პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ლევონორი

LEVONOR®

რეცეპტით1მგ/მლინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ლევონორის შემადგენლობაში შედის ნორადრენალინი, რომელიც იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმს, ზრდის არტერიულ წნევას და ახდენს გულის სტიმულაციას. ნორადრენალინის ეს ეფექტი გამოიყენება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნორეპინეფრინი (norepinephrine)
ფორმა და შეფუთვა
1მგ/მლ 1მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ამპულა №10
მწარმოებელი
Warszawskie Zakłady Farmaceutyczne Polfa S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
ATC კოდი
C01CA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-022939
რეგისტრირებულია
20 ივლისი 2017, მოქმედებს 20 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ამბიენს“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალევონორი და სხვა წამალი ერთად

ლევონორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლევონორის შემადგენლობაში შედის ნორადრენალინი, რომელიც იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმს, ზრდის არტერიულ წნევას და ახდენს გულის სტიმულაციას. ნორადრენალინის ეს ეფექტი გამოიყენება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის დროს.

ლევონორი გამოიყენება მძიმე ჰიპოტენზიის დროს, არტერიული წნევის ნორმალიზების მიზნით.

მიღების წესი და დოზირება

სამკურნალო საშუალება შეიყვანება ვენაში ინფუზიის გზით, 5% გლუკოზის ხსნარში, გლუკოზის იზოტონურ ხსნარში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავების შემდეგ ცენტრალური ვენოზური კათეტერით.

საჭიროა ინფუზიის სიჩქარის კონტროლი შპრიცის ტუმბოთი, საინფუზიო ტუმბოთი, წვეთების მთვლელით.

განზავების წესი

  • შპრიცის ტუმბოს დახმარებით: 2 მგ ნორადრენალინს (ლევონორი 2 მლ 1 მგ/მლ) ემატება 48 მლ 5% გლუკოზის ხსნარი;
  • წვეთების მთვლელის გამოყენებით: 20 მგ ნორადრენალინს (20 მლ ლევონორი 1 მგ/მლ) ემატება 480 მლ 5% გლუკოზის ხსნარი.

ორივე შემთხვევაში ნორადრენალინის კონცენტრაცია განზავების შემდეგ შეადგენს 40 მგ/ლ. თუ საჭიროა სხვადასხვა სახის განზავება, აუცილებელია დოზის მკაცრი გამოანგარიშება.

შენიშვნა:

  • გამოიყენება მხოლოდ ახლად დამზადებული ხსნარი. პრეპარატი შეცვლილი ფერით არ გამოიყენება;
  • შესაძლო შეუთავსებლობის გათვალისწინებით, არ უნდა მოხდეს მისი შერევა ტუტოვან ან დამჟანგველ აგენტებთან, ბარბიტურატებთან, ქლორფენირამინთან, ქლოროთიაზიდთან, ნიტროფურანტოინთან, ნოვობიოცინთან, ფენიტოინთან, ნატრიუმის ბიკარბონატთან, ნატრიუმის იოდიდთან, სტრეპტომიცინთან.

დოზირება

მოზრდილები

დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.

შეყვანის დროს საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი.

თავდაპირველად 10 მლ/სთ – 20 მლ/სთ (0,16 მლ/წთ-0.33 მლ/წთ), რაც შეესაბამება 0,4 მგ/სთ-0,8 მგ/სთ ნორადრენალინს.

შემანარჩუნებელი დოზა – ინფუზიის სისწრაფე დამოკიდებულია სისხლის წნევაზე. მკურნალობის მიზანია სისტოლური არტერიული წნევის ქვედა ნორმალური ზღვარის მიღწევა (100-120 მმ ვწყ.სვ.), ან საშუალო არტერიული წნევის მიღწევა (80 მმ ვწყ.სვ. მეტი).

მკურნალობის ხანგრძლივობა

ნორადრენალინი შეიყვანება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. გამოყენების დროს საჭიროა პაციენტის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი.

ბავშვები: არ არის რეკომენდებული.

ლევონორის გამოყენების დროს საჭიროა:

  • არტერიული წნევის და ინფუზიის სისწრაფის ხშირი მონიტორინგი.
  • ნორადრენალინი შეიყვანება ჰიდრატირებულ პაციენტებში;
  • საჭიროა ინფუზიის ადგილის კონტროლი პრეპარატის ქსოვილში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით რადგან შესაძლოა განვითარდეს ქსოვილის ნეკროზი. ექსტრავაზაციის შემთხვევაში გამოიყენება ფენტოლამინი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

უკუჩვენებები

  • ჰიპოტონია (დაბალი წნევა) მიოკარდის ინფარქტის შემდეგ;
  • პრინცმეტალის სტენოკარდია (გულის იშემიური დაავადების იშვიათი შემთხვევა);
  • თრომბოზული დაავადება (განსაკუთრებით კორონარული, ჯორჯალის ან პერიფერიული თრომბოზი);
  • საინჰალაციო ანესთეზიის საშუალებების (ჰალოტანი, ციკლოპროპანი) და ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ზრდიან გულის მგრძნობელობას;
  • ჰიპოქსიის მაღალი ხარისხი (ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა) ან ჰიპერკაპნია (ორგანიზმში ნახშირორჟანგის ჭარბი დონე).

გამოყენება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში

ლევონორის გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში ნორადრენალინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ლევონორის გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში

ხანდაზმული ასაკის პირებში ნორადრენალინი ინიშნება სიფრთხილით, რადგან იზრდება მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

შენიშვნა: სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისას არ არსებობს ნორადრენალინის გამოყენების აბსოლუტური უკუჩვენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში ნორადრენალინის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი, დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფისთვის შესაძლო რისკის გათვალისწინებით.

ლაქტაციის პერიოდი

არ ეხება - პრეპარატი გამოიყენება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლევონორის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებთან დაკავშირებით

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

ნორადრენალინის გამოყენებამ საერთო ანესთეზიის დროს ციკლოპროპანთან ან ჰალოტანთან შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული არითმია.

ნორადრენალინის და ანტიდეპრესანტების ერთდროულმა გამოყენებამ (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები ან ტრიციკლიდური ანტიდეპრესანტები) შესაძლებელია გამოიწვიოს ხანგრძლივი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლევონორმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.

შესაძლებელია განვითარდეს წნევის ჭარბი მატება, რომელსაც თან ახლავს შენელებული გულისცემა, თავის ტკივილი და პერიფერიული ქსოვილების იშემია, მათ შორის, კიდურების განგრენა. ნორადრენალინის გამოყენებამ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან რომლებიც ზდრიან მიოკარდიუმის მგრძნობელობას შესაძლებელია გამოიწვიოს არითმია, განსაკუთრებით ჰიპოქსიის ან ჰიპერკაპნიის მქონე პირებში (ორგანიზმში ნახშირორჟანგის ჭარბი დონე). ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება.

შენახვის პირობები

ინახება 2-8ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. არ გაყინოთ.

ინახება ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

ლევონორი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

  • დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ სავაჭრო ლიცენზიის ადგილობრივ წარმომადგენლობას

ს.ს. ვარშავის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა

კაროლკოწას ქ. 22/24; 01-207 ვარშავა

ტელ.: (22) 691 39 00

დანართი ფურცელის ბოლო შემოწმების თარიღი:

ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

დანართი ფურცელი პაციენტისათვის

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი

შეინახეთ დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

დამატებითი კითხვებით გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გადასცეთ ეს პრეპარატი სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც, თუ მათი სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის.

ლევონორი

(ნორადრენალინი)

1 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი

1 მლ ხსნარის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 მგ ნორადრენალინი (ნორადრენალინის ტარტრატის სახით)

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის პიროსულფიტი (E223), საინექციო წყალი.

შეფუთვა

10 ამპულა 1 მლ-ის;

5 ამპულა 4 მლ-ის;

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის სახელწოდება და მისამართი

ს.ს. ვარშავის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა

კაროლკოწას ქ. 22/24; 01-207 ვარშავა

დანართი ფურცლის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს ლევონორი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ლევონორის გამოყენებამდე
  • ლევონორის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
  • ლევონორის შენახვის წესი
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ლევონორი და რისთვის გამოიყენება

ლევონორის შემადგენლობაში შედის ნორადრენალინი, რომელიც იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმს, ზრდის არტერიულ წნევას და ახდენს გულის სტიმულაციას. ნორადრენალინის ეს ეფექტი გამოიყენება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის დროს.

ლევონორი გამოიყენება მძიმე ჰიპოტენზიის დროს, არტერიული წნევის ნორმალიზების მიზნით.

  • ინფორმაცია ლევონორის გამოყენებამდე

შენიშვნა: სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისას არ არსებობს ნორადრენალინის გამოყენების აბსოლუტური უკუჩვენება.

ლევონორი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • ჰიპოტონია (დაბალი წნევა) მიოკარდის ინფარქტის შემდეგ;
  • პრინცმეტალის სტენოკარდია (გულის იშემიური დაავადების იშვიათი შემთხვევა);
  • თრომბოზული დაავადება (განსაკუთრებით კორონარული, ჯორჯალის ან პერიფერიული თრომბოზი);
  • საინჰალაციო ანესთეზიის საშუალებების (ჰალოტანი, ციკლოპროპანი) და ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ზრდიან გულის მგრძნობელობას;
  • ჰიპოქსიის მაღალი ხარისხი (ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა) ან ჰიპერკაპნია (ორგანიზმში ნახშირორჟანგის ჭარბი დონე).

გამოყენება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში

ლევონორის გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში ნორადრენალინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ლევონორის გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში

ხანდაზმული ასაკის პირებში ნორადრენალინი ინიშნება სიფრთხილით, რადგან იზრდება მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა

ორსულობის პერიოდში ნორადრენალინის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი, დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფისთვის შესაძლო რისკის გათვალისწინებით.

ლაქტაციის პერიოდი

არ ეხება - პრეპარატი გამოიყენება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

არ ეხება - პრეპარატი გამოიყენება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლევონორის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებთან დაკავშირებით

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

ნორადრენალინის გამოყენებამ საერთო ანესთეზიის დროს ციკლოპროპანთან ან ჰალოტანთან შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული არითმია.

ნორადრენალინის და ანტიდეპრესანტების ერთდროულმა გამოყენებამ (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები ან ტრიციკლიდური ანტიდეპრესანტები) შესაძლებელია გამოიწვიოს ხანგრძლივი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია.

  • ლევონორის გამოყენების წესი

შეიყვანება განზავებული ხსნარი, ინტრავენური ინფუზიის სახით.

დოზირება დგინდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაცია დანიშვნის, შეყვანის და განზავების შესახებ მოყვანილია შესაბამის ნაწილში სამედიცინო პერსონალისათვის.

ლევონორის რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებისას

შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გართულებები: მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ბრადიკარდია (ნელი პულსი), ასევე გულის დისფუნქცია. ამ სიმპტომების თანმხლები შესაძლებელია იყოს თავის ძლიერი ტკივილი, ფოტომგრძნობელობა, ღებინება, ტკივილი გულმკერდის არეში, სიფერმკრთალე, ჭარბი ოფლიანობა.

ინფუზიის დროს არტერიული წნევის მატებით თანმხლები ჭარბი დოზის შემთხვევაში ექიმი შეწყვიტავს პრეპარატის შეყვანას და ჩაატარებს შესაბამის სიმპტომატურ მკურნალობას.

  • მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლევონორმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.

შესაძლებელია განვითარდეს წნევის ჭარბი მატება, რომელსაც თან ახლავს შენელებული გულისცემა, თავის ტკივილი და პერიფერიული ქსოვილების იშემია, მათ შორის, კიდურების განგრენა. ნორადრენალინის გამოყენებამ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან რომლებიც ზდრიან მიოკარდიუმის მგრძნობელობას შესაძლებელია გამოიწვიოს არითმია, განსაკუთრებით ჰიპოქსიის ან ჰიპერკაპნიის მქონე პირებში (ორგანიზმში ნახშირორჟანგის ჭარბი დონე). ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება.

  • ლევონორის შენახვის წესი

ინახება 2-8ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. არ გაყინოთ.

ინახება ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

ლევონორი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

  • დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ სავაჭრო ლიცენზიის ადგილობრივ წარმომადგენლობას

ს.ს. ვარშავის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა

კაროლკოწას ქ. 22/24; 01-207 ვარშავა

ტელ.: (22) 691 39 00

დანართი ფურცელის ბოლო შემოწმების თარიღი:

ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის

შეყვანის გზა

სამკურნალო საშუალება შეიყვანება ვენაში ინფუზიის გზით, 5% გლუკოზის ხსნარში, გლუკოზის იზოტონურ ხსნარში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავების შემდეგ ცენტრალური ვენოზური კათეტერით.

საჭიროა ინფუზიის სიჩქარის კონტროლი შპრიცის ტუმბოთი, საინფუზიო ტუმბოთი, წვეთების მთვლელით.

განზავების წესი

  • შპრიცის ტუმბოს დახმარებით: 2 მგ ნორადრენალინს (ლევონორი 2 მლ 1 მგ/მლ) ემატება 48 მლ 5% გლუკოზის ხსნარი;
  • წვეთების მთვლელის გამოყენებით: 20 მგ ნორადრენალინს (20 მლ ლევონორი 1 მგ/მლ) ემატება 480 მლ 5% გლუკოზის ხსნარი.

ორივე შემთხვევაში ნორადრენალინის კონცენტრაცია განზავების შემდეგ შეადგენს 40 მგ/ლ. თუ საჭიროა სხვადასხვა სახის განზავება, აუცილებელია დოზის მკაცრი გამოანგარიშება.

შენიშვნა:

  • გამოიყენება მხოლოდ ახლად დამზადებული ხსნარი. პრეპარატი შეცვლილი ფერით არ გამოიყენება;
  • შესაძლო შეუთავსებლობის გათვალისწინებით, არ უნდა მოხდეს მისი შერევა ტუტოვან ან დამჟანგველ აგენტებთან, ბარბიტურატებთან, ქლორფენირამინთან, ქლოროთიაზიდთან, ნიტროფურანტოინთან, ნოვობიოცინთან, ფენიტოინთან, ნატრიუმის ბიკარბონატთან, ნატრიუმის იოდიდთან, სტრეპტომიცინთან.

დოზირება

მოზრდილები

დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.

შეყვანის დროს საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი.

თავდაპირველად 10 მლ/სთ – 20 მლ/სთ (0,16 მლ/წთ-0.33 მლ/წთ), რაც შეესაბამება 0,4 მგ/სთ-0,8 მგ/სთ ნორადრენალინს.

შემანარჩუნებელი დოზა – ინფუზიის სისწრაფე დამოკიდებულია სისხლის წნევაზე. მკურნალობის მიზანია სისტოლური არტერიული წნევის ქვედა ნორმალური ზღვარის მიღწევა (100-120 მმ ვწყ.სვ.), ან საშუალო არტერიული წნევის მიღწევა (80 მმ ვწყ.სვ. მეტი).

მკურნალობის ხანგრძლივობა

ნორადრენალინი შეიყვანება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. გამოყენების დროს საჭიროა პაციენტის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი.

ბავშვები: არ არის რეკომენდებული.

ლევონორის გამოყენების დროს საჭიროა:

  • არტერიული წნევის და ინფუზიის სისწრაფის ხშირი მონიტორინგი.
  • ნორადრენალინი შეიყვანება ჰიდრატირებულ პაციენტებში;
  • საჭიროა ინფუზიის ადგილის კონტროლი პრეპარატის ქსოვილში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით რადგან შესაძლოა განვითარდეს ქსოვილის ნეკროზი. ექსტრავაზაციის შემთხვევაში გამოიყენება ფენტოლამინი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა