აზაციტიდინი რომფარმი
Azacitidine Rompharm
აზაციტიდინი რომფარმი ნაჩვენებია მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებშიც შეუძლებელია ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (HSCT), და აქვთ: შუალედური-2 და მაღალი რისკის მიელოდისპლაზიური სინდრომები (MDS) საერთაშორისო პროგნოზული შეფასების სისტემის (IPSS) მიხედვით, ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია (CMML) …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აზაციტიდინი (azacitidine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ლიოფილიზებული ფხვნილი კანქვეშ შესაყვანი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Drumul Garii, nr. 32)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
- ATC კოდი
- L01BC07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043324
- რეგისტრირებულია
- 29 მაისი 2025, მოქმედებს 29 მაისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აზაციტიდინი რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აზაციტიდინი რომფარმი ნაჩვენებია მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებშიც შეუძლებელია ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (HSCT), და აქვთ:
შუალედური-2 და მაღალი რისკის მიელოდისპლაზიური სინდრომები (MDS) საერთაშორისო პროგნოზული შეფასების სისტემის (IPSS) მიხედვით,
ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია (CMML) ძვლის ტვინის ბლასტებით 10-29% მიელოპროლიფერაციული დარღვევის გარეშე,
მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) 20-30% ბლასტებით და მულტიხაზოვანი დისპლაზიით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციის მიხედვით,
AML > 30% ძვლის ტვინის ბლასტებით WHO კლასიფიკაციის მიხედვით.
მიღების წესი და დოზირება
აზაციტიდინი რომფარმით მკურნალობა უნდა დაიწყოს და კონტროლდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების გამოცდილება. პაციენტებს წინასწარ უნდა ჩაუტარდეთ პრემედიკაცია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად.
დოზირება
რეკომენდებული საწყისი დოზა პირველი მკურნალობის ციკლისას, ყველა პაციენტისთვის, საწყისი ჰემატოლოგიური ლაბორატორიული მაჩვენებლების მიუხედავად, შეადგენს 75 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, შეყვანილი კანქვეშ, ყოველდღიურად 7 დღის განმავლობაში, შემდგომი დასვენების პერიოდით 21 დღე (28-დღიანი მკურნალობის ციკლი).
რეკომენდებულია პაციენტების მკურნალობა მინიმუმ 6 ციკლის განმავლობაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტი განაგრძობს სარგებლის მიღებას ან დაავადების პროგრესირებამდე.
პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ ჰემატოლოგიური პასუხის/ტოქსიკურობის და თირკმლების ტოქსიკურობის გამო (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“); შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგი ციკლის დაწყების დაგვიანება ან დოზის შემცირება, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.
აზაციტიდინი რომფარმი არ უნდა იქნეს გამოყენებული პერორალურად მისაღებ აზაციტიდინთან ურთიერთშენაცვლებით. ექსპოზიციაში განსხვავებების გამო, პერორალური აზაციტიდინის დოზის და სქემის რეკომენდაციები განსხვავდება საინექციო აზაციტიდინის რეკომენდაციებისგან. ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის რეკომენდირებულია შეამოწმონ სამკურნალო პროდუქტის დასახელება, დოზა და შეყვანის გზა.
ლაბორატორიული ტესტები
თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი ციკლის წინ უნდა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციური ტესტები, შრატისმიერი კრეატინინი და შრატისმიერი ბიკარბონატი. სისხლის სრული ანალიზი უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე და საჭიროებისამებრ პასუხისა და ტოქსიკურობის მონიტორინგისთვის, მაგრამ მინიმუმ, მკურნალობის ყოველი ციკლის წინ.
დოზის კორექცია ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გამო
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა განისაზღვრება უჯრედების ყველაზე დაბალი მიღწეული რაოდენობით (მინიმალური დონე) მოცემულ ციკლში, თუ თრომბოციტების რაოდენობა არის ≤ 50.0 x 109/ლ და/ან ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) ≤ 1 x 109/ლ.
აღდგენა განისაზღვრება უჯრედული ხაზ(ებ)ის ზრდით, რომლებშიც ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა დაფიქსირდა მინიმალური დონის და საწყის რაოდენობას პლუს მინიმალური დონის რაოდენობის აბსოლუტური სხვაობის სულ მცირე ნახევარზე (ანუ სისხლის უჯრედების რაოდენობა აღდგენისას ≥ მინიმალური დონის რაოდენობა + (0.5 x [|საწყისი რაოდენობა – მინიმალური დონის რაოდენობა|]).
პაციენტები სისხლის შემცირებული საწყისი მაჩვენებლების გარეშე (მაგ., სისხლის თეთრი უჯრედები (WBC) ≥ 3.0 × 109/ლ და ANC ≥ 1.5 × 109/ლ და თრომბოციტები ≥ 75.0 × 109/ლ) პირველ მკურნალობამდე
თუ ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა ვლინდება აზაციტიდინი რომფარმით მკურნალობის შემდეგ, თერაპიის შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს თრომბოციტების რაოდენობისა და ANC-ის აღდგენამდე. თუ აღდგენა მიიღწევა 14 დღის განმავლობაში, დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, თუ აღდგენა ვერ მიიღწევა 14 დღის განმავლობაში, დოზა უნდა შემცირდეს შემდეგი ცხრილის მიხედვით. დოზის ცვლილებების შემდეგ, ციკლის ხანგრძლივობა უნდა დაბრუნდეს 28 დღემდე.
ციკლის მინიმალური დონის რაოდენობა
დოზა მომდევნო ციკლში, თუ აღდგენა* არ მიიღწევა 14 დღის განმავლობაში (%)
ANC (× 109/ლ)
თრომბოციტები (× 109/ლ)
≤ 1.0
≤ 50.0
50%
> 1.0
> 50.0
100%
- აღდგენა = რაოდენობა ≥ მინიმალური დონის რაოდენობა + (0.5 × [საწყისი რაოდენობა – მინიმალური დონის რაოდენობა])
პაციენტები სისხლის შემცირებული საწყისი მაჩვენებლებით (მაგ., WBC < 3.0 × 109/ლ ან ANC < 1.5 × 109/ლ ან თრომბოციტები < 75.0 × 109/ლ) პირველ მკურნალობამდე
აზაციტიდინ რომფარმით მკურნალობის შემდეგ, თუ WBC ან ANC ან თრომბოციტების შემცირება მკურნალობის დაწყებამდე მაჩვენებლებთან შედარებით არის ≤ 50%, ან 50%-ზე მეტი, მაგრამ ნებისმიერი უჯრედული ხაზის დიფერენციაციის გაუმჯობესებით, შემდეგი ციკლი არ უნდა გადაიდოს და დოზის კორექცია არ უნდა მოხდეს.
თუ WBC ან ANC ან თრომბოციტების შემცირება 50%-ზე მეტია ვიდრე დონე მკურნალობამდე, უჯრედული ხაზის დიფერენციაციის გაუმჯობესების გარეშე, აზაციტიდინ რომფარმით თერაპიის შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს თრომბოციტების რაოდენობისა და ANC-ის აღდგენამდე. თუ აღდგენა მიიღწევა 14 დღის განმავლობაში, დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, თუ აღდგენა არ იქნა მიღწეული 14 დღის განმავლობაში, უნდა განისაზღვროს ძვლის ტვინის უჯრედულობა. თუ ძვლის ტვინის უჯრედულობა > 50%, დოზის კორექცია არ უნდა მოხდეს. თუ ძვლის ტვინის უჯრედულობა არის ≤ 50%, მკურნალობა უნდა გადაიდოს და დოზა შემცირდეს შემდეგი ცხრილის მიხედვით:
ძვლის ტვინის უჯრედულობა
დოზა მომდევნო ციკლში, თუ აღდგენა არ არის მიღწეული 14 დღის განმავლობაში (%)
აღდგენა* ≤ 21 დღე
აღდგენა* > 21 დღე
1550%
100%
50%
< 15%
100%
33%

დოზის ცვლილების შემდეგ, მომდევნო ციკლის ხანგრძლივობა უნდა დაბრუნდეს 28 დღემდე.
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულებისთვის არ არის რეკომენდებული დოზის სპეციფიკური კორექტირება. ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ თირკმლების ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, შესაძლოა სასარგებლო იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
აზაციტიდინი შეიძლება დაინიშნოს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით საწყისი დოზის კორექტირების გარეშე (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). თუ შრატში ბიკარბონატების დონის აუხსნელი შემცირება აღინიშნა 20 მმოლ/ლ-ზე ნაკლებამდე, დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით მომდევნო ციკლში. თუ შრატში კრეატინინის ან სისხლის შარდოვანას აზოტის (BUN) აუხსნელი მატება ≥ 2-ჯერ აღემატება საწყის მნიშვნელობებს და აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN), შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს მაჩვენებლების ნორმალურ ან საწყის დონეს დაუბრუნებამდე და დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით მომდევნო მკურნალობის ციკლში (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“). პაციენტები ღვიძლის მძიმე უკმარისობით უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ გვერდითი მოვლენების გამო. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის დაწყებამდე არ არის რეკომენდებული საწყისი დოზის სპეციფიკური ცვლილება; დოზის შემდგომი ცვლილებები უნდა ეფუძნებოდეს ჰემატოლოგიურ ლაბორატორიულ მაჩვენებლებს. აზაციტიდინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეები (იხილეთ ნაწილები "უკუჩვენებები" და "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").
პედიატრიული პოპულაცია
აზაციტიდინ რომფარმის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-17 წლის ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია ნაწილებში „არასასურველი ეფექტები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“, მაგრამ დოზირების შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
შეყვანის წესი
აღდგენილი აზაციტიდინი რომფარმი უნდა შეყვანილ იქნეს კანქვეშ მკლავის ზედა ნაწილში, ბარძაყში ან მუცელში. საჭიროა ინექციის ადგილების მონაცვლეობა. ახალი ინექციები უნდა გაკეთდეს წინა ადგილიდან სულ მცირე 2.5 სმ დაშორებით და არასდროს ისეთ უბნებში, სადაც ადგილი მტკივნეული, დალურჯებული, წითელი ან გამაგრებულია.
აღდგენის შემდეგ სუსპენზია არ უნდა იყოს გაფილტრული. შეყვანამდე სამკურნალო საშუალების აღდგენის შესახებ ინსტრუქციებისთვის იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა გამოყენებისას“.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში „შემადგენლობა“.
ღვიძლის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეები (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ძუძუთი კვება (იხილეთ ნაწილი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).
სიფრთხილის ზომები
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
აზაციტიდინით მკურნალობა დაკავშირებულია ანემიასთან, ნეიტროპენიასთან და თრომბოციტოპენიასთან, განსაკუთრებით პირველი 2 ციკლის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). სისხლის სრული ანალიზი უნდა ჩატარდეს საჭიროებისამებრ პასუხისა და ტოქსიკურობის მონიტორინგის მიზნით, მაგრამ სულ მცირე მკურნალობის ყოველ ციკლამდე. პირველი ციკლისთვის რეკომენდებული დოზის შეყვანის შემდეგ, დოზა მომდევნო ციკლებისთვის უნდა შემცირდეს ან მისი შეყვანა უნდა გადაიდოს მინიმალური დონის რაოდენობისა და ჰემატოლოგიური პასუხის საფუძველზე (იხილეთ ნაწილი „დოზირება და შეყვანის მეთოდი“). პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ფებრილური ეპიზოდების შესახებ. პაციენტებს და ექიმებს ასევე ურჩევენ, რომ ყურადღებით იყვნენ სისხლდენის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისას.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სიმსივნური დატვირთვა მეტასტაზური დაავადების გამო, აღენიშნებოდათ ღვიძლის პროგრესირებადი კომა და სიკვდილი აზაციტიდინით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ასეთ პაციენტებში საწყისი შრატისმიერი ალბუმინით < 30 გ/ლ. აზაციტიდინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეები (იხილეთ ნაწილი "უკუჩვენებები").
თირკმლის უკმარისობა
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით ინტრავენურად სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, მოხსენებულია თირკმლის დარღვევები, დაწყებული შრატისმიერი კრეატინინის მომატებიდან თირკმლის უკმარისობამდე და სიკვდილამდე. გარდა ამისა, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, რომელიც განისაზღვრება, როგორც შრატისმიერი ბიკარბონატის დაქვეითება <20 მმოლ/ლ-მდე ტუტე შარდთან და ჰიპოკალემიასთან ასოციაციაში (შრატისმიერი კალიუმი < 3 მმოლ/ლ) განვითარებული ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიით (CML) 5 სუბიექტში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით და ეტოპოზიდით. თუ გამოვლინდა შრატისმიერი ბიკარბონატის აუხსნელი შემცირება (<20 მმოლ/ლ) ან შრატისმიერი კრეატინინის ან BUN-ის მომატება, დოზა უნდა შემცირდეს ან შეყვანა გადაიდოს (იხილეთ ნაწილი „დოზირება და შეყვანის მეთოდი“).
პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, დაუყოვნებლივ შეატყობინონ სამედიცინო დახმარების პროვაიდერს ოლიგურიასა და ანურიის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები გვერდითი რეაქციების სიხშირეში არ დაფიქსირებულა თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებს შორის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან შედარებით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს უნდა უტარდებოდეთ საგულდაგულო მონიტორინგი ტოქსიკურობაზე, რადგან აზაციტიდინი და/ან მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით (იხილეთ ნაწილი „დოზირება და შეყვანის მეთოდი“).
ლაბორატორიული ტესტები
თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი ციკლის წინ უნდა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციური ტესტები, შრატისმიერი კრეატინინი და შრატისმიერი ბიკარბონატი. სისხლის სრული ანალიზი უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე და საჭიროებისამებრ პასუხისა და ტოქსიკურობის მონიტორინგის მიზნით, მაგრამ მინიმუმ, ყოველი მკურნალობის ციკლის წინ, იხილეთ ასევე ნაწილი 4.8.
გულის და ფილტვის დაავადება
პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობა, კლინიკურად არასტაბილური გულის დაავადება ან ფილტვის დაავადება, გარიცხულნი იყვნენ ძირითადი სარეგისტრაციო კვლევებიდან (AZA PH GL 2003 CL 001 და AZA–AML–001) და, შესაბამისად, აზაციტიდინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ პაციენტებში არ იყო დადასტურებული. პაციენტებში, რომლებსაც ცნობილია, რომ ანამნეზში აქვთ გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვის დაავადება, კლინიკური კვლევის ბოლო მონაცემებმა აჩვენა აზაციტიდის გამოყენებისას კარდიალური მოვლენების მნიშვნელოვნად გაზრდილი სიხშირე (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე ამ პაციენტებისთვის აზაციტიდინის დანიშვნისას. გათვალისწინებული უნდა იყოს კარდიოპულმონური შეფასება მკურნალობის დაწყებამდე და მის განმავლობაში.
მანეკროზებელი ფასციიტი
მანეკროზებელი ფასციიტი, ფატალური შემთხვევების ჩათვლით, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით. თერაპია უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ მანეკროზებელი ფასციიტი და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
სიმსივნის ლიზისის სინდრომის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი სიმსივნური დატვირთვა მკურნალობამდე. ეს პაციენტები უნდა იყვნენ საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ და მიიღონ შესაბამისი სიფრთხილის ზომები.
დიფერენციაციის სინდრომი
დიფერენციაციის სინდრომის შემთხვევები (ასევე ცნობილი როგორც რეტინოის მჟავას სინდრომი) მოხსენებულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ საინექციო აზაციტიდინს. დიფერენციაციის სინდრომი შეიძლება იყოს ფატალური და სიმპტომები და კლინიკური გამოვლინებები მოიცავს რესპირატორულ დისტრესს, ფილტვის ინფილტრატებს, ცხელებას, გამონაყარს, ფილტვის შეშუპებას, პერიფერიულ შეშუპებას, წონის სწრაფ მატებას, პლევრალურ გამონაჟონებს, პერიკარდიულ გამონაჟონს, ჰიპოტენზიას და თირკმლების ფუნქციის დარღვევას (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). დიფერენციაციის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომების ან ნიშნების პირველი დაწყებისას უნდა განიხილებოდეს მაღალი დოზით ი.ვ. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა და ჰემოდინამიკური მონიტორინგი. გასათვალისწინებელია საინექციო აზაციტიდინის გამოყენების დროებითი შეწყვეტა სიმპტომების გაქრობამდე, ხოლო განახლებისას რეკომენდებულია სიფრთხილე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, აზაციტიდინის მეტაბოლიზმი არ არის განპირობებული ციტოქრომ P450 იზოფერმენტებით (CYPs), UDP-გლუკურონოსილტრანსფერაზებით (UGTs), სულფოტრანსფერაზებით (SULTs) და გლუტათიონტრანსფერაზებით (GSTs); შესაბამისად, ამ მეტაბოლურ ფერმენტებთან in vivo ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.
აზაციტიდინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ინჰიბიტორული ან ინდუქციური ზემოქმედება ციტოქრომ P450 ფერმენტებზე ნაკლებად სავარაუდოა (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია მამაკაცებში და ქალებში
შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მის შემდეგ სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. მამაკაცებს უნდა ურჩიონ, რომ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის მიღების დროს და უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მის შემდეგ სულ მცირე 3 თვის განმავლობაში.
ორსულობა
არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულ ქალებში აზაციტიდინის გამოყენების შესახებ. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე და მოქმედების მექანიზმზე დაყრდნობით, აზაციტიდინი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის აშკარად აუცილებელია. მკურნალობის უპირატესობები უნდა შეფასდეს ნაყოფისთვის შესაძლო რისკთან მიმართებაში ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა აზაციტიდინი/მეტაბოლიტები დედის რძეში. მეძუძურ ბავშვში პოტენციური სერიოზული გვერდითი რეაქციების გამო, ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია აზაციტიდინით თერაპიის დროს.
ფერტილობა
ადამიანებში არ არსებობს მონაცემები აზაციტიდინის გავლენის შესახებ ფერტილობაზე. ცხოველებში აზაციტიდინის გამოყენებისას დადასტურებულია გვერდითი რეაქციები მამრობითი სქესის ფერტილობაზე (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). მკურნალობის დაწყებამდე მამრობითი სქესის პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა სპერმის შენახვის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
აზაციტიდინს გააჩნია უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. აზაციტიდინის გამოყენებისას აღინიშნა დაღლილობა. ამიტომ რეკომენდირებულია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
MDS, CMML და AML-ის მქონე (20-30% ძვლის ტვინის ბლასტები) მოზრდილთა პოპულაცია
გვერდითი რეაქციები, რომლებიც, შესაძლოა ან სავარაუდოა, დაკავშირებული იყოს აზაციტიდინის შეყვანასთან, გამოვლინდა პაციენტების 97%-ში.
ყველაზე ხშირი სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა ძირითად კვლევაში (AZA PH GL 2003 CL 001), მოიცავდა ფებრილურ ნეიტროპენიას (8.0%) და ანემიას (2.3%), რომლებიც ასევე მოხსენებული იყო დამატებით კვლევებში (CALGB 9221 და CALGB 8921). ამ 3 კვლევის სხვა სერიოზული გვერდითი რეაქციები მოიცავდა ინფექციებს, როგორიცაა ნეიტროპენიური სეფსისი (0.8%) და პნევმონია (2.5%) (ზოგიერთი ფატალური შედეგით), თრომბოციტოპენია (3.5%), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (0.25%) და ჰემორაგიული მოვლენები (მაგ., ცერებრული ჰემორაგია [0.5%], კუჭ-ნაწლავის სისხლდენა [0.8%] და ინტრაკრანიალური ჰემორაგია [0.5%]).
ყველაზე ხშირად მოხსენებულ გვერდით რეაქციებს აზაციტიდინით მკურნალობისას წარმოადგენდა ჰემატოლოგიური რეაქციები (71.4%), მათ შორის თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია და ლეიკოპენია (ჩვეულებრივ მე-3-4 ხარისხი), კუჭ-ნაწლავის მოვლენები (60.6%), გულისრევის, ღებინების (ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი) ჩათვლით, ან ინექციის ადგილის რეაქციები (77.1%; ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი).
AML-ის მქონე 65 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილთა პოპულაცია > 30% ძვლის ტვინის ბლასტებით
ყველაზე ხშირი სერიოზული გვერდითი რეაქციები (≥ 10%), აღნიშნული AZA-AML-001-ში აზაციტიდინით მკურნალობის ჯგუფში, მოიცავდა ფებრილურ ნეიტროპენიას (25.0%), პნევმონიას (20.3%) და პირექსიას (10.6%). სხვა ნაკლებად ხშირად მოხსენებული სერიოზული გვერდითი რეაქციები აზაციტიდინით მკურნალობის ჯგუფში მოიცავდა სეფსისს (5.1%), ანემიას (4.2%), ნეიტროპენიურ სეფსისს (3.0%), საშარდე გზების ინფექციას (3.0%), თრომბოციტოპენიას (2.5%), ნეიტროპენიას (2.1%), ცელულიტს (2.1%), თავბრუსხვევას (2.1%) და ქოშინს (2.1%).
ყველაზე ხშირად მოხსენებულ (≥ 30%) გვერდით რეაქციებს აზაციტიდინით მკურნალობისას წარმოადგენდა კუჭ-ნაწლავის მოვლენები, მათ შორის ყაბზობა (41.9%), გულისრევა (39.8%) და დიარეა (36.9%; ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი), ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები, მათ შორის პირექსია (37.7%; ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი), და ჰემატოლოგიური მოვლენები, მათ შორის ფებრილური ნეიტროპენია (32.2%), და ნეიტროპენია (30.1%; ჩვეულებრივ 3–4 ხარისხი).
გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი 1 მოიცავს გვერდით რეაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია აზაციტიდინით მკურნალობასთან, მიღებული MDS–ის და AML-ის ძირითადი კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგად.
სიხშირეები განისაზღვრება როგორც: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე); არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში ყველაზე მაღალი სიხშირის მიხედვით, რომელიც დაფიქსირდა ნებისმიერ ძირითად კლინიკურ კვლევაში.
ცხრილი 1: გვერდითი რეაქციები მოხსენებულია MDS–ის ან AML-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით (კლინიკური კვლევები და პოსტმარკეტინგული პერიოდი)
ორგანოთა სისტემის კლასი
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
უცნობია
ინფექციები და ინვაზიები
პნევმონია* (მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი), ნაზოფარინგიტი
სეფსისი* (მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი), ნეიტროპენიური სეფსისი*, სასუნთქი გზების ინფექცია (მოიცავს ზედა სასუნთქ გზებს და ბრონქიტს), საშარდე გზების ინფექცია, ცელულიტი, დივერტიკულიტი, პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია, სინუსიტი, ფარინგიტი, რინიტი, ჰერპეს სიმპლექსი, კანის ინფექცია
მანეკროზებელიფასციიტი*
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
დიფერენციაციის სინდრომი*, ა
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
ფებრილური ნეიტროპენია*, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია
პანციტოპენია*, ძვლის ტვინის უკმარისობა
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ანორექსია, მადის დაქვეითება, ჰიპოკალემია
დეჰიდრატაცია
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
ფსიქიატრიული დარღვევები
უძილობა
დაბნეული მდგომარეობა, შფოთვა
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ინტრაკრანიალური ჰემორაგია*, სინკოპე, ძილიანობა, ლეთარგია
თვალის მხრივ დარღვევები
თვალის ჰემორაგია, კონიუნქტივური ჰემორაგია
გულის მხრივ დარღვევები
პერიკარდიული გამონაჟონი
პერიკარდიტი
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები
ჰიპოტენზია*, ჰიპერტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ჰემატომა
სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მცხრივ დარღვევები
ქოშინი, ეპისტაქსისი
პლევრალური გამონაჟონი, ქოშინი ვარჯიშის დროს, ფარინგოლარინგეალური ტკივილი
ფილტვის ინტერსტიციული დაავადება
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
დიარეა, ღებინება, ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი (მოიცავს დისკომფორტს ზედა და მუცლის არეში)
გასტროინტესტინური ჰემორაგია* (მოიცავს პირის ღრუს ჰემორაგიას), ჰემოროიდული ჰემორაგია, სტომატიტი, ღრძილებიდან სისხლდენა, ქოშინი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის უკმარისობა*, ღვიძლის პროგრესირებადი კომა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
პეტექია, ქავილი (გენერალიზებულის ჩათვლით), გამონაყარი, ეკქიმოზი
პურპურა, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ერითემა, მაკულარული გამონაყარი
მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი, განგრენოზული პიოდერმა
კანის ვასკულიტი
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
ართრალგია, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (მათ შორის ზურგის, ძვლებისა და კიდურების ტკივილი)
კუნთების სპაზმი, მიალგია
თირკმლების და საშარდე გზების მხრივ დარღვევები
თირკმლის უკმარისობა*, ჰემატურია, მომატებული შრატისმიერი კრეატინინი
თირკმლის ტუბულური აციდოზი
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები
პირექსია*, დაღლილობა, ასთენია, გულმკერდის ტკივილი, ინექციის ადგილის ერითემა, ტკივილი ინექციის ადგილზე, რეაქცია ინექციის ადგილზე (დაუზუსტებელი)
დალურჯებული ადგილი, ჰემატომა, ინდურაცია, გამონაყარი, ქავილი, ანთება, ფერის შეცვლა, კვანძები და ჰემორაგია (ინექციის ადგილზე), სისუსტე, შემცივნება, კათეტერის შეყვანის ადგილას ჰემორაგია
ინექციის ადგილის ნეკროზი (ინექციის ადგილზე)
გამოკვლევები
წონის შემცირება
- = იშვიათად მოხსენებულია ფატალური შემთხვევები
ა = იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები
ყველაზე ხშირად მოხსენებული (≥ 10%) ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია აზაციტიდინით მკურნალობასთან, მოიცავს ანემიას, თრომბოციტოპენიას, ნეიტროპენიას, ფებრილურ ნეიტროპენიას და ლეიკოპენიას და, როგორც წესი, იყო მე–3 ან მე–4 ხარისხის. არსებობს ამ მოვლენების განვითარების უფრო დიდი რისკი პირველი 2 ციკლის განმავლობაში. რის შემდეგაც ისინი უფრო ნაკლები სიხშირით ვითარდება ჰემატოლოგიური ფუნქციის აღდგენის მქონე პაციენტებში. ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციების უმეტესობა იმართებოდა სისხლის სრული ანალიზის რუტინული მონიტორინგით და აზაციტიდინის შეყვანის გადადებით მომდევნო ციკლამდე, ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური გამოყენებით და/ან ზრდის ფაქტორის მხარდაჭერით (მაგ., G–CSF) ნეიტროპენიისას და ტრანსფუზიით ანემიისას ან თრომბოციტოპენიისას საჭიროების შემთხვევაში.
ინფექციები
მიელოსუპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია და ინფექციის გაზრდილი რისკი. სერიოზული გვერდითი რეაქციები, როგორიცაა სეფსისი, მათ შორის ნეიტროპენიური სეფსისი და პნევმონია, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აზაციტიდინს, ზოგიერთი ფატალური შედეგით. ინფექციების მართვა შესაძლებელია ანტიინფექციური საშუალებების და ზრდის ფაქტორის მხარდაჭერის (მაგ. G–CSF) გამოყენებით ნეიტროპენიისას.
სისხლდენა
სისხლდენა შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აზაციტიდინს. მოხსენებულია სერიოზული გვერდითი რეაქციები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და ინტრაკრანიალური სისხლდენა. პაციენტებს უნდა უტარდებოდეთ მონიტორინგი სისხლდენის ნიშნებსა და სიმპტომებზე, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჰქონდა ადრე არსებული ან მკურნალობასთან დაკავშირებული თრომბოციტოპენია.
ჰიპერმგრძნობელობა
სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აზაციტიდინს. ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში აზაციტიდინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ გვერდითი რეაქციები
კანისა და კანქვეშა გვერდითი რეაქციების უმეტესობა დაკავშირებული იყო ინექციის ადგილთან. არცერთ ამ გვერდით რეაქციას არ მოჰყოლია აზაციტიდინის შეწყვეტა ან აზაციტიდინის დოზის შემცირება ძირითად კვლევებში. გვერდითი რეაქციების უმეტესი ნაწილი ვითარდებოდა მკურნალობის პირველი 2 ციკლის განმავლობაში და ჰქონდათ შემცირების ტენდენცია შემდგომი ციკლების დროს. კანქვეშა გვერდითი რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ინექციის ადგილზე/ანთება/ქავილი, გამონაყარი, ერითემა და კანის დაზიანება, შეიძლება მოითხოვდეს მკურნალობას თანმხლები სამკურნალო საშუალებებით, როგორიცაა ანტიჰისტამინური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). ეს კანის რეაქციები უნდა განვასხვავოთ რბილი ქსოვილების ინფექციებისგან, რომლებიც ზოგჯერ ვლინდება ინექციის ადგილზე. რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ცელულიტი და მანეკროზებელი ფასციიტი, რომლებიც იშვიათ შემთხვევებში იწვევენ სიკვდილს, მოხსენებულია აზაციტიდინის გამოყენებისას პოსტმარკეტინგულ პირიოდში. ინფექციური გვერდითი რეაქციების კლინიკური მართვის შესახებ იხილეთ ნაწილში „არასასურველი ეფექტები“ ინფექციები.
კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი რეაქციები
ყველაზე ხშირად მოხსენებული კუჭ-ნაწლავის გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია აზაციტიდინით მკურნალობასთან, მოიცავდა ყაბზობას, დიარეას, გულისრევას და ღებინებას. ეს გვერდითი რეაქციები სიმპტომურად იმართებოდა ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით ღებინებისა და გულისრევის დროს, დიარეის საწინააღმდეგო საშუალებებით დიარეის დროს და საფაღარათო საშუალებებით და/ან განავლის დამარბილებელი საშუალებებით ყაბზობის დროს.
თირკმელების მხრივ გვერდითი რეაქციები
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით, მოხსენებულია თირკმლის დარღვევები, დაწყებული შრატისმიერი კრეატინინის მატებით და ჰემატურიით დამთავრებული თირკმლის მილაკოვანი აციდოზით, თირკმლის უკმარისობით და სიკვდილით (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ღვიძლის მხრივ გვერდითი რეაქციები
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ფართო სიმსივნური დატვირთვა მეტასტაზური დაავადების გამო, აღინიშნა ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის პროგრესირებადი კომა და სიკვდილი აზაციტიდინით მკურნალობის დროს (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
გულის მხრივ მოვლენები
კლინიკური კვლევის მონაცემებმა, რომლებშიც მონაწილეობნენ პაციენტები გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვის დაავადებებით ანამნეზში, აჩვენა გულის მოვლენების ზრდა ახლად დიაგნოსტირებული AML-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ხანდაზმული პოპულაცია
აზაციტიდინთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია უსაფრთხოების შესახებ შეზღუდული ინფორმაცია ≥ 85 წლის ასაკის პაციენტებში (14 [5.9%] პაციენტი ≥ 85 წლის, რომლებიც მკურნალობდნენ კვლევაში AZA-AML-001).
პედიატრიული პოპულაცია
კვლევაში AZA-JMML-001, 28 პედიატრიული პაციენტი (1 თვიდან 18 წლამდე ასაკის) მკურნალობდა აზაციტიდინით MDS–ის გამო (n = 10) ან იუვენილური მიელომონოციტური ლეიკემიის გამო (JMML) (n = 18) (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები”).
28 პაციენტიდან ყველა პაციენტს განუვითარდა მინიმუმ 1 გვერდითი მოვლენა და 17–მა (60.7%) განიცადა მინიმუმ 1 მკურნალობასთან დაკავშირებული მოვლენა. ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები საერთო პედიატრიულ პოპულაციაში იყო პირექსია, ჰემატოლოგიური მოვლენები, მათ შორის ანემია, თრომბოციტოპენია და ფებრილური ნეიტროპენია, და კუჭ-ნაწლავის მოვლენები, ყაბზობისა და ღებინების ჩათვლით.
სამ (3) სუბიექტს განუვითარდა მკურნალობის გადაუდებელი მოვლენა, რამაც გამოიწვია პრეპარატის შეწყვეტა (პირექსია, დაავადების პროგრესირება და მუცლის ტკივილი).
კვლევაში AZA-AML-004, 7 პედიატრიულ პაციენტს (2-დან 12 წლამდე ასაკის) მკურნალობდნენ აზაციტიდინით AML-ის გამო მოლეკულური რეციდივის დროს პირველი სრული რემისიის [CR1] შემდეგ (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
7 პაციენტიდან ყველას განუვითარდა მკურნალობასთან დაკავშირებული სულ მცირე 1 გვერდითი მოვლენა. ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო ნეიტროპენია, გულისრევა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დიარეა და მომატებული ალანინამინოტრანსფერაზა (ALT). ორ პაციენტს განუვითარდა მკურნალობასთან დაკავშირებული მოვლენა, რამაც გამოიწვია დოზის შეწყვეტა (ფებრილური ნეიტროპენია, ნეიტროპენია).
უსაფრთხოების ახალი სიგნალები არ იყო იდენტიფიცირებული შეზღუდული რაოდენობის პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით კლინიკური კვლევის მსვლელობისას. უსაფრთხოების საერთო პროფილი შეესაბამებოდა მოზრდილი პოპულაციის პროფილს.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
კლინიკურ კვლევებში აღინიშნა აზაციტიდინის დოზის გადაჭარბების ერთი შემთხვევა. პაციენტს განუვითარდა დიარეა, გულისრევა და ღებინება ერთჯერადი ინტრავენური დოზის დაახლოებით 290 მგ/მ2 მიღების შემდეგ, რომელიც რეკომენდებულ საწყის დოზაზე თითქმის 4-ჯერ მეტია.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში პაციენტი უნდა შემოწმდეს შესაბამისი სისხლის ანალიზის ჩატარებით და საჭიროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შემანარჩუნებელი მკურნალობა. არ არსებობს ცნობილი სპეციფიკური ანტიდოტი აზაციტიდინით ჭარბი დოზირებისას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას და სხვა მოხმარების დროს
რეკომენდაციები უსაფრთხო მოხმარებისთვის
აზაციტიდინი რომფარმი არის ციტოტოქსიკური სამკურნალო პრეპარატი და, როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო აზაციტიდინის სუსპენზიების მოხმარებისა და მომზადებისას. უნდა იქნეს გამოყენებული კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების სათანადო მოხმარებისა და განადგურების პროცედურები.
აღდგენილი აზაციტიდინის კანთან კონტაქტისას, დაუყოვნებლივ და კარგად ჩამოიბანეთ საპნით და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტისას, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
აღდგენის პროცედურა
აზაციტიდინის აღდგენა უნდა განხორციელდეს საინექციო წყლით. აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის ვარგისობის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს გაციებული (2°C-დან 8°C-მდე) საინექციო წყლით აღდგენისას. დეტალები აღდგენილი პროდუქტის შენახვის შესახებ მოცემულია ქვემოთ.
- უნდა მოგროვდეს შემდეგი მოწყობილობები:
აზაციტიდინის ფლაკონი(ები); საინექციო წყლის ფლაკონი(ები); არასტერილური ქირურგიული ხელთათმანები; სპირტიანი საფენები; 5 მლ საინექციო შპრიცი(ებ)ი ნემს(ებ)ით.
- შპრიცით ამოიღეთ 4 მლ საინექციო წყალი, დარწმუნდით, რომ გამოდევნეთ შპრიცში ჩარჩენილი ჰაერი.
- 4 მლ საინექციო წყლის შემცველი შპრიცის ნემსით გახვრიტეთ აზაციტიდინის ფლაკონის რეზინის საცობი საინექციო წყლის შემდგომი შეყვანით ფლაკონში.
- შპრიცის და ნემსის ამოღების შემდეგ, ფლაკონი ენერგიულად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი შემღვრეული სუსპენზიის მიღებამდე. აღდგენის შემდეგ სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 25 მგ აზაციტიდინს (100 მგ/4 მლ). აღდგენილი პროდუქტი არის ერთგვაროვანი, შემღვრეული სუსპენზია, აგლომერატების გარეშე. პროდუქტი უნდა განადგურდეს, თუ ის შეიცავს მსხვილ ნაწილაკებს ან აგლომერატებს. არ გაფილტროთ სუსპენზია აღდგენის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების მოცილება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ადაპტერში, ნემსებსა და დახურულ სისტემაში არსებობს ფილტრები; ამიტომ, ასეთი სისტემები არ უნდა იქნეს გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის აღდგენის შემდეგ შეყვანისთვის.
- რეზინის საცობი გაწმინდეთ და ფლაკონში შეიყვანეთ ახალი შპრიცი ნემსით. ამის შემდეგ ფლაკონი უნდა თავდაყირა გადატრიალდეს, დარწმუნდით, რომ ნემსის წვერი სითხის დონის ქვემოთ არის განლაგებული. ამის შემდეგ, დგუში უნდა წამოწიოთ უკან, რათა ამოიღოთ სამკურნალო პროდუქტის საჭირო რაოდენობა სათანადო დოზისთვის, დარწმუნდით, რომ გამოდევნეთ შპრიცში ჩარჩენილი ჰაერი. შპრიცი ნემსთან ერთად უნდა ამოიღოთ ფლაკონიდან და ნემსი გადააგდოთ.
- შემდეგ მყარად უნდა იყოს მიმაგრებული შპრიცზე ახალი ნემსი განკუთვნილი კანქვეშ შეყვანისთვის (რეკომენდებულია კალიბრი 25). არ უნდა მოხდეს ნემსის გამოსუფთავება ინექციის წინ, რათა შემცირდეს ადგილობრივი რეაქციების სიხშირე ინექციის ადგილზე.
- როდესაც 1 ფლაკონზე მეტია საჭირო, სუსპენზიის მომზადების ყველა ზემოაღნიშნული ნაბიჯი უნდა განმეორდეს. დოზებისთვის, რომლებიც საჭიროებენ 1 ფლაკონზე მეტს, დოზა უნდა გაიყოს თანაბრად, მაგ., დოზა 150 მგ = 6 მლ, 2 შპრიცი 3 მლ–ით თითოეულ შპრიცში. ფლაკონში და ნემსში დარჩენის გამო, შესაძლოა შეუძლებელი იყოს ფლაკონიდან სუსპენზიის სრულად ამოღება.
- დოზირებული შპრიცის შიგთავსი უნდა რესუსპენდირდეს შეყვანამდე. აღდგენილი სუსპენზიით სავსე შპრიცი უნდა დააყოვნოთ შეყვანამდე 30 წუთი, რათა მიღწეულ იქნეს ტემპერატურა დაახლოებით 20°C–25°C. თუ გასული დრო 30 წუთზე მეტია, სუსპენზია უნდა სათანადოდ განადგურდეს და მომზადდეს ახალი დოზა. რესუსპენდირებისთვის, შპრიცი ენერგიულად გადააგორეთ ხელისგულებს შორის, სანამ არ მიიღწევა ერთგვაროვანი, შემღვრეული სუსპენზია. პროდუქტი უნდა განადგურდეს, თუ ის შეიცავს მსხვილ ნაწილაკებს ან აგლომერატებს.
აღდგენილი პრეპარატის შენახვა
სამკურნალო პრეპარატის აღდგენის შემდეგ შენახვის პირობების შესახებ იხილეთ ნაწილში "ვარგისობის ვადა".
ინდივიდუალური დოზის გაანგარიშება
მთლიანი დოზა, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (BSA) შეიძლება გამოითვალოს შემდეგნაირად:
მთლიანი დოზა (მგ) = დოზა (მგ / მ2) x BSA (მ2)
ქვემოთ მოცემული ცხრილი მოცემულია მხოლოდ მაგალითისთვის, თუ როგორ უნდა გამოვთვალოთ აზაციტიდინის ინდივიდუალური დოზები საშუალო BSA მნიშვნელობის 1.8 მ2 საფუძველზე.
დოზა მგ/მ2 (რეკომენდებული საწყისი დოზის %)
მთლიანი დოზა BSA მნიშვნელობის 1.8 მ2 საფუძველზე
ფლაკონების საჭირო რაოდენობა
აღდგენილი სუსპენზიის საჭირო მთლიანი მოცულობა
75 მგ/მ2 (100%)
135 მგ
2 ფლაკონი
- 4 მლ
- 5 მგ/მ2 (50%)
- 5 მგ
1 ფლაკონი
- 7 მლ
25 მგ/მ2 (33%)
45 მგ
1 ფლაკონი
- 8 მლ
შეყვანის წესი
აღდგენილი აზაციტიდინი რომფარმი უნდა შეიყვანოთ კანქვეშ (ნემსი შეიყვანეთ 45–90° კუთხით) 25 კალიბრის ნემსის გამოყენებით მკლავის ზედა ნაწილში, ბარძაყში ან მუცელში.
4 მლ-ზე მეტი დოზები უნდა შეყვანილ იქნეს ორ ცალკეულ ადგილას.
ინექციის ადგილები უნდა ურთიერთჩანაცვლდეს. ახალი ინექციები უნდა ჩატარდეს წინა ადგილიდან მინიმუმ 2.5 სმ დაშორებით და არასდროს განხორციელდეს იმ უბნებში, სადაც მტკივნეული, დალურჯებული, გაწითლებული ან გამაგრებული ადგილია.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ აზაციტიდინს. აღდგენის შემდეგ სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 25 მგ აზაციტიდინს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
მანიტოლი (E421)
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
შენახვის პირობები
ფხვნილის გაუხსნელი ფლაკონი:
36 თვე
აღდგენის შემდეგ:
როდესაც აზაციტიდინი რომფარმის სუსპენზიის აღდგენა ხორციელდება საინექციო წყლის გამოყენებით, რომელიც არ იყო გაციებული, აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის ქიმიური და ფიზიკური გახსნის შემდეგ სტაბილურობა დემონსტრირებულია 25°C-ზე 45 წუთის განმავლობაში და 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე 8 საათის განმავლობაში.
აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის ვარგისობის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს აღდგენით გაციებული (2°C-დან 8°C-მდე) საინექციო წყლის მეშვეობით. როდესაც აზაციტიდინი რომფარმის სუსპენზიის აღდგენა ხორციელდება გაციებული (2°C-დან 8°C-მდე) საინექციო წყლის გამოყენებით, აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის ქიმიური და ფიზიკური გახსნის შემდეგ სტაბილურობა დემონსტრირებულია 2°C-დან 8°C-მდე 22 საათის განმავლობაში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, აღდგენილი პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გახსნის შემდეგ შენახვის ვადები და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს ტემპერატურაზე 2°C-დან 8°C-მდე აღდგენის დროს საინექციო წყლის გამოყენებით, რომელიც არ იყო გაციებული, ან არაუმეტეს 22 საათის განმავლობაში, როდესაც აღდგენა ხორციელდება გაციებული (2°C-დან 8°C-მდე) საინექციო წყლის გამოყენებით.
ლეგალური სტატუსი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County
რუმინეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები;
ათქ კოდი: L01BC07
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ითვლება, რომ აზაციტიდინი ავლენს თავის ანტინეოპლაზურ მოქმედებას მრავალი მექანიზმის საშუალებით, მათ შორის ციტოტოქსიკურობა ძვლის ტვინის პათოლოგიური ჰემატოპოეზური უჯრედების მიმართ და დნმ-ის ჰიპომეთილირება. აზაციტიდინის ციტოტოქსიკური მოქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მექანიზმით, მათ შორის დნმ-ის, რნმ-ის და ცილის სინთეზის ინჰიბირება, რნმ-სა და დნმ-ში ინკორპორაცია და დნმ-ის დაზიანების გზების აქტივაცია. არაპროლიფერაციული უჯრედები შედარებით არამგრძნობიარეა აზაციტიდინის მიმართ. აზაციტიდინის დნმ-ში ინკორპორაცია იწვევს დნმ მეთილტრანსფერაზას ინაქტივაციას, რაც იწვევს დნმ-ის ჰიპომეთილირებას. უჯრედული ციკლის ნორმალურ რეგულაციაში, დიფერენციაციისა და სიკვდილის გზებში ჩართული აბერანტულად მეთილირებული გენების დნმ-ის ჰიპომეთილირებამ შეიძლება გამოიწვიოს გენის რე–ექსპრესია და კიბოს უჯრედებში კიბოს დამთრგუნველი ფუნქციების აღდგენა. დნმ-ის ჰიპომეთილირების ფარდობითი მნიშვნელობა ციტოტოქსიკურობასთან ან აზაციტიდინის სხვა მოქმედებებთან შედარებით კლინიკური შედეგების მიმართებაში დადგენილი არ არის.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
მოზრდილთა პოპულაცია (MDS, CMML და AML [ძვლის ტვინის ბლასტების 20-30%])
აზაციტიდინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იყო საერთაშორისო, მულტიცენტრულ, კონტროლირებად, ღია, რანდომიზებულ, პარალელური ჯგუფების მე-3 ფაზის შედარებით კვლევაში (AZA PH GL 2003 CL 001) მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აქვთ: შუალედური–2 და მაღალი რისკის MDS საერთაშორისო პროგნოზული შეფასების სისტემის (IPSS) მიხედვით, რეფრაქტერული ანემია ჭარბი ბლასტებით (RAEB), რეფრაქტერული ანემია ჭარბი ბლასტებით ტრანსფორმაციაში (RAEB T) და მოდიფიცირებული ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია (mCMML) ფრანგულ-ამერიკული ბრიტანული (FAB) კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით. RAEB T–ს მქონე პაციენტები (ბლასტების 21–30%) ახლა განიხილება როგორც AML–ის მქონე პაციენტები ჯანმო–ს მიმდინარე კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით. აზაციტიდინი პლუს საუკეთესო შემანარჩუნებელი თერაპია (BSC) (n = 179) შედარებული იყო ტრადიციულ თერაპიულ რეჟიმებთან (CCR). CCR მოიცავდა მხოლოდ BSC (n = 105), დაბალი დოზით ციტარაბინს პლუს BSC (n = 49) ან სტანდარტული ინდუქციური ქიმიოთერაპიას პლუს BSC (n = 25). პაციენტები წინასწარ შერჩეულნი იყვნენ მათი ექიმის მიერ 3 CCR-დან 1-ში რანდომიზაციამდე. პაციენტებმა მიიღეს ეს წინასწარ შერჩეული რეჟიმი, თუ არ ყოფილან რანდომიზებულნი აზაციტიდინისთვის. ჩართვის კრიტერიუმების ნაწილის ფარგლებში, პაციენტებს მოეთხოვებოდათ ჰქონოდათ აღმოსავლეთის კოოპერატიული ონკოლოგიური ჯგუფის (ECOG) ეფექტურობის სტატუსი 0–2. მეორეული MDS-ის მქონე პაციენტები გარიცხული იყო კვლევიდან. კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო საერთო გადარჩენადობა. აზაციტიდინი შეყვანილი იყო კანქვეშ დოზით 75 მგ/მ2 დღეში 7 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვა დასვენების პერიოდი 21 დღის განმავლობაში (28 დღიანი მკურნალობის ციკლი) საშუალოდ 9 ციკლის განმავლობაში (დიაპაზონი = 1–39) და საშუალოდ 10.2 ციკლის განმავლობაში. განზრახული მკურნალობის პოპულაციის (ITT) ფარგლებში საშუალო ასაკი შეადგენდა 69 წელს (დიაპაზონი 38-დან 88 წლამდე).
358 პაციენტის ITT ანალიზში (179 აზაციტიდინი და 179 CCR), აზაციტიდინით მკურნალობა დაკავშირებული იყო საშუალო გადარჩენადობასთან 24.46 თვე შედარებით 15.02 თვესთან იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც იღებდნენ CCR მკურნალობას, განსხვავება 9.4 თვე, სტრატიფიცირებული ლოგ-რანგის p-მნიშვნელობით 0.0001. რისკების თანაფარდობა (HR) მკურნალობის ეფექტისთვის იყო 0.58 (95% CI: 0.43, 0.77). ორწლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი შეადგენდა 50.8%–ს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აზაციტიდინს, შედარებით 26.2%–თან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ CCR–ს (p <0.0001).
განმარტება: AZA = აზაციტიდინი; CCR = ტრადიციული მოვლის რეჟიმები; CI = ნდობის ინტერვალი; HR = რისკების თანაფარდობა
აზაციტიდინის გადარჩენადობის სარგებელი იყო მუდმივი, CCR მკურნალობის ვარიანტის მიუხედავად (მხოლოდ BSC, დაბალი დოზით ციტარაბინი პლუს BSC ან სტანდარტული ინდუქციური ქიმიოთერაპია პლუს BSC), რომელიც გამოიყენება საკონტროლო ჯგუფში.
IPSS ციტოგენეტიკური ქვეჯგუფების ანალიზისას, მსგავსი დასკვნები საშუალო საერთო გადარჩენადობის თვალსაზრისით დაფიქსირდა ყველა ჯგუფში (კარგი, შუალედური, ცუდი ციტოგენეტიკა, მათ შორის მონოსომია 7).
ასაკობრივი ქვეჯგუფების ანალიზისას, მედიანური საერთო გადარჩენადობის ზრდა აღინიშნა ყველა ჯგუფისთვის (< 65 წელი, ≥ 65 წელი და ≥ 75 წელი).
აზაციტიდინით მკურნალობა ასოცირებული იყო მედიანურ დროსთან სიკვდილამდე ან AML ტრანსფორმაციამდე 13.0 თვე 7.6 თვესთან შედარებით მათთვის, ვინც იღებდა CCR მკურნალობას, გაუმჯობესება 5.4 თვით სტრატიფიცირებულ ლოგ-რანგის p-მნიშვნელობასთან 0.0025.
აზაციტიდინით მკურნალობა ასევე დაკავშირებული იყო ციტოპენიების და მათთან დაკავშირებული სიმპტომების შემცირებასთან. აზაციტიდინით მკურნალობამ გამოიწვია ერითროციტების (RBC) და თრომბოციტების გადასხმის საჭიროების შემცირება. აზაციტიდინის ჯგუფში შემავალი პაციენტებიდან, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ RBC ტრანსფუზიაზე საწყის ეტაპზე, ამ პაციენტების 45.0% გახდა RBC ტრანსფუზიისგან დამოუკიდებელი მკურნალობის პერიოდში, პაციენტების 11.4%–თან შედარებით კომბინირებულ CCR ჯგუფებში (სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p <0.0001) სხვაობა 33.6% (95% CI: 22.4, 44.6). იმ პაციენტებში, რომლებიც საწყის ეტაპზე იყვნენ დამოკიდებელნი RBC ტრანსფუზიაზე და გახდნენ დამოუკიდებელნი, RBC ტრანსფუზიის დამოუკიდებლობის მედიანური ხანგრძლივობა შეადგენდა 13 თვეს აზაციტიდინის ჯგუფში.
პასუხი შეფასდა მკვლევარის ან დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის (IRC) მიერ. საერთო პასუხი (სრული რემისია [CR] + ნაწილობრივი რემისია [PR]), როგორც განსაზღვრული იყო მკვლევარის მიერ, იყო 29% აზაციტიდინის ჯგუფში და 12% კომბინირებულ CCR ჯგუფში (p = 0.0001). საერთო პასუხმა (CR + PR), როგორც განსაზღვრულია IRC-ით AZA PH GL 2003 CL 001-ში, შეადგინა 7% (12/179) აზაციტიდინის ჯგუფში, 1%–თან შედარებით (2/179) კომბინირებულ CCR ჯგუფში (p = 0.0113). პასუხის შეფასებებს შორის, რომლებიც გაკეთდა IRC–ის და მკვლევარის მიერ, განსხვავებები იყო საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის (IWG) კრიტერიუმების შედეგი, რომელიც მოითხოვდა პერიფერიული სისხლის ანალიზის გაუმჯობესებას და ამ გაუმჯობესებების შენარჩუნებას მინიმუმ 56 დღის განმავლობაში. გადარჩენადობის სარგებელი ასევე ნაჩვენები იყო პაციენტებში, რომლებმაც ვერ მიაღწიეს სრულ/ნაწილობრივ პასუხს აზაციტიდინით მკურნალობის შედეგად. ჰემატოლოგიური გაუმჯობესება (მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო), როგორც განსაზღვრულია IRC-ით, მიღწეული იყო პაციენტების 49%-ში, რომლებიც იღებდნენ აზაციტიდინს, შედარებით პაციენტების 29%-თან, რომლებიც მკურნალობდნენ კომბინირებული CCR-ით (p <0.0001).
საწყის ეტაპზე ერთი ან მეტი ციტოგენეტიკური ანომალიის მქონე პაციენტებში, დიდი ციტოგენეტიკური პასუხის მქონე პაციენტების პროცენტი მსგავსი იყო აზაციტიდინისა და კომბინირებული CCR ჯგუფებში. მცირე ციტოგენეტიკური პასუხი იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვნად (p = 0.0015) უფრო მაღალი აზაციტიდინის ჯგუფში (34%) კომბინირებულ CCR ჯგუფთან შედარებით (10%).
65 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილთა პოპულაცია AML-ით > 30% ძვლის ტვინის ბლასტებით
ქვემოთ მითითებული შედეგები წარმოადგენს AZA-AML-001-ში შესწავლილ განზრახული მკურნალობის პოპულაციას (იხილეთ ნაწილი „თერაპიული ჩვენებები“ დადასტურებული ჩვენებების შესახებ).
აზაციტიდინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იყო საერთაშორისო, მულტიცენტრულ, კონტროლირებად, ღია, პარალელური ჯგუფების მე–3 ფაზის კვლევაში 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ახლად დიაგნოზირებული de novo ან მეორეული AML–ით > 30% ძვლის ტვინის ბლასტებით WHO-ს კლასიფიკაციის მიხედვით, რომლებსაც არ ჰქონდათ HSCT-ის უფლება. აზაციტიდინი პლუს BSC (n = 241) შეადარეს CCR-ს. CCR მოიცავდა მხოლოდ BSC–ს (n = 45), დაბალი დოზით ციტარაბინს პლუს BSC–ს (n = 158) ან სტანდარტულ ინტენსიურ ქიმიოთერაპიას ციტარაბინით და ანტრაციკლინით პლუს BSC–ს (n = 44). პაციენტები წინასწარ შერჩეულნი იყვნენ მათი ექიმის მიერ 3 CCR-დან 1-ში რანდომიზაციამდე. პაციენტები ღებულობდნენ წინასწარ შერჩეულ რეჟიმს, თუ არ იყვნენ რანდომიზებულნი აზაციტიდინისთვის. ჩართვის კრიტერიუმების ნაწილის ფარგლებში, პაციენტებს მოეთხოვებოდათ ჰქონოდათ ECOG ეფექტურობის სტატუსი 0–2 და საშუალო ან დაბალი რისკის ციტოგენეტიკური დარღვევები. კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო საერთო გადარჩენადობა. აზაციტიდინი შეყვანილი იყო კანქვეშ დოზით 75 მგ/მ2/დღეში 7 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 21 დღიანი დასვენების პერიოდი (28–დღიანი მკურნალობის ციკლი), საშუალოდ 6 ციკლის განმავლობაში (დიაპაზონი: 1-დან 28-მდე), მხოლოდ BSC–ს მიმღები პაციენტები მედიანური 3 ციკლის განმავლობაში (დიაპაზონი: 1-დან 20-მდე), დაბალი დოზებით ციტარაბინის მიმღები პაციენტები მედიანური 4 ციკლის განმავლობაში (დიაპაზონი 1-დან 25-მდე) და სტანდარტულ ინტენსიურ ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები საშუალო 2 ციკლის განმავლობაში (დიაპაზონი: 1-დან 3-მდე, ინდუქციური ციკლი პლუს 1 ან 2 კონსოლიდაციის ციკლი).
ინდივიდუალური საბაზისო პარამეტრები შედარებადი იყო აზაციტიდინისა და CCR ჯგუფებს შორის. სუბიექტების მედიანური ასაკი იყო 75.0 წელი (დიაპაზონი: 64-დან 91 წლამდე), 75.2% წარმოადგენდა კავკასიელს და 59.0% იყო მამაკაცი. საწყის ეტაპზე 60.7% იყო კლასიფიცირებული, როგორც AML, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, 32.4% AML მიელოდისპლაზიასთან დაკავშირებული ცვლილებებით, 4.1% თერაპიასთან დაკავშირებული მიელოიდური ნეოპლაზმები და 2.9% AML მორეციდივე გენეტიკური ანომალიებით WHO კლასიფიკაციის მიხედვით.
488 პაციენტის ITT ანალიზში (241 აზაციტიდინი და 247 CCR), აზაციტიდინით მკურნალობა ასოცირებული იყო 10.4 თვის საშუალო გადარჩენადობასთან შედარებით 6.5 თვესთან იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ CCR მკურნალობას, განსხვავება 3.8 თვე, სტრატიფიცირებული ლოგ-რანგის p-მნიშვნელობით 0.1009-დან (ორმხრივი). რისკების თანაფარდობა მკურნალობის ეფექტისთვის იყო 0.85 (95% CI = 0.69, 1.03). ერთწლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი შეადგენდა 46.5%–ს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აზაციტიდინს, 34.3%–თან შედარებით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ CCR–ს.
Cox PH მოდელი, კორექტირებული წინასწარ განსაზღვრული საწყისი პროგნოზული ფაქტორების გათვალისწინებით, განსაზღვრავდა HR–ს აზაციტიდინისთვის შედარებით CCR–თან დონეზე 0.80 (95% CI = 0,66, 0,99; p = 0,0355).
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ კვლევას არ შეეძლო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავების დემონსტრირება აზაციტიდინის შედარებისას წინასწარ შერჩეულ CCR სამკურნალო ჯგუფებთან, აზაციტიდინით ნამკურნალები პაციენტების გადარჩენადობა უფრო მეტი იყო შედარებისას CCR მკურნალობის ვარიანტებთან მხოლოდ BSC–ით, დაბალი დოზით ციტარაბინს პლუს BSC–ით და მსგავსი იყო შედარებისას სტანდარტულ ინტენსიურ ქიმიოთერაპიას პლუს BSC-სთან.
ყველა წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში (ასაკი [< 75 წელი და ≥ 75 წელი], სქესი, რასა, ECOG ეფექტიანობის სტატუსი [0 ან 1 და 2], საწყისი ციტოგენეტიკური რისკი [შუალედური და დაბალი], გეოგრაფიული რეგიონი, AML–ის WHO კლასიფიკაცია [მათ შორის AML მიელოდისპლაზიასთან დაკავშირებული ცვლილებებით], WBC საწყისი რაოდენობა [≤ 5×109/ლ და > 5×109/ლ], ძვლის ტვინის ბლასტების საწყისი მნიშვნელობა [≤ 50% და > 50%] და MDS-ის წინა ანამნეზი), აღინიშნა OS–ის გაუმჯობესების ტენდენცია აზაციტიდინის სასარგებლოდ. რამდენიმე წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში OS HR მიაღწია სტატისტიკურ მნიშვნელობას, მათ შორის პაციენტები დაბალი ციტოგენეტიკური რისკით, პაციენტები AML-ით მიელოდისპლაზიასთან დაკავშირებული ცვლილებებით, პაციენტები <75 წელზე ნაკლები ასაკის, მდედრობითი სქესის პაციენტები და თეთრი პაციენტები.
ჰემატოლოგიური და ციტოგენეტიკური პასუხები შეფასებული იყო მკვლევარის და IRC-ის მიერ მსგავსი შედეგებით. პასუხის საერთო კოეფიციენტი (სრული რემისია [CR] + სრული რემისია სისხლის ანალიზის არასრული აღდგენით [CRi]), როგორც განსაზღვრულია IRC-ით შეადგენდა 27.8%–ს აზაციტიდინის ჯგუფში და 25.1%–ს კომბინირებულ CCR ჯგუფში (p = 0.5384). პაციენტებში, რომლებმაც მიაღწიეს CR ან CRi, რემისიის საშუალო ხანგრძლივობა იყო 10.4 თვე (95% CI = 7.2, 15.2) აზაციტიდინის სუბიექტებისთვის და 12.3 თვე (95% CI = 9.0, 17.0) CCR სუბიექტებისთვის. გადარჩენადობის სარგებელი ასევე ნაჩვენები იყო პაციენტებში, რომლებმაც ვერ მიაღწიეს სრულ პასუხს აზაციტიდინზე CCR-თან შედარებით.
აზაციტიდინით მკურნალობამ გააუმჯობესა პერიფერიული სისხლის მაჩვენებლები და გამოიწვია RBC–ის და თრომბოციტების ტრანსფუზიის საჭიროების შემცირება. პაციენტი ითვლებოდა RBC ან თრომბოციტების ტრანსფუზიაზე დამოკიდებულად საწყის ეტაპზე, თუ სუბიექტს ჰქონდა გადატანილი ერთი ან მეტი RBC ან თრომბოციტების ტრანსფუზია 56 დღის განმავლობაში (8 კვირა) რანდომიზაციამდე ან მის შემდეგ, შესაბამისად. პაციენტი ითვლებოდა, როგორც RBC ან თრომბოციტების ტრანსფუზიისგან დამოუკიდებელი მკურნალობის პერიოდში, თუ სუბიექტს არ ჰქონდა გაკეთებული RBC ან თრომბოციტების ტრანსფუზია ზედიზედ 56 დღის განმავლობაში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად.
აზაციტიდინის ჯგუფის პაციენტებიდან, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ RBC ტრანსფუზიაზე საწყის ეტაპზე, ამ პაციენტების 38.5% (95% CI = 31.1, 46.2) გახდა RBC ტრანსფუზიისგან დამოუკიდებელი მკურნალობის პერიოდში, შედარებით 27.6% (95% CI = 20.9, 35.1) პაციენტებთან კომბინირებულ CCR ჯგუფებში. პაციენტებში, რომლებიც საწყის ეტაპზე იყვნენ დამოკიდებულნი RBC ტრანსფუზიაზე და მიაღწიეს ტრანსფუზიისგან დამოუკიდებლობას მკურნალობის დროს, RBC ტრანსფუზიის დამოუკიდებლობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 13.9 თვე აზაციტიდინის ჯგუფში და არ იყო მიღწეული CCR ჯგუფში.
აზაციტიდინის ჯგუფის პაციენტებიდან, რომლებიც საწყის ეტაპზე იყვნენ დამოკიდებული თრომბოციტების ტრანსფუზიაზე, ამ პაციენტების 40.6% (95% CI = 30.9, 50.8) გახდა თრომბოციტების ტრანსფუზიისგან დამოუკიდებელი მკურნალობის პერიოდში, შედარებით 29.3%–თან (95% CI = 19.7, 40.4). ) პაციენტების კომბინირებულ CCR ჯგუფებში. პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ თრომბოციტების ტრანსფუზიაზე საწყის ეტაპზე და მიაღწიეს დამოუკიდებლობას ტრანსფუზიისგან მკურნალობის დროს, თრომბოციტების ტრანსფუზიის დამოუკიდებლობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 10.8 თვე აზაციტიდინის ჯგუფში და 19.2 თვე CCR ჯგუფში.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი (HRQoL) შეფასდა კიბოს კვლევისა და მკურნალობის ევროპული ორგანიზაციის ცხოვრების ხარისხის ძირითადი კითხვარის (EORTC QLQ C30) გამოყენებით. HRQoL მონაცემები შეიძლება გაანალიზდეს სრული საკვლევი პოპულაციის ქვეჯგუფისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ანალიზში არსებობს შეზღუდვები, არსებული მონაცემები იძლევა საშუალლებას ვივარაუდოთ, რომ პაციენტებს არ აღენიშნებათ ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება აზაციტიდინით მკურნალობის დროს.
პედიატრიული პოპულაცია
კვლევა AZA–JMML–001 იყო 2 ფაზის, საერთაშორისო, მულტიცენტრული, ღია კვლევა აზაციტიდინის ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, უსაფრთხოებისა და აქტივობის შესაფასებლად HSCT-მდე პედიატრიულ პაციენტებში ახლად დიაგნოზირებული გავრცელებული MDS–ით ან JMML–ით. კლინიკური კვლევის პირველადი მიზანი იყო აზაციტიდინის გავლენის შეფასება პასუხის სიხშირეზე მე-3 ციკლზე, 28 დღე.
პაციენტები (MDS, n = 10; JMML, n = 18, 3 თვიდან 15 წლამდე; 71% მამაკაცი) მკურნალობდნენ ინტრავენურად შეყვანილი აზაციტიდინით 75 მგ/მ², ყოველდღიურად 28-დღიანი ციკლის 1-დან მე–7 დღემდე მინიმუმ 3 ციკლის და მაქსიმუმ 6 ციკლის განმავლობაში.
MDS საკვლევ ჯგუფში ჩარიცხვა შეწყვეტილი იყო 10 MDS–ის მქონე პაციენტის შემდეგ ეფექტურობის ნაკლებობის გამო: ამ 10 პაციენტში დადასტურებული პასუხი არ დაფიქსირებულა.
JMML კვლევის ჯგუფში ჩაირიცხა 18 პაციენტი (13 PTPN11, 3 NRAS, 1 KRAS სომატური მუტაცია და 1 ტიპის ნეიროფიბრომატოზის 1 კლინიკური დიაგნოზი [NF 1]). თექვსმეტმა პაციენტმა დაასრულა თერაპიის 3 ციკლი და მათგან 5-მა დაასრულა 6 ციკლი. სულ 11 JMML–ის მქონე პაციენტს ჰქონდა კლინიკური პასუხი მე-3 ციკლზე, 28 დღეს, ამ 11 სუბიექტიდან, 9 (50%) სუბიექტს ჰქონდა დადასტურებული კლინიკური პასუხი (3 სუბიექტი cCR-ით და 6 სუბიექტი cPR-ით). JMML–ის მქონე პაციენტთა კოჰორტას შორის, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით, 7 (43.8%) პაციენტს ჰქონდა მდგრადი თრომბოციტული პასუხი (თვლები ≥ 100 × 109/ლ) და 7 (43.8%) პაციენტს სჭირდებოდა ტრანსფუზია HSCT. 18 პაციენტიდან 17-მა გაიარა HSCT.
კვლევის დიზაინის გამო (პაციენტების მცირე რაოდენობა და სხვადასხვა გამომრიცხავი ფაქტორები), ამ კლინიკური კვლევიდან არ შეიძლება გაკეთებულ იქნეს დასკვნა, აუმჯობესებს თუ არა აზაციტიდინი HSCT-მდე გადარჩენადობის შედეგს JMML–ის მქონე პაციენტებში.
კვლევა AZA AML 004 იყო მე-2 ფაზის, მულტიცენტრული, ღია კვლევა აზაციტიდინის უსაფრთხოების, ფარმაკოდინამიკისა და ეფექტურობის შესაფასებლად კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობასთან შედარებით ბავშვებში და ახალგაზრდა მოზრდილებში AML-ით მოლეკულური რეციდივის დროს CR1-ის შემდეგ.
შვიდი პაციენტი (საშუალო ასაკი 6.7 წელი [დიაპაზონი 2-დან 12 წლამდე]; 71.4% მამაკაცი) მკურნალობდა ინტრავენურად 100 მგ/მ2 აზაციტიდინით, ყოველდღიურად ყოველი 28-დღიანი ციკლის 1-დან 7 დღემდე მაქსიმუმ 3 ციკლის განმავლობაში.
ხუთ პაციენტს ჰქონდა მინიმალური ნარჩენი დაავადების (MRD) შეფასება 84–ე დღეს, 4 პაციენტმა მიაღწია მოლეკულურ სტაბილიზაციას (n = 3) ან მოლეკულურ გაუმჯობესებას (n = 1) და 1 პაციენტს ჰქონდა კლინიკური რეციდივი. აზაციტიდინით ნამკურნალები 7 პაციენტიდან ექვსმა (90% [95% CI = 0.4, 1.0]) გაიარა HSCT.
ნიმუშის მცირე ზომის გამო, აზაციტიდინის ეფექტურობა პედიატრიულ AML-ში ვერ დადგინდება.
უსაფრთხოების ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
75 მგ/მ2 ერთჯერადი დოზის კანქვეშა შეყვანის შემდეგ, აზაციტიდინი სწრაფად აბსორბირდება პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციით 750 ± 403 ნგ/მლ, რაც მიიღწევა დოზის მიღებიდან 0.5 სთ-ში (სინჯის აღების პირველი წერტილი). აზაციტიდინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა კანქვეშა შეყვანის შემდეგ ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით (ერთჯერადი 75 მგ/მ2 დოზები) შეადგენდა დაახლოებით 89%–ს მრუდის ქვეშ არსებული ფართობის (AUC) საფუძველზე.
აზაციტიდინის კანქვეშა შეყვანისას მრუდის ქვეშ არსებული ფართობი და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) დაახლოებით პროპორციული იყო 25-დან 100 მგ/მ2 დოზის დიაპაზონში.
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, განაწილების საშუალო მოცულობა იყო 76 ± 26 ლ, ხოლო სისტემური კლირენსი იყო 147 ± 47 ლ/სთ.
ბიოტრანსფორმაცია
In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, აზაციტიდინის მეტაბოლიზმი არ არის განპირობებული ციტოქრომ P450 იზოფერმენტებით (CYPs), UDP-გლუკურონოსილტრანსფერაზებით (UGTs), სულფოტრანსფერაზებით (SULTs) და გლუტათიონტრანსფერაზებით (GSTs).
აზაციტიდინი განიცდის სპონტანურ ჰიდროლიზს და დეამინაციას ციტიდინდეამინაზას შუამავლობით. ადამიანის ღვიძლის S9 ფრაქციებში, მეტაბოლიტების ფორმირება დამოუკიდებელი იყო NADPH-ისგან, რაც ნიშნავს, რომ აზაციტიდინის მეტაბოლიზმი არ იყო განპირობებული ციტოქრომ P450 იზოფერმენტებით. აზაციტიდინის in vitro კვლევა ადამიანის კულტივირებულ ჰეპატოციტებთან მიუთითებს, რომ 1.0 μM-დან 100 μM-მდე (ანუ დაახლოებით 30-ჯერ მაღალი, ვიდრე კლინიკურად მისაღწევი კონცენტრაციები), აზაციტიდინი არ აინდუცირებს CYP 1A2, 2C19, ან 3A4 ან 3A. P450 იზოფერმენტების სერიების (CYP 1A2, 2B6, 2C8, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4) ინჰიბირების შესაფასებლად კვლევებში აზაციტიდინმა 100 μM-მდე არ გამოიწვია ინჰიბირება. ამიტომ, CYP ფერმენტის ინდუქცია ან ინჰიბირება აზაციტიდინით პლაზმაში კლინიკურად მისაღწევ კონცენტრაციებში ნაკლებად სავარაუდოა.
ელიმინაცია
აზაციტიდინი სწრაფად გამოიყოფა პლაზმიდან საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდით (t1/2) კანქვეშ შეყვანის შემდეგ 41 ± 8 წუთი. კუმულაცია არ ხდება 75 მგ/მ2 აზაციტიდინის კანქვეშ შეყვანის შემდეგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში. შარდით გამოყოფა არის აზაციტიდინის და/ან მისი მეტაბოლიტების ელიმინაციის ძირითადი გზა. 14C–აზაციტიდინის ინტრავენური და კანქვეშა შეყვანის შემდეგ შეყვანილი რადიოაქტიურობის 85 და 50% იყო აღდგენილი შარდში, შესაბამისად, ხოლო < 1% აღდგენილი იყო განავალში.
განსაკუთრებული პოპულაციები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის (იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“), სქესის, ასაკის ან რასის ეფექტი აზაციტიდინის ფარმაკოკინეტიკაზე ფორმალურად არ არის შესწავლილი.
პედიატრიული პოპულაცია
კვლევაში AZA–JMML–001 ფარმაკოკინეტიკური ანალიზი განისაზღვრა 10 MDS და 18 JMML მქონე პედიატრიულ პაციენტთან 1 ციკლის მე-7 დღეს (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). MDS მქონე პაციენტების საშუალო ასაკი (დიაპაზონი) იყო 13.3 (1.9–15) წელი და 2.1 (0.2–6.9) წელი JMML მქონე პაციენტებისთვის.
75 მგ/მ2 დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ, აზაციტიდინმა სწრაფად მიაღწია Cmax-ს 0.083 საათის განმავლობაში როგორც MDS, ასევე JMML პოპულაციაში. გეომეტრიული საშუალო Cmax იყო 1797.5 და 1066.3 ნგ/მლ, ხოლო გეომეტრიული საშუალო AUC0-∞ იყო 606.9 და 240.2 ნგ∙სთ/მლ, MDS და JMML მქონე პაციენტებისთვის, შესაბამისად. განაწილების საშუალო გეომეტრიული მოცულობა MDS და JMML მქონე სუბიექტებში იყო 103.9 და 61.1 ლ, შესაბამისად. როგორც ჩანს, აზაციტიდინის საერთო პლაზმური ექსპოზიცია უფრო მაღალი იყო MDS მქონე სუბიექტებში; თუმცა, ზომიერი და მაღალი ვარიაბელობა პაციენტებს შორის აღინიშნა როგორც AUC, ასევე Cmax –სთვის.
გეომეტრიული საშუალო t1/2 შეადგენდა 0.4 და 0.3 საათს, ხოლო გეომეტრიული საშუალო კლირენსი იყო 166.4 და 148.3 ლ/სთ MDS და JMML–სთვის, შესაბამისად.
ფარმაკოკინეტიკური მონაცემები კვლევიდან AZA–JMML–001 იყო გაერთიანებული და შედარებული ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებთან MDS-ის მქონე 6 მოზრდილი სუბიექტის 75 მგ/მ2 აზაციტიდინის ინტრავენურად შეყვანისას კვლევაში AZA–2002–BA–002. აზაციტიდინის საშუალო Cmax და AUCR0-tR იყო მსგავსი მოზრდილებსა და პედიატრიულ პაციენტებს შორის ინტრავენური შეყვანის შემდეგ (2750 ნგ/მლ …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი
აზაციტიდინი რომფარმი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
აზაციტიდინი რომფარმი 25 მგ/მლ ფხვნილი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
აზაციტიდინი
ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად.
თეთრი ფოროვანი მასა ან ფხვნილი.
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ აზაციტიდინს. აღდგენის შემდეგ სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 25 მგ აზაციტიდინს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
მანიტოლი (E421)
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები;

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები კვლევიდან AZA–JMML–001 იყო გაერთიანებული და შედარებული ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებთან MDS-ის მქონე 6 მოზრდილი სუბიექტის 75 მგ/მ2 აზაციტიდინის ინტრავენურად შეყვანისას კვლევაში AZA–2002–BA–002. აზაციტიდინის საშუალო Cmax და AUCR0-tR იყო მსგავსი მოზრდილებსა და პედიატრიულ პაციენტებს შორის ინტრავენური შეყვანის შემდეგ (2750 ნგ/მლ შედარებით 2841 ნგ/მლ–თან და 1025 ნგ•სთ/მლ შედარებით 882.1 ნგ•სთ/მლ–თან, შესაბამისად).
კვლევაში AZA–AML–004, ფარმაკოკინეტიკური ანალიზი განისაზღვრა 7 პედიატრიული პაციენტიდან 6-თან, რომლებსაც ჰქონდათ მინიმუმ ერთი გაზომვადი პოსტდოზის ფარმაკოკინეტიკური კონცენტრაცია (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). AML მქონე პაციენტების მედიანური ასაკი (დიაპაზონი) იყო 6.7 (2–12) წელი.
100 მგ/მ2 მრავალჯერადი დოზის შემდეგ, გეომეტრიული საშუალო მნიშვნელობები Cmax და AUC0→∞ 1 ციკლის მე-7 დღეს შეადგენდა 1557 ნგ/მლ და 899.6 ნგ∙სთ/მლ, შესაბამისად, სუბიექტებს შორის მაღალი ვარიაბელობით (CV% 201.6% და 87.8%, შესაბამისად) დაფიქსირდა. აზაციტიდინმა სწრაფად მიაღწია CRmaxR-ს, ინტრავენური შეყვანის შემდეგ მედიანური დროით 0.090 საათი და შემცირდა გეომეტრიული საშუალო t1/2–ით 0.380 საათი. კლირენსისა და განაწილების მოცულობის საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობები შეადგენდა 127.2 ლ/სთ და 70.2 ლ, შესაბამისად.
ფარმაკოკინეტიკური ექსპოზიცია (აზაციტიდინის), რომელიც აღინიშნა AML-ის მქონე ბავშვებში მოლეკულური რეციდივის დროს CR1-ის შემდეგ, შედარებადი იყო ექსპოზიციასთან MDS–ის მქონე 10 ბავშვის და JMML–ის მქონე 18 ბავშვის გაერთიანებული მონაცემებიდან და ასევე შედარებადია აზაციტიდინის ექსპოზიციასთან MDS-ის მქონე მოზრდილებში.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას აზაციტიდინის ფარმაკოკინეტიკურ ექსპოზიციაზე ერთჯერადი და მრავალჯერადი კანქვეშ შეყვანის შემდეგ. 75 მგ/მ2 ერთჯერადი დოზის კანქვეშ შეყვანის შემდეგ, თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტების ექსპოზიციის საშუალო მნიშვნელობები (AUC და CRmaxR) გაიზარდა 11–21%, 15–27% და 41–66%–ით, შესაბამისად, შედარებით თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან. თუმცა, ექსპოზიცია იყო ექსპოზიციის იმავე ზოგად დიაპაზონში, რომელიც დაფიქსირდა თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებისთვის. აზაციტიდინი შეიძლება დაინიშნოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის საწყისი კორექტირების გარეშე, იმ პირობით, რომ ეს პაციენტები დაექვემდებარებიან მონიტორინგს ტოქსიკურობაზე, რადგან აზაციტიდინი და/ან მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით.
ფარმაკოგენომიკა
ცნობილი ციტიდინდეამინაზას პოლიმორფიზმის ეფექტი აზაციტიდინის მეტაბოლიზმზე ოფიციალურად არ არის გამოკვლეული.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
აზაციტიდინი იწვევს როგორც გენურ მუტაციებს, ასევე ქრომოსომულ აბერაციებს ბაქტერიების და ძუძუმწოვრების უჯრედულ სისტემებში in vitro. აზაციტიდინის პოტენციური კანცეროგენობა შეფასებული იყო თაგვებსა და ვირთაგვებში. აზაციტიდინმა გამოიწვია ჰემატოპოეზური სისტემის სიმსივნეები მდედრ თაგვებში, როდესაც შეყვანილ იქნა ინტრაპერიტონეალურად კვირაში 3-ჯერ 52 კვირის განმავლობაში. სიმსივნეების გაზრდილი სიხშირე ლიმფორეტიკულურ სისტემაში, ფილტვებში, სარძევე ჯირკვალსა და კანში ნაჩვენებია თაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით, რომელიც შეყვანილი იყო ინტრაპერიტონეალურად 50 კვირის განმავლობაში. ვირთაგვებში ტუმოროგენობის კვლევამ გამოავლინა სათესლე ჯირკვლის სიმსივნეების გაზრდილი სიხშირე.
თაგვებში ემბრიოტოქსიკურობის ადრეულმა კვლევებმა გამოავლინა ინტრაუტერული ემბრიონალური სიკვდილის 44% სიხშირე (გაზრდილი რეზორბცია) ორგანოგენეზის დროს აზაციტიდინის ერთჯერადი ინტრაპერიტონეალური ინექციის შემდეგ. თავის ტვინში განვითარების დარღვევები გამოვლინდა თაგვებში, რომლებსაც აზაციტიდინი მისცეს მაგარი სასის დახურვის დროს ან მანამდე. ვირთაგვებში აზაციტიდინს არ გამოუწვევია არასასურველი რეაქციები პრეიმპლანტაციის დროს გამოყენებისას, მაგრამ აშკარად იყო ემბრიოტოქსიკური, როდესაც გამოყენებული იყო ორგანოგენეზის დროს. ნაყოფის ანომალიები ორგანოგენეზის დროს ვირთაგვებში მოიცავდა: ცნს-ის ანომალიებს (ექსენცეფალია/ენცეფალოცელე), კიდურების ანომალიები (მიკრომელია, ტერფმრუდობა, სინდაქტილია, ოლიგოდაქტილია) და სხვა (მიკროფთალმია, მიკროგნათია, გასტროშიზი, შეშუპება და ნეკნების ანომალიები).
აზაციტიდინის შეყვანამ მამრ თაგვებში არანამკურნალებ მდედრ თაგვებთან შეჯვარებამდე გამოიწვია ფერტილობის დაქვეითება და შთამომავლობის დაკარგვა შემდგომი ემბრიონული და პოსტნატალური განვითარების დროს. მამრი ვირთაგვების მკურნალობამ გამოიწვია სათესლე ჯირკვლების და ეპიდიდიმიდების წონის დაქვეითება, სპერმის რაოდენობის დაქვეითება, ორსულობის სიხშირის დაქვეითება, ანომალური ემბრიონების რაოდენობის ზრდა და ემბრიონის დაკარგვის ზრდა შეჯვარებულ მდედრებში (იხილეთ ნაწილი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).
თერაპიული ჩვენებები
აზაციტიდინი რომფარმი ნაჩვენებია მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებშიც შეუძლებელია ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (HSCT), და აქვთ:
შუალედური-2 და მაღალი რისკის მიელოდისპლაზიური სინდრომები (MDS) საერთაშორისო პროგნოზული შეფასების სისტემის (IPSS) მიხედვით,
ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია (CMML) ძვლის ტვინის ბლასტებით 10-29% მიელოპროლიფერაციული დარღვევის გარეშე,
მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) 20-30% ბლასტებით და მულტიხაზოვანი დისპლაზიით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციის მიხედვით,
AML > 30% ძვლის ტვინის ბლასტებით WHO კლასიფიკაციის მიხედვით.
დოზირება და შეყვანის მეთოდი
აზაციტიდინი რომფარმით მკურნალობა უნდა დაიწყოს და კონტროლდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების გამოცდილება. პაციენტებს წინასწარ უნდა ჩაუტარდეთ პრემედიკაცია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად.
დოზირება
რეკომენდებული საწყისი დოზა პირველი მკურნალობის ციკლისას, ყველა პაციენტისთვის, საწყისი ჰემატოლოგიური ლაბორატორიული მაჩვენებლების მიუხედავად, შეადგენს 75 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, შეყვანილი კანქვეშ, ყოველდღიურად 7 დღის განმავლობაში, შემდგომი დასვენების პერიოდით 21 დღე (28-დღიანი მკურნალობის ციკლი).
რეკომენდებულია პაციენტების მკურნალობა მინიმუმ 6 ციკლის განმავლობაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტი განაგრძობს სარგებლის მიღებას ან დაავადების პროგრესირებამდე.
პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ ჰემატოლოგიური პასუხის/ტოქსიკურობის და თირკმლების ტოქსიკურობის გამო (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“); შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგი ციკლის დაწყების დაგვიანება ან დოზის შემცირება, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.
აზაციტიდინი რომფარმი არ უნდა იქნეს გამოყენებული პერორალურად მისაღებ აზაციტიდინთან ურთიერთშენაცვლებით. ექსპოზიციაში განსხვავებების გამო, პერორალური აზაციტიდინის დოზის და სქემის რეკომენდაციები განსხვავდება საინექციო აზაციტიდინის რეკომენდაციებისგან. ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის რეკომენდირებულია შეამოწმონ სამკურნალო პროდუქტის დასახელება, დოზა და შეყვანის გზა.
ლაბორატორიული ტესტები
თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი ციკლის წინ უნდა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციური ტესტები, შრატისმიერი კრეატინინი და შრატისმიერი ბიკარბონატი. სისხლის სრული ანალიზი უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე და საჭიროებისამებრ პასუხისა და ტოქსიკურობის მონიტორინგისთვის, მაგრამ მინიმუმ, მკურნალობის ყოველი ციკლის წინ.
დოზის კორექცია ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გამო
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა განისაზღვრება უჯრედების ყველაზე დაბალი მიღწეული რაოდენობით (მინიმალური დონე) მოცემულ ციკლში, თუ თრომბოციტების რაოდენობა არის ≤ 50.0 x 109/ლ და/ან ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) ≤ 1 x 109/ლ.
აღდგენა განისაზღვრება უჯრედული ხაზ(ებ)ის ზრდით, რომლებშიც ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა დაფიქსირდა მინიმალური დონის და საწყის რაოდენობას პლუს მინიმალური დონის რაოდენობის აბსოლუტური სხვაობის სულ მცირე ნახევარზე (ანუ სისხლის უჯრედების რაოდენობა აღდგენისას ≥ მინიმალური დონის რაოდენობა + (0.5 x [|საწყისი რაოდენობა – მინიმალური დონის რაოდენობა|]).
პაციენტები სისხლის შემცირებული საწყისი მაჩვენებლების გარეშე (მაგ., სისხლის თეთრი უჯრედები (WBC) ≥ 3.0 × 109/ლ და ANC ≥ 1.5 × 109/ლ და თრომბოციტები ≥ 75.0 × 109/ლ) პირველ მკურნალობამდე
თუ ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა ვლინდება აზაციტიდინი რომფარმით მკურნალობის შემდეგ, თერაპიის შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს თრომბოციტების რაოდენობისა და ANC-ის აღდგენამდე. თუ აღდგენა მიიღწევა 14 დღის განმავლობაში, დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, თუ აღდგენა ვერ მიიღწევა 14 დღის განმავლობაში, დოზა უნდა შემცირდეს შემდეგი ცხრილის მიხედვით. დოზის ცვლილებების შემდეგ, ციკლის ხანგრძლივობა უნდა დაბრუნდეს 28 დღემდე.
ციკლის მინიმალური დონის რაოდენობა
დოზა მომდევნო ციკლში, თუ აღდგენა* არ მიიღწევა 14 დღის განმავლობაში (%)
ANC (× 109/ლ)
თრომბოციტები (× 109/ლ)
≤ 1.0
≤ 50.0
50%
> 1.0
> 50.0
100%
- აღდგენა = რაოდენობა ≥ მინიმალური დონის რაოდენობა + (0.5 × [საწყისი რაოდენობა – მინიმალური დონის რაოდენობა])
პაციენტები სისხლის შემცირებული საწყისი მაჩვენებლებით (მაგ., WBC < 3.0 × 109/ლ ან ANC < 1.5 × 109/ლ ან თრომბოციტები < 75.0 × 109/ლ) პირველ მკურნალობამდე
აზაციტიდინ რომფარმით მკურნალობის შემდეგ, თუ WBC ან ANC ან თრომბოციტების შემცირება მკურნალობის დაწყებამდე მაჩვენებლებთან შედარებით არის ≤ 50%, ან 50%-ზე მეტი, მაგრამ ნებისმიერი უჯრედული ხაზის დიფერენციაციის გაუმჯობესებით, შემდეგი ციკლი არ უნდა გადაიდოს და დოზის კორექცია არ უნდა მოხდეს.
თუ WBC ან ANC ან თრომბოციტების შემცირება 50%-ზე მეტია ვიდრე დონე მკურნალობამდე, უჯრედული ხაზის დიფერენციაციის გაუმჯობესების გარეშე, აზაციტიდინ რომფარმით თერაპიის შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს თრომბოციტების რაოდენობისა და ANC-ის აღდგენამდე. თუ აღდგენა მიიღწევა 14 დღის განმავლობაში, დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, თუ აღდგენა არ იქნა მიღწეული 14 დღის განმავლობაში, უნდა განისაზღვროს ძვლის ტვინის უჯრედულობა. თუ ძვლის ტვინის უჯრედულობა > 50%, დოზის კორექცია არ უნდა მოხდეს. თუ ძვლის ტვინის უჯრედულობა არის ≤ 50%, მკურნალობა უნდა გადაიდოს და დოზა შემცირდეს შემდეგი ცხრილის მიხედვით:
ძვლის ტვინის უჯრედულობა
დოზა მომდევნო ციკლში, თუ აღდგენა არ არის მიღწეული 14 დღის განმავლობაში (%)
აღდგენა* ≤ 21 დღე
აღდგენა* > 21 დღე
1550%
100%
50%
< 15%
100%
33%
- აღდგენა = რაოდენობა ≥ მინიმალური დონის რაოდენობა + (0.5 × [საწყისი რაოდენობა – მინიმალური დონის რაოდენობა])
დოზის ცვლილების შემდეგ, მომდევნო ციკლის ხანგრძლივობა უნდა დაბრუნდეს 28 დღემდე.
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულებისთვის არ არის რეკომენდებული დოზის სპეციფიკური კორექტირება. ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ თირკმლების ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, შესაძლოა სასარგებლო იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
აზაციტიდინი შეიძლება დაინიშნოს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით საწყისი დოზის კორექტირების გარეშე (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). თუ შრატში ბიკარბონატების დონის აუხსნელი შემცირება აღინიშნა 20 მმოლ/ლ-ზე ნაკლებამდე, დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით მომდევნო ციკლში. თუ შრატში კრეატინინის ან სისხლის შარდოვანას აზოტის (BUN) აუხსნელი მატება ≥ 2-ჯერ აღემატება საწყის მნიშვნელობებს და აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN), შემდეგი ციკლი უნდა გადაიდოს მაჩვენებლების ნორმალურ ან საწყის დონეს დაუბრუნებამდე და დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით მომდევნო მკურნალობის ციკლში (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“). პაციენტები ღვიძლის მძიმე უკმარისობით უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ გვერდითი მოვლენების გამო. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის დაწყებამდე არ არის რეკომენდებული საწყისი დოზის სპეციფიკური ცვლილება; დოზის შემდგომი ცვლილებები უნდა ეფუძნებოდეს ჰემატოლოგიურ ლაბორატორიულ მაჩვენებლებს. აზაციტიდინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეები (იხილეთ ნაწილები "უკუჩვენებები" და "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").
პედიატრიული პოპულაცია
აზაციტიდინ რომფარმის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-17 წლის ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია ნაწილებში „არასასურველი ეფექტები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“, მაგრამ დოზირების შესახებ რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
შეყვანის წესი
აღდგენილი აზაციტიდინი რომფარმი უნდა შეყვანილ იქნეს კანქვეშ მკლავის ზედა ნაწილში, ბარძაყში ან მუცელში. საჭიროა ინექციის ადგილების მონაცვლეობა. ახალი ინექციები უნდა გაკეთდეს წინა ადგილიდან სულ მცირე 2.5 სმ დაშორებით და არასდროს ისეთ უბნებში, სადაც ადგილი მტკივნეული, დალურჯებული, წითელი ან გამაგრებულია.
აღდგენის შემდეგ სუსპენზია არ უნდა იყოს გაფილტრული. შეყვანამდე სამკურნალო საშუალების აღდგენის შესახებ ინსტრუქციებისთვის იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა გამოყენებისას“.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში „შემადგენლობა“.
ღვიძლის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეები (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ძუძუთი კვება (იხილეთ ნაწილი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
MDS, CMML და AML-ის მქონე (20-30% ძვლის ტვინის ბლასტები) მოზრდილთა პოპულაცია
გვერდითი რეაქციები, რომლებიც, შესაძლოა ან სავარაუდოა, დაკავშირებული იყოს აზაციტიდინის შეყვანასთან, გამოვლინდა პაციენტების 97%-ში.
ყველაზე ხშირი სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა ძირითად კვლევაში (AZA PH GL 2003 CL 001), მოიცავდა ფებრილურ ნეიტროპენიას (8.0%) და ანემიას (2.3%), რომლებიც ასევე მოხსენებული იყო დამატებით კვლევებში (CALGB 9221 და CALGB 8921). ამ 3 კვლევის სხვა სერიოზული გვერდითი რეაქციები მოიცავდა ინფექციებს, როგორიცაა ნეიტროპენიური სეფსისი (0.8%) და პნევმონია (2.5%) (ზოგიერთი ფატალური შედეგით), თრომბოციტოპენია (3.5%), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (0.25%) და ჰემორაგიული მოვლენები (მაგ., ცერებრული ჰემორაგია [0.5%], კუჭ-ნაწლავის სისხლდენა [0.8%] და ინტრაკრანიალური ჰემორაგია [0.5%]).
ყველაზე ხშირად მოხსენებულ გვერდით რეაქციებს აზაციტიდინით მკურნალობისას წარმოადგენდა ჰემატოლოგიური რეაქციები (71.4%), მათ შორის თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია და ლეიკოპენია (ჩვეულებრივ მე-3-4 ხარისხი), კუჭ-ნაწლავის მოვლენები (60.6%), გულისრევის, ღებინების (ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი) ჩათვლით, ან ინექციის ადგილის რეაქციები (77.1%; ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი).
AML-ის მქონე 65 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილთა პოპულაცია > 30% ძვლის ტვინის ბლასტებით
ყველაზე ხშირი სერიოზული გვერდითი რეაქციები (≥ 10%), აღნიშნული AZA-AML-001-ში აზაციტიდინით მკურნალობის ჯგუფში, მოიცავდა ფებრილურ ნეიტროპენიას (25.0%), პნევმონიას (20.3%) და პირექსიას (10.6%). სხვა ნაკლებად ხშირად მოხსენებული სერიოზული გვერდითი რეაქციები აზაციტიდინით მკურნალობის ჯგუფში მოიცავდა სეფსისს (5.1%), ანემიას (4.2%), ნეიტროპენიურ სეფსისს (3.0%), საშარდე გზების ინფექციას (3.0%), თრომბოციტოპენიას (2.5%), ნეიტროპენიას (2.1%), ცელულიტს (2.1%), თავბრუსხვევას (2.1%) და ქოშინს (2.1%).
ყველაზე ხშირად მოხსენებულ (≥ 30%) გვერდით რეაქციებს აზაციტიდინით მკურნალობისას წარმოადგენდა კუჭ-ნაწლავის მოვლენები, მათ შორის ყაბზობა (41.9%), გულისრევა (39.8%) და დიარეა (36.9%; ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი), ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები, მათ შორის პირექსია (37.7%; ჩვეულებრივ 1-2 ხარისხი), და ჰემატოლოგიური მოვლენები, მათ შორის ფებრილური ნეიტროპენია (32.2%), და ნეიტროპენია (30.1%; ჩვეულებრივ 3–4 ხარისხი).
გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი 1 მოიცავს გვერდით რეაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია აზაციტიდინით მკურნალობასთან, მიღებული MDS–ის და AML-ის ძირითადი კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგად.
სიხშირეები განისაზღვრება როგორც: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე); არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში ყველაზე მაღალი სიხშირის მიხედვით, რომელიც დაფიქსირდა ნებისმიერ ძირითად კლინიკურ კვლევაში.
ცხრილი 1: გვერდითი რეაქციები მოხსენებულია MDS–ის ან AML-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით (კლინიკური კვლევები და პოსტმარკეტინგული პერიოდი)
ორგანოთა სისტემის კლასი
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
უცნობია
ინფექციები და ინვაზიები
პნევმონია* (მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი), ნაზოფარინგიტი
სეფსისი* (მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი), ნეიტროპენიური სეფსისი*, სასუნთქი გზების ინფექცია (მოიცავს ზედა სასუნთქ გზებს და ბრონქიტს), საშარდე გზების ინფექცია, ცელულიტი, დივერტიკულიტი, პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია, სინუსიტი, ფარინგიტი, რინიტი, ჰერპეს სიმპლექსი, კანის ინფექცია
მანეკროზებელიფასციიტი*
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
დიფერენციაციის სინდრომი*, ა
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
ფებრილური ნეიტროპენია*, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია
პანციტოპენია*, ძვლის ტვინის უკმარისობა
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ანორექსია, მადის დაქვეითება, ჰიპოკალემია
დეჰიდრატაცია
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
ფსიქიატრიული დარღვევები
უძილობა
დაბნეული მდგომარეობა, შფოთვა
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ინტრაკრანიალური ჰემორაგია*, სინკოპე, ძილიანობა, ლეთარგია
თვალის მხრივ დარღვევები
თვალის ჰემორაგია, კონიუნქტივური ჰემორაგია
გულის მხრივ დარღვევები
პერიკარდიული გამონაჟონი
პერიკარდიტი
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები
ჰიპოტენზია*, ჰიპერტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ჰემატომა
სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მცხრივ დარღვევები
ქოშინი, ეპისტაქსისი
პლევრალური გამონაჟონი, ქოშინი ვარჯიშის დროს, ფარინგოლარინგეალური ტკივილი
ფილტვის ინტერსტიციული დაავადება
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
დიარეა, ღებინება, ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი (მოიცავს დისკომფორტს ზედა და მუცლის არეში)
გასტროინტესტინური ჰემორაგია* (მოიცავს პირის ღრუს ჰემორაგიას), ჰემოროიდული ჰემორაგია, სტომატიტი, ღრძილებიდან სისხლდენა, ქოშინი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის უკმარისობა*, ღვიძლის პროგრესირებადი კომა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
პეტექია, ქავილი (გენერალიზებულის ჩათვლით), გამონაყარი, ეკქიმოზი
პურპურა, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ერითემა, მაკულარული გამონაყარი
მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი, განგრენოზული პიოდერმა
კანის ვასკულიტი
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
ართრალგია, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (მათ შორის ზურგის, ძვლებისა და კიდურების ტკივილი)
კუნთების სპაზმი, მიალგია
თირკმლების და საშარდე გზების მხრივ დარღვევები
თირკმლის უკმარისობა*, ჰემატურია, მომატებული შრატისმიერი კრეატინინი
თირკმლის ტუბულური აციდოზი
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები
პირექსია*, დაღლილობა, ასთენია, გულმკერდის ტკივილი, ინექციის ადგილის ერითემა, ტკივილი ინექციის ადგილზე, რეაქცია ინექციის ადგილზე (დაუზუსტებელი)
დალურჯებული ადგილი, ჰემატომა, ინდურაცია, გამონაყარი, ქავილი, ანთება, ფერის შეცვლა, კვანძები და ჰემორაგია (ინექციის ადგილზე), სისუსტე, შემცივნება, კათეტერის შეყვანის ადგილას ჰემორაგია
ინექციის ადგილის ნეკროზი (ინექციის ადგილზე)
გამოკვლევები
წონის შემცირება
- = იშვიათად მოხსენებულია ფატალური შემთხვევები
ა = იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები
ყველაზე ხშირად მოხსენებული (≥ 10%) ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია აზაციტიდინით მკურნალობასთან, მოიცავს ანემიას, თრომბოციტოპენიას, ნეიტროპენიას, ფებრილურ ნეიტროპენიას და ლეიკოპენიას და, როგორც წესი, იყო მე–3 ან მე–4 ხარისხის. არსებობს ამ მოვლენების განვითარების უფრო დიდი რისკი პირველი 2 ციკლის განმავლობაში. რის შემდეგაც ისინი უფრო ნაკლები სიხშირით ვითარდება ჰემატოლოგიური ფუნქციის აღდგენის მქონე პაციენტებში. ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციების უმეტესობა იმართებოდა სისხლის სრული ანალიზის რუტინული მონიტორინგით და აზაციტიდინის შეყვანის გადადებით მომდევნო ციკლამდე, ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური გამოყენებით და/ან ზრდის ფაქტორის მხარდაჭერით (მაგ., G–CSF) ნეიტროპენიისას და ტრანსფუზიით ანემიისას ან თრომბოციტოპენიისას საჭიროების შემთხვევაში.
ინფექციები
მიელოსუპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია და ინფექციის გაზრდილი რისკი. სერიოზული გვერდითი რეაქციები, როგორიცაა სეფსისი, მათ შორის ნეიტროპენიური სეფსისი და პნევმონია, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აზაციტიდინს, ზოგიერთი ფატალური შედეგით. ინფექციების მართვა შესაძლებელია ანტიინფექციური საშუალებების და ზრდის ფაქტორის მხარდაჭერის (მაგ. G–CSF) გამოყენებით ნეიტროპენიისას.
სისხლდენა
სისხლდენა შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აზაციტიდინს. მოხსენებულია სერიოზული გვერდითი რეაქციები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და ინტრაკრანიალური სისხლდენა. პაციენტებს უნდა უტარდებოდეთ მონიტორინგი სისხლდენის ნიშნებსა და სიმპტომებზე, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჰქონდა ადრე არსებული ან მკურნალობასთან დაკავშირებული თრომბოციტოპენია.
ჰიპერმგრძნობელობა
სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აზაციტიდინს. ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში აზაციტიდინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ გვერდითი რეაქციები
კანისა და კანქვეშა გვერდითი რეაქციების უმეტესობა დაკავშირებული იყო ინექციის ადგილთან. არცერთ ამ გვერდით რეაქციას არ მოჰყოლია აზაციტიდინის შეწყვეტა ან აზაციტიდინის დოზის შემცირება ძირითად კვლევებში. გვერდითი რეაქციების უმეტესი ნაწილი ვითარდებოდა მკურნალობის პირველი 2 ციკლის განმავლობაში და ჰქონდათ შემცირების ტენდენცია შემდგომი ციკლების დროს. კანქვეშა გვერდითი რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ინექციის ადგილზე/ანთება/ქავილი, გამონაყარი, ერითემა და კანის დაზიანება, შეიძლება მოითხოვდეს მკურნალობას თანმხლები სამკურნალო საშუალებებით, როგორიცაა ანტიჰისტამინური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). ეს კანის რეაქციები უნდა განვასხვავოთ რბილი ქსოვილების ინფექციებისგან, რომლებიც ზოგჯერ ვლინდება ინექციის ადგილზე. რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ცელულიტი და მანეკროზებელი ფასციიტი, რომლებიც იშვიათ შემთხვევებში იწვევენ სიკვდილს, მოხსენებულია აზაციტიდინის გამოყენებისას პოსტმარკეტინგულ პირიოდში. ინფექციური გვერდითი რეაქციების კლინიკური მართვის შესახებ იხილეთ ნაწილში „არასასურველი ეფექტები“ ინფექციები.
კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი რეაქციები
ყველაზე ხშირად მოხსენებული კუჭ-ნაწლავის გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია აზაციტიდინით მკურნალობასთან, მოიცავდა ყაბზობას, დიარეას, გულისრევას და ღებინებას. ეს გვერდითი რეაქციები სიმპტომურად იმართებოდა ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით ღებინებისა და გულისრევის დროს, დიარეის საწინააღმდეგო საშუალებებით დიარეის დროს და საფაღარათო საშუალებებით და/ან განავლის დამარბილებელი საშუალებებით ყაბზობის დროს.
თირკმელების მხრივ გვერდითი რეაქციები
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით, მოხსენებულია თირკმლის დარღვევები, დაწყებული შრატისმიერი კრეატინინის მატებით და ჰემატურიით დამთავრებული თირკმლის მილაკოვანი აციდოზით, თირკმლის უკმარისობით და სიკვდილით (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ღვიძლის მხრივ გვერდითი რეაქციები
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ფართო სიმსივნური დატვირთვა მეტასტაზური დაავადების გამო, აღინიშნა ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის პროგრესირებადი კომა და სიკვდილი აზაციტიდინით მკურნალობის დროს (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
გულის მხრივ მოვლენები
კლინიკური კვლევის მონაცემებმა, რომლებშიც მონაწილეობნენ პაციენტები გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვის დაავადებებით ანამნეზში, აჩვენა გულის მოვლენების ზრდა ახლად დიაგნოსტირებული AML-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ხანდაზმული პოპულაცია
აზაციტიდინთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია უსაფრთხოების შესახებ შეზღუდული ინფორმაცია ≥ 85 წლის ასაკის პაციენტებში (14 [5.9%] პაციენტი ≥ 85 წლის, რომლებიც მკურნალობდნენ კვლევაში AZA-AML-001).
პედიატრიული პოპულაცია
კვლევაში AZA-JMML-001, 28 პედიატრიული პაციენტი (1 თვიდან 18 წლამდე ასაკის) მკურნალობდა აზაციტიდინით MDS–ის გამო (n = 10) ან იუვენილური მიელომონოციტური ლეიკემიის გამო (JMML) (n = 18) (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები”).
28 პაციენტიდან ყველა პაციენტს განუვითარდა მინიმუმ 1 გვერდითი მოვლენა და 17–მა (60.7%) განიცადა მინიმუმ 1 მკურნალობასთან დაკავშირებული მოვლენა. ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები საერთო პედიატრიულ პოპულაციაში იყო პირექსია, ჰემატოლოგიური მოვლენები, მათ შორის ანემია, თრომბოციტოპენია და ფებრილური ნეიტროპენია, და კუჭ-ნაწლავის მოვლენები, ყაბზობისა და ღებინების ჩათვლით.
სამ (3) სუბიექტს განუვითარდა მკურნალობის გადაუდებელი მოვლენა, რამაც გამოიწვია პრეპარატის შეწყვეტა (პირექსია, დაავადების პროგრესირება და მუცლის ტკივილი).
კვლევაში AZA-AML-004, 7 პედიატრიულ პაციენტს (2-დან 12 წლამდე ასაკის) მკურნალობდნენ აზაციტიდინით AML-ის გამო მოლეკულური რეციდივის დროს პირველი სრული რემისიის [CR1] შემდეგ (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
7 პაციენტიდან ყველას განუვითარდა მკურნალობასთან დაკავშირებული სულ მცირე 1 გვერდითი მოვლენა. ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო ნეიტროპენია, გულისრევა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დიარეა და მომატებული ალანინამინოტრანსფერაზა (ALT). ორ პაციენტს განუვითარდა მკურნალობასთან დაკავშირებული მოვლენა, რამაც გამოიწვია დოზის შეწყვეტა (ფებრილური ნეიტროპენია, ნეიტროპენია).
უსაფრთხოების ახალი სიგნალები არ იყო იდენტიფიცირებული შეზღუდული რაოდენობის პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით კლინიკური კვლევის მსვლელობისას. უსაფრთხოების საერთო პროფილი შეესაბამებოდა მოზრდილი პოპულაციის პროფილს.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
აზაციტიდინით მკურნალობა დაკავშირებულია ანემიასთან, ნეიტროპენიასთან და თრომბოციტოპენიასთან, განსაკუთრებით პირველი 2 ციკლის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). სისხლის სრული ანალიზი უნდა ჩატარდეს საჭიროებისამებრ პასუხისა და ტოქსიკურობის მონიტორინგის მიზნით, მაგრამ სულ მცირე მკურნალობის ყოველ ციკლამდე. პირველი ციკლისთვის რეკომენდებული დოზის შეყვანის შემდეგ, დოზა მომდევნო ციკლებისთვის უნდა შემცირდეს ან მისი შეყვანა უნდა გადაიდოს მინიმალური დონის რაოდენობისა და ჰემატოლოგიური პასუხის საფუძველზე (იხილეთ ნაწილი „დოზირება და შეყვანის მეთოდი“). პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ფებრილური ეპიზოდების შესახებ. პაციენტებს და ექიმებს ასევე ურჩევენ, რომ ყურადღებით იყვნენ სისხლდენის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისას.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სიმსივნური დატვირთვა მეტასტაზური დაავადების გამო, აღენიშნებოდათ ღვიძლის პროგრესირებადი კომა და სიკვდილი აზაციტიდინით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ასეთ პაციენტებში საწყისი შრატისმიერი ალბუმინით < 30 გ/ლ. აზაციტიდინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეები (იხილეთ ნაწილი "უკუჩვენებები").
თირკმლის უკმარისობა
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით ინტრავენურად სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, მოხსენებულია თირკმლის დარღვევები, დაწყებული შრატისმიერი კრეატინინის მომატებიდან თირკმლის უკმარისობამდე და სიკვდილამდე. გარდა ამისა, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, რომელიც განისაზღვრება, როგორც შრატისმიერი ბიკარბონატის დაქვეითება <20 მმოლ/ლ-მდე ტუტე შარდთან და ჰიპოკალემიასთან ასოციაციაში (შრატისმიერი კალიუმი < 3 მმოლ/ლ) განვითარებული ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიით (CML) 5 სუბიექტში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით და ეტოპოზიდით. თუ გამოვლინდა შრატისმიერი ბიკარბონატის აუხსნელი შემცირება (<20 მმოლ/ლ) ან შრატისმიერი კრეატინინის ან BUN-ის მომატება, დოზა უნდა შემცირდეს ან შეყვანა გადაიდოს (იხილეთ ნაწილი „დოზირება და შეყვანის მეთოდი“).
პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, დაუყოვნებლივ შეატყობინონ სამედიცინო დახმარების პროვაიდერს ოლიგურიასა და ანურიის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები გვერდითი რეაქციების სიხშირეში არ დაფიქსირებულა თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებს შორის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან შედარებით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს უნდა უტარდებოდეთ საგულდაგულო მონიტორინგი ტოქსიკურობაზე, რადგან აზაციტიდინი და/ან მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით (იხილეთ ნაწილი „დოზირება და შეყვანის მეთოდი“).
ლაბორატორიული ტესტები
თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი ციკლის წინ უნდა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციური ტესტები, შრატისმიერი კრეატინინი და შრატისმიერი ბიკარბონატი. სისხლის სრული ანალიზი უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე და საჭიროებისამებრ პასუხისა და ტოქსიკურობის მონიტორინგის მიზნით, მაგრამ მინიმუმ, ყოველი მკურნალობის ციკლის წინ, იხილეთ ასევე ნაწილი 4.8.
გულის და ფილტვის დაავადება
პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობა, კლინიკურად არასტაბილური გულის დაავადება ან ფილტვის დაავადება, გარიცხულნი იყვნენ ძირითადი სარეგისტრაციო კვლევებიდან (AZA PH GL 2003 CL 001 და AZA–AML–001) და, შესაბამისად, აზაციტიდინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ პაციენტებში არ იყო დადასტურებული. პაციენტებში, რომლებსაც ცნობილია, რომ ანამნეზში აქვთ გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვის დაავადება, კლინიკური კვლევის ბოლო მონაცემებმა აჩვენა აზაციტიდის გამოყენებისას კარდიალური მოვლენების მნიშვნელოვნად გაზრდილი სიხშირე (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე ამ პაციენტებისთვის აზაციტიდინის დანიშვნისას. გათვალისწინებული უნდა იყოს კარდიოპულმონური შეფასება მკურნალობის დაწყებამდე და მის განმავლობაში.
მანეკროზებელი ფასციიტი
მანეკროზებელი ფასციიტი, ფატალური შემთხვევების ჩათვლით, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზაციტიდინით. თერაპია უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ მანეკროზებელი ფასციიტი და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
სიმსივნის ლიზისის სინდრომის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი სიმსივნური დატვირთვა მკურნალობამდე. ეს პაციენტები უნდა იყვნენ საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ და მიიღონ შესაბამისი სიფრთხილის ზომები.
დიფერენციაციის სინდრომი
დიფერენციაციის სინდრომის შემთხვევები (ასევე ცნობილი როგორც რეტინოის მჟავას სინდრომი) მოხსენებულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ საინექციო აზაციტიდინს. დიფერენციაციის სინდრომი შეიძლება იყოს ფატალური და სიმპტომები და კლინიკური გამოვლინებები მოიცავს რესპირატორულ დისტრესს, ფილტვის ინფილტრატებს, ცხელებას, გამონაყარს, ფილტვის შეშუპებას, პერიფერიულ შეშუპებას, წონის სწრაფ მატებას, პლევრალურ გამონაჟონებს, პერიკარდიულ გამონაჟონს, ჰიპოტენზიას და თირკმლების ფუნქციის დარღვევას (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). დიფერენციაციის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომების ან ნიშნების პირველი დაწყებისას უნდა განიხილებოდეს მაღალი დოზით ი.ვ. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა და ჰემოდინამიკური მონიტორინგი. გასათვალისწინებელია საინექციო აზაციტიდინის გამოყენების დროებითი შეწყვეტა სიმპტომების გაქრობამდე, ხოლო განახლებისას რეკომენდებულია სიფრთხილე.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
აზაციტიდინს გააჩნია უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. აზაციტიდინის გამოყენებისას აღინიშნა დაღლილობა. ამიტომ რეკომენდირებულია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია მამაკაცებში და ქალებში
შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მის შემდეგ სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. მამაკაცებს უნდა ურჩიონ, რომ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის მიღების დროს და უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მის შემდეგ სულ მცირე 3 თვის განმავლობაში.
ორსულობა
არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულ ქალებში აზაციტიდინის გამოყენების შესახებ. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე და მოქმედების მექანიზმზე დაყრდნობით, აზაციტიდინი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის აშკარად აუცილებელია. მკურნალობის უპირატესობები უნდა შეფასდეს ნაყოფისთვის შესაძლო რისკთან მიმართებაში ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა აზაციტიდინი/მეტაბოლიტები დედის რძეში. მეძუძურ ბავშვში პოტენციური სერიოზული გვერდითი რეაქციების გამო, ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია აზაციტიდინით თერაპიის დროს.
ფერტილობა
ადამიანებში არ არსებობს მონაცემები აზაციტიდინის გავლენის შესახებ ფერტილობაზე. ცხოველებში აზაციტიდინის გამოყენებისას დადასტურებულია გვერდითი რეაქციები მამრობითი სქესის ფერტილობაზე (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). მკურნალობის დაწყებამდე მამრობითი სქესის პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა სპერმის შენახვის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, აზაციტიდინის მეტაბოლიზმი არ არის განპირობებული ციტოქრომ P450 იზოფერმენტებით (CYPs), UDP-გლუკურონოსილტრანსფერაზებით (UGTs), სულფოტრანსფერაზებით (SULTs) და გლუტათიონტრანსფერაზებით (GSTs); შესაბამისად, ამ მეტაბოლურ ფერმენტებთან in vivo ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.
აზაციტიდინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ინჰიბიტორული ან ინდუქციური ზემოქმედება ციტოქრომ P450 ფერმენტებზე ნაკლებად სავარაუდოა (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ჭარბი დოზირება
კლინიკურ კვლევებში აღინიშნა აზაციტიდინის დოზის გადაჭარბების ერთი შემთხვევა. პაციენტს განუვითარდა დიარეა, გულისრევა და ღებინება ერთჯერადი ინტრავენური დოზის დაახლოებით 290 მგ/მ2 მიღების შემდეგ, რომელიც რეკომენდებულ საწყის დოზაზე თითქმის 4-ჯერ მეტია.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში პაციენტი უნდა შემოწმდეს შესაბამისი სისხლის ანალიზის ჩატარებით და საჭიროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შემანარჩუნებელი მკურნალობა. არ არსებობს ცნობილი სპეციფიკური ანტიდოტი აზაციტიდინით ჭარბი დოზირებისას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას და სხვა მოხმარების დროს
რეკომენდაციები უსაფრთხო მოხმარებისთვის
აზაციტიდინი რომფარმი არის ციტოტოქსიკური სამკურნალო პრეპარატი და, როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო აზაციტიდინის სუსპენზიების მოხმარებისა და მომზადებისას. უნდა იქნეს გამოყენებული კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების სათანადო მოხმარებისა და განადგურების პროცედურები.
აღდგენილი აზაციტიდინის კანთან კონტაქტისას, დაუყოვნებლივ და კარგად ჩამოიბანეთ საპნით და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტისას, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
აღდგენის პროცედურა
აზაციტიდინის აღდგენა უნდა განხორციელდეს საინექციო წყლით. აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის ვარგისობის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს გაციებული (2°C-დან 8°C-მდე) საინექციო წყლით აღდგენისას. დეტალები აღდგენილი პროდუქტის შენახვის შესახებ მოცემულია ქვემოთ.
- უნდა მოგროვდეს შემდეგი მოწყობილობები:
აზაციტიდინის ფლაკონი(ები); საინექციო წყლის ფლაკონი(ები); არასტერილური ქირურგიული ხელთათმანები; სპირტიანი საფენები; 5 მლ საინექციო შპრიცი(ებ)ი ნემს(ებ)ით.
- შპრიცით ამოიღეთ 4 მლ საინექციო წყალი, დარწმუნდით, რომ გამოდევნეთ შპრიცში ჩარჩენილი ჰაერი.
- 4 მლ საინექციო წყლის შემცველი შპრიცის ნემსით გახვრიტეთ აზაციტიდინის ფლაკონის რეზინის საცობი საინექციო წყლის შემდგომი შეყვანით ფლაკონში.
- შპრიცის და ნემსის ამოღების შემდეგ, ფლაკონი ენერგიულად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი შემღვრეული სუსპენზიის მიღებამდე. აღდგენის შემდეგ სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 25 მგ აზაციტიდინს (100 მგ/4 მლ). აღდგენილი პროდუქტი არის ერთგვაროვანი, შემღვრეული სუსპენზია, აგლომერატების გარეშე. პროდუქტი უნდა განადგურდეს, თუ ის შეიცავს მსხვილ ნაწილაკებს ან აგლომერატებს. არ გაფილტროთ სუსპენზია აღდგენის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების მოცილება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ადაპტერში, ნემსებსა და დახურულ სისტემაში არსებობს ფილტრები; ამიტომ, ასეთი სისტემები არ უნდა იქნეს გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის აღდგენის შემდეგ შეყვანისთვის.
- რეზინის საცობი გაწმინდეთ და ფლაკონში შეიყვანეთ ახალი შპრიცი ნემსით. ამის შემდეგ ფლაკონი უნდა თავდაყირა გადატრიალდეს, დარწმუნდით, რომ ნემსის წვერი სითხის დონის ქვემოთ არის განლაგებული. ამის შემდეგ, დგუში უნდა წამოწიოთ უკან, რათა ამოიღოთ სამკურნალო პროდუქტის საჭირო რაოდენობა სათანადო დოზისთვის, დარწმუნდით, რომ გამოდევნეთ შპრიცში ჩარჩენილი ჰაერი. შპრიცი ნემსთან ერთად უნდა ამოიღოთ ფლაკონიდან და ნემსი გადააგდოთ.
- შემდეგ მყარად უნდა იყოს მიმაგრებული შპრიცზე ახალი ნემსი განკუთვნილი კანქვეშ შეყვანისთვის (რეკომენდებულია კალიბრი 25). არ უნდა მოხდეს ნემსის გამოსუფთავება ინექციის წინ, რათა შემცირდეს ადგილობრივი რეაქციების სიხშირე ინექციის ადგილზე.
- როდესაც 1 ფლაკონზე მეტია საჭირო, სუსპენზიის მომზადების ყველა ზემოაღნიშნული ნაბიჯი უნდა განმეორდეს. დოზებისთვის, რომლებიც საჭიროებენ 1 ფლაკონზე მეტს, დოზა უნდა გაიყოს თანაბრად, მაგ., დოზა 150 მგ = 6 მლ, 2 შპრიცი 3 მლ–ით თითოეულ შპრიცში. ფლაკონში და ნემსში დარჩენის გამო, შესაძლოა შეუძლებელი იყოს ფლაკონიდან სუსპენზიის სრულად ამოღება.
- დოზირებული შპრიცის შიგთავსი უნდა რესუსპენდირდეს შეყვანამდე. აღდგენილი სუსპენზიით სავსე შპრიცი უნდა დააყოვნოთ შეყვანამდე 30 წუთი, რათა მიღწეულ იქნეს ტემპერატურა დაახლოებით 20°C–25°C. თუ გასული დრო 30 წუთზე მეტია, სუსპენზია უნდა სათანადოდ განადგურდეს და მომზადდეს ახალი დოზა. რესუსპენდირებისთვის, შპრიცი ენერგიულად გადააგორეთ ხელისგულებს შორის, სანამ არ მიიღწევა ერთგვაროვანი, შემღვრეული სუსპენზია. პროდუქტი უნდა განადგურდეს, თუ ის შეიცავს მსხვილ ნაწილაკებს ან აგლომერატებს.
აღდგენილი პრეპარატის შენახვა
სამკურნალო პრეპარატის აღდგენის შემდეგ შენახვის პირობების შესახებ იხილეთ ნაწილში "ვარგისობის ვადა".
ინდივიდუალური დოზის გაანგარიშება
მთლიანი დოზა, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (BSA) შეიძლება გამოითვალოს შემდეგნაირად:
მთლიანი დოზა (მგ) = დოზა (მგ / მ2) x BSA (მ2)
ქვემოთ მოცემული ცხრილი მოცემულია მხოლოდ მაგალითისთვის, თუ როგორ უნდა გამოვთვალოთ აზაციტიდინის ინდივიდუალური დოზები საშუალო BSA მნიშვნელობის 1.8 მ2 საფუძველზე.
დოზა მგ/მ2 (რეკომენდებული საწყისი დოზის %)
მთლიანი დოზა BSA მნიშვნელობის 1.8 მ2 საფუძველზე
ფლაკონების საჭირო რაოდენობა
აღდგენილი სუსპენზიის საჭირო მთლიანი მოცულობა
75 მგ/მ2 (100%)
135 მგ
2 ფლაკონი
- 4 მლ
- 5 მგ/მ2 (50%)
- 5 მგ
1 ფლაკონი
- 7 მლ
25 მგ/მ2 (33%)
45 მგ
1 ფლაკონი
- 8 მლ
შეყვანის წესი
აღდგენილი აზაციტიდინი რომფარმი უნდა შეიყვანოთ კანქვეშ (ნემსი შეიყვანეთ 45–90° კუთხით) 25 კალიბრის ნემსის გამოყენებით მკლავის ზედა ნაწილში, ბარძაყში ან მუცელში.
4 მლ-ზე მეტი დოზები უნდა შეყვანილ იქნეს ორ ცალკეულ ადგილას.
ინექციის ადგილები უნდა ურთიერთჩანაცვლდეს. ახალი ინექციები უნდა ჩატარდეს წინა ადგილიდან მინიმუმ 2.5 სმ დაშორებით და არასდროს განხორციელდეს იმ უბნებში, სადაც მტკივნეული, დალურჯებული, გაწითლებული ან გამაგრებული ადგილია.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შეუთავსებლობა
ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა იქნეს შერეული სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, გარდა მითითებულისა ნაწილში „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას და სხვა მოხმარებისას“.
კონტეინერის სახეობა და შიგთავსი
პრეპარატი შეფუთულია I ტიპის უფერო მინის ფლაკონში, რომელიც დალუქულია ბრომობუთილის რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით თეთრი პლასტიკური დისკით.
შეფუთვის ზომა: 1 ფლაკონი
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
გაუხსნელი ფლაკონები
ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
აღდგენილი სუსპენზია
სამკურნალო პრეპარატის აღდგენის შემდეგ შენახვის პირობების შესახებ იხილეთ ნაწილში „ვარგისობის ვადა“.
ვარგისობის ვადა
ფხვნილის გაუხსნელი ფლაკონი:
36 თვე
აღდგენის შემდეგ:
როდესაც აზაციტიდინი რომფარმის სუსპენზიის აღდგენა ხორციელდება საინექციო წყლის გამოყენებით, რომელიც არ იყო გაციებული, აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის ქიმიური და ფიზიკური გახსნის შემდეგ სტაბილურობა დემონსტრირებულია 25°C-ზე 45 წუთის განმავლობაში და 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე 8 საათის განმავლობაში.
აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის ვარგისობის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს აღდგენით გაციებული (2°C-დან 8°C-მდე) საინექციო წყლის მეშვეობით. როდესაც აზაციტიდინი რომფარმის სუსპენზიის აღდგენა ხორციელდება გაციებული (2°C-დან 8°C-მდე) საინექციო წყლის გამოყენებით, აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის ქიმიური და ფიზიკური გახსნის შემდეგ სტაბილურობა დემონსტრირებულია 2°C-დან 8°C-მდე 22 საათის განმავლობაში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, აღდგენილი პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გახსნის შემდეგ შენახვის ვადები და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს ტემპერატურაზე 2°C-დან 8°C-მდე აღდგენის დროს საინექციო წყლის გამოყენებით, რომელიც არ იყო გაციებული, ან არაუმეტეს 22 საათის განმავლობაში, როდესაც აღდგენა ხორციელდება გაციებული (2°C-დან 8°C-მდე) საინექციო წყლის გამოყენებით.
ლეგალური სტატუსი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County
რუმინეთი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს რომფარმი კომპანი საქართველო
საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7a
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.