პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ლევოფლოქსაცინი კაბი 5მგ/მლ

Levofloxacin Kabi 5mg/ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

დოზირების ყოველდღიური რეჟიმი საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ საშარდე გზების გართულებული (მკურნალობას ძნელად დაქვემდებარებული) ინფექციები, პიელონეფრიტის (თირკმელების ინფექციის) სახით 250 მგ დღეში ერთხელ (შესაძლებელია დოზირების მომატება მძიმე ინფექციის შემთხვევაში) პროსტატის ქრონიკული …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
ფორმა და შეფუთვა
5მგ/მლ (500მგ/100მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №10
მწარმოებელი
Fresenius Kabi Polska Sp. z o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
ATC კოდი
J01MA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-021026
რეგისტრირებულია
13 დეკემბერი 2016, მოქმედებს 13 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „ჯი პი სი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალევოფლოქსაცინი კაბი 5მგ/მლ და სხვა წამალი ერთად

ლევოფლოქსაცინი კაბი 5მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დოზირების ყოველდღიური რეჟიმი

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ

საშარდე გზების გართულებული (მკურნალობას ძნელად დაქვემდებარებული) ინფექციები, პიელონეფრიტის (თირკმელების ინფექციის) სახით

250 მგ დღეში ერთხელ (შესაძლებელია დოზირების მომატება მძიმე ინფექციის შემთხვევაში)

პროსტატის ქრონიკული ინფექცია

500 მგ დღეში ერთხელ

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

500 მგ დღეში ორჯერ

დოზირება პაციენტებისათვის თირკმელების დარღვეული ფუნქციებით (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია ან ტოლია 50 მლ./წთ-ზე)

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების პრობლემები, თქვენ უნდა აცნობოთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს. ექიმი შეამცირებს ლევოფლოქსაცინი კაბის დოზას, თუ თქვენი თირკმელები ცუდად მუშაობენ. ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონელაური დიალიზის შემდეგ არ არის საჭირო დანიშნულზე დამატებითი დოზირება კრეატინული კლირინსის შესაბამისად. დოზირება, რომელიც უნდა დაენიშნოს თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებს, აღწერილია ანოტაციის სპეციალურ ნაწილში, რომელიც განკუთვნილია თქვენი ექიმისათვის და მედიცინის დისათვის ამ ანოტაციის ბოლოში.

მიღების წესი და დოზირება

  • ლევოფლოქსაცინი კაბი გამოიყენება მხოლოდ ვენაში ნელი ინფუზიის მეშვეობით;
  • ვიზუალურად შეამოწმეთ ფლაკონი მოხმარების წინ. გამოიყენეთ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი არის გამჭვირვალე, ნაწილაკების გარეშე.

ინფუზიის დრო

  • ინფუზიის რეკომენდებული დროა მინიმალურად 30 წუთი 250 მგ და 60 წუთი 500 მგ ლევოფლოქსაცინი კაბის;
  • არ არის აუცილებელი სინათლისაგან დაცვა ინფუზიის დროს;
  • ცნობილია, რომ ინფუზიამ ოფლოქსაცინით (ლევოფლოქსაცინთან დაკავშირებული კომპონენტით) შეიძლება გამოიწვიონ ტაქიკარდია (გულის პათოლოგიურად გაძლიერებული მუშაობა) და სისხლის წნევის დაცემა, იშვიათ შემთხვევაში გამოიწვევა კოლაფსი;
  • თუ სისხლის წნევა მნიშვნელოვნად დაეცემა ლევოფლოქსაცინით ინფუზიის დროს, წვეთოვანი სისტემა მაშინვე უნდა შეწყვიტოთ.

დოზირება პაციენტებისათვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი მეტია 50 მლ/წთ-ზე)

  • დოზირება პაცინეტებისათვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით დამოკიდებულია ჩვენებებზე, რომლებიც მოცემულია მე-3 პუნტში „ლევოფლოქსაცინი კაბის გამოყენების ხერხი“.

დოზირება პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციების დარღვევით (კრეატინინის კლირენსი ≤ 50 მლ/წთ)

დოზირების რეჟიმი

250 მგ / 24 სთ

500 მგ / 24 სთ

500 მგ / 12 სთ

კრეატინინის კლირენსი

პირველი დოზა:

250 მგ

პირველი დოზა:

500 მგ

პირველი დოზა:

500 მგ

50 – 20 მლ/წთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 24 სთ

ამის შემდეგ:

250 მგ / 24 სთ

ამის შემდეგ:

250 მგ / 12 სთ

19-10 მლ/წთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 48 სთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 24 სთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 12 სთ

<10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და CAPD-ის ჩათვლით)1

ამის შემდეგ:

125 მგ / 48 სთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 24 სთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 24 სთ

1 არ არის დამატებითი დოზების აუცილებლობა ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის (CAPD) შემდეგ.

თავსებადობა

შერევა სხვა საინფუზიო ხსნარებთან:

ლევოფლოქსაცინი კაბი თავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან:

  • Glucose 50 მგ/მგ (5%)
  • Glucose-Ringer 25 მგ/მლ (2,5%)
  • Sodium chloride 9 მგ/მლ (0,9%)
  • კომბინირებული ხსნარები პარენტერალური კვებისათვის (ამინმჟავები, ნახშირჰიდრატები, ელექტროლიტები).

უკუჩვენებები

  • თუ თქვენ ხართ ალერგიული (ზემგრძნობიარე ლევოფლოქსაცინის ან რომელიმე ქინოლოვანი ანტიბიოტიკის მიმართ, ან ლევოფლოქსაცინი კაბის დანარჩენი შემადგენლების მიმართ;
  • თუ თქვენ გაწუხებთ გულყრები (ეპელიფსია);
  • თუ თქვენ ოდესმე გქონიათ მყესების პრობლემები (მაგალითად, ტენდინიტი), დაკავშირებული ფტორქინოლოვან ანტიბიოტიკებთან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ არსებობს ლევოფლოქსაცინი კაბიზე მსგავსი ჩივილების მიღების რისკი, მყესების შეკუმშვის ჩათვლით;
  • ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე უმცროსებში). წვეთოვანი სისტემა განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულებისათვის, და არ შეიძლება მისი მოხმარება ბავშვებში და მოზარდებში, რადგანაც პრეპარატმა შეიძლება დააზიანოს მზარდი სახსრების მყესები;
  • თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ მკერდით.

ლევოფლოქსაცინი კაბის მიღებისას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება

  • თუ თქვენ გაქვთ ტენდინიტის სიმპტომები (ტკივილები და ანთება მყესებში). ლევოფლოქსაცინმა კაბიმ შესაძლოა იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს მყესების ტკივილები და ანთება, განსაკუთრებით მოხუცებულ ასაკში და კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში (კორტიზონი და მსგავსი სამკურნალო პრეპარატები). თუ თქვენ გაქვთ რაიმე ჩივილები ინფუზიის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ეს თქვენს ექიმს და მიეცით დასვენების საშუალება დაზარალებულ კიდურს დაზიანების თავიდან ასაცილებლად. გთხოვთ, წაიკითხოთ პუნქტი „არ გამოიყენოთ“;
  • თუ წარმოიშობა მძიმე, მუდმივი და/ან სისხლიანი ფაღარათი მკურნალობის დროს ან მის შემდეგ. თუ წარმოიშობა ფაღარათი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს ნაწლავების ძალზე სერიოზული ანთების ნიშანი (ფსევდომემბრანული კოლიტი), რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ, და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და სპეციალური თერაპიის დაწყება;
  • თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება კრუნჩხვებისადმი (გულყრები), მაგალითად წარსულში თქვენ გქონდათ ტვინის დაზიანება (ძლიერი დარტყმის ან ტვინის ძლიერი დაზიანების შედეგად). ასეთ შემთხვევებში მომატებულია თქვენს მიერ კრუნჩხვაში (გულყრაში) ჩავარდნის რისკი, თუ თქვენ მკურნალობთ ლევოფლოქსაცინი კაბით. აცნობეთ თქვენს ექიმს თქვენს დაავადებებზე წარსულში ჯეროვანი სახით კონსულტაციისათვის. გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ პუნქტები „არ გამოიყენოთ“ და „სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება“;
  • თუ თქვენს ოჯახურ ანამნეზში არის გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტის სინდრომის მქონე ან თქვენ ხართ ამით დაავადებული (იშვიათი თანდაყოლილი დაავადება). ფტორქინოლოვანი ანტიბიოტიკები შეიძლება გახდეს სისხლის წითელი უჯრედების დაშლის (ჰემოლიზი) მიზეზი, ამიტომ ასეთმა პაციენტებმა ლევოფლოქსაცინი კაბი უნდა მიიღონ სიფრთხილით;
  • თუ თქვენ გაქვთ თირკმელების პრობლემები (თირკმლის უკმარისობა). თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სამკურნალო პრეპარატის უფრო დაბალი დოზა;
  • თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქციები (ზემგრძნობელობის რეაქციები), როგორებიცაა ანგიოშეშუპება (სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება) ანაფილქასიურ შოკამდე. თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქციების სიმპტომები, ლევოფლოქსაცინი კაბის მოხმარება მაშინვე უნდა შეწყდეს, და თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს;
  • თუ თქვენ ხართ დიაბეტიკი და იღებთ პერორალურ ჰიპოგლიკემიის სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, გლიბენკლამიდს) ან ინსულინს, თქვენ შეიძლება გაგივითარდეთ ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალზე დაბალი დონე). რეკომენდებულია ასევე თქვენს სისხლში სისხლის დონის რეგულარული შემოწმება;
  • თქვენ ხართ ღია სივრცეში მზის ძლიერ შუქზე, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, და გამოიყენეთ დაცვა ულტრაიისფერი სხივებისაგან. არ შეიძლება სოლარიუმით სარგებლობა. ეს ხდება იმიტომ, რომ ზოგიერთი პაციენტი ხდება უფრო მგრძნობიარე სინათლისადმი იმ დროს, როდესაც იღებენ წვეთოვანების სისტემებს (რეაქციები ჰგავს მზით დამწვრობებს);
  • თუ თქვენ გაქვთ ან გქონიათ ფსიქიკური დაავადება;
  • თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები, ამ პროდუქტის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე, თუ: თქვენ ხართ დაბადებული გრძელი QТ ინტერვალით ან ეს არის ოჯახურ ანამნეზში (ეს აღინიშნება ეკგ-ზე გულის ელექტრული აქტივობის აღნიშვნისას); თუ თქვენ გაქვთ დარღვეული მარილის ბალანსი სისხლში (განსაკუთრებით სისხლში კალიუმისა და მაგნიუმის დაბალი დონისას); თუ თქვენ გაქვთ გულის დაბალი რითმი (ბრადიკარდია); თუ თქვენ გაქვთ გულის სისუსტე (გულის უკმარისობა); წარსულში თქვენ გქონდათ შეტევა (მიოკარდის ინფარქტი); თუ თქვენ ხართ ქალი ან თქვენ ხართ მოხუცებულობის ასაკში; ან იღებთ სხვა წამლებს, რომლებიც იწვევენ უჩვეულო ცვლილებებს ელექტროკარდიოგრამაში (იხ. პუნქტი „სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება“);
  • თუ თქვენ წარმოგეშვათ სირთულე მოძრაობისას ან მგრძნობელობის დაკარგვა (გაშეშება), სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ ლევოფლოქსაცინი კაბის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობოთ ეს თქვენს ექიმს;
  • თუ თქვენ გაგიჩნდათ სიმპტომები და ნიშნები ღვიძლის მხრიდან, როგორებიცაა: უმადობა, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან ჩივილები მუცელში ტკივილებზე, ლევოფლოქსაცინი კაბის გამოყენება უნდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ და სასწრაფოდ აცნობოთ ამის შესახებ ექიმს;

ძალზე იშვიათ შემთხვევებში ქინოლების, ლევოფლოქსაცინის ჩათვლით მიმღებ პაციენტებში ნეგატიური ფსიქიკური რეაქციები პროგრესირდება სუიციდალურ აზრებამდე და მაზოხისტურ ქცევებამდე. თუ თქვენ შენიშნავთ სუიციდალურ ან მაზოხისტური ქცევის აზრებს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა წამლებს, რეცეპტის გარეშე გასაცემი წამლების ჩათვლით.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმეს ქვემოთ აღწერილი წამლებიდან:

  • თეოფილინი (გამოიყენება ასთმისა და სუნთქვის პრობლემების სამკურნალოდ), ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, მათ შეუძლიათ გაზარდონ გულყრების რისკი ლევოფლოქსაცინის მოხმარების დროს;
  • ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას), მაგალითად, ვარფარინი. ლევოფლოქსაცინი კაბიმ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დენის გაძლიერება;
  • წამლები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ თქვენს გულის რითმზე: წამლები, რომლებიც განეკუთვნებიან არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), სამციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატი (რომლებიც განეკუთვნებიან მაკროლიდების ჯგუფს), ზოგიერთი ფსიქოზის საწინაამდეგო პრეპარატი;
  • ციკლოსპორინი (გამოიყენება იმპლანტების განდევნის პროფილაქტიკისათვის მდგომარეობებში, რომლებიც გამოწვეულია იმუნური სისტემის დარღვევით). ციკლოსპორინის დონემ სისხლში შეიძლება მოიმატოს ლევოფლოქსაცინის მიღების დროს. მისი დონე სისხლში შეიძლება შემოწმდეს თქვენი დოზირების კორექციისათვის;
  • პრობენიციდმა (პოდაგრის სამკურნალოდ) და ციმეტიდინმა (იხმარება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ) შეიძლება აამაღლონ ლევოფლოქსაცინის დონე სისხლში, თუ ისინი მიიღება ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა რაიმე წამლის მიღების დაწყებამდე.

არ შეიძლება ლევოფლოქსაცინი კაბის მიღება ორსულობის ან მკერდით კვების დროს, რადგანაც ლევოფლოქსაცინმა შეიძლება დააზიანოს თქვენი ბავშვის ხრტილები.

მანქანის მართვა და მუშაობა მანქანებთან

ზოგიერთმა არასასურველმა რეაქციამ, როგორებიცაა: დაღლილობა, ძილიანობა და მხედველობის ცვლილება, შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს მანქანის მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე (იხ. ასევე პუნქტი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). არ მართოთ მანქანა და არ შეასრულოთ არანაირი ქმედება, თუ გრძნობთ, რომ დარღეულია თქვენი კონცენტრაციისა და რეაგირების უნარი.

მნიშვნელოვანი რეაქცია ლევოფლოქსაცინი კაბის ზოგიერთ შემადგენელზე

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 15,4 მმოლ (354,2 მგ) ნატრიუმს 100 მლ-ზე. ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ დიეტას მარილის მცირე რაოდენობით.

  • როგორ უნდა მოიხმაროთ ლევოფლოქსაცინი კაბი 5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი

ლევოფლოქსაცინი კაბი გამოიყენება ნელი ვენისშიდა წვეთოვანი სისტემის მეშვეობით (წვეთოვანი ინფუზია) დღეში ერთხელ ან ორჯერ.

ლევოფლოქსაცინი კაბის დოზირება დამოკიდებულია თქვენი ინფექციის სიმძიმის ხარისხზე.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა მიიღოთ თქვენი წამალი.

გამოყენების ტექნიკური ინფორმაცია მითითებულია სპეციალურ ნაწილში, რომელიც განკუთვნილია თქვენი ექიმისა და მედიცინის დისათვის მოცემული ანოტაციის ბოლოში.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალმა, ლევოფლოქსაცინი კაბიმ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ გამოუვლინდება.

თუ რომელიმე გვერდითი რეაქცია წამალზე გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთს, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ანოტაციაში, აცნობეთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემდეგი გვერდითი რეაქციები შეიძლება წარმოიშვას ლევოფლოქსაცინი კაბის საინფუზიო ხსნარით მკურნალობის დროს:

ხშირი (უვლინდება 1-დან 10-მდე პაციენტს 100-დან)

  • გულისრევა, ფაღარათი;
  • ღვიძლის ენზიმების დონის მომატება შრატში;
  • ტკივილი, პრეპარატის შეყვანის ადგილის გაწითლება, კიდურის ვენის ანთება.

არახშირი (უვლინდება 1-დან 10-მდე პაციენტს 1 000-დან)

  • ქავილი, გამონაყარი;
  • მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გაზების ხმაური მუცელში, კუჭის აშლა, დისპეფსია;
  • თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნევროზები;
  • დარღვევები სისხლში ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებთან დაკავშირებით, სისხლის სხვა სახის თეთრი უჯრედების ოდენობის მომატება ან შემცირება;
  • ზოგადად ცუდად ყოფნა;
  • ანტიბიოტიკებით მკურნალობამ, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს, შესაძლოა გამოიწვიოს მიკროორგანიზმების განადგურება, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრობენ ადამიანის სხეულში (ბაქტერიები და სოკოები). ამის შედეგად შეიძლება გაიზარდოს სხვა ბაქტერიებისა და სოკოების ოდენობა.

იშვიათი (უვლინდება 1-დან 10-მდე პაციენტს 10 000-დან)

  • საერთო ალერგიული რეაქცია ურტიკარიის სიმპტომები, ბრონქიოლების კედლებზე კუნთების სპაზმით და სუნთქვის შესაძლო სერიოზული პრობლემები;
  • სისხლიანი ფაღარათი, ძალზე იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს ნაწლავების ანთების მაჩვენებელი. გთხოვთ, იხილოთ პუნქტი „მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება“;
  • ჭიანჭველების, დაბუჟების, კრუნჩხვების, დაბნეულობის შეგრძნება;
  • აღგზნება, დეპრესია, ფსიქიკური რეაქციები, მოუსვენრობა;
  • გულის გახშირებული მოქმედება (ტაქიკარდია), სისხლის დაბალი წნევა;
  • ტკივილები სახსრებში, კუნთებში, ტენდინიტი (მყესების ტკივილები და ანთება, მაგალითად, აქილევსის მყესის). გთხოვთ, იხილოთ პუნქტი „მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება“;
  • თრომბოციტების ოდენობის დაქვეითება, რაც იწვევს სილურჯეების და მსუბუქი სისხლჩაქცევების წარმოშობის ტენდენციას.

ძალზე იშვიათი (უვლინდება 1-ზე ნაკლებ პაციენტს 10 000-დან)

  • კანის შეშუპება, სისხლის წნევის უეცარი დაცემა ან კოლაფსი (შოკი);
  • კანის მგრძნობელის მომატება მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ;
  • ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაქვეითება ძალზე დაბალ დონემდე), განსაკუთრებით დიაბეტიანებში;
  • დაბუჟება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, გემოსა და ყნოსვის დარღვევები.
  • ჰალუცინაციები, ფსიქიკური რეაქციები სუიციდალური აზრებისა და ქმედებების წარმოქმნის რისკით;
  • ცირკულატორული შოკი (როგორც ანაფილაქსიური შოკი);
  • მყესის გაწყვეტა (მაგ., აქილევსის მყესის), რომელიც შეიძლება მოხდეს 48 საათის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან და შესაძლოა იყოს ორმხრივი. გთხოვთ, იხილოთ პუნქტი „მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება“;
  • სისუსტე კუნთებში, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა პაციენტებში მიასთენიით (კუნთოვანი სისუსტის მდგომარეობა);
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
  • თირკმელების ფუნქციების დარღვევა და იშვიათად - თირკმელების უკმარისობა;
  • სისხლის თეთრი უჯრედების ოდენობის დაქვეითება, რაც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა მაღალი ტემპერატურის განმეორება ან შენარჩუნება, ყელის გაწითლება, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება;
  • ღვიძლის ალერგიული რეაქცია, მაღალი ტემპერატურა.

უცნობი სიხშირე (სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი, გამომდინარე არსებული მონაცემებიდან)

  • კანისა და ლორწოვანი გარსების მემბრანების მძიმე რეაქციები, რასაც თან ახლავს ბუშტუკების წამოქმნა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და ექსუდატიური ერითემა). ასეთი სიმპტომების წარმოშობისას მაშინვე მიმართეთ საკონსულტაციოდ თქვენს ექიმს;
  • გულის პრობლემები, როგორიცა გულის სიცოცხლისათვის უჩვეულოდ მაღალი რითმი, გულის არათანაბარი რითმი, გულის რითმის ცვლილება (ე.წ. „გაგრძელებული QT ინტერვალი“, რაც აღინიშნება ეკგ-ზე გულის ელექტრული აქტივობის შემოწმებისას);
  • კუნთების ტრავმა;
  • ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ოდენობის შემცირება, სისხლის ყველა უჯრედის ოდენობის შემცირება;
  • ალერგიული რეაქციები (მომეტებული მგრძნობელობა), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი პირველი დოზის შემდეგ;
  • სიყვითლე და ღვიძლის პრობლემები.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ფტორქინოლოვან ანტიბიოტიკებთან

  • მოძრაობის კოორდინაციის სირთულეები;
  • სისხლძარღვების ანთება;
  • პორფირიის შეტევები ამგვარ პაციენტებში;
  • სისხლძარღვების ანთება.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონები:

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დასაცავად.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

freeflex პაკეტები:

შეინახეთ ტემპერატურტაზე 25°С-ზე ქვემოთ.

არ გამოიყენოთ ლევოფლოქსაცინი კაბი საინფუზიო ხსნარი ფლაკონზე/პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება აღნიშნული თვის უკანასკნელ დღეს.

ლევოფლოქსაცინი კაბი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის გამჭვირვალე, მოყვითალო-მომწვანო ფერის ხსნარი ნაწილაკების გარეშე. გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული.

სამკურნალო პრეპარატების გადაყრა არ შეიძლება კანალიზაციაში და ყოფითი ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს უტილიზაცია არასაჭირო სამკურნალო პრეპარატების. ეს დაეხმარება გარემოს დაცვის საქმეს.

  • დამატებითი ინფორმაცია

ლევოფლოქსაცინი კაბის შემადგენლობა

  • აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ლევოფლოქსაცინი;
  • ხსნარი ყოველი მლ შეიცავს 5 მგ ლევოფლოქსაცინს;
  • საინფუზიო ხსნარის 50 მლ შეიცავს 250 მგ ლევოფლოქსაცინს;
  • საინფუზიო ხსნარის 100 მლ შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს;
  • სხვა შემადგენლებს წარმოადგენენ: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადოვანი მჟავა და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ლევოფლოქსაცინი კაბი და რა არის შეფუთვაში

ლევოფლოქსაცინი კაბი იწარმოება როგორც საინფუზიო ხსნარი (წვეთოვანი სისტემის მეშვეობით მიღებისათვის). ხსნარი გამჭვირვალეა, მოყვითალო-მომწვანო ფერის.

გამოდის:

  • 100 მლ პოლიეთილენის კაბიპაკი (KabiPac) ფლაკონები, შევსებული 50 მლ ან 100 მლ (1, 10 და 25 ფლაკონი შეფუთვაში);

100 მლ პოლიოლეფინის პაკეტები (Freeflex bag system), შევსებული 50 მლ ან 100 მლ (10 და 20 პაკეტი შეფუთვაში).

შეფუთვების ყველა სახეობები შეიძლება არ იყოს გაშვებული გაყიდვაში

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ანოტაცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ლევოფლოქსაცინი კაბი 5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი

Levofloxacin Kabi 5 mg/ml solution for infusion

ლევოფლოქსაცინი (Levofloxacin)

მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ანოტაცია.

  • შეინახეთ ეს ანოტაცია. შესაძლებელია, რომ თქვენ კიდევ ერთხელ დაგჭირდებათ მისი წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მოცემული პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. პრეპარატმა შესაძლოა მას ავნოს, თუნდაც მისი დაავადების სიმპტომები ჰგავდეს თქვენსას.
  • თუ თქვენ გამოავლენთ რაიმე გვერდით რეაქციას მოცემულ სამკურნალო პრეპარატზე, ან თქვენ შეატყობთ სხვა გვერდით რეაქციებს, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ამის თაობაზე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

წინამდებარე ანოტაცია შეიცავს:

  • რა არის ლევოფლოქსაცინი კაბი 5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი და რაში გამოიყენება ის;
  • ლევოფლოქსაცინი კაბი 5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის მიღების დაწყებამდე;
  • როგორ უნდა მოიხმაროთ ლევოფლოქსაცინი კაბი 5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი;
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები;
  • ლევოფლოქსაცინი კაბი 5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის შენახვის პირობები;
  • დამატებითი ინფორმაცია.
  • რა არის ლევოფლოქსაცინი კაბი 5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი და რაში გამოიყენება ის

ლევოფლოქსაცინი კაბი 5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი წარმოადგენს ანტიბიოტიკს ფტორქინოლების ჯგუფიდან. ანტიბიოტიკები - ეს არის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც კლავენ ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს.

ლევოფლოქსაცინი კაბი საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ ზრდასრულებში:

  • ნაზოკომიალური შეძენილი პნევმონია;
  • შარდის გამომყვანი გზების გართულებული (მკურნალობას ძნელად დაქვემდებარებული) ინფექციები, პიელონეფრიტის (თირკმელებოს ინფექციის) ჩათვლით;
  • პროსტატის ქრონიკული ინფექცია;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
  • ლევოფლოქსაცინი კაბი 5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის მიღების დაწყებამდე

არ გამოიყენოთ ლევოფლოქსაცინი კაბი:

  • თუ თქვენ ხართ ალერგიული (ზემგრძნობიარე ლევოფლოქსაცინის ან რომელიმე ქინოლოვანი ანტიბიოტიკის მიმართ, ან ლევოფლოქსაცინი კაბის დანარჩენი შემადგენლების მიმართ;
  • თუ თქვენ გაწუხებთ გულყრები (ეპელიფსია);
  • თუ თქვენ ოდესმე გქონიათ მყესების პრობლემები (მაგალითად, ტენდინიტი), დაკავშირებული ფტორქინოლოვან ანტიბიოტიკებთან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ არსებობს ლევოფლოქსაცინი კაბიზე მსგავსი ჩივილების მიღების რისკი, მყესების შეკუმშვის ჩათვლით;
  • ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე უმცროსებში). წვეთოვანი სისტემა განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულებისათვის, და არ შეიძლება მისი მოხმარება ბავშვებში და მოზარდებში, რადგანაც პრეპარატმა შეიძლება დააზიანოს მზარდი სახსრების მყესები;
  • თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ მკერდით.

ლევოფლოქსაცინი კაბის მიღებისას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება

  • თუ თქვენ გაქვთ ტენდინიტის სიმპტომები (ტკივილები და ანთება მყესებში). ლევოფლოქსაცინმა კაბიმ შესაძლოა იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს მყესების ტკივილები და ანთება, განსაკუთრებით მოხუცებულ ასაკში და კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში (კორტიზონი და მსგავსი სამკურნალო პრეპარატები). თუ თქვენ გაქვთ რაიმე ჩივილები ინფუზიის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ეს თქვენს ექიმს და მიეცით დასვენების საშუალება დაზარალებულ კიდურს დაზიანების თავიდან ასაცილებლად. გთხოვთ, წაიკითხოთ პუნქტი „არ გამოიყენოთ“;
  • თუ წარმოიშობა მძიმე, მუდმივი და/ან სისხლიანი ფაღარათი მკურნალობის დროს ან მის შემდეგ. თუ წარმოიშობა ფაღარათი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს ნაწლავების ძალზე სერიოზული ანთების ნიშანი (ფსევდომემბრანული კოლიტი), რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ, და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და სპეციალური თერაპიის დაწყება;
  • თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება კრუნჩხვებისადმი (გულყრები), მაგალითად წარსულში თქვენ გქონდათ ტვინის დაზიანება (ძლიერი დარტყმის ან ტვინის ძლიერი დაზიანების შედეგად). ასეთ შემთხვევებში მომატებულია თქვენს მიერ კრუნჩხვაში (გულყრაში) ჩავარდნის რისკი, თუ თქვენ მკურნალობთ ლევოფლოქსაცინი კაბით. აცნობეთ თქვენს ექიმს თქვენს დაავადებებზე წარსულში ჯეროვანი სახით კონსულტაციისათვის. გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ პუნქტები „არ გამოიყენოთ“ და „სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება“;
  • თუ თქვენს ოჯახურ ანამნეზში არის გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტის სინდრომის მქონე ან თქვენ ხართ ამით დაავადებული (იშვიათი თანდაყოლილი დაავადება). ფტორქინოლოვანი ანტიბიოტიკები შეიძლება გახდეს სისხლის წითელი უჯრედების დაშლის (ჰემოლიზი) მიზეზი, ამიტომ ასეთმა პაციენტებმა ლევოფლოქსაცინი კაბი უნდა მიიღონ სიფრთხილით;
  • თუ თქვენ გაქვთ თირკმელების პრობლემები (თირკმლის უკმარისობა). თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სამკურნალო პრეპარატის უფრო დაბალი დოზა;
  • თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქციები (ზემგრძნობელობის რეაქციები), როგორებიცაა ანგიოშეშუპება (სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება) ანაფილქასიურ შოკამდე. თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქციების სიმპტომები, ლევოფლოქსაცინი კაბის მოხმარება მაშინვე უნდა შეწყდეს, და თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს;
  • თუ თქვენ ხართ დიაბეტიკი და იღებთ პერორალურ ჰიპოგლიკემიის სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, გლიბენკლამიდს) ან ინსულინს, თქვენ შეიძლება გაგივითარდეთ ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალზე დაბალი დონე). რეკომენდებულია ასევე თქვენს სისხლში სისხლის დონის რეგულარული შემოწმება;
  • თქვენ ხართ ღია სივრცეში მზის ძლიერ შუქზე, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, და გამოიყენეთ დაცვა ულტრაიისფერი სხივებისაგან. არ შეიძლება სოლარიუმით სარგებლობა. ეს ხდება იმიტომ, რომ ზოგიერთი პაციენტი ხდება უფრო მგრძნობიარე სინათლისადმი იმ დროს, როდესაც იღებენ წვეთოვანების სისტემებს (რეაქციები ჰგავს მზით დამწვრობებს);
  • თუ თქვენ გაქვთ ან გქონიათ ფსიქიკური დაავადება;
  • თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები, ამ პროდუქტის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე, თუ: თქვენ ხართ დაბადებული გრძელი QТ ინტერვალით ან ეს არის ოჯახურ ანამნეზში (ეს აღინიშნება ეკგ-ზე გულის ელექტრული აქტივობის აღნიშვნისას); თუ თქვენ გაქვთ დარღვეული მარილის ბალანსი სისხლში (განსაკუთრებით სისხლში კალიუმისა და მაგნიუმის დაბალი დონისას); თუ თქვენ გაქვთ გულის დაბალი რითმი (ბრადიკარდია); თუ თქვენ გაქვთ გულის სისუსტე (გულის უკმარისობა); წარსულში თქვენ გქონდათ შეტევა (მიოკარდის ინფარქტი); თუ თქვენ ხართ ქალი ან თქვენ ხართ მოხუცებულობის ასაკში; ან იღებთ სხვა წამლებს, რომლებიც იწვევენ უჩვეულო ცვლილებებს ელექტროკარდიოგრამაში (იხ. პუნქტი „სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება“);
  • თუ თქვენ წარმოგეშვათ სირთულე მოძრაობისას ან მგრძნობელობის დაკარგვა (გაშეშება), სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ ლევოფლოქსაცინი კაბის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობოთ ეს თქვენს ექიმს;
  • თუ თქვენ გაგიჩნდათ სიმპტომები და ნიშნები ღვიძლის მხრიდან, როგორებიცაა: უმადობა, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან ჩივილები მუცელში ტკივილებზე, ლევოფლოქსაცინი კაბის გამოყენება უნდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ და სასწრაფოდ აცნობოთ ამის შესახებ ექიმს;

ძალზე იშვიათ შემთხვევებში ქინოლების, ლევოფლოქსაცინის ჩათვლით მიმღებ პაციენტებში ნეგატიური ფსიქიკური რეაქციები პროგრესირდება სუიციდალურ აზრებამდე და მაზოხისტურ ქცევებამდე. თუ თქვენ შენიშნავთ სუიციდალურ ან მაზოხისტური ქცევის აზრებს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა წამლებს, რეცეპტის გარეშე გასაცემი წამლების ჩათვლით.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმეს ქვემოთ აღწერილი წამლებიდან:

  • თეოფილინი (გამოიყენება ასთმისა და სუნთქვის პრობლემების სამკურნალოდ), ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, მათ შეუძლიათ გაზარდონ გულყრების რისკი ლევოფლოქსაცინის მოხმარების დროს;
  • ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას), მაგალითად, ვარფარინი. ლევოფლოქსაცინი კაბიმ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დენის გაძლიერება;
  • წამლები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ თქვენს გულის რითმზე: წამლები, რომლებიც განეკუთვნებიან არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), სამციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატი (რომლებიც განეკუთვნებიან მაკროლიდების ჯგუფს), ზოგიერთი ფსიქოზის საწინაამდეგო პრეპარატი;
  • ციკლოსპორინი (გამოიყენება იმპლანტების განდევნის პროფილაქტიკისათვის მდგომარეობებში, რომლებიც გამოწვეულია იმუნური სისტემის დარღვევით). ციკლოსპორინის დონემ სისხლში შეიძლება მოიმატოს ლევოფლოქსაცინის მიღების დროს. მისი დონე სისხლში შეიძლება შემოწმდეს თქვენი დოზირების კორექციისათვის;
  • პრობენიციდმა (პოდაგრის სამკურნალოდ) და ციმეტიდინმა (იხმარება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ) შეიძლება აამაღლონ ლევოფლოქსაცინის დონე სისხლში, თუ ისინი მიიღება ერთად.

ორსულობა და მკერდით კვება

კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა რაიმე წამლის მიღების დაწყებამდე.

არ შეიძლება ლევოფლოქსაცინი კაბის მიღება ორსულობის ან მკერდით კვების დროს, რადგანაც ლევოფლოქსაცინმა შეიძლება დააზიანოს თქვენი ბავშვის ხრტილები.

მანქანის მართვა და მუშაობა მანქანებთან

ზოგიერთმა არასასურველმა რეაქციამ, როგორებიცაა: დაღლილობა, ძილიანობა და მხედველობის ცვლილება, შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს მანქანის მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე (იხ. ასევე პუნქტი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). არ მართოთ მანქანა და არ შეასრულოთ არანაირი ქმედება, თუ გრძნობთ, რომ დარღეულია თქვენი კონცენტრაციისა და რეაგირების უნარი.

მნიშვნელოვანი რეაქცია ლევოფლოქსაცინი კაბის ზოგიერთ შემადგენელზე

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 15,4 მმოლ (354,2 მგ) ნატრიუმს 100 მლ-ზე. ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ დიეტას მარილის მცირე რაოდენობით.

  • როგორ უნდა მოიხმაროთ ლევოფლოქსაცინი კაბი 5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი

ლევოფლოქსაცინი კაბი გამოიყენება ნელი ვენისშიდა წვეთოვანი სისტემის მეშვეობით (წვეთოვანი ინფუზია) დღეში ერთხელ ან ორჯერ.

ლევოფლოქსაცინი კაბის დოზირება დამოკიდებულია თქვენი ინფექციის სიმძიმის ხარისხზე.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა მიიღოთ თქვენი წამალი.

გამოყენების ტექნიკური ინფორმაცია მითითებულია სპეციალურ ნაწილში, რომელიც განკუთვნილია თქვენი ექიმისა და მედიცინის დისათვის მოცემული ანოტაციის ბოლოში.

დოზირება პაციენტებისათვის ღვიძლის ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი მეტია 50 მლ./წთ-ზე)

ჩვენება

დოზირების ყოველდღიური რეჟიმი

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ

საშარდე გზების გართულებული (მკურნალობას ძნელად დაქვემდებარებული) ინფექციები, პიელონეფრიტის (თირკმელების ინფექციის) სახით

250 მგ დღეში ერთხელ (შესაძლებელია დოზირების მომატება მძიმე ინფექციის შემთხვევაში)

პროსტატის ქრონიკული ინფექცია

500 მგ დღეში ერთხელ

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

500 მგ დღეში ორჯერ

დოზირება პაციენტებისათვის თირკმელების დარღვეული ფუნქციებით (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია ან ტოლია 50 მლ./წთ-ზე)

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების პრობლემები, თქვენ უნდა აცნობოთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს. ექიმი შეამცირებს ლევოფლოქსაცინი კაბის დოზას, თუ თქვენი თირკმელები ცუდად მუშაობენ. ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონელაური დიალიზის შემდეგ არ არის საჭირო დანიშნულზე დამატებითი დოზირება კრეატინული კლირინსის შესაბამისად. დოზირება, რომელიც უნდა დაენიშნოს თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებს, აღწერილია ანოტაციის სპეციალურ ნაწილში, რომელიც განკუთვნილია თქვენი ექიმისათვის და მედიცინის დისათვის ამ ანოტაციის ბოლოში.

დოზირება პაციენტებისათვის მოხუცებულ ასაკში თირკმლების პრობლემებით

თუ თქვენ არ გაქვთ თირკმელების პრობლემა, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ლევოფლოქსაცინი კაბის ნორმალურ დოზირებას.

დოზირება ბავშვებისა და მოზარდებისათვის (18 წელზე ქვემოთ)

ლევოფლოქსაცინი კაბი საინფუზიო ხსნარი უკუნაჩვენებია ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

მკურნალობის ხანგრძლივობა

თერაპიის ხანგრძლიობა ვარირებს დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. ლევოფლოქსაცინი კაბის საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა გრძელდებოდეს როგორც მინიმუმ 2-3 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც სხეულის ტემპერატურა დანორმალურდება და სიმპტომებიც გაქრება.

მას შემდეგ, რაც თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, თქვენი მკურნალობა შეიძლება შეიცვალოს ვენაში შესაყვანი წვეთოვანი სისტემიდან ტაბლეტებით, რომელიც მიიღება პერორალურად იმავე ყოველდღიური დოზირებით.

თუ თქვენ შეყვანილი გაქვთ ლევოფლოქსაცინი კაბის საინფუზიო ხსნარის საჭირო დოზაზე მეტი

თქვენი ექიმი ან მედიცინის და უზრუნველყოფენ ვენაში ლევოფლოქსაცინი კაბის ზუსტი დოზის შეყვანას. დოზის შემთხვევითმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან, როგორებიცაა: დაბნეულობა, თავბრუსხვევა, კონვულსიური კრუნჩვები (გულყრები) და გულის მოქმედების დარღვევები, რომლებიც იწვევენ გულის რითმის დარღვევას. დოზის გადამეტების შემთხვევაში მკურნალობა ტარდება არსებული სიმპტომების შესაბამისად. ლევოფლოქსაცინი არ გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

თუ თქვენ გამოტოვეთ ლევოფლოქსაცინი კაბის საინფუზიო ხსნარის მიღება

თუ თქვენ გამოგრჩათ ერთი დოზის მიღება, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან სამედიცინო დასთან.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები, რომლებიც დაკავშირებულია ამ პროდუქტის მიღებასთან, კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალმა, ლევოფლოქსაცინი კაბიმ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ გამოუვლინდება.

თუ რომელიმე გვერდითი რეაქცია წამალზე გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთს, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ანოტაციაში, აცნობეთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემდეგი გვერდითი რეაქციები შეიძლება წარმოიშვას ლევოფლოქსაცინი კაბის საინფუზიო ხსნარით მკურნალობის დროს:

ხშირი (უვლინდება 1-დან 10-მდე პაციენტს 100-დან)

  • გულისრევა, ფაღარათი;
  • ღვიძლის ენზიმების დონის მომატება შრატში;
  • ტკივილი, პრეპარატის შეყვანის ადგილის გაწითლება, კიდურის ვენის ანთება.

არახშირი (უვლინდება 1-დან 10-მდე პაციენტს 1 000-დან)

  • ქავილი, გამონაყარი;
  • მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გაზების ხმაური მუცელში, კუჭის აშლა, დისპეფსია;
  • თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნევროზები;
  • დარღვევები სისხლში ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებთან დაკავშირებით, სისხლის სხვა სახის თეთრი უჯრედების ოდენობის მომატება ან შემცირება;
  • ზოგადად ცუდად ყოფნა;
  • ანტიბიოტიკებით მკურნალობამ, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს, შესაძლოა გამოიწვიოს მიკროორგანიზმების განადგურება, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრობენ ადამიანის სხეულში (ბაქტერიები და სოკოები). ამის შედეგად შეიძლება გაიზარდოს სხვა ბაქტერიებისა და სოკოების ოდენობა.

იშვიათი (უვლინდება 1-დან 10-მდე პაციენტს 10 000-დან)

  • საერთო ალერგიული რეაქცია ურტიკარიის სიმპტომები, ბრონქიოლების კედლებზე კუნთების სპაზმით და სუნთქვის შესაძლო სერიოზული პრობლემები;
  • სისხლიანი ფაღარათი, ძალზე იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს ნაწლავების ანთების მაჩვენებელი. გთხოვთ, იხილოთ პუნქტი „მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება“;
  • ჭიანჭველების, დაბუჟების, კრუნჩხვების, დაბნეულობის შეგრძნება;
  • აღგზნება, დეპრესია, ფსიქიკური რეაქციები, მოუსვენრობა;
  • გულის გახშირებული მოქმედება (ტაქიკარდია), სისხლის დაბალი წნევა;
  • ტკივილები სახსრებში, კუნთებში, ტენდინიტი (მყესების ტკივილები და ანთება, მაგალითად, აქილევსის მყესის). გთხოვთ, იხილოთ პუნქტი „მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება“;
  • თრომბოციტების ოდენობის დაქვეითება, რაც იწვევს სილურჯეების და მსუბუქი სისხლჩაქცევების წარმოშობის ტენდენციას.

ძალზე იშვიათი (უვლინდება 1-ზე ნაკლებ პაციენტს 10 000-დან)

  • კანის შეშუპება, სისხლის წნევის უეცარი დაცემა ან კოლაფსი (შოკი);
  • კანის მგრძნობელის მომატება მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ;
  • ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაქვეითება ძალზე დაბალ დონემდე), განსაკუთრებით დიაბეტიანებში;
  • დაბუჟება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, გემოსა და ყნოსვის დარღვევები.
  • ჰალუცინაციები, ფსიქიკური რეაქციები სუიციდალური აზრებისა და ქმედებების წარმოქმნის რისკით;
  • ცირკულატორული შოკი (როგორც ანაფილაქსიური შოკი);
  • მყესის გაწყვეტა (მაგ., აქილევსის მყესის), რომელიც შეიძლება მოხდეს 48 საათის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან და შესაძლოა იყოს ორმხრივი. გთხოვთ, იხილოთ პუნქტი „მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება“;
  • სისუსტე კუნთებში, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა პაციენტებში მიასთენიით (კუნთოვანი სისუსტის მდგომარეობა);
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
  • თირკმელების ფუნქციების დარღვევა და იშვიათად - თირკმელების უკმარისობა;
  • სისხლის თეთრი უჯრედების ოდენობის დაქვეითება, რაც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა მაღალი ტემპერატურის განმეორება ან შენარჩუნება, ყელის გაწითლება, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება;
  • ღვიძლის ალერგიული რეაქცია, მაღალი ტემპერატურა.

უცნობი სიხშირე (სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი, გამომდინარე არსებული მონაცემებიდან)

  • კანისა და ლორწოვანი გარსების მემბრანების მძიმე რეაქციები, რასაც თან ახლავს ბუშტუკების წამოქმნა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და ექსუდატიური ერითემა). ასეთი სიმპტომების წარმოშობისას მაშინვე მიმართეთ საკონსულტაციოდ თქვენს ექიმს;
  • გულის პრობლემები, როგორიცა გულის სიცოცხლისათვის უჩვეულოდ მაღალი რითმი, გულის არათანაბარი რითმი, გულის რითმის ცვლილება (ე.წ. „გაგრძელებული QT ინტერვალი“, რაც აღინიშნება ეკგ-ზე გულის ელექტრული აქტივობის შემოწმებისას);
  • კუნთების ტრავმა;
  • ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ოდენობის შემცირება, სისხლის ყველა უჯრედის ოდენობის შემცირება;
  • ალერგიული რეაქციები (მომეტებული მგრძნობელობა), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი პირველი დოზის შემდეგ;
  • სიყვითლე და ღვიძლის პრობლემები.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ფტორქინოლოვან ანტიბიოტიკებთან

  • მოძრაობის კოორდინაციის სირთულეები;
  • სისხლძარღვების ანთება;
  • პორფირიის შეტევები ამგვარ პაციენტებში;
  • სისხლძარღვების ანთება.
  • ლევოფლოქსაცინი კაბი 5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონები:

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დასაცავად.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

freeflex პაკეტები:

შეინახეთ ტემპერატურტაზე 25°С-ზე ქვემოთ.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დასაცავად.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

არ გამოიყენოთ ლევოფლოქსაცინი კაბი საინფუზიო ხსნარი ფლაკონზე/პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება აღნიშნული თვის უკანასკნელ დღეს.

ლევოფლოქსაცინი კაბი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის გამჭვირვალე, მოყვითალო-მომწვანო ფერის ხსნარი ნაწილაკების გარეშე. გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული.

სამკურნალო პრეპარატების გადაყრა არ შეიძლება კანალიზაციაში და ყოფითი ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს უტილიზაცია არასაჭირო სამკურნალო პრეპარატების. ეს დაეხმარება გარემოს დაცვის საქმეს.

  • დამატებითი ინფორმაცია

ლევოფლოქსაცინი კაბის შემადგენლობა

  • აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ლევოფლოქსაცინი;
  • ხსნარი ყოველი მლ შეიცავს 5 მგ ლევოფლოქსაცინს;
  • საინფუზიო ხსნარის 50 მლ შეიცავს 250 მგ ლევოფლოქსაცინს;
  • საინფუზიო ხსნარის 100 მლ შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს;
  • სხვა შემადგენლებს წარმოადგენენ: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადოვანი მჟავა და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ლევოფლოქსაცინი კაბი და რა არის შეფუთვაში

ლევოფლოქსაცინი კაბი იწარმოება როგორც საინფუზიო ხსნარი (წვეთოვანი სისტემის მეშვეობით მიღებისათვის). ხსნარი გამჭვირვალეა, მოყვითალო-მომწვანო ფერის.

გამოდის:

  • 100 მლ პოლიეთილენის კაბიპაკი (KabiPac) ფლაკონები, შევსებული 50 მლ ან 100 მლ (1, 10 და 25 ფლაკონი შეფუთვაში);

100 მლ პოლიოლეფინის პაკეტები (Freeflex bag system), შევსებული 50 მლ ან 100 მლ (10 და 20 პაკეტი შეფუთვაში).

შეფუთვების ყველა სახეობები შეიძლება არ იყოს გაშვებული გაყიდვაში

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ფრეზენიუს კაბი ბულგარეთი“

ალ. ჟენდოვის ქ. №1, სართ. 6, ოფისი 37,

1113, სოფია, ბულგარეთი

მწარმოებლები:

ფლაკონები

Fresenius Kabi Polska Sp. z o.o.

Wytwórnia Plynów Infuzyjnych

Sienkiewicza 25, 99-300 Kutno

პოლონეთი

და

freeflex პაკეტები

Fresenius Kabi Norge AS

Svinesundsveien 80, 1789 Berg i Østfold

ნორვეგია

მოცემული სამკურნალო პრეპარატი ნებადართულია მოხმარებისათვის ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრ-ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით:

ავსტრია Levofloxacin Kabi 5 mg/ml Infusionslösung

ბელგია Levofloxacine Fresenius Kabi 5 mg/ml oplossing voor infusie

ბულგარეთი Levofloxacin Kabi 5 mg/ml инфузионен разтвор

კვიპროსი Levofloxacin Kabi 5 mg/ml διάλυμα για έγχυση

გერმანია Levofloxacin Kabi 5 mg/ml Infusionslösung

საბერძნეთი Levofloxacin Kabi 5 mg/ml διάλυμα για έγχυση

ფინეთი Levofloxacin Fresenius Kabi 5 mg/ml infuusioneste, liuos

უნგრეთი Levofloxacin Kabi 5 mg/ml oldatos infúzió

ირლანდია Levofloxacin 5 mg/ml solution for infusion

იტალია Levofloxacina Kabi 5mg/ml soluzione per infusione

მალტა Levofloxacin 5 mg/ml solution for infusion

ნიდერლანდები Levofloxacine Fresenius Kabi 5 mg/ml oplossing voor infusie

პორტუგალია Levofloxacina Kabi

რუმინეთი Levofloxacin Kabi 5 mg/ml solutie perfuzabila

სლოვენია Levofloksacin Kabi 5 mg/ml raztopina za infundiranje

ესპანეთი Levofloxacino Kabi 5 mg/ml solución para perfusión

დიდი ბრიტანეთი Levofloxacin 5 mg/ml solution for infusion

ანოტაციის უკანასკნელი რედაქტირების თარიღი: ივნისი 2010 წ.

ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია ექიმებისათვის და მედიცინის სპეციალისტებისათვის:

გამოყენება

  • ლევოფლოქსაცინი კაბი გამოიყენება მხოლოდ ვენაში ნელი ინფუზიის მეშვეობით;
  • ვიზუალურად შეამოწმეთ ფლაკონი მოხმარების წინ. გამოიყენეთ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი არის გამჭვირვალე, ნაწილაკების გარეშე.

ინფუზიის დრო

  • ინფუზიის რეკომენდებული დროა მინიმალურად 30 წუთი 250 მგ და 60 წუთი 500 მგ ლევოფლოქსაცინი კაბის;
  • არ არის აუცილებელი სინათლისაგან დაცვა ინფუზიის დროს;
  • ცნობილია, რომ ინფუზიამ ოფლოქსაცინით (ლევოფლოქსაცინთან დაკავშირებული კომპონენტით) შეიძლება გამოიწვიონ ტაქიკარდია (გულის პათოლოგიურად გაძლიერებული მუშაობა) და სისხლის წნევის დაცემა, იშვიათ შემთხვევაში გამოიწვევა კოლაფსი;
  • თუ სისხლის წნევა მნიშვნელოვნად დაეცემა ლევოფლოქსაცინით ინფუზიის დროს, წვეთოვანი სისტემა მაშინვე უნდა შეწყვიტოთ.

დოზირება პაციენტებისათვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი მეტია 50 მლ/წთ-ზე)

  • დოზირება პაცინეტებისათვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით დამოკიდებულია ჩვენებებზე, რომლებიც მოცემულია მე-3 პუნტში „ლევოფლოქსაცინი კაბის გამოყენების ხერხი“.

დოზირება პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციების დარღვევით (კრეატინინის კლირენსი ≤ 50 მლ/წთ)

დოზირების რეჟიმი

250 მგ / 24 სთ

500 მგ / 24 სთ

500 მგ / 12 სთ

კრეატინინის კლირენსი

პირველი დოზა:

250 მგ

პირველი დოზა:

500 მგ

პირველი დოზა:

500 მგ

50 – 20 მლ/წთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 24 სთ

ამის შემდეგ:

250 მგ / 24 სთ

ამის შემდეგ:

250 მგ / 12 სთ

19-10 მლ/წთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 48 სთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 24 სთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 12 სთ

<10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და CAPD-ის ჩათვლით)1

ამის შემდეგ:

125 მგ / 48 სთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 24 სთ

ამის შემდეგ:

125 მგ / 24 სთ

1 არ არის დამატებითი დოზების აუცილებლობა ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის (CAPD) შემდეგ.

თავსებადობა

შერევა სხვა საინფუზიო ხსნარებთან:

ლევოფლოქსაცინი კაბი თავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან:

  • Glucose 50 მგ/მგ (5%)
  • Glucose-Ringer 25 მგ/მლ (2,5%)
  • Sodium chloride 9 მგ/მლ (0,9%)
  • კომბინირებული ხსნარები პარენტერალური კვებისათვის (ამინმჟავები, ნახშირჰიდრატები, ელექტროლიტები).

შეუთავსებლობა

  • არ შეიძლება ლევოფლოქსაცინი კაბის შერევა ჰეპარინთან ან ალკალურ ნაერთებთან (მაგ. ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი).

შენახვა

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დასაცავად.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ. ლევოფლოქსაცინი კაბი უნდა გამოიყენოთ მაშინვე (3 საათის განმავლობაში) შეფუთვის გახსნის შემდეგ, ბაქტერიებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა