ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომების მკურნალობა (მეხსიერების დარღვევა, ყურადღების და მოტივაციის ნაკლებობა). თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების შედეგების მკურნალობა (უპირველეს ყოვლისა აფაზია). კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობა, მონო- ან კომპლექსური თერაპიის სახით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პირაცეტამი (piracetam)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ/5მლ 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- „EGIS PHARMACEUTICALS“ PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N06BX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-032164
- რეგისტრირებულია
- 20 აპრილი 2021, მოქმედებს 29 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „EGIS PHARMACEUTICALS“ PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლუცეტამი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომების მკურნალობა (მეხსიერების დარღვევა, ყურადღების და მოტივაციის ნაკლებობა).
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების შედეგების მკურნალობა (უპირველეს ყოვლისა აფაზია).
კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობა, მონო- ან კომპლექსური თერაპიის სახით.
თავბრუსხვევის (ვერტიგოს) და წონასწორობის შეგრძნების დარღვევის მკურნალობა (გარდა დარღვევებისა, რომლებიც დაკავშირებულია სისხლძარღვთა დარღვევებთან და ფსიქიკურ გაურკვევლობასთან).
გამოყენება ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით, ასევე კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ალკოჰოლის ქრონიკულ მოხმარებასთან.
ბავშვები და მოზარდები 8 წლიდან
სხვა მეთოდებთან კომბინაციაში (ლოგოპედურის თერაპიის ჩათვლით) - 8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში დასწავლის გართულებების და დისლექსიის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ლუცეტამის® ინექციები რეკომენდებულია მწვავე მდგომარეობებისთვის, ასევე პრეპარატის შიგნით მიღების გართულების ან შეუძლებლობის შემთხვევაში (ყლაპვის დარღვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობაში). ლუცეტამი® ტაბლეტების სახით რეკომენდებულია ხანგრძლივი მიღებისთვის ქრონიკული მდგომარეობის მკურნალობის დროს.
დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის და ასევე, პრეპარატზე რეაგირების შესაბამისად.
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 30-160მგ/კგ/დღე-ღამეში (3-12გ/დღე-ღამეში) 2-4 მიღებად. მწვავე მდგომარეობის შემთხვევაში, ასევე პრეპარატის შიგნით მიღების გართულების ან შეუძლებლობის შემთხვევაში (ყლაპვის დარღვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობაში), რეკომენდებულია პრეპარატის - საინექციო ლუცეტამის® გამოყენება. ლუცეტამი® ტაბლეტების სახით რეკომენდებულია ხანგრძლივი მიღებისთვის ქრონიკული მდგომარეობის მკურნალობის დროს. პრეპარატის მაღალი დოზების პარენტერალური შეყვანისას, გაუმჯობესება მოსალოდნელია რამდენიმე დღეში. რის შემდეგაც, თუ პაციენტის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, გადასვლა უნდა მოხდეს პერორალურ ფორმაზე დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში.
ქრონიკული დაავადებების დროს, პრეპარატის ოპტიმალური ეფექტი ჩვეულებრივ, მიიღწევა 6-12 კვირაში. სამთვიანი პერიოდის შემდეგ უნდა გაანალიზდეს მკურნალობის შედეგები და გადაწყდეს მისი გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი.
თუ პრეპარატის შემდგომი გამოყენება მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული, მაშინ ყოველ 6 თვეში რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების სრულად შეწყვეტა.
დაავადების ეტიოლოგიიდან გამომდინარე, თერაპიული ეფექტის არსებობის შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო ალცჰაიმერის დემენციისას - რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი.
რეკომენდებული დღეღამური დოზები სხვადასხვა ჩვენებისთვის:
ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა:
რეკომენდებული დღეღამური დოზა არის 2,4-4,8მგ, გაყოფილი 2-3 მიღებად.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების შედეგების მკურნალობა:
ქვემწვავე ან ქრონიკული დაავადებების დროს (15 დღეზე მეტი ხანგრძლივობის) რეკომენდებული დოზაა 4,8-6გ.
კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 7,2გ/დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს ყოველ 3-4 დღეში 4,8გ-ით მაქსიმალურ 24გ დოზამდე. დღეღამური დოზა უნდა დაიყოს 2-3 მიღებად.
კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობის დროს სხვა ანტიმიოკლონური საშუალებები ინიშნება ჩვეულებრივი დოზებით. შემდგომში, კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სხვა ანტიმიოკლონური პრეპარატების დოზების შემცირების შესაძლებლობის განხილვა.
კორტიკალური მიოკლონიის თერაპისას მკურნალობა გრძელდება დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში. მწვავე შემთხვევებში, ზოგიერთ პაციენტს დროთა განმავლობაში აღენიშნება მდგომარეობის სპონტანური გაუმჯობესება, ამიტომ ყოველ 6 თვეში უნდა მოხდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა, დოზის თანდათანობითი შემცირებით - 1,2გ-ით ყოველ 2 დღეში (ხოლო ლანს-ადამსის სინდრომის დროს ყოველ 3-4 დღეში ერთხელ) უეცარი რეციდივების ან კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც განპირობებულია წამლის მიღების უეცარი შეწყვეტით.
თავბრუსხვევის (ვერტიგოს) მკურნალობა:

ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი დღე-ღამური დოზაა 12გ, ხოლო შემანარჩუნებელი დოზაა 2,4გ/დღე-ღამეში, ორ-სამ მიღებად.
ბავშვები და მოზარდები 8 წლიდან
დასწავლის გართულებების ან დისლექსიის მქონე ბავშვების მკურნალობა ლოგოპედური თერაპიის მეთოდებთან ერთად:
8 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის რეკომენდებული დღე-ღამური დოზა შეადგენს 3,2გ-ს, დაყოფილი ორ მიღებად.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია ხდება თირკმლის უკმარისობის დროს (იხ. პარაგრაფი „თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები“).
ხანგრძლივი თერაპიის დროს ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა კრეატინინის კლირენსის რეგულარული კონტროლი დოზის შესაძლო ცვლილებისთვის.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ასეთ პაციენტებს თირკმლის ფუნქციის შესაბამისად, სჭირდებათ დოზის ინდივიდუალური კორექცია, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით. ცხრილის გამოსაყენებლად საჭიროა განისაზღვროს კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობა (კკ მლ/წთ), რომელიც განისაზღვრება შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაციის საფუძველზე (მგ/100მლ) შემდეგი ფორმულის მიხედვით:
(x 0,85 ქალებისთვის)
ჯგუფი თირკმლის უკმარისობის ხარისხის მიხედვით
კკ (მლ/წთ)
დოზა
ნორმა
>80
ჩვეულებრივი დოზა 2-4 მიღებად
მსუბუქი
50-79
ჩვეულებრივი დოზის 2/3 2-3 მიღებად
ზომიერი
30-49
ჩვეულებრივი დოზის 1/3 2 მიღებად
მძიმე
<30
ჩვეულებრივი დოზის 1/6 ერთჯერადად
ბოლო სტადია
-
უკუნაჩვენებია
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის კორექცია (იხ. პარაგრაფი „თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები“).
მიღების წესი
პარენტერალურად შეყვანის აუცილებლობის შემთხვევაში (ყლაპვის დარღვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა), პირაცეტამი შეჰყავთ ინტრავენურად იმ დოზებით, რომელიც შეესაბამება შიგნით მიღების დოზებს. ხსნარის შეყვანა ხდება ინტრავენურად რამდენიმე წუთის განმავლობაში დამატებითი განზავების გარეშე ან ნელი პარენტერალური ინფუზიის სახით (24 საათის განმავლობაში).
ლუცეტამი® ტაბლეტების სახით რეკომენდებულია ხანგრძლივი მიღებისთვის ქრონიკული მდგომარეობის მკურნალობის დროს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პირაცეტამის-პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 პარაგრაფში.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადია (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები).
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა (ჰემორაგიული ინსულტი).
ჰანტინგტონის ქორეა.
სიფრთხილის ზომები
ზემოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე
თრომბოციტების აგრეგაციაზე პირაცეტამის ზემოქმედების გამო (იხ. პარაგრაფი 5.1), საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა წამლის დანიშვნისას ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰემოსტაზის მძიმე დარღვევები, სისხლდენის სიმპტომები ან სისხლდენის მომატებული რისკი (მაგალითად, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება), პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევით, პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა, დაგეგმილი აქვთ ქირურგიული ჩარევა (მათ შორის სტომატოლოგიური), პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან თრომბოციტების აგრეგაციის მაინჰიბირებელ პრეპარატებს, აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზების ჩათვლით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პირაცეტამი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (იხ. პარაგრაფი 4.2).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში ხანგრძლივი თერაპიისას, აუცილებელია კრეატინინის კლირენსის რეგულარული კონტროლი დოზის შესაძლო ცვლილებისთვის (იხ. პარაგრაფი 4.2).
მკურნალობის შეწყვეტა
კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მკურნალობის უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი რეციდივი ან კრუნჩხვები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიღების შეწყვეტით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
პირაცეტამის ფარმაკოკინეტიკის შეცვლის ალბათობა სხვა პრეპარატების ზემოქმედებით ძალიან მცირეა, რადგან პირაცეტამის 90% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.
In vitro პირობებში, პირაცეტამი 142, 426 და 1422 მკგ/მლ კონცენტრაციებით არ აინჰიბირებს ციტოქრომ P450-ის ღვიძლისმიერ იზოფერმენტებს (CYP 1A2, 2B6, 2C8, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 4A9/11). 1422მკგ/მლ კონცენტრაციით გამოვლინდა CYP 2A6-ის (21%) და 3A4/5-ის (11%) მინიმალური ინჰიბირება. თუმცა, ამ ორი იზოფერმენტის ინჰიბირების ამსახველი ინჰიბირების მუდმივი მნიშვნელობები, სავარაუდოდ, ბევრად აჭარბებს 1422მკგ/მლ-ს. ამრიგად, პირაცეტამის მეტაბოლური ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ნაკლებ სავარაუდოა.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
ექსტრაქტებთან ერთად მიღებისას, რომლებიც შეიცავენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს (T3 + T4), აღინიშნა ცნობიერების დაბინდვა, გაღიზიანება და ძილის დარღვევა.
აცენოკუმაროლი
მორეციდივე ვენური თრომბოზის მქონე პაციენტებში ჩატარებული უბრალო ბრმა კვლევის მონაცემების თანახმად, პირაცეტამი 9,6გ/დღე-ღამეში დოზით არ ახდენდა ზეგავლენას აცენოკუმაროლის დოზაზე, რომელიც საჭიროა სნთ-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის) 2,5-3,5 მაჩვენებლის მისაღწევად. თუმცა, აცენოკუმაროლის მონოთერაპიასთან შედარებით, პირაცეტამის დამატებამ დოზით 9,6გ/დღე-ღამეში, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გაიზარდა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობა (აღინიშნებოდა თრომბოციტების აგრეგაციის, β-თრომბოგლობულინის გამოთავისუფლების, ფიბრინოგენისა და ვილებრანდის ფაქტორების უფრო მკვეთრი შემცირება (YIII: C; VIII: vW: Ag; VIII: vW: RCo), ასევე, სისხლის და პლაზმის სიბლანტისაც).
ანტიეპილეფსიური პრეპარატები
პირაცეტამის მიღებამ 20 გ/დღე-ღამეში დოზით 4 კვირის განმავლობაში არ შეცვალა ეპილეფსიის მქონე პაციენტებში ანტიეპილეფსიური საშუალებების მაქსიმალური და მინიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, ნატრიუმის ვალპროატი), რომლებმაც მიიღეს ეს პრეპარატები სტაბილური დოზით.
ალკოჰოლი
ალკოჰოლთან ერთად მიღებამ გავლენა არ მოახდინა პირაცეტამის შრატისმიერ კონცენტრაციაზე და სისხლის შრატში ეთანოლის კონცენტრაცია არ შეიცვალა 1,6გ პირაცეტამის მიღების დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი გავლენა ორსულობის მიმდინარეობასა და მშობიარობაზე, ემბრიონის განვითარებასა და ნაყოფის განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3). ადამიანებში ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.
პირაცეტამი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს. პრეპარატის კონცენტრაცია ახალშობილებში აღწევს დედის სისხლში მისი კონცენტრაციის 70-90%-ს. ორსულობის დროს არ შეიძლება პირაცეტამის დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორსულის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს პირაცეტამით მკურნალობას და მკურნალობის სარგებელი აღემატება მის რისკებს.
ლაქტაციის პერიოდი
პირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში. პირაცეტამის მიღება არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს. პირაცეტამის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. აუცილებელია მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელებასთან ან პირაცეტამის მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით, დედისთვის მკურნალობის უპირატესობისა და ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
არ მოიპოვება კლინიკური მტკიცებულებები ადამიანის ფერტილობაზე პირაცეტამის ზეგავლენასთან დაკავშირებით. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პირაცეტამი არ მოქმედებს მდედრების ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პირაცეტამის შესაძლო გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოირიცხოს ამ პრეპარატის შესაძლო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ასეთი შესაძლებლობა.
გვერდითი მოვლენები
ა) უსაფრთხოების პროფილის კლინიკური კვლევების შედეგები
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიღებულია ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური და კლინიკურ–ფარმაკოლოგიური კვლევების შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა 3000-ზე მეტი ადამიანი. მათ მიიღეს პირაცეტამი სხვადასხვა ფორმით და დოზით და სხვადასხვა ჩვენებისთვის, პაციენტების პოპულაციური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე.
ბ) გვერდითი მოვლენების სიხშირე მოცემულია შემდეგ ცხრილში
გვერდითი მოვლენები მოცემულია ორგანოთა სისტემების შესაბამისად, კლინიკური კვლევებისა და პოსტრეგისტრაციული დაკვირვების შედეგების საფუძველზე მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10 000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (≥1/10 000), უცნობი (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
ორგანოთა სისტემები (MedDRA-ს მიხედვით)
ხშირი
არახშირი
იშვიათი
სიხშირე უცნობია
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
სისხლდენასთან დაკავშირებული დარღვევები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქტოიდური რეაქციები, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
ფქისიკური დარღვევები
მომატებული აღგზნებადობა
დეპრესია
მოუსვენრობა, შფოთვა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ჰიპერკინეზი
ძილიანობა
ატაქსია, წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიური მდგომარეობის გაუარესება, თავის ტკივილი, უძილობა
დარღვევები სმენის ორგანოების მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
ცენტრალური ტიპის თავბრუსხვევა (ვერტიგო)
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
თრომბოფლებიტი, არტერიული ჰიპოტენზია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, გულისრევა, ღებინება
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ანგიონევროზული შეშუპება, დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება
საერთო დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას
ასთენია
ტკივილი ინექციის ადგილას, სხეულის მომატებული ტემპერატურა (პირექსია)
ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე
სხეულის მასის მომატება
შეტყობინება შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ
პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემების მიწოდება ძალზედ მნიშვნელოვანია, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკუნრალო საშუალების რისკი/სარგებლის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი და იძლევა მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ. სამედიცინო პერსონალმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ ინსტრუქციის ბოლოს მოცემული კონტაქტების საშუალებით, აგრეთვე ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
ცნობილია მაქსიმალური დოზის გადაჭარბების შემთხვევა, როდესაც პაციენტმა შიგნით მიიღო 75გრ პირაცეტამი. პაციენტს აღენიშნებოდა სისხლიანი ფაღარათი მუცლის ტკივილით, რაც განპირობებული იყო სორბიტის მნიშვნელოვანი რაოდენობის ეფექტით.
