პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

იბუ-ფორტე

IBU-FORT

ურეცეპტოდ200მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

იბუ-ფორტე, 0.5 მლ დანყოფების მქონე ერთ ცალ 5 მლ-იან პლასტმასის პიპეტთან ერთად, გახსნისაგან დაცული მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავსახურით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ჩანართით მოთავსებულია ქარვისფერ მინის ბოთლებში (ტიპი III), რომელიც შეიცავს 30 მლ ან 100 მლ სუსპენზიას, ერთი პიპეტი (5 მლ) სუსპენზია …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (ibuprofen)
ფორმა და შეფუთვა
200მგ/5მლ სუსპენზია ბოთლი №1
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0396
რეგისტრირებულია
8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებაიბუ-ფორტე და სხვა წამალი ერთად

იბუ-ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

იბუ-ფორტე, 0.5 მლ დანყოფების მქონე ერთ ცალ 5 მლ-იან პლასტმასის პიპეტთან ერთად, გახსნისაგან დაცული მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავსახურით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ჩანართით მოთავსებულია ქარვისფერ მინის ბოთლებში (ტიპი III), რომელიც შეიცავს 30 მლ ან 100 მლ სუსპენზიას, ერთი პიპეტი (5 მლ) სუსპენზია შეიცავს 200 მგ იბუპროფენს.

გამოიყენება რევმატული ტკივილის, ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის და ცხელების მოსახსნელად.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ

აბსორბცია ძლიერდება იბუ-ფორტეს უზმოდ გამოყენებისას, მაგრამ მისი მიღება უმჯობესია ჭამის შემდეგ, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის (გასტროინტესტინური) ტრაქტის მხრივ.

მოზრდილები:

სუსტი და ზომიერი ტკივილის დროს საშუალო დოზაა 1200 მგ.

პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, დღიური დოზაა 200 მგ-400 მგ ყოველ 4-6 საათში.

არასასურველი ეფექტები მინიმუმადე შეიძლება იქნას დაყვანილი უმცირესი ეფექტური დოზის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში გამოყენებით, რომელიც საკმარისისა დაავადების სიმპტომების გასკონტროლებლად.

მიღების გზა და მეთოდი

იბუ-ფორტე მიიღება შიგნით.

გამოყენებამდე საჭიროა ბოთლის კარგად შენჯღრევა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პედიატრიული გამოყენება (6-12 წელი):

ტკივილის და ცხელების დროს, 5-10 მგ/კგ/დოზა გაყოფილი 3-4 მიღებად დღეში

ასაკი

წონა

(საშუალო წონა)

იბუპროფენის დოზა (მინიმუმალური-მაქსიმალური)

საზომი პიპეტი (მინიმალური-მაქსიმალური)

6

18-22 კგ (20 კგ)

100 მგ - 200 მგ

  • 5 მლ - 5 მლ

7-10

22-26 კგ (24 კგ)

120 მგ - 240 მგ

3 მლ - 6 მლ

11-12

30-34 კგ (32 კგ)

160 მგ - 320 მგ

4 მლ - 8 მლ

იუვენილური ართრიტის დროს 30-40 მგ/კგ/დღეში გაყოფილი 3-4 მიღებად დღეში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

გვერდითი მოვლენების სიხშირე საჭმლის მომნელებლი სისტემის მხრივ იზრდება ხანდაზმულებში. ამიტომ, ხანდაზმულებში გამოყენებისას საჭიროა შესაძლო უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენება უმოკლესი პერიოდის განმავლობაში.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის/გულის უკმარისობა:

არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის, ღვიძლის ან გულის მძიმე უკმარისობა.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ იბუ-ფორტეს მოქმედების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

იბუ-ფორტეს დოზის გადაჭარბებისას

იბუ-ფორტეს დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

იბუ-ფორტეს დოზის გადაჭარბებისას ან ბავშვის მიერ შემთხვევით მედიკამენტის გადაყლაპვისას ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა რჩევის ან აუცილებელის ზომების და რისკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

სიმპტომები: შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ტკივილი მუცელში, ღებინება (შეიძლება სისხლიანი), თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა და თვალების კაკლების მოძრაობა. მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში. აღწერილია ტაქიკარდია, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, სუნთქვის დარღვევა.

იბუ-ფორტეს დოზის გამოტოვებისას

მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული.

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს იბუ-ფორტეს მიღების შეწყვეტისას

მნიშვნელოვანია, რომ იბუ-ფორტეს მიღება გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. არ უნდა შეწყდეს მკურნალობა მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. იბუ-ფორტეს მიღების ნაადრევად შეწყვეტისას დაავადების მიმდინარეობა შეიძლება გაუარესდეს.

უმცირესი დოზის უმოკლესი დროის განმავლობაში მიღება, რომელიც საკმარისია სიმპტომების მოსახსნელად, მინიმუმამდე ამცირებს პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარებას.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ორსულობის ბოლო ტრიმესტრშია;

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) იბუპროფენის ან მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

თუ პაციენტს იბუპროფენის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატის (NSAID) წარსულში მიღებისას აღენიშნა ალერგიული რეაქცია, როგორიცაა: ასთმა, რინიტი ან ჭინჭრის ციება;

თუ პაციენტს ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების მიღების შემდეგ ჰქონდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეციდიული დაავადებები, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დავადება), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა;

თუ პაციენტს გულის მძიმე უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტს თირკმლის მძიმე უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია გულის მკვებავი სისხლძარღვების ბლოკირების გამო (აორტო-კორონარული შუნტირება) ან ამ ოპერაციის შემდეგ;

თუ იბუპროფენის მიღების შემდეგ პაციენტს აღენიშნება კუჭ-ნაწლავის წყლულები ან სისხლდენა;

თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტვინში სისხლჩაქცევა ან სხვა აქტიური სისხლდენა;

არ უნდა იქნას მიღებული იბუ-ფორტე, თუ პაციენტს მიდრეკილება სისხლდენებისადმი.

იბუ-ფორტე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა ასთმა; შეიძლება განვითარდეს სასუნთქი გზების შევიწროება;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები ან კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებები; გამწვავებები მოცემულია ცხრილში;

თუ პაციენტს თირკმლის დაავადება აქვს; შეიძლება საჭირო გახდეს თირკმელების ფუნქციის გაკონტროლება. თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ იბუპროფენს ან ანალოგიურ არასტეროიდულ ანტიანტებით პრეპარატებს (NSAID), იზრდება, თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა და ღვიძლის დარღვევები, იღებს დიურეტიკებს და ანტიჰიპერტენზიული კლასის აგფ ინჰიბიტორებს და ხანდაზმულ პაციენტებში;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება.

თუ პაციენტს გულის დაავადება ან მაღალი არტერიული წნევა აქვს; შეიძლება აღინიშნოს სითხის შეკავება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში და შედეგად განვითარდეს შეშუპება;

იბუპროფენი და მსგავსი მედიკამენტები დაკავშირებულია გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) და ინსულტის გაზრდილ რისკთან, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას. თუ პაციენტს გულის ან სისხლძარღვთა დაავადებები აქვს, გადატანილი აქვს ინსულტი ან ფიქრობს, რომ ამ მდგომარეობების განვითარების რისკი აქვს, როგორიცაა: სისხლის მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი ან დიაბეტი, ან მწეველია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ მკურნალობის განხილვა;

იბუპროფენის ან არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატების (NSAID) ხანგრძლივად მიღებისას შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, სისხლდენა ან პერფორაცია, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს დაავადებები ადრე არ აღინიშნებოდა. ასეთი არასასურველი ეფექტების რისკი იზრდება ამ დაავადებების ანამნეზის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ პირებში, პრეპარატის დიდი დოზებითა და ხანგრძლივად მიღებისას;

თუ პაციენტს სხეულზე აღენიშნება უცნობი ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები და ჰემატომები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

შემცივნების, ციებისა და მაღალი ცხელების, სისუსტის, თავის ტკივილის და ღებინების ან კისრის რიგიდობის განვითარებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა; ეს შეიძლება მენინგიტის (ასეპტიკური მენინგიტის) ნიშნები იყოს;

თუ პაციენტს კანზე აღენიშნება სიწითლე ან გამონაყარი.

როგორც სხვა არასტეროიდულმა ანტიანთებითმა პრეპარატებმა (NSAID), იბუ-ფორტემ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები. უმცირესი დოზის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში გამოყენება, რომელიც ეფექტურია სიმპტომების მოსახსნელად, მინიმუმამდე ამცირებს პრეპარატის არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობას.

თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

იბუ-ფორტეს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

იბუ-ფორტეს მიღება შეიძლება უზმოდ. ძალიან მცირე რაოდენობით პირებს შეიძლება აღენიშნოთ კუჭის სუსტი დარღვევები იბუ-ფორტეს მიღებისას. ასეთ შემთხვევაში დოზის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ან რძესთან ერთად. სასურველია, არ მოხდეს ალკოჰოლის მიღება იბუ-ფორტეს გამოყენებისას.

თუ პაციენტი იღებს სამ ჭიქაზე მეტ ალკოჰოლს დღეში, იბუპროფენმა შეიძლება გაზარდო კუჭიდან სისხლდენის რისკი.

არ უნდა მოხდეს პრეპარატის მიღება ფორთოხლის წვენთან ან კოლასთან ერთად. იბუ-ფორტეს მიღება უნდა მოხდეს ამ პროდუქტების მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ.

ფეხმძიმობა

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

იბუ-ფორტე, თუ შესაძლებელია, არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ძუძუთი კვება

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

არ არის რეკომენდებული იბუ-ფორტეს მიღება ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდულმა ანტიანტებითმა პრეპარატებმა (NSAID) შეიძლება გაზარდოს კოაგულაციასთან დაკავშირებული გართულებების (გულ-სისხლძარღვთა თრომბოზის), გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) და ინსულტის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი გამოყენებისას. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორების მქონე პაციენტები შეიძლება უფრო მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ;

იბუ-ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული (უკუნაჩვენებია) ტკივილის სამკურნალოდ გულის მკვებავი სისხლძარღვების ობსტრუქციის აღმოფხვრამდე (აორტოკორონარულ შუნტირებამდე).

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID) იწვევენ კუჭ-ნაწლავის სისტემის სერიოზულ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა სისხლდენა, კუჭის ან ნაწლავების წყლული, პერფორაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ დორს გამაფრთხილებელის სიმპტომებით ან მათ გარეშე. ხანდაზმული პაციენტები კუჭ-ნაწლავის სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატით, რადგან ზოგიერთ პაციენტში ურთიერთქმედებაა დაფიქსირებული:

ალკოჰოლი

იბუპროფენისა და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სისხლდენა.

ამინოგლიკოზიდები

NSAID-ებს შეუძლიათ შეამცირონ ამინოგლიკოზიდების ექსკრეცია.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (როგორიცაა ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები)

ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება.

ანტიკოაგულანტები (მაგ. ვარფარინი)

ვარფარინისა და NSAID-ების მოქმედება კუჭ-ნაწლავის სისხლდენაზე სინერგიულია. მაგალითად, იზრდება ანტიკოაგულაციური ეფექტი.

ანტითრომბოციტების აგენტები და სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRI)

NSAID-ებით კუჭ-ნაწლავში სისხლდენის გაზრდილი რისკი.

ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა)

აცეტილსალიცილის მჟავისა და იბუპროფენის ერთობლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული გვერდითი მოვლენების გაზრდის პოტენციალის გამო.

ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ იბუპროფენს ერთდროულად გამოყენებისას შეუძლია კონკურენტულად დათრგუნოს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გაურკვევლობა ამ მონაცემების კლინიკურ ექსტრაპოლაციასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ იბუპროფენის ხანგრძლივმა და მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების კარდიოპროტექტორული ეფექტი. იბუპროფენის შემთხვევითი გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები სავარაუდოდ არ შეინიშნება. (იხ. ნაწილი 5.1).

მცენარეული ექსტრაქტები

გინკო ბილობამ შეიძლება გააძლიეროს NSAID-ებით სისხლდენის რისკი.

შარდმდენი საშუალებები

კლინიკურმა კვლევებმა და პოსტმარკეტინგულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ იბუ-ფორტი ამცირებს ზოგიერთი დიურეზულების ნატრიურეზულ ეფექტს, როგორიცაა ფუროსემიდი და თიაზიდი. ეს ეფექტი დაკავშირებულია თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. NSAID-ებთან ერთდროული მკურნალობის დროს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმით მეთვალყურეობის ქვეშ თირკმელების უკმარისობის ნიშნებზე და დარწმუნდნენ დიურეზულ ეფექტურობაში.

გულის გლიკოზიდები

NSAID-ებს შეუძლიათ გააძლიერონ გულის უკმარისობა, შეამცირონ გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე და გაზარდონ გულის გლიკოზიდების დონეები პლაზმაში.

კაპტოპრილი

ექსპერიმენტული კვლევები აჩვენებს, რომ იბუპროფენი ეწინააღმდეგება ნატრიუმის ექსკრეციაზე კაპტოპრილის ეფექტს.

ქინოლონისგან მიღებული ანტიბიოტიკები

ცხოველთა მონაცემები მიუთითებს, რომ NSAID-ებმა შეიძლება გაზარდონ ქინოლონის ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კრუნჩხვების რისკი. კრუნჩხვების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ NSAID-ებს და ქინოლონებს ერთად. ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში..

Cox-2 ინჰიბიტორები და სხვა NSAID-ები

პოტენციური ადიტიური ეფექტის გამო, თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა NSAID-ებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება.

ქოლესტირამინი

იბუპროფენის ქოლესტირამინთან ერთად მიღებამ შეიძლება შეამციროს იბუპროფენის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

კორტიკოსტეროიდები

NSAID-ებით კუჭ-ნაწლავში წყლულის სისხლდენის გაზრდილი რისკი.

ლითიუმი

NSAID-ები ზრდიან პლაზმაში ლითიუმის დონეს (15%) და ამცირებენ თირკმლის ლითიუმის კლირენსს (20%). ეს ეფექტი დაკავშირებულია თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ამიტომ, NSAID-ების და ლითიუმის ერთად გამოყენებისას პაციენტები უნდა იყვნენ ლითიუმის ტოქსიკურობაზეფრთხილი მეთვალყურეობის ქვეშ.

მეთოტრექსატი

დაფიქსირებულია მეთოტრექსატის დაგროვების შემცირება NSAID-ების მიერ კურდღლების თირკმელების სექციებში. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ NSAID-ებმა შეიძლება გაზარდონ მეთოტრექსატის ტოქსიკურობა. სიფრთხილეა საჭირო მეტოტრექსატის და NSAID-ების ერთად გამოყენებისას

მიფეპრისტონი

NSAID-ების ანტიპროსტაგლანდინური თვისებების გამო, პრეპარატის ეფექტურობა თეორიულად შეიძლება შემცირდეს. შეზღუდული მტკიცებულების მიხედვით, პროსტაგლანდინების და NSAID-ების ერთსა და იმავე დღეს მიღება უარყოფითად არ მოქმედებს მიფეპრისტონის ან პროსტაგლანდინის ეფექტზე საშვილოსნოს ყელის სიმწიფეზე ან საშვილოსნოს კონტრაქტურაზე და არ ამცირებს ორსულობის სამედიცინო შეწყვეტის კლინიკურ ეფექტურობას.

ციკლოსპორინი

თირკმელებში პროსტაციკლინის სინთეზის დაქვეითების გამო, NSAID-ების და ციკლოსპორინის ერთდროული მიღება იწვევს ნეფროტოქსიურობის რისკს. ამიტომ, კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციაზე ყურადღებით მეთვალყურეობა.

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები, SSRI (მაგ. პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, სერტრალინი): ორივე SSRI და NSAID-ები იწვევენ სისხლდენის რისკს, მაგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ეს რისკი იზრდება კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში. ეს მექანიზმი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია თრომბოციტებში სეროტონინის უკუმიტაცების შემცირებასთან. (იხ. ნაწილი4.4).

სულფონილშარდოვანა

NSAID-ებს შეუძლიათ გააძლიერონ სულფონილშარდოვანას თერაპია. ჰიპოგლიკემიის ძალიან იშვიათი შეტყობინებები დაფიქსირდა იბუპროფენის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ სულფონილშარდოვანას თერაპიას.

სხვა ანალგეტიკები

ორი ან მეტი NSAID-ების ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ტაკროლიმუსი

ნეფროტოქსიურობის შესაძლო მომატებული რისკი მოსალოდნელია ტაკროლიმუსთან ერთად NSAID-ების მიღებისას. თირკმელებში პროსტაციკლინის სინთეზის დაქვეითების გამო, NSAID-ების და ტაკროლიმუსის ერთდროული მიღება იწვევს ნეფროტოქსიურობის რისკს. ამიტომ, კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში თირკმლის ფუნქციის ფრთხილი მეთვალყურეობაა საჭირო.

თიკლოპიდინი

NSAID-ები არ უნდა იქნას გამოყენებული ტიკლოპიდინთან ერთად თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვის გამო.

ზიდოვუდინი

ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის რისკი იზრდება ზიდოვუდინთან ერთად NSAID-ების მიღებისას. არსებობს მტკიცებულება ჰემატომისა და ჰემართროზის გაზრდილი რისკის შესახებ აივ (+) ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას ზიდოვუდინთან და იბუპროფენთან.

CYP2C9 ინჰიბიტორები

იბუპროფენის CYP2C9 ინჰიბიტორებთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს იბუპროფენის (CYP2C9 სუბსტრატი) ექსპოზიცია. ვორიკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან (CYP2C9 ინჰიბიტორები) კვლევამ აჩვენა გაზრდილი S(+)-იბუპროფენის ექსპოზიცია დაახლოებით 80-100%-ით. განსახილველია იბუპროფენის დოზის შემცირება, განსაკუთრებით იბუპროფენის მაღალი დოზების ერთდროული მიღებისას ძლიერ CYP2C9 ინჰიბიტორებთან, როგორიცაა ვორიკონაზოლი ან ფლუკონაზოლი.

დამატებითი ინფორმაცია პოპულაციების შესახებ

ურთიერთქმედების კვლევები არ არის ხელმისაწვდომი.

პედიატრიული პოპულაცია

ურთიერთქმედების კვლევები არ არის ხელმისაწვდომი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. თუ ორსულად ხართ, და თუ ეს შესაძლებელია, თავიდან აიცილეთ იბუ-ფორტეს გამოყენება. თუ შეამჩნევთ, რომ მკურნალობის დროს ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის რეკომენდებული იბუ-ფორტეს გამოყენება, თუ ძუძუთი კვებავთ.

მანქანის და მექანიზმების გამოყენება

იბუპროფენით მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია დაზიანდეს რეაგირების უნარი.ეს გასათვალისწინებელია სიტუაციებში, რომლებიც საჭიროებენ დიდ ყურადღებას, როგორიცაა ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა. ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის ერთდროული მიღებით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იბუ-ფორტეს შემადგენლობაში ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ.

იგი შეიცავს 1,875 გ საქაროზას ყოველ 1 დოზაში (5 მლ). ეს მდგომარეობა უნდა განიხილებოდეს დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს იბუ-ფორტეს მიღებამდე, მასში შემავალი სორბიტოლის (E420), მალტიტოლის (E965) და საქაროზის გამო.

იბუ-ფორტე შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 1 დოზაში(5 მლ); ასე რომ, ის ნამდვილად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

იბუ-ფორტეში შემავალი პოლიოქსილ 40 აბუსალათინის ზეთმა (PEG 40) შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და დიარეა.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება

ფრთხილად უნდა იყოთ, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს იბუ-ფორტეს მიღებისას, რადგან ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირდა ურთიერთქმედება:

ამინოგლიკოზიდური კლასის ანტიბიოტიკები (მაგ. გენტამიცინი, კანამიცინი, სტრეპტომიცინი)

მაღალი წნევის მედიკამენტები

მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას (მაგ. ვარფარინი)

პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ თრომბოციტების აქტივობას, რომლებიც იწვევენ შედედებას (ანტითრომბოციტების აგენტები, მაგ. ასპირინი, დიპირიდამოლი, კლოპიდოგრელი) და სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიისთვის (მაგ. ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი)

ასპირინი

გინკო ბილობას მცენარეული ექსტრაქტი

შარდმდენები (მაგ. ფუროსემიდი)

საგულე გლიკოზიდები (მაგ. დიგოქსინი, დიგიტოქსინი) გამოიყენება გულის უკმარისობის დროს

ქინოლონის კლასის ანტიბიოტიკები (მაგ. ციპროფლოქსაცინი)

ქოლესტირამინი, გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ

სულფონილურას ტიპის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად

სხვა ტკივილგამაყუჩებლები (სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID) COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით; მაგ. ასპირინი, ნაპროქსენი, ცელეკოქსიბი, ნიმესულიდი)

კორტიზონის ჯგუფის პრეპარატები

ლითიუმის მარილები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ და წამალი სახელწოდებით მეტოტრექსატი, რომელიც გამოიყენება სახსრების რევმატულ დაავადებების დროს და კიბოს ზოგიერთ სახეობაში.

აბორტის საწინააღმდეგო პრეპარატი მიფეპრისტონი

ანტიბიოტიკი ციკლოსპორინი

წამალი სახელად ტაკროლიმუსი, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ ორგანიზმმა არ უარყოს გადანერგილი ორგანო ორგანოთა გადანერგვის ოპერაციის შემდეგ

ზიდოვუდინი, გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ (აივ ინფექცია)

წამლების ჯგუფი, სახელწოდებით CYP2C9 ინჰიბიტორები, რომლებიც აჩერებენ ღვიძლის ცილებს, რომლებიც ახდენენ წამლების ინაქტივაციას.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტო წამალს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

იბუპროფენით მკურნალობის შემდეგ ზოგიერთ პციენტში შეიძლება დაქვეითდეს რეაგირების დრო. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას ისეთ სიტუციებში, რომლებიც მოითხოვენ გაზრდილ ყურადღებას, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: დაღლილობა და თავბრუსხვევა. ეს ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იბუ-ფორტეს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

1 საზომი პიპეტი (5 მლ) შეიცავს 1,875 გ საქაროზას. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა, სორბიტოლის (E420), მალტიტოლი (E965) და საქაროზის შემცველობის გამო, იბუ-ფორტეს მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

იბუ-ფორტე შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ საზომში (5 მლ), რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად “თავისუფალია” ნატრიუმისაგან.

აბუსალათინის ზეთმა პოლიოქსილ 40 (PEG 40), რომელსაც შეიცავს იბუ-ფორტე, შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ფაღარათი.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება

სიფრთხილეა საჭირო რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის მიღებისას იბუ-ფორტეთი მკურნალობის განმავლობაში, რადგან ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ურთიერთქმედება:

ამინოგლიკოზიდების კლასის ანტიბიოტიკები (მაგ.: გენტამიცინი, კანამიცინი, სტრეპტომიცინი);

ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები;

ანტიკოაგულანტები (მაგ.: ვარფარინი);

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტიაგრეგანტები, მაგ.: ასპირინი, დიპირიდამოლი, კლოპიდოგრელი) და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინიჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის დროს (მაგ.: ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი);

ასპირინი;

გინკგო ბილობას ექსტრაქტი;

დიურეტიკები (მაგ.: ფუროსემიდი);

საგულე გლიკოზიდები, გამოიყენება გულის უკმარისობის დროს (მაგ.: დიგოქსინი, დიგიტოქსინი);

ქინოლონის კლასის ანტიბიოტიკები (მაგ.: ციპროფლოქსაცინი);

ქოლესტირამინი, გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ;

მედიკამენტები, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, გამოიყენება შაქრის დონის დასაქვეითებლად სისხლში;

სხვა ტკივილგამაყუჩებლები (სხვა არასტეროიდული ანტინათებითი პრეპარატები (NSAID), მათ შორის COX-2 ინჰიბიტორები);

კორტიზონის ჯგუფის პრეპარატები;

ლითიუმის მარილები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების დროს და მეთოტრექსატი, რომელიც გამოიყენება სახსრების რევმატული დააავადებებისა და ზოგიერთი კიბოს დროს;

აბორტის გამომწვევი მიფეპრისტონი;

ციკლოსპორინი, ანტიბიოტიკი;

ტაკროლიმუსი, გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ;

ზიდოვუდინი, გამოიყენება შიდსი-ს (აივ-ინფექციის) სამკურნალოდ;

მედიკამენტების ჯგუფი, ე.წ. CYP2C9 ინჰიბიტორები, რომლებიც თრგუნავენ მედიკამენტების გამანეიტრალებელ ღვიძლის ცილებს.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან იბუ-ფორტეში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გამოვლენის სიხშირის მიხევით გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში.

ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1.000-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: 1.000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10.000-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს იბუ-ფორტეს მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის დეპარტამენტში დაუყოვნებლივ მიმართვა:

ქოშინი; სახის, ტუჩების, ქუთუთოების, ენის ან ხორხის შეშუპება; ძლიერი ქავილი და გამონაყარი კანზე; გულისცემის გაძლიერება და თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის გამო (ჰიპერმგრძნობელობა - ალერგია);

სტვენით სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება (ასთმის შეტევა);

არარეგულარული გულისცემა, აჩქარებული გულისცემა, ტკივილი მკერდის არეში;

ძლიერი ტკივილი მუცლის არეში (კუჭის წყლული ან პანკრეატიტი);

თვალებისა და კანის გაყვითლება (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა);

სისხლი განავალში ან ნაღებინებ მასაში, ან ყავის ნალექის მსგავსი, შავი ფერის ნაღებინები მასა (გასტროინტესტინური სისხლდენა);

კანზე სისხლჩაცევები, ცხვირიდან და ღძილებიდან სისხლდენა, ინფექციების სიხშირის გაზრდა, სიფერმკრთალე და სისუსტე (ძვლის ტვინი დათრგუნვა);

კანზე, პირის ღრუში, გარეთა სასქესო ორგანოებზე კანის აქერცვლა, შეშუპება, ბუშტუკების განვითარება და ცხელება (მულტიფორმული ერითემა);

მძიმე დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის აქერცვლითა და კანზე სითხის სავსე ბუშტუკების განვითარებით და ნეკროზით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კუნთებში ძალის უეცარი დაკარგვა, მგრძნობელობის დაკარგვა, მხედველობის დარღვევა (ინსულტი);

ძლიერი თავის ტკივილი, კეფის კუნთების რიგიდობა, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა (ასეპტიკური მენინგიტი);

არარსებული საგნების დანახვა და მოსმენა (ჰალუცინაციები);

კანის მძიმე რეაქცია, ე.წ. DRESS სინდრომი, რომელიც მოიცავს გამონაყარს, ცხელებას, ლიმფური კვანძების გადიდებას და ეოზინოფილების (ლეიკოციტების ტიპი) რაოდენობის მომატებას.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ნიშნავს, რომ სერიოზული ალერგიული რეაქცია აქვს იბუ-ფორტეს მიმართ. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს ან მიმართოს უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას:

ხშირი:

უძილობა, სწრაფი დაღლილობა;

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა;

მხედველობის დაბინდვა;

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია);

ფაღარათი (დიარეა);

გულისრევა, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი;

აირების ჭარბი წარმოქმნა კუჭსა და ნაწლავებში (მეტეორიზმი);

ნაწლავების პერისტალტიკის შენელება ან არარსებობა (ყაბზობა);

გასტროინტესტინური სისხლდენა;

კუპრისფერი, ცუდი სუნის მქონე განვალი სისხლდენის გამო (მელენა);

სისხლიანი ან ყავის ნალექის მსგავსი მასებით პირღებინება (ჰემატემეზისი);

გამონაყარი კანზე.

არახშირი:

მხედველობის დარღვევა;

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (დუოდენური წყლული);

კუჭის წყლული;

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი);

პირის ღრუს ანთება მცირე წყლულებით (პირის ღრუს წყლულები);

სიყვითლე;

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

ღვიძლის დისფუნქცია;

შფოთვა, მოუსვენრობა;

დაბუჟება (პარესთეზია);

სმენის დაზიანება (სმენის დაქვეითება, გაძლიერება);

გაციება (რინიტი), გრიპი;

ასთმა, ასთმის მიმდინარეობის გაუარესება, სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმი) და სუნთქვის გაძნელება (ქოშინი);

ჭინჭრის ციება (ურტიკარია);

ქავილი (პრურიტუსი);

მცირე სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებზე (პურპურა);

ჰიპერმგრძნობელობა (ანგიონევროზული შეშუპება), რომელიც იწვევს სახისა და ხორხის შესივებას (შეშუპებას);

სინათლეზე მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა);

მტკივნეული შარდვა;

შარდვის გაძნელება მამაკაცებში (შარდის შეკავება);

თირკმლის უკმარისობა (მაგ.: კოჭების შესივება);

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);

სისხლის შემადედებელი უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);

ლეიკოციტების რაოდენობის უეცარი შემცირება (აგრანულოციტოზი);

სისხლის უჯრედების ძლიერი დაქვეითება (აპლაზიური ანემია);

ჰემოლიზური ანემია, ანემიის ტიპი;

ძილიანობა (სომნოლენცია);

მომატებული გაღიზიანებადობა და შფოთვა.

იშვიათი:

ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მკვეთრი შემცირება (ნეიტროპენია);

ყურებში ხმაური (ტინიტუსი);

არარსებული საგნების დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა (ჰალუცინაციები);

თავბრუსხვევა, რომელიც გამოწვეული შიდა ყურის დაავადებით (ვერტიგო);

მენინგიტი (კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, სინათლეზე მგრძნობელობა ან ორიენტაციის (მდებარეობის, დროის აღქმის დაკარგვა) (ასეპტიკური მენინგიტი);

მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია);

რეალობის აღქმის დაკარგვა;

აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია);

სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია);

გულის რითმის დარღვევა;

ოპტიკური ნერვის ანთება (ოპტიკური ნევრიტი);

ოპტიკური ნერვის ანთება ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების გამო (ტოქსიკური ოპტიკური ნევრიტი);

პირის სიმშრალე;

კუჭის, ნაწლავების პერფორაცია (გასტროინტესტინური პერფორაცია);

ღვიძლის დაზიანება;

შეშუპება;

კანზე გამონაყარი ალერგიის გამო (ალერგიული დერმატიტი).

Zalian iSviaTi:

pankreasis anteba (pankreatiti);

RviZlis ukmarisoba;

kanze, piris RruSi, TvalebSi, genitaliebis irgvliv gamonayari; mZime bulozuri dermatiti, maT Soris stivens-jonsonis sindromi kanis aqercvliT, SeSupebiT, buStukovani gamonayariTa da cxelebiT;

buStukebis ganviTareba piris RruSi da sxeulis sxva nawilebSi an sxvadasxva zomis eriTematozuli gamonayari (multiformuli eriTema);

mZime daavadeba, romelic xasiaTdeba siTxiT savse buStukebis ganviTarebiT kanze, kanis aqercvliT da qsovilebis nekroziT (toqsikuri epidermuli nekrolizi);

gulis arteriebis daxSoba sisxlis TrombiT.

sixSire ucnobia:

alergiuli reqcia da hipermgrZnobelobiTi reaqcia (angionevrozuli SeSupeba), romelic iwvevs saxisa da xorxis Sesivebas (SeSupebas);

anoreqsia;

msxvili nawlavis anTeba (koliti) da kronis daavadebis (nawlavis anTebiTi daavadebis tipi) gamwvaveba;

sisxlis paTologia (diskrazia);

muqi feris naxveli.

medikamentebma, rogoricaa იბუ-ფორტე, SeiZleba gamoiwvios gulis Setevis (miokardiumis infarqti) an insultis riskis mcired momateba, gansakuTrebiT maRali dozebis gamoyenebisas (2400 mg/dReSi).

იშვიათ შემთხვევებში იბუ-ფორტეს მიღებისას შეიძლება განვითარდეს სისხლის დაავადებები და თირკმლის პრობლემები.

ყველა ეს სეროზული გვერდითი მოვლენაა და შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ინსტუქციაში ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

ტოქსიკურობა

80-100 მგ/კგ-ზე დიდი დოზების დროს არსებობს სიმპტომების განვითარების რისკი. 200 მგ/კგ-ზე მეტი დოზების დროს არსებობს სერიოზული სიმპტომების რისკი, თუმცა ეს ძალიან ცვალებადია ადამიანიდან ადამიანში. 15 თვის ბავშვში 560 მგ/კგ დოზამ გამოიწვია მძიმე ინტოქსიკაცია. 6 წლის ბავშვში 3,2 გრამმა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაცია გამოიწვია. 2,8-4 გრამ დოზამ 1,5 წლის ბავშვში და 6 გრამმა 6 წლის ბავშვში გამოიწვია მძიმე ინტოქსიკაცია, 8 გრამი დოზა მოზრდილებში და 20 გრამზე მეტი დოზა მოზრდილებში იწვევს ძალიან სერიოზული ინტოქსიკაციას. 16 წლის მოზარდის მიერ მიღებულმა 8 გრამმა თირკმელზე იმოქმედა, ხოლო 12 გრამმა, რომელიც ალკოჰოლთან ერთად მიიღო მოზარდმა, გამოიწვია მწვავე მილაკოვანი ნეკროზი.

სიმპტომები

უპირატესი სიმპტომებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, მუცლის ტკივილი და ღებინება (შეიძლება იყოს სისხლიანი) და თავის ტკივილი, ტინიტუსი, დაბნეულობა და ნისტაგმი. მაღალი დოზებით, უგონო მდგომარეობა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში). ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება. ჰიპერნატრიემია, თირკმლის ეფექტები, ჰემატურია. ღვიძლის შესაძლო ეფექტები. ჰიპოთერმია და მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი იშვიათად აღინიშნა. მძიმე მოწამვლისას შეიძლება მოხდეს მეტაბოლური აციდოზი.

მკურნალობა

საჭიროების შემთხვევაში, უნდა გამოირეცხოს კუჭი და პაციენტმა მიიღოს ნახშირი. კუჭ-ნაწლავის პრობლემების შემთხვევაში ინიშნება ანტაციდები. თუ არსებობს ჰიპოტენზია, ინტრავენური სითხე და საჭიროების შემთხვევაში ინოტროპული მხარდაჭერა ინიშნება. უზრუნველყავით ადეკვატური დიურეზი. გამოასწორეთ მჟავა-ტუტოვანი და ელექტროლიტური დარღვევები. ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების მკურნალობა უნდა მოხდეს დიაზეპამის ინტრავენური შეყვანით. ჩაატარეთ სხვა სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

ყოველ 5მლ (1 საზომი) სუსპენზია

აქტიური ნივთიერების სახით; 200მგ იბუპროფენს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერების სახით; სორბიტოლი (E420), მალტიტოლი (E965), სუკროზა, პოლიოქსილ 40 აბუსალათინის ზეთი, ნატრიუმის ბენზოატი (E211) და ნატრიუმის კარმელოზას შეიცავს.

(დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია.)

არ გამოყენოთ სატრანსპორტო საშუალება/მექანიზმები ინსტრუქციის წაკითხვამდე.

BERKO

იბუ-ფორტე ®

200მგ/5მლ სუსპენზია

იბუპროფენი

ლიცენზიის მფლობელი:

Berko İlaç ve Kimya Sanayi A.Ş.

წარმოების ადგილი:

Berko İlaç ve Kimya Sanayi A.Ş.

Sultanbeyli/İstanbul

ლიცენზიის ნომერი:

  • 09.2013 – 253/40

სერია:

ვადა. :

შემადგენლობა: ყოველ 5მლ (1 საზომი) სუსპენზია; აქტიური ნივთიერების სახით; 200მგ იბუპროფენს შეიცავს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში. შეინახეთ 250 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.გამოიყენება პერორალურად.გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.

100მლ

შენახვის პირობები

იბუ-ფორტე ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალური შეფუთვით.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ.

ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია იბუ-ფორტეს გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

დაუშვებელია იბუ-ფორტეს გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.

დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

ბერკო ილაჩ ვე ქიმია სანაი ა.შ.

იენისექირ მაჰ. ოზგურ სოკ. #16-18 ატაშექირი/სტამბოლი

0 216 456 65 70 (ტელ.)

0 216 456 65 79 (ფაქსი)

[email protected]

წარმოების ადგილი:

ბერკო ილაჩ ვე ქიმია სანაი ა.შ.

ადილ მაჰ. იორუკლერ სოკ. #2 სულთანბეილი/სტამბოლი

0 216 592 33 00 (ტელ.)

0 216 592 00 62 (ფაქსი)

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 01/10/2019

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

ათქ კოდი: M01AE01

იბუპროფენი არის პროპიონის მჟავას წარმოებული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით. ითვლება, რომ იბუპროფენის თერაპიული ეფექტი არის ციკლოოქსიგენაზას ფერმენტზე მისი ინჰიბიტორული ეფექტის შედეგი. ეს ინჰიბიტორული ეფექტი იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის მნიშვნელოვან შემცირებას.

ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ იბუპროფენს ერთდროულად გამოყენებისას შეუძლია კონკურენტულად დათრგუნოს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზის ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციაზე. ზოგიერთ ფარმაკოდინამიკურ კვლევაში, აცეტილსალიცილის მჟავას შემცირებული ეფექტი თრომბოქსანის ან თრომბოციტების აგრეგაციის ფორმირებაზე დაფიქსირდა, როდესაც იბუპროფენის 400 მგ ერთჯერადი დოზა მიიღება აცეტილსალიცილის მჟავას დაუყოვნებელი გამოთავისუფლების დოზის მიღებიდან 8 საათის განმავლობაში ან 30 წუთის შემდეგ (81 მგ). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გაურკვევლობა ამ მონაცემების კლინიკურ ექსტრაპოლაციასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული იმის შესაძლებლობა, რომ იბუპროფენის ხანგრძლივმა და მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების კარდიოპროტექტორული ეფექტი. იბუპროფენის შემთხვევითი გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები სავარაუდოდ არ შეინიშნება. (იხ. ნაწილი 4.5).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა

იბუპროფენი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ბიოშეღწევადობით 80-90%. შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან ერთიდან ორ საათში. საკვებთან ერთად მიღებისას შრატში პიკური კონცენტრაცია უფრო დაბალია და მიიღწევა უფრო ნელა, ვიდრე ცარიელ კუჭზე მიღებისას. საკვები მნიშვნელოვნად არ მოქმედებს მთლიან ბიოშეღწევადობაზე.

განაწილება

იბუპროფენი ძლიერ შეკრულია (99%) და მცირეა, განაწილების მოცულობა მოზრდილებში დაახლოებით 0,12-0,2 ლ/კგ-ია. ბიოტრანსფორმაცია

იბუპროფენი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P450-ით, სასურველია CYP2C9-ით, ორ ძირითად არააქტიურ მეტაბოლიტად, 2-ჰიდროქსიბუპროფენად და 3-კარბოქსიბუპროფენად. პერორალური მიღების შემდეგ, იბუპროფენის პერორალური დოზის 90%-ზე ოდნავ ნაკლები შარდში ჩნდება ჟანგვითი მეტაბოლიტების და მათი გლუკურონის კონიუგატების სახით. იბუპროფენის ძალიან მცირე რაოდენობა გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით.

ელიმინაცია

იბუპროფენის თირკმლის ექსკრეცია სწრაფი და სრულია. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. იბუპროფენის გამოყოფა თითქმის სრულდება ბოლო დოზის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.

წრფივობა/არაწრფივობა

იბუპროფენის ფარმაკოკინეტიკა წრფივია.

პაციენტების მახასიათებლები

თირკმლის უკმარისობა

ცნობილია, რომ შეუკავშირებელი (S)-იბუპროფენი იზრდება, უფრო მაღალი AUC მნიშვნელობები (S)-იბუპროფენისთვის და ენანტიომერული AUC (S/R) კოეფიციენტები იზრდება პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

თირკმელების დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც გადიან დიალიზს, იბუპროფენის საშუალო თავისუფალი ფრაქცია იყო დაახლოებით 3% ჯანმრთელი მოხალისეების დაახლოებით 1%-თან შედარებით. თირკმლის მძიმე უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს იბუპროფენის მეტაბოლიტების დაგროვება. ამ ეფექტის მნიშვნელობა უცნობია. მეტაბოლიტების მოცილება შესაძლებელია ჰემოდიალიზით (იხ. ნაწილი 4.2, 4.3. და 4.4).

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება ღვიძლის ზომიერი უკმარისობით არ იწვევდა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებში. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე ციროზულ პაციენტებში (ჩაილდ პიუს ქულა 6-10), რომლებიც მკურნალობდნენ რასემიული იბუპროფენით, დაფიქსირდა საშუალოდ 2-ჯერ გახანგრძლივებული ნახევარგამოყოფის პერიოდი და მნიშვნელოვნად დაბალი ენანტიომერული AUC (S/R) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ეს მიუთითებს, რომ (R)-იბუპროფენის მეტაბოლური გარდაქმნა აქტიურ (S)-ენანტიომერად შემცირებულია (იხ. ნაწილები 4.2, 4.3. და 4.4).

ხანდაზმული პაციენტები

თირკმლის უკმარისობის არარსებობის შემთხვევაში, ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებს შორის შეიმჩნევა მხოლოდ მცირე, კლინიკურად უმნიშვნელო განსხვავებები ფარმაკოკინეტიკური პროფილისა და შარდის გამოყოფაში.

პედიატრიული პაციენტები

სისტემური იბუპროფენის ექსპოზიცია წონის მიხედვით მორგებული დოზის (5 მგ/კგ-დან 10 მგ/კგ სხეულის მასაზე) მიღების შემდეგ ბავშვებში ერთი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, როგორც ჩანს, მოზრდილების მსგავსია. განაწილების უფრო მაღალი მოცულობა (ლ/კგ) და კლირენსი (ლ/კგ/სთ) დაფიქსირდა 3 თვიდან 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვიდრე 2,5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

იბუ-ფორტე 200 მგ/5 მლ სუსპენზია

განკუთვნილია შიგნით მისაღებად:

აქტიური ნივთიერება: თითოეული 5 მლ სუსპენზია (1 საზომი) შეიცავს 200 მგ იბუპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები: ქსანტანის ფისი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, გლიცერინი, სორბიტოლი (70%) (E420), მალტიტოლი (E965), ნატრიუმის ბენზოატი (E211), საქაროზა, პოლიოქსილ 40 აბუსალათინის ზეთი (PEG 40), ლიმონმჟავა, მარწყვის არომატი, ამონიუმის გლიცირიზატი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა, შემნიღბავი არომატი, დეიონიზირებული წყალი.

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.

მედიკამენტის მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.

საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება, ვიდრე რეკომენდებულია.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს იბუ-ფორტე და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუ-ფორტეს მიღებამდე;

იბუ-ფორტეს მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

იბუ-ფორტეს შენახვის წესი

სათაურები მოცემულია

რას წარმოადგენს იბუ-ფორტე და მისი გამოყენება

იბუ-ფორტე, 0.5 მლ დანყოფების მქონე ერთ ცალ 5 მლ-იან პლასტმასის პიპეტთან ერთად, გახსნისაგან დაცული მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავსახურით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ჩანართით მოთავსებულია ქარვისფერ მინის ბოთლებში (ტიპი III), რომელიც შეიცავს 30 მლ ან 100 მლ სუსპენზიას, ერთი პიპეტი (5 მლ) სუსპენზია შეიცავს 200 მგ იბუპროფენს.

გამოიყენება რევმატული ტკივილის, ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის და ცხელების მოსახსნელად.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუ-ფორტეს მიღებამდე

გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდულმა ანტიანტებითმა პრეპარატებმა (NSAID) შეიძლება გაზარდოს კოაგულაციასთან დაკავშირებული გართულებების (გულ-სისხლძარღვთა თრომბოზის), გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) და ინსულტის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი გამოყენებისას. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორების მქონე პაციენტები შეიძლება უფრო მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ;

იბუ-ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული (უკუნაჩვენებია) ტკივილის სამკურნალოდ გულის მკვებავი სისხლძარღვების ობსტრუქციის აღმოფხვრამდე (აორტოკორონარულ შუნტირებამდე).

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID) იწვევენ კუჭ-ნაწლავის სისტემის სერიოზულ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა სისხლდენა, კუჭის ან ნაწლავების წყლული, პერფორაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ დორს გამაფრთხილებელის სიმპტომებით ან მათ გარეშე. ხანდაზმული პაციენტები კუჭ-ნაწლავის სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

დაუშვებელია იბუ-ფორტეს მიღება:

თუ პაციენტი ორსულობის ბოლო ტრიმესტრშია;

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) იბუპროფენის ან მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

თუ პაციენტს იბუპროფენის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატის (NSAID) წარსულში მიღებისას აღენიშნა ალერგიული რეაქცია, როგორიცაა: ასთმა, რინიტი ან ჭინჭრის ციება;

თუ პაციენტს ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების მიღების შემდეგ ჰქონდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეციდიული დაავადებები, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დავადება), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა;

თუ პაციენტს გულის მძიმე უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტს თირკმლის მძიმე უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია გულის მკვებავი სისხლძარღვების ბლოკირების გამო (აორტო-კორონარული შუნტირება) ან ამ ოპერაციის შემდეგ;

თუ იბუპროფენის მიღების შემდეგ პაციენტს აღენიშნება კუჭ-ნაწლავის წყლულები ან სისხლდენა;

თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტვინში სისხლჩაქცევა ან სხვა აქტიური სისხლდენა;

არ უნდა იქნას მიღებული იბუ-ფორტე, თუ პაციენტს მიდრეკილება სისხლდენებისადმი.

იბუ-ფორტე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა ასთმა; შეიძლება განვითარდეს სასუნთქი გზების შევიწროება;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები ან კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებები; გამწვავებები მოცემულია ცხრილში;

თუ პაციენტს თირკმლის დაავადება აქვს; შეიძლება საჭირო გახდეს თირკმელების ფუნქციის გაკონტროლება. თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ იბუპროფენს ან ანალოგიურ არასტეროიდულ ანტიანტებით პრეპარატებს (NSAID), იზრდება, თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა და ღვიძლის დარღვევები, იღებს დიურეტიკებს და ანტიჰიპერტენზიული კლასის აგფ ინჰიბიტორებს და ხანდაზმულ პაციენტებში;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება.

თუ პაციენტს გულის დაავადება ან მაღალი არტერიული წნევა აქვს; შეიძლება აღინიშნოს სითხის შეკავება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში და შედეგად განვითარდეს შეშუპება;

იბუპროფენი და მსგავსი მედიკამენტები დაკავშირებულია გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) და ინსულტის გაზრდილ რისკთან, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას. თუ პაციენტს გულის ან სისხლძარღვთა დაავადებები აქვს, გადატანილი აქვს ინსულტი ან ფიქრობს, რომ ამ მდგომარეობების განვითარების რისკი აქვს, როგორიცაა: სისხლის მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი ან დიაბეტი, ან მწეველია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ მკურნალობის განხილვა;

იბუპროფენის ან არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატების (NSAID) ხანგრძლივად მიღებისას შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, სისხლდენა ან პერფორაცია, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს დაავადებები ადრე არ აღინიშნებოდა. ასეთი არასასურველი ეფექტების რისკი იზრდება ამ დაავადებების ანამნეზის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ პირებში, პრეპარატის დიდი დოზებითა და ხანგრძლივად მიღებისას;

თუ პაციენტს სხეულზე აღენიშნება უცნობი ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები და ჰემატომები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

შემცივნების, ციებისა და მაღალი ცხელების, სისუსტის, თავის ტკივილის და ღებინების ან კისრის რიგიდობის განვითარებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა; ეს შეიძლება მენინგიტის (ასეპტიკური მენინგიტის) ნიშნები იყოს;

თუ პაციენტს კანზე აღენიშნება სიწითლე ან გამონაყარი.

როგორც სხვა არასტეროიდულმა ანტიანთებითმა პრეპარატებმა (NSAID), იბუ-ფორტემ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები. უმცირესი დოზის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში გამოყენება, რომელიც ეფექტურია სიმპტომების მოსახსნელად, მინიმუმამდე ამცირებს პრეპარატის არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობას.

თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

იბუ-ფორტეს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

იბუ-ფორტეს მიღება შეიძლება უზმოდ. ძალიან მცირე რაოდენობით პირებს შეიძლება აღენიშნოთ კუჭის სუსტი დარღვევები იბუ-ფორტეს მიღებისას. ასეთ შემთხვევაში დოზის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ან რძესთან ერთად. სასურველია, არ მოხდეს ალკოჰოლის მიღება იბუ-ფორტეს გამოყენებისას.

თუ პაციენტი იღებს სამ ჭიქაზე მეტ ალკოჰოლს დღეში, იბუპროფენმა შეიძლება გაზარდო კუჭიდან სისხლდენის რისკი.

არ უნდა მოხდეს პრეპარატის მიღება ფორთოხლის წვენთან ან კოლასთან ერთად. იბუ-ფორტეს მიღება უნდა მოხდეს ამ პროდუქტების მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ.

ფეხმძიმობა

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

იბუ-ფორტე, თუ შესაძლებელია, არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ძუძუთი კვება

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

არ არის რეკომენდებული იბუ-ფორტეს მიღება ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

იბუპროფენით მკურნალობის შემდეგ ზოგიერთ პციენტში შეიძლება დაქვეითდეს რეაგირების დრო. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას ისეთ სიტუციებში, რომლებიც მოითხოვენ გაზრდილ ყურადღებას, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: დაღლილობა და თავბრუსხვევა. ეს ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იბუ-ფორტეს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

1 საზომი პიპეტი (5 მლ) შეიცავს 1,875 გ საქაროზას. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა, სორბიტოლის (E420), მალტიტოლი (E965) და საქაროზის შემცველობის გამო, იბუ-ფორტეს მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

იბუ-ფორტე შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ საზომში (5 მლ), რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად “თავისუფალია” ნატრიუმისაგან.

აბუსალათინის ზეთმა პოლიოქსილ 40 (PEG 40), რომელსაც შეიცავს იბუ-ფორტე, შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ფაღარათი.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება

სიფრთხილეა საჭირო რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის მიღებისას იბუ-ფორტეთი მკურნალობის განმავლობაში, რადგან ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ურთიერთქმედება:

ამინოგლიკოზიდების კლასის ანტიბიოტიკები (მაგ.: გენტამიცინი, კანამიცინი, სტრეპტომიცინი);

ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები;

ანტიკოაგულანტები (მაგ.: ვარფარინი);

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტიაგრეგანტები, მაგ.: ასპირინი, დიპირიდამოლი, კლოპიდოგრელი) და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინიჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის დროს (მაგ.: ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი);

ასპირინი;

გინკგო ბილობას ექსტრაქტი;

დიურეტიკები (მაგ.: ფუროსემიდი);

საგულე გლიკოზიდები, გამოიყენება გულის უკმარისობის დროს (მაგ.: დიგოქსინი, დიგიტოქსინი);

ქინოლონის კლასის ანტიბიოტიკები (მაგ.: ციპროფლოქსაცინი);

ქოლესტირამინი, გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ;

მედიკამენტები, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, გამოიყენება შაქრის დონის დასაქვეითებლად სისხლში;

სხვა ტკივილგამაყუჩებლები (სხვა არასტეროიდული ანტინათებითი პრეპარატები (NSAID), მათ შორის COX-2 ინჰიბიტორები);

კორტიზონის ჯგუფის პრეპარატები;

ლითიუმის მარილები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების დროს და მეთოტრექსატი, რომელიც გამოიყენება სახსრების რევმატული დააავადებებისა და ზოგიერთი კიბოს დროს;

აბორტის გამომწვევი მიფეპრისტონი;

ციკლოსპორინი, ანტიბიოტიკი;

ტაკროლიმუსი, გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ;

ზიდოვუდინი, გამოიყენება შიდსი-ს (აივ-ინფექციის) სამკურნალოდ;

მედიკამენტების ჯგუფი, ე.წ. CYP2C9 ინჰიბიტორები, რომლებიც თრგუნავენ მედიკამენტების გამანეიტრალებელ ღვიძლის ცილებს.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

იბუ-ფორტეს მიღების წესი

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ

აბსორბცია ძლიერდება იბუ-ფორტეს უზმოდ გამოყენებისას, მაგრამ მისი მიღება უმჯობესია ჭამის შემდეგ, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის (გასტროინტესტინური) ტრაქტის მხრივ.

მოზრდილები:

სუსტი და ზომიერი ტკივილის დროს საშუალო დოზაა 1200 მგ.

პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, დღიური დოზაა 200 მგ-400 მგ ყოველ 4-6 საათში.

არასასურველი ეფექტები მინიმუმადე შეიძლება იქნას დაყვანილი უმცირესი ეფექტური დოზის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში გამოყენებით, რომელიც საკმარისისა დაავადების სიმპტომების გასკონტროლებლად.

მიღების გზა და მეთოდი

იბუ-ფორტე მიიღება შიგნით.

გამოყენებამდე საჭიროა ბოთლის კარგად შენჯღრევა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პედიატრიული გამოყენება (6-12 წელი):

ტკივილის და ცხელების დროს, 5-10 მგ/კგ/დოზა გაყოფილი 3-4 მიღებად დღეში

ასაკი

წონა

(საშუალო წონა)

იბუპროფენის დოზა (მინიმუმალური-მაქსიმალური)

საზომი პიპეტი (მინიმალური-მაქსიმალური)

6

18-22 კგ (20 კგ)

100 მგ - 200 მგ

  • 5 მლ - 5 მლ

7-10

22-26 კგ (24 კგ)

120 მგ - 240 მგ

3 მლ - 6 მლ

11-12

30-34 კგ (32 კგ)

160 მგ - 320 მგ

4 მლ - 8 მლ

იუვენილური ართრიტის დროს 30-40 მგ/კგ/დღეში გაყოფილი 3-4 მიღებად დღეში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

გვერდითი მოვლენების სიხშირე საჭმლის მომნელებლი სისტემის მხრივ იზრდება ხანდაზმულებში. ამიტომ, ხანდაზმულებში გამოყენებისას საჭიროა შესაძლო უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენება უმოკლესი პერიოდის განმავლობაში.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის/გულის უკმარისობა:

არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის, ღვიძლის ან გულის მძიმე უკმარისობა.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ იბუ-ფორტეს მოქმედების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

იბუ-ფორტეს დოზის გადაჭარბებისას

იბუ-ფორტეს დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

იბუ-ფორტეს დოზის გადაჭარბებისას ან ბავშვის მიერ შემთხვევით მედიკამენტის გადაყლაპვისას ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა რჩევის ან აუცილებელის ზომების და რისკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

სიმპტომები: შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ტკივილი მუცელში, ღებინება (შეიძლება სისხლიანი), თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა და თვალების კაკლების მოძრაობა. მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში. აღწერილია ტაქიკარდია, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, სუნთქვის დარღვევა.

იბუ-ფორტეს დოზის გამოტოვებისას

მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული.

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს იბუ-ფორტეს მიღების შეწყვეტისას

მნიშვნელოვანია, რომ იბუ-ფორტეს მიღება გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. არ უნდა შეწყდეს მკურნალობა მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. იბუ-ფორტეს მიღების ნაადრევად შეწყვეტისას დაავადების მიმდინარეობა შეიძლება გაუარესდეს.

უმცირესი დოზის უმოკლესი დროის განმავლობაში მიღება, რომელიც საკმარისია სიმპტომების მოსახსნელად, მინიმუმამდე ამცირებს პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარებას.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან იბუ-ფორტეში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გამოვლენის სიხშირის მიხევით გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში.

ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1.000-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: 1.000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10.000-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს იბუ-ფორტეს მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის დეპარტამენტში დაუყოვნებლივ მიმართვა:

ქოშინი; სახის, ტუჩების, ქუთუთოების, ენის ან ხორხის შეშუპება; ძლიერი ქავილი და გამონაყარი კანზე; გულისცემის გაძლიერება და თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის გამო (ჰიპერმგრძნობელობა - ალერგია);

სტვენით სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება (ასთმის შეტევა);

არარეგულარული გულისცემა, აჩქარებული გულისცემა, ტკივილი მკერდის არეში;

ძლიერი ტკივილი მუცლის არეში (კუჭის წყლული ან პანკრეატიტი);

თვალებისა და კანის გაყვითლება (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა);

სისხლი განავალში ან ნაღებინებ მასაში, ან ყავის ნალექის მსგავსი, შავი ფერის ნაღებინები მასა (გასტროინტესტინური სისხლდენა);

კანზე სისხლჩაცევები, ცხვირიდან და ღძილებიდან სისხლდენა, ინფექციების სიხშირის გაზრდა, სიფერმკრთალე და სისუსტე (ძვლის ტვინი დათრგუნვა);

კანზე, პირის ღრუში, გარეთა სასქესო ორგანოებზე კანის აქერცვლა, შეშუპება, ბუშტუკების განვითარება და ცხელება (მულტიფორმული ერითემა);

მძიმე დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის აქერცვლითა და კანზე სითხის სავსე ბუშტუკების განვითარებით და ნეკროზით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კუნთებში ძალის უეცარი დაკარგვა, მგრძნობელობის დაკარგვა, მხედველობის დარღვევა (ინსულტი);

ძლიერი თავის ტკივილი, კეფის კუნთების რიგიდობა, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა (ასეპტიკური მენინგიტი);

არარსებული საგნების დანახვა და მოსმენა (ჰალუცინაციები);

კანის მძიმე რეაქცია, ე.წ. DRESS სინდრომი, რომელიც მოიცავს გამონაყარს, ცხელებას, ლიმფური კვანძების გადიდებას და ეოზინოფილების (ლეიკოციტების ტიპი) რაოდენობის მომატებას.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ნიშნავს, რომ სერიოზული ალერგიული რეაქცია აქვს იბუ-ფორტეს მიმართ. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს ან მიმართოს უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას:

ხშირი:

უძილობა, სწრაფი დაღლილობა;

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა;

მხედველობის დაბინდვა;

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია);

ფაღარათი (დიარეა);

გულისრევა, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი;

აირების ჭარბი წარმოქმნა კუჭსა და ნაწლავებში (მეტეორიზმი);

ნაწლავების პერისტალტიკის შენელება ან არარსებობა (ყაბზობა);

გასტროინტესტინური სისხლდენა;

კუპრისფერი, ცუდი სუნის მქონე განვალი სისხლდენის გამო (მელენა);

სისხლიანი ან ყავის ნალექის მსგავსი მასებით პირღებინება (ჰემატემეზისი);

გამონაყარი კანზე.

არახშირი:

მხედველობის დარღვევა;

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (დუოდენური წყლული);

კუჭის წყლული;

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი);

პირის ღრუს ანთება მცირე წყლულებით (პირის ღრუს წყლულები);

სიყვითლე;

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

ღვიძლის დისფუნქცია;

შფოთვა, მოუსვენრობა;

დაბუჟება (პარესთეზია);

სმენის დაზიანება (სმენის დაქვეითება, გაძლიერება);

გაციება (რინიტი), გრიპი;

ასთმა, ასთმის მიმდინარეობის გაუარესება, სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმი) და სუნთქვის გაძნელება (ქოშინი);

ჭინჭრის ციება (ურტიკარია);

ქავილი (პრურიტუსი);

მცირე სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებზე (პურპურა);

ჰიპერმგრძნობელობა (ანგიონევროზული შეშუპება), რომელიც იწვევს სახისა და ხორხის შესივებას (შეშუპებას);

სინათლეზე მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა);

მტკივნეული შარდვა;

შარდვის გაძნელება მამაკაცებში (შარდის შეკავება);

თირკმლის უკმარისობა (მაგ.: კოჭების შესივება);

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);

სისხლის შემადედებელი უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);

ლეიკოციტების რაოდენობის უეცარი შემცირება (აგრანულოციტოზი);

სისხლის უჯრედების ძლიერი დაქვეითება (აპლაზიური ანემია);

ჰემოლიზური ანემია, ანემიის ტიპი;

ძილიანობა (სომნოლენცია);

მომატებული გაღიზიანებადობა და შფოთვა.

იშვიათი:

ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მკვეთრი შემცირება (ნეიტროპენია);

ყურებში ხმაური (ტინიტუსი);

არარსებული საგნების დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა (ჰალუცინაციები);

თავბრუსხვევა, რომელიც გამოწვეული შიდა ყურის დაავადებით (ვერტიგო);

მენინგიტი (კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, სინათლეზე მგრძნობელობა ან ორიენტაციის (მდებარეობის, დროის აღქმის დაკარგვა) (ასეპტიკური მენინგიტი);

მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია);

რეალობის აღქმის დაკარგვა;

აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია);

სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია);

გულის რითმის დარღვევა;

ოპტიკური ნერვის ანთება (ოპტიკური ნევრიტი);

ოპტიკური ნერვის ანთება ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების გამო (ტოქსიკური ოპტიკური ნევრიტი);

პირის სიმშრალე;

კუჭის, ნაწლავების პერფორაცია (გასტროინტესტინური პერფორაცია);

ღვიძლის დაზიანება;

შეშუპება;

კანზე გამონაყარი ალერგიის გამო (ალერგიული დერმატიტი).

Zalian iSviaTi:

pankreasis anteba (pankreatiti);

RviZlis ukmarisoba;

kanze, piris RruSi, TvalebSi, genitaliebis irgvliv gamonayari; mZime bulozuri dermatiti, maT Soris stivens-jonsonis sindromi kanis aqercvliT, SeSupebiT, buStukovani gamonayariTa da cxelebiT;

buStukebis ganviTareba piris RruSi da sxeulis sxva nawilebSi an sxvadasxva zomis eriTematozuli gamonayari (multiformuli eriTema);

mZime daavadeba, romelic xasiaTdeba siTxiT savse buStukebis ganviTarebiT kanze, kanis aqercvliT da qsovilebis nekroziT (toqsikuri epidermuli nekrolizi);

gulis arteriebis daxSoba sisxlis TrombiT.

sixSire ucnobia:

alergiuli reqcia da hipermgrZnobelobiTi reaqcia (angionevrozuli SeSupeba), romelic iwvevs saxisa da xorxis Sesivebas (SeSupebas);

anoreqsia;

msxvili nawlavis anTeba (koliti) da kronis daavadebis (nawlavis anTebiTi daavadebis tipi) gamwvaveba;

sisxlis paTologia (diskrazia);

muqi feris naxveli.

medikamentebma, rogoricaa იბუ-ფორტე, SeiZleba gamoiwvios gulis Setevis (miokardiumis infarqti) an insultis riskis mcired momateba, gansakuTrebiT maRali dozebis gamoyenebisas (2400 mg/dReSi).

იშვიათ შემთხვევებში იბუ-ფორტეს მიღებისას შეიძლება განვითარდეს სისხლის დაავადებები და თირკმლის პრობლემები.

ყველა ეს სეროზული გვერდითი მოვლენაა და შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ინსტუქციაში ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

იბუ-ფორტეს შენახვის წესი

იბუ-ფორტე ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალური შეფუთვით.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ.

ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია იბუ-ფორტეს გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

დაუშვებელია იბუ-ფორტეს გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.

დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

ბერკო ილაჩ ვე ქიმია სანაი ა.შ.

იენისექირ მაჰ. ოზგურ სოკ. #16-18 ატაშექირი/სტამბოლი

0 216 456 65 70 (ტელ.)

0 216 456 65 79 (ფაქსი)

[email protected]

წარმოების ადგილი:

ბერკო ილაჩ ვე ქიმია სანაი ა.შ.

ადილ მაჰ. იორუკლერ სოკ. #2 სულთანბეილი/სტამბოლი

0 216 592 33 00 (ტელ.)

0 216 592 00 62 (ფაქსი)

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 01/10/2019

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა