს პრეპარატი ლუცეტამი® საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ლუცეტამი® საინექციო ხსნარის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება პრეპარატი ლუცეტამი® საინექციო ხსნარი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ლუცეტამი® საინექციო ხსნარი

ვარგისობის ვადა

აფთიაქიდან გაცემის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პრეპარატი ლუცეტამი® საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება

პირაცეტამი - პრეპარატ ლუცეტამის® აქტიური ნივთიერება – ნერვულ უჯრედებში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს სტრუქტურის ნორმალიზებას და აღადგენს უჯრედული მემბრანის ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედის საზღვრებს, ამ გზით აუმჯობესებს ინფორმაციის დინებას უჯრედებს შორის. პირაცეტამი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას თავის ტვინის ქსოვილებში. პირაცეტამი ამცირებს სისხლის ფირფიტების ადჰეზიას და მათ შეკავშირებას სისხლძარღვების კედლებთან, რაც წარმოადგენს პირველ საფეხურს თრომბის (სისხლის კოლტის) წარმოქმნის და სისხლძარღვის სანათურის დახშობის გზაზე.

გამოყენების ჩვენებები:

მეხსიერების დარღვევის მკურნალობა, ყურადღების ნაკლებობა სიფხიზლისა და მოტივაციის შემცირებით, რომელიც ვითარდება თავის ტვინის დაზიანების ან დისფუნქციის შედეგად.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების შედეგების მკურნალობა (უპირველეს ყოვლისა აფაზია).

კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობა (კუნთების პათოლოგიური კრთომა, განპირობებული ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით) მონოთერაპიის სახით ან სხვა სამკურნალო საშუალებასთან დამატებით.

ტრიალის შეგრძნებით (ვერტიგო) თავბრუსხვევის და წონასწორობის შეგრძნების დარღვევის მკურნალობა (გარდა დარღვევებისა, რომლებიც დაკავშირებულია სისხლძარღვების მხრივ დარღვევასთან და ფსიქიკური ხასიათის დარღვევებთან).

გამოყენება ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით, ასევე კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ალკოჰოლის ქრონიკულ მოხმარებასთან.

ბავშვები და 8 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

დისლექსიის მქონე (კითხვის გართულება) 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების შესაძლებლობების გაუმჯობესება სხვა მეთოდებთან (მათ შორის ლოგოპედიური) კომბინაციაში.

პრეპარატ ლუცეტამის®®ინექციის გამოყენება ჩვეულებრივ რეკომენდებულია მწვავე მდგომარეობის შემთხვევაში, ასევე პრეპარატის პერორალურად მიღების გართულების ან მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში (ყლაპვის დარღვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობაში).

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ლუცეტამი® საინექციო ხსნარის გამოყენებამდე

თქვენ არ დაგინიშნავენ ლუცეტამი® საინექციო ხსნარს:

თუ გაქვთ ალერგია პირაცეტამის, პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც მოყვანილია მე-8 ნაწილში;

თუ გაქვთ თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადია;

თავის ტვინში სისხლჩაქცევის დროს (ჰემორაგიული ინსულტი);

თუ გაწუხებთ ჰანტინგტონის ქორეა.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენების დროს

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატის ლუცეტამი® საინექციო ხსნარის გამოყენების დაწყებამდე.

აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

თუ გაქვთ თირკმელების დაავადება, რადგანაც ამ დროს შეიძლება შენელდეს პრეპარატ ლუცეტამის® გამოყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტის გაძლიერება. შესაძლებელია, გაჩნდეს დოზის ცვლილების აუცილებლობა. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თირკმელების ფუნქციას.

თუ დარღვეული გაქვთ სისხლის შედედება, აღინიშნება მძიმე სისხლდენები ან თქვენ მიეკუთვნებით სისხლდენების განვითარების მომატებული რისკის ჯგუფს (მაგალითად, კუჭის ან ნაწლავის წყულის შედეგად).

თუ თქვენ ადრე გქონდათ სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ჰემორაგიული ინსულტი).

თუ თქვენ ჩაგიტარდათ დიდი ქირურგიული ოპერაცია, სტომატოლოგიურის ჩათვლით.

თუ აღგენიშნებათ კრუნჩხვითი ხასიათის კუნთების კრთომა, დაკავშირებული ცენტრალური ნერვული სისტემის ცვლილებებთან, რადგანაც პრეპარატ ლუცეტამის® უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრი გამწვავება - პრეპარატის მოხსნით განპირობებული კრუნჩხვითი შეტევა.

ზემოთ მოყვანილი მდგომარეობების დროს პრეპარატ ლუცეტამის® დანიშვნა საჭიროებს მომატებულ სამედიცინო კონტროლს.

ბავშვები და 8 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

ლუცეტამის® დანიშვნა შეიძლება დისლექსიის მქონე (კითხვის პრობლემებით) 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ლოგოპედიურ მკურნალობასთან კომბინაციაში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ლუცეტამი® საინექციო ხსნარი

აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ცოტა ხსნი წინ ღებულობდით ან გეგმავთ მიღებას.

აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ:

პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს;

პრეპარატებს, რომლებიც აინჰიბირებენ სისხლის შედედებას როგორიცაა ვარფარინი ან აცენოკუმაროლი;

აცეტილსალიცილის მჟავას (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალება, რომელიც ასევე გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის), იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ღებულობთ ამ პრეპარატის დაბალ დოზებს.

ამასთან ერთად, აუცილებელია სათანადო სამედიცინო კონტროლი, ზოგიერთ შემთხვევებში კი - სამკურნალო საშუალებების დოზის ცვლილება.

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატის კლინიკური გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო, ორსულმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ პირაცეტამის მიღებას, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მას შემდეგ რაც სათანადოდ შეფასდება პრეპარატის რისკი და სარგებელი.

ძუძუთი კვება

აქტიური ნივთიერება პირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ არ შეიძლება ლუცეტამის® გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში, ან პრეპარატ ლუცეტამით® მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები პირაცეტამის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პირაცეტამის შესაძლო გვერდითი ეფექტების გათვალიწინებით, ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ შეიძლება იქნას გამორიცხული. ამიტომ შეზღუდვის ხარისხი ან აკრძალვა ექიმმა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს.

როგორ გამოიყენება პრეპარატი ლუცეტამი® საინექციო ხსნარი

თქვენთვის დანიშნული პრეპარატი ლუცეტამი® შეიყვანება ინტრავენურად, რამოდენიმე წუთის განმავლობაში. დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ თქვენი მდგომარეობის, ასაკის და სხვა დაავადებების გათვალისწინებით.

ბავშვები და 8 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

დისლექსიის მქონე 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშებსა და მოზარდებში პრეპარატი ლუცეტამი® ინიშნება ლოგოპედიურ მკურნალობასთან ერთად.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები სამედიცინო გამოყენების დროს

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ეს გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

მძიმე გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული ალერგიულ რექციასთან, სიხშირე უცნობია:

  • ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რაც აძნელებს ყლაპვას ან სუნთქვას;
  • გულის წასვლა ან გულის წასვლის მსგავსი მდგომარეობა;
  • ჭინჭრის ციება.

თუ თქვენ აღმოაჩენთ ნებისმიერ ზემოთ მოყვანილ სიმპტომებს, ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!

შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები მიღებული იყო როგორც კლინიკური კვლევების დროს, ასევე პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში:

ხშირი (აღინიშნება 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

უეცრად აღნიშნული ნების საწინააღმდეგო მოძრაობები (ჰიპერკინეზია), ნევროზულობა, სხეულის მასის მომატება.

არახშირი (აღინიშნება 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

დეპრესია, ძილიანობა, ასთენია.

იშვიათი (აღინიშნება 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

სისხლის შედედების წარმოქმნა ვენის კედლის ანთებით, ცხელება, არტერიული წნევის შემცირება, ტკივილი ინექციის ადგილზე.

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე):

სისხლდენა, მძიმე ალერგიული რეაქცია, ჰიპერმგრძნობეობის რეაქცია, მოუსვენრობა, შფოთვითი მდგომარეობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), წონასწორობის შეგრძნების დარღვევა, ეპილეფსიის მიმდინარეობის გაუარესება, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა ტრიალის შეგრძნებით (ვერტიგო), მუცლის ტკივილი, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება), კანის ანთება, ქავილი, ჭინჭრის ციება.

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ გვერდითი ეფექტების ეროვნული რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებების წყალობით, დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ლუცეტამი® საინექციო ხსნარი

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ლუცეტამი®®საინექციო ხსნარის ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში (მაგალითად, ხსნარის ფერის შეცვლა).

ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ არის რეკომენდირებული სამკურნალო საშუალებების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში გადაგდება. თუ აუცილებელია არასაჭირო პრეპარატის გადაყრა ნარჩენებში, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ლუცეტამი® საინექციო ხსნარი

მოქმედი ნივთიერება:

პირაცეტამი 200მგ 1მლ საინექციო ხსნარში.

1გ პირაცეტამი 5მლ ხსნარში ან 3გ 15მლ ხსნარში თითოეულ ამპულაში.

დამხმარე ნივთიერებები :

ნატრიუმის აცეტატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ლუცეტამი საინექციო ხსნარი გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგანი სახე: გამჭვირვალე, უფერო და უსუნო ხსნარი.

შეფუთვა:

ლუცეტამი® საინექციო ხსნარი 1გ/5მლ:

5მლ ხსნარი უფერო შუშის ამპულაში 5 მლ მოცულობით. 5 ამპულა ბლისტერზე. 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ლუცეტამი® საინექციო ხსნარი 3გ/15მლ:

15 მლ ხსნარი უფერო შუშის ამპულაში 15მლ მოცულობით. 4 ამპულა ბლისტერზე. 1 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

საწარმოო მოედანი

დსს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120

უნგრეთი

  • **

შემდეგი ინფორმაცია მოცემულია მხოლოდ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისათვის:

დოზირების რეჟიმი:

რეკომენდებული სადღეღამისო დოზები სხვადასხვა ჩვენებების დროს:

ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მეხსიერების დარღვევა, ყურადღების და მოტივაციის დეფიციტი, რომელიც ვითარდება თავის ტვინის ფუნქციის დარღვევის ან დაზიანების შედეგად):L

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 2,4-4,8გ, გაყოფილი 2-3 მიღებაზე.

კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობა (კუნთების პათოლოგიური კრთომა, რომელიც განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით):

რეკომენდებული საწყისი დოზა – 7,2 გ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ყოველ 3-4დღეში შეიძლება დოზის გაზრდა 4,8გ-ით მაქსიმალურ 24გ დოზამდე. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე.

თავბრუსხვევის (ვერტიგო) მკურნალობა:

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა – 2,4-4,8გ გაყოფილი 2-3 მიღებაზე.

სწავლის გაძნელების და დისლექსიის მქონე ბავშვების მკურნალობა ლოგოპედურ მეთოდებთან კომბინაციაში:

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 3,2გ-ს, გაყოფილი 2 მიღებაზე.

ამპულის გახსნის ინსტრუქცია (მემარჯვენეებისთვის):

დაიჭირეთ ამპულა მარცხენა ხელში, ცერა და მოღუნულ საჩვენებელ თითებს შორის ისე, რომ გატეხვის წერტილი ზემოთ იყოს (ნახ. 1) მარჯვენა ხელით დაიჭირეთ ამპულის წვეტი, მოახვედრეთ ის ცერა და მოღუნულ საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ ცერა თითი იყოს გატეხვის წერტილის ზემოთ და დაფაროს იგი (ნახ. 2). მოატეხეთ ამპულას წვეტი, დააწექით ქვევით მარჯვენა ხელის დიდი თითით, ხოლო მარცხენა ხელის საჩვენებელი მოღუნული თითით დააფიქსირეთ ამპულა. იმოქმედეთ მოღუნვის ადგილზე საშუალო მუდმივი ძალით ისე, რომ ხელები არ მიუახლოვოთ და არ დააშოროთ ერთმანეთს (ნახ. 3). ამპულის ყელი შეიძლება მოტყდეს ნებისმიერ მომენტში ისე, რომ თქვენ შეიძლება ვერც იგრძნოთ ეს (ნახ. 4).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა