პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ლენამერი

LENAMER

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადტაივანი
რისთვის გამოიყენება

რა არის ლენამერი ლენამერი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას „ლენალიდომიდს“. ეს პრეპარატი მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენი იმუნური სისტემის მუშაობაზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლენალიდი (lenalidomide)
ფორმა და შეფუთვა
10მგ მყარი კაფსულა №21 (3X7)
მწარმოებელი
Lotus Pharmaceutical Co, Ltd., ტაივანი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AX04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043850
რეგისტრირებულია
14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MERMISI LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალენამერი და სხვა წამალი ერთად

ლენამერი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის ლენამერი

ლენამერი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას „ლენალიდომიდს“. ეს პრეპარატი მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენი იმუნური სისტემის მუშაობაზე.

რისთვის გამოიყენება ლენამერი

ლენამერი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი მდგომარეობების დროს:

მრავლობითი მიელომა

მიელოდისპლაზიური სინდრომები

მანტიის უჯრედის ლიმფომა

ფოლიკულური ლიმფომა

მრავლობითი მიელომა

მრავლობითი მიელომა კიბოს სახეობაა, რომელიც აზიანებს სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეულ ტიპს, რომელსაც პლაზმური უჯრედები ეწოდება. ეს უჯრედები გროვდება ძვლის ტვინში, იყოფა და ეს პროცესი უკონტროლო ხდება. აღნიშნულმა შეიძლება დააზიანოს ძვლები და თირკმლები.

როგორც წესი, მრავლობითი მიელომის განკურნება შეუძლებელია. თუმცა, ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ან ალაგდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამას ეწოდება „პასუხი“.

ახლად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.

ლენამერი გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მას შემდეგ, რაც პაციენტები საკმარისად გამოჯანმრთელდებიან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ.

ახლად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა -პაციენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ ძვლის ტვინის გადანერგვა, ლენამერს მიიღებენ სხვა მედიკამენტებთან ერთად. ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

ქიმიოთერაპიული პრეპარატი სახელწოდებით „ბორტეზომიბი“

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი სახელწოდებით „დექსამეტაზონი“

ქიმიოთერაპიული პრეპარატი სახელწოდებით „მელფალანი“ და

იმუნოსუპრესიული პრეპარატი სახელწოდებით „პრედნიზონი“.

მკურნალობის დასაწყისში თქვენ მიიღებთ ამ სხვა მედიკამენტებს და შემდეგ გააგრძელებთ ლენამერის მიღებას დამოუკიდებლად.

თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის ან გაქვთ თირკმლის საშუალო ან მძიმე ხარისხის პრობლემები, მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გულდასმით გამოგიკვლევთ.

მრავლობითი მიელომა - პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ მკურნალობა

ლენამერი მიიღება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთან, სახელად „დექსამეტაზონი“ ერთად.

ლენალიდომიდს შეუძლია შეაჩეროს მრავლობითი მიელომის ნიშნებისა და სიმპტომების გაუარესება. ასევე, გამოვლინდა, რომ მკურნალობის შემდეგ ის აფერხებს მრავლობითი მიელომის რეციდივს.

მიელოდისპლაზიური სინდრომები (MDS)

MDS წარმოადგენს სისხლისა და ძვლის ტვინის განსხვავებული დაავადების ერთობლიობას. მიიღება ნორმიდან გადახრილი სისხლის უჯრედები და ისინი თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებენ. პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ანემია), სისხლის გადასხმის საჭიროება და ინფექციის რისკი.

ლენამერი გამოიყენება მონოთერაპიის სახით MDS-ით დიაგნოსტირებული მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც დაკმაყოფილებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი:

სისხლის წითელი უჯრედების დაბალი მაჩვენებლის სამკურნალოდ („ტრანსფუზიაზე დამოკიდებული ანემია“) გჭირდებათ რეგულარულად სისხლის გადასხმა.

ძვლის ტვინში გაქვთ უჯრედული ანომალია, რომელსაც „იზოლირებული დელეციის 5q ციტოგენეტიკური ანომალია“ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ჯანმრთელ სისხლის უჯრედებს.

წარსულში გამოიყენეს სხვა მკურნალობის მეთოდები, რომლებიც არ არის შესაფერისი ან საკმარისად კარგად არ მუშაობს.

ლენამერს შეუძლია გაზარდოს ორგანიზმში გამომუშავებული ჯანმრთელი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა პათოლოგიური უჯრედების რაოდენობის შემცირების გზით:

ამან შეიძლება შეამციროს სისხლის გადასხმის საჭირო რაოდენობა. შესაძლებელია, რომ გადასხმა საერთოდ არ გახდეს საჭირო.

მანტიის უჯრედის ლიმფომა (MCL)

MCL არის იმუნური სისტემის ნაწილის (ლიმფური ქსოვილის) კიბო. ის აზიანებს სისხლის თეთრი უჯრედების ტიპს, რომელსაც „B-ლიმფოციტები“ ან B-უჯრედები ეწოდება. MCL არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება B-უჯრედების უკონტროლო ზრდა და დაგროვება ლიმფურ ქსოვილში, ძვლის ტვინში ან სისხლში.

ლენამერი გამოიყენება მონოთერაპიის სახით მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებმაც წარსულში მიიღეს სხვა მედიკამენტები.

ფოლიკულური ლიმფომა (FL)

ფოლიკულური ლიმფომა არის ნელა პროგრესირებადი კიბო, რომელიც აზიანებს B-ლიმფოციტებს. ეს არის სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში. ფოლიკულური ლიმფომის დროს, ამ B-ლიმფოციტების ჭარბი რაოდენობა შეიძლება დაგროვდეს თქვენს სისხლში, ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებსა და ელენთაში.

ლენამერი მიიღება სხვა პრეპარატთან, სახელად „რიტუქსიმაბი“, ერთად წარსულში ნამკურნალები ფოლიკულური ლიმფომის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ.

როგორ მოქმედებს ლენამერი

ლენამერის მუშაობის პრინციპი მოიცავს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებას და კიბოს უჯრედებზე უშუალო შეტევას. პრეპარატი მოქმედებს სხვადასხვა გზებით:

კიბოს უჯრედების განვითარების შეჩერებით

სისხლძარღვების ზრდის შეჩერებით სიმსივნური ქსოვილის შიგნით

იმუნური სისტემის ნაწილის სტიმულირებით, რომ განახორციელოს შეტევა კიბოს უჯრედებზე.

მიღების წესი და დოზირება

ლენამერი უნდა დაგინიშნონ ჯანდაცვის სპეციალისტებმა, რომლებსაც აქვთ მრავლობითი მიელომის, MDS-ის, MCL-ის ან FL-ის მკურნალობის გამოცდილება.

ლენამერის გამოყენებისას მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ძვლის ტვინის გადანერგვა ან ადრე ჩაუტარდათ სხვა მკურნალობა, ის მიიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად (იხილეთ თავი1 „რისთვის გამოიყენება ლენამერი“).

ლენამერი გამოიყენებისას მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან MDS-ის ან MCL-ის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ის მიიღება მონოთერაპიის სახით.

ლენამერის გამოყენებისას ფოლიკულური ლიმფომის სამკურნალოდ, ის მიიღება სხვა პრეპარატთან ერთად, სახელწოდებით „რიტუქსიმაბი“.

ლენამერი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ლენამერს სხვა მედიკამენტებთან ერთად იღებთ, მათი გამოყენებისა და ეფექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა გაეცნოთ ამ პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციას.

მკურნალობის ციკლი

ლენამერი მიიღება გარკვეულ დღეებში 3 კვირის (21 დღის) განმავლობაში.

ყოველ 21 დღეს „მკურნალობის ციკლი“ ეწოდება.

ციკლის დღიდან გამომდინარე, თქვენ მიიღებთ ერთ ან რამდენიმე მედიკამენტს. თუმცა, ზოგიერთ დღეს თქვენ არ იღებთ არცერთ მედიკამენტს.

ყოველი 21-დღიანი ციკლის დასრულების შემდეგ, უნდა დაიწყოთ ახალი „ციკლი“ შემდეგი 21 დღის განმავლობაში.

ან

ლენამერი მიიღება გარკვეულ დღეებში 4 კვირის (28 დღის) განმავლობაში.

ყოველ 28 დღეს „მკურნალობის ციკლი“ეწოდება.

ყოველი 28-დღიანი ციკლის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი „ციკლი“ მომდევნო 28 დღის განმავლობაში.

ლენამერის რა რაოდენობა მიიღება

მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გეტყვით:

რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ლენამერი

რა რაოდენობით უნდა მიიღოთ სხვა მედიკამენტები ლენამერთან ერთად, ასეთის მიღებისას

მკურნალობის ციკლის რომელ დღეებში უნდა მიიღოთ თითოეული მედიკამენტი.

როგორ და როდის მიიღება ლენამერი

კაფსულა მთლიანად გადაყლაპეთ, სასურველია წყალთან ერთად.

კაფსულა არ გატეხოთ, არ გახსნათ და არ დაღეჭოთ. თუ ლენამერის დაზიანებული კაფსულის ფხვნილი კანს მოხვდება, დაუყოვნებლივ და გულდასმით დაიბანეთ კანი საპნითა და წყლით.

ჯანდაცვის სპეციალისტებმა, მომვლელებმა და ოჯახის წევრებმა ბლისტერთან ან კაფსულასთან შეხებისას ერთჯერადი ხელთათმანები უნდა ატარონ. შემდეგ ხელთათმანები ფრთხილად უნდა მოიხსნან კანთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, ისინი უნდა მოთავსდეს პლასტმასის პოლიეთილენის ჰერმეტულ პარკში და განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. საჭიროა ხელების დაბანა საპნითა და წყლით. ორსული ქალები ან ქალები, რომლებსაც ეჭვი აქვთ ორსულობაზე, არ უნდა შეეხონ ბლისტერს ან კაფსულას.

კაფსულის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე საკვების გარეშე.

ლენამერი უნდა მიიღოთ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, დაგეგმილ დღეებში.

ამ პრეპარატის მიღებისას

კაფსულის ბლისტერიდან ამოღების დროს:

კაფსულის მხოლოდ ერთ ბოლოს დააჭირეთ ფოლგიდან გამოსასვლელად

კაფსულის ცენტრზე ზეწოლა არ მოახდინოთ, რადგან ამან შეიძლება მისი გატეხვა გამოიწვიოს.

ლენამერით მკურნალობის ხანგრძლივობა

ლენამერი მიიღება მკურნალობის ციკლების სახით, თითოეული ციკლი გრძელდება 21 ან 28 დღე (იხილეთ ზემოთ „მკურნალობის ციკლი“). მკურნალობის ციკლები უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ ექიმი არ გეტყვით პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

ლენამერის დანიშნულ დოზაზე უფრო მეტის მიღებისას

თუ მიიღეთ ლენამერის დოზა, რომელიც დანიშნულზე მეტია, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ლენამერის მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება დადგენილ დროში და

12 საათზე ნაკლები დრო გავიდა - დაუყოვნებლივ მიიღეთ კაფსულა.

12 საათზე მეტი დრო გავიდა - არ მიიღოთ კაფსულა. შემდეგი კაფსულა მიიღეთ ჩვეულ დროს მეორე დღეს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ª ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი თერაპიის 3 ციკლის შემდეგ, თუ პაციენტი კარგად იტანს, დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე პერორალურად დღე-ღამეში ერთხელ.

თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტები

რეკომენდებული კურსი

ეცემა <30 x 109/ლ-მდე უბრუნდება ≥30 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

30 x 109/ლ-ზე ქვემოთ ყოველი შემდგომი დაქვეითებისთვის

≥30 x 109/ლ-მდე დაბრუნებისთვის

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი უფრო დაბალი დოზით დღე-ღამეში ერთხელ

ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - ნეითროპენია

როდესაც ANC

რეკომენდებული კურსი a

ეცემა<0.5 x 109/ლ-მდე უბრუნდება ≥0.5 x 109/ლ-ს

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ დოზის დონით -1, დღე-ღამეში ერთხელ

<0.5 x 109/ლ-ზე ქვემოთ ყოველი შემდგომი დაქვეითებისთვის

≥0.5 x 109/ლ-მდე დაბრუნებისთვის

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

ლენალიდომიდის მიღება განაახლეთ შემდეგი უფრო დაბალი დოზით დღე-ღამეში ერთხელ

a ექიმის შეხედულებისამებრ, თუ ნებისმიერი დოზის დონეზე ნეითროპენია ერთადერთი ტოქსიკურობაა, დაამატეთ გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი (G-CSF) და შეინარჩუნეთ ლენალიდომიდის დოზის დონე.

მრავლობითი მიელომა, სულ მცირე ერთი წინა თერაპიის შემდეგ

ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ANC <1.0 x 109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობა <75 x 109/ლ ან, პლაზმური უჯრედებით ძვლის ტვინის ინფილტრაციის მიხედვით, თრომბოციტების რაოდენობა <30 x 109/ლ.

სიფრთხილის ზომები

ლენამერით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა წაიკითხოთ ლენამერთან ერთად მისაღები ყველა სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

ნუ მიიღებთ ლენამერს თუ:

ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, რადგან სავარაუდოდ მოსალოდნელია, რომ ლენამერი იყოს საზიანო ნაყოფისთვის (იხილეთ მე-2 თავი, „ორსულობა, ძუძუთი კვება და კონტრაცეფცია - ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის“).

შეგიძლიათ დაორსულება, ვიდრე არ დაიცავთ ყველა საჭირო ზომას ორსულობის თავიდან ასაცილებლად (იხილეთ მე-2 თავი, „ორსულობა, ძუძუთი კვება და კონტრაცეფცია - ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის“). დაორსულების შესაძლებლობის შემთხვევაში, ექიმი თითოეულ დანიშნულებაში დააფიქსირებს, რომ მიღებულ იქნა საჭირო ზომები და მოგაწვდით ამის დადასტურებას.

გაქვთ ალერგია ლენალიდომიდის ან ამ პრეპარატის მე-6 თავში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ალერგიული იყოთ, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან გეხებათ, ნუ მიიღებთ ლენამერს. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ლენამერის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ:

წარსულში გქონიათ თრომბი – მკურნალობის დროს არსებობს ვენებსა და არტერიებში თრომბის განვითარების მომატებული რისკი;

გაქვთ ინფექციის რაიმე ნიშანი, როგორიცაა ხველა ან ცხელება;

გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ვირუსული ინფექცია, კერძოდ: B ჰეპატიტის ინფექცია, Varicella Zoster ვირუსი, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას ან ჰერპეს ზოსტერს (სარტყლისებრი ზოსტერი), აივ ინფექცია. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ლენამერით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის ხელახლა გააქტიურება ვირუსის მატარებელ პაციენტებში. ამას შედეგად მოსდევს ინფექციის რეციდივი. ექიმმა უნდა შეამოწმოს, გქონიათ თუ არა ოდესმე B ჰეპატიტის ინფექცია.

გაქვთ თირკმლის პრობლემები - ექიმმა შეიძლება შეცვალოს ლენამერის დოზა.

გადაგიტანიათ გულის ინფარქტი, გქონიათ როდესმე თრომბი, ან მოიხმართ თამბაქოს, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან ქოლესტერინის მაღალი დონე.

თალიდომიდის (მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატი) მიღებისას გქონდათ ალერგიული რეაქცია, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება.

წარსულში გაგივითარდათ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმეს კომბინაცია: გავრცელებული გამონაყარი, კანის სიწითლე, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღვიძლის ფერმენტების მატება, სისხლის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები - ესენია კანის მძიმე რეაქციის ნიშნები, რომელსაც ეწოდება წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, იხილეთ აგრეთვე მე-4 თავი „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

მკურნალობის პროცესში ან მისი დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ: გაქვთ მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან გაორება, მეტყველების გაძნელება, სისუსტე ხელში ან ფეხში, სიარულის მანერის ცვლილება ან წონასწორობის პრობლემები, მუდმივი დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ან დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა ან კონფუზია. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ტვინის სერიოზული და პოტენციურად ფატალური მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML). თუ ლენალიდომიდით მკურნალობამდე გქონდათ ეს სიმპტომები, აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

გაქვთ ქოშინი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის აჩქარება ან ფეხების ან კოჭების არეში შეშუპება. ეს შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (იხილეთ თავი 4)

გამოკვლევები და შემოწმება

ლენამერით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისხლის ანალიზების რეგულარულად ჩატარება. ამის მიზეზია ის, რომ ლენამერმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის იმ უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელიც ებრძვის ინფექციას (ლეიკოციტები) და ასევე სისხლის შედედების ხელშემწყობი (თრომბოციტები) უჯრედების რაოდენობის დაქვეითება.

ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზის ჩატარებას:

მკურნალობამდე

ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში

ამის შემდეგ, სულ მცირე, ყოველთვიურად.

ლენალიდომიდით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს შესაძლოა გამოგიკვლიონ გულ-ფილტვის პრობლემების ნიშნებზე.

MDS-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

MDS-ის შემთხვევაში, შესაძლოა გაგივითარდეთ უფრო შორსწასული მდგომარეობა სახელად მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML). გარდა ამისა, უცნობია, თუ როგორ მოქმედებს ლენალიდომიდი AML-ის განვითარების შანსებზე. შესაბამისად, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ტესტები ნიშნებზე შემოწმების მიზნით, რაც სავარაუდოდ უკეთესად მოახდენს AML-ის განვითარების ალბათობაის პროგნოზირებას ლენამერით მკურნალობის დროს.

MCL-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში (2 ციკლი)

შემდეგ ყოველ 2 კვირაში ერთხელ მე-3 და მე-4 ციკლების დროს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-3 თავი „მკურნალობის ციკლი“)

ამის შემდეგ, თითოეული ციკლის დასაწყისში და

სულ მცირე თვეში ერთხელ

FL-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 3 კვირის (1 ციკლი) განმავლობაში

შემდეგ ყოველ 2 კვირაში ერთხელ მე-2-დან მე-4 ციკლამდე (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-3 თავი „მკურნალობის ციკლი“)

ამის შემდეგ თითოეული ციკლის დასაწყისში და

სულ მცირე თვეში ერთხელ

ექიმმა შეიძლება შეამოწმოს, გაქვთ თუ არა სიმსივნის მაღალი ოდენობა მთელ ორგანიზმში, ძვლის ტვინის ჩათვლით. დიდი ოდენობით არსებობამ შეიძლება წარმოშვას მდგომარეობა, როდესაც სიმსივნე იშლება და სისხლში ქიმიური ნივთიერებების უჩვეულო დონე მიიღწევა, რამაც შეიძლება თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს (ამ მდგომარეობას „სიმსივნის ლიზისის სინდრომი“ ეწოდება).

ექიმმა შეიძლება შეისწავლოს თქვენი კანის ცვლილებები, როგორიცაა წითელი ლაქები ან გამონაყარი.

შესაძლებელია ექიმმა დააკორექტიროს ლენამერის დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა სისხლის ანალიზების მაჩვენებლებისა და თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით. თუ დიაგნოზი ახლახან დაგისვეს, ექიმმა შესაძლოა შეაფასოს თქვენი მკურნალობა თქვენი ასაკისა და სხვა უკვე არსებული მდგომარეობების მიხედვით.

სისხლის დონაცია

მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში სისხლის დონაცია არ უნდა მოხდეს.

ბავშვები და მოზარდები

ლენამერის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.

ხანდაზმულები და თირკმლის პრობლემების მქონე პირები

თუ 75 წლის ან უფროსი ასაკის ხართ ან გაქვთ თირკმლის საშუალო ან მძიმე ხარისხის პრობლემები, მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გულდასმით გამოგიკვლევთ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ლენამერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლენამერის მოქმედებაზე.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მოცემულ პრეპარატს:

ორსულობის პრევენციისთვის გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, პერორალური კონტრაცეპტივები, რადგან მათ შეიძლება შეაჩერონ პრეპარატის ეფექტურობა;

გულის პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, დიგოქსინი;

სისხლის გასათხელებლად გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, ვარფარინი;

ორსულობა და ძუძუთი კვება

ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

ორსულობის დროს ლენამერის მიღება არ შეიძლება, რადგან მოსალოდნელია, რომ ის იყოს საზიანო ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის.

ლენამერის მიღების დროს არ უნდა დაორსულდეთ. შესაბამისად, თუ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი ხართ, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები (იხილეთ „კონტრაცეფცია“).

ლენამერით მკურნალობისას დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და აცნობოთ ექიმს.

მამაკაცებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

თუ თქვენი პარტნიორი ლენამერის მიღების დროს დაორსულდება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს. რეკომენდებულია, რომ თქვენმა პარტნიორმა მიმართოს ექიმს.

ასევე უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები (იხილეთ „კონტრაცეფცია“).

ძუძუთი კვება

ლენამერის მიღების დროს ძუძუთი კვებაზე არ უნდა იყოთ, რადგან უცნობია, გადადის თუ არა ლენომერი დედის რძეში.

კონტრაცეფცია

ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს თქვენი დაორსულების შესაძლებლობის თაობაზე, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

თქვენი დაორსულების შესაძლებლობის შემთხვევაში

ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაგიტარდებათ ორსულობის ტესტი (ყოველი მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის განმავლობაში სულ მცირე 4 კვირაში ერთხელ და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დადასტურებულია, რომ ფალოპის მილები გადაკეტილი ან დახშულია, რათა კვერცხუჯრედები საშვილოსნოში არ მოხვდეს (მილების სტერილიზაცია).

და

მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში, მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. ექიმი გირჩევთ კონტრაცეფციის შესაბამის მეთოდებს.

ლენამერი აღწევს ადამიანის სპერმაში. თუ თქვენი პარტნიორი ორსულადაა ან შეუძლია დაორსულება და არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი, მაშინაც კი, თუ ვაზექტომია ჩატარებული გაქვთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ ლენამერის მიღების შემდეგ გრძნობთ თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილიანობას, თავბრუსხვევას ან მხედველობის დაბინდვას, არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებთან.

ლენამერი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრისადმი აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ლენამერის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენებს - შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, თვალების, პირის ღრუს ან სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან ქავილი, რაც შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციების სერიოზული ტიპების სიმპტომები, რომლებსაც ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია ეწოდება.

სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება დაიწყოს გამონაყარით ერთ ადგილას, მაგრამ გავრცელდეს კანის ფართო დაკარგვით მთელ სხეულზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და/ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მატება, სისხლის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძებისა და სხვა ორგანოების ჩართულობა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი). იხილეთ აგრეთვე მე-2 თავი.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით ეფექტს:

ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ხველა, პირის ღრუს წყლულები ან ინფექციის სხვა ნებისმიერი სიმპტომი, მათ შორის სისხლის მიმოქცევის სისტემაში (სეფსისი)

სისხლდენა ან სისხლჩაქცევები დაზიანების არარსებობის შემთხვევაში

ტკივილი გულმკერდის ან ფეხის არეში

ქოშინი

ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე, კონფუზია ან დაღლილობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში კალციუმის მაღალი დონით.

ლენამერმა შეიძლება შეამციროს სისხლის თეთრი უჯრედების ოდენობა, რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან ინფექციასთან ბრძოლაში და ასევე დააქვეითოს სისხლის შედედების ხელშემწყობი სისხლის უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობა, რასაც შედეგად მოყვეს შედედების მხრივ დარღვევები, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა და სისხლჩაქცევები. ლენამერმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ვენებში თრომბები (თრომბოზი).

სხვა გვერდითი ეფექტები

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პაციენტების მცირე რაოდენობას შეიძლება განუვითარდეს კიბოს სხვა ტიპები და შესაძლებელია, რომ ეს რისკი გაიზარდოს ლენამერით მკურნალობისას. შესაბამისად, ლენამერის დანიშვნისას, ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს სარგებელი და რისკი.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პირს):

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, რაც იწვევს დაღლილობას და სისუსტეს.

გამონაყარი, ქავილი.

კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე და ტკივილი, ძვლების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კიდურებში ტკივილი.

გენერალიზებული შეშუპება, ხელებისა და ფეხების შეშუპების ჩათვლით.

სისუსტე, დაღლილობა

ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყურის ტკივილი, ხველა და შემცივნება

კანის დაბუჟება, კანში ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ტკივილი ხელებში ან ფეხებში, თავბრუსხვევა, კანკალი

მადის დაქვეითება, გემოს შეცვლა

ტკივილის, სიმსივნის ზომის ან სიმსივნის გარშემო სიწითლის მატება

წონის დაკლება

ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულძმარვა

სისხლში კალიუმის ან კალციუმის და/ან ნატრიუმის დაბალი დონე

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოსალოდნელზე მეტად დაქვეითება

ფეხის არეში ტკივილი (რაც შეიძლება იყოს თრომბოზის სიმპტომი), ტკივილი გულმკერდის არეში ან ქოშინი (რაც შეიძლება იყოს ფილტვში თრომბის სიმპტომი, რასაც ფილტვის ემბოლია ეწოდება)

ყველა ტიპის ინფექცია, მათ შორის ცხვირის გარშემო არსებული სინუსების ინფექცია, ფილტვისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

ქოშინი

მხედველობის დაბინდვა

თვალის ამღვრევა (კატარაქტა)

თირკმლის პრობლემები, მათ შორის თირკმლის დისფუნქცია ან ნორმალური ფუნქციის შენარჩუნების შეუძლებლობა

ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები

ღვიძლის ტესტების მაჩვენებლების მატება

სისხლში ცილის ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შეშუპება (ვასკულიტი)

სისხლში შაქრის დონის მატება (დიაბეტი)

სისხლში შაქრის დონის შემცირება

თავის ტკივილი

ცხვირიდან სისხლდენა

კანის სიმშრალე

დეპრესია, გუნება-განწყობილების ცვლილება, ძილის გაძნელება

ხველა

არტერიული წნევის დაცემა

სხეულში დისკომფორტის, ცუდად ყოფნის შეგრძნება

პირის ღრუს ანთებითი ტკივილი, პირის სიმშრალე

დეჰიდრატაცია

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე პირს):

სისხლის წითელი უჯრედების დაშლა (ჰემოლიზური ანემია)

კანის სიმსივნის გარკვეული ტიპები

ღრძილებიდან, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა

არტერიული წნევის მატება, ნელი, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა

ნივთიერების რაოდენობის ზრდა, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური და პათოლოგიური დაშლის შედეგია

პროტეინის ტიპის მატება, რომელიც ორგანიზმში ანთებაზე მიუთითებს

კანის გამუქება, კანის ფერის შეცვლა გამოწვეული კანის ქვეშ სისხლდენით, რასაც ჩვეულებრივ იწვევს სისხლჩაქცევები, სისხლით სავსე კანის შეშუპება, ჩალურჯება

სისხლში შარდმჟავას დონის მატება

კანზე გამონაყარი, კანის სიწითლე, კანის დახეთქვა, აქერცვლა ან აშრევება. ჭინჭრის ციება

ოფლიანობის მატება, ღამით ოფლიანობა

ყლაპვის გაძნელება, ყელის ტკივილი, ხმის ხარისხის შეცვლა ან ხმის ცვლილებები

სურდო

ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი ან ნაკლები შარდის გამოყოფა ან შარდვის დროის კონტროლის შეუძლებლობა

შარდში სისხლის გამოყოფა

ქოშინი, განსაკუთრებით წოლისას (რაც შეიძლება გულის უკმარისობის სიმპტომი იყოს)

ერექციის მიღწევის გაძნელება

ინსულტი, გულის წასვლა, ვერტიგო (შიგნითა ყურის პრობლემა, რაც იწვევს შეგრძნებას, რომ ყველაფერი ბრუნავს), გონების დროებითი დაკარგვა

ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ვრცელდება ხელებზე, კისერზე, ყბაზე, ზურგზე ან მუცელზე, ოფლიანობისა და ქოშინის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, რაც შეიძლება იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) სიმპტომები

კუნთების სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა

კისრის არეში ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში

შემცივნება

სახსრების შეშუპება

ღვიძლიდან ნაღვლის დინების შენელება ან ბლოკირება

სისხლში ფოსფატის ან მაგნიუმის დაბალი დონე

მეტყველების გაძნელება

ღვიძლის დაზიანება

წონასწორობის დარღვევა, მოძრაობის გაძნელება

სიყრუე, ყურებში შუილი (ტინიტუსი)

ნერვის ტკივილი, უსიამოვნო, პათოლოგიური შეგრძნება, განსაკუთრებით შეხებისას

ჭარბი რკინა ორგანიზმში

წყურვილი

კონფუზია

კბილის ტკივილი

დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე პირს):

თავის ქალაში სისხლდენა

სისხლის მიმოქცევის პრობლემები

მხედველობის დაკარგვა

სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაკარგვა

დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა ძვლების ტკივილითა და სისუსტით, რაც შეიძლება თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომები იყოს (ფანკონის სინდრომი)

კანის, ლორწოვანი გარსის ან თვალების ყვითელი პიგმენტაცია (სიყვითლე), ღია ფერის განავალი, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, გამონაყარი, კუჭის ტკივილი ან შეშუპება, ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები (ღვიძლის უკმარისობა)

კუჭის ტკივილი, შებერილობა ან დიარეა, რაც შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის ანთების სიმპტომები (კოლიტი ან ცეეციტი)

თირკმლის უჯრედების დაზიანება (თირკმლის ტუბულარული ნეკროზი)

კანის ფერის ცვლილებები, მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა

სიმსივნის ლიზისის სინდრომი - მეტაბოლური გართულებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ მკურნალობის გარეშეც კი. ეს გართულებები გამოწვეულია მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: სისხლის ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები; კალიუმის, ფოსფორის, შარდმჟავას მაღალი დონე და კალციუმის დაბალი დონე, რაც იწვევს თირკმლის ფუნქციის, გულისცემის ცვლილებებს, კრუნჩხვებს და ზოგჯერ სიკვდილსაც.

ფილტვის მკვებავ სისხლძარღვებში არტერიული წნევის მატება (ფილტვისმიერი ჰიპერტენზია)

უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია):

უეცარი ან მსუბუქი, მაგრამ გაუარესებული ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და/ან ზურგის არეში, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა, ღებინება, ცხელება და სწრაფი პულსი, ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ანთებით.

ხიხინი, ქოშინი ან მშრალი ხველა, რაც შეიძლება ფილტვის ქსოვილის ანთებით გამოწვეული სიმპტომები იყოს.

დაფიქსირდა კუნთების დაშლის იშვიათი შემთხვევები (კუნთების ტკივილი, სისუსტე ან შეშუპება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები (რაბდომიოლიზი), ზოგიერთი მათგანი მაშინ განვითარდა, როდესაც მიიღეს ლენალიდომიდი სტატინებთან (ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატის ტიპი) ერთად.

კანის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია წვრილი სისხლძარღვების ანთებით, რასაც თან ახლავს სახსრების ტკივილი და ცხელება (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი).

კუჭის ან ნაწლავების კედლის დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული ინფექცია. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კუჭის არეში ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლიანი განავალი ან ცვლილებები ნაწლავების მოქმედებაში.

ვირუსული ინფექციები, მათ შორის ჰერპეს ზოსტერი (ასევე ცნობილი როგორც სარტყლისებრი ჰერპესი, ვირუსული დაავადება, რომელიც იწვევს კანზე მტკივნეულ გამონაყარს ბუშტუკებით) და B ჰეპატიტის ინფექციის რეციდივი (რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ყავისფერი შარდი, მუცლის მარჯვენა მხარეს ტკივილი, ცხელება და გულისრევის შეგრძნება ან ღებინება).

მყარი ორგანოს ტრანსპლანტატის არმიღება (მაგალითად, თირკმელი, გული).

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ https://[email protected]ის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

პაციენტებში ლენალიდომიდის დოზის გადაჭარბების მართვის სპეციფიკური გამოცდილება არ არსებობს, თუმცა დოზის დიაპაზონის კვლევებში ზოგიერთ პაციენტს 150 მგ-მდე დოზა მიეწოდა, ხოლო ერთჯერადი დოზის კვლევებში 400 მგ-მდე. ამ კვლევებში დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა ძირითადად ჰემატოლოგიური იყო. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია დამხმარე მკურნალობა.

შემადგენლობა

ლენამერის 10 მგ-იანი მყარი კაფსულა:

აქტიური ნივთიერებაა ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 10 მგ ლენალიდომიდს.

სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულა შეიცავს: ლაქტოზას (იხ. თავი 2), მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის კროსკარმელოზას და მაგნიუმის სტეარატს.

კაფსულის გარსი: შავი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171) და ჟელატინი.

საბეჭდი მელანი: შელაკი (E904), პროპილენგლიკოლი (E1520), ამიაკის ძლიერი ხსნარი (E527), შავი რკინის ოქსიდი (E172) და კალიუმის ჰიდროქსიდი (E525).

ლენამერის 25 მგ-იანი მყარი კაფსულა:

აქტიური ნივთიერებაა ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 25 მგ ლენალიდომიდს.

კაფსულის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171) და ჟელატინი.

როგორ გამოიყურება ლენამერი და შეფუთვის შიგთავსი

ლენამერის 10 მგ-იან მყარ კაფსულას აქვთ ყვითელი, გაუმჭვირვალე თავსახური და ნაცრისფერი, გაუმჭვირვალე კორპუსი კაფსულის გარსის ზომით No.0, 21.20-22.20 მმ, შავი მელნით დატანილი წარწერით „LP“ თავსახურზე და „639“ კორპუსზე.

ლენამერის 25 მგ-იან მყარ კაფსულას აქვთ თეთრი, გაუმჭვირვალე თავსახური და თეთრი, გაუმჭვირვალე კორპუსი, კაფსულის გარსის ზომით No.0, 21.20-22.20 მმ, შავი მელნით დატანილი წარწერით „LP“ თავსახურზე და „642“ კორპუსზე.

მუყაოს კოლოფი შეიცავს PVC/ACLAR/ალუმინის ბლისტერებს, თითოეულში განთავსებულია 7 კაფსულა.

ლენამერი 10 მგ და 25 მგ, შეფუთვის ზომა: 21 კაფსულა.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

შპს „მერმისი“

ქრისტინე შარაშიძის ქუჩა 12

თბილისი, 0159, საქართველო

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე წარწერით „ვარგისიანობის ვადა“. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ შეფუთვაზე რაიმე დაზიანებას ან ხელყოფის ნიშნებს.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა იმუნოსუპრესანტები. ათქ კოდი: L04AX04.

მოქმედების მექანიზმი

ლენალიდომიდი პირდაპირ უკავშირდება ცერებლონს, რომელიც კულინის რგოლის E3 უბიკვიტინ ლიგაზას ენზიმური კომპლექსის კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) დაზიანებასთან შემაკავშირებელ ცილა 1-ს (DDB1), კულინს 4-ს (CUL4) და კულინს 1-ის რეგულატორს (Roc1). ჰემატოპოეზურ უჯრედებში, ლენალიდომიდის ცერებლონთან შეკავშირება იზიდავს სუბსტრატულ ცილებს Aiolos-სა და Ikaros-ს, ლიმფოიდურ ტრანსკრიფციულ ფაქტორებს, რაც იწვევს მათ უბიკვიტინაციას და შემდგომ დეგრადაციას, რაც იწვევს პირდაპირ ციტოტოქსიურ და იმუნომოდულატორულ ეფექტებს.

კერძოდ, ლენალიდომიდი აფერხებს გარკვეული ჰემატოპოეზური სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას და აძლიერებს აპოპტოზს (მათ შორის MM პლაზმური სიმსივნური უჯრედების, ფოლიკულური ლიმფომის სიმსივნური უჯრედების და მე-5 ქრომოსომის დელეციით დაავადებული უჯრედების), აძლიერებს T უჯრედების და ბუნებრივი კილერების (NK) უჯრედების მიერ განპირობებულ იმუნიტეტს და ზრდის NK, T და NK T უჯრედების რაოდენობას.

ლენალიდომიდის და რიტუქსიმაბის კომბინაცია ზრდის ADCC-ს და პირდაპირ სიმსივნის აპოპტოზს ფოლიკულური ლიმფომის უჯრედებში.

ლენალიდომიდის მოქმედების მექანიზმი ასევე მოიცავს დამატებით აქტივობებს, როგორიცაა ანტიანგიოგენური და პროერითროპოეზური თვისებები. ლენალიდომიდი აინჰიბირებს ანგიოგენეზს ენდოთელური უჯრედების მიგრაციისა და ადჰეზიის და მიკროსისხლძარღვების ფორმირების ბლოკირებით, აძლიერებს ფეტალური ჰემოგლობინის გამომუშავებას CD34+ ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების მიერ და აფერხებს მონოციტების მიერ პროინფლამატორული ციტოკინების (მაგ., TNF-α და IL-6) გამომუშავებას.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ლენალიდომიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომის ექვს მე-3 ფაზის კვლევაში, მორეციდივე რეფრაქტერული მრავლობითი მიელომის ორ მე-3 ფაზის კვლევაში, მიელოდისპლაზიური სინდრომების ერთ მე-3 ფაზის კვლევასა და ერთ მე-2 ფაზის კვლევაში, მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის ერთ მე-2 ფაზის კვლევაში და iNHL-ის ერთ მე-3 და ერთ მე-3b ფაზის კვლევაში, როგორც ქვემოთ არის აღწერილი.

ახლად დიაგნოზირებული მრავლობითი მიელომა

ლენალიდომიდის შემანარჩუნებელი თერაპია პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT

ლენალიდომიდით შემანარჩუნებელი თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა ორ, მესამე ფაზის, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, 2-ჯგუფიან, პარალელურ ჯგუფებიან,, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში: CALGB 100104 და IFM 2005-02.

CALGB 100104

კვლევაში მონაწილეობდნენ 18-დან 70 წლამდე ასაკის პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ აქტიური MM, რომელიც მკურნალობას საჭიროებდა და მათი დაავადება არ პროგრესირებდა საწყისი მკურნალობის შემდეგ.

პაციენტები რანდომიზებული იყვნენ 1:1 თანაფარდობით ASCT შემდეგ 90-100 დღის განმავლობაში ლენალიდომიდის ან პლაცებოს შემანარჩუნებელი თერაპიის მისაღებად. შემანარჩუნებელი დოზა იყო 10 მგ დღე-ღამეში ერთხელ, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-28-ე დღეს (დოზა-შემზღუდავი ტოქსიკურობის არარსებობის შემთხვევაში, 3 თვის შემდეგ იზრდებოდა 15 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ) და მკურნალობა გაგრძელდა დაავადების პროგრესირებამდე.

კვლევაში ეფექტურობის პირველადი ენდპოინტი იყო პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენა (PFS) რანდომიზაციიდან პროგრესირების ან გარდაცვალების თარიღამდე, რომელიც პირველი მოხდებოდა; კვლევა არ იყო დაფუძნებული საერთო გადარჩენის ენდპოინტზე. სულ რანდომიზებული იქნა 460 პაციენტი: 231 პაციენტი ლენალიდომიდს და 229 პაციენტი პლაცებოს ჯგუფში. დემოგრაფიული და დაავადებასთან დაკავშირებული მახასიათებლები ორივე ჯგუფში დაბალანსებული იყო.

კვლევას სიბრმავე მოეხსნა მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც გადალახეს PFS-ს წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის ზღვარი. სიბრმავის მოხსნის შემდეგ, პლაცებო ჯგუფის პაციენტებს ნება დართეს დაავადების პროგრესირებამდე ლენალიდომიდი მიეღოთ.

PFS -ს შედეგები სიბრმავის მოხსნისას, წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის შემდეგ, 2009 წლის 17 დეკემბრის (15.5 თვის დაკვირვების პერიოდის) ზღვრული პერიოდის გამოყენებით, გამოვლინდა დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის 62%-ით შემცირება ლენალიდომიდის სასარგებლოდ (HR=0.38; 95% CI 0.27, 0.54; p <0.001). ლენალიდომიდის ჯგუფში საშუალო PFS იყო 33.9 თვე (95% CI NE, NE) პლაცებოს ჯგუფში კი - 19.0 თვე (95% CI 16.2, 25.6).

PFS გაუმჯობესება დაფიქსირდა როგორც CR მქონე პაციენტების ქვეჯგუფში, ასევე იმ პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებმაც CR მიღწევა ვერ შეძლეს.

კვლევის შედეგები, 2016 წლის 1 თებერვლის ზღვრული თარიღის გამოყენებით, წარმოდგენილია ცხრილში 7.

ცხრილი 7: ეფექტურობის საერთო მონაცემების შეჯამება

ლენალიდომიდი (N=231)

პლაცებო (N=229)

მკვლევარის მიერ შეფასებული PFS

საშუალოa PFS დრო, თვეები(95% CI)b

  • 9 (41.9, 71.7)

29,4 (20.7, 35.5)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

  • 61 (0.48, 0.76); <0.001

PFS2e

საშუალოa PFS2 დრო, თვეები (95% CI)b

  • 2 (63.3, 101.8)
  • 8 (41.3, 64.0)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

  • 61 (0.48, 0.78); <0.001

საერთო გადარჩენა

საშუალოa OS დრო, თვეები (95% CI)b

111.0 (101.8, NE)

  • 2 (71.0, 102.7)

8- წლის გადარჩენის მაჩვენებელი, % (SE)

  • 9 (3.78)
  • 6 (3.98)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

  • 61 (0.46, 0.81); <0.001

შემდგომი მეთვალყურეობა

საშუალოf (min, max): თვეები: ყველა გადარჩენილი პაციენტი

  • 9 (0.0, 119.8)
  • 0 (4.1, 119.5)

CI=სანდოობის ინტერვალი; HR=საფრთხის წილი; max=მაქსიმუმი; min=მინიმუმი; NE= არ არის შეფასებადი; OS=საერთო გადარჩენა; PFS= პროგრესირების გარეშე გადარჩენა;

a მედიანა ეფუძნება კაპლან-მაიერის შეფასებას.

b მედიანას დაახლოებით 95%-იანი CI

c Cox პროპორციული საფრთხეების მოდელზე დაყრდნობით, რომელიც ადარებს მითითებულ მკურნალობის ჯგუფებთან დაკავშირებულ საფრთხის ფუნქციებს.

d p-მნიშვნელობა ეფუძნება კაპლან-მაიერის მრუდის განსხვავებების არასტრატიფიცირებულ log-rank ტესტს მითითებულ მკურნალობის ჯგუფებს შორის.

e ექსპლორაციული ენდპოინტი (PFS2). ლენალიდომიდი, რომელიც მიიღეს პლაცებოს ჯგუფში მყოფმა სუბიექტებმა, რომლებიც გადავიდნენ PD -ზე კვლევის შესახებ ინფორმაციის გამჯღავნებისას, არ განიხილებოდა მეორე ხაზის თერაპიად.

f ყველა გადარჩენილი სუბიექტის ASCT შემდგომი მეთვალყურეობის საშუალო მაჩვენებელი.

მონაცემების აღება: 17 დეკ 2009 და 01 თებ 2016

IFM 2005-02

დიაგნოზის დასმის დროს <65 წლის პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ASCT და ჰემატოლოგიური გამოჯანმრთელების დროს მიღწეული ჰქონდათ დაავადების სულ მცირე სტაბილური პასუხი, კვლევაში მონაწილეობდნენ. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ 1:1 თანაფარდობით ლენალიდომიდის ან პლაცებოს შემანარჩუნებელი თერაპიის (10 მგ დღე-ღამეში ერთხელ განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-28-ე დღეებში, დღე-ღამეში ერთხელ 15მგ-მდე ზრდით დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობის არარსებობის შემთხვევაში 3 თვის შემდეგ) მისაღებად ლენალიდომიდის კონსოლიდაციის 2 კურსის შემდეგ (25 მგ/დღე-ღამეში, 28-დღიანი ციკლის 1-21 დღეები). მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო დაავადების პროგრესირებამდე.

პირველადი ენდპოინტი იყო PFS, რომელიც განისაზღვრა რანდომიზაციიდან, პროგრესირების ან სიკვდილის თარიღამდე. კვლევა არ იყო ორიენტირებული საერთო გადარჩენის ენდპოინტზე. სულ რანდომიზებული იქნა 614 პაციენტი: 307 პაციენტი ლენალიდომიდის და 307 პაციენტი პლაცებოს ჯგუფში.

კვლევას სიბრმავე მოეხსნა მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე, PFS-ის წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის ზღურბლის გადალახვის შემდეგ. ბრმა რეჟიმის მოხსნის შემდეგ, პლაცებოს მიმღები პაციენტები დაავადების პროგრესირებამდე არ გადასულან ლენალიდომიდით თერაპიაზე. ლენალიდომიდის ჯგუფი გაუქმდა პროაქტიული უსაფრთხოების ღონისძიების სახით, SPM-ების დისბალანსის დაფიქსირების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.4).

წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის შემდეგ, PFS-ის შედეგებმა 2010 წლის 7 ივლისის (31.4 თვის დაკვირვების პერიოდის) გამოყენებით, ბრმა რეჟიმის მოხსნისას აჩვენა დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის 48%-ით შემცირება ლენალიდომიდის სასარგებლოდ (HR=0.52; 95% CI 0.41, 0.66; p <0.001). ლენალიდომიდის ჯგუფში საშუალო საერთო PFS თვეები იყო (95% CI 35.7, 42.4), პლაცებოს ჯგუფში კი - 22.8 თვე (95% CI 20.7, 27.4).

PFS სარგებელი ნაკლები იყო CR პაციენტების ქვეჯგუფში იმ პირებთან შედარებით, რომლებმაც არ მიაღწიეს CR-ს.

განახლებული PFS, 2016 წლის 1 თებერვლის (96.7 თვიანი მეთვალყურეობა) ზღვრული მაჩვენებლის გამოყენებით, კვლავ აჩვენებს PFS-ის უპირატესობას: HR=0.57 (95% CI 0.47, 0.68; p <0.001). საშუალო საერთო PFS იყო 44.4 თვე (39.6, 52.0) ლენალიდომიდის ჯგუფში და 23.8 თვე (95% CI 21.2, 27.3) პლაცებოს ჯგუფში. PFS2-თვის აღნიშნული HR იყო 0.80 (95% CI 0.66, 0.98; p=0.026) ლენადომიდისთვის პლაცებოსთან შედარებით. ლენალიდომიდის ჯგუფში საშუალო PFS2 იყო 69.9 თვე (95% CI 58.1, 80.0), პლაცებოს ჯგუფში კი - 58.4 თვე (95% CI 51.1, 65.0). OS -თვის HR ლენალიდომიდისთვის პლაცებოსთან შედარებით იყო 0.90: (95% CI 0.72, 1.13; p=0.355). საშუალო საერთო გადარჩენის დრო ლენალიდომიდის ჯგუფში იყო 105.9 თვე (95% CI 88.8, NE) პლაცებოს ჯგუფის 88.1 თვესთან (95% CI 80.7, 108.4) შედარებით.

ლენალიდომიდი ბორტეზომიბთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებიც არ არიან ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის შესაფერისი

SWOG S0777 კვლევაში შეფასდა ბორტეზომიბის დამატება ლენალიდომიდის და დექსამეტაზონის საფუძველზე საწყისი მკურნალობის სახით, რასაც მოჰყვებოდა Rd-ის გაგრძელება დაავადების პროგრესირებამდე, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდატ ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომა და რომლებიც ან არ იყვნენ კვალიფიციურები ტრანსპლანტაციისთვის, ან აკმაყოფილებდნენ გადანერგვის კრიტერიუმებს დაუყოვნებელი ტრანსპლანტაციის ჩატარების გეგმის გარეშე.

ლენალიდომიდის, ბორტეზომიბის და დექსამეტაზონის (RVd) ჯგუფის პაციენტები იღებდნენ ლენალიდომიდს 25 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 1-14 დღეს, ინტრავენურ ბორტეზომიბს 1.3 მგ/მ2 1, 4, 8 და 11-ე დღეს და დექსამეტაზონს 20 მგ/დღე-ღამეში პერორალურად განმეორებითი 21-დღიანი ციკლის 1, 2, 4, 5, 8, 9, 11 და 12-ე დღეს, რვა 21-დღიანი ციკლის განმავლობაში (24 კვირა). ლენალიდომიდის და დექსამეტაზონის (Rd) ჯგუფის პაციენტები იღებდნენ ლენალიდომიდს 25 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 1-21 დღეს, ხოლო დექსამეტაზონს 40 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 1, 8, 15 და 22-ე დღეს, ექვს 28-დღიან ციკლამდე (24 კვირა). ორივე ჯგუფის პაციენტები იღებდნენ Rd-ს: ლენალიდომიდს 25 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1-21 დღეს და დექსამეტაზონს 40 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 1, 8, 15 და 22-ე დღეს. მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო დაავადების პროგრესირებამდე.

კვლევაში ეფექტურობის ძირითადი ენდპოინტი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). კვლევაში სულ 523 პაციენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 263 პაციენტი რანდომულად იყო განაწილებული RVd ჯგუფში და 260 პაციენტი Rd ჯგუფში. პაციენტების დემოგრაფიული და დაავადებასთან დაკავშირებული საწყისი მახასიათებლები კარგად იყო დაბალანსებული ჯგუფებს შორის.

IRAC-ის მიერ შეფასებული PFS შედეგები პირველადი ანალიზის დროს, 2015 წლის 5 ნოემბრის (50.6 თვიამნი დაკვირვების) ზღვრული პერიოდის გამოყენებით, აჩვენებს დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის 24%-ით შემცირებას RVd-ის სასარგებლოდ (HR = 0.76; 95% CI 0.61, 0.94; p = 0.010). RVd ჯგუფში საშუალო საერთო PFS იყო 42.5 თვე (95% CI 34.0, 54.8), Rd ჯგუფში კი - 29.9 თვე (95% CI 25.6, 38.2). სარგებელი დაფიქსირდა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის შესაბამისობის მიუხედავად.

კვლევის შედეგები, 2016 წლის 1 დეკემბრის ზღვრული თარიღის გამოყენებით, სადაც ყველა გადარჩენილი სუბიექტის საშუალო დაკვირვების დრო 69.0 თვე იყო, წარმოდგენილია ცხრილში 8. RVd-ის სასარგებლოდ უპირატესობა დაფიქსირდა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის შესაბამისობის მიუხედავად.

ცხრილი 8. ეფექტურობის საერთო მონაცემების შეჯამება

საწყისი მკურნალობა

RVd

(3-კვირიანი ციკლები × 8) (N = 263)

Rd

(4-კვირიანი ციკლები × 6) (N = 260)

IRAC-შეფასებული PFS (თვეები)

საშუალოa PFS დრო, თვეები (95% CI)b

  • 7 (33.1, 51.5)
  • 7 (24.2, 37.8)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

  • 76 (0.62, 0.94); 0.010

საერთო გადარჩენა (თვეები)

საშუალოa OS დრო, თვეები (95% CI)b

  • 1 (76.1, NE)
  • 2 (58.4, 90.8)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობd

  • 72 (0.56, 0.94); 0.013

პასუხი– n (%)

საერთო პასუხი:CR, VGPR, or PR

199 (75.7)

170 (65.4)

≥ VGPR

153 (58.2)

83 (31.9)

შემდგომი მეთვალყურეობა (თვეები)

საშუალოe (min, max): ყველა პაციენტი

  • 6 (0.2, 99.4)
  • 4 (0.4, 99.1)

CI=სანდოობის ინტერვალი; HR=საფრთხის წილი; max=მაქსიმუმი; min=მინიმუმი; NE= არ არის შეფასებადი; OS=საერთო გადარჩენა; PFS= პროგრესირების გარეშე გადარჩენა;

a მედიანა ეფუძნება კაპლან-მაიერის შეფასებას.

b ორმხრივი 95% CI საშუალო დროსთან დაკავშირებით.

c Cox არასტრატიფიცირებულ, პროპორციული საფრთხეების მოდელზე დაყრდნობით, რომელიც ადარებს მითითებულ მკურნალობის ჯგუფებთან დაკავშირებულ საფრთხის ფუნქციებს (RVd:Rd).

d p-მნიშვნელობა ეფუძნება არასტრატიფიცირებულ log-rank ტესტს

e დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა გამოითვალა რანდომიზაციის თარიღიდან.

მონაცემების აღება: 01 დეკ 2016

განახლებული OS შედეგები, 2018 წლის 1 მაისის ზღვრული პერიოდის გამოყენებით (გადარჩენილი სუბიექტების საშუალო დაკვირვების პერიოდი 84.2 თვე), კვლავ აჩვენებს OS-ს უპირატესობას RVd-ის სასარგებლოდ: HR = 0.73 (95% CI 0.57, 0.94; p=0.014). 7 წლის შემდეგ გადარჩენილი სუბიექტების წილი RVd ჯგუფში 54.7% იყო, Rd ჯგუფში კი - 44.7%.

ლენალიდომიდი დექსამეტაზონთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებიც არ არიან ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის შესაფერისი

ლენალიდომიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა მე-3 ფაზის, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ღია, 3-ჯგუფიან კვლევაში (MM-020), რომელშიც მონაწილეობდნენ მინიმუმ 65 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტები, ან, თუ ისინი 65 წელზე უმცროსი ასაკის იყვნენ და არ იყვნენ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის კანდიდატები, რადგან უარი თქვეს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაზე ან ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია პაციენტისთვის ხელმისაწვდომი არ არის ფასის ან სხვა მიზეზის გამო. კვლევაში (MM-020) ლენალიდომიდი და დექსამეტაზონი (Rd), რომლებიც გამოიყენებოდა 2 სხვადასხვა ხანგრძლივობით (ანუ დაავადების პროგრესირებამდე [ჯგუფი Rd] ან თვრამეტი 28-დღიანი ციკლის განმავლობაში [72 კვირა, ჯგუფი Rd18]), შეადარეს მელფალანთან, პრედნიზონთან და თალიდომიდთან (MPT) მაქსიმუმ თორმეტი 42-დღიანი ციკლის (72 კვირა) განმავლობაში. პაციენტები რანდომულად (1:1:1) გადანაწილდნენ 3 სამკურნალო ჯგუფიდან 1-ში. პაციენტები რანდომიზაციის დროს სტრატიფიცირებულნი იყვნენ ასაკის (≤75 vs >75 წელი), სტადიის (ISS სტადიები I და II vs III სტადია) და ქვეყნის მიხედვით.

Rd და Rd18 ჯგუფების პაციენტები იღებდნენ 25 მგ ლენალიდომიდს დღე-ღამეში ერთხელ, 28-დღიანი ციკლის 1-დან 21-ე დღემდე, პროტოკოლის ჯგუფის მიხედვით. 40 მგ დექსამეტაზონს იღებდნენ დღე-ღამეში ერთხელ, თითოეული 28-დღიანი ციკლის 1, 8, 15 და 22-ე დღეს. Rd და Rd18-ის საწყისი დოზა და რეჟიმი კორექტირდებოდა ასაკისა და თირკმლის ფუნქციის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 4.2). >75 წლის პაციენტები იღებდნენ დექსამეტაზონის 20 მგ დოზას დღე-ღამეში ერთხელ, თითოეული 28-დღიანი ციკლის 1, 8, 15 და 22-ე დღეს. კვლევის დროს ყველა პაციენტმა მიიღო პროფილაქტიკური ანტიკოაგულაციური თერაპია (დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი, ვარფარინი, ჰეპარინი, დაბალი დოზით ასპირინი).

კვლევაში ეფექტურობის ძირითადი ენდპოინტი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). კვლევაში სულ 1623 პაციენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 535 პაციენტი რანდომულად გადანაწილდა Rd ჯგუფში, 541 პაციენტი რანდომულად გადანაწილდა Rd18 ჯგუფში და 547 პაციენტი რანდომულად გადანაწილდა MPT ჯგუფში. პაციენტების დემოგრაფიული და დაავადებასთან დაკავშირებული საწყისი მახასიათებლები კარგად დაბალანსებული იყო სამივე ჯგუფში. ზოგადად, კვლევის მონაწილეებს დაავადების გვიანი სტადია ჰქონდათ: კვლევის მთლიანი პოპულაციის 41%-ს ჰქონდა ISS III სტადია, 9%-ს კი - თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი [CLcr] <30 მლ/წთ). სამ ჯგუფში საშუალო ასაკი იყო 73 წელი.

PFS-ის, PFS2-ის და OS-ის განახლებულ ანალიზში, რომელიც 2014 წლის 3 მარტის ზღვრულ პერიოდს იყენებდა, სადაც ყველა გადარჩენილი სუბიექტის საშუალო მეთვალყურეობის დრო 45.5 თვე იყო, კვლევის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 9:

ცხრილი 9. ეფექტურობის საერთო მონაცემების შეჯამება

Rd (N=535)

Rd18 (N=541)

MPT (N=547)

მკვლევარის მიერ შეფასებული PFS - (თვეები)

საშუალოna PFS დრო, თვეები (95% CI)b

  • 0 (20.7, 29.7)
  • 0 (19.7, 22.4)
  • 9 (19.8, 23.9)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

Rd vs MPT

  • 69 (0.59, 0.80); <0.001

Rd vs Rd18

  • 71 (0.61, 0.83); <0.001

Rd18 vs MPT

  • 99 (0.86, 1.14); 0.866

PFS2e - (თვეები)

საშუალოa PFS2 დრო, თვეები (95% CI)b

  • 9 (38.1, 47.4)
  • 0 (36.2, 44.2)
  • 0 (30.4, 37.8)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

Rd vs MPT

  • 74 (0.63, 0.86); <0.001

Rd vs Rd18

  • 92 (0.78, 1.08); 0.316

Rd18 vs MPT

  • 80 (0.69, 0.93); 0.004

საერთო გადარჩენა (თვეები)

საშუალოa OS დრო, თვეები (95% CI)b

  • 9 (56.0, NE)
  • 7 (50.1, NE)
  • 5 (44.2, 52.0)

HR [95% CI]c; p-მნიშვნელობაd

Rd vs MPT

  • 75 (0.62, 0.90); 0.002

Rd vs Rd18

  • 91 (0.75, 1.09); 0.305

Rd18 vs MPT

  • 83 (0.69, 0.99); 0.034

შემდგომი მეთვალყურეობა (თვეები)

საშუალოf (min, max): ყველა პაციენტი

  • 8 (0.0, 65.9)
  • 1 (0.4, 65.7)
  • 7 (0.0, 64.2)

მიელომის პასუხიg n (%)

CR

81 (15.1)

77 (14.2)

51 (9.3)

VGPR

152 (28.4)

154 (28.5)

103 (18.8)

PR

169 (31.6)

166 (30.7)

187 (34.2)

საერთო პასუხი: CR, VGPR, or PR

402 (75.1)

397 (73.4)

341 (62.3)

პასუხის ხანგრძლივობა-(თვეები)h

საშუალო პასუხის ხანგრძლივობა - (თვეები)a (95% CI)b

  • 0 (27.9, 43.4)
  • 1 (20.3, 24.0)
  • 3 (20.2, 24.9)

AMT=მიელომის საწინააღმდეგო თერაპია; CI=სანდოობის ინტერვალი; CR= სრული პასუხი; d= დექსამეტაზონის დაბალი დოზა;HR=საფრთხის წილი; IMWG= მიელომის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი; IRAC= ინციდენტებზე პასუხის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები დამოუკიდებელი კომიტეტი M= მელფალანი; max=მაქსიმუმი; min=მინიმუმი; NE = არ არის შეფასებადი; OS = საერთო გადარჩენა; P = პრედნიზოლონი; PFS = პროგრესირების გარეშე გადარჩენა; PR = ნაწილობრივი პასუხი; R=ლენალიდომიდი; Rd=Rd გამოიყენება პროგრესირებადი დაავადების დადასტურებამდე; Rd18=Rd გამოიყენება I 18 ციკლის განმავლობაში; SE=სტანდარტული შეცდომა; T=თალიდომიდი; VGPR=ძალიან კარგი ნაწილობრივი პასუხი; vs=versus.

a მედიანა ეფუძნება კაპლან-მაიერის შეფასებას.

b მედიანას დაახლოებით 95%-იანი CI

c Cox პროპორციული საფრთხეების მოდელზე დაყრდნობით, რომელიც ადარებს მითითებულ მკურნალობის ჯგუფებთან დაკავშირებულ საფრთხის ფუნქციებს.

d p-მნიშვნელობა ეფუძნება კაპლან-მაიერის მრუდის განსხვავებებს არასტრატიფიცირებულ log-rank ტესტს მითითებულ მკურნალობის ჯგუფებს შორის.

e ექსპლორაციული ენდპოინტი (PFS2).

fმედიანა არის უნივარიაციული სტატისტიკა ცენზურისთვის კორექტირების გარეშე.

g კვლევის მკურნალობის ფაზაში დადგენილი პასუხის საუკეთესო შეფასება (თითოეული პასუხის კატეგორიის განმარტებებისთვის, მონაცემთა აღების ბოლო ვადა = 2013 წლის 24 მაისი)

h მონაცემების აღება: 24 მაისი 2013

ლენალიდომიდი მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში, რასაც მოჰყვება შემანარჩუნებელი თერაპია იმ პაციენტებში, რომლებიც არ არიან შესაფერისი ტრანსპლანტაციისთვის

ლენალიდომიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა მე-3 ფაზის მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, 3-ჯგუფიან კვლევაში (MM-015), რომელშიც მონაწილეობდნენ 65 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტები, რომელთა შრატის კრეატინინი <2.5 მგ/დლ იყო. კვლევაში ლენალიდომიდის მელფალანთან და პრედნიზონთან (MPR) კომბინაცია ( ლენალიდომიდის შემანარჩუნებელ თერაპიასთან ერთად ან მის გარეშე) დაავადების პროგრესირებამდე შეადარეს მელფალანსა და პრედნიზონს მაქსიმუმ 9 ციკლის განმავლობაში. პაციენტები რანდომულად განაწილდნენ 1:1:1 თანაფარდობით 3 სამკურნალო ჯგუფიდან ერთ-ერთში. პაციენტები რანდომიზაციის დროს სტრატიფიცირებულნი იყვნენ ასაკის (≤75 vs. >75 წელი) და სტადიის (ISS; I და II სტადიები vs. III სტადია) მიხედვით.

ამ კვლევაში შესწავლილი იყო MPR-ის (მელფალანი 0.18 მგ/კგ პერორალურად 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1-დან 4 დღემდე; პრედნიზონი 2 მგ/კგ პერორალურად 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1-დან 4 დღემდე; და ლენალიდომიდი 10 მგ/დღე-ღამეში პერორალურად 28-დღიანი განმეორებითი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე) კომბინირებული თერაპიის გამოყენება ინდუქციური თერაპიისთვის, 9 ციკლამდე. პაციენტებმა, რომლებმაც დაასრულეს 9 ციკლი ან რომლებმაც ვერ შეძლეს 9 ციკლის დასრულება აუტანლობის გამო, გადაინაცვლეს შემანარჩუნებელ თერაპიაზე, რომელიც დაიწყო 10 მგ ლენალიდომიდის მიღებით პერორალურად, განმეორებითი 28-დღიანი ციკლების 1-დან 21-ე დღემდე, დაავადების პროგრესირებამდე.

კვლევაში ეფექტურობის ძირითადი ენდპოინტი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). კვლევაში სულ 459 პაციენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 152 პაციენტი რანდომულად იყო შერჩეული MPR+R ჯგუფში, 153 პაციენტი რანდომულად იყო შერჩეული MPR+p ჯგუფში და 154 პაციენტი რანდომულად იყო შერჩეული MPp+p ჯგუფში. პაციენტების დემოგრაფიული და დაავადებასთან დაკავშირებული საწყისი მახასიათებლები კარგად დაბალანსებული იყო სამივე ჯგუფში; აღსანიშნავია, რომ თითოეულ ჯგუფში ჩარიცხული პაციენტების დაახლოებით 50%-ს ჰქონდა შემდეგი მახასიათებლები: ISS სტადია III და კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ. საშუალო ასაკი იყო 71 წელი MPR+R და MPR+p ჯგუფებში და 72 წელი MPp+p ჯგუფში.

PFS-ის, PFS2-ის და OS-ის ანალიზში, რომელიც 2013 წლის აპრილის ზღვრულ პერიოდს იყენებდა, სადაც ყველა გადარჩენილი სუბიექტის საშუალო მეთვალყურეობის დრო 62.4 თვე იყო, კვლევის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 10:

ცხრილი 10. ეფექტურობის საერთო მონაცემების შეჯამება

MPR+R (N=152)

MPR+p (N=153)

MPp +p (N=154)

მკვლევარის მიერ შეფასებული PFS - (თვე)

საშუალოa PFS დრო, თვეები (95% CI)

  • 4 …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ლენამერი, 10 მგ-იანი მყარი კაფსულა

ლენამერი, 25 მგ-იანი მყარი კაფსულა

ლენალიდომიდი

ამ სამკურნალო პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი წაკითხვა ხელახლა დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი მხოლოდ თქვენ დაგინიშნეს. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა პირებს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
  • გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 თავი.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია

რა არის ლენამერი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ ლენამერის მიღებამდე

როგორ მიიღება ლენამერი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება ლენამერი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის ლენამერი და რისთვის გამოიყენება ის

რა არის ლენამერი

ლენამერი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას „ლენალიდომიდს“. ეს პრეპარატი მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენი იმუნური სისტემის მუშაობაზე.

რისთვის გამოიყენება ლენამერი

ლენამერი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი მდგომარეობების დროს:

მრავლობითი მიელომა

მიელოდისპლაზიური სინდრომები

მანტიის უჯრედის ლიმფომა

ფოლიკულური ლიმფომა

მრავლობითი მიელომა

მრავლობითი მიელომა კიბოს სახეობაა, რომელიც აზიანებს სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეულ ტიპს, რომელსაც პლაზმური უჯრედები ეწოდება. ეს უჯრედები გროვდება ძვლის ტვინში, იყოფა და ეს პროცესი უკონტროლო ხდება. აღნიშნულმა შეიძლება დააზიანოს ძვლები და თირკმლები.

როგორც წესი, მრავლობითი მიელომის განკურნება შეუძლებელია. თუმცა, ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ან ალაგდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამას ეწოდება „პასუხი“.

ახლად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.

ლენამერი გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მას შემდეგ, რაც პაციენტები საკმარისად გამოჯანმრთელდებიან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ.

ახლად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა -პაციენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ ძვლის ტვინის გადანერგვა, ლენამერს მიიღებენ სხვა მედიკამენტებთან ერთად. ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

ქიმიოთერაპიული პრეპარატი სახელწოდებით „ბორტეზომიბი“

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი სახელწოდებით „დექსამეტაზონი“

ქიმიოთერაპიული პრეპარატი სახელწოდებით „მელფალანი“ და

იმუნოსუპრესიული პრეპარატი სახელწოდებით „პრედნიზონი“.

მკურნალობის დასაწყისში თქვენ მიიღებთ ამ სხვა მედიკამენტებს და შემდეგ გააგრძელებთ ლენამერის მიღებას დამოუკიდებლად.

თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის ან გაქვთ თირკმლის საშუალო ან მძიმე ხარისხის პრობლემები, მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გულდასმით გამოგიკვლევთ.

მრავლობითი მიელომა - პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ მკურნალობა

ლენამერი მიიღება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთან, სახელად „დექსამეტაზონი“ ერთად.

ლენალიდომიდს შეუძლია შეაჩეროს მრავლობითი მიელომის ნიშნებისა და სიმპტომების გაუარესება. ასევე, გამოვლინდა, რომ მკურნალობის შემდეგ ის აფერხებს მრავლობითი მიელომის რეციდივს.

მიელოდისპლაზიური სინდრომები (MDS)

MDS წარმოადგენს სისხლისა და ძვლის ტვინის განსხვავებული დაავადების ერთობლიობას. მიიღება ნორმიდან გადახრილი სისხლის უჯრედები და ისინი თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებენ. პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ანემია), სისხლის გადასხმის საჭიროება და ინფექციის რისკი.

ლენამერი გამოიყენება მონოთერაპიის სახით MDS-ით დიაგნოსტირებული მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც დაკმაყოფილებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი:

სისხლის წითელი უჯრედების დაბალი მაჩვენებლის სამკურნალოდ („ტრანსფუზიაზე დამოკიდებული ანემია“) გჭირდებათ რეგულარულად სისხლის გადასხმა.

ძვლის ტვინში გაქვთ უჯრედული ანომალია, რომელსაც „იზოლირებული დელეციის 5q ციტოგენეტიკური ანომალია“ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ჯანმრთელ სისხლის უჯრედებს.

წარსულში გამოიყენეს სხვა მკურნალობის მეთოდები, რომლებიც არ არის შესაფერისი ან საკმარისად კარგად არ მუშაობს.

ლენამერს შეუძლია გაზარდოს ორგანიზმში გამომუშავებული ჯანმრთელი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა პათოლოგიური უჯრედების რაოდენობის შემცირების გზით:

ამან შეიძლება შეამციროს სისხლის გადასხმის საჭირო რაოდენობა. შესაძლებელია, რომ გადასხმა საერთოდ არ გახდეს საჭირო.

მანტიის უჯრედის ლიმფომა (MCL)

MCL არის იმუნური სისტემის ნაწილის (ლიმფური ქსოვილის) კიბო. ის აზიანებს სისხლის თეთრი უჯრედების ტიპს, რომელსაც „B-ლიმფოციტები“ ან B-უჯრედები ეწოდება. MCL არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება B-უჯრედების უკონტროლო ზრდა და დაგროვება ლიმფურ ქსოვილში, ძვლის ტვინში ან სისხლში.

ლენამერი გამოიყენება მონოთერაპიის სახით მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებმაც წარსულში მიიღეს სხვა მედიკამენტები.

ფოლიკულური ლიმფომა (FL)

ფოლიკულური ლიმფომა არის ნელა პროგრესირებადი კიბო, რომელიც აზიანებს B-ლიმფოციტებს. ეს არის სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში. ფოლიკულური ლიმფომის დროს, ამ B-ლიმფოციტების ჭარბი რაოდენობა შეიძლება დაგროვდეს თქვენს სისხლში, ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებსა და ელენთაში.

ლენამერი მიიღება სხვა პრეპარატთან, სახელად „რიტუქსიმაბი“, ერთად წარსულში ნამკურნალები ფოლიკულური ლიმფომის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ.

როგორ მოქმედებს ლენამერი

ლენამერის მუშაობის პრინციპი მოიცავს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებას და კიბოს უჯრედებზე უშუალო შეტევას. პრეპარატი მოქმედებს სხვადასხვა გზებით:

კიბოს უჯრედების განვითარების შეჩერებით

სისხლძარღვების ზრდის შეჩერებით სიმსივნური ქსოვილის შიგნით

იმუნური სისტემის ნაწილის სტიმულირებით, რომ განახორციელოს შეტევა კიბოს უჯრედებზე.

რა უნდა იცოდეთ ლენამერის მიღებამდე

ლენამერით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა წაიკითხოთ ლენამერთან ერთად მისაღები ყველა სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

ნუ მიიღებთ ლენამერს თუ:

ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, რადგან სავარაუდოდ მოსალოდნელია, რომ ლენამერი იყოს საზიანო ნაყოფისთვის (იხილეთ მე-2 თავი, „ორსულობა, ძუძუთი კვება და კონტრაცეფცია - ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის“).

შეგიძლიათ დაორსულება, ვიდრე არ დაიცავთ ყველა საჭირო ზომას ორსულობის თავიდან ასაცილებლად (იხილეთ მე-2 თავი, „ორსულობა, ძუძუთი კვება და კონტრაცეფცია - ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის“). დაორსულების შესაძლებლობის შემთხვევაში, ექიმი თითოეულ დანიშნულებაში დააფიქსირებს, რომ მიღებულ იქნა საჭირო ზომები და მოგაწვდით ამის დადასტურებას.

გაქვთ ალერგია ლენალიდომიდის ან ამ პრეპარატის მე-6 თავში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ალერგიული იყოთ, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან გეხებათ, ნუ მიიღებთ ლენამერს. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ლენამერის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ:

წარსულში გქონიათ თრომბი – მკურნალობის დროს არსებობს ვენებსა და არტერიებში თრომბის განვითარების მომატებული რისკი;

გაქვთ ინფექციის რაიმე ნიშანი, როგორიცაა ხველა ან ცხელება;

გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ვირუსული ინფექცია, კერძოდ: B ჰეპატიტის ინფექცია, Varicella Zoster ვირუსი, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას ან ჰერპეს ზოსტერს (სარტყლისებრი ზოსტერი), აივ ინფექცია. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ლენამერით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის ხელახლა გააქტიურება ვირუსის მატარებელ პაციენტებში. ამას შედეგად მოსდევს ინფექციის რეციდივი. ექიმმა უნდა შეამოწმოს, გქონიათ თუ არა ოდესმე B ჰეპატიტის ინფექცია.

გაქვთ თირკმლის პრობლემები - ექიმმა შეიძლება შეცვალოს ლენამერის დოზა.

გადაგიტანიათ გულის ინფარქტი, გქონიათ როდესმე თრომბი, ან მოიხმართ თამბაქოს, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან ქოლესტერინის მაღალი დონე.

თალიდომიდის (მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატი) მიღებისას გქონდათ ალერგიული რეაქცია, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება.

წარსულში გაგივითარდათ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმეს კომბინაცია: გავრცელებული გამონაყარი, კანის სიწითლე, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღვიძლის ფერმენტების მატება, სისხლის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები - ესენია კანის მძიმე რეაქციის ნიშნები, რომელსაც ეწოდება წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, იხილეთ აგრეთვე მე-4 თავი „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

მკურნალობის პროცესში ან მისი დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ: გაქვთ მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან გაორება, მეტყველების გაძნელება, სისუსტე ხელში ან ფეხში, სიარულის მანერის ცვლილება ან წონასწორობის პრობლემები, მუდმივი დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ან დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა ან კონფუზია. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ტვინის სერიოზული და პოტენციურად ფატალური მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML). თუ ლენალიდომიდით მკურნალობამდე გქონდათ ეს სიმპტომები, აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

გაქვთ ქოშინი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის აჩქარება ან ფეხების ან კოჭების არეში შეშუპება. ეს შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (იხილეთ თავი 4)

გამოკვლევები და შემოწმება

ლენამერით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისხლის ანალიზების რეგულარულად ჩატარება. ამის მიზეზია ის, რომ ლენამერმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის იმ უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელიც ებრძვის ინფექციას (ლეიკოციტები) და ასევე სისხლის შედედების ხელშემწყობი (თრომბოციტები) უჯრედების რაოდენობის დაქვეითება.

ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზის ჩატარებას:

მკურნალობამდე

ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში

ამის შემდეგ, სულ მცირე, ყოველთვიურად.

ლენალიდომიდით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს შესაძლოა გამოგიკვლიონ გულ-ფილტვის პრობლემების ნიშნებზე.

MDS-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

MDS-ის შემთხვევაში, შესაძლოა გაგივითარდეთ უფრო შორსწასული მდგომარეობა სახელად მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML). გარდა ამისა, უცნობია, თუ როგორ მოქმედებს ლენალიდომიდი AML-ის განვითარების შანსებზე. შესაბამისად, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ტესტები ნიშნებზე შემოწმების მიზნით, რაც სავარაუდოდ უკეთესად მოახდენს AML-ის განვითარების ალბათობაის პროგნოზირებას ლენამერით მკურნალობის დროს.

MCL-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზის ჩატარებას:

მკურნალობამდე

ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 8 კვირის განმავლობაში (2 ციკლი)

შემდეგ ყოველ 2 კვირაში ერთხელ მე-3 და მე-4 ციკლების დროს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-3 თავი „მკურნალობის ციკლი“)

ამის შემდეგ, თითოეული ციკლის დასაწყისში და

სულ მცირე თვეში ერთხელ

FL-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზის ჩატარებას:

მკურნალობამდე

ყოველ კვირას მკურნალობის პირველი 3 კვირის (1 ციკლი) განმავლობაში

შემდეგ ყოველ 2 კვირაში ერთხელ მე-2-დან მე-4 ციკლამდე (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-3 თავი „მკურნალობის ციკლი“)

ამის შემდეგ თითოეული ციკლის დასაწყისში და

სულ მცირე თვეში ერთხელ

ექიმმა შეიძლება შეამოწმოს, გაქვთ თუ არა სიმსივნის მაღალი ოდენობა მთელ ორგანიზმში, ძვლის ტვინის ჩათვლით. დიდი ოდენობით არსებობამ შეიძლება წარმოშვას მდგომარეობა, როდესაც სიმსივნე იშლება და სისხლში ქიმიური ნივთიერებების უჩვეულო დონე მიიღწევა, რამაც შეიძლება თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს (ამ მდგომარეობას „სიმსივნის ლიზისის სინდრომი“ ეწოდება).

ექიმმა შეიძლება შეისწავლოს თქვენი კანის ცვლილებები, როგორიცაა წითელი ლაქები ან გამონაყარი.

შესაძლებელია ექიმმა დააკორექტიროს ლენამერის დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა სისხლის ანალიზების მაჩვენებლებისა და თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით. თუ დიაგნოზი ახლახან დაგისვეს, ექიმმა შესაძლოა შეაფასოს თქვენი მკურნალობა თქვენი ასაკისა და სხვა უკვე არსებული მდგომარეობების მიხედვით.

სისხლის დონაცია

მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში სისხლის დონაცია არ უნდა მოხდეს.

ბავშვები და მოზარდები

ლენამერის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.

ხანდაზმულები და თირკმლის პრობლემების მქონე პირები

თუ 75 წლის ან უფროსი ასაკის ხართ ან გაქვთ თირკმლის საშუალო ან მძიმე ხარისხის პრობლემები, მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გულდასმით გამოგიკვლევთ.

სხვა მედიკამენტები და ლენამერი

აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ლენამერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლენამერის მოქმედებაზე.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მოცემულ პრეპარატს:

ორსულობის პრევენციისთვის გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, პერორალური კონტრაცეპტივები, რადგან მათ შეიძლება შეაჩერონ პრეპარატის ეფექტურობა;

გულის პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, დიგოქსინი;

სისხლის გასათხელებლად გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, ვარფარინი;

ორსულობა, ძუძუთი კვება და კონტრაცეფცია – ინფორმაცია ქალებისა და მამაკაცებისთვის

ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

ორსულობის დროს ლენამერის მიღება არ შეიძლება, რადგან მოსალოდნელია, რომ ის იყოს საზიანო ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის.

ლენამერის მიღების დროს არ უნდა დაორსულდეთ. შესაბამისად, თუ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი ხართ, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები (იხილეთ „კონტრაცეფცია“).

ლენამერით მკურნალობისას დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და აცნობოთ ექიმს.

მამაკაცებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

თუ თქვენი პარტნიორი ლენამერის მიღების დროს დაორსულდება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს. რეკომენდებულია, რომ თქვენმა პარტნიორმა მიმართოს ექიმს.

ასევე უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები (იხილეთ „კონტრაცეფცია“).

ძუძუთი კვება

ლენამერის მიღების დროს ძუძუთი კვებაზე არ უნდა იყოთ, რადგან უცნობია, გადადის თუ არა ლენომერი დედის რძეში.

კონტრაცეფცია

ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს თქვენი დაორსულების შესაძლებლობის თაობაზე, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

თქვენი დაორსულების შესაძლებლობის შემთხვევაში

ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაგიტარდებათ ორსულობის ტესტი (ყოველი მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის განმავლობაში სულ მცირე 4 კვირაში ერთხელ და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დადასტურებულია, რომ ფალოპის მილები გადაკეტილი ან დახშულია, რათა კვერცხუჯრედები საშვილოსნოში არ მოხვდეს (მილების სტერილიზაცია).

და

მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში, მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. ექიმი გირჩევთ კონტრაცეფციის შესაბამის მეთოდებს.

მამაკაცებისთვის, რომლებიც იღებენ ლენამერს

ლენამერი აღწევს ადამიანის სპერმაში. თუ თქვენი პარტნიორი ორსულადაა ან შეუძლია დაორსულება და არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი, მაშინაც კი, თუ ვაზექტომია ჩატარებული გაქვთ.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

თუ ლენამერის მიღების შემდეგ გრძნობთ თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილიანობას, თავბრუსხვევას ან მხედველობის დაბინდვას, არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებთან.

ლენამერი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრისადმი აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

  • როგორ მიიღება ლენამერი

ლენამერი უნდა დაგინიშნონ ჯანდაცვის სპეციალისტებმა, რომლებსაც აქვთ მრავლობითი მიელომის, MDS-ის, MCL-ის ან FL-ის მკურნალობის გამოცდილება.

ლენამერის გამოყენებისას მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ძვლის ტვინის გადანერგვა ან ადრე ჩაუტარდათ სხვა მკურნალობა, ის მიიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად (იხილეთ თავი1 „რისთვის გამოიყენება ლენამერი“).

ლენამერი გამოიყენებისას მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან MDS-ის ან MCL-ის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ის მიიღება მონოთერაპიის სახით.

ლენამერის გამოყენებისას ფოლიკულური ლიმფომის სამკურნალოდ, ის მიიღება სხვა პრეპარატთან ერთად, სახელწოდებით „რიტუქსიმაბი“.

ლენამერი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ლენამერს სხვა მედიკამენტებთან ერთად იღებთ, მათი გამოყენებისა და ეფექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა გაეცნოთ ამ პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციას.

მკურნალობის ციკლი

ლენამერი მიიღება გარკვეულ დღეებში 3 კვირის (21 დღის) განმავლობაში.

ყოველ 21 დღეს „მკურნალობის ციკლი“ ეწოდება.

ციკლის დღიდან გამომდინარე, თქვენ მიიღებთ ერთ ან რამდენიმე მედიკამენტს. თუმცა, ზოგიერთ დღეს თქვენ არ იღებთ არცერთ მედიკამენტს.

ყოველი 21-დღიანი ციკლის დასრულების შემდეგ, უნდა დაიწყოთ ახალი „ციკლი“ შემდეგი 21 დღის განმავლობაში.

ან

ლენამერი მიიღება გარკვეულ დღეებში 4 კვირის (28 დღის) განმავლობაში.

ყოველ 28 დღეს „მკურნალობის ციკლი“ეწოდება.

ციკლის დღიდან გამომდინარე, თქვენ მიიღებთ ერთ ან რამდენიმე მედიკამენტს. თუმცა, ზოგიერთ დღეს თქვენ არ იღებთ არცერთ მედიკამენტს.

ყოველი 28-დღიანი ციკლის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი „ციკლი“ მომდევნო 28 დღის განმავლობაში.

ლენამერის რა რაოდენობა მიიღება

მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გეტყვით:

რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ლენამერი

რა რაოდენობით უნდა მიიღოთ სხვა მედიკამენტები ლენამერთან ერთად, ასეთის მიღებისას

მკურნალობის ციკლის რომელ დღეებში უნდა მიიღოთ თითოეული მედიკამენტი.

როგორ და როდის მიიღება ლენამერი

კაფსულა მთლიანად გადაყლაპეთ, სასურველია წყალთან ერთად.

კაფსულა არ გატეხოთ, არ გახსნათ და არ დაღეჭოთ. თუ ლენამერის დაზიანებული კაფსულის ფხვნილი კანს მოხვდება, დაუყოვნებლივ და გულდასმით დაიბანეთ კანი საპნითა და წყლით.

ჯანდაცვის სპეციალისტებმა, მომვლელებმა და ოჯახის წევრებმა ბლისტერთან ან კაფსულასთან შეხებისას ერთჯერადი ხელთათმანები უნდა ატარონ. შემდეგ ხელთათმანები ფრთხილად უნდა მოიხსნან კანთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, ისინი უნდა მოთავსდეს პლასტმასის პოლიეთილენის ჰერმეტულ პარკში და განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. საჭიროა ხელების დაბანა საპნითა და წყლით. ორსული ქალები ან ქალები, რომლებსაც ეჭვი აქვთ ორსულობაზე, არ უნდა შეეხონ ბლისტერს ან კაფსულას.

კაფსულის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე საკვების გარეშე.

ლენამერი უნდა მიიღოთ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, დაგეგმილ დღეებში.

ამ პრეპარატის მიღებისას

კაფსულის ბლისტერიდან ამოღების დროს:

კაფსულის მხოლოდ ერთ ბოლოს დააჭირეთ ფოლგიდან გამოსასვლელად

კაფსულის ცენტრზე ზეწოლა არ მოახდინოთ, რადგან ამან შეიძლება მისი გატეხვა გამოიწვიოს.

ლენამერით მკურნალობის ხანგრძლივობა

ლენამერი მიიღება მკურნალობის ციკლების სახით, თითოეული ციკლი გრძელდება 21 ან 28 დღე (იხილეთ ზემოთ „მკურნალობის ციკლი“). მკურნალობის ციკლები უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ ექიმი არ გეტყვით პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

ლენამერის დანიშნულ დოზაზე უფრო მეტის მიღებისას

თუ მიიღეთ ლენამერის დოზა, რომელიც დანიშნულზე მეტია, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ლენამერის მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება დადგენილ დროში და

12 საათზე ნაკლები დრო გავიდა - დაუყოვნებლივ მიიღეთ კაფსულა.

12 საათზე მეტი დრო გავიდა - არ მიიღოთ კაფსულა. შემდეგი კაფსულა მიიღეთ ჩვეულ დროს მეორე დღეს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ლენამერის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენებს - შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, თვალების, პირის ღრუს ან სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან ქავილი, რაც შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციების სერიოზული ტიპების სიმპტომები, რომლებსაც ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია ეწოდება.

სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება დაიწყოს გამონაყარით ერთ ადგილას, მაგრამ გავრცელდეს კანის ფართო დაკარგვით მთელ სხეულზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და/ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მატება, სისხლის ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძებისა და სხვა ორგანოების ჩართულობა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი). იხილეთ აგრეთვე მე-2 თავი.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით ეფექტს:

ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ხველა, პირის ღრუს წყლულები ან ინფექციის სხვა ნებისმიერი სიმპტომი, მათ შორის სისხლის მიმოქცევის სისტემაში (სეფსისი)

სისხლდენა ან სისხლჩაქცევები დაზიანების არარსებობის შემთხვევაში

ტკივილი გულმკერდის ან ფეხის არეში

ქოშინი

ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე, კონფუზია ან დაღლილობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში კალციუმის მაღალი დონით.

ლენამერმა შეიძლება შეამციროს სისხლის თეთრი უჯრედების ოდენობა, რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან ინფექციასთან ბრძოლაში და ასევე დააქვეითოს სისხლის შედედების ხელშემწყობი სისხლის უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობა, რასაც შედეგად მოყვეს შედედების მხრივ დარღვევები, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა და სისხლჩაქცევები. ლენამერმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ვენებში თრომბები (თრომბოზი).

სხვა გვერდითი ეფექტები

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პაციენტების მცირე რაოდენობას შეიძლება განუვითარდეს კიბოს სხვა ტიპები და შესაძლებელია, რომ ეს რისკი გაიზარდოს ლენამერით მკურნალობისას. შესაბამისად, ლენამერის დანიშვნისას, ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს სარგებელი და რისკი.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პირს):

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, რაც იწვევს დაღლილობას და სისუსტეს.

გამონაყარი, ქავილი.

კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე და ტკივილი, ძვლების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კიდურებში ტკივილი.

გენერალიზებული შეშუპება, ხელებისა და ფეხების შეშუპების ჩათვლით.

სისუსტე, დაღლილობა

ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყურის ტკივილი, ხველა და შემცივნება

კანის დაბუჟება, კანში ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ტკივილი ხელებში ან ფეხებში, თავბრუსხვევა, კანკალი

მადის დაქვეითება, გემოს შეცვლა

ტკივილის, სიმსივნის ზომის ან სიმსივნის გარშემო სიწითლის მატება

წონის დაკლება

ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულძმარვა

სისხლში კალიუმის ან კალციუმის და/ან ნატრიუმის დაბალი დონე

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოსალოდნელზე მეტად დაქვეითება

ფეხის არეში ტკივილი (რაც შეიძლება იყოს თრომბოზის სიმპტომი), ტკივილი გულმკერდის არეში ან ქოშინი (რაც შეიძლება იყოს ფილტვში თრომბის სიმპტომი, რასაც ფილტვის ემბოლია ეწოდება)

ყველა ტიპის ინფექცია, მათ შორის ცხვირის გარშემო არსებული სინუსების ინფექცია, ფილტვისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

ქოშინი

მხედველობის დაბინდვა

თვალის ამღვრევა (კატარაქტა)

თირკმლის პრობლემები, მათ შორის თირკმლის დისფუნქცია ან ნორმალური ფუნქციის შენარჩუნების შეუძლებლობა

ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები

ღვიძლის ტესტების მაჩვენებლების მატება

სისხლში ცილის ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შეშუპება (ვასკულიტი)

სისხლში შაქრის დონის მატება (დიაბეტი)

სისხლში შაქრის დონის შემცირება

თავის ტკივილი

ცხვირიდან სისხლდენა

კანის სიმშრალე

დეპრესია, გუნება-განწყობილების ცვლილება, ძილის გაძნელება

ხველა

არტერიული წნევის დაცემა

სხეულში დისკომფორტის, ცუდად ყოფნის შეგრძნება

პირის ღრუს ანთებითი ტკივილი, პირის სიმშრალე

დეჰიდრატაცია

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე პირს):

სისხლის წითელი უჯრედების დაშლა (ჰემოლიზური ანემია)

კანის სიმსივნის გარკვეული ტიპები

ღრძილებიდან, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა

არტერიული წნევის მატება, ნელი, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა

ნივთიერების რაოდენობის ზრდა, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური და პათოლოგიური დაშლის შედეგია

პროტეინის ტიპის მატება, რომელიც ორგანიზმში ანთებაზე მიუთითებს

კანის გამუქება, კანის ფერის შეცვლა გამოწვეული კანის ქვეშ სისხლდენით, რასაც ჩვეულებრივ იწვევს სისხლჩაქცევები, სისხლით სავსე კანის შეშუპება, ჩალურჯება

სისხლში შარდმჟავას დონის მატება

კანზე გამონაყარი, კანის სიწითლე, კანის დახეთქვა, აქერცვლა ან აშრევება. ჭინჭრის ციება

ოფლიანობის მატება, ღამით ოფლიანობა

ყლაპვის გაძნელება, ყელის ტკივილი, ხმის ხარისხის შეცვლა ან ხმის ცვლილებები

სურდო

ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი ან ნაკლები შარდის გამოყოფა ან შარდვის დროის კონტროლის შეუძლებლობა

შარდში სისხლის გამოყოფა

ქოშინი, განსაკუთრებით წოლისას (რაც შეიძლება გულის უკმარისობის სიმპტომი იყოს)

ერექციის მიღწევის გაძნელება

ინსულტი, გულის წასვლა, ვერტიგო (შიგნითა ყურის პრობლემა, რაც იწვევს შეგრძნებას, რომ ყველაფერი ბრუნავს), გონების დროებითი დაკარგვა

ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ვრცელდება ხელებზე, კისერზე, ყბაზე, ზურგზე ან მუცელზე, ოფლიანობისა და ქოშინის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, რაც შეიძლება იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) სიმპტომები

კუნთების სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა

კისრის არეში ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში

შემცივნება

სახსრების შეშუპება

ღვიძლიდან ნაღვლის დინების შენელება ან ბლოკირება

სისხლში ფოსფატის ან მაგნიუმის დაბალი დონე

მეტყველების გაძნელება

ღვიძლის დაზიანება

წონასწორობის დარღვევა, მოძრაობის გაძნელება

სიყრუე, ყურებში შუილი (ტინიტუსი)

ნერვის ტკივილი, უსიამოვნო, პათოლოგიური შეგრძნება, განსაკუთრებით შეხებისას

ჭარბი რკინა ორგანიზმში

წყურვილი

კონფუზია

კბილის ტკივილი

დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე პირს):

თავის ქალაში სისხლდენა

სისხლის მიმოქცევის პრობლემები

მხედველობის დაკარგვა

სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაკარგვა

დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა ძვლების ტკივილითა და სისუსტით, რაც შეიძლება თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომები იყოს (ფანკონის სინდრომი)

კანის, ლორწოვანი გარსის ან თვალების ყვითელი პიგმენტაცია (სიყვითლე), ღია ფერის განავალი, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, გამონაყარი, კუჭის ტკივილი ან შეშუპება, ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები (ღვიძლის უკმარისობა)

კუჭის ტკივილი, შებერილობა ან დიარეა, რაც შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის ანთების სიმპტომები (კოლიტი ან ცეეციტი)

თირკმლის უჯრედების დაზიანება (თირკმლის ტუბულარული ნეკროზი)

კანის ფერის ცვლილებები, მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა

სიმსივნის ლიზისის სინდრომი - მეტაბოლური გართულებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ მკურნალობის გარეშეც კი. ეს გართულებები გამოწვეულია მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: სისხლის ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები; კალიუმის, ფოსფორის, შარდმჟავას მაღალი დონე და კალციუმის დაბალი დონე, რაც იწვევს თირკმლის ფუნქციის, გულისცემის ცვლილებებს, კრუნჩხვებს და ზოგჯერ სიკვდილსაც.

ფილტვის მკვებავ სისხლძარღვებში არტერიული წნევის მატება (ფილტვისმიერი ჰიპერტენზია)

უცნობი გვერდითი ეფექტები (სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია):

უეცარი ან მსუბუქი, მაგრამ გაუარესებული ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და/ან ზურგის არეში, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა, ღებინება, ცხელება და სწრაფი პულსი, ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის ანთებით.

ხიხინი, ქოშინი ან მშრალი ხველა, რაც შეიძლება ფილტვის ქსოვილის ანთებით გამოწვეული სიმპტომები იყოს.

დაფიქსირდა კუნთების დაშლის იშვიათი შემთხვევები (კუნთების ტკივილი, სისუსტე ან შეშუპება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები (რაბდომიოლიზი), ზოგიერთი მათგანი მაშინ განვითარდა, როდესაც მიიღეს ლენალიდომიდი სტატინებთან (ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატის ტიპი) ერთად.

კანის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია წვრილი სისხლძარღვების ანთებით, რასაც თან ახლავს სახსრების ტკივილი და ცხელება (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი).

კუჭის ან ნაწლავების კედლის დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული ინფექცია. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კუჭის არეში ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლიანი განავალი ან ცვლილებები ნაწლავების მოქმედებაში.

ვირუსული ინფექციები, მათ შორის ჰერპეს ზოსტერი (ასევე ცნობილი როგორც სარტყლისებრი ჰერპესი, ვირუსული დაავადება, რომელიც იწვევს კანზე მტკივნეულ გამონაყარს ბუშტუკებით) და B ჰეპატიტის ინფექციის რეციდივი (რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ყავისფერი შარდი, მუცლის მარჯვენა მხარეს ტკივილი, ცხელება და გულისრევის შეგრძნება ან ღებინება).

მყარი ორგანოს ტრანსპლანტატის არმიღება (მაგალითად, თირკმელი, გული).

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ https://[email protected]ის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

როგორ ინახება ლენამერი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე წარწერით „ვარგისიანობის ვადა“. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ შეფუთვაზე რაიმე დაზიანებას ან ხელყოფის ნიშნებს.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ლენამერი

ლენამერის 10 მგ-იანი მყარი კაფსულა:

აქტიური ნივთიერებაა ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 10 მგ ლენალიდომიდს.

სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულა შეიცავს: ლაქტოზას (იხ. თავი 2), მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის კროსკარმელოზას და მაგნიუმის სტეარატს.

კაფსულის გარსი: შავი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171) და ჟელატინი.

საბეჭდი მელანი: შელაკი (E904), პროპილენგლიკოლი (E1520), ამიაკის ძლიერი ხსნარი (E527), შავი რკინის ოქსიდი (E172) და კალიუმის ჰიდროქსიდი (E525).

ლენამერის 25 მგ-იანი მყარი კაფსულა:

აქტიური ნივთიერებაა ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 25 მგ ლენალიდომიდს.

სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულა შეიცავს: ლაქტოზას (იხ. თავი 2), მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის კროსკარმელოზას და მაგნიუმის სტეარატს.

კაფსულის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171) და ჟელატინი.

საბეჭდი მელანი: შელაკი (E904), პროპილენგლიკოლი (E1520), ამიაკის ძლიერი ხსნარი (E527), შავი რკინის ოქსიდი (E172) და კალიუმის ჰიდროქსიდი (E525).

როგორ გამოიყურება ლენამერი და შეფუთვის შიგთავსი

ლენამერის 10 მგ-იან მყარ კაფსულას აქვთ ყვითელი, გაუმჭვირვალე თავსახური და ნაცრისფერი, გაუმჭვირვალე კორპუსი კაფსულის გარსის ზომით No.0, 21.20-22.20 მმ, შავი მელნით დატანილი წარწერით „LP“ თავსახურზე და „639“ კორპუსზე.

ლენამერის 25 მგ-იან მყარ კაფსულას აქვთ თეთრი, გაუმჭვირვალე თავსახური და თეთრი, გაუმჭვირვალე კორპუსი, კაფსულის გარსის ზომით No.0, 21.20-22.20 მმ, შავი მელნით დატანილი წარწერით „LP“ თავსახურზე და „642“ კორპუსზე.

მუყაოს კოლოფი შეიცავს PVC/ACLAR/ალუმინის ბლისტერებს, თითოეულში განთავსებულია 7 კაფსულა.

ლენამერი 10 მგ და 25 მგ, შეფუთვის ზომა: 21 კაფსულა.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

შპს „მერმისი“

ქრისტინე შარაშიძის ქუჩა 12

თბილისი, 0159, საქართველო

მწარმოებელი

Lotus Pharmaceutical Co. Ltd., ტაივანი

Sinsing Village No 30, Chenggong 1st Rd

ნანტოუ, 54066, ტაივანი.

ამ ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღია 2025 წლის მაისი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა