პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ედოლბრიმი

edolbrim

რეცეპტით0.2%ინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

ედოლბრიმი გამოიყენება თვალშიდა წნევის შესამცირებლად პაციენტებში ღიაკუთხიანი გლაუკომით ან თვალის ჰიპერტენზიით. მისი გამოყენება შესაძლებელია ცალკე ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში თვალშიდა წნევის შესამცირებლად.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბრიმონიდინი (brimonidine)
ფორმა და შეფუთვა
0.2% (2მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Laboratorio Edol - Produtos Farmaceuticos, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, გლაუკომის სამკურნალო სიმპათომიმეტური საშუალებები
ATC კოდი
S01EA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-036124
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2022, მოქმედებს 5 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratorio Edol - Produtos Farmaceuticos, S.A. (პორტუგალია)
განმცხადებელი
შპს „რიჩ ფარმა ოფთალმოლოჯი გეო“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაედოლბრიმი და სხვა წამალი ერთად

ედოლბრიმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ედოლბრიმი გამოიყენება თვალშიდა წნევის შესამცირებლად პაციენტებში ღიაკუთხიანი გლაუკომით ან თვალის ჰიპერტენზიით. მისი გამოყენება შესაძლებელია ცალკე ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში თვალშიდა წნევის შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. შეამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული. რეკომენდებული დოზაა 1 წვეთი დაზიანებულ თავლში (ებში) ორჯერ დღეში დაახლოებით 12 საათიანი შუალედით. რეცეპტში მითითებული იქნება რამდენი წვეთი უნდა გამოიყენოთ ყოველ დოზაზე. თვალის ერთზე მეტი პრეპარატის გამოყენებისას, მათი გამოყენება უნდა მოხდეს 15 წუთიანი ინტერვალებით. ეფქტურობისთვის ედოლბრიმის გამოყენება უნდა მოხდეს ყოველ დღე.

გამოყენების ინსტრუქციები

  • ედოლბრიმი მოცემულია საწვეთურიან კონტეინერში;
  • რეცეპტში მითითებული იქნება რამდენი წვეთი მიიღოთ თითო დოზაზე;
  • თვალის წვეთების გამოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები.

თვალის წვეთები გამოიყენეთ შემდეგნაირად:

გადაწიეთ თავი უკან და უყურეთ ჭერს

ქვედა ქუთუთო ფრთხილად ჩამოწიეთ მცირე ზომის ჯიბის წარმოსაქმნელად

დაყირავებულ საწვეთურს ხელი მოუჭირეთ წვეთის გამოსაშვებად თვალში

დაზიანებული თვალის დახუჭვისას, თითით დააწექით დახურული თვალის შიდა კუთხეს (ცხვირთანა ხლოს) 1 წუთით.

არ შეახოთ საწვეთური თვალს ან სხვა ადგილს.

გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

თუ იღებთ ედოლბრიმის საჭიროზე მეტ დოზას

ედოლბრიმის ჭარბი დოზირების გამოცდილება არ არსებობს, არც არის მოსალოდნელი თვალის წვეთების სახით გამოყენებისას. თუ შემთხვევით მოხდა ედოლბრიმის გადაყლაპვა, აცნობეთ დაუყოვნებლივ ექიმს.

ბავშვები

უკუჩვენებები

  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ბრიმონიდინის ტარტრატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
  • თუ მკურნალობთ მონოამინოქიდაზას ინჰიბიტორით (მაო ინჰიბიტორი) ან ზოგიერთი ანტიდეპრესანტით.
  • ლაქტაციის დროს
  • ახალშობილებში.

სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ედოლბრიმის გამოყენებამდე

  • დეპრესიის შემთხვევაში, შესუსტებული გონებრივი შესაძლებლობით, თავის ტვინში სისხლის შემცირებული მიწოდებით (ცერებრალური უკმარისობა), გულის პრობლემებით, კიდურებში სისხლის მიწოდების დარღვევით ან არტერიული წნევის დარღვევით;
  • თუ გაქვთ ან გქონიათ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემა;
  • თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის დროს
  • ავტომობილის ან მექანიზმების მართვისას, ვინაიდან ედოლბრიმმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა/დაღლილობა ან მხედველობის ბუნდოვანება/დარღვევა. მოცემული ეფექტები შეიძლება გაუარესდეს განსაკუთრებით ღამით ან ცუდი განათების პირობებში.
  • თუ იღებთ სხვა პრეპარატებს
  • თუ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, მოიცილეთ ისინი ედოლბრიმის გამოყენებამდე. დაიცადეთ 15 წუთი პრეპარატის გამოყენების შემდეგ ლინზების ხელახლა ჩასმამდე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ედოლბრიმის ურთიერთქმედების შესახებ სხვა პრეპარატებთან არ არსებობს, უნდა მოხდეს დამატებითი ან გამაძლიერებელი ეფექტის შესაძლებლობის გათვალისწინება ცენტრალურის ნერვული სისტემის დეპრესანტებთან (ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ოპიატები, სედაციური ან საანესთეზიო საშუალებები.)

სიფრთხილეა საჭირო ედოლბრიმთან პრეპარატების ერთდროული გამოყენებისთვის როგორიცაა ანტიჰიპერტენზიული და/ან საგულე გლუკოზიდები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კვლევები არ ჩატარებულა იმის შესაძებ, არის თუ არა უსაფრთხო პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს. ამიტომ ედოლბრიმის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ორსულობის დროს და მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე შესაძლო რისკს. უცნობია ბრიმონიდინი გადადის თუ არა დედის რძეში. სუბსტანცია გამოიყოფა ვირთხების რძეში ლაქტაციის დროს.

ამიტომ ედოლბრიმი არ უნდა გამოიყენებოდეს ლაქტაციის დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ედოლბრიმმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და/ან დაღლილობა ზოგიერთ პაციენტში.

ედოლბრიმმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ბუნდოვანება და/ან უჩვეულო მხედველობა. მოცემული ეფექტები შეიძლება განსაკუთრებით გაუარესდეს სიბნელეში ან ცუდი განათების პირობებში. ამან შეიძლება დაარღვიოს ავტოტრასნპორტის და მექანიზმების მართვის უნარი.

ედოლბრიმი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.

პრეპარატის ყოველი 1 მლ ხსნარი შეიცავს 0,05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების გამოშრობა და შეიძლება შეუცვალოს ფერი მათ. პრეპარატის გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზები და პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ ჩაისვით.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ თვალის სიმშრალე ან დაზიანებული რქოვანა (თვალი წინა ნაწილის გამჭვირვალე შრე). თუ თქვენ აღენიშნებათ თვალის ანომალური მგრძნობელობა, ჩხვლეტა ან ტკივილი პრეპარატის გამოყენების შემდეგ აცნობეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თვალის მხრივ შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (≥1/10): ალერგიული რეაქცია თვალში, ფოლიკულები ან თეთრი ლაქები კონიუნქტივაზე, მხედველობის ბუნდოვანება, თვალში სიწითლე, წვა, ჩხვლეტა, უცხო სხეულის არსებობის შეგრეძნება ან ქავილი.

ხშირი (>1/100 და <1/10): თვალის ზედაპირის ცვლილებები, ქუთუთოს ანთება, კონიუნქტივას ანთება, უჩვეულო მხედველობა, თვალის შეწებება, შეშუპებული თვალი ან კონიუნქტივა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გაღიზიანება, თვალის სიწითლე, ქავილი ან ტკივილი, თვალის სიმშრალე, კონიუნქტივას წყლიანობა ან გათეთრება.

ძალიან იშვიათი (<1/10000): თვალის ანთება ან გუგის შევიწროება.

ზოგიერთი მოცემული ეფექტი შეიძლება განპირობებული იყოს ალერგიით აქტიური ნივთიერების ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ასევე შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები ორგანიზმის სხვა ნაწილებში:

ძალიან ხშირი (≥1/10): თავის ტკივილი, დაღლილობა/ძილიანობა, თავბრუსხვევა და პირის სიმშრალე.

ხშირი (≥1/100 და <1/10): თავბრუსხვევა, გაციების მსგავსი სიმპტომები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმპტომები, ზოგადი სისუსტე და გემოს ცვლილება.

არახშირი (≥1/1000 და <1/100): ზოგადი ალერგიული რეაქციები, დეპრესია, პალპიტაციები ან გულის უჩვეულო ცემა და ცხვირის სიმშრალე.

იშვიათი (≥1/10000 და <1/1000): გულის წასვლა, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, ძილიანობა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს შესაძლოა იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეეფქტების შეტყობინებით შეგიძლიათ დაეხმარეოთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები იყო ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, ჰიპოთერმია და აპნოე (სუნთქვის გართულება). ჭარბი დოზირების სხვა სიმპტომებია: უძილობა, მოთენთილობა, ღებინება, გულის ცემის ცვლილება. მსგავსის განვითარებისას, დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ.

თუ დაგავიწყდათ ედოლბრიმის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, დავიწყებული დოზა მიიღეთ დაუყოვნებლივ. თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეული რეჟიმით მიღება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ბრიმონიდინის ტარტრატი. 1მლ ხსნარი შეიცავს 2.0 მგ ბრიმონიდინის ტარტრატს რაც ექვივალენტურია 1.3 მგ ბრიმონიდინის;

დამხმარე ნივთიერებებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.05 მგ/მლ კონსერვანტის სახით, პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი და ჰიდროქლორის მჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH კორექციისთვის.

ედოლბრიმის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ედოლბრიმის თვალის წვეთები მოცემულია 5მლ-იან ან 10 მლ-იან ბოთლში საწვეთურის თავით ან შეფუთვაში 5მლ-იანი 3 საწვეთურიანი კონტეინერით. შესაძლებელია შეფუთვის ყველა ფორმა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.

ავ. 25 დე აბრილ, 6-6ა

2795-225 ლინდა-ა-ველჰა

პორტუგალია

მოცემული ფურცელი-ჩანართი ბოლოს დამტკიცდა 10/2019-ში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე EXP-სთან მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ, გამოიყენეთ ედოლბრიმი 28 დღის განმავლობაში. არ გადააგდოთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 4.2 თვალის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები. გლაუკომის სამკურნალო პრეპარატები. სიმპათომიმეტური საშუალებები.

ათქ კოდი: S01EA05

ბრიმონიდინი არის ალფა-2 ადრენერგული რეცეპტორის აგონისტი, რომელიც 100-ჯერ უფრო სელექტიური ალფა-2 ადრენორეცეპტორების მიმართ ვიდრე ალფა-1 ადრენორეცეპტორების მიმართ.

ეს შერჩევითობა გამოწვეულია მიდრიაზისა და ვაზოკონტრიქციის არარსებობით მიკრო სისხლძარღვებში ასოცირებული ბადურას ქსენოგრაფტებთან ადამიანებში.

ბრიმონიდინ ტარტრატის ადგილობრივი გამოყენება ამცირებს თვალშიდა წნევას (IOP) ადამიანებში მინიმალური ეფექტით გულსისხლძარღვოვან თუ პულმონალურ პარამეტრებზე. შეზღუდულია ხელმისაწვდომი მონაცემები ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების შესახებ, რომლებსაც არ აქვთ გვერდითი მოვლენები. ბრიმონიდინ ტარტრატს გააჩნია მოქმედების სწრაფი დაწყება თვალის მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტით მიღებიდან 2 საათის შემდეგ. 1 წლიან კვლევაში, ბრიმონიდინის ტარტრატი ამცირებდა თვალშიდა წნევას საშუალო მაჩენებლით დაახლოებით 4-6 mmHg-ით.

ფტოროფოტომეტრიული კვლევები ცხოველებსა და ადამიანებში ცხადჰყოფს, რომ ბრიმონიდინ ტარტრატს გააჩნია მოქმედების ორმაგი მექანიზმი. მიჩნეულია, რომ ბრიმონიდინ ტარტრატს შეუძლია IOP-ის შემცირება თვალის ნამის წარმოქმნის შემცირებით და უვეოსკლერული გადინების გაძლიერებით.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბრიმონიდინ ტარტრატი ეფექტურია კომბინაციაში ტოპიკურ ბეტა ბლოკატორებთან. უფრო ხანმოკლე კვლევები ცხადჰყოფს, რომ ბრიმონიდინ ტარტრატს გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ადიტიური ეფექტი ტრავოპროსტთან (6 კვირა) და ლატაოპროსტთან (3 თვე) კომბინაციაში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

0,2%-იანი ხსნარის დღეში ორჯერ 10 დღის განმავლობაში თვალში გამოყენების შემდეგ, პლაზმური კონცენტრაციები იყო დაბალი (საშუალო Cmax 0.06 ნგ/მლ). აღინიშნებოდა მსუბუქი აკუმულირება სისხლში მრავალჯერადი ჩაწვეთების შემდეგ (დღეში ორჯერ 10 დღის გამნავლობაში). ფართობი პლაზმური კონცენტრაცია-დრო მრუდის ქვეშ 12 საათის შემდეგ წონასწორულ მდგომარეობაში (AUC0-24) იყო 0,31 ნგ/მლ, 0,23 ნგ.სთ/მლ -თან შედარებით პირველი დოზის შემდეგ. გამოხატული საშუალო ნახევრად დაშლის პერიოდი ადამიანის სისტემურ ცირკულაციაში დაახლოებით 3 საათის იყო ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. ბირმონიდინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ადამიანებში დაახლოებით 29%-ს შეადგენს.

ბრიმონიდინი შექცევადად უკავშრიდება მელანინს თვალის ქსოვილებიდან in vitro და in vivo.

თვალში ჩაწვეთებიდან 2 კვირის შემდეგ, ბრიმონიდინის კონცენტრაციები თვალის ფერად გარსში, წამწამოვან სხეულსა და ქოროიდ-ბადურაში იყო 3-დან 17-მდე უფრო მაღალი, ვიდრე კონცენტრაციები ერთჯერადი დოზის შემდეგ. მელანინის არარსებობის შემთხვევაში აკუმულირება არ აღინიშნებოდა.

ადამიანებში მელანინთან შეკავშირების მნიშვნელობა არ არის დაზუსტებული. თუმცა, მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა თვალების ბიომიკროსკოპული გამოკვლევის დროს პაციენტებში, რომლებიც ბრიმონიდინ ტარტრატით მკურნალობდნენ 1 წლამდე, და არაც მნიშვნელოვანი თვალის ტოქსიურობა გამოვლენილა თვალის უსაფრთხოების ერთი კვლევის დროს, რომელიც გრძელდებოდა 1 წელი მაინმუნებში დოზირებით, რომელიც დაახლოებით ოთხჯერ აღემატებოდა ბრიმონიდინის რეკომენდებულ დოზას.

პერორალური მიღების შემდეგ ადამიანებში, ბრიმონიდინი კარგად შეიწოვება და სწრაფად გამოიყოფა. დოზის დიდი ნაწილი (დაახლოებით 75%) გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდში 5 დღის განმავლობაში. შარდში არ გამოვლენილა შეუცვლელი პრეპარატი. In vitro კვლევები ცხოველისა და ადამიანის ღვიძლის გამოყენებით აჩვენებს, რომ მეტაბოლიზმს ძირითადად განაპირობებს ალდეჰიდ ოქსიდაზა და ციტოქრომ P450. ამრიგად, ელიმინაცია, როგორც ჩანს ძირითადად ღვიძლის მეტაბოლიზმის ხარჯზე მიმდინარეობს.

კინეტიკური პროფილი

პლაზმის Cmax და AUC -ის დოზის პროპორციულობაში დიდი გადახრა არ აღინიშნებოდა 0.08%, 0.2% და 0.5% ერთჯერად ადგილობრივი დოზის გამოყენებისას.

პაციენტის მახასიათებლები

ხანდაზმული პაციენტები:

ბრიმონიდინის Cmax, AUC და აშკარა ნახევრად დაშლის პერიოდი მსგავსია ხანდაზმულ პირებში (≥65 წლის) ერთჯერადი დოზის შემდეგ, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სისტემურ შეწოვასა და გამოყოფაზე ასაკი გავლენას არ ახდენს.

ხანდაზმულ პაციენტებში ჩატარებული 3-თვიანი კლინიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ბრიმონიდინის მიმართ სისტემური ექსპოზიცია ძალიან დაბალია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ედოლბრიმი

ბრიმონიდინის ტარტრატი 0.2%

2მგ/მლ თვალის წვეთები, სტერილური ხსნარი

ფურცელი-ჩანართი: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ფურცელ-ჩანართი, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს .

  • შეინახეთ მოცემული ფუცელი-ჩანართი, შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. შესაძლებელია მათ ზიანი მიადგეთ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

რა არის მოცემულ ფურცელ-ჩანართში

რა არის ედოლბრიმი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ ედოლბრიმის გამოყენებამდე

ედოლბრიმის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ედოლბრიმის შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის ედოლბრიმი და რისთვის გამოყენება ის?

ედოლბრიმი გამოიყენება თვალშიდა წნევის შესამცირებლად პაციენტებში ღიაკუთხიანი გლაუკომით ან თვალის ჰიპერტენზიით. მისი გამოყენება შესაძლებელია ცალკე ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში თვალშიდა წნევის შესამცირებლად.

რა უნდა იცოდეთ ედოლბრიმის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ედოლბრიმი

  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ბრიმონიდინის ტარტრატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
  • თუ მკურნალობთ მონოამინოქიდაზას ინჰიბიტორით (მაო ინჰიბიტორი) ან ზოგიერთი ანტიდეპრესანტით.
  • ლაქტაციის დროს
  • ახალშობილებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ედოლბრიმის გამოყენებამდე

  • დეპრესიის შემთხვევაში, შესუსტებული გონებრივი შესაძლებლობით, თავის ტვინში სისხლის შემცირებული მიწოდებით (ცერებრალური უკმარისობა), გულის პრობლემებით, კიდურებში სისხლის მიწოდების დარღვევით ან არტერიული წნევის დარღვევით;
  • თუ გაქვთ ან გქონიათ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემა;
  • თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის დროს
  • ავტომობილის ან მექანიზმების მართვისას, ვინაიდან ედოლბრიმმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა/დაღლილობა ან მხედველობის ბუნდოვანება/დარღვევა. მოცემული ეფექტები შეიძლება გაუარესდეს განსაკუთრებით ღამით ან ცუდი განათების პირობებში.
  • თუ იღებთ სხვა პრეპარატებს
  • თუ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, მოიცილეთ ისინი ედოლბრიმის გამოყენებამდე. დაიცადეთ 15 წუთი პრეპარატის გამოყენების შემდეგ ლინზების ხელახლა ჩასმამდე.

სხვა პრეპარატები და ედოლბრიმი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ედოლბრიმის ურთიერთქმედების შესახებ სხვა პრეპარატებთან არ არსებობს, უნდა მოხდეს დამატებითი ან გამაძლიერებელი ეფექტის შესაძლებლობის გათვალისწინება ცენტრალურის ნერვული სისტემის დეპრესანტებთან (ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ოპიატები, სედაციური ან საანესთეზიო საშუალებები.)

სიფრთხილეა საჭირო ედოლბრიმთან პრეპარატების ერთდროული გამოყენებისთვის როგორიცაა ანტიჰიპერტენზიული და/ან საგულე გლუკოზიდები.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კვლევები არ ჩატარებულა იმის შესაძებ, არის თუ არა უსაფრთხო პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს. ამიტომ ედოლბრიმის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ორსულობის დროს და მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე შესაძლო რისკს. უცნობია ბრიმონიდინი გადადის თუ არა დედის რძეში. სუბსტანცია გამოიყოფა ვირთხების რძეში ლაქტაციის დროს.

ამიტომ ედოლბრიმი არ უნდა გამოიყენებოდეს ლაქტაციის დროს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ედოლბრიმმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და/ან დაღლილობა ზოგიერთ პაციენტში.

ედოლბრიმმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ბუნდოვანება და/ან უჩვეულო მხედველობა. მოცემული ეფექტები შეიძლება განსაკუთრებით გაუარესდეს სიბნელეში ან ცუდი განათების პირობებში. ამან შეიძლება დაარღვიოს ავტოტრასნპორტის და მექანიზმების მართვის უნარი.

ედოლბრიმი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.

პრეპარატის ყოველი 1 მლ ხსნარი შეიცავს 0,05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების გამოშრობა და შეიძლება შეუცვალოს ფერი მათ. პრეპარატის გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზები და პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ ჩაისვით.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ თვალის სიმშრალე ან დაზიანებული რქოვანა (თვალი წინა ნაწილის გამჭვირვალე შრე). თუ თქვენ აღენიშნებათ თვალის ანომალური მგრძნობელობა, ჩხვლეტა ან ტკივილი პრეპარატის გამოყენების შემდეგ აცნობეთ ექიმს.

ედოლბრიმის მიღების წესი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. შეამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული. რეკომენდებული დოზაა 1 წვეთი დაზიანებულ თავლში (ებში) ორჯერ დღეში დაახლოებით 12 საათიანი შუალედით. რეცეპტში მითითებული იქნება რამდენი წვეთი უნდა გამოიყენოთ ყოველ დოზაზე. თვალის ერთზე მეტი პრეპარატის გამოყენებისას, მათი გამოყენება უნდა მოხდეს 15 წუთიანი ინტერვალებით. ეფქტურობისთვის ედოლბრიმის გამოყენება უნდა მოხდეს ყოველ დღე.

გამოყენების ინსტრუქციები

  • ედოლბრიმი მოცემულია საწვეთურიან კონტეინერში;
  • რეცეპტში მითითებული იქნება რამდენი წვეთი მიიღოთ თითო დოზაზე;
  • თვალის წვეთების გამოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები.

თვალის წვეთები გამოიყენეთ შემდეგნაირად:

გადაწიეთ თავი უკან და უყურეთ ჭერს

ქვედა ქუთუთო ფრთხილად ჩამოწიეთ მცირე ზომის ჯიბის წარმოსაქმნელად

დაყირავებულ საწვეთურს ხელი მოუჭირეთ წვეთის გამოსაშვებად თვალში

დაზიანებული თვალის დახუჭვისას, თითით დააწექით დახურული თვალის შიდა კუთხეს (ცხვირთანა ხლოს) 1 წუთით.

არ შეახოთ საწვეთური თვალს ან სხვა ადგილს.

გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

თუ იღებთ ედოლბრიმის საჭიროზე მეტ დოზას

ედოლბრიმის ჭარბი დოზირების გამოცდილება არ არსებობს, არც არის მოსალოდნელი თვალის წვეთების სახით გამოყენებისას. თუ შემთხვევით მოხდა ედოლბრიმის გადაყლაპვა, აცნობეთ დაუყოვნებლივ ექიმს.

ბავშვები

ჭარბი დოზირების რამოდენიმე შემთხვევა შეინიშნებოდა ახალშობილებში. სიმპტომები იყო ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, ჰიპოთერმია და აპნოე (სუნთქვის გართულება). ჭარბი დოზირების სხვა სიმპტომებია: უძილობა, მოთენთილობა, ღებინება, გულის ცემის ცვლილება. მსგავსის განვითარებისას, დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ.

თუ დაგავიწყდათ ედოლბრიმის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, დავიწყებული დოზა მიიღეთ დაუყოვნებლივ. თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეული რეჟიმით მიღება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თვალის მხრივ შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (≥1/10): ალერგიული რეაქცია თვალში, ფოლიკულები ან თეთრი ლაქები კონიუნქტივაზე, მხედველობის ბუნდოვანება, თვალში სიწითლე, წვა, ჩხვლეტა, უცხო სხეულის არსებობის შეგრეძნება ან ქავილი.

ხშირი (>1/100 და <1/10): თვალის ზედაპირის ცვლილებები, ქუთუთოს ანთება, კონიუნქტივას ანთება, უჩვეულო მხედველობა, თვალის შეწებება, შეშუპებული თვალი ან კონიუნქტივა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გაღიზიანება, თვალის სიწითლე, ქავილი ან ტკივილი, თვალის სიმშრალე, კონიუნქტივას წყლიანობა ან გათეთრება.

ძალიან იშვიათი (<1/10000): თვალის ანთება ან გუგის შევიწროება.

ზოგიერთი მოცემული ეფექტი შეიძლება განპირობებული იყოს ალერგიით აქტიური ნივთიერების ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ასევე შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები ორგანიზმის სხვა ნაწილებში:

ძალიან ხშირი (≥1/10): თავის ტკივილი, დაღლილობა/ძილიანობა, თავბრუსხვევა და პირის სიმშრალე.

ხშირი (≥1/100 და <1/10): თავბრუსხვევა, გაციების მსგავსი სიმპტომები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმპტომები, ზოგადი სისუსტე და გემოს ცვლილება.

არახშირი (≥1/1000 და <1/100): ზოგადი ალერგიული რეაქციები, დეპრესია, პალპიტაციები ან გულის უჩვეულო ცემა და ცხვირის სიმშრალე.

იშვიათი (≥1/10000 და <1/1000): გულის წასვლა, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, ძილიანობა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს შესაძლოა იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეეფქტების შეტყობინებით შეგიძლიათ დაეხმარეოთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ედოლბრიმის შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე EXP-სთან მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ, გამოიყენეთ ედოლბრიმი 28 დღის განმავლობაში. არ გადააგდოთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ედოლბრიმი

აქტიური ნივთიერებაა ბრიმონიდინის ტარტრატი. 1მლ ხსნარი შეიცავს 2.0 მგ ბრიმონიდინის ტარტრატს რაც ექვივალენტურია 1.3 მგ ბრიმონიდინის;

დამხმარე ნივთიერებებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.05 მგ/მლ კონსერვანტის სახით, პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი და ჰიდროქლორის მჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH კორექციისთვის.

ედოლბრიმის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ედოლბრიმის თვალის წვეთები მოცემულია 5მლ-იან ან 10 მლ-იან ბოთლში საწვეთურის თავით ან შეფუთვაში 5მლ-იანი 3 საწვეთურიანი კონტეინერით. შესაძლებელია შეფუთვის ყველა ფორმა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.

ავ. 25 დე აბრილ, 6-6ა

2795-225 ლინდა-ა-ველჰა

პორტუგალია

მოცემული ფურცელი-ჩანართი ბოლოს დამტკიცდა 10/2019-ში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა