პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

კლექსანი

Clexane®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ვენური თრომბოემბოლური დაავადებების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას ზომიერი ან მაღალი რისკის დროს, ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ორთოპედიული ან ზოგადი ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის ონკოლოგიური ოპერაცია ვენური თრომბოემბოლური დაავადებების პროფილაქტიკა თერაპიული პროფილის პაციენტებში მწვავე დაავადებით, …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ენოქსაპარინი (enoxaparin)
ფორმა და შეფუთვა
4000 ანტი-Xa სე/0,4მლ 0,4მლ კანქვეშ და სისხლძარღვებში შესაყვანი საინექციო ხსნარი მზა შპრიცი №10 (5X2)
მწარმოებელი
Sanofi Winthrop Industrie, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი
ATC კოდი
B01AB05
რეგისტრაციის ნომერი
რ-041732
რეგისტრირებულია
31 ივლისი 2024, მოქმედებს 5 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sanofi Winthrop Industrie (საფრანგეთი)
განმცხადებელი
შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლექსანი და სხვა წამალი ერთად

კლექსანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვენური თრომბოემბოლური დაავადებების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას ზომიერი ან მაღალი რისკის დროს, ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ორთოპედიული ან ზოგადი ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის ონკოლოგიური ოპერაცია

ვენური თრომბოემბოლური დაავადებების პროფილაქტიკა თერაპიული პროფილის პაციენტებში მწვავე დაავადებით, მათ შორის:

გულის მწვავე უკმარისობა

სუნთქვის მწვავე უკმარისობა

მძიმე ინფექციური ან რევმატული დაავადებები

მოძრაობის შეზღუდვა ვენური თრომბოემბოლიის მომატებული რისკის დროს

ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა, გარდა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისა, რომლისთვისაც საჭიროა თრომბოლიზური პრეპარატებით მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა

ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) ხანგრძლივი მკურნალობა და მათი რეციდივების პროფილაქტიკა აქტიური კიბოს მქონე პაციენტებში

თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა ხელოვნური სისხლის მიმოქცევისას ჰემოდიალიზის დროს

მწვავე კორონარული სინდრომიის დროს:

არასტაბილური სტენოკარდიისა და ST სეგმენტის მომატების გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა აცეტილსალიცილის მჟავას პერორალურად მიღებასთან კომბინაციაში.

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა, მათ შორის პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას ან შემდგომ პერკუტანულ კორონარულ ჩარევას (პკჩ).

გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები

მიღების წესი და დოზირება

ვენური თრომბოემბოლური დაავადების პროფილაქტიკა

2000 სე (20 მგ) კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობა

100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

არასტაბილური სტენოკარდიისა და ST სეგმენტის მომატების გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა (75 წლამდე ასაკის პაციენტები)

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა (75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები)

1x3000 სე (30 მგ) ინტრავენური ბოლუსი პლუს 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ და შემდეგ 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ 24 საათში ერთხელ

საწყისი ინტრავენური ბოლუსური შეყვანის გარეშე 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ და შემდეგ 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ 24 საათში ერთხელ

დოზირების რეკომენდებული რეჟიმი არ ეხება ჰემოდიალიზის შემთხვევებს.

თირკმელების ფუნქციის ზომიერი და მსუბუქი ხარისხის დარღვევა

მიუხედავად იმისა, რომ დოზის კორექტირება საჭირო არ არის თირკმელების ფუნქციის ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) და მსუბუქი ხარისხის (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია გულდასმითი კლინიკური დაკვირვება.

შეყვანის მეთოდი

დაუშვებელია კლექსანის® შეყვანა კუნთში.

ქირურგიული ჩარევის შემდეგ თრომბოემბოლური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ღვთ-ის და ფათე-ის სამკურნალოდ, ღვთ-ის და ფათე-ის ხანგრძლივი მკურნალობისთვის აქტიური კიბოს მქონე პაციენტებში, არასტაბილური სტენოკარდიისა და ST სეგმენტის მომატების გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ, კლექსანი® უნდა იქნას შეყვანილი კანქვეშ.

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს მკურნალობის დაწყება საჭიროა ერთი ინტრავენური ბოლუსური ინექციით, რომელსაც დაუყოვნებლივ მოყვება კანქვეშა ინექცია

ჰემოდიალიზის ჩატარების პროცესში ექსტრაკორპორალურ ცირკულაციაში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის პრეპარატი შეიყვანება დიალიზის კონტურის არტერიულ ხაზში.

წინასწარ შევსებული ერთჯერადი შპრიცი მზად არის დაუყოვნებლივ გამოყენებისათვის.

კანქვეშ შეყვანა:

პრეპარატ კლექსანის® ინექცია სასურველია ჩატარდეს ღრმად კანქვეშ, როდესაც ავადმყოფი იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში.

წინასწარ შევსებული შპრიცების გამოყენებისას სამკურნალო საშუალების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით ინექციის წინ არ არის საჭირო შპრიციდან ჰაერის ბუშტუკების გამოდევნა. თუ საჭიროა პრეპარატის შესაყვანი რაოდენობის კორექტირება პაციენტის სხეულის წონის შესაბამისად, საჭირო მოცულობის მისაღებად წინასწარ შევსებული გრადუირებული შპრიცებიდან ინექციის წინ ამოიღეთ პრეპარატის ზედმეტი რაოდენობა. გასათვალისწინებელია, რომ ზოგ შემთხვევაში გრადუირებული შპრიცებით შეუძლებელია ზუსტი დოზირების მიღება, ამ შემთხვევაში მოცულობა უნდა დამრგვალდეს უახლოეს ნიშნულამდე.

ინექცია შეჰყავთ რიგ-რიგობით, მუცლის კედლის მარცხენა ან მარჯვენა წინა ან უკანა ლატერალურ არეში. ნემსი უნდა შეიყვანოთ მთლიან სიგრძეზე პერპენდიკულარულად კანის ნაკეცში, რომელიც უნდა დაიჭიროთ ცერა და საჩვენებელი თითის მეშვეობით. კანის ნაკეცს ხელი უშვით მხოლოდ ინექციის დასრულების შემდეგ. დაუშვებელია ინექციის ადგილის დაზელვა პრეპარატის შეყვანის შემდეგ.

მითითება დაცვის ავტომატური სისტემით აღჭურვილ წინასწარ შევსებულ შპრიცებთან დაკავშირებით: დაცვის სისტემა იწყებს მოქმედებას ინექციის დასრულებისას. დამოუკიდებლად შეყვანის შემთხვევაში პაციენტმა უნდა დაიცვას გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული მითითებები, რომელიც წარმოდგენილია ამ სამკურნალო საშუალების შეფუთვაში.

ინტრავენური (ბოლუსური) ინექცია (მხოლოდ ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ჩვენებისთვის):

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება საჭიროა ერთჯერადი ინტრავენური ბოლუსური ინექციით, რომელსაც დაუყოვნებლივ მოყვება კანქვეშა ინექცია.

ინტრავენური ინექციისთვის შეიძლება რამდენიმე დოზის შემცველი ფლაკონის ან წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენება.

4000 ანტი-Xa სე/0.4 მლ (40 მგ) შპრიცები არ გამოიყენება, რადგან ისინი არ არის გრადუირებული და შეუძლებელია 30 მგ-ის ზუსტად გაზომვა ინტრავენური (ბოლუსური) ინექციის დროს.

ნატრიუმის ენოქსაპარინი შეიყვანება ინტრავენურად. არ შეიძლება მოცემული პრეპარატის შერევა ან შეყვანა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ნატრიუმის ენოქსაპარინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესაძლო შერევის თავიდან აცილების მიზნით ინტრავენური გადასხმის სისტემა უნდა გაირეცხოს საკმარისი რაოდენობის ფიზიოლოგიური ხსნარით ან დექსტროზის ხსნარით ნატრიუმის ენოქსაპარინის ინტრავენური ბოლუსური ინექციის ჩატარებამდე და მის შემდეგ იმისათვის, რომ გაიწმინდოს სამკურნალო საშუალების არხი. ნატრიუმის ენოქსაპარინის უსაფრთხო შეყვანა შესაძლებელია ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ ხსნართან (0.9%) ან დექსტროზის 5%-იან წყალხსნართან ერთად.

3000 სე (30 მგ) საწყისი ბოლუსური შეყვანა

3000 სე (30 მგ) საწყისი ბოლუსური ინექციისთვის აიღეთ 6000 სე (60 მგ) წინასწარ შევსებული გრადუირებული შპრიცი ნატრიუმის ენოქსაპარინით, ამოიღეთ ზედმეტი რაოდენობა და დატოვეთ შპრიცში მხოლოდ 3000 სე (30 მგ). შემდეგ პრეპარატის 3000 სე (30 მგ) დოზა შეიძლება შეყვანილი იქნას უშუალოდ წვეთოვანში.

დამატებითი ბოლუსური შეყვანა პერკუტანული კორონარული ჩარევის ჩასატარებლად, როდესაც კანქვეშ პრეპარატის ბოლო შეყვანა მოხდა ბალონის გაბერვამდე 8 საათით ადრე

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ პერკუტანული კორონარული ჩარევა, უნდა განხორციელდეს დამატებითი ინტრავენური ბოლუსური შეყვანა დოზით 30 სე/კგ (0,3 მგ/კგ) იმ შემთხვევაში, თუ ბოლო კანქვეშა ინექცია განხორციელდა ბალონის გაბერვამდე 8 საათით ადრე.

პაციენტისთვის შესაყვანი პრეპარატის მცირე რაოდენობის სიზუსტის გარანტიის მიზნით რეკომენდებულია ამ პრეპარატის გახსნა 300 სე/მლ (3 მგ/მლ) კონცენტრაციამდე.

6000 სე/მლ (60 მგ) ნატრიუმის ენოქსაპარინის წინასწარ შევსებული შპრიცების გამოყენებით 300 სე/მლ (3 მგ/მლ) ხსნარის კონცენტრაციის მისაღებად რეკომენდებულია 50 მლ ტევადობის საინფუზიო ტომრის გამოყენება (ე.ი. ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარით (0.9%) ან დექსტროზის 5%-იანი ხსნარით) შემდეგი მეთოდით:

საინფუზიო ტომრიდან შპრიცით ამოიღეთ და გადაღვარეთ 30 მლ ხსნარი. წინასწარ შევსებული შპრიცის შიგთავსი, რაც შეესაბამება 6000 სე/მლ (60 მგ) ნატრიუმის ენოქსაპარინს, შეიყვანება ტომარაში დარჩენილ 20 მლ სითხეში. ფრთხილად აურიეთ პაკეტის შიგთავსი. გახსნილი ხსნარის საჭირო რაოდენობა ამოიღეთ შპრიცით და შეიყვანეთ წვეთოვანში. გაზავების პროცესის დასრულების შემდეგ შესაყვანი ხსნარის მოცულობის გაანგარიშება შეიძლება შემდეგი ფორმულის მიხედვით: [გაზავებული ხსნარის მოცულობა (მლ) = პაციენტის წონა (კგ) × 0,1] ან ქვემოთ მითითებული ცხრილის თანახმად. რეკომენდებულია ხსნარის მომზადება უშუალოდ გამოყენების წინ. გაზავების შემდეგ წვეთოვანში შესაყვანი მოცულობა უნდა იქნას მიღებული საბოლოო კონცენტრაციით 300 სე (3 მგ)/მლ:

წონა

საჭირო დოზა

30 სე/კგ (0,3 მგ/კგ)

შესაყვანი მოცულობა პრეპარატის გაზავებისას საბოლოო კონცენტრაციამდე 300 სე (3 მგ)/მლ:

[კგ]

სე

[მგ]

[მლ]

45

1350

  • 5
  • 5

50

1500

15

5

55

1650

  • 5
  • 5

60

1800

18

6

65

1950

  • 5
  • 5

70

2100

21

7

75

2250

  • 5
  • 5

80

2400

24

8

85

2550

  • 5
  • 5

90

2700

27

9

95

2850

  • 5
  • 5

100

3000

30

10

105

3150

  • 5
  • 5

110

3300

33

11

115

3450

  • 5
  • 5

120

3600

36

12

125

3750

  • 5
  • 5

130

3900

39

13

135

4050

  • 5
  • 5

140

4200

42

14

145

4350

  • 5
  • 5

150

4500

45

15

შეყვანა არტერიულ არხში:

ნატრიუმის ენოქსაპარინი შეჰყავთ დიალიზის კონტურის არტერიულ არხში ექსტრაკორპორალურ ცირკულაციაში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით ჰემოდიალიზის ჩატარების პროცესში.

გადაყვანა ნატრიუმის ენოქსაპარინიდან პერორალურ ანტიკოაგულანტებზე და პირიქით

გადაყვანა ნატრიუმის ენოქსაპარინიდან K ვიტამინის ანტაგონისტებზე და პირიქით:

K ვიტამინის ანტაგონისტების ეფექტის კონტროლის მიზნით უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული ანალიზები [პროთრომბინული დრო, გამოხატული საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) სახით]. ვინაიდან საჭიროა გარკვეული დრო K ვიტამინის ანტაგონისტის მაქსიმალური ეფექტის მიღწევამდე, თერაპია ნატრიუმის ენოქსაპარინით უნდა გაგრძელდეს მუდმივი დოზით, ორი თანმიმდევრული ანალიზით სნთ-ის დონის სასურველი თერაპიული დიაპაზონის ფარგლებში მისაღწევად საჭირო დროის განმავლობაში.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა K ვიტამინის ანტაგონისტებით, უნდა შეწყდეს K ვიტამინის ანტაგონისტის მიღება, ხოლო ნატრიუმის ენოქსაპარინის პირველი დოზა უნდა იქნას შეყვანილი სნთ-ის თერაპიულ დიაპაზონზე დაბლა დაწევის შემდეგ.

გადაყვანა ნატრიუმის ენოქსაპარინიდან პირდაპირი მოქმედების პერორალურ ანტიკოაგულანტებზე (DOAC) და პირიქით: პაციებტებში, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ენოქსაპარინს, პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად, უნდა შეწყდეს ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება და დაწყებული იქნას პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტების გამოყენება ნატრიუმის ენოქსაპარინის შემდეგი მიღების დაგეგმილ დრომდე 0-2 საათით ადრე.

პაციებტებში, რომლებიც იღებენ პირდაპირი მოქმედების პერორალურ ანტიკოაგულანტებს, ნატრიუმის ენოქსაპარინის პირველი დოზა უნდა იქნას შეყვანილი პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტების შემდეგი დოზის მიღების დროს.

გამოყენება სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ან ლუმბალური პუნქციის დროს

თუ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შეიყვანოს ანტიკოაგულანტი ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ან ლუმბალური პუნქციის ფონზე, რეკომენდებულია გულდასმითი ნევროლოგიური დაკვირვების ჩატარება ნეიროაქსიალური ჰემატომების განვითარების რისკის გამო.

პროფილაქტიკური დოზები

უნდა იქნას დაცული სულ მცირე 12 საათიანი ინტერვალი ნატრიუმის ენოქსაპარინის პროფილაქტიკური დოზის ბოლო ინექციასა და ნემსის ან კათეტერის ჩადგმის შორის.

უწყვეტი შეყვანის მეთოდებისთვის კათეტერის მოხსნამდე სასურველია სულ მცირე 12 საათიანი ინტერვალის დაცვა. 15-30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში პუნქციის/კათეტერის ჩადგმამდე ან მის მოხსნამდე უნდა იქნას დაცული ამ დროის ორჯერ მეტი ინტერვალი, სულ მცირე 24 საათამდე. 2000 სე (20 მგ) ნატრიუმის ენოქსაპარინის ოპერაციამდე 2 საათით ადრე გამოყენება არ არის შეთავსებადი ნეიროაქსიალურ ანესთეზიასთან.

სამკურნალო დოზები

უნდა იქნას დაცული სულ მცირე 24 საათიანი ინტერვალი ნატრიუმის ენოქსაპარინის სამკურნალო დოზის ბოლო ინექციასა და ნემსის ან კათეტერის ჩადგმის შორის.

უწყვეტი შეყვანის მეთოდებისთვის კათეტერის მოხსნამდე სასურველია სულ მცირე 24 საათიანი ინტერვალის დაცვა.

15-30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში პუნქციის/კათეტერის ჩადგმამდე ან მის მოხსნამდე უნდა იქნას დაცული ამ დროის ორჯერ მეტი ინტერვალი, სულ მცირე 48 საათამდე.

პაციენტებში, რომლებსაც ინექცია უტარდებათ ორჯერ დღე-ღამეში (ე.ი. 75 სე/კგ (0,75 მგ/კგ) ორჯერ დღე-ღამეში ან 100 სე/კგ (1 მგ/კგ) ორჯერ დღე-ღამეში), უნდა გამოტოვოთ ნატრიუმის ენოქსაპარინის მეორე დოზა იმისათვის, რომ უზრუნველყოთ საკმარისი ინტერვალი კათეტერის ჩადგმამდე ან მოხსნამდე.

ამ დროის გასვლის შემდეგ ჯერ კიდევ შესაძლებელია ანტი-Xa დონეების განსაზღვრა, და ეს არ წარმოადგენს ნეიროაქსიალური ჰემატომების წარმოქმნის თავიდან აცილების გარანტიას.

ასევე, ნატრიუმის ენოქსაპარინი არ უნდა გამოიყენოთ სპინალური/ეპიდურული პუნქციიდან ან კათეტერის მოხსნიდან სულ მცირე 4 საათის განმავლობაში.

კლექსანი® არის საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცებსა და წინასწარ შევსებულ გრადუირებულ შპრიცებში, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის, და აღჭურვილია ინექციის შემდეგ ნემსის დაცვის სისტემით.

წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია

შპრიცების სათანადო გამოყენება საჭიროა ტკივილისა და სისხლჩაქცევების რისკის შესამცირებლად შეყვანის ადგილზე. დაიცავით გამოყენების ინსტრუქცია.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ინექციის შემდეგ ნემსით შემთხვევით დაზიანება, წინასწარ შევსებული შპრიცები აღჭურვილია უსაფრთხოების ავტომატური სისტემით.

  • ინექციის ადგილის მომზადება

ინექციის ჩატარებამდე დაიბანეთ და გაიშრეთ ხელები. შეყვანის ადგილზე წაუსვით სპირტიანი ბამბა, ძალის დატანების გარეშე.

ყოველი ინექციის შეყვანისას შეცვალეთ შეყვანის ადგილი მუცლის არეში.

  • მოხსენით ნემსის დამცავი თავსახური შპრიცს (იხ. ნახატი A).

6000 ანტი-Xa სე/0.6 მლ, 8000 ანტი-Xa სე/0.8 მლ დოზირებისთვის:

თუ საჭიროა, კლექსანის® შესაყვანი დოზა უნდა იყოს კორექტირებული პაციენტის წონის მიხედვით, ინექციის წინ შპრიციდან უნდა ამოიღოთ პრეპარატის ზედმეტი რაოდენობა, ამისათვის მიმართეთ ნემსი ქვემოთ (ჰაერის ბუშტუკი უნდა დარჩეს შპრიცში). ინექციის დასრულებისას დამცავი მოწყობილობა არ ამოქმედდება, თუ შეყვანამდე არ იყო ამოღებული ზედმეტი პრეპარატი. თუ ზედმეტი რაოდენობა არ არის, შპრიცი მზადაა გამოყენებისთვის.

ნემსის წვერზე შეიძლება გამოვიდეს პრეპარატის წვეთი. ამ შემთხვევაში, მოაბრუნეთ შპრიცი ნემსით ქვემოთY და მოაშორეთ წვეთი, შპრიცზე დაკაკუნებით.

ნახატი A

  • დაიწყეთ ინექცია.

წინასწარ შევსებული შპრიცი მზადაა დაუყოვნებლივ გამოყენებისთვის

სასურველია ინექცია ჩატარდეს, როდესაც პაციენტი იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში. ინექცია შეიყვანება კანქვეშა-ცხიმოვან ქსოვილში მუცლის წინა და უკანა კედლის მარჯვენა ან მარცხენა არეში (მუცლის კედლის კანქვეშა-ცხიმოვან უჯრედისში წინა ან უკანა ლატერალურ არეში). პრეპარატი შეიყვანება მარცხენა და მარჯვენა მხარეში მონაცვლეობით (იხ. ნახატი B). დაიჭირეთ კანი ცერა და საჩვენებელი თითებით. ნემსი დაიჭირეთ ვერტიკალურად 90˚ კუთხით და შეიყვანეთ კანის ნაკეცში. არ შეიყვანოთ ნემსი კანის ნაკეცში გვერდიდან. დაიჭირეთ კანი ინექციის განმავლობაში. დამცავი სისტემა ავტომატურად გააქტიურდება შპრიცის დგუშზე თითის ბოლომდე დაჭერით. შპრიცის ნემსი ბოლომდე დაიხურება პაციენტისთვის რაიმე დისკომფორტის მიყენების გარეშე. დამცავი სისტემის გააქტიურებისთვის შპრიცის დგუშს ბოლომდე უნდა დააჭიროთ თითი.

მითითება: დამცავი სისტემა გააქტიურდება მხოლოდ შპრიცის დაცლის შემდეგ.

ნახატი B

  • დგუშზე თითის დაჭერით ამოიღეთ შპრიცი ინექციის ადგილიდან (იხ. ნახატი C).

ნახატი C

  • მიმართეთ ნემსი თქვენგან ან სხვა პირებიდან საწინააღმდეგო მხარეს და გაააქტიურეთ დამცავი სისტემა შპრიცის დგუშზე თითის ძლიერ დაჭერით. შპრიცის ნემსი ავტომატურად დაიხურება დამცავი ხუფით, რასაც ექნება სისტემის აქტივაციის დამადასტურებელი ხმა (იხ. ნახატი D).

ნახატი D

  • დაუყოვნებლივ გადააგდეთ შპრიცი ნემსების უტილიზაციის უახლოეს კონტეინერში (იხ. ნახატი E).

ნახატი E

გამოუყენებელი პრეპარატებისა და ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ენოქსაპარინის, ჰეპარინის ან მისი წარმოებულების, მათ შორის სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების (დმჰ) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ანამნეზში მძიმე, იმუნო-განპირობებული ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის (ჰით) არსებობა ბოლო 100 დღის განმავლობაში ან მოცირკულირე ანტისხეულების არსებობა.

კლინიკურად მნიშვნელოვანი აქტიური სისხლდენები და თანმხლები მდგომარეობები სისხლდენის განვითარების მაღალი რისკით, მათ შორის:

ახლახანს გადატანილი ჰემორაგიული ინსულტი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება

ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის არსებობა სისხლდენის მაღალი რისკით,

ახლახანს გადატანილი ოპერაცია თავის ტვინზე, ხერხემალზე ან ოფთალმოლოგიური ოპერაცია

საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება (ან მასზე ეჭვის არსებობა)

არტერიოვენური მალფორმაციები

სისხლძარღვოვანი ანევრიზმები ან ხერხემალშიდა ან ქალასშიდა დიდი სისხლძარღვების პათოლოგიები;

სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია, ან ლოკორეგიონალური ანესთეზია, როდესაც ნატრიუმის ენოქსაპარინი გამოიყენება სამკურნალოდ წინა 24 საათში.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი ინფორმაცია

დაუშვებელია ნატრიუმის ენოქსაპარინისა და სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების მონაცვლეობა (ერთეული ერთეულზე). ეს სამკურნალო საშუალებები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან წარმოების წესით, მოლეკულური წონით, სპეციფიკური ანტი-Xa და ანტი-IIa აქტივობით, დოზირების ერთეულით, დოზირების რეჟიმით და კლინიკური ეფექტიანობითა და უსაფრთხოებით. ეს იწვევს განსხვავებებს მათი ფარმაკოკინეტიკისა და ბიოლოგიური აქტივობის თვალსაზრისით (მაგალითად, ანტითრომბინული აქტივობა და ურთიერთქმედება თრომბოციტებთან). შესაბამისად, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების დათმობა და გამოყენების ინსტრუქციების დაცვა, რომლებიც სპეციფიკურია თითოეული სამკურნალო საშუალების შემთხვევაში.

ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია ანამნეზში (>100 დღე)

უკუნაჩვენებია ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება ანამნეზში ბოლო 100 დღის განმავლობაში იმუნო-განპირობებული ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებში ან მოცირკულირე ანტისხეულების არსებობისას. მოცირკულირე ანტისხეულები შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე წლის განმავლობაში.

ნატრიუმის ენოქსაპარინი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ანამნეზში (>100 დღე) ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიით მოცირკულირე ანტისხეულების გარეშე. გადაწყვეტილება ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენების შესახებ ამ შემთხვევაში მიიღება მხოლოდ სარგებლისა და რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ, ასევე მკურნალობის არაჰეპარინული ალტერნატიული მეთოდების (მაგალითად, ნატრიუმის დანაპაროიდი და ლეპირუდინი) გამოყენების შესაძლებლობის განხილვის შემდეგ.

თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი

ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის მქონე პაციენტებში თრომბოციტების რაოდენობით 80გ/ლ-ზე დაბლა ანტიკოაგულანტური თერაპია შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ ინდივიდუალურად და რეკომენდებულია მკაცრი დაკვირვება.

ანტისხეულებით განპირობებული ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის რისკი ასევე არსებობს დაბალმოლეკულური ჰეპარინების შეყვანისას. როგორც წესი, თრომბოციტოპენია ვითარდება ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობის დაწყებიდან

5-21-ე დღის ინტერვალში.

ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის რისკი უფრო მაღალია პაციენტებში ოპერაციის შემდეგ, ძირითადად, გულზე ოპერაციის შემთხვევაში, და პაციენტებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნით.

შესაბამისად, რეკომენდებულია თრომბოციტების რაოდენობის გაზომვა ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებით თერაპიის დაწყებამდე და შემდგომში რეგულარულად მკურნალობის დროს.

თუ ადგილი აქვს ჰეპარინით ინდუცირებულ თრომბოციტოპენიაზე მანიშნებელ კლინიკურ სიმპტომებს (არტერიული ან/და ვენური თრომბოემბოლიის ნებისმიერი ახალი ეპიზოდი, კანის ნებისმიერი მტკივნეული დაზიანება შეყვანის ადგილზე, ნებისმიერი ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქცია მკურნალობაზე), საჭიროა თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, და თუ აღნიშნულს აქვს ადგილი, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

პრაქტიკაში, თუ აღინიშნება თრომბოციტების რაოდენობის დადასტურებული მნიშვნელოვანი შემცირება (საწყისი მნიშვნელობიდან 30-50%), ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტი გადაყვანილი იქნას სხვა არაჰეპარინული ანტიკოაგულანტებით ალტერნატიულ მკურნალობაზე.

სისხლდენა

როგორც სხვა ანტიკოაგულანტების გამოყენებისას, შესაძლებელია ნებისმიერი ლოკალიზაციის სისხლდენის განვითარება. სისხლდენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მისი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

როგორც ნებისმიერი ანტიკოაგულანტური თერაპიის გამოყენებისას, ნატრიუმის ენოქსაპარინი სიფრთხილით გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც მომატებულია სისხლდენის რისკი, როგორიცაა:

ჰემოსტაზის დარღვევა

კუჭ-ნაწლავის წყლული ანამნეზში

ახლახანს გადატანილი იშემიური ინსულტი

მძიმე არტერიული ჰიპერტენზია

ახლახანს განვითარებული დიაბეტური რეტინოპათია

ნევროლოგიური ან ოფთალმოლოგიური ოპერაცია

ჰემოსტაზის სისტემაზე გავლენის მქონე პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება.

ლაბორატორიული ანალიზები

ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის გამოყენებული დოზებით ნატრიუმის ენოქსაპარინი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს სისხლდენის დროსა და სისხლის შედედების ზოგად მაჩვენებლებზე, ასევე თრომბოციტების აგრეგაციაზე ან ფიბრინოგენთან მათ შეკავშირებაზე.

დოზის გაზრდისას შეიძლება აღინიშნოს აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური დროის (აპთდ) და სისხლის შედედების აქტივირებული დროის (სშად) გაზრდა. აპთდ-ის და სშად-ის მნიშვნელობების მომატება არ არის პირდაპირ ხაზოვან დამოკიდებულებაში ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტითრომბოზული აქტივობის გაზრდასთან, და შესაბამისად, არ გამოიყენება ნატრიუმის ენოქსაპარინის აქტივობის მონიტორინგისთვის.

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია

სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ან ლუმბალური პუნქციის ჩატარება არ შეიძლება ნატრიუმის ენოქსაპარინის თერაპიული დოზების შეყვანიდან 24 საათის განმავლობაში.

აღწერილია ნეიროაქსიალური ჰემატომების განვითარების შემთხვევები ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებისას სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ან ლუმბალური პუნქციის დროს, რაც იწვევდა ხანგრძლივი ან მუდმივი დამბლის განვითარებას. ამ მოვლენების განვითარების რისკი მცირდება ნატრიუმის ენოქსაპარინის 4000 სე (40 მგ) ერთხელ დღე-ღამეში ან უფრო დაბალი დოზის გამოყენებისას. რისკი იზრდება ოპერაციის შემდგომი მუდმივი ეპიდურული კათეტერების გამოყენებისას, ჰემოსტაზზე მოქმედი დამატებითი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას (როგორიცაა არასტეროიდული ანთების სააწინააღმდეგო საშუალებები), ტრავმული ან განმეორებითი ეპიდურული ან ლუმბალური პუნქციის ჩატარებისას, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ოპერაცია ხერხემალზე ან აქვთ ხერხემლის დეფორმაცია.

სისხლდენის შესაძლო რისკის შესამცირებლად, რომელიც უკავშირდება ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებას ეპიდურულ ან სპინალურ ანესთეზიასთან/ანალგეზიასთან ან ლუმბალურ პუნქციასთან ერთად, გასათვალისწინებელია ნატრიუმის ენოქსაპარინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი. ეპიდურული კათეტერის (ან ლუმბალური პუნქციის) ჩადგმა და ამოღება რეკომენდებულია განხორციელდეს, როდესაც ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი დაბალია. თუმცა, საკმარისად დაბალი ანტიკოაგულანტური ეფექტის მისაღწევად საჭირო ზუსტი დრო სხვადასხვა პაციენტებში ცნობილი არ არის. პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 15-30 მლ/წთ საჭიროა სიფრთხილის დამატებითი ზომების დაცვა, რადგან ამ შემთხვევაში ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყოფა უფრო ხანგრძლივია.

თუ ექიმის დანიშნულებით ტარდება ანტიკოაგულანტური თერაპია ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ან ლუმბალური პუნქციის ჩატარების დროს, საჭიროა უფრო ხშირი მონიტორინგი ნევროლოგიური დარღვევების ნებისმიერი ისეთი ნიშნისა და სიმპტომის გამოსავლენად, როგორიცაა ტკივილი ზურგის შუა ზოლში, სენსორული და მოძრაობითი დარღვევები (ქვედა კიდურების დაბუჟება ან სისუსტე), ნაწლავის ან/და შარდის ბუშტის დისფუნქცია. საჭიროა პაციენტის გაფრთხილება, რომ აუცილებელია ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ნიშნის და სიმპტომის განვითარებისას. ზურგის ტვინის ჰემატომის დამახასიათებელი ნიშნების და სიმპტომების განვითარებისას საჭიროა სასწრაფო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაწყება, მათ შორის, თუ საჭიროა, ზურგის ტვინის დეკომპრესიის ჩატარება, თუმცა ასეთი მკურნალობის შედეგად ნევროლოგიური გართულებები შეიძლება არ იქნას თავიდან აცილებული ან კუპირებული.

კანის ნეკროზი/კანის ვასკულიტი

ცნობილია კანის ნეკროზის და კანის ვასკულიტის შესახებ დაბალმოლეკულური ჰეპარინების გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ტრანსკუტანური კორონარული რევასკულარიზაციის (ტკრ) პროცედურები

არასტაბილური სტენოკარდიის, ST სეგმენტის მომატების გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის და ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობის დროს ტრანსკუტანური კორონარული ჩარევის შემდეგ სისხლდენის რისკის შესამცირებლად საჭიროა ნატრიუმის ენოქსაპარინის დოზებს შორის რეკომენდებული ინტერვალების ზუსტად დაცვა. მნიშვნელოვანია ჰემოსტაზის მიღწევა პუნქციის ადგილზე ტკრ-ის შემდეგ. ჩამკეტი მოწყობილობის გამოყენებისას გადამყვანი (ინტროდიუსერი) დაუყოვნებლივ შეიძლება იქნას ამოღებული. მომჭერი სახვევის გამოყენებისას გადამყვანი (ინტროდიუსერი) უნდა იქნას ამოღებული ნატრიუმის ენოქსაპარინის ბოლო კანქვეშა/ინტრავენური ინექციიდან 6 საათის შემდეგ. ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში შემდეგი დოზა უნდა იქნას შეყვანილი გადამყვანის (ინტროდიუსერის) ამოღებიდან სულ მცირე 6-8 საათის შემდეგ. რეკომენდებულია შეფასდეს სისხლდენის ნიშნების ან შეყვანის ადგილზე ჰემატომის წარმოქმნის ნიშნების არსებობა.

მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი

ჩვეულებრივ რეკომენდებული არ არის ჰეპარინის გამოყენება პაციენტებში მწვავე ინფექციური ენდოკარდიტით ტვინში სისხლჩაქცევის რისკის გამო. თუ აღნიშნული სახით გამოყენება აბსოლუტურად აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღება საჭიროა სარგებელისა და რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ.

გულის მექანიკური ხელოვნური სარქველები

პაციენტებში გულის მექანიკური ხელოვნური სარქველებით თრომბოპროფილაქტიკის მიზნით ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება არასაკმარისადაა შესწავლილი.

რეგისტრირებულია გულის ხელოვნური სარქველების თრომბოზის განვითარების ცალკეული შემთხვევები პაციენტებში გულის მექანიკური ხელოვნური სარქველებით თრომბოპროფილაქტიკის მიზნით ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენების ფონზე. ამ შეტყობინებების შეფასება შეზღუდულია კომბინირებული ფაქტორების, მათ შორის ძირითადი დაავადების არსებობის გამო, რომლებიც ხელს უწყობს გულის ხელოვნური სარქველების თრომბოზის განვითარებას, ასევე არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო. ზოგიერთი ეს შემთხვევა აღწერილია ორსულებში, რომლებშიც თრომბოზმა გამოიწვია დედისა და ნაყოფის სიკვდილი.

ორსულები გულის მექანიკური ხელოვნური სარქველებით

თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულებში საკმარისად შესწავლილი არ არის. კლინიკურ კვლევაში, რომელშიც გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულები იღებდნენ ნატრიუმის ენოქსაპარინს (100 სე/კგ (1 მგ/კგ) ორჯერ დღეში) თრომბოემბოლიზმის რისკის შესამცირებლად, 8 ქალიდან 2-ში განვითარდა თრომბები, რომელიც გახდა სარქველის ობსტრუქციის მიზეზი, რამაც გამოიწვია ნაყოფისა და დედის სიკვდილი. თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით ნატრიუმის ენოქსაპარინით ნამკურნალევ გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულებში პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებულია გულის სარქველების თრომბოზის შესახებ ცალკეული შეტყობინებები. გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულებში მაღალია თრომბოემბოლიის განვითარების რისკი.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის პროფილაქტიკური დოზების გამოყენებისას სისხლდენის განვითარების მომატების ტენდენცია არ აღინიშნა. ხანდაზმულ პაციენტებში (განსაკუთრებით 80 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში) პრეპარატის თერაპიული დოზის გამოყენებისას არსებობს სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი. რეკომენდებულია გულდასმით დაკვირვება, ასევე შეიძლება დოზის შემცირების საკითხის განხილვა 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

თირკმელების უკმარისობა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნატრიუმის ენოქსაპარინის სისტემური ექსპოზიციის გაზრდის შედეგად არსებობს სისხლდენის განვითარების რისკი. რეკომენდებულია ამ ჯგუფის პაციენტების გულდასმით კონტროლი, ასევე საჭიროა ბიოლოგიური მონიტორინგის ჩატარების საკითხის განხილვა ანტი-Xa აქტივობის განსაზღვრის გზით.

ნატრიუმის ენოქსაპარინი რეკომენდებული არ არის ტერმინალურ სტადიაში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ), ამ პოპულაციაში მონაცემების არ არსებობის გამო, ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის სისტემაში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის გარდა.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ) რეკომენდებულია დოზირების კორექცია პრეპარატის როგორც პროფილაქტიკური, ასევე თერაპიული მიზნით გამოყენებისას, რადგან ნატრიუმის ენოქსაპარინის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად გაზრდილია.

საჭირო არ არის დოზის კორექტირება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) და მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) დარღვევით.

ღვიძლის უკმარისობა

საჭიროა ნატრიუმის ენოქსაპარინის სიფრთხილის ზომების დაცვით გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სისხლდენის მომატებული რისკის გამო. ანტი-Xa აქტივობის დონეების მონიტორინგით დოზის კორექცია არ არის საიმედო და რეკომენდებული არ არის ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებისთვის.

პაციენტები სხეულის დაბალი წონით

პროფილაქტიკური დოზით ნატრიუმის ენოქსაპარინის ექსპოზიციის გაზრდა (პაციენტის წონის მიხედვით დოზის კორექციის გარეშე) სხეულის დაბალი წონის (45 კგ-ზე ნაკლები) მქონე ქალებში და სხეულის დაბალი წონის (57 კგ-ზე ნაკლები) მქონე მამაკაცებში შეიძლება იწვევდეს სისხლდენის განვითარების მომატებულ რისკს. რეკომენდებულია ასეთი პაციენტების მდგომარეობის გულდასმით კონტროლი.

სიმსუქნით დაავადებული პაციენტები

სიმსუქნით დაავადებული პაციენტები წარმოადგენენ თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის ჯგუფს. ჭარბწონიან პაციენტებში (სმი >30კგ/მ2) პროფილაქტიკური დოზებით ენოქსაპარინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის სრულად განსაზღვრული და არ არის შეთანხმებული დოზის კორექციის საკითხი. ამ პაციენტებში საჭიროა ყურადღებით დაკვირვება თრომბოემბოლიის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების თვალსაზრისით.

ჰიპერკალიემია

ჰეპარინებს შეუძლია დათრგუნოს ალდოსტერონის სეკრეცია თირკმელზედა ჯირკვლებით, რაც იწვევს ჰიპერკალიემიას, კერძოდ შაქრიანი დიაბეტის, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, ანამნეზში მეტაბოლური აციდოზის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის კალიუმის დონეს. პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი უნდა განხორციელდეს რეგულარულად, განსაკუთრებით რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში.

ნატრიუმი

დღე-ღამეში 210 მგ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში სამკურნალო საშუალების ერთი დოზა შეიცავს 24 მგ-ზე მეტ ნატრიუმს, რაც მოზრდილებისთვის ჯანმოს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური სადღეღამისო ნორმის 2 გ-ის 1.2%-ის ეკვივალენტურია.

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი

ენოქსაპარინით მკურნალობასთან დაკავშირებით რეგისტრირებულია მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის (AGEP) შემთხვევები, რომლის სიხშირე არ არის ცნობილი. პრეპარატის დანიშვნისას პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და იმყოფებოდეს მკაცრი დაკვირვების ქვეშ კანის ამ რეაქციების განვითარების თვალსაზრისით. კანის რეაქციების მანიშნებელი ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისას ენოქსაპარინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილული იქნას ალტერნატიული მკურნალობა (თუ შესაძლებელია).

მონიტორინგი

დაბალმოლეკულური ჰეპარინები წარმოადგენს ბიოლოგიურ სამკურნალო საშუალებებს. დაბალმოლეკულური ჰეპარინების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდებულია, რომ სამედიცინო მუშაკებმა აღრიცხონ გამოყენებული პრეპარატის სავაჭრო დასახელება და სერიის ნომერი პაციენტის საქმეში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არარეკომენდებული კომბინაციები

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენს ჰემოსტაზზე

რეკომენდებულია ჰემოსტაზზე გავლენის მქონე ზოგიერთი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ნატრიუმის ენოქსაპარინით თერაპიის დაწყებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი გამოყენება მკაცრად ნაჩვენებია. თუ ნაჩვენებია ნატრიუმის ენოქსაპარინის ამ პრეპარატებთან კომბინაციის გამოყენება, ნატრიუმის ენოქსაპარინი გამოიყენება გულდასმითი კლინიკური დაკვირვებით და შესაბამისი ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგით.

ამ სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება:

სისტემური სალიცილატები, აცეტილსალიცილის მჟავა (ანთების საწინააღმდეგო დოზა) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის კეტოროლაკი,

სხვა თრომბოლიზური საშუალებები (მაგალითად, ალტეპლაზა, რეტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, ტენეკტეპლაზა, უროკინაზა) და ანტიკოაგულანტები.

კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით

შემდეგი პრეპარატები სიფრთხილით გამოიყენება ნატრიუმის ენოქსაპარინთან ერთად:

ჰემოსტაზზე გავლენის მქონე სხვა პრეპარატები:

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა, რომელიც გამოიყენება ანტიაგრეგანტული დოზით (კარდიოდაცვა), კლოპიდოგრელი, ტიკლოპიდინი, IIb/IIIa გლიკოპროტეინული რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც ნაჩვენებია მწვავე კორონარული სინდრომის დროს სისხლდენის რისკის გამო,

დექსტრანი 40,

სისტემური გლუკოკორტიკოიდები.

პრეპარატები, რომლებიც ზრდის კალიუმის დონეს:

პრეპარატები, რომლებიც ზრდის შრატში კალიუმის დონეს, გამოიყენება ნატრიუმის ენოქსაპარინთან ერთად გულდასმითი კლინიკური დაკვირვებით და ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ქალებში ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს ნატრიუმის ენოქსაპარინი კვეთს პლაცენტურ ბარიერს. ორსულობის პირველ ტრიმესტრთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს. წინაკლინიკური კვლევებით არ არის ნაჩვენები ფეტოტოქსიკურობისა და ტერატოგენობის მტკიცებულება, ასევე მონაცემები მიუთითებს, რომ ენოქსაპარინი მინიმალური რაოდენობით კვეთს პლაცენტას.

ორსულობის დროს ნატრიუმის ენოქსაპარინი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მისი გამოყენების უკიდურესი აუცილებლობა, დადგენილი ექიმის მიერ.

ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობისას ორსულებზე უნდა განხორციელდეს გულდასმითი დაკვირვება სისხლდენისა და ძლიერი ანტიკოაგულაციის ნიშნების გამოვლენის თვალსაზრისით. საჭიროა ქალების გაფრთხილება სისხლდენის რისკის შესახებ. ზოგადად, მონაცემების თანახმად, სისხლდენის, თრომბოციტოპენიის ან ოსტეოპოროზის რისკის გაზრდის მტკიცებულებები არ არსებობს არაორსულებისთვის რისკის მიმართებით, გარდა იმ რისკისა, რომელიც არსებობს გულის ხელოვნური სარქველების მქონე ორსულებში.

ეპიდურული ანესთეზიის დაგეგმვამდე რეკომენდებულია ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობის მოხსნა.

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა უცვლელი ნატრიუმის ენოქსაპარინი დედის რძეში. მეძუძურ ვირთაგვებში ენოქსაპარინის ან მისი მეტაბილიტების რძესთან ერთად შეწოვის ხარისხი ძალიან დაბალია. ნატრიუმის ენოქსაპარინის პერორალური შეწოვა ნაკლებად სავარაუდოა. კლექსანის® გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ნატრიუმის ენოქსაპარინის კლინიკური და წინაკლინიკური მონაცემები ფერტილობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები

ნატრიუმის ენოქსაპარინი არ ახდენს გავლენას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე, ან საერთოდ არ ახდენს რაიმე გავლენას.

რეკომენდაციები გამოყენებასთან დაკავშირებით

ჭარბი დოზა

სიმპტომები: ინტრავენური, ექსტრაკორპორალური ან კანქვეშ შეყვანისას ნატრიუმის ენოქსაპარინის დოზის შემთხვევით გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენები. პერორალურად დიდი დოზების მიღების შემთხვევაშიც კი ნატრიუმის ენოქსაპარინის შეწოვა ნაკლებად სავარაუდოა.

მკურნალობა: ანტიკოაგულაციური ეფექტის მნიშვნელოვანი ხარისხით განეიტრალება შესაძლებელია პროტამინ სულფატის ნელი ინტრავენური შეყვანის გზით.

პროტამინ სულფატის საჭირო დოზა დამოკიდებულია ნატრიუმის ენოქსაპარინის შეყვანილ დოზაზე:

1 მგ პროტამინ სულფატი ანეიტრალებს 100 სე (1 მგ) ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტიკოაგულანტურ ეფექტს, იმ შემთხვევაში, თუ ნატრიუმის ენოქსაპარინი შეყვანილი იყო პროტამინის შეყვანამდე 8 საათის განმავლობაში.

ინფუზია 0,5 მგ პროტამინით 100 სე (1 მგ) ნატრიუმის ენოქსაპარინზე შეიძლება შეყვანილი იქნას, თუ ნატრიუმის ენოქსაპარინი შეყვანილი იყო პროტამინის შეყვანამდე 8 საათით ადრე, ან პროტამინის მეორე დოზის შეყვანის აუცილებლობისას.

ნატრიუმის ენოქსაპარინის ინექციიდან 12 საათის შემდეგ პროტამინის შეყვანა შეიძლება არ იყოს საჭირო.

თუმცა, პროტამინის დიდი დოზის შეყვანის შემთხვევაშიც კი ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტი-Xa აქტივობა სრულად არ ნეიტრალდება (მაქსიმუმ დაახლოებით 60%-ით) (იხ. ინფორმაცია პროტამინის მარილების დანიშვნის შესახებ).

რეკომენდაცია სამკურნალო საშუალების გამოყენების წესთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის სამედიცინო მუშაკთან მიმართვის შესახებ

დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

არასასურველი რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება სამკურნალო საშუალების სტანდარტული გამოყენებისას, და ამ შემთხვევაში მისაღები ზომები

უსაფრთხოების პროფილის რეზიუმე

ნატრიუმის ენოქსაპარინი შეფასდა 15 000-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ ნატრიუმის ენოქსაპარინს კლინიკურ კვლევებში. აღნიშნული ითვალისწინებდა ღრმა ვენების თრომბოზის პროპილაქტიკის 1776 შემთხვევას ორთოპედიული ან აბდომინური ოპერაციის შემდეგ თრომბოემბოლური გართულებების რისკის ჯგუფის პაციენტებში, ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკის 1169 შემთხვევას პაციენტებში მწვავე დაავადებით და მოძრაობის მნიშვნელოვანი შეზღუდვით, 559 შემთხვევას ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით ან მის გარეშე ღრმა ვენების თრომბოზის სამკურნალოდ, 1578 შემთხვევას არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ, ასევე 10176 შემთხვევას ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სამკურნალოდ.

ნატრიუმის ენოქსაპარინის მიღების რეჟიმი ამ კლინიკური კვლევების დროს იცვლება ჩვენების მიხედვით. ნატრიუმის ენოქსაპარინის დოზა შეადგენდა 4000 სე (40 მგ) კანქვეშ ერთხელ დღეში ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ოპერაციის შემდეგ ან პაციენტებში მწვავე დაავადებით და მოძრაობის მნიშვნელოვანი შეზღუდვით. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით ან მის გარეშე ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობისას პაციენტები, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ენოქსაპარინს დოზით 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ ყოველ 12 საათში, ან დოზით 150 სე/კგ (1,5 მგ/კგ) კანქვეშ ერთხელ დღეში. არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში დოზა შეადგენდა 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ ყოველ 12 საათში, და ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობის კლინიკურ კვლევაში ნატრიუმის ენოქსაპარინი შეიყვანებოდა დოზით 3000 სე (30 მგ) ინტრავენური ბოლუსის სახით, შემდგომში 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ შეყვანით ყოველ 12 საათში.

კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირი რეაქციები იყო სისხლდენა, თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი (იხ. ქვემოთ ~ზოგიერთი არასასურველი რეაქციის აღწერა~).

ენოქსაპარინის უსაფრთხოების პროფილი ღვთ-ის და ფათე-ის ხანგრძლივი მკურნალობისას აქტიური კიბოს მქონე პაციენტებში ანალოგიურია მისი უსაფრთხოების პროფილისა ღვთ-ის და ფათე-ის მკურნალობისას.

ენოქსაპარინით მკურნალობასთან დაკავშირებით რეგისტრირებულია მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ).

სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნება კლინიკურ კვლევებში და რომლებიც რეგისტრირებული იყო პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში (* აღნიშნულია რეაქციები პოსტმარკეტინგული კვლევებიდან), წარმოდგენილია ქვემოთ.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ხშირი

სისხლდენა, ჰემორაგიული ანემია*, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი

იშვიათი

ეოზინოფილია*, თრომბოზით მიმდინარე იმუნოალერგიული თრომბოციტოპენიის შემთხვევები; ზოგ შემთხვევაში თრომბოზი გართულდა შინაგანი ორგანოების ინფარქტის ან კიდურების იშემიის განვითარებით.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ხშირი

ალერგიული რეაქცია

იშვიათი

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, შოკის ჩათვლით*

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი

თავის ტკივილი*

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

იშვიათი

სპინალური ჰემატომა*, რაც შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა სიმძიმის ნევროლოგიურ დარღვევებს, მათ შორის ხანგრძლივ ან მუდმივ დამბლას

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

ძალიან ხშირი

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ძირითადად, ტრანსამინაზების >3 ჯერ მაღლა ნორმის ზედა ზღვარზე)

არახშირი

ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება*

იშვიათი

ღვიძლის ქოლესტაზური დაზიანება*

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირი

ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა

არახშირი

ბულოზური დერმატიტი

იშვიათი

ალოპეცია*, კანის ვასკულიტი*, კანის ნეკროზი*, რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება ინექციის ადგილზე (ამ მოვლენებს ჩვეულებრივ წინ უსწრებდა პურპურის ან ინფილტრირებული და მტკივნეული ერითემატოზური პაპულის განვითარება), კვანძები პრეპარატის შეყვანის ადგილზე* (ანთებითი კვანძები, რომლებიც არ წარმოადგენს ენოქსაპარინის შემცველ კისტოზურ ღრუებს), რომლებიც ქრება რამდენიმე დღეში და არ წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის საფუძველს.

უცნობია

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ)

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

იშვიათი

ოსტეოპოროზი* ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ (3 თვეზე მეტი)

სისტემური დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

ხშირი

ჰემატომა შეყვანის ადგილზე, ტკივილი შეყვანის ადგილზე, სხვა რეაქციები შეყვანის ადგილზე (შეშუპება, სისხლდენა, მომატებული მგრძნობელობა, ანთება, წარმონაქმნები, ტკივილი ან რეაქცია ინექციის ადგილზე)

არახშირი

ადგილობრივი გაღიზიანება, კანის ნეკროზი ინექციის ადგილზე

ლაბორატორიული ანალიზების მონაცემები

იშვიათი

ჰიპერკალიემია*

ზოგიერთი არასასურველი რეაქციის აღწერა

სისხლდენა

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო სისხლდენა. ეს მოიცავს ძლიერ სისხლდენას, რომელიც აღენიშნა პაციენტების 4,2%-ს (ქირურგიული პაციენტები). ზოგიერთი აღნიშნული შემთხვევა იყო ლეტალური. ითვლება, რომ ქირურგიულ პაციენტებში სისხლდენა არის ძლიერი, თუ:

სისხლდენამ გამოიწვია მნიშვნელოვანი კლინიკური მოვლენა

მას თან ახლდა ჰემოგლობინის დონის დაქვეითება >2 გ/მლ-ით ან საჭირო გახდა 2 ან მეტი ერთეული სისხლის პრეპარატების გადასხმა

სისხლდენა რეტროპერიტონეალურ არეში ან ქალასშიდა სისხლდენა

როგორც სხვა ანტიკოაგულანტების შემთხვევაში, სისხლდენა შეიძლება განვითარდეს თანმხლები რისკ-ფაქტორების არსებობისას, როგორიცაა:

ორგანული დაზიანებები, რომლებიც იწვევს სისხლდენას

ინვაზიური პროცედურები ან ჰემოსტაზზე გავლენის მქონე პრეპარატების ერთდროულად გამოყენება.

პროფილაქტიკა ქირურგიულ პაციენტებში

ძალიან ხშირი

სისხლდენაა

იშვიათი

სისხლდენა რეტროპერიტონეალურ არეში

პროფილაქტიკა თერაპიულ პაციენტებში

ხშირი

სისხლდენაა

ფათე-ით ან მის გარეშე ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა

ძალიან ხშირი

სისხლდენაა

არახშირი

ქალასშიდა სისხლდენა, სისხლდენა რეტროპერიტონეალურ არეში

ღვთ-ის და ფათე-ის ხანგრძლივი მკურნალობა აქტიური კიბოს მქონე პაციენტებში

ხშირიბ

სისხლდენაა

არასტაბილური სტენოკარდიისა და Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტების მკურნალობა:

ხშირი

სისხლდენაა

იშვიათი

სისხლდენა რეტროპერიტონეალურ არეში

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების მკურნალობა

ა: როგორიცაა ჰემატომა, ეკქიმოზი (გარდა შეყვანის ადგილზე აღნიშნულისა), ჭრილობის ჰემატომა, ჰემატურია, სისხლდენა ცხვირიდან და კუჭ-ნაწლავური სისხლდენა

ბ: სიხშირე აღებულია რეტროსპექტული კვლევის საფუძველზე, რომელიც ჩატარდა 3526 პაციენტის მონაცემთა რეგისტრის მიხედვით.

თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი

თრომბოციტოზიგ

ხშირი

თრომბოციტოპენია

პროფილაქტიკა თერაპიულ პაციენტებში

არახშირი

თრომბოციტოპენია

ფათე-ით ან მის გარეშე ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა:

ძალიან ხშირი

თრომბიცოტოზიგ

არასტაბილური სტენოკარდიისა და Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა

არახშირი

თრომბოციტოპენია

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა

ხშირი

თრომბიცოტოზიგ

ძალიან იშვიათი

იმუნოალერგიული თრომბოციტოპენია

გ: (თრომბოციტების რაოდენობა >400 გ/ლ)

ბავშვები

ბავშვებში ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ, მიმართეთ სამედიცინო მუშაკს, ფარმაცევტს, ან გააგზავნეთ ინფორმაცია უშუალოდ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით ~სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაკეთობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი~

http://www.ndda.kz

დამატებითი ცნობები

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა

ერთი შპრიცი შეიცავს

აქტიურ ნივთიერებას - 40 მგ (4000 ანტი-Xa სე/0.4 მლ დოზირებისთვის), 60 მგ (6000 ანტი-Xa სე/0.6 მლ დოზირებისთვის), 80 მგ (8000 ანტი-Xa სე/0.8 მლ დოზირებისთვის) ნატრიუმის ენოქსაპარინს.

დამხმარე ნივთიერებებს - საინექციო წყალი.

ნატრიუმის ენოქსაპარინი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მიღებულია ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან მიღებული ჰეპარინის ბენზილის ეთერის ტუტე დეპოლიმერიზაციის გზით.

აღწერილობა, სუნი, გემო

უფეროდან მკრთალი ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

შენახვის პირობები

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

სანოფი უინზროპ ინდასთრი

180 rue Jean Jaurès, Maisons-Alfort Cedex, 94700, საფრანგეთი

ტელეფონი: +33(0)145188300

ელ-ფოსტა: [email protected]

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისხლი და სისხლის წარმომქმნელი ორგანოები. ანტითრომბოზული პრეპარატები. ჰეპარინის ჯგუფი. ენოქსაპარინი.

ათქ კოდი: B01AB05

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დამტკიცებულია

რესპუბლიკური სახელმწიფო დაწესებულების “ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს

სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის~ თავმჯდომარის 30.05.2024 წლის #N074993, N074994, N074995 ბრძანებით

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია (ჩანართი)

სავაჭრო დასახელება

კლექსანი®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ნატრიუმის ენოქსაპარინი

სამკურნალწამლო ფორმა, დოზირება

საინექციო ხსნარი 4000 ანტი-Xa სე/0.4 მლ, 6000 ანტი-Xa სე/0.6 მლ, 8000 ანტი-Xa სე/0.8 მლ წინასწარ შევსებულ ერთჯერად შპრიცებში ნემსის დაცვის სისტემით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სისხლი და სისხლის წარმომქმნელი ორგანოები. ანტითრომბოზული პრეპარატები. ჰეპარინის ჯგუფი. ენოქსაპარინი.

ათქ კოდი: B01AB05

გამოყენების ჩვენება

ვენური თრომბოემბოლური დაავადებების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას ზომიერი ან მაღალი რისკის დროს, ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ორთოპედიული ან ზოგადი ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის ონკოლოგიური ოპერაცია

ვენური თრომბოემბოლური დაავადებების პროფილაქტიკა თერაპიული პროფილის პაციენტებში მწვავე დაავადებით, მათ შორის:

გულის მწვავე უკმარისობა

სუნთქვის მწვავე უკმარისობა

მძიმე ინფექციური ან რევმატული დაავადებები

მოძრაობის შეზღუდვა ვენური თრომბოემბოლიის მომატებული რისკის დროს

ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა, გარდა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისა, რომლისთვისაც საჭიროა თრომბოლიზური პრეპარატებით მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა

ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) ხანგრძლივი მკურნალობა და მათი რეციდივების პროფილაქტიკა აქტიური კიბოს მქონე პაციენტებში

თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა ხელოვნური სისხლის მიმოქცევისას ჰემოდიალიზის დროს

მწვავე კორონარული სინდრომიის დროს:

არასტაბილური სტენოკარდიისა და ST სეგმენტის მომატების გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა აცეტილსალიცილის მჟავას პერორალურად მიღებასთან კომბინაციაში.

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა, მათ შორის პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას ან შემდგომ პერკუტანულ კორონარულ ჩარევას (პკჩ).

გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ენოქსაპარინის, ჰეპარინის ან მისი წარმოებულების, მათ შორის სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების (დმჰ) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ანამნეზში მძიმე, იმუნო-განპირობებული ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის (ჰით) არსებობა ბოლო 100 დღის განმავლობაში ან მოცირკულირე ანტისხეულების არსებობა.

კლინიკურად მნიშვნელოვანი აქტიური სისხლდენები და თანმხლები მდგომარეობები სისხლდენის განვითარების მაღალი რისკით, მათ შორის:

ახლახანს გადატანილი ჰემორაგიული ინსულტი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება

ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის არსებობა სისხლდენის მაღალი რისკით,

ახლახანს გადატანილი ოპერაცია თავის ტვინზე, ხერხემალზე ან ოფთალმოლოგიური ოპერაცია

საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება (ან მასზე ეჭვის არსებობა)

არტერიოვენური მალფორმაციები

სისხლძარღვოვანი ანევრიზმები ან ხერხემალშიდა ან ქალასშიდა დიდი სისხლძარღვების პათოლოგიები;

სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია, ან ლოკორეგიონალური ანესთეზია, როდესაც ნატრიუმის ენოქსაპარინი გამოიყენება სამკურნალოდ წინა 24 საათში.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ზოგადი ინფორმაცია

დაუშვებელია ნატრიუმის ენოქსაპარინისა და სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების მონაცვლეობა (ერთეული ერთეულზე). ეს სამკურნალო საშუალებები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან წარმოების წესით, მოლეკულური წონით, სპეციფიკური ანტი-Xa და ანტი-IIa აქტივობით, დოზირების ერთეულით, დოზირების რეჟიმით და კლინიკური ეფექტიანობითა და უსაფრთხოებით. ეს იწვევს განსხვავებებს მათი ფარმაკოკინეტიკისა და ბიოლოგიური აქტივობის თვალსაზრისით (მაგალითად, ანტითრომბინული აქტივობა და ურთიერთქმედება თრომბოციტებთან). შესაბამისად, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების დათმობა და გამოყენების ინსტრუქციების დაცვა, რომლებიც სპეციფიკურია თითოეული სამკურნალო საშუალების შემთხვევაში.

ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია ანამნეზში (>100 დღე)

უკუნაჩვენებია ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება ანამნეზში ბოლო 100 დღის განმავლობაში იმუნო-განპირობებული ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებში ან მოცირკულირე ანტისხეულების არსებობისას. მოცირკულირე ანტისხეულები შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე წლის განმავლობაში.

ნატრიუმის ენოქსაპარინი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ანამნეზში (>100 დღე) ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიით მოცირკულირე ანტისხეულების გარეშე. გადაწყვეტილება ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენების შესახებ ამ შემთხვევაში მიიღება მხოლოდ სარგებლისა და რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ, ასევე მკურნალობის არაჰეპარინული ალტერნატიული მეთოდების (მაგალითად, ნატრიუმის დანაპაროიდი და ლეპირუდინი) გამოყენების შესაძლებლობის განხილვის შემდეგ.

თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი

ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის მქონე პაციენტებში თრომბოციტების რაოდენობით 80გ/ლ-ზე დაბლა ანტიკოაგულანტური თერაპია შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ ინდივიდუალურად და რეკომენდებულია მკაცრი დაკვირვება.

ანტისხეულებით განპირობებული ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის რისკი ასევე არსებობს დაბალმოლეკულური ჰეპარინების შეყვანისას. როგორც წესი, თრომბოციტოპენია ვითარდება ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობის დაწყებიდან

5-21-ე დღის ინტერვალში.

ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის რისკი უფრო მაღალია პაციენტებში ოპერაციის შემდეგ, ძირითადად, გულზე ოპერაციის შემთხვევაში, და პაციენტებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნით.

შესაბამისად, რეკომენდებულია თრომბოციტების რაოდენობის გაზომვა ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებით თერაპიის დაწყებამდე და შემდგომში რეგულარულად მკურნალობის დროს.

თუ ადგილი აქვს ჰეპარინით ინდუცირებულ თრომბოციტოპენიაზე მანიშნებელ კლინიკურ სიმპტომებს (არტერიული ან/და ვენური თრომბოემბოლიის ნებისმიერი ახალი ეპიზოდი, კანის ნებისმიერი მტკივნეული დაზიანება შეყვანის ადგილზე, ნებისმიერი ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქცია მკურნალობაზე), საჭიროა თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, და თუ აღნიშნულს აქვს ადგილი, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

პრაქტიკაში, თუ აღინიშნება თრომბოციტების რაოდენობის დადასტურებული მნიშვნელოვანი შემცირება (საწყისი მნიშვნელობიდან 30-50%), ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტი გადაყვანილი იქნას სხვა არაჰეპარინული ანტიკოაგულანტებით ალტერნატიულ მკურნალობაზე.

სისხლდენა

როგორც სხვა ანტიკოაგულანტების გამოყენებისას, შესაძლებელია ნებისმიერი ლოკალიზაციის სისხლდენის განვითარება. სისხლდენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მისი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

როგორც ნებისმიერი ანტიკოაგულანტური თერაპიის გამოყენებისას, ნატრიუმის ენოქსაპარინი სიფრთხილით გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც მომატებულია სისხლდენის რისკი, როგორიცაა:

ჰემოსტაზის დარღვევა

კუჭ-ნაწლავის წყლული ანამნეზში

ახლახანს გადატანილი იშემიური ინსულტი

მძიმე არტერიული ჰიპერტენზია

ახლახანს განვითარებული დიაბეტური რეტინოპათია

ნევროლოგიური ან ოფთალმოლოგიური ოპერაცია

ჰემოსტაზის სისტემაზე გავლენის მქონე პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება.

ლაბორატორიული ანალიზები

ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის გამოყენებული დოზებით ნატრიუმის ენოქსაპარინი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს სისხლდენის დროსა და სისხლის შედედების ზოგად მაჩვენებლებზე, ასევე თრომბოციტების აგრეგაციაზე ან ფიბრინოგენთან მათ შეკავშირებაზე.

დოზის გაზრდისას შეიძლება აღინიშნოს აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური დროის (აპთდ) და სისხლის შედედების აქტივირებული დროის (სშად) გაზრდა. აპთდ-ის და სშად-ის მნიშვნელობების მომატება არ არის პირდაპირ ხაზოვან დამოკიდებულებაში ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტითრომბოზული აქტივობის გაზრდასთან, და შესაბამისად, არ გამოიყენება ნატრიუმის ენოქსაპარინის აქტივობის მონიტორინგისთვის.

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია

სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ან ლუმბალური პუნქციის ჩატარება არ შეიძლება ნატრიუმის ენოქსაპარინის თერაპიული დოზების შეყვანიდან 24 საათის განმავლობაში.

აღწერილია ნეიროაქსიალური ჰემატომების განვითარების შემთხვევები ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებისას სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ან ლუმბალური პუნქციის დროს, რაც იწვევდა ხანგრძლივი ან მუდმივი დამბლის განვითარებას. ამ მოვლენების განვითარების რისკი მცირდება ნატრიუმის ენოქსაპარინის 4000 სე (40 მგ) ერთხელ დღე-ღამეში ან უფრო დაბალი დოზის გამოყენებისას. რისკი იზრდება ოპერაციის შემდგომი მუდმივი ეპიდურული კათეტერების გამოყენებისას, ჰემოსტაზზე მოქმედი დამატებითი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას (როგორიცაა არასტეროიდული ანთების სააწინააღმდეგო საშუალებები), ტრავმული ან განმეორებითი ეპიდურული ან ლუმბალური პუნქციის ჩატარებისას, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ოპერაცია ხერხემალზე ან აქვთ ხერხემლის დეფორმაცია.

სისხლდენის შესაძლო რისკის შესამცირებლად, რომელიც უკავშირდება ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენებას ეპიდურულ ან სპინალურ ანესთეზიასთან/ანალგეზიასთან ან ლუმბალურ პუნქციასთან ერთად, გასათვალისწინებელია ნატრიუმის ენოქსაპარინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი. ეპიდურული კათეტერის (ან ლუმბალური პუნქციის) ჩადგმა და ამოღება რეკომენდებულია განხორციელდეს, როდესაც ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი დაბალია. თუმცა, საკმარისად დაბალი ანტიკოაგულანტური ეფექტის მისაღწევად საჭირო ზუსტი დრო სხვადასხვა პაციენტებში ცნობილი არ არის. პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 15-30 მლ/წთ საჭიროა სიფრთხილის დამატებითი ზომების დაცვა, რადგან ამ შემთხვევაში ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყოფა უფრო ხანგრძლივია.

თუ ექიმის დანიშნულებით ტარდება ანტიკოაგულანტური თერაპია ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ან ლუმბალური პუნქციის ჩატარების დროს, საჭიროა უფრო ხშირი მონიტორინგი ნევროლოგიური დარღვევების ნებისმიერი ისეთი ნიშნისა და სიმპტომის გამოსავლენად, როგორიცაა ტკივილი ზურგის შუა ზოლში, სენსორული და მოძრაობითი დარღვევები (ქვედა კიდურების დაბუჟება ან სისუსტე), ნაწლავის ან/და შარდის ბუშტის დისფუნქცია. საჭიროა პაციენტის გაფრთხილება, რომ აუცილებელია ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ნიშნის და სიმპტომის განვითარებისას. ზურგის ტვინის ჰემატომის დამახასიათებელი ნიშნების და სიმპტომების განვითარებისას საჭიროა სასწრაფო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაწყება, მათ შორის, თუ საჭიროა, ზურგის ტვინის დეკომპრესიის ჩატარება, თუმცა ასეთი მკურნალობის შედეგად ნევროლოგიური გართულებები შეიძლება არ იქნას თავიდან აცილებული ან კუპირებული.

კანის ნეკროზი/კანის ვასკულიტი

ცნობილია კანის ნეკროზის და კანის ვასკულიტის შესახებ დაბალმოლეკულური ჰეპარინების გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ტრანსკუტანური კორონარული რევასკულარიზაციის (ტკრ) პროცედურები

არასტაბილური სტენოკარდიის, ST სეგმენტის მომატების გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის და ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობის დროს ტრანსკუტანური კორონარული ჩარევის შემდეგ სისხლდენის რისკის შესამცირებლად საჭიროა ნატრიუმის ენოქსაპარინის დოზებს შორის რეკომენდებული ინტერვალების ზუსტად დაცვა. მნიშვნელოვანია ჰემოსტაზის მიღწევა პუნქციის ადგილზე ტკრ-ის შემდეგ. ჩამკეტი მოწყობილობის გამოყენებისას გადამყვანი (ინტროდიუსერი) დაუყოვნებლივ შეიძლება იქნას ამოღებული. მომჭერი სახვევის გამოყენებისას გადამყვანი (ინტროდიუსერი) უნდა იქნას ამოღებული ნატრიუმის ენოქსაპარინის ბოლო კანქვეშა/ინტრავენური ინექციიდან 6 საათის შემდეგ. ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში შემდეგი დოზა უნდა იქნას შეყვანილი გადამყვანის (ინტროდიუსერის) ამოღებიდან სულ მცირე 6-8 საათის შემდეგ. რეკომენდებულია შეფასდეს სისხლდენის ნიშნების ან შეყვანის ადგილზე ჰემატომის წარმოქმნის ნიშნების არსებობა.

მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი

ჩვეულებრივ რეკომენდებული არ არის ჰეპარინის გამოყენება პაციენტებში მწვავე ინფექციური ენდოკარდიტით ტვინში სისხლჩაქცევის რისკის გამო. თუ აღნიშნული სახით გამოყენება აბსოლუტურად აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღება საჭიროა სარგებელისა და რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ.

გულის მექანიკური ხელოვნური სარქველები

პაციენტებში გულის მექანიკური ხელოვნური სარქველებით თრომბოპროფილაქტიკის მიზნით ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება არასაკმარისადაა შესწავლილი.

რეგისტრირებულია გულის ხელოვნური სარქველების თრომბოზის განვითარების ცალკეული შემთხვევები პაციენტებში გულის მექანიკური ხელოვნური სარქველებით თრომბოპროფილაქტიკის მიზნით ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენების ფონზე. ამ შეტყობინებების შეფასება შეზღუდულია კომბინირებული ფაქტორების, მათ შორის ძირითადი დაავადების არსებობის გამო, რომლებიც ხელს უწყობს გულის ხელოვნური სარქველების თრომბოზის განვითარებას, ასევე არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო. ზოგიერთი ეს შემთხვევა აღწერილია ორსულებში, რომლებშიც თრომბოზმა გამოიწვია დედისა და ნაყოფის სიკვდილი.

ორსულები გულის მექანიკური ხელოვნური სარქველებით

თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულებში საკმარისად შესწავლილი არ არის. კლინიკურ კვლევაში, რომელშიც გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულები იღებდნენ ნატრიუმის ენოქსაპარინს (100 სე/კგ (1 მგ/კგ) ორჯერ დღეში) თრომბოემბოლიზმის რისკის შესამცირებლად, 8 ქალიდან 2-ში განვითარდა თრომბები, რომელიც გახდა სარქველის ობსტრუქციის მიზეზი, რამაც გამოიწვია ნაყოფისა და დედის სიკვდილი. თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით ნატრიუმის ენოქსაპარინით ნამკურნალევ გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულებში პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებულია გულის სარქველების თრომბოზის შესახებ ცალკეული შეტყობინებები. გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულებში მაღალია თრომბოემბოლიის განვითარების რისკი.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის პროფილაქტიკური დოზების გამოყენებისას სისხლდენის განვითარების მომატების ტენდენცია არ აღინიშნა. ხანდაზმულ პაციენტებში (განსაკუთრებით 80 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში) პრეპარატის თერაპიული დოზის გამოყენებისას არსებობს სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი. რეკომენდებულია გულდასმით დაკვირვება, ასევე შეიძლება დოზის შემცირების საკითხის განხილვა 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

თირკმელების უკმარისობა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნატრიუმის ენოქსაპარინის სისტემური ექსპოზიციის გაზრდის შედეგად არსებობს სისხლდენის განვითარების რისკი. რეკომენდებულია ამ ჯგუფის პაციენტების გულდასმით კონტროლი, ასევე საჭიროა ბიოლოგიური მონიტორინგის ჩატარების საკითხის განხილვა ანტი-Xa აქტივობის განსაზღვრის გზით.

ნატრიუმის ენოქსაპარინი რეკომენდებული არ არის ტერმინალურ სტადიაში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ), ამ პოპულაციაში მონაცემების არ არსებობის გამო, ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის სისტემაში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის გარდა.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ) რეკომენდებულია დოზირების კორექცია პრეპარატის როგორც პროფილაქტიკური, ასევე თერაპიული მიზნით გამოყენებისას, რადგან ნატრიუმის ენოქსაპარინის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად გაზრდილია.

საჭირო არ არის დოზის კორექტირება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) და მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) დარღვევით.

ღვიძლის უკმარისობა

საჭიროა ნატრიუმის ენოქსაპარინის სიფრთხილის ზომების დაცვით გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სისხლდენის მომატებული რისკის გამო. ანტი-Xa აქტივობის დონეების მონიტორინგით დოზის კორექცია არ არის საიმედო და რეკომენდებული არ არის ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებისთვის.

პაციენტები სხეულის დაბალი წონით

პროფილაქტიკური დოზით ნატრიუმის ენოქსაპარინის ექსპოზიციის გაზრდა (პაციენტის წონის მიხედვით დოზის კორექციის გარეშე) სხეულის დაბალი წონის (45 კგ-ზე ნაკლები) მქონე ქალებში და სხეულის დაბალი წონის (57 კგ-ზე ნაკლები) მქონე მამაკაცებში შეიძლება იწვევდეს სისხლდენის განვითარების მომატებულ რისკს. რეკომენდებულია ასეთი პაციენტების მდგომარეობის გულდასმით კონტროლი.

სიმსუქნით დაავადებული პაციენტები

სიმსუქნით დაავადებული პაციენტები წარმოადგენენ თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის ჯგუფს. ჭარბწონიან პაციენტებში (სმი >30კგ/მ2) პროფილაქტიკური დოზებით ენოქსაპარინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის სრულად განსაზღვრული და არ არის შეთანხმებული დოზის კორექციის საკითხი. ამ პაციენტებში საჭიროა ყურადღებით დაკვირვება თრომბოემბოლიის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების თვალსაზრისით.

ჰიპერკალიემია

ჰეპარინებს შეუძლია დათრგუნოს ალდოსტერონის სეკრეცია თირკმელზედა ჯირკვლებით, რაც იწვევს ჰიპერკალიემიას, კერძოდ შაქრიანი დიაბეტის, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, ანამნეზში მეტაბოლური აციდოზის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის კალიუმის დონეს. პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი უნდა განხორციელდეს რეგულარულად, განსაკუთრებით რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში.

ნატრიუმი

დღე-ღამეში 210 მგ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში სამკურნალო საშუალების ერთი დოზა შეიცავს 24 მგ-ზე მეტ ნატრიუმს, რაც მოზრდილებისთვის ჯანმოს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური სადღეღამისო ნორმის 2 გ-ის 1.2%-ის ეკვივალენტურია.

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი

ენოქსაპარინით მკურნალობასთან დაკავშირებით რეგისტრირებულია მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის (AGEP) შემთხვევები, რომლის სიხშირე არ არის ცნობილი. პრეპარატის დანიშვნისას პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და იმყოფებოდეს მკაცრი დაკვირვების ქვეშ კანის ამ რეაქციების განვითარების თვალსაზრისით. კანის რეაქციების მანიშნებელი ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისას ენოქსაპარინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილული იქნას ალტერნატიული მკურნალობა (თუ შესაძლებელია).

მონიტორინგი

დაბალმოლეკულური ჰეპარინები წარმოადგენს ბიოლოგიურ სამკურნალო საშუალებებს. დაბალმოლეკულური ჰეპარინების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდებულია, რომ სამედიცინო მუშაკებმა აღრიცხონ გამოყენებული პრეპარატის სავაჭრო დასახელება და სერიის ნომერი პაციენტის საქმეში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არარეკომენდებული კომბინაციები

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენს ჰემოსტაზზე

რეკომენდებულია ჰემოსტაზზე გავლენის მქონე ზოგიერთი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ნატრიუმის ენოქსაპარინით თერაპიის დაწყებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი გამოყენება მკაცრად ნაჩვენებია. თუ ნაჩვენებია ნატრიუმის ენოქსაპარინის ამ პრეპარატებთან კომბინაციის გამოყენება, ნატრიუმის ენოქსაპარინი გამოიყენება გულდასმითი კლინიკური დაკვირვებით და შესაბამისი ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგით.

ამ სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება:

სისტემური სალიცილატები, აცეტილსალიცილის მჟავა (ანთების საწინააღმდეგო დოზა) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის კეტოროლაკი,

სხვა თრომბოლიზური საშუალებები (მაგალითად, ალტეპლაზა, რეტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, ტენეკტეპლაზა, უროკინაზა) და ანტიკოაგულანტები.

კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით

შემდეგი პრეპარატები სიფრთხილით გამოიყენება ნატრიუმის ენოქსაპარინთან ერთად:

ჰემოსტაზზე გავლენის მქონე სხვა პრეპარატები:

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა, რომელიც გამოიყენება ანტიაგრეგანტული დოზით (კარდიოდაცვა), კლოპიდოგრელი, ტიკლოპიდინი, IIb/IIIa გლიკოპროტეინული რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც ნაჩვენებია მწვავე კორონარული სინდრომის დროს სისხლდენის რისკის გამო,

დექსტრანი 40,

სისტემური გლუკოკორტიკოიდები.

პრეპარატები, რომლებიც ზრდის კალიუმის დონეს:

პრეპარატები, რომლებიც ზრდის შრატში კალიუმის დონეს, გამოიყენება ნატრიუმის ენოქსაპარინთან ერთად გულდასმითი კლინიკური დაკვირვებით და ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლით.

სპეციალური გაფრთხილება

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

არ არის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ქალებში ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს ნატრიუმის ენოქსაპარინი კვეთს პლაცენტურ ბარიერს. ორსულობის პირველ ტრიმესტრთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს. წინაკლინიკური კვლევებით არ არის ნაჩვენები ფეტოტოქსიკურობისა და ტერატოგენობის მტკიცებულება, ასევე მონაცემები მიუთითებს, რომ ენოქსაპარინი მინიმალური რაოდენობით კვეთს პლაცენტას.

ორსულობის დროს ნატრიუმის ენოქსაპარინი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მისი გამოყენების უკიდურესი აუცილებლობა, დადგენილი ექიმის მიერ.

ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობისას ორსულებზე უნდა განხორციელდეს გულდასმითი დაკვირვება სისხლდენისა და ძლიერი ანტიკოაგულაციის ნიშნების გამოვლენის თვალსაზრისით. საჭიროა ქალების გაფრთხილება სისხლდენის რისკის შესახებ. ზოგადად, მონაცემების თანახმად, სისხლდენის, თრომბოციტოპენიის ან ოსტეოპოროზის რისკის გაზრდის მტკიცებულებები არ არსებობს არაორსულებისთვის რისკის მიმართებით, გარდა იმ რისკისა, რომელიც არსებობს გულის ხელოვნური სარქველების მქონე ორსულებში.

ეპიდურული ანესთეზიის დაგეგმვამდე რეკომენდებულია ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობის მოხსნა.

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა უცვლელი ნატრიუმის ენოქსაპარინი დედის რძეში. მეძუძურ ვირთაგვებში ენოქსაპარინის ან მისი მეტაბილიტების რძესთან ერთად შეწოვის ხარისხი ძალიან დაბალია. ნატრიუმის ენოქსაპარინის პერორალური შეწოვა ნაკლებად სავარაუდოა. კლექსანის® გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ნატრიუმის ენოქსაპარინის კლინიკური და წინაკლინიკური მონაცემები ფერტილობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები

ნატრიუმის ენოქსაპარინი არ ახდენს გავლენას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე, ან საერთოდ არ ახდენს რაიმე გავლენას.

რეკომენდაციები გამოყენებასთან დაკავშირებით

დოზირების რეჟიმი

ვენური თრომბოემბოლური დაავადებების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას ზომიერი ან მაღალი რისკის მქონე პაციენტებში

პაციენტებში თრომბოემბოლიის ინდივიდუალური რისკი შეიძლება შეფასდეს რისკის სტრატიფიკაციის ვალიდირებული მოდელის გამოყენებით.

პაციენტებში თრომბოემბოლიის ზომიერი რისკის დროს ნატრიუმის ენოქსაპარინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2000 სე (20 მგ) ერთხელ დღე-ღამეში კანქვეშ. დადასტურებულია, რომ 2000 სე (20 მგ) ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება ოპერაციამდე (ქირურგიულ ჩარევამდე 2 საათით ადრე) არის ეფექტიანი და უსაფრთხო ზომიერი რისკის ქირურგიული ჩარევისას. პაციენტებში ზომიერი რისკის დროს ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 7-10 დღის განმავლობაში გამოჯანმრთელების სტატუსის მიუხედავად (მაგალითად, პაციენტის მოძრაობა). პროფილაქტიკა უნდა გაგრძელდეს პაციენტის მოძრაობითი აქტივობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებამდე.

პაციენტებში თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 4000 სე (40 მგ) ერთხელ დღე-ღამეში კანქვეშ, რომელიც უპირატესად ტარდება ქირურგიულ ჩარევამდე 12 საათით ადრე. თუ საჭიროა ნატრიუმის ენოქსაპარინის პროფილაქტიკური შეყვანა ოპერაციამდე 12 საათზე უფრო ადრე (მაგალითად, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტი, რომელიც ელოდება გადადებულ ორთოპედიულ ოპერაციას), ბოლო ინექცია უნდა იქნას შეყვანილი ოპერაციამდე არაუგვიანეს 12 საათით ადრე და ინექცია უნდა გაგრძელდეს ოპერაციიდან 12 საათის შემდეგ.

პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ ფართო ორთოპედიული ოპერაცია, რეკომენდებულია 5 კვირამდე გახანგრძლივებული თრომბოპროფილაქტიკა.

პაციენტებში ვენური თრომბეომბოლიის მაღალი რისკით, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია მუცლის ღრუს ან მენჯის ორგანოებზე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის გამო, რეკომენდებულია 4 კვირამდე გახანგრძლივებული თრომბოპროფილაქტიკა.

ვენური თრომბოემბოლიის დაავადებების პროფილაქტიკა მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში

ნატრიუმის ენოქსაპარინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 4000 სე (40 მგ) ერთხელ დღე-ღამეში კანქვეშ ინექციის გზით.

ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობა ინიშნება სულ მცირე 6-14 დღის განმავლობაში გამოჯანმრთელების სტატუსის მიუხედავად (მაგალითად, პაციენტის მოძრაობა). 14 დღეზე მეტი კურსით პროფილაქტიკური მკურნალობის სარგებლობა დღეისათვის დადგენილი არ არის.

ღრმა ვენების თრომბოზისა (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა

ნატრიუმის ენოქსაპარინი შეიყვანება კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში დოზით 150 სე/კგ (1,5 მგ/კგ) ან ორჯერ დღე-ღამეში დოზით 100 სე/კგ (1 მგ/კგ).

რეჟიმი შეირჩევა ექიმის მიერ ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს თრომბოემბოლური გართულებებისა და სისხლდენის რისკის შეფასებას. ერთხელ დღე-ღამეში 150 სე/კგ (1,5 მგ/კგ) დოზა ინიშნება პაციენტებში გართულებების გარეშე ვენური თრომბოემბოლიის რეციდივის დაბალი რისკის დროს. ორჯერ დღე-ღამეში 100 სე/კგ (1 მგ/კგ) დოზა უნდა დაინიშნოს ყველა სხვა პაციენტში, მაგალითად, სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, პაციენტებში ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სიმპტომებით, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნით, მორეციდივე ვენური თრომბოემბოლიით ან პროქსიმალური თრომბოზით (თეძოს ვენის).

ნატრიუმის ენოქსაპარინით მკურნალობა ინიშება საშუალოდ 10 დღიანი კურსით. პერორალური ანტიკოაგულანტური თერაპია ინიშნება საჭიროების მიხედვით (იხ. ~გადაყვანა ნატრიუმის ენოქსაპარინიდან პერორალურ ანტიკოაგულანტებზე~ პარაგრაფის ~გამოყენების რეკომენდაციები~ ბოლოს).

ღრმა ვენების თრომბოზისა (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) ხანგრძლივი მკურნალობისას და მათი რეციდივის პროფილაქტიკისას აქტიური კიბოს მქონე პაციენტებში ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს თრომბოემბოლიისა და სისხლდენის რისკი.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 სე/კგ (1 მგ/კგ) ორჯერ დღეში კანქვეშ 5-10 დღის განმავლობაში, შემდგომში კანქვეშ ინექციით დოზით 150 სე/კგ (1,5 მგ/კგ) ერთხელ დღეში 6 თვის განმავლობაში. უწყვეტი ანტიკოაგულანტური თერაპიის ეფექტიანობა ხელახლა უნდა შეფასდეს 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ.

ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის სისტემაში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა

რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 სე/კგ (1 მგ/კგ) ნატრიუმის ენოქსაპარინს.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის დროს დოზა უნდა შემცირდეს 50 სე-მდე/კგ (0,5 მგ/კგ) (ორმაგი სისხლძარღვთა შეღწევადობა) ან 75 სე-მდე/კგ (0,75 მგ/კგ) (ერთმაგი სისხლძარღვთა შეღწევადობა).

ჰემოდიალიზის დროს ნატრიუმის ენოქსაპარინი უნდა იქნას შეყვანილი დიალიზის კონტურის არტერიულ მონაკვეთზე დიალიზის სეანსის დასაწყისში. როგორც წესი, ეს დოზა ეფექტიანია ჰემოდიალიზის ოთხსაათიანი სეანსის დროს. თუმცა, ფიბრინული რგოლების აღმოჩენისას, მაგალითად უფრო ხანგძლივი სეანსის დროს, შეიძლება დამატებით დაინიშნოს 50-100 სე/კგ (0.5-1 მგ/კგ).

არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებიც იყენებენ ნატრიუმის ენოქსაპარინს პროფილაქტიკისთვის ან მკურნალობისთვის და ჰემოდიალიზის სეანსების დროს.

მწვავე კორონარული სინდრომი: არასტაბილური სტენოკარდიისა და ST სეგმენტის მომატების გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა, ასევე ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა

არასტაბილური სტენოკარდიისა და ST სეგმენტის მომატების გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 სე/კგ (1 მგ/კგ) ენოქსაპარინს, რომელიც შეიყვანება კანქვეშ ორჯერ დღე-ღამეში 12 საათიანი ინტერვალით ანტითრომბოციტულ თერაპიასთან კომბინაციაში. მკურნალობა უნდა შენარჩუნდეს სულ მცირე 2 დღის განმავლობაში და გაგრძელდეს კლინიკურ სტაბილიზაციამდე. ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-8 დღეს.

აცეტილსალიცილის მჟავა რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის უკუჩვენების არ არსებობისას საწყისი პერორალური გამაჯერებელი დოზით 150 მგ-300 მგ (პაციენტებში, რომლებიც ადრე არ ღებულობდნენ აცეტილსალიცილის მჟავას) და შემანარჩუნებელი დოზით 75–325 მგ დღეში ხანგრძლივად, მიუხედავად მკურნალობის რეჟიმისა.

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სამკურნალოდ ნატრიუმის ენოქსაპარინის რეკომენდებული დოზა წარმადგენს 3000 სე (30 მგ) ერთჯერად ინტრავენურ ბოლუსს პლუს 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ, რომლის შემდეგ კანქვეშ შეჰყავთ დოზა 100 სე/კგ (1 მგ/კგ) ყოველ 12 საათში (მაქსიმუმ 10000 სე (100 მგ) თითოეული პირველი ორი კანქვეშ შესაყვანი დოზისთვის). სათანადო ანტითრომბოციტული თერაპია, აცეტილსალიცილის მჟავას პერორალური მიღებით (75 მგ-დან 325 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში), უნდა დაინიშნოს ერთდროულად, თუ ეს არ არის უკუნაჩვენები. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 8 დღეს ან პაციენტის სტაციონარიდან გაწერამდე, თუ ჰოსპიტალიზაციის პერიოდი 8 დღეზე ნაკლებია. თრომბოლიზურ პრეპარატთან (ფიბრინ-სპეციფიკური ან ფიბრინ-არასპეციფიკური) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ნატრიუმის ენოქსაპარინი უნდა დაინიშნოს ფიბრინოლიზური თერაპიის დაწყებამდე 15 წუთის და დაწყებიდან 30 წუთის ინტერვალში.

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის დოზირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ პარაგრაფში ~პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები~.

პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ პერკუტანული კორონარული ჩარევა:

დამატებითი ინექცია საჭირო არ არის, თუ კანქვეშ ენოქსაპარინის ბოლო ინექცია შეყვანილი იქნა ბალონის გაბერვამდე 8 საათის განმავლობაში.

თუ კანქვეშ ბოლო ინექცია განხორციელდა ბალონის გაბერვამდე 8 საათით ადრე, საჭიროა 30 სე/კგ (0,3 მგ/კგ) დოზით ნატრიუმის ენოქსაპარინის ინტრავენური ბოლუსური შეყვანა.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვები

ბავშვებში ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში ყველა ჩვენების შემთხვევაში, ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის ინფარქტის გარდა, დოზის შემცირება საჭირო არ არის, თუ არ აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

არ შეიძლება საწყისი ინტრავენური ბოლუსური ინექციის შეყვანა ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სამკურნალოდ 75 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დოზით 75 სე/კგ (0,75 მგ/კგ) კანქვეშ ყოველ 12 საათში (მაქსიმუმ 7500 სე (75 მგ) მხოლოდ პრეპარატის პირველი 2 კანქვეშა ინექციისთვის, შემდეგ დარჩენილი დოზებისთვის 75 სე/კგ (0,75 მგ/კგ) კანქვეშ შეყვანით). რეკომენდებული დოზირება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმული პაციენტებისთვის იხილეთ ქვემოთ ~თირკმლის უკმარისობა~.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით შეზღუდულია, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

პაციენტები თირკმელების უკმარისობით

თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა

რეკომენდებული არ არის ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება ტერმინალურ სტადიაში თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ), ამ პოპულაციაში მონაცემების არარსებობის გამო, ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის სისტემაში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის გარდა.

პრეპარატის დოზირების ცხრილი თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ):

ჩვენება

დოზირების რეჟიმი

ვენური თრომბოემბოლური დაავადების პროფილაქტიკა

2000 სე (20 მგ) კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობა

100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

არასტაბილური სტენოკარდიისა და ST სეგმენტის მომატების გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა

100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა (75 წლამდე ასაკის პაციენტები)

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა (75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები)

1x3000 სე (30 მგ) ინტრავენური ბოლუსი პლუს 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ და შემდეგ 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ 24 საათში ერთხელ

საწყისი ინტრავენური ბოლუსური შეყვანის გარეშე 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ და შემდეგ 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ 24 საათში ერთხელ

დოზირების რეკომენდებული რეჟიმი არ ეხება ჰემოდიალიზის შემთხვევებს.

თირკმელების ფუნქციის ზომიერი და მსუბუქი ხარისხის დარღვევა

მიუხედავად იმისა, რომ დოზის კორექტირება საჭირო არ არის თირკმელების ფუნქციის ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) და მსუბუქი ხარისხის (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია გულდასმითი კლინიკური დაკვირვება.

შეყვანის მეთოდი

დაუშვებელია კლექსანის® შეყვანა კუნთში.

ქირურგიული ჩარევის შემდეგ თრომბოემბოლური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ღვთ-ის და ფათე-ის სამკურნალოდ, ღვთ-ის და ფათე-ის ხანგრძლივი მკურნალობისთვის აქტიური კიბოს მქონე პაციენტებში, არასტაბილური სტენოკარდიისა და ST სეგმენტის მომატების გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ, კლექსანი® უნდა იქნას შეყვანილი კანქვეშ.

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს მკურნალობის დაწყება საჭიროა ერთი ინტრავენური ბოლუსური ინექციით, რომელსაც დაუყოვნებლივ მოყვება კანქვეშა ინექცია

ჰემოდიალიზის ჩატარების პროცესში ექსტრაკორპორალურ ცირკულაციაში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის პრეპარატი შეიყვანება დიალიზის კონტურის არტერიულ ხაზში.

წინასწარ შევსებული ერთჯერადი შპრიცი მზად არის დაუყოვნებლივ გამოყენებისათვის.

კანქვეშ შეყვანა:

პრეპარატ კლექსანის® ინექცია სასურველია ჩატარდეს ღრმად კანქვეშ, როდესაც ავადმყოფი იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში.

წინასწარ შევსებული შპრიცების გამოყენებისას სამკურნალო საშუალების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით ინექციის წინ არ არის საჭირო შპრიციდან ჰაერის ბუშტუკების გამოდევნა. თუ საჭიროა პრეპარატის შესაყვანი რაოდენობის კორექტირება პაციენტის სხეულის წონის შესაბამისად, საჭირო მოცულობის მისაღებად წინასწარ შევსებული გრადუირებული შპრიცებიდან ინექციის წინ ამოიღეთ პრეპარატის ზედმეტი რაოდენობა. გასათვალისწინებელია, რომ ზოგ შემთხვევაში გრადუირებული შპრიცებით შეუძლებელია ზუსტი დოზირების მიღება, ამ შემთხვევაში მოცულობა უნდა დამრგვალდეს უახლოეს ნიშნულამდე.

ინექცია შეჰყავთ რიგ-რიგობით, მუცლის კედლის მარცხენა ან მარჯვენა წინა ან უკანა ლატერალურ არეში. ნემსი უნდა შეიყვანოთ მთლიან სიგრძეზე პერპენდიკულარულად კანის ნაკეცში, რომელიც უნდა დაიჭიროთ ცერა და საჩვენებელი თითის მეშვეობით. კანის ნაკეცს ხელი უშვით მხოლოდ ინექციის დასრულების შემდეგ. დაუშვებელია ინექციის ადგილის დაზელვა პრეპარატის შეყვანის შემდეგ.

მითითება დაცვის ავტომატური სისტემით აღჭურვილ წინასწარ შევსებულ შპრიცებთან დაკავშირებით: დაცვის სისტემა იწყებს მოქმედებას ინექციის დასრულებისას. დამოუკიდებლად შეყვანის შემთხვევაში პაციენტმა უნდა დაიცვას გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული მითითებები, რომელიც წარმოდგენილია ამ სამკურნალო საშუალების შეფუთვაში.

ინტრავენური (ბოლუსური) ინექცია (მხოლოდ ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ჩვენებისთვის):

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება საჭიროა ერთჯერადი ინტრავენური ბოლუსური ინექციით, რომელსაც დაუყოვნებლივ მოყვება კანქვეშა ინექცია.

ინტრავენური ინექციისთვის შეიძლება რამდენიმე დოზის შემცველი ფლაკონის ან წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენება.

4000 ანტი-Xa სე/0.4 მლ (40 მგ) შპრიცები არ გამოიყენება, რადგან ისინი არ არის გრადუირებული და შეუძლებელია 30 მგ-ის ზუსტად გაზომვა ინტრავენური (ბოლუსური) ინექციის დროს.

ნატრიუმის ენოქსაპარინი შეიყვანება ინტრავენურად. არ შეიძლება მოცემული პრეპარატის შერევა ან შეყვანა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ნატრიუმის ენოქსაპარინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესაძლო შერევის თავიდან აცილების მიზნით ინტრავენური გადასხმის სისტემა უნდა გაირეცხოს საკმარისი რაოდენობის ფიზიოლოგიური ხსნარით ან დექსტროზის ხსნარით ნატრიუმის ენოქსაპარინის ინტრავენური ბოლუსური ინექციის ჩატარებამდე და მის შემდეგ იმისათვის, რომ გაიწმინდოს სამკურნალო საშუალების არხი. ნატრიუმის ენოქსაპარინის უსაფრთხო შეყვანა შესაძლებელია ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ ხსნართან (0.9%) ან დექსტროზის 5%-იან წყალხსნართან ერთად.

3000 სე (30 მგ) საწყისი ბოლუსური შეყვანა

3000 სე (30 მგ) საწყისი ბოლუსური ინექციისთვის აიღეთ 6000 სე (60 მგ) წინასწარ შევსებული გრადუირებული შპრიცი ნატრიუმის ენოქსაპარინით, ამოიღეთ ზედმეტი რაოდენობა და დატოვეთ შპრიცში მხოლოდ 3000 სე (30 მგ). შემდეგ პრეპარატის 3000 სე (30 მგ) დოზა შეიძლება შეყვანილი იქნას უშუალოდ წვეთოვანში.

დამატებითი ბოლუსური შეყვანა პერკუტანული კორონარული ჩარევის ჩასატარებლად, როდესაც კანქვეშ პრეპარატის ბოლო შეყვანა მოხდა ბალონის გაბერვამდე 8 საათით ადრე

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ პერკუტანული კორონარული ჩარევა, უნდა განხორციელდეს დამატებითი ინტრავენური ბოლუსური შეყვანა დოზით 30 სე/კგ (0,3 მგ/კგ) იმ შემთხვევაში, თუ ბოლო კანქვეშა ინექცია განხორციელდა ბალონის გაბერვამდე 8 საათით ადრე.

პაციენტისთვის შესაყვანი პრეპარატის მცირე რაოდენობის სიზუსტის გარანტიის მიზნით რეკომენდებულია ამ პრეპარატის გახსნა 300 სე/მლ (3 მგ/მლ) კონცენტრაციამდე.

6000 სე/მლ (60 მგ) ნატრიუმის ენოქსაპარინის წინასწარ შევსებული შპრიცების გამოყენებით 300 სე/მლ (3 მგ/მლ) ხსნარის კონცენტრაციის მისაღებად რეკომენდებულია 50 მლ ტევადობის საინფუზიო ტომრის გამოყენება (ე.ი. ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარით (0.9%) ან დექსტროზის 5%-იანი ხსნარით) შემდეგი მეთოდით:

საინფუზიო ტომრიდან შპრიცით ამოიღეთ და გადაღვარეთ 30 მლ ხსნარი. წინასწარ შევსებული შპრიცის შიგთავსი, რაც შეესაბამება 6000 სე/მლ (60 მგ) ნატრიუმის ენოქსაპარინს, შეიყვანება ტომარაში დარჩენილ 20 მლ სითხეში. ფრთხილად აურიეთ პაკეტის შიგთავსი. გახსნილი ხსნარის საჭირო რაოდენობა ამოიღეთ შპრიცით და შეიყვანეთ წვეთოვანში. გაზავების პროცესის დასრულების შემდეგ შესაყვანი ხსნარის მოცულობის გაანგარიშება შეიძლება შემდეგი ფორმულის მიხედვით: [გაზავებული ხსნარის მოცულობა (მლ) = პაციენტის წონა (კგ) × 0,1] ან ქვემოთ მითითებული ცხრილის თანახმად. რეკომენდებულია ხსნარის მომზადება უშუალოდ გამოყენების წინ. გაზავების შემდეგ წვეთოვანში შესაყვანი მოცულობა უნდა იქნას მიღებული საბოლოო კონცენტრაციით 300 სე (3 მგ)/მლ:

წონა

საჭირო დოზა

30 სე/კგ (0,3 მგ/კგ)

შესაყვანი მოცულობა პრეპარატის გაზავებისას საბოლოო კონცენტრაციამდე 300 სე (3 მგ)/მლ:

[კგ]

სე

[მგ]

[მლ]

45

1350

  • 5
  • 5

50

1500

15

5

55

1650

  • 5
  • 5

60

1800

18

6

65

1950

  • 5
  • 5

70

2100

21

7

75

2250

  • 5
  • 5

80

2400

24

8

85

2550

  • 5
  • 5

90

2700

27

9

95

2850

  • 5
  • 5

100

3000

30

10

105

3150

  • 5
  • 5

110

3300

33

11

115

3450

  • 5
  • 5

120

3600

36

12

125

3750

  • 5
  • 5

130

3900

39

13

135

4050

  • 5
  • 5

140

4200

42

14

145

4350

  • 5
  • 5

150

4500

45

15

შეყვანა არტერიულ არხში:

ნატრიუმის ენოქსაპარინი შეჰყავთ დიალიზის კონტურის არტერიულ არხში ექსტრაკორპორალურ ცირკულაციაში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით ჰემოდიალიზის ჩატარების პროცესში.

გადაყვანა ნატრიუმის ენოქსაპარინიდან პერორალურ ანტიკოაგულანტებზე და პირიქით

გადაყვანა ნატრიუმის ენოქსაპარინიდან K ვიტამინის ანტაგონისტებზე და პირიქით:

K ვიტამინის ანტაგონისტების ეფექტის კონტროლის მიზნით უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული ანალიზები [პროთრომბინული დრო, გამოხატული საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) სახით]. ვინაიდან საჭიროა გარკვეული დრო K ვიტამინის ანტაგონისტის მაქსიმალური ეფექტის მიღწევამდე, თერაპია ნატრიუმის ენოქსაპარინით უნდა გაგრძელდეს მუდმივი დოზით, ორი თანმიმდევრული ანალიზით სნთ-ის დონის სასურველი თერაპიული დიაპაზონის ფარგლებში მისაღწევად საჭირო დროის განმავლობაში.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა K ვიტამინის ანტაგონისტებით, უნდა შეწყდეს K ვიტამინის ანტაგონისტის მიღება, ხოლო ნატრიუმის ენოქსაპარინის პირველი დოზა უნდა იქნას შეყვანილი სნთ-ის თერაპიულ დიაპაზონზე დაბლა დაწევის შემდეგ.

გადაყვანა ნატრიუმის ენოქსაპარინიდან პირდაპირი მოქმედების პერორალურ ანტიკოაგულანტებზე (DOAC) და პირიქით: პაციებტებში, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ენოქსაპარინს, პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად, უნდა შეწყდეს ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენება და დაწყებული იქნას პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტების გამოყენება ნატრიუმის ენოქსაპარინის შემდეგი მიღების დაგეგმილ დრომდე 0-2 საათით ადრე.

პაციებტებში, რომლებიც იღებენ პირდაპირი მოქმედების პერორალურ ანტიკოაგულანტებს, ნატრიუმის ენოქსაპარინის პირველი დოზა უნდა იქნას შეყვანილი პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტების შემდეგი დოზის მიღების დროს.

გამოყენება სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ან ლუმბალური პუნქციის დროს

თუ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შეიყვანოს ანტიკოაგულანტი ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის/ანალგეზიის ან ლუმბალური პუნქციის ფონზე, რეკომენდებულია გულდასმითი ნევროლოგიური დაკვირვების ჩატარება ნეიროაქსიალური ჰემატომების განვითარების რისკის გამო.

პროფილაქტიკური დოზები

უნდა იქნას დაცული სულ მცირე 12 საათიანი ინტერვალი ნატრიუმის ენოქსაპარინის პროფილაქტიკური დოზის ბოლო ინექციასა და ნემსის ან კათეტერის ჩადგმის შორის.

უწყვეტი შეყვანის მეთოდებისთვის კათეტერის მოხსნამდე სასურველია სულ მცირე 12 საათიანი ინტერვალის დაცვა. 15-30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში პუნქციის/კათეტერის ჩადგმამდე ან მის მოხსნამდე უნდა იქნას დაცული ამ დროის ორჯერ მეტი ინტერვალი, სულ მცირე 24 საათამდე. 2000 სე (20 მგ) ნატრიუმის ენოქსაპარინის ოპერაციამდე 2 საათით ადრე გამოყენება არ არის შეთავსებადი ნეიროაქსიალურ ანესთეზიასთან.

სამკურნალო დოზები

უნდა იქნას დაცული სულ მცირე 24 საათიანი ინტერვალი ნატრიუმის ენოქსაპარინის სამკურნალო დოზის ბოლო ინექციასა და ნემსის ან კათეტერის ჩადგმის შორის.

უწყვეტი შეყვანის მეთოდებისთვის კათეტერის მოხსნამდე სასურველია სულ მცირე 24 საათიანი ინტერვალის დაცვა.

15-30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში პუნქციის/კათეტერის ჩადგმამდე ან მის მოხსნამდე უნდა იქნას დაცული ამ დროის ორჯერ მეტი ინტერვალი, სულ მცირე 48 საათამდე.

პაციენტებში, რომლებსაც ინექცია უტარდებათ ორჯერ დღე-ღამეში (ე.ი. 75 სე/კგ (0,75 მგ/კგ) ორჯერ დღე-ღამეში ან 100 სე/კგ (1 მგ/კგ) ორჯერ დღე-ღამეში), უნდა გამოტოვოთ ნატრიუმის ენოქსაპარინის მეორე დოზა იმისათვის, რომ უზრუნველყოთ საკმარისი ინტერვალი კათეტერის ჩადგმამდე ან მოხსნამდე.

ამ დროის გასვლის შემდეგ ჯერ კიდევ შესაძლებელია ანტი-Xa დონეების განსაზღვრა, და ეს არ წარმოადგენს ნეიროაქსიალური ჰემატომების წარმოქმნის თავიდან აცილების გარანტიას.

ასევე, ნატრიუმის ენოქსაპარინი არ უნდა გამოიყენოთ სპინალური/ეპიდურული პუნქციიდან ან კათეტერის მოხსნიდან სულ მცირე 4 საათის განმავლობაში.

კლექსანი® არის საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცებსა და წინასწარ შევსებულ გრადუირებულ შპრიცებში, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის, და აღჭურვილია ინექციის შემდეგ ნემსის დაცვის სისტემით.

წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია

შპრიცების სათანადო გამოყენება საჭიროა ტკივილისა და სისხლჩაქცევების რისკის შესამცირებლად შეყვანის ადგილზე. დაიცავით გამოყენების ინსტრუქცია.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ინექციის შემდეგ ნემსით შემთხვევით დაზიანება, წინასწარ შევსებული შპრიცები აღჭურვილია უსაფრთხოების ავტომატური სისტემით.

  • ინექციის ადგილის მომზადება

ინექციის ჩატარებამდე დაიბანეთ და გაიშრეთ ხელები. შეყვანის ადგილზე წაუსვით სპირტიანი ბამბა, ძალის დატანების გარეშე.

ყოველი ინექციის შეყვანისას შეცვალეთ შეყვანის ადგილი მუცლის არეში.

  • მოხსენით ნემსის დამცავი თავსახური შპრიცს (იხ. ნახატი A).

6000 ანტი-Xa სე/0.6 მლ, 8000 ანტი-Xa სე/0.8 მლ დოზირებისთვის:

თუ საჭიროა, კლექსანის® შესაყვანი დოზა უნდა იყოს კორექტირებული პაციენტის წონის მიხედვით, ინექციის წინ შპრიციდან უნდა ამოიღოთ პრეპარატის ზედმეტი რაოდენობა, ამისათვის მიმართეთ ნემსი ქვემოთ (ჰაერის ბუშტუკი უნდა დარჩეს შპრიცში). ინექციის დასრულებისას დამცავი მოწყობილობა არ ამოქმედდება, თუ შეყვანამდე არ იყო ამოღებული ზედმეტი პრეპარატი. თუ ზედმეტი რაოდენობა არ არის, შპრიცი მზადაა გამოყენებისთვის.

ნემსის წვერზე შეიძლება გამოვიდეს პრეპარატის წვეთი. ამ შემთხვევაში, მოაბრუნეთ შპრიცი ნემსით ქვემოთY და მოაშორეთ წვეთი, შპრიცზე დაკაკუნებით.

ნახატი A

  • დაიწყეთ ინექცია.

წინასწარ შევსებული შპრიცი მზადაა დაუყოვნებლივ გამოყენებისთვის

სასურველია ინექცია ჩატარდეს, როდესაც პაციენტი იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში. ინექცია შეიყვანება კანქვეშა-ცხიმოვან ქსოვილში მუცლის წინა და უკანა კედლის მარჯვენა ან მარცხენა არეში (მუცლის კედლის კანქვეშა-ცხიმოვან უჯრედისში წინა ან უკანა ლატერალურ არეში). პრეპარატი შეიყვანება მარცხენა და მარჯვენა მხარეში მონაცვლეობით (იხ. ნახატი B). დაიჭირეთ კანი ცერა და საჩვენებელი თითებით. ნემსი დაიჭირეთ ვერტიკალურად 90˚ კუთხით და შეიყვანეთ კანის ნაკეცში. არ შეიყვანოთ ნემსი კანის ნაკეცში გვერდიდან. დაიჭირეთ კანი ინექციის განმავლობაში. დამცავი სისტემა ავტომატურად გააქტიურდება შპრიცის დგუშზე თითის ბოლომდე დაჭერით. შპრიცის ნემსი ბოლომდე დაიხურება პაციენტისთვის რაიმე დისკომფორტის მიყენების გარეშე. დამცავი სისტემის გააქტიურებისთვის შპრიცის დგუშს ბოლომდე უნდა დააჭიროთ თითი.

მითითება: დამცავი სისტემა გააქტიურდება მხოლოდ შპრიცის დაცლის შემდეგ.

ნახატი B

  • დგუშზე თითის დაჭერით ამოიღეთ შპრიცი ინექციის ადგილიდან (იხ. ნახატი C).

ნახატი C

  • მიმართეთ ნემსი თქვენგან ან სხვა პირებიდან საწინააღმდეგო მხარეს და გაააქტიურეთ დამცავი სისტემა შპრიცის დგუშზე თითის ძლიერ დაჭერით. შპრიცის ნემსი ავტომატურად დაიხურება დამცავი ხუფით, რასაც ექნება სისტემის აქტივაციის დამადასტურებელი ხმა (იხ. ნახატი D).

მითითება: დამცავი სისტემა გააქტიურდება მხოლოდ შპრიცის დაცლის შემდეგ.

ნახატი D

  • დაუყოვნებლივ გადააგდეთ შპრიცი ნემსების უტილიზაციის უახლოეს კონტეინერში (იხ. ნახატი E).

ნახატი E

გამოუყენებელი პრეპარატებისა და ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მისაღები ზომები

სიმპტომები: ინტრავენური, ექსტრაკორპორალური ან კანქვეშ შეყვანისას ნატრიუმის ენოქსაპარინის დოზის შემთხვევით გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენები. პერორალურად დიდი დოზების მიღების შემთხვევაშიც კი ნატრიუმის ენოქსაპარინის შეწოვა ნაკლებად სავარაუდოა.

მკურნალობა: ანტიკოაგულაციური ეფექტის მნიშვნელოვანი ხარისხით განეიტრალება შესაძლებელია პროტამინ სულფატის ნელი ინტრავენური შეყვანის გზით.

პროტამინ სულფატის საჭირო დოზა დამოკიდებულია ნატრიუმის ენოქსაპარინის შეყვანილ დოზაზე:

1 მგ პროტამინ სულფატი ანეიტრალებს 100 სე (1 მგ) ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტიკოაგულანტურ ეფექტს, იმ შემთხვევაში, თუ ნატრიუმის ენოქსაპარინი შეყვანილი იყო პროტამინის შეყვანამდე 8 საათის განმავლობაში.

ინფუზია 0,5 მგ პროტამინით 100 სე (1 მგ) ნატრიუმის ენოქსაპარინზე შეიძლება შეყვანილი იქნას, თუ ნატრიუმის ენოქსაპარინი შეყვანილი იყო პროტამინის შეყვანამდე 8 საათით ადრე, ან პროტამინის მეორე დოზის შეყვანის აუცილებლობისას.

ნატრიუმის ენოქსაპარინის ინექციიდან 12 საათის შემდეგ პროტამინის შეყვანა შეიძლება არ იყოს საჭირო.

თუმცა, პროტამინის დიდი დოზის შეყვანის შემთხვევაშიც კი ნატრიუმის ენოქსაპარინის ანტი-Xa აქტივობა სრულად არ ნეიტრალდება (მაქსიმუმ დაახლოებით 60%-ით) (იხ. ინფორმაცია პროტამინის მარილების დანიშვნის შესახებ).

რეკომენდაცია სამკურნალო საშუალების გამოყენების წესთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის სამედიცინო მუშაკთან მიმართვის შესახებ

დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

არასასურველი რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება სამკურნალო საშუალების სტანდარტული გამოყენებისას, და ამ შემთხვევაში მისაღები ზომები

უსაფრთხოების პროფილის რეზიუმე

ნატრიუმის ენოქსაპარინი შეფასდა 15 000-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ ნატრიუმის ენოქსაპარინს კლინიკურ კვლევებში. აღნიშნული ითვალისწინებდა ღრმა ვენების თრომბოზის პროპილაქტიკის 1776 შემთხვევას ორთოპედიული ან აბდომინური ოპერაციის შემდეგ თრომბოემბოლური გართულებების რისკის ჯგუფის პაციენტებში, ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკის 1169 შემთხვევას პაციენტებში მწვავე დაავადებით და მოძრაობის მნიშვნელოვანი შეზღუდვით, 559 შემთხვევას ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით ან მის გარეშე ღრმა ვენების თრომბოზის სამკურნალოდ, 1578 შემთხვევას არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ, ასევე 10176 შემთხვევას ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სამკურნალოდ.

ნატრიუმის ენოქსაპარინის მიღების რეჟიმი ამ კლინიკური კვლევების დროს იცვლება ჩვენების მიხედვით. ნატრიუმის ენოქსაპარინის დოზა შეადგენდა 4000 სე (40 მგ) კანქვეშ ერთხელ დღეში ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ოპერაციის შემდეგ ან პაციენტებში მწვავე დაავადებით და მოძრაობის მნიშვნელოვანი შეზღუდვით. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით ან მის გარეშე ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობისას პაციენტები, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ენოქსაპარინს დოზით 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ ყოველ 12 საათში, ან დოზით 150 სე/კგ (1,5 მგ/კგ) კანქვეშ ერთხელ დღეში. არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში დოზა შეადგენდა 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ ყოველ 12 საათში, და ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობის კლინიკურ კვლევაში ნატრიუმის ენოქსაპარინი შეიყვანებოდა დოზით 3000 სე (30 მგ) ინტრავენური ბოლუსის სახით, შემდგომში 100 სე/კგ (1 მგ/კგ) კანქვეშ შეყვანით ყოველ 12 საათში.

კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირი რეაქციები იყო სისხლდენა, თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი (იხ. ქვემოთ ~ზოგიერთი არასასურველი რეაქციის აღწერა~).

ენოქსაპარინის უსაფრთხოების პროფილი ღვთ-ის და ფათე-ის ხანგრძლივი მკურნალობისას აქტიური კიბოს მქონე პაციენტებში ანალოგიურია მისი უსაფრთხოების პროფილისა ღვთ-ის და ფათე-ის მკურნალობისას.

ენოქსაპარინით მკურნალობასთან დაკავშირებით რეგისტრირებულია მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ).

სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნება კლინიკურ კვლევებში და რომლებიც რეგისტრირებული იყო პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში (* აღნიშნულია რეაქციები პოსტმარკეტინგული კვლევებიდან), წარმოდგენილია ქვემოთ.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ხშირი

სისხლდენა, ჰემორაგიული ანემია*, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი

იშვიათი

ეოზინოფილია*, თრომბოზით მიმდინარე იმუნოალერგიული თრომბოციტოპენიის შემთხვევები; ზოგ შემთხვევაში თრომბოზი გართულდა შინაგანი ორგანოების ინფარქტის ან კიდურების იშემიის განვითარებით.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ხშირი

ალერგიული რეაქცია

იშვიათი

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, შოკის ჩათვლით*

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი

თავის ტკივილი*

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

იშვიათი

სპინალური ჰემატომა*, რაც შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა სიმძიმის ნევროლოგიურ დარღვევებს, მათ შორის ხანგრძლივ ან მუდმივ დამბლას

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

ძალიან ხშირი

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ძირითადად, ტრანსამინაზების >3 ჯერ მაღლა ნორმის ზედა ზღვარზე)

არახშირი

ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება*

იშვიათი

ღვიძლის ქოლესტაზური დაზიანება*

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირი

ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა

არახშირი

ბულოზური დერმატიტი

იშვიათი

ალოპეცია*, კანის ვასკულიტი*, კანის ნეკროზი*, რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება ინექციის ადგილზე (ამ მოვლენებს ჩვეულებრივ წინ უსწრებდა პურპურის ან ინფილტრირებული და მტკივნეული ერითემატოზური პაპულის განვითარება), კვანძები პრეპარატის შეყვანის ადგილზე* (ანთებითი კვანძები, რომლებიც არ წარმოადგენს ენოქსაპარინის შემცველ კისტოზურ ღრუებს), რომლებიც ქრება რამდენიმე დღეში და არ წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის საფუძველს.

უცნობია

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ)

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

იშვიათი

ოსტეოპოროზი* ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ (3 თვეზე მეტი)

სისტემური დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

ხშირი

ჰემატომა შეყვანის ადგილზე, ტკივილი შეყვანის ადგილზე, სხვა რეაქციები შეყვანის ადგილზე (შეშუპება, სისხლდენა, მომატებული მგრძნობელობა, ანთება, წარმონაქმნები, ტკივილი ან რეაქცია ინექციის ადგილზე)

არახშირი

ადგილობრივი გაღიზიანება, კანის ნეკროზი ინექციის ადგილზე

ლაბორატორიული ანალიზების მონაცემები

იშვიათი

ჰიპერკალიემია*

ზოგიერთი არასასურველი რეაქციის აღწერა

სისხლდენა

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო სისხლდენა. ეს მოიცავს ძლიერ სისხლდენას, რომელიც აღენიშნა პაციენტების 4,2%-ს (ქირურგიული პაციენტები). ზოგიერთი აღნიშნული შემთხვევა იყო ლეტალური. ითვლება, რომ ქირურგიულ პაციენტებში სისხლდენა არის ძლიერი, თუ:

სისხლდენამ გამოიწვია მნიშვნელოვანი კლინიკური მოვლენა

მას თან ახლდა ჰემოგლობინის დონის დაქვეითება >2 გ/მლ-ით ან საჭირო გახდა 2 ან მეტი ერთეული სისხლის პრეპარატების გადასხმა

სისხლდენა რეტროპერიტონეალურ არეში ან ქალასშიდა სისხლდენა

როგორც სხვა ანტიკოაგულანტების შემთხვევაში, სისხლდენა შეიძლება განვითარდეს თანმხლები რისკ-ფაქტორების არსებობისას, როგორიცაა:

ორგანული დაზიანებები, რომლებიც იწვევს სისხლდენას

ინვაზიური პროცედურები ან ჰემოსტაზზე გავლენის მქონე პრეპარატების ერთდროულად გამოყენება.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

პროფილაქტიკა ქირურგიულ პაციენტებში

ძალიან ხშირი

სისხლდენაა

იშვიათი

სისხლდენა რეტროპერიტონეალურ არეში

პროფილაქტიკა თერაპიულ პაციენტებში

ხშირი

სისხლდენაა

ფათე-ით ან მის გარეშე ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა

ძალიან ხშირი

სისხლდენაა

არახშირი

ქალასშიდა სისხლდენა, სისხლდენა რეტროპერიტონეალურ არეში

ღვთ-ის და ფათე-ის ხანგრძლივი მკურნალობა აქტიური კიბოს მქონე პაციენტებში

ხშირიბ

სისხლდენაა

არასტაბილური სტენოკარდიისა და Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტების მკურნალობა:

ხშირი

სისხლდენაა

იშვიათი

სისხლდენა რეტროპერიტონეალურ არეში

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების მკურნალობა

ხშირი

სისხლდენაა

არახშირი

ქალასშიდა სისხლდენა, სისხლდენა რეტროპერიტონეალურ არეში

ა: როგორიცაა ჰემატომა, ეკქიმოზი (გარდა შეყვანის ადგილზე აღნიშნულისა), ჭრილობის ჰემატომა, ჰემატურია, სისხლდენა ცხვირიდან და კუჭ-ნაწლავური სისხლდენა

ბ: სიხშირე აღებულია რეტროსპექტული კვლევის საფუძველზე, რომელიც ჩატარდა 3526 პაციენტის მონაცემთა რეგისტრის მიხედვით.

თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

პროფილაქტიკა ქირურგიულ პაციენტებში

ძალიან ხშირი

თრომბოციტოზიგ

ხშირი

თრომბოციტოპენია

პროფილაქტიკა თერაპიულ პაციენტებში

არახშირი

თრომბოციტოპენია

ფათე-ით ან მის გარეშე ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა:

ძალიან ხშირი

თრომბიცოტოზიგ

ხშირი

თრომბოციტოპენია

ღვთ-ის და ფათე-ის ხანგრძლივი მკურნალობა აქტიური კიბოს მქონე პაციენტებში

უცნობია

თრომბოციტოპენია

არასტაბილური სტენოკარდიისა და Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა

არახშირი

თრომბოციტოპენია

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა

ხშირი

თრომბიცოტოზიგ

ძალიან იშვიათი

იმუნოალერგიული თრომბოციტოპენია

გ: (თრომბოციტების რაოდენობა >400 გ/ლ)

ბავშვები

ბავშვებში ნატრიუმის ენოქსაპარინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ, მიმართეთ სამედიცინო მუშაკს, ფარმაცევტს, ან გააგზავნეთ ინფორმაცია უშუალოდ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით ~სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაკეთობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი~

http://www.ndda.kz

დამატებითი ცნობები

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა

ერთი შპრიცი შეიცავს

აქტიურ ნივთიერებას - 40 მგ (4000 ანტი-Xa სე/0.4 მლ დოზირებისთვის), 60 მგ (6000 ანტი-Xa სე/0.6 მლ დოზირებისთვის), 80 მგ (8000 ანტი-Xa სე/0.8 მლ დოზირებისთვის) ნატრიუმის ენოქსაპარინს.

დამხმარე ნივთიერებებს - საინექციო წყალი.

ნატრიუმის ენოქსაპარინი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მიღებულია ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან მიღებული ჰეპარინის ბენზილის ეთერის ტუტე დეპოლიმერიზაციის გზით.

აღწერილობა, სუნი, გემო

უფეროდან მკრთალი ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

  • 4 მლ ხსნარი მინის შპრიცებში ნემსის დაცვის სისტემით.

წინასწარ შევსებულ 2 შპრიცს ათავსებენ პლასტმასის კონტეინერში. 5 კონტეინერს ყაზახურ და რუსულ ენებზე სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

  • 6 მლ ხსნარი მინის გრადუირებულ შპრიცებში ნემსის დაცვის სისტემით.

წინასწარ შევსებულ 2 შპრიცს ათავსებენ პლასტმასის კონტეინერში. 1 კონტეინერს ყაზახურ და რუსულ ენებზე სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

  • 8 მლ ხსნარი მინის გრადუირებულ შპრიცებში ნემსის დაცვის სისტემით.

წინასწარ შევსებულ 2 შპრიცს ათავსებენ პლასტმასის კონტეინერში. 5 კონტეინერს ყაზახურ და რუსულ ენებზე სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

სანოფი უინზროპ ინდასთრი

180 rue Jean Jaurès, Maisons-Alfort Cedex, 94700, საფრანგეთი

ტელეფონი: +33(0)145188300

ელ-ფოსტა: [email protected]

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

სანოფი უინზროპ ინდასთრი

რასპაის გამზირი 82, 94250 ჟანტიი, საფრანგეთი

ტელეფონი: +33(0)141247000

ელ-ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა), რომელიც იღებს მომხმარებლის პრეტენზიებს (წინადადებებს) სამკურნალო საშუალებების ხარისხთან დაკავშირებით და რომელიც პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე რეგისტრაციის შემდგომ დაკვირვებაზე:

შპა ~SwixxBiopharma (სვიქს ბიოფარმა)~

ყაზახეთის რესპუბლიკა, 050012 ქ. ალმათი, ჟამბილის ქუჩა სახლი 100

ტელეფონი: +7 727 339 1790

ელ-ფოსტის მისამართი: [email protected]

თარგმანი რუსულიდან ქართულ ენაზე სწორია

მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა