ვირალ გელი
viral gel®
ვირალ გელის თვალის მალამო გამოიყენება ჰერპეს სიმპლექსის ვირუსით გამოწვეული კერატიტის სამკურნალოდ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აციკლოვირი (aciclovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ/გ 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- Balkanpharma-Razgrad AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტივირუსული საშუალებები
- ATC კოდი
- S01AD03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046456
- რეგისტრირებულია
- 8 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 8 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Medexport LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვირალ გელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვირალ გელის თვალის მალამო გამოიყენება ჰერპეს სიმპლექსის ვირუსით გამოწვეული კერატიტის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ეს წამალი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მიერ დანიშნული რეცეპტით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ბავშვები
1 სმ ვირალ გელის თვალის მალამოს ხაზი უნდა წაისვათ ქვედა კონიუნქტივალურ ტომარაში (ქვედა ქუთუთოს შიდა მხარე) დღეში ხუთჯერ, დაახლოებით 4 (ოთხი) საათის ინტერვალებით, გარდა ღამის დროისა.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 3 დღე დაავადებისაგან განკურნების შემდეგ.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექტირებისა და გამოყენების მეთოდის განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
გამოყენების მეთოდი
აციკლოვირის ვიჟენის თვალის მალამო გამოიყენება მხოლოდ თვალისთვის.
პრეპარატის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები.
თითით ფრთხილად ჩამოწიეთ ინფიცირებული თვალის ქვედა ქუთუთო.
თავი უკან გადახარეთ და ზემოთ აიხედეთ.
ქვედა ქუთუთოს შიდა მხარეს წაისვით თვალის მალამოს 1 სმ-იანი ზოლი. დარწმუნდით, რომ ტუბის წვერი თვალს არ ეხება.
დახუჭეთ თვალი 30 წამის განმავლობაში.
გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
თუ გამოიყენეთ ვირალ გელის თვალის მალამოს საჭიროზე მეტი რაოდენობა
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუმცა არ არსებობს მონაცემები ამ მედიკამენტის დოზის გადაჭარბების შესახებ, თუნდაც შეფუთვის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში.
თუ დაგავიწყდათ ვირალ გელის თვალის მალამოს გამოყენება
თუ დოზა გამოტოვეთ, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, რათა პრეპარატმა მოსალოდნელი ეფექტი გამოავლინოს. შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ვირალ გელი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი მომატებული მგრძნობელობა აციკლოვირის , ვალაციკლოვირის ან 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ვირალ გელის თვალის მალამოს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს. ვირალ გელის თვალის მალამოს გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ კონტაქტური ლინზების ტარებისგან.
თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვირალ გელის თვალის მალამომ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და მხედველობაზე იქონიოს გარდამავალი ეფექტი. ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თვალის მალამომ შეიძლება დროებით იმოქმედოს მხედველობაზე, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვირალ გელის თვალის მალამომაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების სიხშირე ქვემოთ არის მოცემული.
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)
ზედაპირული კერატოპათია (ალერგიული რეაქცია, რომელიც არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას და გაივლის გართულებების გარეშე).
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 პაციენტს)
თვალში გარდამავალი მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც ვლინდება გამოყენებისთანავე; კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება).
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან 1-ს)
ბლეფარიტი (ქუთუთოს ანთება).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000 პაციენტიდან 1-ს)
ალერგიული რეაქციები: დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება) და ჭინჭრის ციება.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზული გახდება ან თუ შეამჩნევთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ ბულგარეთის წამლის სააგენტოს
8 “დამიან გრუევის” ქ.
1303 სოფია
ტელ.: +359 28903417
website: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
უარყოფითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის შეფუთვის მთელი შემცველობის გადაყლაპვის შემთხვევაშიც კი.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში პერორალური აციკლოვირის შემთხვევით განმეორებით ჭარბი დოზების მიღება იწვევდა გასტროინტესტინალურ ეფექტებს (გულისრევა და ღებინება) და ნევროლოგიურ ეფექტებს (თავის ტკივილი და გონების არევა). აციკლოვირი დიალიზდება ჰემოდიალიზით.
შემადგენლობა
რა არის ვირალ გელის თვალის მალამო და რისთვის გამოიყენება?
ვირალ გელის თვალის მალამო არის მედიკამენტი, რომელიც შეიცავს ანტივირუსული აქტივობის მქონე აქტიურ ნივთიერებას. იგი განკუთვნილია თვალის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ჰერპეს სიმპლექსის ვირუსით, რომელიც იწვევს რქოვანას ანთებას (კერატიტი).
რა უნდა იცოდეთ ვირალ გელის თვალის მალამოს გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ ვირალ გელის თვალის მალამო, თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვირალ გელის თვალის მალამო კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება შესაბამისი თვის ბოლო დღეს.
ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიინფექციური საშუალებები. ანტივირუსული საშუალებები. ათქ კოდი: S01AD03
ვირალ გელი არის ანტივირუსული პრეპარატი მაღალი ინ ვიტრო აქტივობით ჰერპეს სიმპლექს ვირუსის (HSV) წინააღმდეგ, ტიპი 1 და ტიპი 2, მაგრამ მისი ტოქსიკურობა ძუძუმწოვართა უჯრედებში დაბალია.
ჰერპესით ინფიცირებული უჯრედის პენეტრაციის შემდეგ აციკლოვირი ფოსფორილდება აქტიურ მეტაბოლიტად აციკლოვირის ტრიფოსფატად. ამ პროცესის პირველი ეტაპი დამოკიდებულია ვირუსით კოდირებული ფერმენტის თიმიდინის კინაზას არსებობაზე. აციკლოვირის ტრიფოსფატი მოქმედებს როგორც ჰერპესვირუსის დნმ პოლიმერაზას სუბსტრატი და ინჰიბიტორი, რაც ხელს უშლის ვირუსული დნმ რეპლიკაციის შეფერხებას. ეს რეაქციები გავლენას არ ახდენს ნორმალურ უჯრედოვან პროცესებზე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აციკლოვირი სწრაფად შეიწოვება თვალის მალამოდან რქოვანას ეპითელიური ფენიდან და თვალის ზედაპირული ქსოვილებიდან, რაც იწვევს ვიროტოქსიკურ კონცენტრაციებს ინტრაოკულარულ სითხეში. ტოპიკალური გამოყენების შემდეგ შეუძლებელია სისხლში აციკლოვირის აღმოჩენა არსებული მეთოდებით, მაგრამ ნარჩენი რაოდენობები ვლინდება შარდში. მიუხედავად ამისა, ეს დონეები კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
- 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
დიდი რაოდენობის ინ ვიტრო და ინ ვივო მუტაგენობის კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ აციკლოვირი არ უქმნის საფრთხეს ადამიანის გენომს.
თაგვებსა და ვირთხებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩატარებული კვლევებისას არ აღმოჩნდა აციკლოვირის კარცენოგენური მოქმედება.
ვირთხებსა და ძაღლებში ჩატარებული ექსპერიმენტებისას, რომლის დროსაც აციკლოვირი გამოიყენებოდა თერაპიულზე ძალიან მაღალი დოზებით, აღმოჩნდა ზოგად ინტოქსიკაციასთან ასოცირებული შექცევადი ეფექტები სპერმატოგენეზზე. პერორალური აციკლოვირის მიღებისას თაგვების ორი თაობის კვლევაში არ აღმოჩნდა ეფექტები ფერტილობაზე.
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტული ტესტებისას აციკლოვირის სისტემური მიღება არ იწვევს ტოქსიკურ ან ტერატოგენურ ეფექტებს ვირთხებში, კურდღლებში ან თაგვებში.
ნაყოფში დარღვევები აღმოჩნდა ვირთხებში არასტანდარტული კვლევებისას დედებში კანქვეშ მხოლოდ ძალიან მაღალი ტოქსიკური დოზების მიღების შემდეგ.ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების სია
რბილი თეთრი პარაფინი
- 2 შეუთავსებლობა
არ შეესაბამება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
ვირალ გელი 30 მგ/გ თვალის მალამო
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს წამალი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.
თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ მე-4 ნაწილი.
რას იხილავთ ამ ფურცელ-ჩანართში
რა არის ვირალ გელის თვალის მალამო და რისთვის გამოიყენება?
რა უნდა იცოდეთ ვირალ გელის თვალის მალამოს გამოყენებამდე?
ვირალ გელი თვალის მალამოს გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ვირალ გელ თვალის მალამოს შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რა არის ვირალ გელის თვალის მალამო და რისთვის გამოიყენება?
ვირალ გელის თვალის მალამო არის მედიკამენტი, რომელიც შეიცავს ანტივირუსული აქტივობის მქონე აქტიურ ნივთიერებას. იგი განკუთვნილია თვალის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ჰერპეს სიმპლექსის ვირუსით, რომელიც იწვევს რქოვანას ანთებას (კერატიტი).
რა უნდა იცოდეთ ვირალ გელის თვალის მალამოს გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ ვირალ გელის თვალის მალამო, თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ვირალ გელის თვალის მალამოს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს. ვირალ გელის თვალის მალამოს გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ კონტაქტური ლინზების ტარებისგან.
თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა მედიკამენტები და ვირალ გელის თვალის მალამო
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვირალ გელის თვალის მალამომ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და მხედველობაზე იქონიოს გარდამავალი ეფექტი. ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
ვირალ გელის თვალის მალამოს გამოყენების წესი
ეს წამალი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მიერ დანიშნული რეცეპტით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ბავშვები
1 სმ ვირალ გელის თვალის მალამოს ხაზი უნდა წაისვათ ქვედა კონიუნქტივალურ ტომარაში (ქვედა ქუთუთოს შიდა მხარე) დღეში ხუთჯერ, დაახლოებით 4 (ოთხი) საათის ინტერვალებით, გარდა ღამის დროისა.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 3 დღე დაავადებისაგან განკურნების შემდეგ.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექტირებისა და გამოყენების მეთოდის განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
გამოყენების მეთოდი
აციკლოვირის ვიჟენის თვალის მალამო გამოიყენება მხოლოდ თვალისთვის.
პრეპარატის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები.
თითით ფრთხილად ჩამოწიეთ ინფიცირებული თვალის ქვედა ქუთუთო.
თავი უკან გადახარეთ და ზემოთ აიხედეთ.
ქვედა ქუთუთოს შიდა მხარეს წაისვით თვალის მალამოს 1 სმ-იანი ზოლი. დარწმუნდით, რომ ტუბის წვერი თვალს არ ეხება.
დახუჭეთ თვალი 30 წამის განმავლობაში.
გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
თუ გამოიყენეთ ვირალ გელის თვალის მალამოს საჭიროზე მეტი რაოდენობა
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუმცა არ არსებობს მონაცემები ამ მედიკამენტის დოზის გადაჭარბების შესახებ, თუნდაც შეფუთვის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში.
თუ დაგავიწყდათ ვირალ გელის თვალის მალამოს გამოყენება
თუ დოზა გამოტოვეთ, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, რათა პრეპარატმა მოსალოდნელი ეფექტი გამოავლინოს. შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვირალ გელის თვალის მალამომაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების სიხშირე ქვემოთ არის მოცემული.
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)
ზედაპირული კერატოპათია (ალერგიული რეაქცია, რომელიც არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას და გაივლის გართულებების გარეშე).
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 პაციენტს)
თვალში გარდამავალი მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც ვლინდება გამოყენებისთანავე; კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება).
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან 1-ს)
ბლეფარიტი (ქუთუთოს ანთება).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000 პაციენტიდან 1-ს)
ალერგიული რეაქციები: დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება) და ჭინჭრის ციება.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზული გახდება ან თუ შეამჩნევთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ ბულგარეთის წამლის სააგენტოს
8 “დამიან გრუევის” ქ.
1303 სოფია
ტელ.: +359 28903417
website: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- ვირალ გელის თვალის მალამოს შენახვის წესი
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვირალ გელის თვალის მალამო კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება შესაბამისი თვის ბოლო დღეს.
ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვირალ გელის 30 მგ/გ თვალის მალამო
მოქმედი ნივთიერებაა აციკლოვირი. 1 გ მალამო შეიცავს 30 მგ აციკლოვირს.
კიდევ ერთი ინგრედიენტია რბილი თეთრი პარაფინი.
როგორ გამოიყურება ვირალ გელის თვალის მალამო და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში
ვირალ გელის თვალის მალამო არის თეთრიდან თითქმის თეთრამდე ერთგვაროვანი მალამო.
ვირალ გელის თვალის მალამო ხელმისაწვდომია 5 გ ტუბში კანულით.
ერთი ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
შპს „მედექსპორტი“
№264 ომარ ხიზანიშვილის ქ.
გლდანის რაიონი, 0167, საქართველო
მწარმოებელი
Balkanpharma-Razgrad AD
68 “აპრილსკო ვასტანიე“ ბლვდ.
7200 რაზგრადი, ბულგარეთი
ამ სამკურნალო საშუალების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
შპს „მედექსპორტი“
№264 ომარ ხიზანიშვილის ქ.
გლდანის რაიონი, 0167, საქართველო
ამ ფურცელ-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია: 06/2024
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.
