აციკლოზინი
Aciclosina®
აციკლოზინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აციკლოვირს და წარმოდგენილია კრემის ფორმით კანზე ადგილობრივი გამოყენებისთვის. აციკლოვირი მიეკუთვნება ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს (ვირუსით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აციკლოვირი (aciclovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/გ 2გ კრემი ტუბი №1
- მწარმოებელი
- Laboratórios Atral, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული დერმატოლოგიური საშუალებები, ანტივირუსული საშუალებები
- ATC კოდი
- D06BB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023316
- რეგისტრირებულია
- 15 სექტემბერი 2017, მოქმედებს 15 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნეტ ფარმა საქართველო“
- GMP
- -
აციკლოზინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აციკლოზინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აციკლოვირს და წარმოდგენილია კრემის ფორმით კანზე ადგილობრივი გამოყენებისთვის.
აციკლოვირი მიეკუთვნება ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს (ვირუსით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა).
აციკლოზინი გამოიყენება კანზე დასატანად, ტუჩის რეციდიული ჰერპესის სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის (herpex simplex) ვირუსის მიერ.
აციკლოვირის (აციკლოზინის აქტიური ნივთიერება) კრემში შემცველობაზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს მისი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტურობა ჭრილობების შეხორცებასა და ტკივილის გაყუჩებასთან მიმართებაში, პლაცებო კრემთან შედარებით:
შეხორცების დრო იყო 22%-ით უფრო სწრაფი (საშუალო ხანგრძლივობა შემცირდა 0,5 დღემდე),
ტკივილი გაქრა 20%-ით უფრო სწრაფად (საშუალო ხანგრძლივობა შემცირდა 0,4 დღემდე).
პაციენტთა 60%-მა მკურნალობა დაიწყო დაზიანების ადრეულ სტადიაზე (პროდრომი ან ერითემა) და 40%-მა მოგვიანებით სტადიაზე (პაპულა ან ვეზიკულა).
თუ თავი უკეთესად არ იგრძენით ან მდგომარეობა გაუარესდა 10 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე როგორც აღწერილია ამ ბროშურაში, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების თანახმად. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტუჩის ჰერპესით დაავადებულ ბევრ პაციენტს შეუძლია მიხვდეს დაახლოებით როდის ეწყებათ ტუჩის ჰერპესი, ეს იმიტომ, რომ გრძნობენ ჩხვლეტას, ქავილს ან კანქვეშ მწერების ცოცვის შეგრძნებას. რეკომენდირებულია აციკლოზინის გამოყენება რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, მაგალითად გამოვლინდება კანქვეშ მწერების ცოცვის შეგრძნება. თუმცა, ტუჩის ჰერპესზე მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ვეზიკულას (ბუშტი) ფაზაშიც.
ყურადღებით მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციებს:
არ წაისვათ აციკლოზინი პირში, თვალებზე ან საშოში.
აციკლოზინის გამოყენებამდე და მისი გამოყენების შემდეგ, დაიბანეთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ ჭრილობების გამწვავება, სხვისთვის ან თქვენი სხეულის სხვა ნაწილისთვის ამ ინფექციის გადადება.
თავი უნდა აარიდოთ ხელებით ან თუნდაც პირსახოცით ჭრილობებზე შეხებას ან ფხანას, რათა არ გამწვავდეს ან გავრცელდეს ინფექცია.
12 ან მეტი წლის ასაკის ბავშვები და მოზრდილები
წაისვით 5-ჯერ დღეში კრემის თხელი ფენა, თითის დახმარებით, ისე, რომ დაზიანებული ადგილი მთლიანად დაიფაროს;
გამოყენებულ უნდა იქნეს 4 საათიანი შუალედით, არ საჭიროებს ღამე გამოყენაბას.
გააგრძელეთ მკურნალობა 4 დღის განავლობაში. თუ ამ დროის განმავლობაში ჭრილობა არ შეხორცდა, შეგიძლიათ მკურნალობა კიდევ 6 დღე გააგრძელოთ. თუ 10 დღის შემდეგ არ მოხდა სრული შეხორცება, ან თუ ჭრილობა ძალიან გამწვავდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
აციკლოზინის კრემით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
თუ გადააჭარბებთ აციკლოზინის გამოსაყენებელ დოზას
აციკლოზინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რჩევისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, და თან იქონიოთ ეს შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ აციკლოზინის გამოყენება
თუ კრემის გამოყენება დაგავიწყდათ ისე, როგორც რეკომენდირებულია, არ ინერვიულოთ. წაისვით კრემი მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ განაგრძეთ მისი გამოყენება როგორც ადრე. არ წაისვათ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ კიდევ გაქვთ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან ამ მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ (რომლებიც მითითებულია მე-6 ნაწილში).
სიფრთხილის ზომები
აციკლოზინის გამოყენებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აციკლოზინის გამოყენებისას: ეს მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მარტივი ჰერპესით (herpes simplex) გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ სახეზე ან ტუჩზე (ტუჩის ჰერპესი). კრემის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ლორწოვან გარსებზე, როგორიცაა პირის ღრუ და თვალები, და არც გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ;
თუ აციკლოზინის კრემი თვალში მოხვდა. იმ შემთხვევაში თუ კრემი შემთხვევით თვალში მოხვდა, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით ცივი წყლით. მიმართეთ ექიმს თუ ამან თქვენი თვალები გააღიზიანა;
თუ კანზე წარმოიქმნა ბუშტები. იქედან გამომდინარე, რომ ჰერპესით გამოწვეული ინფექციები გადამდებია, რეკომენდირებულია ინფიცირებულ კანთან კონტაქტისგან თავიდან აცილება, განსაკუთრებით როცა წარმოიქმნება ბუშტები. ინფიცირებულ კანზე აციკლოზინის წასმის შემდეგ, უნდა დაიბანოთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ სხეულის სხვა ნაწილების ინფიცირება (მაგალითად თვალების);
თუ თქვენი იმუნური სისტემა მძიმედაა დაქვეითებული. ინფექციის სიმძიმე განისაზღვრება მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის იმ ზომით როგორც რეაგირებს იმუნური სისტემა ინფექციებზე. თუ იმუნური სისტემა მძიმედაა დაქვეითებული, უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან კრემის გამოყენებამდე, რადგანაც შესაძლოა საჭირო გახდეს აციკლოვირის ტაბლეტების მიღება. ამის გამო, თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თქვენი სამედიცინო ისტორიის თაობაზე, რაც შეიძლება მეტი დეტალებით, რათა მან შეძლოს თქვენთვის შესაფერისი მკურნალობის განსაზღვრა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან მიგიღიათ ბოლო პერიოდში, ან მიიღებთ სხვა მედიკამენტებს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ აციკლოზინის კრემი მნიშვნელოვნად შევიდეს ურთიერთქმედებაში სხვა მედიკამენტებთან, რომლებსაც იყენებთ სამკურნალოდ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენ ექიმთან ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
აციკლოზინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულ ქალებში არ არის ნათლად დადგენილი. თუ ხართ ორსულად, უნდა გამოიყენოთ აციკლოზინი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ექიმი მიგითითებთ.
შეზღუდული რაოდენის მონაცემები აჩვენებენ, რომ აციკლოზინის აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში. თუ ახალშობილს კვებავთ ძუძუთი, აციკლოზინის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მითითების შემდეგ.
აციკლოზინი შეიცავს ცეტილურ ალკოჰოლს. შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქცია კანზე (მაგალითად კონტაქტური დერმატიტი).
აციკლოზინი შეიცავს პროპილენის გლიკოლს (E1520). შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტი, აციკლოზინსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა ადამიანში არ ვლინდება. ამ მედიკამენტით მკურნალობისას, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
შეწყვიტეთ აციკლოზინის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს დაუყონებლივ, თუ გამოვლინდა ალერგიული რეაქციები (ვლინდება 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში ყოველი 10000-დან) ისეთი როგორიცაა:
სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;
სუნთქვის გაძნელება.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება ყოველი 100-დან 1-10 მომხმარებელში):
წვის და ჩხვლეტის შეგრძნება, კრემის გამოყენების შემდეგ, და მოკლე პერიოდის განმავლობაში;
ოდნავ მშრალი ან ქერცლიანი კანი;
ქავილი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება ყოველი 1000-დან 1-10 მომხმარებელში):
კანის სიწითლე.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის შესაძლო გვერდითი მოვლენები რაც ამ ბროშურაში არ არის მითითებული, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ INFARMED, I.P.-ს, ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებაში.
INFARMED, I.P. მედიკამენტების რისკის მართვის დირექცია Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53 (ლისაბონის საუდეს პარკი, ბრაზილიის გამზირი 53) 1749-004 Lisboa (1749-004 ლისაბონი) ტელ: +351 21 798 71 40 ფაქსი: + 351 21 798 73 97 ვებგვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage ელ-ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
როგორია აციკლოზინის შემადგენლობა
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს აციკლოვირი.
სხვა კომპონენტებია: ნატრიუმის ლაურილსულფატი, პროპილენის გლიკოლი (E1520), თეთრ ვაზელინი, სუფთა წყალი და ცეტილური ალკოჰოლი.
როგორია აციკლოზინის ფორმა და შეფუთვის შიგთავსი
აციკლოზინი წარმოდგენილია თეთრი და ერთგვაროვანი კრემის ფორმით, 2გ, 10გ და 15გ-იან ალუმინის ტუბებში.
შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს კომერციალიზებული.
შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. ტუბის პირველი გახსნიდან, კრემის ვარგისიანობის ვადა არის 28 დღე. მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი თუ შეამჩნევთ გაფუჭების ნიშნებს. არ გადააგდოთ არცერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინფორმაციული ბროშურა: ინფორმაცია მომხმარებელს
აციკლოზინი 50 მგ/გ კრემი
აციკლოვირი
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ბროშურა, რადგან შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე როგორც აღწერილია ბროშურაში, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.
შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა მისი ხელახალი წაკითხვის აუცილებლობა გქონდეთ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
იმ შეთხვევაში თუ გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ის გვერდითი ეფექტები რაც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ ნაწილი 4.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან თუ გაუარესდა 10 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
რას მოიცავს ეს ბროშურა:
რა არის აციკლოზინი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ აციკლოზინის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება აციკლოზინი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება აციკლოზინი
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაციები
რა არის აციკლოზინი და რისთვის გამოიყენება
აციკლოზინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აციკლოვირს და წარმოდგენილია კრემის ფორმით კანზე ადგილობრივი გამოყენებისთვის.
აციკლოვირი მიეკუთვნება ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს (ვირუსით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა).
აციკლოზინი გამოიყენება კანზე დასატანად, ტუჩის რეციდიული ჰერპესის სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის (herpex simplex) ვირუსის მიერ.
აციკლოვირის (აციკლოზინის აქტიური ნივთიერება) კრემში შემცველობაზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს მისი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტურობა ჭრილობების შეხორცებასა და ტკივილის გაყუჩებასთან მიმართებაში, პლაცებო კრემთან შედარებით:
შეხორცების დრო იყო 22%-ით უფრო სწრაფი (საშუალო ხანგრძლივობა შემცირდა 0,5 დღემდე),
ტკივილი გაქრა 20%-ით უფრო სწრაფად (საშუალო ხანგრძლივობა შემცირდა 0,4 დღემდე).
პაციენტთა 60%-მა მკურნალობა დაიწყო დაზიანების ადრეულ სტადიაზე (პროდრომი ან ერითემა) და 40%-მა მოგვიანებით სტადიაზე (პაპულა ან ვეზიკულა).
თუ თავი უკეთესად არ იგრძენით ან მდგომარეობა გაუარესდა 10 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
რა უნდა იცოდეთ აციკლოზინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ აციკლოზინი
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან ამ მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ (რომლებიც მითითებულია მე-6 ნაწილში).
სიფრთხილის ზომები
აციკლოზინის გამოყენებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აციკლოზინის გამოყენებისას: ეს მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მარტივი ჰერპესით (herpes simplex) გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ სახეზე ან ტუჩზე (ტუჩის ჰერპესი). კრემის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ლორწოვან გარსებზე, როგორიცაა პირის ღრუ და თვალები, და არც გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ;
თუ აციკლოზინის კრემი თვალში მოხვდა. იმ შემთხვევაში თუ კრემი შემთხვევით თვალში მოხვდა, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით ცივი წყლით. მიმართეთ ექიმს თუ ამან თქვენი თვალები გააღიზიანა;
თუ კანზე წარმოიქმნა ბუშტები. იქედან გამომდინარე, რომ ჰერპესით გამოწვეული ინფექციები გადამდებია, რეკომენდირებულია ინფიცირებულ კანთან კონტაქტისგან თავიდან აცილება, განსაკუთრებით როცა წარმოიქმნება ბუშტები. ინფიცირებულ კანზე აციკლოზინის წასმის შემდეგ, უნდა დაიბანოთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ სხეულის სხვა ნაწილების ინფიცირება (მაგალითად თვალების);
თუ თქვენი იმუნური სისტემა მძიმედაა დაქვეითებული. ინფექციის სიმძიმე განისაზღვრება მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის იმ ზომით როგორც რეაგირებს იმუნური სისტემა ინფექციებზე. თუ იმუნური სისტემა მძიმედაა დაქვეითებული, უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან კრემის გამოყენებამდე, რადგანაც შესაძლოა საჭირო გახდეს აციკლოვირის ტაბლეტების მიღება. ამის გამო, თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თქვენი სამედიცინო ისტორიის თაობაზე, რაც შეიძლება მეტი დეტალებით, რათა მან შეძლოს თქვენთვის შესაფერისი მკურნალობის განსაზღვრა.
სხვა მედიკამენტები და აციკლოზინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან მიგიღიათ ბოლო პერიოდში, ან მიიღებთ სხვა მედიკამენტებს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ აციკლოზინის კრემი მნიშვნელოვნად შევიდეს ურთიერთქმედებაში სხვა მედიკამენტებთან, რომლებსაც იყენებთ სამკურნალოდ.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენ ექიმთან ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
აციკლოზინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულ ქალებში არ არის ნათლად დადგენილი. თუ ხართ ორსულად, უნდა გამოიყენოთ აციკლოზინი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ექიმი მიგითითებთ.
შეზღუდული რაოდენის მონაცემები აჩვენებენ, რომ აციკლოზინის აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში. თუ ახალშობილს კვებავთ ძუძუთი, აციკლოზინის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მითითების შემდეგ.
აციკლოზინი შეიცავს ცეტილურ ალკოჰოლს. შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქცია კანზე (მაგალითად კონტაქტური დერმატიტი).
აციკლოზინი შეიცავს პროპილენის გლიკოლს (E1520). შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
როგორ გამოიყენება აციკლოზინი
გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე როგორც აღწერილია ამ ბროშურაში, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების თანახმად. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტუჩის ჰერპესით დაავადებულ ბევრ პაციენტს შეუძლია მიხვდეს დაახლოებით როდის ეწყებათ ტუჩის ჰერპესი, ეს იმიტომ, რომ გრძნობენ ჩხვლეტას, ქავილს ან კანქვეშ მწერების ცოცვის შეგრძნებას. რეკომენდირებულია აციკლოზინის გამოყენება რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, მაგალითად გამოვლინდება კანქვეშ მწერების ცოცვის შეგრძნება. თუმცა, ტუჩის ჰერპესზე მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ვეზიკულას (ბუშტი) ფაზაშიც.
ყურადღებით მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციებს:
არ წაისვათ აციკლოზინი პირში, თვალებზე ან საშოში.
აციკლოზინის გამოყენებამდე და მისი გამოყენების შემდეგ, დაიბანეთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ ჭრილობების გამწვავება, სხვისთვის ან თქვენი სხეულის სხვა ნაწილისთვის ამ ინფექციის გადადება.
თავი უნდა აარიდოთ ხელებით ან თუნდაც პირსახოცით ჭრილობებზე შეხებას ან ფხანას, რათა არ გამწვავდეს ან გავრცელდეს ინფექცია.
12 ან მეტი წლის ასაკის ბავშვები და მოზრდილები
წაისვით 5-ჯერ დღეში კრემის თხელი ფენა, თითის დახმარებით, ისე, რომ დაზიანებული ადგილი მთლიანად დაიფაროს;
გამოყენებულ უნდა იქნეს 4 საათიანი შუალედით, არ საჭიროებს ღამე გამოყენაბას.
გააგრძელეთ მკურნალობა 4 დღის განავლობაში. თუ ამ დროის განმავლობაში ჭრილობა არ შეხორცდა, შეგიძლიათ მკურნალობა კიდევ 6 დღე გააგრძელოთ. თუ 10 დღის შემდეგ არ მოხდა სრული შეხორცება, ან თუ ჭრილობა ძალიან გამწვავდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
აციკლოზინის კრემით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
თუ გადააჭარბებთ აციკლოზინის გამოსაყენებელ დოზას
აციკლოზინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რჩევისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, და თან იქონიოთ ეს შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ აციკლოზინის გამოყენება
თუ კრემის გამოყენება დაგავიწყდათ ისე, როგორც რეკომენდირებულია, არ ინერვიულოთ. წაისვით კრემი მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ განაგრძეთ მისი გამოყენება როგორც ადრე. არ წაისვათ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ კიდევ გაქვთ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტი, აციკლოზინსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა ადამიანში არ ვლინდება. ამ მედიკამენტით მკურნალობისას, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
შეწყვიტეთ აციკლოზინის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს დაუყონებლივ, თუ გამოვლინდა ალერგიული რეაქციები (ვლინდება 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში ყოველი 10000-დან) ისეთი როგორიცაა:
სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;
სუნთქვის გაძნელება.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება ყოველი 100-დან 1-10 მომხმარებელში):
წვის და ჩხვლეტის შეგრძნება, კრემის გამოყენების შემდეგ, და მოკლე პერიოდის განმავლობაში;
ოდნავ მშრალი ან ქერცლიანი კანი;
ქავილი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება ყოველი 1000-დან 1-10 მომხმარებელში):
კანის სიწითლე.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის შესაძლო გვერდითი მოვლენები რაც ამ ბროშურაში არ არის მითითებული, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ INFARMED, I.P.-ს, ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებაში.
INFARMED, I.P. მედიკამენტების რისკის მართვის დირექცია Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53 (ლისაბონის საუდეს პარკი, ბრაზილიის გამზირი 53) 1749-004 Lisboa (1749-004 ლისაბონი) ტელ: +351 21 798 71 40 ფაქსი: + 351 21 798 73 97 ვებგვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage ელ-ფოსტა: [email protected]
როგორ ინახება აციკლოზინი
შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. ტუბის პირველი გახსნიდან, კრემის ვარგისიანობის ვადა არის 28 დღე. მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი თუ შეამჩნევთ გაფუჭების ნიშნებს. არ გადააგდოთ არცერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაციები
როგორია აციკლოზინის შემადგენლობა
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს აციკლოვირი.
სხვა კომპონენტებია: ნატრიუმის ლაურილსულფატი, პროპილენის გლიკოლი (E1520), თეთრ ვაზელინი, სუფთა წყალი და ცეტილური ალკოჰოლი.
როგორია აციკლოზინის ფორმა და შეფუთვის შიგთავსი
აციკლოზინი წარმოდგენილია თეთრი და ერთგვაროვანი კრემის ფორმით, 2გ, 10გ და 15გ-იან ალუმინის ტუბებში.
შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს კომერციალიზებული.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: Laboratórios Atral, S.A. (Atral ლაბორატორიების საზოგადოება) Rua da Estação, nº42 (შტასაუს ქუჩა 42) Vala do Carregado (ვალა დუ კაღეგადუ) 2600-726 Castanheira do Ribatejo – Portugal (2600-726 კაშტანეირა დუ ღიბატეჟუ - პორტუგალია) ეს ბროშურა უკანასკნელად გადახედილ იქნა 2014 წლის მაისში.
LABORATÓRIOS ATRAL, S.A. (Atral ლაბორატორიების საზოგადოება)
(ხელმოწერა)
დოქტორი ედუარდუ ოლივეირა
მარეგულირებელ საქმეთა დირექტორი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


