პირამინოლი 200მგ/მლ
PYRAMINOL® 200mg/ml
პირამინოლი განეკუთვნება ნოოტროპული სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც არის გამმა- ამინოზეთოვანი მჟავას წარმოებული. პირამინოლი აუმჯობესებს და აღადგენს ცნობიერების შესაძლებლობებს ტვინის სხვადასხვა დაზიანებების შემდეგ, მაგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პირაცეტამი (piracetam)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ/მლ 5მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- SOPHARMA AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N06BX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-026126
- რეგისტრირებულია
- 27 აგვისტო 2018, მოქმედებს 27 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში (საქართველო)
- GMP
- -
პირამინოლი 200მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პირამინოლი განეკუთვნება ნოოტროპული სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც არის გამმა- ამინოზეთოვანი მჟავას წარმოებული. პირამინოლი აუმჯობესებს და აღადგენს ცნობიერების შესაძლებლობებს ტვინის სხვადასხვა დაზიანებების შემდეგ, მაგ. ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა, ინტოქსიკაცია (მოწამვლა) და სხვა) ფსიქომასტიმულირებელი და სედატიური ქმედებების გარეშე.
პირამინოლი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. ის გამოიყენება
მოზრდილებში
ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომატიკური მკურნალობისთვის, რომლებიც გამოვლინდება შემდეგში: მახსოვრობის დარღვევა, ყურადღების გაფანტვა და მოტივაციის არარსებობა.
კორტიკალური მიოკლონუსის მკურნალობა დამოუკიდებლად ან სხვა ანტიკონვულსანტებთან ერთად კომბინაციაში.
ვერტიგოს მკურნალობისთვის და მასთან დაკავშირებულ წონასწორობის დარღვევის სამკურნალოდ, ვაზომოტორული და ფსიქიკური წარმოშობის თავბრუსხვევის გარდა.
ნამგალისებრი-უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის.
ბავშვებში:
დისლექსიის სამკურნალოდ მეტყველების მოტორულ თერაპიასთან ერთობლიობაში.
ნამგალისებრ-უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ პირამინოლი ისე, როგორც ამას ექიმი გირჩევთ. თუ თქვენ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დოზას ადგენს მკურნალი ექიმი კლინიკური სიმპტომების გამოვლენის გათვალისწინებით. დღიური რეკომენდებული დოზაა 3-დან 12 გრამამდე დაყოფილი 2-4 მიღებისთვის. მძიმე შემთხვევების დროს პირამინოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალი დოზებით ინტრავენული ინფუზიის სახით.
კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ მკურნალობა გრძელდება პირამინოლის ტაბლეტებით.
მოზრდილები: ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომატიკური მკურნალობა (ტვინის მოქმედების გაუარესება). რეკომენდებული დღიური დოზა მერყეობს 2,4გრ-დან 4,8 გრამამდე, რომელიც დაიყოფა 2 ან 3 მიღებად.
კორტიკალური წარმოშობის მიოკლონუსის მკურნალობა (კუნთების მოულოდნელი, უნებლიე შეკუმშვა) დოზა იწყება 7,2გრ დან და 4,8 გრამით იზრდება ყოველ მე-3 ან მე-4 დღეს, მაქსიმუმ 24 გრამამდე დღეში, რომელიც ნაწილდება 2 ან 3 მიღებად. სხვა მიოკლონუსისსაწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა უნდა შენარჩუნდეს ამავე დოზებით. კლინიკური შედეგისგან გამომდინარე, თუ ეს შესაძლებელია, სხვა მსგავსი პრეპარატების დოზირება უნდა შემცირდეს. როდესაც იწყებთ მკურნალობას პირამინოლით უნდა იმკურნალოთ, სანამ გრძელდება ტვინის თავდაპირველი დაავადება. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების თვისებებზე და თქვენს ჩივილებზე. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პირამინოლით მკურნალობის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალინ სუსტი, მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან.
ვერტიგოს მკურნალობა – რეკომენდებულია დღიური დოზა, რომელიც მერყეობს 2,4-გრ.დან 4,8 გრ-მდე , რომელიც იყოფა 2-ან 3 მიღებად.
ნამგალისებრი- უჯრედული ვაზოოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 160მგ/კგ პერორალურად , დაყოფილი 4 მიღებად.
რეკომენდებული დღიური დოზა რემისიისთვის 300მგ/კგ ინტრავენურად დაყოფილი 4 მიღებად (გამოიყენება ინტრავენური და ინფუზიური გამოყენებისთვის).
160მგ/კგ ნაკლები დოზის ან არარეგულარულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრიზის განახლება.
ბავშვებში: ნამგალისებრი- უჯრედული ვაზოოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის.
რეკომენდებული დღიური დოზა პროფილაქტიკისთვის 160მგ/კგ პერორალურად, დაყოფილი 4 მიღებად. რეკომენდებული დღიური დოზა რემისიისთვის 300მგ/კგ ინტრავენურად, დაყოფილი 4 მიღებად (გამოიყენება ინტრავენური და ინფუზიური გამოყენებისთვის). 160მგ/კგ ნაკლები დოზის ან არარეგულარულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრიზის განახლება.
პირაცეტამი შესაძლოა გამოყენებულ იქნას 3 წლიდან ასაკის ბავშვებში ნამგალისებრი- უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დღიური დოზის გამოყენებით. (მგ/კგ-ზე)
დისლექსიის მკურნალობა მეტყველების მოტორულ თერაპიასთან კომბინაციაში
8 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დღიური დოზაა 3,2გ. დაყოფილი 2 მიღებად.
მიღების წესი:
პირამინოლის საინექციო ხსნარი გამოიყენება კუნთში, ნელი ინტრავენური ან ინფუზიურ სისტემაში შეყვანით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების ხასიათსა და თქვენს ჩივილებზე. თქვენ უნდა გამოიყენოთ პირამინოლი იმ ხანგრძლივობით, როგორც ამას გირჩევთ თქვენი ექიმი.
თუ თქვენ გამოტოვეთ პირამინოლის მისაღები დოზა,
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ თქვენ ხართ ალერგიული ან ზემგრძნობიარე პირაცეტამის აქტიური ნივთიერების ან მისი შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ, (რომლებიც ჩამოთვლილია პ.6);
- თუ თქვენ გაქვთ გამოვლენილი თირკმლის უკმარისობა;
- თუ თქვენ გაქვთ გენტინგტონის ქორეა ;
- ტვინში სისხლჩაქცევის დროს.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს პირამინოლის გამოყენებამდე და მიიღეთ რჩევა,
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ დოზის შემცირება პრობლემების სერიოზულობის გათვალისწინებით; თქვენი ექიმი თვითონ განსაზღვრავს თქვენი დოზირების კორექტირებას.
მიოკლონუსის მქონე პაციენტები უნდა მოუფრთხილდენ მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტას, რადგანაც ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნიოკლონუსური (რომელიც წარმოიქმნება მოულოდნელად) ან გენერალიზირებული (დიდი) კრუნჩხვები.
თუ თქვენ გაქვთ მწვავე სისხლდენა ან სისხლდენის რისკი .
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებდით, იყენებთ ან მომავალში გამოიყენებთ სხვა პრეპარატებს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ თირეოიდურ ჰორმონებს (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები), ანტიფსიქოტიკებს (ცნს ფუნქციის დამაქვეითებელი პრეპარატები), ფსიქოსტიმულატორები (ცნს მასტიმულირებელი მოქმედების პრეპარატები), ანტიკოაგულანტები (შისხლის შედედებისაწინააღმდეგო პრეპარატები).
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან ნებისმიერი წამლის მიღებამდე.
ორსულობა: საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო ორსული ქალებისთვის ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პრეპარატისგან სარგებელი მეტია, ვიდრე სავარაუდო რისკი.
ბავშვთა კვება: პირაცეტამი აღწევს დედის რძეში და ამიტომ ამ პრეპარატით მკურნალობა ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის. მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში კვება უნდა შეწყდეს.
მანქანის მართვა და მანქანებთან მუშაობა:
თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირამინოლის მიღებას და მისგან არასასურველი რეაქციებს შესაძლოა ჰქონდეს ზეგავლენა ადამიანის მანქანის მართვისა და მასთან მუშაობის უნარზე.
გამოყენება ბავშვებში:
პირამინოლი გამოიყენება ბავშვებშიც, რომლის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ასაკოვან პაციენტებში:
ასაკოვან პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა ითხოვს კრეატინინის კლირენსის რეგულარულ კონტროლს დოზის ადაპტირების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში. ეს პრეპარატი მოიცავს 1-მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ.) ნატრიუმს 24გრ პირაცეტამზე, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატს, ასევე პირამინოლს შეუძლია ჰქონდეს არასასურველი რეაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ აქვს ეს რეაქციები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ ზოგიერთი ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები, ან თუ თქვენ შეამჩნევთ ისეთ რეაქციებს, რომლებიც არ არის აქ მოცემული. შესაძლო არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
არასასურველი რეაქციების სიხშირე არის შემდეგი:
ძალიან ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 10-დან 1 ადამიანს):
ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1- 10 ადამიანს):
არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1- 10 ადამიანს):
იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 - 10 ადამიანს):
ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 ადამიანს):
უცნობი სიხშირით: (მონაცემები არ არის)
ხშირი:
ნერვული სისტემის დარღვევა: ჰიპერკინეზია ( გაზრდილი აქტიურობა ),
ფსიქიკური დარღვევები, ნერვიულობა,
გამოკვლევები: წონის მომატება;
არახშირი:
ნერვული სისტემის დარღვევა: ძილიანობა,
ზოგადი დარღვევები: ასთენია(სისუსტე) ,
იშვიათი:
ფსიქიური დარღვევები: დეპრესია,
სისხლძარღვთა დარღვევები: თრომბოფლებიტი, ჰიპოტონია.
უცნობი სიხშირით:
სისხლის და ლიმფური სისტემების დარღვევა: ჰემორაგიული დარღვევები,
იმუნური სისტემების დარღვევები: ანაფილაქტორული რეაქცია, ზემგრძნობელობა,
ფსიქიკური დარღვევები: აღგზნებადობა, შეშფოთება, დაბნეულობა და ჰალუცინაციები,
ნერვული სისტემის დარღვევა, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიის გაუარესება, თავის ტკივილი, უძილობა.
ყურის ლაბირინთის დარღვევა: ვერტიგო(თავბრუსხვევის გრძნობა).
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, დიარეა, ღებინება და გულისრევა.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევა: ანგიონერვოტიკული შეშუპება, დერმატიტი, პრურიტუსი, ურტიკარია.
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 000 მგ. პირაცეტამი 1 5მლ-იან ამპულაში.
სხვა შემადგენლობა: ნატრიუმის აცეტატი ტრიჰიდრატი, ძმარმჟავა 0,1 მმოლ/ლ, საინექციო წყალი.
პირამინოლის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა:
პირამინოლი არის გამჭვირვალე უფერო ხსნარი შუშის ამპულებში, 5მლ. მოცულობით. ამპულაზე არის მარკირება ამპულის გასახსნელად – ფერადი წერტილი.
10 ამპულა პვქ/ ალუმინის ბლისტერში.
1 ან 5 ბლისტერი მუყაოსკოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში მზისგან დასაცავად. შეინახეთ 250 ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პირამინოლი შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ეს პრეპარატი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის
პირამინოლი ® 200 მგ/მლ, საინექციო ხსნარი
PYRAMINOL® 200 mg/ml
solution for injection
პირაცეტამი (piracetam)
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვას. მან შეიძლება მას ზიანი მიაყენოს მიუხედავად იმისა, თუ თქვენი დაავადების ნიშნები არის მსგავსი.
თუ თქვენ გაგიჩნდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში;
რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.
რას წარმოადგენს პირამინოლი და რისთვის გამოიყენება ის.
რა უნდა იცოდეთ პირამინოლის მიღებამდე.
როგორ მიიღოთ პირამინოლი
შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორ ინახება პირამინოლი
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს პირამინოლი და რისთვის გამოიყენება ის.
პირამინოლი განეკუთვნება ნოოტროპული სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც არის გამმა- ამინოზეთოვანი მჟავას წარმოებული. პირამინოლი აუმჯობესებს და აღადგენს ცნობიერების შესაძლებლობებს ტვინის სხვადასხვა დაზიანებების შემდეგ, მაგ. ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა, ინტოქსიკაცია (მოწამვლა) და სხვა) ფსიქომასტიმულირებელი და სედატიური ქმედებების გარეშე.
პირამინოლი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. ის გამოიყენება
მოზრდილებში
ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომატიკური მკურნალობისთვის, რომლებიც გამოვლინდება შემდეგში: მახსოვრობის დარღვევა, ყურადღების გაფანტვა და მოტივაციის არარსებობა.
კორტიკალური მიოკლონუსის მკურნალობა დამოუკიდებლად ან სხვა ანტიკონვულსანტებთან ერთად კომბინაციაში.
ვერტიგოს მკურნალობისთვის და მასთან დაკავშირებულ წონასწორობის დარღვევის სამკურნალოდ, ვაზომოტორული და ფსიქიკური წარმოშობის თავბრუსხვევის გარდა.
ნამგალისებრი-უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის.
ბავშვებში:
დისლექსიის სამკურნალოდ მეტყველების მოტორულ თერაპიასთან ერთობლიობაში.
ნამგალისებრ-უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის.
- რა უნდა იცოდეთ პირამინოლის გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ პირამინოლი:
- თუ თქვენ ხართ ალერგიული ან ზემგრძნობიარე პირაცეტამის აქტიური ნივთიერების ან მისი შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ, (რომლებიც ჩამოთვლილია პ.6);
- თუ თქვენ გაქვთ გამოვლენილი თირკმლის უკმარისობა;
- თუ თქვენ გაქვთ გენტინგტონის ქორეა ;
- ტვინში სისხლჩაქცევის დროს.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
მიმართეთ თქვენს ექიმს პირამინოლის გამოყენებამდე და მიიღეთ რჩევა,
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ დოზის შემცირება პრობლემების სერიოზულობის გათვალისწინებით; თქვენი ექიმი თვითონ განსაზღვრავს თქვენი დოზირების კორექტირებას.
მიოკლონუსის მქონე პაციენტები უნდა მოუფრთხილდენ მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტას, რადგანაც ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნიოკლონუსური (რომელიც წარმოიქმნება მოულოდნელად) ან გენერალიზირებული (დიდი) კრუნჩხვები.
თუ თქვენ გაქვთ მწვავე სისხლდენა ან სისხლდენის რისკი .
სხვა წამლები და პირამინოლი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებდით, იყენებთ ან მომავალში გამოიყენებთ სხვა პრეპარატებს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ თირეოიდურ ჰორმონებს (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები), ანტიფსიქოტიკებს (ცნს ფუნქციის დამაქვეითებელი პრეპარატები), ფსიქოსტიმულატორები (ცნს მასტიმულირებელი მოქმედების პრეპარატები), ანტიკოაგულანტები (შისხლის შედედებისაწინააღმდეგო პრეპარატები).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილიტეტი:
მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან ნებისმიერი წამლის მიღებამდე.
ორსულობა: საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო ორსული ქალებისთვის ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პრეპარატისგან სარგებელი მეტია, ვიდრე სავარაუდო რისკი.
ბავშვთა კვება: პირაცეტამი აღწევს დედის რძეში და ამიტომ ამ პრეპარატით მკურნალობა ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის. მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში კვება უნდა შეწყდეს.
მანქანის მართვა და მანქანებთან მუშაობა:
თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირამინოლის მიღებას და მისგან არასასურველი რეაქციებს შესაძლოა ჰქონდეს ზეგავლენა ადამიანის მანქანის მართვისა და მასთან მუშაობის უნარზე.
გამოყენება ბავშვებში:
პირამინოლი გამოიყენება ბავშვებშიც, რომლის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ასაკოვან პაციენტებში:
ასაკოვან პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა ითხოვს კრეატინინის კლირენსის რეგულარულ კონტროლს დოზის ადაპტირების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში. ეს პრეპარატი მოიცავს 1-მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ.) ნატრიუმს 24გრ პირაცეტამზე, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
- როგორ გამოვიყენოთ პირამინოლი
ყოველთვის გამოიყენეთ პირამინოლი ისე, როგორც ამას ექიმი გირჩევთ. თუ თქვენ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დოზას ადგენს მკურნალი ექიმი კლინიკური სიმპტომების გამოვლენის გათვალისწინებით. დღიური რეკომენდებული დოზაა 3-დან 12 გრამამდე დაყოფილი 2-4 მიღებისთვის. მძიმე შემთხვევების დროს პირამინოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალი დოზებით ინტრავენული ინფუზიის სახით.
კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ მკურნალობა გრძელდება პირამინოლის ტაბლეტებით.
მოზრდილები: ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომატიკური მკურნალობა (ტვინის მოქმედების გაუარესება). რეკომენდებული დღიური დოზა მერყეობს 2,4გრ-დან 4,8 გრამამდე, რომელიც დაიყოფა 2 ან 3 მიღებად.
კორტიკალური წარმოშობის მიოკლონუსის მკურნალობა (კუნთების მოულოდნელი, უნებლიე შეკუმშვა) დოზა იწყება 7,2გრ დან და 4,8 გრამით იზრდება ყოველ მე-3 ან მე-4 დღეს, მაქსიმუმ 24 გრამამდე დღეში, რომელიც ნაწილდება 2 ან 3 მიღებად. სხვა მიოკლონუსისსაწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა უნდა შენარჩუნდეს ამავე დოზებით. კლინიკური შედეგისგან გამომდინარე, თუ ეს შესაძლებელია, სხვა მსგავსი პრეპარატების დოზირება უნდა შემცირდეს. როდესაც იწყებთ მკურნალობას პირამინოლით უნდა იმკურნალოთ, სანამ გრძელდება ტვინის თავდაპირველი დაავადება. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების თვისებებზე და თქვენს ჩივილებზე. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პირამინოლით მკურნალობის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალინ სუსტი, მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან.
ვერტიგოს მკურნალობა – რეკომენდებულია დღიური დოზა, რომელიც მერყეობს 2,4-გრ.დან 4,8 გრ-მდე , რომელიც იყოფა 2-ან 3 მიღებად.
ნამგალისებრი- უჯრედული ვაზოოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 160მგ/კგ პერორალურად , დაყოფილი 4 მიღებად.
რეკომენდებული დღიური დოზა რემისიისთვის 300მგ/კგ ინტრავენურად დაყოფილი 4 მიღებად (გამოიყენება ინტრავენური და ინფუზიური გამოყენებისთვის).
160მგ/კგ ნაკლები დოზის ან არარეგულარულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრიზის განახლება.
ბავშვებში: ნამგალისებრი- უჯრედული ვაზოოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის.
რეკომენდებული დღიური დოზა პროფილაქტიკისთვის 160მგ/კგ პერორალურად, დაყოფილი 4 მიღებად. რეკომენდებული დღიური დოზა რემისიისთვის 300მგ/კგ ინტრავენურად, დაყოფილი 4 მიღებად (გამოიყენება ინტრავენური და ინფუზიური გამოყენებისთვის). 160მგ/კგ ნაკლები დოზის ან არარეგულარულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრიზის განახლება.
პირაცეტამი შესაძლოა გამოყენებულ იქნას 3 წლიდან ასაკის ბავშვებში ნამგალისებრი- უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დღიური დოზის გამოყენებით. (მგ/კგ-ზე)
დისლექსიის მკურნალობა მეტყველების მოტორულ თერაპიასთან კომბინაციაში
8 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დღიური დოზაა 3,2გ. დაყოფილი 2 მიღებად.
მიღების წესი:
პირამინოლის საინექციო ხსნარი გამოიყენება კუნთში, ნელი ინტრავენური ან ინფუზიურ სისტემაში შეყვანით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების ხასიათსა და თქვენს ჩივილებზე. თქვენ უნდა გამოიყენოთ პირამინოლი იმ ხანგრძლივობით, როგორც ამას გირჩევთ თქვენი ექიმი.
თუ თქვენ გამოტოვეთ პირამინოლის მისაღები დოზა,
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები.
როგორც ყველა პრეპარატს, ასევე პირამინოლს შეუძლია ჰქონდეს არასასურველი რეაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ აქვს ეს რეაქციები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ ზოგიერთი ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები, ან თუ თქვენ შეამჩნევთ ისეთ რეაქციებს, რომლებიც არ არის აქ მოცემული. შესაძლო არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
არასასურველი რეაქციების სიხშირე არის შემდეგი:
ძალიან ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 10-დან 1 ადამიანს):
ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1- 10 ადამიანს):
არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1- 10 ადამიანს):
იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 - 10 ადამიანს):
ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 ადამიანს):
უცნობი სიხშირით: (მონაცემები არ არის)
ხშირი:
ნერვული სისტემის დარღვევა: ჰიპერკინეზია ( გაზრდილი აქტიურობა ),
ფსიქიკური დარღვევები, ნერვიულობა,
გამოკვლევები: წონის მომატება;
არახშირი:
ნერვული სისტემის დარღვევა: ძილიანობა,
ზოგადი დარღვევები: ასთენია(სისუსტე) ,
იშვიათი:
ფსიქიური დარღვევები: დეპრესია,
სისხლძარღვთა დარღვევები: თრომბოფლებიტი, ჰიპოტონია.
უცნობი სიხშირით:
სისხლის და ლიმფური სისტემების დარღვევა: ჰემორაგიული დარღვევები,
იმუნური სისტემების დარღვევები: ანაფილაქტორული რეაქცია, ზემგრძნობელობა,
ფსიქიკური დარღვევები: აღგზნებადობა, შეშფოთება, დაბნეულობა და ჰალუცინაციები,
ნერვული სისტემის დარღვევა, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიის გაუარესება, თავის ტკივილი, უძილობა.
ყურის ლაბირინთის დარღვევა: ვერტიგო(თავბრუსხვევის გრძნობა).
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, დიარეა, ღებინება და გულისრევა.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევა: ანგიონერვოტიკული შეშუპება, დერმატიტი, პრურიტუსი, ურტიკარია.
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.
- როგორ შევინახოთ პირამინოლი
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში მზისგან დასაცავად. შეინახეთ 250 ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პირამინოლი შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ეს პრეპარატი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
რას შეიცავს შეფუთვა:
აქტიური ნივთიერება: 1 000 მგ. პირაცეტამი 1 5მლ-იან ამპულაში.
სხვა შემადგენლობა: ნატრიუმის აცეტატი ტრიჰიდრატი, ძმარმჟავა 0,1 მმოლ/ლ, საინექციო წყალი.
პირამინოლის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა:
პირამინოლი არის გამჭვირვალე უფერო ხსნარი შუშის ამპულებში, 5მლ. მოცულობით. ამპულაზე არის მარკირება ამპულის გასახსნელად – ფერადი წერტილი.
10 ამპულა პვქ/ ალუმინის ბლისტერში.
1 ან 5 ბლისტერი მუყაოსკოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი: სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, „ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16
ინსტრუქციის გადასინჯვის ბოლო თარიღი: მაისი 2012 წ.
_____________________________________________________________________
თარგმნის სინამდვილეს და სისწორეს ვადასტურებ
თარჯიმანი: /გუკას ნერსესოვი/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


