პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ფემექსი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

FEMMEX 25 mg Film Coated Tablets

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ფემექსი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც არომატაზას ინჰიბიტორები. ეს პრეპარატები აფერხებენ ნივთიერებას სახელწოდებით არომატაზა, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების წარმოებისთვის, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ ქალებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ექსემესტანი (exemestane)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
DEVA HOLDING A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L02BG06
რეგისტრაციის ნომერი
რ-043907
რეგისტრირებულია
25 აგვისტო 2025, მოქმედებს 25 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
DEVA HOLDING A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფემექსი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ფემექსი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფემექსი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც არომატაზას ინჰიბიტორები. ეს პრეპარატები აფერხებენ ნივთიერებას სახელწოდებით არომატაზა, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების წარმოებისთვის, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ ქალებში. ორგანიზმში ესტროგენის დონის დაქვეითება ჰორმონ-დამოკიდებული სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალო საშუალებაა.

ფემექსი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

ჰორმონდამოკიდებული ადრეული სარძევე ჯირკვლის კიბო პოსტმენოპაუზურ ქალებში ტამოქსიფენით 2-3 წლიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ჰორმონდამოკიდებული შორსწასული სარძევე ჯირკვლის კიბო პოსტმენოპაუზურ ქალებში, როდესაც სხვადასხვა ჰორმონალური პრეპარატით მკურნალობა არ იყო საკმარისად შედეგიანი.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება

ჩვეულებრივი დოზა არის ერთი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ფემექსი შესაფერისი არ არის ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად.

როგორ მიიღება ფემექსი

ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ ჭამის შემდეგ ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.

თუ იღებთ იმაზე მეტ ფემექსს, ვიდრე საჭიროა

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ მიიღეთ ჩვეულ დოზაზე მეტი დოზა. თან წაიღეთ თქვენი პრეპარატი.

თუ დაგავიწყდათ ფემექსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსირების მიზნით.

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დროს, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

თუ შეწყვეტთ ფემექსის მიღებას

გააგრძელეთ ფემექსის მიღება ყოველდღე იმდენ ხანს, რამდენსაც თქვენი ექიმი გეტყვით.

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, თუ ექიმი არ გეტყვით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ფემექსზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

თუ ჯერ კიდევ გაქვთ ყოველთვიურად მენსტრუაცია, ანუ არ გაგივლიათ მენოპაუზა.

თუ ხართ ორსულად ან სავარაუდოდ ორსულად ხართ.

თუ ძუძუთი კვებავთ.

სიფრთხილის ზომები

ფემექსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ სრულად არ არის ნათელი, მიაღწიეთ თუ არა მენოპაუზას. ამ შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა შემოწმდეს თქვენი ჰორმონალური მდგომარეობა.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები. თუ ეს გეხება თქვენ, აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლების გათხელება ან გაცვეთა) ან ძვლის მოტეხილობა ანამნეზში. თუ ეს თქვენ გეხებათ, უთხარით თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი ძვლის სიმკვრივის გაზომვა ფემექსით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს.

თუ გაქვთ D ვიტამინის დეფიციტი. თუ გაზომვით ექიმმა დაადგინა, რომ გაქვთ D ვიტამინის დაბალი დონე სისხლში, უნდა მიიღოთ დანამატი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ფემექსი არ უნდა დაინიშნოს ჰორმონ-ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად (HRT).

ფემექსის მიღებისას სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა:

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი).

კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (ანტიკონვულსანტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).

მცენარეული საშუალება კრაზანა (Hypericum perforatum), ან მისი შემცველი პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ფემექსი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თქვენს ექიმთან ერთად განიხილეთ კონტრაცეფცია, თუ არსებობს რაიმე შესაძლებლობა, რომ დაორსულდეთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ გრძნობთ ძილიანობას, თავბრუსხვევას ან სისუსტეს, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყო ან დანადგარები.

ფემექსი 25 მგ აპკიანი ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალი".

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) და სანაღვლე გზების ანთება, რომლებიც იწვევენ კანის გაყვითლებას (ქოლესტაზური ჰეპატიტი). სიმპტომებია ზოგადი დისკომფორტი, გულისრევა, სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ქავილი, მარჯვენა მხარეს მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს სასწრაფო სამედიცინო რჩევის მისაღებად.

ზოგადად, ფემექსი კარგი ამტანობით ხასიათდება და შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ფემექსით, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ხასიათისაა. გვერდითი ეფექტების უმეტესობა ასოცირდება ესტროგენის ნაკლებობასთან (მაგ. სიცხის შეგრძნება (ალები)).

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

დეპრესია

ძილის გაძნელება

თავის ტკივილი

სიცხის შეგრძნება (ალები)

თავბრუსხვევა

შეუძლოდ ყოფნა (ღებინების შეგრძნება)

მომატებული ოფლიანობა

კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მათ შორის ოსტეოართრიტი, ზურგის ტკივილი, ართრიტი და სახსრების რიგიდულობა)

დაღლილობა

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

მუცლის ტკივილი

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

სისხლში ჰემოგლობინის დაშლის მომატებული დონე

სისხლის ფერმენტის დონის მომატება სისხლში ღვიძლის დაზიანების გამო

ტკივილი

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში)

მადის დაკარგვა

მაჯის გვირაბის სინდრომი (ჩხვლეტის, დაბუჟების და ტკივილის კომბინაცია ხელის არეში, გარდა ნეკა თითისა) ან კანზე ჩხვლეტის შეგრძნება

ღებინება (შეუძლოდ ყოფნა), ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა

თმის ცვენა

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება და ქავილი

ძვლების გათხელება, რამაც შეიძლება შეამციროს მათი სიმტკიცე (ოსტეოპოროზი), რაც იწვევს ძვლის მოტეხილობებს (მოტეხილობა ან გაბზარვა) ზოგ შემთხვევაში

ხელებისა და ტერფების შეშუპება

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

სისუსტის შეგრძნება

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

ჰიპერმგრძნობელობა

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში)

მცირე ზომის ბუშტუკები კანის უბანზე გამონაყარის დროს

ძილიანობა

ღვიძლის ანთება

ღვიძლის სანაღვლე გზების ანთება, რომელიც იწვევს კანის გაყვითლებას

გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)

სისხლში გარკვეული თეთრი უჯრედების დაბალი დონე

ასევე შეიძლება გამოვლინდეს სისხლში მოცირკულირე სისხლის გარკვეული უჯრედების (ლიმფოციტების) და თრომბოციტების რაოდენობის ცვლილებები, განსაკუთრებით მანამდე არსებული ლიმფოპენიის (სისხლში ლიმფოციტების შემცირება) მქონე პაციენტებში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ მითითებული ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

კლინიკური კვლევები ჩატარდა ექსემესტანით, რომელსაც იღებდნენ ჯანმრთელი ქალი მოხალისეები 800 მგ-მდე დოზით ერთჯერადად, და სარძევე ჯირკვლის შორსწასული კიბოს მქონე პოსტმენოპაუზური ქალები იღებდნენ დოზნით 600 მგ-მდე დღეში; ეს დოზები კარგად გადაიტანებოდა. ექსემესტანის ერთჯერადი დოზა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები, ცნობილი არ არის. ვირთაგვებსა და ძაღლებში, ლეთალობა დაფიქსირდა ერთჯერადი პერორალური დოზების შემდეგ, რომლებიც იმ დოზების ექვივალენტური იყო, რომლებიც შესაბამისად, 2000-ჯერ და 4000-ჯერ აღემატებოდა ადამიანისთვის რეკომენდებულ დოზას მგ/მ2 საფუძველზე. დოზის გადაჭარბებისას სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური. ნაჩვენებია ზოგადი დამხმარე თერაპია, მათ შორის სასიცოცხლო ნიშნების ხშირი მონიტორინგი და პაციენტზე დაკვირვება.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ექსემესტანი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსემესტანს.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი; კროსპოვიდონი; ჰიპრომელოზა; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A); პოლისორბატი 80; ცელულოზა, მიკროკრისტალური; მაგნიუმის სტეარატი; სილიციუმი, კოლოიდური, უწყლო.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400.

ფემექსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ფემექსი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის მრგვალი, თეთრიდან მოთეთრო ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ერთ მხარეს ნიშნით “E”.

შეფუთვის ზომები:

30, 60, 100 ტაბლეტი

ყველა ზომის შეფუთვა არ იქნება გაყიდვაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 300C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰორმონის ანტაგონისტები და მასთან დაკავშირებული საშუალებები; არომატაზას ინჰიბიტორები, ათქ კოდი: L02BG06

მოქმედების მექანიზმი

ექსემესტანი არის შეუქცევადი, სტეროიდული არომატაზას ინჰიბიტორი, სტრუქტურულად დაკავშირებული ბუნებრივ სუბსტრატთან ანდროსტენდიონთან. პოსტმენოპაუზურ ქალებში ესტროგენები წარმოიქმნება ძირითადად ანდროგენების ესტროგენებად გარდაქმნის შედეგად პერიფერიულ ქსოვილებში არომატაზას ფერმენტის მეშვეობით. ესტროგენის დეპრივაცია არომატაზას ინჰიბირებით არის ჰორმონ-დამოკიდებული სარძევე ჯირკვლის კიბოს ეფექტური და შერჩევითი მკურნალობა პოსტმენოპაუზურ ქალებში. პოსტმენოპაუზურ ქალებში პერორალური ექსემესტანი მნიშვნელოვნად აქვეითებდა შრატში ესტროგენის კონცენტრაციას დაწყებული 5 მგ დოზით და აღწევდა მაქსიმალურ დათრგუნვას (>90%) 10-25 მგ დოზით. სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პოსტმენოპაუზურ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 25 მგ დღიური დოზით, მთელი ორგანიზმის არომატიზაცია შემცირდა 98%-ით.

ექსემესტანს არ გააჩნია რაიმე პროგესტოგენური ან ესტროგენული მოქმედება. უმნიშვნელო ანდროგენული აქტივობა, სავარაუდოდ 17-ჰიდრო წარმოებულით განპირობებული, აღინიშნა ძირითადად მაღალი დოზების გამოყენებისას. მრავალჯერადი სადღეღამისო დოზების ცდებში, ექსემესტანს არ ჰქონდა შესამჩნევი ეფექტი კორტიზოლის ან ალდოსტერონის თირკმელზედა ჯირკვლის ბიოსინთეზზე, რომელიც იზომება ACTH გამოწვევამდე ან მის შემდეგ, რაც აჩვენებს მის სელექციურობას სტეროიდოგენურ გზაში ჩართულ სხვა ფერმენტებთან მიმარებით.

აქედან გამომდინარე, საჭირო არ არის გლუკოკორტიკოიდების ან მინერალოკორტიკოიდების ჩანაცვლება. შრატში LH და FSH დონეების არადოზდამოკიდებული უმნიშვნელო მატება აღინიშნა დაბალ დოზებზეც კი: თუმცა, ეს მოსალოდნელია ფარმაკოლოგიური კლასისთვის და სავარაუდოდ არის ჰიპოფიზის დონეზე უკუკავშირის შედეგი ესტროგენის დონის შემცირების გამო, რაც ასტიმულირებს ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპინების სეკრეციას, ასევე პოსტმენოპაუზურ ქალებში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ადრეული სარძვე ჯირკვლის კიბოს ადიუვანტური მკურნალობა

მულტიცენტრულ, რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში (IES), რომელიც ჩატარდა ესტროგენ-რეცეპტორებზე დადებითი ან უცნობი პირველადი სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე 4724 პოსტმენოპაუზურ პაციენტში, პაციენტები, რომლებიც რჩებოდნენ დაავადების გარეშე ტამოქსიფენით ადიუვანტური თერაპიის მიღების შემდეგ 2-3 წლის განმავლობაში, შემთხვევითობის პრინციპით 3-2 წელი იღებდნენ ექსემესტანს (25 მგ/დღეში) ან ტამოქსიფენს (20 ან 30 მგ/დღეში) 5 წლიანი ჰორმონალური თერაპიის დასრულებისთვის.

IES 52-თვიანი მედიანური დაკვირვება

დაახლოებით 30-თვიანი საშუალო ხანგრძლივობის თერაპიის და დაახლოებით 52 თვიანი შემდგომი დაკვირვების შემდეგ შედეგებმა აჩვენა, რომ ექსემესტანით თანმიმდევრული მკურნალობა ტამოქსიფენით 2-3-წლიანი ადიუვანტური თერაპიის შემდეგ დაკავშირებული იყო დაავადების გარეშე გადარჩენის კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან ტამოქსიფენით თერაპიის გაგრძელებასთან შედარებით. ანალიზმა აჩვენა, რომ დაკვირვებულ კვლევის პერიოდში ექსემესტანი ამცირებდა სარძევე ჯირკვლის კიბოს რეციდივის რისკს 24%-ით ტამოქსიფენთან შედარებით (საფრთხის კოეფიციენტი 0.76, p = 0.00015). ექსემესტანის სასარგებლო ეფექტი ტამოქსიფენზე DFS-თან მიმართებაში აშკარა იყო კვანძოვანი სტატუსის ან წინა ქიმიოთერაპიის მიუხედავად.

ექსემესტანმა ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი (საფრთხის კოეფიციენტი 0.57, p =0.04158).

მთელ საკვლევ პოპულაციაში, ექსემესტანისთვის დაფიქსირდა საერთო გადარჩენის გაუმჯობესების ტენდენცია (222 სიკვდილი) ტამოქსიფენთან შედარებით (262 სიკვდილი) საფრთხის კოეფიციენტით 0.85 (ლოგ-რანგის ტესტი: p =0.07362), რაც წარმოადგენს სიკვდილის რისკის 15%-ით შემცირებას ექსემესტანის სასარგებლოდ. სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 23%-იანი შემცირება (საფრთხის კოეფიციენტი საერთო გადარჩენისთვის 0,77; ვალდის ხი-კვადრატის ტესტი: p = 0,0069) დაფიქსირდა ექსემესტანის ჯგუფში ტამოქსიფენთან შედარებით, წინასწარ განსაზღვრული პროგნოზული ფაქტორების კორექტირებისას (მაგ., ER სტატუსი, კვანძის სტატუსი, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება და ბისფოსფონატების გამოყენება).

52-თვიანი ძირითადი ეფექტურობის შედეგები ყველა პაციენტში (პოპულაციის მკურნალობის განზრახვა) და ესტროგენ-რეცეპტორ დადებით პაციენტებში

საბოლოო წერტილი

ექსემესტანი

მოვლენები/N (%)

ტამოქსიფენი

მოვლენები/N (%)

საფრთხის კოეფიციენტი (95% ნდობის ინტერვალი)

p-მნიშვნელობა*

დაავადების გარეშე გადარჩენაა

ყველა პაციენტი

354 /2352 (15.1%)

453 /2372 (19.1 %)

  • 76 (0.67-0.88)
  • 00015

ER+ პაციენტები

289/2023 (14.3%)

370 /2021 (18.3%)

  • 75 (0.65-0.88)
  • 00030

კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბო

ყველა პაციენტი

20 /2352 (0.9%)

35 /2372 (1.5%)

  • 57 (0.33-0.99)
  • 04158

ER+ პაციენტები

18 /2023 (0.9%)

33 /2021 (1.6%)

  • 54 (0.30-0.95)
  • 03048

სარძევე ჯირკვლის კიბოს გარეშე გადარჩენაბ

ყველა პაციენტი

289 /2352 (12.3%)

373 /2372 (15.7%)

  • 76 (0.65-0.89)
  • 00041

ER+ პაციენტები

232 /2023 (11.5%)

305 /2021 (15.1 %)

  • 73 (0.62-0.87)
  • 00038

შორეული რეციდივის გარეშე გადარჩენაგ

ყველა პაციენტი

248 /2352 (10.5%)

297 /2372 (12.5%)

  • 83 (0.70-0.98)
  • 02621 I

ER+ პაციენტები

194 /2023 (9.6%)

242 /2021 (12.0%)

  • 78 (0.65-0.95)
  • 01123

საერთო გადარჩენად

ყველა პაციენტი

222 /2352 (9.4%)

262 /2372 (11.0%)

  • 85 (0.71-1.02)
  • 07362

ER+ პაციენტები

178/2023 (8.8%)

211 /2021 (10.4%)

  • 84 (0.68-1.02)
  • 07569
  • ლოგ-რანგის ტესტი; ER+ პაციენტები = ესტროგენ-რეცეპტორ დადებითი პაციენტები.

ა დაავადების გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც ადგილობრივი ან შორეული რეციდივი, კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბო, ან ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის პირველი შემთხვევა.

ბ სარძევე ჯირკვლის კიბოს გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც ადგილობრივი ან შორეული რეციდივის პირველი შემთხვევა, კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბო, ან სარძევე ჯირკვლის კიბოს გამო სიკვდილი.

გ შორეული რეციდივის გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც შორეული რეციდივის პირველი შემთხვევა ან სარძევე ჯირკვლის კიბოს გამო სიკვდილი.

დ საერთო გადარჩენა განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის შემთხვევა.

ესტროგენ-რეცეპტორ დადებითი ან უცნობი სტატუსის მქონე პაციენტების ქვეჯგუფის დამატებით ანალიზში, არაკორექტირებული გადარჩენის საერთო საფრთხის კოეფიციენტი იყო 0.83 (ლოგი-რანგის ტესტი: p = 0.04250), რაც წარმოადგენს სიკვდილის რისკის კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას 17%-ით.

IES ძვლის ქვეკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც მკურნალობდნენ ექსემესტანით ტამოქსიფენით 2-3-წლიანი მკურნალობის შემდეგ, აღენიშნებოდათ ძვლის მინერალური სიმკვრივის ზომიერი შემცირება. საერთო კვლევაში, მკურნალობისას მოტეხილობების სიხშირე შეფასებულ 30 თვიანი მკურნალობის პერიოდში უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ექსემესტანით ტამოქსიფენთან შედარებით (4.5% და 3.3% შესაბამისად, p = 0.038).

IES ენდომეტრიუმის ქვეკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მკურნალობის 2 წლის შემდეგ დაფიქსირდა ენდომეტრიუმის სისქის მედიანური შემცირება 33%-ით იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ექსემესტანით, ხოლო ტამოქსიფენით ნამკურნალებ პაციენტებში შესამჩნევი ცვლილება არ დაფიქსირდა. ენდომეტრიუმის გასქელება, მოხსენებული საკვლევი მკურნალობის დასაწყისში, დაუბრუნდა ნორმას (<5 მმ) პაციენტების 54%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ექსემესტანით.

IES 87-თვიანი მედიანური დაკვირვება

დაახლოებით 30 თვიანი საშუალო ხანგრძლივობის თერაპიის და დაახლოებით 87 თვიანი მედიანური შემდგომი დაკვირვების შემდეგ შედეგებმა აჩვენა, რომ თანმიმდევრული მკურნალობა ექსემესტანით ტამოქსიფენით 2-3-წლიანი ადიუვანტური თერაპიის შემდეგ დაკავშირებული იყო DFS-ის კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან ტამოქსიფენით თერაპიის გაგრძელებასთან შედარებით. შედეგებმა აჩვენა, რომ დაკვირვების კვლევის პერიოდში ექსემესტანმა მნიშვნელოვნად შეამცირა სარძევე ჯირკვლის კიბოს რეციდივის რისკი 16%-ით ტამოქსიფენთან შედარებით (საფრთხის კოეფიციენტი 0,84, p = 0,002).

მთლიანობაში, ექსემესტანის სასარგებლო ეფექტი ტამოქსიფენზე DFS-თან მიმართებაში აშკარა იყო კვანძის სტატუსის ან წინა ქიმიოთერაპიის ან ჰორმონალური თერაპიის მიუხედავად. სტატისტიკური მნიშვნელოვნება არ იყო შენარჩუნებული რამდენიმე ქვეჯგუფში მცირე ზომის ნიმუშით. ნაჩვენებია ექსემესტანის სარგებელი 9-ზე მეტი დადებითი კვანძის ან წინა ქიმიოთერაპიის CMF მქონე პაციენტებში. პაციენტებში უცნობი კვანძოვანი სტატუსით, სხვა წინა ქიმიოთერაპიით, ასევე უცნობი/გამოტოვებული წინა ჰორმონალური თერაპიის სტატუსის მქონე პაციენტებში, დაფიქსირდა არასტატისტიკურად მნიშვნელოვანი ტენდენცია ტამოქსიფენის სასარგებლოდ.

გარდა ამისა, ექსემესტანი ასევე მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა სარძევე ჯირკვლის კიბოს გარეშე გადარჩენას (საფრთხის კოეფიციენტი 0.82, p= 0.00263) და შორეული რეციდივის გარეშე გადარჩენას (საფრთხის კოეფიციენტი 0.85, p = 0.02425).

ექსემესტანმა ასევე შეამცირა კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი, თუმცა ეფექტი აღარ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ამ დაკვირვების კვლევის პერიოდში (საფრთხის კოეფიციენტი 0.74, p = 0.12983). მთელ საკვლევ პოპულაციაში, საერთო გადარჩენის გაუმჯობესების ტენდენცია დაფიქსირდა ექსემესტანისთვის (373 სიკვდილი) ტამოქსიფენთან შედარებით (420 სიკვდილი) საფრთის კოეფიციენტით 0.89 (ლოგ რანგის ტესტი: p = 0.08972), რაც წარმოადგენს სიკვდილის რისკის 11%-ით შემცირებას ექსემესტანის სასარგებლოდ. წინასწარ განსაზღვრული პროგნოზული ფაქტორების კორექტირებისას (მაგ., ER სტატუსი, კვანძოვანი სტატუსი, წინა ქიმიოთერაპია, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება და ბისფოსფონატების გამოყენება), დაფიქსირდა სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 18%-იანი შემცირება (საფრთხის კოეფიციენტი საერთო გადარჩენისთვის 0.82; ვალდის ხი-კვადრატის ტესტი: p = 0.0082) ექსემესტანისთვის, ტამოქსიფენთან შედარებით, მთელ საკვლევ პოპულაციაში.

ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი ან უცნობი სტატუსის მქონე პაციენტების ქვეჯგუფის დამატებით ანალიზში, გადარჩენის საერთო საფრთხის კოეფიციენტი იყო 0.86 (ლოგ-რანგის ტესტი: p = 0.04262), რაც წარმოადგენს სიკვდილის რისკის კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას 14%-ით.

ძვლის ქვეკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ექსემესტანით მკურნალობა 2-დან 3 წლამდე ტამოქსიფენის მკურნალობის 3-2 წლის შემდეგ ზრდის ძვლის დაკარგვას მკურნალობის დროს (ძვლის მინერალური სიმკვრივის საშუალო % ცვლილება საწყისიდან 36 თვეზე: -3.37 [ხერხემალი], -2.96 [მენჯი მთლიანად] ექსემესტანისთვის და -1.29 [ხერხემალი], -2.02 [მენჯი მთლიანად], ტამოქსიფენისთვის). თუმცა, მკურნალობის შემდგომი 24 თვის ბოლოს იყო მინიმალური განსხვავებები ძვლის მინერალური სიმკვრივის ცვლილებაში საწყისიდან ორივე მკურნალობის ჯგუფისთვის, ტამოქსიფენის ჯგუფს ჰქონდა ძვლის მინერალური სიმკვრივის ოდნავ უფრო დიდი საბოლოო შემცირება ყველა უბანზე (ძვლის მინერალური სიმკვრივის საშუალო % ცვლილება საწყისიდან მკურნალობიდან 24 თვეში -2.17 [ხერხემალი], -3.06 [მენჯი მთლიანად] ექსემესტანისთვის და -3.44 [ხერხემალი], -4.15 [მენჯი მთლიანად] ტამოქსიფენისთვის).

ყველა მოტეხილობა მოხსენებული მკურნალობის დროს და შემდგომი დაკვირვების დროს იყო მნიშვნელოვნად უფრო მაღალი ექსემესტანის ჯგუფში, ვიდრე ტამოქსიფენის ჯგუფში (169 [7.3%] 122 [5.2%]-ის წინააღმდეგ; p = 0.004), მაგრამ განსხვავება არ დაფიქსირებულა მოტეხილობების რაოდენობაში, რომლებიც მოხსენებული იყო, როგორც ოსტეოპოროზი.

IES 119-თვიანი საბოლოო შემდგომი დაკვირვება

საშუალოდ დაახლოებით 30 თვიანი თერაპიის და დაახლოებით 119 თვიანი მედიანური დაკვირვების შემდეგ შედეგებმა აჩვენა, რომ თანმიმდევრული მკურნალობა ექსემესტანით ადიუვანტური ტამოქსიფენით თერაპიის 2-3 წლის შემდეგ დაკავშირებული იყო DFS-ის კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან ტამოქსიფენით თერაპიის გაგრძელებასთან შედარებით. ანალიზმა აჩვენა, რომ კვლევის პერიოდში ექსემესტანი ამცირებდა სარძევე ჯირკვლის კიბოს რეციდივის რისკს 14%-ით ტამოქსიფენთან შედარებით (საფრთხის კოეფიციენტი 0.86, p = 0.00393). ექსემესტანის სასარგებლო ეფექტი ტამოქსიფენზე DFS-თან მიმართებაში აშკარა იყო კვანძოვანი სტატუსის ან წინა ქიმიოთერაპიის მიუხედავად.

ექსემესტანმა ასევე მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა სარძევე ჯირკვლის კიბოს გარეშე გადარჩენა (საფრთხის კოეფიციენტი 0.83, p<0.00152) და შორეული რეციდივის გარეშე გადარჩენა (საფრთხის კოეფიციენტი 0.86, p = 0.02213). ექსემესტანმა ასევე შეამცირა კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი; თუმცა, ეფექტი აღარ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (საფრთხის კოეფიციენტი 0.75, p = 0.10707).

მთელ საკვლევ პოპულაციაში, საერთო გადარჩენა სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა ორ ჯგუფს შორის, 467 სიკვდილი (19.9%) დაფიქსირდა ექსემესტანის ჯგუფში და 510 სიკვდილი (21.5%) ტამოქსიფენის ჯგუფში (საფრთხის კოეფიციენტი 0.91, p = 0.15737, რაც არ არის მორგებული მრავალჯერადი ტესტირებისთვის). ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი ან უცნობი სტატუსის მქონე პაციენტების ქვეჯგუფისთვის, გადარჩენის საერთო საფრთხის კოეფიციენტი იყო 0.89 (ლოგ-რანგის ტესტი: p = 0.07881) ექსემესტანის ჯგუფში ტამოქსიფენის ჯგუფთან შედარებით.

მთელ საკვლევ პოპულაციაში, სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 14%-იანი შემცირება (საფრთხის კოეფიციენტი საერთო გადარჩენისთვის 0.86; ვალდის ხი-კვადრატის ტესტი: p = 0.0257) დაფიქსირდა ექსემესტანისთვის ტამოქსიფენთან შედარებით, წინასწარ განსაზღვრული პროგნოზული ფაქტორების კორექტირებისას (მაგ., ER სტატუსი, კვანძის სტატუსი, წინა ქიმიოთერაპია და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება და ბისფოსფონატების გამოყენება).

დაფიქსირდა სხვა მეორე (არა სარძევე ჯირკვლის) პირველადი კიბოს შემთხვევების დაბალი სიხშირე ექსემესტანით ნამკურნალებ პაციენტებში მხოლოდ ტამოქსიფენით ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით (9.9% 12.4%-ის წინააღმდეგ).

ძირითად კვლევაში, 119-თვიანი შემდგომი მედიანური დაკვირვებით ყველა მონაწილეში (0 - 163,94) და ექსემესტანით მკურნალობის მედიანური ხანგრძლივობით 30 თვე (0 - 40,41), ძვლის მოტეხილობების სიხშირე მოხსენებული იყო 169 (7,3%) პაციენტში ექსემესტანის ჯგუფში და 122 პაციენტში (5.2%) ტამოქსიფენის ჯგუფში (p=0.004).

ეფექტურობის შედეგები IES-დან პოსტმენოპაუზურ ქალებში ადრეული სარძევე ჯირკვლის კიბოთი (ITT)

მოვლენების სიხშირე

საფრთხის კოეფიციენტი

ექსემესტანი

ტამოქსიფენი

საფრთხის კოეფიციენტი

p-მნიშვნელობა

30-თვიანი მედიანური მკურნალობა და 34.5-თვიანი მედიანური შემდგომი დაკვირვების პერიოდი

დაავადების გარეშე გადარჩენაა

213

306

  • 69 (95% CI: 0.58-0.82)
  • 00003

სარძევე ჯირკვლის კიბოს გარეშე გადარჩენაბ

171

262

  • 65 (95% CI: 0.54-0.79)

<0.00001

კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბო

8

25

  • 32 (95% CI: 0.15-0.72)
  • 00340

შორეული რეციდივის გარეშე გადარჩენაგ

142

204

  • 70 (95% CI: 0.56-0.86)
  • 00083

საერთო გადარჩენად

116

137

  • 86 (95% CI: 0.67-1.10)
  • 22962

30-თვიანი მედიანური მკურნალობა და 52-თვიანი მედიანური დაკვირვება

დაავადების გარეშე გადარჩენაა

354

453

  • 77 (95% CI: 0.67-0.88)
  • 00015

სარძევე ჯირკვლის კიბოს გარეშე გადარჩენაბ

289

373

  • 76 (95% CI: 0.65-0.89)
  • 00041

კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბო

20

35

  • 57 (95% CI: 0.33-0.99)
  • 04158

შორეული რეციდივის გარეშე გადარჩენაგ

248

297

  • 83 (95% CI: 0.70-0.98)
  • 02621

საერთო გადარჩენად

222

262

  • 85 (95% CI: 0.71-1.02)
  • 07362

30-თვიანი მედიანური მკურნალობა და 87-თვიანი მედიანური დაკვირვება

დაავადების გარეშე გადარჩენაა

552

641

  • 84 (95% CI: 0.75-0.94)
  • 002

სარძევე ჯირკვლის კიბოს გარეშე გადარჩენაბ

434

513

  • 82 (95% CI: 0.72-0.94)
  • 00263

კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბო

43

58

  • 74 (95% CI: 0.50-1.10)
  • 12983

შორეული რეციდივის გარეშე გადარჩენაგ

353

409

  • 85 ((95% CI: 0.74-0.98)
  • 02425

საერთო გადარჩენად

373

420

  • 89 (95% CI: 0.77-1.02)
  • 08972

30-თვიანი მედიანური მკურნალობა და 119-თვიანი მედიანური დაკვირვება

დაავადების გარეშე გადარჩენაა

672

761

  • 86 (95% CI: 0.77-0.95)
  • 00393

სარძევე ჯირკვლის კიბოს გარეშე გადარჩენაბ

517

608

  • 83 (95% CI: 0.74-0.93)
  • 00152

კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბო

57

75

  • 75 (95% CI: 0.53-1.06)
  • 10707

შორეული რეციდივის გარეშე გადარჩენაგ

411

472

  • 86 (95% CI: 0.75-0.98)
  • 02213

საერთო გადარჩენად

467

510

  • 91 (95% CI: 0.81-1.04)
  • 15737

CI= ნდობის ინტერვალი; IES = ექსემესტანის ჯგუფთაშორისი კვლევა; ITT = განზრახვა-მკურნალობა.

დაავადების გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც ადგილობრივი ან შორეული რეციდივი, კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბო ან სიკვდილის პირველი შემთხვევა.

ბ სარძევე ჯირკვლის კიბოს გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც ადგილობრივი ან შორეული რეციდივი, კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბოს ან სარძევე ჯირკვლის კიბოს გამო სიკვდილის პირველი შემთხვევა.

გ შორეული რეციდივის გარეშე გადარჩენა განისაზღვრება, როგორც შორეული რეციდივი ან სარძვე ჯირკვლის კიბოს გამო სიკვდილის პირველი შემთხვევა.

დ საერთო გადარჩენა განისაზღვრება, როგორც სიკვდილის შემთხვევა ნებისმიერი მიზეზით.

შორსწასული სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობა

რანდომიზებულ თანატოლთა კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, ექსემესტანმა 25 მგ დღიური დოზით აჩვენა გადარჩენის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება, პროგრესირების დრო (TTP), წარუმატებელი მკურნალობის დრო (TTF) მეგესტროლის აცეტატით სტანდარტულ ჰორმონალურ მკურნალობასთან შედარებით სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პოსტმენოპაუზურ პაციენტებში, რაც პროგრესირებდა ტამოქსიფენით მკურნალობის შემდეგ ან მის დროს, როგორც დამხმარე თერაპია ან როგორც პირველი რიგის მკურნალობა შორსწასული დაავადებისთვის.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ ექსემესტანი სწრაფად შეიწოვება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვილი დოზის წილი მაღალია. ადამიანებში აბსოლუტური ბიოშეღწევადობა უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის იზღუდება ფართო პირველი გავლის ეფექტით. ანალოგიური ეფექტის შედეგად აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ვირთაგვებსა და ძაღლებში არის 5%. 25 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, მაქსიმალური პლაზმური დონე 18 ნგ/მლ მიიღწევა 2 საათის შემდეგ. საკვებთან ერთდროული მიღება ზრდის ბიოშეღწევადობას 40%-ით.

განაწილება

ექსემესტანის განაწილების მოცულობა, რომელიც არ არის კორექტირებული ორალური ბიოშეღწევადობის გამო, არის დაახლოებით 20000 ლ. კინეტიკა წრფივია და ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 24 სთ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება არის 90% და დამოკიდებელი არ არის კონცენტრაციაზე. ექსემესტანი და მისი მეტაბოლიტები არ უკავშირდება სისხლის წითელ უჯრედებს.

განმეორებითი დოზირების შემდეგ ექსემესტანი არ გროვდება მოულოდნელად.

ელიმინაცია

ექსემესტანი მეტაბოლიზდება მეთილენის ნაწილის დაჟანგვით მე-6 პოზიციაზე CYP 3A4 იზოფერმენტით და/ან 17-კეტო ჯგუფის რედუქციით ალდოკეტორედუქტაზას მიერ, რასაც მოჰყვება კონიუგაცია. ექსემესტანის კლირენსი არის დაახლოებით 500 ლ/სთ, რომელიც არ არის კორექტირებული ორალური ბიოშეღწევადობის გამო.

მეტაბოლიტები არააქტიურია ან არომატაზას ინჰიბირება ნაკლებია, ვიდრე ძირითადი ნაერთის.

შარდში უცვლელი სახით გამოიყოფა დოზის 1%. შარდში და განავალში 14C-ით ეტიკეტირებული ექსემესტანი (40%) თანაბარი რაოდენობით ელიმინირდება ერთი კვირის განმავლობაში.

სპეციალური პოპულაციები

ასაკი

არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი კორელაცია ექსემესტანის სისტემურ ექსპოზიციასა და სუბიექტების ასაკს შორის.

თირკმლის უკმარისობა

პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) ექსემესტანის სისტემური ექსპოზიცია 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ექსემესტანის უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით, დოზის კორექცია საჭიროდ არ მიიჩნევა.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ექსემესტანის ექსპოზიცია 2-3-ჯერ უფრო მეტია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ექსემესტანის უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით, დოზის კორექცია საჭიროდ არ მიიჩნევა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფემექსი 25 მგ აპკიანი ტაბლეტი

მოდული 1.3.1 შეფუთვის ფურცელი EastPharma

გამოყენების ინსტრუქცია

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ფემექსი 25 მგ აპკიანი ტაბლეტი

ექსემესტანი / Exemestane/

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა წერია ამ ფურცელში

  • რა არის ფემექსი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ფემექსის მიღებამდე
  • როგორ მიიღება ფემექსი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება ფემექსი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ფემექსი და რისთვის გამოიყენება

ფემექსი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც არომატაზას ინჰიბიტორები. ეს პრეპარატები აფერხებენ ნივთიერებას სახელწოდებით არომატაზა, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების წარმოებისთვის, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ ქალებში. ორგანიზმში ესტროგენის დონის დაქვეითება ჰორმონ-დამოკიდებული სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალო საშუალებაა.

ფემექსი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

ჰორმონდამოკიდებული ადრეული სარძევე ჯირკვლის კიბო პოსტმენოპაუზურ ქალებში ტამოქსიფენით 2-3 წლიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ჰორმონდამოკიდებული შორსწასული სარძევე ჯირკვლის კიბო პოსტმენოპაუზურ ქალებში, როდესაც სხვადასხვა ჰორმონალური პრეპარატით მკურნალობა არ იყო საკმარისად შედეგიანი.

  • რა უნდა იცოდეთ ფემექსის მიღებამდე

არ მიიღოთ ფემექსი

თუ გაქვთ ალერგია ფემექსზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

თუ ჯერ კიდევ გაქვთ ყოველთვიურად მენსტრუაცია, ანუ არ გაგივლიათ მენოპაუზა.

თუ ხართ ორსულად ან სავარაუდოდ ორსულად ხართ.

თუ ძუძუთი კვებავთ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფემექსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ სრულად არ არის ნათელი, მიაღწიეთ თუ არა მენოპაუზას. ამ შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა შემოწმდეს თქვენი ჰორმონალური მდგომარეობა.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები. თუ ეს გეხება თქვენ, აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლების გათხელება ან გაცვეთა) ან ძვლის მოტეხილობა ანამნეზში. თუ ეს თქვენ გეხებათ, უთხარით თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი ძვლის სიმკვრივის გაზომვა ფემექსით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს.

თუ გაქვთ D ვიტამინის დეფიციტი. თუ გაზომვით ექიმმა დაადგინა, რომ გაქვთ D ვიტამინის დაბალი დონე სისხლში, უნდა მიიღოთ დანამატი.

სხვა მედიკამენტები და ფემექსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ფემექსი არ უნდა დაინიშნოს ჰორმონ-ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად (HRT).

ფემექსის მიღებისას სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა:

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი).

კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (ანტიკონვულსანტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).

მცენარეული საშუალება კრაზანა (Hypericum perforatum), ან მისი შემცველი პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ფემექსი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თქვენს ექიმთან ერთად განიხილეთ კონტრაცეფცია, თუ არსებობს რაიმე შესაძლებლობა, რომ დაორსულდეთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

თუ გრძნობთ ძილიანობას, თავბრუსხვევას ან სისუსტეს, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყო ან დანადგარები.

ფემექსი 25 მგ აპკიანი ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალი".

  • როგორ მიიღება ფემექსი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება

ჩვეულებრივი დოზა არის ერთი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ფემექსი შესაფერისი არ არის ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად.

როგორ მიიღება ფემექსი

ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ ჭამის შემდეგ ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.

თუ იღებთ იმაზე მეტ ფემექსს, ვიდრე საჭიროა

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ მიიღეთ ჩვეულ დოზაზე მეტი დოზა. თან წაიღეთ თქვენი პრეპარატი.

თუ დაგავიწყდათ ფემექსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსირების მიზნით.

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დროს, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

თუ შეწყვეტთ ფემექსის მიღებას

გააგრძელეთ ფემექსის მიღება ყოველდღე იმდენ ხანს, რამდენსაც თქვენი ექიმი გეტყვით.

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, თუ ექიმი არ გეტყვით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) და სანაღვლე გზების ანთება, რომლებიც იწვევენ კანის გაყვითლებას (ქოლესტაზური ჰეპატიტი). სიმპტომებია ზოგადი დისკომფორტი, გულისრევა, სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ქავილი, მარჯვენა მხარეს მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს სასწრაფო სამედიცინო რჩევის მისაღებად.

ზოგადად, ფემექსი კარგი ამტანობით ხასიათდება და შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ფემექსით, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ხასიათისაა. გვერდითი ეფექტების უმეტესობა ასოცირდება ესტროგენის ნაკლებობასთან (მაგ. სიცხის შეგრძნება (ალები)).

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

დეპრესია

ძილის გაძნელება

თავის ტკივილი

სიცხის შეგრძნება (ალები)

თავბრუსხვევა

შეუძლოდ ყოფნა (ღებინების შეგრძნება)

მომატებული ოფლიანობა

კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მათ შორის ოსტეოართრიტი, ზურგის ტკივილი, ართრიტი და სახსრების რიგიდულობა)

დაღლილობა

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

მუცლის ტკივილი

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

სისხლში ჰემოგლობინის დაშლის მომატებული დონე

სისხლის ფერმენტის დონის მომატება სისხლში ღვიძლის დაზიანების გამო

ტკივილი

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში)

მადის დაკარგვა

მაჯის გვირაბის სინდრომი (ჩხვლეტის, დაბუჟების და ტკივილის კომბინაცია ხელის არეში, გარდა ნეკა თითისა) ან კანზე ჩხვლეტის შეგრძნება

ღებინება (შეუძლოდ ყოფნა), ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა

თმის ცვენა

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება და ქავილი

ძვლების გათხელება, რამაც შეიძლება შეამციროს მათი სიმტკიცე (ოსტეოპოროზი), რაც იწვევს ძვლის მოტეხილობებს (მოტეხილობა ან გაბზარვა) ზოგ შემთხვევაში

ხელებისა და ტერფების შეშუპება

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

სისუსტის შეგრძნება

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

ჰიპერმგრძნობელობა

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში)

მცირე ზომის ბუშტუკები კანის უბანზე გამონაყარის დროს

ძილიანობა

ღვიძლის ანთება

ღვიძლის სანაღვლე გზების ანთება, რომელიც იწვევს კანის გაყვითლებას

გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)

სისხლში გარკვეული თეთრი უჯრედების დაბალი დონე

ასევე შეიძლება გამოვლინდეს სისხლში მოცირკულირე სისხლის გარკვეული უჯრედების (ლიმფოციტების) და თრომბოციტების რაოდენობის ცვლილებები, განსაკუთრებით მანამდე არსებული ლიმფოპენიის (სისხლში ლიმფოციტების შემცირება) მქონე პაციენტებში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ მითითებული ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება ფემექსი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 300C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ფემექსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება არის ექსემესტანი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსემესტანს.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი; კროსპოვიდონი; ჰიპრომელოზა; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A); პოლისორბატი 80; ცელულოზა, მიკროკრისტალური; მაგნიუმის სტეარატი; სილიციუმი, კოლოიდური, უწყლო.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400.

ფემექსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ფემექსი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის მრგვალი, თეთრიდან მოთეთრო ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ერთ მხარეს ნიშნით “E”.

შეფუთვის ზომები:

30, 60, 100 ტაბლეტი

ყველა ზომის შეფუთვა არ იქნება გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

DEVA Holding A.Ş.

Kücükçekmece - სტამბოლი და თურქეთი

წარმოების ადგილი:

DEVA Holding A. Ş.

ქაფაკლი - ტეკირდაღი/თურქეთი

ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა 10/2020 წ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა