ლევოფლოქსაცინი ბენე
Levofloxacin BENE
მედიკამენტის სახელწოდებაა ლევოფლოქსაცინი ბენე. ლევოფლოქსაცინი ბენე შეიცავს მედიკამენტ ლევოფლოქსაცინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ანტიბიოტიკების ჯგუფს. ლევოფლოქსაცინი ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკია. მისი მოქმედება განპირობებულია ორგანიზმში ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- Medochemie Ltd, კვიპროსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039654
- რეგისტრირებულია
- 1 დეკემბერი 2023, მოქმედებს 1 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Medochemie Ltd (კვიპროსი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლევოფლოქსაცინი ბენე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მედიკამენტის სახელწოდებაა ლევოფლოქსაცინი ბენე. ლევოფლოქსაცინი ბენე შეიცავს მედიკამენტ ლევოფლოქსაცინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ანტიბიოტიკების ჯგუფს. ლევოფლოქსაცინი ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკია. მისი მოქმედება განპირობებულია ორგანიზმში ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით.
ლევოფლოქსაცინი ბენე გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
სინუსური წიაღების ინფექცია;
ფილტვების ინფექცია, იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემები ან პნევმონია;
მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების, მათ შორის თირკმელების ან შარდის ბუშტის, გართულებული ინფექცია;
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, პროსტატის ჯირკვლის ხანგრძლივი ინფექცია;
კანისა და კანქვეშა ქსოვილების, კუნთების ჩათვლით, ე.წ. „რბილი ქსოვილების“ ინფექცია.
ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევებში ლევოფლოქსაცინი ბენეს ტაბლეტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ციმბირის წყლულით (გამომწვევის ზემოქმედების შემდგომი პროფილაქტიკა და განკურნებითი თერაპია) დასნებოვნების ან დაავადების მიმდინარეობის გაუარესების ალბათობის შესამცირებლად, თუ პაციენტი იმყოფებოდა ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიის ზემოქმედების ქვეშ.
ლევოფლოქსაცინი ბენე ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის კურსის დასასრულებლად პაციენტებში, რომლებშიც გაუმჯობესება აღინიშნა ინტრავენური ლევოფლოქსაცინით საწყისი თერაპიის შემდეგ.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ანტიბიოტიკების სათანადო გამოყენების ოფიციალური გზამკვლევები.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ხდება შიგნით;
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, გასრესვის გარეშე, წყლის მიყოლებით;
ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის შუალედში, ნებისმიერ დროს.
თუ პაციენტი უკვე იღებს რკინის შემცველ ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს
დაუშვებელია ამ მედიკამენტების მიღება ლევოფლოქსაცინ ბენესთან ერთად. დოზის მიღება უნდა მოხდეს ლევოფლოქსაცინი ბენეს ტაბლეტების მიღებამდე არაუმცირეს 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
რა რაოდენობით მიიღება მედიკამენტი
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, ლევოფლოქსაცინი ბენეს რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოს პაციენტმა;
დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და ლოკალიზაციაზე ორგანიზმში;
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე;
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მოზრდილები და ხანდაზმულები
სინუსური წიაღების ინფექცია
ორი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 250 მგ ერთხელ დღეში
ან, ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ ერთხელ დღეში
ფილტვების ინფექცია სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე პაციენტებში

პნევმონია
ორი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 250 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში
ან, ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში
საშარდე გზების, მათ შორის თირკმლების ან შარდის ბუშტის, ინფექცია
ერთი ან ორი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 250 მგ ერთხელ დღეში
ან, 1/2 ან ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ ერთხელ დღეში
პროსტატის ჯირკვლის ინფექცია

კანისა და კანქვეშა ქსოვილების, მათ შორის კუნთების, ინფექცია

თირკმლის პრობლემების მქონე მოზრდილები და ხანდაზმულები
ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა.
ბავშვები დ მოზარდები
მედიკამენტი არ ინიშნება ბავშვებში ან მოზარდებში.
კანის დაცვა მზის სხივებისაგან
საჭიროა მზის პირდაპირი სხივებისაგან თავის არიდება ამ მედიკამენტით მკურნალობის და მისი შეწყვეტიდან 2 დღის განმავლობაში, რადგან კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის მიმართ და შეიძლება განვითარდეს დამწვრობა, ჩხვლეტის შეგრძნება ან მძიმე ბუშტუკების განვითარება, თუ პაციენტი არ იღებს შემდეგ სიფრთხილის ზომებს:
საჭიროა მაღალი ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი კრემის გამოყენება;
საჭიროა ყოველთვის ქუდის და ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ფარავს ხელებსა და ფეხებს;
საჭიროა სოლარიუმებისაგან თავის არიდება.
ლევოფლოქსაცინი ბენეს დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდებით ტაბლეტების შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა ექიმთან ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტების კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს, რა მედიკამენტია მიღებული.
შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
გულყრები კრუნჩხვებით, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება, ტრემორი და გულის პრობლემები, რომელიც იწვევს არარეგულარულ გულისცემას, ასევე, გულისრევას ან კუჭის წვას.
ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ არ არის მოხლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ლევოფლოქსაცინი ბენეთი მკურნალობის შეწყვეტისას
მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, არ უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება. მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი. ტაბლეტების მიღების ნაადრევად შეწყვეტისას შეიძლება ინფექციის სიმპტომები ისევ განვითარდეს, ან გაუარესდეს, ან ბაქტერია რეზისტენტული გახდეს მედიკამენტის მიმართ.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
უკუჩვენებები
ფეხმიმობის, ფეხმძიმობის დაგეგმვის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს;
ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება და საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა:
თუ პაციენტი ალერგიულია ლევოფლოქსაცინის, ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების, როგორიცაა: მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი, ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ეპილეფსია;
თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია;
ფეხმძიმობის, ფეხმძიმობის დაგეგმვის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს;
ძუძუთი კვების დროს.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მედიკამენტის მიღებამდე
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბიოტიკები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი ბენე, თუ ანამნეზში აღენიშნება მძიმე გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივი ინფორმირება.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღებამდე:
თუ პაციენტი 60 წლის ან მეტი ასაკისაა;
თუ პაციენტი იღებს კორტიკოსტეროიდებს, ე.წ. სტეროიდებს (იხ. პარაგრაფი “სხვა მედიკამენტები და ლევოფლოქსაცინი ბენე“);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულყრა;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თავის ტვინის დაზიანება ინსულტის ან თავის ტვინის სხვა ტრავმის გამო;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება ე.წ. “გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობა”. ამ მედიკამენტის მიღებისას უფრო მეტად მოსალოდნელია აღინიშნოს სისხლის მძიმე პრობლემები;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები. სიფრთხილეა საჭირო ამ ტიპის მედიკამენტის გამოყენებისას, თუ პაციენტს აღენიშნება QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება ან მისი ოჯახური ანამნეზი (ჩანს ეკგ-ზე - გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერზე), სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით, კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), ძალიან შენელებული გულის რითმი (ბრადიკარდია), გულის ფუნქციის დასუსტება (გულის უკმარისობა), გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ანამნეზი, პაციენტი არის ქალი ან ხანდაზმული, ან იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ზე პათოლოგიურ ცვლილებებს (იხ. პარაგრაფი “სხვა მედიკამენტები და ლევოფლოქსაცინი ბენე“);
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს დიდი სისხლძარღვის გაფართოება ან “ამობურცვა” (აორტის ანევრიზმა ან პერიფერიული მსხვილი სისხლძარღვის ანევრიზმა);
თუ პაციენტს ჰქონდა აორტის განშრევების ეპიზოდი (აორტის კედლის გახევა);
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის სარქვლების ნაკლოვანება (გულის სარქვლის რეგურგიტაცია);
თუ პაციენტს აღენიშნება ოჯახური ანამნეზი: აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების, გულის სარქვლების თანდაყოლილი დაავადების, სხვა რისკფაქტორები ან წინასწარგანმწყობი მდგომარეობები (მაგ.: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა: მარფანის სინდრომი ან ეჰლერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვების პათოლოგიები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია];
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს მიასთენია გრავის აქვს;
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ნერვის დაზიანების (ნეიროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა: ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში. ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა არ განვითარდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგმარეობა;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის მძიმე გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების განვითარება და/ან პირის წყლულები ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ.
ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღების განმავლობაში:
თუ პაციენტს აღენიშნება უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის, მკერდის ან წელის არეში, რომელიც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის ან განშრევების სიმპტომი, საჭიროა დაუყოვნებლივ ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. რისკი იზრდება, თუ პაციენტი მკურნალობდა სისტემური კორტიკოსტეროიდებით;
თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინის სწრაფი დაწყება, განსაკუთრებით, დაწოლისას, ან კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპება, ან გულის თრთოლვის (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება) ეპიზოდი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება თუ არა, ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში
სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა ვითარდება იშვიათად. რისკი იზრდება, თუ პაციენტი ხანდაზმულია (60 წლის ასაკის ზემოთ), გადანერგილი აქვს ორგანო, აღენიშნება თირკმლის პრობლემები, ან მკურნალობდა კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პირველ 48 საათში, ან ლევოფლოქსაცინი ბენეთი მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი. მყესის (მაგ.: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშანზე უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება, საჭიროა ექიმთან მიმართვა და მტკივნეული ადგილის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა. თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი არასაჭირო დატვირთვა, რადგან იზრდება მყესის გაწყვეტის რისკი.
გახანგრძლივებული, უნარშემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადი მძიმე გვერდითი მოვლენები:
ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი ბენე, დაკავშირებული იყო ძალიან იშვიათ, მაგრამ მძიმე გვერდით მოვლენებთან, რომელთაგან ზოგი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), უნარშემზღუდველი ან პოტენციურად შეუქცევადი იყო. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესის, კუნთის და სახსრის ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა: ჩხვლეტა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორულ დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის, და სმენის დარღვევას, დეპრესიას, მეხსიერების დაზიანებას, ძლიერი დაღლილობასა და ძილის მძიმე დარღვევებს.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებამდე საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ, ასევე., სხვა კლასის ანტიბიოტიკის გათვალისწინებით.
კანის მძიმე რეაქციები
ლევოფლოქსაცინის მიღებისას აღწერილ იქნა კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
სჯს/ტენ შეიძლება თავდაპირველად გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქებით ან ცირკულარული ლაქებით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში. ასევე შეიძლება განვითარდეს წყლულები პირში, ხორხში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე (წითელი და შეშუპებული თვალები). კანის ამ მძიმე გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს გამონაყარი შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს ან გადაიზარდოს კანის გენერალიზებულ აქერცვლაში და სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებში ან აღმოჩნდეს ფატალური;
DRESS თავიდან ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და გამონაყარით სახეზე, შემდეგ გავრცელებული გამონაყარით მაღალ ტემპერატურასთან ერთად, სისხლის ანალიზებში აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების გაზრდილი დონე და გარკვეული ტიპის ლეიკოციტების (ეოზინოფილების) დონის მომატება და ლიმფური კვანძების გადიდება.
თუ პაციენტს განუვითარდა მძიმე გამონაყარი ან კანის სხვა სიმპტომები, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, რადგან ლევოფლოქსაცინმა ბენემ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე. ასევე, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ლევოფლოქსაცინი ბენეს ეფექტზე.
განსაკუთრებით, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ეფექტების ალბათობა ლევოფლოქსაცინ ბენესთან ერთად მიღებისას:
კორტიკოსტეროიდები, ე.წ. სტეროიდები - გამოიყენება ანთების დროს. ამ დროს უფრო მეტი ალბათობაა აღინიშნოს მყესების ანთება და/ან გაწყვეტა;
ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხევადებლად. ამ დროს სისხლდენის განვითარების უფრო მეტი ალბათობაა. ექიმმა შეიძლება დანიშნოს რეგულარული სისხლის ანალიზები სისხლის შედედების შესამოწმებლად;
თეოფილინი - გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ამ დროს უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს გულყრა ლევოფლოქსაცინ ბენესთან ერთად მიღებისას;
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs) - გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს, როგორიცაა: ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ამ დროს უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს გულყრა ლევოფლოქსაცინ ბენესთან ერთად მიღებისას;
ციკლოსპორინი - გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ. ამ დროს უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს ციკლოსპორინის გვერდითი მოვლენები;
მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების დროს (ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიის დროს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა: ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიკური დარღვევების დროს (ანტიფსიქოზური საშუალებები) და ბაქტერიული ინფექციების დროს (მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი);
პრობენეციდი - გამოიყენება პოდაგრის დროს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მცირე დოზა, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
ციმეტიდინი - გამოიყენება წყლულებისა და გულძმარვის დროს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მცირე დოზა, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ეხება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
დაუშვებელია ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად, რადგან ისინი გავლენას ახდენენ ლევოფლოქსაცინი ბენეს მოქმედების მექანიზმზე:
რკინის ტაბლეტები (გამოიყენება ანემიის დროს), თუთიის დანამატები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (გამოიყენება კუჭის მჭავიანობის ან გულძმარვის დროს), ან სუკრალფატი (გამოიყენება კუჭის წყლულის დროს). იხ. ქვემოთ პარაგრაფი 3 „თუ პაციენტი უკვე იღებს რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს“.
შარდის ანალიზები ოპიატებზე
შარდის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს „ცრუ დადებითი“ შედეგი ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებზე, ე.წ. „ოპიატებზე“ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოფლოქსაცინ ბენეს. თუ ექიმმა დანიშნა შარდის ანალიზი, უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ლევოფლოქსაცინ ბენეს.
ტუბერკულოზის ანალიზები
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის აღმოსაჩენი ანალიზის, „ცრუ უარყოფითი“ შედეგი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გვერდითი მოვლენები ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ. ეს მოიცავს: თავბრუსხვევის შეგრძნებას, ძილიანობას, ტრიალის შეგრძნებას (ვერტიგოს) ან მხედველობის ცვლილებებს. ზოგიერთმა ამ გვერდითმა ეფექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციის უნარსა და რეაქციის სისწრაფეზე. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის მაღალ დონეს.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ან საშუალო სიმძიმისაა და ხშირად თავისით გადის მცირე დროის შემდეგ.
ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენა:
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება იყოს: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.
ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი მძიმე გვერდითი მოვლენები - პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
წყლიანი ფაღარათი, შესაძლოა სისხლიანი, შესაძლოა მუცლის სპაზმებითა და მაღალი ტემპერატურით. ეს შეიძლება იყოს ნაწლავების მძიმე პრობლემის ნიშნები;
მყესების ან იოგების ტკივილი და ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაწყვეტა. ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი;
გულყრა (კრუნჩხვები);
კანის მძიმე რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ეს შეიძლება თავდაპირველად გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქებით ან ცირკულარული ლაქებით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში. შეიძლება ასევე განვითარდეს კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხორხში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე და შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. იხ. ასევე, პარაგრაფი 2;
გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის მაჩვენებლების პათოლოგია (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა ორგანოების მოცვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით, ე.წ. DRESS ან წამლის ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი). იხ. ასევე, პარაგრაფი 2;
სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია წყლის გამოყოფის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH).

წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება ე.წ. “ნეიროპათიის” ნიშნები იყოს.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
მადის დაკარგვა, კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, ქავილი და მუცლის დაჭიმულობა. ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემების ნიშნები იყოს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის უკმარისობას.
თუ ლევოფლოქსაცინი ბენეთი მკურნალობის დროს ზიანდება მხედველობა ან აღინიშნება თვალების სხვა დარღვევები, საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ოფთალმოლოგთან.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ძილის პრობლემები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
გულისრევა, ღებინება და დიარეა
სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სხვა ბაქტერიების ან სოკოების (Candida სოკოთი გამოწვეული ინფექცია) რაოდენობის ცვლილებები, რაც საჭიროებს მკურნალობას;
ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილებები, რაც ჩანს სისხლის ანალიზებში (ლეიკოპენია, ეოზინოფილია);
სტრესის შეგრძნება (შფოთვა), ცნობიერების დაბინდვა, ნევროზულობის შეგრძნება, ძილიანობის შეგრძნება, კანკალი, ტრიალის შგრძნება (ვერტიგო);
ქოშინი (დისპნოე);
გემოს ცვლილება, მადის დაკარგვა, კუჭ-ნაწლავის დარღვევები ან დისპეფსია, ტკივილი კუჭის არეში, ბოყინი (მეტეორიზმი) ან ყაბზობა;
კანის ქავილი და გამონაყარი, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ძლიერი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
სახსრების ტკივილი ან კუნთების ტკივილი;
სისხლის გარკვეული ანალიზების შედეგების ცვლილებები ღვიძლის (გაზრდილი ბილირუბინი) ან თირკმლის (გაზრდილი კრეატინინი) პრობლემების გამო;
ზოგადი სისუსტე.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ადვილად სისხლჩაქცევის და სისხლდენის განვითარება თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო (თრომბოციტოპენია);
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია);
გაძლიერებული იმუნური პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა);
სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის;
არარსებული საგნების დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაციები, პარანოია), შეხედულებებისა და აზრების ცვლილება (ფსიქოზური რეაქციები) სუიციდური ფიქრების ან ქმედების რისკით;
დეპრესიის შეგრძნება, მენტალური პრობლემები, მოუსვენრობა (აჟიტირება), უჩვეულო სიზმრები ან კოშმარები;
ხელებსა და ტერფებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია);
სმენის (ტინიტუსი) ან მხედველობის (მხედველობის დაბინდვა) პრობლემები;
უჩვეულოდ სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია) ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
კუნთების სისუსტე. მნიშვნელოვანია მიასთენიის მქონე პაციენტებისათვის (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება);
თირკმელების ფუნქციის ცვლილება და ზოგჯერ თირკმლის უკმარისობა, რომელიც შეიძლება თირკმლის ალერგიული რეაქციის, ე.წ. ინტერსტიციალური ნეფრიტის, შედეგი იყოს;
ცხელება;
მკვეთრად შემოფარგლული ერითემატოზული ლაქები ბლისტერებით ან მათ გარეშე, რომლებიც ვითარდება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში და ტოვებს ანთების შემდგომ ნარჩენ ჰიპერპიგმენტაციას; ჩვეულებრივ ხელახლა ვითარდება კანის ან ლორწოვანი გარსების იმავე ადგილებში ლევოფლოქსაცინის შემდგომი მიღების შემდეგ.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია): იწვევს კანის სიფერმკრთალეს ერითროციტების დაზიანების გამო; ყველა ტიპის სისხლის უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია);
ცხელება, ყელის ტკივილი და ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება, რომელიც არ გადის. შეიძლება გამოწვეული იყოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზით);
ცირკულაციის დარღვევა (ანაფილაქსიური შოკის მსგავსი);
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, რომელიც იწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის;
ყნოსვის ცვლილება, ყნოსვის ან გემოს დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგეზია);
გადაადგილების და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები);
ცნობიერების დროებითი დაკარგვა ან გულისწასვლა (სინკოპე)
მხედველობის დროებითი დაკარგვა, თვალის ანთება;
სმენის დაზიანება ან დაკარგვა;
გულის პათოლოგიურად აჩქარებული რითმი, სიცოცხლისათვის სახიფათო არარეგულარული გულის რითმი, მათ შორის გულის გაჩერება, გულის რითმის ცვლილება (“QT ინტერვალის გახანგრძლივება”, ჩანს ეკგ-ზე - გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერზე);
სუნთქვის გაძნელება ან ხმაურიანი სუნთქვა (ბრონქოსპაზმი);
ფილტვების ალერგიული რეაქციები;
პანკრეატიტი;
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
კანის მგრძნობელობის გაზრდა მზეზე და ულტრაიისფერ სხივებზე (ფოტომგრძნობელობა);
სისხლძარღვების, რომლებსაც სისხლი მიაქვთ მთელ სხეულში, ანთება ალერგიული რეაქციის გამო (ვასკულიტი);
პირის ღრუს შიდა ქსოვილის ანთება (სტომატიტი);
კუნთების გაწყვეტა და კუნთების დესტრუქცია (რაბდომიოლიზი);
სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი);
ტკივილი, მათ შორის წელის, მკერდისა და კიდურების ტკივილი;
პორფირიის შეტევა პირებში, რომლებსაც უკვე აღენიშნებათ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება);
მუდმივი თავის ტკივილი მხედველობის დაბინდვით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია).
წამლის ხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში) ან პერმანენტული გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა: მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრის ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა: ჩხვლეტა, ღიტინი, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, სისუსტე, ძილის დარღვევები, მეხსიერების დაზიანება, ასევე სმენის, მხედველობის და გემოსა და ყნოსვის დაზიანება დაკავშირებული იყო ქინოლონის და ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მანამდე არსებული რისკფაქტორების არარსებობის მიუხედავად.
აღინიშნა აორტის კედლის გადიდებისა და დასუსტების ან აორტის კედლის გახევის შემთხვევები (ანევრიზმა და განშრევება), რომელიც შეიძლება გასკდეს და ფატალური აღმოჩნდეს, და გულის სარქველების უკმარისობის შემთხვევები ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში. იხ. ასევე, პარაგრაფი 2.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ცხოველებზე ტოქსიკურობის კვლევების ან კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევების მიხედვით, რომლებიც ჩატარდა თერაპიულ დოზებზე ჭარბი დოზებით, ყველაზე მნიშვნელოვნი ნიშნები, რომლებიც მოსალოდნელია განვითარდეს ლევოფლოქსაცინის დოზის მწვავე გადაჭარბების დროს, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომებია, როგორიცაა: ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და გულყრები კრუნჩხვებით, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ასევე კუჭ-ნაწლავის რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ლორწოვანის ეროზიები.
პოსტმარკეტინგული დაკვირვებით აღწერილ იქნა ცნს-ის ეფექტები, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა, კონვულსიები, ჰალუცინაციები და ტრემორი.
მართვა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. საჭიროა ეკგ მონიტორინგი QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო. ანტაციდები შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად. ჰემოდიალიზი, მათ შორის პერიტონეალური დიალიზი და ქრონიკული ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი არ არის ეფექტური ლევოფლოქსაცინის ორგანიზმიდან მოსაცილებლად. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ლევოფლოქსაცინი. 500 მგ ლევოფლოქსაცინი ბენეს თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი) 6000, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
ლევოფლოქსაცინი ბენეს ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ ტაბლეტები არის ვარდისფერი, კაფსულის ფორმის, ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ცალ მხარეს, გრავირებით “MC” მეორე მხარეს.
ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია შემდეგი ზომის შეფუთვით: პვქ/ალ ბლისტერი 10 ტაბლეტით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25ºC-ის ქვემოთ ორიგინალური შეფუთვით.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფტორქინოლონები, ათქ კოდი: J01MA12
ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონების კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება და აქტიური ნივთიერების რაცემიკული ოფლოქსაცინის S (-) ენანთიომერი.
მოქმედების მექანიზმი
როგორც ფტორქინოლონების ანტიბაქტერიული აგენტი, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-დნმ-გირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.
ფკ/ფდ დამოკიდებულება
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) ან მრუდქვეშა ფართობის (AUC) და მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) ფარდობაზე.
რეზისტენტობის მექანიზმი
ლევოფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობის შეძენა ხდება თანდათანობითი პროცესის შედეგად, ორივე ტოპოიზომერაზა ტიპი II-ის, დნმ-გირაზას და ტოპოიზომერაზა IV-ის სამიზნე ადგილის მუტაციის გზით. სხვა რეზისტენტობის მექანიზმები, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (დამახასიათებელია Pseudomonas aeruginosa-სთვის) და გამოდევნის (ეფლუქსის) მექანიზმები, ასევე, გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე.
აღწერილ იქნა ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმის გამო, ზოგადად არ აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა კლასის ანტიბაქტერიულ აგენტებს შორის.
მგრნობელობის ტესტირების ზღვარი (Breakpoints)
ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომისიის მიერ (EUCAST). რეკომენდებულია მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) ზღვარი ლევოფლოქსაცინისათვის. ქვემოთ მოცემულ მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის ტესტირების (MIC) (მგ/ლ) ცხრილში ერთმანეთისაგან გამოყოფილია მგრძნობიარე და საშუალოდ მგრძნობიარე ორგანიზმები და საშუალოდ მგრძნობიარე და რეზისტენტული ორგანიზმები.
EUCAST-ის კლინიკური MIC ზღვარი ლევოფლოქსაცინისათვის (2006-06-20)
პათოგენი
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Enterobacteriaceae
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Pseudomonas spp
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Acinobacter spp.
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Staphylococcus spp
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
S.pneumiae1
≤2 მგ/ლ
>2 მგ/ლ
Streptococcus A, B, C , G
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
H. influenzae
≤1 მგ/ლ
>1 მგ/ლ
M.catarrhalis3
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
შტამებთან არადაკავშირებული ზღვარი4
≤1 მგ/ლ
>2 მგ/ლ
1 მგრნობელობის ტესტირების ზღვარი ლევოფლოქსაცინისათვის დაკავშირებულია მაღალი დოზებით თერაპიასთან.
2 ფტორქინოლონების მიმართ დაბალი დონის რეზისტენტობა (ციპროფლოქსაცინის MIC - 0.12-05 მგ/ლ) შეიძლება განვითარდეს, მაგრამ არ არის მტკიცებულება, რომ რეზისტენტობა კლინიკურად მნიშვნელოვანია H.influenza-თი გამოწვეული რესპირატორული ტრაქტის ინფექციებისათვის.
3 შტამები MIC სიდიდეებით, რომელიც მგრძნობელობის ტესტირების ზღვარზე მაღალია, ძალიან იშვიათია ან ჯერ არ არის აღწერილი. იდენტიფიკაციისა და ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტები ასეთ იზოლატებზე უნდა გამეორდეს და თუ შედეგი დასტურდება, იზოლატი უნდა გაიგზავნოს რეფერენს ლაბორატორიაში. სანამ არ იქნება მტკიცებულება კლინიკური პასუხის შესახებ დადგენილი იზოლატებისათვის, რომელთა MIC რეზისტენტობის არსებულ ზღვარზე მეტია, ისინი უნდა ჩაითვალოს რეზისტენტულად.
4 მგრძნობელობის ტესტირების ზღვარი ეხება პერორალურ დოზებს 500 მგ x 1 და 500 მგ x 2 და ინტრავენურ დოზას 500 მგ x 1 და 500 მგ x 2.
რეზისტენტობის პრევალენტობა გარკვეული შტამებისათვის შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიულად და დროსთან კავშირში, და სასურვეულია არსებობდეს ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით, მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს. როგორც წესი, ექსპერტის კონსულტაცია საჭიროა, როცა ადგილობრივი რეზისტენტობის პრევალენტობა ისეთია, რომ აგენტის გამოყენება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ძირითადად მგრძნობიარე შტამები
გრამდადებითი აერობებული ბაქტერიები
Bacilus anthracis
Staphylococcus aureus მეთიცილინმგრძნობიარე
Staphylococcus saprophyticus
Streptococci, ჯგუფი C და G
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumonia
Streptococcus pyogenes
გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები
Eikenella corrodens
Haemophilus influenzae
Haemophilus para-influenzae
Klebsiella oxytoca
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
Proteus vulgaris
Providencia rettgeri
ანაერობული ბაქტერიები
Peptostreptococcus
სხვა
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophila psittaci
Chlamydia trachomatis
Legionella pneumophila
Mycoplasma pneumoniae
Mycoplasma hominis
Ureaplasma urealyticum
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემური იყოს
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecalis
Staphylococcus aureus მეთიცილინრეზისტენტული*
კოაგულაზა უარყოფითი Staphylococcus spp
გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები
Acinobacter baumannii
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Klebsiella pneumoniae
Motganella morganii
Proteus mirabilis
Providencia stuartii
Pseudomonas aeruginosa
Serratia marcescens
ანაერობული ბაქტერიები
Bacteroides fragilis
თანდაყოლილი რეზისტენტული შტამები
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები
Enterococcus Faecium
- მეთიცილინრეზისტენტული S.aureus დიდი ალბათობით კორეზისტენტულია ფტორქინოლონების, მათ შორის, ლევოფლოქსაცინის მიმართ
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
შიგნით მიღების დროს ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება და პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 99-100%-ია.
საკვებს მცირე ეფექტი აქვს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე.
წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 48 საათში 500 მგ-ის ერთხელ ან ორჯერ დღიური დოზირების სქემის დროს.
განაწილება
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილებს. ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა დაახლოებით 100 ლ-ია ერთჯერადი და განმეორებითი 500 მგ დოზების მიღების შემდეგ, რაც მიუთითებს ორგანიზმის ქსოვილებში ფართო განაწილებაზე.
ქსოვილებსა და ორგანიზმის სითხეებში შეღწევადობა:
ლევოფლოქსაცინმა აჩვენა, რომ აღწევს ბრონქების ლორწოვანში, ეპითელიუმის გარსის სითხეში, ალვეოლარულ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილში, კანში (ბუშტუკების სითხეში), პროსტატის ქსოვილსა და შარდში.
თუმცა, ლევოფლოქსაცინი ცუდად აღწევს ცერეპროსპინალურ სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე მოცულობით, მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინ N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შარდში გამოყოფისას შეადგენს დოზის <5%-ს. ლევოფლოქსაცინი სტაბილურია სტერეოქიმიურად და არ განიცდის ქირალურ ინვერსიას.
გამოყოფა
პერორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ ლევოფლოქსაცინი შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (t1/2: 6-8 სთ), გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელების გზით (მიღებული დოზის >85%). ლევოფლოქსაცინის საშუალო მოსალოდნელი მთლიანი სხეულის კლირენსი 500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ იყო 175 ± 29.2 მლ/წთ.
არ არის დიდი განსხვავება ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკას შორის ინტრავენური და პერორალური შეყვანის დროს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პერორალური და ინტრავენური მიღების გზები ურთიერთშენაცვლებადია.
წრფივი კინეტიკა
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა წრფივია 50-1000 მგ დოზის ინტერვალის მიღმა.
სპეციალური პოპულაცია
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმლის დაზიანება. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად თირკმლისმიერი გამოყოფა და კლირენსი ქვეითდება და ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ ცხრილში:
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის დროს 500 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ
Clcr [მლ/წთ]
<20
20-40
50-80
ClR [მლ/წთ]
13
26
57
t1/2 [სთ]
35
27
9
ხანდაზმული პირები
არ აღინიშნა რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში ახალგაზრდა და ხანდაზმულ პირებში, გარდა კრეატინინის კლირენსთან დაკავშირებული განსხვავებისა.
სქესთან დაკავშირებული განსხვავებები
მამაკაცებსა და ქალებში ცალ-ცალკე ჩატარებული ანალიზის მიხედვით აღინიშნა მცირე გენდერული განსხვავება ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში. არ არის მტკიცებულება, რომ გენდერულ განხვავებებს კლინიკური მნიშვნელობა აქვს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ლევოფლოქსაცინი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლევოფლოქსაცინი ბენე და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღებამდე
ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ლევოფლოქსაცინი ბენეს შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ლევოფლოქსაცინი ბენე და მისი გამოყენება
მედიკამენტის სახელწოდებაა ლევოფლოქსაცინი ბენე. ლევოფლოქსაცინი ბენე შეიცავს მედიკამენტ ლევოფლოქსაცინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ანტიბიოტიკების ჯგუფს. ლევოფლოქსაცინი ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკია. მისი მოქმედება განპირობებულია ორგანიზმში ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით.
ლევოფლოქსაცინი ბენე გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
სინუსური წიაღების ინფექცია;
ფილტვების ინფექცია, იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემები ან პნევმონია;
მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების, მათ შორის თირკმელების ან შარდის ბუშტის, გართულებული ინფექცია;
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, პროსტატის ჯირკვლის ხანგრძლივი ინფექცია;
კანისა და კანქვეშა ქსოვილების, კუნთების ჩათვლით, ე.წ. „რბილი ქსოვილების“ ინფექცია.
ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევებში ლევოფლოქსაცინი ბენეს ტაბლეტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ციმბირის წყლულით (გამომწვევის ზემოქმედების შემდგომი პროფილაქტიკა და განკურნებითი თერაპია) დასნებოვნების ან დაავადების მიმდინარეობის გაუარესების ალბათობის შესამცირებლად, თუ პაციენტი იმყოფებოდა ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიის ზემოქმედების ქვეშ.
ლევოფლოქსაცინი ბენე ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის კურსის დასასრულებლად პაციენტებში, რომლებშიც გაუმჯობესება აღინიშნა ინტრავენური ლევოფლოქსაცინით საწყისი თერაპიის შემდეგ.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ანტიბიოტიკების სათანადო გამოყენების ოფიციალური გზამკვლევები.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღებამდე
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება და საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა:
თუ პაციენტი ალერგიულია ლევოფლოქსაცინის, ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების, როგორიცაა: მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი, ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ეპილეფსია;
თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია;
ფეხმძიმობის, ფეხმძიმობის დაგეგმვის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს;
ძუძუთი კვების დროს.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მედიკამენტის მიღებამდე
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბიოტიკები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი ბენე, თუ ანამნეზში აღენიშნება მძიმე გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივი ინფორმირება.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღებამდე:
თუ პაციენტი 60 წლის ან მეტი ასაკისაა;
თუ პაციენტი იღებს კორტიკოსტეროიდებს, ე.წ. სტეროიდებს (იხ. პარაგრაფი “სხვა მედიკამენტები და ლევოფლოქსაცინი ბენე“);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულყრა;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თავის ტვინის დაზიანება ინსულტის ან თავის ტვინის სხვა ტრავმის გამო;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება ე.წ. “გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობა”. ამ მედიკამენტის მიღებისას უფრო მეტად მოსალოდნელია აღინიშნოს სისხლის მძიმე პრობლემები;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები. სიფრთხილეა საჭირო ამ ტიპის მედიკამენტის გამოყენებისას, თუ პაციენტს აღენიშნება QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება ან მისი ოჯახური ანამნეზი (ჩანს ეკგ-ზე - გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერზე), სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით, კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), ძალიან შენელებული გულის რითმი (ბრადიკარდია), გულის ფუნქციის დასუსტება (გულის უკმარისობა), გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ანამნეზი, პაციენტი არის ქალი ან ხანდაზმული, ან იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ზე პათოლოგიურ ცვლილებებს (იხ. პარაგრაფი “სხვა მედიკამენტები და ლევოფლოქსაცინი ბენე“);
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს დიდი სისხლძარღვის გაფართოება ან “ამობურცვა” (აორტის ანევრიზმა ან პერიფერიული მსხვილი სისხლძარღვის ანევრიზმა);
თუ პაციენტს ჰქონდა აორტის განშრევების ეპიზოდი (აორტის კედლის გახევა);
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის სარქვლების ნაკლოვანება (გულის სარქვლის რეგურგიტაცია);
თუ პაციენტს აღენიშნება ოჯახური ანამნეზი: აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების, გულის სარქვლების თანდაყოლილი დაავადების, სხვა რისკფაქტორები ან წინასწარგანმწყობი მდგომარეობები (მაგ.: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა: მარფანის სინდრომი ან ეჰლერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვების პათოლოგიები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია];
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს მიასთენია გრავის აქვს;
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ნერვის დაზიანების (ნეიროპათიის) სიმპტომები, როგორიცაა: ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში. ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა არ განვითარდეს პოტენციურად შეუქცევადი მდგმარეობა;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის მძიმე გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების განვითარება და/ან პირის წყლულები ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ.
ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღების განმავლობაში:
თუ პაციენტს აღენიშნება უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის, მკერდის ან წელის არეში, რომელიც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის ან განშრევების სიმპტომი, საჭიროა დაუყოვნებლივ ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. რისკი იზრდება, თუ პაციენტი მკურნალობდა სისტემური კორტიკოსტეროიდებით;
თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინის სწრაფი დაწყება, განსაკუთრებით, დაწოლისას, ან კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპება, ან გულის თრთოლვის (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება) ეპიზოდი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება თუ არა, ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში
სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა ვითარდება იშვიათად. რისკი იზრდება, თუ პაციენტი ხანდაზმულია (60 წლის ასაკის ზემოთ), გადანერგილი აქვს ორგანო, აღენიშნება თირკმლის პრობლემები, ან მკურნალობდა კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პირველ 48 საათში, ან ლევოფლოქსაცინი ბენეთი მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი. მყესის (მაგ.: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშანზე უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება, საჭიროა ექიმთან მიმართვა და მტკივნეული ადგილის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა. თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი არასაჭირო დატვირთვა, რადგან იზრდება მყესის გაწყვეტის რისკი.
გახანგრძლივებული, უნარშემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადი მძიმე გვერდითი მოვლენები:
ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი ბენე, დაკავშირებული იყო ძალიან იშვიათ, მაგრამ მძიმე გვერდით მოვლენებთან, რომელთაგან ზოგი ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), უნარშემზღუდველი ან პოტენციურად შეუქცევადი იყო. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესის, კუნთის და სახსრის ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა: ჩხვლეტა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორულ დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის, და სმენის დარღვევას, დეპრესიას, მეხსიერების დაზიანებას, ძლიერი დაღლილობასა და ძილის მძიმე დარღვევებს.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებამდე საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ, ასევე., სხვა კლასის ანტიბიოტიკის გათვალისწინებით.
კანის მძიმე რეაქციები
ლევოფლოქსაცინის მიღებისას აღწერილ იქნა კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
სჯს/ტენ შეიძლება თავდაპირველად გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქებით ან ცირკულარული ლაქებით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში. ასევე შეიძლება განვითარდეს წყლულები პირში, ხორხში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე (წითელი და შეშუპებული თვალები). კანის ამ მძიმე გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს გამონაყარი შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს ან გადაიზარდოს კანის გენერალიზებულ აქერცვლაში და სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებში ან აღმოჩნდეს ფატალური;
DRESS თავიდან ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და გამონაყარით სახეზე, შემდეგ გავრცელებული გამონაყარით მაღალ ტემპერატურასთან ერთად, სისხლის ანალიზებში აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების გაზრდილი დონე და გარკვეული ტიპის ლეიკოციტების (ეოზინოფილების) დონის მომატება და ლიმფური კვანძების გადიდება.
თუ პაციენტს განუვითარდა მძიმე გამონაყარი ან კანის სხვა სიმპტომები, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
სხვა მედიკამენტები და ლევოფლოქსაცინი ბენე
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, რადგან ლევოფლოქსაცინმა ბენემ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე. ასევე, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ლევოფლოქსაცინი ბენეს ეფექტზე.
განსაკუთრებით, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ეფექტების ალბათობა ლევოფლოქსაცინ ბენესთან ერთად მიღებისას:
კორტიკოსტეროიდები, ე.წ. სტეროიდები - გამოიყენება ანთების დროს. ამ დროს უფრო მეტი ალბათობაა აღინიშნოს მყესების ანთება და/ან გაწყვეტა;
ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხევადებლად. ამ დროს სისხლდენის განვითარების უფრო მეტი ალბათობაა. ექიმმა შეიძლება დანიშნოს რეგულარული სისხლის ანალიზები სისხლის შედედების შესამოწმებლად;
თეოფილინი - გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ამ დროს უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს გულყრა ლევოფლოქსაცინ ბენესთან ერთად მიღებისას;
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs) - გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს, როგორიცაა: ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ამ დროს უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს გულყრა ლევოფლოქსაცინ ბენესთან ერთად მიღებისას;
ციკლოსპორინი - გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ. ამ დროს უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს ციკლოსპორინის გვერდითი მოვლენები;
მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების დროს (ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიის დროს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა: ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიკური დარღვევების დროს (ანტიფსიქოზური საშუალებები) და ბაქტერიული ინფექციების დროს (მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი);
პრობენეციდი - გამოიყენება პოდაგრის დროს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მცირე დოზა, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
ციმეტიდინი - გამოიყენება წყლულებისა და გულძმარვის დროს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მცირე დოზა, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ეხება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
დაუშვებელია ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად, რადგან ისინი გავლენას ახდენენ ლევოფლოქსაცინი ბენეს მოქმედების მექანიზმზე:
რკინის ტაბლეტები (გამოიყენება ანემიის დროს), თუთიის დანამატები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (გამოიყენება კუჭის მჭავიანობის ან გულძმარვის დროს), ან სუკრალფატი (გამოიყენება კუჭის წყლულის დროს). იხ. ქვემოთ პარაგრაფი 3 „თუ პაციენტი უკვე იღებს რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს“.
შარდის ანალიზები ოპიატებზე
შარდის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს „ცრუ დადებითი“ შედეგი ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებზე, ე.წ. „ოპიატებზე“ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოფლოქსაცინ ბენეს. თუ ექიმმა დანიშნა შარდის ანალიზი, უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ლევოფლოქსაცინ ბენეს.
ტუბერკულოზის ანალიზები
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის აღმოსაჩენი ანალიზის, „ცრუ უარყოფითი“ შედეგი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება:
ფეხმიმობის, ფეხმძიმობის დაგეგმვის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს;
ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გვერდითი მოვლენები ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ. ეს მოიცავს: თავბრუსხვევის შეგრძნებას, ძილიანობას, ტრიალის შეგრძნებას (ვერტიგოს) ან მხედველობის ცვლილებებს. ზოგიერთმა ამ გვერდითმა ეფექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციის უნარსა და რეაქციის სისწრაფეზე. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის მაღალ დონეს.
ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ხდება შიგნით;
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, გასრესვის გარეშე, წყლის მიყოლებით;
ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის შუალედში, ნებისმიერ დროს.
თუ პაციენტი უკვე იღებს რკინის შემცველ ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს
დაუშვებელია ამ მედიკამენტების მიღება ლევოფლოქსაცინ ბენესთან ერთად. დოზის მიღება უნდა მოხდეს ლევოფლოქსაცინი ბენეს ტაბლეტების მიღებამდე არაუმცირეს 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
რა რაოდენობით მიიღება მედიკამენტი
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, ლევოფლოქსაცინი ბენეს რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოს პაციენტმა;
დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და ლოკალიზაციაზე ორგანიზმში;
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე;
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მოზრდილები და ხანდაზმულები
სინუსური წიაღების ინფექცია
ორი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 250 მგ ერთხელ დღეში
ან, ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ ერთხელ დღეში
ფილტვების ინფექცია სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე პაციენტებში
ორი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 250 მგ ერთხელ დღეში
ან, ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ ერთხელ დღეში
პნევმონია
ორი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 250 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში
ან, ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში
საშარდე გზების, მათ შორის თირკმლების ან შარდის ბუშტის, ინფექცია
ერთი ან ორი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 250 მგ ერთხელ დღეში
ან, 1/2 ან ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ ერთხელ დღეში
პროსტატის ჯირკვლის ინფექცია
ორი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 250 მგ ერთხელ დღეში
ან, ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ ერთხელ დღეში
კანისა და კანქვეშა ქსოვილების, მათ შორის კუნთების, ინფექცია
ორი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 250 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში
ან, ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში
თირკმლის პრობლემების მქონე მოზრდილები და ხანდაზმულები
ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა.
ბავშვები დ მოზარდები
მედიკამენტი არ ინიშნება ბავშვებში ან მოზარდებში.
კანის დაცვა მზის სხივებისაგან
საჭიროა მზის პირდაპირი სხივებისაგან თავის არიდება ამ მედიკამენტით მკურნალობის და მისი შეწყვეტიდან 2 დღის განმავლობაში, რადგან კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის მიმართ და შეიძლება განვითარდეს დამწვრობა, ჩხვლეტის შეგრძნება ან მძიმე ბუშტუკების განვითარება, თუ პაციენტი არ იღებს შემდეგ სიფრთხილის ზომებს:
საჭიროა მაღალი ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი კრემის გამოყენება;
საჭიროა ყოველთვის ქუდის და ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ფარავს ხელებსა და ფეხებს;
საჭიროა სოლარიუმებისაგან თავის არიდება.
ლევოფლოქსაცინი ბენეს დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდებით ტაბლეტების შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა ექიმთან ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტების კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს, რა მედიკამენტია მიღებული.
შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
გულყრები კრუნჩხვებით, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება, ტრემორი და გულის პრობლემები, რომელიც იწვევს არარეგულარულ გულისცემას, ასევე, გულისრევას ან კუჭის წვას.
ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ არ არის მოხლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ლევოფლოქსაცინი ბენეთი მკურნალობის შეწყვეტისას
მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, არ უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება. მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი. ტაბლეტების მიღების ნაადრევად შეწყვეტისას შეიძლება ინფექციის სიმპტომები ისევ განვითარდეს, ან გაუარესდეს, ან ბაქტერია რეზისტენტული გახდეს მედიკამენტის მიმართ.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ან საშუალო სიმძიმისაა და ხშირად თავისით გადის მცირე დროის შემდეგ.
ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენა:
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება იყოს: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.
ლევოფლოქსაცინი ბენეს მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი მძიმე გვერდითი მოვლენები - პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
წყლიანი ფაღარათი, შესაძლოა სისხლიანი, შესაძლოა მუცლის სპაზმებითა და მაღალი ტემპერატურით. ეს შეიძლება იყოს ნაწლავების მძიმე პრობლემის ნიშნები;
მყესების ან იოგების ტკივილი და ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაწყვეტა. ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი;
გულყრა (კრუნჩხვები);
კანის მძიმე რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ეს შეიძლება თავდაპირველად გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქებით ან ცირკულარული ლაქებით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში. შეიძლება ასევე განვითარდეს კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხორხში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე და შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. იხ. ასევე, პარაგრაფი 2;
გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის მაჩვენებლების პათოლოგია (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა ორგანოების მოცვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით, ე.წ. DRESS ან წამლის ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი). იხ. ასევე, პარაგრაფი 2;
სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია წყლის გამოყოფის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება ე.წ. “ნეიროპათიის” ნიშნები იყოს.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
მადის დაკარგვა, კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, ქავილი და მუცლის დაჭიმულობა. ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემების ნიშნები იყოს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის უკმარისობას.
თუ ლევოფლოქსაცინი ბენეთი მკურნალობის დროს ზიანდება მხედველობა ან აღინიშნება თვალების სხვა დარღვევები, საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ოფთალმოლოგთან.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ძილის პრობლემები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
გულისრევა, ღებინება და დიარეა
სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სხვა ბაქტერიების ან სოკოების (Candida სოკოთი გამოწვეული ინფექცია) რაოდენობის ცვლილებები, რაც საჭიროებს მკურნალობას;
ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილებები, რაც ჩანს სისხლის ანალიზებში (ლეიკოპენია, ეოზინოფილია);
სტრესის შეგრძნება (შფოთვა), ცნობიერების დაბინდვა, ნევროზულობის შეგრძნება, ძილიანობის შეგრძნება, კანკალი, ტრიალის შგრძნება (ვერტიგო);
ქოშინი (დისპნოე);
გემოს ცვლილება, მადის დაკარგვა, კუჭ-ნაწლავის დარღვევები ან დისპეფსია, ტკივილი კუჭის არეში, ბოყინი (მეტეორიზმი) ან ყაბზობა;
კანის ქავილი და გამონაყარი, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ძლიერი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
სახსრების ტკივილი ან კუნთების ტკივილი;
სისხლის გარკვეული ანალიზების შედეგების ცვლილებები ღვიძლის (გაზრდილი ბილირუბინი) ან თირკმლის (გაზრდილი კრეატინინი) პრობლემების გამო;
ზოგადი სისუსტე.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ადვილად სისხლჩაქცევის და სისხლდენის განვითარება თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო (თრომბოციტოპენია);
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია);
გაძლიერებული იმუნური პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა);
სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის;
არარსებული საგნების დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაციები, პარანოია), შეხედულებებისა და აზრების ცვლილება (ფსიქოზური რეაქციები) სუიციდური ფიქრების ან ქმედების რისკით;
დეპრესიის შეგრძნება, მენტალური პრობლემები, მოუსვენრობა (აჟიტირება), უჩვეულო სიზმრები ან კოშმარები;
ხელებსა და ტერფებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია);
სმენის (ტინიტუსი) ან მხედველობის (მხედველობის დაბინდვა) პრობლემები;
უჩვეულოდ სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია) ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
კუნთების სისუსტე. მნიშვნელოვანია მიასთენიის მქონე პაციენტებისათვის (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება);
თირკმელების ფუნქციის ცვლილება და ზოგჯერ თირკმლის უკმარისობა, რომელიც შეიძლება თირკმლის ალერგიული რეაქციის, ე.წ. ინტერსტიციალური ნეფრიტის, შედეგი იყოს;
ცხელება;
მკვეთრად შემოფარგლული ერითემატოზული ლაქები ბლისტერებით ან მათ გარეშე, რომლებიც ვითარდება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში და ტოვებს ანთების შემდგომ ნარჩენ ჰიპერპიგმენტაციას; ჩვეულებრივ ხელახლა ვითარდება კანის ან ლორწოვანი გარსების იმავე ადგილებში ლევოფლოქსაცინის შემდგომი მიღების შემდეგ.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია): იწვევს კანის სიფერმკრთალეს ერითროციტების დაზიანების გამო; ყველა ტიპის სისხლის უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია);
ცხელება, ყელის ტკივილი და ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება, რომელიც არ გადის. შეიძლება გამოწვეული იყოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზით);
ცირკულაციის დარღვევა (ანაფილაქსიური შოკის მსგავსი);
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, რომელიც იწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის;
ყნოსვის ცვლილება, ყნოსვის ან გემოს დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგეზია);
გადაადგილების და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები);
ცნობიერების დროებითი დაკარგვა ან გულისწასვლა (სინკოპე)
მხედველობის დროებითი დაკარგვა, თვალის ანთება;
სმენის დაზიანება ან დაკარგვა;
გულის პათოლოგიურად აჩქარებული რითმი, სიცოცხლისათვის სახიფათო არარეგულარული გულის რითმი, მათ შორის გულის გაჩერება, გულის რითმის ცვლილება (“QT ინტერვალის გახანგრძლივება”, ჩანს ეკგ-ზე - გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერზე);
სუნთქვის გაძნელება ან ხმაურიანი სუნთქვა (ბრონქოსპაზმი);
ფილტვების ალერგიული რეაქციები;
პანკრეატიტი;
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
კანის მგრძნობელობის გაზრდა მზეზე და ულტრაიისფერ სხივებზე (ფოტომგრძნობელობა);
სისხლძარღვების, რომლებსაც სისხლი მიაქვთ მთელ სხეულში, ანთება ალერგიული რეაქციის გამო (ვასკულიტი);
პირის ღრუს შიდა ქსოვილის ანთება (სტომატიტი);
კუნთების გაწყვეტა და კუნთების დესტრუქცია (რაბდომიოლიზი);
სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი);
ტკივილი, მათ შორის წელის, მკერდისა და კიდურების ტკივილი;
პორფირიის შეტევა პირებში, რომლებსაც უკვე აღენიშნებათ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება);
მუდმივი თავის ტკივილი მხედველობის დაბინდვით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია).
წამლის ხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში) ან პერმანენტული გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა: მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრის ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა: ჩხვლეტა, ღიტინი, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, სისუსტე, ძილის დარღვევები, მეხსიერების დაზიანება, ასევე სმენის, მხედველობის და გემოსა და ყნოსვის დაზიანება დაკავშირებული იყო ქინოლონის და ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მანამდე არსებული რისკფაქტორების არარსებობის მიუხედავად.
აღინიშნა აორტის კედლის გადიდებისა და დასუსტების ან აორტის კედლის გახევის შემთხვევები (ანევრიზმა და განშრევება), რომელიც შეიძლება გასკდეს და ფატალური აღმოჩნდეს, და გულის სარქველების უკმარისობის შემთხვევები ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში. იხ. ასევე, პარაგრაფი 2.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ლევოფლოქსაცინი ბენეს შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25ºC-ის ქვემოთ ორიგინალური შეფუთვით.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლევოფლოქსაცინი ბენე
აქტიური ნივთიერებაა ლევოფლოქსაცინი. 500 მგ ლევოფლოქსაცინი ბენეს თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი) 6000, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
ლევოფლოქსაცინი ბენეს ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ ტაბლეტები არის ვარდისფერი, კაფსულის ფორმის, ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ცალ მხარეს, გრავირებით “MC” მეორე მხარეს.
ლევოფლოქსაცინი ბენე 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია შემდეგი ზომის შეფუთვით: პვქ/ალ ბლისტერი 10 ტაბლეტით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
MEDOCHEMIE LTD, Limassol, Cyprus
მედოქემი ლტდ, ლიმასოლი, კვიპროსი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2023 წლის ივლისი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.