პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

აზადუალი 100

AZADUAL 100

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

4.1.1. მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS) აზაციტიდინი ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფრანგულ-ამერიკულ-ბრიტანული (FAB) მიელოდისპლაზიური სინდრომის შემდეგი ქვეტიპები: რეფრაქტორული ანემია (RA) ან რეფრაქტორული ანემია რგოლოვანი სიდერობლასტებით (თუ თან ახლავს ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია ან საჭიროებენ გადასხმას), …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აზაციტიდინი (azacitidine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის/სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC07
რეგისტრაციის ნომერი
რ-035356
რეგისტრირებულია
25 მაისი 2022, მოქმედებს 25 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ზანდრა ლაიფ საიენსის წარმომადგენლობა საქართველოში“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააზადუალი 100 და სხვა წამალი ერთად

აზადუალი 100 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • 1.1. მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS)

აზაციტიდინი ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფრანგულ-ამერიკულ-ბრიტანული (FAB) მიელოდისპლაზიური სინდრომის შემდეგი ქვეტიპები: რეფრაქტორული ანემია (RA) ან რეფრაქტორული ანემია რგოლოვანი სიდერობლასტებით (თუ თან ახლავს ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია ან საჭიროებენ გადასხმას), რეფრაქტორული ანემია ჭარბი ბლასტებით (RAEB), რეფრაქტორული ანემია ჭარბი ტრანსფორმაციული ბლასტებით (RAEB-T) და ქრონიკული მიელონომოციტური ლეიკემია (CMMoL).

მიღების წესი და დოზირება

  • 2.1. მკურნალობის პირველი ციკლი

რეკომენდებული საწყისი დოზა მკურნალობის პირველი ციკლისათვის, ყველა პაციენტისათვის საწყისი ჰემატოლოგიური ლაბორატორიული მაჩვენებლების მიუხედავად, არის 75 მგ/მ2 კანქვეშ ან ინტრავენურად, დღეში, 7 დღის განმავლობაში. აუცილებელია პაციენტების პრემედიკაცია გულისრევასა და პირღებინებაზე. პირველი დოზის შეყვანამდე საჭიროა სისხლის საერთო და ღვიძლის ბიოქიმიური ანალიზის გაკეთება და შრატში კრეატინინის განსაზღვრა.

  • 2.2. მკურნალობის შემდგომი ციკლები

ციკლების უნდა განმეორდეს ყოველ 4 კვირაში ერთხელ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ/მ2-მდე იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის 2 კვირის შემდეგ დადებითი ეფექტი არ აღინიშნა და თუ ტოქსიკურობისა და პირღებინების გარდა, ტოქსიკურობის სხვა ნიშნები არ გამოვლენდა. რეკომენდებულია პაციენტების მკურნალობა მინიმუმ 4-დან 6 ციკლამდე. თუმცა, სრულ ან ნაწილობრივ პასუხს შეიძლება მკურნალობის დამატებითი ციკლები დასჭირდეს. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტს არ აღენიშნება დადებითი საპასუხო რეაქცია მკურნალობაზე. საჭიროა პაციენტის მონიტორინგი ჰემატოლოგიურ პასუხსა და თირკმლის ტოქსიკურობაზე [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილი ზომები“ (4.4)], დოზირების გადადება ან შემცირება, საჭიროების შემთხვევაში, როგორც ეს ქვემოთ არის აღწერილი.

  • 2.3. დოზირების კორექცია ჰემატოლოგიური ლაბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე

პაციენტებისათვის შემდეგი საწყისი მაჩვენებლებით (მკურნალობის დაწყებისას) - ლეიკოციტები > 3,0 x 109/ლ, ANC > 1,5 x 109/ლ, და თრომბოციტები > 75,0 x 109/ლ, დოზის კორექცია ხდება შემდეგნაირად, მინიმალური რაოდენობის საფუძველზე ნებისმიერი მოცემული ციკლისათვის:

ყველაზე დაბალი დონე

% დოზა შემდეგი კურსის დროს

ANC (x 109/ლ)

თრომბოციტები (x 109/ლ)

< 0,5

< 25

50 %

0,5 – 1,5

25 – 50

67 %

> 1,5

> 50

100 %

პაციენტებისათვის შემდეგი საწყისი მაჩვენებლებით - ლეიკოციტები < 3.0 x 109/ლ, ANC < 1,5 x 109/ლ, და თრომბოციტები < 75,0 x 109/ლ, საბაზო დოზის კორექცია ხდება უკიდურესი ვარდნის რაოდენობის და ამ ვარდნის დროს ძვლის ტვინის ბიოფსიის უჯრედულობის საფუძველზე, სანამ მომდევნო ციკლის დროისათვის არ აღინიშნება დიფერენციაციის გამოხატული გაუმჯობესება (მომწიფებული გრანულოციტების პროცენტულობა უფრო მაღალი და ANC უფრო მაღალია, ვიდრე კურსის დასაწყისში), რა შემთხვევაშიც მიმდინარე დოზა უნდა გაგრძელდეს.

ლეიკოციტები ან თრომბოციტების უკიდურესი % ვარდნა საწყისი მაჩვენებლიდან

ძვლის ტვინი

ბიოფსიის უჯრედულობა უკიდურესი ვარდნის მომენტისათვის

(%)

30-60

15-30

< 15

50-75

> 75

% დოზა მომდევნო კურსის დროს

100

50

33

75

50

33

ზემოთ წარმოდგენილ ცხრილში აღნიშნული უკიდურესი ვარდნის დაფიქსირების შემთხვევაში, შემდეგი კურსი ინიშნება წინა კურსის დაწყებიდან 28 დღის შემდეგ იმ პირობით, რომ ლეიკოციტებისა და თრომბოციტების დონე აღემატება უკიდურესი დონის 25%-ს და მზარდია. იმ შემთხვევაში, თუ 28-ე დღისათვის არ აღინიშნება 25%-იანი ზრდა, რაოდენობა განმეორებით უნდა შეფასდეს ყოველ 7 დღეში ერთხელ. თუ 42-ე დღისათვის არ აღინიშნება 25%-იანი ზრდა, დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით.

  • 2.4. დოზის კორექცია შრატში ელექტროლიტების დონისა და თირკმლის ტოქსიკურობის საფუძველზე

იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება შრატში ბიკარბონატების დონის შემცირება 20 mEq/L-ზე დაბლა, მომდევნო კურსის დროს დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით. აღნიშნულის მსგავსად, თუ გამოვლინდა BUN-ის ან შრატში კრეატინინის დონის აუხსნელი მომატება, გადადეთ მომდევნო ციკლი, სანამ მაჩვენებლები არ დაუბრუნდება ნორმას ან საწყის მაჩვენებელს და შემდეგი კურსის დროს დოზა შეამცირეთ 50%-ით [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4)].

  • 2.5. გამოყენება გერიატრიულ პაციენტებში

აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმლებისმიერი გზით, და ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს თირკლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებში მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის შემცირება, დოზა უნდა შეირჩეს ფრთხილად და განხორციელდეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4) და „გამოყენება სპეციფიკურ პოპულაციაში“ (4.6.5)].

გამოყენების წესი:

აზაციტიდინის მომზადება

აზაციტიდინი წარმოადგენს ციტოტოქსიკურ პრეპარატს. გამოიყენება დამუშავებისა და უტილიზაციის სპეციალური პროცედურები. აზაციტიდინის ფლაკონი არის ერთჯერადი გამოყენების და არ შეიცავს კონსერვანტებს. ყოველი ფლაკონის გამოუყენებელი პორცია შესაბამისად უნდა იქნას განადგურებული [იხილეთ პუნქტი „მიწოდების/შენახვის და მოხმარების პირობები“ (6.5)]. არ შეიძლება გამოუყენებელი პორციის შენახვა შემდგომი გამოყენებისათვის.

კანქვეშ შეყვანის ინსტრუქციები

აზაციტიდინი ასეპტიკურ პირობებში განაზავეთ 4 მლ სტერილურ საინექციო წყალში. გამხსნელი ნელა შეიყვანეთ ფლაკონში. ძლიერად შეანჯღრიეთ ან დაატრიალეთ ფლაკონი ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. სუსპენზია შემღვრეული იქნება. მიღებული სუსპენზია შეიცავს 25 მგ/მლ აზაციტიდინს. არ შეიძლება სუსპენზიის გაფილტრვა განზავების შემდეგ. ასე შეიძლება აქტიური ნივთიერების მოცილება.

მომზადება მყისიერი კანქვეშა შეყვანისათვის:

იმ დოზებისათვის, რომლებიც 1-ზე მეტ ფლაკონს საჭიროებენ, დოზა თანაბრად უნდა განაწილდეს შპრიცებში (მაგალითად, დოზა 150 მგ = 6 მლ, 2 შპრიცი 3 მლ-ით თითო შპრიცში) და შეყვანილ იქნას ორ განსხვავებულ უბანზე. ფლაკონსა და ნემსში შეიძლება გარკვეული რაოდენობა დარჩეს, ამიტომ არ არის შესაძლებელი ფლაკონიდან მთელი სუსპენზიის ამოღება. პრეპარატი უნდა გაჩერდეს ოთახის ტემპერატურაზე 1 საათამდე, თუმცა შეყვანა უნდა მოხდეს განზავებიდან 1 საათის განმავლობაში.

მომზადება გვიანი კანქვეშა შეყვანისთვის:

განზავებული პრეპარატის შენახვა შეიძლება ფლაკონში ან გადმოღებულ იქნას შპრიცში. დოზებისათვის, რომლებიც 1-ზე მეტ ფლაკონს საჭიროებენ, დოზა თანაბრად უნდა გაიყოს შპრიცებს შორის (მაგალითად, დოზა 150 მგ = 6 მლ, 2 შპრიცი 3 მლ-ით თითოეულ შპრიცში) და შეყვანილ იქნას ორ სხვადასხვა უბანზე. ფლაკონსა და ნემსში შეიძლება გარკვეული რაოდენობა დარჩეს, ამიტომ არ არის შესაძლებელი ფლაკონიდან მთელი სუსპენზიის ამოღება. პრეპარატი სასწრაფოდ უნდა შევინახოთ მაცივარში. როდესაც აზაციტიდინი განზავდება საინექციო წყლის გამოყენებით, რომელიც არ იყო მაცივარში შენახული, განზავებული პრეპარატი უნდა შევინახოთ მაცივრის პირობებში (20C - 80C, 360F - 460F) 8 საათამდე. როდესაც აზაციტიდინი განზავდება მაცივარში შენახული (20C - 80C, 360F - 460F) საინექციო წყლით, განზავებული პრეპარატის შენახვა შეიძლება მაცივარში (20C - 80C, 360F - 460F) 22 საათის განმავლობაში. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, შეყვანამდე სუსპენზია უნდა გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთამდე დროის განმავლობაში.

კანქვეშ შეყვანა

ჰომოგენური სუსპენზიის მისაღებად, უნდა მოხდეს დოზირებული შპრიცის შემადგენლობის რესუსპენდირება უშუალოდ გამოყენების წინ. რესუსპენდირებისათვის, შპრიცი ძლიერად დაატრიალეთ ხელის გულებს შორის, სანამ არ წარმოიქმნება ერთგვაროვანი, შემღვრეული სუსპენზია.

აზაციტიდინის სუსპენზია შეიყვანება კანქვეშ. ყოველი ინექციისათვის შეცვალეთ ადგილები (ბარძაყი, მუცელი ან ზედა მხარი). ახალი ინექცია უნდა გაკეთდეს ძველი უბნიდან სულ მცირე ერთი დუიმის დაშორებით და არასოდება ისეთ უბანში, სადაც ადგილი არის მგრძნობიარე, სისხლნაჟღენთებით, შეწითლებული ან გამკვრივებული.

მითითებები ინტრავენური ინექციისათვის

სასურველი დოზის მისაღებად უნდა განზავდეს აზაციტიდის ფლაკონების შესაფერისი რაოდენობა. თითო ფლაკონი უნდა განზავდეს 10 მლ სტერილურ საინექციო წყალში. ენერგიულად შეანჯღრიეთ ან დაატრიალეთ ფლაკონები, სანამ მყარი ნაწილაკები არ დაიშლება. მიღებული ხსნარი შეიცავს 10 მგ/მლ-ს. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე. პარენტერალური პრეპარატი გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად მყარი ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე, თუ ამის საშუალებას იძლევა ხსნარი და კონტეინერი.

ამოიღეთ აზაციტიდინის ხსნარის საჭირო რაოდენობა საჭირო დოზის მისაღებად და შეიყვანეთ 50-100 მლ საინფუზიო პარკში 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ან რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარის შემცველობით.

ინტრავენური ხსნარის არათავსებადობა

აზაციტიდინი არ არის თავსებადი 5%-იან დექსტროზას ხსნარებთან, ჰესპანთან ან ბიკარბონატის შემცველ ხსნარებთან. აღნიშნულ ხსნარებს აქვს აზაციტიდინის დაშლის სიჩქარის გაზრდის უნარი და შესაბამისად დაუშვებელია მათი გამოყენება.

ინტრავენური გამოყენება

აზაციტიდინის ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად. საერთო დოზის შეყვანა ხდება 10 – 40 წუთის განმავლობაში. შეყვანა უნდა შესრულდეს აზაციტიდინის ფლაკონის განზავებიდან 1 საათის განმავლობაში.

უკუჩვენებები

ღვიძლის შორსწასული ავთვისებიანი სიმსივნეები

აზაციტიდინი უკუნაჩვენებია ღვიძლის შორსწასული ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4)].

ჰიპერმგრძნობელობა აზაციტიდინის ან მანიტოლის მიმართ

აზაციტიდინი უკუნაჩვენებია აზაციტიდინის ან მანიტოლის მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

  • 4.1. ანემია, ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია

აზაციტიდინი იწვევს ანემიას, ნეიტროპენიას და ტრომბოციტოპენიას. აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის ხშირი მონიტორინგი საპასუხო რეაქციებისა და/ან ტოქსიკურობის გამო, მინიმუმ დოზირების ყოველი ციკლის წინ. პირველი ციკლის დროს რეკომენდებული დოზის შეყვანის შემდეგ, საჭიროა დოზის კორექცია შემდგომი ციკლებისათვის, უკიდურესი შემცირებისა და ჰემატოლოგიური პასუხის საფუძველზე [იხილეთ პუნქტი „დოზირება და გამოყენების წესი“ (4.2.3)].

  • 2.2. ჰეპატოტოქსიკურობა პაციენტებში ღვიძლის მძიმე არსებული უკმარისობით

ვინაიდან აზაციტიდინი პოტენციურად ჰეპატოტოქსიკურია ღვიძლის მძიმე არსებული უკმარისობის მქონე პაციენტებში, აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. პაციენტებში სიმსივნის ინტენსიური დატვირთვით მეტასტაზური დაავადების გამო, აზაციტიდინით მკურნალობის დროს ფიქსირდება ღვიძლის პროგრესული კომა და სიკვდილი, განსაკუთრებით პაციენტებში ალბუმინის საწყისი მაჩვენებლებით < 30 გრ/ლ. აზაციტიდინი უკუნაჩვენებია ღვიძლის შორსწასული ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში [იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“ (4.4.1)]. საჭიროა ღვიძლის ბიოქიმიური მონიტორინგი თერაპიის დაწყებამდე და ყოველი ციკლის დროს.

მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აზაციტიდინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის შესწავლილი, ვინაიდან აღნიშნული პაციენტები კლინიკური კვლევებიდან გამოირიცხნენ.

  • 4.3. თირკმლის ტოქსიკურობა

იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინტრავენური აზაციტიდინით სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაში, არა-მიელოდისპლაზიური სინდრომის მდგომარეობის გამო, აღინიშნა თირკმლის ტოქსიკურობა შრატის კრეატინინის მომატებიდან თირკმლის უკმარისობამდე და სიკვდილამდე. გარდა ამისა, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, განსაზღვრული შრატში ბიკარბონატის დონის შემცირებით < 20 mEq/l-მდე დაკავშირებული ტუტე შარდთან და ჰიპოკალემიასთან (შრატის კალიუმი < 3 mEq/L) განვითარდა CML-ის მქონე 5 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინითა და ეტოპოსიდით. თერაპიის დაწყებამდე და ყოველი ციკლის დროს საჭიროა შრატში კრეატინინისა და ელექტროლიტების კონტროლი. შრატის ბიკარბონატების აუხსნელი შემცირების < 20 mEq/L ან BUN-ის ან შრატის კრეატინინის მატების შემთხვევაში, საჭიროა დოზის შემცირება ან შეჩერება [იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“ (2.4)].

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები შეიძლება თირკმლის ტოქსიკურობის მომატებული რისკის ქვეშ იყვნენ. ასევე, აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმლისმიერი გზით გამოიყოფა. შესაბამისად, საჭიროა ასეთი პაციენტების მკაცრი კონტროლი ტოქსიკურობაზე [იხილელთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“ (4.2.4, 4.2.5)]. მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები კლინიკური კვლევებიდან გამოირიცხნენ.

  • 4.4. სიმსივნის ლიზისის სინდრომი

აზაციტიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ფატალური ან მძიმე სიმსივნის სინდრომის, მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) მქონე პაციენტების ჩათვლით. სიმსივნის ლიზისის სინდრომი შეიძლება განვითარდეს ალოპურინოლის თანმხლები გამოყენების მიუხედავად. უნდა მოხდეს საწყისი რისკების შეფასება და შესაბამისი მონიტორინგი და მკურნალობა.

  • 4.5. ემბრიო-ფეტალური რისკი

მოქმედების მექანიზმის და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დასკვნების საფუძველზე, აზაციტიდინმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, ორსულ ქალებში გამოყენებისას. ორსულ ვირთხებში აზაციტიდინის ერთჯერადი ინტრაპერიტონეალური (IP) დოზის შეყვანამ, რაც დაახლოებით ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის 8%-ს შეადგენდა, გამოიწვია ნაყოფის სიკვდილი და ანომალიები [იხილეთ პუნქტი „გამოყენება სპეციალურ პოპულაციაში“ (4.6.1)].

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში აზაციტიდინით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ორსულობისთვის თავის არიდება [იხილეთ პუნქტი „გამოყენება სპეციალური პოპულაციაში“ (4.6.3)]. აზაციტიდნით მკურნალობის დროს, მამაკაცებისათვის რეკომენდებულია სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აზაციტიდინთან სამკურნალო ურთიერთქმედების შემსწავლელი ოფიციალური კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

ადამიანის ღვიძლის ფრაქციებში აზაციტიდინის ინკუბაციის in vitro კვლევამ უჩვენა, რომ აზაციტიდინი შეიძლება მეტაბოლიზდეს ღვიძლში. არ არის შესწავლილი, მოქმედებს თუ არა მიკროსომული ფერმენტის ინჰიბიტორები ან სტიმულატორები აზაციტიდინის მეტაბოლიზმზე.

In vitro კვლევამ ადამიანის ჰეპატოციტების კულტურებით აჩვენა, რომ აზაციტიდინი 100 მკმ კონცენტრაციებით (IV Cmax = 10.6 µM) არ იწვევს CYP2B6 და CYP2C8-ის ინჰიბირებას.

აზაციტიდინის მიერ ციტოქრომა P450 (CYP) სხვა ფერმენტების ინჰიბირების უნარი უცნობია. In vitro კვლევებმა ადამიანის ჰეპატოციტების კულტურებით აჩვენა, რომ აზაციტიდინი 1.0 μM - 100 μM კონცენტრაციებით არ ასტიმულირებს CYP 1A2, 2C19 ან 3A4/5-ს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რისკების შეჯამება

მოქმედების მექანიზმის და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დასკვნების საფუძველზე, აზაციტიდინმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, ორსულ ქალებში გამოყენებისას [იხილეთ პუნქტი „კლინიკური ფარმაკოლოგია“ (5.1.1)]. ორსულ ქალებში აზაციტიდინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. აზაციტიდინი იყო ტერატოგენული და იწვევდა ემბრიო-ფეტალურ ლეტალობას ცხოველებში ადამიანისთვის რეკომენდებულ დღიურ დოზაზე უფრო ნაკლებ დოზებზე (იხილეთ მონაცემები). საჭიროა ორსული ქალების ინფორმირება ნაყოფისათვის პოტენციური რისკების შესახებ.

მთავარი თანდაყოლილი დეფექტების და მუცლის მოშლის მაჩვენებელი უცნობია აღნიშნული მოსახლეობისათვის. ყველა ორსულობას აქვს თანდაყოლილი დეფექტის, ნაყოფის დაკარგვის ან სხვა არასასურველი შედეგების ფონური რისკი. აშშ-ს საერთო პოპულაციაში, კლინიკურად დადასტურებულ ორსულობებში მთავარი თანდაყოლილი დეფექტების და მუცლის მოშლის სავარაუდო რისკი შესაბამისად შეადგენს 2%–4%-ს და 15%–20%-ს.

მონაცემები

ინფორმაცია ცხოველების შესახებ

ადრეულმა ემბრიოტოქსიკურმა კვლევებმა ვირთაგვებში აჩვენა საშვილოსნოსშიდა ემბრიონალური სიკვდილიანობის 44%-იანი სიხშირე (გაზრდილი რეზორბცია) აზაციტიდინის 6 მგ/მ2 ერთჯერადი IP (ინტრაპერიტონეალური) ინექციის შემდეგ (ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 8% მგ/მ-ზე გადათვლით) მე-10 გესტაციის დღეზე. ვირთაგვებში გამოვლინდა თავის ტვინის განვითარების დეფექტები, აზაციტიდინის მიღებისას გესტაციის მე-15 დღეზე ან მანმდე დაახლოებით 3-12 მგ/მ2 დოზაზე (ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 4%-16% მგ/მ-ზე გადათვლით).

ვირთხებში, აზაციტიდინი გამოხატულად ემბრიოტოქსიკური იყო ინტრაპერიტონეალურად შეყვანისას გესტაციის 4-8 დღეზე (პოსტიმპლანტაცია) 6 მგ/მ2 დოზაზე (ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 8% მგ/მ2-ზე გადათვლით), თუმცა მკურნალობა პრეიმპლანტაციის პერიოდში (გესტაციის 1-3 დღეს) არ ავლენდა უარყოფის ზეგავლენას ემბრიონზე. აზაციტიდინი იწვევდა ნაყოფის მრავლობით ანომალიებს ვირთხებში ერთჯერადი IP დოზის 3-12 მგ/მ2 შეყვანისას (ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 8% მგ/მ2-ზე გადათვლით) გესტაციის მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 დღეს. აღნიშნულ კვლევაში აზაციტიდინი იწვევდა ნაყოფის სიკვდილს 3-12 მგ/მ2 დოზის შეყვანისას გესტაციის მე-9 და მე-10 დღეებში; ცოცხლადშობილი ცხოველების საშუალო რაოდენობა შემცირდა 9%-მდე მაქსიმალურ დოზაზე გესტაციის მე-9 დღისთვის. ნაყოფის ანომალიები მოიცავდა შემდეგს: ცნს-ის ანომალიები (ექსენცეფალია/ენცეფალოცელი), კიდურების ანომალიები (მიკრომელია, ტერფმრუდობა, სინდაქტილია, ოლიგოდაქტილია) და სხვა (მიკროგნატია, გასტროშიზისი, შეშუპება და ნაკნების პათოლოგიები).

  • 6.2. ლაქტაცია

რისკების შეჯამება

არ არსებობს ინფორმაცია დედის რძეში აზაციტიდინის არსებობის, მეძუძურ ჩვილზე აზაციტიდინის ზეგავლენისა ან რძის წარმოქმნაზე აზაციტიდინის ზეგავლენის შესახებ. ვინაიდან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და აზაციტიდინის ტუმოროგენობის უნარის გამო, ნაჩვენები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში [იხილეთ „არაკლინიკური ტოქსიკოლოგია“ (5.3.1)] და მეძუძურ ჩვილებში მძიმე გვერდითი მოვლენების შესაძლო განვითარების გამო, აზაციტიდინით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

  • 6.3. რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები და მამაკაცები

მოქმედების მექანიზმის და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დასკვნების საფუძველზე, აზაციტიდინმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, ორსულ ქალებში გამოყენებისას [იხილეთ პუნქტი „გამოყენება სპეციალურ პოპულაციებში“ (4.6.1)].

ორსულობის ტესტირება

აზაციტიდინის დაწყებამდე საჭიროა რეპროდუქციული უნარის მქონე ქალების ორსულობის სტატუსის შემოწმება.

კონტრაცეფცია

ქალები

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებისთვის, აზაციტიდინით მკურნალობის დროს დაუშვებელია ორსულობა.

მამაკაცები

მამაკაცებმა, რეპროდუქციული უნარის მქონე სქესობრივი პარტნიორი ქალით, აზაციტიდინით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი.

უნაყოფობა

ცხოველებში მიღებული მონაცემების საფუძველზე, აზაციტიდინმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მამაკაცების ან ქალების ფერტილობაზე [იხილეთ პუნქტი „არაკლინიკური ტოქსიკოლოგია“ (5.3.1)].

  • 6.4. პედიატრიული ასაკის პაციენტებში გამოყენება

უსაფრთხოება და ეფექტიანობა პედიატრიული ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის.

  • 6.5. გერიატრიული ასაკის პაციენტებში გამოყენება

პაციენტების საერთო რაოდენობიდან, პირველ, მე-2 და მე-3 კვლევებში, 62% იყო ≥ 65 წლის ასაკის, ხოლო 21% იყო ≥ 75 წლის ასაკის. აღნიშნულ პაციენტებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის პრეპარატის ეფექტიანობის მხრიც საერთო განსხვავება არ აღინიშნა. გარდა ამისა, არ აღინიშნა გამოხატული განსხვავება გვერდითი მოვლენების სიხშირის მიხედვით ≥ 65 წლის ასაკის პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.

მე-4 კვლევაში აზაციტიდინის ჯგუფში რანდომიზებული 179 პაციენტიდან, 68% იყო ≥ 65 წლის ასაკის, ხოლო 21% იყო ≥ 75 წლის ასაკის. სიცოცხლისუნარიანობის მონაცემები ≥ 65 წლის ასაკის პაციენტებისათვის სიცოცხლისუნარიანობის საერთო შედეგების შესაბამისი იყო. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ერთნაირი სიხშირით განვითარდა < 65 წლის და ≥ 65 წლის ასაკის პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებს უფრო მოსალოდნელია ჰქონდეთ თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია. აღნიშნულ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი [იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ (4.2.5) და „განსაკუთრებული მითითებანი და სიფრთხილის ზომები“ (4.4)].

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აზაციტიდინს გააჩნია მცირე ან ზომიერი ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. აზაციტიდინის გამოყენებისას აღინიშნა სისუსტე. შესაბამისად, ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დროს რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა.

გვერდითი მოვლენები

შემდეგი გვერდითი მოვლენები აღწერილია სხვა პუნტქებში:

ანემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4.1)]

ჰეპატოტოქსიკურობა პაციენტებში უკვე არსებული ღვიძლის მძიმე უკმარისობით [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4.2)]

თირკმლის ტოქსიკურობა [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4.3)]

სიმსივნის ლიზისის სინდრომი [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4.4)]

ემბრიო-ფეტალური რისკი [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4.5)]

ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები (კანქვეშ ან ვენაში შეყვანის გზით): გულისრევა, ანემია, თრომბოციტოპენია, პირღებინება, პირექსია, ლეიკოპენია, ფაღარათი, ინექციის უბნის ერითემა, შეკრულობა, ნეიტროპენია, ექკიმოზი. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ინტრავენური გზით შეყვანისას ასევე მოიცავს პეტექიებს, შეციებას, სისუსტესა და ჰიპოკალიემიას.

კლინიკური ჩარევების დროს ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები (>2%) (კანქვეშ ან ინტრავენური გზით):

შეწყვეტა: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია.

დოზის შეჩერება: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პირექსია, პნევმონია, ფებრილური ნეიტროპენია.

დოზის შემცირება: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

  • 8.1. გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევების დროს

ვინაიდან კლინიკური კვლევები ტარდება ფართოდ განსხვავებულ პირობებში, პრეპარატის კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენების სიხშირის პირდაპირ შედარება შეუძლებელია სხვა პრეპარატის კლინიკური კვლევების სიხშირესთან და შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკაში გამოვლენილ სიხშირეს.

ქვემოთ აღწერილი მონაცემები ასახავს ექსპოზიციას აზაციტიდინის მიმართ მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) მქონე 443 პაციენტში 4 კლინიკური კვლევიდან. პირველი კვლევა იყო დამხმარე კონტროლირებადი კვლევა (კანქვეშ ინექცია), მე-2 და მე-3 კვლევები იყო ერთ ჯგუფიანი კვლევები (ერთი კანქვეშ და ერთი ინტრავენურად), მე-4 კვლევა საერთაშორისო რანდომიზებული კვლევა (კანქვეშ) [იხილეთ პუნქტი „კლინიკური კვლევები“ (14)]. პირველ, მე-2 და მე-3 კვლეაში, სულ 268 პაციენტი იყო აზაციტიდინის ზემოქმედების ქვეშ, მათ შორის 116 პაციენტი ≥ 6 ციკლით (დაახლოებით 6 თვე) და 60 პაციენტი >12 ციკლით (დაახლოებით ერთი წელი). აზაციტიდინი შესწავლილია შემანარჩუნებელი თერაპიის ძირითადად კონტროლირებულ და არაკონტროლირებულ კვლევებში (n=150 და n=118, შესაბამისად). პოპულაცია კანქვეშ კვლევებში (n=220) იყო 23-დან 92 წლამდე ასაკის ფარგლებში (საშუალო 66.4 წელი), 68% მამაკაცი და 94% თეთრკანიანი, და ჰქონდათ მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS) ან მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML). პოპულაცია ინტრავენურ კვლევაში (n=48) იყო 35-81 წლის ასაკის (საშუალო 63,1 წელი), 65% მამაკაცი და 100% თეთრკანიანი. პაციენტების უმრავლესობამ მიიღო საშუალო დღიური დოზა 50-100 მგ/მ2.

მე-4 კვლევაში, სულ 175 პაციენტი მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) მაღალი რისკით (ძირითადად RAEB და RAEB-T ქვეტიპები) დაექვემდებარა აზაციტიდინით ზემოქმედებას. აღნიშნული პაციენტებიდან 119-მა გაიარა 6 ან მეტი ციკლი, ხოლო 63-მა - სულ მცირე 12 ციკლი. აღნიშნული პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 68.1 წელი (42-დან 83 წლამდე), 74% იყო მამაკაცი, და 99% იყო თეთრკანიანი. პაციენტების უმრავლესობამ მიიღო აზაციტიდინის დოზები 75 მგ/მ2.

ცხრილში 1 წარმოდგენილია ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა აზაციტიდინით (კანქვეშ) ნამკურნალევი პაციენტების სულ მცირე 5%-ში პირველ და მე-2 კვლევებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექსპოზიციის ხანგრძლივობა უფრო ხანგრძლივი იყო აზაციტიდინით ნამკურნალებ ჯგუფში, ვიდრე დაკვირვების ჯგუფში: პაციენტებმა აზაციტიდინი მიიღეს საშუალოდ 11.4 თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც საშუალო დრო დაკვირვების ჯგუფში იყო 6.1 თვე.

ცხრილი 1: ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები (≥5.0% ყველა პაციენტში, კანქვეშ აზაციტიდინით მკურნალობისას; კვლევები 1 და 2)

პაციენტების რაოდენობა (%)

სისტემათა ორგანოების კლასებია ძირითადი ტერმინები

ყველა აზაციტიდინიბ

(N=220)

დაკვირვებაგ (N=92)

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია

153(70)

59(64)

გამწვავებული ანემია

12(6)

5(5)

ფებრილური ნეიტროპენია

36(16)

4(4)

ლეიკოპენია

106(48)

27(29)

ნეიტროპენია

71(32)

10(11)

თრომბოციტოპენია

144(66)

42(46)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

მუცლის მგრძნობელობა

26(12)

1(1)

შეკრულობა

74(34)

6(7)

ფაღარათი

80(36)

13(14)

სისხლდენა ღრძილებიდან

21(10)

4(4)

თხიერი განავალი

12(6)

0

სისხლჩაქცევა პირის ღრუში

11(5)

1(1)

გულისრევა

155(71)

16(17)

სტომატიტი

17(8)

0

პირღებინება

119(54)

5(5)

ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე

ტკივილი გულ-მკერდის არეში

36(160)

5(5)

ინექციის ადგილის სისხლჩაქცევები

31(14)

0

ინექციის ადგილის ერითემა

77(35)

0

ინექციის ადგილის გრანულომა

11(5)

0

ინექციის ადგილის ტკივილი

50(23)

0

ინექციის ადგილის პიგმენტაციის ცვლილებები

11(5)

0

ინექციის ადგილზე ქავილი

15(7)

0

ინექციის ადგილის რეაქციები

30(14)

0

ინექციის ადგილის შეშუპება

11(5)

0

ლეთარგია

17(8)

2(2)

სისუსტე

24(11)

1(1)

ჰიპერთერმია

114(52)

28(30)

ინფექციები და ინვაზიები

ნაზოფარინგიტი

32(15)

3(3)

პნევმონია

24(11)

5(5)

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

28(13)

4(4)

ტრავმები, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

პოსტ-პროცედურული სისხლდენა

13(6)

1(1)

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

ანორექსია

45(21)

6(7)

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია

49(22)

3(3)

გულ-მკერდის კედლის ტკივილი

11(5)

0

მიალგია

35(16)

2(2)

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა

41(19)

5(5)

თავის ტკივილი

48(22)

10(11)

ფსიქიატრიული დარღვევები

შფოთვა

29(13)

3(3)

უძილობა

24(11)

4(4)

სასუნთქი გზების, გულ-მკერდისა და შუასაყრის დარღვევები

სუნთქვის გაძნელება

64(29)

11(12)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

მშრალი კანი

11(5)

1(1)

ექკიმოზი

67(31)

14(15)

ერითემა

37(17)

4(4)

გამონაყარი

31(14)

9(10)

კანზე კვანძები

11(5)

1(1)

ჭინჭრის ციება

13(6)

1(1)

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

ჰემატომა

19(9)

0

ჰიპოტენზია

15(7)

2(2)

პეტექია

52(24)

8(9)

ა ერთი და იგივე ძირითადი ტერმინის ამსახველი მრავალი ტერმინი თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტისათვის მხოლოდ ერთხელ ითვლება.

ბ მოიცავს გვერდით მოვლენებს ყველა პაციენტისაგან, რომლებიც იმყოფებოდნენ აზაციტიდინის ზემოქმედების ქვეშ, დაკვირვებიდან გადასვლის შემდეგ პაციენტების ჩათვლით.

გ მოიცავს გვერდით მოვლენებს მხოლოდ დაკვირვების პერიოდიდან; გამორიცხავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას აზაციტიდინზე გადასვლის შემდეგ.

მე-2 ცხრილში წარმოდგენილია ის გვერდითი მოვლენები, რომელიც აღინიშნა მე-4 კვლევაში აზაციტიდინით ნამკურნალები პაციენტების სულ მცირე 5%-ში.

ზემოთ აღწერილი პირველი და მე-2 კვლევის მსგავსად, აზაციტიდინით მკურნალობის ხანგრძლივობა უფრო ხანგრძლივი იყო (საშუალოდ 12.2 თვე) საუკეთესო დამხმარე თერაპიასთან შედარებით (საშუალოდ 7.5 თვე).

ცხრილი 2: ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები (≥5.0% აზაციტიდინით ნამკურნალებ პაციენტებში და პროცენტულობა NCI CTC ¾ ხარისხის რეაქციებით; კვლევა 4)

პაციენტების რაოდენობა (%)

ნებისმიერი ხარისხი

ხარისხი 3/4

სისტემათა ორგანოების კლასი

ძირითადი ტერმინებია

აზაციტიდინი

(N=102)

მხოლოდ საუკეთესო შემანარჩუნებელი თერაპია

(N=102)

აზაციტიდინი

(N=175)

90(51)

45(44)

24(14)

9(9)

ფებრილური ნეიტროპენია

24(14)

10(10)

22(13)

7(7)

ლეიკოპენია

32(18)

2(2)

26(15)

1(1)

ნეიტროპენია

115(66)

29(28)

107(61)

22(22)

თრომბოციტოპენია

122(70)

35(34)

102(58)

29(28)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

მუცლის ტკივილი

22(13)

7(7)

7(4)

0

შეკრულობა

88(50)

8(8)

2(1)

0

დისპეფსია

10(6)

2(2)

0

0

გულისრევა

84(48)

12(12)

3(2)

0

პირღებინება

47(27)

დაღლილობა

42(24)

12(12)

6(3)

2(2)

სისხლჩქცევები ინექციის ადგილზე

9(5)

0

0

0

ერითემა ინექციის ადგილზე

75(43)

0

0

0

ჰემატომა ინექციის ადგილზე

11(6)

0

0

0

გამკვრივება ინექციის ადგილზე

9(5)

0

0

0

ტკივილი ინექციის ადგილზე

33(19)

0

0

0

გამონაყარი ინექციის ადგილზე

10(6)

0

0

0

ინექციის ადგილის რეაქცია

51(29)

0

1(1)

0

ჰიპერთერმია

53(30)

18(18)

8(5)

1(1)

ინფექციები და ინვაზიები

რინიტი

10(6)

1(1)

0

0

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

16(9)

4(4)

3(2)

0

საშარდე გზების ინფექცია

15(9)

3(3)

3(2)

0

გამოკვლევები

წონაში კლება

14(8)

0

1(1)

0

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ჰიპოკალიემია

11(6)

3(3)

3(2)

3(3)

ნერვული სისტემის დარღვევები

ლეთარგია

13(7)

2(2)

0

1(1)

ფსიქიატრიული დარღვევები

შფოთვა

9(5)

1(1)

0

0

უძილობა

15(9)

3(3)

0

0

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

ჰემატურია

11(6)

2(2)

4(2)

სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას

9(5)

1(1)

0

0

ფარინგოლარინგეალური ტკივილი

11(6)

3(3)

0

0

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ერითემა

13(7)

3(3)

0

0

პეტექიები

20(11)

4(4)

2(1)

0

ქავილი

21(12)

2(2)

0

0

გამონაყარი

18(10)

1(1)

0

0

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ჰიპერტენზია

პირველ, მე-2 და მე-4 კვლევებში აზაციტიდინის კანქვეშ შეყვანისას, ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე, როგორიცაა ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, შეკრულობა და ინექციის ადგილის ერითემა/რეაქციები იზრდება აზაციტიდინის დოზის მატებასთან ერთად. გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო გამოხატული იყო კანქვეშ მკურნალობის პირველი და მე-2 ციკლის დროს სხვა მომდევნო ციკლებთან შედარებითი, იყო თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ანემია, გულისრევა, პირღებინება, ინექციის ადგილის ერითემა / ტკივილი / სისხლჩაქცევა / რეაქცია, შეკრულობა, პეტექცია, თავბრუსხვევა, შფოთვა, ჰიპოკალიემია და უძილობა. არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გვერდითი მოვლენა, რომლის სიხშირე გაიზარდა მკურნალობის დროს.

ზოგადად, გვერდითი მოვლენები თვისობრივად მსგავსი იყო ინტრავენურ და კანქვეშა კვლევებს შორის. გვერდითი მოვლენები, რომლებიც, როგორც ჩანს, სპეციალურად იყო დაკავშირებული ინტრავენური შეყვანის გზებთან, მოიცავდა ინფუზიის ადგილის რეაქციებს (მაგალითად, ერითემა ან ტკივილი) და კათეტერის რეაქციებს (მაგალითად, ინფექცია, ერითემა ან სისხლჩაქცევა).

კანქვეშ ან ინტრავენური აზაციტიდინის კლინიკურ კვლევებში, დაფიქსირდა შემდეგი მძიმე გვერდითი მოვლენები <5% სიხშირით (არ არის აღწერილები პირველ ან მე-2 ცხრილებში):

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის უკმარისობა, პანციტოპენია, სპლენომეგალია.

გულის მხრივ დარღვევები: წინაგულების ფიბრილაცია, გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კარდიო-რესპირატორული გაჩერება, შეგუბებითი კარდიომიოპათია.

თვალის მხრივ დარღვევები: სისხლჩაქცევები თვალში.

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: დივერტიკულიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლჩაქცევები, სისხლიანი განავალი, პერირექტალური აბსცესი.

ზოგადი დარღვევები და მოვლენების შეყვანის ადგილზე: კათეტერის ადგილის სისხლჩაქცევები, ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება, სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი.

ჰეპატობილიარული დარღვევები: ქოლეცისტიტი.

იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსიური შოკი, ჰიპერმგრძნობელობა.

ინფექციები და ინვაზიები: კიდურების აბსცესი, ბაქტერიული ინფექცია, ცელულიტი, ბლასტომიკოზი, ინექციის ადგილის ინფექცია, Klebsiella სეფსისი, ნეიტროპენიური სეფსისი, სტრეპტოკოკური ფარინგიტი, Klebsiella პნევმონია, სეფსისი, სეპტიკური შოკი, სტაფილოკოკური ბაქტერემია, სტაფილოკოკური ინფექცია, ტოქსოპლაზმოზი.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: დეჰიდრატაცია.

ჩონჩხკუნთვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: ძვლების ტკივილი გამწვავებული, კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი.

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი სიმსივნეები: ლეიკემია.

ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტვინში სისხლჩაქცევა, კრუნჩხვები, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: წელის ტკივილი, თირკმლის უკმარისობა.

სასუნთქი გზების, გულ-მკერდისა და შუასაყრის დარღვევები: ჰემოფტიზი, ფილტვების ინფილტრაცია, პნევმონიტი, რესპირატორული დისტრესი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: განგრენული პიოდერმია, გამონაყარი ქავილით, კანის გამკვრივება.

ქირურგიული და სამედიცინო პროცედურები: ქოლეცისტექტომია.

სისხლ-ძარღვევის მხრივ დარღვევები: ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.

ჭარბი დოზა

კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირებულია ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევა. პაციენტს აღენიშნებოდა ფაღარათი, გულისრევა და პირღებინება ერთჯერადი ინტრავენური დოზის დაახლოებით 290 მგ/მ2 შეყვანისას, რომელიც თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა რეკომენდებულ საწყის დოზას. მოვლენები ალაგდა შედეგების გარეშე, და მომდევნო დღეს განახლდა სწორი დოზა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი სისხლის ანალიზით და საჭიროების შემთხვევაში შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება. აზაციტიდინის ჭარბი დოზირებისათვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შენახვის პირობები

გაუხსნელი ფხვნილის ფლაკონი:

2 წელი

განზავების შემდეგ:

კანქვეშ გამოყენება

სუსპენზიის სტაბილობა: აზაციტიდინი განზავებული საინექციო წყალში, რომელიც არ ინახებოდა მაცივარში, კანქვეშა ინექციისათვის შეიძლება ინახებოდეს 1 საათამდე 25°C (77°F)-ზე ან 8 საათამდე 2°C - 8°C (36°F - 46°F) ტემპერატურაზე; მაცივარში შენახული საინექციო წყალში განზავებისას (2°C - 8°C, 36°F - 46°F), მისი შენახვა შეიძლება 22 საათის განმავლობაში 2°C - 8°C (36°F - 46°F) ტემპერატურის პირობებში.

ინტრავენური ინექცია

ხსნარის სტაბილობა: ინტრავენური გამოყენებისთვის განზავებული აზაციტიდინის შენახვა შეიძლება 25°C (77°F) ტემპერატურაზე, თუმცა პრეპარატის შეყვანა უნდა შესრულდეს განზავებიდან 1 საათის განმავლობაში.

  • 3. შენახვის განსაკუთრებული პირობები

გაუხსნელი ფლაკონები

ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

განზავებული სამკურნალო პრეპარატი:

განზავებული სამკურნალო პრეპარატის შენახვის პირობები იხილეთ პუნქტში 6.2.

  • 4. კონტეინერის აღწერილობა და შემცველობა

USP ტიპი-1 გამჭვირვალე ჩამოსხმული შუშის ფლაკონი.

  • 5. მოხმარებასა და უტილიზაციასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

უსაფრთხო მოხმარების შესახებ რეკომენდაციაბი

აზაციტიდინი არის ციტოტოქსიკური სამკურნალო პრეპარატი, და სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებების მსგავსად, მასთან მუშაობისას და აზაციტიდინის სუსპენზიების მომზადებისას აუცილებელია სათანადო სიფრთხილის დაცვა. სისრულეში უნდა იქნას მოყვანილი სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების სათანადო მოხმარებისა და უტილიზაციის პროცედურები.

განზავებული აზაციტიდინის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, სასწრაფოდ და კარგად დაიბანეთ საპონით და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, კარგად ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი მასალა ექვემდებარება უტილიზაციას ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლაზიური საშუალება, პირიმიდინის ანალოგები; ათქ კოდი: L01BC07

  • 1.1. მოქმედების მექანიზმი

აზაციტიდინი არის ციტიდინის პირიმიდინული ნუკლეოზიდის ანალოგი. ითვლება, რომ აზაციტიდინი თავის ანტინეოპლაზიური ეფექტს ავლენს დნმ-ის ჰიპომეთილირებითა და პირდაპირი ციტოტოქსიკური მოქმედებით ძვლის ტვინში ჰემატოპოეზის პათოლოგიურ უჯრედებზე. აზაციტიდინის კონცენტრაცია, რომელიც საჭიროა in vitro დნმ-ის მეთილირების მაქსიმალური ინჰიბირებისთვის, არ იწვევს დნმ-ის სინთეზის გამოხატულ დათრგუნვას. ჰიპომეთილირებამ შეიძლება დაუბრუნოს ნორმალური ფუნქცია გენებს, რომლებიც აუცილებელია დიფერენცირებისა და პროლიფერაციისთვის. აზაციტიდინის ციტოტოქსიკური ეფექტები იწვევს სწრაფად გაყოფადი უჯრედების სიკვდილს, კიბოს უჯრედების ჩათვლით, რომლებიც უკვე არ პასუხობენ ნორმალური ზრდის კონტროლის მექანიზმებს. არაპროლიფერაციული უჯრედები შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა აზაციტიდინის მიმართ.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აზაციტიდინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილ იქნა მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) მქონე 6 პაციენტში ერთჯერადი 75 მგ/მ2 კანქვეშ და ერთჯერადი 75 მგ/მ2 ინტრავენური დოზირების შემდეგ.

შეწოვა

აზაციტიდინი სწრაფად შეიწოვება კანქვეშ შეყვანის შემდეგ; აზაციტიდინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 750 ± 403 ნგ/მლ გამოვლინდა 0,5 საათში.

განაწილება

კანქვეშ აზაციტიდინის ბიოშეღწევადობა ინტრავენურ აზაციტიდინთან მიმართებაში დაახლოებით არის 89%, მრუდის ქვეშ ფართობის მიხედვით. ინტრავენური დოზირების შემდეგ განაწილების საშუალო მოცულობა არის 76 ± 26 ლ. საშუალო გამოხატული კანქვეშა კლირენსი არის 167 ± 49 ლ/სთ და საშუალო ნახევრადგამოყოფის პერიოდი კანქვეშ შეყვანის შემდეგ არის 41 ± 8 წუთი. აზაციტიდინის კანქვეშ შეყვანის AUC და Cmax კიბოს მქონე 21 პაციენტში დაახლოებით დოზა-პროპორციული იყო 25-100 მგ/მ2 დოზის დიაპაზონში. მრავალჯერადი დოზირება რეკომენდებულ დოზაზე არ იწვევდა პრეპარატის აკუმულირებას.

გამოყოფა

გამოქვეყნებული კვლევები უჩვენებს, რომ შარდში ექსკრეცია არის აზაციტიდინისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითადი გზა. რადიოაქტიური აზაციტიდინის ინტრავენური შეყვანის შემდეგ კიბოს მქონე 5 პაციენტში, შარდში კუმულაციური ექსკრეცია იყო რადიოაქტიური დოზის 85%. განავალში გამოყოფა იყო შეყვანილი რადიოაქტივობის <1% 3 დღის განმავლობაში. რადიოაქტივობის საშუალო ექსკრეცია 14C-აზაციტიდინის კანქვეშ შეყვანის შემდეგ იყო 50%. საერთო რადიოაქტივობის (აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები) ნახევრადგამოყოფის საშუალო პერიოდი ინტრავენური და კანქვეშ შეყვანის შემდეგ იყო მსგავსი, დაახლოებით 4 საათი.

სპეციალური მოსახლეობა

კიბოს მქონე პაციენტებში აზაციტიდინის ფარმაკოკინეტიკა 6 პაციენტში თირკმლის ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი > 80 მლ/წთ) და 6 პაციენტში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) შეადარეს ყოველდღიური კანქვეშა დოზირების შემდეგ (პირველი დღიდან 5 დღის ჩათვლით) 75 მგ/მ2/დღეში. თირკმლის მძიმე უკმარისობამ გაზარდა აზაციტიდინის ზემოქმედება დაახლოებით 70%-ით ერთჯერადად და 41%-ით - მრავალჯერადად კანქვეშ შეყვანის შემდეგ. აღნიშნული ზემოქმედების ზრდა არ კორელირებდა გვერდითი მოვლენების ზრდასთან. ექსპოზიცია მსგავსი იყო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების ექსპოზიციისა 100 მგ/მ2 დოზირებისას. შესაბამისად, პირველი ციკლის დოზის მოდიფიკაცია რეკომენდებული არ არის. ღვიძლის დარღვევის, სქესის, ასაკისა თუ რასის გავლენა აზაციტიდინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუტის ზოგადი დახასიათება

  • სამედიცინო პროდუქტის დასახელება

აზადუალი (აზაციტიდინი საინექციო 100 მგ/ფლაკონი).

  • აღწერა/ეტიკეტი

ერთი ფლაკონი შეიცავს 100 მგ აზაციტიდინს.

  • ფარმაცევტული ფორმა

აღწერა

ლიოფილიზებული საინექციო ფხვნილი.

თეთრი ლიოფილიზებული ნალექი ან ფხვნილი 30 მლ I ტიპის 20 მმ ჩამოსხმული შუშის ფლაკონით 20 მმ იგლუ დიზაინის ნაცრისფერი რეზინის საცობითა და დალუქული პოლიპროპილენის დისკის მქონე ალუმინის პლომბით.

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1. თერაპიული ჩვენებები
  • 1.1. მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS)

აზაციტიდინი ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფრანგულ-ამერიკულ-ბრიტანული (FAB) მიელოდისპლაზიური სინდრომის შემდეგი ქვეტიპები: რეფრაქტორული ანემია (RA) ან რეფრაქტორული ანემია რგოლოვანი სიდერობლასტებით (თუ თან ახლავს ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია ან საჭიროებენ გადასხმას), რეფრაქტორული ანემია ჭარბი ბლასტებით (RAEB), რეფრაქტორული ანემია ჭარბი ტრანსფორმაციული ბლასტებით (RAEB-T) და ქრონიკული მიელონომოციტური ლეიკემია (CMMoL).

  • 2. დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

  • 2.1. მკურნალობის პირველი ციკლი

რეკომენდებული საწყისი დოზა მკურნალობის პირველი ციკლისათვის, ყველა პაციენტისათვის საწყისი ჰემატოლოგიური ლაბორატორიული მაჩვენებლების მიუხედავად, არის 75 მგ/მ2 კანქვეშ ან ინტრავენურად, დღეში, 7 დღის განმავლობაში. აუცილებელია პაციენტების პრემედიკაცია გულისრევასა და პირღებინებაზე. პირველი დოზის შეყვანამდე საჭიროა სისხლის საერთო და ღვიძლის ბიოქიმიური ანალიზის გაკეთება და შრატში კრეატინინის განსაზღვრა.

  • 2.2. მკურნალობის შემდგომი ციკლები

ციკლების უნდა განმეორდეს ყოველ 4 კვირაში ერთხელ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ/მ2-მდე იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის 2 კვირის შემდეგ დადებითი ეფექტი არ აღინიშნა და თუ ტოქსიკურობისა და პირღებინების გარდა, ტოქსიკურობის სხვა ნიშნები არ გამოვლენდა. რეკომენდებულია პაციენტების მკურნალობა მინიმუმ 4-დან 6 ციკლამდე. თუმცა, სრულ ან ნაწილობრივ პასუხს შეიძლება მკურნალობის დამატებითი ციკლები დასჭირდეს. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტს არ აღენიშნება დადებითი საპასუხო რეაქცია მკურნალობაზე. საჭიროა პაციენტის მონიტორინგი ჰემატოლოგიურ პასუხსა და თირკმლის ტოქსიკურობაზე [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილი ზომები“ (4.4)], დოზირების გადადება ან შემცირება, საჭიროების შემთხვევაში, როგორც ეს ქვემოთ არის აღწერილი.

  • 2.3. დოზირების კორექცია ჰემატოლოგიური ლაბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე

პაციენტებისათვის შემდეგი საწყისი მაჩვენებლებით (მკურნალობის დაწყებისას) - ლეიკოციტები > 3,0 x 109/ლ, ANC > 1,5 x 109/ლ, და თრომბოციტები > 75,0 x 109/ლ, დოზის კორექცია ხდება შემდეგნაირად, მინიმალური რაოდენობის საფუძველზე ნებისმიერი მოცემული ციკლისათვის:

ყველაზე დაბალი დონე

% დოზა შემდეგი კურსის დროს

ANC (x 109/ლ)

თრომბოციტები (x 109/ლ)

< 0,5

< 25

50 %

0,5 – 1,5

25 – 50

67 %

> 1,5

> 50

100 %

პაციენტებისათვის შემდეგი საწყისი მაჩვენებლებით - ლეიკოციტები < 3.0 x 109/ლ, ANC < 1,5 x 109/ლ, და თრომბოციტები < 75,0 x 109/ლ, საბაზო დოზის კორექცია ხდება უკიდურესი ვარდნის რაოდენობის და ამ ვარდნის დროს ძვლის ტვინის ბიოფსიის უჯრედულობის საფუძველზე, სანამ მომდევნო ციკლის დროისათვის არ აღინიშნება დიფერენციაციის გამოხატული გაუმჯობესება (მომწიფებული გრანულოციტების პროცენტულობა უფრო მაღალი და ANC უფრო მაღალია, ვიდრე კურსის დასაწყისში), რა შემთხვევაშიც მიმდინარე დოზა უნდა გაგრძელდეს.

ლეიკოციტები ან თრომბოციტების უკიდურესი % ვარდნა საწყისი მაჩვენებლიდან

ძვლის ტვინი

ბიოფსიის უჯრედულობა უკიდურესი ვარდნის მომენტისათვის

(%)

30-60

15-30

< 15

50-75

> 75

% დოზა მომდევნო კურსის დროს

100

50

33

75

50

33

ზემოთ წარმოდგენილ ცხრილში აღნიშნული უკიდურესი ვარდნის დაფიქსირების შემთხვევაში, შემდეგი კურსი ინიშნება წინა კურსის დაწყებიდან 28 დღის შემდეგ იმ პირობით, რომ ლეიკოციტებისა და თრომბოციტების დონე აღემატება უკიდურესი დონის 25%-ს და მზარდია. იმ შემთხვევაში, თუ 28-ე დღისათვის არ აღინიშნება 25%-იანი ზრდა, რაოდენობა განმეორებით უნდა შეფასდეს ყოველ 7 დღეში ერთხელ. თუ 42-ე დღისათვის არ აღინიშნება 25%-იანი ზრდა, დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით.

  • 2.4. დოზის კორექცია შრატში ელექტროლიტების დონისა და თირკმლის ტოქსიკურობის საფუძველზე

იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება შრატში ბიკარბონატების დონის შემცირება 20 mEq/L-ზე დაბლა, მომდევნო კურსის დროს დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით. აღნიშნულის მსგავსად, თუ გამოვლინდა BUN-ის ან შრატში კრეატინინის დონის აუხსნელი მომატება, გადადეთ მომდევნო ციკლი, სანამ მაჩვენებლები არ დაუბრუნდება ნორმას ან საწყის მაჩვენებელს და შემდეგი კურსის დროს დოზა შეამცირეთ 50%-ით [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4)].

  • 2.5. გამოყენება გერიატრიულ პაციენტებში

აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმლებისმიერი გზით, და ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს თირკლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებში მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის შემცირება, დოზა უნდა შეირჩეს ფრთხილად და განხორციელდეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4) და „გამოყენება სპეციფიკურ პოპულაციაში“ (4.6.5)].

გამოყენების წესი:

აზაციტიდინის მომზადება

აზაციტიდინი წარმოადგენს ციტოტოქსიკურ პრეპარატს. გამოიყენება დამუშავებისა და უტილიზაციის სპეციალური პროცედურები. აზაციტიდინის ფლაკონი არის ერთჯერადი გამოყენების და არ შეიცავს კონსერვანტებს. ყოველი ფლაკონის გამოუყენებელი პორცია შესაბამისად უნდა იქნას განადგურებული [იხილეთ პუნქტი „მიწოდების/შენახვის და მოხმარების პირობები“ (6.5)]. არ შეიძლება გამოუყენებელი პორციის შენახვა შემდგომი გამოყენებისათვის.

კანქვეშ შეყვანის ინსტრუქციები

აზაციტიდინი ასეპტიკურ პირობებში განაზავეთ 4 მლ სტერილურ საინექციო წყალში. გამხსნელი ნელა შეიყვანეთ ფლაკონში. ძლიერად შეანჯღრიეთ ან დაატრიალეთ ფლაკონი ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. სუსპენზია შემღვრეული იქნება. მიღებული სუსპენზია შეიცავს 25 მგ/მლ აზაციტიდინს. არ შეიძლება სუსპენზიის გაფილტრვა განზავების შემდეგ. ასე შეიძლება აქტიური ნივთიერების მოცილება.

მომზადება მყისიერი კანქვეშა შეყვანისათვის:

იმ დოზებისათვის, რომლებიც 1-ზე მეტ ფლაკონს საჭიროებენ, დოზა თანაბრად უნდა განაწილდეს შპრიცებში (მაგალითად, დოზა 150 მგ = 6 მლ, 2 შპრიცი 3 მლ-ით თითო შპრიცში) და შეყვანილ იქნას ორ განსხვავებულ უბანზე. ფლაკონსა და ნემსში შეიძლება გარკვეული რაოდენობა დარჩეს, ამიტომ არ არის შესაძლებელი ფლაკონიდან მთელი სუსპენზიის ამოღება. პრეპარატი უნდა გაჩერდეს ოთახის ტემპერატურაზე 1 საათამდე, თუმცა შეყვანა უნდა მოხდეს განზავებიდან 1 საათის განმავლობაში.

მომზადება გვიანი კანქვეშა შეყვანისთვის:

განზავებული პრეპარატის შენახვა შეიძლება ფლაკონში ან გადმოღებულ იქნას შპრიცში. დოზებისათვის, რომლებიც 1-ზე მეტ ფლაკონს საჭიროებენ, დოზა თანაბრად უნდა გაიყოს შპრიცებს შორის (მაგალითად, დოზა 150 მგ = 6 მლ, 2 შპრიცი 3 მლ-ით თითოეულ შპრიცში) და შეყვანილ იქნას ორ სხვადასხვა უბანზე. ფლაკონსა და ნემსში შეიძლება გარკვეული რაოდენობა დარჩეს, ამიტომ არ არის შესაძლებელი ფლაკონიდან მთელი სუსპენზიის ამოღება. პრეპარატი სასწრაფოდ უნდა შევინახოთ მაცივარში. როდესაც აზაციტიდინი განზავდება საინექციო წყლის გამოყენებით, რომელიც არ იყო მაცივარში შენახული, განზავებული პრეპარატი უნდა შევინახოთ მაცივრის პირობებში (20C - 80C, 360F - 460F) 8 საათამდე. როდესაც აზაციტიდინი განზავდება მაცივარში შენახული (20C - 80C, 360F - 460F) საინექციო წყლით, განზავებული პრეპარატის შენახვა შეიძლება მაცივარში (20C - 80C, 360F - 460F) 22 საათის განმავლობაში. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, შეყვანამდე სუსპენზია უნდა გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთამდე დროის განმავლობაში.

კანქვეშ შეყვანა

ჰომოგენური სუსპენზიის მისაღებად, უნდა მოხდეს დოზირებული შპრიცის შემადგენლობის რესუსპენდირება უშუალოდ გამოყენების წინ. რესუსპენდირებისათვის, შპრიცი ძლიერად დაატრიალეთ ხელის გულებს შორის, სანამ არ წარმოიქმნება ერთგვაროვანი, შემღვრეული სუსპენზია.

აზაციტიდინის სუსპენზია შეიყვანება კანქვეშ. ყოველი ინექციისათვის შეცვალეთ ადგილები (ბარძაყი, მუცელი ან ზედა მხარი). ახალი ინექცია უნდა გაკეთდეს ძველი უბნიდან სულ მცირე ერთი დუიმის დაშორებით და არასოდება ისეთ უბანში, სადაც ადგილი არის მგრძნობიარე, სისხლნაჟღენთებით, შეწითლებული ან გამკვრივებული.

მითითებები ინტრავენური ინექციისათვის

სასურველი დოზის მისაღებად უნდა განზავდეს აზაციტიდის ფლაკონების შესაფერისი რაოდენობა. თითო ფლაკონი უნდა განზავდეს 10 მლ სტერილურ საინექციო წყალში. ენერგიულად შეანჯღრიეთ ან დაატრიალეთ ფლაკონები, სანამ მყარი ნაწილაკები არ დაიშლება. მიღებული ხსნარი შეიცავს 10 მგ/მლ-ს. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე. პარენტერალური პრეპარატი გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად მყარი ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე, თუ ამის საშუალებას იძლევა ხსნარი და კონტეინერი.

ამოიღეთ აზაციტიდინის ხსნარის საჭირო რაოდენობა საჭირო დოზის მისაღებად და შეიყვანეთ 50-100 მლ საინფუზიო პარკში 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ან რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარის შემცველობით.

ინტრავენური ხსნარის არათავსებადობა

აზაციტიდინი არ არის თავსებადი 5%-იან დექსტროზას ხსნარებთან, ჰესპანთან ან ბიკარბონატის შემცველ ხსნარებთან. აღნიშნულ ხსნარებს აქვს აზაციტიდინის დაშლის სიჩქარის გაზრდის უნარი და შესაბამისად დაუშვებელია მათი გამოყენება.

ინტრავენური გამოყენება

აზაციტიდინის ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად. საერთო დოზის შეყვანა ხდება 10 – 40 წუთის განმავლობაში. შეყვანა უნდა შესრულდეს აზაციტიდინის ფლაკონის განზავებიდან 1 საათის განმავლობაში.

  • 3. უკუჩვენებები

ღვიძლის შორსწასული ავთვისებიანი სიმსივნეები

აზაციტიდინი უკუნაჩვენებია ღვიძლის შორსწასული ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4)].

ჰიპერმგრძნობელობა აზაციტიდინის ან მანიტოლის მიმართ

აზაციტიდინი უკუნაჩვენებია აზაციტიდინის ან მანიტოლის მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

  • 4. განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები
  • 4.1. ანემია, ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია

აზაციტიდინი იწვევს ანემიას, ნეიტროპენიას და ტრომბოციტოპენიას. აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის ხშირი მონიტორინგი საპასუხო რეაქციებისა და/ან ტოქსიკურობის გამო, მინიმუმ დოზირების ყოველი ციკლის წინ. პირველი ციკლის დროს რეკომენდებული დოზის შეყვანის შემდეგ, საჭიროა დოზის კორექცია შემდგომი ციკლებისათვის, უკიდურესი შემცირებისა და ჰემატოლოგიური პასუხის საფუძველზე [იხილეთ პუნქტი „დოზირება და გამოყენების წესი“ (4.2.3)].

  • 2.2. ჰეპატოტოქსიკურობა პაციენტებში ღვიძლის მძიმე არსებული უკმარისობით

ვინაიდან აზაციტიდინი პოტენციურად ჰეპატოტოქსიკურია ღვიძლის მძიმე არსებული უკმარისობის მქონე პაციენტებში, აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. პაციენტებში სიმსივნის ინტენსიური დატვირთვით მეტასტაზური დაავადების გამო, აზაციტიდინით მკურნალობის დროს ფიქსირდება ღვიძლის პროგრესული კომა და სიკვდილი, განსაკუთრებით პაციენტებში ალბუმინის საწყისი მაჩვენებლებით < 30 გრ/ლ. აზაციტიდინი უკუნაჩვენებია ღვიძლის შორსწასული ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში [იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“ (4.4.1)]. საჭიროა ღვიძლის ბიოქიმიური მონიტორინგი თერაპიის დაწყებამდე და ყოველი ციკლის დროს.

მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აზაციტიდინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის შესწავლილი, ვინაიდან აღნიშნული პაციენტები კლინიკური კვლევებიდან გამოირიცხნენ.

  • 4.3. თირკმლის ტოქსიკურობა

იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინტრავენური აზაციტიდინით სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაში, არა-მიელოდისპლაზიური სინდრომის მდგომარეობის გამო, აღინიშნა თირკმლის ტოქსიკურობა შრატის კრეატინინის მომატებიდან თირკმლის უკმარისობამდე და სიკვდილამდე. გარდა ამისა, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, განსაზღვრული შრატში ბიკარბონატის დონის შემცირებით < 20 mEq/l-მდე დაკავშირებული ტუტე შარდთან და ჰიპოკალემიასთან (შრატის კალიუმი < 3 mEq/L) განვითარდა CML-ის მქონე 5 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინითა და ეტოპოსიდით. თერაპიის დაწყებამდე და ყოველი ციკლის დროს საჭიროა შრატში კრეატინინისა და ელექტროლიტების კონტროლი. შრატის ბიკარბონატების აუხსნელი შემცირების < 20 mEq/L ან BUN-ის ან შრატის კრეატინინის მატების შემთხვევაში, საჭიროა დოზის შემცირება ან შეჩერება [იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“ (2.4)].

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები შეიძლება თირკმლის ტოქსიკურობის მომატებული რისკის ქვეშ იყვნენ. ასევე, აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმლისმიერი გზით გამოიყოფა. შესაბამისად, საჭიროა ასეთი პაციენტების მკაცრი კონტროლი ტოქსიკურობაზე [იხილელთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“ (4.2.4, 4.2.5)]. მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები კლინიკური კვლევებიდან გამოირიცხნენ.

  • 4.4. სიმსივნის ლიზისის სინდრომი

აზაციტიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ფატალური ან მძიმე სიმსივნის სინდრომის, მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) მქონე პაციენტების ჩათვლით. სიმსივნის ლიზისის სინდრომი შეიძლება განვითარდეს ალოპურინოლის თანმხლები გამოყენების მიუხედავად. უნდა მოხდეს საწყისი რისკების შეფასება და შესაბამისი მონიტორინგი და მკურნალობა.

  • 4.5. ემბრიო-ფეტალური რისკი

მოქმედების მექანიზმის და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დასკვნების საფუძველზე, აზაციტიდინმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, ორსულ ქალებში გამოყენებისას. ორსულ ვირთხებში აზაციტიდინის ერთჯერადი ინტრაპერიტონეალური (IP) დოზის შეყვანამ, რაც დაახლოებით ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის 8%-ს შეადგენდა, გამოიწვია ნაყოფის სიკვდილი და ანომალიები [იხილეთ პუნქტი „გამოყენება სპეციალურ პოპულაციაში“ (4.6.1)].

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში აზაციტიდინით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ორსულობისთვის თავის არიდება [იხილეთ პუნქტი „გამოყენება სპეციალური პოპულაციაში“ (4.6.3)]. აზაციტიდნით მკურნალობის დროს, მამაკაცებისათვის რეკომენდებულია სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

  • 5. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი

აზაციტიდინთან სამკურნალო ურთიერთქმედების შემსწავლელი ოფიციალური კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

ადამიანის ღვიძლის ფრაქციებში აზაციტიდინის ინკუბაციის in vitro კვლევამ უჩვენა, რომ აზაციტიდინი შეიძლება მეტაბოლიზდეს ღვიძლში. არ არის შესწავლილი, მოქმედებს თუ არა მიკროსომული ფერმენტის ინჰიბიტორები ან სტიმულატორები აზაციტიდინის მეტაბოლიზმზე.

In vitro კვლევამ ადამიანის ჰეპატოციტების კულტურებით აჩვენა, რომ აზაციტიდინი 100 მკმ კონცენტრაციებით (IV Cmax = 10.6 µM) არ იწვევს CYP2B6 და CYP2C8-ის ინჰიბირებას.

აზაციტიდინის მიერ ციტოქრომა P450 (CYP) სხვა ფერმენტების ინჰიბირების უნარი უცნობია. In vitro კვლევებმა ადამიანის ჰეპატოციტების კულტურებით აჩვენა, რომ აზაციტიდინი 1.0 μM - 100 μM კონცენტრაციებით არ ასტიმულირებს CYP 1A2, 2C19 ან 3A4/5-ს.

  • 6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
  • 6.1. ორსულობა

რისკების შეჯამება

მოქმედების მექანიზმის და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დასკვნების საფუძველზე, აზაციტიდინმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, ორსულ ქალებში გამოყენებისას [იხილეთ პუნქტი „კლინიკური ფარმაკოლოგია“ (5.1.1)]. ორსულ ქალებში აზაციტიდინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. აზაციტიდინი იყო ტერატოგენული და იწვევდა ემბრიო-ფეტალურ ლეტალობას ცხოველებში ადამიანისთვის რეკომენდებულ დღიურ დოზაზე უფრო ნაკლებ დოზებზე (იხილეთ მონაცემები). საჭიროა ორსული ქალების ინფორმირება ნაყოფისათვის პოტენციური რისკების შესახებ.

მთავარი თანდაყოლილი დეფექტების და მუცლის მოშლის მაჩვენებელი უცნობია აღნიშნული მოსახლეობისათვის. ყველა ორსულობას აქვს თანდაყოლილი დეფექტის, ნაყოფის დაკარგვის ან სხვა არასასურველი შედეგების ფონური რისკი. აშშ-ს საერთო პოპულაციაში, კლინიკურად დადასტურებულ ორსულობებში მთავარი თანდაყოლილი დეფექტების და მუცლის მოშლის სავარაუდო რისკი შესაბამისად შეადგენს 2%–4%-ს და 15%–20%-ს.

მონაცემები

ინფორმაცია ცხოველების შესახებ

ადრეულმა ემბრიოტოქსიკურმა კვლევებმა ვირთაგვებში აჩვენა საშვილოსნოსშიდა ემბრიონალური სიკვდილიანობის 44%-იანი სიხშირე (გაზრდილი რეზორბცია) აზაციტიდინის 6 მგ/მ2 ერთჯერადი IP (ინტრაპერიტონეალური) ინექციის შემდეგ (ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 8% მგ/მ-ზე გადათვლით) მე-10 გესტაციის დღეზე. ვირთაგვებში გამოვლინდა თავის ტვინის განვითარების დეფექტები, აზაციტიდინის მიღებისას გესტაციის მე-15 დღეზე ან მანმდე დაახლოებით 3-12 მგ/მ2 დოზაზე (ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 4%-16% მგ/მ-ზე გადათვლით).

ვირთხებში, აზაციტიდინი გამოხატულად ემბრიოტოქსიკური იყო ინტრაპერიტონეალურად შეყვანისას გესტაციის 4-8 დღეზე (პოსტიმპლანტაცია) 6 მგ/მ2 დოზაზე (ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 8% მგ/მ2-ზე გადათვლით), თუმცა მკურნალობა პრეიმპლანტაციის პერიოდში (გესტაციის 1-3 დღეს) არ ავლენდა უარყოფის ზეგავლენას ემბრიონზე. აზაციტიდინი იწვევდა ნაყოფის მრავლობით ანომალიებს ვირთხებში ერთჯერადი IP დოზის 3-12 მგ/მ2 შეყვანისას (ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 8% მგ/მ2-ზე გადათვლით) გესტაციის მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 დღეს. აღნიშნულ კვლევაში აზაციტიდინი იწვევდა ნაყოფის სიკვდილს 3-12 მგ/მ2 დოზის შეყვანისას გესტაციის მე-9 და მე-10 დღეებში; ცოცხლადშობილი ცხოველების საშუალო რაოდენობა შემცირდა 9%-მდე მაქსიმალურ დოზაზე გესტაციის მე-9 დღისთვის. ნაყოფის ანომალიები მოიცავდა შემდეგს: ცნს-ის ანომალიები (ექსენცეფალია/ენცეფალოცელი), კიდურების ანომალიები (მიკრომელია, ტერფმრუდობა, სინდაქტილია, ოლიგოდაქტილია) და სხვა (მიკროგნატია, გასტროშიზისი, შეშუპება და ნაკნების პათოლოგიები).

  • 6.2. ლაქტაცია

რისკების შეჯამება

არ არსებობს ინფორმაცია დედის რძეში აზაციტიდინის არსებობის, მეძუძურ ჩვილზე აზაციტიდინის ზეგავლენისა ან რძის წარმოქმნაზე აზაციტიდინის ზეგავლენის შესახებ. ვინაიდან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და აზაციტიდინის ტუმოროგენობის უნარის გამო, ნაჩვენები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში [იხილეთ „არაკლინიკური ტოქსიკოლოგია“ (5.3.1)] და მეძუძურ ჩვილებში მძიმე გვერდითი მოვლენების შესაძლო განვითარების გამო, აზაციტიდინით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

  • 6.3. რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები და მამაკაცები

მოქმედების მექანიზმის და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დასკვნების საფუძველზე, აზაციტიდინმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, ორსულ ქალებში გამოყენებისას [იხილეთ პუნქტი „გამოყენება სპეციალურ პოპულაციებში“ (4.6.1)].

ორსულობის ტესტირება

აზაციტიდინის დაწყებამდე საჭიროა რეპროდუქციული უნარის მქონე ქალების ორსულობის სტატუსის შემოწმება.

კონტრაცეფცია

ქალები

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებისთვის, აზაციტიდინით მკურნალობის დროს დაუშვებელია ორსულობა.

მამაკაცები

მამაკაცებმა, რეპროდუქციული უნარის მქონე სქესობრივი პარტნიორი ქალით, აზაციტიდინით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი.

უნაყოფობა

ცხოველებში მიღებული მონაცემების საფუძველზე, აზაციტიდინმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მამაკაცების ან ქალების ფერტილობაზე [იხილეთ პუნქტი „არაკლინიკური ტოქსიკოლოგია“ (5.3.1)].

  • 6.4. პედიატრიული ასაკის პაციენტებში გამოყენება

უსაფრთხოება და ეფექტიანობა პედიატრიული ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის.

  • 6.5. გერიატრიული ასაკის პაციენტებში გამოყენება

პაციენტების საერთო რაოდენობიდან, პირველ, მე-2 და მე-3 კვლევებში, 62% იყო ≥ 65 წლის ასაკის, ხოლო 21% იყო ≥ 75 წლის ასაკის. აღნიშნულ პაციენტებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის პრეპარატის ეფექტიანობის მხრიც საერთო განსხვავება არ აღინიშნა. გარდა ამისა, არ აღინიშნა გამოხატული განსხვავება გვერდითი მოვლენების სიხშირის მიხედვით ≥ 65 წლის ასაკის პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.

მე-4 კვლევაში აზაციტიდინის ჯგუფში რანდომიზებული 179 პაციენტიდან, 68% იყო ≥ 65 წლის ასაკის, ხოლო 21% იყო ≥ 75 წლის ასაკის. სიცოცხლისუნარიანობის მონაცემები ≥ 65 წლის ასაკის პაციენტებისათვის სიცოცხლისუნარიანობის საერთო შედეგების შესაბამისი იყო. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ერთნაირი სიხშირით განვითარდა < 65 წლის და ≥ 65 წლის ასაკის პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებს უფრო მოსალოდნელია ჰქონდეთ თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია. აღნიშნულ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი [იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ (4.2.5) და „განსაკუთრებული მითითებანი და სიფრთხილის ზომები“ (4.4)].

  • 7. ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე

აზაციტიდინს გააჩნია მცირე ან ზომიერი ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. აზაციტიდინის გამოყენებისას აღინიშნა სისუსტე. შესაბამისად, ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დროს რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა.

  • 8. გვერდითი მოვლენები

შემდეგი გვერდითი მოვლენები აღწერილია სხვა პუნტქებში:

ანემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4.1)]

ჰეპატოტოქსიკურობა პაციენტებში უკვე არსებული ღვიძლის მძიმე უკმარისობით [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4.2)]

თირკმლის ტოქსიკურობა [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4.3)]

სიმსივნის ლიზისის სინდრომი [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4.4)]

ემბრიო-ფეტალური რისკი [იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ (4.4.5)]

ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები (კანქვეშ ან ვენაში შეყვანის გზით): გულისრევა, ანემია, თრომბოციტოპენია, პირღებინება, პირექსია, ლეიკოპენია, ფაღარათი, ინექციის უბნის ერითემა, შეკრულობა, ნეიტროპენია, ექკიმოზი. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ინტრავენური გზით შეყვანისას ასევე მოიცავს პეტექიებს, შეციებას, სისუსტესა და ჰიპოკალიემიას.

კლინიკური ჩარევების დროს ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები (>2%) (კანქვეშ ან ინტრავენური გზით):

შეწყვეტა: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია.

დოზის შეჩერება: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პირექსია, პნევმონია, ფებრილური ნეიტროპენია.

დოზის შემცირება: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

  • 8.1. გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევების დროს

ვინაიდან კლინიკური კვლევები ტარდება ფართოდ განსხვავებულ პირობებში, პრეპარატის კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენების სიხშირის პირდაპირ შედარება შეუძლებელია სხვა პრეპარატის კლინიკური კვლევების სიხშირესთან და შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკაში გამოვლენილ სიხშირეს.

ქვემოთ აღწერილი მონაცემები ასახავს ექსპოზიციას აზაციტიდინის მიმართ მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) მქონე 443 პაციენტში 4 კლინიკური კვლევიდან. პირველი კვლევა იყო დამხმარე კონტროლირებადი კვლევა (კანქვეშ ინექცია), მე-2 და მე-3 კვლევები იყო ერთ ჯგუფიანი კვლევები (ერთი კანქვეშ და ერთი ინტრავენურად), მე-4 კვლევა საერთაშორისო რანდომიზებული კვლევა (კანქვეშ) [იხილეთ პუნქტი „კლინიკური კვლევები“ (14)]. პირველ, მე-2 და მე-3 კვლეაში, სულ 268 პაციენტი იყო აზაციტიდინის ზემოქმედების ქვეშ, მათ შორის 116 პაციენტი ≥ 6 ციკლით (დაახლოებით 6 თვე) და 60 პაციენტი >12 ციკლით (დაახლოებით ერთი წელი). აზაციტიდინი შესწავლილია შემანარჩუნებელი თერაპიის ძირითადად კონტროლირებულ და არაკონტროლირებულ კვლევებში (n=150 და n=118, შესაბამისად). პოპულაცია კანქვეშ კვლევებში (n=220) იყო 23-დან 92 წლამდე ასაკის ფარგლებში (საშუალო 66.4 წელი), 68% მამაკაცი და 94% თეთრკანიანი, და ჰქონდათ მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS) ან მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML). პოპულაცია ინტრავენურ კვლევაში (n=48) იყო 35-81 წლის ასაკის (საშუალო 63,1 წელი), 65% მამაკაცი და 100% თეთრკანიანი. პაციენტების უმრავლესობამ მიიღო საშუალო დღიური დოზა 50-100 მგ/მ2.

მე-4 კვლევაში, სულ 175 პაციენტი მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) მაღალი რისკით (ძირითადად RAEB და RAEB-T ქვეტიპები) დაექვემდებარა აზაციტიდინით ზემოქმედებას. აღნიშნული პაციენტებიდან 119-მა გაიარა 6 ან მეტი ციკლი, ხოლო 63-მა - სულ მცირე 12 ციკლი. აღნიშნული პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 68.1 წელი (42-დან 83 წლამდე), 74% იყო მამაკაცი, და 99% იყო თეთრკანიანი. პაციენტების უმრავლესობამ მიიღო აზაციტიდინის დოზები 75 მგ/მ2.

ცხრილში 1 წარმოდგენილია ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა აზაციტიდინით (კანქვეშ) ნამკურნალევი პაციენტების სულ მცირე 5%-ში პირველ და მე-2 კვლევებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექსპოზიციის ხანგრძლივობა უფრო ხანგრძლივი იყო აზაციტიდინით ნამკურნალებ ჯგუფში, ვიდრე დაკვირვების ჯგუფში: პაციენტებმა აზაციტიდინი მიიღეს საშუალოდ 11.4 თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც საშუალო დრო დაკვირვების ჯგუფში იყო 6.1 თვე.

ცხრილი 1: ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები (≥5.0% ყველა პაციენტში, კანქვეშ აზაციტიდინით მკურნალობისას; კვლევები 1 და 2)

პაციენტების რაოდენობა (%)

სისტემათა ორგანოების კლასებია ძირითადი ტერმინები

ყველა აზაციტიდინიბ

(N=220)

დაკვირვებაგ (N=92)

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია

153(70)

59(64)

გამწვავებული ანემია

12(6)

5(5)

ფებრილური ნეიტროპენია

36(16)

4(4)

ლეიკოპენია

106(48)

27(29)

ნეიტროპენია

71(32)

10(11)

თრომბოციტოპენია

144(66)

42(46)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

მუცლის მგრძნობელობა

26(12)

1(1)

შეკრულობა

74(34)

6(7)

ფაღარათი

80(36)

13(14)

სისხლდენა ღრძილებიდან

21(10)

4(4)

თხიერი განავალი

12(6)

0

სისხლჩაქცევა პირის ღრუში

11(5)

1(1)

გულისრევა

155(71)

16(17)

სტომატიტი

17(8)

0

პირღებინება

119(54)

5(5)

ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე

ტკივილი გულ-მკერდის არეში

36(160)

5(5)

ინექციის ადგილის სისხლჩაქცევები

31(14)

0

ინექციის ადგილის ერითემა

77(35)

0

ინექციის ადგილის გრანულომა

11(5)

0

ინექციის ადგილის ტკივილი

50(23)

0

ინექციის ადგილის პიგმენტაციის ცვლილებები

11(5)

0

ინექციის ადგილზე ქავილი

15(7)

0

ინექციის ადგილის რეაქციები

30(14)

0

ინექციის ადგილის შეშუპება

11(5)

0

ლეთარგია

17(8)

2(2)

სისუსტე

24(11)

1(1)

ჰიპერთერმია

114(52)

28(30)

ინფექციები და ინვაზიები

ნაზოფარინგიტი

32(15)

3(3)

პნევმონია

24(11)

5(5)

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

28(13)

4(4)

ტრავმები, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

პოსტ-პროცედურული სისხლდენა

13(6)

1(1)

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

ანორექსია

45(21)

6(7)

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია

49(22)

3(3)

გულ-მკერდის კედლის ტკივილი

11(5)

0

მიალგია

35(16)

2(2)

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა

41(19)

5(5)

თავის ტკივილი

48(22)

10(11)

ფსიქიატრიული დარღვევები

შფოთვა

29(13)

3(3)

უძილობა

24(11)

4(4)

სასუნთქი გზების, გულ-მკერდისა და შუასაყრის დარღვევები

სუნთქვის გაძნელება

64(29)

11(12)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

მშრალი კანი

11(5)

1(1)

ექკიმოზი

67(31)

14(15)

ერითემა

37(17)

4(4)

გამონაყარი

31(14)

9(10)

კანზე კვანძები

11(5)

1(1)

ჭინჭრის ციება

13(6)

1(1)

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

ჰემატომა

19(9)

0

ჰიპოტენზია

15(7)

2(2)

პეტექია

52(24)

8(9)

ა ერთი და იგივე ძირითადი ტერმინის ამსახველი მრავალი ტერმინი თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტისათვის მხოლოდ ერთხელ ითვლება.

ბ მოიცავს გვერდით მოვლენებს ყველა პაციენტისაგან, რომლებიც იმყოფებოდნენ აზაციტიდინის ზემოქმედების ქვეშ, დაკვირვებიდან გადასვლის შემდეგ პაციენტების ჩათვლით.

გ მოიცავს გვერდით მოვლენებს მხოლოდ დაკვირვების პერიოდიდან; გამორიცხავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას აზაციტიდინზე გადასვლის შემდეგ.

მე-2 ცხრილში წარმოდგენილია ის გვერდითი მოვლენები, რომელიც აღინიშნა მე-4 კვლევაში აზაციტიდინით ნამკურნალები პაციენტების სულ მცირე 5%-ში.

ზემოთ აღწერილი პირველი და მე-2 კვლევის მსგავსად, აზაციტიდინით მკურნალობის ხანგრძლივობა უფრო ხანგრძლივი იყო (საშუალოდ 12.2 თვე) საუკეთესო დამხმარე თერაპიასთან შედარებით (საშუალოდ 7.5 თვე).

ცხრილი 2: ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები (≥5.0% აზაციტიდინით ნამკურნალებ პაციენტებში და პროცენტულობა NCI CTC ¾ ხარისხის რეაქციებით; კვლევა 4)

პაციენტების რაოდენობა (%)

ნებისმიერი ხარისხი

ხარისხი 3/4

სისტემათა ორგანოების კლასი

ძირითადი ტერმინებია

აზაციტიდინი

(N=102)

მხოლოდ საუკეთესო შემანარჩუნებელი თერაპია

(N=102)

აზაციტიდინი

(N=175)

მხოლოდ საუკეთესო შემანარჩუნებელი თერაპია

(N=102)

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია

90(51)

45(44)

24(14)

9(9)

ფებრილური ნეიტროპენია

24(14)

10(10)

22(13)

7(7)

ლეიკოპენია

32(18)

2(2)

26(15)

1(1)

ნეიტროპენია

115(66)

29(28)

107(61)

22(22)

თრომბოციტოპენია

122(70)

35(34)

102(58)

29(28)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

მუცლის ტკივილი

22(13)

7(7)

7(4)

0

შეკრულობა

88(50)

8(8)

2(1)

0

დისპეფსია

10(6)

2(2)

0

0

გულისრევა

84(48)

12(12)

3(2)

0

პირღებინება

47(27)

7(7)

0

0

ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე

დაღლილობა

42(24)

12(12)

6(3)

2(2)

სისხლჩქცევები ინექციის ადგილზე

9(5)

0

0

0

ერითემა ინექციის ადგილზე

75(43)

0

0

0

ჰემატომა ინექციის ადგილზე

11(6)

0

0

0

გამკვრივება ინექციის ადგილზე

9(5)

0

0

0

ტკივილი ინექციის ადგილზე

33(19)

0

0

0

გამონაყარი ინექციის ადგილზე

10(6)

0

0

0

ინექციის ადგილის რეაქცია

51(29)

0

1(1)

0

ჰიპერთერმია

53(30)

18(18)

8(5)

1(1)

ინფექციები და ინვაზიები

რინიტი

10(6)

1(1)

0

0

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

16(9)

4(4)

3(2)

0

საშარდე გზების ინფექცია

15(9)

3(3)

3(2)

0

გამოკვლევები

წონაში კლება

14(8)

0

1(1)

0

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ჰიპოკალიემია

11(6)

3(3)

3(2)

3(3)

ნერვული სისტემის დარღვევები

ლეთარგია

13(7)

2(2)

0

1(1)

ფსიქიატრიული დარღვევები

შფოთვა

9(5)

1(1)

0

0

უძილობა

15(9)

3(3)

0

0

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

ჰემატურია

11(6)

2(2)

4(2)

1(1)

სასუნთქი გზების, გულ-მკერდისა და შუასაყრის დარღვევები

სუნთქვის გაძნელება

26(15)

5(5)

6(3)

2(2)

სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას

9(5)

1(1)

0

0

ფარინგოლარინგეალური ტკივილი

11(6)

3(3)

0

0

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ერითემა

13(7)

3(3)

0

0

პეტექიები

20(11)

4(4)

2(1)

0

ქავილი

21(12)

2(2)

0

0

გამონაყარი

18(10)

1(1)

0

0

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ჰიპერტენზია

15(9)

4(4)

2(1)

2(2)

ა ერთი და იგივე ძირითადი ტერმინის ამსახველი მრავალი ტერმინი თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტისათვის მხოლოდ ერთხელ ითვლება.

პირველ, მე-2 და მე-4 კვლევებში აზაციტიდინის კანქვეშ შეყვანისას, ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე, როგორიცაა ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, შეკრულობა და ინექციის ადგილის ერითემა/რეაქციები იზრდება აზაციტიდინის დოზის მატებასთან ერთად. გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო გამოხატული იყო კანქვეშ მკურნალობის პირველი და მე-2 ციკლის დროს სხვა მომდევნო ციკლებთან შედარებითი, იყო თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ანემია, გულისრევა, პირღებინება, ინექციის ადგილის ერითემა / ტკივილი / სისხლჩაქცევა / რეაქცია, შეკრულობა, პეტექცია, თავბრუსხვევა, შფოთვა, ჰიპოკალიემია და უძილობა. არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გვერდითი მოვლენა, რომლის სიხშირე გაიზარდა მკურნალობის დროს.

ზოგადად, გვერდითი მოვლენები თვისობრივად მსგავსი იყო ინტრავენურ და კანქვეშა კვლევებს შორის. გვერდითი მოვლენები, რომლებიც, როგორც ჩანს, სპეციალურად იყო დაკავშირებული ინტრავენური შეყვანის გზებთან, მოიცავდა ინფუზიის ადგილის რეაქციებს (მაგალითად, ერითემა ან ტკივილი) და კათეტერის რეაქციებს (მაგალითად, ინფექცია, ერითემა ან სისხლჩაქცევა).

კანქვეშ ან ინტრავენური აზაციტიდინის კლინიკურ კვლევებში, დაფიქსირდა შემდეგი მძიმე გვერდითი მოვლენები <5% სიხშირით (არ არის აღწერილები პირველ ან მე-2 ცხრილებში):

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის უკმარისობა, პანციტოპენია, სპლენომეგალია.

გულის მხრივ დარღვევები: წინაგულების ფიბრილაცია, გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კარდიო-რესპირატორული გაჩერება, შეგუბებითი კარდიომიოპათია.

თვალის მხრივ დარღვევები: სისხლჩაქცევები თვალში.

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: დივერტიკულიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლჩაქცევები, სისხლიანი განავალი, პერირექტალური აბსცესი.

ზოგადი დარღვევები და მოვლენების შეყვანის ადგილზე: კათეტერის ადგილის სისხლჩაქცევები, ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება, სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი.

ჰეპატობილიარული დარღვევები: ქოლეცისტიტი.

იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსიური შოკი, ჰიპერმგრძნობელობა.

ინფექციები და ინვაზიები: კიდურების აბსცესი, ბაქტერიული ინფექცია, ცელულიტი, ბლასტომიკოზი, ინექციის ადგილის ინფექცია, Klebsiella სეფსისი, ნეიტროპენიური სეფსისი, სტრეპტოკოკური ფარინგიტი, Klebsiella პნევმონია, სეფსისი, სეპტიკური შოკი, სტაფილოკოკური ბაქტერემია, სტაფილოკოკური ინფექცია, ტოქსოპლაზმოზი.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: დეჰიდრატაცია.

ჩონჩხკუნთვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: ძვლების ტკივილი გამწვავებული, კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი.

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი სიმსივნეები: ლეიკემია.

ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტვინში სისხლჩაქცევა, კრუნჩხვები, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: წელის ტკივილი, თირკმლის უკმარისობა.

სასუნთქი გზების, გულ-მკერდისა და შუასაყრის დარღვევები: ჰემოფტიზი, ფილტვების ინფილტრაცია, პნევმონიტი, რესპირატორული დისტრესი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: განგრენული პიოდერმია, გამონაყარი ქავილით, კანის გამკვრივება.

ქირურგიული და სამედიცინო პროცედურები: ქოლეცისტექტომია.

სისხლ-ძარღვევის მხრივ დარღვევები: ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.

  • 9. ჭარბი დოზირება

კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირებულია ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევა. პაციენტს აღენიშნებოდა ფაღარათი, გულისრევა და პირღებინება ერთჯერადი ინტრავენური დოზის დაახლოებით 290 მგ/მ2 შეყვანისას, რომელიც თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა რეკომენდებულ საწყის დოზას. მოვლენები ალაგდა შედეგების გარეშე, და მომდევნო დღეს განახლდა სწორი დოზა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი სისხლის ანალიზით და საჭიროების შემთხვევაში შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება. აზაციტიდინის ჭარბი დოზირებისათვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტინეოპლაზიური საშუალება, პირიმიდინის ანალოგები; ათქ კოდი: L01BC07

  • 1.1. მოქმედების მექანიზმი

აზაციტიდინი არის ციტიდინის პირიმიდინული ნუკლეოზიდის ანალოგი. ითვლება, რომ აზაციტიდინი თავის ანტინეოპლაზიური ეფექტს ავლენს დნმ-ის ჰიპომეთილირებითა და პირდაპირი ციტოტოქსიკური მოქმედებით ძვლის ტვინში ჰემატოპოეზის პათოლოგიურ უჯრედებზე. აზაციტიდინის კონცენტრაცია, რომელიც საჭიროა in vitro დნმ-ის მეთილირების მაქსიმალური ინჰიბირებისთვის, არ იწვევს დნმ-ის სინთეზის გამოხატულ დათრგუნვას. ჰიპომეთილირებამ შეიძლება დაუბრუნოს ნორმალური ფუნქცია გენებს, რომლებიც აუცილებელია დიფერენცირებისა და პროლიფერაციისთვის. აზაციტიდინის ციტოტოქსიკური ეფექტები იწვევს სწრაფად გაყოფადი უჯრედების სიკვდილს, კიბოს უჯრედების ჩათვლით, რომლებიც უკვე არ პასუხობენ ნორმალური ზრდის კონტროლის მექანიზმებს. არაპროლიფერაციული უჯრედები შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა აზაციტიდინის მიმართ.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აზაციტიდინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილ იქნა მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) მქონე 6 პაციენტში ერთჯერადი 75 მგ/მ2 კანქვეშ და ერთჯერადი 75 მგ/მ2 ინტრავენური დოზირების შემდეგ.

შეწოვა

აზაციტიდინი სწრაფად შეიწოვება კანქვეშ შეყვანის შემდეგ; აზაციტიდინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 750 ± 403 ნგ/მლ გამოვლინდა 0,5 საათში.

განაწილება

კანქვეშ აზაციტიდინის ბიოშეღწევადობა ინტრავენურ აზაციტიდინთან მიმართებაში დაახლოებით არის 89%, მრუდის ქვეშ ფართობის მიხედვით. ინტრავენური დოზირების შემდეგ განაწილების საშუალო მოცულობა არის 76 ± 26 ლ. საშუალო გამოხატული კანქვეშა კლირენსი არის 167 ± 49 ლ/სთ და საშუალო ნახევრადგამოყოფის პერიოდი კანქვეშ შეყვანის შემდეგ არის 41 ± 8 წუთი. აზაციტიდინის კანქვეშ შეყვანის AUC და Cmax კიბოს მქონე 21 პაციენტში დაახლოებით დოზა-პროპორციული იყო 25-100 მგ/მ2 დოზის დიაპაზონში. მრავალჯერადი დოზირება რეკომენდებულ დოზაზე არ იწვევდა პრეპარატის აკუმულირებას.

გამოყოფა

გამოქვეყნებული კვლევები უჩვენებს, რომ შარდში ექსკრეცია არის აზაციტიდინისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითადი გზა. რადიოაქტიური აზაციტიდინის ინტრავენური შეყვანის შემდეგ კიბოს მქონე 5 პაციენტში, შარდში კუმულაციური ექსკრეცია იყო რადიოაქტიური დოზის 85%. განავალში გამოყოფა იყო შეყვანილი რადიოაქტივობის <1% 3 დღის განმავლობაში. რადიოაქტივობის საშუალო ექსკრეცია 14C-აზაციტიდინის კანქვეშ შეყვანის შემდეგ იყო 50%. საერთო რადიოაქტივობის (აზაციტიდინი და მისი მეტაბოლიტები) ნახევრადგამოყოფის საშუალო პერიოდი ინტრავენური და კანქვეშ შეყვანის შემდეგ იყო მსგავსი, დაახლოებით 4 საათი.

სპეციალური მოსახლეობა

კიბოს მქონე პაციენტებში აზაციტიდინის ფარმაკოკინეტიკა 6 პაციენტში თირკმლის ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი > 80 მლ/წთ) და 6 პაციენტში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) შეადარეს ყოველდღიური კანქვეშა დოზირების შემდეგ (პირველი დღიდან 5 დღის ჩათვლით) 75 მგ/მ2/დღეში. თირკმლის მძიმე უკმარისობამ გაზარდა აზაციტიდინის ზემოქმედება დაახლოებით 70%-ით ერთჯერადად და 41%-ით - მრავალჯერადად კანქვეშ შეყვანის შემდეგ. აღნიშნული ზემოქმედების ზრდა არ კორელირებდა გვერდითი მოვლენების ზრდასთან. ექსპოზიცია მსგავსი იყო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების ექსპოზიციისა 100 მგ/მ2 დოზირებისას. შესაბამისად, პირველი ციკლის დოზის მოდიფიკაცია რეკომენდებული არ არის. ღვიძლის დარღვევის, სქესის, ასაკისა თუ რასის გავლენა აზაციტიდინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის.

  • 3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
  • 3.1. კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დარღვევა

აზაციტიდინის პოტენციური კანცეროგენობა შეისწავლეს ვირთხებსა და ვირთაგვებში. აზაციტიდინი იწვევდა ჰემატოპოეზური სისტემის სიმსივნეებს მდედრ ვირთაგვებში 2.2 მგ/კგ-ზე (6,6 მგ/მ2, ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 8% მგ/მ-ს საფუძველზე) შეყვანილი ინტრაპერიტონეალურად კვირაში სამჯერ, 52 კვირის განმავლობაში. ლიმფორეტიკულარული სისტემის, ფილტვების, სარძევე ჯირკვლებისა და კანის სიმსივნეების სიხშირის ზრდა აღინიშნა იმ ვირთაგვებში, რომლებსაც ინტრაპერიტონეალურად მკურნალობდნენ აზაციტიდინის 2.0 მგ/კგ დოზით (6.0 მგ/მ2, ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 8% მგ/მ2-ს საფუძველზე) კვირაში ერთხელ, 50 კვირის განმავლობაში. სიმსივნეების გამოწვევს უნარის კვლევამ ვირთხებში კვირაში ორჯერ 15-60 მგ/მ2 დოზირებით (ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 20-80% მგ/მ2-ს საფუძველზე) აჩვენა სათესლეების სიმსივნეების მომატებული სიხშირე საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით.

აზაციტიდინის მუტაგენური და კლასტოგენური პოტენციალი შეაფასეს in vitro ბაქტერიულ სისტემებში: Salmonella typhimurium შტამები TA100 და trpE8-ს რამდენიმე შტამი, Escherichia coli შტამები WP14 Pro, WP3103P, WP3104P და CC103; თაგვის ლიმფომა უჯრედების და ადამიანის ლიმფობლასტური უჯრედების გენის მუტაციის პირდაპირი in vitro ანალიზით და in vitro მიკრობირთვის ანალიზში ვირთაგვების L5178Y ლიმფომა უჯრედებსა და სირიული ზაზუნას ემბრიონის უჯრედში. აზაციტიდინი მუტაგენური იყო ბაქტერიულ და ძუძუმწოვარა უჯრედების სისტემებში. აზაციტიდინის კლასტოგენური ეფექტი ნაჩვენები იყო ვირთაგვის L5178Y უჯრედებში მიკრობირთვაკების და სირიული ზაზუნას ემბრიონის უჯრედების სტიმულაციით.

აზაციტიდინის გამოყენებამ მამრ ვირთაგვებში 9.9 მგ/მ2 დოზით (ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 9% მგ/მ2-ს საფუძველზე) დღიურად, 3 დღის განმავლობაში, არანამკურნალევ მდედრ ვირთაგვებთან შეჯვარებამდე, გამოიწვია დაქვეითებული ფერტილობა და ნაშიერების დანაკარგი მომდევნო ემბრიონული და პოსტნატალური განვითარების დროს. მამრი ვირთხების მკურნალობა კვირაში 3-ჯერ 11-16 კვირის განმავლობაში 15-30 მგ/მ2 დოზებით (ადამიანის რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 20-40% მგ/მ-ს საფუძველზე) იწვევდა სათესლე ჯირკვლებისა და ეპიდიდიმისის წონის შემცირებას, აგრეთვე სპერმის რაოდენობის შემცირებას, რასაც თან ახლდა ორსულობის მაჩვენებლების შემცირება და ემბრიონების დაკარგვა ზრდა შეწყვილებულ მდედრებში. მსგავს კვლევაში, მამრი ვირთხები 16 კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ 24 მგ/მ2 დოზით, რამაც გამოიწვია ემბრიონების არანორმალური ზრდა შეწყვილებულ მდედრებში, გესტაციის მეორე დღეს შემოწმებისას.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1. არათავსებადობა

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის შერევა არ შეიძლება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, გარდა 6.5 პუნქტში ჩამოთვლილი პრეპარატებისა.

  • 2. ვარგისობის ვადა

გაუხსნელი ფხვნილის ფლაკონი:

2 წელი

განზავების შემდეგ:

კანქვეშ გამოყენება

სუსპენზიის სტაბილობა: აზაციტიდინი განზავებული საინექციო წყალში, რომელიც არ ინახებოდა მაცივარში, კანქვეშა ინექციისათვის შეიძლება ინახებოდეს 1 საათამდე 25°C (77°F)-ზე ან 8 საათამდე 2°C - 8°C (36°F - 46°F) ტემპერატურაზე; მაცივარში შენახული საინექციო წყალში განზავებისას (2°C - 8°C, 36°F - 46°F), მისი შენახვა შეიძლება 22 საათის განმავლობაში 2°C - 8°C (36°F - 46°F) ტემპერატურის პირობებში.

ინტრავენური ინექცია

ხსნარის სტაბილობა: ინტრავენური გამოყენებისთვის განზავებული აზაციტიდინის შენახვა შეიძლება 25°C (77°F) ტემპერატურაზე, თუმცა პრეპარატის შეყვანა უნდა შესრულდეს განზავებიდან 1 საათის განმავლობაში.

  • 3. შენახვის განსაკუთრებული პირობები

გაუხსნელი ფლაკონები

ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

განზავებული სამკურნალო პრეპარატი:

განზავებული სამკურნალო პრეპარატის შენახვის პირობები იხილეთ პუნქტში 6.2.

  • 4. კონტეინერის აღწერილობა და შემცველობა

USP ტიპი-1 გამჭვირვალე ჩამოსხმული შუშის ფლაკონი.

  • 5. მოხმარებასა და უტილიზაციასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

უსაფრთხო მოხმარების შესახებ რეკომენდაციაბი

აზაციტიდინი არის ციტოტოქსიკური სამკურნალო პრეპარატი, და სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებების მსგავსად, მასთან მუშაობისას და აზაციტიდინის სუსპენზიების მომზადებისას აუცილებელია სათანადო სიფრთხილის დაცვა. სისრულეში უნდა იქნას მოყვანილი სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების სათანადო მოხმარებისა და უტილიზაციის პროცედურები.

განზავებული აზაციტიდინის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, სასწრაფოდ და კარგად დაიბანეთ საპონით და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, კარგად ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი მასალა ექვემდებარება უტილიზაციას ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

MSN LABORATORIES PRIVATE LIMITED

ინდოეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა