ესციტალოპრამი ნორმონი 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
Escitalopram NORMON 10mg comprimidos recubiertos con película EFG
ესციტალოპრამი შეიცავს ესციტალოპრამს და გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (დიდი დეპრესიული აშლილობის) და შფოთვითი აშლილობების (როგორიცაა: პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ესციტალოპრამი (escitalopram)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- N06AB10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-025038
- რეგისტრირებულია
- 24 აპრილი 2018, მოქმედებს 24 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ესციტალოპრამი ნორმონი 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ესციტალოპრამი შეიცავს ესციტალოპრამს და გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (დიდი დეპრესიული აშლილობის) და შფოთვითი აშლილობების (როგორიცაა: პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა).
ესციტალოპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების, ე.წ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRI) ჯგუფს. ეს მედიკამენტები მოქმედებენ თავის ტვინის სეროტონინის სისტემაზე და ზრდის სეროტონინის დონეს. მიჩნეულია, რომ სეროტონინის სისტემის დარღვევები მნიშვნელოვანი ფაქტორია დეპრესიული და მსგავსი დაავადებების განვითარებაში.
მიღების წესი და დოზირება
ესციტალოპრამი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მოზრდილები
დეპრესია
ესციტალოპრამი ნორმონის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ, მაქსიმუმ ,20 მგ-მდე დღეში.
პანიკური აშლილობა
ესციტალოპრამი ნორმონის საწყისი დოზაა 5 მგ ერთხელ დღეში პირველი კვირის განმავლობაში, შემდეგ დოზა იზრდება 10 მგ-მდე დღეში. დოზა შემდგომში შეიძლება გაიზარდოს, მაქსიმუმ, 20 მგ-მდე.
სოციალური შფოთვითი აშლილობა
ესციტალოპრამი ნორმონის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება შემცირდეს 5 მგ-მდე დღეში ან გაიზარდოს, მაქსიმუმ, 20 მგ-მდე ერთხელ დღეში, მედიკამენტის მიმართ პაცინეტის პასუხის მიხედვით.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
ესციტალოპრამი ნორმონის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს, მაქსიმუმ, 20 მგ-მდე დღეში.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

ხანდაზმული პაციენტები (65 წელს ზემოთ ასაკის)
ესციტალოპრამი ნორმონის საწყისი რეკომენდებული დოზაა 5 მგ ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს, მაქსიმუმ, 10 მგ-მდე დღეში.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის)
ესციტალოპრამი ნორმონის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და მოზარდებისათვის, დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პარაგრაფი 2 “რა უნდა იცოდეს პაციენტმა ესციტალოპრამი ნორმონის მიღებამდე”.
ესციტალოპრამი ნორმონის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. არ არის რეკომენდებული ტაბლეტების დაღეჭვა მწარე გემოს გამო.
საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ტაბლეტის მოთავსებით ბრტყელ ზედაპირზე, გამყოფი ხაზით ზემოთ. ტაბლეტები შეიძლება გაიყოს მათ ბოლოებზე ორივე საჩვენებელი თითის დაჭერით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე საჭიროა გარკვეული პერიოდი, რამდენიმე კვირა. ესციტალოპრამი ნორმონის მიღება უნდა გაგრძელდეს მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას სჭირდება გარკვეული დრო.
დაუშვებელია მედიკამენტის დოზის ცვლილება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ესციტალოპრამი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
ესციტალოპრამი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფს ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა ან ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურის (ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის დეპარტამენტი) ტელეფონის ნომერზე დარეკვა: +34 915 620 420. ეს ქმედებები უნდა განხორციელდეს დისკომფორტის ან ინტოქსიკაციის სიმტომების არარსებობის მიუხედავად. დოზის გადაჭარბების ნიშნები შეიძლება იყო: თავბრუსხვევა, ტრემორი, აგზნება, კრუნჩხვები, კომა, გულისრევა, ღებინება, გულის რიტმის ცვლილება, არტერიული წნევის დაქვეითება და წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა. ექიმთან ან კლინიკაში მიმართვისას პაციენტმა თან უნდა იქონიოს ესციტალოპრამი ნორმონის კოლოფი.
ესციტალოპრამი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. დოზის გამოტოვებისას და თუ პაციენტს ის გაახსენდა ძილის წინ, უნდა მოხდეს ტაბლეტის მიღება. მეორე დღეს წამლის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულ დროს. თუ პაციენტს გამოტოვებული დოზა გაახსენდა ღამით ან მეორე დღეს, უნდა მოხდეს მისი გამოტოვება და შემდეგ ჩვეული სქემით მკურნალობის გაგრძელება.
ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ, ზოგადად, რეკომენდებულია ესციტალოპრამი ნორმონის დოზის შემცირება თანდათანობით, რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას, განსაკუთრებით უეცრად შეწყვეტისას, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მოხსნის სიმპტომები. ეს სიმპტომები ხშირია ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობით შეწყვეტისას. რისკი იზრდება, თუ ესციტალოპრამი ნორმონის მიღება ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან როცა დოზის შემცირება ხდება ძალიან სწრაფად. უმეტეს პაციენტებში მოხსნის სიმპტომები არის სუსტი და თავისით გადის ორი კვირის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთ პაციენტებში ის მძიმე ხასიათისაა ან შეიძლება ხანგრძლივი იყოს (2-3 თვე ან მეტი). საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ ესციტალოპრამი ნორმონის მიღებისას პაციენტს აღენიშნება მოხსნის მძიმე სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ისევ დაინიშნოს წამალი და შემდეგ დოზა შემცირდეს თანდათანობით.
მოხსნის სიმპტომები მოიცავს: თავბრუსხვევას (წონასწორობის დარღვევას), ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნებას, წვის შეგრძნებას და (ნაკლებად ხშირად) ელექტრული შოკის შეგრძნებას, მათ შორის თავში, ძილის დარღვევებს (მკაფიო სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვას, თავის ტკივილს, ცნობიერების დაბინდვას ან დეზორიენტაციას, ემოციურობას ან გაღიზიანებას, ფაღარათს, მხედველობის დარღვევებს, გულისცემის შეგრძნებას ან გულის თრთოლვას.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ესციტალოპრამის ან ესციტალოპრამი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი “დამატებითი ინფორმაცია”);
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნებიან მაო ინჰიბიტორებს, მათ შორის სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს), მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის დროს) და ლინეზოლიდს (ანტიბიოტიკს);
თუ პაციენტს აღენიშნება თანდაყოლილი ან შეძენილი გულის რიტმის დარღვევა (ჩანს ეკგ-ზე; გამოკვლევა, რომლითაც ფასდება გულის ფუნქციონირება);
თუ პაციენტი იღებს ანტიარითმიულ მედიკამენტებს ან მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რიტმზე (იხ. პარაგრაფი 2 “სხვა მედიკამენტების მიღება”).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამი ნორმონის მიღებისას
ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ნებისმიერი მდგომარეობის ან დაავადების შესახებ, რადგან შეიძლება გასათვალისწინებელი იყოს მკურნალობის დროს. განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია. ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა გულყრა ან იზრდება გულყრების სიხშირე (იხ. აგრეთვე, პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”);
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი. ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდენოს გლიკემიის კონტროლზე. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია;
თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის ან სისხლჩაქცევების განვითარების ტენდენცია;
თუ პაციენტი იტარებს ელექტროკონვულსიურ თერაპიას;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის კორონარული დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულის პრობლემები, გადატანილი აქვს მოიკარდიუმის ინფარქტი;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის რიტმის შენელება (ბრადიკარდია) და/ან მარილების ძლიერი დაქვეითება ხანგრძლივი დიარეის ან ღებინების გამო ან დიურეტიკების (შარდმდენების) გამოყენების გამო;
თუ პაციენტს აღენიშნება სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა ადგომისას. ეს შეიძლება მიუთითებდეს გულის ფუნქციის დარღვევაზე.
ძვლების მოტეხილობის გაზრდილი რისკი აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამ ტიპის მედიკამენტებით.
მნიშვნელოვანია:
მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების მქონე ზოგიერთ პაციენტში დაავადება შეიძლება შევიდეს მანიაკალურ ფაზაში, რომელიც ხასიათდება იდეების უჩვეული და სწრაფი ცვლილებით, არაშესაბამისი ამაღლებული განწყობითა და გაძლიერებული ფიზიკური აქტივობით. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
მოუსვენრობა ან წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პირველ კვირეებში. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი სიმპტომები.
სუიციდალური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ პაციენტს აქვს დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შეიძლება აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს შეიძლება გამწვავდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის პირველად დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება გარკვეული პერიოდი, ჩვეულებრივ ორი კვირა ან უფრო მეტი.
პაციენტს ეს მდგომარეობა უფრო მეტად აღენიშნება:
თუ წარსულში აღენიშნებოდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები;
თუ პაციენტი ახალგაზრდა ასაკისაა. კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, აღინიშნა სუიციდალური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიკური დარღვევების მქონე 25 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.
საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან კლინიკაში მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.
შეიძლება პაციენტისათვის სასარგებლო აღმოჩნდეს, ნათესავებს ან მეგობრებს შეატყობინოს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოს გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. მათ უნდა შეატყობინონ, თუ ფიქრობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა - დეპრესია და შფოთვითი აშლილობა - უარესდება ან აღინიშნება ქცევის ცვლილება.
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენება
ესციტალოპრამი ნორმონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. 18 წლამდე ასაკი პაციენტებს ამ ჯგუფის მედიკამენტების მიღებისას აღენიშნებათ გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკი, როგორიცაა: სუიციდალური აზრები და ქმედებები და მტრული განწყობა (უმეტესად: აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და რისხვა). მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ესციტალოპრამი ნორმონი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში და საჭიროების შემთხვევაში ეს განხილულ უნდა იქნას პაციენტთან. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება 18 წლამდე ასაკის პაციენტს, რომელიც იღებს ესციტალოპრამ ნორმონს. ასევე, არ არის შესწავლილი ამ ასაკობრივ ჯგუფში ესციტალოპრამის უსაფრთხოების ხანგრძლივი ეფექტები, კერძოდ, მისი გავლენა ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე, კოგნიტიურ და ქცევით განვითარებაზე.
სხვა მედიკამენტების მიღებისას
“მონოამინის ოქსიდაზის არასელექტიური ინჰიბიტორები (მაოი)”, რომლებიც შეიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდს, იზოკარბოქსაზიდს, ნიალამიდსა და ტრანილციპრომინს აქტიური ნივთიერების სახით. თუ პაციენტი იღებდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, ესციტალოპრამი ნორმონის მიღებამდე უნდა გავიდეს 14 დღე. ესციტალოპრამი ნორმონის მიღების შეწყვეტიდან უნდა გავიდეს 7 დღე ამ მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე;
“მაო -AA შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორები”, რომლებიც შეიცავენ მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
“მაო -AB შეუქცევადი ინჰიბიტორები”, რომლებიც შეიცავენ სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს). ამ დროს იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი;
ლინეზოლიდი - ანტიბიოტიკი;
ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის დროს) და ტრიპტოფანი;
იმიპრამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). ამ დროს იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი;
ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის დროს), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად). ამ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ესციტალოპრამი ნორმონის კონცენტრაცია სისხლში;
კრაზანა (Hypericum perforatum) - დეპრესიის საწინააღმდეგო მცენარეული საშუალება;
აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ან სისხლის გასათხევადებლად, ე.წ. ანტიკოაგულანტები);
ვარფარინი, დიპირადომილი და ფენპროკუმონი (გამოიყენება თრომბოზის რისკის შესამცირებლად, ე.წ. ანტიკოაგულანტები). ექიმმა შეიძლება შეამოწმოს სისხლის კოაგულაციის დრო ესციტალოპრამი ნორმონისთ მკურნალობის დაწყებისას და შეწყვეტისას, რათა დადგინდეს ანტიკოაგულანტის დოზა საკმარისია თუ - არა;
მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის დროს) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს) გულყრების ზღურბლის შესაძლო დაქვეითების გამო;
ნეიროლეპტიკები (გამოიყენება შიზოფრენიის, ფსიქოზების სამკურნალოდ) გულყრების ზღურბლის შესაძლო დაქვეითების გამო და ანტიდეპრესანტები;
ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გამოიყენება კარდიოვასკულარული დაავადების დროს), კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები) და რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოზური საშუალებები). შეიძლება საჭირო გახდეს ესციტალოპრამი ნორმონის დოზის კორექცია;
არ არის რეკომენდებული ესციტალოპრამი ნორმონის მიღება, თუ პაციენტი იღებს ანტიარითმიულ მედიკამენტებს ან მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რიტმზე, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ.: ჰენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული აგენტები (მაგ.: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, ანტიმალარიული საშუალება ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი). ნებისმიერი შეკითხვის არსებობისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ესციტალოპრამი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ესციტალოპრამი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე (იხ. პარაგრაფი 3 “ესციტალოპრამი ნორმონის მიღების წესი”).
როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, ესციტალოპრამი ნორმონის ალკოჰოლთან ერთად მიღება არ არის მიზანშეწონილი, თუმცა ესციტალოპრამი ნორმონის ურთიერთქმედება ალკოჰოლთან არ არის აღწერილი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის დროს საჭიროა ექიმთან მიმართვა. ესციტალოპრამი ნორმონის მიღება ფეხმძიმობის დროს დაუშვებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ამ დროს უნდა შეფასდეს შესაძლო რისკისა და სარგებლის თანაფარდობა.
თუ ესციტალოპრამი ნორმონის მიღება ხდება ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში, ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს: სუნთქვის გაძნელება, ციანოზი, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვლილება, კვების გაძნელება, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, კუნთების გაშეშება ან მოდუნება, რეფლექსების გაძლიერება, ტრემორი, ნევროზულობა, გაღიზიანება, ძილიანობა, მუდმივად ტირილი, უძილობა და დაძინების გართულება. საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ ახალშობილს აღენიშნება ასეთი სიმპტომები.
ესციტალოპრამი ნორმონის ფეხმძიმობის დროს მიღებისას მისი უეცრად შეწყვეტა არ შეიძლება.
ბებიაქალს და/ან ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ესციტალოპრამ ნორმონს. ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში ესციტალოპრამი ნორმონის მსგავსი მედიკამენტების მიღებისას ახალშობილებში იზრდება მძიმე მდგომარეობის. ე.წ. ახალშობილების ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN) განვითარების რისკი, რომლის დროსაც ბავშვებს აღენიშნებათ სუნთქვის გახშირება და ციანოზი. სიმპტომები, ჩვეულებრივ, იწყება დაბადებიდან 24 სათის განმავლობაში. საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან მეანთან მიმართვა, თუ ბავშვს აღენიშნება ასეთი სიმპტომები.
დაუშვებელია ესციტალოპრამი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს ექიმის დანიშნულების გარეშე, ამ დროს უნდა შეფასდეს შესაძლო რისკისა და სარგებლის თანაფარდობა.
ციტალოპრამის, ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტის, მიღების დროს აღინიშნა სპერმის რაოდენობის შემცირება ცხოველებზე ცდებში. თეორიულად, ამან გავლენა შეიძლება იქონიოს ნაყოფიერებაზე, თუმცა ადამიანებში ჯერჯერობით არ აღნიშნულა რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის შემთხვევები.
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა კონსულტაციისათვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დაუშვებელია მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე ესციტალოპრამი ნორმონი.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ეფექტების უმეტესობა წარმოადგენს პაციენტის დაავადების სიმპტომებს და ამიტომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, ისინი იხსნება.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ მკურნალობის განმავლობაში პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენები:
არახშირი (1.000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში და 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
უჩვეულო სისხლდენა, მათ შორის გასტრო-ინტესტინალური სისხლდენა.
იშვიათი (10.000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში და 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თუ პაციენტმა შეამჩნია კანის, ენის, ტუჩების ან სახის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ალერგიული რეაქცია), საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვა;
თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი ცხელება, აღელვება, ცნობიერების დაბინდვა, კანკალი და კუნთების უეცარი შეკუმშვა, ეს შეიძლება იყოს იშვიათი მდგომარეობის, ე.წ. სეროტონინის სინდრომის, სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.
საჭიროა ექიმთან ან უახლოესი კლინიკის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:
შარდვის გაძნელება;
გულყრა, იხ. აგრეთვე “განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამი ნორმონის მიღებისას”;
კანის ან სკლერების სიყვითლე, რაც მიუთითებს ღვიძლის ფუნქცის დაზიანებაზე/ჰეპატიტზე;
სწრაფი, არარეგულარული გულისცემა ან გულის წასვლა, რომელიც შეიძლება იყოს გულის მძიმე მდგომარეობის - torsades de pointes - სიმპტომები.
დამატებით შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში):
გულისრევა
ხშირი (100-დან არაუმცირეს 1 და 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ცხვირის გაჭედილობა ან ცხვირიდან გამონადენი (სინუსიტი);
მადის დაქვეითება ან გაზრდა;
შფოთვა, მოუსვენრობა, უჩვეულო სიზმრები, დაძინების გაძნელება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მთქნარება, ტრემორი, ქავილი;
დიარეა, შეკრულობა, ღებინება, პირის სიმშრალე;
გაძლიერებული ოფლიანობა;
კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ართრალგია და მიალგია);
სექსუალური დარღვევები (ეაკულაციის შეფერხება, ერექციის პრობლემები, დაქვეითებული ლიბიდო და ქალებში ორგაზმის მიუღწევლობა);
სისუსტე. ცხელება;
წონაში მომატება.
არახშირი (1.000-დან არაუმცირეს 1 და 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ურტიკარია, გამონყარი კანზე, ქავილი (პრურიტუსი)
კბილების კრაჭუნი, აღელვება, ნევროზულობა, პანიკის შეტევა, ცნობიერების დაბინდვა;
ძილის დარღვევა, გემოს ცვლილება, გულის წასვლა (სინკოპე);
გუგების გაფართოება (მიდრიაზი), მხედველობის დარღვევები, ყურებში ხმაური (ტინიტუსი);
თმის ცვენა;
საშოდან სისხლდენა;
წონის დაქვეითება;
სწრაფი გულისცემა;
ხელებისა და ფეხების შეშუპება;
ცხვირიდან სისხლდენა.
იშვიათი (10.000-დან არაუმცირეს 1 და 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
აგრესია, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაცია
ბრადიკარდია.
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა (სიხშირე უცნობია):
თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები, იხ. აგრეთვე “განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამი ნორმონის მიღებისას”;
ნატრიუმის დაქვეითებული დონე სისხლში (სიმპტომები მოიცავს გულისრევას და ცუდად ყოფნის შეგრძნებას კუნთების სისუსტით ან ცნობიერების დაბინდვით);
თავბრუსხვევა ადგომისას დაბალი არტერიული წნევის გამო (ორთოსტატიული ჰიპოტენზია);
ღვიძლის ფუნქციის ტესტების ცვლილება (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლში);
მოძრაობის დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობები);
მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);
კოაგულაციის დარღვევები, მათ შორის კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენა (ექკიმოზები) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (თრომბოციტოპენია);
კანის ან ლორწოვანი გარსების უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);
შარდის რაოდენობის გაზრდა (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეცია);
არამეძუძურ ქალებში სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოყოფა;
მანია;
მოტორული მოუსვენრობა (აკატიზია);
ანორექსია;
გულის რიტმის ცვლილება (QT ინტერვალის გახანგრძლივება, ჩანს ეკგ-ზე).
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ესციტალოპრამი.
ესციტალოპრამი ნორმონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ესციტალოპრამს (ოქსალატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E-171) და ტალკი.
პროდუქტის ფორმა და შეფუთვა
ესციტალოპრამი ნორმონი 10 მგ წარმოადგენს აპკით შემოგარსულ ტაბლეტებს.
ესციტალოპრამი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, გამყოფი ხაზით, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 28 ან 56 ტაბლეტი.
A
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos -Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოსი -მადრიდი (ესპანეთი)
სხვა ფარმაცევტული ფორმები
ესციტალოპრამი ნორმონი 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ესციტალოპრამი ნორმონი 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღია 2013 წლის იანვარი
მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლისა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30⁰C ტემპერატურის ქვემოთ.
დაუშვებელია ესციტალოპრამი ნორმონის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნარჩენი კოლოფი ან მედიკამენტი უნდა მოთავსდეს SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას, აფთიაქში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ესციტალოპრამი ნორმონი 10 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ესციტალოპრამი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის, დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ესციტალოპრამი ნორმონი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ესციტალოპრამი ნორმონის მიღებამდე;
ესციტალოპრამი ნორმონის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ესციტალოპრამი ნორმონის შენახვის წესი;
დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ესციტალოპრამი ნორმონი და მისი გამოყენება
ესციტალოპრამი შეიცავს ესციტალოპრამს და გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (დიდი დეპრესიული აშლილობის) და შფოთვითი აშლილობების (როგორიცაა: პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა).
ესციტალოპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების, ე.წ. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRI) ჯგუფს. ეს მედიკამენტები მოქმედებენ თავის ტვინის სეროტონინის სისტემაზე და ზრდის სეროტონინის დონეს. მიჩნეულია, რომ სეროტონინის სისტემის დარღვევები მნიშვნელოვანი ფაქტორია დეპრესიული და მსგავსი დაავადებების განვითარებაში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ესციტალოპრამი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია ესციტალოპრამი ნორმონის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ესციტალოპრამის ან ესციტალოპრამი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი “დამატებითი ინფორმაცია”);
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნებიან მაო ინჰიბიტორებს, მათ შორის სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს), მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის დროს) და ლინეზოლიდს (ანტიბიოტიკს);
თუ პაციენტს აღენიშნება თანდაყოლილი ან შეძენილი გულის რიტმის დარღვევა (ჩანს ეკგ-ზე; გამოკვლევა, რომლითაც ფასდება გულის ფუნქციონირება);
თუ პაციენტი იღებს ანტიარითმიულ მედიკამენტებს ან მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რიტმზე (იხ. პარაგრაფი 2 “სხვა მედიკამენტების მიღება”).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამი ნორმონის მიღებისას
ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ნებისმიერი მდგომარეობის ან დაავადების შესახებ, რადგან შეიძლება გასათვალისწინებელი იყოს მკურნალობის დროს. განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია. ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა გულყრა ან იზრდება გულყრების სიხშირე (იხ. აგრეთვე, პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”);
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი. ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდენოს გლიკემიის კონტროლზე. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია;
თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის ან სისხლჩაქცევების განვითარების ტენდენცია;
თუ პაციენტი იტარებს ელექტროკონვულსიურ თერაპიას;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის კორონარული დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულის პრობლემები, გადატანილი აქვს მოიკარდიუმის ინფარქტი;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის რიტმის შენელება (ბრადიკარდია) და/ან მარილების ძლიერი დაქვეითება ხანგრძლივი დიარეის ან ღებინების გამო ან დიურეტიკების (შარდმდენების) გამოყენების გამო;
თუ პაციენტს აღენიშნება სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა ადგომისას. ეს შეიძლება მიუთითებდეს გულის ფუნქციის დარღვევაზე.
ძვლების მოტეხილობის გაზრდილი რისკი აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამ ტიპის მედიკამენტებით.
მნიშვნელოვანია:
მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების მქონე ზოგიერთ პაციენტში დაავადება შეიძლება შევიდეს მანიაკალურ ფაზაში, რომელიც ხასიათდება იდეების უჩვეული და სწრაფი ცვლილებით, არაშესაბამისი ამაღლებული განწყობითა და გაძლიერებული ფიზიკური აქტივობით. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
მოუსვენრობა ან წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პირველ კვირეებში. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ასეთი სიმპტომები.
სუიციდალური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ პაციენტს აქვს დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შეიძლება აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს შეიძლება გამწვავდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის პირველად დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება გარკვეული პერიოდი, ჩვეულებრივ ორი კვირა ან უფრო მეტი.
პაციენტს ეს მდგომარეობა უფრო მეტად აღენიშნება:
თუ წარსულში აღენიშნებოდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები;
თუ პაციენტი ახალგაზრდა ასაკისაა. კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, აღინიშნა სუიციდალური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიკური დარღვევების მქონე 25 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.
საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან კლინიკაში მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.
შეიძლება პაციენტისათვის სასარგებლო აღმოჩნდეს, ნათესავებს ან მეგობრებს შეატყობინოს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოს გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. მათ უნდა შეატყობინონ, თუ ფიქრობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა - დეპრესია და შფოთვითი აშლილობა - უარესდება ან აღინიშნება ქცევის ცვლილება.
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენება
ესციტალოპრამი ნორმონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. 18 წლამდე ასაკი პაციენტებს ამ ჯგუფის მედიკამენტების მიღებისას აღენიშნებათ გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკი, როგორიცაა: სუიციდალური აზრები და ქმედებები და მტრული განწყობა (უმეტესად: აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და რისხვა). მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ესციტალოპრამი ნორმონი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში და საჭიროების შემთხვევაში ეს განხილულ უნდა იქნას პაციენტთან. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება 18 წლამდე ასაკის პაციენტს, რომელიც იღებს ესციტალოპრამ ნორმონს. ასევე, არ არის შესწავლილი ამ ასაკობრივ ჯგუფში ესციტალოპრამის უსაფრთხოების ხანგრძლივი ეფექტები, კერძოდ, მისი გავლენა ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე, კოგნიტიურ და ქცევით განვითარებაზე.
სხვა მედიკამენტების მიღებისას
“მონოამინის ოქსიდაზის არასელექტიური ინჰიბიტორები (მაოი)”, რომლებიც შეიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდს, იზოკარბოქსაზიდს, ნიალამიდსა და ტრანილციპრომინს აქტიური ნივთიერების სახით. თუ პაციენტი იღებდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, ესციტალოპრამი ნორმონის მიღებამდე უნდა გავიდეს 14 დღე. ესციტალოპრამი ნორმონის მიღების შეწყვეტიდან უნდა გავიდეს 7 დღე ამ მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე;
“მაო -AA შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორები”, რომლებიც შეიცავენ მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
“მაო -AB შეუქცევადი ინჰიბიტორები”, რომლებიც შეიცავენ სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს). ამ დროს იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი;
ლინეზოლიდი - ანტიბიოტიკი;
ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის დროს) და ტრიპტოფანი;
იმიპრამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). ამ დროს იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი;
ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის დროს), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად). ამ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ესციტალოპრამი ნორმონის კონცენტრაცია სისხლში;
კრაზანა (Hypericum perforatum) - დეპრესიის საწინააღმდეგო მცენარეული საშუალება;
აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ან სისხლის გასათხევადებლად, ე.წ. ანტიკოაგულანტები);
ვარფარინი, დიპირადომილი და ფენპროკუმონი (გამოიყენება თრომბოზის რისკის შესამცირებლად, ე.წ. ანტიკოაგულანტები). ექიმმა შეიძლება შეამოწმოს სისხლის კოაგულაციის დრო ესციტალოპრამი ნორმონისთ მკურნალობის დაწყებისას და შეწყვეტისას, რათა დადგინდეს ანტიკოაგულანტის დოზა საკმარისია თუ - არა;
მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის დროს) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს) გულყრების ზღურბლის შესაძლო დაქვეითების გამო;
ნეიროლეპტიკები (გამოიყენება შიზოფრენიის, ფსიქოზების სამკურნალოდ) გულყრების ზღურბლის შესაძლო დაქვეითების გამო და ანტიდეპრესანტები;
ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გამოიყენება კარდიოვასკულარული დაავადების დროს), კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები) და რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოზური საშუალებები). შეიძლება საჭირო გახდეს ესციტალოპრამი ნორმონის დოზის კორექცია;
არ არის რეკომენდებული ესციტალოპრამი ნორმონის მიღება, თუ პაციენტი იღებს ანტიარითმიულ მედიკამენტებს ან მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რიტმზე, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ.: ჰენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული აგენტები (მაგ.: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, ანტიმალარიული საშუალება ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი). ნებისმიერი შეკითხვის არსებობისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ესციტალოპრამი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ესციტალოპრამი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე (იხ. პარაგრაფი 3 “ესციტალოპრამი ნორმონის მიღების წესი”).
როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, ესციტალოპრამი ნორმონის ალკოჰოლთან ერთად მიღება არ არის მიზანშეწონილი, თუმცა ესციტალოპრამი ნორმონის ურთიერთქმედება ალკოჰოლთან არ არის აღწერილი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის დროს საჭიროა ექიმთან მიმართვა. ესციტალოპრამი ნორმონის მიღება ფეხმძიმობის დროს დაუშვებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ამ დროს უნდა შეფასდეს შესაძლო რისკისა და სარგებლის თანაფარდობა.
თუ ესციტალოპრამი ნორმონის მიღება ხდება ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში, ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს: სუნთქვის გაძნელება, ციანოზი, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვლილება, კვების გაძნელება, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, კუნთების გაშეშება ან მოდუნება, რეფლექსების გაძლიერება, ტრემორი, ნევროზულობა, გაღიზიანება, ძილიანობა, მუდმივად ტირილი, უძილობა და დაძინების გართულება. საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ ახალშობილს აღენიშნება ასეთი სიმპტომები.
ესციტალოპრამი ნორმონის ფეხმძიმობის დროს მიღებისას მისი უეცრად შეწყვეტა არ შეიძლება.
ბებიაქალს და/ან ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ესციტალოპრამ ნორმონს. ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში ესციტალოპრამი ნორმონის მსგავსი მედიკამენტების მიღებისას ახალშობილებში იზრდება მძიმე მდგომარეობის. ე.წ. ახალშობილების ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN) განვითარების რისკი, რომლის დროსაც ბავშვებს აღენიშნებათ სუნთქვის გახშირება და ციანოზი. სიმპტომები, ჩვეულებრივ, იწყება დაბადებიდან 24 სათის განმავლობაში. საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან მეანთან მიმართვა, თუ ბავშვს აღენიშნება ასეთი სიმპტომები.
დაუშვებელია ესციტალოპრამი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს ექიმის დანიშნულების გარეშე, ამ დროს უნდა შეფასდეს შესაძლო რისკისა და სარგებლის თანაფარდობა.
ციტალოპრამის, ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტის, მიღების დროს აღინიშნა სპერმის რაოდენობის შემცირება ცხოველებზე ცდებში. თეორიულად, ამან გავლენა შეიძლება იქონიოს ნაყოფიერებაზე, თუმცა ადამიანებში ჯერჯერობით არ აღნიშნულა რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის შემთხვევები.
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა კონსულტაციისათვის.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
დაუშვებელია მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე ესციტალოპრამი ნორმონი.
ესციტალოპრამი ნორმონის მიღების წესი
ესციტალოპრამი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მოზრდილები
დეპრესია
ესციტალოპრამი ნორმონის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ, მაქსიმუმ ,20 მგ-მდე დღეში.
პანიკური აშლილობა
ესციტალოპრამი ნორმონის საწყისი დოზაა 5 მგ ერთხელ დღეში პირველი კვირის განმავლობაში, შემდეგ დოზა იზრდება 10 მგ-მდე დღეში. დოზა შემდგომში შეიძლება გაიზარდოს, მაქსიმუმ, 20 მგ-მდე.
სოციალური შფოთვითი აშლილობა
ესციტალოპრამი ნორმონის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება შემცირდეს 5 მგ-მდე დღეში ან გაიზარდოს, მაქსიმუმ, 20 მგ-მდე ერთხელ დღეში, მედიკამენტის მიმართ პაცინეტის პასუხის მიხედვით.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
ესციტალოპრამი ნორმონის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს, მაქსიმუმ, 20 მგ-მდე დღეში.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
ესციტალოპრამი ნორმონის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს, მაქსიმუმ, 20 მგ-მდე დღეში.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელს ზემოთ ასაკის)
ესციტალოპრამი ნორმონის საწყისი რეკომენდებული დოზაა 5 მგ ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს, მაქსიმუმ, 10 მგ-მდე დღეში.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის)
ესციტალოპრამი ნორმონის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და მოზარდებისათვის, დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პარაგრაფი 2 “რა უნდა იცოდეს პაციენტმა ესციტალოპრამი ნორმონის მიღებამდე”.
ესციტალოპრამი ნორმონის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. არ არის რეკომენდებული ტაბლეტების დაღეჭვა მწარე გემოს გამო.
საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ტაბლეტის მოთავსებით ბრტყელ ზედაპირზე, გამყოფი ხაზით ზემოთ. ტაბლეტები შეიძლება გაიყოს მათ ბოლოებზე ორივე საჩვენებელი თითის დაჭერით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე საჭიროა გარკვეული პერიოდი, რამდენიმე კვირა. ესციტალოპრამი ნორმონის მიღება უნდა გაგრძელდეს მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას სჭირდება გარკვეული დრო.
დაუშვებელია მედიკამენტის დოზის ცვლილება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ესციტალოპრამი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
ესციტალოპრამი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფს ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა ან ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურის (ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის დეპარტამენტი) ტელეფონის ნომერზე დარეკვა: +34 915 620 420. ეს ქმედებები უნდა განხორციელდეს დისკომფორტის ან ინტოქსიკაციის სიმტომების არარსებობის მიუხედავად. დოზის გადაჭარბების ნიშნები შეიძლება იყო: თავბრუსხვევა, ტრემორი, აგზნება, კრუნჩხვები, კომა, გულისრევა, ღებინება, გულის რიტმის ცვლილება, არტერიული წნევის დაქვეითება და წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა. ექიმთან ან კლინიკაში მიმართვისას პაციენტმა თან უნდა იქონიოს ესციტალოპრამი ნორმონის კოლოფი.
ესციტალოპრამი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. დოზის გამოტოვებისას და თუ პაციენტს ის გაახსენდა ძილის წინ, უნდა მოხდეს ტაბლეტის მიღება. მეორე დღეს წამლის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულ დროს. თუ პაციენტს გამოტოვებული დოზა გაახსენდა ღამით ან მეორე დღეს, უნდა მოხდეს მისი გამოტოვება და შემდეგ ჩვეული სქემით მკურნალობის გაგრძელება.
ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ, ზოგადად, რეკომენდებულია ესციტალოპრამი ნორმონის დოზის შემცირება თანდათანობით, რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას, განსაკუთრებით უეცრად შეწყვეტისას, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მოხსნის სიმპტომები. ეს სიმპტომები ხშირია ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობით შეწყვეტისას. რისკი იზრდება, თუ ესციტალოპრამი ნორმონის მიღება ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან როცა დოზის შემცირება ხდება ძალიან სწრაფად. უმეტეს პაციენტებში მოხსნის სიმპტომები არის სუსტი და თავისით გადის ორი კვირის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთ პაციენტებში ის მძიმე ხასიათისაა ან შეიძლება ხანგრძლივი იყოს (2-3 თვე ან მეტი). საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ ესციტალოპრამი ნორმონის მიღებისას პაციენტს აღენიშნება მოხსნის მძიმე სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ისევ დაინიშნოს წამალი და შემდეგ დოზა შემცირდეს თანდათანობით.
მოხსნის სიმპტომები მოიცავს: თავბრუსხვევას (წონასწორობის დარღვევას), ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნებას, წვის შეგრძნებას და (ნაკლებად ხშირად) ელექტრული შოკის შეგრძნებას, მათ შორის თავში, ძილის დარღვევებს (მკაფიო სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვას, თავის ტკივილს, ცნობიერების დაბინდვას ან დეზორიენტაციას, ემოციურობას ან გაღიზიანებას, ფაღარათს, მხედველობის დარღვევებს, გულისცემის შეგრძნებას ან გულის თრთოლვას.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ეფექტების უმეტესობა წარმოადგენს პაციენტის დაავადების სიმპტომებს და ამიტომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, ისინი იხსნება.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ მკურნალობის განმავლობაში პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენები:
არახშირი (1.000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში და 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
უჩვეულო სისხლდენა, მათ შორის გასტრო-ინტესტინალური სისხლდენა.
იშვიათი (10.000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში და 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თუ პაციენტმა შეამჩნია კანის, ენის, ტუჩების ან სახის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ალერგიული რეაქცია), საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვა;
თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი ცხელება, აღელვება, ცნობიერების დაბინდვა, კანკალი და კუნთების უეცარი შეკუმშვა, ეს შეიძლება იყოს იშვიათი მდგომარეობის, ე.წ. სეროტონინის სინდრომის, სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.
საჭიროა ექიმთან ან უახლოესი კლინიკის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:
შარდვის გაძნელება;
გულყრა, იხ. აგრეთვე “განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამი ნორმონის მიღებისას”;
კანის ან სკლერების სიყვითლე, რაც მიუთითებს ღვიძლის ფუნქცის დაზიანებაზე/ჰეპატიტზე;
სწრაფი, არარეგულარული გულისცემა ან გულის წასვლა, რომელიც შეიძლება იყოს გულის მძიმე მდგომარეობის - torsades de pointes - სიმპტომები.
დამატებით შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში):
გულისრევა
ხშირი (100-დან არაუმცირეს 1 და 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ცხვირის გაჭედილობა ან ცხვირიდან გამონადენი (სინუსიტი);
მადის დაქვეითება ან გაზრდა;
შფოთვა, მოუსვენრობა, უჩვეულო სიზმრები, დაძინების გაძნელება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მთქნარება, ტრემორი, ქავილი;
დიარეა, შეკრულობა, ღებინება, პირის სიმშრალე;
გაძლიერებული ოფლიანობა;
კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ართრალგია და მიალგია);
სექსუალური დარღვევები (ეაკულაციის შეფერხება, ერექციის პრობლემები, დაქვეითებული ლიბიდო და ქალებში ორგაზმის მიუღწევლობა);
სისუსტე. ცხელება;
წონაში მომატება.
არახშირი (1.000-დან არაუმცირეს 1 და 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ურტიკარია, გამონყარი კანზე, ქავილი (პრურიტუსი)
კბილების კრაჭუნი, აღელვება, ნევროზულობა, პანიკის შეტევა, ცნობიერების დაბინდვა;
ძილის დარღვევა, გემოს ცვლილება, გულის წასვლა (სინკოპე);
გუგების გაფართოება (მიდრიაზი), მხედველობის დარღვევები, ყურებში ხმაური (ტინიტუსი);
თმის ცვენა;
საშოდან სისხლდენა;
წონის დაქვეითება;
სწრაფი გულისცემა;
ხელებისა და ფეხების შეშუპება;
ცხვირიდან სისხლდენა.
იშვიათი (10.000-დან არაუმცირეს 1 და 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
აგრესია, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაცია
ბრადიკარდია.
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა (სიხშირე უცნობია):
თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები, იხ. აგრეთვე “განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამი ნორმონის მიღებისას”;
ნატრიუმის დაქვეითებული დონე სისხლში (სიმპტომები მოიცავს გულისრევას და ცუდად ყოფნის შეგრძნებას კუნთების სისუსტით ან ცნობიერების დაბინდვით);
თავბრუსხვევა ადგომისას დაბალი არტერიული წნევის გამო (ორთოსტატიული ჰიპოტენზია);
ღვიძლის ფუნქციის ტესტების ცვლილება (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლში);
მოძრაობის დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობები);
მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);
კოაგულაციის დარღვევები, მათ შორის კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენა (ექკიმოზები) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (თრომბოციტოპენია);
კანის ან ლორწოვანი გარსების უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);
შარდის რაოდენობის გაზრდა (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეცია);
არამეძუძურ ქალებში სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოყოფა;
მანია;
მოტორული მოუსვენრობა (აკატიზია);
ანორექსია;
გულის რიტმის ცვლილება (QT ინტერვალის გახანგრძლივება, ჩანს ეკგ-ზე).
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ესციტალოპრამი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30⁰C ტემპერატურის ქვემოთ.
დაუშვებელია ესციტალოპრამი ნორმონის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნარჩენი კოლოფი ან მედიკამენტი უნდა მოთავსდეს SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას, აფთიაქში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ესციტალოპრამი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა ესციტალოპრამი.
ესციტალოპრამი ნორმონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ესციტალოპრამს (ოქსალატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E-171) და ტალკი.
პროდუქტის ფორმა და შეფუთვა
ესციტალოპრამი ნორმონი 10 მგ წარმოადგენს აპკით შემოგარსულ ტაბლეტებს.
ესციტალოპრამი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, გამყოფი ხაზით, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 28 ან 56 ტაბლეტი.
A
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos -Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოსი -მადრიდი (ესპანეთი)
სხვა ფარმაცევტული ფორმები
ესციტალოპრამი ნორმონი 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ესციტალოპრამი ნორმონი 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღია 2013 წლის იანვარი
მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლისა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.