პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ბრიმონიდინი რომფარმი

Brimonidine Rompharm

რეცეპტით1.5მგ/მლინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

ბრიმონიდინის 1.5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი, ნაჩვენებია მომატებული თვალშიდა წნევის სამკურნალოდ ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან ოკულარული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბრიმონიდინი (brimonidine)
ფორმა და შეფუთვა
1.5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
S.C. Rompharm Company S.R.L, რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, გლაუკომის სამკურნალო სიმპათომიმეტური საშუალებები
ATC კოდი
S01EA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-034719
რეგისტრირებულია
21 მარტი 2022, მოქმედებს 21 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბრიმონიდინი რომფარმი და სხვა წამალი ერთად

ბრიმონიდინი რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბრიმონიდინის 1.5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი, ნაჩვენებია მომატებული თვალშიდა წნევის სამკურნალოდ ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან ოკულარული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.

ბრიმონიდინის 1.5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი, შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით ან გლაუკომას საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზა შეადგენს ბრიმონიდინის ერთ წვეთს დაზიანებულ თვალში (თვალებში) დღეში სამჯერ, დაახლოებით 8 საათის ინტერვალით.

პედიატრიული პოპულაცია

2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით კი 2-7 წლის ასაკის პერიოდში მყოფ ბავშვებში პრეპარატის გამოყნებისას აუცილებელია სიფრთხილე და მკაცრი სამედიცინო დაკვრივება ძლიერი ძილიანობის გამოვლენის მაღალი რისკის გამო (იხ. პუნქტი „არასასურველი ეფექტები“).

ბრიმონიდინის გამოყენება უკუნაჩვენებია ახალშობილებსა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, სხეულის მცირე წონის შემთხვევაში (20 კგ-მდე) (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ღვიძლის უკმარისობა

ბრიმონიდინის გამოყენება არ არის შესწავლილი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აუციელებელია სიფრთხილე.

თირკმლის უკმარისობა

ბრიმონიდინის გამოყენება არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე. ბრიმონიდინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში 40 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით.

მიღების წესი

ოკულარული გამოყენებისთვის.

ნაზოლაკრიმალური ოკლუზიის გამოყენებით და ქუთუთოებზე ზეწოლით 2 წუთის განმავლობაში პრეპარატის სისტემური აბსორბცია მცირდება. ეს იწვევს სისტემური გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემცირებას და პრეპარატის ადგილობრივი ეფექტის გაძლიერებას (იხ. პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“).

საწყვეთურის და ხსნარის კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით არ უნდა მოხდეს ქუთუთოებზე, ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე და სხვა ზედაპირებზე ბოთლის საწვეთურის წვერის შეხება. საჭიროა პაციენტების ინფორმირება იმის შესახებ, რომ იმ პერიოდში, როდესაც პრეპარატის გამოყენება არ ხდება, მისი შენახვა აუცილებელია მჭირდოდ დახურულ ბოთლში.

თვალშიდა წნევის შესამცირებლად შესაძლებელია ბრიმონიდინის 1.5 მგ/მლ თვალის წვეთების, ხსნარის გამოყენება სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფტალმოლოგიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი გამოყენების ოფტალმოლოგიური სამკურნალო საშუალება, მათ გამოყენებებს შორის უნდა იყოს დაცული მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“.

ახალშობილები და 2 წელზე მცირე ასაკის ბავშვები, სხეულის მცირე წონა (20 კგ-მდე) (იხ. პუნქტი „არასასურველი ეფექტები“).

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (MAO) და ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენება, რაც გავლენას ახდენს ნორადრენერგულ ტრანსმისიაზე (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და მიანსერინი).

ქალები, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს (იხ. პუნქტი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).

სიფრთხილის ზომები

ბრიმონიდინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ორთოსტატული ჰიპოტენზიით, გულის უკმარისობით, ცერებროვასკულარული დაავადებით, რომელიც იწვევს ცერებრალური სისხლის მიმოქცევის დარღვევას, თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 40 მლ/წთ-ზე), ღვიძლის უკმარისობით, დეპრესიით, რეინოს სინდრომით, მაობლიტირებელი თრომბოანგიტით დაავადებულ პაციენტებში, 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ბრიმონიდინის თვალის წვეთების ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა ცნს-ის დამთრგუნველ პრეპარატებთან (ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ოპიატები, სედატიური საშუალებები ან ზოგადი ანესთეტიკები) ერთდროულად გამოყენებისას ადიტიური ან გაძლიერებული ეფექტის შესაძლებლობის გათვალისწინება აუცილებელია.

ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან კლონიდინის (ალფა 2-ადრენომიმეტური საშუალება) ერთდროულად გამოყენებისას ცნობილია მისი ჰიპოტენზიური ეფექტის სიმძიმის შემცირება, შესაბამისად არ არის გამორიცხული ბრიმონიდინის ეფექტის დაქვეითება მისი ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად გამოყენებისას.

ბრიმონიდინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამინების მეტაბოლიზმზე და მათ განაწილებაზე სისხლძარღვებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ადამიანებში პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის დროს გამოყენებისას დადგენილი არ არის. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ნაყოფზე ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა. მაკე ვირთაგვებში ბრიმონიდინი ასოცირებული იყო დედის ტოქსიკურობასთან, ადრეული რეზორბციების/იმპლანტაციის შემდგომ გაზრდილ დანაკარგებთან, ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის და წონის დაქვეითებასთან (AUC-ზე დაყრდნობით), რაც ნამკურნალებ ადამიანებში მოსალოდნელ ექსპოზიციას 390-ჯერ აღემატებოდა.

პრეპარატი ასევე ტოტოქსიკური იყო ბოცვრებში და იწვევდა აბორტებს დაახლოებით 26-ჯერ მეტი ექსპოზიციით, ვიდრე მოსალოდნელი იყო ადამიანებში. როგორც ვირთაგვებში, ასევე ბოცვრებში ბრიმონიდინი არ იყო ტერატოგენული. ბრიმონიდინი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფზე შესაძლო უარყოფით რისკს. სისტემური აბსორბციის შესამცირებლად გაეცანით პუქნტს „დოზირება და მიღების წესი“.

ლაქტაცია:

არ არის ცნობილი ადამიანებში გადადის თუ არა ბრიმონიდინი დედის რძეში. ვირთაგვების რძეში აღინიშნება პრეპარატის ნაწილის გადასვლა. ბრიმონიდინის გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებისთვის, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ფერტილობა:

არ ჩატარებულა კვლევები ფერტილობაზე ბრიმონიდინის ადგილობრივი ოკულარული გამოყენების ზეგავლენის შესაფასებლად.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბრიმონიდინმა შესაძლებელია გამოიწვიოს დაღლა და/ან ძილიანობა, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს მექანიზმებთან მუშაობის ან ავტომობილის მართვის უნარზე.

ბრიმონიდინმა შესაძლებელია გამოიწვიოს დაბინდული მხედველობა და/ან მხედველობითი აღქმის დარღვევა, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს მექანიზმებთან მუშაობის ან ავტომობილის მართვის უნარზე, განსაკუთრებით ღამის შუქზე ან არასაკმარისი განათების დროს. შესაბამისად, საჭიროა პაციენტმა თავი შეიკავოს ავტომობილის მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან მანამ, სანამ მოხდება აღნიშნული სიმპტომების ალაგება.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100; < 1/10); არახშირი (≥ 1/1000; < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000; < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებულით მონაცემებით სიხშირე ვერ ფასდება).

კლინიკურ კვლევებში ბრიმონიდინის 0.15% გამოყენებით გამოვლენილი იყო შემდეგი გვერდითი ეფექტები:

თვალის მხრივ დარღვევები

ხშირი: ალერგიული კონიუნქტივიტი, კონიუნქტივალური ჰიპერემია, თვალის ლორწოვანი გარსის და ქუთუთოების კანის არეში ქავილი.

არახშირი: თვალში წვის შეგრძნება, თვალის ფოლიკული ან ფოლიკულარული კონიუნქტივიტი, თვალის ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (კერატოკონიუნქტივიტის ჩათვლით), ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, მხედველობის დარღვევა, კატარაქტა, კონიუნქტივის შეშუპება, კონიუნქტივალური ცრემლდება, ჰემორაგიული კონიუნქტივიტი, კონიუნქტივიტი, ცრემლის შეკავება, ლორწოვანი გამონადენი თვალიდან, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება, ტკივილი, ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების სიწითლე, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, კერატიტი, ქუთუთოების დაზიანება, ფოტოსენსიტიურობა, ზედაპირული წერტილოვანი კერატოპათია, ცრემლდენა, მხედველობის არეების დაკარგვა, მინისებრი სხეულის ფუნქციური დარღვევები, მინისებრ სხეულში მცურავი დაბინდული წერტილები და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

იშვიათი: რქოვანას ეროზია, გორდეოლუმი (ქერი).

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი, ძილანობა, უძილობა, თავბრუსხვევა.

გულის მხრივ დარღვევები

ხშირი: ჰიპერტენზია.

იშვიათი: ჰიპოტენზია.

გასტროინტესტინალური დარღვევები

ხშირი: დისპეფსია, პირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები

ხშირი: გამონაყარი.

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი: გრიპისმაგვარი სინდრომი, ინფექციური დაავადებები (ცხელება და რესპირატორული ინფექციები), რინიტი, სინუსიტი, მათ შორის - ინფექციური.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ დარღვევები

ხშირი: ბრონქიტი, ხველება, ქოშინი.

იშვიათი: ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, აპნოე.

ლაბორატორიული მაჩვენებლები

ხშირი: ჰიპერქოლესტერინემია.

სხვა:

ხშირი: საერთო ალერგიული რეაქციები, ასთენია, დაღლილობა;

იშვიათი: გემოვნების შეგრძნების დარღვევა.

ბავშვებში გამოვლენილია: აპნოე, ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპოთერმია, კუნთების ჰიპოტონია

შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოვლენილი იყო ბრიმონიდინის კლინიკური კვლევების შემდგომ, პოსტმარკეტინგულად. ვინაიდან მათ შესახებ შეტყობინება ხდება ნებაყოფლობით უცნობი სიდიდის პოპულაციის მხრიდან, გამოვლენის სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

თვალის მხრივ დარღვევები: ირიტი, მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, მიოზი.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: დეპრესია.

გულის მხრივ დარღვევები: ბრადიკარდია, ტაქიკარდია.

გასტროინტესტინალური დარღვევები: გულისრევა.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები: ადგილობრივი რეაქციები კანის მხრივ (ქუთუთოების შეწითლება, ქავილი, სახის შეშუპება, სახეზე და ქუთუთოებზე გამონაყარი და სისხლძარღვების გაფართოება).

ჭარბი დოზა

მონაცემები ადამიანებში პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.

ადგილობრივი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ჩამოიბანეთ თვალი ადგილობრივი თვალის გამწმენდი საშუალებით.

პრეპარატის შიგნით შემთხვევით მოხვედრის შედეგად განვითარებული სისტემური ეფექტები:

პრეპარატის შიგნით შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების განვითარება: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ძილიანობა, დეპრესია ან გონების დაბინდვა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ციანოზი.

პედიატრიული პოპულაცია:

ბრიმონიდინის ჭარბი დოზირების სიმპტომები, როგორიცაა აპნოე, ბრადიკარდია, კომა, ჰიპოტენზია, ჰიპოთერმია, ჰიპოტონია, ლეთარგია, კანის საფარველის სიფერმკრთალე, სუნთქვის დათრგუნვა და ძილიანობა, აღინიშნა ახალშობილებში, ჩვილებში და ბავშვებში, რომლებიც ბრიმონიდინს ღებულობდნენ როგორც თანდაყოლილი გლაუკომას სამკურნალო პრეპარატს ან შემთხვევით მიიღეს იგი პერორალური გზით.

პერორალური ჭარბი დოზირების მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ თერაპიას; აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:

ბრიმონიდინის ტარტრატი 1.500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა

სტაბილიზირებული ოქსიქლორო-კომპლექსი (iPRES 25)

ბორის მჟავა

ნატრიუმის ტეტრაბორატი

ნატრიუმის ქლორიდი

კალიუმის ქლორიდი

მაგნიუმის ქლორიდი

კალციუმის ქლორიდი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად)

ქლორწყალბადმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად)

გასუფთავებული წყალი

ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი

შენახვის პირობები

2 წელი.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

S.C. Rompharm Company S.R.L.

Str. Eroilor 1А, Otopeni, 075100, რუმინეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლაუკომას საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოზურები; სიმპათომიმეტური პრეპარატები გლაუკომას მკურნალობაში; ალფა-2 სელექციური ადრენორეცეპტორების აგონისტი.

ATC კოდი: S01EA05.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდიამიკური თვისებები

ბრიმონიდინი წარმოადგენს ალფა-2 ადრენორეცეპტორების აგონისტს, რომელიც ალფა-2 ადრენორეცეპტორებისთვის 1000-ჯერ მეტად სელექტიურია, ვიდრე ალფა-1 ადრენორეცეპტორებისთვის. ადამიანის ალფა-1 და ალფა-2 ადრენორეცეპტორების მიმართ აფინურობა შეადგენს დაახლოებით 2000 ნმ და 2 ნმ-ს შესაბამისად. აღნიშნული სელექტიურობით განპირობებულია ადამიანის ბადურის ქსენოგრაფტთან ასოცირებული მიკროძარღვების მიდრიაზისა და ვაზოკონსტრიქციის არარსებობა.

ბრიმონიდინის ტარტრატის ადგილობრივად შეყვანა ადამიანში ამცირებს თვალშიდა წნევას (IOP). დანიშნულების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში ბრიმონიდინის თვალის წვეთები ამცირებს თვალშიდა წნევას IOP გულ-სისხლძარღვთა პარამეტრებზე მინიმალური ზეგავლენით.

ბრიმონიდინის თვალის წვეთები ხასიათდება მოქმედების სწრაფი დაწყებით, თვალის მხრივ პიკური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა პრეპარატის გამოყენებიდან 2 საათში. მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 12 საათს ან მეტს.

ცხოველებსა და ადამიანებზე ჩატარებული ფლუორომეტრიული კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ ბრიმონიდინის ტარტრატს მოქმედების ორმაგი მექანიზმი აქვს. ითვლება, რომ ბრიმონიდინი ამცირებს IOP-ს თვალის ნამის წარმოქმნის შემცირების და უვეოსკლერალური გადინების გაზრდის ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

თვალში ჩაწვეთების შემდეგ ბრიმონიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 0.5-2.5 საათის შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ბრინომიდინის სისტემური აბსორბცია ნელია. პრეპარატი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება. ბრიმონიდინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ბრიმონიდინი 1.5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ბრიმონიდინი

ფარმაცევტული ფორმა

თვალის წვეთები, ხსნარი

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:

ბრიმონიდინის ტარტრატი 1.500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა

სტაბილიზირებული ოქსიქლორო-კომპლექსი (iPRES 25)

ბორის მჟავა

ნატრიუმის ტეტრაბორატი

ნატრიუმის ქლორიდი

კალიუმის ქლორიდი

მაგნიუმის ქლორიდი

კალციუმის ქლორიდი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად)

ქლორწყალბადმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად)

გასუფთავებული წყალი

ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლაუკომას საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოზურები; სიმპათომიმეტური პრეპარატები გლაუკომას მკურნალობაში; ალფა-2 სელექციური ადრენორეცეპტორების აგონისტი.

ATC კოდი: S01EA05.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდიამიკური თვისებები

ბრიმონიდინი წარმოადგენს ალფა-2 ადრენორეცეპტორების აგონისტს, რომელიც ალფა-2 ადრენორეცეპტორებისთვის 1000-ჯერ მეტად სელექტიურია, ვიდრე ალფა-1 ადრენორეცეპტორებისთვის. ადამიანის ალფა-1 და ალფა-2 ადრენორეცეპტორების მიმართ აფინურობა შეადგენს დაახლოებით 2000 ნმ და 2 ნმ-ს შესაბამისად. აღნიშნული სელექტიურობით განპირობებულია ადამიანის ბადურის ქსენოგრაფტთან ასოცირებული მიკროძარღვების მიდრიაზისა და ვაზოკონსტრიქციის არარსებობა.

ბრიმონიდინის ტარტრატის ადგილობრივად შეყვანა ადამიანში ამცირებს თვალშიდა წნევას (IOP). დანიშნულების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში ბრიმონიდინის თვალის წვეთები ამცირებს თვალშიდა წნევას IOP გულ-სისხლძარღვთა პარამეტრებზე მინიმალური ზეგავლენით.

ბრიმონიდინის თვალის წვეთები ხასიათდება მოქმედების სწრაფი დაწყებით, თვალის მხრივ პიკური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა პრეპარატის გამოყენებიდან 2 საათში. მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 12 საათს ან მეტს.

ცხოველებსა და ადამიანებზე ჩატარებული ფლუორომეტრიული კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ ბრიმონიდინის ტარტრატს მოქმედების ორმაგი მექანიზმი აქვს. ითვლება, რომ ბრიმონიდინი ამცირებს IOP-ს თვალის ნამის წარმოქმნის შემცირების და უვეოსკლერალური გადინების გაზრდის ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

თვალში ჩაწვეთების შემდეგ ბრიმონიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 0.5-2.5 საათის შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ბრინომიდინის სისტემური აბსორბცია ნელია. პრეპარატი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება. ბრიმონიდინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

თერაპიული ჩვენებები

ბრიმონიდინის 1.5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი, ნაჩვენებია მომატებული თვალშიდა წნევის სამკურნალოდ ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან ოკულარული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.

ბრიმონიდინის 1.5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი, შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით ან გლაუკომას საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

რეკომენდებული დოზა შეადგენს ბრიმონიდინის ერთ წვეთს დაზიანებულ თვალში (თვალებში) დღეში სამჯერ, დაახლოებით 8 საათის ინტერვალით.

პედიატრიული პოპულაცია

2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით კი 2-7 წლის ასაკის პერიოდში მყოფ ბავშვებში პრეპარატის გამოყნებისას აუცილებელია სიფრთხილე და მკაცრი სამედიცინო დაკვრივება ძლიერი ძილიანობის გამოვლენის მაღალი რისკის გამო (იხ. პუნქტი „არასასურველი ეფექტები“).

ბრიმონიდინის გამოყენება უკუნაჩვენებია ახალშობილებსა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, სხეულის მცირე წონის შემთხვევაში (20 კგ-მდე) (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ღვიძლის უკმარისობა

ბრიმონიდინის გამოყენება არ არის შესწავლილი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აუციელებელია სიფრთხილე.

თირკმლის უკმარისობა

ბრიმონიდინის გამოყენება არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე. ბრიმონიდინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში 40 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით.

მიღების წესი

ოკულარული გამოყენებისთვის.

ნაზოლაკრიმალური ოკლუზიის გამოყენებით და ქუთუთოებზე ზეწოლით 2 წუთის განმავლობაში პრეპარატის სისტემური აბსორბცია მცირდება. ეს იწვევს სისტემური გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემცირებას და პრეპარატის ადგილობრივი ეფექტის გაძლიერებას (იხ. პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“).

საწყვეთურის და ხსნარის კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით არ უნდა მოხდეს ქუთუთოებზე, ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე და სხვა ზედაპირებზე ბოთლის საწვეთურის წვერის შეხება. საჭიროა პაციენტების ინფორმირება იმის შესახებ, რომ იმ პერიოდში, როდესაც პრეპარატის გამოყენება არ ხდება, მისი შენახვა აუცილებელია მჭირდოდ დახურულ ბოთლში.

თვალშიდა წნევის შესამცირებლად შესაძლებელია ბრიმონიდინის 1.5 მგ/მლ თვალის წვეთების, ხსნარის გამოყენება სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფტალმოლოგიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი გამოყენების ოფტალმოლოგიური სამკურნალო საშუალება, მათ გამოყენებებს შორის უნდა იყოს დაცული მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“.

ახალშობილები და 2 წელზე მცირე ასაკის ბავშვები, სხეულის მცირე წონა (20 კგ-მდე) (იხ. პუნქტი „არასასურველი ეფექტები“).

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (MAO) და ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენება, რაც გავლენას ახდენს ნორადრენერგულ ტრანსმისიაზე (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და მიანსერინი).

ქალები, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს (იხ. პუნქტი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).

არასასურველი ეფექტები

არასასურველი ეფექტების სიხშირის კლასიფიცირება შემდეგი ტერმინოლოგიის გამოყენებით ხდება: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100; < 1/10); არახშირი (≥ 1/1000; < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000; < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებულით მონაცემებით სიხშირე ვერ ფასდება).

კლინიკურ კვლევებში ბრიმონიდინის 0.15% გამოყენებით გამოვლენილი იყო შემდეგი გვერდითი ეფექტები:

თვალის მხრივ დარღვევები

ხშირი: ალერგიული კონიუნქტივიტი, კონიუნქტივალური ჰიპერემია, თვალის ლორწოვანი გარსის და ქუთუთოების კანის არეში ქავილი.

არახშირი: თვალში წვის შეგრძნება, თვალის ფოლიკული ან ფოლიკულარული კონიუნქტივიტი, თვალის ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (კერატოკონიუნქტივიტის ჩათვლით), ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, მხედველობის დარღვევა, კატარაქტა, კონიუნქტივის შეშუპება, კონიუნქტივალური ცრემლდება, ჰემორაგიული კონიუნქტივიტი, კონიუნქტივიტი, ცრემლის შეკავება, ლორწოვანი გამონადენი თვალიდან, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება, ტკივილი, ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების სიწითლე, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, კერატიტი, ქუთუთოების დაზიანება, ფოტოსენსიტიურობა, ზედაპირული წერტილოვანი კერატოპათია, ცრემლდენა, მხედველობის არეების დაკარგვა, მინისებრი სხეულის ფუნქციური დარღვევები, მინისებრ სხეულში მცურავი დაბინდული წერტილები და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

იშვიათი: რქოვანას ეროზია, გორდეოლუმი (ქერი).

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი, ძილანობა, უძილობა, თავბრუსხვევა.

გულის მხრივ დარღვევები

ხშირი: ჰიპერტენზია.

იშვიათი: ჰიპოტენზია.

გასტროინტესტინალური დარღვევები

ხშირი: დისპეფსია, პირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები

ხშირი: გამონაყარი.

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი: გრიპისმაგვარი სინდრომი, ინფექციური დაავადებები (ცხელება და რესპირატორული ინფექციები), რინიტი, სინუსიტი, მათ შორის - ინფექციური.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ დარღვევები

ხშირი: ბრონქიტი, ხველება, ქოშინი.

იშვიათი: ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, აპნოე.

ლაბორატორიული მაჩვენებლები

ხშირი: ჰიპერქოლესტერინემია.

სხვა:

ხშირი: საერთო ალერგიული რეაქციები, ასთენია, დაღლილობა;

იშვიათი: გემოვნების შეგრძნების დარღვევა.

ბავშვებში გამოვლენილია: აპნოე, ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპოთერმია, კუნთების ჰიპოტონია

შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოვლენილი იყო ბრიმონიდინის კლინიკური კვლევების შემდგომ, პოსტმარკეტინგულად. ვინაიდან მათ შესახებ შეტყობინება ხდება ნებაყოფლობით უცნობი სიდიდის პოპულაციის მხრიდან, გამოვლენის სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

თვალის მხრივ დარღვევები: ირიტი, მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, მიოზი.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: დეპრესია.

გულის მხრივ დარღვევები: ბრადიკარდია, ტაქიკარდია.

გასტროინტესტინალური დარღვევები: გულისრევა.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები: ადგილობრივი რეაქციები კანის მხრივ (ქუთუთოების შეწითლება, ქავილი, სახის შეშუპება, სახეზე და ქუთუთოებზე გამონაყარი და სისხლძარღვების გაფართოება).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ბრიმონიდინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ორთოსტატული ჰიპოტენზიით, გულის უკმარისობით, ცერებროვასკულარული დაავადებით, რომელიც იწვევს ცერებრალური სისხლის მიმოქცევის დარღვევას, თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 40 მლ/წთ-ზე), ღვიძლის უკმარისობით, დეპრესიით, რეინოს სინდრომით, მაობლიტირებელი თრომბოანგიტით დაავადებულ პაციენტებში, 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ბრიმონიდინმა შესაძლებელია გამოიწვიოს დაღლა და/ან ძილიანობა, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს მექანიზმებთან მუშაობის ან ავტომობილის მართვის უნარზე.

ბრიმონიდინმა შესაძლებელია გამოიწვიოს დაბინდული მხედველობა და/ან მხედველობითი აღქმის დარღვევა, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს მექანიზმებთან მუშაობის ან ავტომობილის მართვის უნარზე, განსაკუთრებით ღამის შუქზე ან არასაკმარისი განათების დროს. შესაბამისად, საჭიროა პაციენტმა თავი შეიკავოს ავტომობილის მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან მანამ, სანამ მოხდება აღნიშნული სიმპტომების ალაგება.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა:

ადამიანებში პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის დროს გამოყენებისას დადგენილი არ არის. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ნაყოფზე ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა. მაკე ვირთაგვებში ბრიმონიდინი ასოცირებული იყო დედის ტოქსიკურობასთან, ადრეული რეზორბციების/იმპლანტაციის შემდგომ გაზრდილ დანაკარგებთან, ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის და წონის დაქვეითებასთან (AUC-ზე დაყრდნობით), რაც ნამკურნალებ ადამიანებში მოსალოდნელ ექსპოზიციას 390-ჯერ აღემატებოდა.

პრეპარატი ასევე ტოტოქსიკური იყო ბოცვრებში და იწვევდა აბორტებს დაახლოებით 26-ჯერ მეტი ექსპოზიციით, ვიდრე მოსალოდნელი იყო ადამიანებში. როგორც ვირთაგვებში, ასევე ბოცვრებში ბრიმონიდინი არ იყო ტერატოგენული. ბრიმონიდინი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფზე შესაძლო უარყოფით რისკს. სისტემური აბსორბციის შესამცირებლად გაეცანით პუქნტს „დოზირება და მიღების წესი“.

ლაქტაცია:

არ არის ცნობილი ადამიანებში გადადის თუ არა ბრიმონიდინი დედის რძეში. ვირთაგვების რძეში აღინიშნება პრეპარატის ნაწილის გადასვლა. ბრიმონიდინის გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებისთვის, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ფერტილობა:

არ ჩატარებულა კვლევები ფერტილობაზე ბრიმონიდინის ადგილობრივი ოკულარული გამოყენების ზეგავლენის შესაფასებლად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ბრიმონიდინის თვალის წვეთების ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა ცნს-ის დამთრგუნველ პრეპარატებთან (ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ოპიატები, სედატიური საშუალებები ან ზოგადი ანესთეტიკები) ერთდროულად გამოყენებისას ადიტიური ან გაძლიერებული ეფექტის შესაძლებლობის გათვალისწინება აუცილებელია.

ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან კლონიდინის (ალფა 2-ადრენომიმეტური საშუალება) ერთდროულად გამოყენებისას ცნობილია მისი ჰიპოტენზიური ეფექტის სიმძიმის შემცირება, შესაბამისად არ არის გამორიცხული ბრიმონიდინის ეფექტის დაქვეითება მისი ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად გამოყენებისას.

ბრიმონიდინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამინების მეტაბოლიზმზე და მათ განაწილებაზე სისხლძარღვებში.

ჭარბი დოზირება

მონაცემები ადამიანებში პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.

ადგილობრივი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ჩამოიბანეთ თვალი ადგილობრივი თვალის გამწმენდი საშუალებით.

პრეპარატის შიგნით შემთხვევით მოხვედრის შედეგად განვითარებული სისტემური ეფექტები:

პრეპარატის შიგნით შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების განვითარება: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ძილიანობა, დეპრესია ან გონების დაბინდვა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ციანოზი.

პედიატრიული პოპულაცია:

ბრიმონიდინის ჭარბი დოზირების სიმპტომები, როგორიცაა აპნოე, ბრადიკარდია, კომა, ჰიპოტენზია, ჰიპოთერმია, ჰიპოტონია, ლეთარგია, კანის საფარველის სიფერმკრთალე, სუნთქვის დათრგუნვა და ძილიანობა, აღინიშნა ახალშობილებში, ჩვილებში და ბავშვებში, რომლებიც ბრიმონიდინს ღებულობდნენ როგორც თანდაყოლილი გლაუკომას სამკურნალო პრეპარატს ან შემთხვევით მიიღეს იგი პერორალური გზით.

პერორალური ჭარბი დოზირების მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ თერაპიას; აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

კონტეინერის ტიპი და შემცველობა

სამედიცინო პროდუქტი მოთავსებულია თეთრი ფერის პოლიეთილენის ბოთლში, თეთრი ფერის საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით, რომელიც დალუქულია უსაფრთხოების რგოლით, და შეფუთულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში შესაბამისი მარკირებით.

შეფუთვის ზომა: 1 x 5 მლ.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

S.C. Rompharm Company S.R.L.

Str. Eroilor 1А, Otopeni, 075100, რუმინეთი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს რომფარმ კომპანი საქართველო

საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი №8, ოფისი №7ა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა