პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ექსეტუ

EXETU®

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ექსეტუ მიეკუთვნება არომატაზას ინჰიბიტორების სახელით პრეპარატების ჯგუფს. ეს პრეპარატები ხელს უშლიან სუბსტანციას სახელწოდებით არომატაზა, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების ესტროგენების წარმოსაქმნელად, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზის პერიოდში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ექსემესტანი (exemestane)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Onko Ilac Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L02BG06
რეგისტრაციის ნომერი
რ-043646
რეგისტრირებულია
18 ივლისი 2025, მოქმედებს 18 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Onko Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაექსეტუ და სხვა წამალი ერთად

ექსეტუ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ექსეტუ მიეკუთვნება არომატაზას ინჰიბიტორების სახელით პრეპარატების ჯგუფს. ეს პრეპარატები ხელს უშლიან სუბსტანციას სახელწოდებით არომატაზა, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების ესტროგენების წარმოსაქმნელად, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზის პერიოდში. ორგანიზმში ესტროგენების დონეების შემცირება არის ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს მკურნალობის გზა.

ექსეტუ გამოიყენება ადრეულ სტადიაზე ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში პრეპარატ ტამოქსიფენით 2-3-წლიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ექსეტუ ასევე გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული გავრცელებული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში, როდესაც სხვა ჰორმონული პრეპარატით მკურნალობამ საკმარისი შედეგი არ გამოიღო.

მიღების წესი და დოზირება

ექიმი განსაზღვრავს ექსეტუს მისაღებ დოზას და ხანგრძლივობას.

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

რეკომენდებული დოზა არის ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში.

თუ ექსეტუს მიღების პერიოდში მოგიწიათ საავადმყოფოში მოხვედრა, სამედიცინო პერსონალს უთხარით, რა პრეპარატს იღებთ.

მიღების წესი:

ექსეტუ მიიღება პერორალურად.

პრეპარატის დოზა მიიღება ჭამის შემდეგ, ყოველ დღე დაახლოებით ერთსადაიმავე დროს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

ექსეტუ არ გამოიყენება ბავშვებში.

მოზრდილები და ხანდაზმულები

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

დოზის კორექცია აუცილებელი არ არის თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ ფიქრობთ, რომ ექსეტუს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ექსეტუ, ვიდრე უნდა მიგეღოთ

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ექსეტუ, ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიმართეთ თქვნს ექიმს.

თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. აჩვენეთ მათ ექსეტუს შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ ექსეტუს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ჩვეულ დროს.

თუ შეწყვიტეთ ექსეტუს მიღება

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, ექიმის მითითების გარეშე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ ალერგია ექსემესტანის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6).

თუ ჯერ არ გაქვთ „მენოპაუზა“, ე.ი. ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუაცია ყოველთვიურად.

თუ ხართ ორსულად, სავარაუდოდ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

მედიკამენტის გამოყენებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა თქვენ გეხებათ.

სიფრთხილის ზომები

ექსეტუთი მკურნალობის წინ ექიმმა შეიძლება აგიღოთ სისხლის ნიმუშები, რათა დარწმუნდეს, რომ გაქვთ მენოპაუზა.

მკურნალობის დაწყებამდე ასევე ჩაგიტარდებათ D ვიტამინის დონის შემოწმება, ვინაიდან მისი დონე შეიძლება ძალიან დაბალი იყოს ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიებზე. თუ დონეები ნორმაზე ქვემოთ არის, დაგენიშნებათ D ვიტამინის დანამატი.

ექსეტუს მიღების წინ უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ პრობლემები ღვიძლთან ან თირკმელებთან დაკავშირებით.

უთხარით თქვენს ექიმს თუ ანამნეზში ან ამჟამად გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ძვლების სიმტკიცეზე. ექიმმა შეიძლება გაზომოს თქვენი ძვლების სიმკვრივე და/ან 25-ჰიდროქსი ვიტამინი D-ს დონეები ექსეტუთი მკურნალობის წინ და მკურნალობის დროს, ვინაიდან ამ კლასის პრეპარატები იწვევენ ქალის ჰორმონების დონეების შემცირებას, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ძვლების მინერალური შემცველობის დაკარგვა, რამაც შეიძლება შეამციროს მათი სიძლიერე.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ეს მდგომარეობა თქვენ გეხებათ.

ექსეტუს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ექსეტუ მიიღება ჭამის შემდეგ ყოველ დღე დაახლოებით ერთსადაიმავე დროს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უთხარით თქვენს ექიმს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები.

ექსეტუ არ გამოიყენება ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპიის (HRT) დროს.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი),

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (კარბამაზეპინი ან ფენიტოინი),

მცენარეული საშუალება კრაზანა, (Hypericum perforatum), ან მისი შემცველი პრეპარატები.

გთხოვთ, შეატყიბინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ექსეტუ, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, უთხარით თქვენს ექიმს.

თქვენს ექიმთან განიხილეთ კონტრაცეპციის საკითხი, თუ არსებობს ალბათობა, რომ შეიძლება დაორსულდეთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ ექსეტუს მიღების დროს გრძნობთ ძილიანობას, თავბრუსხვევას ან სისუსტეს, მოერიდეთ ავტომობილებისა და მექანიზმების მართვას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექსეტუს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ექსეტუ შეიცავს 90.4 მგ მანიტოლს. ამ შემცველობის გამო, რაიმე გაფრთხილება საჭირო არ არის.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ მლ-ში, ე.ი. ის პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

ექსეტუ კარგად გადაიტანება და ექსეტუს მიღებისას პაციენტებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ძირითადად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. გვერდითი ეფექტების უმეტესობა ასოცირებულია ესტროგენის ნაკლებობასთან (მაგ. სიცხის მოწოლა).

დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე შემდეგი მოვლენა:

შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) და ღვიძლის სანაღვლე გზების ანთება, რაც იწვევს კანის სიყვითლეს (ქოლესტატიური ჰეპატიტი). სიმპტომები შეიძლება იყოს: ზოგადად შეუძლოდ ყოფნა, გულისრევა, სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ქავილი, მუცლის ტკივილი მარჯვენა მხარეს და მადის დაკარგვა. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, სამედიცინო რჩევის მისაღებად დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ჩამოთვლილი მოვლენები სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

დეპრესია

ძილის გაძნელება

თავის ტკივილი

სიცხის მოწოლა

თავბრუსხვევა

გულისრევა

მომატებული ოფლიანობა

კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მათ შორის ოსტეოართრიტი, ზურგის ტკივილი, ართრიტი და სახსრების ტკივილი)

დაღლილობა

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

მუცლის ტკივილი

ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის მომატება

სისხლში ჰემოგლობინის დაშლის მომატებული დონე

სისხლში სისხლისმიერი ფერმენტების დონის მომატება ღვიძლის დაზიანების გამო

ტკივილი

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში)

მადის დაკარგვა

მაჯის არხის სინდრომი (ჩხვლეტის, დაბუჟების და ტკივილის კომბინაცია, რომელიც აღინიშნება ხელის მთელ უბანზე, გარდა ნეკა თითისა) ან კანზე ჩხვლეტის შეგრძნება

ღებინება (ავად ყოფნა), ყაბზობა, მოუნელებლობა, დიარეა

თმის ცვენა

კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ქავილი

ძვლების გათხელება (ოსტეოპოროზი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი სიძლიერის შესუსტება და შედეგად, ზოგჯერ ძვლების მოტეხილობა (გატეხვა ან გაბზარვა)

ხელებისა და ტერფების შეშუპება

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

კუნთების სისუსტე

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

მომატებული მგრძნობელობა

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)

მცირე ბუშტუკების განვითარება კანზე გამონაყარის სახით

ძილიანობა

ღვიძლის ანთება

სანაღვლე გზების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება

ცნობილი არ არის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე

შეიძლება ასევე აღინიშნოს მოცირკულირე სისხლში ზოგიერთი სისხლის უჯრედის (ლიმფოციტების) და თრომბოციტების რაოდენობის ცვლილებები, განსაკუთრებით მანამდე ლიმფოპენიის მქონე პაციენტებში (სისხლში ლიმფოციტების შემცირება).

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

ჩატარდა კლინიკური ცდები ექსემესტანზე, რომელიც მიიღებოდა ჯანმრთელ ქალ მოხალისეებში 800 მგ-მდე ერთეჯრადი დოზით და 600 მგ-მდე დღეში გავრცელებული ძუძუს კიბოს მქონე პოსტმენოპაუზურ ქალებში; ეს დოზები კარგად გადაიტანებოდა. ცნობილი არ არის, იწვევს თუ არა ექსემესტანის ერთჯერადი დოზა სიცოცხლისათვის საშიშ სიმპტომებს. ვირთხებსა და ძაღლებში, სიკვდილიანობა აღინიშნა მგ/მ2 საფუძველზე გამოთვლილი ადამიანებისათვის რეკომენდებულზე 2000 და 4000-ჯერ მეტი ერთჯერადი პერორალური დოზების მიღების შემდეგ. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი ჭარბი დოზის შემთხვევაში და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური. ნაჩვენებია ზოგადი დამხმარე თერაპია, მათ შორის სასიცოცხლო ნიშნების ხშირი მონიტორინგი და პაციენტზე მკაცრი დაკვირვება.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია არის ექსემესტანი. ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსემესტანს.

სხვა ინგრედიენტებია:

ბირთვი: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ჰიპრომელოზა E5, პოლისორბატი 80, კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი

გარსი: ჰიპრომელოზა 6cp (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400/PEG400

ექსეტუს აღწერა და შეფუთვის შემცველობა

ექსეტუ არის მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა „E25”, მეორე მხარე წარწერის გარეშე.

ექსეტუ 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია თეთრი ფერის გაუმჭვრვალე პვქ/პვდქ-ალუ ბლისტერულ შეფუთვებში 30 ტაბლეტით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, 250C-მდე.

ექსეტუ არ გამოიყენოთ კოლოფსა და ბლისტერზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მომზადებისას და მიღებისას გამოყენებული ყველა მასალა ან ის მასალა, რომელიც რაიმე ფორმით შეეხო ექსეტუს, უნდა უტილიზდეს ციტოტოქსიკური საშუალებების შესახებ ადგილობრივი გაიდლაინების მიხედვით.

არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან საკანალიზაციო სისტემაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სტეროიდული არომატაზას ინჰიბიტორი; ანტინეოპლაზმური საშუალება.

ათქ კოდი: L02BG06

მოქმედების მექანიზმი

ექსემესტანი არის შეუქცევადი, სტეროიდული არომატაზას ინჰიბიტორი, რომელიც სტრუქტურულად დაკავშირებულია ბუნებრივ სუბსტრატთან ანდროსტენედიონთან. პოსტმენოპაუზურ ქალებში ესტროგენები წარმოიქმნება პერიფერიულ ქსოვილებში უპირატესად ანდროგენების ესტროგენებად გარდაქმნიდან არომატაზას ფერმენტით. ესტროგენის აღმოფხვრა არომატაზას ინჰიბირებით არის ჰორმონდამოკიდებულ ძუძუს კიბოს ეფექტიანი და სელექციური მკურნალობა პოსტმენოპაუზურ ქალებში. პოსტმენოპაუზურ ქალებში ექსემესტანი მნიშვნელოვნად ამცირებდა ესტროგენის კონცენტრაციებს 5 მგ დოზიდან და მაქსიმალურ სუპრესიას (>90%) აღწევდა 10-25 მგ დოზით. ძუძუს კიბოს მქონე პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებიც იღებდნენ 25 მგ სადღეღამისო დოზას, მთლიანი ორგანიზმის ამორტიზაცია მცირდებოდა 98%-ით.

ექსემესტანს არ გააჩნია პროგესტოგენური ან ესტროგენური აქტივობა. მცირე ანროგენური აქტივობა, სავარაუდოდ 17-ჰიდრო წარმოებულით განპირობებული, აღინიშნება ძირითადად მაღალ დოზებზე. მრავალჯერადი სადღეღამისო დოზების გამოყენებით ჩატარებული ცდებისას ექსემესტანს არ გამოუვლენია შესამჩნევი ეფექტები კორტიზოლის ან ალდოსტერონის თირკმელზედა ჯირკვლის ბიოსინთეზზე, რაც გაიზომა ACTH-ის წინ ან შემდეგ და რაც აჩვენებს სელექციურობას სტეროიდოგენურ პროცესში ჩართულ სხვა ფერმენტებთან მიმართებაში.

შესაბამისად, საჭირო არ არის გლუკოკორტიკოიდის ან მინერალოკორტიკოიდის ჩანაცვლება. შრატისმირი LH და FSH დონეების არადოზადამოკიდებული მცირე ზრდა აღინიშნა დაბალი დოზების შემთხვევაშიც კი: ეს მოქმედება მოსალოდნელია ფარმაკოლოგიური კლასისთვის და სავარაუდოდ წარმოადგენს პიტუიტარულ დონეზე რეაქციის შედეგს ესტროგენის დონეების შემცირების გამო, რაც ასტიმულირებს გონადოტროპინების პიტუიტარულ სეკრეციას პოსტმენოპაუზურ ქალებში.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ადრეულ სტადიაზე ძუძუს კიბოს ადიუვანტური მკურნალობა

მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა კვლევის დროს (IES), რომელიც ჩატარდა 4724 პოსტმენოპაუზურ ქალში, რომლებსაც ჰქონდათ ესტროგენ-რეცეპტორების დადებითი ან უცნობი წარმოშობის პირველადი ძუძუს კიბო, ის პაციენტები, რომლებშიც დაავადება არ აღინიშნებოდა ტამოქსიფენით ადიუვანტური თერაპიის ჩატარებიდან 2-3 წელი, რანდომიზებული იყვნენ ექსემესტანის (25მგ/დღეში) ან ტამოქსიფენის (20 ან 30 მგ/დღეში) მიღებაზე 3-2 წელი, რითაც სრულდებოდა 5-წლიანი ჰორმონალური თერაპია.

IES 52-თვიანი საშუალო შემდგომი მკურნალობა

დაახლოებით 30-თვიანი თერაპიის საშუალო ხანგრძლივობისა და დაახლოებით 52-თვიანი საშუალო შემდგომი პერიოდის შემდეგ შედეგებმა აჩვენა, რომ ექსემესტანით თანმიმდევრული მკურნალობა ადიუვანტური ტამოქსიფენის 2-3-წლიანი თერაპიის შემდეგ ასოცირებული იყო დაავადების გარეშე გადარჩენის (DFS) კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან, ტამოქსიფენით თერაპიის გაგრძელებასთან შედარებით. ანალიზმა აჩვენა, რომ კვლევის პერიოდში ექსემესტანი ამცირებდა ძუძუს კიბოს რეციდივის რისკს 24%-ით ტამოქსიფენთან შედარებით (საფრთხის შეფარდება 0.76; p=0.00015). ექსემესტანის უპირატესობა ტამოქსიფენთან შედარებით DFS-ის მხრივ აშკარა იყო, მიუხედავად კვანძის არსებობისა ან მანამდე ჩატარებული ქიმიოთერაპიისა.

ექსემესტანი ასევე მნიშვნელოვნად ამცირებდა კონტრალატერალური ძუძუს კიბოს რისკს (საფრთხის შეფარდება 0.57, p=0.04158).

კვლევის მთელ პოპულაციაში, გაუმჯობესებული საერთო გადარჩენის ტენდენცია აღინიშნა ექსემესტანის მიღებისას (სიკვდილის 222 შემთხვევა) ტამოქსიფენთან შედარებით (სიკვდილის 262 შემთხვევა) საფრთხის შეფარდებით 0.85 (log-rank test: p=0.07362), რაც წარმოადგენს სიკვდილის რისკის 15%-ით შემცირებას ექსემესტანის სასარგებლოდ. სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება 23%-ით (საერთო გადარჩენის საფრთხის შეფარდება 0.77; Wald chi square ტესტი: p=0.0069) აღინიშნა ექსემესტანის ჯგუფში, ტამოქსიფენთან შედარებით, წინასწარგანსაზღვრული საპროგნოზო ფაქტორების შერჩევისას (მაგ. ესტროგენ-რეცეპტორის სტატუსი, კვანძის სტატუსი, მანამდე ჩატარებული ქიმიოთერაპია, HRT-ის გამოყენება და ბისფოსფონატების გამოყენება).

52-თვიანი ძირითადი ეფექტიანობის შედეგები ყველა პაციენტში (პოპულაციის მკურნალობის მიზანი) და ესტროგენ-რეცეპტორ-დადებით პაციენტებში:

სამიზნე პოპულაცია

მოვლენები ექსემესტანის ჯგუფში/N (%)

მოვლენები ტამოქსიფენის ჯგუფში/N (%)

საფრთხის შეფარდება (95% CI)

p-მნიშვნელობა*

დაავადების გარეშე გადარჩენაა

ყველა პაციენტი

354/2352 (15.1%)

453/2372 (19.1%)

  • 76 (0.67-0.88)
  • 00015

ესტროგენ-რეცეპტორი+პაციენტები

289/2023 (14.3%)

370/2021 (18.3%)

  • 75 (0.65-0.88)
  • 00030

კონტრალატერალური ძუძუს კიბო

ყველა პაციენტი

20/2352 (0.9%)

35/2372 (1.5%)

  • 57 (0.33-0.99)
  • 04158

ესტროგენ-რეცეპტორი+პაციენტები

18/2023 (0.9%)

33/2021 (1.6%)

  • 54 (0.30-0.95)
  • 03048

ძუძუს კიბოს გარეშე გადარჩენაბ

ყველა პაციენტი

289/2352 (12.3%)

373/2372 (15.7%)

  • 76(0.65-0.89)
  • 00041

ესტროგენ-რეცეპტორი+პაციენტები

232/2023(11.5%)

305/2021 (15.1%)

  • 73(0.62-0.87)
  • 00038

დისტანციური რეცედივის გარეშე გადარჩენაგ

ყველა პაციენტი

248/2352 (10.5%)

297/2372 (12.5%)

  • 83(0.70-0.98)
  • 02621

ესტროგენ-რეცეპტორი+პაციენტები

194 /2023 (9.6%)

242 /2021(12.0%)

  • 78(0.65-0.95)
  • 01123

საერთო გადარჩენად

ყველა პაციენტი

222/2352 (9.4%)

262/2372 (11.0%)

  • 85(0.71-1.02)
  • 07362

ესტროგენ-რეცეპტორი+პაციენტები

178 /2023 (8.8%)

211/2021(10.4%)

  • 84(0.68-1.02)
  • 07569
  • Log-rank test; ესტროგენ-რეცეპტორი + პაციენტები = ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი პაციენტები;

ა დაავადების გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც ადგილობრივი ან დისტანციური რეციდივის პირველი განვითარება, კონტრალატერალური ძუძუს კიბო ან სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით;

ბ ძუძუს კიბოს გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც ადგილობრივი ან დისტანციური რეციდივის პირველი განვითარება, კონტრალატერალური ძუძუს კიბო ან სიკვდილი ძუძუს კიბოს გამო;

გ დისტანციური რეციდივის გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც დისტანციური რეციდივის პირველი განვითარება ან ძუძუს კიბოს გამო სიკვდილი;

დ საერთო გადარჩენა განისაზღვრება, როგორც სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით.

ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი ან უცნობი სტატუსის მქონე პაციენტების ქვეჯგუფის დამატებითი ანალიზისას საერთო გადარჩენის საფრთხის შეფარდება იყო 0.83 (log-rank test: p=0.04250), რაც წარმოადგენს სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას 17%-ით.

IES ძვლების ქვეკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ექსემესტანის მიმღებ ქალებში, ტამოქსიფენით 2-3 წლიანი მკურნალობის შემდეგ, აღინიშნა ძვლის მინერალური სიმკვრივის ზომიერი შემცირება. მთლიანად კვლევის დროს, მკურნალობისას განვითარებული მოტეხილობების სიხშირე, რაც შეფასდა 30-თვიან სამკურნალო პერიოდში, უფრო მაღალი იყო ექსემესტანის მიმღებ პაციენტებში, ვიდრე ტამოქსიფენის მიმღებ პაციენტებში (4.5% და 3.3% შესაბამისად, p=0.038).

IES ენდომენტრიული ქვეკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2-წლიანი მკურნალობის შემდეგ ექსემესტანის მიმღებ პაციენტებში აღინიშნა ენდომეტრიუმის სისქის საშუალოდ 33%-ით შემცირება, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ტამოქსიფენის მიმღებ პაციენტებში. კვლევის ფარგლებში მკურნალობის დაწყებისას დაფიქსირებული ენდომეტრიუმის სისქე დაუბრუნდა ნორმალურ მაჩვენებელს (<5მმ) ექსემესტანით მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა 54%-ში.

საშუალო IES 87-თვიანი შემდგომი მკრუნალობა

დაახლოებით 30-თვიანი თერაპიის საშუალო ხანგრძლივობისა და დაახლოებით 87-თვიანი საშუალო შემდგომი პერიოდის შემდეგ შედეგებმა აჩვენა, რომ ექსემესტანით თანმიმდევრული მკურნალობა ადიუვანტური ტამოქსიფენის 2-3-წლიანი თერაპიის შემდეგ ასოცირებული იყო დაავადების გარეშე გადარჩენის კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან, ტამოქსიფენით თერაპიის გაგრძელებასთან შედარებით. შედეგებმა აჩვენა, რომ კვლევის პერიოდში ექსემესტანი ამცირებდა ძუძუს კიბოს რეციდივის რისკს 16%-ით ტამოქსიფენთან შედარებით (საფრთხის შეფარდება 0.84; p=0.002).

ექსემესტანის უპირატესობა ტამოქსიფენთან შედარებით დაავადების გარეშე გადარჩენის მხრივ აშკარა იყო მიუხედავად კვანძის არსებობისა ან მანამდე ჩატარებული ქიმიოთერაპიისა ან ჰორმონული თერაპიისა. სტატისტიკური მნიშვნელობა შენარჩუნებული არ იყო რამდენიმე ქვეჯგუფში ნიმუშების მცირე ზომებით. ეს მიუთითებს ექსემესტანის უპირატესობაზე იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ 9-ზე მეტი პოზიტიური კვანძი ან მანამდე ჩატარებული ჰქონდათ ქიმიოთერაპია CMF. იმ პაციენტებში, რომლებშიც კვანძის სტატუსი უცნობია, რომლებსაც მანამდე ჩატარებული აქვთ ქიმიოთერაპია, აგრეთვე აქვთ მანამდე ჩატარებული ჰორმონული თერაპიის უცნობი სტატუსი, აღინიშნა ტამოქსიფენის სასარგებლოდ არასტატისტიკურად მნიშვნელოვანი ტენდენცია.

გარდა ამისა, ექსემესტანი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა ძუძუს კიბოს გარეშე გადარჩენას (საფრთხის შეფარდება 0.82, p=0.00263) და დისტანციურ რეციდივის გარეშე გადარჩენას (საფრთხის შეფარდება 0.85, p=0.02425).

ექსემესტანი ასევე ამცირებდა კონტრალატერალური ძუძუს კიბოს რისკს, თუმცა ეფექტი აღარ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მოცემულ კვლევის პერიოდში (საფრთხის შეფარდება 0.74, p=0.12983). კვლევის მთლიან პოპულაციაში აღინიშნა გაუმჯობესებული საერთო გადარჩენის ტენდენცია ექსემესტანის ჯგუფში (სიკვდილის 373 შემთხვევა) ტამოქსიფენთან შედარებით (სიკვდილის 420 შემთხვევა) საფრთხის შეფარდებით 0.89 (log rank test: p=0.08972), რაც წარმოადგენს სიკვდილის რისკის 11%-ით შემცირებას ექსემესტანის სასარგებლოდ. კვლევის მთლიან პოპულაციაში სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება 18%-ით (საერთო გადარჩენის საფრთხის შეფარდება 0.82; Wald chi square ტესტი: p=0.0082) აღინიშნა ექსემესტანის ჯგუფში, ტამოქსიფენთან შედარებით, წინასწარგანსაზღვრული საპროგნოზო ფაქტორების შერჩევისას (მაგ. ესტროგენ-რეცეპტორის სტატუსი, კვანძის სტატუსი, მანამდე ჩატარებული ქიმიოთერაპია, HRT-ის გამოყენება და ბისფოსფონატების გამოყენება).

ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი ან უცნობი სტატუსის მქონე პაციენტების ქვეჯგუფის დამატებითი ანალიზისას საერთო გადარჩენის საფრთხის შეფარდება იყო 0.86 (log-rank test: p=0.04262), რაც წარმოადგენს სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას 14%-ით.

ძვლის ქვეკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ტამოქსიფენით 3-2-წლიანი მკურნალობის შემდეგ ექსემესტანით მკურნალობა 2-3 წლის განმავლობაში ზრდიდა ძვლის დაკარგვის მაჩვენებელს მკურნალობისას (ძვლის მინერალური სიმკვრივის საშუალო % ცვლილება საბაზისო მაჩვენებლიდან 36-ე თვეს:-3.37 [ხერხემალი], -2.96 [მთლიანად ბარძაყი] ექსემესტანის შემთხვევაში და -1.29 [ხერხემალი], -2.02 [მთლიანად ბარძაყი] ტამოქსიფენის შემთხვევაში), მიუხედავად ამისა, მკურნალობის შემდეგ 24 თვის ბოლოს ორივე სამკურნალო ჯგუფში სხვაობა ძვლის მინერალური სიმკვრივის საბაზისო მაჩვენებლიდან ცვლილების მხრივ მინიმალური იყო, ტამოქსიფენის ჯგუფში ოდნავ უფრო მაღალი იყო ძვლის მინერალური სიმკვრივის საბოლოო შემცირება ყველა მიდამოში (ძვლის მინერალური სიმკვრივის საშუალო % ცვლილება საბაზისო მაჩვენებლიდან მკურნალობის შემდეგ 24-ე თვეს:-2.17 [ხერხემალი], -3.06 [მთლიანად ბარძაყი] ექსემესტანის შემთხვევაში და -3.44 [ხერხემალი], -4.15 [მთლიანად ბარძაყი] ტამოქსიფენის შემთხვევაში).

ყველა მოტეხილობა, რომლებიც განვითარდა მკურნალობისას და შემდგომ პერიოდში რაოდენობრივად მნიშვნელოვნად უფრო მეტი იყო ექსემესტანის ჯგუფში, ვიდრე ტამოქსიფენის ჯგუფში (169 [7.3] 122 [5.2%]; p=0.004), თუმცა ოსტეოპოროზული მოტეხილობების რაოდენობის მხრივ სხვაობა არ აღინიშნა.

საშუალო IES 119-თვიანი შემდგომი მკრუნალობა

დაახლოებით 30-თვიანი თერაპიის საშუალო ხანგრძლივობისა და დაახლოებით 119-თვიანი საშუალო შემდგომი პერიოდის შემდეგ შედეგებმა აჩვენა, რომ ექსემესტანით თანმიმდევრული მკურნალობა ადიუვანტური ტამოქსიფენის 2-3-წლიანი თერაპიის შემდეგ ასოცირებული იყო დაავადების გარეშე გადარჩენის კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან, ტამოქსიფენით თერაპიის გაგრძელებასთან შედარებით. ანალიზმა აჩვენა, რომ კვლევის პერიოდში ექსემესტანი ამცირებდა ძუძუს კიბოს რეციდივის რისკს 14%-ით ტამოქსიფენთან შედარებით (საფრთხის შეფარდება 0.86; p=0.00393). ექსემესტანის უპირატესობა ტამოქსიფენთან შედარებით დაავადების გარეშე გადარჩენის მხრივ აშკარა იყო, მიუხედავად კვანძის არსებობისა ან მანამდე ჩატარებული ქიმიოთერაპიისა.

ექსემესტანი ასევე მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა ძუძუს კიბოს გარეშე გადარჩენას (საფრთხის შეფარდება 0.83, p<0.00152) და დისტანციურ რეციდივის გარეშე გადარჩენას (საფრთხის შეფარდება 0.86, p<0.02213). ექსემესტანი ასევე ამცირებდა კონტრალატერალური ძუძუს კიბოს რისკს, თუმცა, მოქმედება აღარ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (საფრთხის შეფარდება 0.75, p=0.10707).

კვლევის მთელ პოპულაციაში, საერთო გადარჩენა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ორ ჯგუფში - სიკვდილის 467 შემთხვევა (19.9%) აღინიშნა ექსემესტანის ჯგუფში და სიკვდილის 510 შემთხვევა (21.5%) - ტამოქსიფენის ჯგუფში (საფრთხის შეფარდება 0.91, p=0.15737, არ იყო მრავალჯერად ტესტირებაზე მორგებული). ესტროგენ-რეცეპტორ-პოზიტიური ან უცნობი სტატუსის მქონე პაციენტთა ქვეჯგუფში, არამორგებული საერთო გადარჩენის საფრთხის შეფარდება იყო 0.89 (log-rank test: 0.07881) ექსემესტანის ჯგუფში ტამოქსიფენის ჯგუფთან შედარებით.

სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება 14%-ით (საერთო გადარჩენის საფრთხის შეფარდება 0.86; Wald chi square ტესტი: p=0.0257) აღინიშნა ექსემესტანის ჯგუფში, ტამოქსიფენთან შედარებით, წინასწარგანსაზღვრული საპროგნოზო ფაქტორების შერჩევისას (მაგ. ესტროგენ-რეცეპტორის სტატუსი, კვანძის სტატუსი, მანამდე ჩატარებული ქიმიოთერაპია, HRT-ის გამოყენება და ბისფოსფონატების გამოყენება).

სხვა მეორეული (არაძუძუსმიერი) პირველადი კიბოების დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა ექსემესტანის ჯგუფში, მხოლოდ ტამოქსიფენით მკრუნალობაზე მყოფ პაციენტებთან შედარებით (9.9% - 12.4%).

ძირითად კვლევაში, რომლის დროსაც საშუალო შემდგომი მკურნალობა ყველა პაციენტში შეადგენდა 119 თვეს (0-163.94) და ექსემესტანით მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 30 თვე (0-40,41), ძვლების მოტეხილობები აღინიშნა 169 (7.3%) პაციენტში ექსემესტანის ჯგუფში და 122 პაციენტში (5.2%) ტამოქსიფენის ჯგუფში (p=0.004).

IES კვლევისას ეფექტიანობის შედეგები ადრეულ სტადიაზე ძუძუს კიბოს მქონე პოსტმეონოპაუზურ ქალებში (ITT)

მოვლენების რაოდენობა საფრთხის შეფარდება

ექსემესტანი ტამოქსიფენი საფრთხის შეფარდება

30-თვიანი საშუალო მკურნალობა და 34.5-თვიანი საშუალო შემდგომი მკურნალობა

დაავადების გარეშე გადარჩენა ა

213

306

  • 69 (95% CI: 0.58-0.82)
  • 00003

ძუძუს კიბოს გარეშე გადარჩენა ბ

171

262

  • 65 (95% CI: 0.54-0.79)

<0.00001

კონტრალატერალური ძუძუს კიბო

8

25

  • 32 (95% CI: 0.15-0.72)
  • 00340

დისტანციური რეციდივის გარეშე გადარჩენაგ

142

204

  • 70 (95% CI:0.56-0.86)
  • 00083

საერთო გადარჩენად

116

137

  • 86 (95% CI:0.67-1.10)
  • 22962

30-თვიანი საშუალო მკურნალობა და 52-თვიანი საშუალო შემდგომი მკურნალობა

დაავადების გარეშე გადარჩენა ა

354

453

  • 77 (95% CI: 0.67-0.88)
  • 00015

ძუძუს კიბოს გარეშე გადარჩენა ბ

289

373

  • 76 (95% CI: 0.65-0.89)
  • 00041

კონტრალატერალური ძუძუს კიბო

20

35

  • 57 (95% CI: 0.33-0.99)
  • 04158

დისტანციური რეციდივის გარეშე გადარჩენაგ

248

297

  • 83 (95% CI:0.70-0.98)
  • 02621

საერთო გადარჩენად

222

262

  • 85 (95% CI: 0.71-1.02)
  • 07362

30-თვიანი საშუალო მკურნალობა და 87-თვიანი საშუალო შემდგომი მკურნალობა

დაავადების გარეშე გადარჩენა ა

552

641

  • 84 (95% CI:0.75-0.94)
  • 002

ძუძუს კიბოს გარეშე გადარჩენა ბ

434

513

  • 82 (95% CI: 0.72-0.94)
  • 00263

კონტრალატერალური ძუძუს კიბო

43

58

  • 74 (95% CI:0.50-1.10)
  • 12983

დისტანციური რეციდივის გარეშე გადარჩენაგ

353

409

  • 85 (95% CI: 0.74-0.98)
  • 02425

საერთო გადარჩენად

373

420

  • 89 (95% CI: 0.77-1.02)
  • 08972

30-თვიანი საშუალო მკურნალობა და 119-თვიანი საშუალო შემდგომი მკურნალობა

დაავადების გარეშე გადარჩენა ა

672

761

  • 86 (95% CI:0.77-0.95)
  • 00393

ძუძუს კიბოს გარეშე გადარჩენა ბ

517

608

  • 83 (95% CI: 0.74-0.93)
  • 00152

კონტრალატერალური ძუძუს კიბო

57

75

  • 75 (95% CI:0.53-1.06)
  • 10707

დისტანციური რეციდივის გარეშე გადარჩენაგ

411

472

  • 86 (95% CI:0.75-0.98)
  • 02213

საერთო გადარჩენად

467

510

  • 91 (95% CI: 0.81-1.04)
  • 15737

CI=სანდოობის ინტერვალი; IES = ექსემესტანის ჯგუფთაშორისი კვლევა; ITT = მკურნალობის განზრახვა

ა დაავადების გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც ადგილობრივი ან დისტანციური რეციდივის პირველი განვითარება, კონტრალატერალური ძუძუს კიბო ან სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით;

ბ ძუძუს კიბოს გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც ადგილობრივი ან დისტანციური რეციდივის პირველი განვითარება, კონტრალატერალური ძუძუს კიბო ან სიკვდილი ძუძუს კიბოს გამო;

გ დისტანციური რეციდივის გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც დისტანციური რეციდივის პირველი განვითარება ან ძუძუს კიბოს გამო სიკვდილი;

გავრცელებული ძუძუს კიბოს მკურნალობა

რანდომიზებული კონტროლირებული კლინიკური ცდის დროს დღეში 25 მგ ექსემესტანის მიღებისას გამოვლინდა გადარჩენის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი პროლონგაცია, პროგრესირების დრო (TTP), წარუმატებელი მკურნალობის დრო (TTF) მეგესტროლის აცეტატით სტანდარტულ ჰორმონულ მკურნალობასთან შედარებით გავრცელებული ძუძუს კიბოს მქონე პოსტმენოპაუზურ პაციენტებში, რაც პროგრესირდა გავრცელებული დაავადების ადიუვანტური თერაპიის ან პირველი ხაზის მკურნალობის სახით ტამოქსიფენით მკურნალობის შემდეგ ან მკურნალობის დროს.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ექსემესტანის ტაბლეტების პერორალურად მიღების შემდეგ ექსემესტანი სწრაფად შეიწოვება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვილი დოზის წილი მაღალია. ადამიანებში აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ცნობილი არ არის, თუმცა, მოსალოდნელია, რომ შემოიფარგლება ფართო პირველი გავლის მოქმედებით. მსგავსი მოქმედება ვირთხებსა და ძაღლებში იწვევს 5% აბსოლუტურ ბიოშეღწევადობას. 25 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, 18ნგ/მლ მაქსიმალური პლაზმური დონეები მიიღწევა 2 საათის შემდეგ. საკვებთან ერთად მიღება ზრდის ბიოშეღწევადობას 40%-ით.

განაწილება

ექსემესტანის განაწილების მოცულობა პერორალური ბიოშეღწრვადობის კორექციის გარეშე შეადგენს დაახლოებით 20000 ლ-ს. კინეტიკა არის ლინეარული და ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 24 საათი. პლაზმურ ცილებთან შეკავშირება შეადგენს 90%-ს და დამოკიდებულია კონცენტრაციაზე. ექსემესტანი და მისი მეტაბოლიტები არ ებმის სისხლის წითელ უჯრედებს.

ექსემესტანი არ აკუმულირდება მოულოდნელი გზით განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ.

ბიოტრანსფორმაცია

ექსემესტანი მეტაბოლიზდება მეთილენის ნაწილის ოქსიდაციით მე-6 პოზიციაზე CYP 3A4 იზოფერმენტით და/ან 17-კეტო ჯგუფის რედუქციით ალდოკეტორედუქტაზას მიერ, რასაც მოყვება კონიუგაცია.

ელიმინაცია:

მეტაბოლიტები არააქტიურია ან არომატაზას ინჰიბირება უფრო ნაკლებია, ვიდრე ძირითადი ნაერთის.

შარდში უცვლელად ექსკრეტირდება დოზის 1%. შარდსა და განავალში 14C-მონიშნული ექსემესტანის თანაბარი რაოდენობები (40%) ელიმინირდება ერთი კვირის განმავლობაში.

ექსემესტანის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 500 ლ/სთ-ს, პერორალურ ბიოშეღწევადობაზე კორექციის გარეშე.

სპეციალური პოპულაციები

ასაკი

არ აღინიშნა რაიმე მნიშვნელოვანი კორელაცია ექსემესტანის სისტემურ ექსპოზიციასა და სუბიექტთა ასაკს შორის.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მწვავე უკმარისობის (კრკლ <30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში ექსემესტანზე სისტემური ექსპოზიცია 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ექსემესტანის უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით, აუცილებელი არ არის დოზის კორექცია.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ზომიერი ან მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ექსემესტანის ექსპოზიცია 2-3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ექსემესტანის უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით, აუცილებელი არ არის დოზის კორექცია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ექსეტუ 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ექსემესტანი

ციტოტოქსიკური

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია

შეინახეთ ეს ფურცელი, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა პირებს, მაშინაც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.

ამ ინსტრუქციის ფურცელში:

  • რა არის ექსეტუ და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ექსეტუს მიღებამდე
  • როგორ მიიღება ექსეტუ
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ექსეტუ
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ექსეტუ და რისთვის გამოიყენება

ექსეტუ მიეკუთვნება არომატაზას ინჰიბიტორების სახელით პრეპარატების ჯგუფს. ეს პრეპარატები ხელს უშლიან სუბსტანციას სახელწოდებით არომატაზა, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების ესტროგენების წარმოსაქმნელად, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზის პერიოდში. ორგანიზმში ესტროგენების დონეების შემცირება არის ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს მკურნალობის გზა.

ექსეტუ გამოიყენება ადრეულ სტადიაზე ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში პრეპარატ ტამოქსიფენით 2-3-წლიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ექსეტუ ასევე გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული გავრცელებული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში, როდესაც სხვა ჰორმონული პრეპარატით მკურნალობამ საკმარისი შედეგი არ გამოიღო.

  • რა უნდა იცოდეთ ექსეტუს მიღებამდე

არ მიიღოთ ექსეტუ

თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ ალერგია ექსემესტანის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6).

თუ ჯერ არ გაქვთ „მენოპაუზა“, ე.ი. ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუაცია ყოველთვიურად.

თუ ხართ ორსულად, სავარაუდოდ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

მედიკამენტის გამოყენებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა თქვენ გეხებათ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ექსეტუთი მკურნალობის წინ ექიმმა შეიძლება აგიღოთ სისხლის ნიმუშები, რათა დარწმუნდეს, რომ გაქვთ მენოპაუზა.

მკურნალობის დაწყებამდე ასევე ჩაგიტარდებათ D ვიტამინის დონის შემოწმება, ვინაიდან მისი დონე შეიძლება ძალიან დაბალი იყოს ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიებზე. თუ დონეები ნორმაზე ქვემოთ არის, დაგენიშნებათ D ვიტამინის დანამატი.

ექსეტუს მიღების წინ უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ პრობლემები ღვიძლთან ან თირკმელებთან დაკავშირებით.

უთხარით თქვენს ექიმს თუ ანამნეზში ან ამჟამად გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ძვლების სიმტკიცეზე. ექიმმა შეიძლება გაზომოს თქვენი ძვლების სიმკვრივე და/ან 25-ჰიდროქსი ვიტამინი D-ს დონეები ექსეტუთი მკურნალობის წინ და მკურნალობის დროს, ვინაიდან ამ კლასის პრეპარატები იწვევენ ქალის ჰორმონების დონეების შემცირებას, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ძვლების მინერალური შემცველობის დაკარგვა, რამაც შეიძლება შეამციროს მათი სიძლიერე.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ეს მდგომარეობა თქვენ გეხებათ.

ექსეტუს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ექსეტუ მიიღება ჭამის შემდეგ ყოველ დღე დაახლოებით ერთსადაიმავე დროს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა

ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ექსეტუ, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, უთხარით თქვენს ექიმს.

თქვენს ექიმთან განიხილეთ კონტრაცეპციის საკითხი, თუ არსებობს ალბათობა, რომ შეიძლება დაორსულდეთ.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

თუ ექსეტუს მიღების დროს გრძნობთ ძილიანობას, თავბრუსხვევას ან სისუსტეს, მოერიდეთ ავტომობილებისა და მექანიზმების მართვას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექსეტუს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ექსეტუ შეიცავს 90.4 მგ მანიტოლს. ამ შემცველობის გამო, რაიმე გაფრთხილება საჭირო არ არის.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ მლ-ში, ე.ი. ის პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“

სხვა პრეპარატები და ექსეტუ

უთხარით თქვენს ექიმს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები.

ექსეტუ არ გამოიყენება ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპიის (HRT) დროს.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი),

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (კარბამაზეპინი ან ფენიტოინი),

მცენარეული საშუალება კრაზანა, (Hypericum perforatum), ან მისი შემცველი პრეპარატები.

გთხოვთ, შეატყიბინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

  • როგორ მიიღება ექსეტუ

ექიმი განსაზღვრავს ექსეტუს მისაღებ დოზას და ხანგრძლივობას.

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

რეკომენდებული დოზა არის ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში.

თუ ექსეტუს მიღების პერიოდში მოგიწიათ საავადმყოფოში მოხვედრა, სამედიცინო პერსონალს უთხარით, რა პრეპარატს იღებთ.

მიღების წესი:

ექსეტუ მიიღება პერორალურად.

პრეპარატის დოზა მიიღება ჭამის შემდეგ, ყოველ დღე დაახლოებით ერთსადაიმავე დროს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

ექსეტუ არ გამოიყენება ბავშვებში.

მოზრდილები და ხანდაზმულები

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

დოზის კორექცია აუცილებელი არ არის თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ ფიქრობთ, რომ ექსეტუს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ექსეტუ, ვიდრე უნდა მიგეღოთ

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ექსეტუ, ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიმართეთ თქვნს ექიმს.

თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. აჩვენეთ მათ ექსეტუს შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ ექსეტუს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ჩვეულ დროს.

თუ შეწყვიტეთ ექსეტუს მიღება

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, ექიმის მითითების გარეშე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

ექსეტუ კარგად გადაიტანება და ექსეტუს მიღებისას პაციენტებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ძირითადად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. გვერდითი ეფექტების უმეტესობა ასოცირებულია ესტროგენის ნაკლებობასთან (მაგ. სიცხის მოწოლა).

დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე შემდეგი მოვლენა:

შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) და ღვიძლის სანაღვლე გზების ანთება, რაც იწვევს კანის სიყვითლეს (ქოლესტატიური ჰეპატიტი). სიმპტომები შეიძლება იყოს: ზოგადად შეუძლოდ ყოფნა, გულისრევა, სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ქავილი, მუცლის ტკივილი მარჯვენა მხარეს და მადის დაკარგვა. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, სამედიცინო რჩევის მისაღებად დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ჩამოთვლილი მოვლენები სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

დეპრესია

ძილის გაძნელება

თავის ტკივილი

სიცხის მოწოლა

თავბრუსხვევა

გულისრევა

მომატებული ოფლიანობა

კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მათ შორის ოსტეოართრიტი, ზურგის ტკივილი, ართრიტი და სახსრების ტკივილი)

დაღლილობა

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

მუცლის ტკივილი

ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის მომატება

სისხლში ჰემოგლობინის დაშლის მომატებული დონე

სისხლში სისხლისმიერი ფერმენტების დონის მომატება ღვიძლის დაზიანების გამო

ტკივილი

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში)

მადის დაკარგვა

მაჯის არხის სინდრომი (ჩხვლეტის, დაბუჟების და ტკივილის კომბინაცია, რომელიც აღინიშნება ხელის მთელ უბანზე, გარდა ნეკა თითისა) ან კანზე ჩხვლეტის შეგრძნება

ღებინება (ავად ყოფნა), ყაბზობა, მოუნელებლობა, დიარეა

თმის ცვენა

კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ქავილი

ძვლების გათხელება (ოსტეოპოროზი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი სიძლიერის შესუსტება და შედეგად, ზოგჯერ ძვლების მოტეხილობა (გატეხვა ან გაბზარვა)

ხელებისა და ტერფების შეშუპება

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

კუნთების სისუსტე

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

მომატებული მგრძნობელობა

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)

მცირე ბუშტუკების განვითარება კანზე გამონაყარის სახით

ძილიანობა

ღვიძლის ანთება

სანაღვლე გზების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება

ცნობილი არ არის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე

შეიძლება ასევე აღინიშნოს მოცირკულირე სისხლში ზოგიერთი სისხლის უჯრედის (ლიმფოციტების) და თრომბოციტების რაოდენობის ცვლილებები, განსაკუთრებით მანამდე ლიმფოპენიის მქონე პაციენტებში (სისხლში ლიმფოციტების შემცირება).

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება ექსეტუ

ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, 250C-მდე.

ექსეტუ არ გამოიყენოთ კოლოფსა და ბლისტერზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მომზადებისას და მიღებისას გამოყენებული ყველა მასალა ან ის მასალა, რომელიც რაიმე ფორმით შეეხო ექსეტუს, უნდა უტილიზდეს ციტოტოქსიკური საშუალებების შესახებ ადგილობრივი გაიდლაინების მიხედვით.

არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან საკანალიზაციო სისტემაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ექსეტუ

აქტიური სუბსტანცია არის ექსემესტანი. ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსემესტანს.

სხვა ინგრედიენტებია:

ბირთვი: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ჰიპრომელოზა E5, პოლისორბატი 80, კოლოიდური უწყლო სილიკა, მაგნიუმის სტეარატი

გარსი: ჰიპრომელოზა 6cp (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400/PEG400

ექსეტუს აღწერა და შეფუთვის შემცველობა

ექსეტუ არის მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა „E25”, მეორე მხარე წარწერის გარეშე.

ექსეტუ 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია თეთრი ფერის გაუმჭვრვალე პვქ/პვდქ-ალუ ბლისტერულ შეფუთვებში 30 ტაბლეტით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Onko Ilaç Sanayi ve Ticaret A.Ş.

Gebze OSB2 Mah. 1700. Sk. No: 1703/2

Çayırova / Kocaeli/თურქეთი

ტელეფონი: 0850 250 66 56

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

Onko Ilaç Sanayi ve Ticaret A.Ş.

GOSB 1700. Sk. No: 1703

Çayırova / Kocaeli / თურქეთი

ეს ინსტრუქციის ფურცელი ბოლოს შესწორდა .../.../...

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა