პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ვიზადისი

Vizadis

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

აზასიტიდინი მიეკუთვნება ანტინეოპლაზიური პრეპარატების ჯგუფს და წარმოადგენს კიბოს უჯრედების ზრდის საწინააღმდეგო საშუალებას. შეიცავს 100 მგ აზაციტიდინს აქტიური ნივთიერების სახით და მანიტოლს დამხმარე ნივთიერების სახით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აზაციტიდინი (azacitidine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ლიოფილიზებული ფხვნილი 25მგ/მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Deva Holding A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC07
რეგისტრაციის ნომერი
რ-043411
რეგისტრირებულია
12 ივნისი 2025, მოქმედებს 12 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებავიზადისი და სხვა წამალი ერთად

ვიზადისი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აზასიტიდინი მიეკუთვნება ანტინეოპლაზიური პრეპარატების ჯგუფს და წარმოადგენს კიბოს უჯრედების ზრდის საწინააღმდეგო საშუალებას.

შეიცავს 100 მგ აზაციტიდინს აქტიური ნივთიერების სახით და მანიტოლს დამხმარე ნივთიერების სახით.

პრეპარატი წარმოდგენილია საინექციო სუსპენზიის დასამზადებელი თეთრი ფხვნილის სახით და მოცემულია შუშის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 100 მგ აზაციტიდინს.

ვიზადისი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ იმ მოზრდილებში, რომლებშიც შეუძლებელია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია:

მაღალი რისკის მქონე მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS).

ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია (CMML).

მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ 20-30% მოუმწიფებელი (ახალგაზრდა) უჯრედები და მრავლობითი შტოების დისპლაზია (უჯრედების განვითარების დეფექტი) ან 30%-ზე მეტი მოუმწიფებელი (ახალგაზრდა) ძვლის ტვინის უჯრედები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციის მიხედვით.

ეს არის დაავადებები, რომლებიც აზიანებენ ძვლის ტვინს და შეიძლება პრობლემები შეუქმნან სისხლის უჯრედების ნორმალურ პროდუქციას.

ვიზადისი მოქმედებს კიბოს უჯრედების ზრდის შეფერხების ხარჯზე. აზაციტიდინი გავლენას ახდენს უჯრედების გენეტიკურ მასალაზე (რიბონუკლეინის მჟავა [RNA] და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა [DNA]). ითვლება, რომ ის ცვლის უჯრედის მიერ გენების ჩართვა-გამორთვის წესს და აფერხებს ახალი RNA და DNA წარმოებას. ეს ეფექტები გამიზნულია მიელოდისპლაზიური დაავადებების დროს ძვლის ტვინში ახალგაზრდა სისხლის უჯრედების ზრდასთან და მომწიფებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოსასწორებლად და ლეიკემიის დროს კიბოს უჯრედების განადგურებისთვის.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები ვიზადისის მოქმედების ან ამ პრეპარატის დანიშვნის შესახებ, მიმართეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია შესაბამისი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

ვიზადისის დანიშვნამდე, ექიმი დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს, რათა თავიდან აიცილოთ გულისრევა და ღებინება მკურნალობის თითოეული ციკლის დასაწყისში.

დღიური დოზაა 75 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე (მ2).

ექიმი შეარჩევს ვიზადისის შესაბამის დოზას თქვენი მდგომარეობის, სიმაღლისა და სხეულის წონის მიხედვით. ექიმი შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.

ვიზადისის ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ, მედიკამენტის მიღება წყდება 3 კვირით.

მკურნალობის ეს ციკლი მეორდება ყოველ 4 კვირაში.

როგორც წესი, თქვენ მიიღებთ მკურნალობის მინიმუმ 6 ციკლს.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ვიზადისი შეიყვანება კანქვეშ ინექციის სახით ექიმის ან ექთნის მიერ. მისი გაკეთება შესაძლებელია კანქვეშ ბარძაყზე, მუცელზე ან მკლავზე.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

აზაციტიდინის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმული პაციენტებისთვის არ არის საჭირო დოზის განსაკუთრებული კორექტირება. თუმცა, ექიმი გააკონტროლებს თქვენი თირკმლის ფუნქციას, რადგან ხანდაზმულ პაციენტებში არსებობს მისი გაუარესების უფრო მაღალი რისკი.

სიფრთხილის ზომები

ვიზადისი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აზაციტიდინის ან ვიზადისის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (იხ. „დამხმარე ნივთიერებები“) მიმართ.

თქვენ გაქვთ ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე პროგრესირებულ სტადიაზე.

ძუძუთი კვებავთ ჩვილს.

ვიზადისი უნდა გამოიყენოთ განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

აღინიშება თრომბოციტების, სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება,

გაქვთ თირკმლის პრობლემები,

გაქვთ ღვიძლის პრობლემები,

გაქვთ გულის პრობლემა, გადატანილი გაქვთ გულის შეტევა ან გაქვთ ფილტვების დაავადების ისტორია, აცნობეთ ექიმს.

ვიზადისის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ვიზადისით მკურნალობის თითოეული პერიოდის (ციკლის) დაწყებამდე ჩატარდება სისხლის ანალიზები იმის შესამოწმებლად, გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედები და სწორად ფუნქციონირებს თუ არა თქვენი ღვიძლი და თირკმელები.

ვიზადისით მკურნალობის დროს, თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, განსაკუთრებით პირველი ორი ციკლის განმავლობაში. ამ მიზეზით, ექიმი მკურნალობის თითოეული ციკლის წინ ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს, რათა დააკვირდეს თქვენს რეაქციას მკურნალობაზე და სისხლის უჯრედებზე შესაძლო გვერდით მოვლენებს, ასევე დაარეგულიროს მკურნალობის დოზა.

შესაძლოა აღნიშნოს ვიზადისით მკურნალობასთან ასოცირებული კარდეალური პრობლემები იმ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ გულის მძიმე უკმარისობა ან კლინიკურად უკონტროლო გულის ან ფილტვის დაავადება. თუ თქვენ გაქვთ ასეთი დაავადებები, თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენს გულის და ფილტვების ფუნქციებს ვიზადისით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს.

შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სწრაფად გავრცელებად ინფექციას (ნეკროზული ფასციიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რბილი ქსოვილების სიკვდილი. ნეკროზული ფასციიტის განვითარების შემთხვევაში, ექიმი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ვიზადისით მკურნალობას და დაიწყებს შესაბამის მკურნალობას.

პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობამდე აქვთ მაღალი სიმსივნური დატვირთვა, ახასიათებთ სიმსივნის ლიზისის სინდრომის (როდესაც სიმსივნური უჯრედების შემცველობა სისხლში ხვდება და სიმსივნური უჯრედების სწრაფი განადგურების გამო სიცოცხლისთვის საშიშ დონემდე იზრდება) განვითარების რისკი. ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას.

ვიზადისის მამაკაცებში გამოყენების შესახებ იხილეთ ნაწილი „ორსულობა“.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში, მიმართეთ ექიმს.

ვიზადისის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

სამკურნალო საშუალების შეყვანის გზის გამო, ვიზადისი არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან. მისი მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე სავსე კუჭზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვიზადისმა შეიძლება შეცვალოს სხვა მედიკამენტების ეფექტი და ასევე სხვა მედიკამენტებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ვიზადისის ეფექტზე.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ ვიზადისი ორსულობის დროს, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ვიზადისით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში გამოიყენეთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი.

ვიზადისით მკურნალობის დროს მამაკაცებმა არ უნდა მოადხინონ განაყოფიერება. ვიზადისით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში გამოიყენეთ კონტრაცეპციის ეფექტური მეთოდი.

მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გსურთ სპერმის კონსერვაცია.

თუ გამოვლინდება ორსულობა მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ძუძუთი კვების დროს ვიზადისის გამოყენება არ შეიძლება. უცნობია, გადადის თუ არა ვიზადისი დედის რძეში. ამიტომ, მკურნალობის დროს არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ თქვენ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა დაღლილობა და სისუსტე, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ სხვა მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიზადისის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ის არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს გაფრთხილებას.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ვიზადისმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

უნდა შეწყვიტოთ ვიზადისის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან უახლოესი კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ გამოვლინდება შემდეგი ეფექტები:

ძილიანობა, კანკალი, სიყვითლე, მეტეორიზმი და დაზიანებისადმი მიდრეკილება. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის უკმარისობის სიმპტომები და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

ტერფებისა და ფეხების შეშუპება, ზურგის ტკივილი, შარდის გამოყოფის შემცირება, ძლიერი წყურვილი, გულისცემის გახშირება, თავბრუსხვევა და გულისრევა ან მადის დაქვეითება, ასევე შერეული გრძნობები, მოუსვენრობა ან დაღლილობა. ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის სიმპტომები და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, რომელიც გამოწვეულია სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობით და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

ქოშინი, რასაც შესაძლოა თან ახლდეს გულმკერდის ტკივილი ან ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფილტვის ინფექციით, რომელსაც „პნევმონია“ ეწოდება და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

სისხლდენა. მაგალითად, სისხლი განავალში კუჭში ან ნაწლავებში სისხლდენის გამო, ან სისხლდენა თავში. ეს შეიძლება იყოს სისხლში თრომბოციტების დაბალი დონის სიმპტომები.

სუნთქვის გაძნელება, ტუჩების შეშუპება, ქავილი ან გამონაყარი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციით.

ეს ყველა არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები.

თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება ამ ეფექტებიდან ნებისმიერი, შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია სიხშირის შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 -დან1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000 -დან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000 -დან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია). შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობა და სიფერმკრთალე.

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. ამას შეიძლება თან ახლდეს სიცხე. ასევე, უფრო მეტად სავარაუდოა ინფექციების განვითარება.

თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია). ამ შემთხვევაში, სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება უფრო მაღალია.

ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

პნევმონია.

ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი.

დაღლილობა (სისუსტე).

ინექციის ადგილას რეაქცია, მათ შორის სიწითლე, ტკივილი ან კანის რეაქცია.

მადის დაკარგვა.

სახსრების ტკივილი.

სისხლჩაქცევები.

გამონაყარი.

წითელი ან იისფერი ლაქები კანქვეშ.

კუჭის ტკივილი

ქავილი.

სიცხე.

ცხვირისა და ყელის ტკივილი.

თავბრუსხვევა.

თავის ტკივილი.

ძილის პრობლემები (უძილობა)

ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი).

კუნთების ტკივილი.

სისუსტე (ასთენია).

წონის დაკლება.

სისხლში კალიუმის დაბალი დონე.

ხშირი

თავის არეში სისხლდენა (სიტუაცია, რომელიც ხასიათდება ძლიერი თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, თავბრუსხვევით, გაურკვეველი მეტყველებით და გონების დაკარგვით).

სისხლში დალექილი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია (სეფსისი). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების დეფიციტით.

ძვლის ტვინის უკმარისობა. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ანემიის სახეობა, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების შემცირებით.

საშარდე გზების ინფექცია.

ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს ჰერპესს.

ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭის ან ნაწლავების სისხლდენა, ანუსში სისხლდენა (ბუასილის სისხლდენა), თვალში სისხლდენა, კანქვეშ ან კანში სისხლდენა (ჰემატომა).

სისხლი შარდში.

წყლულები პირის ღრუში ან ენაზე.

კანის ცვლილებები ინექციის ადგილას. ესენია შეშუპება, მკვრივი კვანძი, სისხლჩაქცევები, კანში სისხლდენა (ჰემატომა), გამონაყარი, ქავილი და კანის ფერის შეცვლა.

კანის სიწითლე.

კანის ინფექცია (ცელულიტი).

ცხვირისა და ყელის ინფექცია ან ყელის ტკივილი.

ცხვირის ტკივილი ან სურდო ან სახის სინუსური ძვლების ანთება (სინუსიტი).

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია).

ფიზიკური დატვირთვის დროს სუნთქვის გაძნელება.

ტკივილი ყელისა და ხორხის არეში.

საჭმლის მონელების დარღვევა.

ძალიან ღრმა და ხანგრძლივი ძილის მდგომარეობა, რომლის დროსაც სასიცოცხლო ფუნქციები მნიშვნელოვნად არის დასუსტებული (ლეთარგია).

ზოგადი სისუსტე.

შფოთვის გრძნობა.

დაბნეულობა.

თმის ცვენა.

თირკმლის უკმარისობა.

ორგანიზმიდან სითხის დაკარგვა

თეთრი ნადები ენაზე, ლოყების შიდა ზედაპირზე და ზოგჯერ პირის ღრუს სას, ღრძილებსა და ნუშისებრ ჯირკვლებზე (პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია).

გულყრა.

არტერიული წნევის დაცემა დგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია), რაც იწვევს თავბრუსხვევას დგომის ან ჯდომის დროს.

ძილიანობა, თავბრუსხვევა (ძილიანობა).

სისხლდენა კათეტერიდან.

კუჭის ან ნაწლავების დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიცხე, ღებინება და კუჭის ტკივილი (დივერტიკულიტი).

ფილტვების გარშემო სითხის დაგროვება (პლევრული ეფუზია).

შემცივნება.

კუნთების სპაზმი.

კანზე ამობურცული, ქავილიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება).

გულის გარშემო სითხის დაგროვება (პერიკარდიული ეფუზია).

არახშირი

ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქცია.

დაბნეულობა.

ღვიძლის უკმარისობა.

კანზე დიდი, მეწამული ფერის ამობურცული მტკივნეული ლაქები სიცხის თანხლებით.

კანის მტკივნეული დაწყლულება.

გულის ირგვლივ არსებული ლორწოვანი გარსის ანთება (პერიკარდიტი).

იშვიათი

მშრალი ხველა.

თითის წვერებში მტკივნეული შეშუპება (დაჭიმვა).

სიმსივნის ლიზისის სინდრომი. მეტაბოლური გართულებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ მკურნალობის გარეშეც კი. ეს გართულებები გამოწვეულია კიბოს უჯრედების პროდუქტის კვდომით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: სისხლის ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები; კალიუმის, ფოსფორის, შარდმჟავას მაღალი და კალციუმის დაბალი დონე, რაც იწვევს თირკმლის ფუნქციის, გულისცემის ცვლილებებს, კრუნჩხვებს და ზოგჯერ სიკვდილსაც.

უცნობია სიხშირე

კანის შიდა შრეების ინფექცია (ნეკროზირებადი ფასციიტი), რომელიც სწრაფად ვრცელდება, აზიანებს კანსა და ქსოვილს და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ჩამოთვლილია ან შესაძლოა არ იყოს ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდის მეშვეობით: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე გადასვლით ან შეგიძლიათ დარეკოთ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

შენახვის პირობები

ვიზადისი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, საწყის შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.

იმ შემთხვევაში, თუ სუსპენზია დამზადებულია საინექციო წყლით, რომელიც არ ინახებოდა მაცივარში, უნდა შეინახოთ ის არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთამდე ან 2-8°C ტემპერატურაზე 8 საათამდე დროის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ სუსპენზია დამზადებულია საინექციო წყლით, რომელიც ინახებოდა მაცივარში (2–8°C), მაშინ სუსპენზიის შენახვის ვადა გარანტირებულია 22 საათამდე 2–8°C ტემპერატურაზე.

თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი პასუხისმგებელია ვიზადისის სათანადო შენახვასა და გამოუყენებელი მედიკამენტის განადგურებაზე.

გამოიყენეთ პრეპარატი მისი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ვიზადისი ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგავში! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემას.

ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამკურნალო საშუალებების ცარიელი შიდა შეფუთვიდან მიღებული ნარჩენები წარმოადგენენ სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს 2/4/2015 წლით დათარიღებული 29314 ნომრით გამოქვეყნებულ ოფიციალურ გაზეთში აღნიშული ნარჩენების მართვის რეგულაციის შესაბამისად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო

დანართი ფურცელი

ვიზადისი 100 მგ კანქვეშ შესაყვანი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი

სტერილური

ციტოტოქსიური

კანქვეშ შესაყვანი.

აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მილიგრამ (მგ) აზაციტიდინს. რეკომენდებული წესით გაზავებისას მიიღება 25 მგ აზაციტიდინი თითო მლ-ზე.

დამხმარე ნივთიერება(ები): საინექციო მანიტოლი.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად, ნუ გადასცემთ მას გამოყენებისათვის სხვებს.

ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში უნდა აცნობოთ ექიმს ვიზიტისას ან კლინიკაში მიმართვისას, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზირება.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ვიზადისი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ვიზადისის გამოყენებამდე
  • ვიზადისის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ვიზადისის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ვიზადისი და რისთვის გამოიყენება

აზასიტიდინი მიეკუთვნება ანტინეოპლაზიური პრეპარატების ჯგუფს და წარმოადგენს კიბოს უჯრედების ზრდის საწინააღმდეგო საშუალებას.

შეიცავს 100 მგ აზაციტიდინს აქტიური ნივთიერების სახით და მანიტოლს დამხმარე ნივთიერების სახით.

პრეპარატი წარმოდგენილია საინექციო სუსპენზიის დასამზადებელი თეთრი ფხვნილის სახით და მოცემულია შუშის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 100 მგ აზაციტიდინს.

ვიზადისი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ იმ მოზრდილებში, რომლებშიც შეუძლებელია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია:

მაღალი რისკის მქონე მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS).

ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია (CMML).

მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ 20-30% მოუმწიფებელი (ახალგაზრდა) უჯრედები და მრავლობითი შტოების დისპლაზია (უჯრედების განვითარების დეფექტი) ან 30%-ზე მეტი მოუმწიფებელი (ახალგაზრდა) ძვლის ტვინის უჯრედები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციის მიხედვით.

ეს არის დაავადებები, რომლებიც აზიანებენ ძვლის ტვინს და შეიძლება პრობლემები შეუქმნან სისხლის უჯრედების ნორმალურ პროდუქციას.

ვიზადისი მოქმედებს კიბოს უჯრედების ზრდის შეფერხების ხარჯზე. აზაციტიდინი გავლენას ახდენს უჯრედების გენეტიკურ მასალაზე (რიბონუკლეინის მჟავა [RNA] და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა [DNA]). ითვლება, რომ ის ცვლის უჯრედის მიერ გენების ჩართვა-გამორთვის წესს და აფერხებს ახალი RNA და DNA წარმოებას. ეს ეფექტები გამიზნულია მიელოდისპლაზიური დაავადებების დროს ძვლის ტვინში ახალგაზრდა სისხლის უჯრედების ზრდასთან და მომწიფებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოსასწორებლად და ლეიკემიის დროს კიბოს უჯრედების განადგურებისთვის.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები ვიზადისის მოქმედების ან ამ პრეპარატის დანიშვნის შესახებ, მიმართეთ ექიმს.

  • ინფორმაცია ვიზადისის გამოყენებამდე

ვიზადისი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აზაციტიდინის ან ვიზადისის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (იხ. „დამხმარე ნივთიერებები“) მიმართ.

თქვენ გაქვთ ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე პროგრესირებულ სტადიაზე.

ძუძუთი კვებავთ ჩვილს.

ვიზადისი უნდა გამოიყენოთ განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

აღინიშება თრომბოციტების, სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება,

გაქვთ თირკმლის პრობლემები,

გაქვთ ღვიძლის პრობლემები,

გაქვთ გულის პრობლემა, გადატანილი გაქვთ გულის შეტევა ან გაქვთ ფილტვების დაავადების ისტორია, აცნობეთ ექიმს.

ვიზადისის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ვიზადისით მკურნალობის თითოეული პერიოდის (ციკლის) დაწყებამდე ჩატარდება სისხლის ანალიზები იმის შესამოწმებლად, გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედები და სწორად ფუნქციონირებს თუ არა თქვენი ღვიძლი და თირკმელები.

ვიზადისით მკურნალობის დროს, თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, განსაკუთრებით პირველი ორი ციკლის განმავლობაში. ამ მიზეზით, ექიმი მკურნალობის თითოეული ციკლის წინ ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს, რათა დააკვირდეს თქვენს რეაქციას მკურნალობაზე და სისხლის უჯრედებზე შესაძლო გვერდით მოვლენებს, ასევე დაარეგულიროს მკურნალობის დოზა.

შესაძლოა აღნიშნოს ვიზადისით მკურნალობასთან ასოცირებული კარდეალური პრობლემები იმ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ გულის მძიმე უკმარისობა ან კლინიკურად უკონტროლო გულის ან ფილტვის დაავადება. თუ თქვენ გაქვთ ასეთი დაავადებები, თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენს გულის და ფილტვების ფუნქციებს ვიზადისით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს.

შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სწრაფად გავრცელებად ინფექციას (ნეკროზული ფასციიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რბილი ქსოვილების სიკვდილი. ნეკროზული ფასციიტის განვითარების შემთხვევაში, ექიმი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ვიზადისით მკურნალობას და დაიწყებს შესაბამის მკურნალობას.

პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობამდე აქვთ მაღალი სიმსივნური დატვირთვა, ახასიათებთ სიმსივნის ლიზისის სინდრომის (როდესაც სიმსივნური უჯრედების შემცველობა სისხლში ხვდება და სიმსივნური უჯრედების სწრაფი განადგურების გამო სიცოცხლისთვის საშიშ დონემდე იზრდება) განვითარების რისკი. ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას.

ვიზადისის მამაკაცებში გამოყენების შესახებ იხილეთ ნაწილი „ორსულობა“.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში, მიმართეთ ექიმს.

ვიზადისის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

სამკურნალო საშუალების შეყვანის გზის გამო, ვიზადისი არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან. მისი მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე სავსე კუჭზე.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ ვიზადისი ორსულობის დროს, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ვიზადისით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში გამოიყენეთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი.

ვიზადისით მკურნალობის დროს მამაკაცებმა არ უნდა მოადხინონ განაყოფიერება. ვიზადისით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში გამოიყენეთ კონტრაცეპციის ეფექტური მეთოდი.

მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გსურთ სპერმის კონსერვაცია.

თუ გამოვლინდება ორსულობა მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ძუძუთი კვების დროს ვიზადისის გამოყენება არ შეიძლება. უცნობია, გადადის თუ არა ვიზადისი დედის რძეში. ამიტომ, მკურნალობის დროს არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

თუ თქვენ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა დაღლილობა და სისუსტე, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ სხვა მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიზადისის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ის არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს გაფრთხილებას.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

ვიზადისმა შეიძლება შეცვალოს სხვა მედიკამენტების ეფექტი და ასევე სხვა მედიკამენტებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ვიზადისის ეფექტზე.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს.

  • ვიზადისის გამოყენების წესი

ინსტრუქცია შესაბამისი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

ვიზადისის დანიშვნამდე, ექიმი დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს, რათა თავიდან აიცილოთ გულისრევა და ღებინება მკურნალობის თითოეული ციკლის დასაწყისში.

დღიური დოზაა 75 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე (მ2).

ექიმი შეარჩევს ვიზადისის შესაბამის დოზას თქვენი მდგომარეობის, სიმაღლისა და სხეულის წონის მიხედვით. ექიმი შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.

ვიზადისის ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ, მედიკამენტის მიღება წყდება 3 კვირით.

მკურნალობის ეს ციკლი მეორდება ყოველ 4 კვირაში.

როგორც წესი, თქვენ მიიღებთ მკურნალობის მინიმუმ 6 ციკლს.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ვიზადისი შეიყვანება კანქვეშ ინექციის სახით ექიმის ან ექთნის მიერ. მისი გაკეთება შესაძლებელია კანქვეშ ბარძაყზე, მუცელზე ან მკლავზე.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

აზაციტიდინის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმული პაციენტებისთვის არ არის საჭირო დოზის განსაკუთრებული კორექტირება. თუმცა, ექიმი გააკონტროლებს თქვენი თირკმლის ფუნქციას, რადგან ხანდაზმულ პაციენტებში არსებობს მისი გაუარესების უფრო მაღალი რისკი.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

თუ გაქვთ მძიმე ორგანოების უკმარისობა, ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს თქვენს გვერდით მოვლენებს.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე საწყისი დოზის განსაკუთრებული კორექცია არ არის საჭირო; ექიმი შემდგომში დოზის კორექტირებას უზრუნველყოფს თქვენი სისხლის და თირკმლის ლაბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე. შემდგომი დოზები განისაზღვრება თქვენი შრატისმიერი ბიკარბონატის, კრეატინინის ან სისხლში შარდოვანას აზოტის დონის საწყისი დონის ცვლილებების შესაბამისად.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს თქვენს გვერდით მოვლენებს.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე საწყისი დოზის განსაკუთრებული ცვლილებები არ არის რეკომენდებული; ექიმი მოახდენს დოზის შემდგომ კორექციას თქვენი სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლების მიხედვით.

ვიზადისი არ უნდა გამოიყენოთ, თუ გაქვთ ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე.

თუ ფიქრობთ, რომ ვიზადისის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ ვიზადისის დოზა ზედმეტი დოზა:

ექიმი დაკვირვების მიზნით ჩაატარებს სისხლის შესაბამის ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამხმარე მკურნალობას.

თუ მიიღეთ ვიზადისის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ვიზადისის გამოყენება:

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსაციისთვის.

შესაძლო ეფექტები ვიზადისის გამოყენების შეწყვეტისას:

არ არსებობს ინფორმაცია ვიზადისის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. თუმცა, ვიზადისით მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი.

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ვიზადისმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

უნდა შეწყვიტოთ ვიზადისის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან უახლოესი კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ გამოვლინდება შემდეგი ეფექტები:

ძილიანობა, კანკალი, სიყვითლე, მეტეორიზმი და დაზიანებისადმი მიდრეკილება. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის უკმარისობის სიმპტომები და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

ტერფებისა და ფეხების შეშუპება, ზურგის ტკივილი, შარდის გამოყოფის შემცირება, ძლიერი წყურვილი, გულისცემის გახშირება, თავბრუსხვევა და გულისრევა ან მადის დაქვეითება, ასევე შერეული გრძნობები, მოუსვენრობა ან დაღლილობა. ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის სიმპტომები და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, რომელიც გამოწვეულია სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობით და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

ქოშინი, რასაც შესაძლოა თან ახლდეს გულმკერდის ტკივილი ან ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფილტვის ინფექციით, რომელსაც „პნევმონია“ ეწოდება და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

სისხლდენა. მაგალითად, სისხლი განავალში კუჭში ან ნაწლავებში სისხლდენის გამო, ან სისხლდენა თავში. ეს შეიძლება იყოს სისხლში თრომბოციტების დაბალი დონის სიმპტომები.

სუნთქვის გაძნელება, ტუჩების შეშუპება, ქავილი ან გამონაყარი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციით.

ეს ყველა არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები.

თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება ამ ეფექტებიდან ნებისმიერი, შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია სიხშირის შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 -დან1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000 -დან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000 -დან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია). შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობა და სიფერმკრთალე.

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. ამას შეიძლება თან ახლდეს სიცხე. ასევე, უფრო მეტად სავარაუდოა ინფექციების განვითარება.

თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია). ამ შემთხვევაში, სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება უფრო მაღალია.

ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

პნევმონია.

ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი.

დაღლილობა (სისუსტე).

ინექციის ადგილას რეაქცია, მათ შორის სიწითლე, ტკივილი ან კანის რეაქცია.

მადის დაკარგვა.

სახსრების ტკივილი.

სისხლჩაქცევები.

გამონაყარი.

წითელი ან იისფერი ლაქები კანქვეშ.

კუჭის ტკივილი

ქავილი.

სიცხე.

ცხვირისა და ყელის ტკივილი.

თავბრუსხვევა.

თავის ტკივილი.

ძილის პრობლემები (უძილობა)

ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი).

კუნთების ტკივილი.

სისუსტე (ასთენია).

წონის დაკლება.

სისხლში კალიუმის დაბალი დონე.

ხშირი

თავის არეში სისხლდენა (სიტუაცია, რომელიც ხასიათდება ძლიერი თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, თავბრუსხვევით, გაურკვეველი მეტყველებით და გონების დაკარგვით).

სისხლში დალექილი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია (სეფსისი). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების დეფიციტით.

ძვლის ტვინის უკმარისობა. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ანემიის სახეობა, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების შემცირებით.

საშარდე გზების ინფექცია.

ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს ჰერპესს.

ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭის ან ნაწლავების სისხლდენა, ანუსში სისხლდენა (ბუასილის სისხლდენა), თვალში სისხლდენა, კანქვეშ ან კანში სისხლდენა (ჰემატომა).

სისხლი შარდში.

წყლულები პირის ღრუში ან ენაზე.

კანის ცვლილებები ინექციის ადგილას. ესენია შეშუპება, მკვრივი კვანძი, სისხლჩაქცევები, კანში სისხლდენა (ჰემატომა), გამონაყარი, ქავილი და კანის ფერის შეცვლა.

კანის სიწითლე.

კანის ინფექცია (ცელულიტი).

ცხვირისა და ყელის ინფექცია ან ყელის ტკივილი.

ცხვირის ტკივილი ან სურდო ან სახის სინუსური ძვლების ანთება (სინუსიტი).

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია).

ფიზიკური დატვირთვის დროს სუნთქვის გაძნელება.

ტკივილი ყელისა და ხორხის არეში.

საჭმლის მონელების დარღვევა.

ძალიან ღრმა და ხანგრძლივი ძილის მდგომარეობა, რომლის დროსაც სასიცოცხლო ფუნქციები მნიშვნელოვნად არის დასუსტებული (ლეთარგია).

ზოგადი სისუსტე.

შფოთვის გრძნობა.

დაბნეულობა.

თმის ცვენა.

თირკმლის უკმარისობა.

ორგანიზმიდან სითხის დაკარგვა

თეთრი ნადები ენაზე, ლოყების შიდა ზედაპირზე და ზოგჯერ პირის ღრუს სას, ღრძილებსა და ნუშისებრ ჯირკვლებზე (პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია).

გულყრა.

არტერიული წნევის დაცემა დგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია), რაც იწვევს თავბრუსხვევას დგომის ან ჯდომის დროს.

ძილიანობა, თავბრუსხვევა (ძილიანობა).

სისხლდენა კათეტერიდან.

კუჭის ან ნაწლავების დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიცხე, ღებინება და კუჭის ტკივილი (დივერტიკულიტი).

ფილტვების გარშემო სითხის დაგროვება (პლევრული ეფუზია).

შემცივნება.

კუნთების სპაზმი.

კანზე ამობურცული, ქავილიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება).

გულის გარშემო სითხის დაგროვება (პერიკარდიული ეფუზია).

არახშირი

ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქცია.

დაბნეულობა.

ღვიძლის უკმარისობა.

კანზე დიდი, მეწამული ფერის ამობურცული მტკივნეული ლაქები სიცხის თანხლებით.

კანის მტკივნეული დაწყლულება.

გულის ირგვლივ არსებული ლორწოვანი გარსის ანთება (პერიკარდიტი).

იშვიათი

მშრალი ხველა.

თითის წვერებში მტკივნეული შეშუპება (დაჭიმვა).

სიმსივნის ლიზისის სინდრომი. მეტაბოლური გართულებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ მკურნალობის გარეშეც კი. ეს გართულებები გამოწვეულია კიბოს უჯრედების პროდუქტის კვდომით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: სისხლის ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები; კალიუმის, ფოსფორის, შარდმჟავას მაღალი და კალციუმის დაბალი დონე, რაც იწვევს თირკმლის ფუნქციის, გულისცემის ცვლილებებს, კრუნჩხვებს და ზოგჯერ სიკვდილსაც.

უცნობია სიხშირე

კანის შიდა შრეების ინფექცია (ნეკროზირებადი ფასციიტი), რომელიც სწრაფად ვრცელდება, აზიანებს კანსა და ქსოვილს და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ჩამოთვლილია ან შესაძლოა არ იყოს ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდის მეშვეობით: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე გადასვლით ან შეგიძლიათ დარეკოთ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

  • ვიზადისის შენახვის პირობები

ვიზადისი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, საწყის შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.

იმ შემთხვევაში, თუ სუსპენზია დამზადებულია საინექციო წყლით, რომელიც არ ინახებოდა მაცივარში, უნდა შეინახოთ ის არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთამდე ან 2-8°C ტემპერატურაზე 8 საათამდე დროის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ სუსპენზია დამზადებულია საინექციო წყლით, რომელიც ინახებოდა მაცივარში (2–8°C), მაშინ სუსპენზიის შენახვის ვადა გარანტირებულია 22 საათამდე 2–8°C ტემპერატურაზე.

თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი პასუხისმგებელია ვიზადისის სათანადო შენახვასა და გამოუყენებელი მედიკამენტის განადგურებაზე.

გამოიყენეთ პრეპარატი მისი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ვიზადისი ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგავში! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემას.

ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამკურნალო საშუალებების ცარიელი შიდა შეფუთვიდან მიღებული ნარჩენები წარმოადგენენ სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს 2/4/2015 წლით დათარიღებული 29314 ნომრით გამოქვეყნებულ ოფიციალურ გაზეთში აღნიშული ნარჩენების მართვის რეგულაციის შესაბამისად.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

დევა ჰოლდინგ ა.ს.

კიუჩუკჩეკმეჯე / სტამბოლი

ტელეფონი: 0212 692 92 92

ფაქსი: 0212 697 00 24

ელ. ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

დევა ჰოლდინგ ა.ს.

კაპაკლი / თეკირდაგი

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 24/02/2021.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პერსონალისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიკამენტის შეყვანაზე.

უსაფრთხოების რეკომენდაციები:

აზაციტიდინი არის ციტოტოქსიკური სამკურნალო პროდუქტი და სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო აზაციტიდინის სუსპენზიების დამუშავებისა და მომზადებისას. უნდა იქნას უზრუნველყოფილი კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების სათანადო დამუშავებისა და განადგურების პირობები.

თუ გაზავებული აზაციტიდინი კანთან კონტაქტში მოხვდება, დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით. თუ მოხვდება კონტაქტში ლორწოვან გარსებთან, საფუძვლიანად ჩამოიბანეთ წყლით.

შეუთავსებლობა:

ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს, გარდა იმ პრეპარატებისა, რომლებიც მითთებულია ქვემოთ მოცემულ ,,გაზავების პროცედურები“.

გაზავების პროცედურები:

უნდა მოამზადოთ შემდეგი მასალები:

აზაციტიდინის ფლაკონი(ები); საინექციო წყალი ფლაკონ(ებ)ისთვის; არასტერილური ქირურგიული ხელთათმანები;

სპირტიანი ხელსახოცები; 5 მლ საინექციო შპრიცი(ები) ნემსით.

შპრიცში უნდა შეიყვანოთ 4 მლ საინექციო წყალი, შპრიცში არ უნდა იყოს ჰაერი.

4 მლ საინექციო წყლის შემცველი შპრიცის ნემსი უნდა შეიყვანოთ აზაციტიდინის ფლაკონის რეზინის თავსახურში და საინექციო წყალი უნდა გადაიტანოთ ფლაკონში.

შპრიცისა და ნემსის ამოღების შემდეგ, აზაციტიდინის ფლაკონი ენერგიულად უნდა შეანჯღრიოთ ერთგვაროვანი მღვრიე სუსპენზიის მიღებამდე. ამ ეტაპზე, სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 25 მგ აზაციტიდინს (100 მგ/4 მლ). გახსნილი პროდუქტი წარმოადგენს ერთგვაროვან, მღვრიე სუსპენზიას და არ უნდა შეიცავდეს რაიმე აგლომერატებს. თუ პროდუქტი შეიცავს დიდ ნაწილაკებს ან აგლომერატებს, ის უნდა გადააგდოთ. არ შეიძლება სუსპენზიის გაფილტვრა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ინგრედიენტის გამორეცხვა. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ადაპტერი, წვეტიანი და დახურული სისტემა შეიცავს ფილტრებს. ამიტომ, გახსნის შემდეგ პრეპარატის შესაყვანად ასეთი სისტემები არ უნდა იქნას გამოყენებული.

გაწმინდეთ აზაციტიდინის ფლაკონის პლასტმასის თავსახური და ფლაკონში ჩადეთ ახალი შპრიცი. შემდეგ გადააბრუნეთ ფლაკონი თავდაყირა ისე, რომ ნემსის წვერი სითხის დონის ქვემოთ იყოს. შემდეგ უკან გადაწიეთ დგუში, რათა სწორი დოზისთვის საჭირო მედიკამენტის რაოდენობა შეიწოვოს. დარწმუნდით, რომ შპრიცში ჰაერი არ არის. შემდეგ ამოიღეთ შპრიცი ნემსით ფლაკონიდან და გადააგდეთ ნემსი.

შემდეგ შპრიცზე უნდა მიამაგროთ ახალი კანქვეშ შესაყვანი ნემსი (რეკომენდებულია: 25 კალიბრი). ინექციის ადგილას ადგილობრივი რეაქციების განვითარების შესამცირებლად, ინექციის წინ ნემსი არ უნდა გაიწმინდოს.

თუ საჭიროა ერთზე მეტი ფლაკონი, მოამზადეთ ახალი სუსპენზია ზემოთ აღწერილი წესით. ერთზე მეტი ფლაკონის საჭიროების შემთხვევაში, დოზა თანაბრად უნდა გაიყოს (მაგ., 150 მგ დოზა = 6 მლ, 2 შპრიცი, თითოეული 3 მლ). ფლაკონსა და ნემსში ნარჩენების არსებობის გამო, შესაძლოა შეუძლებელი იყოს ფლაკონიდან სუსპენზიის მთლიანად ამოღება.

დოზირების შპრიცის შიგთავსი გამოყენებამდე უნდა გაიხსნას. ინექციის დროს სუსპენზიის ტემპერატურა დაახლოებით 20-25°C უნდა იყოს. ენერგიულად დაატრიალეთ სუსპენზია ხელისგულებს შორის, სანამ მღვრიე სუსპენზია არ წარმოიქმნება. პროდუქტი უვარგისია და უნდა გადააგდოთ, თუ ის შეიცავს დიდ ნაწილაკებს ან აგლომერატებს.

ვიზადისის სუსპენზია უნდა მომზადდეს მიღებამდე დაუყოვნებლივ და მიღებული სუსპენზია უნდა იქნას გამოყენებული 45 წუთის განმავლობაში. თუ სუსპენზიის მომზადებიდან 45 წუთზე მეტი დრო გავიდა, სუსპენზია შესაბამისად უნდა გადაიღვაროს და მომზადდეს ახალი დოზა. ალტერნატიულად, თუ პაციენტისთვის მიღებამდე სუსპენზია წინასწარ უნდა მომზადდეს, გახსნილი სუსპენზია მომზადებისთანავე უნდა მოთავსდეს მაცივარში (2°C-დან 8°C-მდე).

ეს სუსპენზია სტაბილურია მაქსიმუმ 8 საათის განმავლობაში, თუ მაცივარში ინახება. თუ მაცივარში შენახვისას 8 საათზე მეტი დროა გასული, სუსპენზია შესაბამისად უნდა გადაიღვაროს და მომზადდეს ახალი დოზა.

თუ სუსპენზია მომზადდა მაცივარში (2°C–8°C) შენახული საინექციო წყლის გამოყენებით, ის მომზადებისთანავე უნდა მოთავსდეს მაცივარში (2°C–8°C). სუსპენზიის შენახვა მაცივარში შესაძლებელია მაქსიმუმ 22 საათის განმავლობაში. თუ მაცივარში შენახვის ვადა 22 საათს აღემატება, სუსპენზია სათანადოდ უნდა განადგურდეს და მომზადდეს ახალი დოზა.

პაციენტისთვის შეყვანამდე, სუსპენზიის შემცველი შპრიცი უნდა შეინახოს მაცივრის გარეთ 30 წუთის განმავლობაში, რათა მიღწეული იქნეს დაახლოებით 20–25°C-მდე ტემპერატურა. თუ დროის პერიოდი 30 წუთზე მეტია, სუსპენზია სათანადოდ უნდა განადგურდეს და მომზადდეს ახალი დოზა.

ინდივიდუალური დოზის დაანგარიშება

სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) მიხედვით, მთლიანი დოზა შეიძლება გამოითვალოს შემდეგნაირად:

მთლიანი დოზა (მგ) = დოზა (მგ/მ2) x BSA (მ2).

ქვემოთ მოცემულია ცხრილის მაგალითი, რომელიც აჩვენებს აზაციტიდინის დოზებს, რომლებიც უნდა განისაზღვროს BSA-ს საშუალო მაჩვენებლის 1.8 მ2-ის მიხედვით.

დოზა მგ/მ2 (რეკომენდებული საწყისი დოზის %)

მთლიანი დოზა დაფუძნებულია BSA-ს მნიშვნელობაზე 1.8 მ2

საჭირო ფლაკონების რაოდენობა

საჭირო სუსპენზიის საერთო მოცულობა

75 მგ/მ2 (110%)

135 მგ

2 ფლაკონი

  • 4 მლ
  • 5 მგ/მ2 (50%)
  • 5 მგ

1 ფლაკონი

  • 7 მლ

25 მგ/მ2 (33%)

45 მგ

1 ფლაკონი

  • 8 მლ

გამოყენების მეთოდი:

გაზავების შემდეგ აღარ გაფილტროთ მომზადებული სუსპენზია.

გაზავებული ვიზადისი შეიყვანება კანქვეშ (შეიყვანეთ ნემსი 45-90°-იანი დახრის კუთხით) 25-კალიბრიანი ნემსის გამოყენებით ზედა მკლავში, ბარძაყში ან მუცელში.

4 მლ-ზე მეტი დოზები უნდა შეიყვანოთ ორ სხვადასხვა ადგილას.

შეყვანის ადგილები ყოველი ინექციის დროს უნდა შეიცვალოს. ახალი ინექციები უნდა გაკეთდეს წინა ადგილიდან მინიმუმ 2.5 სმ-ის დაშორებით და არასდროს არ უნდა გაკეთდეს იმ ადგილებში, სადაც ადგილი მტკივნეულია, დალურჯებულია, გაწითლებულია ან გამაგრებულია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა