ლან-30
LAN-30
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; რეფლუქს-ეზოფაგიტი, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან, სტრესული წყლულები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლანსოპრაზოლი (lansoprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- AVERSI-RATIONAL LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novagen Healthcare Pvt. Ltd.(ინდოეთი)), საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A02BC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035309
- რეგისტრირებულია
- 20 მაისი 2022, მოქმედებს 20 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- AVERSI-RATIONAL LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლან-30 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
რეფლუქს-ეზოფაგიტი, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან, სტრესული წყლულები;
Helicobacter pylori-თან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
მიღების წესი და დოზირება
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში ინიშნება 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 2-4 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს – 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში.
რეფლუქს-ეზოფაგიტი - 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში.
რეფლუქს-ეზოფაგიტის რეციდივების პროფილაქტიკისათვის – 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვემდე).
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებისას, რომელიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან - 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რეციდივების პროფილაქტიკისათვის – 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
Helicobacter pylori-ს ერადიკაციის დროს – 30 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში 7-14 დღის განმავლობაში.
რეკომენდებული დოზაა 30 მგ ლანსოპრაზოლი ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ ანტიბიოტიკთან ერთად:
კლარითრომიცინი 250-500 მგ 2-ჯერ დღეში + ამოქსიცილინი 1 გ 2-ჯერ დღეში,
კლარითრომიცინი 250 მგ 2-ჯერ დღეში + მეტრონიდაზოლი 400-500 მგ 2-ჯერ დღეში.
Helicobacter pylori-ს ერადიკაციის 90%-მდე მაჩვენებელი მიიღწევა კლარითრომიცინის კომბინირებისას ლანსოპრაზოლთან და ამოქსიცილინთან ან მეტრონიდაზოლთან.
ხელახალი ინფექციის რისკი ერადიკაციის წარმატებული მკურნალობიდან ექვსი თვის შემდეგ დაბალია, ამიტომ რეციდივი ნაკლებად სავარაუდოა.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, ბაზალური სეკრეციის დონის საფუძველზე (ბაზალური სეკრეციის დონე არ უნდა აღემატებოდეს 10 მმოლ/სთ-ს). პრეპარატის საწყისი დოზაა 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში, აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა იზრდება 180 მგ-მდე (120 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს რამდენიმე მიღებაზე). მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება საჭიროების მიხედვით.
პრეპარატი ინიშნება პერორალურად, დილით ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში ერთხელ, გარდა H. pylor-ს ერადიკაციის დროს გამოყენებისა, როდესაც პრეპარატი მიიღება დღეში 2-ჯერ - დილით და საღამოს. კაფსულა მიიღება მთლიანად სითხის მიყოლებით (არ უნდა დაიღეჭოს ან გაიხსნას). პაციენტებში ყლაპვის გაძნელებით კაფსულები შეიძლება გაიხსნას და გრანულები შერეულ იქნას მცირე რაოდენობის წყალთან, ვაშლის/ტომატის წვენთან ან მცირე რაოდენობის რბილ საკვებთან (მაგ., იოგურტი, ვაშლის პიურე) შეყვანის გასაადვილებლად. ასევე შესაძლებელია კაფსულების გახსნა და გრანულების შერევა 40 მლ ვაშლის წვენთან ცხვირ-ნაწლავის ზონდით შეყვანის მიზნით. სუსპენზიის ან ნარევის მომზადების შემდეგ სამკურნალო საშუალება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.
ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის კლირენსის შემცირების გამო შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე. ხანდაზმულებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს, თუ არ არსებობს აშკარა კლინიკური ჩვენებები.
ლანსოპრაზოლის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან კლინიკური მონაცემები შეზღუდულია.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ საჭიროა ენდოსკოპიური კონტროლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობის გამოსარიცხად, რადგან ლანსოპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომატიკის მასკირება და დიაგნოსტიკის გაძნელება. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში. არ არის რეკომენდებული ლანსოპრაზოლის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში შეზღუდულია.
ლანსოპრაზოლმა, ისევე როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებმა (პტი), შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჩვეულებრივ არსებული ბაქტერიების რაოდენობა. ამის გამო შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი, გამოწვეული ისეთი ბაქტერიებით, როგორიცაა სალმონელა და კამპილობაქტერი.
ლანსოპრაზოლის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებთან, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია კუჭის მჟავას pH-ზე, როგორიცაა ატაზანავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო. თუ ატაზანავირის კომბინაცია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან გარდაუვალია, რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი.
მძიმე ჰიპომაგნიემია დაფიქსირდა პაციენტებში პტი-თ, როგორიცაა ლანსოპრაზოლი, მინიმუმ სამი თვის და უმეტეს შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში გამოყენებისას. შეიძლება გამოვლინდეს ჰიპომაგნიემიის სერიოზული გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, ბოდვა, კრუნჩხვები, თავბრუ და პარკუჭოვანი არითმია. ისინი შეიძლება დაიწყოს სიმპტომების გარეშე და იყოს შეუმჩნეველი. პაციენტთა უმრავლესობაში ჰიპომაგნიემია გაუმჯობესდა მაგნიუმით ჩანაცვლების და პტი-ს შეწყვეტის შემდეგ.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც უნდა იყვნენ ხანგრძლივ მკურნალობაზე, ან იღებენ პტი-თან ერთად დიგოქსინს ან წამლებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია (მაგ., დიურეტიკები), საჭიროა მაგნიუმის დონის გაზომვა პტი-თ მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს.
ქრომოგრანინი А (CgA) დონის გაზრდამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევებს. ამის თავიდან ასაცილებლად პანტოპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA გაზომვამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე. თუ CgA და გასტრინის დონე არ დაუბრუნდება საწყის დიაპაზონს პირველადი გაზომვის შემდეგ, გაზომვები უნდა განმეორდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.
ძალიან იშვიათად დაფიქსირდა კოლიტის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლანსოპრაზოლს, ამიტომ მძიმე და/ან მუდმივი დიარეის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას (> 1 წელი), შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს თეძოს, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობების რისკი, ძირითადად ხანდაზმულებში ან სხვა ცნობილი რისკ-ფაქტორების არსებობისას. პაციენტებმა ოსტეოპოროზის რისკით უნდა მიიღონ D ვიტამინის და კალციუმის ადეკვატური რაოდენობა.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ასოცირდება ქვემწვავე კანის წითელი მგლურას ძალიან იშვიათ შემთხვევებთან. თუ დაზიანებები წარმოიქმნება მზისგან დაცულ კანის უბნებში და თან ახლავს ართრალგია, განიხილება ლანსოპრაზოლის შეწყვეტა.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუ, მხედველობის დაბინდვა და ძილიანობა, რაც იწვევს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას და ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლანსოპრაზოლი განიცდის მეტაბოლიზმს ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის მეშვეობით. კლინიკური მონაცემები მისი არსებითი ურთიერთქმედების შესახებ სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდებიან აღნიშნული სისტემით, როგორიცაა ანტიპირინი, დიაზეპამი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, პერორალური კონტრაცეპტივები, ფენიტოინი, პრედნიზოლონი, პროპრანოლოლი, ვარფარინი, აღწერილი არ არის. პრეპარატი ამცირებს თეოფილინის კლირენსს 10%-ით. ერთდროული გამოყენებისას ლანსოპრაზოლი მოქმედებს იმ პრეპარატების pH-დამოკიდებულ აბსორბციაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან სუსტი მჟავების ჯგუფს და ფუძეებს. სუკრალფატი 30%-ით ამცირებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას. ერთდროული გამოყენებისას ანტაციდები თრგუნავენ ლანსოპრაზოლის აბსორბციას (ანტაციდები ინიშნება პრეპარატის მიღებამდე 1 სთ-ით ადრე ან მისი გამოყენებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ). პრეპარატი თრგუნავს ამპიცილინის, დიგოქსინის, კეტოკონაზოლის, რკინის მარილების, ციანოკობალამინის შეწოვის პროცესს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში; იშვიათად – დიარეა ან ყაბზობა, მეტეორიზმი, პირის ან ყელის სიმშრალე, გლოსიტი, პანკრეატიტი, გემოს შეგრძნების გაუკუღმართება; ხანგრძლივი მიღებისას – ატროფიული გასტრიტი; ცალკეულ შემთხვევებში – არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი; იშვიათად – საერთო სისუსტე, თავბრუ, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა, პარესთეზია, ტრემორი.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია (ჰემორაგიული გამოვლინებებით), ეოზინოფილია, ლეიკოპენია; ცალკეულ შემთხვევებში – ანემია; ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი; ცალკეულ შემთხვევებში – ფოტოსენსიბილიზაცია, მულტიფორმული ერითემა; ძალიან იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანაფილაქსიური შოკი.
ფსიქიკური დარღვევები: იშვიათად – დეპრესია, ჰალუცინაციები, უძილობა, დაბნეულობა;
თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ: მწვავე ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს თირკმლის დაზიანების სხვა ფორმებში, მათ შორის განვითარდეს თირკმლის უკმარისობა.
გამოკვლევები: ძალიან იშვიათად – ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდის დონის მომატება, ჰიპონატრემია.
სხვა: იშვიათად – მიალგია, ართრალგია, ალოპეცია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: აღწერილი არ არის.
მკურნალობა: რეკომენდებულია დაკვირვება, შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
ლანსოპრაზოლს – 30 მგ
(ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული პელეტების სახით).
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის კარბონატი, კალციუმის კარმელოზა, საქაროზა, პოვიდონი, ჰიპრომელოზა E5, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი L30D, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, დიეთილფთალატი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), პოლისორბატი 80.
კაფსულის გარსის შემადგენლობა:
კაფსულის თავსახური: ჟელატინი, Brilliant Blue(E133), Phloxine B, ტიტანის დიოქსიდი (E 171);
კაფსულის კორპუსი: ჟელატინი, Sunset Yellow (E 110), Quinoline Yellow (E104), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლანსოპრაზოლი წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებას. იგი H+-K+ - ატფ-აზას სპეციფიკური ინჰიბიტორია; მეტაბოლიზდება კუჭის პარიესულ უჯრედებში აქტიურ სულფონამიდურ წარმოებულებამდე, რომლებიც ახდენენ H+-K+-ატფ-აზას სულფჰიდრილური ჯგუფების ინაქტივაციას. ამდენად ლანსოპრაზოლი აბლოკირებს მარილმჟავას სინთეზის უკანასკნელ სტადიას და ამცირებს კუჭის წვენის ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას, გამაღიზიანებლის ბუნებისგან დამოუკიდებლად. გააჩნია მაღალი ლიპოფილურობა, ადვილად აღწევს და კონცენტრირდება კუჭის პარიესულ უჯრედებში, გააჩნია ციტოპროტექტორული მოქმედება, ზრდის კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციას და ბიკარბონატების სეკრეციას. მარილმჟავას პროდუქციის შეფერხება 30 მგ დოზაზე შეადგენს 80-97%.
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. მაინჰიბირებელი ეფექტი იზრდება გამოყენების პირველი 4 დღის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა აღემატება 24 სთ-ს. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მჟავიანობა 39 სთ-ის განმავლობაში რჩება ბაზალური დონის 50%-ის ქვემოთ, სეკრეციის რიკოშეტული ზრდა არ აღინიშნება.
სეკრეტორული აქტივობა აღდგება მე-3-4 დღეს ლანსოპრაზოლის მიღების დამთავრების შემდეგ. მისი მოქმედება ზოლინგერ-ელისონის სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში გახანგრძლივებულია.
ლანსოპრაზოლს არ გააჩნია ანტიქოლინერგული ან ჰისტამინის H2-რეცეპტორების ბლოკატორის თვისებები.
პრეპარატი ზრდის პეპსინოგენის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ამცირებს პეპსინის პროდუქციას. ხელს უწყობს კუჭის ლორწოვან გარსში სპეციფიკური IgA-ს წარმოქმნას Helicobacter pylori-ს მიმართ და თრგუნავს მათ ზრდას, აძლიერებს სხვა სამკურნალო საშუალებების ანტიჰელიკობაქტერიულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ლანსოპრაზოლი არამდგრადია მჟავე გარემოში, ამიტომ მისი კუჭში დაშლის თავიდან აცილების და ბიოშეღწევადობის გაზრდის მიზნით პრეპარატი გამოიყენება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული პელეტების სახით.
შეწოვა და განაწილება: ლანსოპრაზოლი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ლანსოპრაზოლი ერთჯერადი დოზით ავლენს მაღალ ბიოშეღწევადობას (80-90%). საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას, ასევე ამცირებს ბიოშეღწევადობას 50%-ით. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან 1.5-2 სთ-ში. პრეპარატის 97% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა: მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 1-2 სთ-ს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმლების (14-23%) და ნაწლავების საშუალებით.
ღვიძლის უკმარისობის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის გამოყოფა შენელებულია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ლან-30
(LAN-30)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლანსოპრაზოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები სპილოსძვლისფერი კორპუსითა და ლურჯი თავსახურით, შევსებული თეთრი ან მოთეთრო ფერის პელეტებით.
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ლანსოპრაზოლს – 30 მგ
(ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული პელეტების სახით).
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის კარბონატი, კალციუმის კარმელოზა, საქაროზა, პოვიდონი, ჰიპრომელოზა E5, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი L30D, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, დიეთილფთალატი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), პოლისორბატი 80.
კაფსულის გარსის შემადგენლობა:
კაფსულის თავსახური: ჟელატინი, Brilliant Blue(E133), Phloxine B, ტიტანის დიოქსიდი (E 171);
კაფსულის კორპუსი: ჟელატინი, Sunset Yellow (E 110), Quinoline Yellow (E104), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
გამოშვების ფორმა:
კაფსულები, 30 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი. ათქ-კოდი: A02BC03.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლანსოპრაზოლი წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებას. იგი H+-K+ - ატფ-აზას სპეციფიკური ინჰიბიტორია; მეტაბოლიზდება კუჭის პარიესულ უჯრედებში აქტიურ სულფონამიდურ წარმოებულებამდე, რომლებიც ახდენენ H+-K+-ატფ-აზას სულფჰიდრილური ჯგუფების ინაქტივაციას. ამდენად ლანსოპრაზოლი აბლოკირებს მარილმჟავას სინთეზის უკანასკნელ სტადიას და ამცირებს კუჭის წვენის ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას, გამაღიზიანებლის ბუნებისგან დამოუკიდებლად. გააჩნია მაღალი ლიპოფილურობა, ადვილად აღწევს და კონცენტრირდება კუჭის პარიესულ უჯრედებში, გააჩნია ციტოპროტექტორული მოქმედება, ზრდის კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციას და ბიკარბონატების სეკრეციას. მარილმჟავას პროდუქციის შეფერხება 30 მგ დოზაზე შეადგენს 80-97%.
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. მაინჰიბირებელი ეფექტი იზრდება გამოყენების პირველი 4 დღის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა აღემატება 24 სთ-ს. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მჟავიანობა 39 სთ-ის განმავლობაში რჩება ბაზალური დონის 50%-ის ქვემოთ, სეკრეციის რიკოშეტული ზრდა არ აღინიშნება.
სეკრეტორული აქტივობა აღდგება მე-3-4 დღეს ლანსოპრაზოლის მიღების დამთავრების შემდეგ. მისი მოქმედება ზოლინგერ-ელისონის სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში გახანგრძლივებულია.
ლანსოპრაზოლს არ გააჩნია ანტიქოლინერგული ან ჰისტამინის H2-რეცეპტორების ბლოკატორის თვისებები.
პრეპარატი ზრდის პეპსინოგენის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ამცირებს პეპსინის პროდუქციას. ხელს უწყობს კუჭის ლორწოვან გარსში სპეციფიკური IgA-ს წარმოქმნას Helicobacter pylori-ს მიმართ და თრგუნავს მათ ზრდას, აძლიერებს სხვა სამკურნალო საშუალებების ანტიჰელიკობაქტერიულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ლანსოპრაზოლი არამდგრადია მჟავე გარემოში, ამიტომ მისი კუჭში დაშლის თავიდან აცილების და ბიოშეღწევადობის გაზრდის მიზნით პრეპარატი გამოიყენება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული პელეტების სახით.
შეწოვა და განაწილება: ლანსოპრაზოლი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ლანსოპრაზოლი ერთჯერადი დოზით ავლენს მაღალ ბიოშეღწევადობას (80-90%). საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას, ასევე ამცირებს ბიოშეღწევადობას 50%-ით. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან 1.5-2 სთ-ში. პრეპარატის 97% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა: მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 1-2 სთ-ს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმლების (14-23%) და ნაწლავების საშუალებით.
ღვიძლის უკმარისობის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის გამოყოფა შენელებულია.
ჩვენება:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
რეფლუქს-ეზოფაგიტი, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან, სტრესული წყლულები;
Helicobacter pylori-თან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
მიღების წესი და დოზირება:
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში ინიშნება 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 2-4 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს – 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში.
რეფლუქს-ეზოფაგიტი - 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში.
რეფლუქს-ეზოფაგიტის რეციდივების პროფილაქტიკისათვის – 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვემდე).
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებისას, რომელიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან - 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რეციდივების პროფილაქტიკისათვის – 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
Helicobacter pylori-ს ერადიკაციის დროს – 30 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში 7-14 დღის განმავლობაში.
რეკომენდებული დოზაა 30 მგ ლანსოპრაზოლი ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ ანტიბიოტიკთან ერთად:
კლარითრომიცინი 250-500 მგ 2-ჯერ დღეში + ამოქსიცილინი 1 გ 2-ჯერ დღეში,
კლარითრომიცინი 250 მგ 2-ჯერ დღეში + მეტრონიდაზოლი 400-500 მგ 2-ჯერ დღეში.
Helicobacter pylori-ს ერადიკაციის 90%-მდე მაჩვენებელი მიიღწევა კლარითრომიცინის კომბინირებისას ლანსოპრაზოლთან და ამოქსიცილინთან ან მეტრონიდაზოლთან.
ხელახალი ინფექციის რისკი ერადიკაციის წარმატებული მკურნალობიდან ექვსი თვის შემდეგ დაბალია, ამიტომ რეციდივი ნაკლებად სავარაუდოა.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, ბაზალური სეკრეციის დონის საფუძველზე (ბაზალური სეკრეციის დონე არ უნდა აღემატებოდეს 10 მმოლ/სთ-ს). პრეპარატის საწყისი დოზაა 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში, აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა იზრდება 180 მგ-მდე (120 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს რამდენიმე მიღებაზე). მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება საჭიროების მიხედვით.
პრეპარატი ინიშნება პერორალურად, დილით ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში ერთხელ, გარდა H. pylor-ს ერადიკაციის დროს გამოყენებისა, როდესაც პრეპარატი მიიღება დღეში 2-ჯერ - დილით და საღამოს. კაფსულა მიიღება მთლიანად სითხის მიყოლებით (არ უნდა დაიღეჭოს ან გაიხსნას). პაციენტებში ყლაპვის გაძნელებით კაფსულები შეიძლება გაიხსნას და გრანულები შერეულ იქნას მცირე რაოდენობის წყალთან, ვაშლის/ტომატის წვენთან ან მცირე რაოდენობის რბილ საკვებთან (მაგ., იოგურტი, ვაშლის პიურე) შეყვანის გასაადვილებლად. ასევე შესაძლებელია კაფსულების გახსნა და გრანულების შერევა 40 მლ ვაშლის წვენთან ცხვირ-ნაწლავის ზონდით შეყვანის მიზნით. სუსპენზიის ან ნარევის მომზადების შემდეგ სამკურნალო საშუალება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.
ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის კლირენსის შემცირების გამო შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე. ხანდაზმულებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს, თუ არ არსებობს აშკარა კლინიკური ჩვენებები.
ლანსოპრაზოლის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან კლინიკური მონაცემები შეზღუდულია.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში; იშვიათად – დიარეა ან ყაბზობა, მეტეორიზმი, პირის ან ყელის სიმშრალე, გლოსიტი, პანკრეატიტი, გემოს შეგრძნების გაუკუღმართება; ხანგრძლივი მიღებისას – ატროფიული გასტრიტი; ცალკეულ შემთხვევებში – არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი; იშვიათად – საერთო სისუსტე, თავბრუ, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა, პარესთეზია, ტრემორი.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია (ჰემორაგიული გამოვლინებებით), ეოზინოფილია, ლეიკოპენია; ცალკეულ შემთხვევებში – ანემია; ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი; ცალკეულ შემთხვევებში – ფოტოსენსიბილიზაცია, მულტიფორმული ერითემა; ძალიან იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანაფილაქსიური შოკი.
ფსიქიკური დარღვევები: იშვიათად – დეპრესია, ჰალუცინაციები, უძილობა, დაბნეულობა;
თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ: მწვავე ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს თირკმლის დაზიანების სხვა ფორმებში, მათ შორის განვითარდეს თირკმლის უკმარისობა.
გამოკვლევები: ძალიან იშვიათად – ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდის დონის მომატება, ჰიპონატრემია.
სხვა: იშვიათად – მიალგია, ართრალგია, ალოპეცია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ლანსოპრაზოლი განიცდის მეტაბოლიზმს ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის მეშვეობით. კლინიკური მონაცემები მისი არსებითი ურთიერთქმედების შესახებ სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდებიან აღნიშნული სისტემით, როგორიცაა ანტიპირინი, დიაზეპამი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, პერორალური კონტრაცეპტივები, ფენიტოინი, პრედნიზოლონი, პროპრანოლოლი, ვარფარინი, აღწერილი არ არის. პრეპარატი ამცირებს თეოფილინის კლირენსს 10%-ით. ერთდროული გამოყენებისას ლანსოპრაზოლი მოქმედებს იმ პრეპარატების pH-დამოკიდებულ აბსორბციაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან სუსტი მჟავების ჯგუფს და ფუძეებს. სუკრალფატი 30%-ით ამცირებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას. ერთდროული გამოყენებისას ანტაციდები თრგუნავენ ლანსოპრაზოლის აბსორბციას (ანტაციდები ინიშნება პრეპარატის მიღებამდე 1 სთ-ით ადრე ან მისი გამოყენებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ). პრეპარატი თრგუნავს ამპიცილინის, დიგოქსინის, კეტოკონაზოლის, რკინის მარილების, ციანოკობალამინის შეწოვის პროცესს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: აღწერილი არ არის.
მკურნალობა: რეკომენდებულია დაკვირვება, შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ საჭიროა ენდოსკოპიური კონტროლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობის გამოსარიცხად, რადგან ლანსოპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომატიკის მასკირება და დიაგნოსტიკის გაძნელება. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში. არ არის რეკომენდებული ლანსოპრაზოლის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში შეზღუდულია.
ლანსოპრაზოლმა, ისევე როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებმა (პტი), შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჩვეულებრივ არსებული ბაქტერიების რაოდენობა. ამის გამო შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი, გამოწვეული ისეთი ბაქტერიებით, როგორიცაა სალმონელა და კამპილობაქტერი.
ლანსოპრაზოლის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებთან, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია კუჭის მჟავას pH-ზე, როგორიცაა ატაზანავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო. თუ ატაზანავირის კომბინაცია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან გარდაუვალია, რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი.
მძიმე ჰიპომაგნიემია დაფიქსირდა პაციენტებში პტი-თ, როგორიცაა ლანსოპრაზოლი, მინიმუმ სამი თვის და უმეტეს შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში გამოყენებისას. შეიძლება გამოვლინდეს ჰიპომაგნიემიის სერიოზული გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, ბოდვა, კრუნჩხვები, თავბრუ და პარკუჭოვანი არითმია. ისინი შეიძლება დაიწყოს სიმპტომების გარეშე და იყოს შეუმჩნეველი. პაციენტთა უმრავლესობაში ჰიპომაგნიემია გაუმჯობესდა მაგნიუმით ჩანაცვლების და პტი-ს შეწყვეტის შემდეგ.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც უნდა იყვნენ ხანგრძლივ მკურნალობაზე, ან იღებენ პტი-თან ერთად დიგოქსინს ან წამლებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია (მაგ., დიურეტიკები), საჭიროა მაგნიუმის დონის გაზომვა პტი-თ მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს.
ქრომოგრანინი А (CgA) დონის გაზრდამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევებს. ამის თავიდან ასაცილებლად პანტოპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA გაზომვამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე. თუ CgA და გასტრინის დონე არ დაუბრუნდება საწყის დიაპაზონს პირველადი გაზომვის შემდეგ, გაზომვები უნდა განმეორდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.
ძალიან იშვიათად დაფიქსირდა კოლიტის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლანსოპრაზოლს, ამიტომ მძიმე და/ან მუდმივი დიარეის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას (> 1 წელი), შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს თეძოს, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობების რისკი, ძირითადად ხანდაზმულებში ან სხვა ცნობილი რისკ-ფაქტორების არსებობისას. პაციენტებმა ოსტეოპოროზის რისკით უნდა მიიღონ D ვიტამინის და კალციუმის ადეკვატური რაოდენობა.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ასოცირდება ქვემწვავე კანის წითელი მგლურას ძალიან იშვიათ შემთხვევებთან. თუ დაზიანებები წარმოიქმნება მზისგან დაცულ კანის უბნებში და თან ახლავს ართრალგია, განიხილება ლანსოპრაზოლის შეწყვეტა.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუ, მხედველობის დაბინდვა და ძილიანობა, რაც იწვევს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას და ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33.
www. rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


