ედოლბრიმი გამოიყენება თვალშიდა წნევის შესამცირებლად ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად თვალშიდა წნევის შესამცირებლად, როდესაც ერთი პრეპარატი საკმარისი არ არის თვალში მომატებული წნევის შესამცირებლად.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბრიმონიდინი (brimonidine)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,2% (2მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Laboratorio Edol - Produtos Farmaceuticos, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, გლაუკომის სამკურნალო სიმპათომიმეტური საშუალებები
- ATC კოდი
- S01EA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042195
- რეგისტრირებულია
- 10 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 10 ოქტომბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratorio Edol - Produtos Farmaceuticos, S.A. (პორტუგალია)
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ედოლბრიმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ედოლბრიმი გამოიყენება თვალშიდა წნევის შესამცირებლად ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად თვალშიდა წნევის შესამცირებლად, როდესაც ერთი პრეპარატი საკმარისი არ არის თვალში მომატებული წნევის შესამცირებლად.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
დოზირება
რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი დღეში ორჯერ დაზიანებულ თვალ(ებში), დაახლოებით 12 საათის ინტერვალით.
ეფექტური რომ იყოს, ედოლბრიმი უნდა გამოიყენოთ ყოველდღე.
თუ იყენებთ ედოლბრიმს სხვა თვალის წვეთებთან ერთად, დაიცადეთ 5-15 წუთი მეორე თვალის წვეთის გამოყენებამდე.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
ედოლბრიმი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ჩვილებში.
ედოლბრიმის გამოყენება რეკომენდებული არ არის ბავშვებში (2 წლიდან 12 წლამდე).
გამოყენების ინსტრუქცია
ყოველთვის დაიბანეთ ხელები თვალის წვეთების გამოყენებამდე.
ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები შემდეგნაირად:
- თავი უკან გადახარეთ და ზემოთ აიხედეთ.
- ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ისე, რომ წარმოიქმნას მცირე ჯიბე.
- მოუჭირეთ ამოტრიალებულ საწვეთურ-კონტეინერს, რომ წვეთი თვალში ჩავარდეს.
- დაზიანებული თვალი დახუჭეთ და თითის წვერი დახურული თვალის შიდა კუთხეს (ცხვირის მახლობლად) დააჭირეთ 1 წუთის განმავლობაში, შესაძლო სისტემური აბსორბციის შესამცირებლად.
- გაიმეორეთ ეს ნაბიჯები მეორე თვალზე, ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში.
დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, არ დაუშვათ ბოთლის წვერის შეხება თქვენს თვალთან ან სხვა რაიმესთან. გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური და მოუჭირეთ.
თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ედოლბრიმს
მოზრდილები
მოზრდილებში, რომლებიც იყენებდნენ დანიშნულზე მეტ წვეთს, დაფიქსირდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც უკვე ცნობილია, რომ ვითარდება ედოლბრიმის გამოყენებისას.
მოზრდილებში, რომლებმაც შემთხვევით გადაყლაპეს ედოლბრიმი, აღინიშნა არტერიული წნევის დაქვეითება, რასაც ზოგიერთ პაციენტში მოჰყვა არტერიული წნევის მატება.
ბავშვები
სერიოზული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ბავშვებში, რომლებმაც შემთხვევით გადაყლაპეს ედოლბრიმი. ნიშნები მოიცავდა: ძილიანობა, სისუსტე, სხეულის დაბალი ტემპერატურა, სიფერმკრთალე და სუნთქვის გაძნელება.
თუ განვითარდა რომელიმე ეს მოვლენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
მოზრდილები და ბავშვები
ედოლბრიმის შემთხვევით გადაყლაპვისას ან თუ იყენებდით საჭიროზე მეტ ედოლბრიმს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ედოლბრიმის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, გამოიყენეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულებრივი რუტინის დაცვა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ბრიმონიდინის ტარტრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
თუ მკურნალობთ მედიკამენტით, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორი (მაო ინჰიბიტორი) ან გარკვეული ანტიდეპრესანტებით;
თუ ძუძუთი კვებავთ;
ახალშობილებში/ჩვილებში (დაბადებიდან 2 წლამდე).
სიფრთხილის ზომები
ედოლბრიმის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ ან გქონდათ დეპრესია, გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, თავის ტვინში სისხლის მიწოდების დაქვეითება, გულის პრობლემები, კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევა ან არტერიული წნევის დარღვევა;
თუ გაქვთ ან გქონდათ წარსულში თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები;
ბავშვები
ედოლბრიმის გამოყენება რეკომენდებული არ არის 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები, როგორიცაა:
- მედიკამენტები ტკივილის მიმართ მგრძნობელობის შესამცირებლად (საანესთეზიო საშუალებები), სედატიური საშუალებები, ოპიატები ან ბარბიტურატები, ან თუ რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს;
- მედიკამენტები გულის დაავადებების სამკურნალოდ (გულის გლიკოზიდები);
- მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ იმავე რეცეპტორზე, რომელზეც ედოლბრიმი, მაგალითად, იზოპრენალინი და პრაზოსინი;
- არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები);
- მედიკამენტები, რომლებიც კლასიფიცირდება როგორც მონოამინ ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები და სხვა ანტიდეპრესანტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვემს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჯერ არ ჩატარებულა კვლევები იმის დასადგენად, არის თუ არა უსაფრთხო ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს. ამიტომ ედოლბრიმი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს. უცნობია გადადის თუ არა ბრიმონიდინი ადამიანის დედის რძეში. ნივთიერება გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში.
ამიტომ ედოლბრიმი არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ დედებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ედოლბრიმმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და/ან დაღლილობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
ედოლბრიმმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და/ან მხედველობის დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების მართვის უნარზე, განსაკუთრებით სიბნელეში ან ცუდი განათების პირობებში.
თუ განვითარდა რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ სიმპტომები არ გაქრება.
ედოლბრიმი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს პრეპარატი შეიცავს 0,05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითოეულ მლ-ში. შეიძლება აღინიშნოს ბენზალკონიუმის ქლორიდის შეწოვა რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და შედეგად კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილება. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და ხელახლა გაიკეთოთ 15 წუთის შემდეგ.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან რქოვანას დარღვევები (თვალის წინა გამჭვირვალე შრე). თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ გრძნობთ თვალში უჩვეულო შეგრძნებას, ჩხვლეტას ან ტკივილს, მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეიძლება განვითარდეს თვალის მხრივ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში): თვალის გაღიზიანება (თვალის სიწითლე, წვა, ჩხვლეტა, რაღაცის შეგრძნება თვალში, ქავილი, ფოლიკულები ან თეთრი ლაქები გამჭვირვალე შრეზე, რომელიც ფარავს თვალის ზედაპირს.), მხედველობის დაბინდვა, ალერგიული რეაქცია თვალში, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, დაღლილობა/ძილიანობა.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში): ადგილობრივი გაღიზიანება (ქუთუთოების ანთება და შეშუპება, თვალის გარე ზედაპირის შეშუპება, წებოვანი თვალები, ტკივილი და ცრემლდენა), მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ეროზია თვალის ზედაპირზე და ლაქები, თვალის სიმშრალე, თვალის გარე ზედაპირის გათეთრება, მხედველობის დარღვევა, თვალის გარე ზედაპირის ანთება, თავბრუსხვევა, გემოს დარღვევა, გაციების მსგავსი სიმპტომები, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, ზოგადი სისუსტე.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში): დეპრესია, პალპიტაცია ან გულის რითმის ცვლილება, ცხვირის სიმშრალე, გენერალიზებული ალერგიული რეაქციები.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში): ქოშინი
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში): თვალშიდა ანთება (თვალის შიგნით), გუგის ზომის შემცირება, უძილობა, სისუსტე, მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა.
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება დადგინდეს არსებული მონაცემებით): ქუთუთოების ქავილი, კანის რეაქციები, მათ შორის სიწითლე, სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი კანზე და სისხლძარღვების გაფართოება.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
ოფთალმოლოგიური დოზის გადაჭარბება (მოზრდილები):
მიღებულ შემთხვევებში, დოზის გადაჭარბების ეფექტები ძირითადად ისეთივე იყო, როგორიც უკვე ცნობილი არასასურველი ეფექტები.
სისტემური დოზის გადაჭარბება შემთხვევითი მიღებით (მოზრდილები):
ძალიან შეზღუდულია ინფორმაცია მოზრდილებში ბრიმონიდინის შემთხვევით მიღების შესახებ. დღემდე მოხსენებული ერთადერთი გვერდითი მოვლენა იყო ჰიპოტენზია. დაფიქსირდა ჰიპოტენზიური ეპიზოდის შემდეგ ჰიპერტენზიის მობრუნება.
პერორალური დოზის გადაჭარბების მკურნალობა მოიცავს დამხმარე ზომებს და სიმპტომურ თერაპიას; უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასუნთქი გზების გამტარობა.
სხვა ალფა-2-აგონისტების პერორალური დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჰიპოტენზია, ასთენია, ღებინება, ლეთარგია, სედაცია, ბრადიკარდია, არითმიები, მიოზი, აპნოე, ჰიპოტონია, ჰიპოთერმია, რესპირატორული დეპრესია და კრუნჩხვები.
პედიატრიული მოსახლეობა
გამოქვეყნებული ან მოხსენებული იყო პედიატრიული სუბიექტების მიერ ბრიმონიდინის ტარტრატის 2 მგ/მლ თვალის წვეთების, ხსნარის უნებლიე მიღების შემდეგ სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებები. სუბიექტებს განუვითარდათ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის სიმპტომები, ჩვეულებრივ დროებითი კომა ან გონების დაბალი დონის დაკარგვა, ლეთარგია, ძილიანობა, ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ჰიპოთერმია, სიფერმკრთალე, რესპირატორული დათრგუნვა და აპნოე, და ჩვენებისას, საჭიროებდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას ინტუბაციით. ყველა სუბიექტი სრულად გამოჯანმრთელდა, ჩვეულებრივ 6-24 საათის განმავლობაში.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ბრიმონიდინის ტარტრატი. 1 მლ ხსნარი შეიცავს 2,0 მგ ბრიმონიდინის ტარტრატს, რაც 1,3 მგ ბრიმონიდინის ექვივალენტია;
- სხვა ინგრედიენტებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.05 მგ/მლ კონსერვანტის სახით, პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი და მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-ის რეგულირებისთვის.
ედოლბრიმის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ედოლბრიმი არის გამჭვირვალე ხსნარი, თავისუფალი ხილული ნაწილაკებისგან.
ედოლბრიმის თვალის წვეთების ხსნარი ხელმისაწვდომია 5 მლ ან 10 მლ ბოთლში საწვეთური-წვერით ან 3 საწვეთური-კონტეინერების შეფუთვაში 5 მლ. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 25ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენეთ ედოლბრიმი 28 დღის განმავლობაში.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 4.2 ოფთალმოლოგიური საშუალებები. გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები. სიმპათომიმეტიკები გლაუკომის თერაპიაში.
ათქ კოდი: S01EA05
მოქმედების მექანიზმი
ბრიმონიდინი არის ალფა-2 ადრენერგული რეცეპტორების აგონისტი, რომელიც 1000-ჯერ უფრო სელექციურია ალფა-2 ადრენორეცეპტორისთვის, ვიდრე ალფა-1 ადრენორეცეპტორისთვის.
ეს სელექციურობა გამოწვეულია მიდრიაზისა და ვაზოკონსტრიქციის არარსებობით მიკროსისხლძარღვებში, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებში ბადურის ქსენოტრანსპლანტებთან.
ბრიმონიდინის ტარტრატის ადგილობრივი გამოყენება ამცირებს თვალშიდა წნევას ადამიანებში მინიმალური ეფექტით გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვის პარამეტრებზე. შეზღუდულია ხელმისაწვდომი მონაცემები ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების შესახებ, რომლებსაც არ აქვთ გვერდითი მოვლენები.
ბრიმონიდინის ტარტრატის მოქმედება იწყება სწრაფად და მაქსიმალური თვალის ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა მიღებიდან ორი საათის შემდეგ. 1-წლიან კვლევებში ბრიმონიდინის ტარტრატმა შეამცირა თვალშიდა წნევა საშუალო მნიშვნელობებისთვის დაახლოებით 4-6 მმ ვცხ.წყ.
ცხოველებსა და ადამიანებში ფლუოროფოტომეტრიული კვლევები აჩვენებს, რომ ბრიმონიდინის ტარტრატს აქვს მოქმედების ორმაგი მექანიზმი. მიიჩნევა, რომ ბრიმონიდინის ტარტრატს შეუძლია შეამციროს თვალშიდა წნევა წყალხსნარის წარმოქმნის შემცირებით და უვეოსკლერული გადინების გაძლიერებით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბრიმონიდინის ტარტრატი ეფექტურია ადგილობრივ ბეტა-ბლოკატორებთან ერთად. მცირე ხანგრძლივობის კვლევები ასევე მიუთითებს, რომ ბრიმონიდინის ტარტრატს აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი დანამატის ეფექტი ტრავოპროსტთან (6 კვირა) და ლატანოპროსტთან (3 თვე) კომბინაციაში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
0,2% ხსნარის თვალის შეყვანის შემდეგ დღეში ორჯერ 10 დღის განმავლობაში, პლაზმური კონცენტრაცია იყო დაბალი (საშუალო Cmax 0,06 ნგ/მლ). მრავალჯერადი ინსტილაციების შემდეგ აღინიშნა სისხლში მცირე დაგროვება (დღეში ორჯერ 10 დღის განმავლობაში). პლაზმური კონცენტრაცია-დრო მრუდის ქვეშ ფართობი 12 საათის განმავლობაში წონასწორულ მდგომარეობაში (AUC0-12 სთ) იყო 0,31 ნგ.სთ/მლ, პირველი დოზის შემდეგ 0,23 ნგ.სთ/მლ-თან შედარებით. ადამიანის სისტემურ მიმოქცევაში ნახევარგამოყოფის აშკარა საშუალო პერიოდი იყო ადგილობრივად მიღებიდან დაახლოებით 3 საათი. პლაზმის ცილასთან შეკავაშირებული ბრიმონიდინი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ადამიანებში არის დაახლოებით 29%.
ბრიმონიდინი შექცევადად უკავშირდება მელანინს თვალის ქსოვილებიდან in vitro და in vivo.
თვალში ჩაწვეთებიდან 2 კვირის შემდეგ, ბრიმონიდინის კონცენტრაცია ირისში, ცილიარულ სხეულში და ქოროიდ-ბადურაზე იყო 3-17-ჯერ მეტი, ვიდრე ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. მელანინის არარსებობის შემთხვევაში, დაგროვება არ ხდება.
გაურკვეველია ადამიანებში მელანინთან შეკავშირების მნიშვნელობა. თუმცა, თვალის ბიომიკროსკოპიული გამოკვლევის დროს არ გამოვლენილა თვალის მხრივ მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქცია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბრიმონიდინის ტარტრატით ერთ წლამდე, არც თვალის მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა გამოვლენილა თვალის უსაფრთხოების ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის დროს მაიმუნებში, რომლებსაც აძლევდნენ ბრიმონიდინის ტარტრატის რეკომენდებულ დოზაზე დაახლოებით ოთხჯერ მეტ დოზას.
ადამიანებში პერორალური მიღების შემდეგ ბრიმონიდინი კარგად შეიწოვება და სწრაფად გამოიყოფა. დოზის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 75%) გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით ხუთი დღის განმავლობაში; შარდში არ გამოვლენილა უცვლელი პრეპარატი. ცხოველებისა და ადამიანების ღვიძლის გამოყენებით ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მეტაბოლიზმი ძირითადად განპირობებულია ალდეჰიდ ოქსიდაზათი და ციტოქრომ P450-ით. აქედან გამომდინარე, ელიმინაცია ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზმით ხდება.
კინეტიკური პროფილი
არ დაფიქსირებულა დიდი გადახრა პლაზმის Cmax და AUC-ში დოზის პროპორციულად ერთჯერადი ადგილობრივი დოზის 0.08%, 0.2% და 0.5% შემდეგ.
მახასიათებლები ხანდაზმულ პაციენტებში:
ბრიმონიდინის Cmax, AUC და აშკარა ნახევარგამოყოფის დრო ხანდაზმულ ადამიანებში (65 წლის ან მეტი ასაკის სუბიექტებში) ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ახალგაზრდებში არსებულია მსგავსია, რაც მიუთითებს, რომ სისტემური აბსორბცია და ელიმინაცია გავლენას არ ახდენს ასაკზე.
ხანდაზმული პაციენტების მონაწილეობით 3 თვიანი კლინიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ბრიმონიდინის სისტემური ზემოქმედება იყო ძალიან დაბალი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ედოლბრიმი® 2 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი
ბრიმონიდინის ტარტრატი 0.2%
სტერილური
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ფურცელში
- რა არის ედოლბრიმი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ედოლბრიმის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ედოლბრიმი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ედოლბრიმი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ედოლბრიმი და რისთვის გამოიყენება
ედოლბრიმი გამოიყენება თვალშიდა წნევის შესამცირებლად ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად თვალშიდა წნევის შესამცირებლად, როდესაც ერთი პრეპარატი საკმარისი არ არის თვალში მომატებული წნევის შესამცირებლად.
- რა უნდა იცოდეთ ედოლბრიმის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ედოლბრიმი
თუ გაქვთ ალერგია ბრიმონიდინის ტარტრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
თუ მკურნალობთ მედიკამენტით, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორი (მაო ინჰიბიტორი) ან გარკვეული ანტიდეპრესანტებით;
თუ ძუძუთი კვებავთ;
ახალშობილებში/ჩვილებში (დაბადებიდან 2 წლამდე).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ედოლბრიმის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ ან გქონდათ დეპრესია, გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, თავის ტვინში სისხლის მიწოდების დაქვეითება, გულის პრობლემები, კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევა ან არტერიული წნევის დარღვევა;
თუ გაქვთ ან გქონდათ წარსულში თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები;
ბავშვები
ედოლბრიმის გამოყენება რეკომენდებული არ არის 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და ედოლბრიმი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები, როგორიცაა:
- მედიკამენტები ტკივილის მიმართ მგრძნობელობის შესამცირებლად (საანესთეზიო საშუალებები), სედატიური საშუალებები, ოპიატები ან ბარბიტურატები, ან თუ რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს;
- მედიკამენტები გულის დაავადებების სამკურნალოდ (გულის გლიკოზიდები);
- მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ იმავე რეცეპტორზე, რომელზეც ედოლბრიმი, მაგალითად, იზოპრენალინი და პრაზოსინი;
- არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები);
- მედიკამენტები, რომლებიც კლასიფიცირდება როგორც მონოამინ ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები და სხვა ანტიდეპრესანტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვემს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჯერ არ ჩატარებულა კვლევები იმის დასადგენად, არის თუ არა უსაფრთხო ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს. ამიტომ ედოლბრიმი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს. უცნობია გადადის თუ არა ბრიმონიდინი ადამიანის დედის რძეში. ნივთიერება გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში.
ამიტომ ედოლბრიმი არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ დედებში.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ედოლბრიმმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და/ან დაღლილობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
ედოლბრიმმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და/ან მხედველობის დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების მართვის უნარზე, განსაკუთრებით სიბნელეში ან ცუდი განათების პირობებში.
თუ განვითარდა რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ სიმპტომები არ გაქრება.
ედოლბრიმი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს პრეპარატი შეიცავს 0,05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითოეულ მლ-ში. შეიძლება აღინიშნოს ბენზალკონიუმის ქლორიდის შეწოვა რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და შედეგად კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილება. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და ხელახლა გაიკეთოთ 15 წუთის შემდეგ.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან რქოვანას დარღვევები (თვალის წინა გამჭვირვალე შრე). თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ გრძნობთ თვალში უჩვეულო შეგრძნებას, ჩხვლეტას ან ტკივილს, მიმართეთ ექიმს.
- როგორ გამოიყენება ედოლბრიმი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
დოზირება
რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი დღეში ორჯერ დაზიანებულ თვალ(ებში), დაახლოებით 12 საათის ინტერვალით.
ეფექტური რომ იყოს, ედოლბრიმი უნდა გამოიყენოთ ყოველდღე.
თუ იყენებთ ედოლბრიმს სხვა თვალის წვეთებთან ერთად, დაიცადეთ 5-15 წუთი მეორე თვალის წვეთის გამოყენებამდე.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
ედოლბრიმი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ჩვილებში.
ედოლბრიმის გამოყენება რეკომენდებული არ არის ბავშვებში (2 წლიდან 12 წლამდე).
გამოყენების ინსტრუქცია
ყოველთვის დაიბანეთ ხელები თვალის წვეთების გამოყენებამდე.
ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები შემდეგნაირად:
- თავი უკან გადახარეთ და ზემოთ აიხედეთ.
- ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ისე, რომ წარმოიქმნას მცირე ჯიბე.
- მოუჭირეთ ამოტრიალებულ საწვეთურ-კონტეინერს, რომ წვეთი თვალში ჩავარდეს.
- დაზიანებული თვალი დახუჭეთ და თითის წვერი დახურული თვალის შიდა კუთხეს (ცხვირის მახლობლად) დააჭირეთ 1 წუთის განმავლობაში, შესაძლო სისტემური აბსორბციის შესამცირებლად.
- გაიმეორეთ ეს ნაბიჯები მეორე თვალზე, ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში.
დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, არ დაუშვათ ბოთლის წვერის შეხება თქვენს თვალთან ან სხვა რაიმესთან. გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური და მოუჭირეთ.
თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ედოლბრიმს
მოზრდილები
მოზრდილებში, რომლებიც იყენებდნენ დანიშნულზე მეტ წვეთს, დაფიქსირდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც უკვე ცნობილია, რომ ვითარდება ედოლბრიმის გამოყენებისას.
მოზრდილებში, რომლებმაც შემთხვევით გადაყლაპეს ედოლბრიმი, აღინიშნა არტერიული წნევის დაქვეითება, რასაც ზოგიერთ პაციენტში მოჰყვა არტერიული წნევის მატება.
ბავშვები
სერიოზული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ბავშვებში, რომლებმაც შემთხვევით გადაყლაპეს ედოლბრიმი. ნიშნები მოიცავდა: ძილიანობა, სისუსტე, სხეულის დაბალი ტემპერატურა, სიფერმკრთალე და სუნთქვის გაძნელება.
თუ განვითარდა რომელიმე ეს მოვლენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
მოზრდილები და ბავშვები
ედოლბრიმის შემთხვევით გადაყლაპვისას ან თუ იყენებდით საჭიროზე მეტ ედოლბრიმს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ედოლბრიმის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, გამოიყენეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულებრივი რუტინის დაცვა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეიძლება განვითარდეს თვალის მხრივ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში): თვალის გაღიზიანება (თვალის სიწითლე, წვა, ჩხვლეტა, რაღაცის შეგრძნება თვალში, ქავილი, ფოლიკულები ან თეთრი ლაქები გამჭვირვალე შრეზე, რომელიც ფარავს თვალის ზედაპირს.), მხედველობის დაბინდვა, ალერგიული რეაქცია თვალში, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, დაღლილობა/ძილიანობა.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში): ადგილობრივი გაღიზიანება (ქუთუთოების ანთება და შეშუპება, თვალის გარე ზედაპირის შეშუპება, წებოვანი თვალები, ტკივილი და ცრემლდენა), მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ეროზია თვალის ზედაპირზე და ლაქები, თვალის სიმშრალე, თვალის გარე ზედაპირის გათეთრება, მხედველობის დარღვევა, თვალის გარე ზედაპირის ანთება, თავბრუსხვევა, გემოს დარღვევა, გაციების მსგავსი სიმპტომები, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, ზოგადი სისუსტე.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში): დეპრესია, პალპიტაცია ან გულის რითმის ცვლილება, ცხვირის სიმშრალე, გენერალიზებული ალერგიული რეაქციები.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში): ქოშინი
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში): თვალშიდა ანთება (თვალის შიგნით), გუგის ზომის შემცირება, უძილობა, სისუსტე, მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა.
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება დადგინდეს არსებული მონაცემებით): ქუთუთოების ქავილი, კანის რეაქციები, მათ შორის სიწითლე, სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი კანზე და სისხლძარღვების გაფართოება.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება ედოლბრიმი
არ შეინახოთ 25ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენეთ ედოლბრიმი 28 დღის განმავლობაში.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ედოლბრიმი
- აქტიური ნივთიერება არის ბრიმონიდინის ტარტრატი. 1 მლ ხსნარი შეიცავს 2,0 მგ ბრიმონიდინის ტარტრატს, რაც 1,3 მგ ბრიმონიდინის ექვივალენტია;
- სხვა ინგრედიენტებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.05 მგ/მლ კონსერვანტის სახით, პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი და მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-ის რეგულირებისთვის.
ედოლბრიმის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ედოლბრიმი არის გამჭვირვალე ხსნარი, თავისუფალი ხილული ნაწილაკებისგან.
ედოლბრიმის თვალის წვეთების ხსნარი ხელმისაწვდომია 5 მლ ან 10 მლ ბოთლში საწვეთური-წვერით ან 3 საწვეთური-კონტეინერების შეფუთვაში 5 მლ. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A.
ავ. 25 დე აბრილ, 6-6A
2795-225 ლინდა–ა–ველია
პორტუგალია
მწარმოებლები
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A.
ავ. 25 დე აბრილ 6-6A, 2795-225 ლინდა-ა-ველია - პორტუგალია
Rua Quinta do Salrego 22-22A, Portela de Carnaxide, 2790-144 Carnaxide – პორტუგალია | Rua Casal do Canas 6-6A, 2790-204 Carnaxide - პორტუგალია
ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა 06/2022 წელს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


