პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ექსემესტანი აკორდი 25მგ

Exemestan Accord 25mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ექსემესტანი მიეკუთვნება არომატაზას ინჰიბიტორთა ჯგუფის პრეპარატებს. აღნიშნული წამლები თრგუნავენ არომატაზას მოქმედებას, რომელიც ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენების სინთეზისთვის არის საჭირო, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ექსემესტანი (exemestane)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L02BG06
რეგისტრაციის ნომერი
რ-040761
რეგისტრირებულია
16 აპრილი 2024, მოქმედებს 16 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაექსემესტანი აკორდი 25მგ და სხვა წამალი ერთად

ექსემესტანი აკორდი 25მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ექსემესტანი მიეკუთვნება არომატაზას ინჰიბიტორთა ჯგუფის პრეპარატებს. აღნიშნული წამლები თრგუნავენ არომატაზას მოქმედებას, რომელიც ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენების სინთეზისთვის არის საჭირო, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში. ორგანიზმში ესტროგენის დონის შემცირება ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს.

ექსემესტანი გამოიყენება ადრეული სტადიის ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში და ინიშნება ტამოქსიფენით მკურნალობის 2-3 წლიანი კურსის დასრულების შემდეგ.

პოსტმენოპაუზურ პერიოდში, ექსემესტანი ასევე გამოიყენება შორსწასული ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა პრეპარატებით ჩატარებულმა ჰორმონულმა თერაპიამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოს ისტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის მითითებების გათვალისწინებით. ნებისმიერი გაურკვეველი საკითხის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ექსემესტანი აკორდი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ, ყოველდღიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ-ან ტაბლეტს ერთხელ დღეში.

საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს ექსემესტანი აკორდის გამოყენების შესახებ.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში

ექსემესტანი აკორდი არ გამოიყენება ბავშვთა ასაკში.

უკუჩვენებები

თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქცია ექსემესტანის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (პრეპარატის სრული შემადგენლობა იხ. მე-6 ნაწილში).

თუ მენოპაუზა ჯერ არ დამდგარა, ანუ პაციენტს კვლავ აქვს მენსტრუაცია

თუ პაციენტი არის ორსულად, შესაძლოა იყოს ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

სიფრთხილის ზომები

ექსემესტანი აკორდის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ექსემესტანით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს სისხლის ანალიზის ჩატარება, რათა დარწმუნდეს, რომ დამდგარია მენოპაუზა.

მკურნალობის დაწყებამდე, რუტინულად შემოწმდება D ვიტამინის დონე სისხლში, რადგან, ძუძუს კიბოს საწყის ეტაპზე, D ვიტამინის დონე შესაძლოა მკვეთრად დაქვეითდეს. აღნიშნულ შემთხვევაში, გამოყენებულ იქნება D ვიტამინის პრეპარატი.

ექსემესტანით მკურნალიბის დაწყებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ მას აქვს ღვიძლთან ან თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები.

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ მას აქვს ან წარსულში ჰქონია ისეთი მდგომარეობა, რომელიც ცვლის ძვლის სიმტკიცეს. ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს ძვლის სიმკვრივე ექსემესტანით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან არომატაზას ინჰიბიტორები ამცირებენ ქალის სასქესო ჰორმონების დონეს, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა შეამციროს ძვლის მინერალიზაციის ხარისხი და დააქვეითოს მისი სიმტკიცე.

ექსემესტანი აკორდის ურთერთქმეედბა სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც.

დაუშვებელია ექსემესტანი აკორდის გამოყენება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის(ჩჰთ) პარალელურად.

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ იგი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);

კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები);

მცენარეული პრეპარატი კრაზანა (Hypericum perforatum) ან მისი შემცველი საშუალებები.

ექსემესტანი აკორდის ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

ექსემესტანი აკორდი მიიღება ჭამის შემდეგ, ყოველდღიურად, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექსემესტანი აკორდის მიღება არ შეიძლება. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად.

თუ პაციენტი არ გამორიცხავს დაორსულების შესაძლებლობას, მან კონტრაცეფციის შესახებ საჭირო ინფორმაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ ექსემესტანი აკორდით მკურნალობის პერიოდში, პაციენტი უჩივის ძილიანობას, თავბრუს ან ზოგად სისუსტეს, მან თავი უნდა აარიდოს ავტომობილის მართვას და საავტომობილო ტექნიკის გამოყენებას.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალმა, ექსემესტანი აკორდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ექსემესტანი აკორდი ადვილად აიტანება და მისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების უმეტესობა ზომიერი ან მსუბუქი ხასიათისაა. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა დაკავშირებულია ესტროგენის რაოდენობის შემცირებასთან(მაგ. ალები).

შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ან სანაღვლე გზების ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიყვითლე (ქოლესტაზური ჰეპატიტი). სიმპტომები მოიცავს შეუძლოდ ყოფნას, გულისრევას, სიყვითლეს (სკლერების და კანის მოყვითალო შეფერილობა), ქავილს, ტკივილს მუცლის მაჯვენა ნაწილში და უმადობას. აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტიმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

დეპრესია

ძილის გაძნელება

თავის ტკივილი

ალები

თავბრუსხვევა

გულისრევა

ჭარბი ოფლიანობა

კუნთების და სახსრების ტკივილი(მათ შორის ოსტეოართრიტი, ზურგის ტკივილი, ართრიტი და სახსრების რიგიდობა)

დაღლილობა

ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში

მუცლის ტკივილი

ღვიძლის ფერმენტების მომატებული რაოდენობა

ჰემოგლობინის დაშლის პროცესის გაძლიერება

ღვიძლის დაზიანებისთვის დამახასიათებელი ფერმენტების მომატება სისხლში

ტკივილი

ხშირი გვერდითი მოვლენები(მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

უმადობა

მაჯის გვირაბის სინდრომი (პარესთეზია ჩხვლეტის და დაბუჟების სახით, მგრძნობელობის დაკარგვა და ტკივილი, რომელიც მოიცავს ხელის მტევანს მეხუთე(პატარა) თითის გარდა)

კუჭის ტკივილი, ღებინება(ავად ყოფნა), ყაბზობა, მოუნელებლობა, ფაღარათი

თმის ცვენა

გამონაყარი კანზე, ქავილი და ურტიკარია

ძვლოვანი ქსოვილის შეთხელება, რომელმაც შესაძლოა დააქვეითოს მისი სიმყარე(ოსტეოპოროზი) და ზოგ შემთხვევაში გამოიწვიოს მოტეხილობები ან ღრძობა

ტკივილი, ხელების და ფეხების შეშუპება

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში

კუნთების ტკივილი

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები(მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

იშვიათი გვერდითი მოვლენები(მათი განვითარება მოსალოდნელია 1.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)

წვრილ ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე

თავბრუსხვევა

ღვიძლის ანთება

სანაღვლე გზების ანთება, თანმხლები სიყვითლით

უცნობი სიხშირის(არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება)

სისხლის გარკვეული უჯრედების (ლიმფოციტების) რაოდენობის შემცირება.

შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის თეთრი უჯრედების(ლიმფოციტები) და თრომბოციტების რაოდენობრივი ცვლილება, განსაკუთრებით მანამდე არსებული ლიმფოპენიის(ლიმფოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში) შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მოყვანილი ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით:

სამედიცინო მოწყობილობების და პრეპარატების ეროვნული სააგენტო:

ავიატორ სანატესკუს ქ. N 48. სექტორი 1

011478 ბუქარესტი – რუმინეთი

ტელ: + 4 0757 117 259

ფაქს: +4 0213 163 497

ელ-ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]"[email protected]

გვერდითი მოვლენების შეტყობინება პრეპარატების უსაფრთხოებაზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის უნებლიედ მიღების შემთხვევაში, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ექსემესტანი აკორდის კოლოფი.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას, თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზისთვის განკუთვნილ საათებს.

თუ პაციენტი შეწყვეტს ექსემესტანი აკორდის მიღებას

ექიმის მითითების გარეშე, პრეპარატის მიღება არ უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მდგომარეობა უმჯობესდება.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უდნა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია ექსემესტანი აკორდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ფირფიტაზე(EXP). იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების მოცილების შესახებ ინფორმაციისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის

კოლოფის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ექსემესტანი აკორდის შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ექსემესტანი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსამესტანს.

დამხმარე ნივთიერებებია:

გული:

მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი ტიპი A, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ჰიპრომელოზა E5, პოლისორბატი 80, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი:

ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი(E171), მაკროგოლი 400.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

Gგამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ექსემესტანი აკორდი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ექსემესტანი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ერთნაირია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხ. მე-4 პუნქტი.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ექსემესტანი აკორდი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ექსემესტანი აკორდის გამოყენებამდე

ექსემესტანი აკორდის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ექსემესტანი აკორდის შენახვის წესი

დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ექსემესტანი აკორდის და მისი გამოყენება

ექსემესტანი მიეკუთვნება არომატაზას ინჰიბიტორთა ჯგუფის პრეპარატებს. აღნიშნული წამლები თრგუნავენ არომატაზას მოქმედებას, რომელიც ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენების სინთეზისთვის არის საჭირო, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში. ორგანიზმში ესტროგენის დონის შემცირება ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს.

ექსემესტანი გამოიყენება ადრეული სტადიის ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში და ინიშნება ტამოქსიფენით მკურნალობის 2-3 წლიანი კურსის დასრულების შემდეგ.

პოსტმენოპაუზურ პერიოდში, ექსემესტანი ასევე გამოიყენება შორსწასული ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა პრეპარატებით ჩატარებულმა ჰორმონულმა თერაპიამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ექსემესტანი აკორდის გამოყენებამდე

ექსემესტანი აკორდი არ მიიღება:

თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქცია ექსემესტანის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (პრეპარატის სრული შემადგენლობა იხ. მე-6 ნაწილში).

თუ მენოპაუზა ჯერ არ დამდგარა, ანუ პაციენტს კვლავ აქვს მენსტრუაცია

თუ პაციენტი არის ორსულად, შესაძლოა იყოს ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

ექსემესტანი აკორდის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ექსემესტანით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს სისხლის ანალიზის ჩატარება, რათა დარწმუნდეს, რომ დამდგარია მენოპაუზა.

მკურნალობის დაწყებამდე, რუტინულად შემოწმდება D ვიტამინის დონე სისხლში, რადგან, ძუძუს კიბოს საწყის ეტაპზე, D ვიტამინის დონე შესაძლოა მკვეთრად დაქვეითდეს. აღნიშნულ შემთხვევაში, გამოყენებულ იქნება D ვიტამინის პრეპარატი.

ექსემესტანით მკურნალიბის დაწყებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ მას აქვს ღვიძლთან ან თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები.

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ მას აქვს ან წარსულში ჰქონია ისეთი მდგომარეობა, რომელიც ცვლის ძვლის სიმტკიცეს. ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს ძვლის სიმკვრივე ექსემესტანით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან არომატაზას ინჰიბიტორები ამცირებენ ქალის სასქესო ჰორმონების დონეს, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა შეამციროს ძვლის მინერალიზაციის ხარისხი და დააქვეითოს მისი სიმტკიცე.

ექსემესტანი აკორდის ურთერთქმეედბა სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც.

დაუშვებელია ექსემესტანი აკორდის გამოყენება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის(ჩჰთ) პარალელურად.

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ იგი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);

კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები);

მცენარეული პრეპარატი კრაზანა (Hypericum perforatum) ან მისი შემცველი საშუალებები.

ექსემესტანი აკორდის ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

ექსემესტანი აკორდი მიიღება ჭამის შემდეგ, ყოველდღიურად, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექსემესტანი აკორდის მიღება არ შეიძლება. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად.

თუ პაციენტი არ გამორიცხავს დაორსულების შესაძლებლობას, მან კონტრაცეფციის შესახებ საჭირო ინფორმაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

თუ ექსემესტანი აკორდით მკურნალობის პერიოდში, პაციენტი უჩივის ძილიანობას, თავბრუს ან ზოგად სისუსტეს, მან თავი უნდა აარიდოს ავტომობილის მართვას და საავტომობილო ტექნიკის გამოყენებას.

ექსემესტანი აკორდის გამოყენების წესი

მოზრდილები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოს ისტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის მითითებების გათვალისწინებით. ნებისმიერი გაურკვეველი საკითხის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ექსემესტანი აკორდი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ, ყოველდღიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ-ან ტაბლეტს ერთხელ დღეში.

საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს ექსემესტანი აკორდის გამოყენების შესახებ.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში

ექსემესტანი აკორდი არ გამოიყენება ბავშვთა ასაკში.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

ჭარბი დოზის უნებლიედ მიღების შემთხვევაში, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ექსემესტანი აკორდის კოლოფი.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას, თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზისთვის განკუთვნილ საათებს.

თუ პაციენტი შეწყვეტს ექსემესტანი აკორდის მიღებას

ექიმის მითითების გარეშე, პრეპარატის მიღება არ უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მდგომარეობა უმჯობესდება.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უდნა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალმა, ექსემესტანი აკორდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ექსემესტანი აკორდი ადვილად აიტანება და მისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების უმეტესობა ზომიერი ან მსუბუქი ხასიათისაა. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა დაკავშირებულია ესტროგენის რაოდენობის შემცირებასთან(მაგ. ალები).

შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ან სანაღვლე გზების ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიყვითლე (ქოლესტაზური ჰეპატიტი). სიმპტომები მოიცავს შეუძლოდ ყოფნას, გულისრევას, სიყვითლეს (სკლერების და კანის მოყვითალო შეფერილობა), ქავილს, ტკივილს მუცლის მაჯვენა ნაწილში და უმადობას. აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტიმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

დეპრესია

ძილის გაძნელება

თავის ტკივილი

ალები

თავბრუსხვევა

გულისრევა

ჭარბი ოფლიანობა

კუნთების და სახსრების ტკივილი(მათ შორის ოსტეოართრიტი, ზურგის ტკივილი, ართრიტი და სახსრების რიგიდობა)

დაღლილობა

ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში

მუცლის ტკივილი

ღვიძლის ფერმენტების მომატებული რაოდენობა

ჰემოგლობინის დაშლის პროცესის გაძლიერება

ღვიძლის დაზიანებისთვის დამახასიათებელი ფერმენტების მომატება სისხლში

ტკივილი

ხშირი გვერდითი მოვლენები(მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

უმადობა

მაჯის გვირაბის სინდრომი (პარესთეზია ჩხვლეტის და დაბუჟების სახით, მგრძნობელობის დაკარგვა და ტკივილი, რომელიც მოიცავს ხელის მტევანს მეხუთე(პატარა) თითის გარდა)

კუჭის ტკივილი, ღებინება(ავად ყოფნა), ყაბზობა, მოუნელებლობა, ფაღარათი

თმის ცვენა

გამონაყარი კანზე, ქავილი და ურტიკარია

ძვლოვანი ქსოვილის შეთხელება, რომელმაც შესაძლოა დააქვეითოს მისი სიმყარე(ოსტეოპოროზი) და ზოგ შემთხვევაში გამოიწვიოს მოტეხილობები ან ღრძობა

ტკივილი, ხელების და ფეხების შეშუპება

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში

კუნთების ტკივილი

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები(მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

იშვიათი გვერდითი მოვლენები(მათი განვითარება მოსალოდნელია 1.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)

წვრილ ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე

თავბრუსხვევა

ღვიძლის ანთება

სანაღვლე გზების ანთება, თანმხლები სიყვითლით

უცნობი სიხშირის(არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება)

სისხლის გარკვეული უჯრედების (ლიმფოციტების) რაოდენობის შემცირება.

შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის თეთრი უჯრედების(ლიმფოციტები) და თრომბოციტების რაოდენობრივი ცვლილება, განსაკუთრებით მანამდე არსებული ლიმფოპენიის(ლიმფოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში) შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მოყვანილი ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით:

სამედიცინო მოწყობილობების და პრეპარატების ეროვნული სააგენტო:

ავიატორ სანატესკუს ქ. N 48. სექტორი 1

011478 ბუქარესტი – რუმინეთი

ტელ: + 4 0757 117 259

ფაქს: +4 0213 163 497

ელ-ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]"[email protected]

გვერდითი მოვლენების შეტყობინება პრეპარატების უსაფრთხოებაზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა.

ექსემესტანი აკორდის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია ექსემესტანი აკორდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ფირფიტაზე(EXP). იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების მოცილების შესახებ ინფორმაციისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის

კოლოფის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ექსემესტანი აკორდის შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ექსემესტანი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსამესტანს.

დამხმარე ნივთიერებებია:

გული:

მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი ტიპი A, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ჰიპრომელოზა E5, პოლისორბატი 80, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი:

ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი(E171), მაკროგოლი 400.

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ექსემესტანი აკორდის წარმოადგენს თეთრ ან მოთეთრო ფერის, მრგვალ, ორმხრივად ამოზნექილ, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, რომლის ერთ მხარეზე ამოტვიფრულია ‘’E25’’, ხოლო მეორე მხარე - სადაა.

ექსემესტანი აკორდი ხელმისაწვდომია თეთრ გაუმჭვირვალე PVC/PVdC-Alu ბლისტერულ ფირფიტებში, შემდეგი ზომებით: #15, #20, #28, #30, #90, #98, #100 ან #120.

ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare Polska Sp. z o.o.

ul. Taśmowa 7, 02-677 Warsaw, Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ტამშოვას ქ. 7, 02-677 ვარშავა, პოლონეთი

მწარმოებელი:

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

ეს სამედიცინო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ავტორიზებულია შემდეგი სახელწოდებებით:

წევრი ქვეყანა

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

დანია

Exemestan Accord

ბელგია

Exemestane Accord Healthcare 25 mg comprimés pelliculés/ Filmomhulde Tabletten / Filmtabletten

ბულგარეთი

Exemestane Aкoрд 25 mg Филмирани таблетки

შეხეთი

Exemestane Accord 25 mg Potahované tablety

გერმანია

Exemestane Accord 25 mg Filmtabletten

ესტონეთი

Exemestane Accord, 25 mg όhukese polϋmeerikattega tabletid

საბერძნეთი

Exemestane Accord 25 mg επικαλυμμένα με λεπτό υμένιο δισκία

ესპანეთი

Exemestano Accord 25 mg comprimidos recubiertos con película EFG

საფრანგეთი

Exemestane Accord 25 mg, comprimé pelliculé

უნგრეთი

Exemestane Accord 25 mg Filmtabletta

ირლანდია

Exemestane 25 mg Film-coated Tablets

იტალია

MEXABREST 25 mg compresse rivestite con film

ლატვია

Exemestane Accord 25 mg apvalkotās tablets

ლიეტუვა

Exemestane Accord 25 mg plėvele dengtos tabletės

ნიდერლანდები

Exemestaan Accord 25 mg, filmomhulde tabletten

პოლონეთი

Exemestane Accord

რუმინეთი

Exemestan Accord 25 mg comprimate filmate

სლოვაკეთი

Exemestane Accord 25 mg filmom obalené tablet

დიდი ბრიტანეთი

Exemestane 25 mg Film-coated Tablets

ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: დეკემბერი, 2020.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა