კეტოროლაკი გრინდექსი 30მგ/მლ
KETOROLAC GRINDEKS 30mg/ml
კეტოროლაკი-გრინდექსი საინექციო ხსნარი შეიცავს კეტოროლაკის ტრომეტამოლს (შემდეგში-კეტოროლაკი). კეტოროლაკი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს) ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. იგი გამოიყენება ხანმოკლე დროით ოპერაციის შემდგომი საშუალო და ძლიერი ტკივილებისას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოროლაკი (ketorolac)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- Santonika JSC, ლიტვა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
- ATC კოდი
- M01AB15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-021288
- რეგისტრირებულია
- 11 იანვარი 2017, მოქმედებს 11 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს გრინდეკსი-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
- GMP
- -
კეტოროლაკი გრინდექსი 30მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კეტოროლაკი-გრინდექსი საინექციო ხსნარი შეიცავს კეტოროლაკის ტრომეტამოლს (შემდეგში-კეტოროლაკი). კეტოროლაკი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს) ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.
იგი გამოიყენება ხანმოკლე დროით ოპერაციის შემდგომი საშუალო და ძლიერი ტკივილებისას. მკურნალობის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ საავადმყოფოში. სამკურნალო საშუალების გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 2 დღეს.
მიღების წესი და დოზირება
კეტოროლაკი-გრინდექსით მკურნალობა ინიშნება და კონტროლდება ექიმის მიერ. ჩვეულებისამებრ, მკურნალობას იწყებენ საავადმყოფოში.
კეტოროლაკს თქვენ შეგიყვანს ექიმი ან მედდა. წამლის შეყვანა შესაძლებელია კუნთში (ინტრამუსკულარულად) ან ვენაში (ინტრავენურად). ვენაში შეყვანისას ინექციის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 15 წამს; ინტრამუსკულარულად წამალი შეჰყავთ ნელა, ღრმად კუნთში.
არასასურველი გვერდითი მოვლენების შესამცირებლად წამალს ექიმი ნიშნავს სიმპტომების კონტროლისთვის აუცილებელი ყველაზე მცირე ეფექტური დოზით, ყველაზე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
უფროსი ასაკის პაციენტები
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებას აგრძელებენ 10-30 მგ შეყვანით ყოველ 4-6 საათში ტკივილების ინტენსიურობის შესაბამისად. ოპერაციის დამთავრებისთანავე წამლის შეყვანა შესაძლებელია ყოველ 2 საათში. ძლიერი ინტენსიური ტკივილებისას საწყისი დოზა შესაძლებელია იყოს 30 მგ. ექიმი ყოველთვის დანიშნავს შეძლებისდაგვარად მცირე ეფექტურ დოზას.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა უფროსი ასაკის პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციონირებისას და სხეულის მასით სულ მცირე 50 კგ არ უნდა აჭარბებდეს 90 მგ-ს. ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევითა და 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის პაციენტებში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს (იხილეთ შემდეგ).
თუ ტკივილები ძალიან ძლიერია, ექიმს შეუძლია დამატებით დანიშნოს სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ., პეტიდინი, მორფინი).
პაციენტები, რომლებიც იღებდენ კეტოროლაკის ინექციას და გადავიდნენ ამ წამლის შიგნით მიღებაზე, საერთო კომბინირებული სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 90 მგ-ს (60 მგ ხანდაზმული პაციენტებისათვის, პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევითა და 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის პაციენტებისათვის). წამლის ფორმის შეცვლისას, შიგნით მისაღები პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 40 მგ-ს. რეკომენდებულია წამლის შიგნით მიღებაზე შეძლებისდაგვარად სწრაფად გადასვლა.
კეტოროლაკით მკურნალობას წყვეტენ მაშინვე, როგორც კი მიღწეული იქნება სასურველი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
ხანდაზმული პაციენტები
65 წელზე ზემოთ პაციენტებისათვის წამლის დოზა უნდა შემცირდეს. საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს (იხილეთ ზემოთ). ხანდაზმულ პაციენტებში გაზრდილია გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკი, ამიტომ ექიმი ნიშნავს უმცირეს ეფექტურ დოზას ხანმოკლე დროის განმავლობაში, ასევე, რეგულარულად შეამოწმებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევა, აუცილებელია წამლის დოზის შემცირება. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს. პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმელების ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევა, წამლის მიღება დაუშვებელია (იხილეთ კეტოროლაკი-გრინდექსის შეყვანა დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში).
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
დოზების შერჩევა არ მოითხოვება, თუმცა წამალი მიღებულ უნდა იქნას სიფრთხილით (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
50 კგ ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტები
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს (იხილეთ ზემოთ).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო (იხ. კეტოროლაკი-გრინდექსი არ შეიყვანება შემდეგ შემთხვევებში).
მოზარდებში 16-დან 18 წლამდე ასაკში კეტოროლაკი გამოიყენება ისევე, როგორც მოზრდილებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
უწყვეტი მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 2 დღეს, რადგან გახანგრძლივებული მკურნალობით იზრდება არასასურველი გვერდითი მოვლენების რისკი.
კეტოროლაკი-გრინდექსის დანიშნული დოზის გადაჭარბება
რადგან მკურნალობა იწყება საავადმყოფოში და ინექცია შეჰყავს ექიმს ან მედდას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღებთ დანიშნულ პრეპარატზე მეტს.
დოზის მწვავე გადაჭარბებისას, შესაძლებელია წარმოიშვას ძილიანობა, პირღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, პეპტიური წყლული და/ან ეროზიული გასტრიტი, სისხლედნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მომატებული არტერიული წნევა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, სუნთქვის დარღვევა, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, კომა (იშვიათად).
მკურნალობა სიმპტომურია და მოიცავს პაციენტზე გულმოდგინე დაკვირვებას, აგრეთვე, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის კონტროლს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიულია კეტოროლაკის ან ამ პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6), ასევე, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიმართ;
თუ აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან სხვა პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორები თქვენში იწვევს ალერგიულ რეაქციებს (რაც გამოიხატება ასთმის, ცხვირის ლორწოვანის ანთების, ჭინჭრის ციების ან სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპებისა და ანგიონევროზული შეშუპების სახით);
თუ გაქვთ ბრონქიალური ასთმა;
თუ გაქვთ ცხვირის პოლიპოზის სინდრომი ნაწილობრივი ან სრული, ანგიონევროზული შეშუპება ან ბრონქოსპაზმი;
თუ გაქვთ კუჭის დადასტურებული აქტიური წყლული ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია (ორგანოს კედლების გამჭოლი დაზიანება);
თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა;
თუ ორგანიზმში გაქვთ სისხლის შემცირებული რაოდენობა (ჰიპოვოლემია) ან დაკარგეთ ბევრი სითხე (დეჰიდრატაცია);
თუ ღებულობთ აცეტილსალიცილისმჟავას (ასპირინი);
თუ ღებულობთ სხვა აასს-ს, პენტოქსიფილინს, პრობენეციდს ან ლითიუმის მარილებს;
თუ ღებულობთ ანტიკოაგულანტებს (მაგ. ვარფარინი, ჰეპარინი);
თუ არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია ტვინში სისხლჩაქცევა;
თუ ჩატარებული გაქვთ ქირურგიული ოპერაცია სისხლდენის დიდი რისკით ან არსებობს ჰემოსტაზის დარღვევა (სისხლდენის შეწყვეტა);
თუ მიდრეკილი ხართ სისხლდენისკენ ან ჰემორაგიული დიათეზისკენ (გამოიხატება კანზე, კანქვეშ სისხლჩაქცევის განმეორებითი განვითარების, ღრძილებიდან სისხლდენის, ჭრილობიდან სისხლდენის სახით), მათ შორის, სისხლის შედედების დარღვევა (კოაგულაცია);
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პროფილაქტიკური ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით ქირურგიული ოპერაციის წინ ან
ოპერაციის დროს;
ფეხმძიმობის, მშობიარობისა და ლაქტაციის დროს;
არ მიიღება ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში;
კეტოროლაკი-გრინდექსი საინექციო ხსნარი არ შეიყვანება ეპიდურალურად (ხერხემლის არხის მიდამოში) ან ინტრათეკალურად (ზურგის ტვინისა და თავის ტვინის გარსებს შორის სითხეში).
სიფრთხილის ზომები
კეტოროლაკი-გრინდექსის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია, თუ პაციენტს აქვს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებიდან ან მდგომარეობიდან ერთ-ერთი:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევა, ან მუქი ფერის, სისხლიანი განავალი (იხილეთ შემდეგი);
ნაწლავების ანთებითი დაავადებები – წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, რადგანაც შესაძლოა დაავადების გამწვავება (იხ. მე-4 პუნქტი);
ღვიძლის ან თირკმელის ფუნქციის დარღვევა;
გულის ფუნქციის დარღვევა, თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან თვლის, რომ არსებობს ჩამოთვლილ დაავადებათა რისკი (მაგ. Aარტერიული წნევის მომატება, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე და თუ პაციენტი არის მწეველი);
თუ აღინიშნება გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;
შეშუპებული ხელები, ტერფები და სხეულის სხვა ნაწილები;
გაძნელებული სუნთქვა, ადრე აღენიშნებოდა ასთმის შეტევები;
თუ პაციენტი იღებს სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (ანტიკოაგულანტები);
სისხლდენა საოპერაციო ჭრილობიდან;
პაციენტი გეგმავს ორსულობას, ან თუ მას აქვს დაორსულების პრობლემა (იხ. ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა);
პაციენტის ასაკი აღემატება 65 წელს (იხ. პუნქტი 3).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული და პერფორაცია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული და პერფორაცია (ასევე, ფატალური შედეგით), შესაძლებელია წარმოიშვას აასს გამოყენების ხანგრძლივობისგან დამოუკიდებლად. გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესახებ, შესაძლებელია, მოწმობდეს გამაფრთხილებელი სიმპტომები, თუმცა ისინი შეიძლება არც გამოვლინდეს, აგრეთვე, შესაძლებელია გვერდითი მოვლენები გამოუვლინდეთ პაციენტებს, რომელთაც ადრე არ ჰქონიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულისა და პერფორაციის რისკი მეტია აასს დიდი დოზის მიღებისას, პაციენტებში, რომელთაც აქვთ წყლული ანამნეზში, განსაკუთრებით, თუ წარმოიშვება გართულებები – სისხლდენა ან პერფორაცია, ასაკოვან ადამიანებში. ასეთ პაციენტებს ექიმი უნიშნავს შეძლებისდაგვარად დაბალ დოზას. ასეთ შემთხვევებში, აგრეთვე მაშინ, როცა მიიღება ასპირინი მცირე დოზებით ან სხვა პრეპარატები, რომელთაც შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი მოვლენების წარმოშობის რისკი, ექიმს დამატებით შეუძლია დანიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის დამცავი პრეპარატები, მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
პაციენტებმა (განსაკუთრებით, ხანდაზმულებმა), რომელთაც ადრე დასმული აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის დიაგნოზი, უნდა შეატყობინონ ექიმს მუცლის ღრუსთან დაკავშირებული ყოველი სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
სიფრთხილე უნდა დაიცვან პაციენტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებენ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი: მაგალითად, შიგნით მისაღები კორტიკოსტეროიდები, ანტიდეპრესანტები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) ან ანტითრომბოზული საშუალებები (მაგ. ასპირინი) (იხ. სხვა წამლები და კეტოროლაკი-გრინდექსი).
იმ შემთხვევაში, თუ კეტოროლაკის გამოყენებისას გამოვლენილ იქნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან წყლული, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
სხვა გაფრთხილებები
აასს გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესება, ამიტომ, პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმელების უმნიშვნელო დარღვევები, ექიმი შეურჩევს მცირე დოზას (იხ. პუნქტი 3) და პერიოდულად შეუმოწმებს თირკმელების ფუნქციას.
კეტოროლაკი-გრინდექსით მკურნალობისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების ცვლილებები. ეს გადახრები, შეიძლება იყოს გარდამავალი, დარჩეს მუდმივად ან პროგრესირდეს თერაპიის გაგრძელებისას.
ისეთი პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად, კეტოროლაკი-გრინდექსი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების რამდენადმე მომატებულ რისკთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან (ინსულტი). პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივი მოხმარებისას არსებობს ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევათა დიდი რისკი. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული დიდი დოზებითა და რეკომენდებულზე მეტი ხნით.
მიღებულია შეტყობინებები კანის მძიმე დაავადებების შესახებ (ზოგიერთი მათგანი, ლეტალური შედეგით), მათ შორის, ექსფოლიატური დერმატიტით, სტივენს-ჯონსონის სინდრომით და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზით (იხ. პუნქტი 4). არასასურველი გვერდითი მოვლენების რისკი მეტია თერაპიის დასაწყისში. კანზე გამონაყარის გაჩენის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, კეტოროლაკის მიღება უნდა შეწყდეს.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო. (იხ. კეტოროლაკი-გრინდექსი არ შეიყვანება შემდეგ შემთხვევებში).
კეტოროლაკი-გრინდექსის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ექთანს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ან შესაძლოა იღებდა ახლო წარსულში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კეტოროლაკი-გრინდექსმა შესაძლოა შეცვალოს სხვა პრეპარატების მოქმედება, აგრეთვე, სხვა პრეპარატებს შეუძლია გავლენა იქონიოს კეტოროლაკი-გრინდექსის მოქმედებაზე.
კეტოროლაკი-გრინდექსის ინექციის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პაციენტმა ექიმს ან ექთანს უამბოს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს მიღების შესახებ:
სხვა აასს ან ასპირინი;
ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი);
პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის მკურნალობისას);
პენტოქსიფილინი (სისხლძაღვების გაფართოებისა და სისხლის ცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატი);
ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური მდგომარეობის მკურნალობისას).
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იღებს ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთს, მაშინ არ შეიძლება მისთვის კეტოროლაკი-გრინდექსის ინექციის შეყვანა.
პაციენტმა ექიმს ან ექთანს უნდა უამბოს, თუ იგი იღებს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:
ანტითრომბული საშუალებები;
ანტიდეპრესანტები, ე. წ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ანუ სუსი (მაგ. ფლუოქსეტინი, ციტალოპრამი);
თრომბოლიზური საშუალებები;
კორტიკოსტეროიდები;
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (მაგ., ენალაპრილი);
დიურეზული საშუალებები, მაგალითად, ფუროსემიდი (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატი);
საგულე გლიკოზიდები (მაგ., დიგოქსინი);
მეტოტრექსატი (გამოიყენება კანის პრობლემების, ართრიტისა და კიბოს სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი, ტაკროლიმი (გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ);
ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები, მაგ., ციპროფლოქსაცინი (ინფექციების სამკურნალოდ);
ზიდოვუდინი, რიტონავირი (შიდსის სამკურნალოდ);
ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ., ფენიტოინი);
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები;
კუნთების მოსადუნებელი პრეპარატები (მაგ., ბაკლოფენი)
მიფეპრისტონი (გამოიყენება ადრეული ორსულობის შეწყვეტისთვის ან მშობიარობის გამოსაწვევად მკვდარი ნაყოფის შემთხვევაში).
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ არის ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
წამლის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისას დამტკიცებული არ არის. ამიტომ კეტოროლაკი-გრინდექსის გამოყენება დაუშვებელია ორსულობისას (იხ. კეტოროლაკი-გრინდექსის შეყვანა დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში).
პრეპარატი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს ამ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია (იხ. კეტოროლაკი-გრინდექსის შეყვანა არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში).
მოცემული წამლის გამოყენებამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფიერებაზე და იგი რეკომენდებული არ არის იმ ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. დაორსულების პრობლემის მქონე ქალებში ან იმ ქალებში, რომლებიც უშვილობაზე გამოკვლევებს იტარებენ, კეტოროლაკის მიღება უნდა შეწყდეს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კეტოროლაკი-გრინდექსით მკურნალობისას, შესაძლებელია ზოგიერთმა პაციენტმა იგრძნოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის დარღვევა და კონცენტრირების შეუძლებლობა. რომელიმე სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა.
კეტოროლაკი-გრინდექსი შეიცავს ეთილის სპირტს, ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ჰიდროქსიდსა და დინატრიუმის ედეტატს
ეს წამალი შეიცავს 10 ობ.% ეთილის სპირტს (ალკოჰოლი) და ან 100 მგ დოზაში, რაც 1,9 მლ ლუდის, 0,8 მლ ღვინის ექვივალენტურია (აბსოლუტურ ეთილის სპირტზე გადაყვანით). ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას მომატებული რისკის ჯგუფებში კეტოროლაკის შეყვანისას: ღვიძლით ან ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში. პრეპარატი საშიშია ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისათვის.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1,74 მგ ნატრიუმს, ანუ პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაში-არსებითად არის ნატრიუმის შემცველობის გარეშე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდით მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ყველაზე ხშირად გამოხატული არასასურველი გვერდითი ეფექტებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (იხილეთ შემდეგ).
ხშირად (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ხელის თითების, კოჭების და/ან ტერფებისშეშუპება;
სხეულის მასის მომატება, ანორექსია;
არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, შეწითლება, სიფერმკრთალე;
ქავილი, პურპურა (წვრილი მეწამული-წითელი ფერის სისხლჩაქცევები კანზე).
უფრო ნაკლებად (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ოპერაციისშემდგომი სისხლდენა ჭრილობიდან, სისხლჩაქცევები, სისხლდენა ცხვირიდან;
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები – ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სხვადასხვა ორგანოს შეშუპების სახით, კანზე გამონაყარით, სუნთქვის უკმარისობით, არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითებით, რომელიც იწვევს თავბრუსხვევასა და ცნობიერების დაკარგვას; შესაძლებელია იყოს ლეტალური შედეგით), ბრონქოსპაზმები, ხორხის შეშუპება, დაქვეითებული არტერიული წნევა, კანის შეწითლება, გამონაყარი;
ძილიანობა, აზროვნების დარღვევა, კონცენტრირების შეუძლებლობა, ჰალუცინაციები;
თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ასეპტიური მენინგიტი (ტვინის გარსის ანთება, რისი ნიშნებიც შეიძლება იყოს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კეფის კუნთების რიგიდობა, სხეულის ტემპერატურის მომატება);
მხედველობის დარღვევა;
ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა, ვერტიგო;
გახშირებული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში;
ქოშინი, ასთმა, ფილტვების შეშუპება;
სიყვითლე, ჰეპატიტი;
ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი (კანის ანთება წყლულებითა და აქერცვლით);
ჰემოლიზური ურემიური სინდრომი (რის ნიშნებსაც წარმოადგენს კრუნჩხვისმაგვარი ტკივილები მუცელში, სისხლიანი ფაღარათი, მოშარდის შეუძლებლობა, სისუსტე), თირკმლის მწვავე უკმარისობა;
სისუსტე, დაღლილობა, უღონობა, ციებ-ცხელება.
იშვიათად (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ტკივილი ინექციის ადგილას;
ძალიან იშვიათად (10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
კანის განსაკუთრებით მძიმე რეაქციები წყლულებით ან ბუშტუკებით კანზე, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი ან ლაიელის სინდრომი.
უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
უძილობა, მოუსვენრობა, ნევროზულობა, აღგზნებადობა, დაბნეულობა, დეპრესია, ეიფორია, ბოდვა, ფსიქოზური რეაქციები;
თავბრუსხვევა, გემოს შეგრძნების ცვლილება, კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, ჰიპერკინეზია (არაადექვატური, სპონტანური მოძრაობები);
მხედველობის ნერვის ანთება;
გულის მოქმედების შენელება;
შესაძლო პეპტიური (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის) წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (სისხლი განავალში, სისხლი ამონაღებ მასაში), ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები); გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, მუცლის ტკივილი, წყლულოვანი სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, პირის სიშრალის შეგრძნება, საყლაპავის ანთება, ბოყინი, კუჭის სისავსის შეგრძნება, აირების გაძლიერებული წარმოქმნა კუჭში ან ნაწლავებში, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, კოლიტის გამწვავება (მსხვილი ნაწლავის ანთება) ან კრონის დაავადება; უფრო იშვიათად აღინიშნება გასტრიტი (კუჭის ლორწოვანის ანთება);
ღვიძლის უკმარისობა;
შუქის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მაკულო-პაპულოზური ან წითელას მსგავსი გამონაყარი, erythema multiforme (კანის ანთება ქავილის გამომწვევი, მოწითალო ან ღია ვარდისფერი ჩირქოვანი გამონაყარით, ხშირად ,,სამიზნის” ფორმით, ღია ფერის ცენტრის ირგვლივ წითელი ან ღია ვარდისფერი წრით);
ჩონჩხ-კუნთოვანი და თანმდევი სისტემის ფუნქციონალური დარღვევები, კუნთების ტკივილი;
თირკმელების ფუნქციის დარღვევა: თირკმელების დაზიანება (ნეფროტოქსიურობა), მათ შორის, ხშირი შარდვა, შარდის რაოდენობის შემცირება, გვერდის ტკივილი (შარდში სისხლის გამოყოფით ან სისხლის გამოყოფის გარეშე), ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმელების ანთება), შარდის შეკავება, ნეფროზული სინდრომი (თირკმელების ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს შარდში ცილების არსებობას, ძლიერ შეშუპებას, ცხიმების მომატებულ რაოდენობას სისხლში);
უნაყოფობა (ქალებში);
გადაჭარბებული წყურვილი, მომატებული ოფლიანობა;
ნატრიუმის დაქვეითებული რაოდენობა სისხლში, კალიუმის მომატებული რაოდენობა სისხლში, პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის მომატებული დონე, სისხლდენის ხანგრძლივობის მომატება, გადახრა სისხლის ანალიზის/სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები (თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია), ნორმიდან გადახრა ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში.
აასს მიღებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა შეტყობინება შეშუპების, მომატებული არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის შესახებ.
ისეთი წამლების გამოყენება, როგორიცაა კეტოროლაკი-გრინდექსი, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გულის შეტევის რამდენადმე მომატებულ რისკთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევასთან (ინსულტი).
ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ეს, ასევე, ეხება შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში. თქვენ, აგრეთვე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ უშუალოდ წამლის სახელმწიფო სააგენტოს, იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003.
ტელ: +371 67078400; ფაქსი: +371 67078428.
ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა კეტოროლაკის ტრომეტამოლი (Ketorolacum trometamolum).
თითოეული ამპულა (1 მლ) შეიცავს 30 მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ეთილის სპირტი 96%, დინატრიუმის ედეტატი, 5 M ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავას ხსნარი (pH რეგულირებისათვის), საინექციო წყალი.
კეტოროლაკი-გრინდექსის ფორმა და შეფუთვა
გამჭვირვალე, მოყვითალო ხსნარი.
1 მლ ხსნარი I ჰიდროლიზური კლასის უფერო ბორსილიკატის მინის ამპულაში, რომელზეც მოთავსებულია გადატეხვის ხაზი ან წერტილი.
5 ამპულა პვქ ქვესადგამზე.
2 ქვესადგამი (10 ამპულა) მუყაოს შეკვრაში.
20 ქვესადგამი (100 ამპულა) მუყაოს შეკვრაში (განკუთვნილია სტაციონარში გამოსაყენებლად).
შეფუთვის ყველა ფორმა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში წარმოდგენილი.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეთანხმებულია გალ 23-10-2014
Gგამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
კეტოროლაკი-გრინდექსი 30 მგ/მლ საინექციოხსნარი
Ketorolacum trometamolum
Pპრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ერთნაირია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხ. ნაწილი 4).
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს კეტოროლაკი-გრინდექსი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კეტოროლაკი-გრინდექსის გამოყენებამდე
კეტოროლაკი-გრინდექსის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
კეტოროლაკი-გრინდექსის შენახვის წესი
გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს კეტოროლაკი-გრინდექსი და რისთვის გამოიყენება იგი
კეტოროლაკი-გრინდექსი საინექციო ხსნარი შეიცავს კეტოროლაკის ტრომეტამოლს (შემდეგში-კეტოროლაკი). კეტოროლაკი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს) ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.
იგი გამოიყენება ხანმოკლე დროით ოპერაციის შემდგომი საშუალო და ძლიერი ტკივილებისას. მკურნალობის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ საავადმყოფოში. სამკურნალო საშუალების გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 2 დღეს.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა კეტოროლაკი-გრინდექსის გამოყენებამდე
კეტოროლაკი-გრინდექსი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ ხართ ალერგიულია კეტოროლაკის ან ამ პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6), ასევე, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიმართ;
თუ აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან სხვა პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორები თქვენში იწვევს ალერგიულ რეაქციებს (რაც გამოიხატება ასთმის, ცხვირის ლორწოვანის ანთების, ჭინჭრის ციების ან სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპებისა და ანგიონევროზული შეშუპების სახით);
თუ გაქვთ ბრონქიალური ასთმა;
თუ გაქვთ ცხვირის პოლიპოზის სინდრომი ნაწილობრივი ან სრული, ანგიონევროზული შეშუპება ან ბრონქოსპაზმი;
თუ გაქვთ კუჭის დადასტურებული აქტიური წყლული ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია (ორგანოს კედლების გამჭოლი დაზიანება);
თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა;
თუ ორგანიზმში გაქვთ სისხლის შემცირებული რაოდენობა (ჰიპოვოლემია) ან დაკარგეთ ბევრი სითხე (დეჰიდრატაცია);
თუ ღებულობთ აცეტილსალიცილისმჟავას (ასპირინი);
თუ ღებულობთ სხვა აასს-ს, პენტოქსიფილინს, პრობენეციდს ან ლითიუმის მარილებს;
თუ ღებულობთ ანტიკოაგულანტებს (მაგ. ვარფარინი, ჰეპარინი);
თუ არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია ტვინში სისხლჩაქცევა;
თუ ჩატარებული გაქვთ ქირურგიული ოპერაცია სისხლდენის დიდი რისკით ან არსებობს ჰემოსტაზის დარღვევა (სისხლდენის შეწყვეტა);
თუ მიდრეკილი ხართ სისხლდენისკენ ან ჰემორაგიული დიათეზისკენ (გამოიხატება კანზე, კანქვეშ სისხლჩაქცევის განმეორებითი განვითარების, ღრძილებიდან სისხლდენის, ჭრილობიდან სისხლდენის სახით), მათ შორის, სისხლის შედედების დარღვევა (კოაგულაცია);
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პროფილაქტიკური ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით ქირურგიული ოპერაციის წინ ან
ოპერაციის დროს;
ფეხმძიმობის, მშობიარობისა და ლაქტაციის დროს;
არ მიიღება ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში;
კეტოროლაკი-გრინდექსი საინექციო ხსნარი არ შეიყვანება ეპიდურალურად (ხერხემლის არხის მიდამოში) ან ინტრათეკალურად (ზურგის ტვინისა და თავის ტვინის გარსებს შორის სითხეში).
გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები გამოყენებისას
კეტოროლაკი-გრინდექსის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია, თუ პაციენტს აქვს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებიდან ან მდგომარეობიდან ერთ-ერთი:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევა, ან მუქი ფერის, სისხლიანი განავალი (იხილეთ შემდეგი);
ნაწლავების ანთებითი დაავადებები – წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, რადგანაც შესაძლოა დაავადების გამწვავება (იხ. მე-4 პუნქტი);
ღვიძლის ან თირკმელის ფუნქციის დარღვევა;
გულის ფუნქციის დარღვევა, თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან თვლის, რომ არსებობს ჩამოთვლილ დაავადებათა რისკი (მაგ. Aარტერიული წნევის მომატება, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე და თუ პაციენტი არის მწეველი);
თუ აღინიშნება გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;
შეშუპებული ხელები, ტერფები და სხეულის სხვა ნაწილები;
გაძნელებული სუნთქვა, ადრე აღენიშნებოდა ასთმის შეტევები;
თუ პაციენტი იღებს სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (ანტიკოაგულანტები);
სისხლდენა საოპერაციო ჭრილობიდან;
პაციენტი გეგმავს ორსულობას, ან თუ მას აქვს დაორსულების პრობლემა (იხ. ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა);
პაციენტის ასაკი აღემატება 65 წელს (იხ. პუნქტი 3).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული და პერფორაცია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული და პერფორაცია (ასევე, ფატალური შედეგით), შესაძლებელია წარმოიშვას აასს გამოყენების ხანგრძლივობისგან დამოუკიდებლად. გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესახებ, შესაძლებელია, მოწმობდეს გამაფრთხილებელი სიმპტომები, თუმცა ისინი შეიძლება არც გამოვლინდეს, აგრეთვე, შესაძლებელია გვერდითი მოვლენები გამოუვლინდეთ პაციენტებს, რომელთაც ადრე არ ჰქონიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულისა და პერფორაციის რისკი მეტია აასს დიდი დოზის მიღებისას, პაციენტებში, რომელთაც აქვთ წყლული ანამნეზში, განსაკუთრებით, თუ წარმოიშვება გართულებები – სისხლდენა ან პერფორაცია, ასაკოვან ადამიანებში. ასეთ პაციენტებს ექიმი უნიშნავს შეძლებისდაგვარად დაბალ დოზას. ასეთ შემთხვევებში, აგრეთვე მაშინ, როცა მიიღება ასპირინი მცირე დოზებით ან სხვა პრეპარატები, რომელთაც შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი მოვლენების წარმოშობის რისკი, ექიმს დამატებით შეუძლია დანიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის დამცავი პრეპარატები, მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
პაციენტებმა (განსაკუთრებით, ხანდაზმულებმა), რომელთაც ადრე დასმული აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის დიაგნოზი, უნდა შეატყობინონ ექიმს მუცლის ღრუსთან დაკავშირებული ყოველი სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
სიფრთხილე უნდა დაიცვან პაციენტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებენ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი: მაგალითად, შიგნით მისაღები კორტიკოსტეროიდები, ანტიდეპრესანტები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) ან ანტითრომბოზული საშუალებები (მაგ. ასპირინი) (იხ. სხვა წამლები და კეტოროლაკი-გრინდექსი).
იმ შემთხვევაში, თუ კეტოროლაკის გამოყენებისას გამოვლენილ იქნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან წყლული, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
სხვა გაფრთხილებები
აასს გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესება, ამიტომ, პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმელების უმნიშვნელო დარღვევები, ექიმი შეურჩევს მცირე დოზას (იხ. პუნქტი 3) და პერიოდულად შეუმოწმებს თირკმელების ფუნქციას.
კეტოროლაკი-გრინდექსით მკურნალობისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების ცვლილებები. ეს გადახრები, შეიძლება იყოს გარდამავალი, დარჩეს მუდმივად ან პროგრესირდეს თერაპიის გაგრძელებისას.
ისეთი პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად, კეტოროლაკი-გრინდექსი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების რამდენადმე მომატებულ რისკთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან (ინსულტი). პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივი მოხმარებისას არსებობს ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევათა დიდი რისკი. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული დიდი დოზებითა და რეკომენდებულზე მეტი ხნით.
მიღებულია შეტყობინებები კანის მძიმე დაავადებების შესახებ (ზოგიერთი მათგანი, ლეტალური შედეგით), მათ შორის, ექსფოლიატური დერმატიტით, სტივენს-ჯონსონის სინდრომით და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზით (იხ. პუნქტი 4). არასასურველი გვერდითი მოვლენების რისკი მეტია თერაპიის დასაწყისში. კანზე გამონაყარის გაჩენის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, კეტოროლაკის მიღება უნდა შეწყდეს.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო. (იხ. კეტოროლაკი-გრინდექსი არ შეიყვანება შემდეგ შემთხვევებში).
კეტოროლაკი-გრინდექსის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ექთანს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ან შესაძლოა იღებდა ახლო წარსულში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კეტოროლაკი-გრინდექსმა შესაძლოა შეცვალოს სხვა პრეპარატების მოქმედება, აგრეთვე, სხვა პრეპარატებს შეუძლია გავლენა იქონიოს კეტოროლაკი-გრინდექსის მოქმედებაზე.
კეტოროლაკი-გრინდექსის ინექციის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პაციენტმა ექიმს ან ექთანს უამბოს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს მიღების შესახებ:
სხვა აასს ან ასპირინი;
ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი);
პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის მკურნალობისას);
პენტოქსიფილინი (სისხლძაღვების გაფართოებისა და სისხლის ცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატი);
ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური მდგომარეობის მკურნალობისას).
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იღებს ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთს, მაშინ არ შეიძლება მისთვის კეტოროლაკი-გრინდექსის ინექციის შეყვანა.
პაციენტმა ექიმს ან ექთანს უნდა უამბოს, თუ იგი იღებს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:
ანტითრომბული საშუალებები;
ანტიდეპრესანტები, ე. წ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ანუ სუსი (მაგ. ფლუოქსეტინი, ციტალოპრამი);
თრომბოლიზური საშუალებები;
კორტიკოსტეროიდები;
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (მაგ., ენალაპრილი);
დიურეზული საშუალებები, მაგალითად, ფუროსემიდი (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატი);
საგულე გლიკოზიდები (მაგ., დიგოქსინი);
მეტოტრექსატი (გამოიყენება კანის პრობლემების, ართრიტისა და კიბოს სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი, ტაკროლიმი (გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ);
ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები, მაგ., ციპროფლოქსაცინი (ინფექციების სამკურნალოდ);
ზიდოვუდინი, რიტონავირი (შიდსის სამკურნალოდ);
ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ., ფენიტოინი);
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები;
კუნთების მოსადუნებელი პრეპარატები (მაგ., ბაკლოფენი)
მიფეპრისტონი (გამოიყენება ადრეული ორსულობის შეწყვეტისთვის ან მშობიარობის გამოსაწვევად მკვდარი ნაყოფის შემთხვევაში).
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ არის ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
წამლის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისას დამტკიცებული არ არის. ამიტომ კეტოროლაკი-გრინდექსის გამოყენება დაუშვებელია ორსულობისას (იხ. კეტოროლაკი-გრინდექსის შეყვანა დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში).
პრეპარატი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს ამ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია (იხ. კეტოროლაკი-გრინდექსის შეყვანა არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში).
მოცემული წამლის გამოყენებამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფიერებაზე და იგი რეკომენდებული არ არის იმ ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. დაორსულების პრობლემის მქონე ქალებში ან იმ ქალებში, რომლებიც უშვილობაზე გამოკვლევებს იტარებენ, კეტოროლაკის მიღება უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვა
კეტოროლაკი-გრინდექსით მკურნალობისას, შესაძლებელია ზოგიერთმა პაციენტმა იგრძნოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის დარღვევა და კონცენტრირების შეუძლებლობა. რომელიმე სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა.
კეტოროლაკი-გრინდექსი შეიცავს ეთილის სპირტს, ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ჰიდროქსიდსა და დინატრიუმის ედეტატს
ეს წამალი შეიცავს 10 ობ.% ეთილის სპირტს (ალკოჰოლი) და ან 100 მგ დოზაში, რაც 1,9 მლ ლუდის, 0,8 მლ ღვინის ექვივალენტურია (აბსოლუტურ ეთილის სპირტზე გადაყვანით). ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას მომატებული რისკის ჯგუფებში კეტოროლაკის შეყვანისას: ღვიძლით ან ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში. პრეპარატი საშიშია ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისათვის.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1,74 მგ ნატრიუმს, ანუ პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაში-არსებითად არის ნატრიუმის შემცველობის გარეშე.
- როგორ გამოიყენება კეტოროლაკი-გრინდექსი
კეტოროლაკი-გრინდექსით მკურნალობა ინიშნება და კონტროლდება ექიმის მიერ. ჩვეულებისამებრ, მკურნალობას იწყებენ საავადმყოფოში.
კეტოროლაკს თქვენ შეგიყვანს ექიმი ან მედდა. წამლის შეყვანა შესაძლებელია კუნთში (ინტრამუსკულარულად) ან ვენაში (ინტრავენურად). ვენაში შეყვანისას ინექციის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 15 წამს; ინტრამუსკულარულად წამალი შეჰყავთ ნელა, ღრმად კუნთში.
არასასურველი გვერდითი მოვლენების შესამცირებლად წამალს ექიმი ნიშნავს სიმპტომების კონტროლისთვის აუცილებელი ყველაზე მცირე ეფექტური დოზით, ყველაზე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
უფროსი ასაკის პაციენტები
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებას აგრძელებენ 10-30 მგ შეყვანით ყოველ 4-6 საათში ტკივილების ინტენსიურობის შესაბამისად. ოპერაციის დამთავრებისთანავე წამლის შეყვანა შესაძლებელია ყოველ 2 საათში. ძლიერი ინტენსიური ტკივილებისას საწყისი დოზა შესაძლებელია იყოს 30 მგ. ექიმი ყოველთვის დანიშნავს შეძლებისდაგვარად მცირე ეფექტურ დოზას.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა უფროსი ასაკის პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციონირებისას და სხეულის მასით სულ მცირე 50 კგ არ უნდა აჭარბებდეს 90 მგ-ს. ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევითა და 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის პაციენტებში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს (იხილეთ შემდეგ).
თუ ტკივილები ძალიან ძლიერია, ექიმს შეუძლია დამატებით დანიშნოს სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ., პეტიდინი, მორფინი).
პაციენტები, რომლებიც იღებდენ კეტოროლაკის ინექციას და გადავიდნენ ამ წამლის შიგნით მიღებაზე, საერთო კომბინირებული სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 90 მგ-ს (60 მგ ხანდაზმული პაციენტებისათვის, პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევითა და 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის პაციენტებისათვის). წამლის ფორმის შეცვლისას, შიგნით მისაღები პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 40 მგ-ს. რეკომენდებულია წამლის შიგნით მიღებაზე შეძლებისდაგვარად სწრაფად გადასვლა.
კეტოროლაკით მკურნალობას წყვეტენ მაშინვე, როგორც კი მიღწეული იქნება სასურველი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
ხანდაზმული პაციენტები
65 წელზე ზემოთ პაციენტებისათვის წამლის დოზა უნდა შემცირდეს. საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს (იხილეთ ზემოთ). ხანდაზმულ პაციენტებში გაზრდილია გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკი, ამიტომ ექიმი ნიშნავს უმცირეს ეფექტურ დოზას ხანმოკლე დროის განმავლობაში, ასევე, რეგულარულად შეამოწმებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევა, აუცილებელია წამლის დოზის შემცირება. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს. პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმელების ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევა, წამლის მიღება დაუშვებელია (იხილეთ კეტოროლაკი-გრინდექსის შეყვანა დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში).
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
დოზების შერჩევა არ მოითხოვება, თუმცა წამალი მიღებულ უნდა იქნას სიფრთხილით (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
50 კგ ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტები
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს (იხილეთ ზემოთ).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო (იხ. კეტოროლაკი-გრინდექსი არ შეიყვანება შემდეგ შემთხვევებში).
მოზარდებში 16-დან 18 წლამდე ასაკში კეტოროლაკი გამოიყენება ისევე, როგორც მოზრდილებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
უწყვეტი მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 2 დღეს, რადგან გახანგრძლივებული მკურნალობით იზრდება არასასურველი გვერდითი მოვლენების რისკი.
კეტოროლაკი-გრინდექსის დანიშნული დოზის გადაჭარბება
რადგან მკურნალობა იწყება საავადმყოფოში და ინექცია შეჰყავს ექიმს ან მედდას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღებთ დანიშნულ პრეპარატზე მეტს.
დოზის მწვავე გადაჭარბებისას, შესაძლებელია წარმოიშვას ძილიანობა, პირღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, პეპტიური წყლული და/ან ეროზიული გასტრიტი, სისხლედნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მომატებული არტერიული წნევა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, სუნთქვის დარღვევა, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, კომა (იშვიათად).
მკურნალობა სიმპტომურია და მოიცავს პაციენტზე გულმოდგინე დაკვირვებას, აგრეთვე, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის კონტროლს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდით მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ყველაზე ხშირად გამოხატული არასასურველი გვერდითი ეფექტებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (იხილეთ შემდეგ).
ხშირად (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ხელის თითების, კოჭების და/ან ტერფებისშეშუპება;
სხეულის მასის მომატება, ანორექსია;
არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, შეწითლება, სიფერმკრთალე;
ქავილი, პურპურა (წვრილი მეწამული-წითელი ფერის სისხლჩაქცევები კანზე).
უფრო ნაკლებად (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ოპერაციისშემდგომი სისხლდენა ჭრილობიდან, სისხლჩაქცევები, სისხლდენა ცხვირიდან;
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები – ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სხვადასხვა ორგანოს შეშუპების სახით, კანზე გამონაყარით, სუნთქვის უკმარისობით, არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითებით, რომელიც იწვევს თავბრუსხვევასა და ცნობიერების დაკარგვას; შესაძლებელია იყოს ლეტალური შედეგით), ბრონქოსპაზმები, ხორხის შეშუპება, დაქვეითებული არტერიული წნევა, კანის შეწითლება, გამონაყარი;
ძილიანობა, აზროვნების დარღვევა, კონცენტრირების შეუძლებლობა, ჰალუცინაციები;
თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ასეპტიური მენინგიტი (ტვინის გარსის ანთება, რისი ნიშნებიც შეიძლება იყოს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კეფის კუნთების რიგიდობა, სხეულის ტემპერატურის მომატება);
მხედველობის დარღვევა;
ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა, ვერტიგო;
გახშირებული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში;
ქოშინი, ასთმა, ფილტვების შეშუპება;
სიყვითლე, ჰეპატიტი;
ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი (კანის ანთება წყლულებითა და აქერცვლით);
ჰემოლიზური ურემიური სინდრომი (რის ნიშნებსაც წარმოადგენს კრუნჩხვისმაგვარი ტკივილები მუცელში, სისხლიანი ფაღარათი, მოშარდის შეუძლებლობა, სისუსტე), თირკმლის მწვავე უკმარისობა;
სისუსტე, დაღლილობა, უღონობა, ციებ-ცხელება.
იშვიათად (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ტკივილი ინექციის ადგილას;
ძალიან იშვიათად (10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
კანის განსაკუთრებით მძიმე რეაქციები წყლულებით ან ბუშტუკებით კანზე, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი ან ლაიელის სინდრომი.
უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
უძილობა, მოუსვენრობა, ნევროზულობა, აღგზნებადობა, დაბნეულობა, დეპრესია, ეიფორია, ბოდვა, ფსიქოზური რეაქციები;
თავბრუსხვევა, გემოს შეგრძნების ცვლილება, კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, ჰიპერკინეზია (არაადექვატური, სპონტანური მოძრაობები);
მხედველობის ნერვის ანთება;
გულის მოქმედების შენელება;
შესაძლო პეპტიური (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის) წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (სისხლი განავალში, სისხლი ამონაღებ მასაში), ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები); გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, მუცლის ტკივილი, წყლულოვანი სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, პირის სიშრალის შეგრძნება, საყლაპავის ანთება, ბოყინი, კუჭის სისავსის შეგრძნება, აირების გაძლიერებული წარმოქმნა კუჭში ან ნაწლავებში, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, კოლიტის გამწვავება (მსხვილი ნაწლავის ანთება) ან კრონის დაავადება; უფრო იშვიათად აღინიშნება გასტრიტი (კუჭის ლორწოვანის ანთება);
ღვიძლის უკმარისობა;
შუქის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მაკულო-პაპულოზური ან წითელას მსგავსი გამონაყარი, erythema multiforme (კანის ანთება ქავილის გამომწვევი, მოწითალო ან ღია ვარდისფერი ჩირქოვანი გამონაყარით, ხშირად ,,სამიზნის” ფორმით, ღია ფერის ცენტრის ირგვლივ წითელი ან ღია ვარდისფერი წრით);
ჩონჩხ-კუნთოვანი და თანმდევი სისტემის ფუნქციონალური დარღვევები, კუნთების ტკივილი;
თირკმელების ფუნქციის დარღვევა: თირკმელების დაზიანება (ნეფროტოქსიურობა), მათ შორის, ხშირი შარდვა, შარდის რაოდენობის შემცირება, გვერდის ტკივილი (შარდში სისხლის გამოყოფით ან სისხლის გამოყოფის გარეშე), ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმელების ანთება), შარდის შეკავება, ნეფროზული სინდრომი (თირკმელების ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს შარდში ცილების არსებობას, ძლიერ შეშუპებას, ცხიმების მომატებულ რაოდენობას სისხლში);
უნაყოფობა (ქალებში);
გადაჭარბებული წყურვილი, მომატებული ოფლიანობა;
ნატრიუმის დაქვეითებული რაოდენობა სისხლში, კალიუმის მომატებული რაოდენობა სისხლში, პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის მომატებული დონე, სისხლდენის ხანგრძლივობის მომატება, გადახრა სისხლის ანალიზის/სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები (თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია), ნორმიდან გადახრა ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში.
აასს მიღებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა შეტყობინება შეშუპების, მომატებული არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის შესახებ.
ისეთი წამლების გამოყენება, როგორიცაა კეტოროლაკი-გრინდექსი, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გულის შეტევის რამდენადმე მომატებულ რისკთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევასთან (ინსულტი).
ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ეს, ასევე, ეხება შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში. თქვენ, აგრეთვე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ უშუალოდ წამლის სახელმწიფო სააგენტოს, იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003.
ტელ: +371 67078400; ფაქსი: +371 67078428.
ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- კეტოროლაკი-გრინდექსის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კეტოროლაკი-გრინდექსი:
აქტიური ნივთიერებაა კეტოროლაკის ტრომეტამოლი (Ketorolacum trometamolum).
თითოეული ამპულა (1 მლ) შეიცავს 30 მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ეთილის სპირტი 96%, დინატრიუმის ედეტატი, 5 M ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავას ხსნარი (pH რეგულირებისათვის), საინექციო წყალი.
კეტოროლაკი-გრინდექსის ფორმა და შეფუთვა
გამჭვირვალე, მოყვითალო ხსნარი.
1 მლ ხსნარი I ჰიდროლიზური კლასის უფერო ბორსილიკატის მინის ამპულაში, რომელზეც მოთავსებულია გადატეხვის ხაზი ან წერტილი.
5 ამპულა პვქ ქვესადგამზე.
2 ქვესადგამი (10 ამპულა) მუყაოს შეკვრაში.
20 ქვესადგამი (100 ამპულა) მუყაოს შეკვრაში (განკუთვნილია სტაციონარში გამოსაყენებლად).
შეფუთვის ყველა ფორმა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში წარმოდგენილი.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სს გრინდეკსი
კრუსტპილსის ქუჩა 53, რიგა, LV-1057, Lლატვია
ტელ: 67083205
ფაქსი: 67083505
ელ. ფოსტა: [email protected]
მოცემული პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს.
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია უკანასკნელად გადახედილ იქნა 10/2014წ.
- -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდგომ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის.
შეუთავსებლობა
მცირე მოცულობით (მაგ., შპრიცში) კეტოროლაკის ტრომეტამოლის შერევა (ნარევში გამოყენება) დაუშვებელია მორფინის სულფატთან, პეტიდინის ჰიდროქლორიდთან, პრომეტაზინის ჰიდროქლორიდთან და ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდთან, რადგან შესაძლებელია კეტოროლაკის ნალექის წარმოქმნა.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი შეთავსებადია ფიზიოლოგიურ ხსნართან, დექსტროზის 5% ხსნართან, რინგერის ხსნართან, რინგერ-ლაქტატის ხსნართან, ან პლაზმის შემცვლელებთან.
მითითებები გამოყენების შესახებ:
კეტოროლაკის ტრომეტამოლი შეჰყავთ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად. ინტრავენური შეყვანისას ინექციის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 15 წამი; ინტრამუსკულარულად პრეპარატი შეჰყავთ ნელა, ღრმად კუნთში.
ანალგეტიკური ეფექტის მიღწევა ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისას ერთი და იგივეა – დაახლოებით, 30 წუთი. მაქსიმალურ ანალგეტიკურ ეფექტს აღწევს 1-2 საათის განმავლობაში. ანალგეზიის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 საათს.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის საინექციო ხსნართან ერთად შესაძლებელია ოპიოიდების (მაგ., მორფინი, პეტიდინი) შეყვანა, ოპტიმალური ანალგეზიის მისაღწევად პოსტოპერაციული პერიოდის დასაწყისში, როცა ტკივილები ბევრად ძლიერია. კეტოროლაკის ტრომეტამოლი კონკურენციაში არ მოდის ოპიოდებთან რეცეპტორებთან კავშირისთვის და არ აძლიერებს სუნთქვის დათრგუნვას, გამოწვეულს ოპიოიდების მიერ, ან ნარკოტიკული პრეპარატებისათვის დამახასიათებელ სედაციას. კეტოროლაკის პარენტერალურ სამკურნალწამლო ფორმებთან კომბინაციაში გამოყენებისას, ოპიოიდების სადღეღამისო დოზები, ჩვეულებისამებრ, უფრო ნაკლებია, ვიდრე მათი ცალკე გამოყენებისას, თუმცა მცირე ქირურგიული პროცედურისას ამბულატორიულ პირობებში გასათვალისწინებელია ოპიოიდების შესაძლო გვერდითი მოვლენები.
ხსნარის pH 6,9-7,9
ოსმოლარობა 0,442-0,481 ოსმოლ/კგ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


