ენოქსაპარინი როვი 4.000 სე (40მგ)/0,4მლ
Enoxaparina Rovi® 4.000 UI (40mg)/0,4ml
ენოქსაპარინი როვი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ნატრიუმის ენოქსაპარინს, რომელიც წარმოადგენს დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინს (დმწჰ). ენოქსაპარინი როვი მოქმედებს ორი გზით: აჩერებს არსებული სისხლის თრომბების ზომაში ზრდას, რაც ეხმარება ორგანიზმს მათ დაშლაში და შესაბამისად, ისინი აღარ ქმნიან საფრთხეს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ენოქსაპარინი (enoxaparin)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ/0.4მლ ((4 000 ანტი-Xa სე)/0.4მლ) 0.4მლ ი.ვ., კანქვეშ და ექსტრაკორპორალური საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №30
- მწარმოებელი
- ROVI Pharma Industrial Services, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი
- ATC კოდი
- B01AB05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038736
- რეგისტრირებულია
- 28 ივლისი 2023, მოქმედებს 20 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ენოქსაპარინი როვი 4.000 სე (40მგ)/0,4მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ენოქსაპარინი როვი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ნატრიუმის ენოქსაპარინს, რომელიც წარმოადგენს დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინს (დმწჰ).
ენოქსაპარინი როვი მოქმედებს ორი გზით:
აჩერებს არსებული სისხლის თრომბების ზომაში ზრდას, რაც ეხმარება ორგანიზმს მათ დაშლაში და შესაბამისად, ისინი აღარ ქმნიან საფრთხეს.
აჩერებს სისხლში თრომბების წარმოქმნას.
ენოქსპარინი როვი გამოიყენება:
სისხლში არსებული თრომბების სამკურნალოდ;
სისხლში თრომბების წარმოქმნის შესაჩერებლად შემდეგი მდგომარეობების დროს:
ქირურგიული ოპერაციის წინ და მის შემდეგ;
მწვავე დაავადების დროს და შეზღუდული მოძრაობის პერიოდში;
არასტაბილური სტენოკარდიის დროს (მდგომარეობა, როცა საკმარისი რაოდენობით სისხლი არ მიეწოდება გულს);
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
სისხლის თრომბების წარმოქმნის შესაჩერებლად დიალიზის აპარატის მილებში (გამოიყენება თირკმლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში).
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის გამოყენებისას
ენოქსაპარინი როვი ჩვეულებრივ კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ, რადგან ის კეთდება ინექციის სახით;
პაციენტის სახლში გაწერისას, ის საჭიროებს ენოქსაპარინი როვით მკურნალობის გაგრძელებას, რომელიც უნდა გაიკეთოს თვითონ (ინექციის გაკეთების ინსტრუქციები იხ. ქვემოთ);
ენოქსაპარინი როვი ჩვეულებრივ კეთდება ინექციის სახით კანქვეშ;
ენოქსაპარინი როვი შეიძლება გაკეთდეს ვენაში (ინტრავენურად) გარკვეული ტიპის მიოკარდიუმის ინფარქტის ან ოპერაციის შემდეგ;
ენოქსაპარინი როვი შეიძლება დაემატოს დიალიზის სეანსის დაწყებისას მილში, რომელიც გამოდის ორგანიზმიდან (არტერიულ მილში).
დაუშვებელია ენოქსაპარინი როვის კუნთში (ინტრამუსკულარულად) გაკეთება.
მედიკამენტის დოზირება
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ენოქსაპარინი როვის დოზას. დოზის რაოდენობა დამოკიდებულია გამოყენების მიზეზზე;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების პრობლემები, ინიშნება ენოქსაპარინი როვის უფრო დაბალი დოზა.
სისხლში არსებული თრომბების მკურნალობა:
რეკომენდებული დოზაა 150 სე (1.5 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე ყოველდღე ან 100 სე (1 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში ორჯერ;
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ენოქსაპარინი როვის გამოყენების ხანგრძლივობას.
სისხლში თრომბების წარმოქნის შეჩერება შემდეგი მდგომარეობების დროს:
ოპერაცია ან დაავადებით გამოწვეული მოძრაობის შეზღუდვა
დოზა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია თრომბის განვითარება. კეთდება 2.000 სე (20 მგ) ან 4.000 სე (40 მგ) ენოქსაპარინი როვი ყოველდღე.
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია, პირველი ინექცია ჩვეულებრივ კეთდება ოპერაციამდე 2 საათით ან 12 საათით ადრე;
თუ პაციენტს მოძრაობა შეზღუდული აქვს დაავადების გამო, ჩვეულებრივ კეთდება 4.000 სე (40 მგ) ენოქსაპარინი როვი ყოველდღე;
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ენოქსაპარინი როვის გამოყენება.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
ენოქსაპარინი როვი გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის 2 სხვადასხვა ტიპის დროს: ე.წ. STEMI (მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით) ან NSTEMI (მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე). ენოქსაპარინი როვის დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და მიოკარდიუმის ინფარქტის ტიპზე.
NSTEMI ტიპის მიოკარდიუმის ინფარქტი:
ჩვეულებრივი დოზაა 100 სე (1 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე ყოველ 12 საათში;
ჩვეულებრივ ექიმი, ასევე, ნიშნავს ასპირინს (აცეტილსალიცილის მჟავას);
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ენოქსაპარინი როვის მიღების ხანგრძლივობას.
STEMI ტიპის მიოკარდიუმის ინფარქტი 75 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში:
საწყისი დოზა 3.000 სე (30 მგ) ენოქსაპარინი როვი კეთდება ინექციის სახით ვენაში;
ამავე დროს ენოქსაპარინი როვი კეთდება ინექციის სახით კანქვეშ. რეკომენდებული დოზაა 100 სე (1 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე ყოველ 12 საათში.

STEMI ტიპის მიოკარდიუმის ინფარქტი 75 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში:
საწყისი დოზაა 75 სე (0.75 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე ყოველ 12 საათში;
ენოქსაპარინი როვის მაქსიმალური რაოდენობა პირველ ორ ინექციაზე არის 7.500 სე (75 მგ).

პაციენტებისათვის, რომელთაც უტარდებათ პერკუტანეული კორონარული ინტერვენცია (PCI):
იმის მიხედვით, თუ როდისაა ბოლოს გაკეთებული ენოქსაპარინი როვი, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ენოქსაპარინი როვის დამატებითი დოზის გაკეთება PCI ოპერაციის წინ. ინექცია კეთდება ინტრავენურად.
დიალიზის აპარატის მილებში სისხლის თრომბის წარმოქნის შეჩერება:
ჩვეულებრივი დოზაა 100 სე (1 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე.
ენოქსაპარინი როვი ემატება მილს, რომელიც ტოვებს ორგანიზმს (არტერიულ მილს) დიალიზის სეანსის დაწყებისას. ეს დოზა ჩვეულებრივ საკმარისია 4-საათიანი სეანსისათვის. თუმცა, ექიმმა დამატებით შეიძლება გააკეთოს 50 სე ან 100 სე (0.5 მგ-1 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე, საჭიროების შემთხვევაში.
შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია
თუ პაციენტმა თვითონ უნდა გაიკეთოს ენოქსაპარინი როვის ინექცია
თუ პაციენტს თვითონ შეუძლია ენოქსაპარინი როვის ინექციის გაკეთება, ექიმი ან ფარმაცევტი აჩვენებს მას ინექციის გაკეთების ტექნიკას. დაუშვებელია ინექციის გაკეთება, თუ პაციენტი არ ფლობს ინექციის გაკეთების ტექნიკას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ექთანთან მიმართვა. თუ ინექცია კანქვეშ სწორად კეთდება, ეს ამცირებს ინექციის ადგილზე ტკივილისა და სისხლჩაქცევის განვითარებას.
პაციენტის მიერ ენოქსპარინი როვის ინექციის გაკეთებამდე
საჭიროა მომზადდეს საჭირო ნივთები: შპრიცი, სპირტიანი ტამპონი ან საპონი და წყალი და კონტეინერი მჭრელი ნივთებისათვის;
უნდა შემოწმდეს მედიკამენტის შენახვის ვადა. მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ გასულია შენახვის ვადა;
უნდა შემოწმდეს, რომ შპრიცი არ არის დაზიანებული და მედიკამენტის ხსნარი გამჭვირვალეა. თუ არა, გამოყენებულ უნდა იქნას სხვა შპრიცი;
პაციენტმა უნდა იცოდეს, მედიკამენტის რა დოზის ინექციაა საჭირო;
უნდა დათვალიერდეს მუცლის არე, ხომ არ არის დარჩენილი წინა ინექციით გამოწვეული სიწითლე, კანის ფერის ცვლილება, შეშუპება, გამონადენი ან ტკივილი. თუ ეს აღინიშნება საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა.
პაციენტის მიერ ენოქსაპარინი როვის ინექციის გაკეთების ინსტრუქცია
(ინსტრუქცია შპრიცებისათვის, უსაფრთხოების მოწყობილობის გარეშე)
ინექციის ადგილის მომზადება
არჩეულ უნდა იქნას მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარე, რომელიც არაუმცირეს 5 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული ჭიპიდან,.
დაუშვებელია ჭიპის ირგვლივ 5 სანტიმეტრის რადიუსში ან ნაწიბურებთან, ან სისხლჩაქცევებთან ახლოს ინექცია;
ინექცია მორიგეობით უნდა გაკეთდეს მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, წინა ინექციის ადგილის მიხედვით.
საჭიროა ხელების დაბანა. ინექციის ადგილი უნდა გაიწმინდოს (არ გაიხეხოს) სპირტიანი ტამპონით ან წყლითა და საპნით;
პაციენტი უნდა დაწვეს ან დაჯდეს მოხერხებულად, ისე რომ მოდუნდეს. პაციენტი უნდა ხედავდეს ინექციის ადგილს. იდეალურია მოხერხებული სკამი, სავარძელი ან დივანი ბალიშებით.
დოზის შერჩევა
შპრიციდან ნემსის თავსახური ფრთხილად უნდა მოიხსნას მისი გამოქაჩვით. თავსახური უნდა იქნას გადაგდებული.
ინექციის გაკეთებამდე დგუშზე ხელის მიწოლა ჰაერის ბუშტუკების გამოსადევნად არ არის საჭირო, რადგან შეიძლება დაიკარგოს წამლის დოზა.
თავსახურის მოხსნის შემდეგ ნემსი არ უნდა შეეხოს არაფერს. ეს განაპირობებს ნემსის სუფთად (სტერილურად) დატოვებას.
თუ შპრიცში არსებული მედიკამენტის რაოდენობა ემთხვევა დანიშნულ დოზას, არ არის საჭირო დოზის კორექცია. ახლა ყველაფერი მზადაა ინექციისათვის.
თუ დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე, საჭიროა შპრიცში არსებული დოზის კორექცია დანიშნული დოზის მიხედვით. ამ შემთხვევაში ზედმეტი მედიკამენტი უნდა გადაისხას შპრიცის ქვემოთ მიმართულ, ვერტიკალურ პოზიციაში დაჭერით (ჰაერის ბუშტუკები უნდა დარჩეს შპრიცში) და ზედმეტი მედიკამენტის გადასხმით კონტეინერში.
ნემსის თავზე შეიძლება გაჩნდეს წვეთი. ასეთ შემთხვევაში, ინექციის გაკეთებამდე, წვეთი უნდა მოცილდეს ქვემოთ მიმართულ შპრიცზე თითების ნაზად დარტყმით. ახლა ყველაფერი მზადაა ინექციისათვის.
ინექციის გაკეთება
შპრიცის დაჭერა უნდა მოხდეს იმ ხელში, რომლითაც წერს პაციენტი (ფანქრის მსგავსად). მეორე ხელის საჩვენებელი თითითა და ცერით ნაზად უნდა გაკეთდეს კანის ნაოჭი მუცლის იმ ადგილას, რომელიც გაიწმინდა.
კანის ნაოჭი თითებს შორის უნდა შენარჩუნდეს მთელი ინექციის განმავლობაში.
შპრიცი ისე უნდა იქნას ხელში დაჭერილი, რომ ნემსი მიმართული იყოს ქვემოთ (ვერტიკალურად 90º-იანი კუთხით). ნემსი მთელ სიგრძეზე უნდა ჩაერჭოს კანის ნაოჭში.
ცერა თითით უნდა მოხდეს დაჭერა დგუშზე. ეს უზრუნველყოფს მედიკამენტის შეყვანას მუცლის ცხიმოვან ქსოვილში. ინექცია უნდა დასრულდეს შპრიცში არსებული მედიკამენტის სრული შეყვანით.
შპრიცი ამოღებულ უნდა იქნას ინექციის ადგილიდან მისი პირდაპირ გამოქაჩვით. ნემსი არ უნდა იყოს მიმართული პაციენტისკენ ან სხვა პირებისკენ. კანის ნაოჭი ახლა შეიძლება გათავისუფლდეს.
ინექციის დასრულების შემდეგ
სისხლჩაქცევის თავიდან ასაცილებლად არ უნდა მოხდეს ინექციის ადგილის დაზელვა ინექციის გაკეთების შემდეგ;
გამოყენებული შპრიცი უნდა მოთავსდეს მჭრელი ნივთების კონტეინერში. კონტეინერს მჭიდროდ უნდა დაეხუროს თავსახური და მოთავსდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. როცა კონტეინერი გაივსება, ის გადაგდებულ უნდა იქნას ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
გამოუყენებელი მედიკამენტის და მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ დოზა ძალიან მაღალი (მაგ.: განუვითარდა მოულოდნელი სისხლდენა) ან ძალიან დაბალია (მაგ.: დოზა თითქოს არ მოქმედებს), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ინსტრუქცია, უსაფრთხოების მოწყობილობის მქონე შპრიცებისათვის
ინექციის ადგილის მომზადება
არჩეულ უნდა იქნას მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარე, რომელიც არაუმცირეს 5 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული ჭიპიდან.

შპრიცი ამოღებულ უნდა იქნას ინექციის ადგილიდან მისი პირდაპირ გამოქაჩვით, ცერა თითი არ უნდა მოშორდეს დგუშს. ნემსი არ უნდა იყოს მიმართული პაციენტისკენ ან სხვა პირებისკენ. უსაფრთხოების სისტემა აქტივირდება დგუშზე ძლიერი ზეწოლის შედეგად. დამცველობითი თავსახური ავტომატურად დაეხურება ნემსს და გაისმება ტკაცუნის ხმა, რაც ადასტურებს მოწყობილობის აქტივაციას. კანის ნაოჭი ახლა შეიძლება გათავისუფლდეს.

ანტიკოაგულაციური მკურნალობის შეცვლა
ენოქსაპარინი როვის ცვლილება სისხლის გამათხევადებლებით, ე.წ. K ვიტამინის ანტაგონისტებით (მაგ.: ვარფარინით)
მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს - INR-ს - და შესაბამისად, გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს ენოქსაპარინი როვით მკურნალობა.
სისხლის გამათხევადებლების, ე.წ. K ვიტამინის ანტაგონისტების (მაგ.: ვარფარინის) ცვლილება ენოქსაპარინი როვით
უნდა შეწყდეს K ვიტამინის ანტაგონისტების მიღება. მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს - INR-ს - და შესაბამისად, გადაწყვეტს, როდის უნდა დაიწყოს ენოქსაპარინი როვით მკურნალობა.
ენოქსაპარინი როვის ცვლილება პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტებით
უნდა შეწყდეს ენოქსაპარინი როვის მიღება. პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის მიღება უნდა დაიწყოს შემდეგი ინექციის მიღებამდე 0-2 საათით ადრე და შემდეგ გაგრძელდეს სქემის მიხედვით.
პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის ცვლილება ენოქსაპარინი როვით
უნდა შეწყდეს პირდაპირი ანტიკოაგულანტის მიღება. არ უნდა დაიწყოს ენოქსაპარინი როვის მიღება, სანამ არ გავა 12 საათი პირდაპირი პეროალური ანტიკოაგულანტის საბოლოო დოზის მიღებიდან.
ენოქსაპარინი როვის დოზის გადაჭარბებისას
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო ენოქსაპარინი როვის ძალიან დიდი ან ძალიან მცირე დოზა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, პრობლემის ნიშნების არარსებობის მიუხედავად. თუ ბავშვმა შემთხვევით გაიკეთა ენოქსაპარინი როვის ინექცია ან გადაყლაპა, საჭიროა დაუყოვნებლივ საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით დოზის მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ინსტრუქცია ან დარეკოს ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში, ტელ.: 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტის სახელწოდებისა და რაოდენობის მითითებით.
ენოქსაპარინი როვის დოზის გამოტოვებისას
თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის გაკეთება, ინექცია უნდა გაკეთდეს გახსენებისთანავე. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. დღიურის წარმოება პაციენტს დაეხმარება არ გამორჩეს დოზის მიღება.
ენოქსაპარინი როვით მკურნალობის შეწყვეტისას
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
მნიშვნელოვანია, ენოქსაპარინი როვის ინექციების გაკეთება გაგრძელდეს, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს მკურნალობის შეჩერებას. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას სისხლის თრომბი, რომელიც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ნატრიუმის ენოქსაპარინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.
თუ პაციენტი ალერგიულია ჰეპარინის ან სხვა დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის მიმართ, როგორიცაა: ნადროპარინი, ტინზაპარინი ან დალტეპარინი.
თუ პაციენტს აღენიშნებოდა რეაქცია ჰეპარინის მიმართ, რომელმაც გამოიწვია სისხლის შემადებებელი უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება (ამ რეაქციას ეწოდება ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია) უკანასკნელი 100 დღის განმავლობაში, ან თუ პაციენტს აღენიშნება ანტისხეულები სისხლში ენოქსაპარინის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი სისხლდენა ან აქვს ძლიერი სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი (როგორიცაა კუჭის წყლული, უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალებზე), მათ შორის უკანასკნელ პერიოდში განვითარებული ჰემორაგიული ინსულტი;
თუ პაციენტი იღებს ენოქსაპარინ როვის სისხლის თრომბოზის სამკურნალოდ და უნდა ჩაუტარდეს სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია 24 საათის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები
ენოქსაპარინი როვი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მედიკამენტების ნაცვლად, რომლებიც მიეკუთვნებიან დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის ჯგუფს, რადგან ისინი ზუსტად ანალოგიურები არ არიან და არ გააჩნიათ ერთი და იგივე მოქმედება და გამოყენების ინსტრუქცია.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ენოქსაპარინი როვის გამოყენებამდე, თუ:
პაციენტს ანამნეზში აღენიშნება რეაქცია ჰეპარინის მიმართ, რომელმაც გამოიწვია თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება;
პაციენტს უნდა გაუკეთდეს სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია (იხ. “ქირურგიული ოპერაციები და ანესთეზია”): ენოქსაპარინ როვისა და ამ პროცედურებს შორის გასული უნდა იყოს დროის გარკვეული ინტერვალი;
პაციენტს ჩატარებული აქვს გულის სარქველის პროთეზირება;
პაციენტს აღენიშნება ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსის ინფექცია);
პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლულის ანამნეზი;
პაციენტს უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს ინსულტი (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა);
პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა;
პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან დიაბეტით გამოწვეული თვალების სისხლძარღვების პრობლემები (ე.წ. დიაბეტური რეტინოპათია);
პაციენტს უკანსკნელ პერიოდში ჩატარებული აქვს ოპერაცია თვალებზე ან თავის ტვინზე;
პაციენტი არის ხანდაზმული (65 წელზე მეტი ასაკის) და განსაკუთრებით, 75 წელზე მეტი ასაკის;
პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
პაციენტს წონის დეფიციტი ან ჭარბი წონა აქვს;
პაციენტს აღენიშნება სისხლში კალიუმის მაღალი დონე (მოწმდება სისხლის ანალიზით);
პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლდენაზე (იხ. ქვემოთ პარაგრაფი “ენოქსაპარინი როვის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად”).
პაციენტს უნდა გაუკეთდეს სისხლის ანალიზი მედიკამენტის მიღების დაწყებამდე და გარკვეული ინტერვალებით მედიკამენტის მიღების დროს, რათა შემოწმდეს სისხლის შემადებებელი უჯრედების (თრომბოციტების) და კალიუმის დონე სისხლში.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ენოქსაპარინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში შესწავლილი არ არის.
ენოქსაპარინი როვის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უნდა მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხევადებლად;
ასპირინი (ე.წ. აცეტილსალიცილის მჟავა ან ასმ), კლოპიდოგრელი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის თრომბოზის პრევენციისათვის (იხ. ასევე, პარაგრაფი 3 “ანტიკოაგულაციური მედიკამენტის შეცვლა”);
დექსტრანის ინექცია - გამოიყენება სისხლის ჩანაცვლებითი თერაპიისათვის;
იბუპროფენი, დიკლოფენაკი, კეტოროლაკი ან სხვა მედიკამენტები, ე.წ. არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ართრიტისა და სხვა მდგომარეობების დროს ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ;
პრედნიზონი, დექსამეტაზონი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის, რევმატოიდული ართრიტისა და სხვა მდგომარეობების დროს;
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სისხლში კალიუმის დონეს, როგორიცაა კალიუმის მარილები, შარდმდენები (დიურეტიკები), გულის სამკურნალო სხვა მედიკამენტები.
ქირურგიული ოპერაციები და ანესთეზია
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს ლუმბალური პუნქცია ან ოპერაცია ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიით, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ენოქსაპარინ როვის, იხ. “არ შეიძლება ენოქსაპარინი როვის გამოყენება”. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ხერხემლის პრობლემები ან ჩატარებული აქვს ოპერაცია ხერხემალზე.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
პაციენტი შეიძლება იმყოფებოდეს სისხლის თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკის ქვეშ, თუ არის ფეხმძიმედ და აქვს მექანიკური გულის სარქველი. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ძუძუთი კვების დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ენოქსაპარინი როვი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
რეკომენდებულია პროდუქტის სავაჭრო სახელწოდება და სერიის ნომერი, რომელსაც იყენებს პაციენტი, ჩაწერილი იყოს სამედიცინო პერსონალის მიერ.
ენოქსაპარინი როვი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში; რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.
გვერდითი მოვლენები
სხვა მსგავსი მედიკამენტების (მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ სისხლის შედედებას) მსგავსად, ენოქსაპარინი როვიმ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება არ იყოს აშკარა.
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება თავისით ან პაციენტს აღენიშნება ჭარბი სისხლდენის ნიშნები (უჩვეულო სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება), საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა,
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტი იყოს ყურადღებითი დაკვირვების ქვეშ ან შეცვლის მედიკამენტს.
ენოქსაპარინი როვის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი მოვლენებიდან რომელიმე:
ძლიერი ალერგიული რეაქციის რაიმე ნიშანი (როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, პირის, ხორხის ან თვალების შეშუპება);
სხეულის ფართო ზედაპირზე გავრცელებული, წითელი, ქერცლოვანი გამონაყარი, კანქვეშა შემაგრებებით და დაწყლულებით, რასაც თან ახლავს ცხელება. სიმპტომები უმეტესად ვითარდება მკურნალობის საწყის ეტაპზე (მწვავე გენერალიზებული ეკზანტემატოზური პუსტულოზი).
საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ:
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლძარღვის სისხლის თრომბით დახშობის რაიმე ნიშანი, როგორიცაა:
ერთ-ერთი ქვედა კიდურის სპაზმური ტკივილი, სიწითლე, გაცხელება ან შეშუპება - ეს არის ღრმა ვენის თრომბოზის სიმპტომები.
სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი მკერდის არეში, გულისწასვლა ან სისხლიანი ხველა - ეს არის ფილტვის ემბოლიის სიმპტომები.
თუ პაციენტს აღენიშნება მტკივნეული გამონაყარი მუქი წითელი ლაქებით კანქვეშ, რომელიც არ ქრება მათზე ხელის დაჭერისას.
მკურნალი ექიმი აიღებს სისხლის ანალიზს თრომბოციტების რაოდენობის შესამოწმებლად.
შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სისხლდენა
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე უფრო ადვილად განვითარება. ეს გამოწვეულია თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით.
კანზე ვარდისფერი ლაქები. უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს ენოქსაპარინი როვის ინექციის ადგილზე.
გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება)
კანის სიწითლე ქავილით
ინექციის ადგილზე სისხლჩაქცევა ან ტკივილი
ერითროციტების რაოდენობის შემცირება სისხლში
თრომბოციტების რაოდენობის მომატება სისხლში
თავის ტკივილი
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
უეცრად განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი. შეიძლება თავის ტვინში სისხლჩაქცევის ნიშანი იყოს.
მუცელში დაჭიმულობისა და შეშუპების შეგრძნება. შეიძლება კუჭიდან სისხლდენის ნიშანი იყოს.
ფართო, წითელი, არარეგულარული ფორმის გამონაყარი კანზე ბუშტუკებით ან ბუშტუკების გარეშე.
კანის გაღიზიანება (ადგილობრივი გაღიზიანება)
კანისა და თვალების სიყვითლე და შარდის გამუქება. შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემა.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მძიმე ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.
კალიუმის დონის მომატება სისხლში. უფრო მეტად ვითარდება თირკმლის პრობლემების ან დიაბეტის მქონე პაციენტებში. მკურნალი ექიმი ამას შეამოწმებს სისხლის ანალიზის საშუალებით.
ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა სისხლში. მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზის საშუალებით.
თმის ცვენა
ოსტეოპოროზი (მდგომარეობა, როცა ძვლები მყიფე ხდება) ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში.
ჩხვლეტა, დაბუჟება და კუნთების სისუსტე (განსაკუთრებით, სხეულის ქვედა ნაწილში) ლუმბალური პუნქციის ან სპინალური ანესთეზიის დროს.
შარდის ბუშტზე ან ნაწლავებზე კონტროლის დაკარგვა (პაციენტს არ შეუძლია ბუნებრივი მოთხოვნილებების კონტროლი).
მკვრივი მასის ან კვანძის წარმოქმნა ინექციის ადგილზე.
L
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის ენოქსაპარინი.
თითოეული წინასწარ შევსებული მზა შპრიცი შეიცავს 4.000 სე ანტი-Xa აქტივობის ნატრიუმის ენოქსაპარინს (ექვივალენტურია 40 მგ-ის) 0.4 მლ საინექციო წყალში.
სხვა დამხმარე ნივთიერებაა საინექციო წყალი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
პროდუქტის ფორმა და შეფუთვა
ენოქსაპარინი როვი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის საინექციო ხსნარი I ტიპის მინის წინასწარ შევსებულ მზა შპრიცში, რომელზეც დამაგრებულია საინექციო ნემსი და თან ახლავს, ან არ ახლავს უსაფრთხოების ავტომატური მოწყობილობა. ის მოწოდებულია შემდეგი შეფუთვით:
ენოქსაპარინი როვი 4.000 სე (40 მგ)/0.4 მლ საინექციო ხსნარი 0.5 მლ წინასწარ შევსებულ მზა შპრიცში დანაყოფების გარეშე.
შეფუთვაში მოთავსებულია 2, 6, 10, 20, 30 ან 50 შპრიცი.
გასაყიდად შეიძლება წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ზოგიერთი შეფუთვა.
ზოგიერთ შეფუთვაში წინასწარ შევსებული მზა შპრიცი წამოდგენილია უსაფრთხოების მოწყობილობასთან კომბინაციაში.
შენახვის პირობები
ინახება 25ºC-ის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.
ენოქსაპარინი როვის წინასწარ შევსებული მზა შპრიცები შეიცავს ერთჯერად დოზას; ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი უნდა იქნას გადაგდებული.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ შპრიცი დაზიანებულია ან პროდუქტი არ არის გამჭვირვალე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ენოქსაპარინი 4.000 სე (40 მგ)/0.4 მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ მზა შპრიცში
ნატრიუმის ენოქსაპარინი
▼ მედიკამენტზე წარმოებს დამატებითი დაკვირვება, რაც იძლევა მისი უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფი იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ პროცესს. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებისათვის იხ. მე-4 პარაგრაფის დასკვითი ნაწილი.
მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია სხვა პირისათვის მისი გადაცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ენოქსაპარინი როვი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენოქსაპარინი როვის გამოყენებამდე;
ენოქსაპარინი როვის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ენოქსაპარინი როვის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ენოქსაპარინი როვი და მისი გამოყენება
ენოქსაპარინი როვი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ნატრიუმის ენოქსაპარინს, რომელიც წარმოადგენს დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინს (დმწჰ).
ენოქსაპარინი როვი მოქმედებს ორი გზით:
აჩერებს არსებული სისხლის თრომბების ზომაში ზრდას, რაც ეხმარება ორგანიზმს მათ დაშლაში და შესაბამისად, ისინი აღარ ქმნიან საფრთხეს.
აჩერებს სისხლში თრომბების წარმოქმნას.
ენოქსპარინი როვი გამოიყენება:
სისხლში არსებული თრომბების სამკურნალოდ;
სისხლში თრომბების წარმოქმნის შესაჩერებლად შემდეგი მდგომარეობების დროს:
ქირურგიული ოპერაციის წინ და მის შემდეგ;
მწვავე დაავადების დროს და შეზღუდული მოძრაობის პერიოდში;
არასტაბილური სტენოკარდიის დროს (მდგომარეობა, როცა საკმარისი რაოდენობით სისხლი არ მიეწოდება გულს);
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
სისხლის თრომბების წარმოქმნის შესაჩერებლად დიალიზის აპარატის მილებში (გამოიყენება თირკმლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში).
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენოქსაპარინის როვის გამოყენებამდე
ენოქსაპარინი როვი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ნატრიუმის ენოქსაპარინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.
თუ პაციენტი ალერგიულია ჰეპარინის ან სხვა დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის მიმართ, როგორიცაა: ნადროპარინი, ტინზაპარინი ან დალტეპარინი.
თუ პაციენტს აღენიშნებოდა რეაქცია ჰეპარინის მიმართ, რომელმაც გამოიწვია სისხლის შემადებებელი უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება (ამ რეაქციას ეწოდება ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია) უკანასკნელი 100 დღის განმავლობაში, ან თუ პაციენტს აღენიშნება ანტისხეულები სისხლში ენოქსაპარინის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი სისხლდენა ან აქვს ძლიერი სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი (როგორიცაა კუჭის წყლული, უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალებზე), მათ შორის უკანასკნელ პერიოდში განვითარებული ჰემორაგიული ინსულტი;
თუ პაციენტი იღებს ენოქსაპარინ როვის სისხლის თრომბოზის სამკურნალოდ და უნდა ჩაუტარდეს სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია 24 საათის განმავლობაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ენოქსაპარინი როვი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მედიკამენტების ნაცვლად, რომლებიც მიეკუთვნებიან დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის ჯგუფს, რადგან ისინი ზუსტად ანალოგიურები არ არიან და არ გააჩნიათ ერთი და იგივე მოქმედება და გამოყენების ინსტრუქცია.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ენოქსაპარინი როვის გამოყენებამდე, თუ:
პაციენტს ანამნეზში აღენიშნება რეაქცია ჰეპარინის მიმართ, რომელმაც გამოიწვია თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება;
პაციენტს უნდა გაუკეთდეს სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია (იხ. “ქირურგიული ოპერაციები და ანესთეზია”): ენოქსაპარინ როვისა და ამ პროცედურებს შორის გასული უნდა იყოს დროის გარკვეული ინტერვალი;
პაციენტს ჩატარებული აქვს გულის სარქველის პროთეზირება;
პაციენტს აღენიშნება ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსის ინფექცია);
პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლულის ანამნეზი;
პაციენტს უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს ინსულტი (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა);
პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა;
პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან დიაბეტით გამოწვეული თვალების სისხლძარღვების პრობლემები (ე.წ. დიაბეტური რეტინოპათია);
პაციენტს უკანსკნელ პერიოდში ჩატარებული აქვს ოპერაცია თვალებზე ან თავის ტვინზე;
პაციენტი არის ხანდაზმული (65 წელზე მეტი ასაკის) და განსაკუთრებით, 75 წელზე მეტი ასაკის;
პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
პაციენტს წონის დეფიციტი ან ჭარბი წონა აქვს;
პაციენტს აღენიშნება სისხლში კალიუმის მაღალი დონე (მოწმდება სისხლის ანალიზით);
პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლდენაზე (იხ. ქვემოთ პარაგრაფი “ენოქსაპარინი როვის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად”).
პაციენტს უნდა გაუკეთდეს სისხლის ანალიზი მედიკამენტის მიღების დაწყებამდე და გარკვეული ინტერვალებით მედიკამენტის მიღების დროს, რათა შემოწმდეს სისხლის შემადებებელი უჯრედების (თრომბოციტების) და კალიუმის დონე სისხლში.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ენოქსაპარინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში შესწავლილი არ არის.
ენოქსაპარინი როვის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უნდა მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხევადებლად;
ასპირინი (ე.წ. აცეტილსალიცილის მჟავა ან ასმ), კლოპიდოგრელი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის თრომბოზის პრევენციისათვის (იხ. ასევე, პარაგრაფი 3 “ანტიკოაგულაციური მედიკამენტის შეცვლა”);
დექსტრანის ინექცია - გამოიყენება სისხლის ჩანაცვლებითი თერაპიისათვის;
იბუპროფენი, დიკლოფენაკი, კეტოროლაკი ან სხვა მედიკამენტები, ე.წ. არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ართრიტისა და სხვა მდგომარეობების დროს ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ;
პრედნიზონი, დექსამეტაზონი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის, რევმატოიდული ართრიტისა და სხვა მდგომარეობების დროს;
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სისხლში კალიუმის დონეს, როგორიცაა კალიუმის მარილები, შარდმდენები (დიურეტიკები), გულის სამკურნალო სხვა მედიკამენტები.
ქირურგიული ოპერაციები და ანესთეზია
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს ლუმბალური პუნქცია ან ოპერაცია ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიით, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ენოქსაპარინ როვის, იხ. “არ შეიძლება ენოქსაპარინი როვის გამოყენება”. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ხერხემლის პრობლემები ან ჩატარებული აქვს ოპერაცია ხერხემალზე.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
პაციენტი შეიძლება იმყოფებოდეს სისხლის თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკის ქვეშ, თუ არის ფეხმძიმედ და აქვს მექანიკური გულის სარქველი. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ძუძუთი კვების დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ენოქსაპარინი როვი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
რეკომენდებულია პროდუქტის სავაჭრო სახელწოდება და სერიის ნომერი, რომელსაც იყენებს პაციენტი, ჩაწერილი იყოს სამედიცინო პერსონალის მიერ.
ენოქსაპარინი როვი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში; რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.
ენოქსაპარინი როვის გამოყენების წესი
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის გამოყენებისას
ენოქსაპარინი როვი ჩვეულებრივ კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ, რადგან ის კეთდება ინექციის სახით;
პაციენტის სახლში გაწერისას, ის საჭიროებს ენოქსაპარინი როვით მკურნალობის გაგრძელებას, რომელიც უნდა გაიკეთოს თვითონ (ინექციის გაკეთების ინსტრუქციები იხ. ქვემოთ);
ენოქსაპარინი როვი ჩვეულებრივ კეთდება ინექციის სახით კანქვეშ;
ენოქსაპარინი როვი შეიძლება გაკეთდეს ვენაში (ინტრავენურად) გარკვეული ტიპის მიოკარდიუმის ინფარქტის ან ოპერაციის შემდეგ;
ენოქსაპარინი როვი შეიძლება დაემატოს დიალიზის სეანსის დაწყებისას მილში, რომელიც გამოდის ორგანიზმიდან (არტერიულ მილში).
დაუშვებელია ენოქსაპარინი როვის კუნთში (ინტრამუსკულარულად) გაკეთება.
მედიკამენტის დოზირება
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ენოქსაპარინი როვის დოზას. დოზის რაოდენობა დამოკიდებულია გამოყენების მიზეზზე;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების პრობლემები, ინიშნება ენოქსაპარინი როვის უფრო დაბალი დოზა.
სისხლში არსებული თრომბების მკურნალობა:
რეკომენდებული დოზაა 150 სე (1.5 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე ყოველდღე ან 100 სე (1 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში ორჯერ;
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ენოქსაპარინი როვის გამოყენების ხანგრძლივობას.
სისხლში თრომბების წარმოქნის შეჩერება შემდეგი მდგომარეობების დროს:
ოპერაცია ან დაავადებით გამოწვეული მოძრაობის შეზღუდვა
დოზა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია თრომბის განვითარება. კეთდება 2.000 სე (20 მგ) ან 4.000 სე (40 მგ) ენოქსაპარინი როვი ყოველდღე.
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია, პირველი ინექცია ჩვეულებრივ კეთდება ოპერაციამდე 2 საათით ან 12 საათით ადრე;
თუ პაციენტს მოძრაობა შეზღუდული აქვს დაავადების გამო, ჩვეულებრივ კეთდება 4.000 სე (40 მგ) ენოქსაპარინი როვი ყოველდღე;
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ენოქსაპარინი როვის გამოყენება.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
ენოქსაპარინი როვი გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის 2 სხვადასხვა ტიპის დროს: ე.წ. STEMI (მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით) ან NSTEMI (მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე). ენოქსაპარინი როვის დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და მიოკარდიუმის ინფარქტის ტიპზე.
NSTEMI ტიპის მიოკარდიუმის ინფარქტი:
ჩვეულებრივი დოზაა 100 სე (1 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე ყოველ 12 საათში;
ჩვეულებრივ ექიმი, ასევე, ნიშნავს ასპირინს (აცეტილსალიცილის მჟავას);
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ენოქსაპარინი როვის მიღების ხანგრძლივობას.
STEMI ტიპის მიოკარდიუმის ინფარქტი 75 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში:
საწყისი დოზა 3.000 სე (30 მგ) ენოქსაპარინი როვი კეთდება ინექციის სახით ვენაში;
ამავე დროს ენოქსაპარინი როვი კეთდება ინექციის სახით კანქვეშ. რეკომენდებული დოზაა 100 სე (1 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე ყოველ 12 საათში.
ჩვეულებრივ ექიმი, ასევე, ნიშნავს ასპირინს (აცეტილსალიცილის მჟავას);
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ენოქსაპარინი როვის მიღების ხანგრძლივობას.
STEMI ტიპის მიოკარდიუმის ინფარქტი 75 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში:
საწყისი დოზაა 75 სე (0.75 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე ყოველ 12 საათში;
ენოქსაპარინი როვის მაქსიმალური რაოდენობა პირველ ორ ინექციაზე არის 7.500 სე (75 მგ).
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ენოქსაპარინი როვის მიღების ხანგრძლივობას.
პაციენტებისათვის, რომელთაც უტარდებათ პერკუტანეული კორონარული ინტერვენცია (PCI):
იმის მიხედვით, თუ როდისაა ბოლოს გაკეთებული ენოქსაპარინი როვი, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ენოქსაპარინი როვის დამატებითი დოზის გაკეთება PCI ოპერაციის წინ. ინექცია კეთდება ინტრავენურად.
დიალიზის აპარატის მილებში სისხლის თრომბის წარმოქნის შეჩერება:
ჩვეულებრივი დოზაა 100 სე (1 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე.
ენოქსაპარინი როვი ემატება მილს, რომელიც ტოვებს ორგანიზმს (არტერიულ მილს) დიალიზის სეანსის დაწყებისას. ეს დოზა ჩვეულებრივ საკმარისია 4-საათიანი სეანსისათვის. თუმცა, ექიმმა დამატებით შეიძლება გააკეთოს 50 სე ან 100 სე (0.5 მგ-1 მგ) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე, საჭიროების შემთხვევაში.
შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია
თუ პაციენტმა თვითონ უნდა გაიკეთოს ენოქსაპარინი როვის ინექცია
თუ პაციენტს თვითონ შეუძლია ენოქსაპარინი როვის ინექციის გაკეთება, ექიმი ან ფარმაცევტი აჩვენებს მას ინექციის გაკეთების ტექნიკას. დაუშვებელია ინექციის გაკეთება, თუ პაციენტი არ ფლობს ინექციის გაკეთების ტექნიკას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ექთანთან მიმართვა. თუ ინექცია კანქვეშ სწორად კეთდება, ეს ამცირებს ინექციის ადგილზე ტკივილისა და სისხლჩაქცევის განვითარებას.
პაციენტის მიერ ენოქსპარინი როვის ინექციის გაკეთებამდე
საჭიროა მომზადდეს საჭირო ნივთები: შპრიცი, სპირტიანი ტამპონი ან საპონი და წყალი და კონტეინერი მჭრელი ნივთებისათვის;
უნდა შემოწმდეს მედიკამენტის შენახვის ვადა. მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ გასულია შენახვის ვადა;
უნდა შემოწმდეს, რომ შპრიცი არ არის დაზიანებული და მედიკამენტის ხსნარი გამჭვირვალეა. თუ არა, გამოყენებულ უნდა იქნას სხვა შპრიცი;
პაციენტმა უნდა იცოდეს, მედიკამენტის რა დოზის ინექციაა საჭირო;
უნდა დათვალიერდეს მუცლის არე, ხომ არ არის დარჩენილი წინა ინექციით გამოწვეული სიწითლე, კანის ფერის ცვლილება, შეშუპება, გამონადენი ან ტკივილი. თუ ეს აღინიშნება საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა.
პაციენტის მიერ ენოქსაპარინი როვის ინექციის გაკეთების ინსტრუქცია
(ინსტრუქცია შპრიცებისათვის, უსაფრთხოების მოწყობილობის გარეშე)
ინექციის ადგილის მომზადება
არჩეულ უნდა იქნას მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარე, რომელიც არაუმცირეს 5 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული ჭიპიდან,.
დაუშვებელია ჭიპის ირგვლივ 5 სანტიმეტრის რადიუსში ან ნაწიბურებთან, ან სისხლჩაქცევებთან ახლოს ინექცია;
ინექცია მორიგეობით უნდა გაკეთდეს მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, წინა ინექციის ადგილის მიხედვით.
საჭიროა ხელების დაბანა. ინექციის ადგილი უნდა გაიწმინდოს (არ გაიხეხოს) სპირტიანი ტამპონით ან წყლითა და საპნით;
პაციენტი უნდა დაწვეს ან დაჯდეს მოხერხებულად, ისე რომ მოდუნდეს. პაციენტი უნდა ხედავდეს ინექციის ადგილს. იდეალურია მოხერხებული სკამი, სავარძელი ან დივანი ბალიშებით.
დოზის შერჩევა
შპრიციდან ნემსის თავსახური ფრთხილად უნდა მოიხსნას მისი გამოქაჩვით. თავსახური უნდა იქნას გადაგდებული.
ინექციის გაკეთებამდე დგუშზე ხელის მიწოლა ჰაერის ბუშტუკების გამოსადევნად არ არის საჭირო, რადგან შეიძლება დაიკარგოს წამლის დოზა.
თავსახურის მოხსნის შემდეგ ნემსი არ უნდა შეეხოს არაფერს. ეს განაპირობებს ნემსის სუფთად (სტერილურად) დატოვებას.
თუ შპრიცში არსებული მედიკამენტის რაოდენობა ემთხვევა დანიშნულ დოზას, არ არის საჭირო დოზის კორექცია. ახლა ყველაფერი მზადაა ინექციისათვის.
თუ დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე, საჭიროა შპრიცში არსებული დოზის კორექცია დანიშნული დოზის მიხედვით. ამ შემთხვევაში ზედმეტი მედიკამენტი უნდა გადაისხას შპრიცის ქვემოთ მიმართულ, ვერტიკალურ პოზიციაში დაჭერით (ჰაერის ბუშტუკები უნდა დარჩეს შპრიცში) და ზედმეტი მედიკამენტის გადასხმით კონტეინერში.
ნემსის თავზე შეიძლება გაჩნდეს წვეთი. ასეთ შემთხვევაში, ინექციის გაკეთებამდე, წვეთი უნდა მოცილდეს ქვემოთ მიმართულ შპრიცზე თითების ნაზად დარტყმით. ახლა ყველაფერი მზადაა ინექციისათვის.
ინექციის გაკეთება
შპრიცის დაჭერა უნდა მოხდეს იმ ხელში, რომლითაც წერს პაციენტი (ფანქრის მსგავსად). მეორე ხელის საჩვენებელი თითითა და ცერით ნაზად უნდა გაკეთდეს კანის ნაოჭი მუცლის იმ ადგილას, რომელიც გაიწმინდა.
კანის ნაოჭი თითებს შორის უნდა შენარჩუნდეს მთელი ინექციის განმავლობაში.
შპრიცი ისე უნდა იქნას ხელში დაჭერილი, რომ ნემსი მიმართული იყოს ქვემოთ (ვერტიკალურად 90º-იანი კუთხით). ნემსი მთელ სიგრძეზე უნდა ჩაერჭოს კანის ნაოჭში.
ცერა თითით უნდა მოხდეს დაჭერა დგუშზე. ეს უზრუნველყოფს მედიკამენტის შეყვანას მუცლის ცხიმოვან ქსოვილში. ინექცია უნდა დასრულდეს შპრიცში არსებული მედიკამენტის სრული შეყვანით.
შპრიცი ამოღებულ უნდა იქნას ინექციის ადგილიდან მისი პირდაპირ გამოქაჩვით. ნემსი არ უნდა იყოს მიმართული პაციენტისკენ ან სხვა პირებისკენ. კანის ნაოჭი ახლა შეიძლება გათავისუფლდეს.
ინექციის დასრულების შემდეგ
სისხლჩაქცევის თავიდან ასაცილებლად არ უნდა მოხდეს ინექციის ადგილის დაზელვა ინექციის გაკეთების შემდეგ;
გამოყენებული შპრიცი უნდა მოთავსდეს მჭრელი ნივთების კონტეინერში. კონტეინერს მჭიდროდ უნდა დაეხუროს თავსახური და მოთავსდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. როცა კონტეინერი გაივსება, ის გადაგდებულ უნდა იქნას ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
გამოუყენებელი მედიკამენტის და მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ დოზა ძალიან მაღალი (მაგ.: განუვითარდა მოულოდნელი სისხლდენა) ან ძალიან დაბალია (მაგ.: დოზა თითქოს არ მოქმედებს), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ინსტრუქცია, უსაფრთხოების მოწყობილობის მქონე შპრიცებისათვის
ინექციის ადგილის მომზადება
არჩეულ უნდა იქნას მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარე, რომელიც არაუმცირეს 5 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული ჭიპიდან.
დაუშვებელია ჭიპის ირგვლივ 5 სანტიმეტრის რადიუსში ან ნაწიბურებთან, ან სისხლჩაქცევებთან ახლოს ინექცია;
ინექცია მორიგეობით უნდა გაკეთდეს მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, წინა ინექციის ადგილის მიხედვით.
საჭიროა ხელების დაბანა. ინექციის ადგილი უნდა გაიწმინდოს (არ გაიხეხოს) სპირტიანი ტამპონით ან წყლითა და საპნით;
პაციენტი უნდა დაწვეს ან დაჯდეს მოხერხებულად, ისე რომ მოდუნდეს. პაციენტი უნდა ხედავდეს ინექციის ადგილს. იდეალურია მოხერხებული სკამი, სავარძელი ან დივანი ბალიშებით.
დოზის შერჩევა
შპრიციდან ნემსის თავსახური ფრთხილად უნდა მოიხსნას მისი გამოქაჩვით. თავსახური უნდა იქნას გადაგდებული.
ინექციის გაკეთებამდე დგუშზე ხელის მიწოლა ჰაერის ბუშტუკების გამოსადევნად არ არის საჭირო, რადგან შეიძლება დაიკარგოს წამლის დოზა.
თავსახურის მოხსნის შემდეგ ნემსი არ უნდა შეეხოს არაფერს. ეს განაპირობებს ნემსის სუფთად (სტერილურად) დატოვებას.
თუ შპრიცში არსებული მედიკამენტის რაოდენობა ემთხვევა დანიშნულ დოზას, არ არის საჭირო დოზის კორექცია. ახლა ყველაფერი მზადაა ინექციისათვის.
თუ დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე, საჭიროა შპრიცში არსებული დოზის კორექცია დანიშნული დოზის მიხედვით. ამ შემთხვევაში ზედმეტი მედიკამენტი უნდა გადაისხას შპრიცის ქვემოთ მიმართულ, ვერტიკალურ პოზიციაში დაჭერით (ჰაერის ბუშტუკები უნდა დარჩეს შპრიცში) და ზედმეტი მედიკამენტის გადასხმით კონტეინერში.
ნემსის თავზე შეიძლება გაჩნდეს წვეთი. ასეთ შემთხვევაში, ინექციის გაკეთებამდე, წვეთი უნდა მოცილდეს ქვემოთ მიმართულ შპრიცზე თითების ნაზად დარტყმით. ახლა ყველაფერი მზადაა ინექციისათვის.
ინექციის გაკეთება
შპრიცის დაჭერა უნდა მოხდეს იმ ხელში, რომლითაც წერს პაციენტი (ფანქრის მსგავსად). მეორე ხელის საჩვენებელი თითითა და ცერით ნაზად უნდა გაკეთდეს კანის ნაოჭი მუცლის იმ ადგილას, რომელიც გაიწმინდა.
კანის ნაოჭი თითებს შორის უნდა შენარჩუნდეს მთელი ინექციის განმავლობაში.
შპრიცი ისე უნდა იქნას ხელში დაჭერილი, რომ ნემსი მიმართული იყოს ქვემოთ (ვერტიკალურად 90º-იანი კუთხით). ნემსი მთელ სიგრძეზე უნდა ჩაერჭოს კანის ნაოჭში.
ცერა თითით უნდა მოხდეს დაჭერა დგუშზე. ეს უზრუნველყოფს მედიკამენტის შეყვანას მუცლის ცხიმოვან ქსოვილში. ინექცია უნდა დასრულდეს შპრიცში არსებული მედიკამენტის სრული შეყვანით.
შპრიცი ამოღებულ უნდა იქნას ინექციის ადგილიდან მისი პირდაპირ გამოქაჩვით, ცერა თითი არ უნდა მოშორდეს დგუშს. ნემსი არ უნდა იყოს მიმართული პაციენტისკენ ან სხვა პირებისკენ. უსაფრთხოების სისტემა აქტივირდება დგუშზე ძლიერი ზეწოლის შედეგად. დამცველობითი თავსახური ავტომატურად დაეხურება ნემსს და გაისმება ტკაცუნის ხმა, რაც ადასტურებს მოწყობილობის აქტივაციას. კანის ნაოჭი ახლა შეიძლება გათავისუფლდეს.
ინექციის დასრულების შემდეგ
სისხლჩაქცევის თავიდან ასაცილებლად არ უნდა მოხდეს ინექციის ადგილის დაზელვა ინექციის გაკეთების შემდეგ;
გამოყენებული შპრიცი უნდა მოთავსდეს მჭრელი ნივთების კონტეინერში. კონტეინერს მჭიდროდ უნდა დაეხუროს თავსახური და მოთავსდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. როცა კონტეინერი გაივსება, ის გადაგდებულ უნდა იქნას ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
გამოუყენებელი მედიკამენტის და მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ დოზა ძალიან მაღალი (მაგ.: განუვითარდა მოულოდნელი სისხლდენა) ან ძალიან დაბალია (მაგ.: დოზა თითქოს არ მოქმედებს), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ანტიკოაგულაციური მკურნალობის შეცვლა
ენოქსაპარინი როვის ცვლილება სისხლის გამათხევადებლებით, ე.წ. K ვიტამინის ანტაგონისტებით (მაგ.: ვარფარინით)
მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს - INR-ს - და შესაბამისად, გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს ენოქსაპარინი როვით მკურნალობა.
სისხლის გამათხევადებლების, ე.წ. K ვიტამინის ანტაგონისტების (მაგ.: ვარფარინის) ცვლილება ენოქსაპარინი როვით
უნდა შეწყდეს K ვიტამინის ანტაგონისტების მიღება. მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს - INR-ს - და შესაბამისად, გადაწყვეტს, როდის უნდა დაიწყოს ენოქსაპარინი როვით მკურნალობა.
ენოქსაპარინი როვის ცვლილება პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტებით
უნდა შეწყდეს ენოქსაპარინი როვის მიღება. პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის მიღება უნდა დაიწყოს შემდეგი ინექციის მიღებამდე 0-2 საათით ადრე და შემდეგ გაგრძელდეს სქემის მიხედვით.
პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის ცვლილება ენოქსაპარინი როვით
უნდა შეწყდეს პირდაპირი ანტიკოაგულანტის მიღება. არ უნდა დაიწყოს ენოქსაპარინი როვის მიღება, სანამ არ გავა 12 საათი პირდაპირი პეროალური ანტიკოაგულანტის საბოლოო დოზის მიღებიდან.
ენოქსაპარინი როვის დოზის გადაჭარბებისას
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო ენოქსაპარინი როვის ძალიან დიდი ან ძალიან მცირე დოზა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, პრობლემის ნიშნების არარსებობის მიუხედავად. თუ ბავშვმა შემთხვევით გაიკეთა ენოქსაპარინი როვის ინექცია ან გადაყლაპა, საჭიროა დაუყოვნებლივ საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით დოზის მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ინსტრუქცია ან დარეკოს ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში, ტელ.: 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტის სახელწოდებისა და რაოდენობის მითითებით.
ენოქსაპარინი როვის დოზის გამოტოვებისას
თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის გაკეთება, ინექცია უნდა გაკეთდეს გახსენებისთანავე. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. დღიურის წარმოება პაციენტს დაეხმარება არ გამორჩეს დოზის მიღება.
ენოქსაპარინი როვით მკურნალობის შეწყვეტისას
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
მნიშვნელოვანია, ენოქსაპარინი როვის ინექციების გაკეთება გაგრძელდეს, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს მკურნალობის შეჩერებას. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას სისხლის თრომბი, რომელიც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მსგავსი მედიკამენტების (მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ სისხლის შედედებას) მსგავსად, ენოქსაპარინი როვიმ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება არ იყოს აშკარა.
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება თავისით ან პაციენტს აღენიშნება ჭარბი სისხლდენის ნიშნები (უჩვეულო სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება), საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა,
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტი იყოს ყურადღებითი დაკვირვების ქვეშ ან შეცვლის მედიკამენტს.
ენოქსაპარინი როვის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი მოვლენებიდან რომელიმე:
ძლიერი ალერგიული რეაქციის რაიმე ნიშანი (როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, პირის, ხორხის ან თვალების შეშუპება);
სხეულის ფართო ზედაპირზე გავრცელებული, წითელი, ქერცლოვანი გამონაყარი, კანქვეშა შემაგრებებით და დაწყლულებით, რასაც თან ახლავს ცხელება. სიმპტომები უმეტესად ვითარდება მკურნალობის საწყის ეტაპზე (მწვავე გენერალიზებული ეკზანტემატოზური პუსტულოზი).
საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ:
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლძარღვის სისხლის თრომბით დახშობის რაიმე ნიშანი, როგორიცაა:
ერთ-ერთი ქვედა კიდურის სპაზმური ტკივილი, სიწითლე, გაცხელება ან შეშუპება - ეს არის ღრმა ვენის თრომბოზის სიმპტომები.
სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი მკერდის არეში, გულისწასვლა ან სისხლიანი ხველა - ეს არის ფილტვის ემბოლიის სიმპტომები.
თუ პაციენტს აღენიშნება მტკივნეული გამონაყარი მუქი წითელი ლაქებით კანქვეშ, რომელიც არ ქრება მათზე ხელის დაჭერისას.
მკურნალი ექიმი აიღებს სისხლის ანალიზს თრომბოციტების რაოდენობის შესამოწმებლად.
შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სისხლდენა
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე უფრო ადვილად განვითარება. ეს გამოწვეულია თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით.
კანზე ვარდისფერი ლაქები. უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს ენოქსაპარინი როვის ინექციის ადგილზე.
გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება)
კანის სიწითლე ქავილით
ინექციის ადგილზე სისხლჩაქცევა ან ტკივილი
ერითროციტების რაოდენობის შემცირება სისხლში
თრომბოციტების რაოდენობის მომატება სისხლში
თავის ტკივილი
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
უეცრად განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი. შეიძლება თავის ტვინში სისხლჩაქცევის ნიშანი იყოს.
მუცელში დაჭიმულობისა და შეშუპების შეგრძნება. შეიძლება კუჭიდან სისხლდენის ნიშანი იყოს.
ფართო, წითელი, არარეგულარული ფორმის გამონაყარი კანზე ბუშტუკებით ან ბუშტუკების გარეშე.
კანის გაღიზიანება (ადგილობრივი გაღიზიანება)
კანისა და თვალების სიყვითლე და შარდის გამუქება. შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემა.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მძიმე ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას.
კალიუმის დონის მომატება სისხლში. უფრო მეტად ვითარდება თირკმლის პრობლემების ან დიაბეტის მქონე პაციენტებში. მკურნალი ექიმი ამას შეამოწმებს სისხლის ანალიზის საშუალებით.
ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა სისხლში. მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზის საშუალებით.
თმის ცვენა
ოსტეოპოროზი (მდგომარეობა, როცა ძვლები მყიფე ხდება) ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში.
ჩხვლეტა, დაბუჟება და კუნთების სისუსტე (განსაკუთრებით, სხეულის ქვედა ნაწილში) ლუმბალური პუნქციის ან სპინალური ანესთეზიის დროს.
შარდის ბუშტზე ან ნაწლავებზე კონტროლის დაკარგვა (პაციენტს არ შეუძლია ბუნებრივი მოთხოვნილებების კონტროლი).
მკვრივი მასის ან კვანძის წარმოქმნა ინექციის ადგილზე.
L
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ენოქსაპარინი როვის შენახვის წესი
ინახება 25ºC-ის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.
ენოქსაპარინი როვის წინასწარ შევსებული მზა შპრიცები შეიცავს ერთჯერად დოზას; ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი უნდა იქნას გადაგდებული.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ შპრიცი დაზიანებულია ან პროდუქტი არ არის გამჭვირვალე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ენოქსაპარინი როვი
აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის ენოქსაპარინი.
თითოეული წინასწარ შევსებული მზა შპრიცი შეიცავს 4.000 სე ანტი-Xa აქტივობის ნატრიუმის ენოქსაპარინს (ექვივალენტურია 40 მგ-ის) 0.4 მლ საინექციო წყალში.
სხვა დამხმარე ნივთიერებაა საინექციო წყალი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
პროდუქტის ფორმა და შეფუთვა
ენოქსაპარინი როვი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის საინექციო ხსნარი I ტიპის მინის წინასწარ შევსებულ მზა შპრიცში, რომელზეც დამაგრებულია საინექციო ნემსი და თან ახლავს, ან არ ახლავს უსაფრთხოების ავტომატური მოწყობილობა. ის მოწოდებულია შემდეგი შეფუთვით:
ენოქსაპარინი როვი 4.000 სე (40 მგ)/0.4 მლ საინექციო ხსნარი 0.5 მლ წინასწარ შევსებულ მზა შპრიცში დანაყოფების გარეშე.
შეფუთვაში მოთავსებულია 2, 6, 10, 20, 30 ან 50 შპრიცი.
გასაყიდად შეიძლება წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ზოგიერთი შეფუთვა.
ზოგიერთ შეფუთვაში წინასწარ შევსებული მზა შპრიცი წამოდგენილია უსაფრთხოების მოწყობილობასთან კომბინაციაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Laboratorios Farmacéuticos ROVI, S.A.
Julián Camarillo, 35
28037 - Madrid. Spain
ლაბორატორიოს ფარმაცეუტიკოს როვი, ს.ა.
ხულიან კამარილიო, 35
28037 - მადრიდი, ესპანეთი
მწარმოებელი
ROVI Pharma Industrial Services, S.A.
Julián Camarillo, 35
28037 - Madrid. Spain
როვი ფარმა ინდასტრიალ სერვისის, ს.ა.
ხულიან კამარიოლიო, 35
28037 - მადრიდი, ესპანეთი
ეს სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში წარმოდგენილია შემდეგი სახელწოდებით:
ავსტრია, დანია, ფინეთი, გერმანია, ნორვეგია, შვედეთი: ენოქსაპარინი ბეკატი
იტალია, ესპანეთი, პორტუგალია: ენოქსაპარინა როვი
ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები: ენოქსაპარინი ბეკატი
საბერძნეთი: ენოქსაპარინი როვი
სლოვენია: ენოქსპარინი როვი
ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ხორვატია, უნგრეთი, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი: ლოსმინა
ირლანდია, გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია): აროვი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2023 წლის იანვარი
ინფორმაციის სხვა წყაროები
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს ვებ-გვერდზე (AEMPS) http://www.aemps.gob.es/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.