გვერდითი მოვლენების განვითარების სხვა შემთხვევები, რომლებიც ასოცირდება პირაცეტამით დოზის გადაჭარბებასთან, არ გამოვლენილა.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომური მკურნალობა. პირაცეტამის მნიშვნელოვანი რაოდენობით მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა.
პირაცეტამის გამოდევნა შესაძლებელია დიალიზით, ექსტრაქციის 50-60%-იანი ეფექტურობით.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 200მგ პირაცეტამი 1მლ საინექციო ხსნარში.
1გ პირაცეტამი/5მლ ხსნარი 5მლ-იანი მოცულობის ამპულაში.
3გ პირაცეტამი/15მლ ხსნარი 15მლ-იანი მოცულობის ამპულაში.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.
წამლის ფორმა
ხსნარი ინტრავენური ინექციისთვის. თავსებადოვა იხ. 6.2 პარაგრაფში.
გარეგანი სახე: გამჭვირვალე, უფერო, უსუნო ხსნარი.
შენახვის პირობები
3 წელი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შენახვისას
პრეპარატი ინახება 15- 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
- 5 შეფუთვის სახე და შიგთავსი
ლუცეტამი® 1გ/5მლ საინექციო ხსნარი:
5მლ ხსნარი 5მლ-იანი მოცულობის უფერო მინის ამპულაში, 5 ამპულა ბლისტერში, 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ლუცეტამი® 3გ/15მლ საინექციო ხსნარი:
15მლ ხსნარი 15მლ-იანი მოცულობის უფერო მინის ამპულაში, 4 ამპულა ბლისტერში, 1 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ინსტრუქციები ამპულის გასახსნელად (მემარჯვენეებისთვის):
აიღეთ ამპულა მარცხენა ხელით, დაიჭირეთ ცერა თითსა და მოხრილ საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ მოტეხვის წერტილი ზევით იყოს (ნახ. 1). მარჯვენა ხელი მოკიდეთ ამპულის წვერს, ისე რომ მოთავსდეს ცერა თითსა და მოხრილ საჩვენებელ თითს შორის, ხოლო ცერი თითი აღმოჩნდეს მოტეხვის წერტილის თავზე და დაფაროს იგი (ნახ. 2). მოატეხეთ ამპულის წვერი მარჯვენა ხელის ცერა თითის დაჭერით, ამპულა დააფიქსირეთ მარცხენა ხელის მოხრილი საჩვენებელი თითით. დააჭირეთ ზომიერი მუდმივი ძალით, ხელების ერთმანეთთან მიახლოებისა და დაშორების გარეშე (ნახ .3). ამპულის თავი შეიძლება ნებისმიერ დროს მოტყდეს, ისე რომ ვერ იგრძნოთ (ნახ. 4).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფსიქოანალეპტიკური საშუალებები. ფსიქოსტიმულატორები, პრეპარატები ყურადღების დარღვევის და ჰიპერაქტიურობის სამკურნალოდ, ნოოტროპული პრეპარატები. სხვა ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული პრეპარატები. ათქ კოდი: N06B X03.
მოქმედების მექანიზმი
მოქმედი ნივთიერება - პირაცეტამი, არის პიროლიდონი (2-ოქსო-1-პიროლიდინი-აცეტამიდი), გამა-ამინოერბოს მჟავის (GABA) ციკლური წარმოებული.
არსებული მონაცემების საფუძველზე, პირაცეტამის მოქმედების ძირითადი მექანიზმი არ არის უჯრედ- ან ორგანო-სპეციფიკური. პირაცეტამს გააჩნია დოზა-დამოკიდებული უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდურ ორმაგ შრეთან შეკავშირების თვისება, ამასთან იგი აღადგენს მათ სტრუქტურას და, შესაძლოა, ამ გზით ასტაბილურებს და აუმჯობესებს მემბრანის ფუნქციას. ამრიგად, როგორც მემბრანებს, ასევე ტრანსმემბრანულ ცილებს შეუძლიათ აღადგინონ მათი სამგანზომილებიანი სტრუქტურა, რაც აბსოლუტურად აუცილებელია მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. პირაცეტამი ახდენს ზემოქმედებას ნერვულ უჯრედებსა და სისხლძარღვებზე.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
პირაცეტამს ახასიათებს ნეირონული და სისხლძარღვოვანი მოქმედება.
ნეირონული მოქმედება
ნერვული უჯრედების დონეზე, პირაცეტამს შეუძლია სხვადასხვა ზეგავლენა იქონიოს უჯრედულ მემბრანებზე.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პოსტსინაფსური მოდიფიკაციის შედეგად, პირაცეტამი გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის ნეიროტრანსმისიაზე, პირველ რიგში რეცეპტორების სიმკვრივესა და აქტივობაზე.
პრე-კლინიკური და კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პირაცეტამი აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს (სწავლება, მეხსიერება, ყურადღება, ცნობიერება) ჯანმრთელ პირებსა და პაციენტებში ფუნქციური დეფიციტით, სედაციური და მასტიმულირებელი ეფექტის განვითარების გარეშე. პირაცეტამს შეუძლია დაიცვას ან აღადგინოს კოგნიტური ფუნქცია თავის ტვინის დაზიანებისას (ჰიპოქსია, მოწამვლა, ელექტროკონვულსიური თერაპია). პრეპარატი ამცირებს ჰიპოქსიის ეფექტს თავის ტვინის მუშაობაზე.
სისხლძარღვოვანი მოქმედება
პირაცეტამს აქვს დადებითი ჰემორეოლოგიური ეფექტი: იგი ზრდის ერითროციტების დეფორმაციის უნარს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ერითროციტების ადჰეზიას სისხლძარღვების კედლებზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
პირაცეტამის მოქმედება ერითროციციტებზე
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე პაციენტებში, პირაცეტამი ზრდის ერითროციტების დეფორმაციის უნარს, ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ხელს უშლის სისხლში "მონეტების ბოძების" წარმოქმნას.
პირაცეტამის მოქმედება თრომბოციტებზე
ღია კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები და რეინოს დაავადების მქონე პირები, გამოვლინდა რომ პირაცეტამის დოზის გაზრდა 12გ-მდე დღე-ღამეში ამცირებდა თრომბოციტების ფუნქციას და ამასთან, ეფექტი იყო დოზა-დამოკიდებული (ატფ-ით, კოლაგენით, ადრენალინით და β-თრომბოგლობულინის გამოთავისუფლებით ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის ტესტი) და არ იწვევდა თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას. ამ კვლევებში, პირაცეტამი ახანგრძლივებდა სისხლდენის დროს.
პირაცეტამის მოქმედება სისხლძარღვებზე
ექსპერიმენტულ პირობებში, პირაცეტამი ახდენდა ვაზოსპაზმის პრევენციას და ამცირებდა სხვადასხვა ვაზოკონსტრიქციული მედიკამენტების მოქმედებას. პირაცეტამს არ გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება, არ იწვევს „მიპარვით“ ეფექტს და არ ამცირებს არტერიულ წნევას.
ჯანმრთელ მოხალისეებში პირაცეტამი ამცირებდა ერითროციტების ადჰეზიას სისხლძარღვთა ენდოთელიუმზე, ხოლო ჯანმრთელი ენდოთელიუმის უჯრედებში ზრდიდა პროსტაციკლინის სინთეზს.
პირაცეტამის მოქმედება სისხლის შედედების ფაქტორებზე
ჯანმრთელ მოხალისეებში პირაცეტამი მაქსიმალური 9,6გ დოზით მიღებისას, 30-40%-ით ამცირებდა ფიბრინოგენის და ფონ ვილებრანდის ფაქტორების დონეს (VIII: C; VIII R: AG; VIII R: vW) პლაზმაში, საწყის დონესთან შედარებით და ახანგრძლივებდა სისხლდენის დროს.
პაციენტებში, რომლებსაც აწუხებდათ რეინოს როგორც პირველადი, ასევე მეორადი დაავადება, პირაცეტამი, რომელიც მიიღებოდა დღე-ღამეში 8გ დოზით 6 თვის განმავლობაში, 30-40%-ით ამცირებდა ფიბრინოგენის და ფონ ვილებრანდის ფაქტორების დონეს (VIII: C; VIII R: AG; VIII R: vW) პლაზმაში, საწყის დონესთან შედარებით და ახანგრძლივებდა სისხლდენის დროს.
ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ სხვა კვლევაში, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლინდა პირაცეტამსა (დოზებით, რომელიც იზრდებოდა მაქსიმალურ 2x12გ/დღე-ღამეში დოზამდე) და პლაცებოს შორის სისხლის შედედების პარამეტრების და სისხლდენის დროის თვალსაზრისით.
- 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
პირაცეტამი ავლენს ხაზოვან, დროისგან დამოუკიდებელ ფარმაკოკინეტიკას, მცირე ცვალებადობით სუბიექტებს შორის ფართო დოზურ დიაპაზონში, რაც მიუთითებს მაღალ შეღწევადობასა და ხსნადობაზე, ასევე პირაცეტამის მინიმალურ მეტაბოლიზმზე. პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ზრდასრულ მოხალისეებსა და პაციენტებში ერთნაირია და შეადგენს 5 საათს. ხანდაზმულებში (პირველ რიგში თირკმლის კლირენსის დარღვევის გამო) და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება. პლაზმური წონაწორული კონცენტრაცია მიიღწევა მკურნალობის მესამე დღეს.
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ, პირაცეტამი სწრაფად შეიწოვება შეუცვლელი ფორმით. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს თითქმის 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა შიგნით მიღებიდან დაახლოებით 60 წუთის შემდეგ;
საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პირაცეტამის შეწოვის სიჩქარეზე, მაგრამ ამცირებს Cmax-ის მნიშვნელობას 17%–ით და ახანგრძლივებს Tmax-ს 1-1,5 საათით. ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ჩვეულებრივ შეადგენს 84მკგ/მლ-ს, ხოლო განმეორებით 3,2გ დოზის 3-ჯერ დღეში მიღების შემდეგ - 115მგ/მლ-ს.
განაწილება
პირაცეტამი პრაქტიკულად არ უკავშირდება სისხლის ცილებს. განაწილების აშკარა მოცულობა დაახლოებით არის 0,6ლ/კგ. პირაცეტამი კვეთს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს და ვლინდება ცერებროსპინალურ სითხეში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ. ცერებროსპინალურ სითხეში Tmax შეადგენს 5 საათს მიღების შემდეგ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით არის 8,5 საათი. ექსპერიმენტულ მოდელებში პირაცეტამი გროვდება თავის ტვინის ქერქის (შუბლის, თხემის და კეფის) და ნათხემის ქსოვილებში, ასევე ბაზალურ განგლიებში. პირაცეტამი დიფუნდირდება ყველა ქსოვილში, გარდა ცხიმოვანი ქსოვილისა. პირაცეტამი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და იზოლირებული ერითროციტების მემბრანებს.
ბიოგარდაქმნა
დღეისათვის პირაცეტამის მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი. ეს დაკვირვება ხსნის სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს და შარდში პირაცეტამის მაღალ შემცველობას ანურიით დაავადებულ პაციენტებში.
გამოყოფა
შიგნით მიღების და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილების სისხლის პლაზმიდან შეადგენს დაახლოებით 5 საათს. აშკარა კლირენსი არის 80-90მლ/წთ. შეყვანილი დოზის დაახლოებით 80-100% გამოიყოფა შარდთან ერთად. პირაცეტამი ორგანიზმიდან გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციის საშუალებით.
ხაზოვნება/არახაზოვნება
პირაცეტამისთვის დამახასიათებელია ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა 0,8გ-12გ დოზურ დიაპაზონში.
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, როგორიცაა ნახევარგამოყოფის პერიოდი და კლირენსი, არ იცვლება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებს უხანგრძლივდებათ პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ასაკთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის გაუარესების გამო (იხ. პარაგრაფი 4.2).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პირაცეტამის კლირენსი კორელირდება კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, რეკომენდებულია პირაცეტამის დღეღამური დოზის შეცვლა კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 4.2).
ანურიის მქონე პაციენტებში, თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიით, პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 59 საათამდე. ჩვეულებრივი 4-საათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ, პირაცეტამის გამოდევნა შეადგენდა 50-60%-ს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ეფექტი პირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე არ არის შესწავლილი. იქიდან გამომდინარე, რომ პირაცეტამის დოზის 80-100% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით, სავარაუდოა, რომ ღვიძლის ფუნქციის იზოლირებული დარღვევა მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს პირაცეტამის გამოყოფაზე.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
სქესი
პრეპარატის სხვადასხვა ფორმის ბიოექვივალენტობის ერთ კვლევაში, 2,4გ დოზის გამოყენებით გამოვლინდა, რომ Cmax-ის და AUC-ის მაჩვენებლები ქალებში (n=6) დაახლოებით 30%-ით მეტი იყო, ვიდრე მამაკაცებში (n=6). ამასთან, სხეულის მასის მიხედვით დაკორექტირებული კლირენსის მაჩვენებლები არ განსხვავდებოდა.
პრეკლინიკური კვლევები
10გ/კგ პირაცეტამის ერთჯერადი პერორალური დოზით ჩატარებულმა კვლევებმა თაგვებში, ვირთაგვებსა და ძაღლებში არ გამოავლინა შეუქცევადი ტოქსიკურობა. მრავალჯერადი დოზირების გამოყენებით ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებში (თაგვებში - 4,8გ/კგ-მდე დღე-ღამეში, ვირთაგვებში - 2,4გ/კგ-მდე დღე-ღამეში), არ გამოვლენილა სამიზნე ორგანოები, ტოქსიკურობის თვალსაზრისით. ძაღლებში ჩატარებული კვლევებისას, სადაც პირაცეტამის დოზები გაზრდილი იყო 1-10გ/კგ/დღე-ღამეში ინტერვალის ფარგლებში 1 წლის განმავლობაში, დაფიქსირდა რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ღებინება, განავლის კონსისტენციის ცვლილება, სითხის მოხმარების ზრდა). ანალოგიურად, ვირთაგვებსა და ძაღლებში, პირაცეტამის ინტრავენურად შეყვანამ დოზებით, რომლებიც არ აღემატებოდა 1მგ/კ/დღე-ღამეში, 4-5 კვირის განმავლობაში, არ გამოიწვია ტოქსიკურობა.
In vitro და in vivo კვლევებმა არ დაადგინა პირაცეტამის გენოტოქსიკურობა და კარცინოგენობა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
გამოყენების ინსტრუქცია
(ინფორმაცია სპეციალისტებისათვის)
სამკურნალო საშუალების დასახელება
ლუცეტამი® 1გ/5მლ, 3გ/15მლ საინექციო ხსნარი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): პირაცეტამი
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 200მგ პირაცეტამი 1მლ საინექციო ხსნარში.
1გ პირაცეტამი/5მლ ხსნარი 5მლ-იანი მოცულობის ამპულაში.
3გ პირაცეტამი/15მლ ხსნარი 15მლ-იანი მოცულობის ამპულაში.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.
წამლის ფორმა
ხსნარი ინტრავენური ინექციისთვის. თავსებადოვა იხ. 6.2 პარაგრაფში.
გარეგანი სახე: გამჭვირვალე, უფერო, უსუნო ხსნარი.
კლინიკური მახასიათებლები
სამედიცინო გამოყენების ჩვენება
ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომების მკურნალობა (მეხსიერების დარღვევა, ყურადღების და მოტივაციის ნაკლებობა).
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების შედეგების მკურნალობა (უპირველეს ყოვლისა აფაზია).
კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობა, მონო- ან კომპლექსური თერაპიის სახით.
თავბრუსხვევის (ვერტიგოს) და წონასწორობის შეგრძნების დარღვევის მკურნალობა (გარდა დარღვევებისა, რომლებიც დაკავშირებულია სისხლძარღვთა დარღვევებთან და ფსიქიკურ გაურკვევლობასთან).
გამოყენება ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით, ასევე კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ალკოჰოლის ქრონიკულ მოხმარებასთან.
ბავშვები და მოზარდები 8 წლიდან
სხვა მეთოდებთან კომბინაციაში (ლოგოპედურის თერაპიის ჩათვლით) - 8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში დასწავლის გართულებების და დისლექსიის სამკურნალოდ.
დოზირების რეჟიმი და მიღების წესი
დოზირების რეჟიმი
ლუცეტამის® ინექციები რეკომენდებულია მწვავე მდგომარეობებისთვის, ასევე პრეპარატის შიგნით მიღების გართულების ან შეუძლებლობის შემთხვევაში (ყლაპვის დარღვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობაში). ლუცეტამი® ტაბლეტების სახით რეკომენდებულია ხანგრძლივი მიღებისთვის ქრონიკული მდგომარეობის მკურნალობის დროს.
დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის და ასევე, პრეპარატზე რეაგირების შესაბამისად.
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 30-160მგ/კგ/დღე-ღამეში (3-12გ/დღე-ღამეში) 2-4 მიღებად. მწვავე მდგომარეობის შემთხვევაში, ასევე პრეპარატის შიგნით მიღების გართულების ან შეუძლებლობის შემთხვევაში (ყლაპვის დარღვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობაში), რეკომენდებულია პრეპარატის - საინექციო ლუცეტამის® გამოყენება. ლუცეტამი® ტაბლეტების სახით რეკომენდებულია ხანგრძლივი მიღებისთვის ქრონიკული მდგომარეობის მკურნალობის დროს. პრეპარატის მაღალი დოზების პარენტერალური შეყვანისას, გაუმჯობესება მოსალოდნელია რამდენიმე დღეში. რის შემდეგაც, თუ პაციენტის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, გადასვლა უნდა მოხდეს პერორალურ ფორმაზე დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში.
ქრონიკული დაავადებების დროს, პრეპარატის ოპტიმალური ეფექტი ჩვეულებრივ, მიიღწევა 6-12 კვირაში. სამთვიანი პერიოდის შემდეგ უნდა გაანალიზდეს მკურნალობის შედეგები და გადაწყდეს მისი გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი.
თუ პრეპარატის შემდგომი გამოყენება მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული, მაშინ ყოველ 6 თვეში რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების სრულად შეწყვეტა.
დაავადების ეტიოლოგიიდან გამომდინარე, თერაპიული ეფექტის არსებობის შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო ალცჰაიმერის დემენციისას - რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი.
რეკომენდებული დღეღამური დოზები სხვადასხვა ჩვენებისთვის:
ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა:
რეკომენდებული დღეღამური დოზა არის 2,4-4,8მგ, გაყოფილი 2-3 მიღებად.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების შედეგების მკურნალობა:
ქვემწვავე ან ქრონიკული დაავადებების დროს (15 დღეზე მეტი ხანგრძლივობის) რეკომენდებული დოზაა 4,8-6გ.
კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 7,2გ/დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს ყოველ 3-4 დღეში 4,8გ-ით მაქსიმალურ 24გ დოზამდე. დღეღამური დოზა უნდა დაიყოს 2-3 მიღებად.
კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობის დროს სხვა ანტიმიოკლონური საშუალებები ინიშნება ჩვეულებრივი დოზებით. შემდგომში, კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სხვა ანტიმიოკლონური პრეპარატების დოზების შემცირების შესაძლებლობის განხილვა.
კორტიკალური მიოკლონიის თერაპისას მკურნალობა გრძელდება დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში. მწვავე შემთხვევებში, ზოგიერთ პაციენტს დროთა განმავლობაში აღენიშნება მდგომარეობის სპონტანური გაუმჯობესება, ამიტომ ყოველ 6 თვეში უნდა მოხდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა, დოზის თანდათანობითი შემცირებით - 1,2გ-ით ყოველ 2 დღეში (ხოლო ლანს-ადამსის სინდრომის დროს ყოველ 3-4 დღეში ერთხელ) უეცარი რეციდივების ან კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც განპირობებულია წამლის მიღების უეცარი შეწყვეტით.
თავბრუსხვევის (ვერტიგოს) მკურნალობა:
რეკომენდებული დღეღამური დოზა არის 2,4-4,8მგ, გაყოფილი 2-3 მიღებად.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი დღე-ღამური დოზაა 12გ, ხოლო შემანარჩუნებელი დოზაა 2,4გ/დღე-ღამეში, ორ-სამ მიღებად.
ბავშვები და მოზარდები 8 წლიდან
დასწავლის გართულებების ან დისლექსიის მქონე ბავშვების მკურნალობა ლოგოპედური თერაპიის მეთოდებთან ერთად:
8 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის რეკომენდებული დღე-ღამური დოზა შეადგენს 3,2გ-ს, დაყოფილი ორ მიღებად.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია ხდება თირკმლის უკმარისობის დროს (იხ. პარაგრაფი „თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები“).
ხანგრძლივი თერაპიის დროს ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა კრეატინინის კლირენსის რეგულარული კონტროლი დოზის შესაძლო ცვლილებისთვის.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ასეთ პაციენტებს თირკმლის ფუნქციის შესაბამისად, სჭირდებათ დოზის ინდივიდუალური კორექცია, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით. ცხრილის გამოსაყენებლად საჭიროა განისაზღვროს კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობა (კკ მლ/წთ), რომელიც განისაზღვრება შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაციის საფუძველზე (მგ/100მლ) შემდეგი ფორმულის მიხედვით:
(x 0,85 ქალებისთვის)
ჯგუფი თირკმლის უკმარისობის ხარისხის მიხედვით
კკ (მლ/წთ)
დოზა
ნორმა
>80
ჩვეულებრივი დოზა 2-4 მიღებად
მსუბუქი
50-79
ჩვეულებრივი დოზის 2/3 2-3 მიღებად
ზომიერი
30-49
ჩვეულებრივი დოზის 1/3 2 მიღებად
მძიმე
<30
ჩვეულებრივი დოზის 1/6 ერთჯერადად
ბოლო სტადია
-
უკუნაჩვენებია
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის კორექცია (იხ. პარაგრაფი „თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები“).
მიღების წესი
პარენტერალურად შეყვანის აუცილებლობის შემთხვევაში (ყლაპვის დარღვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა), პირაცეტამი შეჰყავთ ინტრავენურად იმ დოზებით, რომელიც შეესაბამება შიგნით მიღების დოზებს. ხსნარის შეყვანა ხდება ინტრავენურად რამდენიმე წუთის განმავლობაში დამატებითი განზავების გარეშე ან ნელი პარენტერალური ინფუზიის სახით (24 საათის განმავლობაში).
ლუცეტამი® ტაბლეტების სახით რეკომენდებულია ხანგრძლივი მიღებისთვის ქრონიკული მდგომარეობის მკურნალობის დროს.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პირაცეტამის-პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 პარაგრაფში.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადია (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები).
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა (ჰემორაგიული ინსულტი).
ჰანტინგტონის ქორეა.
განსაკუთრებული გაფრთხილებები დ სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ზემოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე
თრომბოციტების აგრეგაციაზე პირაცეტამის ზემოქმედების გამო (იხ. პარაგრაფი 5.1), საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა წამლის დანიშვნისას ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰემოსტაზის მძიმე დარღვევები, სისხლდენის სიმპტომები ან სისხლდენის მომატებული რისკი (მაგალითად, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება), პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევით, პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა, დაგეგმილი აქვთ ქირურგიული ჩარევა (მათ შორის სტომატოლოგიური), პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან თრომბოციტების აგრეგაციის მაინჰიბირებელ პრეპარატებს, აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზების ჩათვლით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პირაცეტამი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (იხ. პარაგრაფი 4.2).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში ხანგრძლივი თერაპიისას, აუცილებელია კრეატინინის კლირენსის რეგულარული კონტროლი დოზის შესაძლო ცვლილებისთვის (იხ. პარაგრაფი 4.2).
მკურნალობის შეწყვეტა
კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მკურნალობის უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი რეციდივი ან კრუნჩხვები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიღების შეწყვეტით.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
პირაცეტამის ფარმაკოკინეტიკის შეცვლის ალბათობა სხვა პრეპარატების ზემოქმედებით ძალიან მცირეა, რადგან პირაცეტამის 90% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.
In vitro პირობებში, პირაცეტამი 142, 426 და 1422 მკგ/მლ კონცენტრაციებით არ აინჰიბირებს ციტოქრომ P450-ის ღვიძლისმიერ იზოფერმენტებს (CYP 1A2, 2B6, 2C8, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 4A9/11). 1422მკგ/მლ კონცენტრაციით გამოვლინდა CYP 2A6-ის (21%) და 3A4/5-ის (11%) მინიმალური ინჰიბირება. თუმცა, ამ ორი იზოფერმენტის ინჰიბირების ამსახველი ინჰიბირების მუდმივი მნიშვნელობები, სავარაუდოდ, ბევრად აჭარბებს 1422მკგ/მლ-ს. ამრიგად, პირაცეტამის მეტაბოლური ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ნაკლებ სავარაუდოა.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
ექსტრაქტებთან ერთად მიღებისას, რომლებიც შეიცავენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს (T3 + T4), აღინიშნა ცნობიერების დაბინდვა, გაღიზიანება და ძილის დარღვევა.
აცენოკუმაროლი
მორეციდივე ვენური თრომბოზის მქონე პაციენტებში ჩატარებული უბრალო ბრმა კვლევის მონაცემების თანახმად, პირაცეტამი 9,6გ/დღე-ღამეში დოზით არ ახდენდა ზეგავლენას აცენოკუმაროლის დოზაზე, რომელიც საჭიროა სნთ-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის) 2,5-3,5 მაჩვენებლის მისაღწევად. თუმცა, აცენოკუმაროლის მონოთერაპიასთან შედარებით, პირაცეტამის დამატებამ დოზით 9,6გ/დღე-ღამეში, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გაიზარდა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობა (აღინიშნებოდა თრომბოციტების აგრეგაციის, β-თრომბოგლობულინის გამოთავისუფლების, ფიბრინოგენისა და ვილებრანდის ფაქტორების უფრო მკვეთრი შემცირება (YIII: C; VIII: vW: Ag; VIII: vW: RCo), ასევე, სისხლის და პლაზმის სიბლანტისაც).
ანტიეპილეფსიური პრეპარატები
პირაცეტამის მიღებამ 20 გ/დღე-ღამეში დოზით 4 კვირის განმავლობაში არ შეცვალა ეპილეფსიის მქონე პაციენტებში ანტიეპილეფსიური საშუალებების მაქსიმალური და მინიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, ნატრიუმის ვალპროატი), რომლებმაც მიიღეს ეს პრეპარატები სტაბილური დოზით.
ალკოჰოლი
ალკოჰოლთან ერთად მიღებამ გავლენა არ მოახდინა პირაცეტამის შრატისმიერ კონცენტრაციაზე და სისხლის შრატში ეთანოლის კონცენტრაცია არ შეიცვალა 1,6გ პირაცეტამის მიღების დროს.
- 6 ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი გავლენა ორსულობის მიმდინარეობასა და მშობიარობაზე, ემბრიონის განვითარებასა და ნაყოფის განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3). ადამიანებში ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.
პირაცეტამი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს. პრეპარატის კონცენტრაცია ახალშობილებში აღწევს დედის სისხლში მისი კონცენტრაციის 70-90%-ს. ორსულობის დროს არ შეიძლება პირაცეტამის დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორსულის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს პირაცეტამით მკურნალობას და მკურნალობის სარგებელი აღემატება მის რისკებს.
ლაქტაციის პერიოდი
პირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში. პირაცეტამის მიღება არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს. პირაცეტამის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. აუცილებელია მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელებასთან ან პირაცეტამის მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით, დედისთვის მკურნალობის უპირატესობისა და ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
არ მოიპოვება კლინიკური მტკიცებულებები ადამიანის ფერტილობაზე პირაცეტამის ზეგავლენასთან დაკავშირებით. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პირაცეტამი არ მოქმედებს მდედრების ფერტილობაზე.
- 7 ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
პირაცეტამის შესაძლო გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოირიცხოს ამ პრეპარატის შესაძლო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ასეთი შესაძლებლობა.
- 8 არასასურველი გვერდითი მოვლენები
ა) უსაფრთხოების პროფილის კლინიკური კვლევების შედეგები
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიღებულია ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური და კლინიკურ–ფარმაკოლოგიური კვლევების შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა 3000-ზე მეტი ადამიანი. მათ მიიღეს პირაცეტამი სხვადასხვა ფორმით და დოზით და სხვადასხვა ჩვენებისთვის, პაციენტების პოპულაციური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე.
ბ) გვერდითი მოვლენების სიხშირე მოცემულია შემდეგ ცხრილში
გვერდითი მოვლენები მოცემულია ორგანოთა სისტემების შესაბამისად, კლინიკური კვლევებისა და პოსტრეგისტრაციული დაკვირვების შედეგების საფუძველზე მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10 000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (≥1/10 000), უცნობი (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
ორგანოთა სისტემები (MedDRA-ს მიხედვით)
ხშირი
არახშირი
იშვიათი
სიხშირე უცნობია
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
სისხლდენასთან დაკავშირებული დარღვევები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქტოიდური რეაქციები, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
ფქისიკური დარღვევები
მომატებული აღგზნებადობა
დეპრესია
მოუსვენრობა, შფოთვა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ჰიპერკინეზი
ძილიანობა
ატაქსია, წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიური მდგომარეობის გაუარესება, თავის ტკივილი, უძილობა
დარღვევები სმენის ორგანოების მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
ცენტრალური ტიპის თავბრუსხვევა (ვერტიგო)
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
თრომბოფლებიტი, არტერიული ჰიპოტენზია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, გულისრევა, ღებინება
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ანგიონევროზული შეშუპება, დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება
საერთო დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას
ასთენია
ტკივილი ინექციის ადგილას, სხეულის მომატებული ტემპერატურა (პირექსია)
ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე
სხეულის მასის მომატება
შეტყობინება შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ
პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემების მიწოდება ძალზედ მნიშვნელოვანია, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკუნრალო საშუალების რისკი/სარგებლის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი და იძლევა მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ. სამედიცინო პერსონალმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ ინსტრუქციის ბოლოს მოცემული კონტაქტების საშუალებით, აგრეთვე ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემის საშუალებით.
- 9 დოზის გადაჭარბების სიმპტომები და დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მისაღები ზომები
დოზის გადაჭარბების სიმპტომები
ცნობილია მაქსიმალური დოზის გადაჭარბების შემთხვევა, როდესაც პაციენტმა შიგნით მიიღო 75გრ პირაცეტამი. პაციენტს აღენიშნებოდა სისხლიანი ფაღარათი მუცლის ტკივილით, რაც განპირობებული იყო სორბიტის მნიშვნელოვანი რაოდენობის ეფექტით.
გვერდითი მოვლენების განვითარების სხვა შემთხვევები, რომლებიც ასოცირდება პირაცეტამით დოზის გადაჭარბებასთან, არ გამოვლენილა.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომური მკურნალობა. პირაცეტამის მნიშვნელოვანი რაოდენობით მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა.
პირაცეტამის გამოდევნა შესაძლებელია დიალიზით, ექსტრაქციის 50-60%-იანი ეფექტურობით.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
- 1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
ფსიქოანალეპტიკური საშუალებები. ფსიქოსტიმულატორები, პრეპარატები ყურადღების დარღვევის და ჰიპერაქტიურობის სამკურნალოდ, ნოოტროპული პრეპარატები. სხვა ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული პრეპარატები. ათქ კოდი: N06B X03.
მოქმედების მექანიზმი
მოქმედი ნივთიერება - პირაცეტამი, არის პიროლიდონი (2-ოქსო-1-პიროლიდინი-აცეტამიდი), გამა-ამინოერბოს მჟავის (GABA) ციკლური წარმოებული.
არსებული მონაცემების საფუძველზე, პირაცეტამის მოქმედების ძირითადი მექანიზმი არ არის უჯრედ- ან ორგანო-სპეციფიკური. პირაცეტამს გააჩნია დოზა-დამოკიდებული უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდურ ორმაგ შრეთან შეკავშირების თვისება, ამასთან იგი აღადგენს მათ სტრუქტურას და, შესაძლოა, ამ გზით ასტაბილურებს და აუმჯობესებს მემბრანის ფუნქციას. ამრიგად, როგორც მემბრანებს, ასევე ტრანსმემბრანულ ცილებს შეუძლიათ აღადგინონ მათი სამგანზომილებიანი სტრუქტურა, რაც აბსოლუტურად აუცილებელია მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. პირაცეტამი ახდენს ზემოქმედებას ნერვულ უჯრედებსა და სისხლძარღვებზე.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
პირაცეტამს ახასიათებს ნეირონული და სისხლძარღვოვანი მოქმედება.
ნეირონული მოქმედება
ნერვული უჯრედების დონეზე, პირაცეტამს შეუძლია სხვადასხვა ზეგავლენა იქონიოს უჯრედულ მემბრანებზე.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პოსტსინაფსური მოდიფიკაციის შედეგად, პირაცეტამი გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის ნეიროტრანსმისიაზე, პირველ რიგში რეცეპტორების სიმკვრივესა და აქტივობაზე.
პრე-კლინიკური და კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პირაცეტამი აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს (სწავლება, მეხსიერება, ყურადღება, ცნობიერება) ჯანმრთელ პირებსა და პაციენტებში ფუნქციური დეფიციტით, სედაციური და მასტიმულირებელი ეფექტის განვითარების გარეშე. პირაცეტამს შეუძლია დაიცვას ან აღადგინოს კოგნიტური ფუნქცია თავის ტვინის დაზიანებისას (ჰიპოქსია, მოწამვლა, ელექტროკონვულსიური თერაპია). პრეპარატი ამცირებს ჰიპოქსიის ეფექტს თავის ტვინის მუშაობაზე.
სისხლძარღვოვანი მოქმედება
პირაცეტამს აქვს დადებითი ჰემორეოლოგიური ეფექტი: იგი ზრდის ერითროციტების დეფორმაციის უნარს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ერითროციტების ადჰეზიას სისხლძარღვების კედლებზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
პირაცეტამის მოქმედება ერითროციციტებზე
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე პაციენტებში, პირაცეტამი ზრდის ერითროციტების დეფორმაციის უნარს, ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ხელს უშლის სისხლში "მონეტების ბოძების" წარმოქმნას.
პირაცეტამის მოქმედება თრომბოციტებზე
ღია კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები და რეინოს დაავადების მქონე პირები, გამოვლინდა რომ პირაცეტამის დოზის გაზრდა 12გ-მდე დღე-ღამეში ამცირებდა თრომბოციტების ფუნქციას და ამასთან, ეფექტი იყო დოზა-დამოკიდებული (ატფ-ით, კოლაგენით, ადრენალინით და β-თრომბოგლობულინის გამოთავისუფლებით ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის ტესტი) და არ იწვევდა თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას. ამ კვლევებში, პირაცეტამი ახანგრძლივებდა სისხლდენის დროს.
პირაცეტამის მოქმედება სისხლძარღვებზე
ექსპერიმენტულ პირობებში, პირაცეტამი ახდენდა ვაზოსპაზმის პრევენციას და ამცირებდა სხვადასხვა ვაზოკონსტრიქციული მედიკამენტების მოქმედებას. პირაცეტამს არ გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება, არ იწვევს „მიპარვით“ ეფექტს და არ ამცირებს არტერიულ წნევას.
ჯანმრთელ მოხალისეებში პირაცეტამი ამცირებდა ერითროციტების ადჰეზიას სისხლძარღვთა ენდოთელიუმზე, ხოლო ჯანმრთელი ენდოთელიუმის უჯრედებში ზრდიდა პროსტაციკლინის სინთეზს.
პირაცეტამის მოქმედება სისხლის შედედების ფაქტორებზე
ჯანმრთელ მოხალისეებში პირაცეტამი მაქსიმალური 9,6გ დოზით მიღებისას, 30-40%-ით ამცირებდა ფიბრინოგენის და ფონ ვილებრანდის ფაქტორების დონეს (VIII: C; VIII R: AG; VIII R: vW) პლაზმაში, საწყის დონესთან შედარებით და ახანგრძლივებდა სისხლდენის დროს.
პაციენტებში, რომლებსაც აწუხებდათ რეინოს როგორც პირველადი, ასევე მეორადი დაავადება, პირაცეტამი, რომელიც მიიღებოდა დღე-ღამეში 8გ დოზით 6 თვის განმავლობაში, 30-40%-ით ამცირებდა ფიბრინოგენის და ფონ ვილებრანდის ფაქტორების დონეს (VIII: C; VIII R: AG; VIII R: vW) პლაზმაში, საწყის დონესთან შედარებით და ახანგრძლივებდა სისხლდენის დროს.
ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ სხვა კვლევაში, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლინდა პირაცეტამსა (დოზებით, რომელიც იზრდებოდა მაქსიმალურ 2x12გ/დღე-ღამეში დოზამდე) და პლაცებოს შორის სისხლის შედედების პარამეტრების და სისხლდენის დროის თვალსაზრისით.
- 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
პირაცეტამი ავლენს ხაზოვან, დროისგან დამოუკიდებელ ფარმაკოკინეტიკას, მცირე ცვალებადობით სუბიექტებს შორის ფართო დოზურ დიაპაზონში, რაც მიუთითებს მაღალ შეღწევადობასა და ხსნადობაზე, ასევე პირაცეტამის მინიმალურ მეტაბოლიზმზე. პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ზრდასრულ მოხალისეებსა და პაციენტებში ერთნაირია და შეადგენს 5 საათს. ხანდაზმულებში (პირველ რიგში თირკმლის კლირენსის დარღვევის გამო) და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება. პლაზმური წონაწორული კონცენტრაცია მიიღწევა მკურნალობის მესამე დღეს.
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ, პირაცეტამი სწრაფად შეიწოვება შეუცვლელი ფორმით. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს თითქმის 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა შიგნით მიღებიდან დაახლოებით 60 წუთის შემდეგ;
საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პირაცეტამის შეწოვის სიჩქარეზე, მაგრამ ამცირებს Cmax-ის მნიშვნელობას 17%–ით და ახანგრძლივებს Tmax-ს 1-1,5 საათით. ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ჩვეულებრივ შეადგენს 84მკგ/მლ-ს, ხოლო განმეორებით 3,2გ დოზის 3-ჯერ დღეში მიღების შემდეგ - 115მგ/მლ-ს.
განაწილება
პირაცეტამი პრაქტიკულად არ უკავშირდება სისხლის ცილებს. განაწილების აშკარა მოცულობა დაახლოებით არის 0,6ლ/კგ. პირაცეტამი კვეთს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს და ვლინდება ცერებროსპინალურ სითხეში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ. ცერებროსპინალურ სითხეში Tmax შეადგენს 5 საათს მიღების შემდეგ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით არის 8,5 საათი. ექსპერიმენტულ მოდელებში პირაცეტამი გროვდება თავის ტვინის ქერქის (შუბლის, თხემის და კეფის) და ნათხემის ქსოვილებში, ასევე ბაზალურ განგლიებში. პირაცეტამი დიფუნდირდება ყველა ქსოვილში, გარდა ცხიმოვანი ქსოვილისა. პირაცეტამი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და იზოლირებული ერითროციტების მემბრანებს.
ბიოგარდაქმნა
დღეისათვის პირაცეტამის მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი. ეს დაკვირვება ხსნის სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს და შარდში პირაცეტამის მაღალ შემცველობას ანურიით დაავადებულ პაციენტებში.
გამოყოფა
შიგნით მიღების და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილების სისხლის პლაზმიდან შეადგენს დაახლოებით 5 საათს. აშკარა კლირენსი არის 80-90მლ/წთ. შეყვანილი დოზის დაახლოებით 80-100% გამოიყოფა შარდთან ერთად. პირაცეტამი ორგანიზმიდან გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციის საშუალებით.
ხაზოვნება/არახაზოვნება
პირაცეტამისთვის დამახასიათებელია ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა 0,8გ-12გ დოზურ დიაპაზონში.
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, როგორიცაა ნახევარგამოყოფის პერიოდი და კლირენსი, არ იცვლება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებს უხანგრძლივდებათ პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ასაკთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის გაუარესების გამო (იხ. პარაგრაფი 4.2).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პირაცეტამის კლირენსი კორელირდება კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, რეკომენდებულია პირაცეტამის დღეღამური დოზის შეცვლა კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 4.2).
ანურიის მქონე პაციენტებში, თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიით, პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 59 საათამდე. ჩვეულებრივი 4-საათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ, პირაცეტამის გამოდევნა შეადგენდა 50-60%-ს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ეფექტი პირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე არ არის შესწავლილი. იქიდან გამომდინარე, რომ პირაცეტამის დოზის 80-100% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით, სავარაუდოა, რომ ღვიძლის ფუნქციის იზოლირებული დარღვევა მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს პირაცეტამის გამოყოფაზე.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
სქესი
პრეპარატის სხვადასხვა ფორმის ბიოექვივალენტობის ერთ კვლევაში, 2,4გ დოზის გამოყენებით გამოვლინდა, რომ Cmax-ის და AUC-ის მაჩვენებლები ქალებში (n=6) დაახლოებით 30%-ით მეტი იყო, ვიდრე მამაკაცებში (n=6). ამასთან, სხეულის მასის მიხედვით დაკორექტირებული კლირენსის მაჩვენებლები არ განსხვავდებოდა.
პრეკლინიკური კვლევები
10გ/კგ პირაცეტამის ერთჯერადი პერორალური დოზით ჩატარებულმა კვლევებმა თაგვებში, ვირთაგვებსა და ძაღლებში არ გამოავლინა შეუქცევადი ტოქსიკურობა. მრავალჯერადი დოზირების გამოყენებით ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებში (თაგვებში - 4,8გ/კგ-მდე დღე-ღამეში, ვირთაგვებში - 2,4გ/კგ-მდე დღე-ღამეში), არ გამოვლენილა სამიზნე ორგანოები, ტოქსიკურობის თვალსაზრისით. ძაღლებში ჩატარებული კვლევებისას, სადაც პირაცეტამის დოზები გაზრდილი იყო 1-10გ/კგ/დღე-ღამეში ინტერვალის ფარგლებში 1 წლის განმავლობაში, დაფიქსირდა რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ღებინება, განავლის კონსისტენციის ცვლილება, სითხის მოხმარების ზრდა). ანალოგიურად, ვირთაგვებსა და ძაღლებში, პირაცეტამის ინტრავენურად შეყვანამ დოზებით, რომლებიც არ აღემატებოდა 1მგ/კ/დღე-ღამეში, 4-5 კვირის განმავლობაში, არ გამოიწვია ტოქსიკურობა.
In vitro და in vivo კვლევებმა არ დაადგინა პირაცეტამის გენოტოქსიკურობა და კარცინოგენობა.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ნატრიუმის აცეტატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, საინექციო წყალი.
- 2. შეუთავსებლობა
ლუცეტამის® საინექციო ხსნარი თავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან:
გლუკოზა
5%, 10%, 20%
ფრუქტოზა
5%, 10%, 20%
ლევულოზა
5%
ნატრიუმის ქლორიდი
0,9%
დექსტრანი 40
10% ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში
დექსტრანი 100
6% ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში
რინგერის ხსნარი
რინგერ-ლაქტატის ხსნარი
მანიტოლ-დექსტრანი
სტერილური HAES
6%
საინფუზიო ხსნარი პირაცეტამის დამატებით სტაბილურია არანაკლებ 24 საათის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შენახვისას
პრეპარატი ინახება 15- 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
- 5 შეფუთვის სახე და შიგთავსი
ლუცეტამი® 1გ/5მლ საინექციო ხსნარი:
5მლ ხსნარი 5მლ-იანი მოცულობის უფერო მინის ამპულაში, 5 ამპულა ბლისტერში, 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ლუცეტამი® 3გ/15მლ საინექციო ხსნარი:
15მლ ხსნარი 15მლ-იანი მოცულობის უფერო მინის ამპულაში, 4 ამპულა ბლისტერში, 1 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ინსტრუქციები ამპულის გასახსნელად (მემარჯვენეებისთვის):
აიღეთ ამპულა მარცხენა ხელით, დაიჭირეთ ცერა თითსა და მოხრილ საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ მოტეხვის წერტილი ზევით იყოს (ნახ. 1). მარჯვენა ხელი მოკიდეთ ამპულის წვერს, ისე რომ მოთავსდეს ცერა თითსა და მოხრილ საჩვენებელ თითს შორის, ხოლო ცერი თითი აღმოჩნდეს მოტეხვის წერტილის თავზე და დაფაროს იგი (ნახ. 2). მოატეხეთ ამპულის წვერი მარჯვენა ხელის ცერა თითის დაჭერით, ამპულა დააფიქსირეთ მარცხენა ხელის მოხრილი საჩვენებელი თითით. დააჭირეთ ზომიერი მუდმივი ძალით, ხელების ერთმანეთთან მიახლოებისა და დაშორების გარეშე (ნახ .3). ამპულის თავი შეიძლება ნებისმიერ დროს მოტყდეს, ისე რომ ვერ იგრძნოთ (ნახ. 4).
- 6. სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
ნებისმიერი რაოდენობის გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- 7 აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
- მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38,
უნგრეთი
საწარმოო მოედანი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120 უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.