პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ენოქსი

ENOX

რეცეპტითინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ENOX-ის 0,4 მლ აქტიური ნივთიერების სახით 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმს შეიცავს. თითოეული 1 მლ-იანი სტერილური ხსნარი 100 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტ 10000 anti-Xa IU-ს შეიცავს. 1 მგ (0,01 მლ) ენოქსაპარინის ნატრიუმი დაახლოებით 100 anti-Xa IU-ს უდრის. ENOX-ი 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ენოქსაპარინი (enoxaparin)
ფორმა და შეფუთვა
4000ანტი-Xaსე /0.4მლ 0.4მლ ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული შპრიცი №10
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი
ATC კოდი
B01AB05
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0500
რეგისტრირებულია
17 მარტი 2023, მოქმედებს 17 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებაენოქსი და სხვა წამალი ერთად

ენოქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ENOX-ის 0,4 მლ აქტიური ნივთიერების სახით 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმს შეიცავს. თითოეული 1 მლ-იანი სტერილური ხსნარი 100 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტ 10000 anti-Xa IU-ს შეიცავს. 1 მგ (0,01 მლ) ენოქსაპარინის ნატრიუმი დაახლოებით 100 anti-Xa IU-ს უდრის.

ENOX-ი 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტია. მედიკამენტის კოლოფში მოცემულია 2, 10 ან 20 ცალი 0,4 მლ-იანი მოხმარებისთვის მზა შპრიცი.

ENOX-ი დაბალმოლეკულური ჰეპარინების სახელით ცნობილი წამლების ჯგუფს მიეკუთვნება. ის თქვენი სხეულის ვენებში წარმოქმნილი თრომბის სამკურნალოდ არ გამოიყენება, თრომბის მქონე პაციენტებში მისი გამოყენების მიზანია ახალი თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება. ENOX-ის აქტიური ნივთიერება, ენოქსაპარინის ნატრიუმი, ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან არის მიღებული.

ENOX-ი ქვევით მოცემული მიზეზებიდან ერთის ან რამდენიმეს სამკურნალოდ გამოიყენება:

ზოგადი ქირურგიული და/ან ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ სისხლძარღვებში (ვენებში) არასასურველი თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად;

სისხლძარღვებში (ვენებში) არასასურველი თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, როდესაც თქვენ უეცარი ავადმყოფობის გამო (მაგალითად, გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ინფექციები და რევმატული დაავადებები) მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფებით;

ჩვეულებრივ ფეხის ვენებში თრომბის წარმოქმნის შედეგად განვითარებული ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) სახელით ცნობილი კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, მიუხედავად იმისა მას თან ფილტვის ვენების ოკლუზია ახლავს თუ არა;

ასპირინთან ერთად გამოსაყენებლად არასტაბილური სტენოკარდიის (გულმკერდის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის სისხლძარღვების ოკლუზიით) და გარკვეული ტიპის გულის შეტევის სამკურნალოდ (არა Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი);

დიალიზის დროს აპარატის მილებში გავლისას სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (დიალიზი არის პაციენტის სისხლის გაწმენდის პროცესი სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით რეგულარული ინტერვალებით, როდესაც თირკმელები სისხლის გაწმენდის ფუნქციას ვერ ასრულებენ.)

მწვავე ST-გაზრდილი მიოკარდიუმის ინფარქტის (STEM1) სახელით ცნობილი კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც გამოიხატება ეკგ-ზე ST სეგმენტის ამაღლების სპეციფიკური მაჩვენებლით და გამოწვეულია გულის კუნთის სისხლით არასაკმარისი მომარაგებით (ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს წამალი, მაშინაც კი, თუ სამედიცინო მკურნალობა უკვე ჩაგიტარდათ ან შემდგომ გაიარეთ პროცედურა, რომელსაც პერკუტანული კორონარული ინტერვენცია (PCI) ეწოდება).

ENOX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

მიღების წესი და დოზირება

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

გამოსაყენებელი ENOX-ის დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს იმისდა მიხედვით, თუ რა დაავადებისთვის დაგინიშნეს იგი.

სისხლში არსებული თრომბების მკურნლობა:

ჩვეულებრივი დოზაა 150 IU (1.5 მგ) თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე დღეში 150 IU (1.5 მგ) ან თითო კილოგრამ წონაზე ორჯერ დღეში 100 IU (1 მგ).

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს გამოიყენებთ ENOX-ს.

სისხლში თრომბის წარმოქმნის პრევენცია ქვევით მოცემულ შემთხვევებში:

პერიოდებში, როდესაც ოპერაციის ან ავადმყოფობის გამო მოძრაობის შეზღუდვა ხდება

დასანიშნი დოზა დამოკიდებული იქნება თქვენში თრომბის წარმოქმნის ალბათობაზე. დღეში 2000 IU (20 მგ) ან 4000 IU (40 მგ) ENOX-ი დაგენიშნებათ.

თუ თქვენ ოპერაცია უნდა ჩაგიტარდეთ, პირველი ინექცია ჩვეულებრივ კეთდება ოპერაციამდე 2 საათით ადრე ან 12 საათით ადრე.

თუ თქვენი მოძრაობა შეზღუდულია ავადმყოფობის გამო, ჩვეულებრივ დღეში 4000 IU (40 მგ) ENOX-ი დაგენიშნებათ.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს გამოიყენებთ ENOX-ს.

გულის შეტევის გადატანის შემდეგ:

ENOX შეიძლება გამოყენებულ იქნას ორი განსხვავებული ტიპის გულის შეტევის დროს, როგორებიცაა STEMI (ST სეგმენტი ამაღლებული მიოკარდიუმის ინფარქტი) ან არა-STEMI (NSTEMI). თქვენთვის დასანიშნი ENOX-ის რაოდენობა თქვენი ასაკისა და გულის შეტევის ტიპის მიხედვით განისაზღვრება.

NSTEMI-ს ტიპის გულის შეტევის დროს:

ჩვეულებრივი დოზაა 12 საათში ერთხელ 100 IU (1 მგ) თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

ჩვეულებრივ ექიმი ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავა) მიღებასაც მოგთხოვთ.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს გამოიყენებთ ENOX-ს.

თუ ხართ 75 წლამდე ასაკის, STEMI-ს ტიპის გულის შეტევის დროს:

პირველი დოზის სახით 3.000 IU (30 მგ) ENOX-ის სისხლძაღვში შეყვანა განხორციელდება.

ამავდროულად ENOX-ის კანქვეშ (სუბკუტანური ინექციის სახით) შეყვანაც განხორციელდება. ჩვეულებრივი დოზაა 12 საათში ერთხელ 100 IU (1 მგ) თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

ჩვეულებრივ ექიმი ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავა) მიღებასაც მოგთხოვთ.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს გამოიყენებთ ENOX-ს.

თუ ხართ 75 წლის და უფროსი ასაკის, STEMI-ს ტიპის გულის შეტევისას:

ჩვეულებრივი დოზაა 12 საათში ერთხელ 75 IU (0,75 მგ) თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

პირველი ორი ინექციით შეყვანილი ENOX-ის მაქსიმალური რაოდენობაა 7.500 IU (75 მგ)

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს გამოიყენებთ ENOX-ს.

პაციენტებში, რომელთაც პერკუტანული კორონარული ინტერვენციის (პკი) სახელით ცნობილი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეთ:

იმის მიხედვით, თუ როდის მიიღეთ ENOX-ი ბოლოს, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, მოგცეთ ENOX-ის დამატებითი დოზა პკი-მდე. ეს სისხლძაღვში ინექცირების გზით განხორციელდება.

დიალიზის აპარატის მილებში სისხლის თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

ჩვეულებრივი დოზაა 100 IU (1 მგ) თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

ENOX შეჰყავთ დიალიზის სესიის დასაწყისში თქვენი სხეულიდან გამომავალ მილში (არტერიული ხაზი). ეს რაოდენობა ჩვეულებრივ საკმარისია 4 საათიანი პროცედურისთვის. მაგრამ, საჭირო თუ გახდება შესაძლებელია თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე დამატებითი 50 IU ან 100 IU (0,5 ან 1 მგ) დოზა დაგინიშნოთ ექიმმა.

მიღების გზა და მეთოდი:

ENOX-ის კანქვეშ ინექცირება ხდება.

ENOX-ი კუნთში არ უნდა იქნეს ინექცირებული.

ENOX-ი ზოგიერთი გულის შეტევის ან ოპერციის შემდეგ შესაძლებელია სისხლძარღვში ინექცირების (ინტრავენური) გზითაც იქნეს შეყვანილი.

ENOX-ი ასევე შესაძლებელია დიალიზის პროცედურების დროს სხეულიდან გამომავალ მილსაც (არტერიის ხაზი) დაემატოს.

თუ საავამყოფოში იმყოფებით, ENOX-ის ინექცირებას ექიმი ან ექთანი განახორციელებს. სახლში დაბრუნებისას მკურნალობის გაგრძელების მიზნით შესაძლებელია თქვენი ინექციის თქვენს მიერ გაკეთება გახდეს საჭირო. ექიმი ან ექთანი გასწავლით თუ როგორ უნდა განახორციელოთ ეს პროცედურა. კითხვები თუ გექნებათ, შეგიძლიათ ექიმს ან ექთანს ჰკითხოთ.

შესაბამისი კანქვეშა ინექცირება მნიშვნელოვანია ინექციის ადგილზე ტკივილისა და სისხლჩაქცევების შესამცირებლად. წინასწარ შევსებული შპრიცი მოთავსებულია უსაფრთხოების ავტომატურ სისტემაში, რათა ინექციის შემდგომ ნემსით დაზიანება თავიდან იქნეს აცილებული.

ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები გაგიადვილებთ დაიმახსოვროთ ის, რაც ამ ტიპის ტრენინგის დროს ისწავლეთ.

ENOX-ის ინექცირებამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა, არ გამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატი. დარწმუნდით, რომ შპრიცი არ არის დაზიანებული და ფლაკონში არსებული ხსნარი გამჭვირვალეა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა შპრიცი გამოიყენეთ.

რომელ მიდამოში უნდა მოხდეს ENOX-ის ინექცირება?

ENOX-ი მუცლის მიდამოში კანქვეშ უნდა იქნეს ინექცირებული.

არავითარ შემთხვევაში არ განახორციელოთ ENOX-ის კუნთში ინექცირება. შესაძლებელია კუნთში სისხლდენა გამოიწვიოს.

კანი თითებს შორის მოიქციეთ და ნაზად მოუჭირეთ, ასე გეჭიროთ ინექცირების განმავლობაში. ამრიგად მედიკამენტი შეყვანილი იქნება არა კუნთში, არამედ მუცლის კანქვეშ არსებულ ცხიმოვან ქსოვილში. ინექცირების ადგილი მუცლის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს, ჭიპიდან მინიმუმ 5 სმ დაშორებით, უფრო მეტად გვერდებთან ახლოს უნდა იყოს.

ინექციის ადგილის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

ეს ადგილი მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ჭიპთან ძალია ახლოს არ უნდა იყოს. არსებულ დაზიანებაზე ან დალურჯებაზე არ უნდა განხორციელდეს.

ინექცირება მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს შორის მონაცვლეობით უნდა გააკეთოთ.

წინა ინექცირების ადგილი შეშუპების, ტკივილის, ტემპერატურის მომატებს, შეშუპების, კანზე ფერის ცვლილების, გამონაყარის, ანთების ან კანის რეაქციის რაიმე ნიშნის თვალსაზრისით შეამოწმეთ. თუ რომელიმე ამ ნიშანს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

როგორ განახორციელებთ საკუთარი თავისთვის კანქვეშა ინექცირებას ENOX-ის გამოყენებით?

არ შეურიოთ ENOX-ი სხვა საინექციო ხსნარებს.

იმისათვის, რომ საკუთარ თავს ENOX-ის ინექცია გაუკეთოთ, შესაბამის ტექნიკასთან დაკავშირებით წინასწარ ტრენინგი უნდა გაიაროთ. სწავლებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტისგან ან თქვენი ექიმისგან უნდა მიიღოთ. მედიკამენტთან ან თქვენი თავისთვის ინექცირებასთან დაკავშირებით კითხვები თუ გექნებათ გთხოვთ ექიმს გაესაუბროთ.

ინექცირებისთვის ქვევით მოცემულ 8 ნაბიჯს მიჰყევით.

  • ხელები და ინექციის ადგილი საპნით დაიბანეთ და გაიმშრალეთ.
  • კომფორტულ პოზაში დაჯექით ან დაწექით. თქვენ უნდა შეგეძლოთ ინექციის წერტილი მუცელზე ადვილად დაინახოთ და მიაღწიოთ მას. შეგიძლიათ მთელ სიგრძეზე დაწვეთ დივანზე ან საწოლზე, რომელზეც საყრდენად ბალიშებს გამოიყენებთ.
  • მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს უფრო მეტად გვერდების მიმართულებით და ჭიპიდან მინიმუმ 5 სმ დაშორებით ადგილი აირჩიეთ.

არ დაგავიწყდეთ:

ინექცია ჭიპიდან და არსებული სისხლჩაქცევებისგან ან ნაწიბურებისგან მინიმუმ 5 სმ დაშორებით უნდა გაიკეთოთ. ინექცირება მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს შორის მონაცვლეობით უნდა გააკეთოთ.

  • ფრთხილად მოხსენით ნემსის თავსახური ENOX-ის შპრიცს. თავსახური შეგიძლიათ გადააგდოთ. ნემსი სავსე და მოხმარებისთვის მზა მდგომარეობაშია.

ჰაერის ბუშტუკების მოსაშორებლად ინექციის გაკეთებამდე შპრიცის დგუშს არ დააჭიროთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის რაოდენობის შემცირება. თავსახურის მოხსნის შემდეგ, იმისთვის რომ ნემსი სუფთად (სტერილურად) დარჩეს, არ შეახოთ ნემსი არაფერს.

  • შპრიცი კალამის მსგავსად დაიჭირეთ ხელში. მეორე ხელით ნაზად დაიჭირეთ მუცელზე საინექციოდ არჩეული ადგილის კანი და ნაზად მოიქციეთ ცერა თითსა და საჩვენებელ თითებს შორის ისე, რომ კანის ნაოჭი წარმოიქმნას.

მთელი ინექცირების განმავლობაში კანი შეკუმშულ მდგომარეობაში გეკავოთ.

  • ჩაარჭეთ ნემსი ვერტიკალურად (90° კუთხით) კანის ნაკეცში ბოლომდე.
  • თითით შპრიცის დგუშს დააწექით. ამრიგად მედიკამენტის მუცლის კანქვეშ მდებარე ცხიმოვან ქსოვილში შეყვანა მოხდება. მთელი ინექცირების განმავლობაში კანი შეკუმშულ მდგომარეობაში გეკავოთ.
  • ნემსი ვერტიკალურ მდგომარეობაში ერთიანად ამოიღეთ. ეხლა შეგიძლიათ შეკუმშულ კანს ხელი გაუშვათ.

სისხლჩაქცევების თავიდან აცილების მიზნით ინექცირების დასრულების შემდეგ ინექცირების ადგილი არ შეიზილოთ.

  • გამოყენებული შპრიცი უსაფრთხოდ გადააგდეთ. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური, რომელშიც შპრიცი ჩააგდეთ და დარწმუნდით, რომ ის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არის მოთავსებული. არ გადააგდოთ ურნაში, რომელიც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის გამოიყენება.

როდესაც ვენაში ENOX-ის ინექციით ერთიანად შეყვანა არის საჭირო; ეს პროცედურა საავადმყოფოში და მედდის ან ექიმის მიერ უნდა ჩატარდეს, რომელთაც კარგად იციან ტექნიკა.

ანტიკოაგულაციური თერაპიის შეცვლა:

  • ENOX-დან გადასვლა სისხლის გამათხელებლებზე, რომელთაც ვიტამინი-K ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი) ეწოდებათ.

თქვენი ექიმი მოგთხოვთ INR სახელწოდების მქონე სისხლის ანალიზის გაკეთებას და ამის მიხედვით გეტყვით, თუ როდის უნდა შეწყვიტოთ ENOX-ის მიღება.

  • ENOX-ზე გადასვლა სისხლის გამათხელებლებიდან, რომელთაც ვიტამინი-K ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი) ეწოდებათ.

ვიტამინი-K ანტაგონისტების მიღება შეწყვითეთ.

თქვენი ექიმი მოგთხოვთ INR სახელწოდების მქონე სისხლის ანალიზის გაკეთებას და ამის მიხედვით გეტყვით, თუ როდის უნდა დაიწყოთ ENOX-ის მიღება.

  • ENOX-დან პირდაპირ ორალურ ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე გადასვლა

შეწყვიტეთ ENOX-ის მიღება. ჩვეულებრივ მომდევნო ინექციამდე 0-2 საათით ადრე დაიწყეთ პირდაპირი ორალური ანტიკოაგულანტის მიღება და შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეთ.

  • პირდაპირი ორალური ანტიკოაგულანტიდან ENOX-ზე გადასვლა

პირდაპირი ორალური ანტიკოაგულანტების მიღება შეწყვიტეთ. პირდაპირი ორალური ანტიკოაგულანტის ბოლო დოზის მიღებიდან 12 საათის გასვლამდე არ დაიწყოთ ENOX თერაპია.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

თუ თქვენ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის და დაგისვეს მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი (STE1v11), რომელსაც STEMI ტიპის ინფარქტი ეწოდება, მკურნალობის დაწყებისას ინტრავენურად პრეპარატის ერთიანად შეყვანა არ არის რეკომენდებული.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმელების უკმარისობა

თუ თირკმელების პრობლემა გაქვთ, გამოკვლევებით თირკმელების უკმარისობის ხარისხის დადგენის შემდეგ ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაბამის დოზას.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ENOX-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი ENOX მიიღეთ:

თუ საჭიროზე მეტი ENOX მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ბავშვმა ENOX შემთხვევით გაიკეთა ან გადაყლაპა, სასწრაფოდ გადაიყვანეთ იგი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მკურნალობასთან დაკავშირებით.

თუ დაგავიწყდათ ENOX-ის მიღება:

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ რომელიმე დოზის მიღება დაგავიწყდებათ, განახორციელეთ გამოტოვებული დოზის ინექცირება, როგორც კი გაგახსენდებათ. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა ერთი და იგივე დღეს. დოზის გამოტოვების ან დამატებითი დოზის მიღების თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ყოველდღიური ინექციები ჟურნალში აღნიშნოთ.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ENOX-ით მკურნალობის შეწყვეტისას:

ENOX-ით მკურნალობას თქვენი ექიმის თანხმობის გარეშე თუ შეწყვეტთ, შესაძლებელია პრეპარატის დამცავი და თერაპიული ეფექტი დაიკარგოს. შეიძლება ვენებში თრომბის წარმოქმნასთან დაკავშირებული დარღვევები განვითარდეს.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს ENOX-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ OVITRELLE-ის მიღება, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

მძიმე ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ნიშანი (მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, პირის ღრუს, ყელის ან თვალების შეშუპება).

ყველა მათგანი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდება თქვენთან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ENOX-ის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ.

სხვა მსგავსი პრეპარატების მსგავსად (წამლები, რომლებიც სისხლის შედედებას ამცირებენ), შეიძლება ENOX-მაც სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლდენა შეიძლება არ იყოს ხილული.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ რაიმე სახის სისხლდენა, რომელიც თავისთავად არ ჩერდება, ან თუ გაქვთ ჭარბი სისხლდენის ნიშნები (უჩვეულო სისუსტე, უენერგიობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება).

თქვენმა ექიმმა შესაძლებელია თქვენზე ახლო დაკვირვება ან თქვენი წამლის შეცვლა გადაწყვიტოს.

დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება:

თუ გაქვთ ვენის სისხლის თრომბთან დაკავშირებით დახშობის სიმპტომები, მაგალითად:

რომელიმე ფეხზე შეტევითი ხასიათის ტკივილი, სიწითლე, ტემპერატურის მომატება და შეშუპება თუ გაქვთ - ესენი ღრმა ვენების თრომბოზის ნიშნებია.

ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, გულის წასვლა ან სისხლიანი ხველა - ყველა მათგანი ფილტვის ემბოლიის ნიშნებია.

თუ გაქვთ მტკივნეული მუქი წითელი ლაქები კანქვეშ, რომლებიც ზედ დაწოლით არ ქრება. შესაძლებელია ექიმმა თრომბოციტების რაოდენობის შესამოწმებლად სისხლის ანალიზის გაკეთება მოგთხოვოთ.

ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტების სია:

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ენოქსაპარინის ნატრიუმის ანდა მედიკამენტის შემადგენელ რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერებაზე (იხ. დამხმარე ნივთიერებები); ალერგიული რეაქციების ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

თუ ხართ ალერგიული ჰეპარინზე ან სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინის წარმოებულებზე, როგორიცაა ნადროპარინი, ტინზაპარინი ან დალტეპარინი.

თუ ბოლო 100 დღის განმავლობაში გქონდათ ჰეპარინზე რეაქცია, რამაც გამოიწვია თქვენი სისხლის შედედების უზრუნველმყოფი უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის ძალიან შემცირება (ამ რეაქციას ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია ეწოდება).

სისხლში ენოქსაპარინის მიმართ ანტისხეულები თუ გაქვთ.

თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა ან სისხლდენის მაღალი რისკის მქონე მდგომარეობა (მაგალითად, კუჭის წყლული, ახლო პერიოდში ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალზე) და ახლახან გქონდათ სისხლდენასთან დაკავშირებული ინსულტი.

ორგანიზმში თრომბის სამკურნალოდ ENOX-ს თუ იყენებთ და 24 საათის განმავლობაში სპინალურ ანესთეზია ან ეპიდურული ანესთეზია ან წელის პუნქცია თუ უნდა გაგიკეთდეთ.

ENOX-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

ENOX არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჯგუფის სხვა პრეპარატებთან ურთიერთშენაცვლებით. ამის მიზეზი არის ის, რომ ისინი არ არიან ზუსტად იდენტურები და არ აქვთ ერთი და იგივე ეფექტი და გამოყენების ინსტრუქცია.

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა გეხებათ, ENOX-ის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

გულის ხელოვნური სარქველი თუ გაქვთ; განსაკუთრებით ორსულ ქალებს შეიძლება თრომბის (თრომბოემბოლია) გაზრდილი რისკი ჰქონდეთ

თუ გაქვთ ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსის ანთება)

თუ გაქვთ კუჭის წყლული ან გქონდათ წარსულში

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან თირკმლის უკმარისობა

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან ღვიძლის უკმარისობა

ადრე ინსულტი თუ გადაგიტანიათ

თუ გაქვთ ჰიპერტენზია

თუ გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტის გამო განვითარებული თვალის პრობლემები (დიაბეტური რეტინოპათია)

თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ თვალების ან თავის ტვინის ოპერაცია

თუ ხართ ხანდაზმული (65 წელზე მეტი ასაკის) და განსაკუთრებით თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის

თუ ხართ მცირეწონიანი ან ჭარბწონიანი

თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ეს შეიძლება შემოწმდეს სისხლის ანალიზით)

თუ გაქვთ კოაგულაციის დარღვევა (ჰემოსტაზი), მძიმე მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) გაზრდილი სისხლდენის პოტენციალით

თუ თქვენ იყენებთ სხვა ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმში სისხლდენის შეჩერების მექანიზმებზე (მათ შეიძლება შეცვალონ თქვენი წამლის მოქმედება ან ENOX-მა შეიძლება შეცვალოს ასეთი მედიკამენტების მოქმედება).

როდესაც ENOX-ის გამოყენების დროს (სპინალური ან ეპიდურული; ანუ საანესთეზიო ინექცია ხდება ზურგის ტვინის გარშემო ნემსით წელიდან შეყვანით) ანესთეზიის გაკეთების საჭიროება არსებობს (ასეთ შემთხვევაში ყოფილა გახანგრძლივებული ან მუდმივი დამბლის შემთხვევები). პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ წელის ძვლის ტვინის პუნქცია, სპინალური ანესთეზია ან ეპიდურული ანესთეზია, მინიმუმ 12 საათი პროფილაქტიკური დოზისთვის და 24 საათი თერაპიული დოზისთვის უნდა იყოს დაშვებული დაბალი მოლეკულური ჰეპარინის ინექციასა და სპინალური-ეპიდურული კათეტერის ან ნემსის შეყვანას ან ამოღებას შორის. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განიხილებოდეს უფრო ხანგრძლივი დროის ინტერვალი. პაციენტებს ნევროლოგიური დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების მხრივ ხშირი კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ. თუ არსებობს ნევროლოგიური საფრთხე, საჭიროა სასწრაფო მკურნალობა. ასევე, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ხერხემლის პრობლემა და ჩაგიტარდათ ხერხემლის ოპერაცია.

კანის ქსოვილის სიკვდილის (ნეკროზი) და კანის სისხლძარღვების ანთების (კანის ვასკულიტი) შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ჰეპარინის წინა გამოყენების დროს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის სერიოზული შემცირება თუ განიცადეთ

გულის მკვებავ კორონალურ სისხლძარღვებთან დაკავშირებული თრომბების აღმოფხვრისა და ხელახლა სისხლის ადექვატური ნაკადის აღდგენის მიზნით პერკუტანული კორონარული რევასკულარიზაციის პროცედურის სახელით ცნობილი ჩარევა თუ ჩაგიტარდათ.

თუ გჭირდებათ ოპერაცია ან ანესთეზია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, რომ ENOX-ს იყენებთ, შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის შეცვლა იმ წამლის მიხედვით, რომელსაც იღებთ.

შესაძლოა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე და მისი გამოყენებისას პერიოდულად სისხლის ანალიზის ჩატარება დაგჭირდეთ; ამის მიზანი არის სისხლში შედედების უზრუნველმყოფი უჯრედების (თრომბოციტების) და კალიუმის დონის შემოწმება.

ბიოლოგიურ სამედიცინო საშუალებებზე მეთვალყურეობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი პაციენტის ისტორიაში უნდა იქნეს ჩაწერილი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

ENOX-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ENOX-ის პერორალური (პირით) მიღება დაუშვებელია. მისი ინექცირება ხდება კანქვეშ ან სისხლძარღვში.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

ენოქსაპარინ ნატრიუმის ჩანაცვლება სხვა LMWH-ებით (ერთეული ერთეულზე) დაუშვებელია. ეს სამკურნალო საშუალებები განსხვავდებიან წარმოების პროცესით, მოლეკულური მასით, სპეციფიკური ანტი-Xa და ანტი-IIa აქტივობით, ერთეულებით, დოზირებით, ასევე კლინიკური ეფექტურობითა და უსაფრთხოებით. ეს იწვევს მათი ფარმაკოკინეტიკისა და მასთან დაკავშირებული ბიოლოგიური აქტივობების განსხვავებას (მაგ. ანტითრომბინული აქტივობა და თრომბოციტებთან ურთიერთქმედება). ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თითოეული პროდუქტის გამოყენების სპეციფიკურ წესს და დაცულ უნდა იქნეს ინსტრუქცია.

(HIT) ანამნეზი (>100 დღე)

პაციენტებში, რომლებსაც ბოლო 100 დღის განავლობაში აღენიშნებოდათ იმუნური სისტემით გამოწვეული HIT-ის ანამნეზი ან ცირკულირებადი ანტისხეულების არსებობა, ენოქსაპარინ ნატრიუმის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.3). ანტისხეულები შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩეს სისხლში.

ენოქსაპარინ ნატრიუმი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია (>100 დღე) ცირკულირებადი ანტისხეულების გარეშე. ასეთ შემთხვევებში ენოქსაპარინ ნატრიუმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სარგებელი-რისკის გულმოდგინე შეფასებისა და ჰეპარინისგან განსხვავებული ალტერნატიული მკურნალობის (მაგ. დანაპაროიდ ნატრიუმი ან ლეპირუდინი) განხილვის შემდეგ.

თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი

ანტისხეულებით განპირობებული HIT-ის რისკი ასევე არსებობს დაბალი მოლეკულური წონის ჰემოდიალიზის მქონე პაციენტებში. თუ თრომბოციტოპენია განვითარდა, ის ჩვეულებრივ აღინიშნება ენოქსაპარინ ნატრიუმით მკურნალობის დაწყებიდან 5-დან 21-ე დღემდე.

პოსტოპერაციულ პაციენტებში HIT-ის რისკი უფრო მაღალია და ძირითადად ვითარდება კარდიოქირურგიული ჩარევის შემდეგ და ონკოლოგიურ პაციენტებში.

ამიტომ, ენოქსაპარინ ნატრიუმით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია თრომბოციტების რაოდენობის რეგულარული გაზომვა.

HIT-ზე ეჭვის შემქმნელი კლინიკური სიმპტომების არსებობისას (ნებისმიერი ახალი არტერიული და/ან ვენური თრომბოემბოლიური მოვლენა, მტკივნეული კანის დაზიანება ინექციის ადგილზე, მკურნალობის დროს ნებისმიერი ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქცია), უნდა გაიზომოს თრომბოციტების რაოდენობა. პაციენტებმა უნდა იცოდნენ ამ სიმპტომების შესაძლო განვითარების შესახებ და მათ გამოვლენის შემთხვევაში უნდა აცნობონ ოჯახის ექიმს.

პრაქტიკაში, თრომბოციტების რაოდენობის დადასტურებული მნიშვნელოვანი შემცირებისას (საწყისი მნიშვნელობის 30-50%), ენოქსაპარინ ნატრიუმით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტი გადაყვანილ იქნას ჰეპარინისგან განსხვავებულ ალტერნატიულ ანტიკოაგულანტურ თერაპიაზე.

სისხლდენა

ისევე როგორც სხვა ანტიკოაგულანტების შემთხვევაში, სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას. სისხლდენის განვითარებისას უნდა გამოიკვლიოს ჰემორაგიის წყარო და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ისევე როგორც ყველა სხვა ანტიკოაგულანტური თერაპიისას, ენოქსაპარინ ნატრიუმი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ მდგომარეობებში, როდესაც სისხლდენის პოტენციალი გაზრდილია:

ჰემოსტაზის დარღვევა,

ანამნეზში პეპტიკური წყლული,

ახლახან გადატანილი იშემიური ინსულტი,

მძიმე არტერიული ჰიპერტენზია,

ახლახან განვითარებული დიაბეტური რეტინოპათია,

ნევროლოგიური ან ოფთალმოლოგიური ქირურგიული ჩარევა,

ჰემოსტაზზე მოქმედი მედიკამენტების ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი 4.5).

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სპინალური ლუმბალური პუნქცია, სპინალური ანესთეზია ან ეპიდურული ანესთეზია, დაბალმოლეკულური ჰეპარინის ინექციასა და სპინალური/ეპიდურული კათეტერის ან ნემსის ჩადგმას/ამოღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 12 საათი პროფილაქტიკური დოზისთვის და 24 საათი სამკურნალო დოზისთვის. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განხილულ იქნას უფრო ხანგრძლივი დროის ინტერვალი.

პაციენტები ხშირად უნდა გადამოწმდნენ ნევროლოგიური დარღვევის სიმპტომებსა და ნიშნებზე. ნევროლოგიური საფრთხის არსებობისას აუცილებელია გადაუდებელი მკურნალობა.

ენოქსაპარინ ნატრიუმის თერაპიული დოზებით შეყვანიდან 24 საათის განმავლობაში სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია არ უნდა ჩატარდეს (ასევე იხ. ნაწილი 4.3).

ენოქსაპარინ ნატრიუმისა და სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ერთდროული გამოყენებისას დაფიქსირებულია ნეიროაქსიალური ჰემატომის შემთხვევები, რამაც გამოიწვია ხანგრძლივი ან პერმანენტული პარალიზი. ეს მოვლენები იშვიათად გვხვდება ენოქსაპარინ ნატრიუმის დღეში ერთხელ 4 000 სე (40 მგ) ან უფრო დაბალი დოზირების რეჟიმების დროს. ამ მოვლენების განვითარების რისკი უფრო მაღალია პოსტოპერაციული ხანგრძლივი ეპიდურული კათეტერების გამოყენებისას, ჰემოსტაზზე მოქმედი დამატებითი მედიკამენტების ერთდროული მიღებისას მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID), ტრავმული ან განმეორებითი ეპიდურული ან სპინალური პუნქციის დროს, ან პაციენტებში ანამნეზში ხერხემლის ქირურგიული ჩარევით ან ხერხემლის დეფორმაციით.

ენოქსაპარინ ნატრიუმისა და ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ან სპინალური პუნქციის ერთდროული გამოყენებით გამოწვეული სისხლდენის პოტენციური რისკის შემცირების მიზნით, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილი (იხ. ნაწილი 5.2). ეპიდურული კათეტერის ან ლუმბალური პუნქციის ჩადგმის ან ამოღების ყველაზე ოპტიმალური დროა, როდესაც ენოქსაპარინ ნატრიუმის ანტიკოაგულანტური ეფექტი დაბალია. თუმცა, საკმარისად დაბალი ანტიკოაგულანტური ეფექტის მისაღწევად საჭირო დრო ზუსტად არ არის ცნობილი ყველა პაციენტში. პაციენტებისთვის, რომელთა კრეატინინის კლირენსია [15-30 მლ/წთ], ვინაიდან ენოქსაპარინ ნატრიუმის ელიმინაცია უფრო ხანგრძლივია, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი შეფასება (იხ. ნაწილი 4.2).

თუ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ანტიკოაგულანტის შეყვანის შესახებ ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ან ლუმბალური ინექციის მეთოდით, უნდა განხორციელდეს ხშირი მონიტორინგი ნევროლოგიური დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის მიზნით, როგორებიცაა წელის შუა ხაზის ტკივილი, სენსორული და მოტორული დეფეციტი (ქვედა კიდურების დაბუჟება ან სისუსტე), ნაწლავების და/ან შარდის ბუშტის დისფუნქცია. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ აღნიშნული ნიშნებიდან ან სიმპტომებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს.

სპინალური ჰემატომის ნიშნებსა ან სიმპტომებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, სწრაფად უნდა დაისვას დიაგნოზი და დაიწყოს მკურნალობა, ზურგის ტვინის დეკომპრესიის ჩათვლით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთმა მკურნალობამ შეიძლება ვერ აღკვეთოს ან ვერ გამოსწოროს ნევროლოგიური გართულებები.

კანის ნეკროზი / კანის ვასკულიტი

LMWH-ების გამოყენებისას დაფიქსირებულია კანის ნეკროზისა და კანის ვასკულიტის შემთხვევები; ასეთ სიტუაციებში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

პერკუტანული კორონარული რევასკულარიზაციის პროცედურები

არასტაბილური სტენოკარდიის, NSTEMI-ს და მწვავე STEMI-ს მკურნალობის დროს, ინსტრუმენტული სისხლძარღვოვანი ჩარევის შემდეგ სისხლდენის რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მკაცრად უნდა იქნას დაცული ენოქსის ინექციების დოზებს შორის რეკომენდებული დროის ინტერვალები.

ეს მნიშვნელოვანია პერკუტანული კორონარული ჩარევის შემდეგ პუნქციის ადგილზე ჰემოსტაზის მიღწევის თვალსაზრისით. მანუალური კომპრესიის მეთოდის გამოყენებისას, ინტროდიუსერი უნდა ამოიღოთ IV/კანქვეშა გზით ენოქსაპარინ ნატრიუმის ბოლო ინექციიდან 6 საათის შემდეგ. ენოქსაპარინ ნატრიუმით მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში, დაგეგმილი მომდევნო დოზა არ უნდა შეიყვანოთ ინტროდიუსერის ამოღებიდან 6–8 საათის გასვლამდე. ჩარევის ადგილი უნდა გადამოწმდეს სისხლდენის ან ჰემატომის წარმოქმნის ნიშნებზე.

მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი

მწვავე ინფექციური ენდოკარდიტის მქონე პაციენტებში ჰეპარინის გამოყენება, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული თავის ტვინში სისხლჩაქცევის რისკის გამო. თუ ასეთი გამოყენება აბსოლუტურად აუცილებლად ჩაითვლება, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ სარგებელი-რისკის ინდივიდუალური გულმოდგინე შეფასების შემდეგ.

ორსული ქალები გულის სარქვლის პროთეზით

მექანიკური გულის სარქვლის პროთეზის მქონე ორსულ ქალებში თრომბოპროფილაქტიკისთვის ენოქსის ინექციის გამოყენება საკმარისად შესწავლილი არ არის.

კლინიკურ კვლევაში, სადაც თრომბოემბოლიის რისკის შემცირების მიზნით მექანიკური გულის სარქვლის პროთეზის მქონე ორსულ ქალებს ეძლეოდათ ენოქსაპარინი (დღეში ორჯერ 100 სე/კგ (1 მგ/კგ)), 8 ქალიდან 2-ში დაფიქსირდა თრომბი, რამაც გამოიწვია სარქვლის ბლოკირება და დედისა და ნაყოფის სიკვდილი. პოსტმარკეტინგულ ანგარიშებში დაფიქსირებულია პროთეზის იზოლირებული თრომბოზის შემთხვევები ორსულ ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ენოქსაპარინს თრომბოპროფილაქტიკის მიზნით. მექანიკური გულის სარქვლის პროთეზის მქონე ორსული ქალები შეიძლება იმყოფებოდნენ თრომბოემბოლიის მაღალი რისკის ქვეშ.

ლაბორატორიული ტესტები

ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის გამოყენებულ დოზებში ენოქსაპარინ ნატრიუმი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს სისხლდენის ხანგრძლივობასა და სისხლის კოაგულაციის გლობალურ ტესტებზე; გარდა ამისა, მას არ აქვს გავლენა თრომბოციტების აგრეგაციასა ან თრომბოციტებთან ფიბრინოგენის შეკავშირებაზე.

უფრო მაღალ დოზებში შეიძლება აღინიშნოს aPTT-ის (აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის) და ACT-ის (აქტივირებული შედედების დროის) გაზრდა. aPTT-სა და ACT-ს გაზრდასა და ენოქსაპარინ ნატრიუმის მომატებულ ანტითრომბოზულ აქტივობას შორის პირდაპირი წრფივი კორელაცია არ არსებობს, რის გამოც ისინი არ წარმოადგენენ შესაფერის და სანდო მაჩვენებლებს ენოქსაპარინ ნატრიუმის აქტივობის მონიტორინგისთვის.

გულის სარქვლის მექანიკური პროთეზები

პაციენტებში გულის მექანიკური სარქვლის პროთეზით ენოქსი ინექციის გამოყენება თრომბოპროფილაქტიკისთვის საკმარისად შესწავლილი არ არის. პაციენტებში გულის მექანიკური სარქვლის პროთეზით, რომლებიც იყენებდნენ ენოქსაპარინს თრომბოპროფილაქტიკისთვის, დაფიქსირებულია გულის სარქვლის იზოლირებული თრომბოზის შემთხვევები. ხელშემშლელი ფაქტორები, როგორებიცაა თანმხლები დაავადებები და არასაკმარისი კლინიკური მონაცემები, ზღუდავს ამ შემთხვევების შესწავლას. ამ შემთხვევების ნაწილი ეხება ორსულ ქალებს, სადაც თრომბოზმა გამოიწვია დედის ან ნაყოფის სიკვდილი.

სისხლდენა ხანდაზმულებში

ხანდაზმულებში პროფილაქტიკური დოზირების დიაპაზონში სისხლდენისადმი მიდრეკილების რაიმე მომატება არ აღინიშნება. თუმცა, ხანდაზმული პაციენტები (განსაკუთრებით 80 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები) თერაპიული დოზირების დიაპაზონში შეიძლება იმყოფებოდნენ სისხლდენის გართულებების მომატებული რისკის ქვეშ. STEMI-ს მკურნალობაზე მყოფ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებულია გულმოდგინე კლინიკური მეთვალყურეობა და შეიძლება განხილულ იქნას დოზის შემცირება (იხ. ნაწილი 4.2 და 5.2).

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ენოქსაპარინ ნატრიუმის ექსპოზიციის მომატებასთან ერთად იზრდება სისხლდენის რისკიც. ამ პაციენტებში რეკომენდებულია გულმოდგინე კლინიკური მეთვალყურეობა და შეიძლება განხილულ იქნას ბიოლოგიური მონიტორინგი ანტი-Xa აქტივობის გაზომვით (იხ. ნაწილი 4.2 და 5.2).

ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ამ პოპულაციაში მისი გამოყენების შესახებ, გარდა ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალურ ცირკულაციაში თრომბის წარმოქმნის პრევენციისა, ენოქსაპარინ ნატრიუმის გამოყენება რეკომენდებული არ არის თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პირებში (კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ).

თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში ენოქსაპარინ ნატრიუმის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება, რის გამოც რეკომენდებულია დოზის კორექტირება თერაპიული და პროფილაქტიკური დოზირების ფარგლებში.

საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) და მსუბუქი თირკმლის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება რეკომენდებული არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

სისხლდენის პოტენციალის გაზრდის გამო, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ენოქსაპარინ ნატრიუმი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ანტი-Xa დონეების მონიტორინგზე დაფუძნებული დოზის კორექტირება ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში არ არის სანდო და არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 5.2).

დაბალი წონა

დაბალი წონის ქალებსა (<45 კგ) და დაბალი წონის მამაკაცებში (<57 კგ) პროფილაქტიკური დოზირებისას (რომელიც არ არის კორექტირებული წონის მიხედვით) დაფიქსირებულმა ენოქსაპარინ ნატრიუმის ექსპოზიციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის უფრო მაღალი რისკი. ამიტომ, ამ პაციენტებში რეკომენდებულია კლინიკური მეთვალყურეობა.

ჭარბწონიანი პაციენტები

ჭარბწონიან პაციენტებში თრომბოემბოლიის რისკი უფრო მაღალია. ჭარბწონიან პაციენტებში (BMI >30 კგ/მ²) პროფილაქტიკური დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა სრულად დადგენილი არ არის და დოზის კორექტირებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს. ეს პაციენტები გულმოდგინედ უნდა გადამოწმდნენ თრომბოემბოლიის ნიშნებსა და სიმპტომებზე.

ჰიპერკალიემია

ჰეპარინებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერკალიემია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის სეკრეციის დათრგუნვით (იხ. ნაწილი 4.5) , განსაკუთრებით პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, არსებული მეტაბოლური აციდოზით ან ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს (იხ. ნაწილი 4.8). პლაზმაში კალიუმის დონე რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს, განსაკუთრებით რისკის ჯგუფის პაციენტებში.

მიკვლევადობა

LMWH-ები წარმოადგენენ ბიოსიმილარულ ბიოლოგიურ სამკურნალო საშუალებებს. ბიოლოგიური პროდუქტების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიის ნომერი აუცილებლად უნდა ჩაიწეროს პაციენტის ბარათში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ ამჟმად იღებთ რაიმე პრეპარატს, არის შესაძლებლობა მიიღოთ ან უახლოეს წარსულში მოიხმარეთ, მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცეფტს.

თუ არის აუცილებლობა მიიღოთ სხვა პრეპარატები ENOX-ით მკურნალობის პერიოდში, თრომბის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატების მიღება უნდა შეწყვიტოთ.

სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (ასპირინი, დიპირიდამოლის მსგავსი) ან სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, ტენექტეპლაზა, უროკინაზა, ვარფარინი).

იბუპროფენი, დიკლოფენაკი, კეტოროლაკის მსგავსი სახსრების ანთების საწინააღმდეგო ტკივილისა და შესიების მკურნალობისათვის გამოყენებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.

ინექციის სახით დექსტრანი 40 (ინტენსიური შრატი)

ტიკლოპიდინი და კლოპიდოგელი (რომელიც თრგუნავს ტრომბოციტების უჯრედების აგრეგაციას, სისხლის დატრომბვის შემამცირებელი პრეპარატები)

გულში მოულოდნელად შემცირებული სისხლის მიმოქცევით გამოწვეული დაავადებებისთვის გამოყენებული გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორების შემცველი პრეპარატები.

პრედნიზოლონი, დექსამეტაზონის მსგავსი ასთმის, რევმატოიდული ართრიტი და სხვა ტიპის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული სისტემური გლუკოკორტიკოიდები

დივალპროექსი და ვაპროის მჟავის მსგავსი ეპილეფსიური (ეპილეფსია) პრეპარატები

სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდის მსგავსიშარდმდენი პრეპარატები (თუ ეს პრეპარატები მოხმარებული იქნა ENOX ერეთად, სისხლში მოიმატებს კალიუმის დონე)

პლიკამიცინი (მომატებული კალციუმისა და სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი), სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი).

თუ მომავალში ENOX მკურნალობის მიმდინარეობისას გიწევთ სხვა პრეპარატის მიღებაც, ჩააყენეთ ექიმის საქმის კურსში.

თუ უახლოეს წარსულში მიგიღიათ ან ახლა იყენებთ ურეცეპტო პრეპარატებს, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს და გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

ENOX როგორ გამოიყენება?

მითითებები შესაბამისი დოზისა და მიღების წესის შესახებ:

ENOX მისაღები დოზა შეიცვლება თქვენი დაავადების შესაბამისად გამოწერილი რეცეპტის მიხედვით.

სისხლის შედედების მკურნალობა

ძირითადად გამოყენებული დოზა არის სხეულის წონის ყოველ კგ-ზე დღეში 150 IU (1,5 mg) ან დღეში ორჯერ 1 კგ-ზე 100 IU (1 mg)

პრეპარატის მოხმარების ვადას განსაზღვრავს ექიმი

ქვემოთმოცემულ შემთხვევებში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

ოპერაციის ან რაიმე დაავადების მიზეზით შეწყვეტილი მოძრაობის პერიოდში:

დოზა დამოკიდებული თრომბიუს წარმოქმნის შესაძლებლობაზე. დაგენიშნებათ ENOX დღეში 2.000 IU (20 mg) ან 4.000 IU (40 mg).

თუ გამზადებენ საოპერაციოდ, პირველი ინექცია ძირითადად გაგიკეთდებათ ოპერაციამდე 2 ან 12 საათით ადრე.

თუ რაიმე დაავადების მიზეზით შეგეზღუდათ მოძრაობა, ENOX დღიური ნორმა შეადგენს 4.000 IU (40 mg).

პრეპარატის მოხმარების ვადას განსაზღვრავს ექიმი

გულის შეტევის შემდეგ

ENOX გამოიყენება როგორც მიოკარდის ინფარქტის (STEMI) ასევე NSTEMI, ორი სხვადასხვა ტიპის გულის შეტევის სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში დოზა განისაზღვრება პაციენტის ასაკისა და გულის შეტევის ტიპის მიხედვით.

NSTEMI ტიპის გულის შეტევისას:

ძირითადი დოზა 12 საათში ერთხელ სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 100 IU (1 mg) ინიშნება

შესაძლოა ექიმმა ასევე დაგინიშნოთ ასპირინი (აცეტილსალიცილის მავა)

პრეპარატის მოხმარების ვადას განსაზღვრავს ექიმი

75 წლამდე ასაკის პაციენტებში STEMI გულის შეტევის შემთხვევაში:

პირველი დოზა 3.000 IU (30 mg) ENOX ინექცია გაკეთდება ვენაში

იგივე დროს კანქვეშ (კანქვეშა ინბექცია) მოხდება ENOX შეყვანა. ძირითადი დოზა 12 საათში ერთხელ სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 100 IU (1 mg) ინიშნება

შესაძლოა ექიმმა ასევე დაგინიშნოთ ასპირინი (აცეტილსალიცილის მავა)

პრეპარატის მოხმარების ვადას განსაზღვრავს ექიმი

75 წლის და ზემოთ პაციენტებში STEMI გულის შეტევის შემთხვევაში:

ძირითადი დოზა 12 საათში ერთხელ სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 75 IU (0,75 mg) ინიშნება

პირველი ორი ინექცის მაქსიმალური დოზა შეიძლება იყოს 7.500 IU (75mg)

პრეპარატის მოხმარების ვადას განსაზღვრავს ექიმი

იმ პაციენტებში, ვინაც გადაიტანა სტენტირება:

იმის მიხედვით, თუ ბოლოს როდის მიიღეთ ENOX დადგენილი დოზა, ექიმმა სტენტირებამდე შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოზის მიღება.

დიალიზის აპარატში გამავალ სისხლში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

ძირითადი დოზა სხეულის წონის მიხედვით 1 კგ-ზე 100 IU (1 mg) ინიშნება

ENOX დიალიზის სეანსის დასაწყისში გაეშვება სხეულიდან გამომავალ მილში (არტერიულ მილში). ეს დოზა საკმარისია 4 საათიანი სეანსისათვის. მაგრამ, შესაძლებელია, ექმმა სხეულის წონის მიხედვით ყოველ 1 კგ-ხე დაამატოს 50 IU (0,5 mg)

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად, გაქვთ დაორსულების ალბათობა ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მისი გამოყენების აუცილებელ საჭიროებას განსაზღვრავს.

გულის ხელოვნური სარქველის მქონე ორსულ ქალებს შეიძლება თრომბის (თრომბოემბოლია) გაზრდილი რისკი ჰქონდეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ექიმმა უნდა მოგაწოდოთ.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდში ან თუ აპირებთ ძუძუთი კვებას, ENOX-ის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა

ავტომობილის მართვის ანდა მექანიზმების გამოყენების უნარზე რაიმე ცნობილი ზემოქმედება არ გააჩნია.

ENOX-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

არ შეიცავს რაიმე სახის დამხმარე ნივთიერებას, რომელიც სპეციალური ზომების მიღებას საჭიროებს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს ან გაქვთ მიღების ალბათობა, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მათი გამოიყენება თქვენი მკურნალობისთვის აუცილებელი არ არის, რეკომენდებულია ENOX-ით მკურნალობის დაწყებამდე შეწყვეტოთ ისეთი წამლების მიღება, რომლებიც სისხლის შედედებაზე ახდენენ გავლენას. ეს აგენტები მოიცავს შემდეგ პრეპარატებს:

ანტიკოაგულანტი მედიკამენტები (როგორიცაა ასპირინი, დიპირიდამოლი) ან წამლები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას (მაგ. ალტეპლაზა, სტრეპოტკინაზა, ტენექტეპლაზა, უროკინაზა, ვარფარინი)

იბუპროფენის, დიკლოფენაკის, კეტოროლაკის მსგავსი მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და გამოიყენება ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ სახსრების ანთებითი დაავადებების დროს.

დექსტრანი 40 (კონცენტრირებული შრატი), რომლის შეყვანაც ხდება ინექცირების გზით.

ტიკლოპიდინი და კლოპიდოგრელი (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას თრომბოციტების სახელით ცნობილი უჯრედების დაგროვების პრევენციით, რომლებიც სისხლში არსებობენ და კოაგულაციაში იღებენ მონაწილეობას)

გლიკოპროტეინის IIb/Illa ინჰიბიტორების შემცველი პრეპარატები, რომლებიც გულში უეცარი და დაქვეითებული სისხლის ნაკადით გამოწვეული დაავადებების დროს გამოიყენება.

პრედნიზოლონის, დექსამეტაზონის მსგავსი სისტემური გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც ასთმის, რევმატოიდული ართრიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დივალპროექსი და ვალპროის მჟავა.

შარდმდენი მედიკამენტები, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი (ENOX-თან ერთად მიღების შემთხვევაში ამ მედიკამენტებმა შეიძლება სისხლში კალიუმის დონე გაზარდონ).

პლიკამიცინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კალციუმის მაღალი დონის და კიბოს სამკურნალოდ), სულფინპირაზონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჩიყვის სამკურნალოდ).

თუ მომავალში ENOX-ით მკურნალობის დროს სხვა წამლის მიღება დაგჭირდებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს ამ პრეპარატის ცნობილი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ენოქსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებას, რომელსაც ესაჭიროება სპეციალური ზომის მიღება.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ სხვა პრეპარატს ან შესაძლებელია გამოიყენოთ ან გამოიყენეთ ახლო წარსულში.

რეკომენდებულია ენოქსით მკურნალობის დაწყებამდე შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება, რომელიც ზემოქმედებას ახდენს სისხლის შედედებაზე, თუ ეს აუცილებელი არ არის მკურნალობისთვის. აღნიშნული მოიცავს შემდეგ პრეპარატებს:

სისხლის გამათხელებელი ტაბლეტები (როგორიცაა ასპირინი, დიპირიდამოლი) ან თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, ტენექტეპლაზა, უროკინაზა, ვარფარინი)

სახსრების დაავადებების დროს ტკივილის და შეშუპების სამკურნალოდ გამოყენებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა იბუპროფენი, დიკლოფენაკი, კეტოლორაკი

ინექციის გზით გამოყენებული დექსტრანი 40

ტიკლოპიდინი და კლოპიდოგრელი (პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ თრომბოციტების (სისხლის უჯრედი, რომელიც მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში) აგრეგაციას და ამ გზით აქვეითებენ სისხლის შედედებას)

გლიკოპროტეინი IIb/IIIa ინჰიბიტორების შემცველი პრეპარატები, რომელიც გამოიყენება გულში უეცარი და შემცირებული სისხლის ნაკადით გამოწვეული დაავადებების დროს

სისტემური გლუკოკორტიკოიდები, როგორიცაა პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, რომელსაც იყენებენ ასთმის, რევმატოიდული ართრიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა დივალპროექსი და ვალპროის მჟავა

შარდმდენი პრეპარატები, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი (ენოქსთან ერთად ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სისხლში კალიუმის დონის მომატება)

პლიკამიცინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კალციუმის მაღალი დონის და კიბოს სამკურნალოდ), სულფინპირაზონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ).

თუ მომავალში ენოქსით მკურნალობის გაგრძელებისას დაგჭირდებათ სხვა პრეპარატის მიღება, აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი:

ჰემორაგია (ძლიერი სისხლდენა სხეულზე არსებული ჭრილობიდან).

თრომბოციტოზი (ნორმაზე მეტი თრომბოციტების რაოდენობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში სისხლის კოაგულაციაში).

ღვიძლის ტრანსამინაზას ფერმენტის მატება

ხშირი:

ჰემატომა (ვარდისფერი ლაქები კანზე ან მტკივნეული მუქი წითელი გამონაყარი კანქვეშ, რომელიც მასზე დაწოლით არ ქრება). ეს გამონაყარი შეიძლება გამოვლინდეს უფრო ხშირად იმ ადგილის გარშემო, სადაც ENOX-ის ინექცია გაიკეთეთ.

თრომბოციტოპენია (თქვენს სხეულზე ჩვეულებრივზე უფრო მარტივაად წარმოიქმნება სისხლჩაქცევები (ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში თრომბოციტების სახელით ცნობილი უჯრედების შემცირებით (თრომბოციტოპენია)).

ENOX-ის ინექცირების ადგილზე ტკივილი, შეშუპება ან ჰიპერმგრძნობელობა (მომატებული მგრძნობელობა), ანთება, გავრცელებული ტკივილი (ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში უნდა გაქრეს).

ალერგიული რეაქცია, ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა (სიწითლე კანზე).

ჰემორაგიული ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება)

თავის ტკივილი

არახშირი:

რეტროპერიტონეალური სისხლდენა.

თავის ქალის შიდა (ინტრაკრანიალური) სისხლდენა.

ბულოზური დერმატიტი (დიდი წითელი, არარეგულარული ფორმის კანის დაზიანება; შესაძებელია თან ახლდეს წყლით სავსე ბუშტუკები ან არ ახლდეს თან).

ადგილობრივი გაღიზიანება (ადგილობრივი გაღიზიანება).

ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება (კანის ან თვალების გაყვითლებას და შარდის ფერის გამუქებას თუ შეამჩნევთ, ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემა იყოს).

იშვიათი:

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (შოკის ჩათვლით) (მძიმე ალერგიული რეაქცია (მძიმედ და ხიხინით სუნთქვას თუ დაიწყებთ; სახის, ენის ან ყელის შეშუპება თუ გექნებათ, რამაც შეიძლება გაართულოს ყლაპვა ან სუნთქვა, ასევე კანზე გამონაყარი თუ გამოვლინდება))

ზურგის ტვინში ჰემატომა (დახურვა) განვითარდა ზოგიერთ პაციენტში, რომელთაც ENOX-ით მკურნალობის დროს ეპიდურული ან სპინალური ანესთეზია (საანესთეზიო საშუალების ინექცია ზურგის ტვინის გარშემო ნემსით წელის არეში) გაუკეთდათ. მსგავსი პროცედურა თუ ჩაგიტარდათ და ENOX-ს იყენებთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სიმპტომი, როგორიცაა განსაკუთრებით სხულის ქვედა ნაწილში და ფეხებში ჩხვლეტა, მგრძნობელობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე, შარდის ან განავლის შეუკავებლობა.

ღვიძლის ქოლესტაზური დაზიანება (ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება).

სისხლში კალიუმის დონის მატება (ეს ცვლილებები უფრო ხშირია თირკმელების პრობლემების ან დიაბეტის მქონე ადამიანებში. ამ ცვლილებების შესამოწმებლად შესაძლებელია ექიმმა სისხლის ანალიზები დაგინიშნოთ).

სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის ზრდა. შესაძლებელია ექიმმა ეს სისხლის ანალიზის ჩატარებით შეამოწმოს.

თრომბოზი (სისხლის თრომბის წარმოქმნა ვენაში ან გულში) და იმუნო-ალერგიული (დაკავშირებული იმუნურ სისტემასთან) თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება) განვითარებული პაციენტები (ზოგიერთში, ვენაში ან გულში სისხლის თრომბის წარმოქმნასთან ერთად ორგანოს ინფარქტი (კრიზისი) ან კიდურების იშემია (ფეხი-მკლავ-ფეხის უკმარისობა) გამოვლინდა) დაფიქსირდა.

ალოპეცია (თმის ცვენა).

კუტანოზური ვასკულიტი (კანში არსებული სისხლძარღვების ანთება)

კანის ნეკროზი (კანის სიკვდილამდე პირველ რიგში ჩვეულებრივ მტკივნეული და ინფილტრაციული პურპურა (კანში სისხლდენის შედეგად წარმოქმნილი წვრილი წითელი გამონაყარი და მარტივი სისხლჩაქცევების წარმომქმნელი სისხლდენისკენ მიდრეკილება) ან ერითემატოზური ფირფიტები ვლინდება).

ხანგრძილივი მოხმარების შემდეგ ოსტეოპოროზი (თუ მკურნალობა გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს, წარმოიქმნება მდგომარეობა რომელიც აადვილების თქვენი ძვლების მტვრევას).

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ ENOX?

შეინახეთ ENOX ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

ENOX 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

არ შეურიოთ ENOX-ი სინექციოდ და საინფუზიოდ გამოყენებად სხვა სითხეებს.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

Atabay Kimya San. ve Tie. A.Ş. (სს. „ათაბაი ქიმია სან. ვე თიჯ.“)

აჯიბადემ. ქოფთუნჯუს ქ. N: l

34718 ქადიქოი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Atabay İlaç Fabrikası A.Ş. (სს. „ათაბაი ილაჩ ფაბრიქასი“)

აჯიბადემ. ქოფთუნჯუს ქ. N: l

34718 ქადიქოი/სტამბული

მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 05 / 02 / 2021 წელს.

E.115.1.P.R7

ჭარბი დოზა

სიმპტომები და ნიშნები

ენოქსაპარინ ნატრიუმის შემთხვევითმა დოზის გადაჭარბებამ ინტრავენური, ექსტრაკორპორალური ან კანქვეშა შეყვანისას შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებები. პერორალური მიღების შემდეგ, დიდი დოზების შემთხვევაშიც კი, ენოქსაპარინ ნატრიუმის აბსორბცია შეუძლებელია.

ანტიდოტი და მკურნალობა

ანტიკოაგულანტური ეფექტების დიდი ნაწილის ნეიტრალიზება შესაძლებელია პროტამინის ნელი ინტრავენური ინექციით. პროტამინის დოზა დამოკიდებულია შეყვანილი ენოქსაპარინ ნატრიუმის დოზაზე: თუ ენოქსაპარინ ნატრიუმი შეყვანილია ბოლო 8 საათის განმავლობაში, 1 მგ პროტამინი ანეიტრალებს 100 სე (1 მგ) ენოქსაპარინ ნატრიუმის ანტიკოაგულანტურ ეფექტს. თუ ენოქსაპარინ ნატრიუმის შეყვანიდან გასულია 8 საათზე მეტი ან დადგინდა პროტამინის მეორე დოზის აუცილებლობა, შეიძლება შეყვანილ იქნას 0.5 მგ პროტამინის ინფუზია ენოქსაპარინ ნატრიუმის ყოველ 100 სე-ზე (1 მგ). ენოქსაპარინ ნატრიუმის ინექციიდან 12 საათის შემდეგ პროტამინის შეყვანა შეიძლება აღარ იყოს საჭირო. თუმცა, პროტამინის მაღალი დოზების გამოყენებისასაც კი, ენოქსაპარინ ნატრიუმის ანტი-Xa აქტივობა არასოდეს ნეიტრალდება სრულად (მაქსიმუმ დაახლოებით 60%) (იხ. პროტამინის მარილების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია).

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: ენოქსაპარინის ნატრიუმი: საინექციო ხსნარის 0.4 მლ შეიცავს 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმს (ექვივალენტურია 4000 ანტი-Xa სე-ს).

ენოქსაპარინ ნატრიუმი არის ბიოსიმილარული ბიოლოგიური ნივთიერება, რომელიც მიიღება ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან მიღებული ჰეპარინ ბენზილის ეთერის ტუტე დეპოლიმერიზაციით.

ენოქსაპარინ ნატრიუმი მიიღება ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან მიღებული ჰეპარინ ბენზილის ეთერის ტუტე დეპოლიმერიზაციით.

დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ ENOX ბავშვებისათვს მიუწვდომელ ადგილას თავისივე შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25◦C თავის ორიგინალ შეფუთვაში.

არ აგერიოთ ENOX სხვა საინექციო და საინფუზიო პრეპარატებში.

გამოიყენეთ მხოლოდ ვადიანი ENOX

არ გამოიყენოთ ENOX ვადის გასვლის შემდეგ.

არ მოიხმაროთ ENOX თუ შეამჩნიეთ რაიმე დაზიანება მასზე ან მის შეფუთვაზე.

ვადაგასული ან უხმარი პრეპარატები არ გადაყაროთ ნაგავში, გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტოს მიერ მითითებულ შემგროვებელ სისტემას.

ნებართვის მფლობელი: ათაბაი ქიმია სან, ვე. თიჯ. ა.შ.

აჯიბადემ, კოფთუნჯუ სოკ. #1

34718 ქადიქოი / სტამბული

წარმოების ადგილი: ათაბაი ილაჩ ფაბრიკასი ა.შ.

აჯიბადემ, კოფთუნჯუ სოკ. #1

34718 ქადიქოი / სტამბული

ეს ანოტაცია ________ / __________ / _________ რიცხვში დამტკიცდა.

მთარგმნელი: ქეთევან ყუფარაძე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეს პროდუქტი წარმოადგენს ბიოსიმილარს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინები - დაბალმოლეკულური ჰეპარინები.

ათქ კოდი: B01AB05

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ენოქსაპარინი არის დაბალმოლეკულური ჰეპარინი საშუალო მოლეკულური მასით დაახლოებით 4 500 დალტონი, რომელიც მიჯნავს სტანდარტული ჰეპარინის ანტითრომბოზულ და ანტიკოაგულანტურ აქტივობებს. მოქმედი ნივთიერებაა ნატრიუმის მარილი.

In vitro გასუფთავებულ სისტემაში ენოქსაპარინ ნატრიუმი ავლენს მაღალ ანტი-Xa აქტივობას (დაახლოებით 100 სე/მგ) და დაბალ ანტი-IIa ან ანტითრომბინულ აქტივობას (დაახლოებით 28 სე/მგ); მათ შორის თანაფარდობა შეადგენს 3.6-ს. ანტიკოაგულანტურ აქტივობას შუამავლობს ანტითრომბინ III-ზე (ATIII) მოქმედება, რისი მეშვეობითაც ადამიანებში უზრუნველყოფილია ანტითრომბოზული აქტივობა.

ჯანმრთელ პირებში, პაციენტებსა და არაკლინიკურ მოდელებში დადგინდა, რომ ენოქსაპარინს ანტი-Xa/IIa აქტივობასთან ერთად გააჩნია დამატებითი ანტითრომბოზული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ჯანმრთელ პირებში, პაციენტებსა და არაკლინიკურ მოდელებში დადგინდა, რომ ენოქსაპარინს ანტი-Xa/IIa აქტივობასთან ერთად გააჩნია დამატებითი ანტითრომბოზული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მათ შორის არის სისხლის შედედების სხვა ფაქტორების (როგორიცაა ფაქტორი VIIa) ATIII-ზე დამოკიდებული ინჰიბირება, ენდოგენური ქსოვილოვანი ფაქტორის გზის ინჰიბიტორის (TFPI) გამოთავისუფლება და სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან სისხლის მიმოქცევაში vWF (ფონ ვილებრანდის ფაქტორი) გამოყოფის შემცირება. ცნობილია, რომ ეს ფაქტორები ხელს უწყობენ ენოქსაპარინ ნატრიუმის საერთო ანტითრომბოზულ ეფექტს.

პროფილაქტიკური მკურნალობის სახით გამოყენებისას ენოქსაპარინ ნატრიუმი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს aPTT-ზე. სამკურნალო თერაპიის სახით გამოყენებისას, პიკური აქტივობის დროს aPTT შეიძლება გაიზარდოს 1.5–2.2-ჯერ საკონტროლო მაჩვენებელთან შედარებით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ქირურგიასთან ასოცირებული ვენური თრომბოემბოლიური დაავადების პრევენცია

ორთოპედიული ქირურგიის შემდეგ VTE-ს ხანგრძლივი პროფილაქტიკა

ორმაგად ბრმა კვლევაში, რომელიც აფასებდა მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაციის მქონე პაციენტებში ხანგრძლივ პროფილაქტიკას, 179 პაციენტი, რომლებსაც არ ჰქონდათ ვენური თრომბოემბოლიური დაავადების ისტორია, მკურნალობდნენ 4000 სე (40 მგ) ენოქსაპარინ ნატრიუმით საავადმყოფოში ყოფნის დროს და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იღებდნენ 4000 სე ენოქსაპარინ ნატრიუმს დღეში ერთხელ კანქვეშ (n=90) ან პლაცებოს (n=89) ჯგუფებს გაწერიდან 3 კვირის განმავლობაში. ხანგრძლივი პროფილაქტიკის დროს, ღრმა ვენების თრომბოზის შემთხვევები მნიშვნელოვნად დაბალი იყო ენოქსაპარინ ნატრიუმის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით და ფილტვის ემბოლია არ დაფიქსირებულა. მნიშვნელოვანი სისხლდენა არ დაფიქსირებულა.

ეფექტურობის მონაცემები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ენოქსაპარინ ნატრიუმი 4 000 სე (40 მგ) დღეში ერთხელ SC, n (%)

პლაცებო დღეში ერთხელ SC, n (%)

ყველა პაციენტი ხანგრძლივი პროფილაქტიკით

90 (100)

89 (100)

ჯამში VTE

6 (6,6)

18 (20,2)

ჯამში DVT (%)

6 (6,6)*

18 (20,2)

პროქსიმალური DVT (%)

5 (5,6)#

7 (8,8)

  • p მნიშვნელობა პლაცებოსთან შედარებით = 0.008

#p მნიშვნელობა პლაცებოსთან შედარებით = 0.537

მეორე ორმაგად ბრმა კვლევაში, მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაციის მქონე 262 პაციენტს VTE-ს გარეშე თავდაპირველად სტაციონარში ყოფნისას შეჰყავდათ 4 000 სე (40 მგ) კანქვეშა ენოქსაპარინ ნატრიუმი. გაწერის შემდეგ ეს პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ 3 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ კანქვეშ 4 000 სე (40 მგ) ენოქსაპარინ ნატრიუმის (n=131) ან პლაცებოს (n=131) მიღებაზე. პირველი კვლევის მსგავსად, ხანგრძლივი პროფილაქტიკის დროს VTE-ს სიხშირე ენოქსაპარინის ჯგუფში უფრო დაბალი იყო, როგორც საერთო VTE-სთვის (ენოქსაპარინ ნატრიუმი 21 [16%] პლაცებოს 45 [34.4%]-ის წინააღმდეგ; p=0.001), ასევე პროქსიმალური DVT-სთვის (ენოქსაპარინ ნატრიუმი 8 [6.1%] პლაცებოს 28 [21.4%]-ის წინააღმდეგ; p<0.001). ენოქსაპარინ ნატრიუმისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის მასშტაბური სისხლდენის მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა.

ონკოლოგიური ქირურგიის შემდეგ DVT-ს ხანგრძლივი პროფილაქტიკა

ორმაგად ბრმა, მრავალცენტრულ კვლევაში აბდომინალური ან პელვიკური ონკოლოგიური დაავადების გამო ელექტიური ქირურგიული ჩარევის მქონე 332 პაციენტში შედარდა ენოქსაპარინ ნატრიუმის ოთხკვირიანი და ერთკვირიანი პროფილაქტიკის ეფექტურობა და უსაფრთხოება. პაციენტები 6-10 დღის განმავლობაში იღებდნენ ენოქსაპარინ ნატრიუმით მკურნალობას (4 000 სე (40 მგ) კანქვეშ), რის შემდეგაც რანდომიზებულნი იყვნენ 21 დღის განმავლობაში ენოქსაპარინ ნატრიუმის ან პლაცებოს მიღებაზე. ორმხრივი ვენოგრაფია ჩატარდა მე-25-31-ე დღეებს შორის (ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომების გამოვლენისას - უფრო ადრე). პაციენტები იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ სამი თვის განმავლობაში. აბდომინალური ან პელვიკური ონკოლოგიური ქირურგიის შემდეგ ენოქსაპარინ ნატრიუმის ოთხკვირიანმა პროფილაქტიკამ, ერთკვირიან პროფილაქტიკასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა ვენოგრაფიით დადასტურებული თრომბოზის სიხშირე. ორმაგად ბრმა ფაზის ბოლოს ვენური თრომბოემბოლიის მაჩვენებლებმა შეადგინა 12.0% (n=20) პლაცებოს ჯგუფში და 4.8% (n=8) ენოქსაპარინ ნატრიუმის ჯგუფში (p=0.02). ეს განსხვავება შენარჩუნდა მესამე თვესაც (13.8% n=23-ის წინააღმდეგ 5.5% n=9-ის წინააღმდეგ, p=0.01). ორმაგად ბრმა ან მეთვალყურეობის ფაზაში სისხლდენის ან სხვა გართულებების მხრივ განსხვავება არ გამოვლენილა.

მობილობის შეზღუდვის გამომწვევი მწვავე დაავადების მქონე პირებში ვენური თრომბოემბოლიური დაავადების პროფილაქტიკა

ორმაგად ბრმა, მრავალცენტრული, პარალელურჯგუფიანი კვლევა ჩატარდა მწვავე დაავადების დროს მკვეთრად შეზღუდული მობილობის (სიარულის მანძილი <10 მეტრი ≤3 დღის განმავლობაში) მქონე პაციენტებში DVT-ს პროფილაქტიკისთვის დღეში ერთხელ 2 000 სე (20 მგ) კანქვეშა ენოქსაპარინ ნატრიუმის, დღეში ერთხელ 4 000 სე (40 მგ) კანქვეშა ენოქსაპარინ ნატრიუმისა და პლაცებოს შედარების მიზნით. კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები გულის უკმარისობით (NYHA კლასი III ან IV), მწვავე სუნთქვის უკმარისობით ან გართულებული ქრონიკული სუნთქვის უკმარისობით, მწვავე ინფექციით, მწვავე რევმატული დაავადებით და VTE-ს სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორით (ასაკი ≥75, ონკოლოგიური დაავადება, გადატანილი VTE, სიმსუქნე, ვარიკოზული ვენები, ჰორმონული თერაპია, გულის ქრონიკული დაავადება ან სუნთქვის უკმარისობა).

კვლევაში სულ ჩართული იყო 1,102 პაციენტი, ხოლო მკურნალობა ჩაუტარდა 1,073 პაციენტს. მკურნალობა გაგრძელდა 6–14 დღის განმავლობაში (მკურნალობის მედიანური ხანგრძლივობა: 7 დღე). დღეში ერთხელ კანქვეშ შეყვანილმა 4,000 სე (40 მგ) ენოქსაპარინ ნატრიუმმა, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა VTE-ს ინციდენტობა. ეფექტიანობის მონაცემები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ენოქსაპარინ ნატრიუმი 2,000 სე (20 მგ) დღეში ერთხელ SC, n (%)

ენოქსაპარინ ნატრიუმი 4,000 სე (40 მგ) დღეში ერთხელ SC, n (%)

პლაცებო, n (%)

მწვავე დაავადების დროს მკურნალობაგვლილი ყველა შემთხვევა

287 (100)

291(100)

288 (100)

VTE ჯამში (%)

43 (15,0)

16 (5,5)*

43 (14,9)

DVT ჯამში (%)

43 (15,0)

16 (5,5)

40 (13,9)

პროქსიმალური DVT (%)

13 (4,5)

5 (1,7)

14 (4,9)

VTE = ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები; ესენია DVT, PE და თრომბოემბოლიური წარმოშობის სავარაუდო სიკვდილს

  • p -მნიშვნელობა პლაცებოსთან შედარებით = 0.0002.

კვლევაში ჩართვიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ, ენოქსაპარინ ნატრიუმის 4,000 სე (40 მგ) ჯგუფში ვთე-ის ინციდენტობა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი რჩებოდა. ჯამური და მძიმე სისხლდენების სიხშირე შეადგენდა: პლაცებოს ჯგუფში — 8.6% და 1.1%, ენოქსაპარინ ნატრიუმის 2,000 სე (20 მგ) ჯგუფში — 11.7% და 0.3%, ხოლო ენოქსაპარინ ნატრიუმის 4,000 სე (40 მგ) ჯგუფში — 12.6% და 1.7%.

ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა ფილტვის ემბოლიით ან მის გარეშე

მრავალცენტრიან, პარალელურ ჯგუფურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 900 პაციენტი ქვედა კიდურების მწვავე ღრმა ვენების თრომბოემბოლიით ან მის გარეშე, შემთხვევები რანდომიზებული იქნა საავადმყოფოში შემდეგ სამკურნალო ჯგუფებად: ((i) ენოქსაპარინის ნატრიუმი 150 სე/კგ (1.5 მგ/კგ) დღეში ერთხელ კანქვეშ, (ii) ენოქსაპარინის ნატრიუმი 100 სე/კგ (1 მგ/კგ) ყოველ 12 საათში კანქვეშ, ან (iii) ჰეპარინის ინტრავენური ბოლუსი (5000 სე), რასაც მოჰყვებოდა უწყვეტი ინფუზია (55-85 წამიანი aPTT-ის შესანარჩუნებლად). ყველა პაციენტს ასევე დაენიშნა ვარფარინის ნატრიუმი ენოქსაპარინის ნატრიუმით ან სტანდარტული ჰეპარინით მკურნალობის შემდეგ პირველი 72 საათის განმავლობაში (პროთრომბინის დროის მიხედვით INR 2.0-3.0-ის შესანარჩუნებლად) და გაგრძელდა 90 დღის განმავლობაში. ენოქსაპარინ ნატრიუმით ან სტანდარტული ჰეპარინით თერაპია გაგრძელდა მინიმუმ 5 დღის განმავლობაში და ვარფარინ ნატრიუმის INR-ის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევამდე. ენოქსაპარინ ნატრიუმის ორივე რეჟიმი აღმოჩნდა სტანდარტული ჰეპარინით თერაპიის ექვივალენტური ვენური თრომბოემბოლიის (DVT და/ან ფილტვის ემბოლია) მორეციდივე რისკის შემცირების თვალსაზრისით. ეფექტურობის მონაცემები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ენოქსაპარინ ნატრიუმი 150 სე/კგ (1.5 მგ/კგ) დღეში ერთხელ SC, n (%)

ენოქსაპარინ ნატრიუმი 100 სე/კგ (1 მგ/კგ) დღეში ორჯერ SC, n (%)

ჰეპარინის ინტრავენური თერაპია კორექტირებული aPTT-ის მიხედვით

n (%)

ყველა DVT პაციენტი, რომელიც მკურნალობს, PE-თი ან PE-ს გარეშე

298 (100)

312 (100)

290 (100)

ჯამში VTE (%)

13 (4,4)*

9 (2,9)*

12 (4,1)

მხოლოდ DVT (%)

11 (3,7)

7 (2,2)

8 (2,8)

პროქსიმალური DVT (%)

9 (3,0)

6 (1,9)

7 (2,4)

PE (%)

2 (0,7)

2 (0,6)

4 (1,4)

VTE = ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები (DVT და/ან PE)

  • საერთო VTE მკურნალობის განსხვავებების 95%-იანი სანდოობის ინტერვალი:
  • ენოქსაპარინის ნატრიუმი დღეში ერთხელ ჰეპარინთან შედარებით (-3.0-დან 3.5-მდე)
  • ენოქსაპარინის ნატრიუმი ყოველ 12 საათში ჰეპარინთან შედარებით (-4.2-დან 1.7-მდე).

მასშტაბური სისხლდენის შემთხვევები განისაზღვრა 1.7%-ით დღეში ერთხელ მიღებული ენოქსაპარინ ნატრიუმის 150 სე/კგ (1.5 მგ/კგ) ჯგუფში, 1.3%-ით დღეში ერთხელ მიღებული ენოქსაპარინ ნატრიუმის 100 სე/კგ (1 მგ/კგ) ჯგუფში და 2.1%-ით ჰეპარინის ჯგუფში.

არასტაბილური სტენოკარდიისა და ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა

მსხვილ, მრავალცენტრულ კვლევაში მონაწილეობდა არასტაბილური სტენოკარდიის მწვავე ფაზაში მყოფი ან non-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე 3,171 პაციენტი. ეს პაციენტები აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად (დღეში ერთხელ 100–325 მგ) იღებდნენ 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშა ენოქსაპარინ ნატრიუმს ყოველ 12 საათში ერთხელ ან Appt-ის მიხედვით კორექტირებულ IV სტანდარტულ ჰეპარინს. სტაციონარული მკურნალობა გაგრძელდა სულ მცირე 2 დღე და მაქსიმუმ 8 დღე, კლინიკურ სტაბილიზაციამდე, რევასკულარიზაციამდე ან გაწერამდე. პაციენტებს აკვირდებოდნენ სულ მცირე 30 დღის განმავლობაში. ჰეპარინთან შედარებით, ენოქსაპარინ ნატრიუმმა მნიშვნელოვნად შეამცირა სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის და სიკვდილიანობის კომბინირებული შემთხვევები, მე-14 დღეს ეს მაჩვენებელი 19.8%-დან 16.6%-მდე შემცირდა (ფარდობითი რისკის 16.2%-ით შემცირება). კომბინირებული შემთხვევების ეს შემცირება შენარჩუნდა 30 დღის შემდეგაც (23.3%-დან 19.8%-მდე; ფარდობითი რისკის 15%-ით შემცირება).

მასშტაბურ სისხლდენებში მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლენილა, თუმცა კანქვეშა ინექციის ადგილას სისხლდენა უფრო ხშირი იყო.

ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა

დიდ და მრავალცენტრიან კვლევაში, ფიბრინოლიზური მკურნალობისთვის შესაფერისი 20.479 STEMI პაციენტი რანდომიზებული იყო 48 საათის განმავლობაში 3.000 სე (30 მგ) ერთჯერადი IV ბოლუსის დამატებული 100 სე/კგ (1 მგ/კგ) SC დოზის, ხოლო შემდგომში ყოველ 12 საათში ერთხელ 100 სე/კგ (1 მგ/კგ) ენოქსაპარინ ნატრიუმის ან aPTT-ს მიხედვით დარეგულირებული სტანდარტული IV ჰეპარინის გამოყენების ჯგუფებში. გარდა ამისა, ყველა პაციენტი სულ მცირე 30 დღის განმავლობაში მკურნალობდა აცეტილსალიცილის მჟავით. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე და ≥ 75 წლის ასაკის პაციენტებში ენოქსაპარინ ნატრიუმის დოზა კორექტირდებოდა. SC ენოქსაპარინ ნატრიუმის დოზები შეჰყავდათ სტაციონარიდან გაწერამდე ან მაქსიმუმ რვა დღის განმავლობაში(იმის მიხედვით, თუ რომელი პირობა შესრულდებოდა უფრო ადრე).

  • 716 პაციენტს ორმაგად ბრმა ანტითრომბოზული თერაპიის ფონზე ჩაუტარდა პერკუტანული კორონარული ჩარევა. ამგვარად, ენოქსაპარინ ნატრიუმის ჯგუფის პაციენტებში PCI განხორციელდა წინა კვლევებში დადგენილი მკურნალობის რეჟიმის შესაბამისად, ენოქსაპარინ ნატრიუმით მკურნალობის პროცესში (ცვლილებების გარეშე); კერძოდ, თუ ბოლო SC შეყვანასა და ბალონის გაბერვას შორის ინტერვალი 8 საათზე ნაკლები იყო, დამატებითი დოზა არ ინიშნებოდა, ხოლო თუ ბოლო SC შეყვანასა და ბალონის გაბერვას შორის ინტერვალი 8 საათს აღემატებოდა, შეჰყავდათ 30 სე/კგ IV ბოლუსი (0,3 მგ/კგ) ენოქსაპარინ ნატრიუმი.

სტანდარტულ ჰეპარინთან შედარებით, ენოქსაპარინ ნატრიუმმა მნიშვნელოვნად შეამცირა პირველადი საბოლოო წერტილი (რანდომიზაციიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტი ან ნებისმიერი მიზეზით სიკვდილი): ენოქსაპარინ ნატრიუმის ჯგუფში 9.9%, სტანდარტული ჰეპარინის ჯგუფში 12% (ფარდობითი რისკის 17%-იანი შემცირება; p < 0.001).

ეფექტიანობის ზოგიერთ შედეგში ენოქსაპარინ ნატრიუმის სარგებელი გამოვლინდა 48-ე საათზე, სადაც სტანდარტულ ჰეპარინთან შედარებით განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის ფარდობითი რისკი 35%-ით შემცირდა (p < 0.001).

ენოქსაპარინ ნატრიუმის თანმიმდევრული სარგებელი პირველად საბოლოო წერტილზე დაფიქსირდა ძირითად ქვეჯგუფებში ასაკის, სქესის, ინფარქტის ლოკალიზაციის, დიაბეტის ანამნეზის, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, გამოყენებული ფიბრინოლიზის ტიპისა და საკვლევი პრეპარატით მკურნალობამდე გასული დროის მიხედვით.

ენოქსაპარინ ნატრიუმის მნიშვნელოვანი თერაპიული უპირატესობა სტანდარტულ ჰეპარინთან შედარებით აღინიშნა როგორც იმ პაციენტებში, რომელთაც რანდომიზაციიდან 30 დღის განმავლობაში ჩაუტარდათ კანქვეშა კორონარული ჩარევა (ფარდობითი რისკის 23%-იანი შემცირება), ასევე მედიკამენტურად ნამკურნალევ პაციენტებში (ფარდობითი რისკის 15%-იანი შემცირება, ურთიერთქმედების p = 0.27).

სიკვდილის, განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინტრაკრანიალური სისხლდენის 30-დღიანი კომბინირებული საბოლოო წერტილის შეფასებისას (რომელიც ასახავს წმინდა კლინიკურ სარგებელს), ეს მაჩვენებელი ენოქსაპარინ ნატრიუმის ჯგუფში (10.1%) მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე ჰეპარინის ჯგუფში (12.2%) (p < 0.0001), რაც წარმოადგენს ფარდობითი რისკის 17%-იან შემცირებას ენოქსაპარინ ნატრიუმის სასარგებლოდ.

30-ე დღეს მაჟორული სისხლდენის ინციდენტობაც ენოქსაპარინ ნატრიუმის ჯგუფში (2.1%) მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე ჰეპარინის ჯგუფში (1.4%) (p < 0.0001). კუჭ-ნაწლავის სისხლდენის სიხშირე ენოქსაპარინ ნატრიუმის ჯგუფში (0.5%) უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჰეპარინის ჯგუფში (0.1%), ხოლო ინტრაკრანიალური სისხლდენის სიხშირე ორივე ჯგუფში მსგავსი აღმოჩნდა (0.8% ენოქსაპარინ ნატრიუმით და 0.7% ჰეპარინით).

ენოქსაპარინ ნატრიუმის სასარგებლო ეფექტი პირველად საბოლოო წერტილზე პირველი 30 დღის განმავლობაში შენარჩუნდა 12-თვიანი მეთვალყურეობის პერიოდშიც.

ღვიძლის უკმარისობა

ციროზის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს B-C კლასი) 4,000 სე (40 მგ) ენოქსაპარინ ნატრიუმის გამოყენების შესახებ ლიტერატურულ მონაცემებზე დაყრდნობით, ენოქსაპარინ ნატრიუმი ეფექტური და უსაფრთხოა კარის ვენის თრომბოზის პრევენციისთვის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ლიტერატურულ კვლევებს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული შეზღუდვები. ვინაიდან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სისხლდენის პოტენციალი გაზრდილია, ენოქსაპარინ ნატრიუმი ამ პაციენტებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ. ნაწილი 4.4) და ციროზის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასი A, B ან C) დოზის შერჩევის ოფიციალური კვლევა არ ჩატარებულა.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

ენოქსაპარინ ნატრიუმის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შესწავლილია რეკომენდებულ დოზირების დიაპაზონში ერთჯერადი და განმეორებითი კანქვეშა შეყვანისა და ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ძირითადად პლაზმის ანტი-Xa აქტივობის დროითი დინამიკის და ასევე ანტი-IIa აქტივობის მიხედვით.

ანტი-Xa და ანტი-IIa ფარმაკოკინეტიკური აქტივობების რაოდენობრივი განსაზღვრა განხორციელდა ვალიდირებული ამიდოლიზური მეთოდების გამოყენებით.

შეწოვა

კანქვეშა ინექციის შემდეგ, ანტი-Xa აქტივობაზე დაყრდნობით, ენოქსაპარინ ნატრიუმის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 100%-ს უახლოვდება.

შესაძლებელია სხვადასხვა დოზებისა და დოზირების რეჟიმის გამოყენება.

საშუალო მაქსიმალური პლაზმური ანტი-Xa აქტივობა აღინიშნება კანქვეშა ინექციიდან 3–5 საათის შემდეგ და 2,000 სე, 4,000 სე, 100 სე/კგ და 150 სე/კგ (20 მგ, 40 მგ, 1 მგ/კგ და 1.5 მგ/კგ) დოზების ერთჯერადი კანქვეშა შეყვანის შემდეგ აღწევს შესაბამისად დაახლოებით 0.2, 0.4, 1 და 1.3 ანტი-Xa სე/მლ-ს.

3000 სე (30 მგ) ინტრავენური ბოლუსის შეყვანის შემდეგ, რასაც მოჰყვა 1 მგ/კგ კანქვეშა შეყვანა ყოველ 12 საათში, ანტი-Xa ფაქტორის საწყისი პიკური დონე 1.16 სე/მლ (n = 16) და საშუალო ეფექტურობა, რომელიც შეესაბამება სტაბილური მდგომარეობის დონეების 88%-ს. სტაბილური მდგომარეობა მიღწეული იქნა მკურნალობის მეორე დღეს.

ჯანმრთელ მოხალისეებში დღეში ერთხელ 4,000 სე (40 მგ) და დღეში ერთხელ 150 სე/კგ (1.5 მგ/კგ) რეჟიმების განმეორებითი კანქვეშა შეყვანისას, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა მე-2 დღეს, ერთჯერადი დოზის შემდგომთან შედარებით დაახლოებით 15%-ით მაღალი საშუალო ექსპოზიციით. დღეში ორჯერ 100 სე/კგ (1 მგ/კგ) რეჟიმის განმეორებითი კანქვეშა შეყვანისას წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა მე-3 და მე-4 დღეებს შორის, ერთჯერად დოზასთან შედარებით დაახლოებით 65%-ით მაღალი საშუალო ექსპოზიციით და შესაბამისად დაახლოებით 1.2 და 0.52 სე/მლ საშუალო პიკური და მინიმალური დონეებით.

100–200 მგ/მლ დოზირების დიაპაზონში საინექციო მოცულობა და დოზის კონცენტრაცია არ ახდენს გავლენას ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

ენოქსაპარინ ნატრიუმის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ხაზოვანია რეკომენდებული დოზების დიაპაზონში.

პაციენტებს შორის და ერთსა და იმავე პაციენტში ვარიაბელობა დაბალია. განმეორებითი კანქვეშა შეყვანის შემდეგ კუმულაცია არ აღინიშნება.

კანქვეშა შეყვანის შემდეგ პლაზმური ანტი-IIa აქტივობა დაახლოებით 10-ჯერ დაბალია ანტი-Xa აქტივობასთან შედარებით. საშუალო მაქსიმალური ანტი-IIa აქტივობა აღინიშნება კანქვეშა შეყვანიდან დაახლოებით 3–4 საათის შემდეგ და დღეში ორჯერ 100 სე/კგ (1 მგ/კგ) და დღეში ერთხელ 150 სე/კგ (1.5 მგ/კგ) განმეორებითი შეყვანისას აღწევს შესაბამისად 0.13 სე/მლ და 0.19 სე/მლ-ს.

განაწილება

ენოქსაპარინ ნატრიუმის ანტი-Xa აქტივობის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 4.3 ლიტრს და ახლოს არის სისხლის მოცულობასთან.

ბიოტრანსფორმაცია

ენოქსაპარინ ნატრიუმი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში დეპოლიმერიზაციისა და/ან დესულფატაციის გზით დაბალი მოლეკულური წონის სახეობებად, რომელთაც ბიოლოგიური აქტივობა მკვეთრად შემცირებული აქვთ.

გამოყოფა

ენოქსაპარინ ნატრიუმი დაბალი კლირენსის მქონე პრეპარატია და 150 სე/კგ (1.5 მგ/კგ) 6-საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, ანტი-Xa-ს საშუალო პლაზმური კლირენსი 0.74 ლ/სთ-ია.

ელიმინაცია, როგორც ჩანს, მონოფაზურია, ნახევარგამოყოფის პერიოდით, რომელიც შეადგენს დაახლოებით 5 საათს ერთჯერადი კანქვეშა დოზის მიღების შემდეგ და 7 საათს განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ.

აქტიური მეტაბოლიტების თირკმლის კლირენსი შეადგენს შეყვანილი დოზის დაახლოებით 10%-ს, ხოლო როგორც აქტიური, ასევე არააქტიური მეტაბოლიტების თირკმლის ექსკრეცია შეადგენს დოზის დაახლოებით 40%-ს.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ხანდაზმულები

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგების მიხედვით, ენოქსაპარინ ნატრიუმის კინეტიკური პროფილი არ განსხვავდება ხანდაზმულ პირებში ახალგაზრდა პირებთან შედარებით, როდესაც თირკმლის ფუნქცია ნორმალურია. თუმცა, რადგან თირკმლის ფუნქცია ასაკთან ერთად მცირდება, ენოქსაპარინ ნატრიუმის ელიმინაცია შეიძლება შემცირდეს ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4: სისხლდენა ხანდაზმულებში; ნაწილი 4.2: ხანდაზმულები).

ღვიძლის უკმარისობა

შორსწასული ციროზის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენოქსაპარინ ნატრიუმით 4,000 სე (40 მგ) დღეში ერთხელ, დაფიქსირდა კავშირი მაქსიმალური ანტი-Xa აქტივობის შემცირებასა და ღვიძლის უკმარისობის სიმძიმის მატებას შორის (შეფასებული ჩაილდ-პიუს კატეგორიით). ამ შემცირების ძირითადი მიზეზია ATIII-ის დონის შემცირება ღვიძლის უკმარისობისას ATIII-ის სინთეზის შემცირების გამო.

თირკმლის უკმარისობა

წონასწორულ მდგომარეობაში ანტი-Xa პლაზმურ კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის აღინიშნება ხაზოვანი დამოკიდებულება, რაც მიუთითებს ენოქსაპარინ ნატრიუმის კლირენსის შემცირებაზე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ანტი-Xa-ს ზემოქმედება, რომელიც გამოხატულია მრუდქვეშა ფართობით (AUC) სტაბილურ მდგომარეობაში, აჩვენებს მცირე ზრდას პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) და თირკმლის საშუალო უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) 4000 სე-ს (40 მგ) კანქვეშა დოზების განმეორებითი დღეში ერთხელ შეყვანის შემდეგ. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წუთში), სტაბილური მდგომარეობის AUC მნიშვნელოვნად იზრდება დაახლოებით 65%-ით 4000 სე-ს (40 მგ) კანქვეშა დოზების განმეორებითი, დღეში ერთხელ შეყვანის შემდეგ (იხ. ნაწილი 4.4: თირკმლის უკმარისობა; ნაწილი 4.2: თირკმლის უკმარისობა).

სხეულის მასა

დღეში ერთხელ კანქვეშა 150 სე/კგ (1,5 მგ/კგ) დოზის განმეორებითი შეყვანის შემდეგ, ჭარბწონიან ჯანმრთელ მოხალისეებში (BMI 30-48 კგ/მ2) ანტი-Xa აქტივობის საშუალო AUC წონასწორულ მდგომარეობაში ოდნავ უფრო მაღალია არაჭარბწონიან საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ხოლო Cmax (მაქსიმალური ანტი-Xa აქტივობა) არ იზრდება. ჭარბწონიან პირებში კანქვეშა შეყვანისას აღინიშნება სხეულის წონაზე კორექტირებული …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ENOX 4000 anti-Xa IU/0.4 მლ

მოხმარებისთვის მზა შპრიცი

გამოიყენება კანქვეშ ან სისხლძარღვში შეყვანით.

სტერილური

აქტიური ნივთიერება: ენოქსაპარინის ნატრიუმი 40 მგ (4000 anti-Xa IU-ს ექვივალენტი)

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

615951270000ეს მედიკამენტი დამატებით დაკვირვებას საჭიროებს. ეს სამკუთხედი უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის სწრაფ იდენტიფიცირებას გახდის შესაძლებელს. წარმოშობილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება განახორციელოთ. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 თავის დასასრული.

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რა არის ENOX და რისთვის გამოიყენება?

ENOX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

როგორ უნდა მიიღოთ ENOX?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორ შეინახოთ და გამოიყენოთ ENOX?

რა არის ENOX და რისთვის გამოიყენება?

ENOX-ის 0,4 მლ აქტიური ნივთიერების სახით 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმს შეიცავს. თითოეული 1 მლ-იანი სტერილური ხსნარი 100 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტ 10000 anti-Xa IU-ს შეიცავს. 1 მგ (0,01 მლ) ენოქსაპარინის ნატრიუმი დაახლოებით 100 anti-Xa IU-ს უდრის.

ENOX-ი 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტია. მედიკამენტის კოლოფში მოცემულია 2, 10 ან 20 ცალი 0,4 მლ-იანი მოხმარებისთვის მზა შპრიცი.

ENOX-ი დაბალმოლეკულური ჰეპარინების სახელით ცნობილი წამლების ჯგუფს მიეკუთვნება. ის თქვენი სხეულის ვენებში წარმოქმნილი თრომბის სამკურნალოდ არ გამოიყენება, თრომბის მქონე პაციენტებში მისი გამოყენების მიზანია ახალი თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება. ENOX-ის აქტიური ნივთიერება, ენოქსაპარინის ნატრიუმი, ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან არის მიღებული.

ENOX-ი ქვევით მოცემული მიზეზებიდან ერთის ან რამდენიმეს სამკურნალოდ გამოიყენება:

ზოგადი ქირურგიული და/ან ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ სისხლძარღვებში (ვენებში) არასასურველი თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად;

სისხლძარღვებში (ვენებში) არასასურველი თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, როდესაც თქვენ უეცარი ავადმყოფობის გამო (მაგალითად, გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ინფექციები და რევმატული დაავადებები) მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფებით;

ჩვეულებრივ ფეხის ვენებში თრომბის წარმოქმნის შედეგად განვითარებული ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) სახელით ცნობილი კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, მიუხედავად იმისა მას თან ფილტვის ვენების ოკლუზია ახლავს თუ არა;

ასპირინთან ერთად გამოსაყენებლად არასტაბილური სტენოკარდიის (გულმკერდის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის სისხლძარღვების ოკლუზიით) და გარკვეული ტიპის გულის შეტევის სამკურნალოდ (არა Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი);

დიალიზის დროს აპარატის მილებში გავლისას სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (დიალიზი არის პაციენტის სისხლის გაწმენდის პროცესი სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით რეგულარული ინტერვალებით, როდესაც თირკმელები სისხლის გაწმენდის ფუნქციას ვერ ასრულებენ.)

მწვავე ST-გაზრდილი მიოკარდიუმის ინფარქტის (STEM1) სახელით ცნობილი კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც გამოიხატება ეკგ-ზე ST სეგმენტის ამაღლების სპეციფიკური მაჩვენებლით და გამოწვეულია გულის კუნთის სისხლით არასაკმარისი მომარაგებით (ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს წამალი, მაშინაც კი, თუ სამედიცინო მკურნალობა უკვე ჩაგიტარდათ ან შემდგომ გაიარეთ პროცედურა, რომელსაც პერკუტანული კორონარული ინტერვენცია (PCI) ეწოდება).

ENOX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

არ გამოიყენოთ ENOX ქვევით მოცემულ შემთხვევებში:

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ენოქსაპარინის ნატრიუმის ანდა მედიკამენტის შემადგენელ რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერებაზე (იხ. დამხმარე ნივთიერებები); ალერგიული რეაქციების ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

თუ ხართ ალერგიული ჰეპარინზე ან სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინის წარმოებულებზე, როგორიცაა ნადროპარინი, ტინზაპარინი ან დალტეპარინი.

თუ ბოლო 100 დღის განმავლობაში გქონდათ ჰეპარინზე რეაქცია, რამაც გამოიწვია თქვენი სისხლის შედედების უზრუნველმყოფი უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის ძალიან შემცირება (ამ რეაქციას ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია ეწოდება).

სისხლში ენოქსაპარინის მიმართ ანტისხეულები თუ გაქვთ.

თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა ან სისხლდენის მაღალი რისკის მქონე მდგომარეობა (მაგალითად, კუჭის წყლული, ახლო პერიოდში ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალზე) და ახლახან გქონდათ სისხლდენასთან დაკავშირებული ინსულტი.

ორგანიზმში თრომბის სამკურნალოდ ENOX-ს თუ იყენებთ და 24 საათის განმავლობაში სპინალურ ანესთეზია ან ეპიდურული ანესთეზია ან წელის პუნქცია თუ უნდა გაგიკეთდეთ.

ENOX-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

ENOX არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჯგუფის სხვა პრეპარატებთან ურთიერთშენაცვლებით. ამის მიზეზი არის ის, რომ ისინი არ არიან ზუსტად იდენტურები და არ აქვთ ერთი და იგივე ეფექტი და გამოყენების ინსტრუქცია.

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა გეხებათ, ENOX-ის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

გულის ხელოვნური სარქველი თუ გაქვთ; განსაკუთრებით ორსულ ქალებს შეიძლება თრომბის (თრომბოემბოლია) გაზრდილი რისკი ჰქონდეთ

თუ გაქვთ ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსის ანთება)

თუ გაქვთ კუჭის წყლული ან გქონდათ წარსულში

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან თირკმლის უკმარისობა

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან ღვიძლის უკმარისობა

ადრე ინსულტი თუ გადაგიტანიათ

თუ გაქვთ ჰიპერტენზია

თუ გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტის გამო განვითარებული თვალის პრობლემები (დიაბეტური რეტინოპათია)

თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ თვალების ან თავის ტვინის ოპერაცია

თუ ხართ ხანდაზმული (65 წელზე მეტი ასაკის) და განსაკუთრებით თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის

თუ ხართ მცირეწონიანი ან ჭარბწონიანი

თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ეს შეიძლება შემოწმდეს სისხლის ანალიზით)

თუ გაქვთ კოაგულაციის დარღვევა (ჰემოსტაზი), მძიმე მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) გაზრდილი სისხლდენის პოტენციალით

თუ თქვენ იყენებთ სხვა ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმში სისხლდენის შეჩერების მექანიზმებზე (მათ შეიძლება შეცვალონ თქვენი წამლის მოქმედება ან ENOX-მა შეიძლება შეცვალოს ასეთი მედიკამენტების მოქმედება).

როდესაც ENOX-ის გამოყენების დროს (სპინალური ან ეპიდურული; ანუ საანესთეზიო ინექცია ხდება ზურგის ტვინის გარშემო ნემსით წელიდან შეყვანით) ანესთეზიის გაკეთების საჭიროება არსებობს (ასეთ შემთხვევაში ყოფილა გახანგრძლივებული ან მუდმივი დამბლის შემთხვევები). პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ წელის ძვლის ტვინის პუნქცია, სპინალური ანესთეზია ან ეპიდურული ანესთეზია, მინიმუმ 12 საათი პროფილაქტიკური დოზისთვის და 24 საათი თერაპიული დოზისთვის უნდა იყოს დაშვებული დაბალი მოლეკულური ჰეპარინის ინექციასა და სპინალური-ეპიდურული კათეტერის ან ნემსის შეყვანას ან ამოღებას შორის. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განიხილებოდეს უფრო ხანგრძლივი დროის ინტერვალი. პაციენტებს ნევროლოგიური დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების მხრივ ხშირი კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ. თუ არსებობს ნევროლოგიური საფრთხე, საჭიროა სასწრაფო მკურნალობა. ასევე, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ხერხემლის პრობლემა და ჩაგიტარდათ ხერხემლის ოპერაცია.

კანის ქსოვილის სიკვდილის (ნეკროზი) და კანის სისხლძარღვების ანთების (კანის ვასკულიტი) შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ჰეპარინის წინა გამოყენების დროს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის სერიოზული შემცირება თუ განიცადეთ

გულის მკვებავ კორონალურ სისხლძარღვებთან დაკავშირებული თრომბების აღმოფხვრისა და ხელახლა სისხლის ადექვატური ნაკადის აღდგენის მიზნით პერკუტანული კორონარული რევასკულარიზაციის პროცედურის სახელით ცნობილი ჩარევა თუ ჩაგიტარდათ.

თუ გჭირდებათ ოპერაცია ან ანესთეზია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, რომ ENOX-ს იყენებთ, შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის შეცვლა იმ წამლის მიხედვით, რომელსაც იღებთ.

შესაძლოა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე და მისი გამოყენებისას პერიოდულად სისხლის ანალიზის ჩატარება დაგჭირდეთ; ამის მიზანი არის სისხლში შედედების უზრუნველმყოფი უჯრედების (თრომბოციტების) და კალიუმის დონის შემოწმება.

ბიოლოგიურ სამედიცინო საშუალებებზე მეთვალყურეობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი პაციენტის ისტორიაში უნდა იქნეს ჩაწერილი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

ENOX-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ENOX-ის პერორალური (პირით) მიღება დაუშვებელია. მისი ინექცირება ხდება კანქვეშ ან სისხლძარღვში.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად, გაქვთ დაორსულების ალბათობა ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მისი გამოყენების აუცილებელ საჭიროებას განსაზღვრავს.

გულის ხელოვნური სარქველის მქონე ორსულ ქალებს შეიძლება თრომბის (თრომბოემბოლია) გაზრდილი რისკი ჰქონდეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ექიმმა უნდა მოგაწოდოთ.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდში ან თუ აპირებთ ძუძუთი კვებას, ENOX-ის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა

ავტომობილის მართვის ანდა მექანიზმების გამოყენების უნარზე რაიმე ცნობილი ზემოქმედება არ გააჩნია.

ENOX-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

არ შეიცავს რაიმე სახის დამხმარე ნივთიერებას, რომელიც სპეციალური ზომების მიღებას საჭიროებს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს ან გაქვთ მიღების ალბათობა, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მათი გამოიყენება თქვენი მკურნალობისთვის აუცილებელი არ არის, რეკომენდებულია ENOX-ით მკურნალობის დაწყებამდე შეწყვეტოთ ისეთი წამლების მიღება, რომლებიც სისხლის შედედებაზე ახდენენ გავლენას. ეს აგენტები მოიცავს შემდეგ პრეპარატებს:

ანტიკოაგულანტი მედიკამენტები (როგორიცაა ასპირინი, დიპირიდამოლი) ან წამლები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას (მაგ. ალტეპლაზა, სტრეპოტკინაზა, ტენექტეპლაზა, უროკინაზა, ვარფარინი)

იბუპროფენის, დიკლოფენაკის, კეტოროლაკის მსგავსი მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და გამოიყენება ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ სახსრების ანთებითი დაავადებების დროს.

დექსტრანი 40 (კონცენტრირებული შრატი), რომლის შეყვანაც ხდება ინექცირების გზით.

ტიკლოპიდინი და კლოპიდოგრელი (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას თრომბოციტების სახელით ცნობილი უჯრედების დაგროვების პრევენციით, რომლებიც სისხლში არსებობენ და კოაგულაციაში იღებენ მონაწილეობას)

გლიკოპროტეინის IIb/Illa ინჰიბიტორების შემცველი პრეპარატები, რომლებიც გულში უეცარი და დაქვეითებული სისხლის ნაკადით გამოწვეული დაავადებების დროს გამოიყენება.

პრედნიზოლონის, დექსამეტაზონის მსგავსი სისტემური გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც ასთმის, რევმატოიდული ართრიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დივალპროექსი და ვალპროის მჟავა.

შარდმდენი მედიკამენტები, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი (ENOX-თან ერთად მიღების შემთხვევაში ამ მედიკამენტებმა შეიძლება სისხლში კალიუმის დონე გაზარდონ).

პლიკამიცინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კალციუმის მაღალი დონის და კიბოს სამკურნალოდ), სულფინპირაზონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჩიყვის სამკურნალოდ).

თუ მომავალში ENOX-ით მკურნალობის დროს სხვა წამლის მიღება დაგჭირდებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მიიღოთ ENOX?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

გამოსაყენებელი ENOX-ის დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს იმისდა მიხედვით, თუ რა დაავადებისთვის დაგინიშნეს იგი.

სისხლში არსებული თრომბების მკურნლობა:

ჩვეულებრივი დოზაა 150 IU (1.5 მგ) თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე დღეში 150 IU (1.5 მგ) ან თითო კილოგრამ წონაზე ორჯერ დღეში 100 IU (1 მგ).

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს გამოიყენებთ ENOX-ს.

სისხლში თრომბის წარმოქმნის პრევენცია ქვევით მოცემულ შემთხვევებში:

პერიოდებში, როდესაც ოპერაციის ან ავადმყოფობის გამო მოძრაობის შეზღუდვა ხდება

დასანიშნი დოზა დამოკიდებული იქნება თქვენში თრომბის წარმოქმნის ალბათობაზე. დღეში 2000 IU (20 მგ) ან 4000 IU (40 მგ) ENOX-ი დაგენიშნებათ.

თუ თქვენ ოპერაცია უნდა ჩაგიტარდეთ, პირველი ინექცია ჩვეულებრივ კეთდება ოპერაციამდე 2 საათით ადრე ან 12 საათით ადრე.

თუ თქვენი მოძრაობა შეზღუდულია ავადმყოფობის გამო, ჩვეულებრივ დღეში 4000 IU (40 მგ) ENOX-ი დაგენიშნებათ.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს გამოიყენებთ ENOX-ს.

გულის შეტევის გადატანის შემდეგ:

ENOX შეიძლება გამოყენებულ იქნას ორი განსხვავებული ტიპის გულის შეტევის დროს, როგორებიცაა STEMI (ST სეგმენტი ამაღლებული მიოკარდიუმის ინფარქტი) ან არა-STEMI (NSTEMI). თქვენთვის დასანიშნი ENOX-ის რაოდენობა თქვენი ასაკისა და გულის შეტევის ტიპის მიხედვით განისაზღვრება.

NSTEMI-ს ტიპის გულის შეტევის დროს:

ჩვეულებრივი დოზაა 12 საათში ერთხელ 100 IU (1 მგ) თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

ჩვეულებრივ ექიმი ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავა) მიღებასაც მოგთხოვთ.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს გამოიყენებთ ENOX-ს.

თუ ხართ 75 წლამდე ასაკის, STEMI-ს ტიპის გულის შეტევის დროს:

პირველი დოზის სახით 3.000 IU (30 მგ) ENOX-ის სისხლძაღვში შეყვანა განხორციელდება.

ამავდროულად ENOX-ის კანქვეშ (სუბკუტანური ინექციის სახით) შეყვანაც განხორციელდება. ჩვეულებრივი დოზაა 12 საათში ერთხელ 100 IU (1 მგ) თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

ჩვეულებრივ ექიმი ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავა) მიღებასაც მოგთხოვთ.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს გამოიყენებთ ENOX-ს.

თუ ხართ 75 წლის და უფროსი ასაკის, STEMI-ს ტიპის გულის შეტევისას:

ჩვეულებრივი დოზაა 12 საათში ერთხელ 75 IU (0,75 მგ) თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

პირველი ორი ინექციით შეყვანილი ENOX-ის მაქსიმალური რაოდენობაა 7.500 IU (75 მგ)

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს გამოიყენებთ ENOX-ს.

პაციენტებში, რომელთაც პერკუტანული კორონარული ინტერვენციის (პკი) სახელით ცნობილი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეთ:

იმის მიხედვით, თუ როდის მიიღეთ ENOX-ი ბოლოს, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, მოგცეთ ENOX-ის დამატებითი დოზა პკი-მდე. ეს სისხლძაღვში ინექცირების გზით განხორციელდება.

დიალიზის აპარატის მილებში სისხლის თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

ჩვეულებრივი დოზაა 100 IU (1 მგ) თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე.

ENOX შეჰყავთ დიალიზის სესიის დასაწყისში თქვენი სხეულიდან გამომავალ მილში (არტერიული ხაზი). ეს რაოდენობა ჩვეულებრივ საკმარისია 4 საათიანი პროცედურისთვის. მაგრამ, საჭირო თუ გახდება შესაძლებელია თქვენი სხეულის წონის თითო კილოგრამზე დამატებითი 50 IU ან 100 IU (0,5 ან 1 მგ) დოზა დაგინიშნოთ ექიმმა.

მიღების გზა და მეთოდი:

ENOX-ის კანქვეშ ინექცირება ხდება.

ENOX-ი კუნთში არ უნდა იქნეს ინექცირებული.

ENOX-ი ზოგიერთი გულის შეტევის ან ოპერციის შემდეგ შესაძლებელია სისხლძარღვში ინექცირების (ინტრავენური) გზითაც იქნეს შეყვანილი.

ENOX-ი ასევე შესაძლებელია დიალიზის პროცედურების დროს სხეულიდან გამომავალ მილსაც (არტერიის ხაზი) დაემატოს.

თუ საავამყოფოში იმყოფებით, ENOX-ის ინექცირებას ექიმი ან ექთანი განახორციელებს. სახლში დაბრუნებისას მკურნალობის გაგრძელების მიზნით შესაძლებელია თქვენი ინექციის თქვენს მიერ გაკეთება გახდეს საჭირო. ექიმი ან ექთანი გასწავლით თუ როგორ უნდა განახორციელოთ ეს პროცედურა. კითხვები თუ გექნებათ, შეგიძლიათ ექიმს ან ექთანს ჰკითხოთ.

შესაბამისი კანქვეშა ინექცირება მნიშვნელოვანია ინექციის ადგილზე ტკივილისა და სისხლჩაქცევების შესამცირებლად. წინასწარ შევსებული შპრიცი მოთავსებულია უსაფრთხოების ავტომატურ სისტემაში, რათა ინექციის შემდგომ ნემსით დაზიანება თავიდან იქნეს აცილებული.

ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები გაგიადვილებთ დაიმახსოვროთ ის, რაც ამ ტიპის ტრენინგის დროს ისწავლეთ.

ENOX-ის ინექცირებამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა, არ გამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატი. დარწმუნდით, რომ შპრიცი არ არის დაზიანებული და ფლაკონში არსებული ხსნარი გამჭვირვალეა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა შპრიცი გამოიყენეთ.

რომელ მიდამოში უნდა მოხდეს ENOX-ის ინექცირება?

ENOX-ი მუცლის მიდამოში კანქვეშ უნდა იქნეს ინექცირებული.

არავითარ შემთხვევაში არ განახორციელოთ ENOX-ის კუნთში ინექცირება. შესაძლებელია კუნთში სისხლდენა გამოიწვიოს.

კანი თითებს შორის მოიქციეთ და ნაზად მოუჭირეთ, ასე გეჭიროთ ინექცირების განმავლობაში. ამრიგად მედიკამენტი შეყვანილი იქნება არა კუნთში, არამედ მუცლის კანქვეშ არსებულ ცხიმოვან ქსოვილში. ინექცირების ადგილი მუცლის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს, ჭიპიდან მინიმუმ 5 სმ დაშორებით, უფრო მეტად გვერდებთან ახლოს უნდა იყოს.

ინექციის ადგილის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

ეს ადგილი მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ჭიპთან ძალია ახლოს არ უნდა იყოს. არსებულ დაზიანებაზე ან დალურჯებაზე არ უნდა განხორციელდეს.

ინექცირება მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს შორის მონაცვლეობით უნდა გააკეთოთ.

წინა ინექცირების ადგილი შეშუპების, ტკივილის, ტემპერატურის მომატებს, შეშუპების, კანზე ფერის ცვლილების, გამონაყარის, ანთების ან კანის რეაქციის რაიმე ნიშნის თვალსაზრისით შეამოწმეთ. თუ რომელიმე ამ ნიშანს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

როგორ განახორციელებთ საკუთარი თავისთვის კანქვეშა ინექცირებას ENOX-ის გამოყენებით?

არ შეურიოთ ENOX-ი სხვა საინექციო ხსნარებს.

იმისათვის, რომ საკუთარ თავს ENOX-ის ინექცია გაუკეთოთ, შესაბამის ტექნიკასთან დაკავშირებით წინასწარ ტრენინგი უნდა გაიაროთ. სწავლებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტისგან ან თქვენი ექიმისგან უნდა მიიღოთ. მედიკამენტთან ან თქვენი თავისთვის ინექცირებასთან დაკავშირებით კითხვები თუ გექნებათ გთხოვთ ექიმს გაესაუბროთ.

ინექცირებისთვის ქვევით მოცემულ 8 ნაბიჯს მიჰყევით.

  • ხელები და ინექციის ადგილი საპნით დაიბანეთ და გაიმშრალეთ.
  • კომფორტულ პოზაში დაჯექით ან დაწექით. თქვენ უნდა შეგეძლოთ ინექციის წერტილი მუცელზე ადვილად დაინახოთ და მიაღწიოთ მას. შეგიძლიათ მთელ სიგრძეზე დაწვეთ დივანზე ან საწოლზე, რომელზეც საყრდენად ბალიშებს გამოიყენებთ.
  • მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს უფრო მეტად გვერდების მიმართულებით და ჭიპიდან მინიმუმ 5 სმ დაშორებით ადგილი აირჩიეთ.

არ დაგავიწყდეთ:

ინექცია ჭიპიდან და არსებული სისხლჩაქცევებისგან ან ნაწიბურებისგან მინიმუმ 5 სმ დაშორებით უნდა გაიკეთოთ. ინექცირება მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს შორის მონაცვლეობით უნდა გააკეთოთ.

  • ფრთხილად მოხსენით ნემსის თავსახური ENOX-ის შპრიცს. თავსახური შეგიძლიათ გადააგდოთ. ნემსი სავსე და მოხმარებისთვის მზა მდგომარეობაშია.

ჰაერის ბუშტუკების მოსაშორებლად ინექციის გაკეთებამდე შპრიცის დგუშს არ დააჭიროთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის რაოდენობის შემცირება. თავსახურის მოხსნის შემდეგ, იმისთვის რომ ნემსი სუფთად (სტერილურად) დარჩეს, არ შეახოთ ნემსი არაფერს.

  • შპრიცი კალამის მსგავსად დაიჭირეთ ხელში. მეორე ხელით ნაზად დაიჭირეთ მუცელზე საინექციოდ არჩეული ადგილის კანი და ნაზად მოიქციეთ ცერა თითსა და საჩვენებელ თითებს შორის ისე, რომ კანის ნაოჭი წარმოიქმნას.

მთელი ინექცირების განმავლობაში კანი შეკუმშულ მდგომარეობაში გეკავოთ.

  • ჩაარჭეთ ნემსი ვერტიკალურად (90° კუთხით) კანის ნაკეცში ბოლომდე.
  • თითით შპრიცის დგუშს დააწექით. ამრიგად მედიკამენტის მუცლის კანქვეშ მდებარე ცხიმოვან ქსოვილში შეყვანა მოხდება. მთელი ინექცირების განმავლობაში კანი შეკუმშულ მდგომარეობაში გეკავოთ.
  • ნემსი ვერტიკალურ მდგომარეობაში ერთიანად ამოიღეთ. ეხლა შეგიძლიათ შეკუმშულ კანს ხელი გაუშვათ.

სისხლჩაქცევების თავიდან აცილების მიზნით ინექცირების დასრულების შემდეგ ინექცირების ადგილი არ შეიზილოთ.

  • გამოყენებული შპრიცი უსაფრთხოდ გადააგდეთ. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური, რომელშიც შპრიცი ჩააგდეთ და დარწმუნდით, რომ ის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არის მოთავსებული. არ გადააგდოთ ურნაში, რომელიც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის გამოიყენება.

როდესაც ვენაში ENOX-ის ინექციით ერთიანად შეყვანა არის საჭირო; ეს პროცედურა საავადმყოფოში და მედდის ან ექიმის მიერ უნდა ჩატარდეს, რომელთაც კარგად იციან ტექნიკა.

ანტიკოაგულაციური თერაპიის შეცვლა:

  • ENOX-დან გადასვლა სისხლის გამათხელებლებზე, რომელთაც ვიტამინი-K ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი) ეწოდებათ.

თქვენი ექიმი მოგთხოვთ INR სახელწოდების მქონე სისხლის ანალიზის გაკეთებას და ამის მიხედვით გეტყვით, თუ როდის უნდა შეწყვიტოთ ENOX-ის მიღება.

  • ENOX-ზე გადასვლა სისხლის გამათხელებლებიდან, რომელთაც ვიტამინი-K ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი) ეწოდებათ.

ვიტამინი-K ანტაგონისტების მიღება შეწყვითეთ.

თქვენი ექიმი მოგთხოვთ INR სახელწოდების მქონე სისხლის ანალიზის გაკეთებას და ამის მიხედვით გეტყვით, თუ როდის უნდა დაიწყოთ ENOX-ის მიღება.

  • ENOX-დან პირდაპირ ორალურ ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე გადასვლა

შეწყვიტეთ ENOX-ის მიღება. ჩვეულებრივ მომდევნო ინექციამდე 0-2 საათით ადრე დაიწყეთ პირდაპირი ორალური ანტიკოაგულანტის მიღება და შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეთ.

  • პირდაპირი ორალური ანტიკოაგულანტიდან ENOX-ზე გადასვლა

პირდაპირი ორალური ანტიკოაგულანტების მიღება შეწყვიტეთ. პირდაპირი ორალური ანტიკოაგულანტის ბოლო დოზის მიღებიდან 12 საათის გასვლამდე არ დაიწყოთ ENOX თერაპია.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

თუ თქვენ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის და დაგისვეს მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი (STE1v11), რომელსაც STEMI ტიპის ინფარქტი ეწოდება, მკურნალობის დაწყებისას ინტრავენურად პრეპარატის ერთიანად შეყვანა არ არის რეკომენდებული.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმელების უკმარისობა

თუ თირკმელების პრობლემა გაქვთ, გამოკვლევებით თირკმელების უკმარისობის ხარისხის დადგენის შემდეგ ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაბამის დოზას.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ENOX-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი ENOX მიიღეთ:

თუ საჭიროზე მეტი ENOX მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ბავშვმა ENOX შემთხვევით გაიკეთა ან გადაყლაპა, სასწრაფოდ გადაიყვანეთ იგი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მკურნალობასთან დაკავშირებით.

თუ დაგავიწყდათ ENOX-ის მიღება:

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ რომელიმე დოზის მიღება დაგავიწყდებათ, განახორციელეთ გამოტოვებული დოზის ინექცირება, როგორც კი გაგახსენდებათ. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა ერთი და იგივე დღეს. დოზის გამოტოვების ან დამატებითი დოზის მიღების თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ყოველდღიური ინექციები ჟურნალში აღნიშნოთ.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ENOX-ით მკურნალობის შეწყვეტისას:

ENOX-ით მკურნალობას თქვენი ექიმის თანხმობის გარეშე თუ შეწყვეტთ, შესაძლებელია პრეპარატის დამცავი და თერაპიული ეფექტი დაიკარგოს. შეიძლება ვენებში თრომბის წარმოქმნასთან დაკავშირებული დარღვევები განვითარდეს.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს ENOX-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ OVITRELLE-ის მიღება, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

მძიმე ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ნიშანი (მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, პირის ღრუს, ყელის ან თვალების შეშუპება).

ყველა მათგანი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდება თქვენთან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ENOX-ის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ.

სხვა მსგავსი პრეპარატების მსგავსად (წამლები, რომლებიც სისხლის შედედებას ამცირებენ), შეიძლება ENOX-მაც სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლდენა შეიძლება არ იყოს ხილული.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ რაიმე სახის სისხლდენა, რომელიც თავისთავად არ ჩერდება, ან თუ გაქვთ ჭარბი სისხლდენის ნიშნები (უჩვეულო სისუსტე, უენერგიობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება).

თქვენმა ექიმმა შესაძლებელია თქვენზე ახლო დაკვირვება ან თქვენი წამლის შეცვლა გადაწყვიტოს.

დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება:

თუ გაქვთ ვენის სისხლის თრომბთან დაკავშირებით დახშობის სიმპტომები, მაგალითად:

რომელიმე ფეხზე შეტევითი ხასიათის ტკივილი, სიწითლე, ტემპერატურის მომატება და შეშუპება თუ გაქვთ - ესენი ღრმა ვენების თრომბოზის ნიშნებია.

ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, გულის წასვლა ან სისხლიანი ხველა - ყველა მათგანი ფილტვის ემბოლიის ნიშნებია.

თუ გაქვთ მტკივნეული მუქი წითელი ლაქები კანქვეშ, რომლებიც ზედ დაწოლით არ ქრება. შესაძლებელია ექიმმა თრომბოციტების რაოდენობის შესამოწმებლად სისხლის ანალიზის გაკეთება მოგთხოვოთ.

ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტების სია:

გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი:

ჰემორაგია (ძლიერი სისხლდენა სხეულზე არსებული ჭრილობიდან).

თრომბოციტოზი (ნორმაზე მეტი თრომბოციტების რაოდენობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში სისხლის კოაგულაციაში).

ღვიძლის ტრანსამინაზას ფერმენტის მატება

ხშირი:

ჰემატომა (ვარდისფერი ლაქები კანზე ან მტკივნეული მუქი წითელი გამონაყარი კანქვეშ, რომელიც მასზე დაწოლით არ ქრება). ეს გამონაყარი შეიძლება გამოვლინდეს უფრო ხშირად იმ ადგილის გარშემო, სადაც ENOX-ის ინექცია გაიკეთეთ.

თრომბოციტოპენია (თქვენს სხეულზე ჩვეულებრივზე უფრო მარტივაად წარმოიქმნება სისხლჩაქცევები (ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში თრომბოციტების სახელით ცნობილი უჯრედების შემცირებით (თრომბოციტოპენია)).

ENOX-ის ინექცირების ადგილზე ტკივილი, შეშუპება ან ჰიპერმგრძნობელობა (მომატებული მგრძნობელობა), ანთება, გავრცელებული ტკივილი (ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში უნდა გაქრეს).

ალერგიული რეაქცია, ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა (სიწითლე კანზე).

ჰემორაგიული ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება)

თავის ტკივილი

არახშირი:

რეტროპერიტონეალური სისხლდენა.

თავის ქალის შიდა (ინტრაკრანიალური) სისხლდენა.

ბულოზური დერმატიტი (დიდი წითელი, არარეგულარული ფორმის კანის დაზიანება; შესაძებელია თან ახლდეს წყლით სავსე ბუშტუკები ან არ ახლდეს თან).

ადგილობრივი გაღიზიანება (ადგილობრივი გაღიზიანება).

ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება (კანის ან თვალების გაყვითლებას და შარდის ფერის გამუქებას თუ შეამჩნევთ, ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემა იყოს).

იშვიათი:

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (შოკის ჩათვლით) (მძიმე ალერგიული რეაქცია (მძიმედ და ხიხინით სუნთქვას თუ დაიწყებთ; სახის, ენის ან ყელის შეშუპება თუ გექნებათ, რამაც შეიძლება გაართულოს ყლაპვა ან სუნთქვა, ასევე კანზე გამონაყარი თუ გამოვლინდება))

ზურგის ტვინში ჰემატომა (დახურვა) განვითარდა ზოგიერთ პაციენტში, რომელთაც ENOX-ით მკურნალობის დროს ეპიდურული ან სპინალური ანესთეზია (საანესთეზიო საშუალების ინექცია ზურგის ტვინის გარშემო ნემსით წელის არეში) გაუკეთდათ. მსგავსი პროცედურა თუ ჩაგიტარდათ და ENOX-ს იყენებთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სიმპტომი, როგორიცაა განსაკუთრებით სხულის ქვედა ნაწილში და ფეხებში ჩხვლეტა, მგრძნობელობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე, შარდის ან განავლის შეუკავებლობა.

ღვიძლის ქოლესტაზური დაზიანება (ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება).

სისხლში კალიუმის დონის მატება (ეს ცვლილებები უფრო ხშირია თირკმელების პრობლემების ან დიაბეტის მქონე ადამიანებში. ამ ცვლილებების შესამოწმებლად შესაძლებელია ექიმმა სისხლის ანალიზები დაგინიშნოთ).

სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის ზრდა. შესაძლებელია ექიმმა ეს სისხლის ანალიზის ჩატარებით შეამოწმოს.

თრომბოზი (სისხლის თრომბის წარმოქმნა ვენაში ან გულში) და იმუნო-ალერგიული (დაკავშირებული იმუნურ სისტემასთან) თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება) განვითარებული პაციენტები (ზოგიერთში, ვენაში ან გულში სისხლის თრომბის წარმოქმნასთან ერთად ორგანოს ინფარქტი (კრიზისი) ან კიდურების იშემია (ფეხი-მკლავ-ფეხის უკმარისობა) გამოვლინდა) დაფიქსირდა.

ალოპეცია (თმის ცვენა).

კუტანოზური ვასკულიტი (კანში არსებული სისხლძარღვების ანთება)

კანის ნეკროზი (კანის სიკვდილამდე პირველ რიგში ჩვეულებრივ მტკივნეული და ინფილტრაციული პურპურა (კანში სისხლდენის შედეგად წარმოქმნილი წვრილი წითელი გამონაყარი და მარტივი სისხლჩაქცევების წარმომქმნელი სისხლდენისკენ მიდრეკილება) ან ერითემატოზური ფირფიტები ვლინდება).

ხანგრძილივი მოხმარების შემდეგ ოსტეოპოროზი (თუ მკურნალობა გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს, წარმოიქმნება მდგომარეობა რომელიც აადვილების თქვენი ძვლების მტვრევას).

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ ENOX?

შეინახეთ ENOX ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

ENOX 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

არ შეურიოთ ENOX-ი სინექციოდ და საინფუზიოდ გამოყენებად სხვა სითხეებს.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

Atabay Kimya San. ve Tie. A.Ş. (სს. „ათაბაი ქიმია სან. ვე თიჯ.“)

აჯიბადემ. ქოფთუნჯუს ქ. N: l

34718 ქადიქოი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Atabay İlaç Fabrikası A.Ş. (სს. „ათაბაი ილაჩ ფაბრიქასი“)

აჯიბადემ. ქოფთუნჯუს ქ. N: l

34718 ქადიქოი/სტამბული

მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 05 / 02 / 2021 წელს.

E.115.1.P.R7

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა