პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

ლანსოტერი

LANSOTER

ურეცეპტოდ30მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

LANSOTER შეიცავს აქტიურ ნივთიერება ლანსოპროზოლს. ერთ კაფსულაში 30 მგ აქტიური ნივთიერება არის მოცემული. ლანსოპრაზოლი მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომლებიც კლასიფიცირდება როგორც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ კუჭის მიერ გამოყოფილ მჟავას რაოდენობას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლანსოპრაზოლი (lansoprazole)
ფორმა და შეფუთვა
30მგ მიკროპელეტების შემცველი კაფსულა №28
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC03
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0349
რეგისტრირებულია
29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალანსოტერი და სხვა წამალი ერთად

ლანსოტერი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

LANSOTER შეიცავს აქტიურ ნივთიერება ლანსოპროზოლს. ერთ კაფსულაში 30 მგ აქტიური ნივთიერება არის მოცემული. ლანსოპრაზოლი მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომლებიც კლასიფიცირდება როგორც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ კუჭის მიერ გამოყოფილ მჟავას რაოდენობას.

LANSOTER-ის 30 მგ-იანი მიკროპალეტური კაპსულა დამზადებულია მსხვილფეხა საქონლის წარმოშობის მყარი ჟელატინოთ კრემისფერი სხეულისა და სტაფილოსფერი თავსახურის მქონე კაფსულის სახით, რომელშიც მოთავსებულია ნაწლავებში ხსნადი, თეთრი ან მოთეთრო ენტერული გარსით დაფარული მიკროსფეროები. LANSOTER ხელმისაწვდომია Alu-PVC/PVDC ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14 ან 28 მიკროპელეტურ კაფსულას.

LANSOTER კუჭში მჟავას სეკრეციის განმახორციელებელი უჯრედებიდან მჟავას სეკრეციის დაბრკოლებას ახდენს.

გამოიყენება:

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.

საყლაპავის ანთების სამკურნალოდ (რეფლუქს ეზოფაგიტი).

კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი Helicobacter pylori-ს ინფექციით გამოწვეული წყლულების მკურნალობისას.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული წყლულების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში (როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, კეტოპროფენი და პიროქსიკამი).

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს (ამ დაავადების დროს კუჭის მჟავა ჟონავს საყლაპავ მილში, რაც იწვევს დაზიანებას და ანთებას),

კუჭში მჟავას გადაჭარბებული სეკრეციის თავიდან ასაცილებლად (პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის პირობები ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით).

LANSOTER-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

LANSOTER არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე ან ალერგიული ლანსოპრაზოლის ან LANSOTER-ში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.

არ გამოიყენოთ LANSOTER, თუ იყენებთ ატაზანავირის შემცველ მედიკამენტებს (შიდსის სამკურნალოდ).

LANSOTER-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება (შეიძლება დაგჭირდეთ დოზის კორექცია.).

თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას.

თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

თუ თქვენ გაქვთ სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე.

თუ გექნებათ დიარეა მკურნალობის დროს.

LANSOTER-ით კუჭის წყლულის მკურნალობის დაწყებამდე კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის ალბათობის თვალსაზრისით შეფასება უნდა განხორციელდეს. შესაძლოა ოდნავ გაზრდილი იყოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი, თუ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, როგორიცაა ლანსოპრაზოლი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის განლევა და დასუსტება) ან თუ იყენებთ პრეპარატებს, რომლებსაც კორტიკოსტეროიდებს უწოდებენ (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).

წამლის მიერ გამოწვეული კუჭის მჟავიანობის დონის შემცირების მეორეულ შედეგად ზრდის ერთ-ერთი მარკერის, ქრომოგრანინ A-ს (CgA) დონეს, რომელიც გამოიყენება სისხლში ენდოკრინული (ჰორმონალური) სიმსივნეების დიაგნოსტირებისთვის. CgA დონის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები ნეიროენდოკრინული სიმსივნეების (ჰორმონალურ სისტემასა და ნერვულ სისტემას შორის განლაგებული კიბო) დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს. ამ მდგომარეობის აღმოსაფხვრელად, ლანსოპრაზოლით მკურნალობა დროებით უნდა შეჩერდეს და ტესტი იმავე ლაბორატორიაში განმეორებით უნდა ჩატარდეს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები დაკავშირებულია კანის კანქვეშა წითელი მგლურას ძალიან იშვიათ შემთხვევებთან. იმ შემთხვევებში, როდესაც ჩნდება დაზიანებები, განსაკუთრებით კანის მზის მიმართ დაუცველ ადგილებში და თან ახლავს ართალგია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და ჯანდაცვის პროფესიონალმა უნდა განიხილოს LANSOTER-ით მკურნალობის შეწყვეტა. ადრე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ კანქვეშა წითელი მგლურას განვითარება, სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენების შმეთხვევაშიც იგივე მდგომარეობის განვითარების რისკს ზრდის.

LANSOTER-მა შესაძლოა გაზარდოს ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული ზოგიერთი ბაქტერიის რაოდენობა და შესაბამისად, ინფექციის რისკი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

LANSOTER-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

LANSOTER უნდა მიიღოთ უზმოზე.

მიღების წესი და დოზირება

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

თუ იყენებთ LANSOTER-ს დღეში ერთხელ, მიიღეთ საუზმემდე, ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს.

თუ იყენებთ LANSOTER-ს დღეში ორჯერ, მიიღეთ პირველი დოზა დილით საუზმემდე და მეორე დოზა საღამოს.

კუჭის წყლული:

30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება:

30 მგ დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში

რეფლუქს ეზოფაგიტი:

რეფლუქს ეზოფაგიტის პროფილაქტიკისთვის:

15 მგ დღეში ერთხელ

NSAI-ის მედიკამენტებთან დაკავშირებული თორმეტგოჯა ნაწლავისა და კეთილთვისებიანი კუჭის წყლულების სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ უწყვეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (NSAI) მედიკამენტური თერაპია:

30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირამდე.

NSAI-ის მედიკამენტებთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკისთვის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკის ან კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ანამნეზის მქონე), რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით თერაპია:

15 მგ დღეში ერთხელ

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების დროს:

15 მგ ან 30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:

საწყისი დოზაა 60 მგ დღეში ერთხელ, თუმცა დოზა განისაზღვრება პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე და შესაძლებელია დღეში 180 მგ-მდე მიღება.

H.pylori-ით გამოწვეული წყლულების მკურნალობა:

ლანსოპრაზოლის რეკომენდებული დოზა შემდეგ ანტიბიოტიკებთან ერთად არის 30 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში:

კლარითრომიცინი 250-500 მგ ორჯერ დღეში + ამოქსიცილინი 1 გ 2-ჯერ დღეში

კლარითრომიცინი 250 მგ ორჯერ დღეში + მეტრონიდაზოლი 400-500 მგ ორჯერ დღეში

მიღების გზა და მეთოდი:

კაფსულები გადაყლაპეთ ჭიქა წყალთან ერთად, არ დასრისოთ ან არ დაღეჭოთ. კვლევებისა და კლინიკური პრაქტიკის მიხედვით, კაფსულების გამოყენება შესაძლებელია შემდეგნაირად პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა:

კაფსულა გახსნიან, მიკროსფეროებს ურევენ მცირე რაოდენობით წყალს, ვაშლის/ტომატის წვენს ან აყრიან რბილ საკვებს (მაგ. იოგურტს, ვაშლის სოუსს) და ყლაპავენ.

კაფსულა გახსნიან და ნაზოგასტრიკული მილით (ცხვირით კუჭში ჩასმული მკვებავი მილი, განსაკუთრებით ყლაპვა გაძნელებულ ადამიანებში, როდესაც პერორალური კვება შეუძლებელია) შეყვანის მიზნით მიკროსფეროებს 40 მლ ვაშლის წვენს ურევენ.

ნარევის მომზადების შემდეგ პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.

მიკროსფეროები არ უნდა დაღეჭოთ ან არ უნდა დასრისოთ. სხვა სასმელებსა და სითხეებში გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან კლინიკურად არ არის შესწავლილი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

ბავშვებში არ არის მიღება რეკომენდირებული.

მიღება ხანდაზმულებში:

თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, თქვენი ექიმი გააგრძელებს მკურნალობას თქვენზე ყურადღებით დაკვირვებით.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ და სადღეღამისო დოზა უნდა განახევრდეს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ LANSOTER-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი LANSOTER მიიღეთ:

ამ შემთხვევაში ექიმი თქვენზე მეთვალყურეობას განახორციელებს და გამოიყენებს მკურნალობის მეთოდებს თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი LANSOTER ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ LANSOTER-ის მიღება:

თუ გამოტოვებთ დოზას და ჩვეულებრივ დოზებს რეგულარულად იღებდით, მიიღეთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღოთ. შემდეგ რეგულარული მიღება გააგრძელეთ.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

LANSOTER-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

LANSOTER-ით მკურნალობის შეწყვეტისას არასასურველი შედეგი არ არის მოსალოდნელი. თუმცა, იმისათვის, რომ თქვენი დაავადება სრულად განიკურნოს, მნიშვნელოვანია მკურნალობის გაგრძელება ექიმის მიერ რეკომენდებული პერიოდის განმავლობაში.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს LANSOTER-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

ქვევით ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს LANSOTER-ის გამოყენების შედეგად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს LANSOTER-ის მიღება არ არის რეკომენდირებული.

მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს LANSOTER-ის მიღება არ არის რეკომენდირებული.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

LANSOTER-ის გამოყენებისას შეიძლება განიცადოთ თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ავად შეგრძნება, თავის ტკივილი ან მხედველობის პრობლემები. ასეთ მდგომარეობაში არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ დანადგარები.

LANSOTER-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

წამლები, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს LANSOTER-ის გამოყენებამ, ჩამოთვლილია ქვემოთ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე ამ მედიკამენტს:

ატაზანავირი (გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ)

თეოფილინი (გამოიყენება ასთმის მსგავსი ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ)

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)

დიგოქსინი (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ)

ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად)

ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიატრიული პრობლემების სამკურნალოდ)

წმინდა იოანეს ვორტი (Hypericum perforatum, კარაზანა) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ)

ანტაციდები (გამოიყენება საჭმლის მონელებისა და გულძმარვისთვის)

სუკრალფატი (გამოიყენება წყლულების სამკურნალოდ)

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხშირად ვლინდება:

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

გულისრევა

დიარეა

მუცლის ტკივილი

ყაბზობა

ღებინება

მეტეორიზმი

პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე

ღვიძლის ფერმენტების დონის მატება

ჭინჭრის ციება

ქავილი

სიწითლე

დაღილობა

კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში

არახშირი გვერდითი მოვლენები:

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების - სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება)

სისხლის უჯრედების რაოდენობის ზრდა, რომელსაც ეოზინოფილები ეწოდება (ეოზინოფილია)

სისხლის თეთრი უჯრედების მცირედ შემცირება (ლეიკოპენია);

დეპრესია

სახსრების ტკივილი

კინთების ტკივილი

თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა

შეშუპება

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

ანემია

უძილობა

ჰალუცინაციები

გონების აღრევა

მოუსვენრობა

ვერტიგო (თავბრუსხვევა გამოწვეული წონასწორობის დარღვევით)

გაბუჟება

ძილიანობა

კანკალი

მხედველობის დარღვევები

ენის ანთება

საყლაპავის კანდიდოზი (სოკოვანი დაავადების ტიპი)

პანკრეასის ანთება

გემოს შეგრძნების დარღვევები

ღვიძლის ანთება

სიყვითლე

წერტილოვანი ფორმის კანქვეშა სისხლდენა

მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანის შიგნით სისხლდენით

თმის ცვენა

მულტიფორმული ერითემა (ჰიპერმგრძნობელობის მდგომარეობა, რომელიც იწვევს მაქმანისმაგვარ გამონაყარს ხელებზე, სახეზე, ფეხებზე და ჩვეულებრივ ქრება სპონტანურად)

მდგომარეობა, როდესაც შუქი ან სიკაშკაშე შეწუხებას, ტკივილის შეგრძნებას იწვევს

თირკმელების ანთება, რომელიც მადის დაქვეითებით, ჭარბი წყურვილით და ღებინებით მიმდინარეობს

ძუძუს გადიდება მამაკაცებში

ცხელება

ჭარბი ოფლიანობა

სახისა და ყელის შეშუპება ალერგიის შედეგად

უმადობა

სექსუალური სისუსტე

გამონაყარი სახეზე (ანგიოედემა) შეშუპებით ან სუნთქვის გაძნელებით, განსაკუთრებით პირის გარშემო (ენა და/ან ყელი და/ან ყლაპვის გაძნელება)

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება)

პანციტოპენია (სისხლის ყველა უჯრედების რაოდენობის შემცირება)

კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება)

ანთება პირის ღრუში

სტივენ-ჯონსონის სინდრომი (კანის და თვალების ირგვლივ ანთება სისხლდენით, შეშუპებით და სიწითლით)

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რომელიც ხასიათდება სითხით სავსე ბუშტუკებით კანზე)

ანაფილაქსიური შოკი (უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია)

ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერებების დონის გაზრდა

ჰიპონატრიემია (როდესაც სისხლში ნატრიუმის დონე ნორმალურზე დაბალია)

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:

ჰიპომაგნიემია (როდესაც სისხლში მაგნიუმის დონე ნორმალურზე დაბალია)

კანის ქვემწვავე წითელი მგლურა (გამონაყარი კისრის, ზურგის, სხეულის წინ და მკლავების გარე ზედაპირებზე)

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ LANSOTER?

შეინახეთ LANSOTER ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ LANSOTER შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ LANSOTER, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

Terra İlaç ve Kimya San. Tic. A. Ş. (სს. „თერრა ილაჩ ვე ქიმია სან. თიჯ.“)

უმრანიე/სტამბული

წარმოების ადგილი:

Myfarma İlaç San. ve Tic. A. Ş. (სს. „მაიფარმაილაჩ სან. ვე თიჯ.“)

თუზლა/სტამბული

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 13/07/2018 წელს იქნა დადასტურებული.

502022 002.003

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

LANSOTER 30 მგ მიკროპელეტური კაფსულა

მიიღება პერორალურად (პირით).

აქტიური ნივთიერება: თითოეული მიკროპელეტური კაფსულა 30 მგ ლანსოპრაზოლს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, შაქრის სფეროები, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერის დისპერსია, ტალკი, მაკროგოლები, პოლისორბატი 80, მსხვილფეხა საქონლის ჟელატინი, საღებავი ნივთიერების სახით: ყვითელი რკინის ოქსიდი (E172) და ტიტანის დიოქსიდი (E171).

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რა არის LANSOTER და რისთვის გამოიყენება?

LANSOTER-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

როგორ უნდა მიიღოთ LANSOTER?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორ შეინახოთ LANSOTER?

რა არის LANSOTER და რისთვის გამოიყენება?

LANSOTER შეიცავს აქტიურ ნივთიერება ლანსოპროზოლს. ერთ კაფსულაში 30 მგ აქტიური ნივთიერება არის მოცემული. ლანსოპრაზოლი მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომლებიც კლასიფიცირდება როგორც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ კუჭის მიერ გამოყოფილ მჟავას რაოდენობას.

LANSOTER-ის 30 მგ-იანი მიკროპალეტური კაპსულა დამზადებულია მსხვილფეხა საქონლის წარმოშობის მყარი ჟელატინოთ კრემისფერი სხეულისა და სტაფილოსფერი თავსახურის მქონე კაფსულის სახით, რომელშიც მოთავსებულია ნაწლავებში ხსნადი, თეთრი ან მოთეთრო ენტერული გარსით დაფარული მიკროსფეროები. LANSOTER ხელმისაწვდომია Alu-PVC/PVDC ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14 ან 28 მიკროპელეტურ კაფსულას.

LANSOTER კუჭში მჟავას სეკრეციის განმახორციელებელი უჯრედებიდან მჟავას სეკრეციის დაბრკოლებას ახდენს.

გამოიყენება:

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.

საყლაპავის ანთების სამკურნალოდ (რეფლუქს ეზოფაგიტი).

კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი Helicobacter pylori-ს ინფექციით გამოწვეული წყლულების მკურნალობისას.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული წყლულების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში (როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, კეტოპროფენი და პიროქსიკამი).

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს (ამ დაავადების დროს კუჭის მჟავა ჟონავს საყლაპავ მილში, რაც იწვევს დაზიანებას და ანთებას),

კუჭში მჟავას გადაჭარბებული სეკრეციის თავიდან ასაცილებლად (პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის პირობები ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით).

LANSOTER-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

LANSOTER არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე ან ალერგიული ლანსოპრაზოლის ან LANSOTER-ში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.

არ გამოიყენოთ LANSOTER, თუ იყენებთ ატაზანავირის შემცველ მედიკამენტებს (შიდსის სამკურნალოდ).

LANSOTER-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება (შეიძლება დაგჭირდეთ დოზის კორექცია.).

თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას.

თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

თუ თქვენ გაქვთ სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე.

თუ გექნებათ დიარეა მკურნალობის დროს.

LANSOTER-ით კუჭის წყლულის მკურნალობის დაწყებამდე კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის ალბათობის თვალსაზრისით შეფასება უნდა განხორციელდეს. შესაძლოა ოდნავ გაზრდილი იყოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი, თუ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, როგორიცაა ლანსოპრაზოლი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის განლევა და დასუსტება) ან თუ იყენებთ პრეპარატებს, რომლებსაც კორტიკოსტეროიდებს უწოდებენ (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).

წამლის მიერ გამოწვეული კუჭის მჟავიანობის დონის შემცირების მეორეულ შედეგად ზრდის ერთ-ერთი მარკერის, ქრომოგრანინ A-ს (CgA) დონეს, რომელიც გამოიყენება სისხლში ენდოკრინული (ჰორმონალური) სიმსივნეების დიაგნოსტირებისთვის. CgA დონის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები ნეიროენდოკრინული სიმსივნეების (ჰორმონალურ სისტემასა და ნერვულ სისტემას შორის განლაგებული კიბო) დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს. ამ მდგომარეობის აღმოსაფხვრელად, ლანსოპრაზოლით მკურნალობა დროებით უნდა შეჩერდეს და ტესტი იმავე ლაბორატორიაში განმეორებით უნდა ჩატარდეს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები დაკავშირებულია კანის კანქვეშა წითელი მგლურას ძალიან იშვიათ შემთხვევებთან. იმ შემთხვევებში, როდესაც ჩნდება დაზიანებები, განსაკუთრებით კანის მზის მიმართ დაუცველ ადგილებში და თან ახლავს ართალგია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და ჯანდაცვის პროფესიონალმა უნდა განიხილოს LANSOTER-ით მკურნალობის შეწყვეტა. ადრე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ კანქვეშა წითელი მგლურას განვითარება, სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენების შმეთხვევაშიც იგივე მდგომარეობის განვითარების რისკს ზრდის.

LANSOTER-მა შესაძლოა გაზარდოს ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული ზოგიერთი ბაქტერიის რაოდენობა და შესაბამისად, ინფექციის რისკი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

LANSOTER-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

LANSOTER უნდა მიიღოთ უზმოზე.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს LANSOTER-ის მიღება არ არის რეკომენდირებული.

მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვების დროს LANSOTER-ის მიღება არ არის რეკომენდირებული.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

LANSOTER-ის გამოყენებისას შეიძლება განიცადოთ თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ავად შეგრძნება, თავის ტკივილი ან მხედველობის პრობლემები. ასეთ მდგომარეობაში არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ დანადგარები.

LANSOTER-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

წამლები, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს LANSOTER-ის გამოყენებამ, ჩამოთვლილია ქვემოთ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე ამ მედიკამენტს:

ატაზანავირი (გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ)

თეოფილინი (გამოიყენება ასთმის მსგავსი ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ)

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)

დიგოქსინი (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ)

ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად)

ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიატრიული პრობლემების სამკურნალოდ)

წმინდა იოანეს ვორტი (Hypericum perforatum, კარაზანა) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ)

ანტაციდები (გამოიყენება საჭმლის მონელებისა და გულძმარვისთვის)

სუკრალფატი (გამოიყენება წყლულების სამკურნალოდ)

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მიიღოთ LANSOTER?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

თუ იყენებთ LANSOTER-ს დღეში ერთხელ, მიიღეთ საუზმემდე, ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს.

თუ იყენებთ LANSOTER-ს დღეში ორჯერ, მიიღეთ პირველი დოზა დილით საუზმემდე და მეორე დოზა საღამოს.

კუჭის წყლული:

30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება:

30 მგ დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში

რეფლუქს ეზოფაგიტი:

30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში

რეფლუქს ეზოფაგიტის პროფილაქტიკისთვის:

15 მგ დღეში ერთხელ

NSAI-ის მედიკამენტებთან დაკავშირებული თორმეტგოჯა ნაწლავისა და კეთილთვისებიანი კუჭის წყლულების სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ უწყვეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (NSAI) მედიკამენტური თერაპია:

30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირამდე.

NSAI-ის მედიკამენტებთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკისთვის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკის ან კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ანამნეზის მქონე), რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით თერაპია:

15 მგ დღეში ერთხელ

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების დროს:

15 მგ ან 30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:

საწყისი დოზაა 60 მგ დღეში ერთხელ, თუმცა დოზა განისაზღვრება პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე და შესაძლებელია დღეში 180 მგ-მდე მიღება.

H.pylori-ით გამოწვეული წყლულების მკურნალობა:

ლანსოპრაზოლის რეკომენდებული დოზა შემდეგ ანტიბიოტიკებთან ერთად არის 30 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში:

კლარითრომიცინი 250-500 მგ ორჯერ დღეში + ამოქსიცილინი 1 გ 2-ჯერ დღეში

კლარითრომიცინი 250 მგ ორჯერ დღეში + მეტრონიდაზოლი 400-500 მგ ორჯერ დღეში

მიღების გზა და მეთოდი:

კაფსულები გადაყლაპეთ ჭიქა წყალთან ერთად, არ დასრისოთ ან არ დაღეჭოთ. კვლევებისა და კლინიკური პრაქტიკის მიხედვით, კაფსულების გამოყენება შესაძლებელია შემდეგნაირად პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ კაფსულების გადაყლაპვა:

კაფსულა გახსნიან, მიკროსფეროებს ურევენ მცირე რაოდენობით წყალს, ვაშლის/ტომატის წვენს ან აყრიან რბილ საკვებს (მაგ. იოგურტს, ვაშლის სოუსს) და ყლაპავენ.

კაფსულა გახსნიან და ნაზოგასტრიკული მილით (ცხვირით კუჭში ჩასმული მკვებავი მილი, განსაკუთრებით ყლაპვა გაძნელებულ ადამიანებში, როდესაც პერორალური კვება შეუძლებელია) შეყვანის მიზნით მიკროსფეროებს 40 მლ ვაშლის წვენს ურევენ.

ნარევის მომზადების შემდეგ პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.

მიკროსფეროები არ უნდა დაღეჭოთ ან არ უნდა დასრისოთ. სხვა სასმელებსა და სითხეებში გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან კლინიკურად არ არის შესწავლილი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

ბავშვებში არ არის მიღება რეკომენდირებული.

მიღება ხანდაზმულებში:

თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, თქვენი ექიმი გააგრძელებს მკურნალობას თქვენზე ყურადღებით დაკვირვებით.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ და სადღეღამისო დოზა უნდა განახევრდეს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ LANSOTER-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი LANSOTER მიიღეთ:

ამ შემთხვევაში ექიმი თქვენზე მეთვალყურეობას განახორციელებს და გამოიყენებს მკურნალობის მეთოდებს თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი LANSOTER ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ LANSOTER-ის მიღება:

თუ გამოტოვებთ დოზას და ჩვეულებრივ დოზებს რეგულარულად იღებდით, მიიღეთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღოთ. შემდეგ რეგულარული მიღება გააგრძელეთ.

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

LANSOTER-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

LANSOTER-ით მკურნალობის შეწყვეტისას არასასურველი შედეგი არ არის მოსალოდნელი. თუმცა, იმისათვის, რომ თქვენი დაავადება სრულად განიკურნოს, მნიშვნელოვანია მკურნალობის გაგრძელება ექიმის მიერ რეკომენდებული პერიოდის განმავლობაში.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს LANSOTER-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

ქვევით ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს LANSOTER-ის გამოყენების შედეგად.

გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხშირად ვლინდება:

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

გულისრევა

დიარეა

მუცლის ტკივილი

ყაბზობა

ღებინება

მეტეორიზმი

პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე

ღვიძლის ფერმენტების დონის მატება

ჭინჭრის ციება

ქავილი

სიწითლე

დაღილობა

კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში

არახშირი გვერდითი მოვლენები:

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების - სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება)

სისხლის უჯრედების რაოდენობის ზრდა, რომელსაც ეოზინოფილები ეწოდება (ეოზინოფილია)

სისხლის თეთრი უჯრედების მცირედ შემცირება (ლეიკოპენია);

დეპრესია

სახსრების ტკივილი

კინთების ტკივილი

თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა

შეშუპება

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

ანემია

უძილობა

ჰალუცინაციები

გონების აღრევა

მოუსვენრობა

ვერტიგო (თავბრუსხვევა გამოწვეული წონასწორობის დარღვევით)

გაბუჟება

ძილიანობა

კანკალი

მხედველობის დარღვევები

ენის ანთება

საყლაპავის კანდიდოზი (სოკოვანი დაავადების ტიპი)

პანკრეასის ანთება

გემოს შეგრძნების დარღვევები

ღვიძლის ანთება

სიყვითლე

წერტილოვანი ფორმის კანქვეშა სისხლდენა

მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანის შიგნით სისხლდენით

თმის ცვენა

მულტიფორმული ერითემა (ჰიპერმგრძნობელობის მდგომარეობა, რომელიც იწვევს მაქმანისმაგვარ გამონაყარს ხელებზე, სახეზე, ფეხებზე და ჩვეულებრივ ქრება სპონტანურად)

მდგომარეობა, როდესაც შუქი ან სიკაშკაშე შეწუხებას, ტკივილის შეგრძნებას იწვევს

თირკმელების ანთება, რომელიც მადის დაქვეითებით, ჭარბი წყურვილით და ღებინებით მიმდინარეობს

ძუძუს გადიდება მამაკაცებში

ცხელება

ჭარბი ოფლიანობა

სახისა და ყელის შეშუპება ალერგიის შედეგად

უმადობა

სექსუალური სისუსტე

გამონაყარი სახეზე (ანგიოედემა) შეშუპებით ან სუნთქვის გაძნელებით, განსაკუთრებით პირის გარშემო (ენა და/ან ყელი და/ან ყლაპვის გაძნელება)

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება)

პანციტოპენია (სისხლის ყველა უჯრედების რაოდენობის შემცირება)

კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება)

ანთება პირის ღრუში

სტივენ-ჯონსონის სინდრომი (კანის და თვალების ირგვლივ ანთება სისხლდენით, შეშუპებით და სიწითლით)

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რომელიც ხასიათდება სითხით სავსე ბუშტუკებით კანზე)

ანაფილაქსიური შოკი (უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია)

ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერებების დონის გაზრდა

ჰიპონატრიემია (როდესაც სისხლში ნატრიუმის დონე ნორმალურზე დაბალია)

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:

ჰიპომაგნიემია (როდესაც სისხლში მაგნიუმის დონე ნორმალურზე დაბალია)

კანის ქვემწვავე წითელი მგლურა (გამონაყარი კისრის, ზურგის, სხეულის წინ და მკლავების გარე ზედაპირებზე)

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ LANSOTER?

შეინახეთ LANSOTER ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ LANSOTER შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ LANSOTER, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

Terra İlaç ve Kimya San. Tic. A. Ş. (სს. „თერრა ილაჩ ვე ქიმია სან. თიჯ.“)

უმრანიე/სტამბული

წარმოების ადგილი:

Myfarma İlaç San. ve Tic. A. Ş. (სს. „მაიფარმაილაჩ სან. ვე თიჯ.“)

თუზლა/სტამბული

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 13/07/2018 წელს იქნა დადასტურებული.

502022 002.003

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა