პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

აზალიდი საინექციო

AZALID Inj.

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

შემდეგი მდგომარეობის მკურნალობა 1. მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS) რეფრაქტერული ანემია (RA), რეფრაქტერული ანემია რგოლიანი სიდერობლასტებით (RARS) (თუ ახლავს ნეითროპენია ან თრომბოციტოპენია, რომელიც ტრანსფუზიას საჭიროებს) ან რეფრაქტერული ანემია ჭარბი ბლასტებით (RAEB) 2. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აზაციტიდინი (azacitidine)
ფორმა და შეფუთვა
150მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის და კანქვეშ შესაყვანი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Samyang Holdings Corporation, კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC07
რეგისტრაციის ნომერი
რ-042418
რეგისტრირებულია
20 ნოემბერი 2024, მოქმედებს 20 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებააზალიდი საინექციო და სხვა წამალი ერთად

აზალიდი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

შემდეგი მდგომარეობის მკურნალობა

  • მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS)

რეფრაქტერული ანემია (RA), რეფრაქტერული ანემია რგოლიანი სიდერობლასტებით (RARS) (თუ ახლავს ნეითროპენია ან თრომბოციტოპენია, რომელიც ტრანსფუზიას საჭიროებს) ან რეფრაქტერული ანემია ჭარბი ბლასტებით (RAEB)

  • მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) 20-30 % ბლასტებით და მულტი-ხაზოვანი დისპლაზიით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციით
  • ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია (CMML)
  • 65 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც დიაგნოსტირებულია ქვთ მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML), >30% ძვლის ტვინის ბლასტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციით და ცუდი-რისკის ციტოგენეტიკით, რომლებშიც ვერ ხერხდება ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (HSCT) და ინტენსიური ქიმიოთერაპია

[დოზა და დოზირება]

  • MDS, CMML, და AML 20-30 % ძვლის ტვინის ბლასტბით
  • ) მკურნალობის პირველი ციკლი

რეკომენდებული საწყისი დოზა ყველა პაციენტისთვის დასაწყისში ჰემატოლოგიური ლაბორატორიული მაჩვენებლების მიუხედავად არის 75მგ/მ2/ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში კანქვეშ ან ინტრავენურად. პაციენტების პრემედიკაცია საჭიროა გულსირევის და ღებინების პრევენციისთვის.

  • ) მკურნალობის შემდგომი ციკლები

ციკლები უნდა განმეორდეს 4 კვირაში ერთხელ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 100მგ/მ2-მდე თუ სასარგებლო ეფექტი არ აღინიშნება მკურნალობის 2 ციკლის შემდეგ და თუ აღინიშნება გულისრევის და ღებინების გარდა სხვა ტოქსიურობა. რეკომენდებულია პაციენტების მკურნალობა მინიმუმ 4-6 ციკლით. თუმცა სრული ან ნაწილობრივი პასუხი შეიძლება საჭროებდეს მკურნალობის დამატებით ციკლებს. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მანამდე სანამ პაციენტი სარგბელს იღებს. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ჰემატოლოგიური პასუხის და თირკმლის ტოქსიურობის გამოსავლენად, შეიძლება საჭირო იყოს დოზირების გადადება ან შემცირება როგორც აღწერილია ქვემოთ.

  • 65 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ AML, >30% ძვლის ტვინის ბლასტები, ცუდი-რისკის ციტოგენეტიკა, რომლებშიც ვერ ხერხდება HSCT და ინტენსიური ქიმიოთერაპია.
  • მკურნალობის პირველი ციკლი

ციკლები უნდა განმეორდეს 4 კვირაში რეკომენდებულია პაციენტების მკურნალობა მინიმუმ 4-6 ციკლით. თუმცა სრული ან ნაწილობრივი პასუხი შეიძლება საჭროებდეს მკურნალობის დამატებით ციკლებს. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მანამდე სანამ პაციენტი სარგბელს იღებს. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ჰემატოლოგიური პასუხის და თირკმლის ტოქსიურობის გამოსავლენად, შეიძლება საჭირო იყოს დოზირების გადადება ან შემცირება როგორც აღწერილია ქვემოთ.

  • ლაბორატორიული ტესტები

თერაპიის დაწყებამდე და ყოველი ციკლის წინ უნდა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციური ტესტები, შრატში კრეატინინი და შრატში ბიკარბონატის დონე. თერაპიის დაწყებამდე და შემდგომში საჭროებისას უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი რათა მოხდეს პასუხის და ტოქსიურობის მონიტორინგი, მინიმუმ ყოველი ციკლის წინ.

  • დოზირების ცვლილება ჰემატოლოგიური ალბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე

ჰემატოლოგიური ტოქსიურობა განისაზღვრება როგორც უმცირესი რაოდენობა (ოიკი) მოცემულ ციკლში-თრომბოციტები ≤ 50.0 x 109/L და/ან ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) ≤ 1 x 109/L. აღდგენა განისაზღვრება როგორც უჯრედების რაოდნეობის მატება როდესაც ჰემატოლოგიური ტოქსიურობა არინიშნა მინიმუმ პიკის ნახევარში და საბაზისო რაოდენობას პლიუს პიკის მაჩვენებელი (სისხლის რაოდენობა აღდგენისას ≥ პიკი + (0.5 x [საბაზისო რაოდენობა – პიკი]).

  • MDS, CMML, და AML 20-30 % ძვლის ტვინის ბლასტებით

ㆍ პაციენტებისთვის რომელთა სისხლის რაოდენობაც არის WBC≥3.0x109/L, ANC≥1.5x109/L, თრომბოციტები ≥75.0x109/L მკურნალობის პირველ ციკლამდე, დოზის ცვლილება საჭიროა შემდეგნაირად პიკის მაჩვენებლის მიხედვით მოცემულ ციკლში.

(ცხრილი 1)

პიკი

% დოზა შემდეგ ციკლში

ANC(x109/L)

თრომბოციტები(x109/L)

<0.5

<25.0

50%

  • 5-1.5
  • 0-50.0

67%

>1.5

>50.0

100%

ㆍპაციენტეიბსთვის რომელთა სისხლის რაოდენობაც არის WBC<3.0x109/L, ANC<1.5x109/L თრომბოციტები <75x109/L L მკურნალობის პირველ ციკლამდე, დოზის ცვლილება საჭიროა შემდეგნაირად პიკის მაჩვენებლის და ძვლის ტვინის უჯრედების ბიოფსიის მიხედვით ქვემო აღნიშNული პიკისას, თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება დიფერენციაციაში (მომწიფებული გრანულოციტების პროცენტული რაოდენობა უფრო მაღალია და ANC უფრო მაღალია ვიდრე კურსის დაწებისას) შემდგომი ციკლის დროს, რომელ შემთხვევაშიც უნდა გარძელდეს მიმდინარე მკურნალობა.

(ცხრილი 2)

WBC ან თრომბოციტების პიკი % დაქვეითება საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით

ძვლის ტვინის ბიოფსიის უჯრედული შემადგენლობა პიკის დროს (%)

30-60

15-30

<15

% დოზა შემდეგ ციკლში

50-75

100

50

33

>75

75

50

33

თუ განვითარდა ცხრილში განსაზღვრული პიკი, მკურნალობის შემდგომი კურსი უნდა მიეცეს წინა კურსის დაწყებიდან 28 დღის შემდეგ, თუ WBC და თრომბოციტების რაოდენობა არის >25% პიკის და იმატებას. თუ პიკთან შედარებით >25% ზრდა არ აღნიშნება 28-ე დღისთვის, რაოდენობა უნდა შეფასდეს 7 დღეში ერთხელ. თუ >25% ზრდა არ აღინიშნება 42-ე დღისთვის, პაციენტის მკურნალობა საჭიროა გეგმიური დოზის 50%-ით.

  • 65 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ AML, >30% ძვლის ტვინის ბლასტებით, ცუდი-რისკის ციტოგენეტიკით, რომლებშიც ვერ ხერხდება HSCT და ინტენსიური ქიმიოთერაპია

ㆍპაციენტები დასაწყისში სისხლის რაოდენობის შემცირების გარეშე (i.e. WBC≥3.0x109/L, ANC≥1.5x109/L, და თრომბოციტები ≥75.0x109/L) პირველ მკურნალობამდე.

თუ ჰემატოლოგიური ტოქსიურობა აღინიშნება ამ პრეპარატით მკურნალობის შემდეგ, თერაპიის შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს სანამ არ აღდგება თრომბოციტების რაოდენობა და ANC. თუ აღდგენა ხდება 4 დღის განმავლობაში, დოზის ცვლილება საჭირო არ არის. თუმცა თუ აღდგენა არ ხდება 14 დღის განმავლობაში,დოზა უნდა შემცირდეს შემდეგი ცხრილის მიხედვით. დოზის მოდიფიკაციის შემდეგ ციკლის ხანგრძლივობა უნდა დაუბრუნდეს 28 დღეს.

პიკი

დოზის % შემდეც ციკლში თუ აღდგენა არ ხდება 14 დღის განმავლობაში

ANC (x 109/L)

თრომბოციტები (x 109/L)

≤ 1.0

≤ 50.0

50 %

> 1.0

> 50.0

100 %

  • აღდგენა= სისხლის რადოენობა ≥ პიკი + (0.5 x [საბაზისო რაოდენობა – პიკი])

ㆍპაციენტები დასაწყისში სისხლის შემცირებული რაოდენობით (i.e. WBC<3.0x109/L, ANC<1.5x109/L, თრომბოციტები <75.0x109/L) პირველ მკურნალობამდე

ამ პრეპარატით მკურნალობის შემდეგ თუ WBC ან ANC ან თრომბოციტები საწყის მაჩვენებელთან შედარებით ≤ 50%, მცირდება ან მცირდება 50% =ით მაგრამ უმჯობესდება უჯრედების ნებისმიერი ხაზის დიფერენციაცია, შემდეგი ციკლი არ უნდა გადაიდოს და საჭირო არ არის დოზის კორექცია.

თუ WBC ან ANC ან თრომბოციტების დაქვეითება მკურნალობამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 50% -ია, არ აღინიშნება უჯრედების ხაზის დიფერენციაციის გაუმჯობესება, მკურნალობის შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს სანამ არ აღდგენა თრომბოციტების რაოდენობა და ANC. თუ აღდგენა ხდება 14 დღის განმავლობაში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის. თუმცა თუ აღდგენა არ ხდება 4 დრის განმავლობაში. უნდა განისაზღვროს ძვლის ტვინის უჯრედული შემადგენლობა. თუ ძვლის ტვინის უჯრედოვნება არის > 50%, დოზის ცვლილება საჭირო არ არის. თუ ძვლის ტვინის უჯრედოვნება არის ≤ 50 %, მკურნალობა უნდა გადაიდოს და დოზა უნდა შემცირდეს შემდეგი ცხრილის მიხედვით:

ძვლის ტვინის უჯრედოვნება

% დოზა შემდეგ ციკლში თუ აღდგენა არ აღინიშნება 14 დრის განმავლობაში

აღდგენა* 21 დრის განმავლობაში

აღდგენა* 21 დღის შემდეგ

15-50 %

100 %

50 %

< 15 %

100 %

33 %

  • აღდგენა = სისხლის რაოდენობა ≥ პიკი + (0.5 x [საბაზისო რაოდენობა – პიკი])

დოზის მოდიფიკაციის შემდეგ ციკლის ხანგრძლივობა უნდა დაუბრუნდეს 28 დღეს.

  • დოზის ცვლილება თირკმლის ფუნქციის და შრატში ელექტროლიტების საფუძველზე: თუ აღინიშნება შრატში ბიკარბონატის დონის აუხსნელი დაქვეითება ≤20 mEq/L -მდე, დოზა შემდეგ ციკლში 50%-ით უნდა შემცირდეს. ამის მსგავსად თუ აღნიშნება BUN ან შრატში კრეატინინის აუხსნელი მომატება, შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს სანამ მაჩვენებლები ნორმას ან საბაზისო მაჩვენებელს არ დაუბრუნდება და შემდგომი კურსის დროს დოზა 50%-ით უნდა შემცირდეს.
  • გამოყენება გერიატრიულ პაციენტებში

: აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები მნიშვნელოვნად გამოიყოფა თრკმელებით, პრეპარატისადმი ტოქსიური რეაქციების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს თირკმლის ფუნციის დაზიანების მქონე პაციენტებში. რადგან ხანდაზმულებში უფრო მეტია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას და უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი.

※ გამოყენების ინსტრუქცია:

① კანქვეშ ინექცია: 4 მლ საინექციო წყალი გადააქვთ ფლაკონში სუსპენზიის მომზადებისთვის (25მგ/მლ), რომელიც იქნება მღვრიე. 4მლ-ზე მარალი დოზა თანაბრად უნდა განაწილდეს 2 შპრიცში და ინექცია უნდა მოხდეს 2 აცლკე ადგილას, ყოველი ინექციისას უნდა მოხდეს ადგილის შეცვლა (ბარძაყი, მუცელი ან მხარი). ახალი ინექცია უნდა გაკეთდეს წინა ადგილიდან მინიმუმ 2.54სმ-თი შორს და არ უნდა მოხდეს იმ ადგილას, რომელიც არის გამაგრებული, წითელი, სისხლჩაქცევებიანი, მყარი (იხ. პარაგრაფი 13 უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).

② ინტრავენური ინექცია: 10მლ საინექციო წყალი გადააქვთ ფლაკონში ხსნარის მოსამზადებლად (10მგ/მლ), რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე. ხსნარის საჭირო რაოდენობა გამოაქვთ და ათავსებენ 50-100მლ საინფუზიო ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი ან რინგერ-ლაქტატის ხსნარი. სარტო დოზის შეყვანა ხდება 10-40 წუთის განმავლობაში. მიღება უნდა მოხდეს მომზადებიდან 1 საათის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).

სიფრთხილის ზომები

  • მომზადება

① პრეპარატი არის ციტოტოქსიური საშალება და როგორც პოტენციურად ტოქსიური სხვა შენართების შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო სუსპენზიის შენახვის და მომზადებისას.② თუ განზავებული პრეპარატი კანთან კონტაქტში მოდის დაუყოვნებლივ ჩამოირეცხეთ საპნით და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამორეცხეთ წყლით.

③ კანქვეშა ინექციის მომზადება: პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს ასეპტიურად 4მლ სტერილური საინექციო ხსნარით. გამხსნელის ინექცია ნელა უნდა მოხდეს ფლაკონში. ფლაკონი შეანჯღრიეთ 2-3 -ჯერ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. სუსპენზია იქნება მღვრიე. შედეგად სუსპენზია შეიცავს 2ტმგმლ აზაციტიდინს.

i) მომზადება დაუყოვნებლივ გამოყენებისთვის: 4მლ-ზე მაღალი დოზები უნდა განაწილდეს თანაბრად 2 შპრიცში. პროდუქტის შენახვა შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე ≤25°C ზე 1 საათის განმავლობაში, მაგრამ გამოყენება უნდა მოხდეს განზავებიდან 1 საათის შემდეგ.

ii) მომზადება მოგვიანებით გამოყენებისთვის: განზავებული პრეპარატის შენახვა შესაძლებელია ფლაკონში ან შპრიცში.4მლ-ზე მაღალი დოზები უნდა განაწილდეს თანაბრად 2 შპრიცში. პროდუქტი დაუყოვნებლივ მაცივარში უნდა შეინახონ. პრეპარატის საინექციო წყლით განზავებისას, რომელიც მაცივარში არ ინახებოდა, განზავებული პროდუქტის შენახვა შესაძლებელია 2-8ºC -ზე 8 საათის განმავლობაში. პრეპარატის განზავებისას მაცივარში შენახული (2-8ºC) საინექციო წყლით განზავებული პროდუქტის შენახვა შესაძლებელია 2-8ºC-ზე 22 საათის განმავლობაში. მაცივრიდანგ ამოყენბის შემდეგ სუსპენზია შეიძლება ოთახის ტემპერატურას გაუთანაბრდეს გამოყენებამდე 30 წუთის განმავლობაში.

iii) ჰომოგენური სუსპენზიის მისაღებად დოზირებადი შპრიცის შიგთავსი ხელახლა უნდა განზავდეს გამოყენებამდე შპრიცის ხელისგულებში გადატრიალებით 30 წამით და 2-3 ჯერ შენჯღრევით.

④მომზადება ინტრავეური გამოყენებისთვის; პრეპარატი უნდა განზავდეს ასეპტიურად 10მლ სტერილური საინექციო წყლით (100მგ) ან 15მლ სტერილური საინექციო წყლით (150მგ). ინტენსიურად შეანჯღრიეთ ფლაკონი მყარი ნაწილაკების გასხნამდე. მიღებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და ის შეიცავს 10მგ/მლ აზაციტიდინს. ხსნარი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების და დისკოლორაციის გამოსავლენად. ამოიღეთ განზავებული ხსნარის საჭირო რაოდენობა სასურველი დოზის მისაღებად და ჩაასხით 50-100 მლ საინფუზიო ფლაკონში, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან საინექციო ხსნარს ან რინგერ ლაქტატის საინექციო ხსნარს. საერთო დოზის მიღება უნდა მოხდეს 10-40 წუთის განმავლობაში. განზავებული ხსნარის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე ≤25°C-ზე მაგრამ მიღება უნდა მოხდეს განზავებიდან 1 საათის განმავლობაში. პრეპარატი შეუთავსებელია დექსტროზის 5%-იან ხსნართან, ჰესპანთან ან ბიკარბონტის შემცველ ხსნარებთან. აქედან გამომდინარე, ამ ხსნარების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

  • ამ პრეპარატს და სხვა საშუალებებს შორის ურთიერთქმედება კლინიკურად შესწავლილი არ არის.
  • in vitro კვლევამ აზაციტიდინის ინკუაციისას ადამიანის ღვიძლის ფრაქციებშ აჩვენა, რომ ის შეიძლება ღვიძლით მეტაბოლიზდებოდეს. შესწავლილი არ არის მოქმედებს თუ არა აზაციტიდინის მეტაბოლიზმზე ღვიძლის მიკროსომული ენზიმების ცნობილი ინჰიბიტორები ან ინდუქტორები.
  • აზაციტიდინის მიერ ციტოქრომ P450 (CYP) სხვა ენზიმების ინჰიბირების უნარი უცნობია.
  • ადამიანის კულტურირებული ჰეპატოციტების In vitro კვლევები აჩვენებს რომ აზაციტიდინი .0 µM - 100 µM კონცენტრაციით ა რ აინდუცირებს CYP 1A2, 2C19, ან 3A4/5-ს.
  • გამოყენება ორსულ ქალებში
  • პრეპარატი შეიძლება ტერატოგენური იყოს და აქედან გამომდინარე შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ორსულ ქალებში გამოყენებისას.
  • თაგვებში ადრეულმა ემბრიოტოქსიურმა კვლევებმა გამოავლინა 44% -იანი სიხშირის საშვილოსნოსშიდა ემბრიონული სიკვდილი (რეზორპციის მომატება) ერთჯერადი ინტრაპერიტონეალური ინექციისას 6მგ/მ 2 დოზით (დაახლოებით ადამიანის რეკომენდებული დოზის 8% მგ/მ 2 გაანგარიშებით) ) გესტაციიის 10-ე დღეს. თაგვების ტვინში განვითარების ანომალიები აღმოჩენილია აზაციტიდინის გამოყენებისას გესტაციის 15-ე დღეს ან 15-ე დღემდე 3-12 მგ/მ 2 დოზით (დაახლოებით ადამინისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის 4-16% მგ/მ 2 გაანგარიშებით)). ვირთხებში აზაციტიდინი მკვეთრად ემბრიოტოქსიური იყო ინტრაპერიტონეალურად შეყვანისას გესტაციის 4-8 დღეს 6მგ/მ 2 დოზით (დაახლოებით ადამიანის რეკომენდებული დოზის 8% მგ/მ 2 გაანგარიშებით), თუმცა იმპლანტაციამდე მკურნალობა (გესტაციის 1-3-ე დღე) არ წივევდა ემბრიონზე გვერდით ეფექტებს. აზაციტიდინმა გამოიწვია ნაყოფის მრავლობითი ანომალია ვირთხებში ერთჯერდი ინტრაპერიტონეალური 3-12 მგ/მ2 დოზით გესტაციის 9, 10, 11 ან 12-ე დღეს. ამ კვლევაში აზაციტიდინმა გამოიწვია ნაყოფის სიკვდილი . 3-12 მგ/მ2 მიღებისას გესტაციის მე-9 და 10-ე დღეს. საშუალო ცოცხალი ცხოველები შთამომავლობაში შემცირდა კონტროლის 9%-ამდე უმაღლესი დოზით გესტაციის მე-9 დღეს. ფეტალური ანომალიები მოიცავდა შემდეგს: ცენტრალური ნერვული სისტემის ანომალიები (ეგსენცეფალია/ენცეფალოცელე), კიდურების ანომალიები (მიკრომელია, გადაბრუნებული ფეხი, სინდაქტილია, ოლიგოდაქტილია) და სხვა (მიკროგნათია, გასტროშიზისი, ედემა და ნეკნების ანომალიები).
  • გამოყენება მეძუძურ ქალებში
  • უცნობია გამოიყოფა თუ არა აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები ადამიანის რძეში.
  • ცხოველების კვლევებში აზაციტიდინის პოტენციური ტუმოროგენობის და ჩვილებში სერიოზულიგ ვერდითი რეაქციების პოტენციალის გამო ქალები აზაციტიდინის გამოყენებისას ძუძუთი კვებას უნდა მოერიდონ.
  • პედიატრიაში გამოყენება

პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის

  • გერიატრიაში გამოყენება
  • პაციენტების საერთო რაოდენობიდან აზაციტიდინის 1,2 და 3 კვლევებში 62% იყო 65 წლის და უფროსი ასაკის, 21% იყო 75 წლის და უფროსი ასაკის. ეფექტურობის საერთო განსხვავება არ აღინიშნა ამ და უფრო ახალგაზრდა აციენტებს შორის. დამატებიტთ არ აღინიშნა გვერდითი რეაქციების მნიშვნელოვანი გასხვავება 65 წელზე ფუროსი ასაკის და უფრო ახალგაზრდა პირებს შორის.

179 პაციენტიდან 4 კვლევაში 68% იყო 65 წლის და უფროსი ასაკის, 21% 75 წლის და უფროსი ასაკის. გადარჩენის მონაცემები 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის შეესაბამებოდა საერთო გადარჩენის შედეგებს. გვერდითი რეაქციების უმრავლესობა მსგავსი სიხშირით განვითარდა <65 წლის და 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

  • აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები გმოიყოფა თირკმლით, პრეპარატისადმი ტოქსიური რეაქციების რისკი უფრო მაღალია თრკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. რადგან ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მეტია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, შეიძლება სასარგებლო იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
  • ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან თუ მკურნალიობის განმავლობაში აღგენიშნებათ გვერდითი ეფექტები როგორიცაა თავბრუსხვევა.

გვერდითი მოვლენები

  • ყველზე ხშირად აღწერილიგ ვერდითი რეაქციები: გულისრეა, ანემია, თრომბოციტოპენია, ღებინება, პირექსია, ლეიკოპენია, დიარეა, დაღლილობა, ინექციის ადგილის ერითემა, ყაბზობა, ნეითროპენია და ეკქიმოზი. ი/ვ გზასთან დაკავშირეული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები აგრეთვე მოიწავდა პეტექიას, შემცივნებას, სისუსტეს და ჰიპოკალიემიას.
  • გვერდითი რეაქციები, რომლებიც ყველაზე ხშირად (≥2%) საჭიროებს კლინიკურ ჩარევას

მოხსნა: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეითროპენია

დოზის შეჩერება: ლეიკოპენია, ნეითროპენია, თრომბოციტოპენია, პირექსია, პნევმონია, ფებრილური ნეითროპენია

დოზის შემცირება: ლეკოპენია, ნეითროპენია, თრომბოციტოპენია

  • სხვა პარაგრაფებში აღწერილი გვერდითი რეაქციები: შრატში კრეატინინის მომატება, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, ჰიპოკალიემია, ღვიძლისმიერი კომა, თირკმლის უკმარისობა და მანეკროზებელი ფასციიტი
  • გვერდითი რეაქციების დეტალები

(1) უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

① მოზრდილთა პოპულაცია, რომლებსაც აღენიშნებათ MDS, CMML და AML (20-30% ძვლის ტვინის ბლასტებით)

გვერდითი რეაქციები, რომლებიც სავარაუდოდ ამ პრეპარატთან დაკავშირებულად მიიჩნიეს არინიშნა პაციენტების 97%-ში.

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები ცენტრალურ კვლევაში (AZA PH GL 2003 CL 001) მოიცავდა ფებრილურ ნეითროპენიას (8.0%) და ანემიას (2.3%), რომლებიც აგრეთვე აღწერილი იყო დამხმარე კვლევებში (CALGB 9221 და CALGB 8921). ამ 3 კვლევაში სხა სერიოზული გვერდითი რეაქციები მოიცავდა ინფექციებს როგორიცაა ნეითროპენიური სეფსისი (0.8%) და პნევმონია (2.5%) (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით), თრომბოციტოპენიას (3.5%), მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (0.25%) და ემორაგიულ მოვლენებს (მაგ. ცერებრული ჰემორაგია [0.5%], გასტროინტესტინური ჰემორაგია [0.8%] და ინტრაკრანიალური ჰემორაგია [0.5%])).

აზაციტიდინით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები იყო ჰემატოლოგიური რეაქციები (71.4 %) თრომბოციტოპენიის, ნეითროპენიის და ლეიკოპენიის ჩათვლით (ჩვეულებრივ 3-4 ხარისხი), გასტროინტესტინურ მოვლენებს ), (60.6 %) გულისრევის, ღებინების (ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი) ჩათვლით ან ინექციის ადგილის რეაქციებს (77.1 %; ჩვეულებრივ 1-2 ხარისხის).

②მოზრდილთა პოპულაცია 65 წლის და უფროსი ასაკის, რომლებსაც აღენიშნებათ AML >30% ძვლის ტვინის ბლასტებით

AZA-AML-001 -დან აღწერილი ყველზე ხშირი სერიოზული გვერდითი რეაქციები (≥ 10%) აზაციტიდინით მკურნალობის ხაზში მოიცავდა ფებრილურ ნეითროპენიას (25.0%),პნევმონიას (20.3%), პირექსიას (10.6%). აზაციტიდინით მკურნალობის ხაზში სხვა ნაკლებად ხშირი სერიოზულ გვერდითი რეაქციები მოიცავდა სეფსისს (5.1%), ანემიას (4.2%), ნეითროპენიულ სეფსისს (3.0%), საშარდე ტრაქტის ინფექციებს (3.0%), თრომბოციტოპენიას (2.5%), ნეითროპენიას (2.1%), ცელულიტს (2.1%), თავბრუსხვევას (2.1%) ქოშინს (2.1%).

აზაციტიდინით მკურნალობას ყველაზე ხშირად აღწერილი (≥ 30%) გვერდითი რეაქცეიბი იყო გასტროინტესტინური მოვლენები ყაბზობის (41.9%), გულისრევის (39.8%),და დიარეის (36.9%),ჩათვლით (ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი), ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა ინექციის ადგილას პირექსიის ((37.7%; ჩვეულებრივ 1-2 ხარისხის) ჩათვლით და ჰემატოლოგიური მოვლენები ფებრილური ნეითროპენიის (32.2%) ნეითროპენიის ჩათვლით (30.1%), (ჩვეულებრივ 3-4 ხარისხის).

(2) გვერდითი მოვლენების ცხრილი

1 ცხრილი ქვემოთ მოიცავს აზაციტიდინის გვერდით რეაქციებს, რომლებიც მიღებულია ძირითად კლიიკურ კვლევებში MDS და AML-ში და პოსტ-მარკეტინგული დაკვირვებისას.

სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10); ნაკლებად ხშირი (≥ 1/1,000 -< 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000 - < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით). სიხშირის ყოველ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია კლებადი სიმწვავით. გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ქვემო ცხრილში უმაღლესი სიხშირის მიხედვით რაც აღინიშნა რომელიმე მთავარ კლინიკურ კვლევაში.

ცხრილი 1: გვერდითი რეაქციები (ADRs) აღწერილი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ MDS ან AML და მკურნალობდნენ აზაციტიდინით (კლინიკური კვლვები და პოსტ-მარკეტინგული გამოცდილება).

  • = იშვიათად აღწერილია ფატალური შემთხვევები

ორგანოთ სისტემის კლასი (SOC)

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

უცნობია

ინფექციები და ინვაზიები

პნევმონია* (ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანის ჩათვლით), ნაზოფარინგიტი

სეფსისი* (ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანის ჩათვლით), ნეითროპენიური სეფსისი*, რესპირატორული ტრაქტის ინფექცია (ზემო ტრაქტის და ბრონქიტის ჩათვლით), საშარდე ტრაქტის ინფექცია, ცელულიტი, დივერტიკულიტი, ორალური სოკოვანი ინფექცია, სინუსიტი, ფარინგიტი, რინიტი, მარტივი ჰერპესი, კანის ინფექცია

მანეკროზებელი ფასციიტი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ფებრილური ნეითროპენია*, ნეითროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია

პანციტოპემია*, ძვლის ტვინის უკმარისობა

იმუნური სისტემის დარღვევები

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

მეტაბოლიზის და კვების დარღევები

ანორექსია, მადის დაქვეითება, ჰიპოკალიემია

დეჰიდრატაცია

სიმსივნის ლიზისის სინდრომი

ფსიქიატრული დარღვევები

უძლობა

კონფუზიური მდგომარეობა, შფოთვა

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ინტრაკრანიალური ჰემორაგია*, სინკოპე,ძილიანობა, ლეთარგია

თვალის დარღვევები

თვალის ჰემორაგია, კონიუნქტივალური ჰემორაგია

ვასკულური დარღვევები

ჰიპოტენზია*, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ჰემატომა

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

ქოშინი, ეპისტაქსისი

პლევრული გამონაჟონი, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, ფარინგოლარინგეალური ტკივილი

ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება

გასტროინტესტინური დარღვევები

დიარეა, ღებინება, ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი (ზედა ნაწილის ჩათვლით და აბდომინური დისკომფორტი)

გასტროინტესტინური ჰემორაგია* (პირის ღრუშ ჰემორაგიის ჩათვლით), ჰემოროიდალური ჰემორაგია, სტომატიტი, ღრძილებიდან სისხლდენა, დისპეფსია

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის უკმარისობა*, პროგრესირებადი ღვიძლისმიერი კომა

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

პეტექია, ქავილი (გენერალიზებულის ჩათვლით), გამონაყარი, ეკქიმოზი

პურპურა, ალოპეცია, ურტიკარია, ერითემა, მაკულური გამონაყარი,

მწვავე ფებრილური ნეიტრიფილური დერმატოზი, განგრენოზული პიოდერმა

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია, ძვალკუნთოვანი ტკივილი (ზურგის, ძვლის და კიდურების ტკივილსი ჩათვლით)

კუნთების სპაზმები, მიალგია

თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები

თირკმლის უკმარისობა*, ჰემატურია, შრატში კრეატინინის მომატება

თირკმლის მილაკოვანი აციდოზი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

პირექსია*, დაღლილობა, ასთენია, გულმკერდის ტკივილი, ინექციის ადგილის ერითემა, ინექციის ადგილის ტკივილი, ინექციის ადგილის რეაქცია (არასპეციფიური)

სისხლჩაქცევა, ჰემატომა, ინდურაცია, გამონაყარი, ქავილი, ანთება, დისკოლორაცია, კვანძოვანი და ჰემორაგიული (ინექციის ადგილას0, სისუსტე, წვა, კათეტერის ადგილის ჰემორაგია

ინექციის ადგილის ნეკროზი (ინექციის ადგილას)

გამოკვლევები

წონაში კლება

(3) შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

① ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები

აზაციტიდინთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად აღწერილი (≥ 10%) ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები მოიცავდა ანემიას, თრომბოციტოპენიას, ნეითროპენიას და ლეიკოპენიას, ჩველებრივ იყო 3 და 4 ხარისხის. ამ მოვლენების რისკი ფურო მაღალია პირველი 2 ციკლის განმავლობაშ, რომლის შემდეგაც ნაკლებად ხშირია პაციენტებში ჰემატოლოგიური ფუნქციის აღდგენის შემთხვევაში. ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციების უმრავლესობის მენეჯმენტი ხდებოდა სისხლის საერთო რაოდენობის რუტინული მონიტორინგით და აზაციტიდინის მიღების გადადებით შემდეგ ციკლში, პროფილაქტიკურად ანტიბიოტიკების მიღებას და/ან ზრდის ფაქტორბის მღებას (მაგ. G-CSF) ნეითროპენიისთვის და ტრანსფუზიას ანემიის ან თრომბოციტოპენიის დროს.

② ინფექციები

მიელოსუპრესიამ შეიძლება გამოწივიოს ნეითროპენია და ინფექციის რისკის მომატება. სერიოზული გვერდითი რეაქციები როგორიცაა სეფსისი, ნეითროპენიური სეფსისის ჩათვლით და პნევმონია აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც აზაციტიდინს იღებდნენ, ზოგჯერ დაფიქსირდა ფატალური გამოსავალი. ინფექციების მენეჯმენტი შეიძლება ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებების და ზრდის ფაქტორის გამოყენებით (მაგ.. G-CSF) ნეითროპენიის დროს.

③ სისხლდენა

სისხლდენა შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ აზაციტიდის.აღწერილია სერიოზული გვერდითი რეაქციები როგორიცაა გასტროინტესტინური ჰემორაგია და ინტრაკრანიალური ჰემორაგია. საჭიროა აპციენტების მონიტორინგი სისხლდენის ნიშნების და სიმპტომების გამოსავლენად, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მკურნალობასთან დაკავშირებული თრომბოციტოპენია.

④ მომატებული მგრძნობელობა

პაციეტნებში, რომლებიც აზაციტიდინს იღებდნენ აღწერილია მომატებული მგრძნობელობის სერიოზული რეაქციები. ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციისას აზაციტიდინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

⑤ კანის და კანქვეშა ქსოვილის გვერდითი რეაქციები

კანის დაკანქვეშა ქსოვილის გვერდითი რეაქციების უმრავლესობა დაკავშირებული იყო ინექციის ადგილთან. არც ერთმა ამ რეაქციამ არ გამოიწვია პრეპარატის მოხსნა ან დოზის შემცირება ცენტრალურ კვლევებში. გვერდითი რეაქციების უმრვლესობა განვითარდა პირველი 2 ციკლის განმავლობაში და დაქვეითდა შემდეგ ციკლებში. კანქვეშა გვერდით რეაქციები როგორიცაა ინექციის ადგილის გამონაყარი/ანთება/ქავილი, გამონაყარი, ერითემა და კანის დაზიანება შეიძლება საჭიროებდეს შესაბამისი მედიკამენტებით მენეჯმენტს როგორიცაა ანტიჰისტამინები, კორტიკოსტეროიდები და ანთებისსაწინააღმდეგო არაასტეროიდული საშალებები (აასს). კანის რეაქციები უნდა განასხვავონ რბილი ქსოვილების ინფექციებისგან რაც ზოგჯერ ვითარდება ინექციის ადგილას, რბილი ქსოვილების ინფექციები ცელულიტის და მანეჯროზებელი ფასციტის ჩათვლით იშვიათ შემთხვევებში ფატალურიგ ამოსავლით აღწერილია პოსტ-მარკეტინგულად. ინფექციური გვერდითი რეაქციების კლინიკური მენეჯმენტისთვის იხილეთ პარაგრაფი② ინფექციები

⑥ გასტროინტესტინური გვერდითი რეაქციები

აზაციტიდინით მკურნალობასთნ დაკავშირებული ყველაზე ხშირდ აღწერილი გვერდითი რეაქციები მოიცავდა ყაბზობას, დიარეას, გულისრევას და ღებინებას. ამ გვერდითი რეაქციების მენეჯმენტი ხდებოდა სიმპტომურად ანტი-ემეტური საშუალებებით გულსირევის და ღებინების დროს; ანტიდიარეული საშუალებებით დიარეის დროს და საფაღარათო საშუალებებით ყაბზობის დროს.

⑦ თირკმლის გვერდითი რეაქციები

თირკმლის ანომალიები შრატში კრეატინინის დონის მომატებიდან და ჰემატურიიდან თირკმლის მილაკოვან აციდოზამდე, თრკმლის უკმარისობამდე და გარდაცვალებამდე აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც აზაციტიდინით მკურნალობდნენ.

⑧ ღვიძლის გვერდითი რეაქციები

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიმსივნით ჭარბი დატვირთვა მეტასტაზური დაავადების გამო აღწერილია ღვიძლის უკმარისობა, პროგრესირებადი ღვიძლისმიერი კომა და გარდაცვალება აზაციტიდინით მკურნალობისას.

⑨ გულის მოვლენები

კლინიკური კვლევების მონაცემები, რომლებშიც ჩარტული იყვნენ პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ან ფილტვის დაავადება მიუთითებს გულის მოვლენების სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზრდაზე პაციენტებში, რომლებსაც ახალდიაგნოსტირბეული აქვთ AML და რომლებიც აზაციტიდინით მკურნალობენ.

  • ამ პრეპარატის კლინიკურ კვლევებში SC ან IV გზით შეყვანისას აღწერილი იყო შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები <5% იანი სიხშირით (აღწრილი არ არის 1 ცხრილში):

(1) სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის უკმარისობა, პანციტოპენია, სპლენომეგალია.

(2) გულის დარღვევები: წინაგულების ფიბრილაცია, გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კარდიორესპირატორული შეფერხება, შეგუბებითი კარდიომიოპათია.

(3) გასტროინტესტინური დარღვევები: დივერტიკულიტი, გასტროინტესტინურ ჰემორაგია, მელენა, პერირექტალური აბსცესი

(4) ზოგადი დარღვეები და მდგომარეობა მიღების ადგილას: კათეტერის ადგილის ჰემორაგია, ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანება, სისტემური ანთებით პასუხის სინდრომი

(5) ჰეპატობილიარული დარღვევები: ქოლეცისტიტი

(6) იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსიური შოკი, მომატებული მგრძნობელობა

(7) ინფექციები და ინვაზიები: კიდურების აბსცესი, ბაქტერიული ინფექცია, ცელულიტი, ბლასტომიკოზი, ინექციის ადგილის ინფექცია Klebsiella სეფსისი, ნეითროპენიური სეფსისი, სტრეპტოკოკური ფარინგიტი, Klebsiella პნევმონია, სეფსისი, სეპტიური შოკი, სტაფილოკოკური ბაქტერიემია, სტაფილოკოკური ინფექცია, ტოქსოპლაზმოზი

(8) მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: დეჰირატაცია

(9) ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: ძვლის ტკივილის გამწვავება, კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი

(10) კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არასპეციფიური ნეოპლაზიები: leukemia cutis

(11) ნერვული სისტემის დარღვევები: ცერებრული ჰემორაგია, კონვულსიები, ინტრაკრანიალური ჰემორაგია.

(12) თვალის დარღვევები: თვალის ჰემორაგია

(13) თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები: წელის ტკივილი, თირკმლის უკმარისობა

(14) რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები: ჰემოპტოზი, ფილტვის ინფილტრაცია, პნევმონიტი, რესპირატორული დისტრესი

(15) კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: განგრენოზული პიოდერმა, ქავილით მიმდინარე გამონაყარი, კანის ინდურაცია

(16) ქირურგიული და სამედიცინო პროცედურები: ქოლეცისტექტომია

(17) ვასკულური დარღვევები: ორთოსტაზული ჰიპოტენზია

  • პოსტ-მარკეტინგული გამოცდილება

შემდგომი გვერდითი რეაქციები იდენტიფიცირებულია პრეპარატის პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას. რადგან რეაქციები აღწერილია ნებაყოფლობით გაურკვეველი მასშტაბის პოპულაციის მიერ, ყოველთვის შესაძლებელი არ რაის სიხშირის საიმედო შეფასება და პრეპარატისადმი ექსპოზციიის მიზეზობრივი კავშირის დადგენა: ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, სიმსივნის ლიზისის სინდრომი, ინექციის ადგილის ნეკროზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (მწვავე ფებრილური ნეითროფილური დერმატოზი) და განგრენოზული პიოდერმა

※ საშინაო პოსტ-მარკეტინგული დაკვირვება

პოსტ-მარკეტინგულ დაკვირვებაში, რომელიც მოიცავდა 511 სუბიექტს 6 წლის განმავლობაში კორეაში პრეპარატის ხელახალი გამოკვლევის მიზნით, მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 87.67% (448/511 სუბიექტი 2,750 მოვლენა). სერიოზული გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებთან მიზეზობრივი კავშირის გამორიცხვაც შეუძლებელია ჩამოთვლილია შემდეგ ცხრილში სიხშირის მიხედვით

სერიოზული გვერდითი მოვლენები

  • 44% (176/511 სუბიექტი 313 მოვლენა)

პრეპარატის სერიოზული გვერდითი რეაქციები

  • 29% (73/511 სუბიექტი, 112 მოვლენა)

ხშირი (≥1% -<10%)

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ფებრილური ნეითროპენია, ნეითროპენია

ფებრილური ნეითროპენია, ნეითროპენია

ინფექციები და ინვაზიები

პნევმონია, სოკოვანი პნევმონია, სეპტიური შოკი

პნევმონია

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას

პირექსია

პირექსია

ნაკლებად ხშირი (≥0.1% - <1%)

გასტროინტესტინური დარღვევები

ჰემატოქეზია, კოლიტი, წვრილი ნაწლავის წყლული, ორალური ჰემორაგია, ღებინება, მექანიკური გაუვალობა, მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, ზედა გასტროინტესტინური ჰემორაგია, დიარეა, წვრილი ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა, დუოდენიტი, გულისრევა, ღრძილებიდან სისხლდენა, ენტეროკოლიტი, რექტალური წყლული, რექტალგია, ვოლვულუსი, ჰემატემეზი, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, იშემიური კოლიტი

ჰემტოქეზია, წვრილი ნაწლავის წყლული, წვრილი ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა, დუოდენიტი, ენტეროკოლიტი, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი

ასთენია, უეარი სიკვდილი, პერიფერიული შეშუპება, გარდაცვალება, სიკვდილი, დაღლილობა

ასთენია, სიკვდილი, დაღლილობა

ინფექციები და ინვაზიები

ცელულიტი, მსეფსისი, ტონზილიტი, საშარდე ტრაქტის ინფექცია, გრიპი, დივერტიკულიტი, ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექცია, ანალური აბსცესი, B ჰეპატიტი, ინფექციური კოლიტი, მწვავე პიელონეფრიტი, ბრონქოპულმონალური ასპერგილოზი, pneumocystis jiroveci პნევმონია, ჰერპეს ზოსტერი, რიკეტსიოზი, ბაქტერიული პნევმინია, aspergillus სინუსიტი, ენდოფთალიტი, streptococcus პნევმონია, რბილი ქსოვილის ინფექცია, ფსევდომემბრანოზული კოლიტი, ფარინგიტი, სოკოვანი სეფსისი, პერიკორონიტი, მუკორმიკოზი, პერიტონზილიტი, კანის ინფექცია

სეფსისი, ბრონქოპულმონარული ასპერგილოზი, დივერტიკულიტი, ბაქტერიული პნევმონია, ფსევდომემბრანული კოლიტი, სეპტიური შოკი, ანალური აბსცესი

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ქავილი, მწვავე ფებრილური ნეითროპენიური დერმატოზი, პრეპარატის ერუპცია, პურპურა, პეტექია, პანიკულიტი

ქავილი, პრეპარატის ერუპცია

ქოშინი, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, ხველა, პნევმოთორაქსი, პარანაზალური სინუსის ცისტა, ფილტვის შეშუპება, ფილტვის ემბოლიზმი, ალვეოლური ჰემორაგია, პლევრის გამონაჟონი, ასპირაციული პნევმონია

ქოშინი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ანემია

თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ანემია

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ზურგის ტკივილი, ოსტენონეკროზი, მიალგია, კუნთების ჰემორაგია, კიდურების ტკივილი, რაბდომიოლიზი

კიდურების ტკივილი

ნერვული სისტემის დარღვევები

ინტრაკრანიალური ჰემორაგია, თავის ტივილი, სინკოპე, ვერტიკო, ცერებრული ინფარქტი, ცერებრული ჰემორაგია, საძილე არტერიების სტენოზი, კრუნჩხვა

-

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპერგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი

მეტაბოლური აციდოზი

გამოკვლევები

CRP მომატება, თრომბოციტების დაქვეითება, სისხლში კრეატინინის მომატება, ნეიტროფილების დაქვეითება

ნეიტროფილების დაქვეითება

თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები

აზოტემია, ჰემატურია

აზოტემია, ჰემატურია

ვასკულური დარღვევები

ჰიპოტენზია, ფლებიტი, ჰემორაგიული ინფარქტი

ჰიპოტენზია

დაზიანება, მოწამვლა და პროცედურულიგ ართულებები

სუბდურული ჰემორაგია, სუბდურული ჰემატომა, საგზაო შემთხვევა, ბარძაყის მოტეხილობა, პოსტ-პროცედურული ჰემორაგია, თვალის კონტუზია, ფებრილური არაჰემოლიზური ტრანსფუზიის რეაქცია , ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა

-

თვალის დარღვევები

კატარაქტა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება

-

გულის დარღვევები

გულის უკმარისობა, გულის გაჩერება

-

ჰეპატობილიარული დარღვევები

ქოლანგიტი

-

კეთლთვისებიანი, ავთვისებიანი და არასპეციფიური ნეოპლაზიები (ცისტების და პოლიპების ჩათვლით)

ჰეპატოცელულარული კარცინომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი

-

დამატებით, მოულოდნელი გვერდითი მოვლენები და პრეპარატის მოულოდნელი გვერდითი რეაქციები რომელთა მიზეზობრივი კავშირიც გამორიცხული არ არის, ჩამოთვლილია შემდეგ ცხრილში, სიხშირის მიხედვით

მოულოდნელი გვერდითი რეაქციები

  • 12% (251/511 სუბიექტი 508 მოვლენა)

პრეპარატის მოულოდნელი გვერდითი რეაქციები

  • 33% (63/511 სუბიექტი 97 მოვლენა)

ხშირი (≥1% t-<10%)

გამოკვლევები

ALT მომატება AST მომატებაCRP მომატება, შრატში ფერიტინის მომატება, სისხლში ბილირუბინის მომატება

ALT მომატებაAST iმომატება

ინფექციები და ინვაზიები

პნევმონია*, ჰერპეს ზოსტერი, სეპტიური შოკი*

პნევმონია

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპერკალიემია, ორალური მიღების მომატება

-

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ტინიტუსი

გულმკერდში დისკომფორტი

-

ვასკულური დარღვევები

ფლებიტი

-

ნაკლებად ხშირი (≥0.1% t-<1%)

გასტროინტესტინური დარღვევები

რექტალგია, კბილის ტკივილი, ორალური წყლული, გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადება, პირის სიმშრალე, კოლიტი, გლოსიტი, ღრძილების შეშუპება, დენტალური დისკომფორტი, ანალური ნაპრალი, წვრილი ნაწლავის წყლული, მექანიკური გაუვალობა, განავლის შეუკავებლობა, წვრილ ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა, დუოდენიტი, აფტოზური წყლული, რეფლუქსი, ჰიატალური თიაქარი, გასტრიტი, გასტროინტესტინური დარღვევა, ტუჩების წყლული ღრძილების წყლული, ენტეროკოლიტი, ლორწოიანი განავალი, რექტალური წყლული, რექტოანალური დისკომფორტი, ვოლვულუსი, დენტალური კარიესი, პერიოდონტალური დაავადება, ჰემოროიდული სისხლდენა, შემოგარსული ენა, ჰემატემეზი *, იშემიური კოლიტი, ენის დისკოლორაცია, ენიდან სისხლდენა, გლოსალგია

გლოსიტი, ორალური წყლული, წვრილი ნაწლავის წყლული, წვრილი ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა, დუოდენიტი, გასტროეზოფაგალრი რეფლუქს დაავადება, გასტრიტი, ღრძილების წყლული, ენტეროკოლიტი

სახის შეშუპება, ალები, გენერალიზებული შეშუპება, უეცარი სიკვდილი, გრიპის-მსგავსი სინდრომი, გარდაცვალება *

ალები, გარდაცვალება, გენერალიზებული შეშუპება

ინფექციები და ინვაზიები

ტონზილიტი, ორალური კანდიდოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი, გრიპი, გინგივიტი, ჰორდეოლუმი, სოკოვანი პნევმონია*, დენტალური აბსცესი, aspergillus ინფექცია, პერიოდონტიტი, სეფსისი, B ჰეპატიტი, ინფექციური სკლერიტი, ინფექციური კოლიტი, მწვავე პიელონეფრიტი, მწვავე შუა ოტიტი, ბრონქოპულმონარული ასპერგილოზი, ცისტიტი, ბრონქიოლიტი, aspergillus სინუსიტი, ენდოფთალმიტი, streptococcus პნევმონია *, ლატენტური სიფილისი სოკოვანი სეფსისი*, აკაროდერმატიტი, პერიკორონიტი, მიკორმიკოზი, პერიტონზილიტი, კანის ინფექცია, ეპიგლოტიტი, ლარინგიტი

ჰერპეს ზოსტერი, ბრონქოპულმონარული ასპერგილოზი,ფსევდომემბრანული კოლიტი, დენტალური აბსცესი, სეპტიური შოკი, სეფსისი, ლარინგიტი

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

პურპურა, ბლისტერი, კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, სახის შეშუპება, ქსეროტული ეგზემა, სენილური პურპურა, აკნე, პანიკულიტი, სისხლის ბლისტერი

აკნე, პურპურა, სებორეული დერმატიტი

რესპირატორული, თორაკალური და შასაყრის დარღვევები

დისფონია, ფილტვის შეშუპება, ცემინება, პნეფმოთორაქსი, სლოკინი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, პარანაზალური სინუსის ცისტა. ტაქიპნოე, ფარინგეალური სისხლდენა, ცხვირის პოლიპი*, ფილტვის ემბოლია ალვეოლური ჰემორაგია

დისფომია, ფარინგეალური სისხლდენა

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ფებრილური ნეითროპენია*, თრომბოციტოზი

ფებრილური ნეითროპენია, თრომბოციტოზი

ოსტეოართრიტი, გვერდით ტკივილი, ტენდონიტი, ტემპორომანდიბულარული ართროზი, ოსტეონეკროზი, კრისტალური ართროპათია, …

ჭარბი დოზა

  • არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი აზაციტიდინის დოზის გადაჭარბებისთვის
  • კლინიკური კვლევების განმავლობაში აღწერილი იყო აზაციტიდინის დოზის გადაჭარბების ერთი შემთხვევა. პაციენტს აღენიშნებოდა დიარეა, გულსირევა და ღებინება ერთჯეადი ინტრავენური დოზის-დაახლოებით 290 მგ/მ2, მიღების შემდეგ რომელიც რეკომენდებულ საწყის დოზას დაახლოებით 4-ჯერ აღმატება. მოვლენები გაქრა შემდგომი მოვლენების გარეშე და სწორი დოზა განახლდა შემდგომ დღეს/
  • დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭროა პაციენტის მონიტორინგი სისხლის შესაბამისი ანალიზით, აუცილებლობსიას უნდა ჩატარდეს დამხმარე მკუნრალობა.

შემადგენლობა

აზალიდი საინექციო, 100მგ

აზაციტიდინი ...................................................................................................................100მგ/ფლაკონი

მანიტოლი .....................................................................................................................100მგ/ფლაკონი

აზალიდი საინექციო, 150მგ

აზაციტიდინი ...................................................................................................................150მგ/ფლაკონი

D-მანიტოლი .....................................................................................................................150მგ/ფლაკონი

[გარეგნული აღწერა]

ლიოფილიზირებული ინექცია, ლიოფილიზირებული ფხვნილის ან ფოროვანი მასის სახით უფერო და გამჭვირვალე ფლაკონში.

შენახვის პირობები

  • განუზავებელი ხსნარები შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  • განზავებული პროდუქტი კანქვეშ ინექციისთვის შეიძლება შენახული იყოს 1 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე - ≤25°C. თუ პაცინტისთვის შეყვანა არ ხდება 1 საათის განმავლობაში, უნდა შეინახონ 2~8°C-ზე განზავებისთანავე. პრეპარატის საინექციო წყლით განზავების შემდეგ რომელიც მაცივარში არ ინახებოდა, განზავებული ხსნარის შენახვა შესაძლებელია 2-8ºC -ზე 8 საათის განმავლობაში. პრეპარატის განზავებისას მაცივარში შენახული საინექციო წყლით (2-8ºC) განზავებული პროდუქტის შენახვა შესაძლებელია 2-8ºC 22 საათის განმავლობაში.
  • ინტრავენური გამოყენებისთვის განზავებული ხსნარის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე ≤25°C, მაგრამ მიღება უნდა დასრულდეს განზავებიდან 1 საათის განმავლობაში.
  • პრეპარატი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის და არ შეიცავს დამცავ საშუალებებს. ყოველი ფლაკონის გამოუყენებელი ნაწილის შენახვა და ხელახლა გამოყენება არ შეიძლება, უნდა განადგურდეს. უნდა დაიცვან კიბოსსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესაბამისი შენახვის და განადგურების პროცედურები.
  • პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • სხვა: კარცინოგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დაზიანება
  • აზაციტიდინის მუტაგენური და კლასტოგენური პოტენციალი შეფასდა in vitro ბაქტერიულ სისტემებში Salmonella typhimurium შტამების-TA100 და trpE8-ს რამდენიმე შტამის, Escherichia coli შტამების- WP14 Pro, WP3103P, WP3104P, და CC103 ჩათვლით. ჩატარდა in vitro წინა გენის მუტაციის შეფასება თაგვების ლიმფომის უჯრედებშ და ადამიანის ლიფობლასტურ უჯრედებში, in vitro მიკრონუკეარული შეფასება თაგვების L5178Y ლიმფომის უჯრედებში და სირიული ზღვის გოჭის ემბრიონის უჯრედებში. აზაციტიდინი მუტაგენური იყო ბაქტერიული და ძუძუმწოვარი უჯრედების სისტემებში. აზაციტიდინის კლასტოგენური ეფექტი გამოვლინდა მიკრონუკლეუსების ინდუქციით L5178Y თაგვების უჯრედებში და სირიული ზღვის გოჭის ემბრიონის უჯრედებში.
  • მამრ თაგვებში აზაციტიდინის გამოყენებამ 9.9 მგ/მ2 დოზით (ადამიანისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის დაახლოებით 9% მგ/მ2-ზე გაანგარიშებით) დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში არანამკურნალებ მდედრ თაგვებთან შეწყვილებამდე გამოიწვია ფერტილობის დაქვეითება და შთამომავლობის დაკარგვა შემდგომი ემბრიონული და პოსტნატალური განვითარებისას. მამრი თაგვების მკურნალობამ კვირაში 3-ჯერ 11-16 კვირის 15-30 მგ/მ2 დოზით (ადამიანისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის დაახლოებით 20-40% მგ/მ2-ზე გაანგარიშებით) გამოიწვია სათესლეების და დანამატების წონის დაქვეითება და სპერმის რაოდენობის დაქვეითება რასაც ახლდა მაკეობის რიცხვის დაქვეითება და ემბრიონების დაკარგვის ზრდა შეწყვილებულ მდედრებში. დაკავშირებულ კვლევაში მამრ ვირთხებს მკურნალობდნენ 16 კვირის განმავლობაში 24 მგ/მ2 დოზით, რამაც გამოიწვია ანომალური ემბრიონების ზრდა შეწყვილებულ მდედრებში გესტაციის მე-2 დღეს გამოკვლევისას.
  • აზაციტიდინის პოტენციური კარცინოგენობა შეფასდა თაგვებში და ვირთხებში. აზაციტიდინი იწვევდა ჰემატოპოეზური სისტემის სიმსივნეებს მდედრ თაგვებში 2.2მგ/კგ დოზით (6.6 მგ/მ2, (ადამიანისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის დაახლოებით 8% მგ/მ2-ზე გაანგარიშებით) ინტრაპერიტონეალურად კვირაში სამჯერ 52 კვირის განმავლობაში. ლიმფორეტიკულური სისტემის, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის და კანის სიმსივნეების სიხშირის ზრდა აღინიშნა თაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით ინტრაპერიტონეალურად 2.0მგ/კგ დოზით (6.0 მგმ2, (ადამიანისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის დაახლოებით 8% მგ/მ2-ზე გაანგარიშებით) კვირაში ერთხელ 50 კვირის განმავლობაში. ვირთხების ტუმოროგენობის კვლევამ, რომლებიც კვირაშ ორჯერ იღებდნენ 15 ან 60მგ/მ2 დოზას (ადამიანისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის დაახლოებით 20-80% მგ/მ2-ზე გაანგარიშებით) გამოავლინა სათესლის სიმსივნეების სიხშირის ზრდა საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით.

[შენახვის პირობები]

შეინახეთ გაუხსნელი ფლაკონები, 1-30°C ტემპერატურაზე,

[შეფუთვის ერთეული]

1 ფლაკონი, 10 ფლაკონი.

[წარმოებულია დამკვეთისთვის]

„სამიანგ ჰოლდინგს კორპორეიშნ"/ Samyang Holdings Corporation

79, Sinildong-ro Daedeok-gu, Dajeon, კორეა.

199260V01

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

“სამიანგი“

აზალიდი საინექციო

აზაციტიდინი

შემადგენლობა

აზალიდი საინექციო, 100მგ

აზაციტიდინი ...................................................................................................................100მგ/ფლაკონი

მანიტოლი .....................................................................................................................100მგ/ფლაკონი

აზალიდი საინექციო, 150მგ

აზაციტიდინი ...................................................................................................................150მგ/ფლაკონი

D-მანიტოლი .....................................................................................................................150მგ/ფლაკონი

[გარეგნული აღწერა]

ლიოფილიზირებული ინექცია, ლიოფილიზირებული ფხვნილის ან ფოროვანი მასის სახით უფერო და გამჭვირვალე ფლაკონში.

[თერაპიული ჩვენება]

შემდეგი მდგომარეობის მკურნალობა

  • მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS)

რეფრაქტერული ანემია (RA), რეფრაქტერული ანემია რგოლიანი სიდერობლასტებით (RARS) (თუ ახლავს ნეითროპენია ან თრომბოციტოპენია, რომელიც ტრანსფუზიას საჭიროებს) ან რეფრაქტერული ანემია ჭარბი ბლასტებით (RAEB)

  • მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) 20-30 % ბლასტებით და მულტი-ხაზოვანი დისპლაზიით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციით
  • ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია (CMML)
  • 65 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც დიაგნოსტირებულია ქვთ მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML), >30% ძვლის ტვინის ბლასტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციით და ცუდი-რისკის ციტოგენეტიკით, რომლებშიც ვერ ხერხდება ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (HSCT) და ინტენსიური ქიმიოთერაპია

[დოზა და დოზირება]

  • MDS, CMML, და AML 20-30 % ძვლის ტვინის ბლასტბით
  • ) მკურნალობის პირველი ციკლი

რეკომენდებული საწყისი დოზა ყველა პაციენტისთვის დასაწყისში ჰემატოლოგიური ლაბორატორიული მაჩვენებლების მიუხედავად არის 75მგ/მ2/ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში კანქვეშ ან ინტრავენურად. პაციენტების პრემედიკაცია საჭიროა გულსირევის და ღებინების პრევენციისთვის.

  • ) მკურნალობის შემდგომი ციკლები

ციკლები უნდა განმეორდეს 4 კვირაში ერთხელ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 100მგ/მ2-მდე თუ სასარგებლო ეფექტი არ აღინიშნება მკურნალობის 2 ციკლის შემდეგ და თუ აღინიშნება გულისრევის და ღებინების გარდა სხვა ტოქსიურობა. რეკომენდებულია პაციენტების მკურნალობა მინიმუმ 4-6 ციკლით. თუმცა სრული ან ნაწილობრივი პასუხი შეიძლება საჭროებდეს მკურნალობის დამატებით ციკლებს. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მანამდე სანამ პაციენტი სარგბელს იღებს. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ჰემატოლოგიური პასუხის და თირკმლის ტოქსიურობის გამოსავლენად, შეიძლება საჭირო იყოს დოზირების გადადება ან შემცირება როგორც აღწერილია ქვემოთ.

  • 65 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ AML, >30% ძვლის ტვინის ბლასტები, ცუდი-რისკის ციტოგენეტიკა, რომლებშიც ვერ ხერხდება HSCT და ინტენსიური ქიმიოთერაპია.
  • მკურნალობის პირველი ციკლი

რეკომენდებული საწყისი დოზა ყველა პაციენტისთვის დასაწყისში ჰემატოლოგიური ლაბორატორიული მაჩვენებლების მიუხედავად არის 75მგ/მ2/ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში კანქვეშ ან ინტრავენურად. პაციენტების პრემედიკაცია საჭიროა გულსირევის და ღებინების პრევენციისთვის.

  • ) მკურნალობის შემდგომი ციკლები

ციკლები უნდა განმეორდეს 4 კვირაში რეკომენდებულია პაციენტების მკურნალობა მინიმუმ 4-6 ციკლით. თუმცა სრული ან ნაწილობრივი პასუხი შეიძლება საჭროებდეს მკურნალობის დამატებით ციკლებს. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მანამდე სანამ პაციენტი სარგბელს იღებს. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ჰემატოლოგიური პასუხის და თირკმლის ტოქსიურობის გამოსავლენად, შეიძლება საჭირო იყოს დოზირების გადადება ან შემცირება როგორც აღწერილია ქვემოთ.

  • ლაბორატორიული ტესტები

თერაპიის დაწყებამდე და ყოველი ციკლის წინ უნდა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციური ტესტები, შრატში კრეატინინი და შრატში ბიკარბონატის დონე. თერაპიის დაწყებამდე და შემდგომში საჭროებისას უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი რათა მოხდეს პასუხის და ტოქსიურობის მონიტორინგი, მინიმუმ ყოველი ციკლის წინ.

  • დოზირების ცვლილება ჰემატოლოგიური ალბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე

ჰემატოლოგიური ტოქსიურობა განისაზღვრება როგორც უმცირესი რაოდენობა (ოიკი) მოცემულ ციკლში-თრომბოციტები ≤ 50.0 x 109/L და/ან ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) ≤ 1 x 109/L. აღდგენა განისაზღვრება როგორც უჯრედების რაოდნეობის მატება როდესაც ჰემატოლოგიური ტოქსიურობა არინიშნა მინიმუმ პიკის ნახევარში და საბაზისო რაოდენობას პლიუს პიკის მაჩვენებელი (სისხლის რაოდენობა აღდგენისას ≥ პიკი + (0.5 x [საბაზისო რაოდენობა – პიკი]).

  • MDS, CMML, და AML 20-30 % ძვლის ტვინის ბლასტებით

ㆍ პაციენტებისთვის რომელთა სისხლის რაოდენობაც არის WBC≥3.0x109/L, ANC≥1.5x109/L, თრომბოციტები ≥75.0x109/L მკურნალობის პირველ ციკლამდე, დოზის ცვლილება საჭიროა შემდეგნაირად პიკის მაჩვენებლის მიხედვით მოცემულ ციკლში.

(ცხრილი 1)

პიკი

% დოზა შემდეგ ციკლში

ANC(x109/L)

თრომბოციტები(x109/L)

<0.5

<25.0

50%

  • 5-1.5
  • 0-50.0

67%

>1.5

>50.0

100%

ㆍპაციენტეიბსთვის რომელთა სისხლის რაოდენობაც არის WBC<3.0x109/L, ANC<1.5x109/L თრომბოციტები <75x109/L L მკურნალობის პირველ ციკლამდე, დოზის ცვლილება საჭიროა შემდეგნაირად პიკის მაჩვენებლის და ძვლის ტვინის უჯრედების ბიოფსიის მიხედვით ქვემო აღნიშNული პიკისას, თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება დიფერენციაციაში (მომწიფებული გრანულოციტების პროცენტული რაოდენობა უფრო მაღალია და ANC უფრო მაღალია ვიდრე კურსის დაწებისას) შემდგომი ციკლის დროს, რომელ შემთხვევაშიც უნდა გარძელდეს მიმდინარე მკურნალობა.

(ცხრილი 2)

WBC ან თრომბოციტების პიკი % დაქვეითება საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით

ძვლის ტვინის ბიოფსიის უჯრედული შემადგენლობა პიკის დროს (%)

30-60

15-30

<15

% დოზა შემდეგ ციკლში

50-75

100

50

33

>75

75

50

33

თუ განვითარდა ცხრილში განსაზღვრული პიკი, მკურნალობის შემდგომი კურსი უნდა მიეცეს წინა კურსის დაწყებიდან 28 დღის შემდეგ, თუ WBC და თრომბოციტების რაოდენობა არის >25% პიკის და იმატებას. თუ პიკთან შედარებით >25% ზრდა არ აღნიშნება 28-ე დღისთვის, რაოდენობა უნდა შეფასდეს 7 დღეში ერთხელ. თუ >25% ზრდა არ აღინიშნება 42-ე დღისთვის, პაციენტის მკურნალობა საჭიროა გეგმიური დოზის 50%-ით.

  • 65 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ AML, >30% ძვლის ტვინის ბლასტებით, ცუდი-რისკის ციტოგენეტიკით, რომლებშიც ვერ ხერხდება HSCT და ინტენსიური ქიმიოთერაპია

ㆍპაციენტები დასაწყისში სისხლის რაოდენობის შემცირების გარეშე (i.e. WBC≥3.0x109/L, ANC≥1.5x109/L, და თრომბოციტები ≥75.0x109/L) პირველ მკურნალობამდე.

თუ ჰემატოლოგიური ტოქსიურობა აღინიშნება ამ პრეპარატით მკურნალობის შემდეგ, თერაპიის შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს სანამ არ აღდგება თრომბოციტების რაოდენობა და ANC. თუ აღდგენა ხდება 4 დღის განმავლობაში, დოზის ცვლილება საჭირო არ არის. თუმცა თუ აღდგენა არ ხდება 14 დღის განმავლობაში,დოზა უნდა შემცირდეს შემდეგი ცხრილის მიხედვით. დოზის მოდიფიკაციის შემდეგ ციკლის ხანგრძლივობა უნდა დაუბრუნდეს 28 დღეს.

პიკი

დოზის % შემდეც ციკლში თუ აღდგენა არ ხდება 14 დღის განმავლობაში

ANC (x 109/L)

თრომბოციტები (x 109/L)

≤ 1.0

≤ 50.0

50 %

> 1.0

> 50.0

100 %

  • აღდგენა= სისხლის რადოენობა ≥ პიკი + (0.5 x [საბაზისო რაოდენობა – პიკი])

ㆍპაციენტები დასაწყისში სისხლის შემცირებული რაოდენობით (i.e. WBC<3.0x109/L, ANC<1.5x109/L, თრომბოციტები <75.0x109/L) პირველ მკურნალობამდე

ამ პრეპარატით მკურნალობის შემდეგ თუ WBC ან ANC ან თრომბოციტები საწყის მაჩვენებელთან შედარებით ≤ 50%, მცირდება ან მცირდება 50% =ით მაგრამ უმჯობესდება უჯრედების ნებისმიერი ხაზის დიფერენციაცია, შემდეგი ციკლი არ უნდა გადაიდოს და საჭირო არ არის დოზის კორექცია.

თუ WBC ან ANC ან თრომბოციტების დაქვეითება მკურნალობამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 50% -ია, არ აღინიშნება უჯრედების ხაზის დიფერენციაციის გაუმჯობესება, მკურნალობის შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს სანამ არ აღდგენა თრომბოციტების რაოდენობა და ANC. თუ აღდგენა ხდება 14 დღის განმავლობაში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის. თუმცა თუ აღდგენა არ ხდება 4 დრის განმავლობაში. უნდა განისაზღვროს ძვლის ტვინის უჯრედული შემადგენლობა. თუ ძვლის ტვინის უჯრედოვნება არის > 50%, დოზის ცვლილება საჭირო არ არის. თუ ძვლის ტვინის უჯრედოვნება არის ≤ 50 %, მკურნალობა უნდა გადაიდოს და დოზა უნდა შემცირდეს შემდეგი ცხრილის მიხედვით:

ძვლის ტვინის უჯრედოვნება

% დოზა შემდეგ ციკლში თუ აღდგენა არ აღინიშნება 14 დრის განმავლობაში

აღდგენა* 21 დრის განმავლობაში

აღდგენა* 21 დღის შემდეგ

15-50 %

100 %

50 %

< 15 %

100 %

33 %

  • აღდგენა = სისხლის რაოდენობა ≥ პიკი + (0.5 x [საბაზისო რაოდენობა – პიკი])

დოზის მოდიფიკაციის შემდეგ ციკლის ხანგრძლივობა უნდა დაუბრუნდეს 28 დღეს.

  • დოზის ცვლილება თირკმლის ფუნქციის და შრატში ელექტროლიტების საფუძველზე: თუ აღინიშნება შრატში ბიკარბონატის დონის აუხსნელი დაქვეითება ≤20 mEq/L -მდე, დოზა შემდეგ ციკლში 50%-ით უნდა შემცირდეს. ამის მსგავსად თუ აღნიშნება BUN ან შრატში კრეატინინის აუხსნელი მომატება, შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს სანამ მაჩვენებლები ნორმას ან საბაზისო მაჩვენებელს არ დაუბრუნდება და შემდგომი კურსის დროს დოზა 50%-ით უნდა შემცირდეს.
  • გამოყენება გერიატრიულ პაციენტებში

: აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები მნიშვნელოვნად გამოიყოფა თრკმელებით, პრეპარატისადმი ტოქსიური რეაქციების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს თირკმლის ფუნციის დაზიანების მქონე პაციენტებში. რადგან ხანდაზმულებში უფრო მეტია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას და უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი.

※ გამოყენების ინსტრუქცია:

① კანქვეშ ინექცია: 4 მლ საინექციო წყალი გადააქვთ ფლაკონში სუსპენზიის მომზადებისთვის (25მგ/მლ), რომელიც იქნება მღვრიე. 4მლ-ზე მარალი დოზა თანაბრად უნდა განაწილდეს 2 შპრიცში და ინექცია უნდა მოხდეს 2 აცლკე ადგილას, ყოველი ინექციისას უნდა მოხდეს ადგილის შეცვლა (ბარძაყი, მუცელი ან მხარი). ახალი ინექცია უნდა გაკეთდეს წინა ადგილიდან მინიმუმ 2.54სმ-თი შორს და არ უნდა მოხდეს იმ ადგილას, რომელიც არის გამაგრებული, წითელი, სისხლჩაქცევებიანი, მყარი (იხ. პარაგრაფი 13 უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).

② ინტრავენური ინექცია: 10მლ საინექციო წყალი გადააქვთ ფლაკონში ხსნარის მოსამზადებლად (10მგ/მლ), რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე. ხსნარის საჭირო რაოდენობა გამოაქვთ და ათავსებენ 50-100მლ საინფუზიო ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი ან რინგერ-ლაქტატის ხსნარი. სარტო დოზის შეყვანა ხდება 10-40 წუთის განმავლობაში. მიღება უნდა მოხდეს მომზადებიდან 1 საათის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).

[უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას]

  • გაფრთხილებები
  • პაციენტებს უნდა ურჩონ მოერიდონ ორსულობას-აზაციტდინი შეიძლება იყოს ტერატოგენური.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. არ არსებობს ორსული ქალების ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები. პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენებისას ან თუ პაციენტი დაორსულდება მკურნალობის დროს, მას უჯნდა აცნობონ ნაყოფის შესაძლო საფრთხის შესახებ.

  • შვილოსნობის უნარის მქონე ქალებს და მამაკაცებს უნდა ურჩიონ ორსულობისგან თავი დაიცვან პრეპარატით მკურნალობის დროს (იხ. პარაგრაფი 7 გამოყენება ორსულ ქალებში და პარაგრაფი 15: სხვა: კარცინოგენეზი, მუტაგენეზი და ფერტილობის დარღვევა).
  • მედიკამენტი არ გამოიყენოთ შემდეგ პაციენტებში
  • პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა აზაციტიდინის ან მანიტოლის მიმართ
  • პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის შორსწასული ავთვისებიანი სიმსივნეები
  • მეძუძური ქალები
  • პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ პაციენტებში
  • პაციენტები თირკმლის უკმარისობით
  • პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
  • სისხლის ადექვატური რაოდენობა უნდა შემოწმდეს ყოველ ციკლამდე
  • გვერდითი რეაქციები
  • ყველზე ხშირად აღწერილიგ ვერდითი რეაქციები: გულისრეა, ანემია, თრომბოციტოპენია, ღებინება, პირექსია, ლეიკოპენია, დიარეა, დაღლილობა, ინექციის ადგილის ერითემა, ყაბზობა, ნეითროპენია და ეკქიმოზი. ი/ვ გზასთან დაკავშირეული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები აგრეთვე მოიწავდა პეტექიას, შემცივნებას, სისუსტეს და ჰიპოკალიემიას.
  • გვერდითი რეაქციები, რომლებიც ყველაზე ხშირად (≥2%) საჭიროებს კლინიკურ ჩარევას

მოხსნა: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეითროპენია

დოზის შეჩერება: ლეიკოპენია, ნეითროპენია, თრომბოციტოპენია, პირექსია, პნევმონია, ფებრილური ნეითროპენია

დოზის შემცირება: ლეკოპენია, ნეითროპენია, თრომბოციტოპენია

  • სხვა პარაგრაფებში აღწერილი გვერდითი რეაქციები: შრატში კრეატინინის მომატება, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, ჰიპოკალიემია, ღვიძლისმიერი კომა, თირკმლის უკმარისობა და მანეკროზებელი ფასციიტი
  • გვერდითი რეაქციების დეტალები

(1) უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

① მოზრდილთა პოპულაცია, რომლებსაც აღენიშნებათ MDS, CMML და AML (20-30% ძვლის ტვინის ბლასტებით)

გვერდითი რეაქციები, რომლებიც სავარაუდოდ ამ პრეპარატთან დაკავშირებულად მიიჩნიეს არინიშნა პაციენტების 97%-ში.

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები ცენტრალურ კვლევაში (AZA PH GL 2003 CL 001) მოიცავდა ფებრილურ ნეითროპენიას (8.0%) და ანემიას (2.3%), რომლებიც აგრეთვე აღწერილი იყო დამხმარე კვლევებში (CALGB 9221 და CALGB 8921). ამ 3 კვლევაში სხა სერიოზული გვერდითი რეაქციები მოიცავდა ინფექციებს როგორიცაა ნეითროპენიური სეფსისი (0.8%) და პნევმონია (2.5%) (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით), თრომბოციტოპენიას (3.5%), მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (0.25%) და ემორაგიულ მოვლენებს (მაგ. ცერებრული ჰემორაგია [0.5%], გასტროინტესტინური ჰემორაგია [0.8%] და ინტრაკრანიალური ჰემორაგია [0.5%])).

აზაციტიდინით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები იყო ჰემატოლოგიური რეაქციები (71.4 %) თრომბოციტოპენიის, ნეითროპენიის და ლეიკოპენიის ჩათვლით (ჩვეულებრივ 3-4 ხარისხი), გასტროინტესტინურ მოვლენებს ), (60.6 %) გულისრევის, ღებინების (ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი) ჩათვლით ან ინექციის ადგილის რეაქციებს (77.1 %; ჩვეულებრივ 1-2 ხარისხის).

②მოზრდილთა პოპულაცია 65 წლის და უფროსი ასაკის, რომლებსაც აღენიშნებათ AML >30% ძვლის ტვინის ბლასტებით

AZA-AML-001 -დან აღწერილი ყველზე ხშირი სერიოზული გვერდითი რეაქციები (≥ 10%) აზაციტიდინით მკურნალობის ხაზში მოიცავდა ფებრილურ ნეითროპენიას (25.0%),პნევმონიას (20.3%), პირექსიას (10.6%). აზაციტიდინით მკურნალობის ხაზში სხვა ნაკლებად ხშირი სერიოზულ გვერდითი რეაქციები მოიცავდა სეფსისს (5.1%), ანემიას (4.2%), ნეითროპენიულ სეფსისს (3.0%), საშარდე ტრაქტის ინფექციებს (3.0%), თრომბოციტოპენიას (2.5%), ნეითროპენიას (2.1%), ცელულიტს (2.1%), თავბრუსხვევას (2.1%) ქოშინს (2.1%).

აზაციტიდინით მკურნალობას ყველაზე ხშირად აღწერილი (≥ 30%) გვერდითი რეაქცეიბი იყო გასტროინტესტინური მოვლენები ყაბზობის (41.9%), გულისრევის (39.8%),და დიარეის (36.9%),ჩათვლით (ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი), ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა ინექციის ადგილას პირექსიის ((37.7%; ჩვეულებრივ 1-2 ხარისხის) ჩათვლით და ჰემატოლოგიური მოვლენები ფებრილური ნეითროპენიის (32.2%) ნეითროპენიის ჩათვლით (30.1%), (ჩვეულებრივ 3-4 ხარისხის).

(2) გვერდითი მოვლენების ცხრილი

1 ცხრილი ქვემოთ მოიცავს აზაციტიდინის გვერდით რეაქციებს, რომლებიც მიღებულია ძირითად კლიიკურ კვლევებში MDS და AML-ში და პოსტ-მარკეტინგული დაკვირვებისას.

სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10); ნაკლებად ხშირი (≥ 1/1,000 -< 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000 - < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით). სიხშირის ყოველ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია კლებადი სიმწვავით. გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ქვემო ცხრილში უმაღლესი სიხშირის მიხედვით რაც აღინიშნა რომელიმე მთავარ კლინიკურ კვლევაში.

ცხრილი 1: გვერდითი რეაქციები (ADRs) აღწერილი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ MDS ან AML და მკურნალობდნენ აზაციტიდინით (კლინიკური კვლვები და პოსტ-მარკეტინგული გამოცდილება).

  • = იშვიათად აღწერილია ფატალური შემთხვევები

ორგანოთ სისტემის კლასი (SOC)

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

უცნობია

ინფექციები და ინვაზიები

პნევმონია* (ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანის ჩათვლით), ნაზოფარინგიტი

სეფსისი* (ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანის ჩათვლით), ნეითროპენიური სეფსისი*, რესპირატორული ტრაქტის ინფექცია (ზემო ტრაქტის და ბრონქიტის ჩათვლით), საშარდე ტრაქტის ინფექცია, ცელულიტი, დივერტიკულიტი, ორალური სოკოვანი ინფექცია, სინუსიტი, ფარინგიტი, რინიტი, მარტივი ჰერპესი, კანის ინფექცია

მანეკროზებელი ფასციიტი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ფებრილური ნეითროპენია*, ნეითროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია

პანციტოპემია*, ძვლის ტვინის უკმარისობა

იმუნური სისტემის დარღვევები

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

მეტაბოლიზის და კვების დარღევები

ანორექსია, მადის დაქვეითება, ჰიპოკალიემია

დეჰიდრატაცია

სიმსივნის ლიზისის სინდრომი

ფსიქიატრული დარღვევები

უძლობა

კონფუზიური მდგომარეობა, შფოთვა

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ინტრაკრანიალური ჰემორაგია*, სინკოპე,ძილიანობა, ლეთარგია

თვალის დარღვევები

თვალის ჰემორაგია, კონიუნქტივალური ჰემორაგია

ვასკულური დარღვევები

ჰიპოტენზია*, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ჰემატომა

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

ქოშინი, ეპისტაქსისი

პლევრული გამონაჟონი, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, ფარინგოლარინგეალური ტკივილი

ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება

გასტროინტესტინური დარღვევები

დიარეა, ღებინება, ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი (ზედა ნაწილის ჩათვლით და აბდომინური დისკომფორტი)

გასტროინტესტინური ჰემორაგია* (პირის ღრუშ ჰემორაგიის ჩათვლით), ჰემოროიდალური ჰემორაგია, სტომატიტი, ღრძილებიდან სისხლდენა, დისპეფსია

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის უკმარისობა*, პროგრესირებადი ღვიძლისმიერი კომა

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

პეტექია, ქავილი (გენერალიზებულის ჩათვლით), გამონაყარი, ეკქიმოზი

პურპურა, ალოპეცია, ურტიკარია, ერითემა, მაკულური გამონაყარი,

მწვავე ფებრილური ნეიტრიფილური დერმატოზი, განგრენოზული პიოდერმა

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია, ძვალკუნთოვანი ტკივილი (ზურგის, ძვლის და კიდურების ტკივილსი ჩათვლით)

კუნთების სპაზმები, მიალგია

თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები

თირკმლის უკმარისობა*, ჰემატურია, შრატში კრეატინინის მომატება

თირკმლის მილაკოვანი აციდოზი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

პირექსია*, დაღლილობა, ასთენია, გულმკერდის ტკივილი, ინექციის ადგილის ერითემა, ინექციის ადგილის ტკივილი, ინექციის ადგილის რეაქცია (არასპეციფიური)

სისხლჩაქცევა, ჰემატომა, ინდურაცია, გამონაყარი, ქავილი, ანთება, დისკოლორაცია, კვანძოვანი და ჰემორაგიული (ინექციის ადგილას0, სისუსტე, წვა, კათეტერის ადგილის ჰემორაგია

ინექციის ადგილის ნეკროზი (ინექციის ადგილას)

გამოკვლევები

წონაში კლება

(3) შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

① ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები

აზაციტიდინთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად აღწერილი (≥ 10%) ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები მოიცავდა ანემიას, თრომბოციტოპენიას, ნეითროპენიას და ლეიკოპენიას, ჩველებრივ იყო 3 და 4 ხარისხის. ამ მოვლენების რისკი ფურო მაღალია პირველი 2 ციკლის განმავლობაშ, რომლის შემდეგაც ნაკლებად ხშირია პაციენტებში ჰემატოლოგიური ფუნქციის აღდგენის შემთხვევაში. ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციების უმრავლესობის მენეჯმენტი ხდებოდა სისხლის საერთო რაოდენობის რუტინული მონიტორინგით და აზაციტიდინის მიღების გადადებით შემდეგ ციკლში, პროფილაქტიკურად ანტიბიოტიკების მიღებას და/ან ზრდის ფაქტორბის მღებას (მაგ. G-CSF) ნეითროპენიისთვის და ტრანსფუზიას ანემიის ან თრომბოციტოპენიის დროს.

② ინფექციები

მიელოსუპრესიამ შეიძლება გამოწივიოს ნეითროპენია და ინფექციის რისკის მომატება. სერიოზული გვერდითი რეაქციები როგორიცაა სეფსისი, ნეითროპენიური სეფსისის ჩათვლით და პნევმონია აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც აზაციტიდინს იღებდნენ, ზოგჯერ დაფიქსირდა ფატალური გამოსავალი. ინფექციების მენეჯმენტი შეიძლება ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებების და ზრდის ფაქტორის გამოყენებით (მაგ.. G-CSF) ნეითროპენიის დროს.

③ სისხლდენა

სისხლდენა შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ აზაციტიდის.აღწერილია სერიოზული გვერდითი რეაქციები როგორიცაა გასტროინტესტინური ჰემორაგია და ინტრაკრანიალური ჰემორაგია. საჭიროა აპციენტების მონიტორინგი სისხლდენის ნიშნების და სიმპტომების გამოსავლენად, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მკურნალობასთან დაკავშირებული თრომბოციტოპენია.

④ მომატებული მგრძნობელობა

პაციეტნებში, რომლებიც აზაციტიდინს იღებდნენ აღწერილია მომატებული მგრძნობელობის სერიოზული რეაქციები. ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციისას აზაციტიდინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

⑤ კანის და კანქვეშა ქსოვილის გვერდითი რეაქციები

კანის დაკანქვეშა ქსოვილის გვერდითი რეაქციების უმრავლესობა დაკავშირებული იყო ინექციის ადგილთან. არც ერთმა ამ რეაქციამ არ გამოიწვია პრეპარატის მოხსნა ან დოზის შემცირება ცენტრალურ კვლევებში. გვერდითი რეაქციების უმრვლესობა განვითარდა პირველი 2 ციკლის განმავლობაში და დაქვეითდა შემდეგ ციკლებში. კანქვეშა გვერდით რეაქციები როგორიცაა ინექციის ადგილის გამონაყარი/ანთება/ქავილი, გამონაყარი, ერითემა და კანის დაზიანება შეიძლება საჭიროებდეს შესაბამისი მედიკამენტებით მენეჯმენტს როგორიცაა ანტიჰისტამინები, კორტიკოსტეროიდები და ანთებისსაწინააღმდეგო არაასტეროიდული საშალებები (აასს). კანის რეაქციები უნდა განასხვავონ რბილი ქსოვილების ინფექციებისგან რაც ზოგჯერ ვითარდება ინექციის ადგილას, რბილი ქსოვილების ინფექციები ცელულიტის და მანეჯროზებელი ფასციტის ჩათვლით იშვიათ შემთხვევებში ფატალურიგ ამოსავლით აღწერილია პოსტ-მარკეტინგულად. ინფექციური გვერდითი რეაქციების კლინიკური მენეჯმენტისთვის იხილეთ პარაგრაფი② ინფექციები

⑥ გასტროინტესტინური გვერდითი რეაქციები

აზაციტიდინით მკურნალობასთნ დაკავშირებული ყველაზე ხშირდ აღწერილი გვერდითი რეაქციები მოიცავდა ყაბზობას, დიარეას, გულისრევას და ღებინებას. ამ გვერდითი რეაქციების მენეჯმენტი ხდებოდა სიმპტომურად ანტი-ემეტური საშუალებებით გულსირევის და ღებინების დროს; ანტიდიარეული საშუალებებით დიარეის დროს და საფაღარათო საშუალებებით ყაბზობის დროს.

⑦ თირკმლის გვერდითი რეაქციები

თირკმლის ანომალიები შრატში კრეატინინის დონის მომატებიდან და ჰემატურიიდან თირკმლის მილაკოვან აციდოზამდე, თრკმლის უკმარისობამდე და გარდაცვალებამდე აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც აზაციტიდინით მკურნალობდნენ.

⑧ ღვიძლის გვერდითი რეაქციები

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიმსივნით ჭარბი დატვირთვა მეტასტაზური დაავადების გამო აღწერილია ღვიძლის უკმარისობა, პროგრესირებადი ღვიძლისმიერი კომა და გარდაცვალება აზაციტიდინით მკურნალობისას.

⑨ გულის მოვლენები

კლინიკური კვლევების მონაცემები, რომლებშიც ჩარტული იყვნენ პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ან ფილტვის დაავადება მიუთითებს გულის მოვლენების სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზრდაზე პაციენტებში, რომლებსაც ახალდიაგნოსტირბეული აქვთ AML და რომლებიც აზაციტიდინით მკურნალობენ.

  • ამ პრეპარატის კლინიკურ კვლევებში SC ან IV გზით შეყვანისას აღწერილი იყო შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები <5% იანი სიხშირით (აღწრილი არ არის 1 ცხრილში):

(1) სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის უკმარისობა, პანციტოპენია, სპლენომეგალია.

(2) გულის დარღვევები: წინაგულების ფიბრილაცია, გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კარდიორესპირატორული შეფერხება, შეგუბებითი კარდიომიოპათია.

(3) გასტროინტესტინური დარღვევები: დივერტიკულიტი, გასტროინტესტინურ ჰემორაგია, მელენა, პერირექტალური აბსცესი

(4) ზოგადი დარღვეები და მდგომარეობა მიღების ადგილას: კათეტერის ადგილის ჰემორაგია, ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანება, სისტემური ანთებით პასუხის სინდრომი

(5) ჰეპატობილიარული დარღვევები: ქოლეცისტიტი

(6) იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსიური შოკი, მომატებული მგრძნობელობა

(7) ინფექციები და ინვაზიები: კიდურების აბსცესი, ბაქტერიული ინფექცია, ცელულიტი, ბლასტომიკოზი, ინექციის ადგილის ინფექცია Klebsiella სეფსისი, ნეითროპენიური სეფსისი, სტრეპტოკოკური ფარინგიტი, Klebsiella პნევმონია, სეფსისი, სეპტიური შოკი, სტაფილოკოკური ბაქტერიემია, სტაფილოკოკური ინფექცია, ტოქსოპლაზმოზი

(8) მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: დეჰირატაცია

(9) ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: ძვლის ტკივილის გამწვავება, კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი

(10) კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არასპეციფიური ნეოპლაზიები: leukemia cutis

(11) ნერვული სისტემის დარღვევები: ცერებრული ჰემორაგია, კონვულსიები, ინტრაკრანიალური ჰემორაგია.

(12) თვალის დარღვევები: თვალის ჰემორაგია

(13) თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები: წელის ტკივილი, თირკმლის უკმარისობა

(14) რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები: ჰემოპტოზი, ფილტვის ინფილტრაცია, პნევმონიტი, რესპირატორული დისტრესი

(15) კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: განგრენოზული პიოდერმა, ქავილით მიმდინარე გამონაყარი, კანის ინდურაცია

(16) ქირურგიული და სამედიცინო პროცედურები: ქოლეცისტექტომია

(17) ვასკულური დარღვევები: ორთოსტაზული ჰიპოტენზია

  • პოსტ-მარკეტინგული გამოცდილება

შემდგომი გვერდითი რეაქციები იდენტიფიცირებულია პრეპარატის პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას. რადგან რეაქციები აღწერილია ნებაყოფლობით გაურკვეველი მასშტაბის პოპულაციის მიერ, ყოველთვის შესაძლებელი არ რაის სიხშირის საიმედო შეფასება და პრეპარატისადმი ექსპოზციიის მიზეზობრივი კავშირის დადგენა: ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, სიმსივნის ლიზისის სინდრომი, ინექციის ადგილის ნეკროზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (მწვავე ფებრილური ნეითროფილური დერმატოზი) და განგრენოზული პიოდერმა

※ საშინაო პოსტ-მარკეტინგული დაკვირვება

პოსტ-მარკეტინგულ დაკვირვებაში, რომელიც მოიცავდა 511 სუბიექტს 6 წლის განმავლობაში კორეაში პრეპარატის ხელახალი გამოკვლევის მიზნით, მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 87.67% (448/511 სუბიექტი 2,750 მოვლენა). სერიოზული გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებთან მიზეზობრივი კავშირის გამორიცხვაც შეუძლებელია ჩამოთვლილია შემდეგ ცხრილში სიხშირის მიხედვით

სერიოზული გვერდითი მოვლენები

  • 44% (176/511 სუბიექტი 313 მოვლენა)

პრეპარატის სერიოზული გვერდითი რეაქციები

  • 29% (73/511 სუბიექტი, 112 მოვლენა)

ხშირი (≥1% -<10%)

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ფებრილური ნეითროპენია, ნეითროპენია

ფებრილური ნეითროპენია, ნეითროპენია

ინფექციები და ინვაზიები

პნევმონია, სოკოვანი პნევმონია, სეპტიური შოკი

პნევმონია

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას

პირექსია

პირექსია

ნაკლებად ხშირი (≥0.1% - <1%)

გასტროინტესტინური დარღვევები

ჰემატოქეზია, კოლიტი, წვრილი ნაწლავის წყლული, ორალური ჰემორაგია, ღებინება, მექანიკური გაუვალობა, მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, ზედა გასტროინტესტინური ჰემორაგია, დიარეა, წვრილი ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა, დუოდენიტი, გულისრევა, ღრძილებიდან სისხლდენა, ენტეროკოლიტი, რექტალური წყლული, რექტალგია, ვოლვულუსი, ჰემატემეზი, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, იშემიური კოლიტი

ჰემტოქეზია, წვრილი ნაწლავის წყლული, წვრილი ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა, დუოდენიტი, ენტეროკოლიტი, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას

ასთენია, უეარი სიკვდილი, პერიფერიული შეშუპება, გარდაცვალება, სიკვდილი, დაღლილობა

ასთენია, სიკვდილი, დაღლილობა

ინფექციები და ინვაზიები

ცელულიტი, მსეფსისი, ტონზილიტი, საშარდე ტრაქტის ინფექცია, გრიპი, დივერტიკულიტი, ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექცია, ანალური აბსცესი, B ჰეპატიტი, ინფექციური კოლიტი, მწვავე პიელონეფრიტი, ბრონქოპულმონალური ასპერგილოზი, pneumocystis jiroveci პნევმონია, ჰერპეს ზოსტერი, რიკეტსიოზი, ბაქტერიული პნევმინია, aspergillus სინუსიტი, ენდოფთალიტი, streptococcus პნევმონია, რბილი ქსოვილის ინფექცია, ფსევდომემბრანოზული კოლიტი, ფარინგიტი, სოკოვანი სეფსისი, პერიკორონიტი, მუკორმიკოზი, პერიტონზილიტი, კანის ინფექცია

სეფსისი, ბრონქოპულმონარული ასპერგილოზი, დივერტიკულიტი, ბაქტერიული პნევმონია, ფსევდომემბრანული კოლიტი, სეპტიური შოკი, ანალური აბსცესი

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ქავილი, მწვავე ფებრილური ნეითროპენიური დერმატოზი, პრეპარატის ერუპცია, პურპურა, პეტექია, პანიკულიტი

ქავილი, პრეპარატის ერუპცია

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

ქოშინი, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, ხველა, პნევმოთორაქსი, პარანაზალური სინუსის ცისტა, ფილტვის შეშუპება, ფილტვის ემბოლიზმი, ალვეოლური ჰემორაგია, პლევრის გამონაჟონი, ასპირაციული პნევმონია

ქოშინი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ანემია

თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ანემია

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ზურგის ტკივილი, ოსტენონეკროზი, მიალგია, კუნთების ჰემორაგია, კიდურების ტკივილი, რაბდომიოლიზი

კიდურების ტკივილი

ნერვული სისტემის დარღვევები

ინტრაკრანიალური ჰემორაგია, თავის ტივილი, სინკოპე, ვერტიკო, ცერებრული ინფარქტი, ცერებრული ჰემორაგია, საძილე არტერიების სტენოზი, კრუნჩხვა

-

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპერგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი

მეტაბოლური აციდოზი

გამოკვლევები

CRP მომატება, თრომბოციტების დაქვეითება, სისხლში კრეატინინის მომატება, ნეიტროფილების დაქვეითება

ნეიტროფილების დაქვეითება

თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები

აზოტემია, ჰემატურია

აზოტემია, ჰემატურია

ვასკულური დარღვევები

ჰიპოტენზია, ფლებიტი, ჰემორაგიული ინფარქტი

ჰიპოტენზია

დაზიანება, მოწამვლა და პროცედურულიგ ართულებები

სუბდურული ჰემორაგია, სუბდურული ჰემატომა, საგზაო შემთხვევა, ბარძაყის მოტეხილობა, პოსტ-პროცედურული ჰემორაგია, თვალის კონტუზია, ფებრილური არაჰემოლიზური ტრანსფუზიის რეაქცია , ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა

-

თვალის დარღვევები

კატარაქტა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება

-

გულის დარღვევები

გულის უკმარისობა, გულის გაჩერება

-

ჰეპატობილიარული დარღვევები

ქოლანგიტი

-

კეთლთვისებიანი, ავთვისებიანი და არასპეციფიური ნეოპლაზიები (ცისტების და პოლიპების ჩათვლით)

ჰეპატოცელულარული კარცინომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი

-

დამატებით, მოულოდნელი გვერდითი მოვლენები და პრეპარატის მოულოდნელი გვერდითი რეაქციები რომელთა მიზეზობრივი კავშირიც გამორიცხული არ არის, ჩამოთვლილია შემდეგ ცხრილში, სიხშირის მიხედვით

მოულოდნელი გვერდითი რეაქციები

  • 12% (251/511 სუბიექტი 508 მოვლენა)

პრეპარატის მოულოდნელი გვერდითი რეაქციები

  • 33% (63/511 სუბიექტი 97 მოვლენა)

ხშირი (≥1% t-<10%)

გამოკვლევები

ALT მომატება AST მომატებაCRP მომატება, შრატში ფერიტინის მომატება, სისხლში ბილირუბინის მომატება

ALT მომატებაAST iმომატება

ინფექციები და ინვაზიები

პნევმონია*, ჰერპეს ზოსტერი, სეპტიური შოკი*

პნევმონია

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპერკალიემია, ორალური მიღების მომატება

-

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ტინიტუსი

-

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას

გულმკერდში დისკომფორტი

-

ვასკულური დარღვევები

ფლებიტი

-

ნაკლებად ხშირი (≥0.1% t-<1%)

გასტროინტესტინური დარღვევები

რექტალგია, კბილის ტკივილი, ორალური წყლული, გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადება, პირის სიმშრალე, კოლიტი, გლოსიტი, ღრძილების შეშუპება, დენტალური დისკომფორტი, ანალური ნაპრალი, წვრილი ნაწლავის წყლული, მექანიკური გაუვალობა, განავლის შეუკავებლობა, წვრილ ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა, დუოდენიტი, აფტოზური წყლული, რეფლუქსი, ჰიატალური თიაქარი, გასტრიტი, გასტროინტესტინური დარღვევა, ტუჩების წყლული ღრძილების წყლული, ენტეროკოლიტი, ლორწოიანი განავალი, რექტალური წყლული, რექტოანალური დისკომფორტი, ვოლვულუსი, დენტალური კარიესი, პერიოდონტალური დაავადება, ჰემოროიდული სისხლდენა, შემოგარსული ენა, ჰემატემეზი *, იშემიური კოლიტი, ენის დისკოლორაცია, ენიდან სისხლდენა, გლოსალგია

გლოსიტი, ორალური წყლული, წვრილი ნაწლავის წყლული, წვრილი ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა, დუოდენიტი, გასტროეზოფაგალრი რეფლუქს დაავადება, გასტრიტი, ღრძილების წყლული, ენტეროკოლიტი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას

სახის შეშუპება, ალები, გენერალიზებული შეშუპება, უეცარი სიკვდილი, გრიპის-მსგავსი სინდრომი, გარდაცვალება *

ალები, გარდაცვალება, გენერალიზებული შეშუპება

ინფექციები და ინვაზიები

ტონზილიტი, ორალური კანდიდოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი, გრიპი, გინგივიტი, ჰორდეოლუმი, სოკოვანი პნევმონია*, დენტალური აბსცესი, aspergillus ინფექცია, პერიოდონტიტი, სეფსისი, B ჰეპატიტი, ინფექციური სკლერიტი, ინფექციური კოლიტი, მწვავე პიელონეფრიტი, მწვავე შუა ოტიტი, ბრონქოპულმონარული ასპერგილოზი, ცისტიტი, ბრონქიოლიტი, aspergillus სინუსიტი, ენდოფთალმიტი, streptococcus პნევმონია *, ლატენტური სიფილისი სოკოვანი სეფსისი*, აკაროდერმატიტი, პერიკორონიტი, მიკორმიკოზი, პერიტონზილიტი, კანის ინფექცია, ეპიგლოტიტი, ლარინგიტი

ჰერპეს ზოსტერი, ბრონქოპულმონარული ასპერგილოზი,ფსევდომემბრანული კოლიტი, დენტალური აბსცესი, სეპტიური შოკი, სეფსისი, ლარინგიტი

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

პურპურა, ბლისტერი, კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, სახის შეშუპება, ქსეროტული ეგზემა, სენილური პურპურა, აკნე, პანიკულიტი, სისხლის ბლისტერი

აკნე, პურპურა, სებორეული დერმატიტი

რესპირატორული, თორაკალური და შასაყრის დარღვევები

დისფონია, ფილტვის შეშუპება, ცემინება, პნეფმოთორაქსი, სლოკინი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, პარანაზალური სინუსის ცისტა. ტაქიპნოე, ფარინგეალური სისხლდენა, ცხვირის პოლიპი*, ფილტვის ემბოლია ალვეოლური ჰემორაგია

დისფომია, ფარინგეალური სისხლდენა

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ფებრილური ნეითროპენია*, თრომბოციტოზი

ფებრილური ნეითროპენია, თრომბოციტოზი

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ოსტეოართრიტი, გვერდით ტკივილი, ტენდონიტი, ტემპორომანდიბულარული ართროზი, ოსტეონეკროზი, კრისტალური ართროპათია, ოსტეოპოროზი, სახსრების შებოჭილობა, სახსრების შეშუპება, ძვალკუნთოვანი შევოჭილობა, ბურსიტი, სპინალური სტენოზი, როტაციული მანჟეტის სინდრომი, რაბდომიოლიზი

სახსრების შებოჭილობა, სახსრების შეშუპება, გვერდის ტკივილი

ნერვული სისტემის დარღვევები

ჰიპოესთეზია, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, დიზესთეზია, ინტრაკრანიალური*, ტრემორი, დიზართრია, ჰიპერსომნია, ცერებრული ინფარქტი, ცერებრული ჰემორაგია *, ცერებროვასკულური სტენოზი, კრუნჩხვა, რადიკულოპათია, ნევრალგია, ფაციალურუ დამბლა, იშიაზი, დემენცია

ტრემორი, პერიფერიული ნეიროპათია, ფაციალური დამბლა, ნევრალგია ,

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპოფოსფატემია, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, რკინსი ჭარბი დაგროვება, წითელი ქარი, ჰემოსიდეროზი, გლუკოზის ინტოლერანტობა, პოლიდიფსია, მეტაბოლური აციდოზი, აციდოზი, ჰიპონატრიემია, ჰიპოალბუმინემია

ორალური მიღების დაქვეითება, მეტბოლური აციდოზი, აციდოზი, ჰიპერკალიემია, ჰიპოაგნიემია, რკინის ჭარბი დაგროვება

გამოკვლევები

ALP მომატება, შარდის გამოყოფის დაქვეითება, სხეულის წონის მომატება, ამილაზას მომატება, ლიპაზას მომატება, helicobacter pylori დადებითი, სისხლში გლუკოზის მომატება, ოსმოლარობის დაქვეითება, სისხლში შარდოვანას მომატება, ანომალური გულმკერდის რენტგენოგრამა

სისხლში ბილირუბინის მომატება, ALP მომატება CRP მომატება, შარდის გამოყოფის დაქვეითება ანომალური გულმკერდის რენტგენოგრამა

ფსიქიატრული დარღვევები

ნივთიერებით გამოწვეული მენტალური დარღვევა, დელირიუმი, მენტალური სტატუსის ცვლილება

ნივთიერებით გამოწვეული მენტალური დარღვევა,

თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები

აზოტემია, შარდის გახშირება, შარდის შეუკავებლობა, შარდის რეტენცია, ჰიპერტონული შარდის ბუშტი, ბროტეინურია, ანურია, თირკმლის კენჭები, ნოქტურია, ოლიგურია, ჰემოსიდერინურია

აზოტემია, შარდის შეუკავებლობა,ჰიპერტონული შარდის ბუშტი,

ვასკულური დარღვევები

ბეცეტის დაავადება, სახის სიწითლე, ჰემორაგიული ინფარქტი, ვასკულიტი, თრომბოფლებიტი, ზედაპირული თრომბოფლებიტი, ალები

ფლებიტი

დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, კანის აბრაზია, სუბდურული ჰემატომა, საგზაო შემთხვევა, ბარძაყის მტოეხილობა, თმის დაზიანება, პროცედურის შემდგომი კონტუზია, თვალის კონტუზია, კომპრესიული მოტეხილობა, ანალური ჭრილობა

ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა

თვალის დარღვევები

თვალის სიმშრალე, კატარაქტა, მხედველობისდ აბინდვა, პრესბიოპია, ქუთუთოს დისფუნქცია, ბადურას დარღვევები, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, თვალის გაღიზიანება

თვალის სიმშრალე

გულის დარღვევები

პალპიტაცია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა* კარდიომეგალია, გულსი გაჩერება *, დიასტოლური დისფუნქცია

ყურის და ლაბირინთს დარღვევები

დატოტვილი ევსტაქის მილი, ყურის დისკომფორტ

ტინიტუსი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის დისფუნქცია, ჰეპატოტოქსიურობა, ღვიძლის დარღვევა, ჰიპერბილირუბინემია, ქოლანგიტი, ქოლელითიაზი, ტოქსიური ჰეპატიტი

ტოქსიური ჰეპატიტი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია, ვულვოვაგინალური ტკივილი, დვრილების ტკივილი, ენდომეტრიალური ნეოპლაზია, ვაგინალური სისხლდენა

ენდომეტრიალური ნეოპლაზია, ვაგინალური სისხლდენა

ენდოკრინული დარღვევები

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორადი უკმარისობა, ჰიპოალდოსტერონიზმი

-

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არასპეციფიური ნეოპლაზიები (ცისტების და პოლიპების ჩათვლით)

ჰეპატოცელულარული კარცინომა, ქოლანიგოკარცინომა

-

  • თუმცა ეს გვერდითი მოვლენები მოსალოდნელია, ისინი კლასიფიცირეულია როგორც მოულოდნელი გვერდითი მოვლენები ფატალური გამოსავლის გამო (ჰემოპტოზი [1 მოვლენა], გარდაცვალება [1 მოვლენა], პნევმონია [13 მოვლენა], სოკოვანი პნევმონია [3 მოვლენა], სეპტიური შოკი [6 მოვლენა], სეფსისი [2 მოვლენა], pneumocystis jiroveci პნევმონია [1 მოვლენა], streptococcus პნევმონია [1 მოვლენა], სოკოვანი სეფსისი [1 მოვლენა], პნევმონიტი [1 მოვლენა], ფებრილური ნეითროპენია [2 მოვლენა], ინტრაკრანიალური ჰემორაგია [2 მოვლენა] ცერებრული ჰემორაგია [1 მოვლენა], გულის უკმარისობა [1 გულის გაჩერება [1 მოვლენა])
  • ზოგადი უსაფრთხოების ზომები
  • აზაციტიდინით მკურნალობა დაკავშირებულია ანემიასთან, ნეითროპენისათან და თრომბოციტოპენიასთან. სისხლის საერთო ანალიზი უნდა ჩატარდეს საჭიროებისამებრ პასუხის და ტოქსიურობის მინიტორინგისთვის, მაგრამ ნიმიმუმ მკურნალობის ყოველი ციკლის წინ. პირველი ციკლისთვის რეკომენდბეული დოზის მიღების შემდეგ შემდგომი ციკელბის დოზა უნდა შემცირდეს ან მიღება უნდა გადაიდოს პიკის რაოდნეობის და ჰემატოლოგიური პასუხის საფუძველზე რაც აღწერილია პარაგრაფში დოა და დოზირება.
  • თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ღვიძლის ბიოქიმიური მაჩვენებლების და შრატში კრეატინინის ანალიზი
  • აზაციტიდინის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში
  • რადგან აზაციტიდინ პოტენციურად ჰეპატოტოქსიურია პაციეტნებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის მწვავე დაზიანება სიფრთხილეაა საჭირო ამ ღვიძლის დაავადების მქონე პირებში პრეპარატის გამოყენებისას. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სიმსივნის მაღალი ტვირთი მეტასტაზური დაავადების გამო აღწერილია პროგრესირებადი ღვიძლისმიერი კომა და გარდავვალება აზაციტიდინით მკურნალობის განმავლობაში განსაკუთრბეით იმ პირებშ, რომლებშიც ალბუმინის საბაზისო დონე ≤30 გ/ლ. აზაციტიდინი უკუნაჩვენებია ღვიძლის შორსწასული ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტებში.
  • პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ ინტრავენურად აზაციტიდინით და სხვა ქიმიოთერაპიული აგენტების კომბინაციით არა- MDS მდგომარების გამო აღწერილია თირკმლის ანომალიები შრატში კრეატინინის დონის მომატებიდან თირკმლის უკმარისობამდე და გარდაცვალებამდე. დამატებით თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, განსაზღვრული როგორც შრატში ბიკარბონატის დაქვეითება ≤20 mEq/L-მდე ტუტე შარდთან და ჰიპოკალიემიასთნ დაკავშირებით (შრატში კალიუმის დონე ≤3 mEq/L) განვითარდა 5 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ CML და მკურნალობდნენ აზაციდიტინით და ეტოპოზიდით. თუ ვითარდება შრატში ბიკარბონატის აუხსნელი შემცირება ≤20 mEq/L ან BUN ან შრატის კრეატინინის მომატება დოზირება უნდა შემცირდეს ან შეჩერდეს როგორც აღწერილია პარაგრაფში დოზა და დოზირება.

პაციენტებს უნდა ურჩიონ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ოლიგურიის და ანურიის შესახებ.

  • რადგან აზატიოპრინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმლით გამოიყოფა საჭიროა თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი ტოქსიურობის გამოსავლენად.
  • პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულის შეგუბებული უკმარისობა, კლინიკურად არასტაბილური გულის დაავადება ან ფილტვის დაავადება გამორიცხული იყვნენ ცენტრალური რეგისტრაციის კვლევებიდან (AZA PH GL 2003 CL 001 და AZA-AML-001) და აქედან გამომდინარე ამ პაციენტებში აზაციტიბინის სუაფრთხოება და ეფექტურობა დადგენიი არ არის. იმ პაციენტების კლინიკური კვვლევების ობლო მონაცემებმა, რომლებსაც ანამნეზშ აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ან ფილტვის დაავადება აჩვენა გულის მოვლენების სიხშირის მნიშვნელოვანი მომატება აზატიდიცინის გამოყენებისას. აქედან გამომდინარე სასურველია ამ პაციენტებში აზაციტიდინის გამოყენებისას სიფრთხილის დაცვა.

უნდა გაითვალისწინონ კარდიოპულმონარული შეფასება მკურნალობამდე და მკურნალობის განმავლობაში.

  • პაციენტებში, რომლებსაც ამ პრეპარატით მკურნალობდნენა ღწერილია მანეკროზებელი ფასციიტი ფატალური შემთხვევების ჩათვლით. ამ პრეპარატით თერაპია უნდა მოიხსნას პაციენტებში ,რომლებსაც უვითარდებათ მანეკროზებელი ფასციიტი, უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
  • სიმსივნის მაღალი დატვირთვის მქონე პაციენტებში მომატებულია სიმსივნის ლიზისის სინდრომის რისკი. საჭიროა ამ პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი და შესაბამისი ზომების მიღება.
  • როდესაც სუსპენზიის ინექცია ხდება ფილტრებიდან, განსაკუთრებით მცირე ზომის ფორებიანი ფილტრებიდან როგორიცაა სტერილური ფილტრები, შემთხვევით აქტიური ნივთიერების გარკვეულირ აოდენობა შეიძლება დაქვეითდეს და აქედან გამომდინარე შეიძლება ვერ შეიყვანონნ დანიშნული დოზა. აქედან გამომდინარე ფილტრები, ფილტრიანი ადაპტორები, ფილტრიანი სპაიკები ან ფილტრიანი დახურული სისტემები არ უნდა გამოიყენონ განზავებული ხსნარის შეყვანისთვის.
  • ურთიერთქმედება
  • ამ პრეპარატს და სხვა საშუალებებს შორის ურთიერთქმედება კლინიკურად შესწავლილი არ არის.
  • in vitro კვლევამ აზაციტიდინის ინკუაციისას ადამიანის ღვიძლის ფრაქციებშ აჩვენა, რომ ის შეიძლება ღვიძლით მეტაბოლიზდებოდეს. შესწავლილი არ არის მოქმედებს თუ არა აზაციტიდინის მეტაბოლიზმზე ღვიძლის მიკროსომული ენზიმების ცნობილი ინჰიბიტორები ან ინდუქტორები.
  • აზაციტიდინის მიერ ციტოქრომ P450 (CYP) სხვა ენზიმების ინჰიბირების უნარი უცნობია.
  • ადამიანის კულტურირებული ჰეპატოციტების In vitro კვლევები აჩვენებს რომ აზაციტიდინი .0 µM - 100 µM კონცენტრაციით ა რ აინდუცირებს CYP 1A2, 2C19, ან 3A4/5-ს.
  • გამოყენება ორსულ ქალებში
  • პრეპარატი შეიძლება ტერატოგენური იყოს და აქედან გამომდინარე შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ორსულ ქალებში გამოყენებისას.
  • თაგვებში ადრეულმა ემბრიოტოქსიურმა კვლევებმა გამოავლინა 44% -იანი სიხშირის საშვილოსნოსშიდა ემბრიონული სიკვდილი (რეზორპციის მომატება) ერთჯერადი ინტრაპერიტონეალური ინექციისას 6მგ/მ 2 დოზით (დაახლოებით ადამიანის რეკომენდებული დოზის 8% მგ/მ 2 გაანგარიშებით) ) გესტაციიის 10-ე დღეს. თაგვების ტვინში განვითარების ანომალიები აღმოჩენილია აზაციტიდინის გამოყენებისას გესტაციის 15-ე დღეს ან 15-ე დღემდე 3-12 მგ/მ 2 დოზით (დაახლოებით ადამინისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის 4-16% მგ/მ 2 გაანგარიშებით)). ვირთხებში აზაციტიდინი მკვეთრად ემბრიოტოქსიური იყო ინტრაპერიტონეალურად შეყვანისას გესტაციის 4-8 დღეს 6მგ/მ 2 დოზით (დაახლოებით ადამიანის რეკომენდებული დოზის 8% მგ/მ 2 გაანგარიშებით), თუმცა იმპლანტაციამდე მკურნალობა (გესტაციის 1-3-ე დღე) არ წივევდა ემბრიონზე გვერდით ეფექტებს. აზაციტიდინმა გამოიწვია ნაყოფის მრავლობითი ანომალია ვირთხებში ერთჯერდი ინტრაპერიტონეალური 3-12 მგ/მ2 დოზით გესტაციის 9, 10, 11 ან 12-ე დღეს. ამ კვლევაში აზაციტიდინმა გამოიწვია ნაყოფის სიკვდილი . 3-12 მგ/მ2 მიღებისას გესტაციის მე-9 და 10-ე დღეს. საშუალო ცოცხალი ცხოველები შთამომავლობაში შემცირდა კონტროლის 9%-ამდე უმაღლესი დოზით გესტაციის მე-9 დღეს. ფეტალური ანომალიები მოიცავდა შემდეგს: ცენტრალური ნერვული სისტემის ანომალიები (ეგსენცეფალია/ენცეფალოცელე), კიდურების ანომალიები (მიკრომელია, გადაბრუნებული ფეხი, სინდაქტილია, ოლიგოდაქტილია) და სხვა (მიკროგნათია, გასტროშიზისი, ედემა და ნეკნების ანომალიები).
  • გამოყენება მეძუძურ ქალებში
  • უცნობია გამოიყოფა თუ არა აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები ადამიანის რძეში.
  • ცხოველების კვლევებში აზაციტიდინის პოტენციური ტუმოროგენობის და ჩვილებში სერიოზულიგ ვერდითი რეაქციების პოტენციალის გამო ქალები აზაციტიდინის გამოყენებისას ძუძუთი კვებას უნდა მოერიდონ.
  • პედიატრიაში გამოყენება

პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის

  • გერიატრიაში გამოყენება
  • პაციენტების საერთო რაოდენობიდან აზაციტიდინის 1,2 და 3 კვლევებში 62% იყო 65 წლის და უფროსი ასაკის, 21% იყო 75 წლის და უფროსი ასაკის. ეფექტურობის საერთო განსხვავება არ აღინიშნა ამ და უფრო ახალგაზრდა აციენტებს შორის. დამატებიტთ არ აღინიშნა გვერდითი რეაქციების მნიშვნელოვანი გასხვავება 65 წელზე ფუროსი ასაკის და უფრო ახალგაზრდა პირებს შორის.

179 პაციენტიდან 4 კვლევაში 68% იყო 65 წლის და უფროსი ასაკის, 21% 75 წლის და უფროსი ასაკის. გადარჩენის მონაცემები 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის შეესაბამებოდა საერთო გადარჩენის შედეგებს. გვერდითი რეაქციების უმრავლესობა მსგავსი სიხშირით განვითარდა <65 წლის და 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

  • აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები გმოიყოფა თირკმლით, პრეპარატისადმი ტოქსიური რეაქციების რისკი უფრო მაღალია თრკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. რადგან ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მეტია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, შეიძლება სასარგებლო იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
  • ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან თუ მკურნალიობის განმავლობაში აღგენიშნებათ გვერდითი ეფექტები როგორიცაა თავბრუსხვევა.

  • დოზის გადაჭარბება
  • არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი აზაციტიდინის დოზის გადაჭარბებისთვის
  • კლინიკური კვლევების განმავლობაში აღწერილი იყო აზაციტიდინის დოზის გადაჭარბების ერთი შემთხვევა. პაციენტს აღენიშნებოდა დიარეა, გულსირევა და ღებინება ერთჯეადი ინტრავენური დოზის-დაახლოებით 290 მგ/მ2, მიღების შემდეგ რომელიც რეკომენდებულ საწყის დოზას დაახლოებით 4-ჯერ აღმატება. მოვლენები გაქრა შემდგომი მოვლენების გარეშე და სწორი დოზა განახლდა შემდგომ დღეს/
  • დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭროა პაციენტის მონიტორინგი სისხლის შესაბამისი ანალიზით, აუცილებლობსიას უნდა ჩატარდეს დამხმარე მკუნრალობა.
  • უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
  • მომზადება

① პრეპარატი არის ციტოტოქსიური საშალება და როგორც პოტენციურად ტოქსიური სხვა შენართების შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო სუსპენზიის შენახვის და მომზადებისას.② თუ განზავებული პრეპარატი კანთან კონტაქტში მოდის დაუყოვნებლივ ჩამოირეცხეთ საპნით და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამორეცხეთ წყლით.

③ კანქვეშა ინექციის მომზადება: პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს ასეპტიურად 4მლ სტერილური საინექციო ხსნარით. გამხსნელის ინექცია ნელა უნდა მოხდეს ფლაკონში. ფლაკონი შეანჯღრიეთ 2-3 -ჯერ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. სუსპენზია იქნება მღვრიე. შედეგად სუსპენზია შეიცავს 2ტმგმლ აზაციტიდინს.

i) მომზადება დაუყოვნებლივ გამოყენებისთვის: 4მლ-ზე მაღალი დოზები უნდა განაწილდეს თანაბრად 2 შპრიცში. პროდუქტის შენახვა შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე ≤25°C ზე 1 საათის განმავლობაში, მაგრამ გამოყენება უნდა მოხდეს განზავებიდან 1 საათის შემდეგ.

ii) მომზადება მოგვიანებით გამოყენებისთვის: განზავებული პრეპარატის შენახვა შესაძლებელია ფლაკონში ან შპრიცში.4მლ-ზე მაღალი დოზები უნდა განაწილდეს თანაბრად 2 შპრიცში. პროდუქტი დაუყოვნებლივ მაცივარში უნდა შეინახონ. პრეპარატის საინექციო წყლით განზავებისას, რომელიც მაცივარში არ ინახებოდა, განზავებული პროდუქტის შენახვა შესაძლებელია 2-8ºC -ზე 8 საათის განმავლობაში. პრეპარატის განზავებისას მაცივარში შენახული (2-8ºC) საინექციო წყლით განზავებული პროდუქტის შენახვა შესაძლებელია 2-8ºC-ზე 22 საათის განმავლობაში. მაცივრიდანგ ამოყენბის შემდეგ სუსპენზია შეიძლება ოთახის ტემპერატურას გაუთანაბრდეს გამოყენებამდე 30 წუთის განმავლობაში.

iii) ჰომოგენური სუსპენზიის მისაღებად დოზირებადი შპრიცის შიგთავსი ხელახლა უნდა განზავდეს გამოყენებამდე შპრიცის ხელისგულებში გადატრიალებით 30 წამით და 2-3 ჯერ შენჯღრევით.

④მომზადება ინტრავეური გამოყენებისთვის; პრეპარატი უნდა განზავდეს ასეპტიურად 10მლ სტერილური საინექციო წყლით (100მგ) ან 15მლ სტერილური საინექციო წყლით (150მგ). ინტენსიურად შეანჯღრიეთ ფლაკონი მყარი ნაწილაკების გასხნამდე. მიღებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და ის შეიცავს 10მგ/მლ აზაციტიდინს. ხსნარი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების და დისკოლორაციის გამოსავლენად. ამოიღეთ განზავებული ხსნარის საჭირო რაოდენობა სასურველი დოზის მისაღებად და ჩაასხით 50-100 მლ საინფუზიო ფლაკონში, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან საინექციო ხსნარს ან რინგერ ლაქტატის საინექციო ხსნარს. საერთო დოზის მიღება უნდა მოხდეს 10-40 წუთის განმავლობაში. განზავებული ხსნარის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე ≤25°C-ზე მაგრამ მიღება უნდა მოხდეს განზავებიდან 1 საათის განმავლობაში. პრეპარატი შეუთავსებელია დექსტროზის 5%-იან ხსნართან, ჰესპანთან ან ბიკარბონტის შემცველ ხსნარებთან. აქედან გამომდინარე, ამ ხსნარების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

  • უსაფრთხოების ზომები შენახვის და გამოყენებისთვის
  • განუზავებელი ხსნარები შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  • განზავებული პროდუქტი კანქვეშ ინექციისთვის შეიძლება შენახული იყოს 1 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე - ≤25°C. თუ პაცინტისთვის შეყვანა არ ხდება 1 საათის განმავლობაში, უნდა შეინახონ 2~8°C-ზე განზავებისთანავე. პრეპარატის საინექციო წყლით განზავების შემდეგ რომელიც მაცივარში არ ინახებოდა, განზავებული ხსნარის შენახვა შესაძლებელია 2-8ºC -ზე 8 საათის განმავლობაში. პრეპარატის განზავებისას მაცივარში შენახული საინექციო წყლით (2-8ºC) განზავებული პროდუქტის შენახვა შესაძლებელია 2-8ºC 22 საათის განმავლობაში.
  • ინტრავენური გამოყენებისთვის განზავებული ხსნარის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე ≤25°C, მაგრამ მიღება უნდა დასრულდეს განზავებიდან 1 საათის განმავლობაში.
  • პრეპარატი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის და არ შეიცავს დამცავ საშუალებებს. ყოველი ფლაკონის გამოუყენებელი ნაწილის შენახვა და ხელახლა გამოყენება არ შეიძლება, უნდა განადგურდეს. უნდა დაიცვან კიბოსსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესაბამისი შენახვის და განადგურების პროცედურები.
  • პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • სხვა: კარცინოგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დაზიანება
  • აზაციტიდინის მუტაგენური და კლასტოგენური პოტენციალი შეფასდა in vitro ბაქტერიულ სისტემებში Salmonella typhimurium შტამების-TA100 და trpE8-ს რამდენიმე შტამის, Escherichia coli შტამების- WP14 Pro, WP3103P, WP3104P, და CC103 ჩათვლით. ჩატარდა in vitro წინა გენის მუტაციის შეფასება თაგვების ლიმფომის უჯრედებშ და ადამიანის ლიფობლასტურ უჯრედებში, in vitro მიკრონუკეარული შეფასება თაგვების L5178Y ლიმფომის უჯრედებში და სირიული ზღვის გოჭის ემბრიონის უჯრედებში. აზაციტიდინი მუტაგენური იყო ბაქტერიული და ძუძუმწოვარი უჯრედების სისტემებში. აზაციტიდინის კლასტოგენური ეფექტი გამოვლინდა მიკრონუკლეუსების ინდუქციით L5178Y თაგვების უჯრედებში და სირიული ზღვის გოჭის ემბრიონის უჯრედებში.
  • მამრ თაგვებში აზაციტიდინის გამოყენებამ 9.9 მგ/მ2 დოზით (ადამიანისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის დაახლოებით 9% მგ/მ2-ზე გაანგარიშებით) დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში არანამკურნალებ მდედრ თაგვებთან შეწყვილებამდე გამოიწვია ფერტილობის დაქვეითება და შთამომავლობის დაკარგვა შემდგომი ემბრიონული და პოსტნატალური განვითარებისას. მამრი თაგვების მკურნალობამ კვირაში 3-ჯერ 11-16 კვირის 15-30 მგ/მ2 დოზით (ადამიანისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის დაახლოებით 20-40% მგ/მ2-ზე გაანგარიშებით) გამოიწვია სათესლეების და დანამატების წონის დაქვეითება და სპერმის რაოდენობის დაქვეითება რასაც ახლდა მაკეობის რიცხვის დაქვეითება და ემბრიონების დაკარგვის ზრდა შეწყვილებულ მდედრებში. დაკავშირებულ კვლევაში მამრ ვირთხებს მკურნალობდნენ 16 კვირის განმავლობაში 24 მგ/მ2 დოზით, რამაც გამოიწვია ანომალური ემბრიონების ზრდა შეწყვილებულ მდედრებში გესტაციის მე-2 დღეს გამოკვლევისას.
  • აზაციტიდინის პოტენციური კარცინოგენობა შეფასდა თაგვებში და ვირთხებში. აზაციტიდინი იწვევდა ჰემატოპოეზური სისტემის სიმსივნეებს მდედრ თაგვებში 2.2მგ/კგ დოზით (6.6 მგ/მ2, (ადამიანისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის დაახლოებით 8% მგ/მ2-ზე გაანგარიშებით) ინტრაპერიტონეალურად კვირაში სამჯერ 52 კვირის განმავლობაში. ლიმფორეტიკულური სისტემის, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის და კანის სიმსივნეების სიხშირის ზრდა აღინიშნა თაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით ინტრაპერიტონეალურად 2.0მგ/კგ დოზით (6.0 მგმ2, (ადამიანისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის დაახლოებით 8% მგ/მ2-ზე გაანგარიშებით) კვირაში ერთხელ 50 კვირის განმავლობაში. ვირთხების ტუმოროგენობის კვლევამ, რომლებიც კვირაშ ორჯერ იღებდნენ 15 ან 60მგ/მ2 დოზას (ადამიანისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის დაახლოებით 20-80% მგ/მ2-ზე გაანგარიშებით) გამოავლინა სათესლის სიმსივნეების სიხშირის ზრდა საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით.

[შენახვის პირობები]

შეინახეთ გაუხსნელი ფლაკონები, 1-30°C ტემპერატურაზე,

[შეფუთვის ერთეული]

1 ფლაკონი, 10 ფლაკონი.

[წარმოებულია დამკვეთისთვის]

„სამიანგ ჰოლდინგს კორპორეიშნ"/ Samyang Holdings Corporation

79, Sinildong-ro Daedeok-gu, Dajeon, კორეა.

199260V01

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა