პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

ექსილანსი

ExyLans

ურეცეპტოდ30მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ექსილანსის აქტიური ინგრედიენტია ლანსოპრაზოლი, რომელიც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორია. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ კუჭის მიერ გამომუშავებული მჟავის რაოდენობას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლანსოპრაზოლი (lansoprazole)
ფორმა და შეფუთვა
30მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №28 (4X7)
მწარმოებელი
LABORATORIOS LICONSA, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046455
რეგისტრირებულია
8 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 8 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SAGLEAD LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „საგლიად“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაექსილანსი და სხვა წამალი ერთად

ექსილანსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ექსილანსის აქტიური ინგრედიენტია ლანსოპრაზოლი, რომელიც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორია. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ კუჭის მიერ გამომუშავებული მჟავის რაოდენობას.

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ექსილანსი შემდეგი ჩვენებების დროს:

  • თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულის მკურნალობა
  • საყლაპავის ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი)
  • რეფლუქს ეზოფაგიტის პრევენცია
  • გულძმარვის და მჟავა რეგურგიტაციის მკურნალობა
  • Helicobacter pylori ბაქტერიით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომბინაციაში
  • თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის მკურნალობა ან პრევენცია პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის გაგრძელება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა გამოიყენება ტკივილის ან ანთების საწინააღმდეგოდ)
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა.

ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ექსილანსი სხვა ჩვენებისთვის ან ამ საინფორმაციო ფურცელში მითითებული დოზისგან განსხვავებული დოზით. გთხოვთ, დაიცვათ ექიმის მითითებები პრეპარატის მიღების შესახებ.

მიღების წესი და დოზირება

გადასახსნელი ბლისტერების გახსნა ხდება ქვემოაღწერილი ფოლგის გახსნის ინსტრუქციის შესაბამისად:

  • ამოიღეთ ერთი ბლისტერი პერფორაციების გახევით
  • ფრთხილად ააცალეთ ფოლგა კუთხიდან, ვიდრე კაფსულა არ გამოჩნდება

(კაფსულის ფოლგაში გატარებით ამოღება არ შეიძლება)

არაგადასახსნელი ბლისტერების გახსნა ხდება ალუმინის ფოლგაზე დაწერით

გადაყლაპეთ კაფსულა მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ ან არ დაფშვნათ ეს კაფსულები ან კაფსულის შიგთავსი, რადგან ეს ხელს შეუშლის მათ სწორად მოქმედებას.

თუ ექსილანსს დღეში ერთხელ იღებთ, ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ექსილანსი მიიღეთ დილით ადრე.

თუ ექსილანსს დღეში ორჯერ იღებთ, პირველი დოზა დილით უნდა მიიღოთ, ხოლო მეორე - საღამოს.

ექსილანსის დოზა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. მოზრდილებისთვის ექსილანსის ჩვეულებრივი დოზები მოცემულია ქვემოთ. ზოგჯერ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ განსხვავებული დოზა და გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა.

გულძმარვისა და მჟავა რეგურგიტაციის მკურნალობა: ერთი 15 მგ ან 30 მგ კაფსულა 4 კვირის განმავლობაში. თუ სიმპტომები გაგრძელდა, უნდა მიმართოთ ექიმს. თუ სიმპტომები 4 კვირის განმავლობაში არ შემსუბუქდა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 2 კვირის განმავლობაში

კუჭის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის განმავლობაში

საყლაპავ მილში ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი): ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის განმავლობაში

რეფლუქს ეზოფაგიტის ხანგრძლივი პრევენცია: ერთი 15 მგ კაფსულა ყოველდღე, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა ერთ 30 მგ კაფსულამდე ყოველდღე.

Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა: ჩვეულებრივი დოზა არის ერთი 30 მგ კაფსულა დილით ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან ერთად და ერთი 30 მგ კაფსულა საღამოს ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან ერთად. მკურნალობა, როგორც წესი, გრძლდება ყოველ დღე, 7 დღის განმავლობაში.

ანტიბიოტიკების რეკომენდებული კომბინაციებია:

  • 30 მგ ექსილანსი 250-500 მგ კლარითრომიცინთან და 1000 მგ ამოქსიცილინთან ერთად
  • 30 მგ ექსილანსი 250 მგ კლარითრომიცინთან და 400-500 მგ მეტრონიდაზოლთან ერთად

თუ წყლულის გამო ინფექციის მკურნალობას გადიხართ, ინფექციის წარმატებით მკურნალობის შემთხვევაში, წყლულის ხელახლა განვითარების ალბათობა დაბალია. იმისათვის, რომ მედიკამენტისგან მაქსიმალური ეფექტი მიიღოს, მიიღეთ ის სწორ დროს და არ გამოტოვოთ დოზა.

თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის გაგრძელებას: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის განმავლობაში.

თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის პრევენცია პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის გაგრძელებას: ერთი 15 მგ კაფსულა ყოველდღე, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა ერთ 30 მგ კაფსულამდე ყოველდღე.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: ჩვეულებრივი დოზა არის ორი 30 მგ კაფსულა ყოველდღე, შემდეგ კი, იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებთ ექსილანსზე, ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საუკეთესო დოზას.

ექსილანსი არ გამოიყენება ბავშვებში.

პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ მიიღოთ პრეპარატი, უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ექსილანსი, ვიდრე საჭიროა

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ექსილანსი, ვიდრე დაგინიშნეს, სასწარფოდ მიმართეთ ექიმს ან ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურს.

თუ დაგავიწყდათ ექსილანსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის დრო. თუ ასეა, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ დარჩენილი კაფსულები ჩვეულებისამებრ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვეტთ ექსილანსის მიღებას

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, თუ თქვენი სიმპტომები გაუმჯობესდა. შესაძლოა თქვენ სრულად არ იყოთ განკურნებული და დაავადება შეიძლება ხელახლა განვითარდეს, თუ არ დაასრულებთ მკურნალობის კურსს.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლანსოპრაზოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია თავში 7).
  • თუ იღებთ მედიკამენტს, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება ატაზანავირს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ექსილანსის გამოყენებისას

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება. ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს დოზის კორექტირება.

თქვენი მდგომარეობის დიაგნოსტირების მიზნით და/ან ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ან შეიძლება უკვე ჩატარებული ჰქონდეს დამატებითი გამოკვლევა, რომელსაც ენდოსკოპია ეწოდება.

თუ ექსილანსით მკურნალობის დროს დიარეა განვითარდა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, რადგან ექსილანსი ასოცირდება ინფექციური დიარეის მცირე ზრდასთან.

თუ ექიმმა დაგინიშნათ ექსილანსი Helicobacter pylori ინფექციის სამკურნალოდ განკუთვნილ სხვა მედიკამენტებთან ერთად (ანტიბიოტიკები) ან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთად ტკივილის ან რევმატული დაავადების სამკურნალოდ: გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ამ მედიკამენტების ინსტრუქციები.

თუ ექსილანსს იღებთ დიდი ხნის განმავლობაში (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), ექიმი, სავარაუდოდ, რეგულარულად დაგიკვირდებათ. ექიმთან ვიზიტის დროს უნდა აცნობოთ მას ნებისმიერი ახალი და გამონაკლისი სიმპტომისა და გარემოების შესახებ.

{პრეპარატის დასახელება}-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს:

თუ ოდესმე გქონიათ კანის რეაქცია {პრეპარატის დასახელება}-ის მსგავსი პრეპარატით მკურნალობის შემდეგ, რომელიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას.

თუ უნდა ჩაგიტარდეთ სპეციფიკური სისხლის ანალიზი (ქრომოგრანინ A).

თუ კანზე განვითარდება გამონაყარი, განსაკუთრებით მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში, რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ {პრეპარატის დასახელება}-ით მკურნალობის შეწყვეტა. ასევე არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი სხვა არასასურველი ეფექტის შესახებ შეტყობინება, მაგალითად, სახსრების ტკივილის.

სიფრთხილის ზომები

წყლულის საწინააღმდეგო სხვა თერაპიის მსგავსად, კუჭის წყლულის ლანსოპრაზოლით მკურნალობისას უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი კუჭის სიმსივნის შესაძლებლობა, რადგან ლანსოპრაზოლმა შეიძლება შენიღბოს სიმპტომები და დააყოვნოს დიაგნოზის დასმა.

ლანსოპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის საშუალო და მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.2 და 5.2).

ლანსოპრაზოლით გამოწვეული კუჭის მჟავიანობის შემცირებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჩვეულებრივ არსებული კუჭის ბაქტერიების რაოდენობა. ლანსოპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების, როგორიცაა Salmonella and Campylobacter, რისკის უმნიშვნელო ზრდა.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულ პაციენტებში გასათვალისწინებელია H. pylori ინფექციის, როგორც ეტიოლოგიური ფაქტორის, არსებობის შესაძლებლობა.

თუ ლანსოპრაზოლი გამოიყენება ანტიბიოტიკებთან ერთად H. pylori-ს ერადიკაციის თერაპიისთვის, აუცილებელია ამ ანტიბიოტიკების გამოყენების ინსტრუქციების დაცვა.

1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შემანარჩუნებელი თერაპიის მიმღებ პაციენტებში შეზღუდული უსაფრთხოების მონაცემების გამო, ამ პაციენტებში რეგულარულად უნდა ჩატარდეს მკურნალობის რეგულარული მიმოხილვა და რისკის/სარგებლის საფუძვლიანი შეფასება.

ლანსოპრაზოლის მიმღებ პაციენტებში ძალიან იშვიათად დაფიქსირდა კოლიტის შემთხვევები. ამიტომ, მძიმე და/ან მუდმივი დიარეის შემთხვევაში, უნდა განიხილებოდეს თერაპიის შეწყვეტა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით უწყვეტი მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებში პეპტიური წყლულის პროფილაქტიკის მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს მაღალი რისკის მქონე პაციენტებით (მაგ., კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, პერფორაცია ან წყლული, ხანდაზმული ასაკი, ისეთი მედიკამენტების თანმხლები გამოყენება, რომლებიც ზრდის ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენების ალბათობას [მაგ., კორტიკოსტეროიდები ან ანტიკოაგულანტები], სერიოზული თანმხლები დაავადების ფაქტორის არსებობა ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მაქსიმალური რეკომენდებული დოზების ხანგრძლივი გამოყენება).

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდონ ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობის რისკი, ძირითადად ხანდაზმულებში ან სხვა აღიარებული რისკ-ფაქტორების არსებობისას. ობზერვაციული კვლევებით არსებობს ვარაუდი, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ მოტეხილობის საერთო რისკი 10-40%-ით. ამ ზრდის ნაწილი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა რისკ-ფაქტორებით. ოსტეოპოროზის რისკის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს მიმდინარე კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად და მათ საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღონ D ვიტამინი და კალციუმი.

ჰიპომაგნემია

მძიმე ჰიპომაგნემია აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით, როგორიცაა ლანსოპრაზოლი, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში და უმეტეს შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ჰიპომაგნემიის სერიოზული გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, დელირიუმი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია, მაგრამ ისინი შეიძლება დაიწყოს ფარულად და შეუმჩნეველი დარჩეს. დაზარალებული პაციენტების უმეტესობაში ჰიპომაგნემია გაუმჯობესდა მაგნიუმის ჩანაცვლების და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შეწყვეტის შემდეგ.

პაციენტებისთვის, რომლებიც ხანგრძლივი მკურნალობის კურსს გადიან ან რომლებიც დიგოქსინთან ან ჰიპომაგნიემიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად იღებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს (მაგ., შარდმდენები), ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა განიხილონ მაგნიუმის დონის გაზომვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს.

რადგან ექსილანსი შეიცავს საქაროზას, პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ქვემწვავე კანის წითელი მგლურა

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები დაკავშირებულია ქვემწვავე კანის წითელ მგლურას ძალიან იშვიათ შემთხვევებთან. თუ დაზიანებები განვითარდება, განსაკუთრებით კანის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში და თუ თან ახლავს ართრალგია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს და ჯანდაცვის სპეციალისტმა უნდა განიხილოს {პრეპარატის დასახელება}-ს მიღების შეწყვეტა. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით წინა მკურნალობის შემდეგ ქვემწვავე კანის წითელი მგლურას განვითარებამ შეიძლება გაზარდოს ქვემწვავე კანის წითელი მგლურას რისკი სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ.

ლაბორატორიულ ტესტებზე ზემოქმედება

ქრომოგრანინ A-ს (CgA) დონის მომატებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევას.

ამ ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, [პროდუქტის დასახელება]-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA-ს გაზომვამდე სულ მცირე 5 დღით ადრე (იხილეთ ნაწილი 5.1). თუ CgA-ს და გასტრინის დონეები საწყისი გაზომვის შემდეგ არ დაუბრუნდა საცნობარო დიაპაზონს, გაზომვები განმეორებით უნდა ჩატარდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგი აქტიური ნივთიერების შემცველ მედიკამენტებს, რადგან ექსილანსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პრეპარატების მოქმედებაზე:

  • კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)
  • დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ)
  • თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
  • ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტატის უკუგდების თავიდან ასაცილებლად)
  • ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ)
  • ანტაციდები (გამოიყენება გულძმარვის ან მჟავა რეგურგიტაციის სამკურნალოდ)
  • სუკრალფატი (გამოიყენება წყლულების შესახორცებლად)
  • კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ)

ექსილანსის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

სამკურნალო საშუალებების მიღებით საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ექსილანსი უნდა მიიღოთ ჭამამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ექსილანსის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ორსულობის დროს ლანსოპრაზოლის გამოყენების შესახებ საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.

ძუძუთი კვების დროს ლანსოპრაზოლის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილება არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე, ვარაუდობენ, რომ ლანსოპრაზოლი გადადის დედის რძეში.

ძუძუთი კვების ან ექსილანით თერაპიის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თქვენი მკურნალი ექიმი განიხილავს ძუძუთი კვების სარგებელს თქვენი ბავშვისთვის და ექსილანსით თერაპიის სარგებელს თქვენთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ექსილანსის მიმღებ პაციენტებში ზოგჯერ აღინიშნება გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, დაღლილობა და მხედველობის დარღვევები. თუ განვითარდა მსგავსი გვერდითი მოვლენები, სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან შესაძლოა შემცირდეს თქვენი რეაგირების უნარი.

მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, ხართ თუ არა შესაფერის მდგომარეობაში ავტომობილის სამართავად ან სხვა ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას. მათი ეფექტების ან არასასურველი ეფექტების გამო, ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია შეამციროს თქვენი უნარი, უსაფრთხოდ შეასრულოთ ეს ქმედებები, არის მედიკამენტების გამოყენება.

ამ ეფექტების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ სხვა თავებში.

ინსტრუქციისთვის წაიკითხეთ ამ ფურცელში მოცემული ინფორმაცია სრულად.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექსილანსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ექსილანსი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ექსილანსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შემდეგი გვერდითი მოვლენები ხშირია (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს)

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • დიარეა, ყაბზობა, კუჭის ტკივილი, ღებინების შეგრძნება ან ღებინება, მეტეორიზმი, პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე ან ტკივილი
  • კანზე გამონაყარი, ქავილი
  • ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები
  • დაღლილობა.
  • კუჭის კეთილთვისებიანი პოლიპები.

შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს):

  • დეპრესია
  • სახსრების ან კუნთების ტკივილი
  • სითხის შეკავება ან შეშუპება
  • სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.

შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს)

  • ცხელება
  • მოუსვენრობა, ძილიანობა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, უძილობა, მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა
  • გემოს შეცვლა, მადის დაკარგვა, ენის ანთება (გლოსიტი)
  • კანის რეაქციები, როგორიცაა კანქვეშ წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, სისხლჩაქცევები, სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა
  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა
  • თმის ცვენა
  • კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია), კანკალი
  • ანემია (სიფერმკრთალე)
  • თირკმლის პრობლემები
  • პანკრეატიტი
  • ღვიძლის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს კანის ან თვალების გაყვითლებით)
  • მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების შეშუპება, იმპოტენცია
  • კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია, შეიძლება დააზიანოს კანი ან ლორწოვანი გარსი)
  • ანგიონევროზული შეშუპება; დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომებს, როგორიცაა სახის, ენის ან ხახის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება.
  • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის, როგორიცაა ექსილანსი, მიღებამ, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).

შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1 ადამიანს):

  • მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის შოკი. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, გამონაყარს, შეშუპებას და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემას
  • პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
  • კოლიტი (ნაწლავების ანთება)
  • ნატრიუმის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის ცვლილებებს
  • კანის ძალიან მძიმე რეაქციები სიწითლით, ბუშტუკებით, ძლიერი ანთებით და კანის დაკარგვით.
  • ძალიან იშვიათად, ექსილანსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება და ინფექციის მიმართ თქვენი მდგრადობის შემცირება. თუ გაქვთ ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ან ცხელება ადგილობრივი ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ყელის/ხახის/პირის ტკივილი ან საშარდე გზების პრობლემები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი სისხლის თეთრი უჯრედების შესაძლო შემცირების შესამოწმებლად (აგრანულოციტოზი).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია)

თუ თქვენ იღებთ <პრეპარატს> სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის, კუნთების უნებლიე შეკუმშვის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, გულისცემის გახშირების სახით. თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეგულარული სისხლის ანალიზების ჩატარება მაგნიუმის დონის მონიტორინგისთვის.

გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილით.

მხედველობითი ჰალუცინაციები.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზული გახდება, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.

ჭარბი დოზა

ადამიანებში ლანსოპრაზოლის დოზის გადაჭარბების შედეგები უცნობია (თუმცა, მწვავე ტოქსიკურობა, სავარაუდოდ, დაბალი იქნება) და, შესაბამისად, მკურნალობის ინსტრუქცია არ არის მოცემული. თუმცა, კვლევებში გამოიყენებოდა ლანსოპრაზოლის 180 მგ-მდე დღიური დოზები პერორალურად და ლანსოპრაზოლის 90 მგ-მდე დოზები ინტრავენურად მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტების გარეშე.

ლანსოპრაზოლის დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომების შესახებ იხილეთ 4.8 ნაწილი.

დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი. ლანსოპრაზოლი მნიშვნელოვნად არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია კუჭის დაცლა, ნახშირის მიღება და სიმპტომური თერაპია.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის ლანსოპრაზოლი

ექსილანსის 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები არის გაუმჭვირვალე თეთრი თავით და კორპუსით. თითოეული კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.

  • სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულის შემცველობა: შაქრის სფეროები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეგლუმინი, მანიტოლი (E421), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, პოლისორბატი 80, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეტაკრილის მჟავა-ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), დისპერსია 30%

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171)

15 მგ კაფსულის გარსი ასევე შეიცავს: ქინოლინის ყვითელს (E104)

ექსილანსის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ლანსოპრაზოლის 30 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში (გადასახსნელი ან არაგადასახსნელი OPA-Al-PVC/ალუმინის ბლისტერი).

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე, HPDE ბოთლსა და კოლოფზე.

ვარგისიანობის ვადა ეხება იმ თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენისგან დასაცავად.

  • შენახვის ვადა

3 წელი

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ათქ კოდი: A02BC03

ლანსოპრაზოლი კუჭის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორია. ის თრგუნავს კუჭის მჟავას წარმოქმნის საბოლოო ეტაპს კუჭის პარიეტალური უჯრედების H+/K+ ატფ-აზას აქტივობის ინჰიბირებით. ინჰიბირება დოზადამოკიდებული და შექცევადია და ეფექტი ვრცელდება კუჭის მჟავას როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციაზე.

ლანსოპრაზოლი კონცენტრირდება პარიეტალურ უჯრედებში და აქტიურდება მათ მჟავე გარემოში, რის შემდეგაც ის რეაქციაში შედის H+/K+ ატფ-აზას სულფიდრილის ჯგუფთან, რაც იწვევს ფერმენტული აქტივობის ინჰიბირებას.

ზემოქმედება კუჭის მჟავას სეკრეციაზე:

ლანსოპრაზოლი პარიეტალური უჯრედების პროტონული ტუმბოს სპეციფიკური ინჰიბიტორია. ლანსოპრაზოლის ერთჯერადი პერორალური დოზა დაახლოებით 80%-ით თრგუნავს პენტაგასტრინით სტიმულირებულ კუჭის მჟავას სეკრეციას. შვიდი დღის განმავლობაში განმეორებითი ყოველდღიური მიღების შემდეგ, მიიღწევა კუჭის მჟავას სეკრეციის დაახლოებით 90%-იანი ინჰიბირება. მას შესაბამისი ეფექტი აქვს კუჭის მჟავას ბაზალურ სეკრეციაზე. 30 მგ ერთჯერადი პერორალური დოზა დაახლოებით 70%-ით ამცირებს ბაზალურ სეკრეციას და პაციენტების სიმპტომები შესაბამისად შემსუბუქდება პირველივე დოზიდან. რვადღიანი განმეორებითი მიღების შემდეგ შემცირება დაახლოებით 85%-ია. სიმპტომების სწრაფი შემსუბუქება მიიღწევა დღეში ერთი კაფსულით (30 მგ) და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტების უმეტესობა გამოჯანმრთელდება 2 კვირაში, ხოლო კუჭის წყლულის და რეფლუქს ეზოფაგიტის მქონე პაციენტები - 4 კვირაში. კუჭის მჟავიანობის შემცირებით, ლანსოპრაზოლი ქმნის გარემოს, რომელშიც შესაბამისი ანტიბიოტიკები შეიძლება ეფექტური იყოს H. pylori-ს წინააღმდეგ.

ანტისეკრეტორული სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს, შრატის გასტრინი იზრდება მჟავას სეკრეციის შემცირების საპასუხოდ. ასევე, CgA იზრდება კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო.

CgA დონის მომატებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევას.

ხელმისაწვდომი გამოქვეყნებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს CgA გაზომვამდე 5 დღიდან 2 კვირამდე პერიოდში. ეს კეთდება იმისათვის, რომ CgA დონე, რომელიც შეიძლება ცრუდ მომატებული იყოს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ, დაუბრუნდეს საცნობარო დიაპაზონს.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ლანსოპრაზოლი არის ორი აქტიური ენანტიომერის რაცემატი, რომლებიც ბიოტრანსფორმირდებიან აქტიურ ფორმად პარიეტალური უჯრედების მჟავე გარემოში. რადგან ლანსოპრაზოლი სწრაფად ინაქტივირდება კუჭის მჟავით, ის მიიღება პერორალურად ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ფორმით(ებით) სისტემური შეწოვისთვის.

შეწოვა და განაწილება

ლანსოპრაზოლი ავლენს მაღალ (80-90%) ბიოშეღწევადობას ერთჯერადი დოზის მიღებისას. პიკური პლაზმური დონეები მიიღწევა 1.5-დან 2.0 საათამდე. საკვების მიღება ანელებს ლანსოპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს და ამცირებს ბიოშეღწევადობას დაახლოებით 50%-ით. პლაზმის ცილებთან შეკავშირება 97%-ია.

კვლევებმა აჩვენა, რომ გახსნილი კაფსულებიდან გრანულები იძლევა ექვივალენტურ AUC-ს, როგორც მთლიანი კაფსულა, თუ გრანულები გახსნილია მცირე რაოდენობით ფორთოხლის, ვაშლის ან პომიდვრის წვენში, შერეული სუფრის კოვზ ვაშლის ან მსხლის პიურესთან ან მოყრილი სუფრის კოვზ იოგურტზე, პუდინგზე ან ხაჭოზე. ექვივალენტური AUC ასევე ნაჩვენებია ვაშლის წვენში გახსნილი გრანულებისთვის, რომლებიც შეჰყავთ ნაზო-გასტრალური მილის მეშვეობით.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ლანსოპრაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და მეტაბოლიტები გამოიყოფა როგორც თირკმლის, ასევე სანაღვლე გზებით. ლანსოპრაზოლის მეტაბოლიზმი ძირითადად კატალიზდება ფერმენტ CYP2C19-ით. მეტაბოლიზმში ასევე მონაწილეობს ფერმენტი CYP3A4. ჯანმრთელ სუბიექტებში ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 1-დან 2 საათამდე. ჯანმრთელ სუბიექტებში მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ დაგროვების მტკიცებულება არ არსებობს. პლაზმაში იდენტიფიცირებულია ლანსოპრაზოლის სულფონი, სულფიდი და 5-ჰიდროქსილის წარმოებულები. ამ მეტაბოლიტებს აქვთ ძალიან მცირე ან საერთოდ არ აქვთ ანტისეკრეტორული აქტივობა.

14C მონიშნული ლანსოპრაზოლის კვლევამ აჩვენა, რომ მიღებული რადიაციის დაახლოებით ერთი მესამედი გამოიყოფა შარდში, ხოლო ორი მესამედი - განავალში.

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულებში ლანსოპრაზოლის კლირენსი მცირდება, ნახევარგამოყოფის პერიოდი კი დაახლოებით 50%-დან 100%-მდე იზრდება. პიკური პლაზმური დონეები ხანდაზმულებში არ გაზრდილა.

ფარმაკოკინეტიკა პედიატრიულ პაციენტებში

1-17 წლის ასაკის ბავშვებში ფარმაკოკინეტიკის შეფასებამ აჩვენა მსგავსი ექსპოზიცია მოზრდილებთან შედარებით, 15 მგ დოზით 30 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პირებისთვის და 30 მგ დოზით უფრო მეტი წონის მქონე პირებისთვის.

17 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ან 1 მგ/კგ სხეულის წონის დოზის კვლევამ ასევე აჩვენა ლანსოპრაზოლის შედარებითი ექსპოზიცია 2-3 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით.

ლანსოპრაზოლის უფრო მაღალი ექსპოზიცია მოზრდილებთან შედარებით დაფიქსირდა 2-3 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებში, როგორც 1.0 მგ/კგ, ასევე 0.5 მგ/კგ სხეულის წონის დოზებით ერთჯერადი დოზის მიღებისას.

ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის უკმარისობის დროს

ლანსოპრაზოლის ექსპოზიცია ორმაგდება ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში და გაცილებით მეტად იზრდება ღვიძლის საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

CYP2C19-ის სუსტი მეტაბოლიზატორები

CYP2C19 ექვემდებარება გენეტიკურ პოლიმორფიზმს და პოპულაციის 2-6%, რომელსაც სუსტი მეტაბოლიზატორები ეწოდება, ჰომოზიგოტურია მუტანტური CYP2C19 ალელისთვის და შესაბამისად, არ გააჩნიათ ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი. ლანსოპრაზოლის ექსპოზიცია რამდენჯერმე მეტია სუსტ მეტაბოლიზატორებში, ვიდრე ინტენსიურ მეტაბოლიზატორებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ექსილანსი

ლანსოპრაზოლი 30 მგ, გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ თავი 4.

რა ინფორმცია არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში:

  • რა არის ექსილანსი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ექსილანსის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ექსილანსი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება ექსილანსი
  • ვარგისიანობის ვადა
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ექსილანსი და რისთვის გამოიყენება

ექსილანსის აქტიური ინგრედიენტია ლანსოპრაზოლი, რომელიც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორია. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ კუჭის მიერ გამომუშავებული მჟავის რაოდენობას.

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ექსილანსი შემდეგი ჩვენებების დროს:

  • თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულის მკურნალობა
  • საყლაპავის ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი)
  • რეფლუქს ეზოფაგიტის პრევენცია
  • გულძმარვის და მჟავა რეგურგიტაციის მკურნალობა
  • Helicobacter pylori ბაქტერიით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომბინაციაში
  • თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის მკურნალობა ან პრევენცია პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის გაგრძელება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა გამოიყენება ტკივილის ან ანთების საწინააღმდეგოდ)
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა.

ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ექსილანსი სხვა ჩვენებისთვის ან ამ საინფორმაციო ფურცელში მითითებული დოზისგან განსხვავებული დოზით. გთხოვთ, დაიცვათ ექიმის მითითებები პრეპარატის მიღების შესახებ.

  • რა უნდა იცოდეთ ექსილანსის მიღებამდე

არ მიიღოთ ექსილანსი:

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლანსოპრაზოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია თავში 7).
  • თუ იღებთ მედიკამენტს, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება ატაზანავირს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ექსილანსის გამოყენებისას

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება. ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს დოზის კორექტირება.

თქვენი მდგომარეობის დიაგნოსტირების მიზნით და/ან ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ან შეიძლება უკვე ჩატარებული ჰქონდეს დამატებითი გამოკვლევა, რომელსაც ენდოსკოპია ეწოდება.

თუ ექსილანსით მკურნალობის დროს დიარეა განვითარდა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, რადგან ექსილანსი ასოცირდება ინფექციური დიარეის მცირე ზრდასთან.

თუ ექიმმა დაგინიშნათ ექსილანსი Helicobacter pylori ინფექციის სამკურნალოდ განკუთვნილ სხვა მედიკამენტებთან ერთად (ანტიბიოტიკები) ან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთად ტკივილის ან რევმატული დაავადების სამკურნალოდ: გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ამ მედიკამენტების ინსტრუქციები.

თუ ექსილანსს იღებთ დიდი ხნის განმავლობაში (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), ექიმი, სავარაუდოდ, რეგულარულად დაგიკვირდებათ. ექიმთან ვიზიტის დროს უნდა აცნობოთ მას ნებისმიერი ახალი და გამონაკლისი სიმპტომისა და გარემოების შესახებ.

{პრეპარატის დასახელება}-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს:

თუ ოდესმე გქონიათ კანის რეაქცია {პრეპარატის დასახელება}-ის მსგავსი პრეპარატით მკურნალობის შემდეგ, რომელიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას.

თუ უნდა ჩაგიტარდეთ სპეციფიკური სისხლის ანალიზი (ქრომოგრანინ A).

თუ კანზე განვითარდება გამონაყარი, განსაკუთრებით მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში, რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ {პრეპარატის დასახელება}-ით მკურნალობის შეწყვეტა. ასევე არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი სხვა არასასურველი ეფექტის შესახებ შეტყობინება, მაგალითად, სახსრების ტკივილის.

სხვა მედიკამენტები და ექსილანსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგი აქტიური ნივთიერების შემცველ მედიკამენტებს, რადგან ექსილანსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პრეპარატების მოქმედებაზე:

  • კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)
  • დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ)
  • თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
  • ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტატის უკუგდების თავიდან ასაცილებლად)
  • ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ)
  • ანტაციდები (გამოიყენება გულძმარვის ან მჟავა რეგურგიტაციის სამკურნალოდ)
  • სუკრალფატი (გამოიყენება წყლულების შესახორცებლად)
  • კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ)

ექსილანსის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

სამკურნალო საშუალებების მიღებით საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ექსილანსი უნდა მიიღოთ ჭამამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ექსილანსის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ორსულობის დროს ლანსოპრაზოლის გამოყენების შესახებ საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.

ძუძუთი კვების დროს ლანსოპრაზოლის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილება არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე, ვარაუდობენ, რომ ლანსოპრაზოლი გადადის დედის რძეში.

ძუძუთი კვების ან ექსილანით თერაპიის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თქვენი მკურნალი ექიმი განიხილავს ძუძუთი კვების სარგებელს თქვენი ბავშვისთვის და ექსილანსით თერაპიის სარგებელს თქვენთვის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ექსილანსის მიმღებ პაციენტებში ზოგჯერ აღინიშნება გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, დაღლილობა და მხედველობის დარღვევები. თუ განვითარდა მსგავსი გვერდითი მოვლენები, სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან შესაძლოა შემცირდეს თქვენი რეაგირების უნარი.

მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, ხართ თუ არა შესაფერის მდგომარეობაში ავტომობილის სამართავად ან სხვა ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას. მათი ეფექტების ან არასასურველი ეფექტების გამო, ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია შეამციროს თქვენი უნარი, უსაფრთხოდ შეასრულოთ ეს ქმედებები, არის მედიკამენტების გამოყენება.

ამ ეფექტების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ სხვა თავებში.

ინსტრუქციისთვის წაიკითხეთ ამ ფურცელში მოცემული ინფორმაცია სრულად.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექსილანსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ექსილანსი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

  • როგორ მიიღება ექსილანსი

გადასახსნელი ბლისტერების გახსნა ხდება ქვემოაღწერილი ფოლგის გახსნის ინსტრუქციის შესაბამისად:

  • ამოიღეთ ერთი ბლისტერი პერფორაციების გახევით
  • ფრთხილად ააცალეთ ფოლგა კუთხიდან, ვიდრე კაფსულა არ გამოჩნდება

(კაფსულის ფოლგაში გატარებით ამოღება არ შეიძლება)

არაგადასახსნელი ბლისტერების გახსნა ხდება ალუმინის ფოლგაზე დაწერით

გადაყლაპეთ კაფსულა მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ ან არ დაფშვნათ ეს კაფსულები ან კაფსულის შიგთავსი, რადგან ეს ხელს შეუშლის მათ სწორად მოქმედებას.

თუ ექსილანსს დღეში ერთხელ იღებთ, ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ექსილანსი მიიღეთ დილით ადრე.

თუ ექსილანსს დღეში ორჯერ იღებთ, პირველი დოზა დილით უნდა მიიღოთ, ხოლო მეორე - საღამოს.

ექსილანსის დოზა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. მოზრდილებისთვის ექსილანსის ჩვეულებრივი დოზები მოცემულია ქვემოთ. ზოგჯერ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ განსხვავებული დოზა და გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა.

გულძმარვისა და მჟავა რეგურგიტაციის მკურნალობა: ერთი 15 მგ ან 30 მგ კაფსულა 4 კვირის განმავლობაში. თუ სიმპტომები გაგრძელდა, უნდა მიმართოთ ექიმს. თუ სიმპტომები 4 კვირის განმავლობაში არ შემსუბუქდა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 2 კვირის განმავლობაში

კუჭის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის განმავლობაში

საყლაპავ მილში ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი): ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის განმავლობაში

რეფლუქს ეზოფაგიტის ხანგრძლივი პრევენცია: ერთი 15 მგ კაფსულა ყოველდღე, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა ერთ 30 მგ კაფსულამდე ყოველდღე.

Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა: ჩვეულებრივი დოზა არის ერთი 30 მგ კაფსულა დილით ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან ერთად და ერთი 30 მგ კაფსულა საღამოს ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან ერთად. მკურნალობა, როგორც წესი, გრძლდება ყოველ დღე, 7 დღის განმავლობაში.

ანტიბიოტიკების რეკომენდებული კომბინაციებია:

  • 30 მგ ექსილანსი 250-500 მგ კლარითრომიცინთან და 1000 მგ ამოქსიცილინთან ერთად
  • 30 მგ ექსილანსი 250 მგ კლარითრომიცინთან და 400-500 მგ მეტრონიდაზოლთან ერთად

თუ წყლულის გამო ინფექციის მკურნალობას გადიხართ, ინფექციის წარმატებით მკურნალობის შემთხვევაში, წყლულის ხელახლა განვითარების ალბათობა დაბალია. იმისათვის, რომ მედიკამენტისგან მაქსიმალური ეფექტი მიიღოს, მიიღეთ ის სწორ დროს და არ გამოტოვოთ დოზა.

თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის გაგრძელებას: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის განმავლობაში.

თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის პრევენცია პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის გაგრძელებას: ერთი 15 მგ კაფსულა ყოველდღე, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა ერთ 30 მგ კაფსულამდე ყოველდღე.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: ჩვეულებრივი დოზა არის ორი 30 მგ კაფსულა ყოველდღე, შემდეგ კი, იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებთ ექსილანსზე, ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საუკეთესო დოზას.

ექსილანსი არ გამოიყენება ბავშვებში.

პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ მიიღოთ პრეპარატი, უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ექსილანსი, ვიდრე საჭიროა

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ექსილანსი, ვიდრე დაგინიშნეს, სასწარფოდ მიმართეთ ექიმს ან ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურს.

თუ დაგავიწყდათ ექსილანსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის დრო. თუ ასეა, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ დარჩენილი კაფსულები ჩვეულებისამებრ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვეტთ ექსილანსის მიღებას

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, თუ თქვენი სიმპტომები გაუმჯობესდა. შესაძლოა თქვენ სრულად არ იყოთ განკურნებული და დაავადება შეიძლება ხელახლა განვითარდეს, თუ არ დაასრულებთ მკურნალობის კურსს.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ექსილანსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შემდეგი გვერდითი მოვლენები ხშირია (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს)

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • დიარეა, ყაბზობა, კუჭის ტკივილი, ღებინების შეგრძნება ან ღებინება, მეტეორიზმი, პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე ან ტკივილი
  • კანზე გამონაყარი, ქავილი
  • ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები
  • დაღლილობა.
  • კუჭის კეთილთვისებიანი პოლიპები.

შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს):

  • დეპრესია
  • სახსრების ან კუნთების ტკივილი
  • სითხის შეკავება ან შეშუპება
  • სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.

შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს)

  • ცხელება
  • მოუსვენრობა, ძილიანობა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, უძილობა, მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა
  • გემოს შეცვლა, მადის დაკარგვა, ენის ანთება (გლოსიტი)
  • კანის რეაქციები, როგორიცაა კანქვეშ წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, სისხლჩაქცევები, სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა
  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა
  • თმის ცვენა
  • კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია), კანკალი
  • ანემია (სიფერმკრთალე)
  • თირკმლის პრობლემები
  • პანკრეატიტი
  • ღვიძლის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს კანის ან თვალების გაყვითლებით)
  • მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების შეშუპება, იმპოტენცია
  • კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია, შეიძლება დააზიანოს კანი ან ლორწოვანი გარსი)
  • ანგიონევროზული შეშუპება; დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომებს, როგორიცაა სახის, ენის ან ხახის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება.
  • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის, როგორიცაა ექსილანსი, მიღებამ, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).

შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1 ადამიანს):

  • მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის შოკი. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, გამონაყარს, შეშუპებას და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემას
  • პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
  • კოლიტი (ნაწლავების ანთება)
  • ნატრიუმის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის ცვლილებებს
  • კანის ძალიან მძიმე რეაქციები სიწითლით, ბუშტუკებით, ძლიერი ანთებით და კანის დაკარგვით.
  • ძალიან იშვიათად, ექსილანსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება და ინფექციის მიმართ თქვენი მდგრადობის შემცირება. თუ გაქვთ ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ან ცხელება ადგილობრივი ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ყელის/ხახის/პირის ტკივილი ან საშარდე გზების პრობლემები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი სისხლის თეთრი უჯრედების შესაძლო შემცირების შესამოწმებლად (აგრანულოციტოზი).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია)

თუ თქვენ იღებთ <პრეპარატს> სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის, კუნთების უნებლიე შეკუმშვის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, გულისცემის გახშირების სახით. თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეგულარული სისხლის ანალიზების ჩატარება მაგნიუმის დონის მონიტორინგისთვის.

გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილით.

მხედველობითი ჰალუცინაციები.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზული გახდება, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.

  • როგორ ინახება ექსილანსი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე, HPDE ბოთლსა და კოლოფზე.

ვარგისიანობის ვადა ეხება იმ თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენისგან დასაცავად.

  • შენახვის ვადა

3 წელი

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ექსილანსი

  • აქტიური ნივთიერება არის ლანსოპრაზოლი

ექსილანსის 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები არის გაუმჭვირვალე თეთრი თავით და კორპუსით. თითოეული კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.

  • სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულის შემცველობა: შაქრის სფეროები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეგლუმინი, მანიტოლი (E421), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, პოლისორბატი 80, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეტაკრილის მჟავა-ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), დისპერსია 30%

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171)

15 მგ კაფსულის გარსი ასევე შეიცავს: ქინოლინის ყვითელს (E104)

ექსილანსის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ლანსოპრაზოლის 30 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში (გადასახსნელი ან არაგადასახსნელი OPA-Al-PVC/ალუმინის ბლისტერი).

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • მწარმოებელი

LABORATORIOS LICONSA, S.A.

Avda. Miralcampo, Nº 7, Polígono Industrial Miralcampo, 19200 Azuqueca de Henares (Guadalajara), ესპანეთი

  • სავაჭრო ნებართვის მფლობელი

D&FISHER CO LTD

Niriidon 5, Strovolos, 2045 ნიქოზია, კვიპროსი

ეს ინსტრუქცია ბოლოს დამტკიცდა 19.01.2022 წელს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა