პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ლუცეტამი

Lucetam®

ურეცეპტოდ1200მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

პირაცეტამი, ლუცეტამის® აქტიური ინგრედიენტი, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ნერვულ უჯრედებში, ანორმალიზებს სტრუქტურას და აღადგენს უჯრედების გარშემო არსებული უჯრედული მემბრანების ფუნქციას, რითაც აუმჯობესებს ინფორმაციის ნაკადს უჯრედებს შორის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პირაცეტამი (piracetam)
ფორმა და შეფუთვა
1200მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №60 მინის ფლაკონში
მწარმოებელი
EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
ATC კოდი
N06BX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044661
რეგისტრირებულია
27 იანვარი 2026, მოქმედებს 27 იანვარი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS PHARMACEUTICALS PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალუცეტამი და სხვა წამალი ერთად

ლუცეტამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირაცეტამი, ლუცეტამის® აქტიური ინგრედიენტი, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ნერვულ უჯრედებში, ანორმალიზებს სტრუქტურას და აღადგენს უჯრედების გარშემო არსებული უჯრედული მემბრანების ფუნქციას, რითაც აუმჯობესებს ინფორმაციის ნაკადს უჯრედებს შორის. პირაცეტამი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილში. პირაცეტამი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და მათ შეკავშირებას სისხლძარღვების კედლებთან, რაც თრომბის (სისხლის კოლტის) წარმოქმნისა და სისხლძარღვების სანათურის ოკლუზიის პირველი ეტაპია.

გამოყენების ჩვენებები:

თავის ტვინის დაზიანებით ან ფუნქციის დარღვევით გამოწვეული მეხსიერების დაქვეითების, ყურადღების ნაკლებობისა და მოტივაციის ნაკლებობის მკურნალობა.

თავის ტვინში სისხლი მიმოქცევის დარღვევების (ძირითადად აფაზიის) შედეგების მკურნალობა.

კორტიკალური მიოკლონუსის (ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით გამოწვეული კუნთების პათოლოგიური კანკალი) მკურნალობა.

თავბრუსხვევისა და წონასწორობის დარღვევების მკურნალობა (გარდა სისხლძარღვოვან დარღვევებთან და ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებული შემთხვევებისა).

გამოიყენება, როგორც ალკოჰოლის მოხსნის სინდრომის, ასევე ალკოჰოლის ქრონიკულ მოხმარებასთან დაკავშირებული კოგნიტური დარღვევის კომპლექსური თერაპიის კომპონენტი.

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

სხვა მეთოდებთან (მათ შორის მეტყველების თერაპიასთან) კომბინაციაში - დისლექსიის (კითხვის სირთულე) მქონე 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ ექიმს.

დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, თქვენი მდგომარეობის, ასაკისა და სხვა სამედიცინო მდგომარეობების გათვალისწინებით.

დოზირების რეჟიმი

რეკომენდებული დოზები სხვადასხვა ჩვენებისთვის:

  • თავის ტვინის დაზიანებით ან ფუნქციის დარღვევით გამოწვეული მეხსიერების დაქვეითების, ყურადღების და მოტივაციის ნაკლებობის მკურნალობა:

რეკომენდებული დღიური დოზაა 2.4-4.8 გ დღეში, ორ-სამ გაყოფილ დოზად.

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების შედეგების მკურნალობა:

ქვემწვავე ან ქრონიკული მდგომარეობების დროს (15 დღეზე მეტი ხანგრძლივობით), რეკომენდებული დოზაა 4.8-6 გ.

  • კორტიკალური მიოკლონუსი (ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით გამოწვეული კუნთების პათოლოგიური კანკალი):

რეკომენდებული საწყისი დღიური დოზაა 7.2 გ, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 4.8 გ-ით 3-4 დღის ინტერვალებით, მაქსიმალურ დოზამდე 24 გ დღეში, ორ-სამ გაყოფილ დოზად.

  • თავბრუსხვევა:

რეკომენდებული დოზაა 2.4-4.8 გ დღეში, ორ-სამ გაყოფილ დოზად.

  • ალკოჰოლის მოხსნის სინდრომი:

12 გ დღეში, შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპია 2.4 გ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ქრონიკული დაავადებების დროს ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა 6-12 კვირის შემდეგ. 3-თვიანი მკურნალობის პერიოდის შემდეგ უნდა შეფასდეს თერაპიის გაგრძელების საჭიროება. თუ საჭიროა უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, თერაპიის გაგრძელების საჭიროება უნდა გადაიხედოს ყოველ 6 თვეში.

თუ თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და დისლექსიის მქონე მოზარდებისთვის ლუცეტამი® ინიშნება ლოგოპედიურ მკურნალობასთან ერთად, მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 3.2 გ, ორ გაყოფილ დოზად.

გამოყენების წესი

პერორალური მიღებისთვის განკუთვნილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

რეკომენდებული დღიური დოზა უნდა გაიყოს 2-4 დოზად. ტაბლეტები უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე, 100-200 მლ სითხესთან ერთად.

თუ მიიღეთ ლუცეტამის® ტაბლეტების დანიშნულზე მეტი რაოდენობა

თუ მიიღეთ ლუცეტამის® ტაბლეტების დანიშნულზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ლუცეტამის® ტაბლეტების დროულად მიღება

თუ დაგავიწყდათ ლუცეტამის® ტაბლეტების დანიშნული დოზის მიღება, გამოტოვებული ტაბლეტი რაც შეიძლება მალე მიიღეთ. თუ მომდევნო ტაბლეტის მიღების დრო ახლოვდება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსირებას ვერ შეძლებთ, მაგრამ შეიძლება გაზარდოთ დოზის გადაჭარბების რისკი. არ მიიღით გამოტოვებული ტაბლეტი და განაგრძეთ მედიკამენტის მიღება ჩვეულ რეჟიმში.

თუ შეწყვეტთ ლუცეტამის® ტაბლეტების მიღებას

არ შეწყვიტოთ ლუცეტამის® ტაბლეტების მიღება მანამ, სანამ ექიმი არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების შეწყვეტაზე.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პირაცეტამის ან 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ქრონიკული თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადია (კრეატინინის კლირენსით 20 მლ/წთ-ზე ნაკლები).

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა (ჰემორაგიული ინსულტი).

ჰანტინგტონის ქორეა.

  • 4. სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ზემოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე

პირაცეტამის თრომბოციტების აგრეგაციაზე ზემოქმედების გამო (იხ. ნაწილი 5.1 „ფარმაკოდინამიკური თვისებები“), სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე ჰემოსტაზის დარღვევები, სისხლდენის სიმპტომები ან სისხლდენის მომატებული რისკი (მაგ., კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევებით, პაციენტებში ადრე გადატანილი ინტრაცერებრული სისხლდენით, პაციენტებში მომავალი ქირურგიული ჩარევების წინ (მათ შორის სტომატოლოგიური) და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან მედიკამენტებს, რომლებიც თრგუნავენ თრომბოციტების აგრეგაციას, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზებით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

პირაცეტამი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით, რაც გასათვალისწინებელია ამ მედიკამენტის დანიშვნისას თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებისთვის (იხ. ნაწილი 4.2 „დოზირების რეჟიმი“).

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ თერაპიას, აუცილებელია კრეატინინის კლირენსის რეგულარული მონიტორინგი დოზის საჭირო კორექტირების დასადგენად (იხ. ნაწილი 4.2 „დოზირების რეჟიმი“).

მკურნალობის შეწყვეტა

კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უეცარი რეციდივი ან მოხსნის სინდრომით გამოწვეული კრუნჩხვები.

სიფრთხილის ზომები

არ უნდა გამოიყენოთ ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თუ გაქვთ ალერგია პირაცეტამის, სხვა პიროლიდონის წარმოებულების ან მე-8 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადია

თუ გქონიათ თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ჰემორაგიული ინსულტი)

თუ გაქვთ ჰანტინგტონის ქორეა.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენებამდე.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, რადგან ამან შეიძლება შეანელოს ლუცეტამის® გამოყოფა, რამაც შეიძლება გააძლიეროს მისი ეფექტი. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ხანდაზმულ პაციენტებში ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თირკმლის ფუნქციას.

თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა, გაქვთ ძლიერი სისხლდენა ან გაქვთ სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი (მაგალითად, კუჭის ან ნაწლავის წყლულის გამო).

თუ ადრე გქონიათ სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ჰემორაგიული ინსულტი).

თუ გადატანილი გაქვთ სერიოზული ოპერაცია, მათ შორის სტომატოლოგიური ოპერაცია.

თუ გაწუხებთ კუნთების კრუნჩხვა, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის ცვლილებებთან, რადგან ლუცეტამის® უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის მოხსნით განპირობებუილი კრუნჩხვის შეტევის მკვეთრი გამწვავება.

ზემოთ მოცემულ შემთხვევებში, ლუცეტამის® გამოყენება მოითხოვს სამედიცინო კონტროლის გაძლიერებას.

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

ლუცეტამი® შეიძლება დაინიშნოს 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ დისლექსია (კითხვის გაძნელება), ლოგოპედიურ მკურნალობასთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიღებას.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველი მედიკამენტები

ანტიკოაგულანტები

აცეტილსალიცილის მჟავა (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება, რომელიც ასევე გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის).

ამასთან ერთად, საჭიროა მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა და ზოგიერთ შემთხვევაში, დოზის კორექცია.

ლუცეტამის® მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ეს მედიკამენტი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო, პირაცეტამის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულ ქალებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რისკისა და სარგებლის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

ძუძუთი კვება

აქტიური ინგრედიენტი პირაცეტამი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, ლუცეტამი® არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს, ან ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ლუცეტამით® მკურნალობის დროს.

ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პირაცეტამის შესაძლო გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ, შეზღუდვის ან აკრძალვის ხარისხი ექიმმა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ალერგიულ რეაქციასთან დაკავშირებული მძიმე გვერდითი რეაქციები, სიხშირე უცნობია:

  • ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას
  • გონების დაკარგვა ან გონების დაკარგვის მსგავსი მდგომარეობა
  • ჭინჭრის ციება

თუ შენიშნავთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

კლინიკური კვლევების დროს და რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში):

უეცარი მოძრაობები (ჰიპერკინეზია), სხეულის მასის მატება, ნერვოზულობა

არახშირი (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში): სისუსტე, დეპრესია, ძილიანობა

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით ვერ შეფასდება):

სისხლდენა, მოუსვენრობა, შფოთვა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიის გაუარესება, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა (ვერტიგო), მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, კანის ანთება, ქავილი.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

აღწერილია მაქსიმალური დოზის გადაჭარბების შემთხვევა, როდესაც პაციენტმა მიიღო პირაცეტამის 75 გ. პაციენტს განუვითარდა სისხლიანი დიარეა მუცლის ტკივილით, რაც გამოწვეული იყო სორბიტოლის მნიშვნელოვანი რაოდენობით ზემოქმედებით.

პირაცეტამის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, ტარდება სიმპტომური მკურნალობა. პირაცეტამის მნიშვნელოვანი რაოდენობით მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლებელია ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა.

პირაცეტამის გამოყენება შესაძლებელია დიალიზით, ექსტრაქციის ეფექტურობით 50-60%.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი: პირაცეტამი

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 400 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ პირაცეტამს. ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 800 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 800 მგ პირაცეტამს.

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 1200 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1200 მგ პირაცეტამს.

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K-30, მაკროგოლი 6000, დიბუტილ სებაკატი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა.

ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე:

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ორმხრივად ამოზნექილი, ოვალური ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლით, ერთ მხარეს ამოტვიფრული E 241, უსუნო.

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 800 მგ

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ორმხრივად ამოზნექილი, ოვალური ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლით, ორივე მხარეს ნაჭდევით, ერთ მხარეს ამოტვიფრული E 242, უსუნო.

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივად ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლით, ერთ მხარეს ამოტვიფრული E 243, უსუნო.

შეფუთვა:

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 400 მგ: 60 ტაბლეტი, შეფუთულია ყავისფერ შუშის ფლაკონებში.

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 800 მგ: 30 ტაბლეტი, შეფუთულია ყავისფერ შუშის ფლაკონებში.

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 1200 მგ: 60 ტაბლეტი, შეფუთულია ყავისფერ შუშის ფლაკონებში.

ფლაკონები შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თუ მათ აშკარა გაუარესების ნიშნები აღენიშნებათ (მაგ., ფერის შეცვლა).

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მითითებული თვის ბოლო დღეა.

პრეპარატები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან ჩამდინარე წყლებში. თუ საჭიროა პრეპარატის გადაგდება, რომელიც აღარ გჭირდებათ, მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა ფსიქოსტიმულატორები, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის სამკურნალო პრეპარატები, ნოოტროპები, ათქ კოდი: N06B X03

მოქმედების მექანიზმი

პირაცეტამი - ლუცეტამის® აქტიური ინგრედიენტი, არის ნოოტროპული საშუალება მოქმედების რთული, მრავალმხრივი მექანიზმით. პირაცეტამის ეფექტები დაკავშირებულია ნეირონებში ნუკლეოტიდების მეტაბოლიზმის სტიმულირებასთან, ტვინში გლუკოზისა და ჟანგბადის გამოყენების გაზრდასთან და ნერვულ ქსოვილში აგზნების გადაცემის ქოლინერგული და დოფამინერგული მექანიზმების გაძლიერებასთან. პირაცეტამი დოზადამოკიდებულად უკავშირდება უჯრედული მემბრანების ფოსფოლიპიდურ ორშრეს, აღადგენს მათ სტრუქტურას და შესაძლოა ამით ზრდის მემბრანის სითხეს და აუმჯობესებს მის ფუნქციას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პირაცეტამი ხელსაყრელ ზემოქმედებას ახდენს ცერებრალურ მიკროცირკულაციაზე და ტვინის მეტაბოლიზმზე თავის ტვინის იშემიის მქონე პაციენტებში, რადგან ის აუმჯობესებს რეგიონულ სისხლის მიმოქცევას იშემიურ უბნებში პერფუზიის შეცვლის გარეშე ინტაქტურ ტვინის უბნებში.

პირაცეტამს აქვს დადებითი ჰემორეოლოგიური ეფექტი: ის ზრდის ერითროციტების დეფორმაციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ერითროციტების ადჰეზიას სისხლძარღვების კედლებთან და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პირაცეტამი იცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას ჰიპოქსიისგან, ტვინის დაზიანებისგან, ტოქსიკური ეფექტებისგან და ელექტროკონვულსიური ზემოქმედებისგან და ასევე ამცირებს ამ ფაქტორებით გამოწვეულ დაზიანებას.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

წინაკლინიკურმა და კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პირაცეტამი აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს (სწავლა, მეხსიერება, ყურადღება და ცნობიერება) ჯანმრთელ პირებში და ფუნქციური დეფიციტის მქონე პაციენტებში სედაციური ან მასტიმულირებელი ეფექტის გამოწვევის გარეშე. პირაცეტამს შეუძლია დაიცვას ან აღადგინოს კოგნიტური ფუნქცია ტვინის დაზიანების შემთხვევებში (ჰიპოქსია, მოწამვლა, ელექტროკონვულსიური თერაპია) ან ამ მდგომარეობების შემდეგ. პრეპარატი ამცირებს ჰიპოქსიის ეფექტს ტვინის ფუნქციაზე.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ, პირაცეტამი სწრაფად შეიწოვება უცვლელი სახით. ბიოშეღწევადობა თითქმის 100%-ია. პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 30-60 წუთში; ცერებროსპინალურ სითხეში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 2-8 საათის განმავლობაში. პირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში 4-5 საათია, ხოლო ცერებროსპინალურ სითხეში - 6-8 საათი.

განაწილება

პირაცეტამი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა დაახლოებით 0.6 ლ/კგ-ია. პირაცეტამი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს.

პლაზმის ცილებთან შეკავშირება 15%-ია. პირაცეტამი გროვდება თავის ტვინის ქერქსა და ნათხემში, კუდიან ბირთვში, ჰიპოკამპში, ლატერალურ მუხლისებრ ბირთვში და ტვინის ქოროიდულ წნულში. განაწილების აშკარა მოცულობაა 0.6 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია

პირაცეტამი არ მეტაბოლიზდება.

გამოყოფა

პრეპარატი გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით. ერთჯერადი მიღების შემდეგ, მიღებული დოზის 90-100% გამოიყოფა 24-30 საათის განმავლობაში. პირაცეტამი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს (ნაყოფში კონცენტრაცია დედის კონცენტრაციის 70-90%-ს აღწევს) და გამოიყოფა დედის რძეში. პირაცეტამი დიალიზებადია (ექსტრაქციის ეფექტურობა 50-60%-ია).

ხაზოვანება/არახაზოვანება

პირაცეტამი ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას 0.8 გ-დან 12 გ-მდე დოზის დიაპაზონში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტებისთვის)

ლუცეტამი®

აპკიანი გარსით დაფარული ბლეტები

400 მგ, 800 მგ, 1200 მგ

(პირაცეტამი)

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით და სრულად წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა, ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის და არ მისცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათ იგივე სიმპტომები აქვთ.

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა ან შეამჩნიეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართიში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხილეთ მე-4 ნაწილი).

ეს შეფუთვა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
  • ვარგისიანობის ვადა
  • აფთიაქიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

პირაცეტამი, ლუცეტამის® აქტიური ინგრედიენტი, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ნერვულ უჯრედებში, ანორმალიზებს სტრუქტურას და აღადგენს უჯრედების გარშემო არსებული უჯრედული მემბრანების ფუნქციას, რითაც აუმჯობესებს ინფორმაციის ნაკადს უჯრედებს შორის. პირაცეტამი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილში. პირაცეტამი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და მათ შეკავშირებას სისხლძარღვების კედლებთან, რაც თრომბის (სისხლის კოლტის) წარმოქმნისა და სისხლძარღვების სანათურის ოკლუზიის პირველი ეტაპია.

გამოყენების ჩვენებები:

თავის ტვინის დაზიანებით ან ფუნქციის დარღვევით გამოწვეული მეხსიერების დაქვეითების, ყურადღების ნაკლებობისა და მოტივაციის ნაკლებობის მკურნალობა.

თავის ტვინში სისხლი მიმოქცევის დარღვევების (ძირითადად აფაზიის) შედეგების მკურნალობა.

კორტიკალური მიოკლონუსის (ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით გამოწვეული კუნთების პათოლოგიური კანკალი) მკურნალობა.

თავბრუსხვევისა და წონასწორობის დარღვევების მკურნალობა (გარდა სისხლძარღვოვან დარღვევებთან და ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებული შემთხვევებისა).

გამოიყენება, როგორც ალკოჰოლის მოხსნის სინდრომის, ასევე ალკოჰოლის ქრონიკულ მოხმარებასთან დაკავშირებული კოგნიტური დარღვევის კომპლექსური თერაპიის კომპონენტი.

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

სხვა მეთოდებთან (მათ შორის მეტყველების თერაპიასთან) კომბინაციაში - დისლექსიის (კითხვის სირთულე) მქონე 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეთ ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენებამდე

არ უნდა გამოიყენოთ ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თუ გაქვთ ალერგია პირაცეტამის, სხვა პიროლიდონის წარმოებულების ან მე-8 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადია

თუ გქონიათ თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ჰემორაგიული ინსულტი)

თუ გაქვთ ჰანტინგტონის ქორეა.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენებამდე.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, რადგან ამან შეიძლება შეანელოს ლუცეტამის® გამოყოფა, რამაც შეიძლება გააძლიეროს მისი ეფექტი. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ხანდაზმულ პაციენტებში ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თირკმლის ფუნქციას.

თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა, გაქვთ ძლიერი სისხლდენა ან გაქვთ სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი (მაგალითად, კუჭის ან ნაწლავის წყლულის გამო).

თუ ადრე გქონიათ სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ჰემორაგიული ინსულტი).

თუ გადატანილი გაქვთ სერიოზული ოპერაცია, მათ შორის სტომატოლოგიური ოპერაცია.

თუ გაწუხებთ კუნთების კრუნჩხვა, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის ცვლილებებთან, რადგან ლუცეტამის® უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის მოხსნით განპირობებუილი კრუნჩხვის შეტევის მკვეთრი გამწვავება.

ზემოთ მოცემულ შემთხვევებში, ლუცეტამის® გამოყენება მოითხოვს სამედიცინო კონტროლის გაძლიერებას.

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

ლუცეტამი® შეიძლება დაინიშნოს 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ დისლექსია (კითხვის გაძნელება), ლოგოპედიურ მკურნალობასთან ერთად.

სხვა მედიკამენტები და ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიღებას.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველი მედიკამენტები

ანტიკოაგულანტები

აცეტილსალიცილის მჟავა (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება, რომელიც ასევე გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის).

ამასთან ერთად, საჭიროა მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა და ზოგიერთ შემთხვევაში, დოზის კორექცია.

ლუცეტამის® მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ეს მედიკამენტი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.

ნაყოფიერება, ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო, პირაცეტამის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულ ქალებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რისკისა და სარგებლის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

ძუძუთი კვება

აქტიური ინგრედიენტი პირაცეტამი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, ლუცეტამი® არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს, ან ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ლუცეტამით® მკურნალობის დროს.

ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პირაცეტამის შესაძლო გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ, შეზღუდვის ან აკრძალვის ხარისხი ექიმმა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს.

  • როგორ გამოიყენება ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ ექიმს.

დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, თქვენი მდგომარეობის, ასაკისა და სხვა სამედიცინო მდგომარეობების გათვალისწინებით.

დოზირების რეჟიმი

რეკომენდებული დოზები სხვადასხვა ჩვენებისთვის:

  • თავის ტვინის დაზიანებით ან ფუნქციის დარღვევით გამოწვეული მეხსიერების დაქვეითების, ყურადღების და მოტივაციის ნაკლებობის მკურნალობა:

რეკომენდებული დღიური დოზაა 2.4-4.8 გ დღეში, ორ-სამ გაყოფილ დოზად.

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების შედეგების მკურნალობა:

ქვემწვავე ან ქრონიკული მდგომარეობების დროს (15 დღეზე მეტი ხანგრძლივობით), რეკომენდებული დოზაა 4.8-6 გ.

  • კორტიკალური მიოკლონუსი (ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით გამოწვეული კუნთების პათოლოგიური კანკალი):

რეკომენდებული საწყისი დღიური დოზაა 7.2 გ, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 4.8 გ-ით 3-4 დღის ინტერვალებით, მაქსიმალურ დოზამდე 24 გ დღეში, ორ-სამ გაყოფილ დოზად.

  • თავბრუსხვევა:

რეკომენდებული დოზაა 2.4-4.8 გ დღეში, ორ-სამ გაყოფილ დოზად.

  • ალკოჰოლის მოხსნის სინდრომი:

12 გ დღეში, შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპია 2.4 გ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ქრონიკული დაავადებების დროს ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა 6-12 კვირის შემდეგ. 3-თვიანი მკურნალობის პერიოდის შემდეგ უნდა შეფასდეს თერაპიის გაგრძელების საჭიროება. თუ საჭიროა უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, თერაპიის გაგრძელების საჭიროება უნდა გადაიხედოს ყოველ 6 თვეში.

თუ თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და დისლექსიის მქონე მოზარდებისთვის ლუცეტამი® ინიშნება ლოგოპედიურ მკურნალობასთან ერთად, მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 3.2 გ, ორ გაყოფილ დოზად.

გამოყენების წესი

პერორალური მიღებისთვის განკუთვნილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

რეკომენდებული დღიური დოზა უნდა გაიყოს 2-4 დოზად. ტაბლეტები უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე, 100-200 მლ სითხესთან ერთად.

თუ მიიღეთ ლუცეტამის® ტაბლეტების დანიშნულზე მეტი რაოდენობა

თუ მიიღეთ ლუცეტამის® ტაბლეტების დანიშნულზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ლუცეტამის® ტაბლეტების დროულად მიღება

თუ დაგავიწყდათ ლუცეტამის® ტაბლეტების დანიშნული დოზის მიღება, გამოტოვებული ტაბლეტი რაც შეიძლება მალე მიიღეთ. თუ მომდევნო ტაბლეტის მიღების დრო ახლოვდება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსირებას ვერ შეძლებთ, მაგრამ შეიძლება გაზარდოთ დოზის გადაჭარბების რისკი. არ მიიღით გამოტოვებული ტაბლეტი და განაგრძეთ მედიკამენტის მიღება ჩვეულ რეჟიმში.

თუ შეწყვეტთ ლუცეტამის® ტაბლეტების მიღებას

არ შეწყვიტოთ ლუცეტამის® ტაბლეტების მიღება მანამ, სანამ ექიმი არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების შეწყვეტაზე.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები სამედიცინო გამოყენებისას

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ალერგიულ რეაქციასთან დაკავშირებული მძიმე გვერდითი რეაქციები, სიხშირე უცნობია:

  • ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას
  • გონების დაკარგვა ან გონების დაკარგვის მსგავსი მდგომარეობა
  • ჭინჭრის ციება

თუ შენიშნავთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

კლინიკური კვლევების დროს და რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში):

უეცარი მოძრაობები (ჰიპერკინეზია), სხეულის მასის მატება, ნერვოზულობა

არახშირი (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში): სისუსტე, დეპრესია, ძილიანობა

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით ვერ შეფასდება):

სისხლდენა, მოუსვენრობა, შფოთვა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიის გაუარესება, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა (ვერტიგო), მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, კანის ანთება, ქავილი.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შეინახეთ 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თუ მათ აშკარა გაუარესების ნიშნები აღენიშნებათ (მაგ., ფერის შეცვლა).

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მითითებული თვის ბოლო დღეა.

პრეპარატები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან ჩამდინარე წყლებში. თუ საჭიროა პრეპარატის გადაგდება, რომელიც აღარ გჭირდებათ, მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აქტიური ინგრედიენტი: პირაცეტამი

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 400 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ პირაცეტამს. ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 800 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 800 მგ პირაცეტამს.

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 1200 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1200 მგ პირაცეტამს.

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K-30, მაკროგოლი 6000, დიბუტილ სებაკატი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა.

ლუცეტამის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე:

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 400 მგ

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ორმხრივად ამოზნექილი, ოვალური ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლით, ერთ მხარეს ამოტვიფრული E 241, უსუნო.

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 800 მგ

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ორმხრივად ამოზნექილი, ოვალური ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლით, ორივე მხარეს ნაჭდევით, ერთ მხარეს ამოტვიფრული E 242, უსუნო.

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 1200 მგ

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივად ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლით, ერთ მხარეს ამოტვიფრული E 243, უსუნო.

შეფუთვა:

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 400 მგ: 60 ტაბლეტი, შეფუთულია ყავისფერ შუშის ფლაკონებში.

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 800 მგ: 30 ტაბლეტი, შეფუთულია ყავისფერ შუშის ფლაკონებში.

ლუცეტამი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 1200 მგ: 60 ტაბლეტი, შეფუთულია ყავისფერ შუშის ფლაკონებში.

ფლაკონები შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქუჩა, 30-38

უნგრეთი

წარმოების ადგილი:

დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

9900 კორმენდი, მათიაშ კირალის ქუჩა 65

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა