პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

პირამინოლი 800მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

PYRAMINOL® 800mg film-coated tablets

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

პირამინოლი განეკუთვნება ნოოტროპული სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც არის გამმა ამინოზეთოვანი მჟავას წარმოებული.პირამინოლი აუმჯობესებს და აღადგენს ცნობიერების შესაძლებლობებს ტვინის სხვადასხვა დაზიანებების შემდეგ, მაგ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პირაცეტამი (piracetam)
ფორმა და შეფუთვა
800მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფისქოანალეფსიურები, სხვა ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპულები
ATC კოდი
N06BX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-025972
რეგისტრირებულია
3 აგვისტო 2018, მოქმედებს 3 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქრთველოში
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპირამინოლი 800მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

პირამინოლი 800მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირამინოლი განეკუთვნება ნოოტროპული სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც არის გამმა ამინოზეთოვანი მჟავას წარმოებული.პირამინოლი აუმჯობესებს და აღადგენს ცნობიერების შესაძლებლობებს ტვინის სხვადასხვა დაზიანებების შემდეგ, მაგ. ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა, ინტოქსიკაცია (მოწამვლა) და სხვა) ფსიქომასტიმულირებელი და სედატიური ქმედებების გარეშე.

პირამინოლი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. ის გამოიყენება მოზრდილებში:

ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომატიკური მკურნალობისთვის, რომლებიც გამოვლინდება შემდეგში: მახსოვრობის დარღვევა, ყურადღების გაფანტვა და მოტივაციის არარსებობა.

კორტიკალური მიოკლონუსის მკურნალობა დამოუკიდებლად ან სხვა ანტიკონვულსანტებთან ერთად კომბინაციაში.

ვერტიგოს მკურნალობისთვის და მასთან დაკავშირებულ წონასწორობის დარღვევის სამკურნალოდ, ვაზომატორული და ფსიქიკური წარმოშობის თავბრუსხვევის გარდა.

ნამგალისებრ-უჯრედულ ვაზოოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის.

ბავშვებში:

დისლექსიის სამკურნალოდ შესაბის ზომებთან ერთობლიობაში, როგორიცაა მეტყველების მოტორული თერაპია.

ნამგლისებრ-უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ პირამინოლი ისე, როგორც ამას ექიმი გირჩევთ. თუ თქვენ რაღაცაში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არსებული ჩვენებებიდან გამომდინარე, განისაზღვრება დღეში შემდეგი დოზის მიღება:

მოზრდილები: ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომატიკური მკურნალობა (ტვინის მოქმედების გაუარესება). რეკომენდებული დღიური დოზა მერყეობს 2,4 გრ-დან 4,8 გრამამდე, რომელიც დაიყოფა 2 ან 3 მიღებად.

კორტიკალური წარმოშობის მიოკლონუსის მკურნალობა (მოულოდნელი უნებლიე კუნთების შეკუმშვა) დოზა იწყება 7,2გრ დან და 4,8 გრამით იზრდება ყოველ მე-3 ან მე-4 დღეს მაქსიმუმ 24 გრამამდე დღეში, რომელიც ნაწილდება 2 ან 3 მიღებად. სხვა მიოკლონუსისსაწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა უნდა შენარჩუნდეს ამავე დოზებით. კლინიკური შედეგისგან გამომდინარე, თუ ეს შესაძლებელია, სხვა მსგავსი პრეპარატების დოზირება უნდა შემცირდეს.

როდესაც იწყებთ მკურნალობას პირამინოლით , უნდა იმკურნალოთ იმდენი ხანი, სანამ გრძელდება ტვინის თავდაპირველი დაავადება. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების თვისებებზე და თქვენს ჩივილებზე. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პირამინოლით მკურნალობის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალინ სუსტი, მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ან ფარმაცევტისგან.

ვერტიგოს მკურნალობა – რეკომენდებულია დღიური დოზა, რომელიც მერყეობს 2,4-გრ.დან 4,8 გრ-დე რომელიც იყოფა 2-ან 3 მიღებად.

ნამგალისებრი-უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის დღიური დოზაა 160მგ/კგ პერორალურად დაყოფილი 4 მიღებად. რეკომენდებული დღიური დოზა რემისიისთვის 300მგ/კგ ინტრავენურად დაყოფილი 4 მიღებად (გამოიყენება ინტრავენური და ინფუზიური გამოყენებისთვის).

160მგ/კგ-ზე ნაკლები დოზის ან არარეგულარულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრიზის განახლება.

ბავშვებში: ნამგალისებრ- უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის. რეკომენდებული დღიური დოზა რემისიისთვის 300მგ/კგ ინტრავენურად დაყოფილი 4 მიღებად (გამოიყენება ინტრავენური და ინფუზიური გამოყენებისთვის). 160მგ/კგ -ზე ნაკლები დოზის ან არარეგულარულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრიზის განახლება.

პირაცეტამი შესაძლოა გამოყენებულ იქნას 3 წლიდან ასაკის ბავშვებში ნამგალისებრი- უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დღიური დოზის გამოყენებით(მგ/კგ).

დისლექსიის მკურნალობა მეტყველების მოტორულ თერაპიასთან კომბინაციაში 8 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დღიური დოზაა 3,2გრ. დაყოფილი 2 მიღებად.

მიღების წესი:

ტაბლეტები მიიღება მთლიანად ჭამამდე ან ჭამის შემდეგ წყალთან ერთად. რეკომენდებულია დღიური დოზა გაიყოს 2 ან 4 მიღებად.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების ხასიათსა და თქვენს ჩივილებზე. თქვენ უნდა გამოიყენოთ პირამინოლი იმ ხანგრძლივობით, როგორც ამას გირჩევთ თქვენი ექიმი.

თუ თქვენ მიიღეთ პირამინოლის ზედმეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ პირამინოლის დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ თქვენ გამოტოვეთ პირამინოლის მისაღები დოზა, არ მიიღოთ ზედმეტი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დადგენილი სქემით.

თუ თქვენ შეაჩერეთ პირამინოლის მიღება: - პირამინოლით მკურნალობის შეჩერება უნდა მოხდეს თანდათანობით 1-2 კვირის განმავლობაში.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ თქვენ ხართ ალერგიული ან ზემგრძნობიარე პირაცეტამის აქტიური ნივთიერების ან მისი შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ, (რომლებიც ჩამოთვლილია პ.6);

თუ თქვენ გაქვთ გამოვლენილი თირკმლის უკმარისობა;

თუ თქვენ გაქვთ გენტინგტონის ქორეა ;

თავის ტვინში სისხლჩაქცევის დროს.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს პირამინოლის გამოყენებამდე და მიიღეთ რჩევა,

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მხრივ პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ დოზის შემცირება პრობლემების სერიოზულობის გათვალისწინებით; თქვენი ექიმი თვითონ განსაზღვრავს თქვენი დოზირების კორექტირებას.

მიოკლონუსის მქონე პაციენტები უნდა მოუფრთხილდენ მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტას, რადგანაც ამან შესაძლოა გამოიწვიოს მიოკლონუსური (რომელიც წარმოიქმნება მოულოდნელად) ან გენერალიზირებული (დიდი) კრუნჩხვები.

თუ თქვენ გაქვთ მწვავე სისხლდენა ან სისხლდენის რისკი .

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებდით, იყენებთ ან მომავალში გამოიყენებთ სხვა პრეპარატებს.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ თირეოიდურ ჰორმონებს (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები), ანტიფსიქოტურ საშუალებებს (ცნს ფუნქციის დამთრგუნავი პრეპარატები), ფსიქოსტიმულატორები (ცნს მასტიმულირებელი მოქმედების პრეპარატები), ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედებისაწინააღმდეგო პრეპარატები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან ნებისმიერი წამლის მიღებამდე.

ორსულობა: საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო ორსული ქალებისთვის ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პრეპარატისგან სარგებელი მეტია, ვიდრე სავარაუდო რისკი.

ბავშვთა კვება: პირაცეტამი აღწევს დედის რძეში და ამიტომ ამ პრეპარატით მკურნალობა ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის. მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში კვება უნდა შეწყდეს.

მანქანის მართვა და მანქანებთან მუშაობა:

პირამინოლის გამოყენებისას შესაძლებელია ისეთი არასასურველი ეფექტების გამოვლენა, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა, რის გამოც ა/მანქანების მძღოლები და მანქანების ოპერატორები უნდა იყვნენ ყურადღებით.

გამოყენება ბავშვებში:

პირამინოლი გამოიყენება ბავშვებშიც, რომლის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

ასაკოვან პაციენტებში:

ასაკოვანი პაციენტებისთვის რეკომენდებულია პერიოდულად მიმართონ თავის მკურნალ ექიმს დოზის გაკონტროლების მიზნით. პირამინოლი 800მგ. ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (ტაბლეტის გარსში) და თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, უნდა მიმართოთ მას ამ პრეპარატის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, ასევე პირამინოლს შეუძლია ჰქონდეს არასასურველი რეაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ აქვს ეს რეაქციები.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ ზოგიერთი ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები, ან თუ თქვენ შეამჩნევთ ისეთ რეაქციებს, რომლებიც არ არის აქ მოცემული. შესაძლო არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

არასასურველი რეაქციების სიხშირე არის შემდეგი:

ძალიან ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 10-დან 1 ადამიანს):

ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1- 10 ადამიანს):

არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1- 10 ადამიანს):

იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 - 10 ადამიანს):

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 ადამიანს):

უცნობი სიხშირით: (მონაცემები არ არის)

ხშირი:

ნერვული სისტემის დარღვევა: ჰიპერკინეზია ( გაზრდილი აქტიურობა ),

ფსიქიკური დარღვევები, ნერვიულობა,

გამოკვლევები: წონის მომატება;

არახშირი:

ნერვული სისტემის დარღვევა: ძილიანობა,

ზოგადი დარღვევები: ასთენია(სისუსტე) ,

იშვიათი:

ფსიქიური დარღვევები: დეპრესია,

სისხლძარღვთა დარღვევები: თრომბოფლებიტი, ჰიპოტონია.

უცნობი სიხშირით:

სისხლის და ლიმფური სისტემების დარღვევა: ჰემორაგიული დარღვევები,

იმუნური სისტემების დარღვევები: ანაფილაქტორული რეაქცია, ზემგრძნობელობა,

ფსიქიკური დარღვევები: აღგზნებადობა, შეშფოთება, დაბნეულობა და ჰალუცინაციები,

ნერვული სისტემის დარღვევა, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიის გაუარესება, თავის ტკივილი, უძილობა.

ყურის ლაბირინთის დარღვევა: ვერტიგო(თავბრუსხვევის გრძნობა).

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, დიარეა, ღებინება და გულისრევა.

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევა: ანგიონერვოტიკული შეშუპება, დერმატიტი, პრურიტუსი, ურტიკარია.

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს 800 მგ. პირაცეტამს.

სხვა შემადგენლობა: პირამინოლის სხვა შემადგენლობა: კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი , კოლოიდური უწყლო;

აპკისებრი გარსის შემადგენლობა: თეთრი ოპადრაი (ჰიმპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3000, ტრიაცეტინი).

როგორ გამოიყურება პირამინოლი 800 მგ და რას შეიცავს შეფუთვა:

მოგრძო, ორივე მხარეს ამობურცული ტაბლეტები ორმხრივ გამყოფი ხაზით, თეთრი და თითქმის თეთრი ფერის უსუნო ტაბლეტები. მუყაოს შეფუთვა შეიცავს 2 ან 6 ალუმინის ბლისტერს თითოზე 10 ტაბლეტით ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას . შეინახეთ 250 C- ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად ითველაბა შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო რიცხვი.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ეს პრეპარატი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის

პირამინოლი ® 800 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები

PYRAMINOL® 800 mg film-coated tablets

პირაცეტამი (piracetam)

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვას. მან შეიძლება მას ზიანი მიაყენოს მიუხედავად იმისა, თუ თქვენი დაავადების ნიშნები არის მსგავსი.

თუ თქვენ გაგიჩნდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში;

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.

რას წარმოადგენს პირამინოლი და რისთვის გამოიყენება ის.

რა უნდა იცოდეთ პირამინოლის მიღებამდე.

როგორ მიიღოთ პირამინოლი

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

პირამინოლის შენახვა.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს პირამინოლი და რისთვის გამოიყენება ის.

პირამინოლი განეკუთვნება ნოოტროპული სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც არის გამმა ამინოზეთოვანი მჟავას წარმოებული.პირამინოლი აუმჯობესებს და აღადგენს ცნობიერების შესაძლებლობებს ტვინის სხვადასხვა დაზიანებების შემდეგ, მაგ. ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა, ინტოქსიკაცია (მოწამვლა) და სხვა) ფსიქომასტიმულირებელი და სედატიური ქმედებების გარეშე.

პირამინოლი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. ის გამოიყენება მოზრდილებში:

ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომატიკური მკურნალობისთვის, რომლებიც გამოვლინდება შემდეგში: მახსოვრობის დარღვევა, ყურადღების გაფანტვა და მოტივაციის არარსებობა.

კორტიკალური მიოკლონუსის მკურნალობა დამოუკიდებლად ან სხვა ანტიკონვულსანტებთან ერთად კომბინაციაში.

ვერტიგოს მკურნალობისთვის და მასთან დაკავშირებულ წონასწორობის დარღვევის სამკურნალოდ, ვაზომატორული და ფსიქიკური წარმოშობის თავბრუსხვევის გარდა.

ნამგალისებრ-უჯრედულ ვაზოოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის.

ბავშვებში:

დისლექსიის სამკურნალოდ შესაბის ზომებთან ერთობლიობაში, როგორიცაა მეტყველების მოტორული თერაპია.

ნამგლისებრ-უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის.

  • რა უნდა იცოდეთ პირამინოლის გამოყენებამდე.

არ გამოიყენოთ პირამინოლი:

თუ თქვენ ხართ ალერგიული ან ზემგრძნობიარე პირაცეტამის აქტიური ნივთიერების ან მისი შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ, (რომლებიც ჩამოთვლილია პ.6);

თუ თქვენ გაქვთ გამოვლენილი თირკმლის უკმარისობა;

თუ თქვენ გაქვთ გენტინგტონის ქორეა ;

თავის ტვინში სისხლჩაქცევის დროს.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

მიმართეთ თქვენს ექიმს პირამინოლის გამოყენებამდე და მიიღეთ რჩევა,

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მხრივ პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ დოზის შემცირება პრობლემების სერიოზულობის გათვალისწინებით; თქვენი ექიმი თვითონ განსაზღვრავს თქვენი დოზირების კორექტირებას.

მიოკლონუსის მქონე პაციენტები უნდა მოუფრთხილდენ მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტას, რადგანაც ამან შესაძლოა გამოიწვიოს მიოკლონუსური (რომელიც წარმოიქმნება მოულოდნელად) ან გენერალიზირებული (დიდი) კრუნჩხვები.

თუ თქვენ გაქვთ მწვავე სისხლდენა ან სისხლდენის რისკი .

სხვა წამლები და პირამინოლი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებდით, იყენებთ ან მომავალში გამოიყენებთ სხვა პრეპარატებს.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ თირეოიდურ ჰორმონებს (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები), ანტიფსიქოტურ საშუალებებს (ცნს ფუნქციის დამთრგუნავი პრეპარატები), ფსიქოსტიმულატორები (ცნს მასტიმულირებელი მოქმედების პრეპარატები), ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედებისაწინააღმდეგო პრეპარატები).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილიტეტი:

მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან ნებისმიერი წამლის მიღებამდე.

ორსულობა: საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო ორსული ქალებისთვის ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პრეპარატისგან სარგებელი მეტია, ვიდრე სავარაუდო რისკი.

ბავშვთა კვება: პირაცეტამი აღწევს დედის რძეში და ამიტომ ამ პრეპარატით მკურნალობა ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის. მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში კვება უნდა შეწყდეს.

მანქანის მართვა და მანქანებთან მუშაობა:

პირამინოლის გამოყენებისას შესაძლებელია ისეთი არასასურველი ეფექტების გამოვლენა, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა, რის გამოც ა/მანქანების მძღოლები და მანქანების ოპერატორები უნდა იყვნენ ყურადღებით.

გამოყენება ბავშვებში:

პირამინოლი გამოიყენება ბავშვებშიც, რომლის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

ასაკოვან პაციენტებში:

ასაკოვანი პაციენტებისთვის რეკომენდებულია პერიოდულად მიმართონ თავის მკურნალ ექიმს დოზის გაკონტროლების მიზნით. პირამინოლი 800მგ. ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (ტაბლეტის გარსში) და თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, უნდა მიმართოთ მას ამ პრეპარატის მიღებამდე.

  • როგორ გამოვიყენოთ პირამინოლი

ყოველთვის გამოიყენეთ პირამინოლი ისე, როგორც ამას ექიმი გირჩევთ. თუ თქვენ რაღაცაში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არსებული ჩვენებებიდან გამომდინარე, განისაზღვრება დღეში შემდეგი დოზის მიღება:

მოზრდილები: ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომატიკური მკურნალობა (ტვინის მოქმედების გაუარესება). რეკომენდებული დღიური დოზა მერყეობს 2,4 გრ-დან 4,8 გრამამდე, რომელიც დაიყოფა 2 ან 3 მიღებად.

კორტიკალური წარმოშობის მიოკლონუსის მკურნალობა (მოულოდნელი უნებლიე კუნთების შეკუმშვა) დოზა იწყება 7,2გრ დან და 4,8 გრამით იზრდება ყოველ მე-3 ან მე-4 დღეს მაქსიმუმ 24 გრამამდე დღეში, რომელიც ნაწილდება 2 ან 3 მიღებად. სხვა მიოკლონუსისსაწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა უნდა შენარჩუნდეს ამავე დოზებით. კლინიკური შედეგისგან გამომდინარე, თუ ეს შესაძლებელია, სხვა მსგავსი პრეპარატების დოზირება უნდა შემცირდეს.

როდესაც იწყებთ მკურნალობას პირამინოლით , უნდა იმკურნალოთ იმდენი ხანი, სანამ გრძელდება ტვინის თავდაპირველი დაავადება. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების თვისებებზე და თქვენს ჩივილებზე. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პირამინოლით მკურნალობის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალინ სუსტი, მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ან ფარმაცევტისგან.

ვერტიგოს მკურნალობა – რეკომენდებულია დღიური დოზა, რომელიც მერყეობს 2,4-გრ.დან 4,8 გრ-დე რომელიც იყოფა 2-ან 3 მიღებად.

ნამგალისებრი-უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის დღიური დოზაა 160მგ/კგ პერორალურად დაყოფილი 4 მიღებად. რეკომენდებული დღიური დოზა რემისიისთვის 300მგ/კგ ინტრავენურად დაყოფილი 4 მიღებად (გამოიყენება ინტრავენური და ინფუზიური გამოყენებისთვის).

160მგ/კგ-ზე ნაკლები დოზის ან არარეგულარულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრიზის განახლება.

ბავშვებში: ნამგალისებრ- უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისა და რემისიისთვის. რეკომენდებული დღიური დოზა რემისიისთვის 300მგ/კგ ინტრავენურად დაყოფილი 4 მიღებად (გამოიყენება ინტრავენური და ინფუზიური გამოყენებისთვის). 160მგ/კგ -ზე ნაკლები დოზის ან არარეგულარულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრიზის განახლება.

პირაცეტამი შესაძლოა გამოყენებულ იქნას 3 წლიდან ასაკის ბავშვებში ნამგალისებრი- უჯრედული ვაზო-ოკლუზიური კრიზის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დღიური დოზის გამოყენებით(მგ/კგ).

დისლექსიის მკურნალობა მეტყველების მოტორულ თერაპიასთან კომბინაციაში 8 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დღიური დოზაა 3,2გრ. დაყოფილი 2 მიღებად.

მიღების წესი:

ტაბლეტები მიიღება მთლიანად ჭამამდე ან ჭამის შემდეგ წყალთან ერთად. რეკომენდებულია დღიური დოზა გაიყოს 2 ან 4 მიღებად.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების ხასიათსა და თქვენს ჩივილებზე. თქვენ უნდა გამოიყენოთ პირამინოლი იმ ხანგრძლივობით, როგორც ამას გირჩევთ თქვენი ექიმი.

თუ თქვენ მიიღეთ პირამინოლის ზედმეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ პირამინოლის დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ თქვენ გამოტოვეთ პირამინოლის მისაღები დოზა, არ მიიღოთ ზედმეტი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დადგენილი სქემით.

თუ თქვენ შეაჩერეთ პირამინოლის მიღება: - პირამინოლით მკურნალობის შეჩერება უნდა მოხდეს თანდათანობით 1-2 კვირის განმავლობაში.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები.

როგორც ყველა პრეპარატს, ასევე პირამინოლს შეუძლია ჰქონდეს არასასურველი რეაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ აქვს ეს რეაქციები.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ ზოგიერთი ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები, ან თუ თქვენ შეამჩნევთ ისეთ რეაქციებს, რომლებიც არ არის აქ მოცემული. შესაძლო არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

არასასურველი რეაქციების სიხშირე არის შემდეგი:

ძალიან ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 10-დან 1 ადამიანს):

ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1- 10 ადამიანს):

არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1- 10 ადამიანს):

იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 - 10 ადამიანს):

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 ადამიანს):

უცნობი სიხშირით: (მონაცემები არ არის)

ხშირი:

ნერვული სისტემის დარღვევა: ჰიპერკინეზია ( გაზრდილი აქტიურობა ),

ფსიქიკური დარღვევები, ნერვიულობა,

გამოკვლევები: წონის მომატება;

არახშირი:

ნერვული სისტემის დარღვევა: ძილიანობა,

ზოგადი დარღვევები: ასთენია(სისუსტე) ,

იშვიათი:

ფსიქიური დარღვევები: დეპრესია,

სისხლძარღვთა დარღვევები: თრომბოფლებიტი, ჰიპოტონია.

უცნობი სიხშირით:

სისხლის და ლიმფური სისტემების დარღვევა: ჰემორაგიული დარღვევები,

იმუნური სისტემების დარღვევები: ანაფილაქტორული რეაქცია, ზემგრძნობელობა,

ფსიქიკური დარღვევები: აღგზნებადობა, შეშფოთება, დაბნეულობა და ჰალუცინაციები,

ნერვული სისტემის დარღვევა, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიის გაუარესება, თავის ტკივილი, უძილობა.

ყურის ლაბირინთის დარღვევა: ვერტიგო(თავბრუსხვევის გრძნობა).

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, დიარეა, ღებინება და გულისრევა.

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევა: ანგიონერვოტიკული შეშუპება, დერმატიტი, პრურიტუსი, ურტიკარია.

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.

  • როგორ შევინახოთ პირამინოლი

შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას . შეინახეთ 250 C- ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად ითველაბა შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო რიცხვი.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ეს პრეპარატი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს შეფუთვა:

აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს 800 მგ. პირაცეტამს.

სხვა შემადგენლობა: პირამინოლის სხვა შემადგენლობა: კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი , კოლოიდური უწყლო;

აპკისებრი გარსის შემადგენლობა: თეთრი ოპადრაი (ჰიმპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3000, ტრიაცეტინი).

როგორ გამოიყურება პირამინოლი 800 მგ და რას შეიცავს შეფუთვა:

მოგრძო, ორივე მხარეს ამობურცული ტაბლეტები ორმხრივ გამყოფი ხაზით, თეთრი და თითქმის თეთრი ფერის უსუნო ტაბლეტები. მუყაოს შეფუთვა შეიცავს 2 ან 6 ალუმინის ბლისტერს თითოზე 10 ტაბლეტით ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი: სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, „ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16

ინსტრუქციის გადასინჯვის ბოლო თარიღი: მაისი 2012 წ.

_____________________________________________________________________

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა