პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ესციტამი ასინო

Escitam Acino

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

დიდი დეპრესიული ეპიზოდების, აგორაფობიით ან მის გარეშე მიმდინარე პანიკური აშლილობების, სოციალური შფოთვითი აშლილობების (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების, ობსესიურ-კომპულსური აშლილობების მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ესციტალოპრამი (escitalopram)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
მწარმოებელი
LLC „Pharma Start“, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB10
რეგისტრაციის ნომერი
რ-043165
რეგისტრირებულია
24 აპრილი 2025, მოქმედებს 24 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
LLC „Acino Ukraine“ (უკრაინა)
განმცხადებელი
სს ასინო ფარმა ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაესციტამი ასინო და სხვა წამალი ერთად

ესციტამი ასინო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიდი დეპრესიული ეპიზოდების, აგორაფობიით ან მის გარეშე მიმდინარე პანიკური აშლილობების, სოციალური შფოთვითი აშლილობების (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების, ობსესიურ-კომპულსური აშლილობების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

20 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზის მიღებისას უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ესციტალოპრამი გამოიყენება მოზრდილებში ერთხელ დღეში შიგნით მისაღებად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

დიდი დეპრესიული ეპიზოდი.

ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ ერთხელ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის გაზრდა მაქსიმალურ - 20 მგ დოზამდე.

ანტიდეპრესიული ეფექტი, ჩვეულებრივ, დგება 2-4 კვირის შემდეგ. ეფექტის შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილია მკურნალობის გაგრძელება სიმპტომების გაქრობიდან 6 თვის განმავლობაში.

აგორაფობიით ან მის გარეშე მიმდინარე პანიკური აშლილობები.

პირველი კვირის განმავლობაში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში, რის შემდეგაც სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე. შემდგომში, პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის მაქსიმალურ - 20 მგ-მდე გაზრდა.

პანიკური აშლილობების დროს მაქსიმალური ეფექტი 3 თვეში მიიღწევა. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა რამდენიმე თვეს შეადგენს და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

სოციალური შფოთვითი აშლილობები (სოციალური ფობია).

ჩვეულებრივ, ინიშნება 10 მგ დღეში ერთხელ. სიმპტომების შემსუბუქება, როგორც წესი, ხდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის 5 მგ-მდე შემცირება ან მაქსიმალურ - 20 მგ-მდე გაზრდა. ვინაიდან სოციალური შფოთვითი აშლილობა ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს, მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გაგრძელება 12 კვირის განმავლობაში.

რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით, დაავადების ინდივიდუალური გამოვლინებების გათვალისწინებით, კურსის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს; საჭიროა მკურნალობის ეფექტურობის მუდმივი შეფასება.

სოციალური შფოთვითი აშლილობა არის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინი სპეციფიკური აშლილობისთვის, რომელიც უნდა გამოირჩეოდეს ზედმეტი სიმორცხვისაგან. მედიკამენტოზური მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადება მნიშვნელოვნად აფერხებს პროფესიულ და სოციალურ საქმიანობას.

მედიკამენტოზური თერაპიისა და კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ეფექტურობის შედარება არ ჩატარებულა. მედიკამენტოზური მკურნალობა წარმოადგენს საერთო მკრუანლობის სტრატეგიის ნაწილს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობები.

ჩვეულებრივ, ინიშნება 10 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის მაქსიმუმ - 20 მგ-მდე გაზრდა.

ხანგრძლივი მკურნალობა 6 თვის განმავლობაში ინიშნება რეციდივის თავიდან ასაცილებლად, დაავადების ინდივიდუალური გამოვლინების გათვალისწინებით; რეგულარულად ფასდება მკურნალობის ეფექტურობა.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობები (ოკა).

ჩვეულებრივ, ინიშნება 10 მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის 20 მგ-მდე გაზრდა. ოკა - ქრონიკული დაავადებაა, რომლის მკურნალობაც საკმარისად ხანგრძლივი დროის, რამდენიმე თვის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში განმავლობაში უნდა გაგრძელეს, რათა მოხდეს სიმპტომების სრული კუპირება. რეკომენდებულია რეგულარულად ჩატარდეს მკურნალობის სარგებლობისა და დანიშნული დოზის შეფასება.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და მეტი ასაკის).

საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. პრეპარატ ესციტამი ასინოს ეფექტურობა სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ხანდაზმულ პაციენტებში შესწავლილი არ ყოფილა.

პედიატრიული პოპულაცია.

პრეპარატი ესციტამი ასინო არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების მკურნალობის დროს.

თირკმლის უკმარისობა.

თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში პაციენტისთვის დოზის კორექციის საჭიროება არ არსებობს. სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის მიღებისას თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება.

ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში შეადგენს 5 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დასაშვებია დოზის გაზრდა 10 მგ-მდე დღეში. ღვიძლის სერიოზული უკმარისობის შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისა და ტიტრაციის დროს.

CYP2C19 იზოფერმენტის აქტივობის დაქვეითება.

CYP2C19 იზოფერმენტის დაქვეითებული აქტივობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დასაშვებია დოზის გაზრდა 10 მგ-მდე დღეში.

შეწყვეტის სიმპტომები, რომლებიც გამოვლინდება მკურნალობის შეწყვეტისას.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის უეცარი შეწყვეტა. მოხსნის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატით ესციტამი ასინო მკურნალობის შეწყვეტისას დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათან, 1-2 კვირის განმავლობაში, მოხსნის შესაძლო სიმპტომების თავიდან ასაცილებლად (იხ. ნაწილები „განსაკუთრებული მითითებები“ და „გვერდითი ეფექტები“). თუ დოზის შემცირების შემდეგ გამოვლინდება მოხსნის სიმპტომები, შეიძლება განიხილებოდეს სამკურნალო საშუალების ხელახალი მიღება ადრე დანიშნული დოზით. შემდგომ, ექიმმა შეიძლება გააგრძელოს დოზის შემცირება, უფრო ეტაპობრივად.

ბავშვები.

ანტიდეპრესანტები არ უნდა იქნას მიღებული ბავშვებისა და მოზარდების (18 წლამდე ასაკის) სამკურნალოდ. სუიციდური ქცევა (სუიციდური მცდელობები და სუიციდური აზრები) და მტრობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი) უფრო ხშირად აღინიშნება კლინიკური კვლევების დროს ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც იღებენ ანტიდეპრესანტებს, მათთან შედარებით რომლებიც იღებენ პლაცებოს. თუ კლინიკური მიზეზების გამო, ანტიდეპრესანტების დანიშვნის გადაწყვეტილება მაინც მიღებულია, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ყურადრებით მონიტორინგი პაციენტში სუიციდური აზრების გამოვლენასთან დაკავშირებით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ; მონოამინოქსიდაზას (მაო) არასელექტიური შეუქცევადი ინჰიბიტორებით ერთდროული მკურნალობა, სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო აჟიტაციით, ტრემორით, ჰიპერთერმიით და ა.შ. (იხ. ნაწილი „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“); ესციტალოპრამის კომბინაცია მაო-A ტიპის შექცევად ინჰიბიტორებთან (მაგალითად, მოკლობემიდთან) ან შექცევად არასელექტიურ მაო-ს ინჰიბიტორ - ლინეზოლიდთან უკუნაჩვენებია სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო (იხ. ნაწილი „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“).

ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში გახანგრძლივებული QT ინტერვალი ან თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი; ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია ერთობლივად იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც როგორც ცნობილია ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. (იხ. ნაწილი „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“).

სიფრთხილის ზომები

ქვემოთ მოყვანილი გამოყენების თავისებურებები ეხება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სუმსი) მთელ თერაპიულ ჯგუფს.

პარადოქსული შფოთვა: პანიკური აშლილობების მქონე ზოგ პაციენტს, ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღენიშნოს შფოთვის გაძლიერება. ამგვარი პარადოქსული რეაქცია, ჩვეულებრივ, ქრება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში. ანქსიოგენური ეფექტის ალბათობის შესამცირებლად, რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზების გამოყენება (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზირება“).

კრუნჩხვითი შეტევები: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს პირველად განუვითარდა კრუნჩხვითი შეტევა, ან შეტევები გახშირდა (ეპილეფსიის დადგენილი დიაგნოზის მქონე პაციენტებში). თავიდან უნდა იქნას აცილებული სუმსი-ს გამოყენება არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, კონტროლირებადი ეპილეფსიის შემთხვევაში, კი, საჭიროა პაციენტზე საფუძვლიანი დაკვირვების უზრუნველყოფა.

მანიები: სუმსი სიფრთხილით მიიღება ანამნეზში მანიების/ჰიპომანიების მქონე პაციენტებში. მანიაკალური მდგომარეობის გამოვლენისთანავე სუმსი-ს მიღება უნდა შეწყდეს.

შაქრიანი დიაბეტი: შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სუმსი-ს გამოყენებამ შესაძლოა შეცვალოს გლიკემიური კონტროლი. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და/ან ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალების დოზის კორექცია.

სუიციდი, სუიციდური აზრები ან კლინიკური მდგომარეობის გაუარესება: დეპრესია დაკავშირებული სუიციდური აზრების, თვითდაზიანებისა და სუიციდის მომატებულ რისკთან. ამგვარი რისკი არსებობს მდგრადი რემისიის მიღწევის პირობებშიც კი. ვინაიდან მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება არ იქნას მიღწეული მკურნალობის პირველი კვირების ან უფრო მეტი დროის განმავლობაში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, საჭიროა პაციენტებზე საფუძვლიანი დაკვირვება. ცნობილია, რომ სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ სტადიებზე.

სხვა მდგომარეობები, რომელთა დროსაც ხდება ესციტალოპრამის გამოყენება, შეიძლება დაკავშირებული იყოს სუიციდური ქცევის რისკთან. გარდა ამისა, ასეთი მდგომარეობები შეიძლება დიდი დეპრესიული აშლილობის კომორბიდს წარმოადგენდეს. ეს გაფრთხილებები ასევე ეხება სხვა ფსიქიატრიული აშლილობის მქონე პაცოიენტების მკურნალობას. ანამნეზში სუიციდური ქცევის მქონე პაციენტებისთვის, მკურნალობის დაწყებამდეც კი, დამახასიათებელია სუიციდური აზრების ან მცდელობების მაღალი რისკი და საჭიროებენ ყურადღებით დაკვირვებას მკურნალობის პროცესში. ესციტალოპრამის გამოყენებით ჩატარებულმა მეტაანალიზმა გამოავლინა სუიციდური ქცევის მომატებული რისკი 25 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიდეპრესანტებს, განსხვავებით პლაცებოს ჯგუფისგან. საფუძვლიანი მეთვალყურეობა ძირითადად მაღალი რისკის პაციენტებზე საჭიროა მკურნალობის დასაწყისში და დოზის შეცვლის დროს.

აუცილებელია პაციენტებისა და მათი მომვლელი პირების გაფრთხილება, ყურადღება გაამახვილონ მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე, სუიციდურ ქცევასა ან აზრებზე და ქცევის უჩვეულო ცვლილებებზე, ასევე სასწრაფოდ მიმართონ ექიმს ამგვარი სიმპტომების გამოვლენისთანავე.

აკატიზია/ფსიქომოტორული აგზნება: სუმსი/სნუმსი-ს გამოყენება დაკავშირებულია აკატიზიის განვითარებასთან - მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება შფოთვის უსიამოვნო, დამღლელი შეგრძნებით და მოძრაობის მოთხოვნილებით და ხშირად თან ახლავს ერთ ადგილას ჯდომის ან დგომის უუნარობა. ამგვარი მდგომარეობა უფრო ხშირია მკურნალობის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში. დოზის გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება ზემოთ მოყვანილი სიმპტომების მქონე პაციენტებში.

ჰიპონატრიემია: ჰიპონატრიემია, სავარაუდოდ, დაკავშირებული ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევასთან, სუმსი-ს მიღების ფონზე იშვიათად ვითარდება და, ჩვეულებრივ, თერაპიის შეწყვეტისთანავე გაივლის. სუმსი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს რისკის ჯგუფის პაციენტებში (ხანდაზმული ასაკი, ღვიძლის ციროზი ან ჰიპონატრიემიის განმაპირობებელი პრეპარატების ერთდროული გამოყენება).

სისხლჩაქცევები: სუმსი-ს მიღების ფონზე შესაძლოა სისხლჩაქცევების (ექკიმოზი და პურპურა) განვითარება კანზე. სუმსი და სნუმსი-მ შესაძლოა გაზარდოს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკი (იხ. ნაწილები " გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში" და "გვერდითი ეფექტები").

სიფრთხილეა საჭირო სუმსი-ს მიღების დროს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს და სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თრომბოციტების ფუნქციაზე (მაგ.: ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, დიპირიდამოლი და ტიკლოპიდინი), ასევე სისხლდენისადმი მიდრეკილ პაციენტებში.

ECT (ელექტროკონვულსიური თერაპია (ეკთ)): მწირია მონაცემები სუმსი-სა და ეკთ-ის ერთდროული გამოყენების შესახებ, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.

შექცევადი, სელექტიური A ტიპის მაო-ს ინჰიბიტორები. არ არის რეკომენდებული ესციტალოპრამისა და A ტიპის მაო-ს ინჰიბიტორების კომბინირება სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო.

სეროტონინული სინდრომი: სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის კომბინირებისას პრეპარატებთან, რომლებიც სეროტონინერგული მოქმედებით ხასიათდება, როგორიცაა ტრიპტანი (სუმატრიპტანის ჩათვლით), ოპიოიდები (ტრამადოლის ჩათვლით) და ტრიპტოფანი.

პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ სუმსი-ს და სეროტონინერგულ პრეპარატებს, ერთეულ შემთხვევებში, შეიძლება განუვითარდეთ სეროტონინული სინდრომი. აუცილებელია ესციტალოპრამის სიფრთხილით მიღება იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად რომლებიც ავლენენ სეროტონინერგულ მოქმედებას. მის არსებობაზე მიუთითებს ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა აჟიტაცია, ტრემორი, მიოკლონუსი, ჰიპერთერმია. ამგვარი სიტუაციის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა სუმსი-სა და სეროტონინერგული პრეპარატების დაუყოვნებლივ მოხსნა და სიმპტომური მკურნალობის დანიშვნა.

კრაზანა: სუმსი-სა და კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატების ერთდროული მიღების დროს შესაძლოა გაიზარდოს გვერდითი ეფექტების სიხშირე (იხ. ნაწილი „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“).

მოხსნის სიმპტომები: ხშირია მოხსნის სიმპტომები მკურნალობის დასრულების, განსაკუთრებით უეცარი შეწყვეტის დროს. ცნობილია, რომ კვლევებში მკურნალობის შეწყვეტისას, გვერდითი ეფექტები განუვითარდათ პაციენტების დაახლოებით 25%-ს რომლებიც ღებულობდნენ ესციტალოპრამს და პაციენტების 15%-ს რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. მოხსნის სიმპტომების რისკი შესაძლოა დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზებზე, დოზის შემცირების სიჩქარეზე. თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზიები, დენის დარტყმის შეგრძნება), ძილის დარღვევა (მათ შორის უძილობა და სიზმრიანობა), აგზნებადობა ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის გაძლიერება, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა და მხედველობის დარღვევა ყველაზე ხშირ რეაქციებს წარმოადგენენ. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით გამოვლინდება, თუმცა ზოგ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს უფრო მძიმე ეფექტები. ჩვეულებრივ, ისინი მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩნდება, თუმცა აღწერილია მსგავსი სიმპტომების ძალიან იშვიათი შემთხვევები პაციენტებში, რომლებმაც შემთხვევით გამოტოვეს დოზა. მოხსნის სიმპტომები, როგორც წესი, 2 კვირის განმავლობაში გაივლის, თუმცა ზოგ პაციენტს შეიძლება უფრო გაუხანგრძლივდეს (2-3 თვე და მეტი). ამგვარად, რეკომენდებულია ესციტალოპრამით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა დოზის შემცირების გზით, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად (იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზირება“).

სექსუალური დისფუნქცია: სუმსი/სნუმსი-მ შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. “გვერდითი ეფექტები”). ზოგ შემთხვევაში აღინიშნა აღნიშნული სიმპტომების გახანგრძლივება სუმსი/სნუმსი-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ.

გულის იშემიური დაავადება: კლინიკური გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებმა ეს სამკურნალო საშუალება უნდა მიიღონ სიფრთხილით.

QT ინტერვალის გახანგრძლივება: ესციტალოპრამი იწვევს QT ინტერვალის დოზაზე დამოკიდებულ გახანგრძლივებას. პოსტრეგისტრაციულ პერიოდში დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიების შემთხვევები, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) ჩათვლით, ძირითადად მდედრობითი სქესის პაციენტებში, ჰიპოკალიემიით ან QT ინტერვალის გახანგრძლივებით ანამნეზში ან გულის სხვა დაავადებებით (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“, „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“, „გვერდითი ეფექტები“, „დოზის გადაჭარბება“ და „ფარმაკოდინამიკა“).

რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გამოხატული ბრადიკარდიით, ბოლო დროს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, ან დეკომპენსირებული გულის უკმარისობით.

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, ზრდიან ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკს, ამიტომ უნდა დაკორექტირდეს ესციტალოპრამის მიღების დაწყებამდე.

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის დაავადება კომპენსირებული მიმდინარეობით, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჩატარდეს ეკგ გამოკვლევა.

თუ ესციტალოპრამის მიღებისას გამოვლინდა გულის არითმიის ნიშნები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს ეკგ გამოკვლევა.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა: სუმსი–ს, ესციტალოპრამის ჩათვლით, შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გუგის ზომაზე და გამოიწვიონ მიდრიაზი. აღნიშნულ მიდრიაზულ ეფექტს გააჩნია თვალის კუთხის დავიწროების პოტენციალი, რაც იწვევს თვალისშიდა წნევის მომატებას და დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარებას, განსაკუთრებით წინასწარგანწყობილ პაციენტებში. ამიტომაც, ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა ან გლაუკომა ანამნეზში.

დამხმარე ნივთიერებები. ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კლინიკური მონაცემები ესციტალოპრამის გამოყენების შესახებ ორსულებში შეზღუდულია.

ცნობილია, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპორდუქციული ტოქსიკურობა.

პრეპარატი ესციტამი ასინო უკუნაჩვენებია ორსულებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ყველა ნაკლოვანი მხარეებისა და უპირატესობების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ დადასტურდა პრეპარატის დანიშვნის აშკარა აუცილებლობა.

რეკომენდებულია იმ ახალშობილთა საფუძვლიანი გამოკვლევა, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ღებულობდნენ ესციტამი ასინოს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა ორსულობის პერიოდში.

ახალშობილებს, რომელთა დედები ორსულობის გვიან სტადიებზე ღებულობდნენ სუმსი/სნუმსი-ს, შეიძლება განუვითარდეთ შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ციანოზი, აპნოე, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის მერყეობა, პრობლემები კვების დროს, ღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, ნერვული აგზნება, გაღიზიანებადობა, აპათიურობა, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს, როგორც სეროტონინერგული ეფექტების შედეგად, ასევე წარმოადგენდეს მოხსნის სინდრომის ნიშანს. შემთხვევათა უმეტესობაში გართულებები მშობიარობის შემდეგ მალევე ან მცირე დროის შემდეგ (<24 საათზე) ვითარდება.

ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ სუმსი-ს მიღებამ ორსულებში, შესაძლოა გაზარდოს მდგრადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი ახალშობილებში (5 შემთხვევამდე ყოველ 1000 ორსულზე). საერთო პოპულაციაში ვითარდება 1 - 2 შემთხვევა 1000 ორსულზე.

ლაქტაციის პერიოდი. ვინაიდან ესციტალოპრამი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

კვლევის მონაცემები მიუთითებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის გაზრდილ რისკზე (2-ჯერზე ნაკლები) ორსულობის ბოლო თვის განმავლობაში სუმსი/სნუმსი-ს ზემოქმედების შემდეგ (იხ. ნაწილები „განსაკუთრებული მითითებები“ და „გვერდითი ეფექტები“).

ფერტილობა. ზოგი სუმსი შესაძლოა გავლენას ახდენდეს სპერმის ხარისხზე. მონაცემები ზოგი სუმსი-ს გამოყენების თაობაზე მიუთითებს, რომ მათი გავლენა ადამიანის სპერმის ხარისხზე შექცევადია. ფერტილობაზე გავლენა ადამიანებში, დღემდე არ არის აღწერილი.

გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.

ზოგადად, ესციტალოპრამი არ ახდენს გავლენას ინტელექტუალურ ფუნქციებსა და ფსიქომოტორულ რეაქციებზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერმა ფსიქოაქტიურმა საშუალებამ შეიძლება დაარღვიოს საღი აზროვნების უნარი ან შესაძლებლობა. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შესაძლო გავლენის შესახებ.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად, გვერდითი ეფექტები მკურნალობის დაწყებიდან პირველი ან მეორე კვირის განმავლობაში აღინიშნება და, ჩვეულებრივ, მათი სიხშირე და ინტენსივობა თანდათან მცირდება შემდგომ მკურნალობასთან ერთად. სუმსი-ს კლასის პრეპარატებისა და ესციტალოპრამისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში ან მათი სამედიცინო გამოყენების დროს, მოყვანილია ქვემოთ ორგანოთა სისტემებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10-მდე), ზომიერი სიხშირის (≥1/1000, <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000, <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000) ან სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია.

მეტაბოლიზმისა და ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირი - მადის დაქვეითება ან გაძლიერება, სხეულის მასის მატება; ზომიერი სიხშირის - სხეულის მასის დაქვეითება; სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია, ანორექსია2.

ფსიქიკის მხრივ: ხშირი - შფოთვა, მოუსვენრობა, ანომალური სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში, ანორგაზმია ქალებში; ზომიერი სიხშირის - კბილების კრაჭუნი, აგზნებადობა, ნევროზულობა, პანიკური შეტევები, ცნობიერების დაბინდვა; იშვიათი - აგრესია, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები; სიხშირე უცნობია - მანია, სუიციდური აზრები, სუიციდური ქმედება1.

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - თავის ტკივილი; ხშირი - უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ტრემორი; ზომიერი სიხშირის - გემოს გაუკუღმართება, ძილის დარღვევა, გულის წასვლა; იშვიათი - სეროტონინული სინდრომი; სიხშირე უცნობია - დისკინეზია, მოძრაობის დარღვევა, კრუნჩხვები, ფსიქომოტორული შფოთვა/აკატიზია2.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ზომიერი სიხშირის - გუგის გაფართოება, მხედველობის დაბინდვა.

სმენის ორგანოების მხრივ: ზომიერი სიხშირის - ხმაური ყურებში.

გულის მხრივ: ზომიერი სიხშირის - ტაქიკარდია; იშვიათი - ბრადიკარდია; სიხშირე უცნობია - QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე, პარკუჭოვანი არითმია, torsade de pointes ჩათვლით.

სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ორთოსტატიული ჰიპოტენზია.

რესპირატორული დარღვევეები: ხშირი - სინუსიტები, მთქნარება; ზომიერი სიხშირის - სისხლდენა ცხვირიდან.

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი – გულისრევა; ხშირი – დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე; ზომიერი სიხშირის - სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მათ შორის რექტალური).

ღვიძლისა და ნაღველ-გამომყოფი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილება.

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირი - გაძლიერებული ოფლიანობა; ზომიერი სიხშირის - გამონაყარი, სიმელოტე, ჭინჭრის ციება, ქავილი; სიხშირე უცნობია - სისხლჩაქცევები, შეშუპებები.

ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები: ხშირი - ართრალგია, მიალგია.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - შარდის შეკავება.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ხშირი - მამაკაცებში: ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია; ზომიერი სიხშირის - ქალებში: მეტრორაგია, მენორაგია; სიხშირე უცნობია - გალაქტორეა, მშობიარობის შემდგომი სისხლდენა3, მამაკაცებში - პრიაპიზმი.

ზოგადი დარღვევები: ხშირი - დაღლილობა, პირექსია; ზომიერი სიხშირის - შეშუპება.

1 სუიციდური აზრებისა და ქმედების შესახებ მონაცემები აღინიშნა ესციტალოპრამით მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულებიდან მოკლე პერიოდში.

2 ასეთი შემთხვევები აღწერილია სუმსი-ს კლასის ყველა წარმომადგენლისთვის.

3 ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა სუმსი/სნუმსი-ს პრეპარატებზე (იხ. ნაწილები „განსაკუთრებული მითითებები“ და „გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში“).

QT-ინტერვალის გახანგრძლივება. პოსტრეგისტრაციულ პერიოდში დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიების შემთხვევები, მათ შორის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა (torsade de pointes), უპირატესად ქალებში, პაციენტებში ჰიპოკალიემიით და პაციენტებში რომლებსაც ადრე ჰქონდათ გახანგრძლივებული QT ინტერვალი, ან გულის სხვა დაავადება (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“, „განსაკუთრებული მითითებები“, „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“, „დოზის გადაჭარბება“ და „ფარმაკოდინამიკა“).

კლასის ეფექტი. არსებობს მონაცემები, რომ ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა, 50 წლიდან პაციენტებში, გამოავლინა ძვლების მოტეხილობების მომატებული რისკი სუმსი-ს, ესციტალოპრამის ჩათვლით და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიღების დროს. ამგვარი ეფექტის აღმოცენების მექანიზმი უცნობია.

მოხსნის სიმპტომები. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სუმსი) მიღების შეწყვეტა (განსაკუთრებით უეცარი) ჩვეულებრივ იწვევს მოხსნის სიმპტომების განვითარებას. თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზია და დენის დარტყმის შეგრძნება), ძილის დარღვევა (მათ შორის უძილობა და სიზმრიანობა), აგზნებადობა ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა, გაძლიერებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის გაძლიერება, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა და მხედველობის დარღვევა ყველაზე ხშირ რეაქციებს წარმოადგენენ. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით გამოვლინდება და წარმავალია, თუმცა ზოგ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს მძიმე და/ან ხანგრძლივი ეფექტები. ამგვარად, რეკომენდებულია ესციტალოპრამით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა, დოზის შემცირების გზით (იხ. ნაწილები „მიღების წესი და დოზირება“, „განსაკუთრებული მითითებები“).

ჭარბი დოზა

ტოქსიკურობა: მონაცემები ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბების შესახებ მწირია. შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული დოზის გადაჭარბებით. სიმპტომები, ძირითადად, მსუბუქი იყო ან აღინიშნა უსიმპტომო ჰიპერდოზირება. აღნიშნულ იქნა ესციტალოპრამით გამოწვეული ჰიპერდოზირების ლეტალური გამოსავლის გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა უმეტესობა განპირობებული იყო სხვა მედიკამენტების ერთდროული ჰიპერდოზირებით. ესციტალოპრამის მიღება 400-800 მგ დოზების ფარგლებში არ იწვევდა მძიმე სიმპტომების განვითარებას.

სიმპტომები: ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბება, ძირითადად გამოვლინდება, ცენტრალური ნერვული სისტემის (თავბრუსხვევიდან, ტრემორიდან და აჟიტაციიიდან დაწყებული, სეროტონინული სინდრომის, კრუნჩხვებისა და კომის იშვიათი შემთხვევებით დამთავრებული), კუჭ-ნაწლავის სისტემის (გულისრევა/ღებინება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივი სიმპტომებით (არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია) და ელექტროლიტურ/სითხოვანი ბალანსის დარღვევით (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია).

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა სასუნთქი სისტემის გამართული ფუნქციონირების შენარჩუნება, ადეკვატური ოქსიგენაციის უზრუნველყოფა. შესაძლოა კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის გამოყენება. რეკომენდებულია გულისა და სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფუნქციების მონიტორინგი, სიმპტომურ შემანარჩუნებელ მკურნალობასთან ერთად.

რეკომენდებულია ეკგ-ს კონტროლი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით/ბრადიარითმიებით, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ საშუალებებს, ან მეტაბოლიზმის ცვლილებების, მაგალითად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ესციტალოპრამის ოქსალატი (12,775 მგ ან 25,55 მგ) 10მგ ან 20მგ ესციტალოპრამზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი;

გარსი ოპადრაი II თეთრი: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი), ტალკი.

აღწერილობა

ტაბლეტები 10 მგ: აპკიანი გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი, მრგვალი ფორმის, თეთრი ტაბლეტები, გამყოფი ხაზით.

ტაბლეტები 20 მგ: აპკიანი გარსით დაფარული ორმხრივამოზნექილი, მრგვალი ფორმის, თეთრი ტაბლეტები, გამყოფი ხაზით.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიდეპრესანტები. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუმსი).

ათქ კოდი: N06AB10.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ესციტალოპრამი - არის სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი (სუმსი), რაც ხასიათდება მთავარ შემაკავშირებელ საიტთან მაღალი აფინურობით. ის ასევე უკავშირდება სეროტონინის გადამტანი-ცილის ალოსტერულ ელემენტს, ხოლო ამ საიტის მიმართ აფინურობა 1000-ჯერ ნაკლებია.

ესციტალოპრამს საერთოდ არ აქვს, ან აქვს ძალიან სუსტი უნარი დაუკავშირდეს მთელ რიგ რეცეპტორებს, მათ შორის სეროტონინულ 5 HT1A-, 5 HT2-რეცეპტორებს, დოფამინურ D1- და D2-რეცეპტორებს, α1, α2, β ადრენერგულ რეცეპტორებს, ჰისტამინურ H1-, M-ქოლინორეცეპტორებს, ბენზოდიაზეპინურ და ოპიატურ რეცეპტორებს.

5-HT უკუმიტაცების ინჰიბირება არის მოქმედების ერთადერთი შესაძლო მექანიზმი, რომელიც ხსნის ესციტალოპრამის ფარმაკოლოგიურ და კლინიკურ ეფექტებს.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ეკგ-ს მაჩვენებლების ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით QTc-ის ცვლილება (კორექცია ფრიდერიკის ფორმულის მიხედვით) საწყის მონაცემებთან შედარებით შეადგინა 4.3 ms (90% ნდობის ინტერვალი (ნი): 2.2; 6.4) პრეპარატის გამოყენებისას 10 მგ/დღეში და 10.7 ms (90% ნი: 8,6; 12,8) დოზის გამოყენებისას, რომელიც აღემატება თერაპიულ დოზას - 30მგ/დღეში, (იხ. პუნქტები "უკუჩვენებები", "განსაკუთრებული მითითებები", "მედიკამენტოზური ურთიერთქმედება", "გვერდითი რეაქციები", "პერედოზირება").

კლინიკური ეფექტურობა

დიდი დეპრესიული ეპიზოდები

ესციტალოპრამის ეფექტურობა მწვავე პერიოდში ძირითადი დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობაში ნაჩვენები იყო ოთხიდან სამ ორმაგად ბრმა პლაცებოზე კონტროლირებად, მოკლევადიანი (8-კვირიანი) კვლევებში. გრძელვადიანი კვლევების დროს 274 პაციენტში რეციდივის თავიდან ასაცილებლად, რომლებმაც დაასრულეს საწყისი 8-კვირიანი ღია ფაზა და იღებდნენ ესციტალოპრამს 10 ან 20 მგ დღეში, რანდომიზებული იყო ესციტალოპრამის მიღებაზე იმავე დოზით ან პლაცებოზე მაქსიმუმ 36 კვირის განმავლობაში. ამ კვლევის განმავლობაში, პაციენტებს, რომლებიც აგრძელებდნენ ესციტალოპრამის მიღებას, არ აღენიშნებოდათ რეციდივი უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მომდევნო 36 კვირის განმავლობაში, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამი ეფექტური იყო როგორც სამ მოკლევადიან (12 კვირიან) კვლევაში, ასევე რეციდივის პრევენციის 6 თვიან კვლევაში. ესციტალოპრამი 5, 10 და 20 მგ ეფექტური იყო დოზის ტიტრაციის 24-კვირიან კვლევაში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამის 10 და 20 მგ დოზამ დღეში აჩვენა მისი ეფექტურობა 4-დან 4 პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში.

მსგავსი დიზაინის მქონე სამი კვლევის გაერთიანებული მონაცემების მიხედვით, რომლებშიც მონაწილეობდა 421 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ესციტალოპრამს და 419 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, აღმოჩნდა, რომ პაციენტების 47.5% და 28.9% -მა უპასუხა მკურნალობას, შესაბამისად, ხოლო რემისია დაფიქსირდა პაციენტების 37.1% და 20.8%-ში, შესაბამისად. სტაბილური თერაპიული ეფექტი დაფიქსირდა მკურნალობის 1 კვირის შემდეგ.

ესციტალოპრამის შემანარჩუნებელი ეფექტი 20 მგ/დღეში დოზით გამოვლინდა 24-76 კვირიან რანდომიზებულ, მკურნალობის შემანარჩუნებელი ეფექტის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 373 პაციენტმა, რომლებსაც აღენიშნებოდათ პასუხი პრეპარატის მიმართ საწყისი 12-კვირიანი ღია რეჟიმის მკურნალობის განმავლობაში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კლინიკურ კვლევაში, ესციტალოპრამმა 20 მგ დოზით დღეში აჩვენა განსხვავება პლაცებოსგან Y-BOCS სკალის ქულების საერთო რაოდენობის მხრივ (იელის და ბრაუნის უნივერსიტეტების ობსესიურ კომპულსიური ააშლილობის შეფასების სკალა - Yale-Brown Obsessive Compulsive Scale) მკურნალობის 12 კვირის შემდეგ. 24 კვირის შემდეგ აღნიშნული იქნა ესციტალოპრამის გამოყენების სარგებელი როგორც 10 მგ/დღეში დოზაზე, ასევე 20 მგ/დღეში დოზაზე, პლაცებოსთან შედარებით.

რეციდივის პრევენციისათვის ეფექტურობა ნაჩვენებია იქნაესციტალოპრამის 10 და 20 მგ დღეში დოზებით მიღებისას პაციენტებში, რომლებშიც ესციტალოპრამით მკურნალობამ 16-კვირიანი ღია კვლევის დროს აჩვენა წარმატებული შედეგები, და რომლებიც მონაწილეობდნენ 24-კვირიან რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებულ კვლევაში.

ფარმაკოკინეტიკა.

აბსორბცია თითქმის სრულია და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 4 საათის შემდეგ. როგორც რაცემული ციტალოპრამის შემთხვევაში, ესციტალოპრამის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მოსალოდნელია დაახლოებით დაახლოებით 80% დონეზე.

განაწილება

განაწილების ხილული მოცულობა (Vd, β/F), პერორალური მიღების შემდეგ, შეადგენს 12-დან 26 ლ/კგ-მდე. ესციტალოპრამის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80%-ს. ესციტალოპრამისა და მისი ძირითადი მეტაბილოტების შეკავშირება სისხლის ცილებთან ნაკლებია 80%-ზე.

ბიოტრანსფორმაცია

ღვიძლში წარმოიქმნება მეტაბოლიტები, რომლებიც განიცდიან დემეთილირებას და დიდემეთილირებას და ფარმაკოლოგიურად აქტიურია. ალტერნატივის სახით, შესაძლებელია აზოტის დაჟანგვა ნ-ოქსიდური მეტაბოლიტის წარმოქმნით.

მეტაბოლიტებიცა და საწყისი ნივთიერებაც ნაწილობრივ გამოიყოფა გლუკურონიდების სახით. მრავალჯერადი მიღების შემდეგ, დემეთილ- და დიდემეთილმეტაბოლიტების საშუალო კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, 28-31% შეადგენს და ესციტალოპრამის კონცენტრაციის 5%-ზე ნაკლებია. ესციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია დემეთილირებულ მეტაბოლიტამდე ხდება, ძირითადად, ციტოქრომ CYP2C19 საშუალებით. შესაძლოა პროცესში უმნიშვნელოდ მონაწილეობდნენ იზოფერმენტები CYP3A4 და CYP2D6.

ელიმინაცია

ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 30 საათს. კლირენსი (Cloral), პერორალური მიღების შემდეგ, დაახლოებით 0,6 ლ/წთ-ია. ძირითადი მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია. ესციტალოპრამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა ღვიძლით (მეტაბოლური გზა) და თირკმელებით. დოზის დიდი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად.

სწორხაზოვნება

ესციტალოპრამი ხასიათდება ხაზოვანი კინეტიკით. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1 კვირაში. საშუალო წონასწორული კონცენტრაცია 50 ნმოლ/ლ (20-125 ნმოლ/ლ) მიიღწევა 10 მგ სადღეღამისო დოზით პრეპარატის მიღების შემთხვევაში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65 წლიდან) ესციტალოპრამი ახალგაზრდებზე ნელა გამოიყოფა. სისტემური ექსპოზიცია (AUC) ასაკოვან პაციენტებში 50%-ით აღემატება ახალგაზრდა ჯანმრთელი მოხალისეების ანალოგიურ მაჩვენებელს (იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზირება“).

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის შემთხვევაში (A და B კლასი ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით), ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-ჯერ ხანგრძლივი იყო, ექსპოზიცია, კი - 60%-ით მეტი, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით (იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზირება“).

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში (Clcr 10-53 მლ/წთ), რაცემული ციტალოპრამის მიღების დროს, აღინიშნა ნახევარგამოყოფის პერიოდისა და ექსპოზიციის გახანგრძლივება. მეტაბოლიტების კონცენტრაცია პლაზმაში გამოკვლეული არ არის, თუმცა შეიძლება მომატებული იყოს (იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზირება“).

პოლიმორფიზმი

ფერმენტ CYP2C19 მეტაბოლური ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტების პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაცია 2-ჯერ აღემატებოდა CYP2C19 ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისას. ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ცვლილება ფერმენტ CYP2D6 ფუნქციის დაქვეითებისას არ აღინიშნა (იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზირება“).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ესციტამი ასინო

(ESCITAM ACINO)

სავაჭრო დასახელება: ესციტამი ასინო

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Escitalopram

სამკურნალწამლო ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა:

გამოყენების ჩვენებები

დიდი დეპრესიული ეპიზოდების, აგორაფობიით ან მის გარეშე მიმდინარე პანიკური აშლილობების, სოციალური შფოთვითი აშლილობების (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების, ობსესიურ-კომპულსური აშლილობების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

20 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზის მიღებისას უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ესციტალოპრამი გამოიყენება მოზრდილებში ერთხელ დღეში შიგნით მისაღებად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

დიდი დეპრესიული ეპიზოდი.

ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ ერთხელ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის გაზრდა მაქსიმალურ - 20 მგ დოზამდე.

ანტიდეპრესიული ეფექტი, ჩვეულებრივ, დგება 2-4 კვირის შემდეგ. ეფექტის შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილია მკურნალობის გაგრძელება სიმპტომების გაქრობიდან 6 თვის განმავლობაში.

აგორაფობიით ან მის გარეშე მიმდინარე პანიკური აშლილობები.

პირველი კვირის განმავლობაში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში, რის შემდეგაც სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე. შემდგომში, პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის მაქსიმალურ - 20 მგ-მდე გაზრდა.

პანიკური აშლილობების დროს მაქსიმალური ეფექტი 3 თვეში მიიღწევა. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა რამდენიმე თვეს შეადგენს და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

სოციალური შფოთვითი აშლილობები (სოციალური ფობია).

ჩვეულებრივ, ინიშნება 10 მგ დღეში ერთხელ. სიმპტომების შემსუბუქება, როგორც წესი, ხდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის 5 მგ-მდე შემცირება ან მაქსიმალურ - 20 მგ-მდე გაზრდა. ვინაიდან სოციალური შფოთვითი აშლილობა ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს, მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გაგრძელება 12 კვირის განმავლობაში.

რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით, დაავადების ინდივიდუალური გამოვლინებების გათვალისწინებით, კურსის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს; საჭიროა მკურნალობის ეფექტურობის მუდმივი შეფასება.

სოციალური შფოთვითი აშლილობა არის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინი სპეციფიკური აშლილობისთვის, რომელიც უნდა გამოირჩეოდეს ზედმეტი სიმორცხვისაგან. მედიკამენტოზური მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადება მნიშვნელოვნად აფერხებს პროფესიულ და სოციალურ საქმიანობას.

მედიკამენტოზური თერაპიისა და კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ეფექტურობის შედარება არ ჩატარებულა. მედიკამენტოზური მკურნალობა წარმოადგენს საერთო მკრუანლობის სტრატეგიის ნაწილს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობები.

ჩვეულებრივ, ინიშნება 10 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის მაქსიმუმ - 20 მგ-მდე გაზრდა.

ხანგრძლივი მკურნალობა 6 თვის განმავლობაში ინიშნება რეციდივის თავიდან ასაცილებლად, დაავადების ინდივიდუალური გამოვლინების გათვალისწინებით; რეგულარულად ფასდება მკურნალობის ეფექტურობა.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობები (ოკა).

ჩვეულებრივ, ინიშნება 10 მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად, დასაშვებია სადღეღამისო დოზის 20 მგ-მდე გაზრდა. ოკა - ქრონიკული დაავადებაა, რომლის მკურნალობაც საკმარისად ხანგრძლივი დროის, რამდენიმე თვის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში განმავლობაში უნდა გაგრძელეს, რათა მოხდეს სიმპტომების სრული კუპირება. რეკომენდებულია რეგულარულად ჩატარდეს მკურნალობის სარგებლობისა და დანიშნული დოზის შეფასება.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და მეტი ასაკის).

საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. პრეპარატ ესციტამი ასინოს ეფექტურობა სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ხანდაზმულ პაციენტებში შესწავლილი არ ყოფილა.

პედიატრიული პოპულაცია.

პრეპარატი ესციტამი ასინო არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების მკურნალობის დროს.

თირკმლის უკმარისობა.

თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში პაციენტისთვის დოზის კორექციის საჭიროება არ არსებობს. სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის მიღებისას თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება.

ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში შეადგენს 5 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დასაშვებია დოზის გაზრდა 10 მგ-მდე დღეში. ღვიძლის სერიოზული უკმარისობის შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისა და ტიტრაციის დროს.

CYP2C19 იზოფერმენტის აქტივობის დაქვეითება.

CYP2C19 იზოფერმენტის დაქვეითებული აქტივობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, დასაშვებია დოზის გაზრდა 10 მგ-მდე დღეში.

შეწყვეტის სიმპტომები, რომლებიც გამოვლინდება მკურნალობის შეწყვეტისას.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის უეცარი შეწყვეტა. მოხსნის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატით ესციტამი ასინო მკურნალობის შეწყვეტისას დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათან, 1-2 კვირის განმავლობაში, მოხსნის შესაძლო სიმპტომების თავიდან ასაცილებლად (იხ. ნაწილები „განსაკუთრებული მითითებები“ და „გვერდითი ეფექტები“). თუ დოზის შემცირების შემდეგ გამოვლინდება მოხსნის სიმპტომები, შეიძლება განიხილებოდეს სამკურნალო საშუალების ხელახალი მიღება ადრე დანიშნული დოზით. შემდგომ, ექიმმა შეიძლება გააგრძელოს დოზის შემცირება, უფრო ეტაპობრივად.

ბავშვები.

ანტიდეპრესანტები არ უნდა იქნას მიღებული ბავშვებისა და მოზარდების (18 წლამდე ასაკის) სამკურნალოდ. სუიციდური ქცევა (სუიციდური მცდელობები და სუიციდური აზრები) და მტრობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი) უფრო ხშირად აღინიშნება კლინიკური კვლევების დროს ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც იღებენ ანტიდეპრესანტებს, მათთან შედარებით რომლებიც იღებენ პლაცებოს. თუ კლინიკური მიზეზების გამო, ანტიდეპრესანტების დანიშვნის გადაწყვეტილება მაინც მიღებულია, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ყურადრებით მონიტორინგი პაციენტში სუიციდური აზრების გამოვლენასთან დაკავშირებით.

გვერდითი ეფექტები

ყველაზე ხშირად, გვერდითი ეფექტები მკურნალობის დაწყებიდან პირველი ან მეორე კვირის განმავლობაში აღინიშნება და, ჩვეულებრივ, მათი სიხშირე და ინტენსივობა თანდათან მცირდება შემდგომ მკურნალობასთან ერთად. სუმსი-ს კლასის პრეპარატებისა და ესციტალოპრამისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში ან მათი სამედიცინო გამოყენების დროს, მოყვანილია ქვემოთ ორგანოთა სისტემებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10-მდე), ზომიერი სიხშირის (≥1/1000, <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000, <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000) ან სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია.

მეტაბოლიზმისა და ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირი - მადის დაქვეითება ან გაძლიერება, სხეულის მასის მატება; ზომიერი სიხშირის - სხეულის მასის დაქვეითება; სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია, ანორექსია2.

ფსიქიკის მხრივ: ხშირი - შფოთვა, მოუსვენრობა, ანომალური სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში, ანორგაზმია ქალებში; ზომიერი სიხშირის - კბილების კრაჭუნი, აგზნებადობა, ნევროზულობა, პანიკური შეტევები, ცნობიერების დაბინდვა; იშვიათი - აგრესია, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები; სიხშირე უცნობია - მანია, სუიციდური აზრები, სუიციდური ქმედება1.

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - თავის ტკივილი; ხშირი - უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ტრემორი; ზომიერი სიხშირის - გემოს გაუკუღმართება, ძილის დარღვევა, გულის წასვლა; იშვიათი - სეროტონინული სინდრომი; სიხშირე უცნობია - დისკინეზია, მოძრაობის დარღვევა, კრუნჩხვები, ფსიქომოტორული შფოთვა/აკატიზია2.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ზომიერი სიხშირის - გუგის გაფართოება, მხედველობის დაბინდვა.

სმენის ორგანოების მხრივ: ზომიერი სიხშირის - ხმაური ყურებში.

გულის მხრივ: ზომიერი სიხშირის - ტაქიკარდია; იშვიათი - ბრადიკარდია; სიხშირე უცნობია - QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე, პარკუჭოვანი არითმია, torsade de pointes ჩათვლით.

სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ორთოსტატიული ჰიპოტენზია.

რესპირატორული დარღვევეები: ხშირი - სინუსიტები, მთქნარება; ზომიერი სიხშირის - სისხლდენა ცხვირიდან.

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი – გულისრევა; ხშირი – დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე; ზომიერი სიხშირის - სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მათ შორის რექტალური).

ღვიძლისა და ნაღველ-გამომყოფი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილება.

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირი - გაძლიერებული ოფლიანობა; ზომიერი სიხშირის - გამონაყარი, სიმელოტე, ჭინჭრის ციება, ქავილი; სიხშირე უცნობია - სისხლჩაქცევები, შეშუპებები.

ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები: ხშირი - ართრალგია, მიალგია.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - შარდის შეკავება.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ხშირი - მამაკაცებში: ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია; ზომიერი სიხშირის - ქალებში: მეტრორაგია, მენორაგია; სიხშირე უცნობია - გალაქტორეა, მშობიარობის შემდგომი სისხლდენა3, მამაკაცებში - პრიაპიზმი.

ზოგადი დარღვევები: ხშირი - დაღლილობა, პირექსია; ზომიერი სიხშირის - შეშუპება.

1 სუიციდური აზრებისა და ქმედების შესახებ მონაცემები აღინიშნა ესციტალოპრამით მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულებიდან მოკლე პერიოდში.

2 ასეთი შემთხვევები აღწერილია სუმსი-ს კლასის ყველა წარმომადგენლისთვის.

3 ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა სუმსი/სნუმსი-ს პრეპარატებზე (იხ. ნაწილები „განსაკუთრებული მითითებები“ და „გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში“).

QT-ინტერვალის გახანგრძლივება. პოსტრეგისტრაციულ პერიოდში დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიების შემთხვევები, მათ შორის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა (torsade de pointes), უპირატესად ქალებში, პაციენტებში ჰიპოკალიემიით და პაციენტებში რომლებსაც ადრე ჰქონდათ გახანგრძლივებული QT ინტერვალი, ან გულის სხვა დაავადება (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“, „განსაკუთრებული მითითებები“, „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“, „დოზის გადაჭარბება“ და „ფარმაკოდინამიკა“).

კლასის ეფექტი. არსებობს მონაცემები, რომ ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა, 50 წლიდან პაციენტებში, გამოავლინა ძვლების მოტეხილობების მომატებული რისკი სუმსი-ს, ესციტალოპრამის ჩათვლით და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიღების დროს. ამგვარი ეფექტის აღმოცენების მექანიზმი უცნობია.

მოხსნის სიმპტომები. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სუმსი) მიღების შეწყვეტა (განსაკუთრებით უეცარი) ჩვეულებრივ იწვევს მოხსნის სიმპტომების განვითარებას. თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზია და დენის დარტყმის შეგრძნება), ძილის დარღვევა (მათ შორის უძილობა და სიზმრიანობა), აგზნებადობა ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა, გაძლიერებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის გაძლიერება, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა და მხედველობის დარღვევა ყველაზე ხშირ რეაქციებს წარმოადგენენ. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით გამოვლინდება და წარმავალია, თუმცა ზოგ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს მძიმე და/ან ხანგრძლივი ეფექტები. ამგვარად, რეკომენდებულია ესციტალოპრამით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა, დოზის შემცირების გზით (იხ. ნაწილები „მიღების წესი და დოზირება“, „განსაკუთრებული მითითებები“).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ; მონოამინოქსიდაზას (მაო) არასელექტიური შეუქცევადი ინჰიბიტორებით ერთდროული მკურნალობა, სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო აჟიტაციით, ტრემორით, ჰიპერთერმიით და ა.შ. (იხ. ნაწილი „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“); ესციტალოპრამის კომბინაცია მაო-A ტიპის შექცევად ინჰიბიტორებთან (მაგალითად, მოკლობემიდთან) ან შექცევად არასელექტიურ მაო-ს ინჰიბიტორ - ლინეზოლიდთან უკუნაჩვენებია სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო (იხ. ნაწილი „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“).

ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში გახანგრძლივებული QT ინტერვალი ან თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი; ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია ერთობლივად იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც როგორც ცნობილია ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. (იხ. ნაწილი „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“).

დოზის გადაჭარბება

ტოქსიკურობა: მონაცემები ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბების შესახებ მწირია. შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული დოზის გადაჭარბებით. სიმპტომები, ძირითადად, მსუბუქი იყო ან აღინიშნა უსიმპტომო ჰიპერდოზირება. აღნიშნულ იქნა ესციტალოპრამით გამოწვეული ჰიპერდოზირების ლეტალური გამოსავლის გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა უმეტესობა განპირობებული იყო სხვა მედიკამენტების ერთდროული ჰიპერდოზირებით. ესციტალოპრამის მიღება 400-800 მგ დოზების ფარგლებში არ იწვევდა მძიმე სიმპტომების განვითარებას.

სიმპტომები: ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბება, ძირითადად გამოვლინდება, ცენტრალური ნერვული სისტემის (თავბრუსხვევიდან, ტრემორიდან და აჟიტაციიიდან დაწყებული, სეროტონინული სინდრომის, კრუნჩხვებისა და კომის იშვიათი შემთხვევებით დამთავრებული), კუჭ-ნაწლავის სისტემის (გულისრევა/ღებინება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივი სიმპტომებით (არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია) და ელექტროლიტურ/სითხოვანი ბალანსის დარღვევით (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია).

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა სასუნთქი სისტემის გამართული ფუნქციონირების შენარჩუნება, ადეკვატური ოქსიგენაციის უზრუნველყოფა. შესაძლოა კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის გამოყენება. რეკომენდებულია გულისა და სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფუნქციების მონიტორინგი, სიმპტომურ შემანარჩუნებელ მკურნალობასთან ერთად.

რეკომენდებულია ეკგ-ს კონტროლი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით/ბრადიარითმიებით, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ საშუალებებს, ან მეტაბოლიზმის ცვლილებების, მაგალითად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

განსაკუთრებული მითითებები

ქვემოთ მოყვანილი გამოყენების თავისებურებები ეხება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სუმსი) მთელ თერაპიულ ჯგუფს.

პარადოქსული შფოთვა: პანიკური აშლილობების მქონე ზოგ პაციენტს, ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღენიშნოს შფოთვის გაძლიერება. ამგვარი პარადოქსული რეაქცია, ჩვეულებრივ, ქრება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში. ანქსიოგენური ეფექტის ალბათობის შესამცირებლად, რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზების გამოყენება (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზირება“).

კრუნჩხვითი შეტევები: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს პირველად განუვითარდა კრუნჩხვითი შეტევა, ან შეტევები გახშირდა (ეპილეფსიის დადგენილი დიაგნოზის მქონე პაციენტებში). თავიდან უნდა იქნას აცილებული სუმსი-ს გამოყენება არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, კონტროლირებადი ეპილეფსიის შემთხვევაში, კი, საჭიროა პაციენტზე საფუძვლიანი დაკვირვების უზრუნველყოფა.

მანიები: სუმსი სიფრთხილით მიიღება ანამნეზში მანიების/ჰიპომანიების მქონე პაციენტებში. მანიაკალური მდგომარეობის გამოვლენისთანავე სუმსი-ს მიღება უნდა შეწყდეს.

შაქრიანი დიაბეტი: შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სუმსი-ს გამოყენებამ შესაძლოა შეცვალოს გლიკემიური კონტროლი. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და/ან ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალების დოზის კორექცია.

სუიციდი, სუიციდური აზრები ან კლინიკური მდგომარეობის გაუარესება: დეპრესია დაკავშირებული სუიციდური აზრების, თვითდაზიანებისა და სუიციდის მომატებულ რისკთან. ამგვარი რისკი არსებობს მდგრადი რემისიის მიღწევის პირობებშიც კი. ვინაიდან მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება არ იქნას მიღწეული მკურნალობის პირველი კვირების ან უფრო მეტი დროის განმავლობაში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, საჭიროა პაციენტებზე საფუძვლიანი დაკვირვება. ცნობილია, რომ სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ სტადიებზე.

სხვა მდგომარეობები, რომელთა დროსაც ხდება ესციტალოპრამის გამოყენება, შეიძლება დაკავშირებული იყოს სუიციდური ქცევის რისკთან. გარდა ამისა, ასეთი მდგომარეობები შეიძლება დიდი დეპრესიული აშლილობის კომორბიდს წარმოადგენდეს. ეს გაფრთხილებები ასევე ეხება სხვა ფსიქიატრიული აშლილობის მქონე პაცოიენტების მკურნალობას. ანამნეზში სუიციდური ქცევის მქონე პაციენტებისთვის, მკურნალობის დაწყებამდეც კი, დამახასიათებელია სუიციდური აზრების ან მცდელობების მაღალი რისკი და საჭიროებენ ყურადღებით დაკვირვებას მკურნალობის პროცესში. ესციტალოპრამის გამოყენებით ჩატარებულმა მეტაანალიზმა გამოავლინა სუიციდური ქცევის მომატებული რისკი 25 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიდეპრესანტებს, განსხვავებით პლაცებოს ჯგუფისგან. საფუძვლიანი მეთვალყურეობა ძირითადად მაღალი რისკის პაციენტებზე საჭიროა მკურნალობის დასაწყისში და დოზის შეცვლის დროს.

აუცილებელია პაციენტებისა და მათი მომვლელი პირების გაფრთხილება, ყურადღება გაამახვილონ მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე, სუიციდურ ქცევასა ან აზრებზე და ქცევის უჩვეულო ცვლილებებზე, ასევე სასწრაფოდ მიმართონ ექიმს ამგვარი სიმპტომების გამოვლენისთანავე.

აკატიზია/ფსიქომოტორული აგზნება: სუმსი/სნუმსი-ს გამოყენება დაკავშირებულია აკატიზიის განვითარებასთან - მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება შფოთვის უსიამოვნო, დამღლელი შეგრძნებით და მოძრაობის მოთხოვნილებით და ხშირად თან ახლავს ერთ ადგილას ჯდომის ან დგომის უუნარობა. ამგვარი მდგომარეობა უფრო ხშირია მკურნალობის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში. დოზის გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება ზემოთ მოყვანილი სიმპტომების მქონე პაციენტებში.

ჰიპონატრიემია: ჰიპონატრიემია, სავარაუდოდ, დაკავშირებული ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევასთან, სუმსი-ს მიღების ფონზე იშვიათად ვითარდება და, ჩვეულებრივ, თერაპიის შეწყვეტისთანავე გაივლის. სუმსი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს რისკის ჯგუფის პაციენტებში (ხანდაზმული ასაკი, ღვიძლის ციროზი ან ჰიპონატრიემიის განმაპირობებელი პრეპარატების ერთდროული გამოყენება).

სისხლჩაქცევები: სუმსი-ს მიღების ფონზე შესაძლოა სისხლჩაქცევების (ექკიმოზი და პურპურა) განვითარება კანზე. სუმსი და სნუმსი-მ შესაძლოა გაზარდოს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკი (იხ. ნაწილები " გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში" და "გვერდითი ეფექტები").

სიფრთხილეა საჭირო სუმსი-ს მიღების დროს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს და სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თრომბოციტების ფუნქციაზე (მაგ.: ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, დიპირიდამოლი და ტიკლოპიდინი), ასევე სისხლდენისადმი მიდრეკილ პაციენტებში.

ECT (ელექტროკონვულსიური თერაპია (ეკთ)): მწირია მონაცემები სუმსი-სა და ეკთ-ის ერთდროული გამოყენების შესახებ, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.

შექცევადი, სელექტიური A ტიპის მაო-ს ინჰიბიტორები. არ არის რეკომენდებული ესციტალოპრამისა და A ტიპის მაო-ს ინჰიბიტორების კომბინირება სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო.

სეროტონინული სინდრომი: სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის კომბინირებისას პრეპარატებთან, რომლებიც სეროტონინერგული მოქმედებით ხასიათდება, როგორიცაა ტრიპტანი (სუმატრიპტანის ჩათვლით), ოპიოიდები (ტრამადოლის ჩათვლით) და ტრიპტოფანი.

პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ სუმსი-ს და სეროტონინერგულ პრეპარატებს, ერთეულ შემთხვევებში, შეიძლება განუვითარდეთ სეროტონინული სინდრომი. აუცილებელია ესციტალოპრამის სიფრთხილით მიღება იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად რომლებიც ავლენენ სეროტონინერგულ მოქმედებას. მის არსებობაზე მიუთითებს ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა აჟიტაცია, ტრემორი, მიოკლონუსი, ჰიპერთერმია. ამგვარი სიტუაციის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა სუმსი-სა და სეროტონინერგული პრეპარატების დაუყოვნებლივ მოხსნა და სიმპტომური მკურნალობის დანიშვნა.

კრაზანა: სუმსი-სა და კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატების ერთდროული მიღების დროს შესაძლოა გაიზარდოს გვერდითი ეფექტების სიხშირე (იხ. ნაწილი „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“).

მოხსნის სიმპტომები: ხშირია მოხსნის სიმპტომები მკურნალობის დასრულების, განსაკუთრებით უეცარი შეწყვეტის დროს. ცნობილია, რომ კვლევებში მკურნალობის შეწყვეტისას, გვერდითი ეფექტები განუვითარდათ პაციენტების დაახლოებით 25%-ს რომლებიც ღებულობდნენ ესციტალოპრამს და პაციენტების 15%-ს რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. მოხსნის სიმპტომების რისკი შესაძლოა დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზებზე, დოზის შემცირების სიჩქარეზე. თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზიები, დენის დარტყმის შეგრძნება), ძილის დარღვევა (მათ შორის უძილობა და სიზმრიანობა), აგზნებადობა ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის გაძლიერება, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა და მხედველობის დარღვევა ყველაზე ხშირ რეაქციებს წარმოადგენენ. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით გამოვლინდება, თუმცა ზოგ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს უფრო მძიმე ეფექტები. ჩვეულებრივ, ისინი მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩნდება, თუმცა აღწერილია მსგავსი სიმპტომების ძალიან იშვიათი შემთხვევები პაციენტებში, რომლებმაც შემთხვევით გამოტოვეს დოზა. მოხსნის სიმპტომები, როგორც წესი, 2 კვირის განმავლობაში გაივლის, თუმცა ზოგ პაციენტს შეიძლება უფრო გაუხანგრძლივდეს (2-3 თვე და მეტი). ამგვარად, რეკომენდებულია ესციტალოპრამით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა დოზის შემცირების გზით, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად (იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზირება“).

სექსუალური დისფუნქცია: სუმსი/სნუმსი-მ შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. “გვერდითი ეფექტები”). ზოგ შემთხვევაში აღინიშნა აღნიშნული სიმპტომების გახანგრძლივება სუმსი/სნუმსი-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ.

გულის იშემიური დაავადება: კლინიკური გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებმა ეს სამკურნალო საშუალება უნდა მიიღონ სიფრთხილით.

QT ინტერვალის გახანგრძლივება: ესციტალოპრამი იწვევს QT ინტერვალის დოზაზე დამოკიდებულ გახანგრძლივებას. პოსტრეგისტრაციულ პერიოდში დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიების შემთხვევები, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) ჩათვლით, ძირითადად მდედრობითი სქესის პაციენტებში, ჰიპოკალიემიით ან QT ინტერვალის გახანგრძლივებით ანამნეზში ან გულის სხვა დაავადებებით (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“, „მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“, „გვერდითი ეფექტები“, „დოზის გადაჭარბება“ და „ფარმაკოდინამიკა“).

რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გამოხატული ბრადიკარდიით, ბოლო დროს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, ან დეკომპენსირებული გულის უკმარისობით.

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, ზრდიან ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკს, ამიტომ უნდა დაკორექტირდეს ესციტალოპრამის მიღების დაწყებამდე.

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის დაავადება კომპენსირებული მიმდინარეობით, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჩატარდეს ეკგ გამოკვლევა.

თუ ესციტალოპრამის მიღებისას გამოვლინდა გულის არითმიის ნიშნები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს ეკგ გამოკვლევა.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა: სუმსი–ს, ესციტალოპრამის ჩათვლით, შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გუგის ზომაზე და გამოიწვიონ მიდრიაზი. აღნიშნულ მიდრიაზულ ეფექტს გააჩნია თვალის კუთხის დავიწროების პოტენციალი, რაც იწვევს თვალისშიდა წნევის მომატებას და დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარებას, განსაკუთრებით წინასწარგანწყობილ პაციენტებში. ამიტომაც, ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა ან გლაუკომა ანამნეზში.

დამხმარე ნივთიერებები. ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობა. კლინიკური მონაცემები ესციტალოპრამის გამოყენების შესახებ ორსულებში შეზღუდულია.

ცნობილია, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპორდუქციული ტოქსიკურობა.

პრეპარატი ესციტამი ასინო უკუნაჩვენებია ორსულებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ყველა ნაკლოვანი მხარეებისა და უპირატესობების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ დადასტურდა პრეპარატის დანიშვნის აშკარა აუცილებლობა.

რეკომენდებულია იმ ახალშობილთა საფუძვლიანი გამოკვლევა, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ღებულობდნენ ესციტამი ასინოს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა ორსულობის პერიოდში.

ახალშობილებს, რომელთა დედები ორსულობის გვიან სტადიებზე ღებულობდნენ სუმსი/სნუმსი-ს, შეიძლება განუვითარდეთ შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ციანოზი, აპნოე, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის მერყეობა, პრობლემები კვების დროს, ღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, ნერვული აგზნება, გაღიზიანებადობა, აპათიურობა, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს, როგორც სეროტონინერგული ეფექტების შედეგად, ასევე წარმოადგენდეს მოხსნის სინდრომის ნიშანს. შემთხვევათა უმეტესობაში გართულებები მშობიარობის შემდეგ მალევე ან მცირე დროის შემდეგ (<24 საათზე) ვითარდება.

ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ სუმსი-ს მიღებამ ორსულებში, შესაძლოა გაზარდოს მდგრადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი ახალშობილებში (5 შემთხვევამდე ყოველ 1000 ორსულზე). საერთო პოპულაციაში ვითარდება 1 - 2 შემთხვევა 1000 ორსულზე.

ლაქტაციის პერიოდი. ვინაიდან ესციტალოპრამი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

კვლევის მონაცემები მიუთითებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის გაზრდილ რისკზე (2-ჯერზე ნაკლები) ორსულობის ბოლო თვის განმავლობაში სუმსი/სნუმსი-ს ზემოქმედების შემდეგ (იხ. ნაწილები „განსაკუთრებული მითითებები“ და „გვერდითი ეფექტები“).

ფერტილობა. ზოგი სუმსი შესაძლოა გავლენას ახდენდეს სპერმის ხარისხზე. მონაცემები ზოგი სუმსი-ს გამოყენების თაობაზე მიუთითებს, რომ მათი გავლენა ადამიანის სპერმის ხარისხზე შექცევადია. ფერტილობაზე გავლენა ადამიანებში, დღემდე არ არის აღწერილი.

გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.

ზოგადად, ესციტალოპრამი არ ახდენს გავლენას ინტელექტუალურ ფუნქციებსა და ფსიქომოტორულ რეაქციებზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერმა ფსიქოაქტიურმა საშუალებამ შეიძლება დაარღვიოს საღი აზროვნების უნარი ან შესაძლებლობა. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შესაძლო გავლენის შესახებ.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები.

აკრძალული კომბინაციები:

არასელექტიური შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორები.

აღწერილია სერიოზული რეაქციების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სუმსი-ს მაო-ს არასელექტიურ შეუქცევად ინჰიბიტორებთან ერთად და პაციენტებში, რომლებმაც სუმსი-ს მიღების დასრულებისთანავე დაიწყეს მაო-ს ინჰიბიტორების მიღება (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“). ზოგ შემთხვევაში აღინიშნა სეროტონინული სინდრომის განვითარება. ესციტალოპრამის კომბინირება არასელექტიურ შეუქცევად მაო-ს ინჰიბიტორებთან უკუნაჩვენებია. ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენების შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. არასელექტიური, შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ესციტალოპრამის მიღების შეწყვეტიდან არაუადრეს 7 დღისა.

კომბინაციები, რომლებიც მოითხოვს სიფრთხილეს.

მაო-A-ს სელექტიური, შექცევადი ინჰიბიტორი (მოკლობემიდი).

სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო, ესციტალოპრამის კომბინირება მაო-A-ს ინჰიბიტორთან (მოკლობემიდი), უკუნაჩვენებია. თუ ამგვარი კომბინაციის დანიშვნის აუცილებლობა დამტკიცებულია, მკურნალობა საჭიროა დაიწყოს მინიმალური რეკომენდებული დოზებით საფუძვლიანი კლინიკური კონტროლის ქვეშ.

შექცევადი, არასელექტიური მაო-ს ინჰიბიტორი (ლინეზოლიდი).

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის შექცევადი არასელექტიური მაო-ს ინჰიბიტორი, რომელიც არ უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ესციტალოპრამს. თუ ამგვარი კომბინაციის მიღება აუცილებელი აღმოჩნდება, რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება მინიმალური შესაძლო დოზებით და საფუძვლიანი კლინიკური მონიტორინგის ქვეშ (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

მაო-B-ს სელექტიური, შეუქცევადი ინჰიბიტორი (სელეგილინი).

სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო, სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის მიღებისას ერთდროულად სელეგილინთან ერთად (მაო-B-ს შეუქცევადი ინჰიბიტორი).

სელეგილინი დღიური 10 მგ დოზის ჩათვლით უსაფრთხოდ მიიღებოდა რაცემულ ციტალოპრამთან ერთად.

QT ინტერვალის გახანგრძლივება. არ ჩატარებულა ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური კვლევები ესციტალოპრამზე კომბინაციაში სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. ესციტალოპრამის და ასეთი სამკურნალო პრეპარატების ადიტიური ეფექტი გამორიცხული ვერ იქნება. ამგვარად, უკუნაჩვენებია ესციტალოპრამის ერთობლივი გამოყენება შემდეგ სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს: IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგალითად, ფენოთიაზიინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგალითად, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი ინტრავენური, პენტამიდინი, ანტიმალარიული საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგალითად, ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი).

კომბინაციები, რომლებიც მოითხოვს სიფრთხილეს.

სეროტონინერგული საშუალებები.

სეროტონინერგულ სამკურნალო საშუალებებთან (მაგალითად, ტრამადოლი, სუმატრიპტანი და სხვა ტრიპტანები) კომბინაციამ შესაძლოა სეროტონინული სინდრომის განვითარება გამოიწვიოს.

კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის დამაქვეითებელი საშუალებები.

სუმსი-მა შესაძლოა დააქვეითოს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი. სიფრთხილეა საჭირო კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებებთან, მაგ.: ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური, სუმსი) ნეიროლეპტიკები (ფენოთიაზინები, თიოქსანტენები, ბუტიროფენონები), მეფლოქინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი, კომბინაციაში გამოყენების დროს.

ლითიუმი, ტრიპტოფანი.

ვინაიდან აღწერილია მოქმედების გაძლიერების შემთხვევები სუმსი-სა და ლითიუმის ან ტრიპტოფანის ერთდროული გამოყენების დროს, ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო მათი კომბინაციის დანიშვნის შემთხვევაში.

კრაზანა.

სუმსი-სა და კრაზანას შემცველი მცენარეული საშუალებების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების სიხშირის გაზრდა.

ანტიკოაგულანტები.

შესაძლოა პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტის ცვლილება ესციტალოპრამთან კომბინაციის შემთხვევაში. პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ სისხლის შედედების სისტემის საფუძვლიანი მონიტორინგი ესციტალოპრამის გამოყენებამდე და მის შემდეგ (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება ზრდის სისხლდენისამი მიდრეკილებას (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).

ალკოჰოლი.

ესციტალოპრამი არ შედის ფარმაკოდინამიკურ ან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაში ალკოჰოლთან. თუმცა, ისევე, როგორც სხვა ფსიქოტროპულ სამკურნალო საშუალებებთან, ალკოჰოლთან კომბინაცია არასასურველია.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას/ჰიპომაგნიემიას.

საჭიროა სიფრთხილე იმ სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას/ჰიპომაგნიემიას, რადგანაც ეს მდგომარეობები ზრდიან ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკს.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები.

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი, ძირითადად განპირობებულია CYP2C19-ით, მაგრამ მეტაბოლიზმში ასევე შესაძლოა მონაწილეობდნენ იზოფერმენტები CYP3A4 და CYP2D6, თუმცა ნაკლები ხარისხით. ძირითადი მეტაბოლიტი S-DCT-ის მეტაბოლიზმი (დემეთილირებული ესციტალოპრამი), როგორც ჩანს, ნაწილობრივ კატალიზირდება იზოფერმენტით CYP2D6.

ესციტალოპრამისა და ომეპრაზოლის 30მგ დღეში ერთხელ დოზით (CYP2C19 ინჰიბიტორი) ერთდროული მიღება განაპირობებს ესციტლოპრამის კონცენტრაციის ზომიერ (დაახლოებით 50%-ით) მატებას სისხლის პლაზმაში.

ესციტალოპრამისა და ციმეტიდინის 400 მგ დღეში ორჯერ დოზით (ფერმენტების ზომიერი საერთო ინჰიბიტორი) ერთდროული მიღება განაპირობებდა ესციტლოპრამის კონცენტრაციის ზომიერ (დაახლოებით 70%-ით) მატებას სისხლის პლაზმაში. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ესციტალოპრამისა და ციმეტიდინის ერთდროული მიღებისას. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).

ამგვარად, სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის CYP2C19 ინჰიბიტორებთან (მაგ., ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუკონაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან კომბინირების შემთხვევაში, ესციტალოპრამის ზედა ზღვრული დოზების დანიშვნისას. ესციტალოპრამის დოზის შემცირება შესაძლოა საჭირო გახდეს კლინიკური შეფასების საფუძველზე.

ესციტალოპრამის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე. ესციტალოპრამი წარმოადგენს ენზიმის CYP2D6 ინჰიბიტორს.

სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენების დროს ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ძირითადად ამ ენზიმით მეტაბოლიზდება და ვიწრო თერაპიული ინდექსით ხასიათდება, მაგ.: ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გულის უკმარისობის დროს) ან ზოგ საშუალებებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და უპირატესად CYP2D6-ით მეტაბოლიზდება, მაგ.: ისეთი ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი, ისეთი ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი. შესაძლებელია დოზის კორექცია.

დეზიპრამინთან ან მეტოპროლოლთან კომბინაცია განაპირობებდა ამ ორი CYP2C19-ის სუბსტრატის დოზის გაორმაგებას სისხლის პლაზმაში.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ესციტალოპრამი იწვევს CYP2C19-ის მსუბუქ დათრგუნვას. რეკომენდებულია სიფრთხილე ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღების დროს, რომლებიც CYP2C19-ით მეტაბოლიზდება.

გამოშვების ფორმა.

10 ტაბლეტი ბლისტერზე; 3 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

სს “ფარმა სტარტ”,

უკრაინა, 03124, ქ. კიევი, ვ. გაველის ბულვ., 8.

ორგანიზაციის მისამართი, რომელიც ღებულობს მომხმარებლებისგან სამკურნალო საშუალებების ხარისხზე პრეტენზიებს და პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციული დაკვირვების განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიაზე

ასინო ფარმა ეი ჯი-ს (Acino Pharma AG) (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში

თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. 5 / დ. უზნაძის ქ. 16-18, 0102, საქართველო.

ტელ.: +995 32 220 69 42

ელ-ფოსტა: [email protected]

ორგანიზაციის მისამართი, რომელიც ღებულობს მომხმარებლებისგან სამკურნალო საშუალებების ხარისხზე პრეტენზიებს და პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციული დაკვირვების განხორციელებაზე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე

ასინო ფარმას ეი ჯი-ს (Acino Pharma AG) (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა

სომხეთის რესპუბლიკა, 0014, ერევანი, ადონცის ქ. 6/1 – 54.

ტელ.: +374 60 67 01 70

ელ-ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა