პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ექსედრალი 25მგ

Exedral 25mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
რისთვის გამოიყენება

თქვენს პრეპარატს ეწოდება ექსედრალი 25. ექსედრალი 25 ეკუთვნის მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც არომატაზას ინჰიბიტორები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ექსემესტანი (exemestane)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Remedica Ltd, კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L02BG06
რეგისტრაციის ნომერი
რ-042409
რეგისტრირებულია
19 ნოემბერი 2024, მოქმედებს 19 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაექსედრალი 25მგ და სხვა წამალი ერთად

ექსედრალი 25მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თქვენს პრეპარატს ეწოდება ექსედრალი 25. ექსედრალი 25 ეკუთვნის მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც არომატაზას ინჰიბიტორები. ეს მედიკამენტები უარყოფითად ზემოქმედებს ნივთიერებაზე, სახელად არომატაზა, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების გამოსამუშავებლად, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში. ორგანიზმში ესტროგენის დონის დაქვეითება ჰორმონზე დამოკიდებული ძუძუს კიბოს სამკურნალო საშუალებაა.

ექსედრალი 25 გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული ადრეული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში მას შემდეგ, რაც ისინი დაასრულებენ 2-3 წლიანი მკურნალობას ტამოქსიფენით.

ექსედრალი 25 ასევე გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული შორსწასული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში, როდესაც სხვადასხვა ჰორმონული პრეპარატით მკურნალობა საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა.

სიფრთხილის ზომები

ნუ მიიღებთ ექსედრალს, თუ:

ხართ ან წარსულში იყავით ალერგიული ექსემესტანზე (აქტიური ნივთიერება ექსედრალი 25) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 თავში).

ჯერ არ ხართ „მენოპაუზის მდგომარეობაში“, ანუ ჯერ კიდევ გაქვთ თქვენი ყოველთვიური მენსტრუალური პერიოდი.

ორსულად ხართ, სავარაუდოდ ხართ ორსულად ან ხართ ძუძუთი კვებაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ექსედრალის 25 მიღებამდე.

ექსედრალით 25 მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს შეიძლება სურდეს სისხლის ნიმუშების აღება, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენ მიაღწიეთ მენოპაუზის მდგომარეობას.

მკურნალობამდე ასევე ჩატარდება თქვენი D ვიტამინის დონის რუტინული შემოწმება, რადგან თქვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს ძალიან დაბალი ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე. თქვენ მოგეცემათ D ვიტამინის დანამატი, თუ მაჩვენებელი ნორმალურზე დაბალია.

ექსედრალის 25 მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.

აცნობეთ ექიმს, თუ ანამნეზში გაქვთ ან გაწუხებთ რაიმე მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი ძვლების სიმტკიცეზე. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი ძვლის სიმკვრივის გაზომვა ექსედრალით 25 მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიღების დროს. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ კლასის მედიკამენტები აქვეითებენ ქალის ჰორმონების დონეს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მინერალური შემცველობის დაკარგვა, რამაც შეიძლება დააქვეითოს მათი სიმტკიცე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის არასარეცეპტო მედიკამენტები.

ექსედრალის 25 მიღება არ არის დაშვებული ჰორმონით ჩანაცვლებითი თერაპიის (HRT) ჩატარების ერთიდაიმავე დროს. ექსედრალის 25 მიღებისას სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მედიკამენტები. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა:

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი),

კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (ანტიკონვულანტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),

მცენარეული საშუალება კრაზანა (Hypericum perforatum), ან მისი შემცველი პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ექსედრალი 25, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე. თუ ორსულად ხართ ან ეჭვი გაქვთ სავარაუდო ორსულობაზე, აცნობეთ ექიმს.

განიხილეთ კონტრაცეფცია თქვენს ექიმთან, თუ არსებობს რაიმე შესაძლებლობა, რომ დაორსულდეთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ ექსედრალის 25 მიღებისას გრძნობთ ძილიანობას, თავბრუსხვევას ან სისუსტეს, არ უნდა სცადოთ ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

დამხმარე ნივთიერებების შესახებ გაფრთხილებები

ექსედრალი 25 შეიცავს ნატრიუმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

როგორ მიიიღება ექსედრალი 25

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები

ექსედრალის 25 ტაბლეტი უნდა მიიღოთ პერორალურად ჭამის შემდეგ, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დღეში. თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ უნდა მიიღოთ ექსემესტანი და რამდენი ხნის განმავლობაში. რეკომენდებული დოზაა ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში.

თუ გჭირდებათ კლინიკაში წასვლა ექსედრალის 25 მიღების დროს, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რა მედიკამენტს იღებთ.

გამოყენება ბავშვებში

ექსედრალი 25 არ არის შესაფერისი ბავშვებში გამოსაყენებლად.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტ ექსედრალს 25

საჭიროზე მეტი ტაბლეტის მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან პირდაპირ უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. აჩვენეთ მათ ექსედრალი 25 ტაბლეტის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ ექსედრალის 25 მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ დროს.

თუ შეწყვეტთ ექსედრალის 25 მიღებას

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, თუ ექიმი არ გეტყვით. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) და ღვიძლის სანაღვლე გზების ანთება, რაც იწვევს კანის გაყვითლებას (ქოლესტაზური ჰეპატიტი). სიმპტომები მოიცავს ზოგადად უსიამოვნო შეგრძნებას, გულისრევას, სიყვითლეს (კანისა და თვალების გაყვითლება), ქავილს, მარჯვენა მხარეს მუცლის ტკივილს და მადის დაკარგვას. დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომ მოიძიოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომიდან.

ზოგადად, ექსედრალი 25 კარგად ასატანია და ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეინიშნება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ექსედრალით 25, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ხასიათისაა. გვერდითი ეფექტების უმეტესობა ასოცირდება ესტროგენის ნაკლებობასთან (მაგ. წამოხურება).

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში

დეპრესია

ძილის მხრივ პრობლემები

თავის ტკივილი

ცხელი ციმციმები

თავბრუსხვევა

დისკომფროტის შეგრძნება

გაძლიერებული ოფლიანობა

კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მათ შორის ოსტეოართრიტი, ზურგის ტკივილი, ართრიტი და სახსრების რიგიდობა)

დაღლილობა

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

მუცლის ტკივილი

ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე

სისხლში ჰემოგლობინის დაშლის მომატებული დონე

სისხლის ფერმენტის დონის მატება სისხლში ღვიძლის დაზიანების გამო

ტკივილი

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პირში:

მადის დაკარგვა

მაჯის გვირაბის სინდრომი (ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და ტკივილი, რომელიც გავლენას ახდენს მთელ ხელზე, პატარა თითის გარდა) ან კანის ჩხვლეტის შეგრძნება

ღებინება (დისკომფრტი), ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა

თმის ცვენა

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება და ქავილი

ძვლების გათხელება, რამაც შეიძლება შეამციროს მათი სიმტკიცე (ოსტეოპოროზი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობები (გატეხვა ან ბზარები) ზოგიერთ შემთხვევაში

შეშუპებული ხელები და ფეხები

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

სისუსტის განცდა

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პირში

ჰიპერმგრძნობელობა

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პირში

მცირე ზომის ბუშტუკების გამონაყარი კანის უბანზე გამონაყარის დროს

ძილიანობა

ღვიძლის ანთება

ღვიძლის სანაღვლე გზების ანთება, რომელიც იწვევს კანის გაყვითლებას

უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

სისხლში გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების დაბალი დონე

ასევე შეიძლება გამოვლინდეს ცვლილებები სისხლის გარკვეული უჯრედების (ლიმფოციტების) და თრომბოციტების რაოდენობაში, რომლებიც ცირკულირებენ თქვენს სისხლში, განსაკუთრებით უკვე არსებული ლიმფოპენიის მქონე პაციენტებში (სისხლში ლიმფოციტების შემცირება).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

კვიპროსი

ფარმაცევტული მომსახურება

ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475 ნიქოსია ტელ: +357 22608607

ფაქსი: +357 22608669

ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs

შემადგენლობა

ინფორმაცია

რას შეიცავს ექსედრალი 25

  • აქტიური ნივთიერებაა ეგზემესტანი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსემესტანს.
  • სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სილიციუმი, კოლოიდური უწყლო, კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა 5cP, მაგნიუმის სტეარატი, მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაკროგოლი, ტალკი და ტიტანის დიოქსიდი (E171).

იხილეთ თავი 2 „გაფრთხილებები დამხმარე ნივთიერებების შესახებ“.

როგორ გამოიყურება ექსედრალი 25 და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შეფუთვის ზომები:

მუყაოს ყუთი, რომელიც შეიცავს ალუმინის-PVC/PVDC ბლისტერებს, რომელიც შედგება 5, 10 ან 14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტისგან.

შეფუთვის მოცულობა მოიცავს 14, 15, 20, 30, 60, 90, 100 ან 120 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტს. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე "ვადის გასვლა". ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს. ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

ექსედრალი 25, 25 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ექსემესტანი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია მთლიანად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს პრეპარატი მხოლოდ თქვენ დაგინიშნეს. ნუ გადასცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა პირებს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

თუ გაგივითარდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ თავი 4.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია

  • რა არის ექსედრალი 25 და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ ექსედრალის 25 მიღებამდე
  • როგორ მიიღება ექსედრალი 25
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ექსედრალი 25
  • შეფუთვის შეცველობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ექსედრალი 25 და რისთვის გამოიყენება ის

თქვენს პრეპარატს ეწოდება ექსედრალი 25. ექსედრალი 25 ეკუთვნის მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც არომატაზას ინჰიბიტორები. ეს მედიკამენტები უარყოფითად ზემოქმედებს ნივთიერებაზე, სახელად არომატაზა, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების გამოსამუშავებლად, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში. ორგანიზმში ესტროგენის დონის დაქვეითება ჰორმონზე დამოკიდებული ძუძუს კიბოს სამკურნალო საშუალებაა.

ექსედრალი 25 გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული ადრეული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში მას შემდეგ, რაც ისინი დაასრულებენ 2-3 წლიანი მკურნალობას ტამოქსიფენით.

ექსედრალი 25 ასევე გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული შორსწასული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში, როდესაც სხვადასხვა ჰორმონული პრეპარატით მკურნალობა საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა.

რა უნდა იცოდეთ ექსედრალის 25 მიღებამდე

ნუ მიიღებთ ექსედრალს, თუ:

ხართ ან წარსულში იყავით ალერგიული ექსემესტანზე (აქტიური ნივთიერება ექსედრალი 25) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 თავში).

ჯერ არ ხართ „მენოპაუზის მდგომარეობაში“, ანუ ჯერ კიდევ გაქვთ თქვენი ყოველთვიური მენსტრუალური პერიოდი.

ორსულად ხართ, სავარაუდოდ ხართ ორსულად ან ხართ ძუძუთი კვებაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ექსედრალის 25 მიღებამდე.

ექსედრალით 25 მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს შეიძლება სურდეს სისხლის ნიმუშების აღება, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენ მიაღწიეთ მენოპაუზის მდგომარეობას.

მკურნალობამდე ასევე ჩატარდება თქვენი D ვიტამინის დონის რუტინული შემოწმება, რადგან თქვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს ძალიან დაბალი ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე. თქვენ მოგეცემათ D ვიტამინის დანამატი, თუ მაჩვენებელი ნორმალურზე დაბალია.

ექსედრალის 25 მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.

აცნობეთ ექიმს, თუ ანამნეზში გაქვთ ან გაწუხებთ რაიმე მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი ძვლების სიმტკიცეზე. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი ძვლის სიმკვრივის გაზომვა ექსედრალით 25 მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიღების დროს. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ კლასის მედიკამენტები აქვეითებენ ქალის ჰორმონების დონეს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მინერალური შემცველობის დაკარგვა, რამაც შეიძლება დააქვეითოს მათი სიმტკიცე.

სხვა პრეპარატები და ექსედრალი 25

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის არასარეცეპტო მედიკამენტები.

ექსედრალის 25 მიღება არ არის დაშვებული ჰორმონით ჩანაცვლებითი თერაპიის (HRT) ჩატარების ერთიდაიმავე დროს. ექსედრალის 25 მიღებისას სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მედიკამენტები. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა:

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი),

კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (ანტიკონვულანტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),

მცენარეული საშუალება კრაზანა (Hypericum perforatum), ან მისი შემცველი პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ექსედრალი 25, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე. თუ ორსულად ხართ ან ეჭვი გაქვთ სავარაუდო ორსულობაზე, აცნობეთ ექიმს.

განიხილეთ კონტრაცეფცია თქვენს ექიმთან, თუ არსებობს რაიმე შესაძლებლობა, რომ დაორსულდეთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

თუ ექსედრალის 25 მიღებისას გრძნობთ ძილიანობას, თავბრუსხვევას ან სისუსტეს, არ უნდა სცადოთ ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

დამხმარე ნივთიერებების შესახებ გაფრთხილებები

ექსედრალი 25 შეიცავს ნატრიუმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

როგორ მიიიღება ექსედრალი 25

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები

ექსედრალის 25 ტაბლეტი უნდა მიიღოთ პერორალურად ჭამის შემდეგ, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დღეში. თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ უნდა მიიღოთ ექსემესტანი და რამდენი ხნის განმავლობაში. რეკომენდებული დოზაა ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში.

თუ გჭირდებათ კლინიკაში წასვლა ექსედრალის 25 მიღების დროს, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რა მედიკამენტს იღებთ.

გამოყენება ბავშვებში

ექსედრალი 25 არ არის შესაფერისი ბავშვებში გამოსაყენებლად.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტ ექსედრალს 25

საჭიროზე მეტი ტაბლეტის მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან პირდაპირ უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. აჩვენეთ მათ ექსედრალი 25 ტაბლეტის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ ექსედრალის 25 მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ დროს.

თუ შეწყვეტთ ექსედრალის 25 მიღებას

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, თუ ექიმი არ გეტყვით. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) და ღვიძლის სანაღვლე გზების ანთება, რაც იწვევს კანის გაყვითლებას (ქოლესტაზური ჰეპატიტი). სიმპტომები მოიცავს ზოგადად უსიამოვნო შეგრძნებას, გულისრევას, სიყვითლეს (კანისა და თვალების გაყვითლება), ქავილს, მარჯვენა მხარეს მუცლის ტკივილს და მადის დაკარგვას. დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომ მოიძიოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომიდან.

ზოგადად, ექსედრალი 25 კარგად ასატანია და ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეინიშნება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ექსედრალით 25, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ხასიათისაა. გვერდითი ეფექტების უმეტესობა ასოცირდება ესტროგენის ნაკლებობასთან (მაგ. წამოხურება).

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში

დეპრესია

ძილის მხრივ პრობლემები

თავის ტკივილი

ცხელი ციმციმები

თავბრუსხვევა

დისკომფროტის შეგრძნება

გაძლიერებული ოფლიანობა

კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მათ შორის ოსტეოართრიტი, ზურგის ტკივილი, ართრიტი და სახსრების რიგიდობა)

დაღლილობა

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

მუცლის ტკივილი

ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე

სისხლში ჰემოგლობინის დაშლის მომატებული დონე

სისხლის ფერმენტის დონის მატება სისხლში ღვიძლის დაზიანების გამო

ტკივილი

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პირში:

მადის დაკარგვა

მაჯის გვირაბის სინდრომი (ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და ტკივილი, რომელიც გავლენას ახდენს მთელ ხელზე, პატარა თითის გარდა) ან კანის ჩხვლეტის შეგრძნება

ღებინება (დისკომფრტი), ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა

თმის ცვენა

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება და ქავილი

ძვლების გათხელება, რამაც შეიძლება შეამციროს მათი სიმტკიცე (ოსტეოპოროზი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობები (გატეხვა ან ბზარები) ზოგიერთ შემთხვევაში

შეშუპებული ხელები და ფეხები

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

სისუსტის განცდა

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პირში

ჰიპერმგრძნობელობა

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პირში

მცირე ზომის ბუშტუკების გამონაყარი კანის უბანზე გამონაყარის დროს

ძილიანობა

ღვიძლის ანთება

ღვიძლის სანაღვლე გზების ანთება, რომელიც იწვევს კანის გაყვითლებას

უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

სისხლში გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების დაბალი დონე

ასევე შეიძლება გამოვლინდეს ცვლილებები სისხლის გარკვეული უჯრედების (ლიმფოციტების) და თრომბოციტების რაოდენობაში, რომლებიც ცირკულირებენ თქვენს სისხლში, განსაკუთრებით უკვე არსებული ლიმფოპენიის მქონე პაციენტებში (სისხლში ლიმფოციტების შემცირება).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

კვიპროსი

ფარმაცევტული მომსახურება

ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475 ნიქოსია ტელ: +357 22608607

ფაქსი: +357 22608669

ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs

როგორ ინახება ექსედრალი 25

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე "ვადის გასვლა". ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს. ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა

ინფორმაცია

რას შეიცავს ექსედრალი 25

  • აქტიური ნივთიერებაა ეგზემესტანი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსემესტანს.
  • სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სილიციუმი, კოლოიდური უწყლო, კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა 5cP, მაგნიუმის სტეარატი, მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაკროგოლი, ტალკი და ტიტანის დიოქსიდი (E171).

იხილეთ თავი 2 „გაფრთხილებები დამხმარე ნივთიერებების შესახებ“.

როგორ გამოიყურება ექსედრალი 25 და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შეფუთვის ზომები:

მუყაოს ყუთი, რომელიც შეიცავს ალუმინის-PVC/PVDC ბლისტერებს, რომელიც შედგება 5, 10 ან 14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტისგან.

შეფუთვის მოცულობა მოიცავს 14, 15, 20, 30, 60, 90, 100 ან 120 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტს. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Remedica Ltd

Aharnon Str., Limassol Industrial Estate, 3056 ლიმასოლი, კვიპროსი

ეს სამკურნალო პროდუქტი ნებადართულია EEA-ს წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:

CY: ექსედრალი 25, 25 მგ επικαλυμμένα με λεπτό υμένιο δισκία

MT: ექსდედრალი 25, 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ამ ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 01/2024.

მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის: cy-pl-exedral-25mg-fc-tabs-a8

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა