ბრიგლაუ PPH გამოიყენება ინტრაოკულარული წნევის დასაწევად (თვალის შიდა წნევა). მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა პრეპარატებთან ერთად ინტრაოკულარული წნევის დასაწევად ღიაკუთხოვანი გლაუკომისა ან ოკულარული ჰიპერტენზიის (თვალშიდა მაღალი წნევა) მქონე პაციენტებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბრიმონიდინი (brimonidine)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ/მლ 5მლ ხსნარი, თვალის წვეთები ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Zakłady Farmaceutyczne POLPHARMA SA, პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, გლაუკომის სამკურნალო სიმპათომიმეტური საშუალებები
- ATC კოდი
- S01EA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-022110
- რეგისტრირებულია
- 21 აპრილი 2017, მოქმედებს 21 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ამბიენს“
- GMP
- -
ბრიგლაუ PPH — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბრიგლაუ PPH გამოიყენება ინტრაოკულარული წნევის დასაწევად (თვალის შიდა წნევა).
მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა პრეპარატებთან ერთად ინტრაოკულარული წნევის დასაწევად ღიაკუთხოვანი გლაუკომისა ან ოკულარული ჰიპერტენზიის (თვალშიდა მაღალი წნევა) მქონე პაციენტებში.
ბრიგლაუ PPH-ის აქტიური ინგრედიენტია ბრიმონიდინის ტარტრატი, რომელიც ამცირებს თვალის კაკლის შიდა წნევას.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ბრიგლაუ PPH ექიმის დანიშნულებისამებრ. შეკითხვების არსებობისას ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გამოყენება 12 წ. მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში
რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი ორჯერ დღეში დაავადებულ თვალში ჩაწვეთებით, დაახლოებით 12 სთ-იანი ინტერვალით.
გამოყენება 12 წ. მცირე ასაკის ბავშვები
ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება 2 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში.
ბრიგლაუ PPH –ს გამოყენება არ არის რეკომენდებული 2-დან 12 წ-მდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი
ბრიგლაუ PPH გამოიყენება მხოლოდ ინტრაოკულარულად. დაუშვებელია მისი პერორალური გამოყენება.
განოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები. გამოიყენეთ ის რაოდენობა რაც არის მითითებული თქვენს დანიშნულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ერთად იღებთ თვალის სხვა წვეთებსაც, მათ შორის მიღების შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5-15 წთ.
ჩაიწვეთეთ თვალში შემდეგნაირად:
გადაწიეთ თავი უკან და შეხედეთ ჭერს.
ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ.
დააყირავეთ ფლაკონი საწვეთურით ქვევით, მოუჭირეთ ხელი და ჩაიწვეთეთ თვალში.
თითოეული წვეთის ჩაწვეთებისთანავე დახუჭეთ თვალი, თითი დააჭირეთ დახურული თვალის შიდა კუთხეს (ცხვირისკენ) და გააჩერეთ 1 წთ-ის განმავლობაში.
არ შეეხოთ საწვეთურის თავით თვალს ან რაიმე სხვა ნაწილს. პრეპარატის გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ ფლაკონი.
იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, თვალის წვეთების გამოყენებამდე მოიხსენით, ბრიგლაუ PPH-ის გამოყენების შემდეგ დაელოდეთ 15 წუთი. პრეპარატში შემავალი კონსერვანტი აუფერულებს რბილ კონტაქტურ ლინზებს.
თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ბრიგლაუ PPH
მოზრდილები
მოზრდილებში, რომლებმაც ჩაიწვეთეს დანიშნულზე მეტი წვეთი, გადმოცემული გვერდითი მოვლენები იყო იგივე რაც ცნობილია ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებისას.
მოზრდილებში, რომლებმაც შემთხვევით გადაყლაპეს ბრიგლაუ PPH, გამოვლინდა არტერიული წნევის დაქვეითება, რომელიც რამოდენიმე პაციენტში გადაიზარდა არტერიული წნევის მომატებაში.
ბავშვები
სერიოზული გვერდითი მოვლენები გადმოცემულია ბავშვებში, რომლებმაც შემთხვევით გადაყლაპეს ბრიგლაუ PPH. ნიშნები მოიცავდნენ ძილიანობას, კუნთების მოდუნებას, სხეულის დაბალ ტემპერატურას, სიფერმკრთალეს და სუნთქვის გაძნელებას. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
მოზრდილები და ბავშვები
თუ მოხდა ბრიგლაუ PPH-ის შემთხვევით გადაყლაპვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდებათ ბრიგლაუ PPH-ის გამოყენება
თუ დაგავიწყდებათ ბრიგლაუ PPH-ის დოზის გამოყენება, დაუყოვნებლივ ჩაიწვეთეთ ის. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკულად მოსულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და ჩვეულებრივ გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება.
ბრიგლაუ PPH-ის გამოყენების შეწყვეტა
იმისათვის, რომ პრეპარატი ეფექტური იყოს, გამოიყენეთ წვეთები ყოველდღიურად. არ შეწყვიტოთ მისი გამოყენება თქვენი ექიმის რჩევის გარეშე.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა პრეპარატის გამოყენების შესახებ, კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებული ფლაკონის ეტიკეტზე და კოლოფზე EXP შემდეგ. ვარგისობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
პირველი გახსნიდან 28 დღის შემდეგ გადააგდეთ ფლაკონი, მიუხედავად იმისა თუ მასში დარჩა გამოუყენებელი ხსნარი.
არ შეიძლება მედიკამენტების გადაყრა ნაგავში ან საყოფაცხოვრებო ნივთებში. იკითხეთ ფარმაცევტთან, როგორ უნდა მოიცილოთ ვადაგასული მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
სიფრთხილის ზომები
ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, იმ შემთხვევაში, თუ:
გაწუხებთ დეპრესია, გონებრივი შესაძლებლობების შემცირება, თავის ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება, გულის პრობლემები, კიდურებში ცუდი სისხლის მიმოქცევა ან სისხლის წნევის დარღვევები.
გაქვთ ან წარსულში გქონიათ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები.
ბავშვები
ბრიგლაუ PPH არ არის რეკომენდებული 12 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში. იმ შემთხვევაში, თუ ბრიგლაუ PPH-ს დაუნიშნავენ 12წ-ზე მცირე ასაკის ბავშვს, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უამბეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში თუ მიგიღიათ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
უამბეთ თქვენს ექიმს იღებთ თუ არა შემდეგი სახის მედიკამენტებს, რადგან მათ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ბრიგლაუ PPH-ით მკურნალობის მსვლელობაზე:
ტკივილგამაყუჩებლებს, სედაციურ საშუალებებს, ოპიატებს, ბარბიტურატებს ან რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს,
საანესთეზიო საშუალებებს,
წნევის დამწევ და გულის საშუალებებს,
მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ მეტაბოლიზმზე, როგორიცაა ქლორპრომაზინი, მეთილფენიდატი და რეზერპინი,
მედიკამენტებს, რომლებიც იგივე რეცეპტორებზე მოქმედებენ რაზეც ბრიგლაუ PPH, როგორიცაა იზოპრენალინი და პრაზოსინი,
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს ან სხვა ანტიდეპრესანტებს,
სხვა ნებისმიერ მედიკამენტებს, მათ შორის რომლებიც არ არიან კავშირში თქვენი თვალის მდგომარეობასთან.
ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს თქვენს მიერ მიღებული რომელიმე მედიკამენტის დოზის ცვლილების შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უამბეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად, ეჭვი გაქვთ რომ ხართ ორსულად ან თუ აპირებთ დაორსულებას.
ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება ლაქტაციის დროს.
ავტომობილის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვა
ბრიგლაუ PPH-მა შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან გაუარესება, განსაკუთრებით ღამით ან ცუდ განათებაზე.
ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს დაღლილობა და ძილიანობა.
რომელიმე ზემოთხსენებული სიმპტომების განვითარებისას არ მართოთ ავტომობილი ან სხვა სახის მანქანა-დანადგარები სიმპტომების გაქრობამდე.
ბრიგლაუ PPH შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბრიგლაუ PPH შეიცავს კონსერვანტს – ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზის გაუფერულება. ამიტომ, მოერიდეთ რბილი კონტაქტური ლინზის გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებამდე მოიხსენით და პრეპარატის გამოყენების შემდეგ ლინზის ხელახლა გაკეთებამდე დაელოდეთ 15 წთ-ის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად ამ პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება. მიუხედავათ ამისა, გვერდითი მოვლენები შესაძლოა არ აღენიშნოს ყველას.
გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა დაყოფილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი
ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი
ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
არახშირი
ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
იშვიათი
ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ძალიან იშვიათი
ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
უცნობი
არსებული მონაცემების საფუძლევზე შეუძლებელია შეფასება
ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ეხება თვალს:
ძალიან ხშირი: თვალის გაღიზიანება (თვალის სიწითლე, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი, ბუშტუკები ან თეთრი ლაქები კონიუნქტივაზე), მხედველობის დაბინდვა, ალერგიული რეაქციები თვალში.
ხშირი: თვალის ზედაპირზე ცვლილებები, ქუთუთოს ანთება, კონიუნქტივიტის ანთება, მხედველობის გაუარესება, ქუთუთოს ან კონიუნქტივის შესიება, მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გაღიზიანება, ქუთუთოს შეწითლება, ტკივილი, თვალის სიმშრალე, თვალის ზედაპირის დაზიანება ან ფერის შეცვლა, ცრემლდენა ან კონიუნქტივის გათეთრება.
ძალიან იშვიათი: ირიტი, გუგის შევიწროება.
სიხშირე არ არის ცნობილი: ქუთუთოების ქავილი.
ასევე შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება, რომლებიც ეხება სხეულის სხვა ნაწილებს:
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, დაღლილობა და (ან) ძილიანობა.
ხშირი: თავბრუ, გაციების მაგვარი სიმპტომები, კუჭის და (ან) ნაწლავების ტკივილი, გემოს გაუკუღმართება და სისუსტე.
არახშირი: დეპრესია, პალპიტაცია ან გულის არარეგულარული ცემა, ცხვირის სიმშრალე, საერთო ალერგიული რეაქციები.
იშვიათი: სუნთქვის გაძნელება
ძალიან იშვიათი: უძილობა, გულის წასვლა, სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა.
სიხშირე არ არის ცნობილი: კანის რეაქციები სიწითლის, სახის შეშუპების, ქავილის, გამონაყარისა და სისხლძარღვების გაფართოების ჩათვლით.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რაც არ არის მითითებული მოცემულ დანართ-ფურცელში. ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ბიოციდების, სამედიცინო დანიშნულების სამედიცინო საგნების, სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს შემდეგ მისამართზე:
ალ. იეროზოლიმსკი 181ც
02-222 ვარშავა
ტელ: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
e-mail: [email protected]
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება აგრეთვე შესაძლებელია მიაწოდოთ რეგისტრაციის უფლების მქონე სუბიექტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ უზრუნველყოფთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებისათვის.
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანციაა ბრიმონიდინის ტარტრატი. ხსნარის 1 მლ შეიცავს 2 მგ ბრიმონიდინის ტარტრატს, რომელიც 1.3მგ ბრიმონიდინის ექვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა (ph-ის დასარეგულირებლად), საინექციო წყალი.
ბრიგლაუ PPH-ის დახასიათება და შეფუთვის შიგთავსი
ბრიგლაუ PPH არის გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი პლასტმასის ფლაკონში.
ფლაკონი შეიცავს 5 მლ ხსნარს.
შეფუთვა: 1 x 5 მლ, 3 x 5 მლ.
გაყიდვაში შესაძლოა არ იყოს ყველა გამოშვების ფორმა.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა პოლფარმა სს
19 პელპლინსკას ქ.
83-200 სტაროგარდი, გდანსკი
ნებისმიერი ინფორმაციისათვის ამ პრეპარატის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდით მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას:
პოლფარმას სავაჭრო წარმომადგენლობა შპს
ბაბროვეცკას ქ. 6
00-728 ვარშავა
ტელ: 22 3646101
დანართი-ფურცლის ბოლო გადახედვა: მარტი 2017 წ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
დანართი-ფურცელი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ბრიგლაუ PPH, 2მგ/მლ, თვალის წვეთები, ხსნარი
ბრიმონიდინის ტარტრატი
სამკურნალო საშუალების მიღებამდე ყურადღებით გაეცანით დანართ-ფურცელს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს:
შეინახეთ დანართი-ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პიროვნებას. შესაძლებელია მას ზიანი მიადგეს პრეპარატის გამოყენებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მისი სიმპტომები თქვენის მსგავსი იყოს.
რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას რომელიც მოცემულ დანართ-ფურცელში არ არის მითითებული. იხ. პუნქტი 4.
დანართი-ფურცლის შინაარსი
რა არის ბრიგლაუ PPH და რისთვის გამოიყენება ის.
რა უნდა იცოდეთ ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებამდე
როგორ უნდა გამოიყენოთ ბრიგლაუ PPH
შესაძლო გვერდითი მოვლენები
შენახვის პირობები
რაოდენობა შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რა არის ბრიგლაუ PPH და რისთვის გამოიყენება ის
ბრიგლაუ PPH გამოიყენება ინტრაოკულარული წნევის დასაწევად (თვალის შიდა წნევა).
მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა პრეპარატებთან ერთად ინტრაოკულარული წნევის დასაწევად ღიაკუთხოვანი გლაუკომისა ან ოკულარული ჰიპერტენზიის (თვალშიდა მაღალი წნევა) მქონე პაციენტებში.
ბრიგლაუ PPH-ის აქტიური ინგრედიენტია ბრიმონიდინის ტარტრატი, რომელიც ამცირებს თვალის კაკლის შიდა წნევას.
რა უნდა იცოდეთ ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბრიგლაუ PPH:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ბრიმონიდინის ტარტრატის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (იხ. პუნქტი 6).
თუ იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს ან გარკვეულ ანტიდეპრესანტებს (მაგ. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს ან მიანსერინს). ჰკითხეთ თქვენს ექიმს თუ შეიძლება ბრიგლაუ PPH-ის გამოყენება როდესაც ღებულობთ ანტიდეპრესანტს.
თუ ხართ მეძუძური დედა.
ახალშობილებში/ბავშვებში (დაბადებიდან 2 წლამდე).
გაფრთხილებები
ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, იმ შემთხვევაში, თუ:
გაწუხებთ დეპრესია, გონებრივი შესაძლებლობების შემცირება, თავის ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება, გულის პრობლემები, კიდურებში ცუდი სისხლის მიმოქცევა ან სისხლის წნევის დარღვევები.
გაქვთ ან წარსულში გქონიათ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები.
ბავშვები
ბრიგლაუ PPH არ არის რეკომენდებული 12 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში. იმ შემთხვევაში, თუ ბრიგლაუ PPH-ს დაუნიშნავენ 12წ-ზე მცირე ასაკის ბავშვს, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
სხვა მედიკამენტები და ბრიგლაუ PPH
უამბეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში თუ მიგიღიათ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
უამბეთ თქვენს ექიმს იღებთ თუ არა შემდეგი სახის მედიკამენტებს, რადგან მათ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ბრიგლაუ PPH-ით მკურნალობის მსვლელობაზე:
ტკივილგამაყუჩებლებს, სედაციურ საშუალებებს, ოპიატებს, ბარბიტურატებს ან რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს,
საანესთეზიო საშუალებებს,
წნევის დამწევ და გულის საშუალებებს,
მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ მეტაბოლიზმზე, როგორიცაა ქლორპრომაზინი, მეთილფენიდატი და რეზერპინი,
მედიკამენტებს, რომლებიც იგივე რეცეპტორებზე მოქმედებენ რაზეც ბრიგლაუ PPH, როგორიცაა იზოპრენალინი და პრაზოსინი,
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს ან სხვა ანტიდეპრესანტებს,
სხვა ნებისმიერ მედიკამენტებს, მათ შორის რომლებიც არ არიან კავშირში თქვენი თვალის მდგომარეობასთან.
ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს თქვენს მიერ მიღებული რომელიმე მედიკამენტის დოზის ცვლილების შესახებ.
ორსულობა და ლაქტაცია
უამბეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად, ეჭვი გაქვთ რომ ხართ ორსულად ან თუ აპირებთ დაორსულებას.
ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება ლაქტაციის დროს.
ავტომობილის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვა
ბრიგლაუ PPH-მა შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან გაუარესება, განსაკუთრებით ღამით ან ცუდ განათებაზე.
ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს დაღლილობა და ძილიანობა.
რომელიმე ზემოთხსენებული სიმპტომების განვითარებისას არ მართოთ ავტომობილი ან სხვა სახის მანქანა-დანადგარები სიმპტომების გაქრობამდე.
ბრიგლაუ PPH შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბრიგლაუ PPH შეიცავს კონსერვანტს – ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზის გაუფერულება. ამიტომ, მოერიდეთ რბილი კონტაქტური ლინზის გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებამდე მოიხსენით და პრეპარატის გამოყენების შემდეგ ლინზის ხელახლა გაკეთებამდე დაელოდეთ 15 წთ-ის განმავლობაში.
როგორ უნდა გამოიყენოთ ბრიგლაუ PPH
ყოველთვის გამოიყენეთ ბრიგლაუ PPH ექიმის დანიშნულებისამებრ. შეკითხვების არსებობისას ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გამოყენება 12 წ. მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში
რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი ორჯერ დღეში დაავადებულ თვალში ჩაწვეთებით, დაახლოებით 12 სთ-იანი ინტერვალით.
გამოყენება 12 წ. მცირე ასაკის ბავშვები
ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება 2 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში.
ბრიგლაუ PPH –ს გამოყენება არ არის რეკომენდებული 2-დან 12 წ-მდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი
ბრიგლაუ PPH გამოიყენება მხოლოდ ინტრაოკულარულად. დაუშვებელია მისი პერორალური გამოყენება.
განოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები. გამოიყენეთ ის რაოდენობა რაც არის მითითებული თქვენს დანიშნულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ერთად იღებთ თვალის სხვა წვეთებსაც, მათ შორის მიღების შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5-15 წთ.
ჩაიწვეთეთ თვალში შემდეგნაირად:
გადაწიეთ თავი უკან და შეხედეთ ჭერს.
ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ.
დააყირავეთ ფლაკონი საწვეთურით ქვევით, მოუჭირეთ ხელი და ჩაიწვეთეთ თვალში.
თითოეული წვეთის ჩაწვეთებისთანავე დახუჭეთ თვალი, თითი დააჭირეთ დახურული თვალის შიდა კუთხეს (ცხვირისკენ) და გააჩერეთ 1 წთ-ის განმავლობაში.
არ შეეხოთ საწვეთურის თავით თვალს ან რაიმე სხვა ნაწილს. პრეპარატის გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ ფლაკონი.
იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, თვალის წვეთების გამოყენებამდე მოიხსენით, ბრიგლაუ PPH-ის გამოყენების შემდეგ დაელოდეთ 15 წუთი. პრეპარატში შემავალი კონსერვანტი აუფერულებს რბილ კონტაქტურ ლინზებს.
თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ბრიგლაუ PPH
მოზრდილები
მოზრდილებში, რომლებმაც ჩაიწვეთეს დანიშნულზე მეტი წვეთი, გადმოცემული გვერდითი მოვლენები იყო იგივე რაც ცნობილია ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებისას.
მოზრდილებში, რომლებმაც შემთხვევით გადაყლაპეს ბრიგლაუ PPH, გამოვლინდა არტერიული წნევის დაქვეითება, რომელიც რამოდენიმე პაციენტში გადაიზარდა არტერიული წნევის მომატებაში.
ბავშვები
სერიოზული გვერდითი მოვლენები გადმოცემულია ბავშვებში, რომლებმაც შემთხვევით გადაყლაპეს ბრიგლაუ PPH. ნიშნები მოიცავდნენ ძილიანობას, კუნთების მოდუნებას, სხეულის დაბალ ტემპერატურას, სიფერმკრთალეს და სუნთქვის გაძნელებას. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
მოზრდილები და ბავშვები
თუ მოხდა ბრიგლაუ PPH-ის შემთხვევით გადაყლაპვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდებათ ბრიგლაუ PPH-ის გამოყენება
თუ დაგავიწყდებათ ბრიგლაუ PPH-ის დოზის გამოყენება, დაუყოვნებლივ ჩაიწვეთეთ ის. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკულად მოსულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და ჩვეულებრივ გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება.
ბრიგლაუ PPH-ის გამოყენების შეწყვეტა
იმისათვის, რომ პრეპარატი ეფექტური იყოს, გამოიყენეთ წვეთები ყოველდღიურად. არ შეწყვიტოთ მისი გამოყენება თქვენი ექიმის რჩევის გარეშე.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა პრეპარატის გამოყენების შესახებ, კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად ამ პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება. მიუხედავათ ამისა, გვერდითი მოვლენები შესაძლოა არ აღენიშნოს ყველას.
გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა დაყოფილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი
ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი
ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
არახშირი
ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
იშვიათი
ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ძალიან იშვიათი
ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
უცნობი
არსებული მონაცემების საფუძლევზე შეუძლებელია შეფასება
ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ეხება თვალს:
ძალიან ხშირი: თვალის გაღიზიანება (თვალის სიწითლე, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი, ბუშტუკები ან თეთრი ლაქები კონიუნქტივაზე), მხედველობის დაბინდვა, ალერგიული რეაქციები თვალში.
ხშირი: თვალის ზედაპირზე ცვლილებები, ქუთუთოს ანთება, კონიუნქტივიტის ანთება, მხედველობის გაუარესება, ქუთუთოს ან კონიუნქტივის შესიება, მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გაღიზიანება, ქუთუთოს შეწითლება, ტკივილი, თვალის სიმშრალე, თვალის ზედაპირის დაზიანება ან ფერის შეცვლა, ცრემლდენა ან კონიუნქტივის გათეთრება.
ძალიან იშვიათი: ირიტი, გუგის შევიწროება.
სიხშირე არ არის ცნობილი: ქუთუთოების ქავილი.
ასევე შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება, რომლებიც ეხება სხეულის სხვა ნაწილებს:
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, დაღლილობა და (ან) ძილიანობა.
ხშირი: თავბრუ, გაციების მაგვარი სიმპტომები, კუჭის და (ან) ნაწლავების ტკივილი, გემოს გაუკუღმართება და სისუსტე.
არახშირი: დეპრესია, პალპიტაცია ან გულის არარეგულარული ცემა, ცხვირის სიმშრალე, საერთო ალერგიული რეაქციები.
იშვიათი: სუნთქვის გაძნელება
ძალიან იშვიათი: უძილობა, გულის წასვლა, სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა.
სიხშირე არ არის ცნობილი: კანის რეაქციები სიწითლის, სახის შეშუპების, ქავილის, გამონაყარისა და სისხლძარღვების გაფართოების ჩათვლით.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რაც არ არის მითითებული მოცემულ დანართ-ფურცელში. ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ბიოციდების, სამედიცინო დანიშნულების სამედიცინო საგნების, სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს შემდეგ მისამართზე:
ალ. იეროზოლიმსკი 181ც
02-222 ვარშავა
ტელ: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
e-mail: [email protected]
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება აგრეთვე შესაძლებელია მიაწოდოთ რეგისტრაციის უფლების მქონე სუბიექტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ უზრუნველყოფთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებისათვის.
ბრიგლაუ PPH –ის შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას
არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ პირველ გამოყენებამდე ფლაკონის დამცავი რგოლი დაზიანებულია
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებული ფლაკონის ეტიკეტზე და კოლოფზე EXP შემდეგ. ვარგისობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
პირველი გახსნიდან 28 დღის შემდეგ გადააგდეთ ფლაკონი, მიუხედავად იმისა თუ მასში დარჩა გამოუყენებელი ხსნარი.
არ შეიძლება მედიკამენტების გადაყრა ნაგავში ან საყოფაცხოვრებო ნივთებში. იკითხეთ ფარმაცევტთან, როგორ უნდა მოიცილოთ ვადაგასული მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბრიგლაუ PPH
აქტიური სუბსტანციაა ბრიმონიდინის ტარტრატი. ხსნარის 1 მლ შეიცავს 2 მგ ბრიმონიდინის ტარტრატს, რომელიც 1.3მგ ბრიმონიდინის ექვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა (ph-ის დასარეგულირებლად), საინექციო წყალი.
ბრიგლაუ PPH-ის დახასიათება და შეფუთვის შიგთავსი
ბრიგლაუ PPH არის გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი პლასტმასის ფლაკონში.
ფლაკონი შეიცავს 5 მლ ხსნარს.
შეფუთვა: 1 x 5 მლ, 3 x 5 მლ.
გაყიდვაში შესაძლოა არ იყოს ყველა გამოშვების ფორმა.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა პოლფარმა სს
19 პელპლინსკას ქ.
83-200 სტაროგარდი, გდანსკი
ნებისმიერი ინფორმაციისათვის ამ პრეპარატის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდით მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას:
პოლფარმას სავაჭრო წარმომადგენლობა შპს
ბაბროვეცკას ქ. 6
00-728 ვარშავა
ტელ: 22 3646101
დანართი-ფურცლის ბოლო გადახედვა: მარტი 2017 წ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


