პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ესსოპრამინი

Essopramin

რეცეპტით20მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ესსოპრამინის 20 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტი თითოეულ ტაბლეტში შეიცავს 20 მგ ესციტალოპრამს და არის თეთრი, ორმხრივამოზნექილი, წაგრძელებული, გარსით დაფარული ტაბლეტები ცალ მხარეს ნიშნულით. ესსოპრამინი ხელმისაწვდომია 28 ტაბლეტიანი შეფუთვით. ესსოპრამინი შეიცავს ესციტალოპრამს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ესციტალოპრამი (escitalopram)
ფორმა და შეფუთვა
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
BILIM ILAC SAN.VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB10
რეგისტრაციის ნომერი
რ-042211
რეგისტრირებულია
15 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 15 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
საქართველოში INPHA LLP -ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაესსოპრამინი და სხვა წამალი ერთად

ესსოპრამინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ესსოპრამინის 20 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტი თითოეულ ტაბლეტში შეიცავს 20 მგ ესციტალოპრამს და არის თეთრი, ორმხრივამოზნექილი, წაგრძელებული, გარსით დაფარული ტაბლეტები ცალ მხარეს ნიშნულით.

ესსოპრამინი ხელმისაწვდომია 28 ტაბლეტიანი შეფუთვით.

ესსოპრამინი შეიცავს ესციტალოპრამს. ეს წამალი გამოიყენება დეპრესიის (ძირითადი დეპრესიული ეპიზოდები) და შფოთვითი აშლილობის დროს, როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (ღია სივრცის შიში), სოციალური შფოთვითი აშლილობა (მღელვარება), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

ესციტალოპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRIs). ეს წამლები მოქმედებენ სეროტონინის სისტემაზე თავის ტვინში სეროტონინის დონის გაზრდით. სეროტონინის სისტემის დარღვევები განიხილება დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად.

შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს, სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. იმ შემთხვევაშიც, თუ გარკვეული დრო დაგჭირდებათ, რომ იგრძნოთ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესება, განაგრძეთ ესსოპრამინის გამოყენება.

თუ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან თავს ცუდად იგრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ:

ყოველთვის გამოიყენეთ ესსოპრამინი ექიმის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

დეპრესია

ესსოპრამინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

პანიკური აშლილობა (ძლიერი დისტრესი ან შიში, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და ხანდახან მეორდება)

ესსოპრამინის საწყისი დოზაა 5 მგ, როგორც ერთჯერადი დღიური დოზა პირველი კვირის განმავლობაში, დოზის 10 მგ-მდე გაზრდამდე. ამის შემდეგ ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა (მწვავე შფოთვა და სხვების მიერ სოციალურ გარემოში უარყოფითად შეფასების შიში.)

ესსოპრამინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა 5 მგ-მდე დღეში ან გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში მედიკამენტზე რეაგირების მიხედვით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (მუდმივი, გადაჭარბებული და შეუსაბამო შფოთვის მდგომარეობა)

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული აზრები, იდეები და სურვილები, რომელსაც თან ახლავს განმეორებითი ქცევები და მენტალური ქმედებები)

გამოყენების გზა და წესი:

ესსოპრამინის მიღება შესაძლებელია ცარიელ ან სავსე კუჭზე. გადაყლაპეთ ტაბლეტი ცოტა წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ ის, რადგან გემო მწარეა.

ტაბლეტები შეიძლება გაიყოს შუაზე, საჭიროების შემთხვევაში, მათი განთავსებით ბრტყელ ზედაპირზე, ნიშნულით ზემოთ.

ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად, როგორც ნაჩვენებია სურათზე, ორივე ბოლოზე საჩვენებელი თითების დაჭერით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე):

ესსოპრამინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 2 "რა უნდა იცოდეთ ესსოპრამინის გამოყენებამდე".

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი):

ესსოპრამინის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ დღეში ერთხელ. ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 10 მგ-მდე დღეში.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ ესციტალოპრამის ან ესსოპრამინის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებები)

თუ იყენებთ მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნება MAO (მონოამინ ოქსიდაზას) ინჰიბიტორების ჯგუფს, მათ შორის სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლინზოლიდს (ანტიბიოტიკი).

თუ იყენებთ პიმოზიდს (ანტიფსიქოზური საშუალება)

თუ თქვენ დაბადებიდან გაქვთ ან გქონიათ გულის პათოლოგიური რიტმის ეპიზოდი (ნაჩვენები ეკგ-ზე; გამოკვლევა გულის ფუნქციონირების შესაფასებლად)

არ გამოიყენოთ ესსოპრამინი, თუ იღებთ მედიკამენტებს თქვენი გულის რითმის პრობლემებისთვის, ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ გულის რიტმზე, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (როგორიცაა ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული აგენტები (როგორიცაა სპარფლოქსაცინი , მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინები ( ასტემიზოლი, მიზოლასტინი ) (იხ. „სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება“)

გამოიყენეთ ესსოპრამინი განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში

ესსოპრამინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სხვა მდგომარეობა ან დაავადება, რადგან თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ამის გათვალისწინება.

კერძოდ, თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს:

თუ გაქვთ ეპილეფსია. თუ პირველად განგივითარდათ გულყრა, ან თუ ეპილეფსიური გულყრები უფრი ხშირია, უნდა შეწყდეს ესსოპრამინის გამოყენება (იხ. „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება.

თუ გაქვთ დიაბეტი. ესსოპრამინით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს სისხლში შაქრის კონტროლი. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური მიღებისას სისხლში შაქრის დამწევი მედიკამენტების დოზის კორექტირება.

თუ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე გაქვთ,

თუ გაქვთ სისხლდენის ან სისხლჩაქცევების განვითარების ტენდენცია, ან თუ ხართ ორსულად (იხ. „ორსულობა“),

თუ თქვენ იღებთ ელექტროკონვულსიურ თერაპიას (ელექტროშოკური თერაპია),

თუ გაქვთ გულის კორონარული დაავადება,

თუ გაწუხებთ ან შეუწუხებიხართ გულის პრობლემებს ან ახლახან გქონდათ გულის შეტევა,

თუ გაქვთ ნელი გულისცემა და/ან დაკარგეთ მარილები ხანგრძლივი მძიმე დიარეისა და ღებინების (ავადმყოფობის) ან შარდმდენების (წყლის აბების) გამოყენების შედეგად,

თუ განიცდით მდგომარეობას, რომელიც მიუთითებს გულისცემის არანორმალურ ფუნქციონირებაზე, როგორიცაა სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა ადგომისას,

თუ გაქვთ ან გქონიათ თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის ზოგიერთი სახეობა (თვალში წნევის მომატება).

სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ Torsades de Pointes (გულის რითმის დარღვევის ტიპი) განვითარების მაღალი რისკი, მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობის, ახლახანს გადატანილი გულის შეტევის, ნელი გულისცემის ან ჰიპოკალიემიის (კალიუმის დაბალი დონე სისხლში) ან ჰიპომაგნიემიის (სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე) მიდრეკილების მქონე პაციენტებში თანმხლები დაავადებების ან მედიკამენტების გამოყენების გამო.

გთხოვთ გაითვალისწინოთ

მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების მქონე ზოგიერთი პაციენტი შეიძლება გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. ამ მდგომარეობას ახასიათებს უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეები, შეუსაბამო ბედნიერება და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა. თუ განიცდით მსგავს მდგომარეობას, მიმართეთ ექიმს.

მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა ან გაძნელებული ჯდომა ან დგომა. თუ განიცდით ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

მედიკამენტებმა, როგორიცაა ესსოპრამინი (SSRIs/SNRIs), შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები შენარჩუნდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც.

სუიციდური აზრები და დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის გაუარესება:

თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ აზრები საკუთარი თავის დაზიანებასა ან მოკვლაზე. ეს სიმპტომები შეიძლება გაიზარდოს ანტიდეპრესანტის პირველად გამოყენებისას. რადგან ამ მედიკამენტების მოქმედებას, ჩვეულებრივ, დაახლოებით 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ მეტი დრო სჭირდება.

უფრო სავარაუდოა ასე იფიქროთ:

თუ ადრე გქონიათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები.

თუ ხართ ახალგაზრდა ზრდასრული. კლინიკური კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია მიუთითებს სუიციდური ქცევის გაზრდილ რისკზე 25 წლამდე ასაკის ზრდასრულებში ფსიქიატრიული აშლილობებით, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.

თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ აზრები თავის მოკვლის ან დაზიანების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში.

შეიძლება სასარგებლო იყოს თუ ნათესავს ან ახლო მეგობარს ეტყვით, რომ გაწუხებთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოთ წაიკითხონ ეს ფურცელ-ჩანართი. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ გითხრან, თუ ფიქრობენ რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა უარესდება, ან თუ დარდობენ თქვენს ქცევაში ცვლილებებზე.

ანტიდეპრესანტების გამოყენება ბავშვებსა და 24 წლამდე ახალგაზრდებში, სავარაუდოდ, გაზრდის სუიციდური აზრების ან ქცევების განვითარებას. ამიტომ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პირველ თვეებში, თქვენ უნდა იყოთ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ როგორც თქვენი ოჯახის, ისე მკურნალი ექიმის მიერ ქცევის მოულოდნელ ცვლილებებზე დასაკვირვებლად, როგორიცაა მოუსვენრობა, გადაჭარბებული მოძრაობა ან თვითმკვლელობის შესაძლებლობა დოზის შემცირება/გაზრდის და მკურნალობის შეწყვეტის პერიოდში. ესსოპრამინი გამოიყენება დეპრესიის (ძირითადი დეპრესიული ეპიზოდები) და შფოთვითი აშლილობის დროს, როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (ღია სივრცის შიში), სოციალური შფოთვითი აშლილობა (დარდიანობა), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა 18 წლის ან უფროს პაციენტებში. ესსოპრამინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე). ესსოპრამინის ეფექტურობა სოციალური შფოთვითი (დარდიანობის) აშლილობაში არ არის შესწავლილი ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ესსოპრამინი ჩვეულებრივ არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. ასევე, უნდა იყოს ცნობილი, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს აქვთ გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური ტენდენციები და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი) ასეთი მედიკამენტების გამოყენებისას. ამის მიუხედავად, თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ესსოპრამინი 18 წელზე უმცროსი პაციენტისთვის, თუ გადაწყვეტს, რომ ეს მათ საუკეთესო ინტერესშია. თუ თქვენმა ექიმმა დაუნიშნა ესსოპრამინი 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, გაესაუბროთ თქვენს ექიმს. თუ ხართ 18 წლამდე ასაკის პაციენტი, უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან გაუარესდება ესსოპრამინის გამოყენებისას. გარდა ამისა, ამ ასაკობრივ ჯგუფში ესსოპრამინის ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ჯერ არ არის ცნობილი.

თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ თქვენ, ან თუნდაც წარსულში გეხებოდათ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

ესსოპრამინის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ესსოპრამინის მიღება შესაძლებელია ცარიელ ან სავსე კუჭზე. (იხილეთ „როგორ გამოიყენება ესსოპრამინი“)

ესსოპრამინი ალკოჰოლთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი. თუმცა, როგორც მრავალი მედიკამენტის შემთხვევაში, ესსოპრამინის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად არ არის მიზანშეწონილი.

სიფრთხილის ზომები

თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობა:

არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით.

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში მკურნალობის პირველი 2 კვირის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ დღეში. ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 10 მგ-მდე დღეში.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაქვეითებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს, სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. იმ შემთხვევაშიც, თუ გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ, განაგრძეთ ესსოპრამინის გამოყენება.

არ შეცვალოთ თქვენი წამლის დოზა ექიმთან საუბრის გარეშე.

გამოიყენეთ ესსოპრამინი იმდენ ხანს, რამდენსაც თქვენი ექიმი გირჩევთ. თუ მკურნალობას დროულად შეწყვეტთ, სიმპტომები შეიძლება განმეორდეს. რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თავს კარგად იგრძნობთ.

თუ ფიქრობთ, რომ ესსოპრამინის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ესსოპრამინს :

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი ესსოპრამინი, ვიდრე საჭიროა, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

გააკეთეთ ეს იმ შემთხვევაშიც თუ არ გრძნობთ რაიმე დისკომფორტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

მედიკამენტების ჯგუფი სახელწოდებით "არასელექციური მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAO)" (შეიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდს, იზოკარბოქსაზიდს, ნიალამიდს და ტრანილციპრომინს). თუ თქვენ იყენებდით რომელიმე ამ მედიკამენტს, ესსოპრამინის გამოყენების დაწყებამდე უნდა დაელოდოთ 14 დღე. ესსოპრამინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, თქვენ უნდა დაელოდოთ 7 დღე ამ მედიკამენტების მიღებამდე.

მოკლობემიდის შემცველი „შექცევადი, სელექციური MAO-A ინჰიბიტორები“ (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). ეს ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.

სელეგილინის შემცველი "შეუქცევადი MAO-B ინჰიბიტორები" (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). ეს მედიკამენტები ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.

ლინეზოლიდი, ანტიბიოტიკი.

ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი (ამინომჟავა და გამოიყენება როგორც საკვები დანამატი).

იმიპრამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). ეს მედიკამენტები ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.

ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულების სამკურნალოდ), ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად). ამ მედიკამენტებს შეუძლიათ გაზარდონ ესციტალოპრამის დონე სისხლში.

კრაზანას ბალახი; (Hypericum perforatum) - მცენარეული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიისთვის.

აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებლები ან სისხლის გამათხელებლები, ასევე ცნობილია, როგორც ანტითრომბოციტების საწინააღმდეგო). ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ტენდენცია.

ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკუმონი (გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, რომელსაც ანტიკოაგულანტს უწოდებენ). თქვენს ექიმს შეუძლია შეამოწმოს შედედების დრო ესსოპრამინის გამოყენების დაწყებისას ან პრეპარატის შეწყვეტისას, რათა დაადასტუროს, რომ თქვენი ანტიკოაგულანტის დოზა ჯერ კიდევ ადეკვატურია.

მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილისთვის) გულყრის ზღურბლის შემცირების რისკის გამო.

ნეიროლეპტიკები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შიზოფრენიის და ფსიქოზის სამკურნალოდ) და ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და SSRIs) გულყრის ზღურბლის შემცირების რისკის გამო.

ფლეკაინიდთან, პროპაფენონთან და მეტოპროლოლთან (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში), კლომიპრამინთან და ნორტრიპტილინთან (ანტიდეპრესანტებთან) და რისპერიდონთან, თიორიდაზინთან და ჰალოპერიდოლთან (ანტიფსიქოტიკებთან) მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს ესსოპრამინის დოზის კორექტირება.

არ გამოიყენოთ ესსოპრამინი, თუ იღებთ მედიკამენტებს თქვენი გულის რითმის პრობლემებისთვის, ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ გულის რიტმზე, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (როგორიცაა ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული აგენტები (როგორიცაა სპარფლოქსაცინი , მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინები ( ასტემიზოლი, მიზოლასტინი).

მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ კალიუმის და მაგნიუმის მნიშვნელობებს სისხლში, ზრდიან სიცოცხლისთვის საშიში გულის რითმის დარღვევის რისკს.

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ესსოპრამინი თქვენს ექიმთან ერთად რისკების და სარგებლის განხილვის გარეშე.

თუ იყენებდით ესსოპრამინს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, უნდა იცოდეთ, რომ თქვენს ახალშობილში შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: სუნთქვის გაძნელება, კანის სილურჯე, გულყრები, სხეულის ტემპერატურის ცვლილებები, კვების გაძნელება, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, რიგიდული ან მოშვებული კუნთები, მკაფიო რეფლექსები, ტრემორი, უნებლიე მოძრაობები, გაღიზიანებადობა, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. თუ თქვენს პატარას აქვს რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ესსოპრამინს. მედიკამენტებმა, როგორიცაა ესსოპრამინი, რომლებსაც გამოიყენებთ ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, შეიძლება გაზარდოს ბავშვის სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის ფილტვის პერსისტენტული ჰიპერტენზია. ეს თქვენს ბავშვში იწვევს უფრო ხშირ სუნთქვას და მოლურჯო შესახედაობას. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს დაემართება თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ იღებთ ესსოპრამინს ორსულობის ბოლოსკენ, შეიძლება გაზრდილი იყოს მძიმე ვაგინალური სისხლდენის რისკი ბავშვის გაჩენიდან მალევე, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია. რჩევის მოსაცემად თქვენმა ექიმმა ან ექთანმა ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იყენებთ ესსოპრამინს.

თუ ორსულობის დროს იყენებთ ესსოპრამინს, მედიკამენტი არ უნდა შეწყვიტოთ მოულოდნელად.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ესსოპრამინის გამოყოფა დედის რძეში მოსალოდნელია. ესსოპრამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენ და თქვენმა ექიმმა განიხილეთ რისკები და სარგებელი და თქვენი ექიმი თანახმაა ამაზე.

ფერტილობა:

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ ციტალოპრამი, ესციტალოპრამის მსგავსი წამალი, ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე, მაგრამ გავლენა ადამიანის ნაყოფიერებაზე ჯერ არ დაფიქსირებულა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს ესსოპრამინი თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესსოპრამინის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ესსოპრამინის თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; დოზირების მიხედვით გაფრთხილება არ არის საჭირო.

გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა წამალმა, ესსოპრამინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მისი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებში.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელზე.

ხშირი: გავლენას ახდენს 100-დან 1-10 მომხმარებელზე.

არახშირი: გავლენას ახდენს 1000-დან 1-10 მომხმარებელზე.

იშვიათი: გავლენას ახდენს 10000-დან 1-10 მომხმარებელზე.

უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ ეფექტების უმეტესობა შეიძლება დამოკიდებული იყოს თქვენს დაავადებაზე და გაქრეს, როცა გამოკეთებას დაიწყებთ.

შემდეგ შემთხვევებში შეწყვიტეთ ესსოპრამინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს:

არახშირი:

პათოლოგიური სისხლდენა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.

იშვიათი:

თუ აღინიშნება კანის, ენის, ტუჩების ან სახის შეშუპება, ან თუ გაგიჭირდათ სუნთქვა ან ყლაპვა (ალერგიული რეაქცია), აცნობეთ ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში.

თუ აღინიშნება მაღალი სიცხე, აგზნება, თავბრუსხვევა, ტრემორი და კუნთების უეცარი შეკუმშვა, ეს შეიძლება იყოს იშვიათი მდგომარეობის ნიშანი, რომელსაც ეწოდება სეროტონინის სინდრომი. აცნობეთ ექიმს ასეთი შეგრძნებების შემთხვევაში.

ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს მდგომარეობა, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

უცნობი:

შარდვის გაძნელება

გულყრები (იხ. ასევე ნაწილი „გამოიყენეთესსოპრამინი განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში“).

კანისა და თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლება ღვიძლის დისფუნქციის/ჰეპატიტის ნიშანია.

სწრაფი, არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა: ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ნიშნები, რომელიც ცნობილია როგორც Torsades de Pointes.

საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის აზრები „გამოიყენეთესსოპრამინი განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში“).

კანის ან ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიოედემა)

ეს ყველა სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი:

გულისრევა

თავის ტკივილი

ხშირი:

გაჭედილი ცხვირი ან სურდო (სინუსიტი)

მადის დაქვეითება ან მომატება

შფოთვა, მოუსვენრობა, პათოლოგიური სიზმრები, დაძინების გაძნელება, ძილიანობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მთქნარება, ტრემორი, კანში ჩხვლეტის შეგრძნება

დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე

ოფლიანობის ზრდა

ტკივილი კუნთებსა და სახსრებში (ართრალგია და მიალგია)

სექსუალური დარღვევები (დაგვიანებული ეაკულაცია, ერექციის პრობლემები, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება და ქალებმა შეიძლება განიცადონ ორგაზმის დარღვევები)

დაღლილობა, ცხელება

წონის მომატება

არახშირი:

ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი, ქავილი (პრურიტუსი)

კბილების კრაჭუნი, აგზნება, ნერვიულობა, პანიკური შეტევა, თავბრუსხვევა, დაბნეულობის მდგომარეობა

ძილის დარღვევა, გემოვნების დარღვევა, სისუსტე (სინკოპე)

გუგების დილატაცია (მიდრიაზი), მხედველობის დაქვეითება, ყურებში შუილი (ტინიტუსი)

თმის ცვენა

გადაჭარბებული მენსტრუალური სისხლდენა

არარეგულარული მენსტრუალური პერიოდი

წონის დაკლება

სწრაფი გულისცემა

ხელების და ფეხების შეშუპება

ცხვირიდან სისხლდენა

იშვიათი:

აგრესია, დეპერსონალიზაცია (შეცვლილი აღქმა, როდესაც ინდივიდი განიცდის გაუცხოებას მთელი სხეულისგან ან მისი ნაწილისგან), ჰალუცინაციები (სიზმრები)

ნელი გულისცემა

უცნობი:

საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის აზრები (იხ. ასევე „გამოიყენეთესსოპრამინი განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში“).

სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (სიმპტომები: გულისრევა, ავადმყოფობის შეგრძნება, კუნთების სისუსტე ან დაბნეულობა (მკაფიოდ აზროვნების უუნარობა)

თავბრუსხვევა დაბალი წნევის გამო (ორთოსტატული ჰიპოტენზია) ადგომისას

ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ანალიზები (ღვიძლის ფერმენტების მატება სისხლში)

მოძრაობის დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობები)

მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

პათოლოგიური სისხლდენის ნიშნები, მათ შორის კანისა და ლორწოვანი გარსების სისხლდენა (ექიმოზი) და თრომბოციტების დაბალი დონე სისხლში (თრომბოციტოპენია).

ნატრიუმის რაოდენობის შემცირება ADH ჰორმონის გაზრდილი სეკრეციის, წყლის შეკავების და სისხლის დილატაციის შედეგად (ADH-ის შეუსაბამო სეკრეცია).

რძის გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში, რომლებიც არ კვებავენ ძუძუთი

მანია (ფეთქებადი გამოხტომები)

ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ამ ჯგუფის მედიკამენტებს.

გულის რითმის ცვლილება (ე.წ. "QT ინტერვალის გახანგრძლივება", ნაჩვენები ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრაფია), გულის ელექტრული აქტივობა)

მძიმე ვაგინალური სისხლდენა მშობიარობიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა). დამატებითი ინფორმაციისთვის, ნაწილი 2 "ორსულობა".

გარდა ამისა, რიგი გვერდითი მოვლენებია ცნობილი მედიკამენტებთან, რომლებიც მოქმედებენ ესციტალოპრამის მსგავსად (ესსოპრამინის აქტიური ნივთიერება). ესენია:

მოტორული მოუსვენრობა (აკათიზია (უმოძრაოდ გაჩერება))

მადის დაკარგვა

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

თავბრუსხვევა, ტრემორი, აგზნება, გულყრები (კრუნჩხვები), კომა, გულისრევა, ღებინება, ნორმალურზე სწრაფი ან ნელი გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება და სხეულის სითხის/მარილის ბალანსის ცვლილება.

წაიღეთ ესსოპრამინის ყუთი ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას.

თუ დაგავიწყდათ ესსოპრამინის გამოყენება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაგახსენდათ ამის შესახებ იმავე დღეს, დაუყოვნებლივ მიიღეთ. გააგრძელეთ ჩვეულებისამებრ მეორე დღეს. თუ გაგახსენდებათ იმავე დღეს ღამით ან მეორე დღეს, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.

შესაძლო მოვლენები ესსოპრამინის გამოყენების შეწყვეტისას

არ შეწყვიტოთ ესსოპრამინის მიღება, სანამ ექიმი არ გეტყვით. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ზოგადად რეკომენდებულია ესსოპრამინის დოზა თანდათან შემცირდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

თუ უეცრად შეწყვეტთ ესსოპრამინის გამოყენებას, შეიძლება იგრძნოთ შეწყვეტის სიმპტომები. ეს სიმპტომები ხშირია, როდესაც ესსოპრამინით მკურნალობა მოულოდნელად წყდება. ეს რისკი უფრო მაღალია, როდესაც ესსოპრამინი გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში ან მაღალი დოზებით, ან როდესაც დოზა ძალიან სწრაფად მცირდება. ბევრ პაციენტში სიმპტომები მსუბუქია და სპონტანურად ქრება ორი კვირის განმავლობაში. მაგრამ ზოგიერთ პაციენტში ეს შეიძლება იყოს უფრო მძიმე ან უფრო ხანგრძლივი (2-3 თვე ან მეტი). თუ ესსოპრამინის მიღების შეწყვეტისას განგივითარდათ შეწყვეტის მძიმე სიმპტომები, გთხოვთ აცნობეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ხელახლა დაიწყოთ მედიკამენტის გამოყენება და შეწყვიტოთ იგი დოზის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შემცირებით.

მიღების შეწყვეტის სიმპტომებია: თავბრუსხვევა (გაბრუება ან დისბალანსი), წიწკვნის და ნემსების შეგრძნება, წვის და ელექტროშოკის შეგრძნება, მათ შორის თავში (ნაკლებად ხშირად), ძილის დარღვევა (ცხადი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით), მოუსვენრობა ან აგზნებადობა, ტრემორი, დაბნეულობა, ემოციური ან გაღიზიანების შეგრძნება, დიარეა (თხევადი განავალი), მხედველობის დარღვევა, გულის ფრიალი ან აჩქარებული გულისცემა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს

ესციტალოპრამის ოქსალატი 25.55 მგ

(20 მგ ესციტალოპრამის ექვივალენტი)

დამხმარე ნივთიერებები:

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ ესსოპრამინი ბავშვებისათვის მიუწვდომელ და დაცულ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

ინახება 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გთხოვთ გამოიყენოთ წამალი ვარგისიანობის ვადის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ესსოპრამინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ესსოპრამინი, თუ შეამჩნევთ დეფექტს პროდუქტსა და/ან შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი წამალი საყოფაცხოვრებო ნაგავში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

უკუნაჩვენები კომბინაციები:

შეუქცევადი არასელექტიური MAOI-ები

სერიოზული რეაქციების შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ SSRI-ს არასელექციურ, შეუქცევად MAOI-სთან კომბინაციაში, და პაციენტებში, რომლებმაც ახლახან შეწყვიტეს SSRI-ით მკურნალობა და დაიწყეს ასეთი MAOI-ით მკურნალობა (იხ. ნაწილი 4.3). ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა სეროტონინის სინდრომი (იხ. ნაწილი 4.8). ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენება არასელექციურ შეუქცევად MAOI-ებთან ერთად უკუნაჩვენებია. ესციტალოპრამი შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი MAOI-ით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. ესციტალოპრამის მიღება უნდა შეწყდეს არანაკლებ 7 დღით ადრე არასელექტიური შეუქცევადი MAOI-ით მკურნალობის დაწყებამდე.

შექცევადი, შერჩევითი MAO-A ინჰიბიტორი (მოკლობემიდი)

სეროტონინის სინდრომის რისკის გამო, ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენება MAO-A ინჰიბიტორთან, როგორიცაა მოკლობემიდი, უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.3.). თუ ეს კომბინაცია აუცილებელია, ის უნდა დაიწყოს მინიმალური რეკომენდებული დოზით და უნდა გაძლიერდეს კლინიკური მონიტორინგი.

შექცევადი, არასელექტიური MAO ინჰიბიტორი (ლინზოლიდი)

ლინეზოლიდი, ანტიბიოტიკი, არის შექცევადი არასელექტიური MAO-ინჰიბიტორი და არ უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ესციტალოპრამით. თუ ეს კომბინაცია აუცილებელია, ის უნდა დაინიშნოს მინიმალური დოზით და მკაცრი კლინიკური დაკვირვებით (იხ. ნაწილი 4.3).

შეუქცევადი, შერჩევითი MAO-B ინჰიბიტორი (სელეგილინი)

სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო სიფრთხილეა საჭირო სელეგილინთან (შეუქცევადი MAO-B ინჰიბიტორი) კომბინაციის დროს. რაცემული ციტალოპრამი უსაფრთხოდ იქნა გამოყენებული სელეგილინის დოზებით 10 მგ/დღეში.

ესციტალოპრამის პიმოზიდთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური კვლევები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, არ ჩატარებულა. არ არის გამორიცხული ესციტალოპრამის და ამ სამკურნალო საშუალებების ადიტიური ეფექტი. ამიტომ, ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ. ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ. სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინ IV, პენტამიდინი მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ. ასტემიზოლი, მიზოლასტინი), უკუნაჩვენებია.

კომბინაციები, რომლებიც გამოყენებისას მოითხოვს სიფრთხილეს:

სეროტონერგული სამკურნალო საშუალებები:

სეროტონერგულ სამკურნალო საშუალებებთან (მაგ. ტრამადოლი, სუმატრიპტანი და სხვა ტრიპტანები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი.

მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ გულყრების ზღურბლს

SSRI-ებს შეუძლიათ შეამცირონ გულყრების ზღურბლი. სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ გულყრების ზღურბლი [ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური, SSRIs), ნეიროლეპტიკები (ფენოთიაზინები, თიოქსანთენები, ბუტიროფენონები], მეფლოქინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი).

ლითიუმი, ტრიპტოფანი

დაფიქსირებულია გაძლიერებული ეფექტები, როდესაც SSRI-ები გამოიყენებოდა ლითიუმთან ან ტრიპტოფანთან ერთად. ამიტომ, SSRI-ების ამ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.

კრაზანას ბალახი

SSRI-ების ერთდროულმა გამოყენებამ კრაზანას ბალახის შემცველ მცენარეულ საშუალებებთან (Hypericum perforatum) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების სიხშირის გაზრდა (იხ. ნაწილი 4.4.).

სისხლდენა

ესციტალოპრამის და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ანტიკოაგულანტული ეფექტის შეცვლა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტულ თერაპიას, საჭიროა კოაგულაციის ფრთხილად მონიტორინგი ესციტალოპრამის დაწყების ან მისი შეწყვეტისას (იხ. ნაწილი 4.4.). არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (NSAIDs) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ტენდენცია (იხ. ნაწილი 4.4.).

ალკოჰოლი

არ არის მოსალოდნელი ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ესციტალოპრამსა და ალკოჰოლს შორის. თუმცა, როგორც სხვა ფსიქოტროპული საშუალებების შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული ალკოჰოლთან ერთად გამოყენება.

ჰიპოკალიემიის/ჰიპომაგნიემიის გამომწვევი მედიკამენტები

სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის გამოყენებისას იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას/ჰიპომაგნიემიას, რადგან ეს ზრდის ავთვისებიანი არითმიის რისკს (იხ. ნაწილი 4.4).

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

სხვა მედიკამენტების გავლენა ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე:

ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი ჩვეულებრივ CYP2C19-ით შუამავლობს. CYP3A4 და CYP2D6 ასევე ხელს უწყობენ მეტაბოლიზმს მცირე რაოდენობით. ძირითადი მეტაბოლიტის დემეთილირებული ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზირებულია CYP2D6-ით.

ესციტალოპრამის ერთდროულმა გამოყენებამ ომეპრაზოლთან 30 მგ დღეში ერთხელ (CYP2C19 ინჰიბიტორი) გამოიწვია ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციების ზომიერი (დაახლოებით 50%) მომატება.

ესციტალოპრამის ერთდროულმა გამოყენებამ 400 მგ ციმეტიდინთან დღეში ორჯერ (ზომიერად ძლიერი ზოგადი ფერმენტის ინჰიბიტორი) გამოიწვია ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციების ზომიერი (დაახლოებით 70%) მატება. ესციტალოპრამის ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილე. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო CYP2C19 ინჰიბიტორებთან (ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუკონაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან გამოყენებისას. ესციტალოპრამის დოზის შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს თანმხლები მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენების მონიტორინგის საფუძველზე (იხ. ნაწილი 4.4).

ესციტალოპრამის მოქმედება სხვა მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკაზე:

ესციტალოპრამი არის CYP2D6 ფერმენტის ინჰიბიტორი. სიფრთხილეა საჭირო ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება ამ ფერმენტის მიერ (ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი, როდესაც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს), ან ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედ მედიკამენტებთან, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2D6-ით (ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი). შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

დეზიპრამინის ან მეტოპროლოლის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ამ ორი CYP2D6 სუბსტრატის პლაზმური დონის ორჯერ მომატება.

ინ ვიტრო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ესციტალოპრამი იწვევს CYP2C19-ის სუსტ ინჰიბირებას. სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული CYP2C19-ით მეტაბოლიზებულ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ:

არ ჩატარებულა ურთიერთქმედების კვლევა.

პედიატრიული პოპულაცია:

ვინაიდან ესსოპრამინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდების სამკურნალოდ, არ ჩატარებულა ურთიერთქმედების კვლევა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

საინფორმაციო ფურცელ-ჩანართი პაციენტისთვის

ესსოპრამინი 20 მგ შემოგარსული ტაბლეტი

პერორალური გამოყენებისთვის.

აქტიური ნივთიერება: ესციტალოპრამის ოქსალატი 25.55 მგ (20 მგ ესციტალოპრამის ექვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენ გლიკოლი, პოლისორბატ 80

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ფურცელ-ჩანართი. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.

გთხოვთ, მიჰყევით ფურცელ-ჩანართში მოცემულ ინსტრუქციას. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზებით.

ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია:

  • რა არის ესსოპრამინი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ესსოპრამინის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ესსოპრამინი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • ესსოპრამინის შენახვის პირობები

სათაურები არის ჩათვლილი.

  • რა არის ესსოპრამინი და რისთვის გამოიყენება

ესსოპრამინის 20 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტი თითოეულ ტაბლეტში შეიცავს 20 მგ ესციტალოპრამს და არის თეთრი, ორმხრივამოზნექილი, წაგრძელებული, გარსით დაფარული ტაბლეტები ცალ მხარეს ნიშნულით.

ესსოპრამინი ხელმისაწვდომია 28 ტაბლეტიანი შეფუთვით.

ესსოპრამინი შეიცავს ესციტალოპრამს. ეს წამალი გამოიყენება დეპრესიის (ძირითადი დეპრესიული ეპიზოდები) და შფოთვითი აშლილობის დროს, როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (ღია სივრცის შიში), სოციალური შფოთვითი აშლილობა (მღელვარება), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

ესციტალოპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRIs). ეს წამლები მოქმედებენ სეროტონინის სისტემაზე თავის ტვინში სეროტონინის დონის გაზრდით. სეროტონინის სისტემის დარღვევები განიხილება დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად.

შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს, სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. იმ შემთხვევაშიც, თუ გარკვეული დრო დაგჭირდებათ, რომ იგრძნოთ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესება, განაგრძეთ ესსოპრამინის გამოყენება.

თუ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან თავს ცუდად იგრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ ესსოპრამინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ესსოპრამინი შემდეგ შემთხვევებში

თუ ალერგიული ხართ ესციტალოპრამის ან ესსოპრამინის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებები)

თუ იყენებთ მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნება MAO (მონოამინ ოქსიდაზას) ინჰიბიტორების ჯგუფს, მათ შორის სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლინზოლიდს (ანტიბიოტიკი).

თუ იყენებთ პიმოზიდს (ანტიფსიქოზური საშუალება)

თუ თქვენ დაბადებიდან გაქვთ ან გქონიათ გულის პათოლოგიური რიტმის ეპიზოდი (ნაჩვენები ეკგ-ზე; გამოკვლევა გულის ფუნქციონირების შესაფასებლად)

არ გამოიყენოთ ესსოპრამინი, თუ იღებთ მედიკამენტებს თქვენი გულის რითმის პრობლემებისთვის, ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ გულის რიტმზე, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (როგორიცაა ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული აგენტები (როგორიცაა სპარფლოქსაცინი , მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინები ( ასტემიზოლი, მიზოლასტინი ) (იხ. „სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება“)

გამოიყენეთ ესსოპრამინი განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში

ესსოპრამინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სხვა მდგომარეობა ან დაავადება, რადგან თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ამის გათვალისწინება.

კერძოდ, თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს:

თუ გაქვთ ეპილეფსია. თუ პირველად განგივითარდათ გულყრა, ან თუ ეპილეფსიური გულყრები უფრი ხშირია, უნდა შეწყდეს ესსოპრამინის გამოყენება (იხ. „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება.

თუ გაქვთ დიაბეტი. ესსოპრამინით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს სისხლში შაქრის კონტროლი. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური მიღებისას სისხლში შაქრის დამწევი მედიკამენტების დოზის კორექტირება.

თუ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე გაქვთ,

თუ გაქვთ სისხლდენის ან სისხლჩაქცევების განვითარების ტენდენცია, ან თუ ხართ ორსულად (იხ. „ორსულობა“),

თუ თქვენ იღებთ ელექტროკონვულსიურ თერაპიას (ელექტროშოკური თერაპია),

თუ გაქვთ გულის კორონარული დაავადება,

თუ გაწუხებთ ან შეუწუხებიხართ გულის პრობლემებს ან ახლახან გქონდათ გულის შეტევა,

თუ გაქვთ ნელი გულისცემა და/ან დაკარგეთ მარილები ხანგრძლივი მძიმე დიარეისა და ღებინების (ავადმყოფობის) ან შარდმდენების (წყლის აბების) გამოყენების შედეგად,

თუ განიცდით მდგომარეობას, რომელიც მიუთითებს გულისცემის არანორმალურ ფუნქციონირებაზე, როგორიცაა სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა ადგომისას,

თუ გაქვთ ან გქონიათ თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის ზოგიერთი სახეობა (თვალში წნევის მომატება).

სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ Torsades de Pointes (გულის რითმის დარღვევის ტიპი) განვითარების მაღალი რისკი, მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობის, ახლახანს გადატანილი გულის შეტევის, ნელი გულისცემის ან ჰიპოკალიემიის (კალიუმის დაბალი დონე სისხლში) ან ჰიპომაგნიემიის (სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე) მიდრეკილების მქონე პაციენტებში თანმხლები დაავადებების ან მედიკამენტების გამოყენების გამო.

გთხოვთ გაითვალისწინოთ

მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების მქონე ზოგიერთი პაციენტი შეიძლება გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. ამ მდგომარეობას ახასიათებს უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეები, შეუსაბამო ბედნიერება და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა. თუ განიცდით მსგავს მდგომარეობას, მიმართეთ ექიმს.

მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა ან გაძნელებული ჯდომა ან დგომა. თუ განიცდით ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

მედიკამენტებმა, როგორიცაა ესსოპრამინი (SSRIs/SNRIs), შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები შენარჩუნდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც.

სუიციდური აზრები და დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის გაუარესება:

თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ აზრები საკუთარი თავის დაზიანებასა ან მოკვლაზე. ეს სიმპტომები შეიძლება გაიზარდოს ანტიდეპრესანტის პირველად გამოყენებისას. რადგან ამ მედიკამენტების მოქმედებას, ჩვეულებრივ, დაახლოებით 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ მეტი დრო სჭირდება.

უფრო სავარაუდოა ასე იფიქროთ:

თუ ადრე გქონიათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები.

თუ ხართ ახალგაზრდა ზრდასრული. კლინიკური კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია მიუთითებს სუიციდური ქცევის გაზრდილ რისკზე 25 წლამდე ასაკის ზრდასრულებში ფსიქიატრიული აშლილობებით, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.

თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ აზრები თავის მოკვლის ან დაზიანების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში.

შეიძლება სასარგებლო იყოს თუ ნათესავს ან ახლო მეგობარს ეტყვით, რომ გაწუხებთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოთ წაიკითხონ ეს ფურცელ-ჩანართი. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ გითხრან, თუ ფიქრობენ რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა უარესდება, ან თუ დარდობენ თქვენს ქცევაში ცვლილებებზე.

ანტიდეპრესანტების გამოყენება ბავშვებსა და 24 წლამდე ახალგაზრდებში, სავარაუდოდ, გაზრდის სუიციდური აზრების ან ქცევების განვითარებას. ამიტომ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პირველ თვეებში, თქვენ უნდა იყოთ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ როგორც თქვენი ოჯახის, ისე მკურნალი ექიმის მიერ ქცევის მოულოდნელ ცვლილებებზე დასაკვირვებლად, როგორიცაა მოუსვენრობა, გადაჭარბებული მოძრაობა ან თვითმკვლელობის შესაძლებლობა დოზის შემცირება/გაზრდის და მკურნალობის შეწყვეტის პერიოდში. ესსოპრამინი გამოიყენება დეპრესიის (ძირითადი დეპრესიული ეპიზოდები) და შფოთვითი აშლილობის დროს, როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (ღია სივრცის შიში), სოციალური შფოთვითი აშლილობა (დარდიანობა), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა 18 წლის ან უფროს პაციენტებში. ესსოპრამინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე). ესსოპრამინის ეფექტურობა სოციალური შფოთვითი (დარდიანობის) აშლილობაში არ არის შესწავლილი ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ესსოპრამინი ჩვეულებრივ არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. ასევე, უნდა იყოს ცნობილი, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს აქვთ გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური ტენდენციები და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი) ასეთი მედიკამენტების გამოყენებისას. ამის მიუხედავად, თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ესსოპრამინი 18 წელზე უმცროსი პაციენტისთვის, თუ გადაწყვეტს, რომ ეს მათ საუკეთესო ინტერესშია. თუ თქვენმა ექიმმა დაუნიშნა ესსოპრამინი 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, გაესაუბროთ თქვენს ექიმს. თუ ხართ 18 წლამდე ასაკის პაციენტი, უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან გაუარესდება ესსოპრამინის გამოყენებისას. გარდა ამისა, ამ ასაკობრივ ჯგუფში ესსოპრამინის ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ჯერ არ არის ცნობილი.

თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ თქვენ, ან თუნდაც წარსულში გეხებოდათ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

ესსოპრამინის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ესსოპრამინის მიღება შესაძლებელია ცარიელ ან სავსე კუჭზე. (იხილეთ „როგორ გამოიყენება ესსოპრამინი“)

ესსოპრამინი ალკოჰოლთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი. თუმცა, როგორც მრავალი მედიკამენტის შემთხვევაში, ესსოპრამინის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად არ არის მიზანშეწონილი.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ესსოპრამინი თქვენს ექიმთან ერთად რისკების და სარგებლის განხილვის გარეშე.

თუ იყენებდით ესსოპრამინს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, უნდა იცოდეთ, რომ თქვენს ახალშობილში შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: სუნთქვის გაძნელება, კანის სილურჯე, გულყრები, სხეულის ტემპერატურის ცვლილებები, კვების გაძნელება, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, რიგიდული ან მოშვებული კუნთები, მკაფიო რეფლექსები, ტრემორი, უნებლიე მოძრაობები, გაღიზიანებადობა, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. თუ თქვენს პატარას აქვს რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ესსოპრამინს. მედიკამენტებმა, როგორიცაა ესსოპრამინი, რომლებსაც გამოიყენებთ ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, შეიძლება გაზარდოს ბავშვის სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის ფილტვის პერსისტენტული ჰიპერტენზია. ეს თქვენს ბავშვში იწვევს უფრო ხშირ სუნთქვას და მოლურჯო შესახედაობას. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს დაემართება თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ იღებთ ესსოპრამინს ორსულობის ბოლოსკენ, შეიძლება გაზრდილი იყოს მძიმე ვაგინალური სისხლდენის რისკი ბავშვის გაჩენიდან მალევე, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია. რჩევის მოსაცემად თქვენმა ექიმმა ან ექთანმა ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იყენებთ ესსოპრამინს.

თუ ორსულობის დროს იყენებთ ესსოპრამინს, მედიკამენტი არ უნდა შეწყვიტოთ მოულოდნელად.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ესსოპრამინის გამოყოფა დედის რძეში მოსალოდნელია. ესსოპრამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენ და თქვენმა ექიმმა განიხილეთ რისკები და სარგებელი და თქვენი ექიმი თანახმაა ამაზე.

ფერტილობა:

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ ციტალოპრამი, ესციტალოპრამის მსგავსი წამალი, ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე, მაგრამ გავლენა ადამიანის ნაყოფიერებაზე ჯერ არ დაფიქსირებულა.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს ესსოპრამინი თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესსოპრამინის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ესსოპრამინის თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; დოზირების მიხედვით გაფრთხილება არ არის საჭირო.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

მედიკამენტების ჯგუფი სახელწოდებით "არასელექციური მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAO)" (შეიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდს, იზოკარბოქსაზიდს, ნიალამიდს და ტრანილციპრომინს). თუ თქვენ იყენებდით რომელიმე ამ მედიკამენტს, ესსოპრამინის გამოყენების დაწყებამდე უნდა დაელოდოთ 14 დღე. ესსოპრამინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, თქვენ უნდა დაელოდოთ 7 დღე ამ მედიკამენტების მიღებამდე.

მოკლობემიდის შემცველი „შექცევადი, სელექციური MAO-A ინჰიბიტორები“ (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). ეს ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.

სელეგილინის შემცველი "შეუქცევადი MAO-B ინჰიბიტორები" (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). ეს მედიკამენტები ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.

ლინეზოლიდი, ანტიბიოტიკი.

ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი (ამინომჟავა და გამოიყენება როგორც საკვები დანამატი).

იმიპრამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). ეს მედიკამენტები ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.

ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულების სამკურნალოდ), ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად). ამ მედიკამენტებს შეუძლიათ გაზარდონ ესციტალოპრამის დონე სისხლში.

კრაზანას ბალახი; (Hypericum perforatum) - მცენარეული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიისთვის.

აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებლები ან სისხლის გამათხელებლები, ასევე ცნობილია, როგორც ანტითრომბოციტების საწინააღმდეგო). ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ტენდენცია.

ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკუმონი (გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, რომელსაც ანტიკოაგულანტს უწოდებენ). თქვენს ექიმს შეუძლია შეამოწმოს შედედების დრო ესსოპრამინის გამოყენების დაწყებისას ან პრეპარატის შეწყვეტისას, რათა დაადასტუროს, რომ თქვენი ანტიკოაგულანტის დოზა ჯერ კიდევ ადეკვატურია.

მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილისთვის) გულყრის ზღურბლის შემცირების რისკის გამო.

ნეიროლეპტიკები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შიზოფრენიის და ფსიქოზის სამკურნალოდ) და ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და SSRIs) გულყრის ზღურბლის შემცირების რისკის გამო.

ფლეკაინიდთან, პროპაფენონთან და მეტოპროლოლთან (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში), კლომიპრამინთან და ნორტრიპტილინთან (ანტიდეპრესანტებთან) და რისპერიდონთან, თიორიდაზინთან და ჰალოპერიდოლთან (ანტიფსიქოტიკებთან) მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს ესსოპრამინის დოზის კორექტირება.

არ გამოიყენოთ ესსოპრამინი, თუ იღებთ მედიკამენტებს თქვენი გულის რითმის პრობლემებისთვის, ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ გულის რიტმზე, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (როგორიცაა ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული აგენტები (როგორიცაა სპარფლოქსაცინი , მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინები ( ასტემიზოლი, მიზოლასტინი).

მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ კალიუმის და მაგნიუმის მნიშვნელობებს სისხლში, ზრდიან სიცოცხლისთვის საშიში გულის რითმის დარღვევის რისკს.

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

  • როგორ გამოიყენება ესსოპრამინი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ:

ყოველთვის გამოიყენეთ ესსოპრამინი ექიმის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

დეპრესია

ესსოპრამინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

პანიკური აშლილობა (ძლიერი დისტრესი ან შიში, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და ხანდახან მეორდება)

ესსოპრამინის საწყისი დოზაა 5 მგ, როგორც ერთჯერადი დღიური დოზა პირველი კვირის განმავლობაში, დოზის 10 მგ-მდე გაზრდამდე. ამის შემდეგ ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა (მწვავე შფოთვა და სხვების მიერ სოციალურ გარემოში უარყოფითად შეფასების შიში.)

ესსოპრამინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა 5 მგ-მდე დღეში ან გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში მედიკამენტზე რეაგირების მიხედვით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (მუდმივი, გადაჭარბებული და შეუსაბამო შფოთვის მდგომარეობა)

ესსოპრამინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული აზრები, იდეები და სურვილები, რომელსაც თან ახლავს განმეორებითი ქცევები და მენტალური ქმედებები)

ესსოპრამინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

გამოყენების გზა და წესი:

ესსოპრამინის მიღება შესაძლებელია ცარიელ ან სავსე კუჭზე. გადაყლაპეთ ტაბლეტი ცოტა წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ ის, რადგან გემო მწარეა.

ტაბლეტები შეიძლება გაიყოს შუაზე, საჭიროების შემთხვევაში, მათი განთავსებით ბრტყელ ზედაპირზე, ნიშნულით ზემოთ.

ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად, როგორც ნაჩვენებია სურათზე, ორივე ბოლოზე საჩვენებელი თითების დაჭერით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე):

ესსოპრამინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 2 "რა უნდა იცოდეთ ესსოპრამინის გამოყენებამდე".

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი):

ესსოპრამინის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ დღეში ერთხელ. ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 10 მგ-მდე დღეში.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობა:

არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით.

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში მკურნალობის პირველი 2 კვირის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ დღეში. ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 10 მგ-მდე დღეში.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაქვეითებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს, სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. იმ შემთხვევაშიც, თუ გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ, განაგრძეთ ესსოპრამინის გამოყენება.

არ შეცვალოთ თქვენი წამლის დოზა ექიმთან საუბრის გარეშე.

გამოიყენეთ ესსოპრამინი იმდენ ხანს, რამდენსაც თქვენი ექიმი გირჩევთ. თუ მკურნალობას დროულად შეწყვეტთ, სიმპტომები შეიძლება განმეორდეს. რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თავს კარგად იგრძნობთ.

თუ ფიქრობთ, რომ ესსოპრამინის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ესსოპრამინს :

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი ესსოპრამინი, ვიდრე საჭიროა, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

გააკეთეთ ეს იმ შემთხვევაშიც თუ არ გრძნობთ რაიმე დისკომფორტს.

ჭარბი დოზირების ზოგიერთი სიმპტომია: თავბრუსხვევა, ტრემორი, აგზნება, გულყრები (კრუნჩხვები), კომა, გულისრევა, ღებინება, ნორმალურზე სწრაფი ან ნელი გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება და სხეულის სითხის/მარილის ბალანსის ცვლილება.

წაიღეთ ესსოპრამინის ყუთი ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას.

თუ დაგავიწყდათ ესსოპრამინის გამოყენება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაგახსენდათ ამის შესახებ იმავე დღეს, დაუყოვნებლივ მიიღეთ. გააგრძელეთ ჩვეულებისამებრ მეორე დღეს. თუ გაგახსენდებათ იმავე დღეს ღამით ან მეორე დღეს, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.

შესაძლო მოვლენები ესსოპრამინის გამოყენების შეწყვეტისას

არ შეწყვიტოთ ესსოპრამინის მიღება, სანამ ექიმი არ გეტყვით. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ზოგადად რეკომენდებულია ესსოპრამინის დოზა თანდათან შემცირდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

თუ უეცრად შეწყვეტთ ესსოპრამინის გამოყენებას, შეიძლება იგრძნოთ შეწყვეტის სიმპტომები. ეს სიმპტომები ხშირია, როდესაც ესსოპრამინით მკურნალობა მოულოდნელად წყდება. ეს რისკი უფრო მაღალია, როდესაც ესსოპრამინი გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში ან მაღალი დოზებით, ან როდესაც დოზა ძალიან სწრაფად მცირდება. ბევრ პაციენტში სიმპტომები მსუბუქია და სპონტანურად ქრება ორი კვირის განმავლობაში. მაგრამ ზოგიერთ პაციენტში ეს შეიძლება იყოს უფრო მძიმე ან უფრო ხანგრძლივი (2-3 თვე ან მეტი). თუ ესსოპრამინის მიღების შეწყვეტისას განგივითარდათ შეწყვეტის მძიმე სიმპტომები, გთხოვთ აცნობეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ხელახლა დაიწყოთ მედიკამენტის გამოყენება და შეწყვიტოთ იგი დოზის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შემცირებით.

მიღების შეწყვეტის სიმპტომებია: თავბრუსხვევა (გაბრუება ან დისბალანსი), წიწკვნის და ნემსების შეგრძნება, წვის და ელექტროშოკის შეგრძნება, მათ შორის თავში (ნაკლებად ხშირად), ძილის დარღვევა (ცხადი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით), მოუსვენრობა ან აგზნებადობა, ტრემორი, დაბნეულობა, ემოციური ან გაღიზიანების შეგრძნება, დიარეა (თხევადი განავალი), მხედველობის დარღვევა, გულის ფრიალი ან აჩქარებული გულისცემა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა წამალმა, ესსოპრამინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მისი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებში.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელზე.

ხშირი: გავლენას ახდენს 100-დან 1-10 მომხმარებელზე.

არახშირი: გავლენას ახდენს 1000-დან 1-10 მომხმარებელზე.

იშვიათი: გავლენას ახდენს 10000-დან 1-10 მომხმარებელზე.

უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ ეფექტების უმეტესობა შეიძლება დამოკიდებული იყოს თქვენს დაავადებაზე და გაქრეს, როცა გამოკეთებას დაიწყებთ.

შემდეგ შემთხვევებში შეწყვიტეთ ესსოპრამინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს:

არახშირი:

პათოლოგიური სისხლდენა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.

იშვიათი:

თუ აღინიშნება კანის, ენის, ტუჩების ან სახის შეშუპება, ან თუ გაგიჭირდათ სუნთქვა ან ყლაპვა (ალერგიული რეაქცია), აცნობეთ ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში.

თუ აღინიშნება მაღალი სიცხე, აგზნება, თავბრუსხვევა, ტრემორი და კუნთების უეცარი შეკუმშვა, ეს შეიძლება იყოს იშვიათი მდგომარეობის ნიშანი, რომელსაც ეწოდება სეროტონინის სინდრომი. აცნობეთ ექიმს ასეთი შეგრძნებების შემთხვევაში.

ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს მდგომარეობა, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

უცნობი:

შარდვის გაძნელება

გულყრები (იხ. ასევე ნაწილი „გამოიყენეთესსოპრამინი განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში“).

კანისა და თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლება ღვიძლის დისფუნქციის/ჰეპატიტის ნიშანია.

სწრაფი, არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა: ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ნიშნები, რომელიც ცნობილია როგორც Torsades de Pointes.

საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის აზრები „გამოიყენეთესსოპრამინი განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში“).

კანის ან ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიოედემა)

ეს ყველა სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი:

გულისრევა

თავის ტკივილი

ხშირი:

გაჭედილი ცხვირი ან სურდო (სინუსიტი)

მადის დაქვეითება ან მომატება

შფოთვა, მოუსვენრობა, პათოლოგიური სიზმრები, დაძინების გაძნელება, ძილიანობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მთქნარება, ტრემორი, კანში ჩხვლეტის შეგრძნება

დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე

ოფლიანობის ზრდა

ტკივილი კუნთებსა და სახსრებში (ართრალგია და მიალგია)

სექსუალური დარღვევები (დაგვიანებული ეაკულაცია, ერექციის პრობლემები, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება და ქალებმა შეიძლება განიცადონ ორგაზმის დარღვევები)

დაღლილობა, ცხელება

წონის მომატება

არახშირი:

ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი, ქავილი (პრურიტუსი)

კბილების კრაჭუნი, აგზნება, ნერვიულობა, პანიკური შეტევა, თავბრუსხვევა, დაბნეულობის მდგომარეობა

ძილის დარღვევა, გემოვნების დარღვევა, სისუსტე (სინკოპე)

გუგების დილატაცია (მიდრიაზი), მხედველობის დაქვეითება, ყურებში შუილი (ტინიტუსი)

თმის ცვენა

გადაჭარბებული მენსტრუალური სისხლდენა

არარეგულარული მენსტრუალური პერიოდი

წონის დაკლება

სწრაფი გულისცემა

ხელების და ფეხების შეშუპება

ცხვირიდან სისხლდენა

იშვიათი:

აგრესია, დეპერსონალიზაცია (შეცვლილი აღქმა, როდესაც ინდივიდი განიცდის გაუცხოებას მთელი სხეულისგან ან მისი ნაწილისგან), ჰალუცინაციები (სიზმრები)

ნელი გულისცემა

უცნობი:

საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის აზრები (იხ. ასევე „გამოიყენეთესსოპრამინი განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში“).

სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (სიმპტომები: გულისრევა, ავადმყოფობის შეგრძნება, კუნთების სისუსტე ან დაბნეულობა (მკაფიოდ აზროვნების უუნარობა)

თავბრუსხვევა დაბალი წნევის გამო (ორთოსტატული ჰიპოტენზია) ადგომისას

ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ანალიზები (ღვიძლის ფერმენტების მატება სისხლში)

მოძრაობის დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობები)

მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

პათოლოგიური სისხლდენის ნიშნები, მათ შორის კანისა და ლორწოვანი გარსების სისხლდენა (ექიმოზი) და თრომბოციტების დაბალი დონე სისხლში (თრომბოციტოპენია).

კანის ან ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიოედემა)

ნატრიუმის რაოდენობის შემცირება ADH ჰორმონის გაზრდილი სეკრეციის, წყლის შეკავების და სისხლის დილატაციის შედეგად (ADH-ის შეუსაბამო სეკრეცია).

რძის გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში, რომლებიც არ კვებავენ ძუძუთი

მანია (ფეთქებადი გამოხტომები)

ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ამ ჯგუფის მედიკამენტებს.

გულის რითმის ცვლილება (ე.წ. "QT ინტერვალის გახანგრძლივება", ნაჩვენები ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრაფია), გულის ელექტრული აქტივობა)

მძიმე ვაგინალური სისხლდენა მშობიარობიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა). დამატებითი ინფორმაციისთვის, ნაწილი 2 "ორსულობა".

გარდა ამისა, რიგი გვერდითი მოვლენებია ცნობილი მედიკამენტებთან, რომლებიც მოქმედებენ ესციტალოპრამის მსგავსად (ესსოპრამინის აქტიური ნივთიერება). ესენია:

მოტორული მოუსვენრობა (აკათიზია (უმოძრაოდ გაჩერება))

მადის დაკარგვა

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება ესსოპრამინი

შეინახეთ ესსოპრამინი ბავშვებისათვის მიუწვდომელ და დაცულ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

ინახება 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გთხოვთ გამოიყენოთ წამალი ვარგისიანობის ვადის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ესსოპრამინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ესსოპრამინი, თუ შეამჩნევთ დეფექტს პროდუქტსა და/ან შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი წამალი საყოფაცხოვრებო ნაგავში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş.

Kaptanpaşa Mah. Zincirlikuyu Cad. No:184

Beyoğlu-İSTANBUL-TÜRKİYE

წარმოების ადგილი:

BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş.

Gebze Organize Sanayi Bölgesi

1900 Sokak No: 1904

Gebze-KOCAELİ-TÜRKİYE

ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართი დამტკიცდა 14.02.2021.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა