პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ლენალიდომიდი აკორდი

Lenalidomide Accord

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ლენალიდომიდი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს “ლენალიდომიდს”. ეს პრეპარატი მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ იმუნური სისტემის მუშაობაზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლენალიდი (lenalidomide)
ფორმა და შეფუთვა
25მგ მყარი კაფსულა №21
მწარმოებელი
Synoptis Industrial Sp. z o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AX04
რეგისტრაციის ნომერი
რ-041673
რეგისტრირებულია
22 ივლისი 2024, მოქმედებს 22 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალენალიდომიდი აკორდი და სხვა წამალი ერთად

ლენალიდომიდი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლენალიდომიდი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს “ლენალიდომიდს”. ეს პრეპარატი მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ იმუნური სისტემის მუშაობაზე.

ლენალიდომიდი აკორდის გამოყენების ჩვენებები

ლენალიდომიდი აკორდი გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში, შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

მრავლობითი მიელომა

მიელოდისპლაზიური სინდრომები

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა

ფილუკულური ლიმფომა

მრავლობითი მიელომა

მრავლობითი მიელომა კიბოს ტიპია, რომელიც აზიანებს გარკვეული ტიპის სისხლის თეთრ უჯრედებს – პლაზმურ უჯრედებს. მრავლობითი მიელომის დროს აღნიშნული უჯრედები უკონტროლოდ იყოფიან და მრავლდებიან ძვლის ტვინში, რამაც შეიძლება დააზიანოს ძვლები და თირკმელები.

ჩვეულებრივ, მრავლობითი მიელომისგან განკურნება შეუძლებელია. თუმცა, შესაძლებელია მისი სიმპტომების და გამოვლინებების შემცირება ან გაქრობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული “რემისიის” სახელით არის ცნობილი.

ახლად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა – პაციენტებში, რომლებსაც გადანერგილი აქვთ ძვლის ტვინი:

ლენალიდომიდი აკორდი გამოიყენება დამოიკუდებლად, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით. მკურნალობა იწყება ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციის შემდგომ, როდესაც პაციენტი აღიდგენს საკმარის ძალას.

ახლად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა – პაციენტებში, რომლებთანაც ძვლის ტვინის გადანერგვის ჩატარება არ არის შესაძლებელი:

ლენალიდომიდი აკორდი გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, მათ შორის:

ქიმიოთერაპიული პრეპარატი – “ბორტეზომიბი”

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი – “დექსამეტაზონი”

ქიმიოთერაპიული პრეპარატი – “მელფალანი” და

იმუნოსუპრესანტი – “პრედნიზონი”.

მკურნალობა დაიწყება ზემოხსენებული პრეპარატებით, ხოლო ლენალიდომიდი აკორდის ჩართვა მოხდება მოგვიანებით, მონოთერაპიის სახით.

მკურნალი ექიმი გამოიჩენს განსაკუთრებულ ყურადღებას თუ პაციენტი არის > 75 წლის ან აღენიშნება თირკმელების საშუალო ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

მრავლობითი მიელომა – პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჩატარებული აქვთ მკურნალობის კურსი

ლენალიდომიდი აკორდი ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატე “დექსამეტაზონთან” ერთად.

ლენალიდომიდმა შესაძლოა შეაფერხოს მრავლობითი მიელომის სიმპტომების პროგრესირება. ასევე, დადასტურებულია ლენალიდომიდის ეფექტურობა მკურნალობის შემდეგ მრავლობითი მიელომის ხელახლა გამოვლენის დროის გახანგრძლივების კუთხით.

მიელოდისპლაზიური სინდრომიები (მდს)

მიელოდისპლაზიური სინდრომები აერთიანებს მრავალ სხვადასხვა ჰემატოლოგიურ და ძლვის ტვინის დაავადებას. სისხლის უჯრედები განიცდიან პათოლოგიურ ცვლილებებს და ვეღარ ახერხებენ ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაძლოა განვითარდეს მრავალნაირი სიმპტომი, მათ შორის ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება). შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა და პაციენტი შესაძლოა მიდრეკილი გახდეს ხშირი ინფექციებისადმი.

ლენალიდომიდი აკორდი გამოიყენება მონოთერაპიის სახით მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც დადასტურებული აქვთ მიელოდისპლაზიური სინდრომი. ლენალიდომიდი აკორდი ინიშნება, როდესაც სახეზეა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი:

ანემიის სამკურნალოდ საჭიროა რეგულარული სისხლის გადასხმა (“ტრანსფუზიაზე დამოკიდებული ანემია”)

ძვლის ტვინის უჯრედებში აღინიშნება სპეციფიკური ციტოგენეტიკური პათოლოგიური ცვლილება – “იზოლირებული 5q დელეცია”. აღნიშნული ცვლილების დროს, ორგანიზმში არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობის ჯანმრთელი სისხლის უჯრედები

მკურნალობის სხვა მეთოდები აღმოჩდა უშედეგო, უკუნაჩვენებია ან აქვს არასაკმარისი შედეგი.

ლენალიდომიდი აკორდმა შეიძლება გაზარდოს ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ჯანმრთელი ერითროციტების რაოდენობა, პათოლოგიური უჯრედების რაოდენობის დაქვეითების გზით:

აღნიშნულმა შეიძლება განაპირობოს სისხლის ტრანსფუზიის საჭირო რაოდენობის შემცირება. შესაძლებელია, სისხლის ტრანსფუზია საერთოდ აღარ გახდეს საჭირო.

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა (მულ)

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა იმუნური სისტემის (ლიმფური ქსოვილის) კიბოა, რომლის დროსაც ზიანდება გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედები – “B ლიმფოციტები”. მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის დროს B-ლიმფოციტები უკონტროლოდ მრავლდებიან და გროვდებიან ლიმფურ ქსოვილში, ძვლის ტვინში ან სისხლში.

ლენალიდომიდი აკორდი გამოიყენება მონოთერაპიის სახით მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჩატარებული აქვთ მკურნალობის კურსი სხვა პრეპარეტებით.

ფოლიკულური ლიმფომა (ფლ)

ფოლიკულური ლიმფომა ნელა მზარდი კიბოა, რომელიც აზიანებს B-ლიმფოციტებს. B-ლიმფოციტები ერთ-ერთი ტიპის სისხლის თეთრი უჯრედებია, რომლებსაც ორგანიზმი იყენებს ინფექციებთან საბრძოლველად. ფოლიკულური ლიმფომის დროს, სისხლში, ძვლის ტვინში, ლიმფურ ქსოვილში და ელენთაში შესაძლოა დაგროვდეს ჭარბი რაოდენობის B-ლიმფოციტები.

ლენალიდომიდი ინიშნება რიტუქსიმაბთან ერთად, მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში უკვე აქვთ ჩატარებული ფოლიკულური ლიმფომის მკურნალობის კურსი.

როგორ მოქმედებს ლენალიდომიდი აკორდი

ლენალიდომიდი გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე და ასევე უშუალოდ ებრძვის კიბოს უჯრედებს. ის მოქმედებს რამდენიმე განსხვავებული გზით:

აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას

ხელს უშლის სისხლძარღვების განვითარებას სიმსივნურ ქსოვილში

ასტიმულირებს იმუნური სისტემის ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია კიბოს უჯრედების განადგურებაზე.

მიღების წესი და დოზირება

ლენალიდომიდი აკორდი ინიშნება მრავლობითი მიელომის, მიელოდისპლაზიური სინდრომების, მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის ან ფოლიკულური ლიმფომის მკურნალობის გამოცდილების მქონე სამედიცინო პროფესიონალის მიერ.

მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებთანაც ვერ ხერხდება ძვლის ტვინის გადანერგვა ან რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ მკურნალობის სხვა კურსი, ლენალიდომიდი ინიშნება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში (იხ. პუნქტი 1 “ლენალიდომიდის გამოყენების ჩვენებები”)

მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც გადანერგილი აქვთ ძვლის ტვინი, ასევე მიელოდისპლაზიური სინდრომების ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის სამკურნალოდ, ლენალიდომიდი ინიშნება დამოუკიდებლად

ფოლიკულური ლიმფომის სამკურნალოდ, ლენალიდომიდი ინიშნება რიტუქსიმაბთან ერთად.

პრეპარატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ სწორედ ღებულობს პრეპარატს.

თუ თქვენ იღებთ ლენალიდომიდს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, მათი გამოყენებისა და ეფექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა გაეცნოთ ამ მედიკამენტების ინსტრუქციას.

მკურნალობის ციკლი

ლენალიდომიდი მიიღება განსაზღვრულ დღეებში, 3 კვირის განმავლობაში (21 დღე).

“მკურნალობის ერთი ციკლი” გულისხმობს 21 დღიან პერიოდს.

მკურნალობის ციკლის სხვადასხვა პერიოდში შესაძლებელია დანიშნული იყოს ერთი ან მეტი კაფსულა. თუმცა, ციკლის ზოგიერთ დღეს პრეპარატის მიღება არ მოხდება.

21-დღიანი ციკლის დასრულების შემდგომ, იწყება შემდეგი 21 დღიანი ციკლი

ან

ლენალიდომიდი მიიღება განსაზღვრულ დღეებში, 4 კვირის განმავლობაში (28 დღე).

“მკურნალობის ერთი ციკლი” გულისხმობს 28 დღიან პერიოდს.

28-დღიანი ციკლის დასრულების შემდგომ, იწყება შემდეგი 28 დღიანი ციკლი.

რა რაოდენობის მიღებაა საჭირო

მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი გააცნობს პაციენტს შემდეგს:

რა რაოდენობით ლენალიდომიდი უნდა მიიღოს პაციენტმა

რა რაოდენობით სხვა პრეპარატები უნდა მიიღოს პაციენტმა ლენალიდომიდთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში

მკურნალობის ციკლის რომელ დღეებში უნდა მიიღოს პაციენტმა თითოეული პრეპარატი.

როგორ და როდის მიიღება ლენალიდომიდი

კაფსულა იყლაპება ერთიანად. მისი მიღება უმჯობესია წყალთან ერთად

დაუშვებელია კაფსულის გატეხვა, გახსნა ან დაღეჭვა. კაფსულაში არსებული ფხვნილის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს საპნით და წყლით

კაფსულასთან ან ბლისტერთან კონტაქტში მყოფმა ჯანდაცვის მუშაკებმა, მომვლელებმა ან პაციენტის ოჯახის წევრებმა უნდა გამოიყენონ ერთჯერადი ხელთათმანები. გამოყენების შემდეგ, ხელთათმანის გადაგდება უნდა მოხდეს ფრთხილად, რათა გამოირიცხოს კანთან კონტაქტი. პოლიეთილენის პარკში მოთავსების შემდეგ, ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად. შემდგომ, საჭიროა ხელების გულმოდგინედ დაბანა საპნით და წყლით. ორსულობის ან შესაძლო ორსულობის შემთხვევაში, პრეპარატთან კონტაქტი უნდა გამოირიცხოს.

კაფსულების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ლენალიდომიდის მიღება უნდა მოხდეს დღიეს ერთსა და იმავე მონაკვეთში.

პრეპარატის მიღების წესი

კაფსულის ბლისტერიდან ამოსაღებად:

მიაწექით კაფსულას ერთ-ერთი ბოლოდან, რათა ამოიღოთ ბლისტერიდან;

არ მიაწვეთ კაფსულას ცენტრალურ ნაწილში, რათა არ დაირღვეს კაფსულის მთლიანობა.

ლენალიდომიდით მკურნალობის ხანგრძლივობა

ლენალიდომიდი ინიშნება ციკლების სახით, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობა შეადგენს 21 ან 28 დღეს (იხ. “მკურნალობის ციკლი”). მკურნალობის ციკლი არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას – ვინაიდან ლენალიდომიდი საზიანოა ნაყოფისთვის (იხ. ნაწილი 2 “ორსულობა, ლაქტაცია და კონტრაცეფცია – ინფორმაცია ქალებისთვის და მამაკაცებისთვის”).

თუ პაციენტი რეპროდუქციული ასაკისაა და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდებს (იხ. ნაწილი 2 “ორსულობა, ლაქტაცია და კონტრაცეფცია – ინფორმაცია ქალებისთვის და მამაკაცებისთვის”). რეპროდუქციული ასაკის პაციენტებისთვის ყოველი ახალი რეცეპტის გამოწერისას, მკურნალი ექიმი დარწმუნდება, რომ პაციენტი იცავს ჩასახვის საწინააღმდეგო ყველა საჭირო ზომას.

თუ პაციენტი ალერგიულია ლენალიდომიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუქნტში). პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ალერგიული პრეპარატის მიმართ.

პაციენტმა არ უნდა მიმღოს ლენალიდომიდი თუ რომელიმე ზემოხსენებული ვრცელდება მასზე. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ არ არის დარწმუნებული.

სიფრთხილის ზომები

ლენალიდომიდის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს

თუ წარსულში ჰქონია თრომბოზული მოვლენები – მკურნალობის პერიოდში იზრდება ვენებში და არტერიებში თრომბების განვითარების რისკი.

თუ აღინიშნება ინფექციის ნებისმიერი სიმპტომები ან ნიშნები, მაგ. ხველა ან ცხელება.

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონია ვირუსული ინფექციები, განსაკუთრებით B ჰეპატიტი, ჩუტყვავილა, აივ-ინფექცია. ეჭვის არსებობისას უნდა მიემართოს ექიმს. ლენალიდომიდით მკურნალობისას ვირუსული ინფექციები შესაძლოა ხელახლა გააქტიურდნენ და განვითარდეს რეკურენტული ინფექცია. მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმოს ჰქონია თუ არა პაციენტს B-ჰეპატიტი.

თუ აღინიშნება თირკმელების დაზიანება – მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ლენალიდომიდის დოზა.

თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია გულის შეტევა, თრომბოემბოლია, არის მწეველი, აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა ან სისხლში მომატებული აქვს ქოლესტერინის დონე.

თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქცია თალიდომიდის მიმართ (ასევე გამოიყენება მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ), მაგ. გამონაყრის, ქავლილის, შეშუპების, თავბრუსხვევის ან სუნთქვის გაძნელების სახით.

წარსულში პაციენტს ჰქონია შემდეგი სიმპტომების კომბინაცია: სხეულის ფართო ზედაპირზე გავრცელებული გამონაყარი, კანის სიწითლე, სხეულის ტემპერატურის მატება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლისმიერი დარღვევები (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების შეშუპება – აღნიშნული წარმოადგენს ძლიერი ალერგიული რეაქციის – “DRESS” სინდრომის (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით) გამოვლინებებს (ასევე იხ. მე-4 პუნქტი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

პაციენტმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება მას.

მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შემდეგის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს:

მხედველობის დაბინდვა, გაორება ან მხედველობის დაკარგვა, მეტყველების გაძნელება, სისუსტე ერთ მკლავში ან ფეხში, სიარულის გაძნელება ან ბალანსის შენარჩუნების პრობლემა, პერსისტირებადი დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ან დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა ან კონფუზია. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს საშიში და პოტენციურად ფატალური ნევროლოგიური მდგომარეობის – “პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის” გამოვლინებებს. პაციენტმა უნდა აცნობოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ ექიმს თუ ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებამდე ჰქონდა ნებისმიერი ჩამოთვლილი სიმპტომი.

ქოშინი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, აჩქარებული გულისცემა ან შეშუპება ფეხების ან მუხლების არეში. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს საშიში მდგომარეობის – “ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის” ნიშნებს (იხ. მე-4 პუნქტი).

ანალიზები და გამოკვლევები

ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას პაციენტს რეგულარულად ჩაუტარდება სისხლის ანალიზი. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ლენალიდომიდი აკორდმა შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციასთან მებრძოლი უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედები) და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში.

მკურნალი ექიმის რეკომენდაციით სისხლის ანალიზი ჩატარდება:

მკურნალობის დაწყებამდე

ყოველკვირეულად, საწყისი 8 კვირის განმავლობაში

შემდგომ, სულ მცირე თვეში ერთხელ.

ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, პაციენტი შესაძლოა შემოწმდეს კარდიოპულმონარულ სიმპტომებზე.

როდესაც ლენალიდომიდი დანიშნულია მიელოდისპლაზიური სინდრომების დროს

მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე პაციენტებში, შესაძლოა გაიზარდოს მდგომარეობის პროგრესირების რისკი მწვავე მიელოიდურ ლეიკემიამდე. გარდა ამისა, უცნობია როგორ მოქმედებს ლენალიდომიდი აკორდი მწვავე მიელოიდური ლეიკემიის განვითარების რისკზე. ლენალიდომიდი აკორდით მკურნალობისას, ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს შესაბამისი ტესტები, რათა უკეთ შეაფასოს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის განვითარების შანსები.

როდესაც ლენალიდომიდი დანიშნულია მანტიის უჯრედოვანი ლეიკემიის დროს

მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, სისხლის ანალიზი ჩატარედება:

მკურნალობის დაწყებამდე

კვირაში ერთხელ პირველი 8 კვირის განმავლობაში (2 ციკლი)

შემგომ, 2 კვირაში ერთცხელ მე-3 და მე-4 ციკლის დროს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მე-3 პუნქტი “მკურნალობის ციკლი”)

ამის შემდეგ, სისხლის ანალიზი ჩატარდება ყოველი ციკლის დაწყების წინ და

სულ მცირე თვეში ერთხელ.

როდესაც ლენალიდომიდი დანიშნულია ფოლიკულური ლიმფომის დროს

კვირაში ერთხელ პირველი 3 კვირის განმავლობაში (1 ციკლი)

შემგომ, 2 კვირაში ერთცხელ მე-2-დან მე-4 ციკლის დროს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მე-3 პუნქტი “მკურნალობის ციკლი”)

მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს სიმსივნის უჯრედების დაშლის პროდუქტების რაოდენობა ორგანიზმში, მათ შორის ძვლის ტვინში, რათა გამოირიცხოს “სიმსივნის დაშლის სინდრომის” (მდგომარეობა, როდესაც სიმსივნის უჯრედების დაშლის შედეგად ორგანიზმში გროვდება უჩვეულო ქიმიური ნივთიერებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მათ შორის თირკმლის უკმარისობა) არსებობა.

მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს კანისმიერი ცვლილებების არსებობა, მაგ. წითელი ლაქების ან გამონაყრის.

მკურნალომა ექიმმა, სისხლის ანალიზის შედეგების და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით შესაძლოა მოახდინოს ლენალიდომიდის დოზის კორექცია ან საჭიროების შემთხვევაში – შეწვიტოს მკურნალობა.

სისხლის დონაცია

სისხლის დონაცია აკრძალულია ლენალიდომიდით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.

ბავშვები და მოზარდები

ლენალიდომიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

ხანდაზმული ასაკის პირები და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

მკურნალი ექიმი გამოიჩენს განსაკუთრებულ ყურადღებას თუ პაციენტი არის > 75 წლის ან აღენიშნება თირკმელების საშუალო ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ექთანს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ლენალიდომიდმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ლენალიდომიდის მოქმედებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ პრეპარატებს:

ზოგიერთი კონტრაცეფციული საშუალება, მაგ. ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები (შესაძლოა დაქვეითდეს მათი ეფექტურობა)

ზოგიერთი პრეპარატი გულის პრობლემებისთვის - მაგ. დიგოქსინი

ზოგიერთი სისხლის გამათხიერებელი პრეპარატი – მაგ. ვარფარინი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ინფორმაცია ქალებითვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით

ლენალიდომიდი არ მიიღება ორსულობის პერიოდში, რადგან ის შესაძლოა იყოს საზიანო ნაყოფის მიმართ.

ლენალიდომიდით მკურნალობის პერიოდში დაორსულება არ უნდა მოხდეს. ამრიგად, რეპროდუქციული ფუნქციის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები (იხ. “კონტრაცეფცია”).

ლენალიდომიდით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს.

ინფორმაცია მამაკაცებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს თუ მამაკაცი მკურნალობს ლენალიდომიდით და შეიტყობს, რომ მისი პარტნიორი არის ორსულად. რეკომენდებულია სამედიცინო კონსულტაცია.

მამაკაცმა პაციენტებმა ასევე უნდა გამოიყენონ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (იხ. “კონტრაცეფცია”).

ძუძუთი კვება

ლენალიდომიდით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ უნდა მოხდეს, ვინაიდან უცნობია გამოიყოფა თუ არა ლენალიდომიდი ადამიანის რძეში.

კონტრაცეფცია

მკურნალობის დაწყებამდე, უნდა მიემართოს ექიმს ორსულობაზე კონსულტაციისთვის.

თუ არსებობს დაორსულების შესაძლებლობა

ორსულობის ტესტი ჩატარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (მკურნალობის ყოველი კურსის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში სულ მცირე 4 კვირაში ერთხელ, ასევე მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს ჩატარებული აქვს მილოვანი სტერილიზაციის პროცედურა (როდესაც ფალოპის მილები ხელოვნური დახშობის გზით კვერცხუჯრედის მოხვედრა საშვილოსნოში შეფერხებულია).

და

ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 4 კვირიდან, მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში. ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებზე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

ლენალიდომიდი გამოიყოფა ადამიანის სპერმაში. თუ ქალ პარტნიორს აქვს რეპროდუქციული ფუნქცია შენარჩუნებული და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს, პაციენტმა უნდა გამოიყენოს პრეზერვატივი მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ჩატარებული აქვს ვაზექტომია. პაციენტმა არ უნდა მოახდინოს სპერმის დონაცია მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ლენალიდომიდის მიღების შემდეგ თავბრუსხვევის, დაღლილობის, ძილიანობის, ვერტიგოს ან მხედველობის დაბინდვის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები.

ლენალიდომიდი აკორდი შეიცავს ლაქტოზას

ლენალიდომიდი აკორდი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ლენალიდომიდსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

შემდეგი საშიში გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ლენალიდომიდის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს – შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

ურტიკარია, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, თვალების, პირის ან სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ქავილი – შესაძლოა იყოს საშიში ალერგიული რეაქციების, ანგიოშეშუპების და ანაფილაქსიური რეაქციის გამოვლინება;

საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც შესაძლოა დაიწყოს გამონაყრით სხეულის ერთ მიდამოში, შემდეგ შესაძლოა გავრცელდეს და დააზიანოს კანის დიდი ნაწილი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და/ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი);

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი სხეულზე, ცხელება, ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ჰემატოლოგიური ცვლილებები (ეოზინოფილია), ლიმფური ჯირკვლების შეშუპება და სხეულის სხვა ორგანოების ჩართულობა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით – DRESS სინდრომი, იგივე წამლისმიერი ჰიპერგმგრძნობელობის სინდრომი). ასევე იხ. ნაწილი 2.

შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ხველა, წყლულები პირის ღრუში ან ინფექციის სხვა სიმპტომები, მათ შორის სეფსისი (ინფექცია, რომელიც გავრცელებულია სისხლში);

სისხლჩაქცევები ან სილურჯეები კანზე, რომელიც ჩნდება ფიზიკური დაზიანების გარეშე;

ტკივილი გულ-მკერდის არეში ან ფეხებში;

ქოშინი;

ძვლის ტკივლი, კუნთების სისუსტე, კონფუზია ან დაღლილობა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს კალციუმის დონის დაქვეითებით სისხლში.

ლენალიდომიდმა შესაძლოა დააქვეითოს სისხლის თეთრი უჯრედების (ინფექციასთან მებრძოლი უჯრედები) და თრომბოციტების (მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი სისხლჩაქცევები ან სისხლდენები, მაგ. ცხვირიდან.

ლენალიდომიდმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თრომბების წარმოქმნა ვენებში (თრომბოზი).

სხვა გვერდითი მოვლენები

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ მცირე რაოდენობის პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს კიბოს დამატებითი ტიპები და შესაძლებელია, რომ აღნიშნულის რისკი გაიზარდოს ლენალიდომიდით მკურნალობისას. ამრიგად, ლენალიდომიდის დანიშვნამდე, ექიმმა გულმოდგინედ უნდა შეაფასოს მკურნალობის სარგებელი და რისკები.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, რასაც მოჰყვება დაღლილობა და სისუსტე

გამონაყარი, ქავილი

კუნთების კრამპები, კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი

გენერალიზებული შეშუპება ხელების და ფეხების შეშუპების ჩათვლით

სისუსტე, დაღლილობა

ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყურის ტკივილი, ხველა და შემცივნება

კანის დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ტკივილი ხელებსა და ტერფებში, თავბრუსხვევა, ტრემორ, მზარდი ტკვილი, სიმსივნის ზომის მატება, სიწითლე სიმსივნის ირგვლივ

მადის დაქვეითება, გემოს შეცვლა

ტკივილის გაძლიერება, სიმსივნის ზომის ან სიმსივნის ირგვლივ სიწითლის გაზრდა

წონის დაკლება

ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულძმარვა

სისხლში კალიუმის ან კალციუმის და/ან ნატრიუმის დაბალი დონე

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება

ფეხის ტკივილი (რომელიც შეიძლება იყოს თრომბოზის სიმპტომი), გულმკერდის ტკივილი ან ქოშინი (რაც შეიძლება იყოს ფილტვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის გამო, რასაც ფილტვის ემბოლია ეწოდება)

სხვადასხვა სახის ინფექცია, მათ შორის ცხვირის გარშემო არსებული სინუსების ინფექცია, ფილტვების და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

ჰაერის უკმარისობა

მხედველობის დაბინდვა

თვალის ბროილს შემღვრევა (კატარაქტა)

თირკმელების პრობლემები, რომლებიც გულისხმობს თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას

ღვიძლის ანალიზის შედეგების პათ. ცვლილებები

ღვიძლის ფუნქციური ანალიზის შედეგების მომატებული მაჩვენებლები

სისხლში ცილოვანი ნივთიერებების ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შეშუპება (ვასკულიტი)

სისხლში შაქრის დონის მატება (დიაბეტი)

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

თავის ტკივილი

ცხვირიდან სისხლდენა

კანის სიმშრალე

დეპრესია, განწყობის ცვლილება, ძილის გაძნელება

ხველა

არტერიული წნევის დაცემა

სხეულის დისკომფორტის უჩვეულო განცდა, ცუდი თვითშეგრძნება

პირის ღრუს ანთება, პირის სიმშრალე

დეჰიდრატაცია

ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

სისხლის წითელი უჯრედების განადგურება (ჰემოლიზური ანემია)

კანის სიმსივნის გარკვეული ტიპები

ღრძილებიდან, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა

არტერიული წნევის მომატება, ნელი, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა

სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური და პათოლოგიური დაშლის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერების რაოდენობის ზრდა

ცილის ისეთი ტიპის მატება, რომელიც ორგანიზმში ანთებაზე მიუთითებს

კანის ფერის გამუქება, კანის ფერის ცვლილება, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია სისხლდენით, სისხლჩაქცევებით, კანის შეშუპებით, სილურჯით

შარდმჟავას მატება სისხლში

გამონაყარი, კანის სიწითლე, კანის მთლიანობის დარღვევა, კანის აქერცვლა ან აშრევება, ჭინჭრის ციება

ჭარბი ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა

ყლაპვის გაძნელება, ყელის ტკივილი, ხმის ხარისხის გაუარესება ან ხმის ცვლილება

სურდო

ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ან ბევრად ნაკლები შარდის გამომუშავება ან შარდვის დროის კონტროლის შეუძლებლობა

სისხლი შარდში

ქოშინი განსაკუთრებით წოლის დროს (რაც შეიძლება იყოს გულის უკმარისობის სიმპტომი)

ერექციის გაძნელება

ინსულტი, სისუსტე, თავბრუსხვევა (შიდა ყურთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც იწვევს იმის განცდას, რომ ყველაფერი ტრიალებს), გონების დროებითი დაკარგვა

გულმკერდის ტკივილი, რომელიც ვრცელდება მკლავებზე, კისერზე, ყბაზე, ზურგზე ან მუცელზე, ოფლიანობის და სუნთქვის გაძნელების შეგრძნება, ავადმყოფობის ან ღებინების შეგრძნება, რაც შეიძლება იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) სიმპტომები

კუნთების სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა

კისრის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი

შემცივნება

სახსრების შეშუპება

ღვიძლისგან ნაღვლის გადინების შენელება ან შეჩერება

სისხლში ფოსფატის ან მაგნიუმის დაბალი დონე

დეპრესია

მეტყველების გაძნებელა

ღვიძლის დაზიანება

წონასწორობის დარღვევა, გადაადგილების გაძნელება

სიყრუე, შუილი ყურებში (ტინიტუსი)

ნერვის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება განსაკუთრებით შეხებისას

ორგანიზმში რკინის ჭარბი რაოდენობა

წყურვილის შეგრძნება

კონფუზია

კბილის ტკივილი

დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

სისხლდენა თავის ქალაში

სისხლის მიმოქცევის პრობლემები

მხედველობის დაკარგვა

სექსუალური ლტოლვის დაკარგვა (ლიბიდო)

დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა ძვლის ტკივილით და სისუსტით, რაც შეიძლება იყოს თირკმელების დაზიანების სიმპტომები (ფანკონის სინდრომი)

კანის, ლორწოვანი გარსის ან თვალების ყვითელი პიგმენტაცია (სიყვითლე), ღია ფერის განავალი, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, გამონაყარი, ტკივილი ან კუჭის შეშუპება - შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები (ღვიძლის უკმარისობა).

კუჭის ტკივილი, შებერილობა ან ფაღარათი, რაც შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის ანთების სიმპტომები (ე.წ. კოლიტი ან ენტეროკოლიტი)

თირკმლის უჯრედების დაზიანება (ე.წ. თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი)

კანის ფერის შეცვლა, მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა

სიმსივნის ლიზისის სინდრომი - მეტაბოლური გართულებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ მკურნალობის გარეშეც. ეს გართულებები გამოწვეულია მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: სისხლის ბიოქიმიური ცვლილებები; ჭარბი კალიუმი, ფოსფორი, შარდმჟავა და დაქვეითებული კალციუმი, რაც შესაბამისად იწვევს თირკმლის ფუნქციის და გულისცემის ცვლილებას, კრუნჩხვებს და ზოგჯერ სიკვდილს.

არტერიული წნევის მატება ფილტვის მკვებავ სისხლძარღვებში (ფილტვისმიერი ჰიპერტენზია).

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

უეცარი ან მსუბუქი, მაგრამ პროგრესირებადი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და/ან ზურგში, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე, შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა, ღებინება, ცხელება და სწრაფი პულსი – შესაძლოა განპირობებული იყოს პანკრეასის ანთებით

ხიხინი, ქოშინი ან მშრალი ხველა, რაც შეიძლება იყოს ფილტვის ქსოვილის ანთებით გამოწვეული სიმპტომები.

არსებობს იშვიათი ცნობები კუნთების დაშლის (კუნთების ტკივილი, სისუსტე ან შეშუპება) შემთხვევების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი). ზოგიერთი მათგანი განვითარდა ლენალიდომიდის სტატინთან ერთად (ქოლესტერინის დამწევი მედიკამენტების ტიპი) გამოყენებისას

მდგომარეობა, რომელიც აზიანებს კანს და გამოწვეულია წვრილი სისხლძარღვების ანთებით, სახსრების ტკივილთან და ცხელებასთან ერთად (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი).

კუჭის ან ნაწლავის კედლის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან საშიში ინფექცია. უნდა ეცნობოს ექიმს, თუ სახეზეა კუჭის ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლი განავალში ან კუჭის მოქმედების ცვლილება

ვირუსული ინფექციები, მათ შორის ჰერპეს ზოსტერი (ასევე ცნობილი, როგორც "სირსველი", ვირუსული დაავადება, რომელიც იწვევს ბუშტუკოვან, მტკივნეულ გამონაყარს კანზე) და B ჰეპატიტის ინფექციის რეციდივი (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ყავისფერი შარდი, მარჯვენა მხარეს კუჭის ტკივილი, ცხელება და გულისრევა ან ღებინება)

გადანერგილი ორგანოების (როგორიცაა თირკმელები, გული) მიუღებლობა.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მოყვანილი ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, როგორც ეს მითითებულია დანართში IV. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ მოხდა დოზის გამოტოვება და

გასულია 12 სთ-ზე ნაკლები დრო – კაფსულის მიღება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ

გასულია 12 სთ-ზე მეტი დრო – კაფსულის მიღება აღარ უნდა მოხდეს. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მომდევნო დღეს, ჩვეულ დროს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები

ინახება პავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერზე (EXP), შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენება თუ შეფუთვაზე შეიმჩნევა დაზიანების ან ფალსიფიცირების ნიშნები.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ლენალიდომიდი აკორდი 2.5 მგ მყარი კაფსულები

ლენალიდომიდი აკორდი 5 მგ მყარი კაფსულები

ლენალიდომიდი აკორდი 7.5 მგ მყარი კაფსულები

ლენალიდომიდი აკორდი 10 მგ მყარი კაფსულები

ლენალიდომიდი აკორდი 15 მგ მყარი კაფსულები

ლენალიდომიდი აკორდი 20 მგ მყარი კაფსულები

ლენალიდომიდი აკორდი 25 მგ მყარი კაფსულები

ლენალიდომიდი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ერთნაირია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ლენალიდომიდი აკორდი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლენალიდომიდი აკორდის გამოყენებამდე

ლენალიდომიდი აკორდის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ლენალიდომიდი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვის შემდაგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ლენალიდომიდი აკორდი და მისი გამოყენება

ლენალიდომიდი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს “ლენალიდომიდს”. ეს პრეპარატი მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ იმუნური სისტემის მუშაობაზე.

ლენალიდომიდი აკორდის გამოყენების ჩვენებები

ლენალიდომიდი აკორდი გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში, შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

მრავლობითი მიელომა

მიელოდისპლაზიური სინდრომები

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა

ფილუკულური ლიმფომა

მრავლობითი მიელომა

მრავლობითი მიელომა კიბოს ტიპია, რომელიც აზიანებს გარკვეული ტიპის სისხლის თეთრ უჯრედებს – პლაზმურ უჯრედებს. მრავლობითი მიელომის დროს აღნიშნული უჯრედები უკონტროლოდ იყოფიან და მრავლდებიან ძვლის ტვინში, რამაც შეიძლება დააზიანოს ძვლები და თირკმელები.

ჩვეულებრივ, მრავლობითი მიელომისგან განკურნება შეუძლებელია. თუმცა, შესაძლებელია მისი სიმპტომების და გამოვლინებების შემცირება ან გაქრობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული “რემისიის” სახელით არის ცნობილი.

ახლად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა – პაციენტებში, რომლებსაც გადანერგილი აქვთ ძვლის ტვინი:

ლენალიდომიდი აკორდი გამოიყენება დამოიკუდებლად, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით. მკურნალობა იწყება ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციის შემდგომ, როდესაც პაციენტი აღიდგენს საკმარის ძალას.

ახლად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა – პაციენტებში, რომლებთანაც ძვლის ტვინის გადანერგვის ჩატარება არ არის შესაძლებელი:

ლენალიდომიდი აკორდი გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, მათ შორის:

ქიმიოთერაპიული პრეპარატი – “ბორტეზომიბი”

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი – “დექსამეტაზონი”

ქიმიოთერაპიული პრეპარატი – “მელფალანი” და

იმუნოსუპრესანტი – “პრედნიზონი”.

მკურნალობა დაიწყება ზემოხსენებული პრეპარატებით, ხოლო ლენალიდომიდი აკორდის ჩართვა მოხდება მოგვიანებით, მონოთერაპიის სახით.

მკურნალი ექიმი გამოიჩენს განსაკუთრებულ ყურადღებას თუ პაციენტი არის > 75 წლის ან აღენიშნება თირკმელების საშუალო ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

მრავლობითი მიელომა – პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჩატარებული აქვთ მკურნალობის კურსი

ლენალიდომიდი აკორდი ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატე “დექსამეტაზონთან” ერთად.

ლენალიდომიდმა შესაძლოა შეაფერხოს მრავლობითი მიელომის სიმპტომების პროგრესირება. ასევე, დადასტურებულია ლენალიდომიდის ეფექტურობა მკურნალობის შემდეგ მრავლობითი მიელომის ხელახლა გამოვლენის დროის გახანგრძლივების კუთხით.

მიელოდისპლაზიური სინდრომიები (მდს)

მიელოდისპლაზიური სინდრომები აერთიანებს მრავალ სხვადასხვა ჰემატოლოგიურ და ძლვის ტვინის დაავადებას. სისხლის უჯრედები განიცდიან პათოლოგიურ ცვლილებებს და ვეღარ ახერხებენ ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაძლოა განვითარდეს მრავალნაირი სიმპტომი, მათ შორის ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება). შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა და პაციენტი შესაძლოა მიდრეკილი გახდეს ხშირი ინფექციებისადმი.

ლენალიდომიდი აკორდი გამოიყენება მონოთერაპიის სახით მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც დადასტურებული აქვთ მიელოდისპლაზიური სინდრომი. ლენალიდომიდი აკორდი ინიშნება, როდესაც სახეზეა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი:

ანემიის სამკურნალოდ საჭიროა რეგულარული სისხლის გადასხმა (“ტრანსფუზიაზე დამოკიდებული ანემია”)

ძვლის ტვინის უჯრედებში აღინიშნება სპეციფიკური ციტოგენეტიკური პათოლოგიური ცვლილება – “იზოლირებული 5q დელეცია”. აღნიშნული ცვლილების დროს, ორგანიზმში არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობის ჯანმრთელი სისხლის უჯრედები

მკურნალობის სხვა მეთოდები აღმოჩდა უშედეგო, უკუნაჩვენებია ან აქვს არასაკმარისი შედეგი.

ლენალიდომიდი აკორდმა შეიძლება გაზარდოს ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ჯანმრთელი ერითროციტების რაოდენობა, პათოლოგიური უჯრედების რაოდენობის დაქვეითების გზით:

აღნიშნულმა შეიძლება განაპირობოს სისხლის ტრანსფუზიის საჭირო რაოდენობის შემცირება. შესაძლებელია, სისხლის ტრანსფუზია საერთოდ აღარ გახდეს საჭირო.

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა (მულ)

მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა იმუნური სისტემის (ლიმფური ქსოვილის) კიბოა, რომლის დროსაც ზიანდება გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედები – “B ლიმფოციტები”. მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის დროს B-ლიმფოციტები უკონტროლოდ მრავლდებიან და გროვდებიან ლიმფურ ქსოვილში, ძვლის ტვინში ან სისხლში.

ლენალიდომიდი აკორდი გამოიყენება მონოთერაპიის სახით მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჩატარებული აქვთ მკურნალობის კურსი სხვა პრეპარეტებით.

ფოლიკულური ლიმფომა (ფლ)

ფოლიკულური ლიმფომა ნელა მზარდი კიბოა, რომელიც აზიანებს B-ლიმფოციტებს. B-ლიმფოციტები ერთ-ერთი ტიპის სისხლის თეთრი უჯრედებია, რომლებსაც ორგანიზმი იყენებს ინფექციებთან საბრძოლველად. ფოლიკულური ლიმფომის დროს, სისხლში, ძვლის ტვინში, ლიმფურ ქსოვილში და ელენთაში შესაძლოა დაგროვდეს ჭარბი რაოდენობის B-ლიმფოციტები.

ლენალიდომიდი ინიშნება რიტუქსიმაბთან ერთად, მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში უკვე აქვთ ჩატარებული ფოლიკულური ლიმფომის მკურნალობის კურსი.

როგორ მოქმედებს ლენალიდომიდი აკორდი

ლენალიდომიდი გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე და ასევე უშუალოდ ებრძვის კიბოს უჯრედებს. ის მოქმედებს რამდენიმე განსხვავებული გზით:

აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას

ხელს უშლის სისხლძარღვების განვითარებას სიმსივნურ ქსოვილში

ასტიმულირებს იმუნური სისტემის ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია კიბოს უჯრედების განადგურებაზე.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლენალიდომიდი აკორდის გამოყენებამდე

ლენალიდომიდი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა გაეცნოს ყველა იმ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას, რომელთა მიღებასაც აპირებს ლენალიდომიდი აკორდის პარალელურად.

ლენალიდომიდი აკორდი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას – ვინაიდან ლენალიდომიდი საზიანოა ნაყოფისთვის (იხ. ნაწილი 2 “ორსულობა, ლაქტაცია და კონტრაცეფცია – ინფორმაცია ქალებისთვის და მამაკაცებისთვის”).

თუ პაციენტი რეპროდუქციული ასაკისაა და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდებს (იხ. ნაწილი 2 “ორსულობა, ლაქტაცია და კონტრაცეფცია – ინფორმაცია ქალებისთვის და მამაკაცებისთვის”). რეპროდუქციული ასაკის პაციენტებისთვის ყოველი ახალი რეცეპტის გამოწერისას, მკურნალი ექიმი დარწმუნდება, რომ პაციენტი იცავს ჩასახვის საწინააღმდეგო ყველა საჭირო ზომას.

თუ პაციენტი ალერგიულია ლენალიდომიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუქნტში). პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ალერგიული პრეპარატის მიმართ.

პაციენტმა არ უნდა მიმღოს ლენალიდომიდი თუ რომელიმე ზემოხსენებული ვრცელდება მასზე. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ არ არის დარწმუნებული.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ლენალიდომიდის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს

თუ წარსულში ჰქონია თრომბოზული მოვლენები – მკურნალობის პერიოდში იზრდება ვენებში და არტერიებში თრომბების განვითარების რისკი.

თუ აღინიშნება ინფექციის ნებისმიერი სიმპტომები ან ნიშნები, მაგ. ხველა ან ცხელება.

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონია ვირუსული ინფექციები, განსაკუთრებით B ჰეპატიტი, ჩუტყვავილა, აივ-ინფექცია. ეჭვის არსებობისას უნდა მიემართოს ექიმს. ლენალიდომიდით მკურნალობისას ვირუსული ინფექციები შესაძლოა ხელახლა გააქტიურდნენ და განვითარდეს რეკურენტული ინფექცია. მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმოს ჰქონია თუ არა პაციენტს B-ჰეპატიტი.

თუ აღინიშნება თირკმელების დაზიანება – მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ლენალიდომიდის დოზა.

თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია გულის შეტევა, თრომბოემბოლია, არის მწეველი, აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა ან სისხლში მომატებული აქვს ქოლესტერინის დონე.

თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქცია თალიდომიდის მიმართ (ასევე გამოიყენება მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ), მაგ. გამონაყრის, ქავლილის, შეშუპების, თავბრუსხვევის ან სუნთქვის გაძნელების სახით.

წარსულში პაციენტს ჰქონია შემდეგი სიმპტომების კომბინაცია: სხეულის ფართო ზედაპირზე გავრცელებული გამონაყარი, კანის სიწითლე, სხეულის ტემპერატურის მატება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლისმიერი დარღვევები (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების შეშუპება – აღნიშნული წარმოადგენს ძლიერი ალერგიული რეაქციის – “DRESS” სინდრომის (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით) გამოვლინებებს (ასევე იხ. მე-4 პუნქტი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

პაციენტმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება მას.

მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შემდეგის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს:

მხედველობის დაბინდვა, გაორება ან მხედველობის დაკარგვა, მეტყველების გაძნელება, სისუსტე ერთ მკლავში ან ფეხში, სიარულის გაძნელება ან ბალანსის შენარჩუნების პრობლემა, პერსისტირებადი დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ან დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა ან კონფუზია. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს საშიში და პოტენციურად ფატალური ნევროლოგიური მდგომარეობის – “პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის” გამოვლინებებს. პაციენტმა უნდა აცნობოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ ექიმს თუ ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებამდე ჰქონდა ნებისმიერი ჩამოთვლილი სიმპტომი.

ქოშინი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, აჩქარებული გულისცემა ან შეშუპება ფეხების ან მუხლების არეში. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს საშიში მდგომარეობის – “ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის” ნიშნებს (იხ. მე-4 პუნქტი).

ანალიზები და გამოკვლევები

ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას პაციენტს რეგულარულად ჩაუტარდება სისხლის ანალიზი. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ლენალიდომიდი აკორდმა შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციასთან მებრძოლი უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედები) და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში.

მკურნალი ექიმის რეკომენდაციით სისხლის ანალიზი ჩატარდება:

მკურნალობის დაწყებამდე

ყოველკვირეულად, საწყისი 8 კვირის განმავლობაში

შემდგომ, სულ მცირე თვეში ერთხელ.

ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, პაციენტი შესაძლოა შემოწმდეს კარდიოპულმონარულ სიმპტომებზე.

როდესაც ლენალიდომიდი დანიშნულია მიელოდისპლაზიური სინდრომების დროს

მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე პაციენტებში, შესაძლოა გაიზარდოს მდგომარეობის პროგრესირების რისკი მწვავე მიელოიდურ ლეიკემიამდე. გარდა ამისა, უცნობია როგორ მოქმედებს ლენალიდომიდი აკორდი მწვავე მიელოიდური ლეიკემიის განვითარების რისკზე. ლენალიდომიდი აკორდით მკურნალობისას, ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს შესაბამისი ტესტები, რათა უკეთ შეაფასოს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის განვითარების შანსები.

როდესაც ლენალიდომიდი დანიშნულია მანტიის უჯრედოვანი ლეიკემიის დროს

მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, სისხლის ანალიზი ჩატარედება:

მკურნალობის დაწყებამდე

კვირაში ერთხელ პირველი 8 კვირის განმავლობაში (2 ციკლი)

შემგომ, 2 კვირაში ერთცხელ მე-3 და მე-4 ციკლის დროს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მე-3 პუნქტი “მკურნალობის ციკლი”)

ამის შემდეგ, სისხლის ანალიზი ჩატარდება ყოველი ციკლის დაწყების წინ და

სულ მცირე თვეში ერთხელ.

როდესაც ლენალიდომიდი დანიშნულია ფოლიკულური ლიმფომის დროს

მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, სისხლის ანალიზი ჩატარედება:

მკურნალობის დაწყებამდე

კვირაში ერთხელ პირველი 3 კვირის განმავლობაში (1 ციკლი)

შემგომ, 2 კვირაში ერთცხელ მე-2-დან მე-4 ციკლის დროს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მე-3 პუნქტი “მკურნალობის ციკლი”)

ამის შემდეგ, სისხლის ანალიზი ჩატარდება ყოველი ციკლის დაწყების წინ და

სულ მცირე თვეში ერთხელ.

მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს სიმსივნის უჯრედების დაშლის პროდუქტების რაოდენობა ორგანიზმში, მათ შორის ძვლის ტვინში, რათა გამოირიცხოს “სიმსივნის დაშლის სინდრომის” (მდგომარეობა, როდესაც სიმსივნის უჯრედების დაშლის შედეგად ორგანიზმში გროვდება უჩვეულო ქიმიური ნივთიერებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მათ შორის თირკმლის უკმარისობა) არსებობა.

მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს კანისმიერი ცვლილებების არსებობა, მაგ. წითელი ლაქების ან გამონაყრის.

მკურნალომა ექიმმა, სისხლის ანალიზის შედეგების და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით შესაძლოა მოახდინოს ლენალიდომიდის დოზის კორექცია ან საჭიროების შემთხვევაში – შეწვიტოს მკურნალობა.

სისხლის დონაცია

სისხლის დონაცია აკრძალულია ლენალიდომიდით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.

ბავშვები და მოზარდები

ლენალიდომიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

ხანდაზმული ასაკის პირები და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

მკურნალი ექიმი გამოიჩენს განსაკუთრებულ ყურადღებას თუ პაციენტი არის > 75 წლის ან აღენიშნება თირკმელების საშუალო ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ექთანს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ლენალიდომიდმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ლენალიდომიდის მოქმედებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ პრეპარატებს:

ზოგიერთი კონტრაცეფციული საშუალება, მაგ. ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები (შესაძლოა დაქვეითდეს მათი ეფექტურობა)

ზოგიერთი პრეპარატი გულის პრობლემებისთვის - მაგ. დიგოქსინი

ზოგიერთი სისხლის გამათხიერებელი პრეპარატი – მაგ. ვარფარინი.

ორსულობა, ლაქტაცია და კონტრაცეფცია – ინფორმაცია ქალებისთვის და მამაკაცებისთვის

ორსულობა

ინფორმაცია ქალებითვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით

ლენალიდომიდი არ მიიღება ორსულობის პერიოდში, რადგან ის შესაძლოა იყოს საზიანო ნაყოფის მიმართ.

ლენალიდომიდით მკურნალობის პერიოდში დაორსულება არ უნდა მოხდეს. ამრიგად, რეპროდუქციული ფუნქციის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები (იხ. “კონტრაცეფცია”).

ლენალიდომიდით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს.

ინფორმაცია მამაკაცებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს თუ მამაკაცი მკურნალობს ლენალიდომიდით და შეიტყობს, რომ მისი პარტნიორი არის ორსულად. რეკომენდებულია სამედიცინო კონსულტაცია.

მამაკაცმა პაციენტებმა ასევე უნდა გამოიყენონ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (იხ. “კონტრაცეფცია”).

ძუძუთი კვება

ლენალიდომიდით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ უნდა მოხდეს, ვინაიდან უცნობია გამოიყოფა თუ არა ლენალიდომიდი ადამიანის რძეში.

კონტრაცეფცია

ინფორმაცია ქალებითვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით

მკურნალობის დაწყებამდე, უნდა მიემართოს ექიმს ორსულობაზე კონსულტაციისთვის.

თუ არსებობს დაორსულების შესაძლებლობა

ორსულობის ტესტი ჩატარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (მკურნალობის ყოველი კურსის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში სულ მცირე 4 კვირაში ერთხელ, ასევე მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს ჩატარებული აქვს მილოვანი სტერილიზაციის პროცედურა (როდესაც ფალოპის მილები ხელოვნური დახშობის გზით კვერცხუჯრედის მოხვედრა საშვილოსნოში შეფერხებულია).

და

ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 4 კვირიდან, მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში. ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებზე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

ინფორმაცია მამაკაცებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით

ლენალიდომიდი გამოიყოფა ადამიანის სპერმაში. თუ ქალ პარტნიორს აქვს რეპროდუქციული ფუნქცია შენარჩუნებული და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს, პაციენტმა უნდა გამოიყენოს პრეზერვატივი მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ჩატარებული აქვს ვაზექტომია. პაციენტმა არ უნდა მოახდინოს სპერმის დონაცია მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან სულ მცირე 7 დღის განმავლობაში.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ლენალიდომიდის მიღების შემდეგ თავბრუსხვევის, დაღლილობის, ძილიანობის, ვერტიგოს ან მხედველობის დაბინდვის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები.

ლენალიდომიდი აკორდი შეიცავს ლაქტოზას

ლენალიდომიდი აკორდი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

  • ლენალიდომიდი აკორდის გამოყენების წესი

ლენალიდომიდი აკორდი ინიშნება მრავლობითი მიელომის, მიელოდისპლაზიური სინდრომების, მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის ან ფოლიკულური ლიმფომის მკურნალობის გამოცდილების მქონე სამედიცინო პროფესიონალის მიერ.

მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებთანაც ვერ ხერხდება ძვლის ტვინის გადანერგვა ან რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ მკურნალობის სხვა კურსი, ლენალიდომიდი ინიშნება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში (იხ. პუნქტი 1 “ლენალიდომიდის გამოყენების ჩვენებები”)

მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც გადანერგილი აქვთ ძვლის ტვინი, ასევე მიელოდისპლაზიური სინდრომების ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის სამკურნალოდ, ლენალიდომიდი ინიშნება დამოუკიდებლად

ფოლიკულური ლიმფომის სამკურნალოდ, ლენალიდომიდი ინიშნება რიტუქსიმაბთან ერთად.

პრეპარატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ სწორედ ღებულობს პრეპარატს.

თუ თქვენ იღებთ ლენალიდომიდს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, მათი გამოყენებისა და ეფექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა გაეცნოთ ამ მედიკამენტების ინსტრუქციას.

მკურნალობის ციკლი

ლენალიდომიდი მიიღება განსაზღვრულ დღეებში, 3 კვირის განმავლობაში (21 დღე).

“მკურნალობის ერთი ციკლი” გულისხმობს 21 დღიან პერიოდს.

მკურნალობის ციკლის სხვადასხვა პერიოდში შესაძლებელია დანიშნული იყოს ერთი ან მეტი კაფსულა. თუმცა, ციკლის ზოგიერთ დღეს პრეპარატის მიღება არ მოხდება.

21-დღიანი ციკლის დასრულების შემდგომ, იწყება შემდეგი 21 დღიანი ციკლი

ან

ლენალიდომიდი მიიღება განსაზღვრულ დღეებში, 4 კვირის განმავლობაში (28 დღე).

“მკურნალობის ერთი ციკლი” გულისხმობს 28 დღიან პერიოდს.

მკურნალობის ციკლის სხვადასხვა პერიოდში შესაძლებელია დანიშნული იყოს ერთი ან მეტი კაფსულა. თუმცა, ციკლის ზოგიერთ დღეს პრეპარატის მიღება არ მოხდება.

28-დღიანი ციკლის დასრულების შემდგომ, იწყება შემდეგი 28 დღიანი ციკლი.

რა რაოდენობის მიღებაა საჭირო

მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი გააცნობს პაციენტს შემდეგს:

რა რაოდენობით ლენალიდომიდი უნდა მიიღოს პაციენტმა

რა რაოდენობით სხვა პრეპარატები უნდა მიიღოს პაციენტმა ლენალიდომიდთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში

მკურნალობის ციკლის რომელ დღეებში უნდა მიიღოს პაციენტმა თითოეული პრეპარატი.

როგორ და როდის მიიღება ლენალიდომიდი

კაფსულა იყლაპება ერთიანად. მისი მიღება უმჯობესია წყალთან ერთად

დაუშვებელია კაფსულის გატეხვა, გახსნა ან დაღეჭვა. კაფსულაში არსებული ფხვნილის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს საპნით და წყლით

კაფსულასთან ან ბლისტერთან კონტაქტში მყოფმა ჯანდაცვის მუშაკებმა, მომვლელებმა ან პაციენტის ოჯახის წევრებმა უნდა გამოიყენონ ერთჯერადი ხელთათმანები. გამოყენების შემდეგ, ხელთათმანის გადაგდება უნდა მოხდეს ფრთხილად, რათა გამოირიცხოს კანთან კონტაქტი. პოლიეთილენის პარკში მოთავსების შემდეგ, ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად. შემდგომ, საჭიროა ხელების გულმოდგინედ დაბანა საპნით და წყლით. ორსულობის ან შესაძლო ორსულობის შემთხვევაში, პრეპარატთან კონტაქტი უნდა გამოირიცხოს.

კაფსულების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ლენალიდომიდის მიღება უნდა მოხდეს დღიეს ერთსა და იმავე მონაკვეთში.

პრეპარატის მიღების წესი

კაფსულის ბლისტერიდან ამოსაღებად:

მიაწექით კაფსულას ერთ-ერთი ბოლოდან, რათა ამოიღოთ ბლისტერიდან;

არ მიაწვეთ კაფსულას ცენტრალურ ნაწილში, რათა არ დაირღვეს კაფსულის მთლიანობა.

ლენალიდომიდით მკურნალობის ხანგრძლივობა

ლენალიდომიდი ინიშნება ციკლების სახით, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობა შეადგენს 21 ან 28 დღეს (იხ. “მკურნალობის ციკლი”). მკურნალობის ციკლი არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ მოხდა დოზის გამოტოვება და

გასულია 12 სთ-ზე ნაკლები დრო – კაფსულის მიღება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ

გასულია 12 სთ-ზე მეტი დრო – კაფსულის მიღება აღარ უნდა მოხდეს. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მომდევნო დღეს, ჩვეულ დროს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ლენალიდომიდსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

შემდეგი საშიში გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ლენალიდომიდის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს – შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

ურტიკარია, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, თვალების, პირის ან სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ქავილი – შესაძლოა იყოს საშიში ალერგიული რეაქციების, ანგიოშეშუპების და ანაფილაქსიური რეაქციის გამოვლინება;

საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც შესაძლოა დაიწყოს გამონაყრით სხეულის ერთ მიდამოში, შემდეგ შესაძლოა გავრცელდეს და დააზიანოს კანის დიდი ნაწილი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და/ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი);

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი სხეულზე, ცხელება, ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ჰემატოლოგიური ცვლილებები (ეოზინოფილია), ლიმფური ჯირკვლების შეშუპება და სხეულის სხვა ორგანოების ჩართულობა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით – DRESS სინდრომი, იგივე წამლისმიერი ჰიპერგმგრძნობელობის სინდრომი). ასევე იხ. ნაწილი 2.

შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ხველა, წყლულები პირის ღრუში ან ინფექციის სხვა სიმპტომები, მათ შორის სეფსისი (ინფექცია, რომელიც გავრცელებულია სისხლში);

სისხლჩაქცევები ან სილურჯეები კანზე, რომელიც ჩნდება ფიზიკური დაზიანების გარეშე;

ტკივილი გულ-მკერდის არეში ან ფეხებში;

ქოშინი;

ძვლის ტკივლი, კუნთების სისუსტე, კონფუზია ან დაღლილობა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს კალციუმის დონის დაქვეითებით სისხლში.

ლენალიდომიდმა შესაძლოა დააქვეითოს სისხლის თეთრი უჯრედების (ინფექციასთან მებრძოლი უჯრედები) და თრომბოციტების (მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი სისხლჩაქცევები ან სისხლდენები, მაგ. ცხვირიდან.

ლენალიდომიდმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს თრომბების წარმოქმნა ვენებში (თრომბოზი).

სხვა გვერდითი მოვლენები

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ მცირე რაოდენობის პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს კიბოს დამატებითი ტიპები და შესაძლებელია, რომ აღნიშნულის რისკი გაიზარდოს ლენალიდომიდით მკურნალობისას. ამრიგად, ლენალიდომიდის დანიშვნამდე, ექიმმა გულმოდგინედ უნდა შეაფასოს მკურნალობის სარგებელი და რისკები.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, რასაც მოჰყვება დაღლილობა და სისუსტე

გამონაყარი, ქავილი

კუნთების კრამპები, კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი

გენერალიზებული შეშუპება ხელების და ფეხების შეშუპების ჩათვლით

სისუსტე, დაღლილობა

ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყურის ტკივილი, ხველა და შემცივნება

კანის დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ტკივილი ხელებსა და ტერფებში, თავბრუსხვევა, ტრემორ, მზარდი ტკვილი, სიმსივნის ზომის მატება, სიწითლე სიმსივნის ირგვლივ

მადის დაქვეითება, გემოს შეცვლა

ტკივილის გაძლიერება, სიმსივნის ზომის ან სიმსივნის ირგვლივ სიწითლის გაზრდა

წონის დაკლება

ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულძმარვა

სისხლში კალიუმის ან კალციუმის და/ან ნატრიუმის დაბალი დონე

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება

ფეხის ტკივილი (რომელიც შეიძლება იყოს თრომბოზის სიმპტომი), გულმკერდის ტკივილი ან ქოშინი (რაც შეიძლება იყოს ფილტვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის გამო, რასაც ფილტვის ემბოლია ეწოდება)

სხვადასხვა სახის ინფექცია, მათ შორის ცხვირის გარშემო არსებული სინუსების ინფექცია, ფილტვების და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

ჰაერის უკმარისობა

მხედველობის დაბინდვა

თვალის ბროილს შემღვრევა (კატარაქტა)

თირკმელების პრობლემები, რომლებიც გულისხმობს თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას

ღვიძლის ანალიზის შედეგების პათ. ცვლილებები

ღვიძლის ფუნქციური ანალიზის შედეგების მომატებული მაჩვენებლები

სისხლში ცილოვანი ნივთიერებების ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შეშუპება (ვასკულიტი)

სისხლში შაქრის დონის მატება (დიაბეტი)

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

თავის ტკივილი

ცხვირიდან სისხლდენა

კანის სიმშრალე

დეპრესია, განწყობის ცვლილება, ძილის გაძნელება

ხველა

არტერიული წნევის დაცემა

სხეულის დისკომფორტის უჩვეულო განცდა, ცუდი თვითშეგრძნება

პირის ღრუს ანთება, პირის სიმშრალე

დეჰიდრატაცია

ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

სისხლის წითელი უჯრედების განადგურება (ჰემოლიზური ანემია)

კანის სიმსივნის გარკვეული ტიპები

ღრძილებიდან, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა

არტერიული წნევის მომატება, ნელი, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა

სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური და პათოლოგიური დაშლის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერების რაოდენობის ზრდა

ცილის ისეთი ტიპის მატება, რომელიც ორგანიზმში ანთებაზე მიუთითებს

კანის ფერის გამუქება, კანის ფერის ცვლილება, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია სისხლდენით, სისხლჩაქცევებით, კანის შეშუპებით, სილურჯით

შარდმჟავას მატება სისხლში

გამონაყარი, კანის სიწითლე, კანის მთლიანობის დარღვევა, კანის აქერცვლა ან აშრევება, ჭინჭრის ციება

ჭარბი ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა

ყლაპვის გაძნელება, ყელის ტკივილი, ხმის ხარისხის გაუარესება ან ხმის ცვლილება

სურდო

ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ან ბევრად ნაკლები შარდის გამომუშავება ან შარდვის დროის კონტროლის შეუძლებლობა

სისხლი შარდში

ქოშინი განსაკუთრებით წოლის დროს (რაც შეიძლება იყოს გულის უკმარისობის სიმპტომი)

ერექციის გაძნელება

ინსულტი, სისუსტე, თავბრუსხვევა (შიდა ყურთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც იწვევს იმის განცდას, რომ ყველაფერი ტრიალებს), გონების დროებითი დაკარგვა

გულმკერდის ტკივილი, რომელიც ვრცელდება მკლავებზე, კისერზე, ყბაზე, ზურგზე ან მუცელზე, ოფლიანობის და სუნთქვის გაძნელების შეგრძნება, ავადმყოფობის ან ღებინების შეგრძნება, რაც შეიძლება იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) სიმპტომები

კუნთების სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა

კისრის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი

შემცივნება

სახსრების შეშუპება

ღვიძლისგან ნაღვლის გადინების შენელება ან შეჩერება

სისხლში ფოსფატის ან მაგნიუმის დაბალი დონე

დეპრესია

მეტყველების გაძნებელა

ღვიძლის დაზიანება

წონასწორობის დარღვევა, გადაადგილების გაძნელება

სიყრუე, შუილი ყურებში (ტინიტუსი)

ნერვის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება განსაკუთრებით შეხებისას

ორგანიზმში რკინის ჭარბი რაოდენობა

წყურვილის შეგრძნება

კონფუზია

კბილის ტკივილი

დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

სისხლდენა თავის ქალაში

სისხლის მიმოქცევის პრობლემები

მხედველობის დაკარგვა

სექსუალური ლტოლვის დაკარგვა (ლიბიდო)

დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა ძვლის ტკივილით და სისუსტით, რაც შეიძლება იყოს თირკმელების დაზიანების სიმპტომები (ფანკონის სინდრომი)

კანის, ლორწოვანი გარსის ან თვალების ყვითელი პიგმენტაცია (სიყვითლე), ღია ფერის განავალი, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, გამონაყარი, ტკივილი ან კუჭის შეშუპება - შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები (ღვიძლის უკმარისობა).

კუჭის ტკივილი, შებერილობა ან ფაღარათი, რაც შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის ანთების სიმპტომები (ე.წ. კოლიტი ან ენტეროკოლიტი)

თირკმლის უჯრედების დაზიანება (ე.წ. თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი)

კანის ფერის შეცვლა, მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა

სიმსივნის ლიზისის სინდრომი - მეტაბოლური გართულებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ მკურნალობის გარეშეც. ეს გართულებები გამოწვეულია მომაკვდავი კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტებით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: სისხლის ბიოქიმიური ცვლილებები; ჭარბი კალიუმი, ფოსფორი, შარდმჟავა და დაქვეითებული კალციუმი, რაც შესაბამისად იწვევს თირკმლის ფუნქციის და გულისცემის ცვლილებას, კრუნჩხვებს და ზოგჯერ სიკვდილს.

არტერიული წნევის მატება ფილტვის მკვებავ სისხლძარღვებში (ფილტვისმიერი ჰიპერტენზია).

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

უეცარი ან მსუბუქი, მაგრამ პროგრესირებადი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და/ან ზურგში, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე, შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა, ღებინება, ცხელება და სწრაფი პულსი – შესაძლოა განპირობებული იყოს პანკრეასის ანთებით

ხიხინი, ქოშინი ან მშრალი ხველა, რაც შეიძლება იყოს ფილტვის ქსოვილის ანთებით გამოწვეული სიმპტომები.

არსებობს იშვიათი ცნობები კუნთების დაშლის (კუნთების ტკივილი, სისუსტე ან შეშუპება) შემთხვევების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (რაბდომიოლიზი). ზოგიერთი მათგანი განვითარდა ლენალიდომიდის სტატინთან ერთად (ქოლესტერინის დამწევი მედიკამენტების ტიპი) გამოყენებისას

მდგომარეობა, რომელიც აზიანებს კანს და გამოწვეულია წვრილი სისხლძარღვების ანთებით, სახსრების ტკივილთან და ცხელებასთან ერთად (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი).

კუჭის ან ნაწლავის კედლის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან საშიში ინფექცია. უნდა ეცნობოს ექიმს, თუ სახეზეა კუჭის ძლიერი ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, სისხლი განავალში ან კუჭის მოქმედების ცვლილება

ვირუსული ინფექციები, მათ შორის ჰერპეს ზოსტერი (ასევე ცნობილი, როგორც "სირსველი", ვირუსული დაავადება, რომელიც იწვევს ბუშტუკოვან, მტკივნეულ გამონაყარს კანზე) და B ჰეპატიტის ინფექციის რეციდივი (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ყავისფერი შარდი, მარჯვენა მხარეს კუჭის ტკივილი, ცხელება და გულისრევა ან ღებინება)

გადანერგილი ორგანოების (როგორიცაა თირკმელები, გული) მიუღებლობა.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მოყვანილი ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, როგორც ეს მითითებულია დანართში IV. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

  • ლენალიდომიდი აკორდის შენახვის წესი

ინახება პავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერზე (EXP), შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენება თუ შეფუთვაზე შეიმჩნევა დაზიანების ან ფალსიფიცირების ნიშნები.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

  • გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია

ლენალიდომიდი აკორდის შემადგენლობა

ლენალიდომიდი აკორდი 2.5 მგ მყარი კაფსულები:

აქტიური ნივთიერებაა ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 2.5 მგ ლენალიდომიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

  • კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, რკინის ოქსიდი შავი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).
  • საბეჭდი მელანი: შავი და მწვანე მელანი (შეიცავს შილაკს, პროპილენ გლიკოლს (E1520), რკინის შავ ოქსიდს (E172), რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდს (E171), ინდიგოკარმინს (E132) და კალიუმის ჰიდროქსიდს).

ლენალიდომიდი აკორდი 5 მგ მყარი კაფსულები:

აქტიური ნივთიერებაა ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 5 მგ ლენალიდომიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

  • კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
  • საბეჭდი მელანი: შავი და მწვანე მელანი (შეიცავს შილაკს, პროპილენ გლიკოლს (E1520), რკინის შავ ოქსიდს (E172), რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდს (E171), ინდიგოკარმინს (E132) და კალიუმის ჰიდროქსიდს).

ლენალიდომიდი აკორდი 7.5 მგ მყარი კაფსულები:

აქტიური ნივთიერებაა ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 7.5 მგ ლენალიდომიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

  • კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოკარმინი (E132).
  • საბეჭდი მელანი: შავი და მწვანე მელანი (შეიცავს შილაკს, პროპილენ გლიკოლს (E1520), რკინის შავ ოქსიდს (E172), რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდს (E171), ინდიგოკარმინს (E132) და კალიუმის ჰიდროქსიდს).

ლენალიდომიდი აკორდი 10 მგ მყარი კაფსულები:

აქტიური ნივთიერებაა ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 10 მგ ლენალიდომიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

  • კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, ინდიგოკარმინი (E132), რკინის ოქსიდი წითელი (E172) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
  • საბეჭდი მელანი: შავი და მწვანე მელანი (შეიცავს შილაკს, პროპილენ გლიკოლს (E1520), რკინის შავ ოქსიდს (E172), რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდს (E171), ინდიგოკარმინს (E132) და კალიუმის ჰიდროქსიდს).

ლენალიდომიდი აკორდი 15 მგ მყარი კაფსულები:

აქტიური ნივთიერებაა ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 15 მგ ლენალიდომიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

  • კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).
  • საბეჭდი მელანი: შავი და მწვანე მელანი (შეიცავს შილაკს, პროპილენ გლიკოლს (E1520), რკინის შავ ოქსიდს (E172), რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდს (E171), ინდიგოკარმინს (E132) და კალიუმის ჰიდროქსიდს).

ლენალიდომიდი აკორდი 20 მგ მყარი კაფსულები:

აქტიური ნივთიერებაა ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 20 მგ ლენალიდომიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

  • კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, ინდიგოკარმინი (E132), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
  • საბეჭდი მელანი: შავი და მწვანე მელანი (შეიცავს შილაკს, პროპილენ გლიკოლს (E1520), რკინის შავ ოქსიდს (E172), რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდს (E171), ინდიგოკარმინს (E132) და კალიუმის ჰიდროქსიდს).

ლენალიდომიდი აკორდი 25 მგ მყარი კაფსულები:

აქტიური ნივთიერებაა ლენალიდომიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 25 მგ ლენალიდომიდს.

დამხმარე ნივთიერებები:

  • კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
  • საბეჭდი მელანი: შავი და მწვანე მელანი (შეიცავს შილაკს, პროპილენ გლიკოლს (E1520), რკინის შავ ოქსიდს (E172), რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდს (E171), ინდიგოკარმინს (E132) და კალიუმის ჰიდროქსიდს).

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ლენალიდომიდი აკორდი 2.5 მგ წარმოადგენს ჟელატინის მყარ “5” ზომის კაფსულებს, სიგრძით დაახ. 11.0 მმ-დან 11.8 მმ-მდე, ნაცრისფერი სახურავით და გაუმჭვირვალე თეთრი კორპუსით. სახურავზე დატანილია შავი ფერის წარწერა - “LENALIDOMIDE”, ხოლო კაფსულის კორპუსზე – მწვანე ფერის წარწერა “2.5 mg”. კაფსულაში მოთავსებულია თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი.

ლენალიდომიდი აკორდი 5 მგ წარმოადგენს ჟელატინის მყარ “5” ზომის კაფსულებს, სიგრძით დაახ. 11.0 მმ-დან 11.8 მმ-მდე, ნაცრისფერი სახურავით და გაუმჭვირვალე თეთრი კორპუსით. სახურავზე დატანილია შავი ფერის წარწერა - “LENALIDOMIDE”, ხოლო კაფსულის კორპუსზე – მწვანე ფერის წარწერა “5 mg”. კაფსულაში მოთავსებულია თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი.

ლენალიდომიდი აკორდი 7.5 მგ წარმოადგენს ჟელატინის მყარ “4” ზომის კაფსულებს, სიგრძით დაახ. 14.0 მმ-დან 14.8 მმ-მდე, ღია იისფერი სახურავით და გაუმჭვირვალე თეთრი კორპუსით. სახურავზე დატანილია შავი ფერის წარწერა - “LENALIDOMIDE”, ხოლო კაფსულის კორპუსზე – მწვანე ფერის წარწერა “7.5 mg”. კაფსულაში მოთავსებულია თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი.

ლენალიდომიდი აკორდი 10 მგ წარმოადგენს ჟელატინის მყარ “3” ზომის კაფსულებს, სიგრძით დაახ. 15.4 მმ-დან 16.2 მმ-მდე, ღია მწვანე სახურავით და გაუმჭვირვალე თეთრი კორპუსით. სახურავზე დატანილია შავი ფერის წარწერა - “LENALIDOMIDE”, ხოლო კაფსულის კორპუსზე – მწვანე ფერის წარწერა “10 mg”. კაფსულაში მოთავსებულია თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი.

ლენალიდომიდი აკორდი 15 მგ წარმოადგენს ჟელატინის მყარ “2” ზომის კაფსულებს, სიგრძით დაახ. 17.4 მმ-დან 18.2 მმ-მდე, გაუმჭვირვალე ნარინჯისფერი სახურავით და გაუმჭვირვალე თეთრი კორპუსით. სახურავზე დატანილია შავი ფერის წარწერა - “LENALIDOMIDE”, ხოლო კაფსულის კორპუსზე – მწვანე ფერის წარწერა “15 mg”. კაფსულაში მოთავსებულია თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი.

ლენალიდომიდი აკორდი 20 მგ წარმოადგენს ჟელატინის მყარ “1” ზომის კაფსულებს, სიგრძით დაახ. 19.0 მმ-დან 19.8 მმ-მდე, გაუმჭვირვალე მწვანე სახურავით და გაუმჭვირვალე თეთრი კორპუსით. სახურავზე დატანილია შავი ფერის წარწერა - “LENALIDOMIDE”, ხოლო კაფსულის კორპუსზე – მწვანე ფერის წარწერა “20 mg”. კაფსულაში მოთავსებულია თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი.

ლენალიდომიდი აკორდი 25 მგ წარმოადგენს ჟელატინის მყარ “0” ზომის კაფსულებს, სიგრძით დაახ. 21.0 მმ-დან 21.8 მმ-მდე, გაუმჭვირვალე თეთრი სახურავით და გაუმჭვირვალე თეთრი კორპუსით. სახურავზე დატანილია შავი ფერის წარწერა - “LENALIDOMIDE”, ხოლო კაფსულის კორპუსზე – მწვანე ფერის წარწერა “25 mg”. კაფსულაში მოთავსებულია თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი.

ლენალიდომიდი აკორდი მყარი კაფსულები მოთავსებულია OPAALPVC პერფორირებად დოზირებულ ბლისტერებში.

შეფუთვის ზომები: 7X1 ან 21X1 კაფსულა.

ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს რეალიზაციაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare S.L.U.

World Trade Center, Moll de Barcelona, s/n,

Edifici Est 6ª planta,

08039 Barcelona,

Spain

აკორდ ჰელსქეა ს.ლ.უ.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ბარსელონა მოლი, ს/ნ,

ედიფიცი ესტ 6ა პლანტა,

08039 ბარსელონა,

ესპანეთი

მწარმოებელი

Pharmadox Healthcare Limited

KW20A Kordin Industrial Park,

Paola PLA 3000, Malta

ფარმაფოქს ჰელსქეა ლიმითიდ KW20A კორდინის ინდუსტრიული პარკი, პაოლა პლა 3000, მალტა

ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 02/2021

ინფორმაციის დამატებითი წყაროები

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა