- მოქმედი ნივთიერება
- ენოქსაპარინი (enoxaparin)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ/0,4მლ 0,4მლ ი.ვ., ინტრავასკულარულად ან კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №10
- მწარმოებელი
- YooYoung Pharmaceutical Co., Ltd., კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი
- ATC კოდი
- B01AB05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034399
- რეგისტრირებულია
- 15 თებერვალი 2022, მოქმედებს 15 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „კომპანია მედინსერვი“
- GMP
- -
კნოქსანის ინექცია — ინსტრუქცია ქართულად
სიფრთხილის ზომები
დაბალმოლეკულური ჰეპარინის წარმოების პროცესი, მოლეკულური მასის, სპეციფიკური ანტი-X-ა აქტივობის, ერთეულებისა და დოზირების გათვალისწინებით, არაურთიერთჩანაცვლებადია.
სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, არის ინფორმაცია რომ ნატრიუმის ენოქსაპარინის საინექციოს ხნსარის და სპინალური/ეპიდურალური საანესთეზიო საშუალების ერთად გამოყენებისას, შეინიშნებოდა ნეიროაქსიალური სისხლჩაქცევის განვითარება, რაც იწვევს ხანგრძლივ ან მუდმივ დამბლას. ასეთი რისკი კიდევ უფრო იზრდება ოპერაციის შემდგომ მაღალი დოზით ეპიდურული კათეტერის გამოყენებისას ჰემოსტაზე გავლენის მქონე პრეპარატებთან (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAIDs), თრომბოციტების ინჰიბიტატორები, ანტიკუაგულანტები) ერთად კომბინაციაში შეყვანით. სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის დროს სპინალური არხიდან სისხლდენის რისკის შესამცირებლად აუცილებელია პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინება. კათეტერის ჩადგმა ან ამოღება უმჯობესია მოხდეს დაბალი ანტიკოაგულაციური ეფექტის დროს.
კათეტერის ჩადგმა ან ამოღების დროს ღრმა ვენური თრობოზის პროფილაქტიკური დოზების შეყვანა უნდა მოხდეს. თუმცა, ზუსტი დრო არ არის ცნობილი, რომ სრულად შეამცირა ანტიკოაგულანტური ეფექტის ინდივიდუალურ პაციენტებში. კათეტერის ჩადგმა ან ამოღება უნდა მოხდეს ამ პრეპარატის მცირე მოცულობის(20 მგ, დღეში ერთხელ, 40 მგ დღეში ერთხელ) გამოყენებით, ხოლო მინიმუმ 12 საათის გასვლის შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა (სხეულის წონის თითო კგ-ზე 0.75მგ დღეში 2-ჯერ, სხეულის წონის თითო კგ-ზე 1მგ დღეში 2-ჯერ), ხოლო შემდგომი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ 24 საათის გასვლის შემდეგ. ეს პერიოდი ჯერ კიდევ არის ანტი-Xa მაჩვენებლის გამოჩენის პერიოდი. კათეტერის ჩასმის და ამოღების პროცედურების გადადებით ან დაგვიანებით ზურგის ტვინის ჰემატომისგან დაზღვეული არ ვართ. ამ პრეპარატის სხეულის წონის თითო კგ-ზე 0.75 მგ დღეში 2-ჯერ ან სხეულის წონის თითო კგ-ზე 1მგ დღეში 2-ჯერ მიღება შეიძლება, პერპარატის ამ დოზებით მიღების შემთხვევაში, დღეში 2-ჯერ გამოყენებისას, არ შეიძლება მეორე ნემსის გაკეთება. კათეტერის ჩასმის და ამოღების პროცედურებს შორის შუალედის გაზრდის გამო. ასევე, კათეტერის მოხსნის შემდეგ ამ პრეპარატის შეყვანის საჭიროება შეიძება ისევ მოხდეს ამიტომ არ შეუძლია გაიცეს რეკომენდაციები კონკრეტული დროის შესახებ. უნდა მოხდეს განხილვა რისკების, სისხლდენის საშიშროების, სისხლის კოლტების წარმოშობასა და წამლის ხელმეორედ შეყვანის შესაძლებლობის თაობაზე. სასურველია სულ მცირე 4 საათი იყოს გასული. კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელი თუ 30 მლ / წთ-ზე ნაკლებია, ასეთ პაციენტებში ეს პრეპარატის ექსკრეციას კიდევ უფრო აფერხებს, ამიტომ საჭიროა დამატებითი განხილვები. ანუ, კათეტერის ამოღების დროს, დრო ორმაგად უნდა გახანგრძლივდეს. ამ პრეპარატის ამოღება დაბალი დოზით მიღების შემთხვევაში მინიმუმ 24 საათის შემდეგ, მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში 48 საათის შემდეგ უნდა მოხდეს. თუ დანიშნულია ანტიკოაგულაციური თერაპია სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ჩატარების დროს, აუცილებელია პაციენტზე განსაკუთრებული, გულდასმით დაკვირვება, ნებისმიერი ნევროლოგიური ნიშნის ან სიმპტომის გამოსავლენად, როგორიცაა: შუა წელის ტკივილი, სენსორული და მოტორული ფუნქციის დარღვევა (დაბუჟების შეგრძნება ან სისუსტე ქვემო კიდურებში), ნაწლავისა და/ან შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რათა დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების შესახებ. გარდა ამისა, ტვინის ღეროს ჰემატომის დამახასიათებელი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, სპინალური დეკომპრესიის ჩათვლით.
100 დღეზე ადრე ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის(HIT) დროს, თან ამავდროულად ანტისხეულების არმქონე პაციენტებში, პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. ჰეპარინის შეყვანის დროს თრომბოციტოპენის წარმოქმის შემთხვევაში, ჩანაცვლება დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინით უნდა მოხდეს. დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინით ჩანაცვლების შემთხვევაში, სულ მცირე დღეში ერთხელ უნდა მოხდეს თრომბოციტების რაოდენობის გაზომვა, მკურნალობა რაც შეიძება მალევე უნდა შეწყდეს. სინამდვილეში კი, ცნობილია რომ, თუნდაც მოხდეს ალტერნატიული დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის ჩანაცვლება, მაინც მოხდება თრომბოციტოპენიის გამოვლინება.
ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიისა, ან ჰემოფილიასთან ერთად შეიძლება განვითარდეს ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია. ჰემოფილიასთან ერთად ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიამ შეიძელბა გამოიწვიოს გრძელვადიანი ინფარქტი, ქვედა კიდურების იშემია ან სიკვდილი. თრომბოციტოპენიის დროს საჭიროა დაკვირვებული მონიტორინგი.
არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის დროს ინვაზიურ სისხლძარღვოვან მანიპულაციასთან დაკავშირებული სისხლდენის რისკის შესამცირებლად, ინტრადიუსერი არ უნდა ამოვიღოთ ამ პრეპარატის შეყვანიდან 6-8 საათის განმავლობაში. შემდგომი გამოთვლილი დოზის შეყვანა არ უნდა მოხდეს ინტრადიუსერის ამოღებიდან 6-8 საათზე ადრე. შეყვანის ადგილზე უნდა მოხდეს დაკვირვება, სისხლდენისა და ჰემატომის ნიშნების დროულად გამოსავლენად.
გულის ხელოვნური სარქვლები: არ არის ჩატარებული კვლევები, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა ობიექტურად შეგვეფასებინა ენოქსაპარინის ნატრიუმის ეფექტურობა და უსაფრთხოება თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან აცილებაში გულის ხელოვნური სარქვლების მქონე პაციენტებში, რის გამოც ამ მიზნით მისი გამოყენება არ შეიძლება იყოს რეკომენდებული.
ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენებისას პრეპარატი არსებით გავლენას არ ახდენს სისხლდენის დროზე და ზოგად კოაგულაციურ მაჩვენებლებზე, ასევე თრომბოციტების აგრეგაციაზე ან მათ ფიბრინოგენთან შეკავშირებაზე.
დოზის მომატებისას ხანგრძლივდება აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური (აპთთ, aPTT (activated partial thromboplastine time), და შედედების დროის (ACT (activated clotting time) გახანგრძლივება შეიძლება. აპთთ და შედედების დროის გახანგრძლივება არ არის პირდაპირ ხაზოვან დამოკიდებულებაში პრეპარატის ანტითრომბული აქტივობის მომატებასთან, რის გამოც არ არსებობს ენოქსაპარინის ნატრიუმი აქტივობის მონიტორინგის აუცილებლობა.
ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების დროს ხშირია მძიმე სისხლდენა.
- ხანდაზმულ პაციენტებში;
თირკმლის უკმარისობის დროს;
სისტემატიურად 10 დღეზე მეტის მიღების შემთხვევაში;
არასანქცირებული მკურნალობის დროს;
პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა არ აღემატება 40 კგს.
სისხლდენის რისკის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად, კომბინაციაში, მიღების დროს (იხილეთ წარმლის ურთიერთქმედება)
ამ პრეპარატის აკუმულაციის მაჩვენებლის გასაზომად საჭიროა გაიზომოს პირადი ანტი-Xa-ის მაჩვენებელის სარგებლიანობა.
შემდეგ პაციენტებში არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება.
იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ამ პრეპარატზე ან ჰეპარინზე. მათ შორის დაბალმოლეკულური ჰეპარინზეც.
ჰემოსტაზის დარღვევების გამო აქტიური სისხლდენის დროს ან სისხლდენისკენ მიდრეკილ პაციენტებში.
იმ პაციენტებში რომლებსაც ბოლო 100 დღის მაძნილზე ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტების კლება აღენიშნებათ, ანამნეზში თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებში,
ენოქსაპარინის შეყვანისას ანამნეზში თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებში.
სისხლდენის მაპროვოცირებელი სინდიკატორული დაზიანების მქონე პაციენტებში.
მწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტის მქონე პაციენტესბში
ცერებრალური სისხლდენის მქონე პაციენტებში (თერაპიული დოზის შეყვანის შემთხვევაში)
ჰემორაგიული ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში.
ადგილობრივი ანესთეზიით ოპერაციის მოლოდინში მყოფ მაციენტებში.
შემდეგი დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს განსაკუთრებული ყურადღებით.
ჰემოსტაზის დარღვევების მქონე პაციენტებში;
ანამნეზში წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში;
ახლო წარსულში, კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლენის მქონე პაციენტებში;
ახლო წარსულში იშემიური ინსულტი გადატანილ პაციენტებში;
არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში;
დიაბეტური რეტინოპათიის მქონე პაციენტებში;
ახლო წარსულში თავის ან ზურგის ტვინის ოპერაცია გადატანილ პაციენტებში;
ახლო წარსულში ოფთალმოლოგიური ოპერაცია გადატანილ პაციენტებში;
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის, სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში;
ჰემოსტაზე გავლენის მქონე სხვა პრეპარატების მიმღებ პაციენტებში;
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში;
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა ითქვას, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს და გაზარდოს სისხლდენის რისკი. რადგანაც ეს აქტივობა მნიშვნელოვნად მატულობს თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია), რეკომენდებულია მოხდეს დოზის კორექცია. ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50ml / წთ) და მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80ml / წთ) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, მაგრამ საჭიროა ფრთხილი კლინიკური მონიტორინგი.
ხანდაზმულ პაციენტებში ( იხილეთ: ხანდაზმულთათვის მკურნალობის გრაფა)
ხელოვნური გულის სარქველის მქონე პაციენტებში: ხელოვნური გულის სარქველის მქონე პაციენტებს თრომბოემბოლიზმის პერვენციის მიზნით ამ წამლის გამოყენების შესახებ კვლევები არ არის საკმარისი. არის დაფიქსირებული შემთხვევა როცა თრომბოემბოლიზმის პერვენციის მიზნით ხელოვნური გულის სარქველის მქონე პაციენტს დაემართა გულის სარქვლის თრომბოზი. კლინიკური მონაცემების შეზღუდული ინფორმაციის მიღების გამო არასაკმარისია კვლევები. მათ შორის იყო ნაყოფისა და დედის გარდაცვალების შემთხვევა, თრომბოზის განვითარების გამო. ხელოვნური გულის სარქველის მქონე ორსული ქალები მიეკუთნებიან თრომბოზის მაღალი რისკის შემცველ პაციენტების რიცხვს.
მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი (თუ ინიშნება მკურნალობა დოზირების შემთხვევაში)
პაციენტი, ტვინში სისხლის ჩაქცევიდან 24 საათის შემდეგ (როდესაც ინიშნება როგორც პრევენციული დოზით)
თრომბოემბოლის რისკი მსუქან პაციენტებში უფრო მაღალია. სხეულის მასის ინდექსი 30 კმ/მ2 ს მქონე პაციენტებში ამ პრეპარატის პრევენციის დოზის მიღება არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და პრევენციულობას. ესეთ პაციენტებში თრომბოემბოლიის სიმპტომებს უნდა მიექცეს ყურადღება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შემდეგ პრეპარატებთან ამ პრეპარატის კომბინირებული მიღება არ არის რეკომენდირებული. იმ შემთხვევაში, თუ დაინიშნება კომბინირებული მკურნალობა, საჭიროა მიჰყვეთ ინსტრუქციებს და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს კლინიკური მონიტორინგი.
სალიცილის მჟავას პრეპარატები (სისტემური აბსორბცია), აცეტილსალიცილის მჟავა, კეტოროლაკის შემცველი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აქვს ფუნქცია დათრგუნოს თრომბოციტების ფუნქცია და დააზიანოს გასტროდუოდენალური ლორწოვანა)
dextran, ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი
სისტემურად დანიშნული გლუკოკორტიკოიდები
თრომბოლიზური აგენტი, ანტიკოაგულანტები
Glycoprotein IIb/IIIa ანტაგონისტი (abciximab, eptifibatide, tirofiban)_ის შემცვლელი ანტი-თრომბოციტების აგენტები.
beraprost, iloprost
შემდეგი პრეპარატები ჰიპერკალიემიის განვითარებას უწყობენ ხელს.
კალიუმის მარილი, კალიუმის შარდმდენი საშუალება,
ACEინჰიბიტორი, ანგიოტენზინის რეცეპტორების ინჰიბიტორები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ეპარინი (დაბალმოლეკულური ან არასამთავრობო დანაწევრებული)
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი
ტრიმეტოპრიმი
ორსული და მეძუძურ დედებში დოზირება.
გამოყენება ორსულებში
ცხოველებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პლაცენტის მანკები ან მოწამლვის საშიშროება არ არსებობს. ვირთხებზე დაკვირვებამ აჩვენა რომ პრეპარატის მხოლოდ მციერდი რაოდენობის შეღწევა მოხდა პლაცენტაში.ასევე არ მოიპოვება ინფორმაცია ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრებთან დაკავშირებით. მის გათვალისწინებით, რომ ადექვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები ორსულ ქალებში არასაკმარისია, ასევე ის ფაქტიც, რომ გამოკვლევები ცხოველებში ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიწინასწარმეტყველოთ საპასუხო რეაქცია ადამიანის ორგანიზმში, პრეპარატი ორსულებში უნდა დაინიშნოს მკაცრი საექიმო ჩვენებების მიხედვით.
კლინიკური გამოკვლევებისას, როდესაც გულის ხელოვნური სარქვლების მქონე ორსული ქალები იღებდნენ ამ პრეპარტს ( სხეულის წონის 1 კილოგრამზე,1 მგ-ს ორჯერ დღეში) თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით 8 პიროვნებიდან, აღინიშნულ იქნა სიკვდილის 2 შემთხვევა თრომბის წარმოქმნისა და სარქვლის ბლოკადის შედეგად. ამიტომ პრეპარატის დოზირების, ეფექტურობისა და გამოყენების უსაფრთხოებაზე დამატებითი ინფორმაციის არარსებობის პირობებში, ორსულ ქალებში გულის ხელოვნური სარქველით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება.
ორსული ქალებში ამ პრეპარტით მკურნალობის შემდეგ, არსებობს ინფორმაცია, თანდაყოლილი ანომალიების შესახებ, როგორიცაა დაბადებული ბავშვის ტვინის დაზიანება, პერიფერიული სისხლძარღვების ანომალიები, ბოჭკოვანი დისპლაზია, ჰიპოსპადია.
ლაქტაციის დროს
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი უცვლელი სახით დედის რძესთან ერთად. პრეპარატის შეწოვა პირის ღრუში ნაკლებადაა შესაძლებელი. ამდენად, უსაფრთხოების მიზნით, ქალებმა, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.
დოზა ბავშვებისათვის
არ არის რეკომენდებული დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის გამოყენება, რადგან არაა დადგენილი უსაფრთხოება და ეფექტურობა.
დოზა ხანდაზმულებში
ხანდაზმულებში ამ პერპარატის პრევენციული მიზნით გამოყენების დროს არ იზრდება სისხლდენის საშიშროება. მიუხედავად ამისა, ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულ პაციენტებში, ამ წამლის დოზირებითი მკურნალობის დროს არსებობს სისხლდენის მაღალი რისკი, როს გამოც საჭიროა განსაკუთრებული ყურადღებითი მონიტორინგი.
75 წელს გადაცილებულ პაციენტებში დაბალმოლეკულური ჰეპარინით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია თირკმლის ფუნქციის განსაზღვრა.
კრეატინინის კლირენსი მაჩვენებელი = (140-ასაკის) × წონა /(0.814× შრატში კრეატინინის) (Cockcroft'sის მეთოდით)
სხეულის წონა კგ, შრატში კრეატინინის მოლ / ლ,,
ქალბატონრების შემთხვევაში 0.814-->0.85.
თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს კი ამ პრეპარატის 4000 ანტი- Xa სე / 0.4 მლ დოზით გამოყენება არ არის რეკომენდებული
40 კგ-ზე ნაკლების წონისა და 80 კილოგრამზე მეტი წონის ხანდაზმულებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გასაზრდელად მაღალი დოზით წამლის მიღება არ არის რეკომენდირებული (კრეატინინის კლირენსი <30 მლ / წთ).
გადაჭარბებული დოზით მკურნალობა.
ამ პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტით შეწოვა ნაკლებად შესაძლებელია.
პერპარტის დოზის შემთხვევითმა გადაჭარბებამ მისი ინტრავენური, ექსტრაკორპორული ან კანქვეშა შეყვანისას, შესაძლებელია გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებების განვითარება. პრეპარატის დიდი დოზებითაც კი შიგნით მიღებისას მისი შეწოვა ნაკლებად შესაძლებელია.
ანტიკოაგულაციური ეფექტების ნეიტრალიზება შესაძლებელია ძირითადად პროტამინის ინტრავენურად ნელი შეყვანისას.
პროტამინის დოზა დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. 8 საათის განმავლობაში პროტამინის დოზა უნდა იყოს იმდენივე რამდენიც ამ წამლის დოზაა (1 მგ პროტამინი ანეიტრალებს 1 მგ ამ პრეპარატის ანტიკოაგულაციურ ეფექტს, ან 100 ერთეული ანტიჰეპარინს). იმ შემთხვევაში თუ 8 საათი გავიდა ან პრეპარატის განმეორებითი მიღების დრო მოვიდა, მაშინ ამ პრეპარატის 1 მგზე 0.5 პროტამინს ვუკეთებთ.
თუ პერპარატის გაკეთებიდან 12 საათი გავიდა, პროტამინის გაკეთების აუცილებლობა აღარ არის. თუმცა, პროტამინის დიდი დოზების შეყვანის დროსაც კი ეს პრეპარატი ანტი-X-ა აქტივობა სრულად არასოდეს ნეიტრალიზდება (მაქსიმუმ დაახლოებით 60%). ყურადღება მივაქციოთ პროტამინის დოზას.
წამლის გამოყენების სიფრთხილის ზომები
შპრიცი (წინასწარ შევსებულ შპრიცში) შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთჯერადად.
ამ პრრეპარატის შეყვანისას სხვა პრეპარატთა კომბინაცია არ შეიძლება.
გვერდითი მოვლენები
სისხლის სისტემა
სისხლდენა: სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად ადვილად დაზიანებადი ქსოვილისებიდან შეიძლება სისხლდენა დაიწყოს. ასევე სისხლდენა შეიძლება მოხდეს, თუ სისხლდენის მაპროვოცირებელი სხვა პრეპარატების გამოყენება მოხდება, რომლებიც გავლენას ახდენს ჰემოსტაზზე. არსებობს სხვადასხვა სახის სისხლდენა, როგორიცაა რეტროპერიტონეალური სისხლდენა, ქალაშიდა სისხლდენა, მათ შორის ზოგიერთი ფატალურად სრულდება.
თრომბოციტოპენია: პრეპარატის მიღების დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს, დროებითი მსუბუქი უსიმპტომო თრომბოციტოპენია. თუ თრომბოციტების რაოდენობა 100,000 / მმ 3 დაეცემა, ან პრეპარატის მოხმარების დასაწყისში 30 ∼ 50 % ით სწრაფად დაეცემა, საჭიროა დაუყონებლივ შეწყდეს ამ პრეპარატის მიღება და მოიძებნოს მკურნალობის სხვა ალტერნატიული გზა
ადგილობრივი რეაქციები: ინექციის კანქვეშა მეთოდით შეყვანისას შეიძლება გამოვლინდეს: ტკივილი, ჰემატომა, ეკქიმოზი, რბილი ქსოვილების ადგილობრივი გაღიზიანება. იშვიათად ვლინდება ნანემსარის ადგილას მცირე რაოდენობის ანთებითი კვანძები, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა.
იშვიათად ჰეპარინის და დაბალმოლეკულური ჰეპარინის შეყვანისას ჩვეულებრივ ნანემსარზე ვლინდება კანის ინექციის ნეკროზი. ჩვეულებრივ, ასეთ გამოვლინებას წინ უძღვის ტკივილი და ინფილტრაციული პორფირის ნაწიბურის გამოხატვა, ერითემა და ა.შ ასეთ დროს უნდა შეწყდეს წამლის შეყვანა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადება: გამონაყარი, ქავილი, სიწითლე ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს. ბულოზური დერმატიტი, რომელიც შეიძლება გამოიხატოს იშვიათად.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: იშვიათად შეიძლება გამოიხატოს ანაფილაქსიური / ანაფილაქსიური გამონაყარი კანზე (ვეზიკულარული გამონაყარი). შესაძლოა გამოვლინდეს სისტემური ალერგიული რეაქციები, ასეთი გამოხატულების დროს უნდა შეწყდეს წამლის მოხმარება.
ალერგიული რეაქციები იშვიათად შეიძლება მოხდეს კანის ვასკულიტში.
ღვიძლი: ასიმპტომურია, შექცევადია, და შეიძლება გამოიხატოს AST, ALT-ის და ბილირუბინის მომატება
კუჭ-ნაწლავი: შეიძლება, გამოიხატოს დიარეა და გულისრევა.
სხვადასხვა:
არის შემთხვევები როცა ასიმპტომურად და შექცევადად შეიძება მოიმატოს თრომბოციტების რაოდენობამ.
ტემპერატურის ცვალებადობა, დაბნეულობა, შეშუპება, პერიფერიული შეშუპება შეიძება გამოიხატოს.
ჰეპარინისა და დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის მოხმარებისას შეიძება გამოიხატოს ჰიპერკალიემია.
ხანგრძლოვი მკურნალობის დროს ეს არ არის გამორიცხული ოსტეოპოროზის რისკი
ამ პრეპარატთან მიმზეზობრივ– კვლელითი შედეგები არ არსებობს, წინაგულების ფიბრილაცია, გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება და პნევმონიის დროს.
კორეის შიდა ბაზარზე პრეპარატი 6 წელია შემოსულია. 1,532 ადამიანის კვლევის შედეგად გამოვლენილი არასასურველი რეაქციებია:
სისხლის სისტემა: ცხვირიდან სისხლდენა, ანემია, ნაწლავის სისხლდენა, ჰემატურია.
ამ პრეპარატთან მიმზეზობრივ– კვლელითი შედეგები არ არსებობს, სუნთქვის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტის დაფიქსირების დროს.
საზღვრებს გარეთ პერპარატის გამოყენების კვლევა: საზღვრებს გარეთ პერპარატის გამოყენებისას შემდეგი გვერდითი მოვლენები იქნა დაფიქსირებული. სპონტანური ანგარიშგების მეშვეობით განსაზღვრული გვერდითი მოვლენების სიხშირე "სიხშირის არაცნობადობა" არ არის. (ანუ, არ უნდა შეფასდეს არსებული მონაცემებით)
იმუნური სისტემა: ანაფილაქსიური შოკი / ანაფილაქსიური რეაქციების შექმნა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სპინალური და ეპიდურული ანესთეზის დროს, სპინალური ფუნქციის დროს, ამ პრეპარატის კომბინაციაში გამოყენებისას არის შემთხვევები, როცა გამოვლინდა ზურგის ჰემატომა (ან ეპიდურული ჰემატომა) არის შემთხვევები როცა ნერვულ სისტემაზე მიყენებულ იქნა ზიანი და გამოწვეული იყო გრძელვადიანი ან მუდმივი დამბლა.
სისხლის და ლიმფური სისტემა: ჰემორაგიული ანემია, ეოზინოფილია.
არის ცნობები, რომ თრომბოზს თან ახლავს იმუნურ-ალერგიული თრომბოციტოპენია. ზოგიერთ ორგანოს (organ) შეიძლება დაემართოს, თან დაერთოს ინფარქტი ან იშემიური გართულებები.
კანი და კანქვეშა ქსოვილი: ინექციის შეყვანის ადგილზე თუ გამოვლინდა კანქვეშა ვასკულიტი, კანის ნეკროზი (ამ დროს ჯერ გამოვლინდება ინვაზიური ტკივილი ან ერითემა) საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ინექციის შეყვანის ადგილას თუ შეინიშნა კვანძები (ანთებითი კვანძები და არა ენოქსაპაფინის კისტა) არ არის საშიში და გაიწოვება რამოდენიმე დღეში. ამის გამო წამლის მიღება არ შიეძლება შეწყდეს.
ზოგადი სიფრთხილე
პრეპარატის შეყვანა არ უნდა მოხდეს კუნთქვეშ.
როგორც სხვა ანტიკოაგულანტების შემთხვევაშიც, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილზე სისხლდენა. სისხლდენა უნდა იქნას გამოძიებული და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
სხეულის წონის შესაბამისად პრეპარატის რაოდენობის განსაზღვრითი მკურნალობა კი არა, არამედ რისკების შემცირების მიზნით მკურნალობის დროს პაციენტის წონა (45კგ ზე ნაკლები ქალბატონები, 57 კგზე ნაკლები მამაკაცები) ამ წამლის მიღებით მზარდი ზემოქმედება დაფიქსირდა. ამიტომ საჭიროა ფრთხილად კლინიკური მონიტორინგის ჩატარება.
ქვემოთ ჩამოთვლილი თრომბოზის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ რომ დაბალმოლეკულური ჰეპარინის მკურნალობის წინ, ანტისხეულების შუამავლობით ჰეპარინის ინდივიდუალური თრომბოციტების ოსტეოპენიის (HIT) საშიშროება უნდა იქნას წინასწარ განხილული.
მკურნალობის პერიოდში თრომბოზის გაუარესება პაციენტებში,
ფლებიტის მქონე პაციენტებში.
ფილტვის ემბოლიის მქონე პაციენტებში.
მწვავე იშემის მქონე პაციენტებში.
მიოკარდიული ინფარქტის ან გულის იშემიური ინსულტის მქონე პაციენტებში.
მიოკარდიული ინფარქტის ან გულის იშემიური ინსულტი ამ პრეპარატის გამოყენებიდან 5-დან 21 დღემდე გამოვლინდება. აქედან გამომდინარე საჭიროა პრეპარატის მოხმარების წინ და მოხმარების დროს პერიოდულად (როგორც წესი 2-ჯერ კვირაში, პრეპარატის გამოყენების დასაწყის პირველ თვეს, 2-ჯერ კვირაში. ხოლო უკვე შემდგომ კვირაში ერთხელ) გაიზომოს თრომბოციტების რაოდენობა.
რეკომენდირებულია დაიცვას მკურნალობის გეგმა (დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა). წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სისხლდება, განსაკუთრებით მძიმე პაციენტებში (ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში).
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება დაახლოებით 25°C ტემპერატურაზე (არ გაყინოთ).
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ შეინახოთ ისეთ ადგილას სადაც არის საშიშროება რომ, მოხდეს სხვა პრეპარატებში არევა. განსაკუთრებით ყურადებით დააკვირდით წამლის დასახელებას.
[შენახვის მეთოდი] ორიგინალი შეფუთვით ინახება ოთახის ტემპერატურაზე (1 - 30 ℃), წარმოების დღიდან 24 თვის განმავლობაში.
[შეფუთვის ზომა] 20მგ / 0.2მლ, 30მგ/ 0.3მლ, 40 მგ / 0.4მლ, 60მგ / 0.6მლ, 80 მგ / 0.8მლ x ორი წინასწარ შევსებული შპრიცი
20მგ / 0.2მლ, 30მგ/ 0.3მლ, 40 მგ / 0.4მლ, 60მგ / 0.6მლ, 80 მგ / 0.8მლ x ათი წინასწარ შევსებული შპრიცი
[დაბრუნება და გაცვლა] ეს პროდუქტი მკაცრი ხარისხის კონტროლს ექვემდებარება. თუ თქვენ აღმოაჩენთ გამოყენების (ვადა) დრო გასულ, დრო შეცვლილ, დაზიანებულ ან დაბინძურებულ ამ პრეპარატს შუალავალი დილერების საშუალებით გაცვლა შესაძლებელია.
※ ვადა გასული ან გამოყენების დროის გასული პრეპარატის მოხლარება არ შეიძება.
※ პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებლად გაეცანით ანოტაციას დეტალურად. ანოტაცია მუდამ შეინახეთ პრეპარატთან ერთად.
※ აღნიშნული ანოტაციის გამოცემის თარიღის შემდეგ ცვლილებები, შეგიძლიათ იხილოთ საიტზე KFDA Medicine-ის ბიბლიოთეკაში (http://drug.mfds.go.kr) ან ჩვენს საიტზე (www.yypharm.co.kr).
※ პროდუქტის შესახებ შეკითხვებზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ იონგ ფარმის საზოგადოებასთან საკონსულტაციო ცენტრს (საზოგადოებასთან საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი 080-808-6114).
※ პრეპარატზე უკუჩვენებასთან დაკავშირებით მიმართეთ კორეის პრეპარატთა უზრუნველყოფის ცენტრს (1644-6223), მითითებულ ნომერზე.
ანოტაციის გამოცემის თარიღია: 17 ნოემბერი 2020 წელის.
PR0042011
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
140*297 შრიფტი:6pt სივრცე ხაზებს შორის:0.5
კნოქსანის ინექცია.
351282092710სერთიფიცირებული პრეპარატი
სერთიფიცირებული პრეპარატი
(ენოქსაპარინის ნატრიუმი)
[კომპონენტები.შემადგენლობა] 1 მილილიტრ(მლ)ში.
ენოქსაპარინის ნატრიუმი(EP)-------100მგ (ანტი-Xa მოქმედება როგორც 10.000 IU)
დანამატი (გამხსნელი): საინექციო წყალი
[აღწერა] პრეპარატი არის მინის ტუბში რეზინის საცობით მოთავსებული (წინასწარ შევსებული შპრიცის სისტემით) გამჭირვალე, უფერო სითხე.
[ეფექტურობა/ქმედითობა]
ქირურგიული ოპერაციის შემდგომ ვენური/თრომბული დაავადებათა პრევენცია.
სისხლის შედედების პრევენცია ექსტრაკორპორალურ ცირკულაციაში ჰემოდიალიზის დროს.
ღრმა ვენური თრომბოემბოლიური დაავადების მკურნალობა
ასპირინთან ერთად კომბინირებული მიღებით: არასტაბილური სტენოკარდიის და არა Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის(NQM) მკურნალობა.
შემდგომი მწვავე რესპირატიული ავადმყოფობის მქონე პაციენტებში ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია:
გულის უკმარისობა (NYHA კლასი III ან IV)
მწვავე რესპირატორული უკმარისობა,
ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისგან ერთზე მეტის მქონე პაციენტები არიან თრომბოემბოლიური დაავადების რისკ-ფაქტორის ქვეშ, რომელსაც თან ახლავს მწვავე ინფექცია ან მწვავე რევმატიული დაავადებები.
75 წელს გადაცილებული პაციენტები,
კიბოს მქონე პაციენტები,
თრომბოემბოლიური დაავადების მქონე პაციენტები,
სიმსუქნისკენ მიდრეკილ პაციენტები,
ჰორმონალური დარღვევის მქონე პაციენტები,
გულის უკმარისობის მქონე პაციენტები,
სასუნთქი გზების ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები.
მწვავე ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის ინფარქტის (STEMI) მკურნალობის დროს, კანქვეშა კორონარული ინტერვენციისგან დამოუკიდებლად, შეიძლება გამოყენებულ იქნას თრომბოლიზური აგენტებთან ერთად.
[მიღების წესი/დოზირება]
ქირურგიული ოპერაციის შემდგომ განვითარებული ვენური თრომბოემბოლიური დაავადების პროფილაქტიკის მიზნით (კანქვეშა ინექციის ტექნიკით)
თრომბოემბოლიური დაავადების დაბალი რისკის მატარებელ პაციენტებში, თრომბოემბოლიის ეფექტური შედეგის მისაღებად დღეში ერთხელ, ერთჯერადად 20 მგ ენოქსაპარინი (0.2მლ) უნდა იქნას შეყვანილი. ქირურგიული ოპერაციის წინ დაახლოებით 2 საათით ადრე უნდა მოხდეს პირველი ნემსის გაკეთება.
მაღალი რისკის თრომბოემბოლიური პაციენტებში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში რომლებიც საჭიროებენ ორთოპედიულ ქირურგიულ ჩარევას. დღეში ერთხელ, ერთჯერადად 40მგ-ში ენოქსაპარინი (0.4მლ) ინექცია უნდა იქნას შეყვანილი. ორთოპედიური ქირურგიული ოპერაციის წინ 12 საათით ადრე უნდა მოხდეს პირველი ნემსის გაკეთება.
თრომბოემბოლიური რისკის მქონე პაციენტებში, ზოგადად ფეხით გავლამდე წამლის მიღება არ უნდა შეწყდეს. (ოპერაციის შემდგომ საშუალოდ 7-დან 10 დღემდე).
სისხლის შედედების პრევენცია ექსტრაკორპორალურ ცირკულაციაში ჰემოდიალიზის დროს (სისხლსძარღვთაშიდა, ინტრავასკულარული ინექცია).
ჰემოდიალიზის განმეორებით ჩატარების შემთხვევაში, პაციენტმა ექსტრაკორპორალური სისხლის ცირკულაციისას შედედების პრევენციის მიზნით, დიალიზის დაწყებამდე, დიალიზის სქემის არტერიულ ხაზში 1 მგ/კგ უნდა შეიყვანოს. ეს დოზა საკმარისია 4 საათიანი დიალიზის შემთხვევაში. თუკი ფიბრინული რგოლების შემჩნევა მოხდება, ნორმალურზე ხანგრძლივი სეანსის შემდეგ, შესაძლებელია კიდევ 0.5-1 მგ/კგ დოზის მიღება.
სისხლჩაქცევის განვითარების მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს 0.5მგ/კგ-მდე ორმაგი სისხლძარღვოვანი შეღწევისთვის(Double vasculas access) ან 0.75 მგ/კგ-მდე ერთჯერადი სისხლძარღვოვანი შეღწევისთვის.
ღრმა ვენური თრომბოემბოლიის დაავადების მკურნალობა (კანქვეშა ინექციის ტექნიკით)
დღეში 2 ჯერ, 12 საათში ერთხელ 1მგ/კგ ის ოდენობით შეყვანა.
პერორალური ანტიკოაგულანტებთან ერთად სხეულში ბალანსის მდგომარეობის დასარეგულირებლად საჭირო დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. ამიტომ თუ არ გამოიხატება უკუჩვენება, ორალურ ანტიკოაგულანტებით მკურნალობა უნდა დაიწყოთ რაც შეიძლება მალე.
ჰეპარინის მკურნალობის პერიოდში, თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი აუცილებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ შეიმჩნევა კლინიკური ეფექტი, სისხლდენის ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში იმისათვის, რომ გავზომოთ მგრძობელობა ინდივიდუალურად პაციენტში ჯერ უნდა შეფასდეს ანტი-Xa ღირებულებები. ნიმუში უნდა იქნეს აღებული მკურნალობის მეორე დღეს ნემსის გაკეთებიდან 3-4 საათის განმოავლობაში. უმეტესად ანტი- Xa, IU/ml-ის ღირებულება 0.5-იდან 1-ამდე.
არასტაბილური სტენოკარდიის და არა Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის (კანქვეშა ინექციის ტექნიკით)
დღეში 2ჯერ, 12 საათიანი ინტერვალით 1მგ/კგ-ის კანქვეშა ინექციის სახით შეყვანა.
მსგავს პაციენტებში ენოქსაპარინით მკურნალობა უნდა დაინიშნოს მინიმუმ 2 დღით და გაგრძელდეს კლინიკურ სტაბილურობამდე. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა 2-8 დღე.
ენოქსაპარინი ასპირინთან ერთად მიიღება. (100დან 325-მგ-მდე დღეში).
მწვავე რესპირატორული დაავადებით საავადმყოფოში მომხვედრილი პაციენტის თრომბოემბოლიური დაავადების პრევენცია (კანქვეშა ინექციით)
დღეში ერთხელ 4000 ანტი-Xa IU(40მგ/0.4მლ)ის ენოქსაპარინის შეყვანა.
სასურველია 6-დან 14 დღემდე შეყვანა. პრევენციის სახით 14 დღეზე დიდხანს მიღება საშიში და არაეფექტურია. თუ შედეგი არ იქნა მიღწეული, ამაზე დიდხანს მკურნალობა არაა რეკომენდირებული. მაშინ მიმართეთ მკურნალობის სხვა მეთოდს.
მწვავე ST სეგმენტის დონით, მიოკარდიუმის ინფარქტი (STEMI)-ის მკურნალობის დროს (ინტრავენური ნემსის (დიდი დოზით ნივთიერების ინექცია, bolus მეთდით) კანქვეშა ნემსის გაკეთების შემდეგ
მწვავე STEMI პაციენტებში, ამ პრეპარატის 30მგ-ის შეყვანა უნდა მოხდეს ჯერ ინტერვენციის (bolus) მეთოდით, ხოლო 15 წუთის შემდეგ სხეულის წონის თითო კგ-ზე, 1 მგ-ის შეყვანა უნდა მოხდეს კანქვეშა მეთოდით. ამის შემდგომ 12 საათში ერთხელ სხეულის წონის თითო კგ-ზე 1 მგ-ის შეყვანა კანქვეშ უნდა განმეორდეს. თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია) აუცილებელია დოზის შემდეგი კორექცია: ამ პრეპარატის 30მგის შეყვანა უნდა მოხდეს ჯერ ინტერვენციის (bolus) მეთოდით,ხოლო 15 წუთის შემდეგ სხეულის წონის თითო კგ-ზე, 1 მგ-ის შეყვანა უნდა მოხდეს კანქვეშა მეთოდით. ამის შემდგომ დღეში ერთხელ სხეულის წონის თითო კგ-ზე 1 მგ-ის შეყვანა კანქვეშ უნდა განმეორდეს. ამ დროს კანქვეშ პირველი ნემსის გაკეთებისას მაქსიმალური რაოდენობაა 100მგ.
თრომბოლიზური აგენტიდან (fibrin-specific ან non-fibrin specific) კომბინაციაში გამოყენების შემთხვევაში, თრომბოლიზური მკურნალობის დროს ამ პერპარატის შეყვანა უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდა 15 წუთით ადრე და დაწყებიდან 30 წუთის განმავლობაში. მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლოვობაა 8 დღე, მეთვალყურეობის ქვეშ, ან თუ პაციენტის კლინიკაში მკურნალობის ხანგრძლოვობა 8 დღეზე ნაკლებია, შესაძლებელია საავადმყოფოდან გაწერის შემდგომაც.
კომბინირებული მიღება: თუ გამოვლინდება რაიმე სხვა გვერდით მოვლენები, რაც შეიძება მალე უნდა მოხდეს ასპირინის შეყვანა, ყველაზე მცირე 30 დღის განმავლობაში ასპირინის 75 მგ_დან 325 მგ_მდე, მიღება შეიძლება დღეში ერთხელ.
პაციენტებში, რომლებიც გადიან კანქვეშა კორონარულ ინტერვენციას: ბალონური ანგიოპლასტიკა პროცედურამდე 8 საათის განმავლობაში ენოქსაპარინის კანქვეშა შეეყვანით,პაციენტებში, დამატებითი არ არის საჭირო. იმ შემთხვევაში თუ ამ პრეპარატის ბოლო კანქვეშა შეყვანიდან 8 საათ იქნება გასული სხეულის წონის თითო კგზე 0.3მგ-ის ინტერვენური (bolus) მეთოდით შეყვანა შესაძლებელია. იმისათვის რომ გაუმჯობესდეს და გაიზარდოს რაოდენობა რეკომენდირებულია პრეპარატის 3მგ/მლ-ით განზავება. 3 მგ/მლ მიღებისთვის საჭიროა, 60მგ/მლ ამ პრეპარატის უკვე შევსებული შპრიცის 50მლ ფიზიოლოგიური ხსნარში (infusion bag) ში განზავება (ანუ გამოყენებით ფიზიოლოგიური ხსნარის ინექცია ან გლუკოზის 5%). შპრიცით infusion bag_დან ვიღებთ 30 მლ და ვაგდებთ. 60მგ/0.6მლ ამ პრეპარატს კი infusion bag-ში დარჩენილ 20 მლს ვურევთ. ფაქიზად შერევის შემდეგ, განზავებული სითხიდან საჭირო დოზას ვიღებთ შპრიცით და ინტრავენური მეთოდით შეგვყავს. განზავების რაოდენობა ფორმულით (შერევის შემდეგ აღებული რაოდენობა = პაციენტის სხეულის წონა(კგ) × 0.1-ზე) გამოითველბა. განზავება პრეპარატის შეყვანის წინ ხდება.
ხანდაზმულ პაციენტებში: 75 წელს გადაცილებულ, მწვავე STEMI პაციენტების შემთხვევაში ინტრავენური მეთოდის გამოყენების გარეშე, 12 საათში ერთხელ სხეულის წონის თითო კგ-ზე 0.75მგ ის მოხმარება ხდება. ამ დროს პირველი კანქვეშა ნემსის გაკეთებისას მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 75მგ. თირკმლის მძიმე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ / წთ) კანქვეშ შეჰყავთ დოზა, რომელიც არის დღეში ერთხელ სხეულის წონის თითო კგზე 1 მგ, კანქვეშა მეთოდით. ამ შემთხვევაში პირველ შეყვანისას მაქსიმალური დოზა არის 100 მგ.
კანქვეშა ინექციის მეთოდი
თუ ამ პრეპარატის კანქვეშა მეთოდით გაკეთებაა საჭირო, მაშინ სასურველია პაციენტი იმყოფებოდეს მწოლიარე მდგომარეობაში. ნემსის გაკეთებისას უნდა მოხდეს მუცლის არეშე მარჯვენა, მარცხენა, ზედა, ქვედა მხარეების ჩანაცვლება. ნემსის გამკეთებისას მუცლის ნაოჭები უნდა დაიჭირონ ცერა და საჩვენებელი თითით, ნემსის თავის შეყვანა ბოლომდე უნდა მოხდეს ქსოვილებში, ხოლო წამლის ნელ-ნელა შეყვანისას ეს მდგომარეობა უნდა იყოს შენარჩუნებული.
ინტრავენური (bolus) მეთოდი
თუ ამ პრეპარატის ინტრავენური მეთოდით გაკეთებაა საჭირო, მაშინ სხვა რაიმე პრეპარატთან შერევა ან ერთად შეყვანა არ შეიძლება.. ამ პრეპარატის სხვა პრეპარატთან შერევის შესაჩერებლად, ამ სამკურნალო საშუალების ინტრავენური მეთოდით გაკეთებამდე და მის შემდეგ საჭიროა მოხდეს სხეულის გაწმენდა ფიზიოლოგიური ხსნარით ან საინექციო გლუკოზით.
[სიფრთხილის ზომები]
გაფრთხილება
დაბალმოლეკულური ჰეპარინის წარმოების პროცესი, მოლეკულური მასის, სპეციფიკური ანტი-X-ა აქტივობის, ერთეულებისა და დოზირების გათვალისწინებით, არაურთიერთჩანაცვლებადია.
სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, არის ინფორმაცია რომ ნატრიუმის ენოქსაპარინის საინექციოს ხნსარის და სპინალური/ეპიდურალური საანესთეზიო საშუალების ერთად გამოყენებისას, შეინიშნებოდა ნეიროაქსიალური სისხლჩაქცევის განვითარება, რაც იწვევს ხანგრძლივ ან მუდმივ დამბლას. ასეთი რისკი კიდევ უფრო იზრდება ოპერაციის შემდგომ მაღალი დოზით ეპიდურული კათეტერის გამოყენებისას ჰემოსტაზე გავლენის მქონე პრეპარატებთან (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAIDs), თრომბოციტების ინჰიბიტატორები, ანტიკუაგულანტები) ერთად კომბინაციაში შეყვანით. სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის დროს სპინალური არხიდან სისხლდენის რისკის შესამცირებლად აუცილებელია პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინება. კათეტერის ჩადგმა ან ამოღება უმჯობესია მოხდეს დაბალი ანტიკოაგულაციური ეფექტის დროს.
კათეტერის ჩადგმა ან ამოღების დროს ღრმა ვენური თრობოზის პროფილაქტიკური დოზების შეყვანა უნდა მოხდეს. თუმცა, ზუსტი დრო არ არის ცნობილი, რომ სრულად შეამცირა ანტიკოაგულანტური ეფექტის ინდივიდუალურ პაციენტებში. კათეტერის ჩადგმა ან ამოღება უნდა მოხდეს ამ პრეპარატის მცირე მოცულობის(20 მგ, დღეში ერთხელ, 40 მგ დღეში ერთხელ) გამოყენებით, ხოლო მინიმუმ 12 საათის გასვლის შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა (სხეულის წონის თითო კგ-ზე 0.75მგ დღეში 2-ჯერ, სხეულის წონის თითო კგ-ზე 1მგ დღეში 2-ჯერ), ხოლო შემდგომი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ 24 საათის გასვლის შემდეგ. ეს პერიოდი ჯერ კიდევ არის ანტი-Xa მაჩვენებლის გამოჩენის პერიოდი. კათეტერის ჩასმის და ამოღების პროცედურების გადადებით ან დაგვიანებით ზურგის ტვინის ჰემატომისგან დაზღვეული არ ვართ. ამ პრეპარატის სხეულის წონის თითო კგ-ზე 0.75 მგ დღეში 2-ჯერ ან სხეულის წონის თითო კგ-ზე 1მგ დღეში 2-ჯერ მიღება შეიძლება, პერპარატის ამ დოზებით მიღების შემთხვევაში, დღეში 2-ჯერ გამოყენებისას, არ შეიძლება მეორე ნემსის გაკეთება. კათეტერის ჩასმის და ამოღების პროცედურებს შორის შუალედის გაზრდის გამო. ასევე, კათეტერის მოხსნის შემდეგ ამ პრეპარატის შეყვანის საჭიროება შეიძება ისევ მოხდეს ამიტომ არ შეუძლია გაიცეს რეკომენდაციები კონკრეტული დროის შესახებ. უნდა მოხდეს განხილვა რისკების, სისხლდენის საშიშროების, სისხლის კოლტების წარმოშობასა და წამლის ხელმეორედ შეყვანის შესაძლებლობის თაობაზე. სასურველია სულ მცირე 4 საათი იყოს გასული. კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელი თუ 30 მლ / წთ-ზე ნაკლებია, ასეთ პაციენტებში ეს პრეპარატის ექსკრეციას კიდევ უფრო აფერხებს, ამიტომ საჭიროა დამატებითი განხილვები. ანუ, კათეტერის ამოღების დროს, დრო ორმაგად უნდა გახანგრძლივდეს. ამ პრეპარატის ამოღება დაბალი დოზით მიღების შემთხვევაში მინიმუმ 24 საათის შემდეგ, მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში 48 საათის შემდეგ უნდა მოხდეს. თუ დანიშნულია ანტიკოაგულაციური თერაპია სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ჩატარების დროს, აუცილებელია პაციენტზე განსაკუთრებული, გულდასმით დაკვირვება, ნებისმიერი ნევროლოგიური ნიშნის ან სიმპტომის გამოსავლენად, როგორიცაა: შუა წელის ტკივილი, სენსორული და მოტორული ფუნქციის დარღვევა (დაბუჟების შეგრძნება ან სისუსტე ქვემო კიდურებში), ნაწლავისა და/ან შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რათა დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების შესახებ. გარდა ამისა, ტვინის ღეროს ჰემატომის დამახასიათებელი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, სპინალური დეკომპრესიის ჩათვლით.
100 დღეზე ადრე ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის(HIT) დროს, თან ამავდროულად ანტისხეულების არმქონე პაციენტებში, პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. ჰეპარინის შეყვანის დროს თრომბოციტოპენის წარმოქმის შემთხვევაში, ჩანაცვლება დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინით უნდა მოხდეს. დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინით ჩანაცვლების შემთხვევაში, სულ მცირე დღეში ერთხელ უნდა მოხდეს თრომბოციტების რაოდენობის გაზომვა, მკურნალობა რაც შეიძება მალევე უნდა შეწყდეს. სინამდვილეში კი, ცნობილია რომ, თუნდაც მოხდეს ალტერნატიული დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის ჩანაცვლება, მაინც მოხდება თრომბოციტოპენიის გამოვლინება.
ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიისა, ან ჰემოფილიასთან ერთად შეიძლება განვითარდეს ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია. ჰემოფილიასთან ერთად ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიამ შეიძელბა გამოიწვიოს გრძელვადიანი ინფარქტი, ქვედა კიდურების იშემია ან სიკვდილი. თრომბოციტოპენიის დროს საჭიროა დაკვირვებული მონიტორინგი.
არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის დროს ინვაზიურ სისხლძარღვოვან მანიპულაციასთან დაკავშირებული სისხლდენის რისკის შესამცირებლად, ინტრადიუსერი არ უნდა ამოვიღოთ ამ პრეპარატის შეყვანიდან 6-8 საათის განმავლობაში. შემდგომი გამოთვლილი დოზის შეყვანა არ უნდა მოხდეს ინტრადიუსერის ამოღებიდან 6-8 საათზე ადრე. შეყვანის ადგილზე უნდა მოხდეს დაკვირვება, სისხლდენისა და ჰემატომის ნიშნების დროულად გამოსავლენად.
გულის ხელოვნური სარქვლები: არ არის ჩატარებული კვლევები, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა ობიექტურად შეგვეფასებინა ენოქსაპარინის ნატრიუმის ეფექტურობა და უსაფრთხოება თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან აცილებაში გულის ხელოვნური სარქვლების მქონე პაციენტებში, რის გამოც ამ მიზნით მისი გამოყენება არ შეიძლება იყოს რეკომენდებული.
ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენებისას პრეპარატი არსებით გავლენას არ ახდენს სისხლდენის დროზე და ზოგად კოაგულაციურ მაჩვენებლებზე, ასევე თრომბოციტების აგრეგაციაზე ან მათ ფიბრინოგენთან შეკავშირებაზე.
დოზის მომატებისას ხანგრძლივდება აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური (აპთთ, aPTT (activated partial thromboplastine time), და შედედების დროის (ACT (activated clotting time) გახანგრძლივება შეიძლება. აპთთ და შედედების დროის გახანგრძლივება არ არის პირდაპირ ხაზოვან დამოკიდებულებაში პრეპარატის ანტითრომბული აქტივობის მომატებასთან, რის გამოც არ არსებობს ენოქსაპარინის ნატრიუმი აქტივობის მონიტორინგის აუცილებლობა.
ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების დროს ხშირია მძიმე სისხლდენა.
- ხანდაზმულ პაციენტებში;
თირკმლის უკმარისობის დროს;
სისტემატიურად 10 დღეზე მეტის მიღების შემთხვევაში;
არასანქცირებული მკურნალობის დროს;
პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა არ აღემატება 40 კგს.
სისხლდენის რისკის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად, კომბინაციაში, მიღების დროს (იხილეთ წარმლის ურთიერთქმედება)
ამ პრეპარატის აკუმულაციის მაჩვენებლის გასაზომად საჭიროა გაიზომოს პირადი ანტი-Xa-ის მაჩვენებელის სარგებლიანობა.
შემდეგ პაციენტებში არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება.
იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ამ პრეპარატზე ან ჰეპარინზე. მათ შორის დაბალმოლეკულური ჰეპარინზეც.
ჰემოსტაზის დარღვევების გამო აქტიური სისხლდენის დროს ან სისხლდენისკენ მიდრეკილ პაციენტებში.
იმ პაციენტებში რომლებსაც ბოლო 100 დღის მაძნილზე ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტების კლება აღენიშნებათ, ანამნეზში თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებში,
ენოქსაპარინის შეყვანისას ანამნეზში თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებში.
სისხლდენის მაპროვოცირებელი სინდიკატორული დაზიანების მქონე პაციენტებში.
მწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტის მქონე პაციენტესბში
ცერებრალური სისხლდენის მქონე პაციენტებში (თერაპიული დოზის შეყვანის შემთხვევაში)
ჰემორაგიული ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში.
ადგილობრივი ანესთეზიით ოპერაციის მოლოდინში მყოფ მაციენტებში.
შემდეგი დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს განსაკუთრებული ყურადღებით.
ჰემოსტაზის დარღვევების მქონე პაციენტებში;
ანამნეზში წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში;
ახლო წარსულში, კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლენის მქონე პაციენტებში;
ახლო წარსულში იშემიური ინსულტი გადატანილ პაციენტებში;
არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში;
დიაბეტური რეტინოპათიის მქონე პაციენტებში;
ახლო წარსულში თავის ან ზურგის ტვინის ოპერაცია გადატანილ პაციენტებში;
ახლო წარსულში ოფთალმოლოგიური ოპერაცია გადატანილ პაციენტებში;
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის, სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში;
ჰემოსტაზე გავლენის მქონე სხვა პრეპარატების მიმღებ პაციენტებში;
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში;
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა ითქვას, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს და გაზარდოს სისხლდენის რისკი. რადგანაც ეს აქტივობა მნიშვნელოვნად მატულობს თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია), რეკომენდებულია მოხდეს დოზის კორექცია. ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50ml / წთ) და მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80ml / წთ) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, მაგრამ საჭიროა ფრთხილი კლინიკური მონიტორინგი.
ხანდაზმულ პაციენტებში ( იხილეთ: ხანდაზმულთათვის მკურნალობის გრაფა)
ხელოვნური გულის სარქველის მქონე პაციენტებში: ხელოვნური გულის სარქველის მქონე პაციენტებს თრომბოემბოლიზმის პერვენციის მიზნით ამ წამლის გამოყენების შესახებ კვლევები არ არის საკმარისი. არის დაფიქსირებული შემთხვევა როცა თრომბოემბოლიზმის პერვენციის მიზნით ხელოვნური გულის სარქველის მქონე პაციენტს დაემართა გულის სარქვლის თრომბოზი. კლინიკური მონაცემების შეზღუდული ინფორმაციის მიღების გამო არასაკმარისია კვლევები. მათ შორის იყო ნაყოფისა და დედის გარდაცვალების შემთხვევა, თრომბოზის განვითარების გამო. ხელოვნური გულის სარქველის მქონე ორსული ქალები მიეკუთნებიან თრომბოზის მაღალი რისკის შემცველ პაციენტების რიცხვს.
მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი (თუ ინიშნება მკურნალობა დოზირების შემთხვევაში)
პაციენტი, ტვინში სისხლის ჩაქცევიდან 24 საათის შემდეგ (როდესაც ინიშნება როგორც პრევენციული დოზით)
თრომბოემბოლის რისკი მსუქან პაციენტებში უფრო მაღალია. სხეულის მასის ინდექსი 30 კმ/მ2 ს მქონე პაციენტებში ამ პრეპარატის პრევენციის დოზის მიღება არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და პრევენციულობას. ესეთ პაციენტებში თრომბოემბოლიის სიმპტომებს უნდა მიექცეს ყურადღება.
გვერდითი ეფექტები
სისხლის სისტემა
სისხლდენა: სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად ადვილად დაზიანებადი ქსოვილისებიდან შეიძლება სისხლდენა დაიწყოს. ასევე სისხლდენა შეიძლება მოხდეს, თუ სისხლდენის მაპროვოცირებელი სხვა პრეპარატების გამოყენება მოხდება, რომლებიც გავლენას ახდენს ჰემოსტაზზე. არსებობს სხვადასხვა სახის სისხლდენა, როგორიცაა რეტროპერიტონეალური სისხლდენა, ქალაშიდა სისხლდენა, მათ შორის ზოგიერთი ფატალურად სრულდება.
თრომბოციტოპენია: პრეპარატის მიღების დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს, დროებითი მსუბუქი უსიმპტომო თრომბოციტოპენია. თუ თრომბოციტების რაოდენობა 100,000 / მმ 3 დაეცემა, ან პრეპარატის მოხმარების დასაწყისში 30 ∼ 50 % ით სწრაფად დაეცემა, საჭიროა დაუყონებლივ შეწყდეს ამ პრეპარატის მიღება და მოიძებნოს მკურნალობის სხვა ალტერნატიული გზა
ადგილობრივი რეაქციები: ინექციის კანქვეშა მეთოდით შეყვანისას შეიძლება გამოვლინდეს: ტკივილი, ჰემატომა, ეკქიმოზი, რბილი ქსოვილების ადგილობრივი გაღიზიანება. იშვიათად ვლინდება ნანემსარის ადგილას მცირე რაოდენობის ანთებითი კვანძები, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა.
იშვიათად ჰეპარინის და დაბალმოლეკულური ჰეპარინის შეყვანისას ჩვეულებრივ ნანემსარზე ვლინდება კანის ინექციის ნეკროზი. ჩვეულებრივ, ასეთ გამოვლინებას წინ უძღვის ტკივილი და ინფილტრაციული პორფირის ნაწიბურის გამოხატვა, ერითემა და ა.შ ასეთ დროს უნდა შეწყდეს წამლის შეყვანა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადება: გამონაყარი, ქავილი, სიწითლე ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს. ბულოზური დერმატიტი, რომელიც შეიძლება გამოიხატოს იშვიათად.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: იშვიათად შეიძლება გამოიხატოს ანაფილაქსიური / ანაფილაქსიური გამონაყარი კანზე (ვეზიკულარული გამონაყარი). შესაძლოა გამოვლინდეს სისტემური ალერგიული რეაქციები, ასეთი გამოხატულების დროს უნდა შეწყდეს წამლის მოხმარება.
ალერგიული რეაქციები იშვიათად შეიძლება მოხდეს კანის ვასკულიტში.
ღვიძლი: ასიმპტომურია, შექცევადია, და შეიძლება გამოიხატოს AST, ALT-ის და ბილირუბინის მომატება
კუჭ-ნაწლავი: შეიძლება, გამოიხატოს დიარეა და გულისრევა.
სხვადასხვა:
არის შემთხვევები როცა ასიმპტომურად და შექცევადად შეიძება მოიმატოს თრომბოციტების რაოდენობამ.
ტემპერატურის ცვალებადობა, დაბნეულობა, შეშუპება, პერიფერიული შეშუპება შეიძება გამოიხატოს.
ჰეპარინისა და დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის მოხმარებისას შეიძება გამოიხატოს ჰიპერკალიემია.
ხანგრძლოვი მკურნალობის დროს ეს არ არის გამორიცხული ოსტეოპოროზის რისკი
ამ პრეპარატთან მიმზეზობრივ– კვლელითი შედეგები არ არსებობს, წინაგულების ფიბრილაცია, გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება და პნევმონიის დროს.
კორეის შიდა ბაზარზე პრეპარატი 6 წელია შემოსულია. 1,532 ადამიანის კვლევის შედეგად გამოვლენილი არასასურველი რეაქციებია:
სისხლის სისტემა: ცხვირიდან სისხლდენა, ანემია, ნაწლავის სისხლდენა, ჰემატურია.
ამ პრეპარატთან მიმზეზობრივ– კვლელითი შედეგები არ არსებობს, სუნთქვის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტის დაფიქსირების დროს.
საზღვრებს გარეთ პერპარატის გამოყენების კვლევა: საზღვრებს გარეთ პერპარატის გამოყენებისას შემდეგი გვერდითი მოვლენები იქნა დაფიქსირებული. სპონტანური ანგარიშგების მეშვეობით განსაზღვრული გვერდითი მოვლენების სიხშირე "სიხშირის არაცნობადობა" არ არის. (ანუ, არ უნდა შეფასდეს არსებული მონაცემებით)
იმუნური სისტემა: ანაფილაქსიური შოკი / ანაფილაქსიური რეაქციების შექმნა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სპინალური და ეპიდურული ანესთეზის დროს, სპინალური ფუნქციის დროს, ამ პრეპარატის კომბინაციაში გამოყენებისას არის შემთხვევები, როცა გამოვლინდა ზურგის ჰემატომა (ან ეპიდურული ჰემატომა) არის შემთხვევები როცა ნერვულ სისტემაზე მიყენებულ იქნა ზიანი და გამოწვეული იყო გრძელვადიანი ან მუდმივი დამბლა.
სისხლის და ლიმფური სისტემა: ჰემორაგიული ანემია, ეოზინოფილია.
არის ცნობები, რომ თრომბოზს თან ახლავს იმუნურ-ალერგიული თრომბოციტოპენია. ზოგიერთ ორგანოს (organ) შეიძლება დაემართოს, თან დაერთოს ინფარქტი ან იშემიური გართულებები.
კანი და კანქვეშა ქსოვილი: ინექციის შეყვანის ადგილზე თუ გამოვლინდა კანქვეშა ვასკულიტი, კანის ნეკროზი (ამ დროს ჯერ გამოვლინდება ინვაზიური ტკივილი ან ერითემა) საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ინექციის შეყვანის ადგილას თუ შეინიშნა კვანძები (ანთებითი კვანძები და არა ენოქსაპაფინის კისტა) არ არის საშიში და გაიწოვება რამოდენიმე დღეში. ამის გამო წამლის მიღება არ შიეძლება შეწყდეს.
ზოგადი სიფრთხილე
პრეპარატის შეყვანა არ უნდა მოხდეს კუნთქვეშ.
როგორც სხვა ანტიკოაგულანტების შემთხვევაშიც, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილზე სისხლდენა. სისხლდენა უნდა იქნას გამოძიებული და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
სხეულის წონის შესაბამისად პრეპარატის რაოდენობის განსაზღვრითი მკურნალობა კი არა, არამედ რისკების შემცირების მიზნით მკურნალობის დროს პაციენტის წონა (45კგ ზე ნაკლები ქალბატონები, 57 კგზე ნაკლები მამაკაცები) ამ წამლის მიღებით მზარდი ზემოქმედება დაფიქსირდა. ამიტომ საჭიროა ფრთხილად კლინიკური მონიტორინგის ჩატარება.
ქვემოთ ჩამოთვლილი თრომბოზის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ რომ დაბალმოლეკულური ჰეპარინის მკურნალობის წინ, ანტისხეულების შუამავლობით ჰეპარინის ინდივიდუალური თრომბოციტების ოსტეოპენიის (HIT) საშიშროება უნდა იქნას წინასწარ განხილული.
მკურნალობის პერიოდში თრომბოზის გაუარესება პაციენტებში,
ფლებიტის მქონე პაციენტებში.
ფილტვის ემბოლიის მქონე პაციენტებში.
მწვავე იშემის მქონე პაციენტებში.
მიოკარდიული ინფარქტის ან გულის იშემიური ინსულტის მქონე პაციენტებში.
მიოკარდიული ინფარქტის ან გულის იშემიური ინსულტი ამ პრეპარატის გამოყენებიდან 5-დან 21 დღემდე გამოვლინდება. აქედან გამომდინარე საჭიროა პრეპარატის მოხმარების წინ და მოხმარების დროს პერიოდულად (როგორც წესი 2-ჯერ კვირაში, პრეპარატის გამოყენების დასაწყის პირველ თვეს, 2-ჯერ კვირაში. ხოლო უკვე შემდგომ კვირაში ერთხელ) გაიზომოს თრომბოციტების რაოდენობა.
რეკომენდირებულია დაიცვას მკურნალობის გეგმა (დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა). წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სისხლდება, განსაკუთრებით მძიმე პაციენტებში (ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში).
ურთიერთქმედება
შემდეგ პრეპარატებთან ამ პრეპარატის კომბინირებული მიღება არ არის რეკომენდირებული. იმ შემთხვევაში, თუ დაინიშნება კომბინირებული მკურნალობა, საჭიროა მიჰყვეთ ინსტრუქციებს და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს კლინიკური მონიტორინგი.
სალიცილის მჟავას პრეპარატები (სისტემური აბსორბცია), აცეტილსალიცილის მჟავა, კეტოროლაკის შემცველი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აქვს ფუნქცია დათრგუნოს თრომბოციტების ფუნქცია და დააზიანოს გასტროდუოდენალური ლორწოვანა)
dextran, ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი
სისტემურად დანიშნული გლუკოკორტიკოიდები
თრომბოლიზური აგენტი, ანტიკოაგულანტები
Glycoprotein IIb/IIIa ანტაგონისტი (abciximab, eptifibatide, tirofiban)_ის შემცვლელი ანტი-თრომბოციტების აგენტები.
beraprost, iloprost
შემდეგი პრეპარატები ჰიპერკალიემიის განვითარებას უწყობენ ხელს.
კალიუმის მარილი, კალიუმის შარდმდენი საშუალება,
ACEინჰიბიტორი, ანგიოტენზინის რეცეპტორების ინჰიბიტორები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ეპარინი (დაბალმოლეკულური ან არასამთავრობო დანაწევრებული)
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი
ტრიმეტოპრიმი
ორსული და მეძუძურ დედებში დოზირება.
გამოყენება ორსულებში
ცხოველებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პლაცენტის მანკები ან მოწამლვის საშიშროება არ არსებობს. ვირთხებზე დაკვირვებამ აჩვენა რომ პრეპარატის მხოლოდ მციერდი რაოდენობის შეღწევა მოხდა პლაცენტაში.ასევე არ მოიპოვება ინფორმაცია ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრებთან დაკავშირებით. მის გათვალისწინებით, რომ ადექვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები ორსულ ქალებში არასაკმარისია, ასევე ის ფაქტიც, რომ გამოკვლევები ცხოველებში ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიწინასწარმეტყველოთ საპასუხო რეაქცია ადამიანის ორგანიზმში, პრეპარატი ორსულებში უნდა დაინიშნოს მკაცრი საექიმო ჩვენებების მიხედვით.
კლინიკური გამოკვლევებისას, როდესაც გულის ხელოვნური სარქვლების მქონე ორსული ქალები იღებდნენ ამ პრეპარტს ( სხეულის წონის 1 კილოგრამზე,1 მგ-ს ორჯერ დღეში) თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით 8 პიროვნებიდან, აღინიშნულ იქნა სიკვდილის 2 შემთხვევა თრომბის წარმოქმნისა და სარქვლის ბლოკადის შედეგად. ამიტომ პრეპარატის დოზირების, ეფექტურობისა და გამოყენების უსაფრთხოებაზე დამატებითი ინფორმაციის არარსებობის პირობებში, ორსულ ქალებში გულის ხელოვნური სარქველით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება.
ორსული ქალებში ამ პრეპარტით მკურნალობის შემდეგ, არსებობს ინფორმაცია, თანდაყოლილი ანომალიების შესახებ, როგორიცაა დაბადებული ბავშვის ტვინის დაზიანება, პერიფერიული სისხლძარღვების ანომალიები, ბოჭკოვანი დისპლაზია, ჰიპოსპადია.
ლაქტაციის დროს
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი უცვლელი სახით დედის რძესთან ერთად. პრეპარატის შეწოვა პირის ღრუში ნაკლებადაა შესაძლებელი. ამდენად, უსაფრთხოების მიზნით, ქალებმა, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.
დოზა ბავშვებისათვის
არ არის რეკომენდებული დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის გამოყენება, რადგან არაა დადგენილი უსაფრთხოება და ეფექტურობა.
დოზა ხანდაზმულებში
ხანდაზმულებში ამ პერპარატის პრევენციული მიზნით გამოყენების დროს არ იზრდება სისხლდენის საშიშროება. მიუხედავად ამისა, ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულ პაციენტებში, ამ წამლის დოზირებითი მკურნალობის დროს არსებობს სისხლდენის მაღალი რისკი, როს გამოც საჭიროა განსაკუთრებული ყურადღებითი მონიტორინგი.
75 წელს გადაცილებულ პაციენტებში დაბალმოლეკულური ჰეპარინით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია თირკმლის ფუნქციის განსაზღვრა.
კრეატინინის კლირენსი მაჩვენებელი = (140-ასაკის) × წონა /(0.814× შრატში კრეატინინის) (Cockcroft'sის მეთოდით)
სხეულის წონა კგ, შრატში კრეატინინის მოლ / ლ,,
ქალბატონრების შემთხვევაში 0.814-->0.85.
თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს კი ამ პრეპარატის 4000 ანტი- Xa სე / 0.4 მლ დოზით გამოყენება არ არის რეკომენდებული
40 კგ-ზე ნაკლების წონისა და 80 კილოგრამზე მეტი წონის ხანდაზმულებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გასაზრდელად მაღალი დოზით წამლის მიღება არ არის რეკომენდირებული (კრეატინინის კლირენსი <30 მლ / წთ).
გადაჭარბებული დოზით მკურნალობა.
ამ პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტით შეწოვა ნაკლებად შესაძლებელია.
პერპარტის დოზის შემთხვევითმა გადაჭარბებამ მისი ინტრავენური, ექსტრაკორპორული ან კანქვეშა შეყვანისას, შესაძლებელია გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებების განვითარება. პრეპარატის დიდი დოზებითაც კი შიგნით მიღებისას მისი შეწოვა ნაკლებად შესაძლებელია.
ანტიკოაგულაციური ეფექტების ნეიტრალიზება შესაძლებელია ძირითადად პროტამინის ინტრავენურად ნელი შეყვანისას.
პროტამინის დოზა დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. 8 საათის განმავლობაში პროტამინის დოზა უნდა იყოს იმდენივე რამდენიც ამ წამლის დოზაა (1 მგ პროტამინი ანეიტრალებს 1 მგ ამ პრეპარატის ანტიკოაგულაციურ ეფექტს, ან 100 ერთეული ანტიჰეპარინს). იმ შემთხვევაში თუ 8 საათი გავიდა ან პრეპარატის განმეორებითი მიღების დრო მოვიდა, მაშინ ამ პრეპარატის 1 მგზე 0.5 პროტამინს ვუკეთებთ.
თუ პერპარატის გაკეთებიდან 12 საათი გავიდა, პროტამინის გაკეთების აუცილებლობა აღარ არის. თუმცა, პროტამინის დიდი დოზების შეყვანის დროსაც კი ეს პრეპარატი ანტი-X-ა აქტივობა სრულად არასოდეს ნეიტრალიზდება (მაქსიმუმ დაახლოებით 60%). ყურადღება მივაქციოთ პროტამინის დოზას.
წამლის გამოყენების სიფრთხილის ზომები
შპრიცი (წინასწარ შევსებულ შპრიცში) შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთჯერადად.
ამ პრრეპარატის შეყვანისას სხვა პრეპარატთა კომბინაცია არ შეიძლება.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება დაახლოებით 25°C ტემპერატურაზე (არ გაყინოთ).
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ შეინახოთ ისეთ ადგილას სადაც არის საშიშროება რომ, მოხდეს სხვა პრეპარატებში არევა. განსაკუთრებით ყურადებით დააკვირდით წამლის დასახელებას.
[შენახვის მეთოდი] ორიგინალი შეფუთვით ინახება ოთახის ტემპერატურაზე (1 - 30 ℃), წარმოების დღიდან 24 თვის განმავლობაში.
[შეფუთვის ზომა] 20მგ / 0.2მლ, 30მგ/ 0.3მლ, 40 მგ / 0.4მლ, 60მგ / 0.6მლ, 80 მგ / 0.8მლ x ორი წინასწარ შევსებული შპრიცი
20მგ / 0.2მლ, 30მგ/ 0.3მლ, 40 მგ / 0.4მლ, 60მგ / 0.6მლ, 80 მგ / 0.8მლ x ათი წინასწარ შევსებული შპრიცი
[დაბრუნება და გაცვლა] ეს პროდუქტი მკაცრი ხარისხის კონტროლს ექვემდებარება. თუ თქვენ აღმოაჩენთ გამოყენების (ვადა) დრო გასულ, დრო შეცვლილ, დაზიანებულ ან დაბინძურებულ ამ პრეპარატს შუალავალი დილერების საშუალებით გაცვლა შესაძლებელია.
※ ვადა გასული ან გამოყენების დროის გასული პრეპარატის მოხლარება არ შეიძება.
※ პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებლად გაეცანით ანოტაციას დეტალურად. ანოტაცია მუდამ შეინახეთ პრეპარატთან ერთად.
※ აღნიშნული ანოტაციის გამოცემის თარიღის შემდეგ ცვლილებები, შეგიძლიათ იხილოთ საიტზე KFDA Medicine-ის ბიბლიოთეკაში (http://drug.mfds.go.kr) ან ჩვენს საიტზე (www.yypharm.co.kr).
※ პროდუქტის შესახებ შეკითხვებზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ იონგ ფარმის საზოგადოებასთან საკონსულტაციო ცენტრს (საზოგადოებასთან საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი 080-808-6114).
※ პრეპარატზე უკუჩვენებასთან დაკავშირებით მიმართეთ კორეის პრეპარატთა უზრუნველყოფის ცენტრს (1644-6223), მითითებულ ნომერზე.
ანოტაციის გამოცემის თარიღია: 17 ნოემბერი 2020 წელის.
PR0042011
მწარმოებელი
იუ, იონგ ფარმა.
ჩუნჩონის რეგიონი, ჯისჩონის რაიონი, გვანჰეწონმიონგის ქუჩა, იონსო2-ის გზატკეცილი 33.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



