პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ვენაპერტა 2000 ანტი-Xa სე/0,2 მლ საინექციო ხსნარის შემცველი მზა შპრიცი

VENAPERTA 2000 Anti-Xa IU/0,2 mL Enjeksiyonluk Çözelti İçeren Kullanıma Hazir Enjektör

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ვენაპერტა, 0.2 მლ-ში შეიცავს 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. ყოველი 1 მლ სტერილური ხსნარი შეიცავს 10000 ანტი-Xa სე-ს, რაც 100 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტურია. 1 მგ (0.01 მლ) ენოქსაპარინის ნატრიუმი შეესაბამება დაახლოებით 100 ანტი-Xa სე-ს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ენოქსაპარინი (enoxaparin)
ფორმა და შეფუთვა
20მგ(2000 ანტი-Xa სე)/0.2მლ 0.2მლ ი.ვ., კანქვეშ და ექსტრაკორპორალური საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №2
მწარმოებელი
AROMA İlaç San. Ltd. Ști., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი
ATC კოდი
B01AB05
რეგისტრაციის ნომერი
რ-041250
რეგისტრირებულია
11 ივნისი 2024, მოქმედებს 29 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ემ ელ სი მედიკალი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებავენაპერტა 2000 ანტი-Xa სე/0,2 მლ საინექციო ხსნარის შემცველი მზა შპრიცი და სხვა წამალი ერთად

ვენაპერტა 2000 ანტი-Xa სე/0,2 მლ საინექციო ხსნარის შემცველი მზა შპრიცი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვენაპერტა, 0.2 მლ-ში შეიცავს 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. ყოველი 1 მლ სტერილური ხსნარი შეიცავს 10000 ანტი-Xa სე-ს, რაც 100 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტურია. 1 მგ (0.01 მლ) ენოქსაპარინის ნატრიუმი შეესაბამება დაახლოებით 100 ანტი-Xa სე-ს.

ენოქსაპარინის ნატრიუმი არის ბიომსგავსი ნივთიერება, რომელიც მიიღება ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსისგან წარმოებული ჰეპარინის ბენზილეთერის ტუტე დეპოლირნერიზაციით.

ვენაპერტა არის 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტი. პრეპარატის ყუთში მოთავსებულია 2 ცალი 0.2 მლ წინასწარ შევსებული შპრიცი.

ვენაპერტა მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი. ის არ გამოიყენება ვენებში წარმოქმნილი თრომბის სამკურნალოდ, თრომბის მქონე პაციენტებში გამოყენების მიზანია ახალი თრომბების წარმოქმნის თავიდან აცილება. ვენაპერტას აქტიური ნივთიერება, ენოქსაპარინის ნატრიუმი, მიღებულია ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან.

ვენაპერტა გამოიყენება ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზეზის სამკურნალოდ:

  • ზოგადი ოპერაციის ან ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ ვენებში არასასურველი სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად
  • ვენებში არასასურველი თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, როდესაც თქვენ ხართ საწოლს მიჯაჭვული უეცარი დაავადებების დროს (მაგალითად, გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ინფექციები და რევმატული დაავადებები)
  • კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, სახელწოდებით ღრმა ვენების თრომბოზი, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია ფეხის ვენების თრომბით ბლოკირებით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა თქვენი ფილტვის სისხლძარღვები იმავდროულად თრომბით ბლოკირებული.
  • გამოიყენება ასპირინთან ერთად არასტაბილური სტენოკარდიის (გულმკერდის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის სისხლძარღვების ბლოკირებით) და გარკვეული ტიპის გულის შეტევის სამკურნალოდ (არა Q ტალღის მიოკარდიუმის ინფარქტი)
  • დიალიზის შემდეგ, რათა არ მოხდეს სისხლის შედედება აპარატის მილებში გავლისას (დიალიზი არის პაციენტის სისხლის გაწმენდის პროცესი სპეციალური აპარატის მეშვეობით რეგულარული ინტერვალებით, როდესაც თირკმელების მიერ არ ხდება სისხლის გაწმენდა).
  • იგი ვლინდება სპეციალური მონაცემით ეკგ-ზე ST სეგმენტის ელევაციის სახით და გამოწვეულია გულის კუნთის არასაკმარისი სისხლით მომარაგებით; კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება ST-ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მიუხედავად იმისა, ჩატარებული გაქვთ მედიკამენტური მკურნალობა, ან პროცედურა სახელწოდებით პერკუტანული კორონარული ინტერვენცია მოგვიანებით, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ეს პრეპარატი).

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სწორი გამოყენებისა და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ:

ვენაპერტას დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს იმ მდგომარეობის მიხედვით, რომლის გამოც ის დაგენიშნათ.

სისხლში თრომბების მკურნალობა

  • ჩვეულებრივი დოზა არის 150 სე (1,5 მგ) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე დღეში ან 100 სე/მგ (1 მგ) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე დღეში ორჯერ.
  • თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ვენაპერტა.

სისხლში თრომბის წარმოქმნის შეჩერება შემდეგ სიტუაციებში:

  • ოპერაცია ან ავადმყოფობის გამო შეზღუდული მოძრაობის პერიოდები
  • დოზა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სავარაუდოა თრომბის განვითარება. თქვენ მოგეცემათ 2000 სე (20 მგ) ან 4000 სე (40 მგ) ვენაპერტა ყოველდღე.
  • თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, თქვენი პირველი ინექცია, როგორც წესი, გაკეთდება 2 საათის განმავლობაში ან ოპერაციამდე 12 საათით ადრე.
  • თუ ავადმყოფობის გამო გაქვთ შეზღუდული მოძრაობა, ჩვეულებრივ მოგეცემათ 4000 სე (40 მგ) ვენაპერტა ყოველ დღე.

გულის შეტევის შემდეგ

ვენაპერტა შეიძლება გამოყენებულ იქნას ორი სხვადასხვა ტიპის გულის შეტევისთვის, სახელწოდებით ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი ან არა ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი. ვენაპერტას ოდენობა დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე და გულის შეტევის ტიპზე.

გულის შეტევის არა ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის ტიპი:

  • ჩვეულებრივი დოზა არის 100 სე (1 მგ) ყოველ კილოგრამ წონაზე ყოველ 12 საათში.
  • თქვენი ექიმი ჩვეულებრივ მოგთხოვთ ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავას) მიღებასაც.

გულის შეტევის ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის ტიპი, თუ ხართ 75 წლამდე ასაკის:

  • ვენაპერტას საწყისი დოზა 3000 სე (30 მგ) მიიღება ინექციის სახით ვენაში.
  • ამავდროულად, თქვენ ასევე მოგცემენ ვენაპერტას კანის ქვეშ ინექციის სახით (კანქვეშა ინექცია).
  • ჩვეულებრივი დოზა არის 100 სე (1 მგ) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე, ყოველ 12 საათში.

გულის შეტევის ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის ტიპი, თუ ხართ 75 წლის და ზემოთ ასაკის:

  • ჩვეულებრივი დოზა არის 75 სე (0,75 მგ) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე, ყოველ 12 საათში.
  • ვენაპერტას მაქსიმალური რაოდენობა პირველი ორი ინექციისთვის არის 7500 სე (75 მგ).

პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ოპერაცია სახელწოდებით პერკუტანული კორონარული ჩარევა:

  • იმისდა მიხედვით, თუ როდის მიიღეთ ვენაპერტა ბოლოს, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ვენაპერტას დამატებითი დოზის მიცემა პერკუტანული კორონარული ჩარევის ოპერაციამდე. ეს გაკეთდება ვენაში ინექციით.

დიალიზის აპარატის მილებში თრომბების წარმოქმნის შეჩერება

  • ჩვეულებრივი დოზა არის 100 სე (1 მგ) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე.
  • ვენაპერტა ემატება მილში (არტერიული ხაზი) დიალიზის სეანსის დაწყებისას. ეს რაოდენობა ჩვეულებრივ საკმარისია 4 საათიანი სეანსისთვის. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება მოგცეთ დამატებითი დოზა 50 სე-დან 100 სე-მდე (0,5-დან 1 მგ-მდე) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე.

მიღების გზა და მეთოდი:

ვენაპერტა შეჰყავთ კანქვეშ.

  • ვენაპერტას შეყვანა არ შეიძლება ინტრამუსკულარული ინექციით.
  • ვენაპერტას შეყვანა ასევე შეიძლება ინტრავენური ინექციით ზოგიერთი სახის გულის შეტევის ან ოპერაციის შემდეგ.

ვენაპერტა ასევე შეიძლება დაემატოს მილს (არტერიულ ხაზს) დიალიზის სეანსის დასაწყისში. თუ საავადმყოფოში იმყოფებით, თქვენი ექიმი ან ექთანი შეგიყვანთ ვენაპერტას. სახლში დაბრუნებისას შეიძლება დაგჭირდეთ ინექციის თავად გაკეთება მკურნალობის გასაგრძელებლად, რასაც თქვენი ექიმი ან ექთანი გასწავლით. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

სათანადო კანქვეშა ინექცია მნიშვნელოვანია ინექციის ადგილზე ტკივილისა და სისხლჩაქცევების შესამცირებლად.

შემდეგი ინსტრუქციები გაგიადვილებთ დაიმახსოვროთ ის, რაც ისწავლეთ ამ ტიპის ტრენინგზე.

ვენაპერტას ინექციამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა, არ გამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატი. დარწმუნდით, რომ შპრიცი არ არის დაზიანებული და ფლაკონში არსებული ხსნარი გამჭვირვალეა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენეთ სხვა შპრიცი.

სად გაკეთდება ვენაპერტას ინექცია?

ვენაპერტა შეჰყავთ კანქვეშ მუცელში.

არ შეიყვანოთ ვენაპერტა ინტრამუსკულარულად. შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისხლდენა.

ნაზად მოუჭირეთ კანს თითებს შორის და გეჭიროთ მთელი ინექციის განმავლობაში. ამრიგად, პრეპარატი შეყვანილი იქნება არა ინტრამუსკულარულად, არამედ მუცლის კანის ცხიმოვან ქსოვილში.

ინექციის ადგილი არის მინიმუმ 5 სმ ჭიპიდან მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, უფრო ახლოს კიდესთან.

ინექციის ადგილის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

ამ ადგილამდე მიღწევა ადვილი უნდა იყოს.

ის არ უნდა იყოს ძალიან ახლოს თქვენს მუცელთან, არ უნდა იყოს არსებული ნაწიბურის ან სისხლჩაქცევის თავზე.

ინექცია უნდა გაკეთდეს მონაცვლეობით მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს.

შეამოწმეთ გაკეთებული ინექციის ადგილი სიწითლეზე, ტკივილზე, სიცხეზე, შეშუპებაზე, კანის ფერის შეცვლაზე, გამონაყარზე, ანთების ან კანის რეაქციის ნიშნებზე. თუ რომელიმე ამ ნიშანს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

როგორ უნდა გაიკეთოთ კანქვეშა ინექცია დამოუკიდებლად ვენაპერტას გამოყენებით? ვენაპერტა არ უნდა იყოს შერეული სხვა საინექციო სითხეებთან.

იმისათვის, რომ ვენაპერტას ინექცია თავად გაიკეთოთ, წინასწარ უნდა შეისწავლოთ გაკეთების ტექნიკა. თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ სასწავლო ინსტრუქციები კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტის ან თქვენი ექიმის მიერ. თუ გაქვთ შეკითხვები თქვენი მედიკამენტის ან თვითინექცირების შესახებ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

ანტიკოაგულანტური მკურნალობის შეცვლა

  • ვენაპერტადან გადასვლა სისხლის გამათხელებლებზე სახელწოდებით K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი)

თქვენი ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზების ჩატარებას, როგორიცაა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) და შესაბამისად გეტყვით როდის შეწყვიტოთ ვენაპერტა.

  • სისხლის გამათხელებლებიდან K ვიტამინის ანტაგონისტებიდან (მაგ., ვარფარინი) ვენაპერტაზე გადასვლა

შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის მიღება. თქვენი ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზების ჩატარებას, როგორიცაა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) და შესაბამისად გეტყვით როდის შეწყვიტოთ ვენაპერტა.

  • ვენაპერტადან გადასვლა პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტით მკურნალობაზე

შეწყვიტეთ ვენაპერტას მიღება. დაიწყეთ პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის მიღება მომდევნო ინექციის გაკეთებამდე 0-2 საათით ადრე, შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

  • პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტით მკურნალობიდან გადასვლა ვენაპერტაზე

შეწყვიტეთ პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის მიღება. არ დაიწყოთ ვენაპერტათი მკურნალობა პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის საბოლოო დოზის მიღებიდან 12 საათამდე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადასტურებული. რეკომენდებული არ არის ბავშვებში გამოყენება.

გამოყენება ხანდაზმულებში:

თუ ხართ სამოცდათხუთმეტ წელზე მეტი ასაკის და დაგისვეს ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი, რეკომენდებული არ არის მკურნალობის დასაწყისში ერთი პრეპარატის შეყვანა ინტრავენურად.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ ენოქსაპარინის ნატრიუმის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებები). ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

თუ ალერგიული ხართ ჰეპარინზე ან სხვა დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინებზე, როგორიცაა ნადროპარინი, ტინზაპარინი ან დალტეპარინი.

თუ გქონდათ რეაქცია ჰეპარინზე ბოლო 100 დღის განმავლობაში, რამაც გამოიწვია შედედების უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის ზედმეტად შემცირება (ამ რეაქციას ეწოდება ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია)

თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა ან გაქვთ სისხლდენის მაღალი რისკის მქონე მდგომარეობა (როგორიცაა კუჭის წყლული, ტვინზე ან თვალებზე ბოლო დროს ჩატარებული ოპერაცია), ბოლოდროინდელი ინსულტის ჩათვლით.

თუ იყენებთ ვენაპერტას თრომბების სამკურნალოდ და აპირებთ სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ან წელის პუნქციის ჩატარებას 24 საათის განმავლობაში.

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ვენაპერტას გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობების დროს

ვენაპერტა არ გამოიყენება დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინების ჯგუფის სხვა პრეპარატებთან ურთიერთშენაცვლებით, რადგან ისინი არ არიან ზუსტად ერთნაირი და არ აქვთ იგივე ეფექტი და გამოყენების ინსტრუქცია.

ვენაპერტასთვის არსებობს პოტენციური იმუნოგენურობის რისკი (ორგანიზმში მოხვედრილი ნივთიერების უნარი, გამოიწვიოს არასასურველი ან გაუთვალისწინებელი იმუნური პასუხი ან რეაქცია).

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა გეხებათ თქვენ, ვენაპერტას გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი, განსაკუთრებით ორსულ ქალებში შეიძლება მაღალი იყოს თრომბების წარმოქმნის (თრომბოემბოლია)რისკი
  • თუ გაქვთ ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსის ანთება)
  • თუ გაქვთ ან გქონდათ კუჭის წყლული
  • თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან თირკმლის უკმარისობა
  • თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან ღვიძლის უკმარისობა
  • თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი
  • თუ გაქვთ ჰიპერტენზია
  • თუ გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტის გამო თვალის დარღვევა (დიაბეტური რეტინოპათია)
  • თუ ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ ოპერაცია თვალზე ან ტვინზე
  • თუ ხართ ხანდაზმული ასაკის (65 წელზე მეტი ასაკის) და განსაკუთრებით, თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის
  • თუ გაქვთ დაბალი წონა ან ჭარბი წონა
  • თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ეს შეიძლება შემოწმდეს სისხლის ანალიზით)
  • თუ არის კოაგულაციის დარღვევა (ჰემოსტაზი), მძიმე მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) გაზრდილი სისხლდენის პოტენციალით
  • თუ იყენებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ თქვენს ორგანიზმში სისხლდენის შეჩერების მექანიზმებზე (შეიძლება შეცვალონ თქვენი მედიკამენტის მოქმედება ან ვენაპერტამ შეიძლება შეცვალოს ასეთი პრეპარატების მოქმედება).
  • ვენაპერტას გამოყენებისას (სპინალური ან ეპიდურული; ანუ საანესთეზიო საშუალება შეჰყავთ ზურგის ტვინის გარშემო წელში ნემსით) როდესაც გჭირდებათ ანესთეზია (ასეთ შემთხვევაში აღინიშნა ხანგრძლივი ან მუდმივი დამბლის შემთხვევები). პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ზურგის ტვინის პუნქცია, სპინალური ანესთეზია ან ეპიდურული ანესთეზია, მინიმუმ 12 საათი პროფილაქტიკური დოზისთვის და 24 საათი სამკურნალო დოზისთვის ინტერვალი უნდა იყოს დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინის ინექციასა და სპინალური/ეპიდურული კათეტერის ან ნემსის ჩადგმას ან ამოღებას შორის. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განხილული იყოს უფრო დიდი დროის ინტერვალის დაცვა. პაციენტებმა ხშირად უნდა აკონტროლონ ნევროლოგიური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები. თუ არსებობს ნევროლოგიური საშიშროება, საჭიროა სასწრაფო მკურნალობა. ასევე, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ხერხემლის პრობლემა და ჩატარებული გაქვთ ხერხემალზე ოპერაცია.
  • კანის ქსოვილის სიკვდილის (ნეკროზის) და კანის სისხლძარღვების ანთების დროს (კანის ვასკულიტი), მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
  • თუ ადრე გქონიათ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის სერიოზული შემცირება ჰეპარინის გამოყენების გამო
  • გულის მკვებავ სისხლძარღვებში თრომბების მოსაცილებლად და ადექვატური სისხლის ნაკადის აღსადგენად; თქვენ ჩაგიტარდათ ე.წ. პერკუტანული კორონარული რევასკულარიზაციის პროცედურა.

თუ გჭირდებათ ოპერაცია ან ანესთეზია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იყენებთ ვენაპერტას, შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის შეცვლა იმ მედიკამენტის მიხედვით, რომელსაც იღებთ.

შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის პერიოდულად ჩატარება ამ მედიკამენტის გამოყენებამდე და გამოყენების დროს სისხლში შედედების უჯრედების (თრომბოციტების) და კალიუმის დონის შესამოწმებლად.

ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიის ნომერი უნდა ჩაიწეროს პაციენტის საქმეში.

თუ ეს მდგომარეობები გქონდათ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ვენაპერტას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვენაპერტა არ გამოიყენება პერორალურად. ის ინიშნება კანქვეშ ან ინტრავენურად.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის უკმარისობა

თუ თირკმელების პრობლემა გაქვთ, თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაბამის დოზას თქვენი გამოკვლევებით უკმარისობის ხარისხის დადგენის შემდეგ.

ღვიძლის უკმარისობა

სიფრთხილეა აუცილებელი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ვენაპერტას ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ვენაპერტას:

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ვენაპერტა, ვიდრე საჭიროა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვისთვის შემთხვევით ვენაპერტას ინექცირებისას ან ბავშვის მიერ მისი გადაყლაპვისას, სასწრაფოდ წაიყვანეთ ის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებით.

თუ დაგავიწყდათ ვენაპერტას გამოყენება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ თავად ორმაგი დოზა იმავე დღეს გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. დღიურის წარმოება დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ არ გამოტოვებთ დოზას.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვენაპერტათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:

თუ თქვენ შეწყვეტთ ვენაპერტათი მკურნალობას თქვენი ექიმის თანხმობის გარეშე, პრეპარატის დამცავი და თერაპიული ეფექტი შეიძლება გაქრეს. შესაძლოა პრობლემები იყოს ვენებში თრომბებთან დაკავშირებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი დაადგენს გარკვეულ საჭიროებას.

გულის სარქვლის მექანიკური პროთეზის მქონე ორსულებს შეიძლება ჰქონდეთ ვენების ოკლუზიის (თრომბოემბოლია) გაზრდილი რისკი. ექიმი უნდა გაგესაუბროთ ამის შესახებ.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ვენაპერტას გამოყენებამდე რჩევისათვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ცნობილი არ არის ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვენაპერტაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ის არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

თუ ამჟამად იყენებთ რაიმე სხვა მედიკამენტს, ან თუ სავარაუდოდ შეიძლება გამოიყენოთ, ან ცოტა ხნის წინ იყენებდით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მათი გამოყენება აუცილებელი არ არის თქვენი მკურნალობისთვის, ვენაპერტას გამოყენებით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია იმ პრეპარატების მიღების შეწყვეტა, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის კოაგულაციაზე. ასეთი პრეპარატებია:

სისხლის გამათხელებლები (როგორიცაა ასპირინი, დიპირიდამოლი) ან პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას (როგორიცაა ალტეპლაზა, სტრეპოტკინაზა, ტენექტეპლაზა, უროკინაზა, ვარფარინი)

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სახსრების ანთებითი დაავადებების დროს ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ, როგორიცაა იბუპროფენი, დიკლოფენაკი, კეტოროლაკი.

დექსტრანი 40 ინექციით (მკვრივი შრატი)

ტიკლოპიდინი და კლოპიდოგრელი (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას სისხლში თრომბოციტების დაგროვების თავიდან აცილების გზით, რომლებიც მონაწილეობენ შედედებაში)

გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორების შემცველი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულში უეცარი და შემცირებული სისხლის მიმოქცევის დროს

სისტემური გლუკოკორტიკოიდები, როგორიცაა პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, რომლებიც გამოიყენება ასთმის, რევმატოიდული ართრიტის და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დივალპროექსი და ვალპროის მჟავა

შარდმდენი საშუალებები, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი (თუ ეს პრეპარატები მიიღება ვენაპერტასთან ერთად, შეიძლება გაიზარდოს კალიუმის დონე სისხლში)

პლიკამიცინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი კალციუმის და კიბოს სამკურნალოდ), სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი).

მომავალში, თუ დაგჭირდებათ სხვა მედიკამენტის მიღება ვენაპერტათი მკურნალობის დროს, აცნობეთ თქვენს ექიმს ამ მდგომარეობის შესახებ.

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვენაპერტამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მისი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

თუ განვითარდა ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოვლენა, შეწყვიტეთ ვენაპერტას გამოყენება ან დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

მძიმე ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ნიშანი (მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, პირის ღრუს, ყელის ან თვალების შეშუპება). ყველა ეს მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ აღინიშნა ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ვენაპერტაზე.

შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა ანალოგიური მედიკამენტების მსგავსად (სისხლის შედედების შესამცირებელი მედიკამენტები), ვენაპერტამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება არ იყოს აშკარა.

თუ გაქვთ რაიმე სისხლდენის მოვლენა, რომელიც თავისთავად არ ჩერდება, ან თუ გაქვთ ჭარბი სისხლდენის ნიშნები (განსაკუთრებული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება), დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დაკვირვების ქვეშ ყოფნა ან პრეპარატის შეცვლა. დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს:

თუ გაქვთ რაიმე ნიშანი თრომბით სისხლძარღვის ბლოკირების გამო, როგორიცაა:

  • კრუნჩხვითი ტკივილი, სიწითლე, სითბო ან შეშუპება ერთ-ერთ ფეხში - ეს არის ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომები
  • სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, სისხლჩაქცევა ან სისხლიანი ხველა - ეს არის ფილტვის ემბოლიით გამოწვეული სუნთქვის გაძნელების სიმპტომი, გულმკერდის ტკივილი, გულისრევა ან სისხლიანი ხველა - ეს არის ფილტვის ემბოლიის სიმპტომები.

თუ გაქვთ კანის ქვეშ მუქი წითელი ლაქების მტკივნეული გამონაყარი, რომლებიც არ ქრება მათზე ზეწოლის დროს.

ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლის ანალიზის ჩატარება თრომბოციტების რაოდენობის შესამოწმებლად.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან მინიმუმ ერთ პაციენტში

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე

მეტ პაციენტში

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-

ზე მეტ პაციენტში

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან

1-ზე მეტ პაციენტში

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან მინიმუმ ერთ პაციენტში

უცნობი: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

ძალიან ხშირი

სისხლდენა (ძალიან დიდი სისხლდენა ჭრილობიდან).

თრომბოციტოზი (როდესაც სისხლის თრომბოციტების რაოდენობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში სისხლის კოაგულაციაში, ნორმაზე მეტია)

ღვიძლის ტრანსამინაზას ფერმენტის მატება

ხშირი:

ჰემატომა (მტკივნეული მუქი წითელი გამონაყარი, რომელიც არ ქრება კანზე დაჭერით ან ვარდისფერი ლაქები კანზე.) ეს გამონაყარი შეიძლება განვითარდეს ძირითადად იმ ადგილის ირგვლივ, სადაც ვენაპერტას ინექცია გაკეთდა.

თრომბოციტოპენია (სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე უფრო ადვილად განვითარება (ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში თრომბოციტების უჯრედების დაქვეითებით (თრომბოციტოპენია)).

ტკივილი, შეშუპება (შეშუპება) ან ჰიპერმგრძნობელობა (მგრძნობელობა), ანთება, გავრცელებული ტკივილი ვენაპერტას ინექციის ადგილას (ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები უნდა გაქრეს რამდენიმე დღეში).

ალერგიული რეაქცია, ჭინჭრის ციება (ჭინჭრის ციება), ქავილი, ერითემა (სიწითლე კანზე)

ჰემორაგიული ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება)

თავის ტკივილი.

არახშირი:

პერიტონეუმის უკანა ნაწილიდან (რეტროპერიტონეალური) სისხლდენა

ქალასშიდა სისხლდენა

ბულოზური დერმატიტი (კანზე დიდი წითელი, უჩვეულო ფორმის დაზიანებები წყლით სავსე ბუშტუკებით ან მის გარეშე).

ადგილობრივი გაღიზიანება

ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება (თუ შენიშნეთ კანის ან თვალების გაყვითლება და მუქი შარდი. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემა).

იშვიათი:

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (შოკის ჩათვლით) (მძიმე ალერგიული რეაქცია (თუ დაწყებულია გაძნელებული სუნთქვა და ხიხინი; სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რომელიც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას და გამონაყარი სხეულზე)

ჰემატომა (სისხლჩაქცევა) ზურგის ტვინში განვითარდა ზოგიერთ პაციენტში, ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისას (საანესთეზიო საშუალების ინექცია ზურგის ტვინის გარშემო ნემსით წელიდან) ვენაპერტათი მკურნალობის დროს. თუ ეს ჩაგიტარდათ და იყენებთ ვენაპერტას; თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჩხვლეტა, მგრძნობელობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით ქვედა ტანში და ფეხებში, შარდის ან განავლის შეუკავებლობა,დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ღვიძლის ქოლესტაზური დაზიანება (ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება)

სისხლში კალიუმის დონის მომატება (ეს ცვლილებები უმეტესად თირკმელების პრობლემების ან დიაბეტის მქონე ადამიანებში ხდება. ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი ამ ცვლილებების შესამოწმებლად).

სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა. თქვენს ექიმს შეუძლია შეამოწმოს ეს სისხლის ანალიზით.

დაფიქსირდა თრომბოზის (სისხლძარღვში ან გულში სისხლის შედედება) და იმუნურ-ალერგიული (იმუნური სისტემასთან დაკავშირებული) თრომბოციტოპენიის (სისხლის თრომბოციტების რაოდენობის შემცირება) (ზოგიერთ შემთხვევაში ორგანოს ინფარქტი (კრიზისი) ან კიდურების იშემიის (ხელ-ტერფი-მკლავი-ფეხის უკმარისობა) შემთხვევები.

ალოპეცია (თმის ცვენა).

კანის ვასკულიტი (კანის სისხლძარღვების ანთება)

კანის ნეკროზი (ჩვეულებრივ მტკივნეული და ინფილტრაციული პურპურა (წვრილი წითელი გამონაყარი და მარტივი სისხლჩაქცევები, რომლებიც გამოწვეულია კანში სისხლდენით, სისხლდენისადმი მიდრეკილება) ან ერითემატოზული ნადები, სანამ კანი უსიცოცხლო გახდება).

ოსტეოპოროზი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ (მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ძვლების ადვილად მოტეხილობა, თუ მკურნალობის პერიოდი 3 თვეზე მეტია).

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში თუ არა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.ასევე, შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოვიგილანციის ცენტრს (TÜFAM) გვერდითი ეფექტების შესახებ ვებგვერდზე, www.titck.gov.tr, „მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებ“-ის ხატულაზე დაჭერით(დაკლიკებით), ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე დარეკვით : 0 800 314 00 08. წარმოქმნილი გვერდით ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და თავდაპირველ შეფუთვაში.

არ შეურიოთ ვენაპერტა სხვა სითხეებს, რომლებიც გამოიყენება ინექციისთვის ან ინფუზიისთვის.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ვენაპერტა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ვენაპერტა, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი

ვენაპერტა 2000 Anti-XA სე/0.2 მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში

კანქვეშა ან ი.ვ. ინექცია.

სტერილური

აქტიური ნივთიერება: 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმი (2000 ანტი-Xa სე-ს ექვივალენტური) (ენოქსაპარინის ნატრიუმი მიიღება ღორის ნაწლავიდან).

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. თქვენ შეგიძლიათ დახმარება ნებისმიერი განვითარებული გვერდითი ეფექტის შეტყობინებით. იხილეთ მე-4 პუნქტის ბოლო ნაწილი, თუ როგორ უნდა შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები.

სანამ ამ მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებთ, ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

ამ პრეპარატის გამოყენებისას ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.

გთხოვთ, სრულად დაიცვათ ამ საინფორმაციო ფურცელში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.

ამ ფურცელში:

  • რა არის ვენაპერტა და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ვენაპერტას გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ვენაპერტა
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება ვენაპერტა

სათაურები მოცემულია.

  • რა არის ვენაპერტა და რისთვის გამოიყენება

ვენაპერტა, 0.2 მლ-ში შეიცავს 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. ყოველი 1 მლ სტერილური ხსნარი შეიცავს 10000 ანტი-Xa სე-ს, რაც 100 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტურია. 1 მგ (0.01 მლ) ენოქსაპარინის ნატრიუმი შეესაბამება დაახლოებით 100 ანტი-Xa სე-ს.

ენოქსაპარინის ნატრიუმი არის ბიომსგავსი ნივთიერება, რომელიც მიიღება ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსისგან წარმოებული ჰეპარინის ბენზილეთერის ტუტე დეპოლირნერიზაციით.

ვენაპერტა არის 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის ექვივალენტი. პრეპარატის ყუთში მოთავსებულია 2 ცალი 0.2 მლ წინასწარ შევსებული შპრიცი.

ვენაპერტა მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი. ის არ გამოიყენება ვენებში წარმოქმნილი თრომბის სამკურნალოდ, თრომბის მქონე პაციენტებში გამოყენების მიზანია ახალი თრომბების წარმოქმნის თავიდან აცილება. ვენაპერტას აქტიური ნივთიერება, ენოქსაპარინის ნატრიუმი, მიღებულია ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან.

ვენაპერტა გამოიყენება ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზეზის სამკურნალოდ:

  • ზოგადი ოპერაციის ან ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ ვენებში არასასურველი სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად
  • ვენებში არასასურველი თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, როდესაც თქვენ ხართ საწოლს მიჯაჭვული უეცარი დაავადებების დროს (მაგალითად, გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ინფექციები და რევმატული დაავადებები)
  • კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, სახელწოდებით ღრმა ვენების თრომბოზი, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია ფეხის ვენების თრომბით ბლოკირებით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა თქვენი ფილტვის სისხლძარღვები იმავდროულად თრომბით ბლოკირებული.
  • გამოიყენება ასპირინთან ერთად არასტაბილური სტენოკარდიის (გულმკერდის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის სისხლძარღვების ბლოკირებით) და გარკვეული ტიპის გულის შეტევის სამკურნალოდ (არა Q ტალღის მიოკარდიუმის ინფარქტი)
  • დიალიზის შემდეგ, რათა არ მოხდეს სისხლის შედედება აპარატის მილებში გავლისას (დიალიზი არის პაციენტის სისხლის გაწმენდის პროცესი სპეციალური აპარატის მეშვეობით რეგულარული ინტერვალებით, როდესაც თირკმელების მიერ არ ხდება სისხლის გაწმენდა).
  • იგი ვლინდება სპეციალური მონაცემით ეკგ-ზე ST სეგმენტის ელევაციის სახით და გამოწვეულია გულის კუნთის არასაკმარისი სისხლით მომარაგებით; კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება ST-ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მიუხედავად იმისა, ჩატარებული გაქვთ მედიკამენტური მკურნალობა, ან პროცედურა სახელწოდებით პერკუტანული კორონარული ინტერვენცია მოგვიანებით, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ეს პრეპარატი).
  • რა უნდა იცოდეთ ვენაპერტას გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ვენაპერტა შემდეგ შემთხვევებში

თუ ალერგიული ხართ ენოქსაპარინის ნატრიუმის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებები). ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

თუ ალერგიული ხართ ჰეპარინზე ან სხვა დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინებზე, როგორიცაა ნადროპარინი, ტინზაპარინი ან დალტეპარინი.

თუ გქონდათ რეაქცია ჰეპარინზე ბოლო 100 დღის განმავლობაში, რამაც გამოიწვია შედედების უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის ზედმეტად შემცირება (ამ რეაქციას ეწოდება ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია)

თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა ან გაქვთ სისხლდენის მაღალი რისკის მქონე მდგომარეობა (როგორიცაა კუჭის წყლული, ტვინზე ან თვალებზე ბოლო დროს ჩატარებული ოპერაცია), ბოლოდროინდელი ინსულტის ჩათვლით.

თუ იყენებთ ვენაპერტას თრომბების სამკურნალოდ და აპირებთ სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ან წელის პუნქციის ჩატარებას 24 საათის განმავლობაში.

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ვენაპერტას გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობების დროს

ვენაპერტა არ გამოიყენება დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინების ჯგუფის სხვა პრეპარატებთან ურთიერთშენაცვლებით, რადგან ისინი არ არიან ზუსტად ერთნაირი და არ აქვთ იგივე ეფექტი და გამოყენების ინსტრუქცია.

ვენაპერტასთვის არსებობს პოტენციური იმუნოგენურობის რისკი (ორგანიზმში მოხვედრილი ნივთიერების უნარი, გამოიწვიოს არასასურველი ან გაუთვალისწინებელი იმუნური პასუხი ან რეაქცია).

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა გეხებათ თქვენ, ვენაპერტას გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი, განსაკუთრებით ორსულ ქალებში შეიძლება მაღალი იყოს თრომბების წარმოქმნის (თრომბოემბოლია)რისკი
  • თუ გაქვთ ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსის ანთება)
  • თუ გაქვთ ან გქონდათ კუჭის წყლული
  • თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან თირკმლის უკმარისობა
  • თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან ღვიძლის უკმარისობა
  • თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი
  • თუ გაქვთ ჰიპერტენზია
  • თუ გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტის გამო თვალის დარღვევა (დიაბეტური რეტინოპათია)
  • თუ ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ ოპერაცია თვალზე ან ტვინზე
  • თუ ხართ ხანდაზმული ასაკის (65 წელზე მეტი ასაკის) და განსაკუთრებით, თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის
  • თუ გაქვთ დაბალი წონა ან ჭარბი წონა
  • თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ეს შეიძლება შემოწმდეს სისხლის ანალიზით)
  • თუ არის კოაგულაციის დარღვევა (ჰემოსტაზი), მძიმე მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) გაზრდილი სისხლდენის პოტენციალით
  • თუ იყენებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ თქვენს ორგანიზმში სისხლდენის შეჩერების მექანიზმებზე (შეიძლება შეცვალონ თქვენი მედიკამენტის მოქმედება ან ვენაპერტამ შეიძლება შეცვალოს ასეთი პრეპარატების მოქმედება).
  • ვენაპერტას გამოყენებისას (სპინალური ან ეპიდურული; ანუ საანესთეზიო საშუალება შეჰყავთ ზურგის ტვინის გარშემო წელში ნემსით) როდესაც გჭირდებათ ანესთეზია (ასეთ შემთხვევაში აღინიშნა ხანგრძლივი ან მუდმივი დამბლის შემთხვევები). პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ზურგის ტვინის პუნქცია, სპინალური ანესთეზია ან ეპიდურული ანესთეზია, მინიმუმ 12 საათი პროფილაქტიკური დოზისთვის და 24 საათი სამკურნალო დოზისთვის ინტერვალი უნდა იყოს დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინის ინექციასა და სპინალური/ეპიდურული კათეტერის ან ნემსის ჩადგმას ან ამოღებას შორის. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განხილული იყოს უფრო დიდი დროის ინტერვალის დაცვა. პაციენტებმა ხშირად უნდა აკონტროლონ ნევროლოგიური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები. თუ არსებობს ნევროლოგიური საშიშროება, საჭიროა სასწრაფო მკურნალობა. ასევე, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ხერხემლის პრობლემა და ჩატარებული გაქვთ ხერხემალზე ოპერაცია.
  • კანის ქსოვილის სიკვდილის (ნეკროზის) და კანის სისხლძარღვების ანთების დროს (კანის ვასკულიტი), მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
  • თუ ადრე გქონიათ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის სერიოზული შემცირება ჰეპარინის გამოყენების გამო
  • გულის მკვებავ სისხლძარღვებში თრომბების მოსაცილებლად და ადექვატური სისხლის ნაკადის აღსადგენად; თქვენ ჩაგიტარდათ ე.წ. პერკუტანული კორონარული რევასკულარიზაციის პროცედურა.

თუ გჭირდებათ ოპერაცია ან ანესთეზია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იყენებთ ვენაპერტას, შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის შეცვლა იმ მედიკამენტის მიხედვით, რომელსაც იღებთ.

შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის პერიოდულად ჩატარება ამ მედიკამენტის გამოყენებამდე და გამოყენების დროს სისხლში შედედების უჯრედების (თრომბოციტების) და კალიუმის დონის შესამოწმებლად.

ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიის ნომერი უნდა ჩაიწეროს პაციენტის საქმეში.

თუ ეს მდგომარეობები გქონდათ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ვენაპერტას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვენაპერტა არ გამოიყენება პერორალურად. ის ინიშნება კანქვეშ ან ინტრავენურად.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი დაადგენს გარკვეულ საჭიროებას.

გულის სარქვლის მექანიკური პროთეზის მქონე ორსულებს შეიძლება ჰქონდეთ ვენების ოკლუზიის (თრომბოემბოლია) გაზრდილი რისკი. ექიმი უნდა გაგესაუბროთ ამის შესახებ.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ვენაპერტას გამოყენებამდე რჩევისათვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ცნობილი არ არის ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვენაპერტაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ის არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

თუ ამჟამად იყენებთ რაიმე სხვა მედიკამენტს, ან თუ სავარაუდოდ შეიძლება გამოიყენოთ, ან ცოტა ხნის წინ იყენებდით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მათი გამოყენება აუცილებელი არ არის თქვენი მკურნალობისთვის, ვენაპერტას გამოყენებით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია იმ პრეპარატების მიღების შეწყვეტა, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის კოაგულაციაზე. ასეთი პრეპარატებია:

სისხლის გამათხელებლები (როგორიცაა ასპირინი, დიპირიდამოლი) ან პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას (როგორიცაა ალტეპლაზა, სტრეპოტკინაზა, ტენექტეპლაზა, უროკინაზა, ვარფარინი)

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სახსრების ანთებითი დაავადებების დროს ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ, როგორიცაა იბუპროფენი, დიკლოფენაკი, კეტოროლაკი.

დექსტრანი 40 ინექციით (მკვრივი შრატი)

ტიკლოპიდინი და კლოპიდოგრელი (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას სისხლში თრომბოციტების დაგროვების თავიდან აცილების გზით, რომლებიც მონაწილეობენ შედედებაში)

გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორების შემცველი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულში უეცარი და შემცირებული სისხლის მიმოქცევის დროს

სისტემური გლუკოკორტიკოიდები, როგორიცაა პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, რომლებიც გამოიყენება ასთმის, რევმატოიდული ართრიტის და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დივალპროექსი და ვალპროის მჟავა

შარდმდენი საშუალებები, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი (თუ ეს პრეპარატები მიიღება ვენაპერტასთან ერთად, შეიძლება გაიზარდოს კალიუმის დონე სისხლში)

პლიკამიცინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი კალციუმის და კიბოს სამკურნალოდ), სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი).

მომავალში, თუ დაგჭირდებათ სხვა მედიკამენტის მიღება ვენაპერტათი მკურნალობის დროს, აცნობეთ თქვენს ექიმს ამ მდგომარეობის შესახებ.

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება ვენაპერტა

ინსტრუქციები სწორი გამოყენებისა და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ:

ვენაპერტას დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს იმ მდგომარეობის მიხედვით, რომლის გამოც ის დაგენიშნათ.

სისხლში თრომბების მკურნალობა

  • ჩვეულებრივი დოზა არის 150 სე (1,5 მგ) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე დღეში ან 100 სე/მგ (1 მგ) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე დღეში ორჯერ.
  • თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ვენაპერტა.

სისხლში თრომბის წარმოქმნის შეჩერება შემდეგ სიტუაციებში:

  • ოპერაცია ან ავადმყოფობის გამო შეზღუდული მოძრაობის პერიოდები
  • დოზა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სავარაუდოა თრომბის განვითარება. თქვენ მოგეცემათ 2000 სე (20 მგ) ან 4000 სე (40 მგ) ვენაპერტა ყოველდღე.
  • თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას, თქვენი პირველი ინექცია, როგორც წესი, გაკეთდება 2 საათის განმავლობაში ან ოპერაციამდე 12 საათით ადრე.
  • თუ ავადმყოფობის გამო გაქვთ შეზღუდული მოძრაობა, ჩვეულებრივ მოგეცემათ 4000 სე (40 მგ) ვენაპერტა ყოველ დღე.
  • თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ვენაპერტა.

გულის შეტევის შემდეგ

ვენაპერტა შეიძლება გამოყენებულ იქნას ორი სხვადასხვა ტიპის გულის შეტევისთვის, სახელწოდებით ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი ან არა ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი. ვენაპერტას ოდენობა დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე და გულის შეტევის ტიპზე.

გულის შეტევის არა ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის ტიპი:

  • ჩვეულებრივი დოზა არის 100 სე (1 მგ) ყოველ კილოგრამ წონაზე ყოველ 12 საათში.
  • თქვენი ექიმი ჩვეულებრივ მოგთხოვთ ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავას) მიღებასაც.
  • თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ვენაპერტა.

გულის შეტევის ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის ტიპი, თუ ხართ 75 წლამდე ასაკის:

  • ვენაპერტას საწყისი დოზა 3000 სე (30 მგ) მიიღება ინექციის სახით ვენაში.
  • ამავდროულად, თქვენ ასევე მოგცემენ ვენაპერტას კანის ქვეშ ინექციის სახით (კანქვეშა ინექცია).
  • ჩვეულებრივი დოზა არის 100 სე (1 მგ) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე, ყოველ 12 საათში.
  • თქვენი ექიმი ჩვეულებრივ მოგთხოვთ ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავას) მიღებასაც.
  • თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ვენაპერტა.

გულის შეტევის ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის ტიპი, თუ ხართ 75 წლის და ზემოთ ასაკის:

  • ჩვეულებრივი დოზა არის 75 სე (0,75 მგ) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე, ყოველ 12 საათში.
  • ვენაპერტას მაქსიმალური რაოდენობა პირველი ორი ინექციისთვის არის 7500 სე (75 მგ).
  • თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ვენაპერტა.

პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ოპერაცია სახელწოდებით პერკუტანული კორონარული ჩარევა:

  • იმისდა მიხედვით, თუ როდის მიიღეთ ვენაპერტა ბოლოს, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ვენაპერტას დამატებითი დოზის მიცემა პერკუტანული კორონარული ჩარევის ოპერაციამდე. ეს გაკეთდება ვენაში ინექციით.

დიალიზის აპარატის მილებში თრომბების წარმოქმნის შეჩერება

  • ჩვეულებრივი დოზა არის 100 სე (1 მგ) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე.
  • ვენაპერტა ემატება მილში (არტერიული ხაზი) დიალიზის სეანსის დაწყებისას. ეს რაოდენობა ჩვეულებრივ საკმარისია 4 საათიანი სეანსისთვის. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება მოგცეთ დამატებითი დოზა 50 სე-დან 100 სე-მდე (0,5-დან 1 მგ-მდე) თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე.

მიღების გზა და მეთოდი:

ვენაპერტა შეჰყავთ კანქვეშ.

  • ვენაპერტას შეყვანა არ შეიძლება ინტრამუსკულარული ინექციით.
  • ვენაპერტას შეყვანა ასევე შეიძლება ინტრავენური ინექციით ზოგიერთი სახის გულის შეტევის ან ოპერაციის შემდეგ.

ვენაპერტა ასევე შეიძლება დაემატოს მილს (არტერიულ ხაზს) დიალიზის სეანსის დასაწყისში. თუ საავადმყოფოში იმყოფებით, თქვენი ექიმი ან ექთანი შეგიყვანთ ვენაპერტას. სახლში დაბრუნებისას შეიძლება დაგჭირდეთ ინექციის თავად გაკეთება მკურნალობის გასაგრძელებლად, რასაც თქვენი ექიმი ან ექთანი გასწავლით. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

სათანადო კანქვეშა ინექცია მნიშვნელოვანია ინექციის ადგილზე ტკივილისა და სისხლჩაქცევების შესამცირებლად.

შემდეგი ინსტრუქციები გაგიადვილებთ დაიმახსოვროთ ის, რაც ისწავლეთ ამ ტიპის ტრენინგზე.

ვენაპერტას ინექციამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა, არ გამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატი. დარწმუნდით, რომ შპრიცი არ არის დაზიანებული და ფლაკონში არსებული ხსნარი გამჭვირვალეა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენეთ სხვა შპრიცი.

სად გაკეთდება ვენაპერტას ინექცია?

ვენაპერტა შეჰყავთ კანქვეშ მუცელში.

არ შეიყვანოთ ვენაპერტა ინტრამუსკულარულად. შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისხლდენა.

ნაზად მოუჭირეთ კანს თითებს შორის და გეჭიროთ მთელი ინექციის განმავლობაში. ამრიგად, პრეპარატი შეყვანილი იქნება არა ინტრამუსკულარულად, არამედ მუცლის კანის ცხიმოვან ქსოვილში.

ინექციის ადგილი არის მინიმუმ 5 სმ ჭიპიდან მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, უფრო ახლოს კიდესთან.

ინექციის ადგილის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

ამ ადგილამდე მიღწევა ადვილი უნდა იყოს.

ის არ უნდა იყოს ძალიან ახლოს თქვენს მუცელთან, არ უნდა იყოს არსებული ნაწიბურის ან სისხლჩაქცევის თავზე.

ინექცია უნდა გაკეთდეს მონაცვლეობით მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს.

შეამოწმეთ გაკეთებული ინექციის ადგილი სიწითლეზე, ტკივილზე, სიცხეზე, შეშუპებაზე, კანის ფერის შეცვლაზე, გამონაყარზე, ანთების ან კანის რეაქციის ნიშნებზე. თუ რომელიმე ამ ნიშანს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

როგორ უნდა გაიკეთოთ კანქვეშა ინექცია დამოუკიდებლად ვენაპერტას გამოყენებით? ვენაპერტა არ უნდა იყოს შერეული სხვა საინექციო სითხეებთან.

იმისათვის, რომ ვენაპერტას ინექცია თავად გაიკეთოთ, წინასწარ უნდა შეისწავლოთ გაკეთების ტექნიკა. თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ სასწავლო ინსტრუქციები კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტის ან თქვენი ექიმის მიერ. თუ გაქვთ შეკითხვები თქვენი მედიკამენტის ან თვითინექცირების შესახებ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

ანტიკოაგულანტური მკურნალობის შეცვლა

  • ვენაპერტადან გადასვლა სისხლის გამათხელებლებზე სახელწოდებით K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი)

თქვენი ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზების ჩატარებას, როგორიცაა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) და შესაბამისად გეტყვით როდის შეწყვიტოთ ვენაპერტა.

  • სისხლის გამათხელებლებიდან K ვიტამინის ანტაგონისტებიდან (მაგ., ვარფარინი) ვენაპერტაზე გადასვლა

შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის მიღება. თქვენი ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზების ჩატარებას, როგორიცაა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) და შესაბამისად გეტყვით როდის შეწყვიტოთ ვენაპერტა.

  • ვენაპერტადან გადასვლა პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტით მკურნალობაზე

შეწყვიტეთ ვენაპერტას მიღება. დაიწყეთ პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის მიღება მომდევნო ინექციის გაკეთებამდე 0-2 საათით ადრე, შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

  • პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტით მკურნალობიდან გადასვლა ვენაპერტაზე

შეწყვიტეთ პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის მიღება. არ დაიწყოთ ვენაპერტათი მკურნალობა პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტის საბოლოო დოზის მიღებიდან 12 საათამდე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადასტურებული. რეკომენდებული არ არის ბავშვებში გამოყენება.

გამოყენება ხანდაზმულებში:

თუ ხართ სამოცდათხუთმეტ წელზე მეტი ასაკის და დაგისვეს ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი, რეკომენდებული არ არის მკურნალობის დასაწყისში ერთი პრეპარატის შეყვანა ინტრავენურად.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის უკმარისობა

თუ თირკმელების პრობლემა გაქვთ, თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაბამის დოზას თქვენი გამოკვლევებით უკმარისობის ხარისხის დადგენის შემდეგ.

ღვიძლის უკმარისობა

სიფრთხილეა აუცილებელი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ვენაპერტას ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ვენაპერტას:

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ვენაპერტა, ვიდრე საჭიროა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვისთვის შემთხვევით ვენაპერტას ინექცირებისას ან ბავშვის მიერ მისი გადაყლაპვისას, სასწრაფოდ წაიყვანეთ ის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებით.

თუ დაგავიწყდათ ვენაპერტას გამოყენება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ თავად ორმაგი დოზა იმავე დღეს გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. დღიურის წარმოება დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ არ გამოტოვებთ დოზას.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვენაპერტათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:

თუ თქვენ შეწყვეტთ ვენაპერტათი მკურნალობას თქვენი ექიმის თანხმობის გარეშე, პრეპარატის დამცავი და თერაპიული ეფექტი შეიძლება გაქრეს. შესაძლოა პრობლემები იყოს ვენებში თრომბებთან დაკავშირებით.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვენაპერტამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მისი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

თუ განვითარდა ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოვლენა, შეწყვიტეთ ვენაპერტას გამოყენება ან დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

მძიმე ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ნიშანი (მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, პირის ღრუს, ყელის ან თვალების შეშუპება). ყველა ეს მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ აღინიშნა ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ვენაპერტაზე.

შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა ანალოგიური მედიკამენტების მსგავსად (სისხლის შედედების შესამცირებელი მედიკამენტები), ვენაპერტამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება არ იყოს აშკარა.

თუ გაქვთ რაიმე სისხლდენის მოვლენა, რომელიც თავისთავად არ ჩერდება, ან თუ გაქვთ ჭარბი სისხლდენის ნიშნები (განსაკუთრებული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება), დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დაკვირვების ქვეშ ყოფნა ან პრეპარატის შეცვლა. დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს:

თუ გაქვთ რაიმე ნიშანი თრომბით სისხლძარღვის ბლოკირების გამო, როგორიცაა:

  • კრუნჩხვითი ტკივილი, სიწითლე, სითბო ან შეშუპება ერთ-ერთ ფეხში - ეს არის ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომები
  • სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, სისხლჩაქცევა ან სისხლიანი ხველა - ეს არის ფილტვის ემბოლიით გამოწვეული სუნთქვის გაძნელების სიმპტომი, გულმკერდის ტკივილი, გულისრევა ან სისხლიანი ხველა - ეს არის ფილტვის ემბოლიის სიმპტომები.

თუ გაქვთ კანის ქვეშ მუქი წითელი ლაქების მტკივნეული გამონაყარი, რომლებიც არ ქრება მათზე ზეწოლის დროს.

ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლის ანალიზის ჩატარება თრომბოციტების რაოდენობის შესამოწმებლად.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან მინიმუმ ერთ პაციენტში

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე

მეტ პაციენტში

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-

ზე მეტ პაციენტში

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან

1-ზე მეტ პაციენტში

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან მინიმუმ ერთ პაციენტში

უცნობი: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

ძალიან ხშირი

სისხლდენა (ძალიან დიდი სისხლდენა ჭრილობიდან).

თრომბოციტოზი (როდესაც სისხლის თრომბოციტების რაოდენობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში სისხლის კოაგულაციაში, ნორმაზე მეტია)

ღვიძლის ტრანსამინაზას ფერმენტის მატება

ხშირი:

ჰემატომა (მტკივნეული მუქი წითელი გამონაყარი, რომელიც არ ქრება კანზე დაჭერით ან ვარდისფერი ლაქები კანზე.) ეს გამონაყარი შეიძლება განვითარდეს ძირითადად იმ ადგილის ირგვლივ, სადაც ვენაპერტას ინექცია გაკეთდა.

თრომბოციტოპენია (სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე უფრო ადვილად განვითარება (ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში თრომბოციტების უჯრედების დაქვეითებით (თრომბოციტოპენია)).

ტკივილი, შეშუპება (შეშუპება) ან ჰიპერმგრძნობელობა (მგრძნობელობა), ანთება, გავრცელებული ტკივილი ვენაპერტას ინექციის ადგილას (ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები უნდა გაქრეს რამდენიმე დღეში).

ალერგიული რეაქცია, ჭინჭრის ციება (ჭინჭრის ციება), ქავილი, ერითემა (სიწითლე კანზე)

ჰემორაგიული ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება)

თავის ტკივილი.

არახშირი:

პერიტონეუმის უკანა ნაწილიდან (რეტროპერიტონეალური) სისხლდენა

ქალასშიდა სისხლდენა

ბულოზური დერმატიტი (კანზე დიდი წითელი, უჩვეულო ფორმის დაზიანებები წყლით სავსე ბუშტუკებით ან მის გარეშე).

ადგილობრივი გაღიზიანება

ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება (თუ შენიშნეთ კანის ან თვალების გაყვითლება და მუქი შარდი. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემა).

იშვიათი:

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (შოკის ჩათვლით) (მძიმე ალერგიული რეაქცია (თუ დაწყებულია გაძნელებული სუნთქვა და ხიხინი; სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რომელიც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას და გამონაყარი სხეულზე)

ჰემატომა (სისხლჩაქცევა) ზურგის ტვინში განვითარდა ზოგიერთ პაციენტში, ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისას (საანესთეზიო საშუალების ინექცია ზურგის ტვინის გარშემო ნემსით წელიდან) ვენაპერტათი მკურნალობის დროს. თუ ეს ჩაგიტარდათ და იყენებთ ვენაპერტას; თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჩხვლეტა, მგრძნობელობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით ქვედა ტანში და ფეხებში, შარდის ან განავლის შეუკავებლობა,დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ღვიძლის ქოლესტაზური დაზიანება (ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება)

სისხლში კალიუმის დონის მომატება (ეს ცვლილებები უმეტესად თირკმელების პრობლემების ან დიაბეტის მქონე ადამიანებში ხდება. ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი ამ ცვლილებების შესამოწმებლად).

სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა. თქვენს ექიმს შეუძლია შეამოწმოს ეს სისხლის ანალიზით.

დაფიქსირდა თრომბოზის (სისხლძარღვში ან გულში სისხლის შედედება) და იმუნურ-ალერგიული (იმუნური სისტემასთან დაკავშირებული) თრომბოციტოპენიის (სისხლის თრომბოციტების რაოდენობის შემცირება) (ზოგიერთ შემთხვევაში ორგანოს ინფარქტი (კრიზისი) ან კიდურების იშემიის (ხელ-ტერფი-მკლავი-ფეხის უკმარისობა) შემთხვევები.

ალოპეცია (თმის ცვენა).

კანის ვასკულიტი (კანის სისხლძარღვების ანთება)

კანის ნეკროზი (ჩვეულებრივ მტკივნეული და ინფილტრაციული პურპურა (წვრილი წითელი გამონაყარი და მარტივი სისხლჩაქცევები, რომლებიც გამოწვეულია კანში სისხლდენით, სისხლდენისადმი მიდრეკილება) ან ერითემატოზული ნადები, სანამ კანი უსიცოცხლო გახდება).

ოსტეოპოროზი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ (მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ძვლების ადვილად მოტეხილობა, თუ მკურნალობის პერიოდი 3 თვეზე მეტია).

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში თუ არა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.ასევე, შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოვიგილანციის ცენტრს (TÜFAM) გვერდითი ეფექტების შესახებ ვებგვერდზე, www.titck.gov.tr, „მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებ“-ის ხატულაზე დაჭერით(დაკლიკებით), ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე დარეკვით : 0 800 314 00 08. წარმოქმნილი გვერდით ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ.

  • როგორ ინახება ვენაპერტა

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და თავდაპირველ შეფუთვაში.

არ შეურიოთ ვენაპერტა სხვა სითხეებს, რომლებიც გამოიყენება ინექციისთვის ან ინფუზიისთვის.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ვენაპერტა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ვენაპერტა, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

POLIFARMA ILAÇ SAN. VE Tic. A.Ş.

Vakiflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi No:22/1

Ergene/Tekirdag/TURKEY

ტელ: +90 282 675 14 04

ფაქსი: +90 282 675 14 05

ელ.ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

AROMA ILAÇ SAN. LTD. ŞTI.

Vakiflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi No:22/1, Kat: 2

Ergene/Tekirdag/TURKEY

ტელ: +90 282 675 14 06

ფაქსი: +90 282 675 14 05

ელ.ფოსტა: [email protected]

ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა 29.03.2023 წელს.

როგორ უნდა ჩაიტაროთ კანქვეშა ინექციის ინფუზია დამოუკიდებლად ვენაპერტას გამოყენებით?

ვენაპერტას ერევა არ შეიძლება სხვა საინექციო სითხეებთან.

იმისათვის, რომ თავად გაიკეთოთ ვენაპერტას ინექცია, წინასწარ უნდა გაიაროთ ტრენინგი შესაბამის ტექნიკაში. თქვენ უნდა მიიღოთ სასწავლო ინსტრუქციები კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტისგან ან თქვენი ექიმისგან. თუ გაქვთ შეკითხვები თქვენი მედიკამენტის ან თვითინექციების შესახებ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

მიჰყევით ქვემოთ მოცემულ 8 ნაბიჯს.

  • დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები და ადგილი, სადაც ინექცია უნდა გაიკეთოთ.
  • დაჯექით ან დაწექით კომფორტულ პოზიციაში და მოდუნდით. დარწმუნდით, რომ ხედავთ ადგილს, სადაც აპირებთ ინექციის გაკეთებას. შეგიძლიათ მთელი სიგრძით დაწვეთ დივანზე ან საწოლზე, საყრდენად გამოიყენეთ ბალიშები.
  • აირჩიეთ მუცლის მარჯვენა ან მარცხენა მხარე გვერდისკენ და ჭიპიდან მინიმუმ 5 სმ დაშორებით.

არ დაგავიწყდეთ:

ინექცია უნდა გაკეთდეს ჭიპიდან მინიმუმ 5 სმ დაშორებით და არსებული სისხლჩაქცევებიდან ან ნაწიბურებიდან მოშორებით. ინექციის წერტილი შეარჩიეთ მონაცვლეობით მუცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს.

  • ფრთხილად მოხსენით ვენაპერტას შპრიცს ნემსის თავსახური. შეგიძლიათ გადააგდოთ თავსახური. ნემსი შევსებულია და მზადა არის გამოსაყენებლად.

ინექციის გაკეთებამდე არ დააჭიროთ დგუშს ჰაერის ბუშტების მოსაცილებლად. ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის დაკარგვა. თავსახურის მოხსნის შემდეგ ნემსი არაფერს უნდა შეეხოს, რომ ნემსი სუფთა (სტერილურ) დარჩეს.

  • შპრიცი ფანქარივით დაიჭირეთ ხელში, რომლითაც წერთ. მეორე ხელით ნაზად მოაქციეთ მუცლის ის უბანი, რომელშიც უნდა შეიყვანოთ ინექცია საჩვენებელ თითებსა და ცერა თითს შორის, ისე, რომ წარმოიქმნას კანის ნაკეცი.

კანის ნაკეცი სულ უნდა გეჭიროთ ინექცირების პერიოდში.

  • შეიყვანეთ ნემსი მთელ სიგრძეზე კანის ნაკეცში. (ვერტიკალურად 90° დახრით).
  • დააჭირეთ საინექციო დგუშს ცერა თითით და ამ გზით მედიკამენტი შეაღწევს მუცლის ცხიმოვან ქსოვილში. ინექცია დაასრულეთ შპრიცში არსებული პრეპარატის სრულად შეყვანის შემდეგ.
  • ამოიღეთ ნემსი მისი პირდაპირ ამოწევით და გაუშვით კანის ნაკეცს ხელი.

სისხლნაჟღენთის განვითარების თავიდან ასაცილებლად, ინექციის თავად გაკეთების შემდეგ არ დაიზილოთ ინექციის ადგილი.

  • უსაფრთხოდ გადააგდეთ გამოყენებული შპრიცი. მჭიდროდ დაახურეთ კონტეინერს თავი და მოათავსეთ ის ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ ჩააგდოთ ის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნაში.
  • როდესაც ვენაპერტა კეთდება ერთჯერადი ინექციით ვენაში; ეს პროცედურა ჩატარდება საავადმყოფოში შესაბამისი ტექნიკის მცოდნე ექთნის ან ექიმის მიერ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა