კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი EFG
Ketorolaco trometamol NORMON 30 mg/ml solución inyectable EFG
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი სამკურნალო პროდუქტია, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების ჯგუფს. კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი ნაჩვენებია: ზომიერი ან ძლიერი პოსტოპერაციული ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოროლაკი (ketorolac)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ/მლ 1მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №100
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
- ATC კოდი
- M01AB15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044069
- რეგისტრირებულია
- 29 სექტემბერი 2025, მოქმედებს 29 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი სამკურნალო პროდუქტია, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების ჯგუფს.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი ნაჩვენებია:
ზომიერი ან ძლიერი პოსტოპერაციული ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის;
თირკმლის კოლიკით გამოწვეული ტკივილის მკურნალობისათვის (მწვავე ტკივილი, რომელიც გამოწვეულია თირკმლის საშარდე გზებთან დამაკავშირებელ სადინარში კენჭების არსებობით).
მიღების წესი და დოზირება
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციაში არსებული ინსტრუქციების დაცვა, თუ მკურნალი ექიმის მიერ არ არის მოცემული განსხვავებული რეკომენდაცია.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონით მკურნალობა უნდა დაიწყოს ჰოსპიტალში. მკურნალობის მაქსიმალურმა ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 2 დღეს. პერორალურ მკურნალობაზე გადასვლისას კეტოროლაკით მკურნალობის მთლიანმა ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 7 დღეს.
თირკმლის კოლიკით გამოწვეული ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდებულია ერთჯერადი დოზა 30 მგ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის დოზის კორექცია უნდა მოხდეს ტკივილის სიმძიმისა და პაციენტის პასუხის მიხედვით, ამასთან გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეფექტური დოზა. კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის რეკომენდებული საწყისი დოზა ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად არის 10 მგ, რომელსაც მოსდევს 10-30 მგ დოზები ყოველ 4-6 საათში, რომელიც საჭიროა ტკივილის გასაკონტროლებლად. ძლიერი ან ძალიან ძლიერი ტკივილის შემთხვევაში რეკომენდებული საწყისი დოზაა 30 მგ კეტოროლაკი.
მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა არის 90 მგ არახანდაზმული პაციენტებისათვის და 60 მგ ხანდაზმული პაციენტებისათვის.
იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს კეტოროლაკი პარენტერალური გზით და გადავიდნენ პერორალურ მკურნალობაზე, როგორც პერორალური, ისე პარენტერალური ფარმაცევტული ფორმების მთლიანმა კომბინირებულმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 90 მგ-ს მოზრდილებში და 60 მგ-ს ხანდაზმულებში.
კუნთშიდა ინექცია უნდა გაკეთდეს ნელა და ღრმად კუნთში.
მორფინთან ერთად გაკეთება
უმეტესობა პაციენტებში ინტრამუსკულარული ან ინტრავენური კეტოროლაკით თერაპია უზრუნველყოფს ადექვატურ ანალგეზიას. თუმცა, შესაძლებელია ოპიოიდურ ანალგეზურ საშუალებებთან ერთად გამოყენება ძლიერი ტკივილის დროს, როცა კეტოროლაკის მაქსიმალური რეკომენდებული დოზები არ არის საკმარისი ან განზრახულია ოპიატებზე მოთხოვნილების შემცირება.
როცა მორფინი ინიშნება კეტოროლაკთან ერთად, მორფინის საჭირო დღიური დოზა მნიშვნელოვნად მცირდება.
ხანდაზმულები (>65 წლის ასაკი)
რადგან ხანდაზმულ პაციენტებში კეტოროლაკის გამოყოფა შეიძლება დაქვეითებული იყოს, ისინი შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ NSAID-ების (არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები) გვერდითი მოვლენების მიმართ, ამიტომ რეკომენდებულია უკიდურესი სიფრთხილე და დაბალი დოზების (დოზირების რეკომენდებული ინტერვალის ქვედა ზღვარი) გამოყენება ხანდაზმულებში. არ უნდა იქნეს გადაჭარბებული მთლიანი დღიური დოზა 60 მგ.
ბავშვები და მოზარდები (<16 წლის ასაკი)
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი არ უნდა გაკეთდეს ბავშვებსა და მოზარდებში.
თირკმლის დაზიანება
კეტოროლაკი უკუნაჩვენებია თირკმლის ზომიერი და მძიმე დაზიანების დროს. თირკმლის ნაკლები ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში უნდა გაკეთდეს კეტოროლაკის უფრო დაბალი დოზები (რეკომენდებული დოზის ნახევარი, არ უნდა იქნეს გადაჭარბებული მთლიანი დღიური დოზა 60 მგ), თირკმლის ფუნქციის ანალიზების პერიოდული შემოწმებით.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
რადგან მკურნალონა უნდა დაიწყოს ჰოსპიტალში, არ არის მოსალოდნელი კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის დოზის გადაჭარბება. თუმცა, ასეთის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა. დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 915 620 420.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ჰიპერვენტილაცია (ფილტვების გაზრდილი ვენტილაცია), გასტროდუოდენური წყლული, ეროზიული გასტრიტი და თირკმლის დისფუნქცია, რომლებიც იხსნება მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
უკუჩვენებები
თუ პაციენტს აღენიშნება აქტიური პეპტიკური წყლული (გასტროდუოდენური წყლული);
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭ-ნაწლავის წყლულები, სისხლდენა, ან პერფორაცია;
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კეტოროლაკის ტრომეტამოლის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების ან კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ცხვირის პოლიპების სრული ან ნაწილობრივი სინდრომი (ცხვირის ლორწოვან გარსზე წარმონაქმნები), ანგიონევროზული შეშუპება (ჭინჭრის ციება) ან ბრონქოსპაზმი (ბრონქების შევიწროება);
თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპოვოლემია (ორგანიზმში ცირკულირებული სისხლის მოცულობის შემცირება) ან დეჰიდრატაცია (ორგანიზმში წყლის ნაკლებობა);
თუ პაციენტს აღენიშნება ჰემორაგიული დიათეზი (სისხლდენისადმი მიდრეკილება), კოაგულაციის დარღვევები ან ცერებრული სისხლდენა (სისხლჩაქცევა თავის ტვინში);
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს სისხლდენის ან არასრული ჰემოსტაზის (სისხლის დინების შეჩერება) მაღალი რისკის მქონე ოპერაცია
თუ პაციენტი იღებს სხვა არასტეროიდულ ანტიანტებით მედიკამენტებს (NSAID), მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავას ან ციკლოოქსიგენაზა-2 (COX-2) სელექტიურ ინჰიბიტორებს;
თუ პაციენტი მკურნალობდა ანტიკოაგულანტების მაღალი დოზებით;
თუ პაციენტი მკურნალობდა პრობენეციდით, ლითიუმის მარილებით ან პენტოქსიფილინით;
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში;
16 წლამდე ასაკის პაციენტებში;
ოპერაციამდე ან ოპერაციის დროს პრევენციული ანალგეზიური თერაპიის სახით, რადგან იწვევს სისხლდენის რისკს;
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის საინექციო ფორმა არ უნდა იქნეს გამოყენებული ეპიდურული ან ინტრათეკალური შეყვანის გზით (ზურგის ტვინის ან თავის ტვინის სითხეში შეყვანა), რადგან შეიცავს სპირტს.
სიფრთხილის ზომები
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულები და/ან პერფორაცია. შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავზე სერიოზული ტოქსიკურობა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია;
თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა ან აქვს ნაწლავების ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
თუ პაციენტს თირკმლის დაავადება აქვს, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს გარკვეული ანალიზების ჩატარება ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან მსგავსი მდგომარეობები;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის წყლულების ან სისხლდენის რისკს, როგორიცაა ჰეპარინი, ანტიაგრეგანტები, პენტოქსიფილინი, კორტიკოსტეროიდები, თრომბოლიზური საშუალებები და ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები);
თუ პაციენტი მკურნალობდა ანტიკოაგულანტებით (დიკუმარინები ან ჰეპარინი);
ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და გამოყენებულ უნდა იქნეს კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის უმცირესი ეფექტური დოზა;
კეტოროლაკის გამოყენებისას ძალიან იშვიათად აღწერილ იქნა კანის სერიოზული დარღვევები (მულტიფორმული ერითემა (კანის სიწითლე), ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ეს რეაქციები უფრო მეტად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში. მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს კანის გამონაყარის, ლორწოვანის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რომელიმე ნიშნების განვითარებისთანავე;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დისფუნქციის სისტემური ნიშნები, როგორიცაა კანის ქავილი ან სიწითლე მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს თერაპია და ექიმს უნდა ეცნობოს, რაც შეიძლება სწრაფად;
თუ პაციენტს უჭირს დაორსულება ან იტარებს უნაყოფობის გამო მკურნალობას;
თუ პაციენტს აღენიშნება კანის სიწითლე, ლორწოვანი გარსის დაზიანებები ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რომელიმე ნიშანი, ან ანაფილაქსიური რეაქცია (სერიოზული ალერგიული რეაქცია), უნდა შეწყდეს მკურნალობა და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს;
თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა მეთოტრექსატი, რადგან კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონმა შეიძლება შეცვალოს ან გააძლიეროს მათი ეფექტები;
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის გამოყენებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში გაუკეთდა ან უნდა გაუკეთდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაცია, რადგან კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონმა შეიძლება გააუარესოს ნაწლავის შეხორცება ოპერაციის შემდეგ.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ აღწერილი მდგომარეობები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
უკუნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:
სხვა არასტეროიდული ანტიანთებით მედიკამენტები (NSAID), მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა, რადგან შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის წყლულებისა და სისხლდენის რისკი;
ანტიკოაგულანტები (დიკუმარინები, ჰეპარინი) – მოქმედებენ სისლდენის დროზე;
ანტიაგრეგანტები (გამოიყენება თრომბოზების პრევენციისათვის) (როგორიცაა: აცეტილსალიცილის მჟავა, ტიკლოპიდინი ან კლოპიდოგრელი): შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი;
პენტოქსიფილინი (აუმჯობესებს სისლხის ნაკადს სისლძარღვებში), პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);
ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული დარღვევის სამკურნალოდ).
სპეციალური სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტი მკურნალობს ან მკურნალობდა შემდეგი მედიკამენტებით:
კორტიკოსტეროიდები (ანტიანტებითი პრეპარატები);
თრომბოლიზური საშუალებები (თრომბის დამშლელი მედიკამენტები);
ანტიდეპრესანტები;
მეთოტრექსატი (რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალება);
ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები;
ფუროსემიდე (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ჭარბი სითხის გამოსადევნად და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ).
ორსულობა და ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე. კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე. კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.
მშობიარობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე. კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი უკუნაჩვენებია მშობიარობის დროს, რადგან პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გამო მან შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და დათრგუნოს საშვილოსნოს შეკუმშვები.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, ვერტიგო, უძილობა ან დეპრესია კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის გამოყენებისას. ამის გამო მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების მიღება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას.
კეტოროლაკოს ტრომეტამოლის ნორმონი შეიცავს ეთანოლს და ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 12,25% ეთანოლს (სპირტს). ეს მცირე რაოდენობა შეესაბამება 98 მგ/ამპულაში.
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ამპულაში, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ აღენიშნება სერიოზული გვერდითი მოვლენები ან გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები არის კუჭ-ნაწლავის დარღვევები. შეიძლება განვითარდეს პეპტიკური წყლული, კუჭ-ნაწლავის პერფორაცია ან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.
გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსია, კუჭის გარსის ანთება, მუცლის ტკივილი, სისხლი განავალში, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი (პირის ღრუს დაზიანებები), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება (ნაწლავების ანთებითი დაავადებები). დისკომფორტი მუცელში, ბოყინი, შებერილობის შეგრძნება, საყლაპავის ანთება, პანკრეასის ანთება, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, გემოს დარღვევები.
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები: მადის დაკარგვა, ჰიპერკალიემია და ჰიპონატრიემია.
ნერვული და ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები: ასეპტიკური მენინგიტი (მენინგეალური გარსების ანთება), გულყრები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ჰიპერაქტიურობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, უძილობა, კუნთების ტკივილი, ნევროზულობა, მგრძნობელობის დაკარგვა, ოფლიანობა.
ფსიქიკური დარღვევები: უჩვეულო სიზმრები, უჩვეულო აზრები, შფოთვა, დეპრესია, ეიფორია, ჰალუცინაციები, ფსიქოზური რეაქციები.
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმლის მწვავე უკმარისობა, “თირკმლის ტკივილი” სისხლიანი შარდით ან აზოტემიით, ან მათ გარეშე, მცირე ულუფებით განმეორებითი შარდვა, შარდის შეკავება, ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმელების ანთება), ნეფროზული სინდრომი (ცილის პათოლოგიური გამოყოფა შარდში), დიურეზის შემცირება.
პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, თირკმლის უკმარისობის ნიშნები (როგორიცაა: კრეატინინის და კალიუმის დონეების მომატება) შეიძლება განვითარდეს კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის დოზის მიღების შემდეგ.
გულ-სისხლძარღვთა დარღვევები: შეშუპება (შესივება სითხის აკუმულაციის გამო), მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობა, რაც დაკავშირებულია არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატებით მკურნალობასთან. გულისცემის სიხშირის დაქვეითება, ალები, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაქვეითება, ტკივილი მკერდში.
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები: უნაყოფობა.
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: ბრონქული ასთმა, ქოშინი, ფილტვის შეშუპება (სითხის დაგროვება ფილტვებში), ბრონქოსპაზმი (ბრონქების შევიწროება), ცხვირიდან სისხლდენა.
ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლის ფუნქციის ანალიზების დარღვევები, ღვიძლის ანთება, ქოლესტაზური სიყვითლე (კანის გაყვითლება), ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის დარღვევები).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ძალიან იშვიათად კანის ვეზიკულურ-ბულოზური ჰიპერმგრძნობელობითი (ალერგიული) რეაქციები, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებები). ექსფოლიაციური დერმატიტი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი (კანზე წითელი კვანძოვანი გამონაყარი), ქავილი, ჭინჭრის ციება, სახის ერითემა (სახის სიწითლე).
იმუნური სისტემის დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია), ხორხის შეშუპება (ხორხის ანთება), ანგიონევროზული შეშუპება (ჭინჭრის ციება), ანაფილაქტოიდური რეაქციები (მწვავე ალერგიული რეაქცია). ანაფილაქტოიდური რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსია, შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: კანიდან სისხლდენა, თრომბოციტოპენია, ანემია და სისხლი განავალში, სიფერმკრთალე.
თვალის დარღვევები: მხედველობის დარღვევა.
ყურის დარღვევები: ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, ვერტიგო.
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები: ენერგიის ნაკლებობა, შეშუპება (შესივება სითხის დაგროვების გამო), ინექციის ადგილის რეაქციები, ცხელება, წყურვილის გაძლიერება.
კვლევები: შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება შრატში,, კალიუმის დონის მომატება, წონის მომატება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება.
ტრავმები, ინტოქსიკაცია და პროცედურის გართულებები: სისხლჩაქცევა, ოპერაციისშემდეგომი სისხლდენა.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ განვითარებული გვერდითი მოვლენები სერიოზულია, ან აღენიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა კეტოროლაკის ტრომეტამოლი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 30 მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
კეტოროლაკის ტრომემოლი ნორმონი შეიძლება გაკეთდეს პირდაპირი ბოლუსური ინექციის სახით, არაუმცირეს 15 წამის განმავლობაში, საინექციო პროდუქტი თავსებადია ფიზიოლოგიურ ხსნართან, 5%-იან დექსტროზის ხსნართან, რინგერის ხსნართან, რინგერის ლაქტატირებულ ხსნართან ან პლაზმალიტის ხსნართან. კეტოროლაკის ტრომემოლი ნორმონი ფარმაცევტულად თავსებადია ამინოფილინთან, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდთან, მორფინის სულფატთან, მეპერიდინის ჰიდროქლორიდთან, დოფამინის ჰიდროქლორიდთან, ინსულინთან და ნატრიუმის ჰეპარინთან, ინტრავენურ ხსნარებთან შერევისას სტანდარტულ საინფუზიო ბოთლებში ან პაკეტებში. კეტოროლაკი არ უნდა შეერიოს მორფინის სულფატს, მეპერიდინს, პრომეტაზინის ჰიდროქლორიდს ან ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს იმავე შპრიცში, რადგან შეიძლება წარმოიქმას კეტოროლაკის ნალექი ხსნარში.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი საინექციო ხსნარი მოწოდებულია 1 მლ ამპულებში, თითოეული შეფუთვა შეიცავს ექვს ან ას ამპულას.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2023 წლის ივნისი.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25ºC-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი
კეტოროლაკის ტრომეტამოლი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი და მისი გამოყენება
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი სამკურნალო პროდუქტია, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების ჯგუფს.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი ნაჩვენებია:
ზომიერი ან ძლიერი პოსტოპერაციული ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის;
თირკმლის კოლიკით გამოწვეული ტკივილის მკურნალობისათვის (მწვავე ტკივილი, რომელიც გამოწვეულია თირკმლის საშარდე გზებთან დამაკავშირებელ სადინარში კენჭების არსებობით).
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
დაუშვებელია კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის გამოყენება:
თუ პაციენტს აღენიშნება აქტიური პეპტიკური წყლული (გასტროდუოდენური წყლული);
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭ-ნაწლავის წყლულები, სისხლდენა, ან პერფორაცია;
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კეტოროლაკის ტრომეტამოლის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების ან კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ცხვირის პოლიპების სრული ან ნაწილობრივი სინდრომი (ცხვირის ლორწოვან გარსზე წარმონაქმნები), ანგიონევროზული შეშუპება (ჭინჭრის ციება) ან ბრონქოსპაზმი (ბრონქების შევიწროება);
თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპოვოლემია (ორგანიზმში ცირკულირებული სისხლის მოცულობის შემცირება) ან დეჰიდრატაცია (ორგანიზმში წყლის ნაკლებობა);
თუ პაციენტს აღენიშნება ჰემორაგიული დიათეზი (სისხლდენისადმი მიდრეკილება), კოაგულაციის დარღვევები ან ცერებრული სისხლდენა (სისხლჩაქცევა თავის ტვინში);
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს სისხლდენის ან არასრული ჰემოსტაზის (სისხლის დინების შეჩერება) მაღალი რისკის მქონე ოპერაცია
თუ პაციენტი იღებს სხვა არასტეროიდულ ანტიანტებით მედიკამენტებს (NSAID), მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავას ან ციკლოოქსიგენაზა-2 (COX-2) სელექტიურ ინჰიბიტორებს;
თუ პაციენტი მკურნალობდა ანტიკოაგულანტების მაღალი დოზებით;
თუ პაციენტი მკურნალობდა პრობენეციდით, ლითიუმის მარილებით ან პენტოქსიფილინით;
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში;
16 წლამდე ასაკის პაციენტებში;
ოპერაციამდე ან ოპერაციის დროს პრევენციული ანალგეზიური თერაპიის სახით, რადგან იწვევს სისხლდენის რისკს;
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის საინექციო ფორმა არ უნდა იქნეს გამოყენებული ეპიდურული ან ინტრათეკალური შეყვანის გზით (ზურგის ტვინის ან თავის ტვინის სითხეში შეყვანა), რადგან შეიცავს სპირტს.
სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის გამოყენებისას
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულები და/ან პერფორაცია. შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავზე სერიოზული ტოქსიკურობა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია;
თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა ან აქვს ნაწლავების ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
თუ პაციენტს თირკმლის დაავადება აქვს, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს გარკვეული ანალიზების ჩატარება ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან მსგავსი მდგომარეობები;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის წყლულების ან სისხლდენის რისკს, როგორიცაა ჰეპარინი, ანტიაგრეგანტები, პენტოქსიფილინი, კორტიკოსტეროიდები, თრომბოლიზური საშუალებები და ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები);
თუ პაციენტი მკურნალობდა ანტიკოაგულანტებით (დიკუმარინები ან ჰეპარინი);
ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და გამოყენებულ უნდა იქნეს კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის უმცირესი ეფექტური დოზა;
კეტოროლაკის გამოყენებისას ძალიან იშვიათად აღწერილ იქნა კანის სერიოზული დარღვევები (მულტიფორმული ერითემა (კანის სიწითლე), ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ეს რეაქციები უფრო მეტად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში. მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს კანის გამონაყარის, ლორწოვანის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რომელიმე ნიშნების განვითარებისთანავე;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დისფუნქციის სისტემური ნიშნები, როგორიცაა კანის ქავილი ან სიწითლე მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს თერაპია და ექიმს უნდა ეცნობოს, რაც შეიძლება სწრაფად;
თუ პაციენტს უჭირს დაორსულება ან იტარებს უნაყოფობის გამო მკურნალობას;
თუ პაციენტს აღენიშნება კანის სიწითლე, ლორწოვანი გარსის დაზიანებები ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რომელიმე ნიშანი, ან ანაფილაქსიური რეაქცია (სერიოზული ალერგიული რეაქცია), უნდა შეწყდეს მკურნალობა და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს;
თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა მეთოტრექსატი, რადგან კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონმა შეიძლება შეცვალოს ან გააძლიეროს მათი ეფექტები;
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის გამოყენებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში გაუკეთდა ან უნდა გაუკეთდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაცია, რადგან კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონმა შეიძლება გააუარესოს ნაწლავის შეხორცება ოპერაციის შემდეგ.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ აღწერილი მდგომარეობები.
სხვა მედიკამენტები და კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
უკუნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:
სხვა არასტეროიდული ანტიანთებით მედიკამენტები (NSAID), მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა, რადგან შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის წყლულებისა და სისხლდენის რისკი;
ანტიკოაგულანტები (დიკუმარინები, ჰეპარინი) – მოქმედებენ სისლდენის დროზე;
ანტიაგრეგანტები (გამოიყენება თრომბოზების პრევენციისათვის) (როგორიცაა: აცეტილსალიცილის მჟავა, ტიკლოპიდინი ან კლოპიდოგრელი): შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი;
პენტოქსიფილინი (აუმჯობესებს სისლხის ნაკადს სისლძარღვებში), პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);
ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული დარღვევის სამკურნალოდ).
სპეციალური სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტი მკურნალობს ან მკურნალობდა შემდეგი მედიკამენტებით:
კორტიკოსტეროიდები (ანტიანტებითი პრეპარატები);
თრომბოლიზური საშუალებები (თრომბის დამშლელი მედიკამენტები);
ანტიდეპრესანტები;
მეთოტრექსატი (რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალება);
ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები;
ფუროსემიდე (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ჭარბი სითხის გამოსადევნად და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ).
ორსულობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე. კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე. კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.
მშობიარობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე. კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი უკუნაჩვენებია მშობიარობის დროს, რადგან პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გამო მან შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და დათრგუნოს საშვილოსნოს შეკუმშვები.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, ვერტიგო, უძილობა ან დეპრესია კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის გამოყენებისას. ამის გამო მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების მიღება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას.
კეტოროლაკოს ტრომეტამოლის ნორმონი შეიცავს ეთანოლს და ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 12,25% ეთანოლს (სპირტს). ეს მცირე რაოდენობა შეესაბამება 98 მგ/ამპულაში.
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ამპულაში, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენების წესი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციაში არსებული ინსტრუქციების დაცვა, თუ მკურნალი ექიმის მიერ არ არის მოცემული განსხვავებული რეკომენდაცია.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონით მკურნალობა უნდა დაიწყოს ჰოსპიტალში. მკურნალობის მაქსიმალურმა ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 2 დღეს. პერორალურ მკურნალობაზე გადასვლისას კეტოროლაკით მკურნალობის მთლიანმა ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 7 დღეს.
თირკმლის კოლიკით გამოწვეული ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდებულია ერთჯერადი დოზა 30 მგ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის დოზის კორექცია უნდა მოხდეს ტკივილის სიმძიმისა და პაციენტის პასუხის მიხედვით, ამასთან გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეფექტური დოზა. კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის რეკომენდებული საწყისი დოზა ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად არის 10 მგ, რომელსაც მოსდევს 10-30 მგ დოზები ყოველ 4-6 საათში, რომელიც საჭიროა ტკივილის გასაკონტროლებლად. ძლიერი ან ძალიან ძლიერი ტკივილის შემთხვევაში რეკომენდებული საწყისი დოზაა 30 მგ კეტოროლაკი.
მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა არის 90 მგ არახანდაზმული პაციენტებისათვის და 60 მგ ხანდაზმული პაციენტებისათვის.
იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს კეტოროლაკი პარენტერალური გზით და გადავიდნენ პერორალურ მკურნალობაზე, როგორც პერორალური, ისე პარენტერალური ფარმაცევტული ფორმების მთლიანმა კომბინირებულმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 90 მგ-ს მოზრდილებში და 60 მგ-ს ხანდაზმულებში.
კუნთშიდა ინექცია უნდა გაკეთდეს ნელა და ღრმად კუნთში.
მორფინთან ერთად გაკეთება
უმეტესობა პაციენტებში ინტრამუსკულარული ან ინტრავენური კეტოროლაკით თერაპია უზრუნველყოფს ადექვატურ ანალგეზიას. თუმცა, შესაძლებელია ოპიოიდურ ანალგეზურ საშუალებებთან ერთად გამოყენება ძლიერი ტკივილის დროს, როცა კეტოროლაკის მაქსიმალური რეკომენდებული დოზები არ არის საკმარისი ან განზრახულია ოპიატებზე მოთხოვნილების შემცირება.
როცა მორფინი ინიშნება კეტოროლაკთან ერთად, მორფინის საჭირო დღიური დოზა მნიშვნელოვნად მცირდება.
ხანდაზმულები (>65 წლის ასაკი)
რადგან ხანდაზმულ პაციენტებში კეტოროლაკის გამოყოფა შეიძლება დაქვეითებული იყოს, ისინი შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ NSAID-ების (არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები) გვერდითი მოვლენების მიმართ, ამიტომ რეკომენდებულია უკიდურესი სიფრთხილე და დაბალი დოზების (დოზირების რეკომენდებული ინტერვალის ქვედა ზღვარი) გამოყენება ხანდაზმულებში. არ უნდა იქნეს გადაჭარბებული მთლიანი დღიური დოზა 60 მგ.
ბავშვები და მოზარდები (<16 წლის ასაკი)
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი არ უნდა გაკეთდეს ბავშვებსა და მოზარდებში.
თირკმლის დაზიანება
კეტოროლაკი უკუნაჩვენებია თირკმლის ზომიერი და მძიმე დაზიანების დროს. თირკმლის ნაკლები ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში უნდა გაკეთდეს კეტოროლაკის უფრო დაბალი დოზები (რეკომენდებული დოზის ნახევარი, არ უნდა იქნეს გადაჭარბებული მთლიანი დღიური დოზა 60 მგ), თირკმლის ფუნქციის ანალიზების პერიოდული შემოწმებით.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
რადგან მკურნალონა უნდა დაიწყოს ჰოსპიტალში, არ არის მოსალოდნელი კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის დოზის გადაჭარბება. თუმცა, ასეთის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა. დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 915 620 420.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ჰიპერვენტილაცია (ფილტვების გაზრდილი ვენტილაცია), გასტროდუოდენური წყლული, ეროზიული გასტრიტი და თირკმლის დისფუნქცია, რომლებიც იხსნება მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ აღენიშნება სერიოზული გვერდითი მოვლენები ან გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები არის კუჭ-ნაწლავის დარღვევები. შეიძლება განვითარდეს პეპტიკური წყლული, კუჭ-ნაწლავის პერფორაცია ან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.
გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსია, კუჭის გარსის ანთება, მუცლის ტკივილი, სისხლი განავალში, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი (პირის ღრუს დაზიანებები), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება (ნაწლავების ანთებითი დაავადებები). დისკომფორტი მუცელში, ბოყინი, შებერილობის შეგრძნება, საყლაპავის ანთება, პანკრეასის ანთება, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, გემოს დარღვევები.
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები: მადის დაკარგვა, ჰიპერკალიემია და ჰიპონატრიემია.
ნერვული და ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები: ასეპტიკური მენინგიტი (მენინგეალური გარსების ანთება), გულყრები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ჰიპერაქტიურობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, უძილობა, კუნთების ტკივილი, ნევროზულობა, მგრძნობელობის დაკარგვა, ოფლიანობა.
ფსიქიკური დარღვევები: უჩვეულო სიზმრები, უჩვეულო აზრები, შფოთვა, დეპრესია, ეიფორია, ჰალუცინაციები, ფსიქოზური რეაქციები.
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმლის მწვავე უკმარისობა, “თირკმლის ტკივილი” სისხლიანი შარდით ან აზოტემიით, ან მათ გარეშე, მცირე ულუფებით განმეორებითი შარდვა, შარდის შეკავება, ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმელების ანთება), ნეფროზული სინდრომი (ცილის პათოლოგიური გამოყოფა შარდში), დიურეზის შემცირება.
პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, თირკმლის უკმარისობის ნიშნები (როგორიცაა: კრეატინინის და კალიუმის დონეების მომატება) შეიძლება განვითარდეს კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის დოზის მიღების შემდეგ.
გულ-სისხლძარღვთა დარღვევები: შეშუპება (შესივება სითხის აკუმულაციის გამო), მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობა, რაც დაკავშირებულია არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატებით მკურნალობასთან. გულისცემის სიხშირის დაქვეითება, ალები, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაქვეითება, ტკივილი მკერდში.
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები: უნაყოფობა.
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: ბრონქული ასთმა, ქოშინი, ფილტვის შეშუპება (სითხის დაგროვება ფილტვებში), ბრონქოსპაზმი (ბრონქების შევიწროება), ცხვირიდან სისხლდენა.
ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლის ფუნქციის ანალიზების დარღვევები, ღვიძლის ანთება, ქოლესტაზური სიყვითლე (კანის გაყვითლება), ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის დარღვევები).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ძალიან იშვიათად კანის ვეზიკულურ-ბულოზური ჰიპერმგრძნობელობითი (ალერგიული) რეაქციები, მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებები). ექსფოლიაციური დერმატიტი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი (კანზე წითელი კვანძოვანი გამონაყარი), ქავილი, ჭინჭრის ციება, სახის ერითემა (სახის სიწითლე).
იმუნური სისტემის დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია), ხორხის შეშუპება (ხორხის ანთება), ანგიონევროზული შეშუპება (ჭინჭრის ციება), ანაფილაქტოიდური რეაქციები (მწვავე ალერგიული რეაქცია). ანაფილაქტოიდური რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსია, შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: კანიდან სისხლდენა, თრომბოციტოპენია, ანემია და სისხლი განავალში, სიფერმკრთალე.
თვალის დარღვევები: მხედველობის დარღვევა.
ყურის დარღვევები: ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, ვერტიგო.
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები: ენერგიის ნაკლებობა, შეშუპება (შესივება სითხის დაგროვების გამო), ინექციის ადგილის რეაქციები, ცხელება, წყურვილის გაძლიერება.
კვლევები: შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება შრატში,, კალიუმის დონის მომატება, წონის მომატება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება.
ტრავმები, ინტოქსიკაცია და პროცედურის გართულებები: სისხლჩაქცევა, ოპერაციისშემდეგომი სისხლდენა.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ განვითარებული გვერდითი მოვლენები სერიოზულია, ან აღენიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25ºC-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარი
აქტიური ნივთიერებაა კეტოროლაკის ტრომეტამოლი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 30 მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
კეტოროლაკის ტრომემოლი ნორმონი შეიძლება გაკეთდეს პირდაპირი ბოლუსური ინექციის სახით, არაუმცირეს 15 წამის განმავლობაში, საინექციო პროდუქტი თავსებადია ფიზიოლოგიურ ხსნართან, 5%-იან დექსტროზის ხსნართან, რინგერის ხსნართან, რინგერის ლაქტატირებულ ხსნართან ან პლაზმალიტის ხსნართან. კეტოროლაკის ტრომემოლი ნორმონი ფარმაცევტულად თავსებადია ამინოფილინთან, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდთან, მორფინის სულფატთან, მეპერიდინის ჰიდროქლორიდთან, დოფამინის ჰიდროქლორიდთან, ინსულინთან და ნატრიუმის ჰეპარინთან, ინტრავენურ ხსნარებთან შერევისას სტანდარტულ საინფუზიო ბოთლებში ან პაკეტებში. კეტოროლაკი არ უნდა შეერიოს მორფინის სულფატს, მეპერიდინს, პრომეტაზინის ჰიდროქლორიდს ან ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს იმავე შპრიცში, რადგან შეიძლება წარმოიქმას კეტოროლაკის ნალექი ხსნარში.
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი 30 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
კეტოროლაკის ტრომეტამოლი ნორმონი საინექციო ხსნარი მოწოდებულია 1 მლ ამპულებში, თითოეული შეფუთვა შეიცავს ექვს ან ას ამპულას.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2023 წლის ივნისი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



