პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ექსემესტანი 25მგ

Exemestane 25mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ექსემესტანი მიეკუთვნება არომატაზის ინჰიბიტორების ჯგუფს. ეს მედიკამენტი მოქმედებს ნივთიერება არომატაზაზე, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, წარმოსაქმნელად, განსაკუთრებით, პოსტმენოპაუზის დროს ქალებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ექსემესტანი (exemestane)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №90
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L02BG06
რეგისტრაციის ნომერი
რ-020887
რეგისტრირებულია
29 ნოემბერი 2016, მოქმედებს 29 ნოემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაექსემესტანი 25მგ და სხვა წამალი ერთად

ექსემესტანი 25მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ექსემესტანი მიეკუთვნება არომატაზის ინჰიბიტორების ჯგუფს. ეს მედიკამენტი მოქმედებს ნივთიერება არომატაზაზე, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, წარმოსაქმნელად, განსაკუთრებით, პოსტმენოპაუზის დროს ქალებში. ორგანიზმში ესტროგენების დონის დაქვეითება წარმოადგენს ძუძუს ჰორმონდამოკიდებული კიბოს მკურნალობის მეთოდს.

ექსემესტანი გამოიყენება ძუძუს ჰორმონდამოკიდებული კიბოს ადრეული სტადიის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზის დროს ქალებში პრეპარატ ტამოქსიფენით 2-3 წლიანი მკურნალობის კურსის შემდეგ.

ექსემესტანი ასევე გამოიყენება ძუძუს ჰორმონდამოკიდებული კიბოს შორსწასული სტადიის სამკურნალოდ პოსტმენოაუზის დროს ქალებში, როცა სხვა ჰორმონალური თერაპია არ იძლევა სათანადო შედეგს.

მიღების წესი და დოზირება

ექსემესტანი მიიღება ჭამის შემდეგ, ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს.

ექსემესტანის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ-ს ყოველდღიურად.

თუ პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, საჭიროა სამედიცინო პერსონალს ეცნობოს, რომ ის იღებს ექსემესტანი აკორდს.

გამოყენება ბავშვებში

ექსემესტანი არ გამოიყენება ბავშვებში სამკურნალოდ.

ექსემესტანის დასაშვებზე მეტი რაოდენობის მიღებისას:

დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. ამ დროს პაციენტმა სასურველია მედპერსონალს აჩვენოს ექსემესტანის ტაბლეტების კოლოფი, რომელსაც იღებდა.

ექსემესტანის დოზის გამოტოვებისას:

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ტაბლეტის დოზის მიღების დავიწყებისას საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მაშინ წამლის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

ექსმესტანის მიღების შეწყვეტა

არ შეიძლება ტაბლეტების მიღების შეწყვეტა მკურნალ ექიმთან კონსულტაციამდე, მაშინაც კი თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პროდუქტთან დაკავშირებით, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ან აღენიშნებოდა ალერგია ექსემესტანის, ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი მოცემულია მე-6 განყოფილებაში);

თუ პაციენტს ჯერ არ აქვს მენოპაუზა, ანუ ისევ აღენიშნება მენსტრუაცია.

თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, შესაძლო ფეხმძიმობის, ან ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

ექსემესტანის ტაბლეტები შეიცავს აკრძალულ ნივთიერებას, რომელიც იძლევა დადებით შედეგს დოპინგ კონტროლის ტესტის დროს.

ექსემესტანით მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის აღება, რათა მკურნალი ექიმი დარწმუნდეს, რომ მიღწეულია მენოპაუზის პერიოდი.

ექსემესტანით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ მას აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ მას აღენიშნება ან ანამნეზში აღენიშნებოდა ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს ძვლების სიმკვრივეზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ძვლების სიმკვრივის ანალიზი და/ან 25 ჰიდროქსი D ვიტამინის დონის განსაზღვრა ექსემესტანით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში, რადგან ამ ჯგუფის პრეპარატები აქვეითებენ ქალის ჰორმონების დონეს, რაც თავის მხრივ იწვევს ძვლების მინერალური შემცველობის და შესაბამისად, მათი სიმტკიცის დაქვეითებას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

ექსემესტანი არ მიიღება ჰორმონჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად.

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

რიმფამპიცინს (ანტიბიოტიკი)

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს (კარბამაზეპინი ან ფენიტოინი),

მცენარეულ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება, როგორც ანტიდეპრესანტები (კრაზანა, Hypericum perforatum).

ექსემესტანის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ექსემესტანის ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, დაახლოებით, ერთსა და იმავე დროს, ყოველ დღე.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ექსემესტანი არ მიიღება ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის შემთხვევაში.

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია კონტრაცეფციის შესახებ, თუ არსებობს ფეხმძიმობის შესაძლებლობა.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ყურადღება: ამ მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ექსემესტანით მკურნალობის პროცესში ძილიანობის, თაბრუსხვევის ან სისუსტის შეგრძნების დროს არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ექსემესტანი იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ჩვეულებრივ, ექსემესტანის ტაბლეტები კარგად გადაიტანება და ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პაციენტების მკურნალობის დროს, იყო სუსტი ან ზომიერი ხასიათის. უმეტესობა გვერდითი ეფექტებისა დაკავშირებული იყო ესტროგენების დეფიციტთან (ე.წ. “წამოხურების შეგრძნება”).

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღნიშნულ იქნა იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იღებდნენ ექსემესტანი.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

თავის ტკივილი

შეხურების შეგრძნება

გულისრევის შეგრძნება

გაძლიერებული ოფლიანობა

კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მათ შორის, ოსტეოართრიტი, ზურგის ტკივილი, ართრიტი და სახსრების დაჭიმულობა)

დაღლილობა

უძილობა

გულისრევა

ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 100-დან 10-დან 1-მდე პაციენტში):

უმადობა

დეპრესია

თავბრუსხვევა, მაჯის არხის სინდრომი (ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნების და ტკივილის კომბინაცია, რომელიც ვრცელდება მთელ ხელში ნეკის გარდა);

კუჭის ტკივილი, ღებინება (გულისრევა), ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა

გამონაყარი კანზე, თმის ცვენა

ძვლების სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი), რომელმაც შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევებში გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა (მოტეხილობა და გაბზარვა);

ტკივილი, ხელებისა და ტერფების შეშუპება;

თეთრი ლაქები კანზე, ინტენსიური ქავილი.

არახშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 1000-დან 1-მდე პაციენტში):

მოთენთილობა

კუნთების სისუსტე

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

ალერგიული რეაქციები

ძილიანობა

ჰეპატიტი, ღვიძლის ანთება გამოწვეული ღვიძლის სადინრების დახშობით, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ბილირუბინისა და ტუტე ფოსფატაზის მომატებული დონე სისხლში;

კანზე პატარა ბუშტუკების უეცარი განვითარება

იშვიათი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 1,000-დან 1-მდე პაციენტში):

სისხლში თრომბოციტების პათოლოგიური რაოდენობის შემცირება

სიხშირე უცნობია (არასაკმარისი მონაცემების გამო სიხშირის შეფასება არ ხერხდება)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.

პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), რომლის სიმპტომები მოიცავს ცუდად ყოფნის შეგრძნებას, გულისრევას, სიყვითლეს (კანის და თვალების სიყვითლე), ქავილს, მუცლის ტკივილს მარჯვენა მხარეს და მადის დაკარგვას. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.

შესაძლოა პაციენტმა სისხლის ანალიზების აღებისას შეამჩნიოს ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლებში. შეიძლება განვითარდეს სისხლის გარკვეული უჯრედების (ლიმფოციტების) და სისხლის ფირფიტების (თრომბოციტების) რაოდენობის ცვლილებები, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ადრე აღენიშნებოდათ ლიმფოპენია (ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში).

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდება, ან განვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. Eს ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ანოტაციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილ ეროვნული ანგარიშგების სისტემისთვის. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

დიდი ბრიტანეთისთვის: ყვითელი ბარათი

სქემის ვებ-გვერდი:

www.mhra.gov.uk/yellowcard

ირლანდიისთვის - HPRA ფარმაკოუსაფრთხოიება

ეარლსფორტ ტერასა

IRL - დუბლინი 2

ტელ: +353 1 6764971

ფაქსი: +353 1 6762517

ვებ-გვერდი: www.hpra.ie

ელ-ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ექსემესტანი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსემესტანს.

დამხმარე ნივთიერებებია:

შიგთავსი: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკონატი (ტიპი A), ჰიპრომელოზა E5, პოლისორბატი 80, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი:

ჰიპრომელოზა 6cp (E464), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400.

ექსემესტანის ფორმა და შეფუთვა:

ექსემესტანის ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული, ცალ მხარეს ამოტვიფრული _ “E25”, მეორე მხარე _ სადა.

ექსემესტანი 25 მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია თეთრი გამჭვირვალე PVC/PVdC ალუმინის ბლისტერებით 15, 20, 28, 30, 90, 98, 100 და 120 ტაბლეტებით.

ყველა შეფუთვა გაყიდვაში არ არის წარმოდგენილი.

A

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

Accord Healthcare Limited,

Sage House, 319 Pinner Road, North Harrow

HA1 4HF, UK

აკორდ ჰელსქეა ლიმითედ,

სეიჯ ჰაუს, 319 ფინა გზატკეცილი, ჩრდილოეთ ჰეროუ

მიდლსექსი, HA1 4HF,

გაერთიანებული სამეფო

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალწამლო პროდუქტი არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ექსემესტანი 25 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ექსემესტანი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი მიცემა სხვებისთვის. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში (ჩამონათვალი მე-4 განყოფილებაში).

ინსტრუქციაში მოცემულია:

რა არის ექსემესტანი და რისთვის გამოიყენება იგი?

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ექსემესტანი გამოყენებამდე?

ექსემესტანი მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ექსემესტანი შენახვის წესი;

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

რა არის ექსემესტანი და რისთვის გამოიყენება იგი?

ექსემესტანი მიეკუთვნება არომატაზის ინჰიბიტორების ჯგუფს. ეს მედიკამენტი მოქმედებს ნივთიერება არომატაზაზე, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, წარმოსაქმნელად, განსაკუთრებით, პოსტმენოპაუზის დროს ქალებში. ორგანიზმში ესტროგენების დონის დაქვეითება წარმოადგენს ძუძუს ჰორმონდამოკიდებული კიბოს მკურნალობის მეთოდს.

ექსემესტანი გამოიყენება ძუძუს ჰორმონდამოკიდებული კიბოს ადრეული სტადიის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზის დროს ქალებში პრეპარატ ტამოქსიფენით 2-3 წლიანი მკურნალობის კურსის შემდეგ.

ექსემესტანი ასევე გამოიყენება ძუძუს ჰორმონდამოკიდებული კიბოს შორსწასული სტადიის სამკურნალოდ პოსტმენოაუზის დროს ქალებში, როცა სხვა ჰორმონალური თერაპია არ იძლევა სათანადო შედეგს.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ექსემესტანი გამოყენებამდე?

ექსემესტანი აკროდი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ან აღენიშნებოდა ალერგია ექსემესტანის, ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი მოცემულია მე-6 განყოფილებაში);

თუ პაციენტს ჯერ არ აქვს მენოპაუზა, ანუ ისევ აღენიშნება მენსტრუაცია.

თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, შესაძლო ფეხმძიმობის, ან ძუძუთი კვების დროს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ექსემესტანის ტაბლეტები შეიცავს აკრძალულ ნივთიერებას, რომელიც იძლევა დადებით შედეგს დოპინგ კონტროლის ტესტის დროს.

ექსემესტანით მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის აღება, რათა მკურნალი ექიმი დარწმუნდეს, რომ მიღწეულია მენოპაუზის პერიოდი.

ექსემესტანით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ მას აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ მას აღენიშნება ან ანამნეზში აღენიშნებოდა ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს ძვლების სიმკვრივეზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ძვლების სიმკვრივის ანალიზი და/ან 25 ჰიდროქსი D ვიტამინის დონის განსაზღვრა ექსემესტანით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში, რადგან ამ ჯგუფის პრეპარატები აქვეითებენ ქალის ჰორმონების დონეს, რაც თავის მხრივ იწვევს ძვლების მინერალური შემცველობის და შესაბამისად, მათი სიმტკიცის დაქვეითებას.

სხვა მედიკამენტები და ექსემესტანი

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

ექსემესტანი არ მიიღება ჰორმონჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად.

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

რიმფამპიცინს (ანტიბიოტიკი)

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს (კარბამაზეპინი ან ფენიტოინი),

მცენარეულ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება, როგორც ანტიდეპრესანტები (კრაზანა, Hypericum perforatum).

ექსემესტანის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ექსემესტანის ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, დაახლოებით, ერთსა და იმავე დროს, ყოველ დღე.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ექსემესტანი არ მიიღება ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის შემთხვევაში.

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია კონტრაცეფციის შესახებ, თუ არსებობს ფეხმძიმობის შესაძლებლობა.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ყურადღება: ამ მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ექსემესტანით მკურნალობის პროცესში ძილიანობის, თაბრუსხვევის ან სისუსტის შეგრძნების დროს არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

ექსემესტანის მიღების წესი

ექსემესტანი მიიღება ჭამის შემდეგ, ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს.

ექსემესტანის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ-ს ყოველდღიურად.

თუ პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, საჭიროა სამედიცინო პერსონალს ეცნობოს, რომ ის იღებს ექსემესტანი აკორდს.

გამოყენება ბავშვებში

ექსემესტანი არ გამოიყენება ბავშვებში სამკურნალოდ.

ექსემესტანის დასაშვებზე მეტი რაოდენობის მიღებისას:

დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. ამ დროს პაციენტმა სასურველია მედპერსონალს აჩვენოს ექსემესტანის ტაბლეტების კოლოფი, რომელსაც იღებდა.

ექსემესტანის დოზის გამოტოვებისას:

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ტაბლეტის დოზის მიღების დავიწყებისას საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მაშინ წამლის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

ექსმესტანის მიღების შეწყვეტა

არ შეიძლება ტაბლეტების მიღების შეწყვეტა მკურნალ ექიმთან კონსულტაციამდე, მაშინაც კი თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პროდუქტთან დაკავშირებით, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ექსემესტანი იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ჩვეულებრივ, ექსემესტანის ტაბლეტები კარგად გადაიტანება და ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პაციენტების მკურნალობის დროს, იყო სუსტი ან ზომიერი ხასიათის. უმეტესობა გვერდითი ეფექტებისა დაკავშირებული იყო ესტროგენების დეფიციტთან (ე.წ. “წამოხურების შეგრძნება”).

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღნიშნულ იქნა იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იღებდნენ ექსემესტანი.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

თავის ტკივილი

შეხურების შეგრძნება

გულისრევის შეგრძნება

გაძლიერებული ოფლიანობა

კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მათ შორის, ოსტეოართრიტი, ზურგის ტკივილი, ართრიტი და სახსრების დაჭიმულობა)

დაღლილობა

უძილობა

გულისრევა

ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 100-დან 10-დან 1-მდე პაციენტში):

უმადობა

დეპრესია

თავბრუსხვევა, მაჯის არხის სინდრომი (ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნების და ტკივილის კომბინაცია, რომელიც ვრცელდება მთელ ხელში ნეკის გარდა);

კუჭის ტკივილი, ღებინება (გულისრევა), ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა

გამონაყარი კანზე, თმის ცვენა

ძვლების სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი), რომელმაც შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევებში გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა (მოტეხილობა და გაბზარვა);

ტკივილი, ხელებისა და ტერფების შეშუპება;

თეთრი ლაქები კანზე, ინტენსიური ქავილი.

არახშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 1000-დან 1-მდე პაციენტში):

მოთენთილობა

კუნთების სისუსტე

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

ალერგიული რეაქციები

ძილიანობა

ჰეპატიტი, ღვიძლის ანთება გამოწვეული ღვიძლის სადინრების დახშობით, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ბილირუბინისა და ტუტე ფოსფატაზის მომატებული დონე სისხლში;

კანზე პატარა ბუშტუკების უეცარი განვითარება

იშვიათი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 1,000-დან 1-მდე პაციენტში):

სისხლში თრომბოციტების პათოლოგიური რაოდენობის შემცირება

სიხშირე უცნობია (არასაკმარისი მონაცემების გამო სიხშირის შეფასება არ ხერხდება)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.

პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), რომლის სიმპტომები მოიცავს ცუდად ყოფნის შეგრძნებას, გულისრევას, სიყვითლეს (კანის და თვალების სიყვითლე), ქავილს, მუცლის ტკივილს მარჯვენა მხარეს და მადის დაკარგვას. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.

შესაძლოა პაციენტმა სისხლის ანალიზების აღებისას შეამჩნიოს ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლებში. შეიძლება განვითარდეს სისხლის გარკვეული უჯრედების (ლიმფოციტების) და სისხლის ფირფიტების (თრომბოციტების) რაოდენობის ცვლილებები, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ადრე აღენიშნებოდათ ლიმფოპენია (ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში).

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდება, ან განვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. Eს ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ანოტაციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილ ეროვნული ანგარიშგების სისტემისთვის. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

დიდი ბრიტანეთისთვის: ყვითელი ბარათი

სქემის ვებ-გვერდი:

www.mhra.gov.uk/yellowcard

ირლანდიისთვის - HPRA ფარმაკოუსაფრთხოიება

ეარლსფორტ ტერასა

IRL - დუბლინი 2

ტელ: +353 1 6764971

ფაქსი: +353 1 6762517

ვებ-გვერდი: www.hpra.ie

ელ-ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]

ექსემესტანის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალწამლო პროდუქტი არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ექსემესტანი

აქტიური ნივთიერება არის ექსემესტანი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსემესტანს.

დამხმარე ნივთიერებებია:

შიგთავსი: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკონატი (ტიპი A), ჰიპრომელოზა E5, პოლისორბატი 80, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი:

ჰიპრომელოზა 6cp (E464), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400.

ექსემესტანის ფორმა და შეფუთვა:

ექსემესტანის ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული, ცალ მხარეს ამოტვიფრული _ “E25”, მეორე მხარე _ სადა.

ექსემესტანი 25 მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია თეთრი გამჭვირვალე PVC/PVdC ალუმინის ბლისტერებით 15, 20, 28, 30, 90, 98, 100 და 120 ტაბლეტებით.

ყველა შეფუთვა გაყიდვაში არ არის წარმოდგენილი.

A

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

Accord Healthcare Limited,

Sage House, 319 Pinner Road, North Harrow

HA1 4HF, UK

აკორდ ჰელსქეა ლიმითედ,

სეიჯ ჰაუს, 319 ფინა გზატკეცილი, ჩრდილოეთ ჰეროუ

მიდლსექსი, HA1 4HF,

გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი:

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი 12/2016.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა