დოსოფენი
Dosofen
დოსოფენი შეიცავს იბუპროფენს. იგი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ხსნიან ტკივილს, ამცირებენ ანთებას და ცხელებას. დოსოფენი გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, მათ შორის ვაქცინაციის შემდეგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (ibuprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მუქი ფერის მინის ბოთლი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად
- მწარმოებელი
- Adipharm EAD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043097
- რეგისტრირებულია
- 8 აპრილი 2025, მოქმედებს 8 აპრილი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Adipharm EAD (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- შპს „SmartPharm“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დოსოფენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დოსოფენი შეიცავს იბუპროფენს. იგი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ხსნიან ტკივილს, ამცირებენ ანთებას და ცხელებას.
დოსოფენი გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, მათ შორის ვაქცინაციის შემდეგ. მისაღებია კბილების ამოსვლასთან დაკავშირებული ტკივილის, კბილის ტკივილის, ყელის და ყურის ანთების, თავის ტკივილის, დაჭიმვის და დაზიანებების შემდგომი მსუბუქი ტკივილის მოსახსნელად.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირების გამარტივების მიზნით შეფუთვაში მოთავსებულია 5 მლ შპრიცი, რომელიც გამოიყენება პრეპარატის მისაღებად.
5 მლ შპრიცის გამოყენების წესი
- მოათავსეთ დოზირების შპრიცი ფლაკონში.
- შპრიცის შესავსებად, ნაზად ამოწიეთ დგუში სუსპენზიის საჭირო რაოდენობის ამოსაღებად, რომელიც აღნიშნულია შპრიცზე.
- შპრიცის ბოლო მოათავსეთ ბავშვის პირის ღრუში. დააწექით დგუშს ქვემოთ ისე, რომ სუსპენზია ნელა და ფრთხილად ჩავიდეს.
- გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური, გარეცხეთ შპრიცი თბილი წყლით და გააშრეთ.
დოზირება
უნდა იცოდეთ, რომ აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. დოსოფენის გამოყენება უნდა მოხდეს ეფექტის მისაღწევად ყველაზე დაბალი დოზით. სიმარტივისთვის, რეკომენდებული დღიური დოზები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ასაკობრივი ჯგუფი
სხეულის წონა (კგ)
რეკომენდებული დღიური დოზა
3-6 თვის და 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილები
5-7,6
2,5 მლ (50 მგ) 3-ჯერ დღეში
6-12 თვის ჩვილები
7,7-9
2,5 მლ (50 მგ) 3-4-ჯერ დღეში
1-3 წლის ბავშვები
10-16
5 მლ (100 მგ) 3-ჯერ დღეში
4-6 წლის ბავშვები
17-20
7,5 მლ (150 მგ) 3-ჯერ დღეში
7-9 წლის ბავშვები
21-30
10 მლ (200 მგ) 3-ჯერ დღეში
10-12 წლის ბავშვები
31-40
15 მლ (300 მგ) 3-ჯერ დღეში
ინდივიდუალური დოზები მიიღება ყოველ 6-8 საათში. დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი
განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით გამოყენებისთვის
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ვაქცინაციის შემდგომი ცხელებისთვის (2-6 თვის ბავშვები) რეკომენდებული დოზა არის 2,5 მლ (50 მგ), საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს 6 საათიანი ინტერვალით. ორზე მეტი ერთჯერადი დოზა 2,5 მლ (50 მგ) არ მიიღება 24 საათის განმავლობაში. თუ სიცხე არ იკლებს, უნდა მიმართოთ ექიმს.
3 თვემდე ასაკის ჩვილებში დოსოფენის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. იგი არ მიიღება 5 კგ-ზე ნაკლები წონის ჩვილებში.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექიმის რჩევის გარეშე ≥6 თვიდან 12 წლამდე ჩვილებსა და ბავშვებში და 12-18 წლის მოზარდებში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. თუ სიმპტომები გაუარესდება ან 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
≥3 თვიდან ≤5 თვემდე ასაკის 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილებში თუ სიმპტომები გაუარესდება ან გაგრძელდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება შესაძლებელია კვების დროს.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს!
თუ არ ხართ დარწმუნებული ბავშვის ავადმყოფობაში ან თუ მას ახლავს გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, დიარეა ან ზედმეტი დაღლილობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოსოფენი
თუ მიიღეთ დოსოფენის საჭიროზე მეტი დოზა ან თუ პრეპარატი შემთხვევით მიიღო ბავშვმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რომ მიიღოთ ინფორმაცია რისკის და საჭირო ზომების შესახებ.
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, კუჭის ტკივილს, ღებინებას (სისხლთან შერეული), თავის ტკივილს, ხმებს ყურებში, დაბნეულობას და თვალის სწრაფ და უნებლიე მოძრაობებს. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, აჩქარებული გულისცემა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სიცივის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება.
თუ დაგავიწყდათ დოსოფენის დოზის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.
თუ შემდეგი რეგულარული დოზის მიღების დრო ახლოს არის, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნაწილში 6.1 ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:
აცეტილსალიცილის მჟავის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) მიღებასთან დაკავშირებული ასთმა, ალერგიული რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება ანამნეზში;
მორეციდივე ან აქტიური პეპტიკური წყლული ან სისხლდენა (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი განსხვავებული ეპიზოდი) ანამნეზში;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის პერფორაციის ნიშნები ასაპ-ით მკურნალობის შემდეგ;
ღვიძლის, თირკმლის ან გულის მწვავე უკმარისობა (იხ. ნაწილი 4.4);
5 კგ-ზე ნაკლები წონის ჩვილები;
ორსულობის ბოლო ტრიმესტრი (იხ. ნაწილი 4.6).
სიფრთხილის ზომები
არ მისცეთ დოსოფენი ბავშვს, თუ:
აქვს ალერგია იბუპროფენის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
ოდესმე ჰქონდა ისეთი ალერგიული რეაქცია, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება და ხიხინი (ასთმა), სურდო, გამონაყარი, სახის, ენის, ტუჩების და ყელის შეშუპება იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების შემდეგ;
ასაკი 3 თვეზე ნაკლებია;
იწონის 5 კგ-ზე ნაკლებს;
იღებს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, ანალგეტიკებს, სიცხის დამწევ საშუალებებს, აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-ზე მეტი დღიური დოზით;
აქვს (ან ჰქონდა ორი ან მეტი ეპიზოდი) კუჭის წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;
აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დაავადება;
აქვს მემკვიდრული აუტანლობა ფრუქტოზის (ხილის შაქრის) მიმართ.
აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება 3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, თუ ექიმი არ დანიშნავს. იგი არ მიიღება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ ბავშვს:
აქვს მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რადგან იბუპროფენით მკურნალობის დროს არსებობს გულის პრობლემების განვითარების გარკვეული რისკი;
აქვს დიაბეტი ან მომატებული ქოლესტერინის დონე, რამაც შეიძლება გაზარდოს გულის პრობლემების განვითარების რისკი;
აწუხებს ასთმა ან ფილტვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ალერგიული დაავადება;
აქვს ან ჰქონდა თირკმლის, ღვიძლის, გულის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რადგან დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი;
აქვს იმუნური სისტემის დარღვევები, სისტემური მგლურა ან სხვა მსგავსი დაავადება;
აქვს კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადება;
თუ ზრდასრული ხართ და იღებთ აღნიშნულ პრეპარატს, უნდა იცოდეთ, რომ ნაწილში „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ მოცემული ინფორმაცია ვრცელდება თქვენზეც, მაგრამ ასევე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადაიტანეთ ინსულტი, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე ან ეწევით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ.
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, იბუპროფენის გამოყენებას შესაძლოა უკავშირდებოდეს გულის პათოლოგიის (გულის შეტევა) ან ინსულტის რისკის ოდნავ ზრდა. ეს რისკი უფრო იზრდება მაღალი დოზების ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.
თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის აღნიშნული პრეპარატის მიღება.
არსებობს ინფორმაცია (თუმცა შეზღუდული), რომლის მიხედვით დედის რძეში იბუპროფენი ძალიან დაბალი კონცენტრაციით ვლინდება, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, რომ მავნე ზეგავლენა მოახდინოს ჩვილზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ეხება შემდეგ პრეპარატებს:
იბუპროფენის შემცველი სხვა პრეპარატები ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული საშუალებები, რადგან იზრდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის რისკი;
აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზები (75 მგ-ზე ნაკლები დღეში): შესაძლოა შეიცვალოს ეფექტი;
შარდის გამომუშავების გამაძლიერებელი პრეპარატები (დიურეტიკები): იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი;
სისხლის გასათხელებელი პრეპარატები (ანტიკოაგულანტები, როგორიც არის ვარფარინი და ანტითრომბოციტული პრეპარატები, როგორიც არის დიპირიდამოლი და კლოპიდროგელი): იზრდება სისხლდენის რისკი;
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (კაპტოპრილი, ატენოლოლი, ლოზარტანი): შესაძლოა შემცირდეს მათი ეფექტი.
ლითიუმი (გამოიყენება განწყობის დარღვევებისა და დეპრესიის სამკურნალოდ): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;
მეთოტრექსატი (ფსორიაზის, ართრიტის ან კიბოს ზოგიერთი სახეობის სამკურნალო საშუალება): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;
ზიდოვუდინი (აივ ინფექციის სამკურნალოდ): არსებობს სახსრებსა და კანში სისხლჩაქცევების პოტენციური რისკი;
კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ართრიტის, ასთმის და ა.შ. სამკურნალოდ): იზრდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის რისკი;
საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს მოცილების პრევენციისთვის): არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა;
მიფეპრისტონი (ორსულობის შეწყვეტისთვის)
ქინოლონური ანტიბიოტიკები (ანტიბიოტიკების ტიპი): იზრდება კრუნჩხვების რისკი;
დოსოფენის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აღნიშნული პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. საკვები ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პრობლემების განვითარების ალბათობას; თუმცა, ამან შეიძლება შეაფერხოს მისი ეფექტი.
მკურნალობის დროს ალკოჰოლის მოხმარება და თამბაქოს მოწევა არ არის მიზანშეწონილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბაშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა
ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში მოცემული პროდუქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების პერიოდში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდით, რადგან იბუპროფენი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. თუ საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა, მიმართეთ ექიმს.
ნაყოფიერება
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა, მათ შორის იბუპროფენმა, შეიძლება დააქვეითოს ნაყოფიერება (დაორსულების უნარი) ქალებში. ეს ეფექტი შექცევადია პრეპარატის შეწყვეტისას. არარეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დოსოფენი გავლენას მოახდენს დაორსულების შესაძლებლობაზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ ცდილობთ დაორსულებას.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
დოსოფენის ზეგავლენა ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე არ არის მოსალოდნელი თუ იგი გამოიყენება რეკომენდებული დოზებით და ხანგრძლივობით.
დოსოფენი შეიცავს მალტიტოლს
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს მალტიტოლს (ალაოს სიროფი). თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაესაუბრეთ მას პრეპარატის მიღებამდე. ალაოს სიროფს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი. მისი ენერგეტიკული ღირებულება არის 2,3 კკალ/გ.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი რეაქცია ან სიმპტომი:
ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ასთმის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება და აუხსნელი ხიხინი, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა;
გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მათ შორის პერფორაცია ან სისხლდენა ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ღებინება სისხლით ან მუქი ნაწილაკებით, რომლებიც ჰგავს ყავის ნალექს, განავლის ფერის შეცვლა (ღია წითელი ან კუპრისფერი შავი);
კანის სიწითლე, ბუშტუკები ან კანის ან ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა, რაც შესაძლოა იყოს კანის სერიოზული დაზიანების სიმპტომები;
კისრის რიგიდულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დაბნეულობა.
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში:
კუჭის აუხსნელი ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა ან ღებინება;
თვალების გაყვითლება, უფერული განავლი, მუქი შარდი;
ყელის ძლიერი ტკივილი მაღალი სიცხით;
აუხსნელი სისხლჩაქცევები, დაღლილობა ან ინფექციები, როგორიც არის გაციება ჩვეულებრივზე ხშირად.
სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს:
ნაკლებად ხშირი: თავის ტკივილი
იშვიათი: დიარეა, ყაბზობა;
ძალიან იშვიათი: თირკმელების პრობლემები, გულის შეტევის ან ინსულტის ოდნავ მომატებული რისკი; ეს ნაკლებად სავარაუდოა რეკომენდებული დოზების მიღებისას, კოლიტის და კრონის დაავადების გაუარესება, მაღალი არტერიული წნევა.
უცნობი - შეიძლება განვითარდეს კანის მწვავე რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS-ის სიმპტომებია: კანის გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მატება.
საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ პირდაპირ შეტყობინების სახელმწიფო სისტემის საშუალებით.
გვერდითი ეფექტების შეტყობინების გზით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
ბავშვებში დოზის გადაჭარბების სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება იბუპროფენის 400 მგ/კგ-ზე მაღალი დოზის მიღების შემდეგ. მოზრდილებში დოზა-რეაქციის ეფექტი ნაკლებად გამოხატულია. პლაზმური ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.5-3 საათს.
სიმპტომები
ყველაზე ხშირი გამოვლინებებია გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრულ არეში ან ნაკლებად ხშირად დიარეა. შესაძლებელია აღინიშნოს ტინიტუსი, თავის ტკივილი და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ძალიან მაღალი დოზების მიღების შემდეგ აღინიშნება ცნს-ის დარღვევები, როგორიც არის თავბრუსხვევა, ზოგიერთ შემთხვევაში აღგზნება და დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, კომა.
ძლიერი მოწამვლის დროს შესაძლოა აღინიშნოს მეტაბოლური აციდოზი და პროთრომბინის დროის/INR გახანგრძლივება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ცირკულაციური კოაგულაციის ფაქტორების ცვლილებასთან.
შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის უკმარისობა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ასევე ბრონქული ასთმის გამწვავება.
თერაპიული ზომები
კუჭის ამორეცხვა და გააქტიურებული ნახშირის გამოყენება პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ორგანიზმიდან პრეპარატის გამოდევნისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის ხარისხის შემცირების მიზნით.
ინიშნება სიმპტომური საშუალებები და კონტროლდება სასიცოცხლო ნიშნები. კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში გამოიყენება დიაზეპამის და ლორაზეპამის შესაბამისი საშუალებები, ბრონქოდილატატორები გამოიყენება როდესაც ხდება ბრონქოსპაზმი და სუნთქვის უკმარისობა.
სპეციფიური ანტიდოტი არ არის ცნობილი.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის იბუპროფენი. თითო 5 მლ სუსპენზია შეიცავს 100 მგ იბუპროფენს; 1 მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს;
სხვა ინგრედიენტები: თხევადი მალტიტოლი, გლიცერინი, ლიმონმჟავა, უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, ქსანტანის გუმფისი, მარწყვის არომატიზატორი (არომატული ნივთიერებების და გლუკოზის ნარევი).
როგორია ვიზუალურად დოსოფენი და რა შედის შეფუთვაში
დოსოფენის პერორალური სუსპენზია არის მოთეთრო ფერის ბლანტი სიროფის სუსპენზია მარწყვის არომატით და ტკბილი გემოთი.
120 მლ პერორალური სუსპენზია მუქი ფერის შუშის ფლაკონებში.
დოზატორი: 5 მლ შპრიცი-დოზატორი პერორალური გამოყენებისთვის, რომელიც გრადუირებულია ნახევარი მილილიტრებით 5 მლ-მდე.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (Exp.) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 6 თვე.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადაყაროთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავის წარმოებულები.
ათქ კოდი: M01AE01
იბუპროფენი არის პროპიონის მჟავის წარმოებული, რომელიც ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებს.
მოქმედების მექანიზმი
იბუპროფენი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს ციკლოოქსიგენაზას ფერმენტის აქტივობის ინჰიბირების გზით. მას ასევე აქვს ინჰიბიტორული ეფექტი ADP (ადენოზინ დიფოსფატი) ან კოლაგენით სტიმულირებულ თრომბოციტების აგრეგაციაზე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
იბუპროფენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი.
იგი ხსნის ანთებითი წარმოშობის ტკივილს და დადებითად მოქმედებს ანთების სხვა ნიშნებზე - შეშუპებასა და ცხელებაზე.
ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით ერთობლივად მიღებისას იბუპროფენს შეუძლია დათრგუნოს აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზების ზეგავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
იბუპროფენი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა პერორალურად მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
განაწილება
იგი სწრაფად და ინტენსიურად ნაწილდება მთელ სხეულში. იგი უკავშირდება პლაზმის ცილებს 99%-ით.
ბიოტრანსფორმაცია
მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში ჰიდროქსილირებისა და კარბოქსილირების პროცესებით. წარმოიქმნება ორი არააქტიური მეტაბოლიტი.
გამოყოფა
პლაზმური ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2.5 საათს. ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (90%), აგრეთვე ნაღვლის საშუალებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
დოსოფენი
100 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზია
(იბუპროფენი)
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
მიმართეთე ექიმს, თუ 3 დღის შემდეგ ბავშვი უკეთესად არ გრძნობს თავს ან შეინიშნება გაუარესება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება 3-5 თვის ჩვილებში და მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან შეინიშნება გაუარესება.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
ფურცელ-ჩანართში შედის:
- რა არის დოსოფენი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ დოსოფენის მიღებამდე
- დოსოფენის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- დოსოფენის შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის დოსოფენი და რისთვის გამოიყენება
დოსოფენი შეიცავს იბუპროფენს. იგი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ხსნიან ტკივილს, ამცირებენ ანთებას და ცხელებას.
დოსოფენი გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, მათ შორის ვაქცინაციის შემდეგ. მისაღებია კბილების ამოსვლასთან დაკავშირებული ტკივილის, კბილის ტკივილის, ყელის და ყურის ანთების, თავის ტკივილის, დაჭიმვის და დაზიანებების შემდგომი მსუბუქი ტკივილის მოსახსნელად.
- რა უნდა იცოდეთ დოსოფენის მიღებამდე
არ მისცეთ დოსოფენი ბავშვს, თუ:
აქვს ალერგია იბუპროფენის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
ოდესმე ჰქონდა ისეთი ალერგიული რეაქცია, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება და ხიხინი (ასთმა), სურდო, გამონაყარი, სახის, ენის, ტუჩების და ყელის შეშუპება იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების შემდეგ;
ასაკი 3 თვეზე ნაკლებია;
იწონის 5 კგ-ზე ნაკლებს;
იღებს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, ანალგეტიკებს, სიცხის დამწევ საშუალებებს, აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-ზე მეტი დღიური დოზით;
აქვს (ან ჰქონდა ორი ან მეტი ეპიზოდი) კუჭის წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;
აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დაავადება;
აქვს მემკვიდრული აუტანლობა ფრუქტოზის (ხილის შაქრის) მიმართ.
აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება 3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, თუ ექიმი არ დანიშნავს. იგი არ მიიღება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ ბავშვს:
აქვს მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რადგან იბუპროფენით მკურნალობის დროს არსებობს გულის პრობლემების განვითარების გარკვეული რისკი;
აქვს დიაბეტი ან მომატებული ქოლესტერინის დონე, რამაც შეიძლება გაზარდოს გულის პრობლემების განვითარების რისკი;
აწუხებს ასთმა ან ფილტვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ალერგიული დაავადება;
აქვს ან ჰქონდა თირკმლის, ღვიძლის, გულის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რადგან დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი;
აქვს იმუნური სისტემის დარღვევები, სისტემური მგლურა ან სხვა მსგავსი დაავადება;
აქვს კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადება;
თუ ზრდასრული ხართ და იღებთ აღნიშნულ პრეპარატს, უნდა იცოდეთ, რომ ნაწილში „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ მოცემული ინფორმაცია ვრცელდება თქვენზეც, მაგრამ ასევე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადაიტანეთ ინსულტი, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე ან ეწევით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ.
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, იბუპროფენის გამოყენებას შესაძლოა უკავშირდებოდეს გულის პათოლოგიის (გულის შეტევა) ან ინსულტის რისკის ოდნავ ზრდა. ეს რისკი უფრო იზრდება მაღალი დოზების ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.
თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის აღნიშნული პრეპარატის მიღება.
არსებობს ინფორმაცია (თუმცა შეზღუდული), რომლის მიხედვით დედის რძეში იბუპროფენი ძალიან დაბალი კონცენტრაციით ვლინდება, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, რომ მავნე ზეგავლენა მოახდინოს ჩვილზე.
სხვა პრეპარატები და დოსოფენი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ეხება შემდეგ პრეპარატებს:
იბუპროფენის შემცველი სხვა პრეპარატები ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული საშუალებები, რადგან იზრდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის რისკი;
აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზები (75 მგ-ზე ნაკლები დღეში): შესაძლოა შეიცვალოს ეფექტი;
შარდის გამომუშავების გამაძლიერებელი პრეპარატები (დიურეტიკები): იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი;
სისხლის გასათხელებელი პრეპარატები (ანტიკოაგულანტები, როგორიც არის ვარფარინი და ანტითრომბოციტული პრეპარატები, როგორიც არის დიპირიდამოლი და კლოპიდროგელი): იზრდება სისხლდენის რისკი;
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (კაპტოპრილი, ატენოლოლი, ლოზარტანი): შესაძლოა შემცირდეს მათი ეფექტი.
ლითიუმი (გამოიყენება განწყობის დარღვევებისა და დეპრესიის სამკურნალოდ): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;
მეთოტრექსატი (ფსორიაზის, ართრიტის ან კიბოს ზოგიერთი სახეობის სამკურნალო საშუალება): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;
ზიდოვუდინი (აივ ინფექციის სამკურნალოდ): არსებობს სახსრებსა და კანში სისხლჩაქცევების პოტენციური რისკი;
კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ართრიტის, ასთმის და ა.შ. სამკურნალოდ): იზრდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის რისკი;
საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს მოცილების პრევენციისთვის): არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა;
მიფეპრისტონი (ორსულობის შეწყვეტისთვის)
ქინოლონური ანტიბიოტიკები (ანტიბიოტიკების ტიპი): იზრდება კრუნჩხვების რისკი;
დოსოფენის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აღნიშნული პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. საკვები ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პრობლემების განვითარების ალბათობას; თუმცა, ამან შეიძლება შეაფერხოს მისი ეფექტი.
მკურნალობის დროს ალკოჰოლის მოხმარება და თამბაქოს მოწევა არ არის მიზანშეწონილი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბაშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა
ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში მოცემული პროდუქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების პერიოდში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდით, რადგან იბუპროფენი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. თუ საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა, მიმართეთ ექიმს.
ნაყოფიერება
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა, მათ შორის იბუპროფენმა, შეიძლება დააქვეითოს ნაყოფიერება (დაორსულების უნარი) ქალებში. ეს ეფექტი შექცევადია პრეპარატის შეწყვეტისას. არარეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დოსოფენი გავლენას მოახდენს დაორსულების შესაძლებლობაზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ ცდილობთ დაორსულებას.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
დოსოფენის ზეგავლენა ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე არ არის მოსალოდნელი თუ იგი გამოიყენება რეკომენდებული დოზებით და ხანგრძლივობით.
დოსოფენი შეიცავს მალტიტოლს
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს მალტიტოლს (ალაოს სიროფი). თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაესაუბრეთ მას პრეპარატის მიღებამდე. ალაოს სიროფს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი. მისი ენერგეტიკული ღირებულება არის 2,3 კკალ/გ.
- დოსოფენის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირების გამარტივების მიზნით შეფუთვაში მოთავსებულია 5 მლ შპრიცი, რომელიც გამოიყენება პრეპარატის მისაღებად.
5 მლ შპრიცის გამოყენების წესი
- მოათავსეთ დოზირების შპრიცი ფლაკონში.
- შპრიცის შესავსებად, ნაზად ამოწიეთ დგუში სუსპენზიის საჭირო რაოდენობის ამოსაღებად, რომელიც აღნიშნულია შპრიცზე.
- შპრიცის ბოლო მოათავსეთ ბავშვის პირის ღრუში. დააწექით დგუშს ქვემოთ ისე, რომ სუსპენზია ნელა და ფრთხილად ჩავიდეს.
- გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური, გარეცხეთ შპრიცი თბილი წყლით და გააშრეთ.
დოზირება
უნდა იცოდეთ, რომ აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. დოსოფენის გამოყენება უნდა მოხდეს ეფექტის მისაღწევად ყველაზე დაბალი დოზით. სიმარტივისთვის, რეკომენდებული დღიური დოზები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ასაკობრივი ჯგუფი
სხეულის წონა (კგ)
რეკომენდებული დღიური დოზა
3-6 თვის და 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილები
5-7,6
2,5 მლ (50 მგ) 3-ჯერ დღეში
6-12 თვის ჩვილები
7,7-9
2,5 მლ (50 მგ) 3-4-ჯერ დღეში
1-3 წლის ბავშვები
10-16
5 მლ (100 მგ) 3-ჯერ დღეში
4-6 წლის ბავშვები
17-20
7,5 მლ (150 მგ) 3-ჯერ დღეში
7-9 წლის ბავშვები
21-30
10 მლ (200 მგ) 3-ჯერ დღეში
10-12 წლის ბავშვები
31-40
15 მლ (300 მგ) 3-ჯერ დღეში
ინდივიდუალური დოზები მიიღება ყოველ 6-8 საათში. დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი
განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით გამოყენებისთვის
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ვაქცინაციის შემდგომი ცხელებისთვის (2-6 თვის ბავშვები) რეკომენდებული დოზა არის 2,5 მლ (50 მგ), საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს 6 საათიანი ინტერვალით. ორზე მეტი ერთჯერადი დოზა 2,5 მლ (50 მგ) არ მიიღება 24 საათის განმავლობაში. თუ სიცხე არ იკლებს, უნდა მიმართოთ ექიმს.
3 თვემდე ასაკის ჩვილებში დოსოფენის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. იგი არ მიიღება 5 კგ-ზე ნაკლები წონის ჩვილებში.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექიმის რჩევის გარეშე ≥6 თვიდან 12 წლამდე ჩვილებსა და ბავშვებში და 12-18 წლის მოზარდებში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. თუ სიმპტომები გაუარესდება ან 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
≥3 თვიდან ≤5 თვემდე ასაკის 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილებში თუ სიმპტომები გაუარესდება ან გაგრძელდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება შესაძლებელია კვების დროს.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს!
თუ არ ხართ დარწმუნებული ბავშვის ავადმყოფობაში ან თუ მას ახლავს გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, დიარეა ან ზედმეტი დაღლილობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოსოფენი
თუ მიიღეთ დოსოფენის საჭიროზე მეტი დოზა ან თუ პრეპარატი შემთხვევით მიიღო ბავშვმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რომ მიიღოთ ინფორმაცია რისკის და საჭირო ზომების შესახებ.
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, კუჭის ტკივილს, ღებინებას (სისხლთან შერეული), თავის ტკივილს, ხმებს ყურებში, დაბნეულობას და თვალის სწრაფ და უნებლიე მოძრაობებს. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, აჩქარებული გულისცემა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სიცივის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება.
თუ დაგავიწყდათ დოსოფენის დოზის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.
თუ შემდეგი რეგულარული დოზის მიღების დრო ახლოს არის, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი რეაქცია ან სიმპტომი:
ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ასთმის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება და აუხსნელი ხიხინი, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა;
გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მათ შორის პერფორაცია ან სისხლდენა ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ღებინება სისხლით ან მუქი ნაწილაკებით, რომლებიც ჰგავს ყავის ნალექს, განავლის ფერის შეცვლა (ღია წითელი ან კუპრისფერი შავი);
კანის სიწითლე, ბუშტუკები ან კანის ან ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა, რაც შესაძლოა იყოს კანის სერიოზული დაზიანების სიმპტომები;
კისრის რიგიდულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დაბნეულობა.
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში:
კუჭის აუხსნელი ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა ან ღებინება;
თვალების გაყვითლება, უფერული განავლი, მუქი შარდი;
ყელის ძლიერი ტკივილი მაღალი სიცხით;
აუხსნელი სისხლჩაქცევები, დაღლილობა ან ინფექციები, როგორიც არის გაციება ჩვეულებრივზე ხშირად.
სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს:
ნაკლებად ხშირი: თავის ტკივილი
იშვიათი: დიარეა, ყაბზობა;
ძალიან იშვიათი: თირკმელების პრობლემები, გულის შეტევის ან ინსულტის ოდნავ მომატებული რისკი; ეს ნაკლებად სავარაუდოა რეკომენდებული დოზების მიღებისას, კოლიტის და კრონის დაავადების გაუარესება, მაღალი არტერიული წნევა.
უცნობი - შეიძლება განვითარდეს კანის მწვავე რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS-ის სიმპტომებია: კანის გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მატება.
საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ პირდაპირ შეტყობინების სახელმწიფო სისტემის საშუალებით.
გვერდითი ეფექტების შეტყობინების გზით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- დოსოფენის შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (Exp.) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 6 თვე.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადაყაროთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დოსოფენი
აქტიური ნივთიერება არის იბუპროფენი. თითო 5 მლ სუსპენზია შეიცავს 100 მგ იბუპროფენს; 1 მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს;
სხვა ინგრედიენტები: თხევადი მალტიტოლი, გლიცერინი, ლიმონმჟავა, უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, ქსანტანის გუმფისი, მარწყვის არომატიზატორი (არომატული ნივთიერებების და გლუკოზის ნარევი).
როგორია ვიზუალურად დოსოფენი და რა შედის შეფუთვაში
დოსოფენის პერორალური სუსპენზია არის მოთეთრო ფერის ბლანტი სიროფის სუსპენზია მარწყვის არომატით და ტკბილი გემოთი.
120 მლ პერორალური სუსპენზია მუქი ფერის შუშის ფლაკონებში.
დოზატორი: 5 მლ შპრიცი-დოზატორი პერორალური გამოყენებისთვის, რომელიც გრადუირებულია ნახევარი მილილიტრებით 5 მლ-მდე.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ადიფარმი იეიდი (Adipharm EAD)
სიმეონოვსკოს შოსეს ბულ. 130, 1700 სოფია, ბულგარეთი
აღნიშნულ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
ადიფარმი იეიდი (Adipharm EAD); სიმეონოვსკოს შოსეს ბულ. 130, 1700 სოფია, ბულგარეთი
ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი:
იანვარი, 2024 წელი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


