პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

დიფლუკანი

DIFLUCAN®

რეცეპტით2მგ/მლინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ფლუკონაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ: კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“); კოკციდიოიდომიკოზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“); ინვაზიური კანდიდოზი; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუკონაზოლი (fluconazole)
ფორმა და შეფუთვა
2მგ/მლ 50მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Fareva Amboise, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
J02AC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042989
რეგისტრირებულია
14 მარტი 2025, მოქმედებს 22 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
განმცხადებელი
Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიფლუკანი და სხვა წამალი ერთად

დიფლუკანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფლუკონაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“);

კოკციდიოიდომიკოზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“);

ინვაზიური კანდიდოზი;

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის ოროფარინგეალური კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი, კანდიდურია და კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი;

პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (გამოწვეული კბილის პროთეზებით), როდესაც პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ან ადგილობრივი მკურნალობა არასაკმარისია.

ფლუკონაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივები პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით;

ოროფარინგეალური კანდიდოზისა და საყლაპავის კანდიდოზის რეციდივები აივ-ინფიცირებულ პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით;

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის პაციენტებში ხანგრძლივი ნეიტროპენიით (როგორიცაა პაციენტები ჰემობლასტოზებით, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, ან პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა“).

დროული ახალშობილების, ჩვილებისა და სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვების, ასევე დაბადებიდან 17 წლამდე ასაკის მოზარდების მკურნალობა

ფლუკონაზოლი გამოიყენება ლორწოვანი გარსების კანდიდოზის (ოროფარინგეალური კანდიდოზი და საყლაპავის კანდიდოზი), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში. ფლუკონაზოლის გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში რეციდივის მაღალი რისკით (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“).

თერაპიის დაწყება შეიძლება კულტურალური მეთოდისა და კვლევის სხვა ლაბორატორიული მეთოდების შედეგების მიღებამდე. თუმცა, ამ შედეგების მიღების შემდეგ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

გასათვალისწინებელია ოფიციალური გაიდლაინები სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.

მიღების წესი და დოზირება

დიფლუკანი განკუთვნილია ინტრავენური ინფუზიების გზით შესაყვანად (საინფუზიო ხსნარი). ინტრავენური შეყვანიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლისას, ან პირიქით, პრეპარატის დღე-ღამის დოზის შეცვლა საჭირო არ არის.

ასაკის, წონისა და დოზირების მიხედვით ექიმმა უნდა დანიშნოს პრეპარატის შესაფერისი სამკურნალწამლო ფორმა და დოზა.

პრეპარატის ინტრავენური ინფუზიის შეყვანის სიჩქარე არ უნდა იყოს 10 მლ/წთ მაღალი. პრეპარატი დიფლუკანი გამოდის საინფუზიო ხსნარის ფორმით, რომელშიც მოქმედი ნივთიერება გაზავებულია ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) ხსნარში; თითოეული ფლაკონი პრეპარატის 200 მგ-ით (100 მლ მოცულობით) შეიცავს 15 მმოლ Na+ და Cl- იონებს. ვინაიდან დიფლუკანი ხელმისაწვდომია გაზავებული მარილხსნარის სახით, თუ პაციენტისთვის საჭიროა ნატრიუმის ან სითხის მიღების შეზღუდვა, გასათვალისწინებელია შესაყვანი სითხის რაოდენობა.

დიფლუკანი® - საინფუზიო ხსნარი შეთავსებადია შემდეგ ხსნარებთან:

  • დექსტროზის 5%-იანი და 20%-იანი ხსნარი
  • რინგერის ხსნარი
  • ჰარტმანის ხსნარი
  • დექსტროზაში კალიუმის ქლორიდის ხსნარი
  • ნატრიუმის ბიკარბონატის 4,2%-იანი და 5%-იანი ხსნარი
  • ამინოზინი 3.5%-იანი
  • ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%-იანი) ხსნარი
  • დიალაფლექსი (6.36%-იანი ხსნარი ინტრაპერიტონული დიალიზისთვის)

დიფლუკანის® შეყვანა შეიძლება საინფუზიო სისტემაში ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ხსნართან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ფლუკონაზოლის სხვა საშუალებებთან სპეციფიკური შეუთავსებლობის შემთხვევები აღწერილი არ არის, ინფუზიის წინ მისი შერევა ნებისმიერ სხვა პრეპარატთან რეკომენდებული არ არის.

საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გაზავება უნდა ჩატარდეს ასეპტიკურ პირობებში. შეყვანამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მყარი ნაწილაკებისა და ფერის შეცვლის თვალსაზრისით. ხსნარი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამჭვირვალეა და არ შეიცავს ნაწილაკებს.

პრეპარატის გამოუყენებელი ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

მოზრდილები

დოზა უნდა დაინიშნოს სოკოვანი ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. თუ ინფექცია საჭიროებს მრავალჯერადი დოზების გამოყენებას, მისი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკური მაჩვენებლებით ან ლაბორატორიული ტესტებით აქტიური სოკოვანი ინფექციის სრულად ალაგების დადასტურებამდე. არასაკმარისი მკურნალობა შეიძლება იწვევდეს აქტიური ინფექციის რეციდივს.

გამოყენება მოზრდილებში

კრიპტოკოკოზი:

კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა: გამაჯერებელი დოზა შეადგენს 400 მგ-ს პირველ დღეს, შემდგომი დოზა – 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში 6-8 კვირა. სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების მკურნალობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზის გაზრდა შეიძლება 800 მგ-მდე.

შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივების პროფილაქტიკისთვის პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით: 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი კურსით.

კოკციდიოიდომიკოზი: 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში 11-24 თვე ან უფრო ხანგრძლივად, პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით. ზოგი ინფექციის შემთხვევაში, განსაკუთრებით ტვინის გარსების დაზიანებით მიმდინარე ინფექციების დროს, შეიძლება განიხილებოდეს დღე-ღამეში 800 მგ დოზა.

ინვაზიური კანდიდოზი: გამაჯერებელი დოზა შეადგენს 800 მგ-ს პირველ დღეს, შემდგომი დოზა – 400 მგ ერთხელ დღე-ღამეში. კანდიდემიის მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ზოგადად რეკომენდებულია 2 კვირა პაციენტის სისხლში კანდიდემიის არსებობის პირველი უარყოფითი პასუხის მიღებიდან და მისი ნიშნებისა და სიმპტომების სრულად გაქრობიდან.

ლორწოვანი გარსების კანდიდოზის მკურნალობა:

ოროფარინგეალური კანდიდოზი: გამაჯერებელი დოზა – 200-400 მგ პირველ დღეს, შემდგომი დოზა – 100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში 7-21 დღის განმავლობაში (ოროფარინგეალური კანდიდოზის რემისიამდე). იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსის ჩატარება.

საყლაპავის კანდიდოზი: გამაჯერებელი დოზა – 200-400 მგ პირველ დღეს, შემდგომი დოზა – 100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში (საყლაპავის კანდიდოზის რემისიამდე). იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსის ჩატარება.

კანდიდურია: 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში 7-21 დღის განმავლობაში. იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსის ჩატარება.

ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი: 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.

კანისა და ლორწოვანის ქრონიკული კანდიდოზი: 50-100 მგ ერთხელ დღე-ღამეში 28 დღემდე. ინფექციების სიმძიმის ხარისხის ან იმუნური ფუნქციის თანმხლები დარღვევისა და ინფექციის მიხედვით მკურნალობა შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა აივ-ინფიცირებულ პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით

ოროფარინგეალური კანდიდოზი: 100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული კურსით ქრონიკული იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებში.

საყლაპავის კანდიდოზი: 100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული კურსით ქრონიკული იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებში.

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში: 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში. მკურნალობის დაწყება საჭიროა ნეიტროპენიის მოსალოდნელ განვითარებამდე რამდენიმე დღით ადრე და მმ3-ზე ნეიტროფილების 1000-ზე მეტ რაოდენობამდე გაზრდის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 7 დღე.

გამოყენება ბავშვებში

დიფლუკანი ენიშნებათ ბავშვებს ერთჯერადი სადღეღამისო დოზის სახით.

ბავშვებში მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს დღე-ღამეში.

ისევე, როგორც მოზრდილებში ანალოგიური ინფექციების დროს, თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და მიკოლოგიური პასუხის მიხედვით.

დოზირება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვთა ასაკის პაციენტებში შეესაბამება მოზრდილების დოზირებას და მითითებულია ქვემოთ პარაგრაფში “გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში“. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.

ჩვილები და 28 დღიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: საწყისი დოზა 6 მგ/კგ, შემდგომი დოზები 3 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში. პრეპარატის წონასწორული კონცენტრაციის უფრო სწრაფად მისაღწევად პირველ დღეს შეიძლება საწყისი დოზის მიღება.

ინვაზიური კანდიდოზი და კრიპტოკოკური მენინგიტი: დოზა 6-12 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე.

შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივების პროფილაქტიკისთვის ბავშვებში რეციდივის მაღალი რისკით: დოზა 6 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე.

Candida-ს სოკოებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში: დოზა 3-12 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდუცირებული ნეიტროპენიის ხარისხსა და სიმძიმეზე (იხ. დოზირება მოზრდილი პაციენტებისათვის).

მოზარდები (12-დან 17 წლამდე)

პაციენტის წონისა და სქესობრივი სიმწიფის მიხედვით ექიმმა უნდა განსაზღვროს სათანადო დოზირების რეჟიმი (მოზრდილებისთვის თუ ბავშვებისთვის). კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ბავშვებში ფლუკონაზოლის კლირენსი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. მოზრდილებში 100, 200 და 400 მგ დოზები შეესაბამება დოზებს 3, 6 და 12 მგ/კგ ბავშვებში შესადარებელი სისტემური ექსპოზიციის მიღებით.

დროული ახალშობილები (დაბადებიდან 27 დღემდე)

ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყოფა ხდება ნელა.

დროულ ახალშობილებში დოზირების ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ძალიან მცირეა (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა“).

დროული ახალშობილები (დაბადებიდან 14 დღემდე): ყოველ 72 საათში გამოიყენება იგივე დოზა მგ/კგ-ში, რაც ჩვილებში და 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. მიზანშეწონილი არ არის მაქსიმალური დოზის გადაჭარბება, რომელიც შეადგენს 12 მგ/კგ ყოველ 72 საათში.

დროული ახალშობილები (15-დან 27 დღემდე): ყოველ 48 საათში გამოიყენება იგივე დოზა მგ/კგ-ში, რაც ჩვილებში და 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. მიზანშეწონილი არ არის მაქსიმალური დოზის გადაჭარბება, რომელიც შეადგენს 12 მგ/კგ ყოველ 48 საათში.

გამოყენება ხანდაზმულ პირებში

პრეპარატის დოზის კორექტირებას ახორციელებენ თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის მიხედვით.

გამოყენება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში

დიფლუკანი გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად უცვლელი მოქმედი ნივთიერების სახით. ერთხელ მიღების შემთხვევაში დოზის შეცვლა საჭირო არ არის. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (ბავშვების ჩათვლით) პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა საწყისი დოზის 50 მგ-დან 400 მგ-მდე შეყვანა, ამ ჩვენებით რეკომენდებული დღე-ღამის დოზის მიხედვით, შემდეგ დღე-ღამის დოზა (ჩვენების მიხედვით), რომელიც მიიღება საწყისი დამტვირთავი დოზის შემდეგ, განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზის პროცენტი

>50

100%

<50 (ჰემოდიალიზის გარეშე)

50%

ჰემოდიალიზი

100% ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ

პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, უნდა იღებდნენ რეკომენდებული დოზის 100%-ს ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ; იმ დღეს, როდესაც არ ტარდება დიალიზი, პაციენტებმა უნდა მიიღონ პრეპარატის შემცირებული დოზა კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით

ვინაიდან ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია, ამ ჯგუფში მყოფ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება“ და “გვერდითი მოქმედება“).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის, პრეპარატის სხვა კომპონენტების ან ფლუკონაზოლის მსგავსი სტრუქტურის მქონე აზოლური ნივთიერებების მიმართ;

ტერფენადინის ერთდროულად მიღება ფლუკონაზოლის მრავალჯერადი გამოყენებისას დოზით დღე-ღამეში 400 მგ და მეტი (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“);

ერთდროულად გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს და მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP3A4-ის საშუალებით, როგორიცაა ციზაპრიდი, ასტემიზოლი, ერითრომიცინი, პიმოზიდი და ქინიდინი (იხ. პარაგრაფები ”განსაკუთრებული მითითება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

კლინიკური შემთხვევების შესახებ შეტყობინებებში აღწერილია თანდაყოლილი დეფექტები ჩვილებში, რომელთა დედები იღებდნენ ფლუკონაზოლის მაღალ დოზებს (400-800 მგ დღე-ღამეში) ორსულობის პერიოდში 3 თვის ან მეტი დროის განმავლობაში კოკციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ.

ამ ჩვილებში აღნიშნული თანდაყოლილი დეფექტები მოიცავს ბრაქიცეფალიას, ყურების დისპლაზიას, გიგანტურ ყიფლიბანდს, თეძოს გამრუდებას და მხრის სინოსტოზს. მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ თანდაყოლილ დეფექტებს შორის გარკვეული არ არის.

მიზანშეწონილი არ არის ორსულობის დროს ფლუკონაზოლის სტანდარტული დოზების გამოყენება და ფლუკონაზოლით ხანმოკლე კურსების ჩატარება აშკარა აუცილებლობის გარეშე.

მიზანშეწონილი არ არის ორსულობის დროს ფლუკონაზოლის მაღალი დოზების გამოყენება ან/და ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება, გარდა სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების მკურნალობის შემთხვევებისა.

ძუძუთი კვება

დედის რძეში დიფლუკანის კონცენტრაცია ანალოგიურია მისი კონცენტრაციისა სისხლის პლაზმაში. ძუძუთი კვების გაგრძელება შეიძლება ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზის 150 მგ-ის მიღების შემდეგ.

რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღების შემდეგ ან მაღალი დოზის მიღების შემდეგ.

უნდა შეფასდეს ძუძუთი კვების უპირატესობა ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე განისაზღვროს დედისთვის დიფლუკანის მიღების კლინიკური აუცილებლობა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე პრეპარატ დიფლუკანით გამოწვეული ან დედის ძირითადი დაავადებით განპირობებული ნებისმიერი შესაძლო არასასურველი მოქმედება.

ფერტილობა

ფლუკონაზოლი არ ახდენდა გავლენას ძუ და ხვადი ვირთაგვების ფერტილობაზე.

სიფრთხილის ზომები

თავის თმიანი ნაწილის დერმატოფიტია

ბავშვებში თავის თმიანი ნაწილის დერმატოფიტიის სამკურნალოდ ფლუკონაზოლის გამოყენების კვლევების მონაცემებით მისი ეფექტიანობა არ აღემატებოდა გრიზეოფულვინის ეფექტიანობას: მკურნალობის ეფექტიანობის საერთო მაჩვენებელმა შეადგინა 20%-ზე ნაკლები. ამიტომ, დიფლუკანის გამოყენება თავის თმიანი ნაწილის დერმატოფიტიის სამკურნალოდ მიზანშეწონილი არ არის.

კრიპტოკოკოზი

სხვა ლოკალიზაციის (მაგალითად, ფილტვის და კანის) კრიპტოკოკოზის სამკურნალოდ დიფლუკანის ეფექტიანობის მტკიცებულება არასაკმარისია, ამიტომ პრეპარატის დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.

ღრმა ენდემური მიკოზები

ენდემური მიკოზების სხვა ისეთი ფორმების სამკურნალოდ, როგორიცაა პარაკოკციდიოიდომიკოზი, კანისა და ლიმფური სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, დიფლუკანის ეფექტიანობის მტკიცებულება შეზღუდულია, ამიტომ პრეპარატის დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დიფლუკანის გამოყენება საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები“).

თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა

დადგენილია, რომ კეტოკონაზოლი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას, რაც ასევე იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ფლუკონაზოლის გამოყენებისას. პრედნიზონით თანმხლები თერაპიის დროს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხ. პარაგრაფში “ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე“.

ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი სისტემის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დიფლუკანი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.

იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებას თან ახლავს მძიმე ჰეპატოტოქსიკურობა, მათ შორის ლეტალური შედეგით, ძირითადად, სერიოზული ძირითადი დაავადებების მქონე პაციენტებში. ფლუკონაზოლით გამოწვეული ჰეპატოტოქსიკურობის შემთხვევებში არ აღინიშნა რაიმე თვალსაჩინო კავშირი საერთო სადღეღამისო დოზასთან, მკურნალობის ხანგრძლივობასთან, პაციენტის სქესთან ან ასაკთან. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკურობა ჩვეულებრივ ატარებდა შექცევად ხასიათს და ალაგდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების გადაცდომის შემთხვევაში ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი დაკვირვების ქვეშ ღვიძლის უფრო მძიმე დაზიანებების განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

მკურნალმა ექიმმა უნდა აცნობოს პაციენტებს ღვიძლის მძიმე შედეგებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ (ასთენია, ანორექსია, მუდმივი გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). ფლუკონაზოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ზოგიერთი აზოლის, მათ შორის ფლუკონაზოლის გამოყენებისას ადგილი ჰქონდა QT ინტერვალის გახანგრძლივებას ელექტროკარდიოგრამაზე. ფლუკონაზოლი იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას იონების დენის ინჰიბირების გზით კალიუმის არხების (Ikr) საშუალებით. სხვა სამკურნალო საშუალებებით (როგორიცაა ამიოდარონი) გამოწვეული QT ინტერვალის გახანგრძლივება, შეიძლება გაძლიერებული იქნას ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბირებით. რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდში დიფლუკანის გამოყენებისას აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები. ეს შემთხვევები რეგისტრირებულია მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში რისკის მრავლობითი ფაქტორებით, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადება, ელექტროლიტური დარღვევები და ასეთი დარღვევების განვითარების ხელშემწყობი თანმხლები თერაპია. სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიის და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების მომატებული რისკი არსებობს პაციენტებში ჰიპოკალიემიით და გულის მძიმე უკმარისობით.

დიფლუკანი სიფრთხილის ზომების დაცვით ინიშნება ასეთი პოტენციურად პროარითმული მდგომარეობების მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს და მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ CYP3A4-ის საშუალებით (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

ჰალოფანტრინი

ჰალოფანტრინი ზრდის QTc ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზის გამოყენებისას და წარმოადგენს CYP3A4-ის სუბსტრატს. ამიტომ, ფლუკონაზოლისა და ჰალოფანტრინისა ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

კანის რეაქციები

იშვიათ შემთხვევებში, ფლუკონაზოლის გამოყენებისას პაციენტებში განვითარდა კანის ექსფოლიატიური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. დაფიქსირდა სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი). შიდსით დაავადებულ პაციენტებში უფრო მაღალია კანის მხრივ მძიმე რეაქციების განვითარების რისკი ბევრი პრეპარატის მიღებისას. ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს ფლუკონაზოლის მიღებისას კანზე გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ამ პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. ინვაზიური / სისტემური სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტებში გამონაყარის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მათი გულდასმითი დაკვირვება და ფლუკონაზოლის მოხსნა ბულოზური დაზიანებების ან მრავალფორმული ერითემის გამოვლენის შემთხვევაში.

ჰიპერმგრძნობელობა

დაფიქსირებულია ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების იშვიათი შემთხვევები.

ციტოქრომ P450

ფლუკონაზოლი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C9-ის და CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს, ასევე, იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორს. საჭიროა პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება დიფლუკანისა და ვიწრო თერაპიული პროფილის მქონე ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4-ით.

ტერფენადინი

ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზის და ტერფენადინის ერთდროულად გამოყენება საჭიროა მკურნალი ექიმის გულდასმითი კონტროლით.

კანდიდოზი

კვლევებით ნაჩვენებია C. albicans-ის გარდა, Candida-ს სახეობებით გამოწვეული ინფექციების მზარდი მაჩვენებელი. ამ სახეობებს, როგორც წესი, გააჩნია ბუნებრივი რეზისტენტობა (მაგალითად, C. krusei და C. auris) ან ავლენს დაქვეითებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციები შეიძლება საჭიროებდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიულ თერაპიას, არაეფექტიანი მკურნალობის გამო. ამიტომ, ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ Candida-ს სხვადასხვა სახეობების რეზისტენტობა ფლუკონაზოლის მიმართ.

დამხმარე ნივთიერებები

მოცემული სამკურნალო საშუალების 25 მლ შეიცავს 88.5 მგ ნატრიუმს, რაც შეესაბამება მოზრდილებისთვის ჯანმოს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 2 გ-ის 4.4%-ს.

მოცემული პროდუქტის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ეკვივალენტურია ჯანმოს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 71%-ის.

ითვლება, რომ დიფლუკანის 2 მგ/მლ ინტრავენური ხსნარი ნატრიუმის მაღალი შემცველობისაა. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში მარილის დაბალი შემცველობის დიეტის დაცვის დროს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შემდეგი პრეპარატების ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია

ციზაპრიდი: რეგისტრირებულია არასასურველი მოვლენები გულის მხრივ, მათ შორის მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუკონაზოლსა და ციზაპრიდს. ფლუკონაზოლის 200 მგ დოზის ერთხელ დღე-ღამეში და ციზაპრიდის 20 მგ დოზის 4-ჯერ დღეში გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ციზაპრიდის დონის მნიშვნელოვან გაზრდას და QTc ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

ტერფენადინი: QTc ინტერვალის გახანგრძლივების შედეგად განვითარებული გულის სერიოზული არითმიის გამოვლენის შემდეგ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აზოლურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს ტერფენადინთან ერთად, ჩატარდა ამ ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები. ერთ კვლევაში დღე-ღამეში 200 მგ ფლუკონაზოლის გამოყენებისას QTc ინტერვალის გახანგრძლივება არ აღინიშნა. სხვა კვლევაში დღე-ღამეში 400 მგ და 800 მგ დოზით ფლუკონაზოლის მიღებისას ნაჩვენებია, რომ დღე-ღამეში 400 მგ და მეტი დოზით ფლუკონაზოლის მიღება იწვევს პლაზმაში ტერფენადინის დონის მნიშვნელოვნად გაზრდას მისი ერთდროულად მიღებისას. 400 მგ და მეტი დოზით ფლუკონაზოლის და ტერფენადინის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“). დღე-ღამეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით ფლუკონაზოლით და ტერფენადინით ერთდროულად მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მკაცრი დაკვირვებით.

ასტემიზოლი: ფლუკონაზოლის და ასტემიზოლის ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს ასტემიზოლის კლირენსის დაქვეითებას. ასტემიზოლის მომატებული პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება იწვევდეს QT ინტერვალის გახანგრძლივებას და იშვიათ შემთხვევაში მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის განვითარებას. ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

პიმოზიდი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro ან in vivo კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაბოლიზმის დაქვეითება. პიმოზიდის მომატებული პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება იწვევდეს QT ინტერვალის გახანგრძლივებას და იშვიათ შემთხვევებში მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის განვითარებას. ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

ქინიდინი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro ან in vivo კვლევები არ არის ჩატარებული, ფლუკონაზოლისა და ქინიდინის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქინიდინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა. ქინიდინის გამოყენებისას აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევები და მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის იშვიათი შემთხვევები. ფლუკონაზოლისა და ქინიდინის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

ერითრომიცინი: ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულად გამოყენება ზრდის კარდიოტოქსიკურობის (გახანგრძლივებული QT ინტერვალი, მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია) და, შედეგად, გულის მხრივ მოულოდნელი სიკვდილის პოტენციურ რისკს. ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

შემდეგი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის

ჰალოფანტრინი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ჰალოფანტრინის პლაზმური კონცენტრაცია იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბირების გამო. ფლუკონაზოლისა და ჰალოფანტრინის ერთდროულად გამოყენება ზრდის კარდიოტოქსიკურობის (გახანგრძლივებული QT ინტერვალი, მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია) და, შედეგად, გულის მხრივ მოულოდნელი სიკვდილის პოტენციურ რისკს. საჭიროა ამ პრეპარატების კომბინაციის მიღებისგან თავის შეკავება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).

შემდეგი პრეპარატების თანმხლები გამოყენება საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას

ამიოდარონი: ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს QT ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, განსაკუთრებით ფლუკონაზოლის მაღალი დოზების (800 მგ) მიღებისას.

შემდეგი პრეპარატების ერთდროულად გამოყენება საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას და მათი დოზის კორექტირებას

სხვა პრეპარატების გავლენა ფლუკონაზოლზე

რიფამპიცინი: ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროულად გამოყენება იწვევს ფლუკონაზოლის AUC მნიშვნელობების 25%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდის 20%-ით შემცირებას. რიფამპიცინის ერთდროულად მიღების შემთხვევაში საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის გაზრდა.

ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის პერორალური მიღება საკვების მიღების დროს, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად ან მთლიანი სხეულის ტოტალური დასხივების შემდეგ ძვლის ტვინის გადანერგვისთვის მომზადებისას არ ახდენს ფლუკონაზოლის აბსორბციის კლინიკურად მნიშვნელოვან გაუარესებას.

ჰიდროქლოროთიაზიდი: ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ჰიდროქლოროთიაზიდის რამდენიმე დოზის და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება იწვევდა სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციის გაზრდას 40%-ით. ამ შემთხვევაში დიურეზულებთან ერთდროულად გამოყენებისას ფლუკონაზოლის მიღების რეჟიმის შეცვლა საჭირო არ არის.

ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ფლუკონაზოლი წარმოადგენს ციტოქრომ P450-ის CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების ზომიერ ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი ასევე, წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორს. გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გამოვლენილი/რეგისტრირებული ურთიერთქმედებისა, ასევე, არსებობს პლაზმაში სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის მომატების რისკი, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 იზოფერმენტების საშუალებით ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას, და პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. ფერმენტებზე ფლუკონაზოლის მაინჰიბირებელი მოქმედება ნარჩუნდება 4-5 დღე ამ პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მისი ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

აბროციტინიბი: ფლუკონაზოლმა (CYP2C19, 2C9 და 3A4-ის ინჰიბიტორი) 155%-ით გაზარდა მოქმედი ნივთიერების აბროციტინიბის ზემოქმედების დონე. ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა აბროციტინიბის დოზის კორექტირება აბროციტინიბის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

ალფენტანილი: ფლუკონაზოლის (დოზით 400 მგ) და ინტრავენურად ალფენტანილის (დოზით 20 მკგ/კგ) ერთდროულად გამოყენებისას ალფენტანილის AUC10-ის მნიშვნელობა ორჯერ იზრდება. ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბირებით. შეიძლება საჭირო გახდეს ალფენტანილის დოზის კორექტირება.

ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის მოქმედებას. 5-ნორტრიპტილინის ან(და) S-ამიტრიპტილინის კონცენტრაცია შეიძლება განისაზღვროს კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ამიტრიპტილინის ან ნორტრიპტილინის დოზის კორექტირება.

ამფოტერიცინი B: ნორმალურ ინფიცირებულ თაგვებში და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ინფიცირებულ თაგვებში ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინი B-ს ერთდროულად გამოყენება აჩვენებს შემდეგ შედეგებს: სოკოს საწინააღმდეგო სუსტი ადიტიური ეფექტი C. albicans-ით გამოწვეული სისტემური ინფექციების დროს, ურთიერთქმედების არ არსებობა Cryptococcus neoformans-ით გამოწვეული ქალასშიდა ინფექციის დროს, ანტაგონიზმი Aspergillus fumigatus-ით გამოწვეული სისტემური ინფექციის დროს. ამ კვლევების შედეგების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია.

ანტიკოაგულანტები: რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების პერიოდში, ისევე, როგორც სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ფლუკონაზოლის ვარფარინთან ერთდროულად მიღებისას პაციენტებში დაფიქსირდა სისხლდენა (სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ჰემატურია და კუპრისებრი განავალი), რასაც თან ახლავს პროთრომბინული დროის გახანგრძლივება. ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროულად გამოყენებისას პროთრომბინული დრო ორჯერ იზრდება, სავარაუდოდ, CYP2C9 იზოფერმენტით განპირობებული ვარფარინის მეტაბოლიზმის დათრგუნვის შედეგად. კუმარინული ან ინდანდიონური რიგის ანტიკოაგულანტებით და ფლუკონაზოლით მკურნალობისას რეკომენდებულია პროთრომბინის დროის კონტროლი. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირება.

ბენზოდიაზეპინები (ხანმოკლე მოქმედების) (მაგალითად, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი): მიდაზოლამის პერორალურად მიღებისას ფლუკონაზოლი არსებითად ზრდის მიდაზოლამის კონცენტრაციას და ფსიქომოტორულ ეფექტებს. ფლუკონაზოლის 200 მგ დოზით და მიდაზოლამის 7,5 მგ დოზით პერორალურად ერთდროულად გამოყენება იწვევს მიდაზოლამის AUC გაზრდას და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას შესაბამისად 3.7 და 2.2-ჯერ. ყოველდღიურად პერორალურად 200 მგ დოზით ფლუკონაზოლის 0.25 მგ დოზით ტრიაზოლამთან ერთდროულად გამოყენება იწვევს მიდაზოლამის AUC მნიშვნელობის გაზრდას და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას შესაბამისად 4.4 და 2.3-ჯერ. აღინიშნა ტრიაზოლამის მოქმედების გაძლიერება და გახანგრძლივება ფლუკონაზოლთან ერთად მისი მიღებისას. თუ ფლუკონაზოლის მიღების დროს პაციენტს უნდა დაენიშნოს თერაპია ბენზოდიაზეპინით, საჭიროა ბენზოდიაზეპინის დოზის შემცირება და პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვების განხორციელება.

კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და 30%-ით ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის შრატში. არსებობს კარბამაზეპინის ტოქსიკურობის განვითარების რისკი. შეიძლება საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის კორექტირება კონცენტრაციის ან ეფექტის მიხედვით.

კალციუმის არხების ბლოკერები: კალციუმის არხების ზოგიერთი ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება ფერმენტით CYP3A4. ფლუკონაზოლს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს კალციუმის არხების ანტაგონისტების სისტემური ზემოქმედება. რეკომენდებულია გვერდითი მოქმედების ხშირი კონტროლი.

ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლით (200 მგ დღე-ღამეში) და ცელეკოქსიბით (200 მგ) ერთდროულად მკურნალობის დროს ცელეკოქსიბის Cmax და AUC იზრდება შესაბამისად, 68%-ით და 134%-ით. დიფლუკანთან კომბინაციაში შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის განახევრება.

ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდისა და ფლუკონაზოლის კომბინირებული თერაპია იწვევს სისხლის შრატში ბილირუბინისა და კრეატინინის კონცენტრაციების გაზრდას. ამ კომბინაციის გამოყენება საჭიროა ბილირუბინისა და კრეატინინის შრატისმიერი კონცენტრაციების გაზრდის რისკის გათვალისწინებით.

ფენტანილი: რეგისტრირებულია ერთი ლეტალური შედეგი, რომელიც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ფენტანილისა და ფლუკონაზოლის ურთიერთქმედებით. გარდა ამისა, ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ფენტანილის გამოყოფის დროს. ფენტანილის მომატებულმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა. საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება სუნთქვის დათრგუნვის შესაძლო რისკის თვალსაზრისით. შეიძლება საჭირო გახდეს ფენტანილის დოზის კორექტირება.

ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოფერმენტ A-რედუქტაზას (ჰმგ-კოA-რედუქტაზას) ინჰიბიტორები: მიოპათიისა და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი იზრდება (დოზის მიხედვით) ფლუკონაზოლის ჰმგ-კოA-რედუქტაზას ისეთ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ის საშუალებით, როგორიცაა, ატორვასტატინი და სიმვასტატინი, ან CYP2C9-ით, როგორიცაა, ფლუვასტატინი (სტატინების ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შემცირება). კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება მიოპათიისა და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოვლენის მიზნით, ასევე საჭიროა ორგანიზმში კრეატინინკინაზას კონცენტრაციის კონტროლი. ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებით თერაპია უნდა შეწყდეს კრეატინკინაზას დონის შესამჩნევად გაზრდის ან მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების დიაგნოსტირების ან მასზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში. სტატინების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების უფრო დაბალი დოზების გამოყენება.

იბრუტინიბი: CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის იბრუტინიბის კონცენტრაციას პლაზმაში და შეიძლება გაზარდოს ტოქსიკურობის რისკი. თუ კომბინაციის თავიდან არიდება შეუძლებელია, საჭიროა იბრუტინიბის დოზის შემცირება 280 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში (ორი კაფსულა) ინჰიბიტორის გამოყენების პერიოდში და საგულდაგულო კლინიკური მონიტორინგის უზრუნველყოფა.

ივაკაფტორი (ცალკე ან იმავე თერაპიული კლასის პრეპარატებთან კომბინაციაში): ივაკაფტორთან ერთდროულად შეყვანა, რომელიც წარმოადგენს მუკოვისციდოზის ტრანსმემბრანული გამტარობის რეგულატორის სტიმულატორს (CFTR), 3-ჯერ ზრდის ივაკაფტორის ზემოქმედების დონეს და 1,9-ჯერ ზრდის ჰიდროქსიმეთილ-ივაკაფტორის (M1) ზემოქმედების დონეს. ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) დოზის შემცირება ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

ოლაპარიბი: CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის სისხლის პლაზმაში ოლაპარიბის კონცენტრაციას; მათი ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ შეუძლებელია კომბინირებული გამოყენების თავიდან აცილება, საჭიროა ოლაპარიბის დოზის შემცირება 200 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში.

იმუნოდეპრესანტები (როგორიცაა ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი)

ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC მნიშვნელობას. ფლუკონაზოლის (დოზით 200 მგ დღე-ღამეში) და ციკლოსპორინის (დოზით 2.7 მგ/კგ/დღე-ღამეში) ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა ციკლოსპორინის AUC მნიშვნელობის 1.8-ჯერ ზრდა. პრეპარატების ამ კომბინაციის გამოყენება შეიძლება ციკლოსპორინის დოზის შემცირებით მისი კონცენტრაციის მიხედვით.

ევეროლიმუსი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro ან in vivo კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს ევეროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში ფერმენტ CYP3A4-ის დათრგუნვის გამო.

სიროლიმუსი: ფლუკონაზოლი ზრდის სიროლურმისის პლაზმურ კონცენტრაციას, სავარაუდოდ სიროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გზით CYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის საშუალებით. მოცემული კომბინაციის გამოყენება შეიძლება სიროლიმუსის დოზის კორექციით ეფექტის და კონცენტრაციის მაჩვენებლების მიხედვით.

ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლს შეუძლია თითქმის ხუთჯერ გაზარდოს ტაკროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში პერორალური გამოყენებისას ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო ნაწლავში CYP3A4 ფერმენტის ინჰიბირების შედეგად. ინტრავენური ტაკროლიმუსის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ აღინიშნა. ტაკროლიმუსის დონის მომატება იწვევდა ნეფროტოქსიკურობის განვითარებას. საჭიროა პერორალური ტაკროლიმუსის დოზის შემცირება მისი კონცენტრაციის მიხედვით.

ლოზარტანი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ლოზარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E 3174), რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინი II-რეცეპტორების ანტაგონიზმის დიდ ნაწილზე, რომელიც მიმდინარეობს ლოზარტანით მკურნალობის პერიოდში. საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი.

ლურაზიდონი: CYP3A4-ის ისეთ ზომიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუკონაზოლი, შეუძლია გაზარდოს პლაზმაში ლურაზიდონის კონცენტრაცია. თუ შეუძლებელია ერთდროულად გამოყენებისგან თავის არიდება, ლურაზიდონის დოზა უნდა შემცირდეს, როგორც მითითებულია ლურაზიდონის გამოყენების ინსტრუქციაში.

მეტადონი: ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს სისხლის შრატში მეტადონის კონცენტრაცია. შეიძლება საჭირო გახდეს მეტადონის დოზის კორექცია.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს):

ფლურბიპროფენის და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება იწვევდა ფლურბიპროფენის Сmax და AUC მაჩვენებლების გაზრდას შესაბამისად 23%-ით და 81%-ით, ფლურბიპროფენის მონოთერაპიასთან შედარებით. ანალოგიურად, ფლუკონაზოლისა და რაცემიული იბუპროფენის (400 მგ) ერთდროულად მიღება იწვევდა ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის [S-(+)-იბუპროფენი] Cmax და AUC მნიშვნელობების გაზრდას შესაბამისად 15%-ით და 82%-ით, რაცემიული იბუპროფენით მონოთერაპიასთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური კვლევები არ არის ჩატარებული, ცნობილია, რომ ფლუკონაზოლს შეუძლია გააძლიეროს სხვა ისეთი აასს-ის სისტემური ზემოქმედება, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ის (მაგალითად, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი) საშუალებით. რეკომენდებულია აასს-ით გამოწვეული გვერდითი მოქმედებისა და ტოქსიკურობის ხშირი მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს აასს-ის დოზის კორექტირება.

ფენიტოინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. ერთდროულად 200 მგ ფლუკონაზოლის პერორალურად განმეორებით და 250 მგ ფენიტოინის ინტრავენურად შეყვანა იწვევდა ფენიტოინის AUC24-ის მაჩვენებლის გაზრდას 75%-ით და Cmin – 128%-ით. ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სისხლის შრატში ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი ფენიტოინის ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.

პრედნიზონი: დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტს, რომელიც იღებდა პრედნიზონს, ფლუკონაზოლით სამთვიანი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ განუვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა. სავარაუდოდ, ფლუკონაზოლით თერაპიის შეწყვეტამ გამოიწვია CYP3A4 ფერმენტის აქტივობის მომატება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია პრედნიზონის მეტაბოლიზმის გაძლიერება. ფლუკონაზოლითა და პრედნიზონით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარების თვალსაზრისით ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ.

რიფაბუტინი: ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენება იწვევს სისხლის შრატში რიფაბუტინის AUC მომატებას 80%-მდე. ცნობილია უვეიტის განვითარების შემთხვევების შესახებ ავადმყოფებში, რომლებსაც ერთდროულად დაენიშნათ ფლუკონაზოლი და რიფაბუტინი, და საჭიროა რიფაბუტინის ტოქსიკურობის ნიშნების გათვალისწინება ამ პრეპარატებით კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში.

საკვინავირი: ფლუკონაზოლი ზრდის საკვინავირის AUC და Cmax მნიშვნელობებს ფერმენტების მონაწილეობით შესაბამისად, დაახლოებით 50%-ით და 55%-ით, ფერმენტ CYP3A4-ის მონაწილეობით საკვინავირის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის, ასევე P-გლიკოპროტეინის ინჰიბირების გამო. საკვინავირთან/რიტონავირთან ურთიერთქმედება შესწავლილი არ არის და შეიძლება უფრო გამოხატული იყოს. შეიძლება საჭირო გახდეს საკვინავირის დოზის კორექტირება.

სულფონილშარდოვანას პრეპარატები: ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდს სულფონილშარდოვანას პერორალური პრეპარატების (მაგალითად, ქლორპროპამიდის, გლიბენკლამიდის, გლიპიზიდის და ტოლბუტამიდის) ერთდროულად მიღებისას.

რეკომენდებულია სისხლის გლუკოზის ხშირი კონტროლი და სულფონილშარდოვანას დოზის შესაბამისი შემცირება.

თეოფილინი: ურთიერთქმედების პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში 200 მგ დოზით ფლუკონაზოლის მიღება 14 დღის განმავლობაში იწვევს თეოფილინის კლირენსის საშუალო სიჩქარის შემცირებას 18%-ით. ფლუკონაზოლისა და თეოფილინის მაღალი დოზების მიღების ან თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების მომატებული რისკის შემთხვევაში საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება თეოფილინის დოზის გადაჭარბების სიმპტომების დროულად გამოვლენის მიზნით; მათი გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა თერაპიის შესაბამისი კორექტირება.

ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ექსპოზიცია იზრდება მისი დანიშვნისას პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევს იზოფერმენტ CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბირებას და CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბირებას (მაგალითად, ფლუკონაზოლი). აქედან გამომდინარე, ამ პრეპარატებთან კომბინაციაში დანიშვნისას რეკომენდებულია ტოფაციტინიბის დოზის შემცირება 5 მგ-მდე ერთხელ დღეში.

ტოლვაპტანი: ტოლვაპტანის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება (AUC 200%-ით; Cmax 80%-ით), როდესაც ტოლვაპტანი, რომელიც წარმოადგენს იზოფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატს, გამოიყენება ფლუკონაზოლთან, CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორთან, ერთად, რაც იწვევს არასასურველი მოვლენების, კერძოდ კი პოლიურიის, დეჰიდრატაციისა და თირკმელების მწვავე უკმარისობის, განვითარების რისკის მნიშვნელოვან მომატებას. ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ტოლვაპტანის დოზა უნდა შემცირდეს მისი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად და პაციენტი უნდა იყოს მუდმივი დაკვირვების ქვეშ ტოლვაპტანთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი რეაქციის თვალსაზრისით.

გველის სუროს ალკალოიდები: შესაბამისი კვლევების არ არსებობის მიუხედავად, ცნობილია, რომ ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს გველის სუროს ალკალოიდების (მაგალითად, ვინკრისტინისა და ვინბლასტინის) პლაზმური დონეები და გამოიწვიოს ნეიროტოქსიკურობა, სავარაუდოდ, CYP3A4-ზე მაინჰიბირებელი მოქმედების გამო.

ვიტამინი A: ერთ კლინიკურ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს უტარდებოდა კომბინირებული თერაპია სრულად ტრანს-რეტინული მჟავითა (A ვიტამინის მჟავური ფორმა) და ფლუკონაზოლით, რეგისტრირებულია ცნს-ის მხრივ არასასურველი მოვლენების განვითარება ინტრაკრანიალური იდიოპათური ჰიპერტენზიის სახით, რომელიც გაქრა ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ. მოცემული კომბინაციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების მონიტორინგით.

ვორიკონაზოლი (CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4-ის ინჰიბიტორი)

პერორალური ვორიკონაზოლისა (400 მგ 12 საათში ერთხელ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ 12 საათში ერთხელ 2.5 დღე) და პერორალური ფლუკონაზოლის (400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ 24 საათში ერთხელ 4 დღე) გამოყენებამ 8 ჯანმრთელ მოხალისე-მამაკაცში გამოიწვია ვორიკონაზოლის Cmax და AUCτ მნიშვნელობების გაზრდა საშუალოდ 57%-ით (90%-იანი ს/ი: 20%, 107%) და 79%-ით (90%-იანი ს/ი: 40%, 128%). უცნობია, იწვევს თუ არა ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის დოზის ან/და მიღების შემცირება ამ ეფექტის გაქრობას. ვორიკონაზოლის უშუალოდ ფლუკონაზოლის მიღების შემდეგ გამოყენებისას რეკომენდებულია ვორიკონაზოლით გამოწვეული არასასურველი მოვლენების მონიტორინგი.

ზიდოვუდინი: …

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალების მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე დიფლუკანის გავლენის შემსწავლელი კვლევები არ არის ჩატარებული.

პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებმა შეიძლება იგრძნონ თავბრუსხვევა ან კრუნჩხვითი შეტევები, ამიტომ ნებისმიერი ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან თავის შეკავება (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება“).

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

რეგისტრირებულია სამკურნაწლამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი), დაკავშირებული ფლუკონაზოლით მკურნალობასთან (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება” და “გვერდითი მოქმედება”).

ყველაზე ხშირად (>1/100 >1/10-მდე) რეგისტრირებულ არასასურველ რეაქციებს წარმოადგენს თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ალანინამინოტრანსფერაზას მომატებული დონე, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატებული დონე, ტუტე ფოსფატაზას მომატებული დონე სისხლში და გამონაყარი.

არასასურველი რეაქციების სიხშირის რაოდენობრივი კრიტერიუმები და მათი კლასიფიკაცია ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით (არასასურველი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ხშირად (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (>1/10000-დან <1/1000-მდე), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

ორგანოთა სისტემების კლასი

ხშირად

არახშირად

იშვიათად

უცნობია

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ანემია

აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსია

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

მადის დაქვეითება

ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია

ფსიქიკური დარღვევები

ძილიანობა, უძილობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

კრუნჩხვა, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს შეცვლა

ტრემორი

დარღვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ

ვერტიგო

დარღვევები გულის მხრივ

პირუეტის ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”)

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, გულისრევა

შეკრულობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, სიმშრალე პირის ღრუში

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება სისხლში (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)

ქოლესტაზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), სიყვითლე (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ბილირუბინის დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)

ღვიძლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატოცელულარული ნეკროზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატიტი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატოცელულარული დაზიანება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

გამონაყარი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)

ტოქსიდერმია* (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჭინჭრის ციება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ქავილი, მომატებული ოფლიანობა

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია

სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური ნიშნებით (DRESS-სინდრომი)

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

მიალგია

ზოგადი დარღვევებიდა რეაქციები შეყვანის ადგილზე

მომატებული დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ცხელება

ბავშვთა ასაკის პაციენტები

არასასურველი რეაქციების ტიპი და სიხშირე, ასევე ლაბორატორიული მაჩვენებლების შედეგების ნორმიდან გადაცდენა, რომლებიც დაფიქსირებულია ბავშვთა ასაკის პაციენტების კლინიკური კვლევების დროს, მსგავსი იყო მოზრდილებში აღნიშნული მაჩვენებლისა.

ჭარბი დოზა

რეგისტრირებულია პრეპარატ დიფლუკანით დოზის გადაჭარბების შემთხვევები ჰალუცინაციებისა და პარანოიდული ქცევის თანხლებით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება საკმარისი იყოს სიმპტომური მკურნალობის ჩატარება (შემანარჩუნებელი ზომების და კუჭის გამორეცხვის ჩათვლით).

ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ამიტომ ფორსირებულმა დიურეზმა შეიძლება დააჩქაროს პრეპარატის გამოყოფა. ჰემოდიალიზის 3 საათიანი სეანსი დაახლოებით 50%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს:

მოქმედ ნივთიერებას: 2 მგ ფლუკონაზოლს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ, საინექციო წყალი 1 მლ-მდე.

აღწერა

გამჭვირვალე უფერო ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ხილვად ნაწილაკებს.

შენახვის პირობები

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ დაუშვათ გაყინვა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

სოკოს საწინააღმდეგო სისტემური პრეპარატები. სოკოს საწინააღმდეგო სისტემური პრეპარატები. ტრიაზოლის წარმოებულები. ფლუკონაზოლი.

ათქ კოდი: J02AC01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ფლუკონაზოლი ტრიაზოლური ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმი მდგომარეობს სოკოს ციტოქრომ P-450-ით გამოწვეული 14-ალფა-ლანოსტეროლის დემეთილირების რეაქციის დათრგუნვაში, რომელიც სოკოებში ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ძირითად ნივთიერებას წარმოადგენს. 14-ალფა-მეთილსტეროლების დაგროვება იწვევს სოკოების უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტეროლის დონის შემდგომ დაქვეითებას; ეს პროცესი საფუძვლად უდევს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. დადგენილია, რომ ფლუკონაზოლი უფრო სელექციურია სოკოების ციტოქრომ P-450-ის სისტემის იზოფერმენტების მიმართ, ვიდრე ძუძუმწოვართა ციტოქრომ P-450-ის სისტემის სხვადასხვა იზოფერმენტების მიმართ.

ნაჩვენებია, რომ 50 მგ ფლუკონაზოლის ყოველდღიურად მიღება 28 დღის განმავლობაში არ ახდენს გავლენას მამაკაცებში პლაზმაში ტესტოსტერონის შემცველობაზე ან შვილოსნობის ასაკის ქალებში სტეროიდების შემცველობაზე. ფლუკონაზოლი ყოველდღე 200-400 მგ დოზით არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ენდოგენური სტეროიდების დონეზე და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით სტიმულირებულ რეაქციაზე ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში. ანტიპირინთან ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის 50 მგ ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების მიღება არ ახდენს გავლენას მის მეტაბოლიზმზე.

in vitro მგრძნობელობა

in vitro კვლევებში ფლუკონაზოლი ავლენს სოკოს საწინააღმდეგო აქტივობას კლინიკურ პრაქტიკაში სოკოს ყველაზე მეტად გავრცელებული Candida-ს სახეობების მიმართ (მათ შორის C. albicans, C. parapsilosis, C. tropicalis). სოკო C. glabrata ავლენს დაქვეითებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ, ხოლო C. krusei და C. auris მდგრადია ფლუკონაზოლის მიმართ. ფლუკონაზოლის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია (მდკ) და ეპიდემიოლოგიური ზღვარი (ECOFF) C. guilliermondii-სთვის უფრო მაღალია, ვიდრე C. albicans-ისთვის.

ფლუკონაზოლმა ასევე, გამოავლინა აქტივობა in vitro Cryptococcus neoformans და Cryptococcus gattii-ის მიმართ, ასევე ენდემური ობის სოკოების Blastomyces dermatiditis, Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides brasiliensis წინააღმდეგ.

ფარმაკოკინეტიკურ-ფარმაკოდინამიკური დამოკიდებულება

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა დამოკიდებულება მდკ-ისა და ეფექტიანობის მნიშვნელობებს შორის Candida-ს სახეობის სოკოს მიერ გამოწვეული მიკოზების ექსპერიმენტული მოდელების მიმართ. კლინიკურ კვლევებში ადგილი ჰქონდა პრაქტიკულად ხაზოვან დამოკიდებულებას 1:1 ფლუკონაზოლის AUC-სა და დოზას შორის. არსებობს პირდაპირი, მაგრამ არასრული კავშირი AUC-სა თუ დოზას და პირის ღრუს კანდიდოზის, და ნაკლები ხარისხით კანდიდემიის, მკურნალობაზე დადებით კლინიკურ რეაქციას შორის. მკურნალობის ანალოგიური მეთოდი ნაკლებად ეფექტიანია ისეთი შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომლების გამოწვეულია ფლუკონაზოლის მაღალი მდკ-ის მქონე შტამებით.

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი

Candida-ს სახეობის სოკოებში გამოვლენილია რიგი დამცავი მექანიზმი აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. სოკოების შტამებისთვის, რომლებიც იყენებს რეზისტენტობის განვითარების ერთ ან მეტ ასეთ მექანიზმს, ფლუკონაზოლის მდკ გაზრდილია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს პრეპარატის ეფექტიანობაზე in vivo კვლევებში და კლინიკურ პირობებში. Candida-ს ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობებში ყველაზე ხშირი მედეგობის მექანიზმი მოიცავს აზოლების სამიზნე ფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელია ერგოსტეროლის ბიოსინთეზზე. მედეგობა შეიძლება გამოწვეული იყოს მუტაციით, ფერმენტის მომატებული პროდუცირებით, პრეპარატის გადინების მექანიზმებით ან კომპენსატორული გზების განვითარებით.

არსებობს ცნობები C.albicans-ისგან განსხვავებული Candida-ს სახეობებით გამოწვეული სუპერინფექციის შემთხვევების შესახებ, რომლებსაც ხშირად ახასიათებს დაქვეითებული მგრძნობელობა (C. glabrata) ან რეზისტენტობა (მაგალითად, C.krusei, C. auris) ფლუკონაზოლის მიმართ.

ასეთი ინფექციების დროს შეიძლება საჭირო იყოს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპია. მედეგობის მექანიზმები არ იყო ბოლომდე გარკვეული Candida-ს ზოგიერთ მედეგ (C. krusei) ან გამოვლენილ (C. auris) სახეობებში.

მგრძნობელობის მომიჯნავე მნიშვნელობები (EUCAST-ის თანახმად)

in vitro და კლინიკური მგრძნობელობის ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ (ფკ/ფდ) მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, EUCAST-AFST-მა (მიკროორგანიზმების ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ევროპული კომიტეტის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ქვეკომიტეტი) განსაზღვრა ფლუკონაზოლის მიმართ მგრძნობელობის საზღვრები Candida-ს სახეობებისთვის (დოკუმენტი “EUCAST Fluconazole rational document (2020)” - რედაქცია 3), ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ევროპული კომიტეტის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ქვეკომიტეტი, მგრძნობელობის მომიჯნავე მნიშვნელობების ცხრილები მდკ-ის მნიშვნელობების ინტერპრეტაციისთვის, ვერსია 10.0, მოქმედია 2020 წლის 04 თებერვლიდან). მომიჯნავე მნიშვნელობები გაყოფილი იყო ისეთ სახეობებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული უპირატესად ფკ/მკ მონაცემთა საფუძველზე და არ არის დამოკიდებული მდკ-ის განაწილებაზე კონკრეტული სახეობებისთვის, და დაკავშირებული სახეობებთან, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს ინფექციებს ადამიანებში. ეს მომიჯნავე მნიშვნელობები წარმოდგენილია ცხრილში ქვემოთ.

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები

მგრძნობელობის საზღვრები, რომლებიც დამოკიდებულია გამომწვევის სახეობაზე (მ</რ>)

მგრძნობელობის საზღვრები, რომელიც არ არის დამოკიდებული სახეობაზეა მ</რ>

Candida albicans

Candida dubliniensis

Candida glabrata

Candida krusei

Candida parapsilosis

Candida tropicalis

ფლუკონაზოლი

2/4

2/4

0,001*/ 16

—

2/4

2/4

2/4

მ – მგრძნობიარე; რ – რეზისტენტული.

ა – მგრძნობელობის საზღვრები, რომლებიც არ არის დამოკიდებული გამომწვევის სახეობაზე, განისაზღვრა ძირითადად ფკ/ფდ მონაცემების საფუძველზე და არ არის დამოკიდებული კონკრეტული სახეობების მდკ-ის განაწილებაზე. ისინი განკუთვნილია მხოლოდ ისეთი ორგანიზმისთვის, რომელსაც არ აქვს სპეციფიკური მოსაზღვრე მნიშვნელობები.

ცარიელი გრაფა – მგრძნობელობის ცდების ჩატარება რეკომენდებული არ არის, რადგან ეს სახეობა ცუდად ექვემდებარება თერაპიას აღნიშნული სამკურნალო საშუალებით.

  • - С. glabrata-ს ყველა შტამი მიკუთვნებულია I კატეგორიას. მდკ С. glabrata-ს წინააღმდეგ უნდა განიმარტოს, როგორც მედეგი, თუ ის აღემატება 16 მგ/ლ-ს. კატეგორია “მგრძნობიარე” (<0.001 მგ/ლ) განკუთვნილია მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული “I” შტამების მცდარი კლასიფიკაცია “მ” შტამად. I – მგრძნობიარე მაღალი ზემოქმედებისადმი: მიკროორგანიზმი კლასიფიცირდება კატეგორიაში “მგრძნობიარე მაღალი ზემოქმედებისადმი“, თუ არსებობს თერაპიული წარმატების მაღალი ალბათობა იმის გამო, რომ სამკურნალო საშუალების ზემოქმედება იზრდება დოზირების რეჟიმის კორექტირების ან ინფექციის კერაში მისი კონცენტრაციის ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკა

ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა მსგავსია ინტრავენური შეყვანის და პერორალურად მიღების შემთხვევაში.

აბსორბცია

პერორალურად მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცია (და სისტემური ბიოშეღწევადობა) აღემატება ინტრავენური შეყვანისას მსგავსი მაჩვენებლების 90%-ს. საკვების ერთდროულად მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის აბსორბციაზე მისი პერორალურად გამოყენებისას. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის შეყვანიდან 0.5 და 1.5 საათში. პლაზმაში კონცენტრაცია დოზის პირდაპირ პროპორციულია.

წონასწორული კონცენტრაციის 90% მიიღწევა მე-4-5 დღისთვის პრეპარატის ერთხელ დღე-ღამეში რამდენჯერმე შეყვანის შემდეგ.

პირველ დღეს დარტყმითი დოზის შეყვანა, რომელიც ორჯერ აღემატება საშუალო სადღეღამისო დოზას, შესაძლებელს ხდის 90% წონასწორობის კონცენტრაციის მიღწევას მე-2 დღისთვის.

განაწილება

განაწილების მოჩვენებითი მოცულობა თითქმის შეესაბამება ორგანიზმში წყლის საერთო შემცველობას. შეკავშირება პლაზმის ცილებთან დაბალია (11-12%).

ფლუკონაზოლი კარგად გამოიყოფა ორგანიზმის ყველა სითხეში. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მსგავსია. სოკოვანი მენინგიტის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაახლოებით 80%-ს.

კანში ფლუკონაზოლის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც აღემატება კონცენტრაციას სისხლის შრატში, მიიღწევა კანის რქოვანა გარსში, ეპიდერმისში/დერმასა და ოფლში მისი კუმულაციის შედეგად, რომელიც გამოიყოფა ენდოკრინული ჯირკვლების მიერ.

ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა გარსში. ერთხელ დღე-ღამეში 50 მგ დოზის მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია 12 დღის შემდეგ შეადგენდა 73 მკგ/გ, ხოლო მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ – 5.8 მკგ/გ. კვირაში ერთხელ 150 მგ დოზის გამოყენებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია რქოვანა გარსში მე-7 დღეს შეადგენდა 23.4 მკგ/გ, ხოლო მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ – 7.1 მკგ/გ.

კვირაში ერთხელ 150 მგ დოზით 4 თვის განმავლობაში გამოყენების შემდეგ ფრჩხილში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია შეადგენდა 4.05 მკგ/გ ჯანმრთელ და 1.8 მკგ/გ დაზიანებულ ფრჩხილში; მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგაც კი ფლუკონაზოლი განისაზღვრება ფრჩხილში.

ბიოტრანსფორმაცია

ფლუკონაზოლი მეტაბოლიზდება მხოლოდ მეორად მეტაბოლიტებამდე. რადიოაქტიური დოზის მხოლოდ 11% გამოიყოფა შარდში შეცვლილი ფორმით. ფლუკონაზოლი ზომიერად აინჰიბირებს იზოფერმენტ CYP2C9-ს და CYP3A4-ს (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”), ასევე წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორს.

გამოყოფა

სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს.

გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმლისმიერი ექსკრეცია: მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდში უცვლელი პრეპარატის სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი პროპორციულია კრეატინინის კლირენსისა. მოცირკულირე მეტაბოლიტების არსებობის ნიშნები გამოვლენილი არ არის.

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ პრეპარატი ერთჯერადად ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ და ერთხელ დღე-ღამეში ან ერთხელ კვირაში – სხვა ჩვენების დროს.

ფარმაკოკინეტიკა თირკმელების ფუნქციის დარღვევისას

თირკმელების მძიმე უკმარისობის (გფს <20 მლ/წთ) მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 30-დან 98 საათამდე. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზის პროცესში და ნაკლები ხარისხით – პერიტონეალური დიალიზის საშუალებით. ჰემოდიალიზის 3 საათიანი სეანსის შემდეგ სისხლიდან გამოიყოფა ფლუკონაზოლის დაახლოებით 50%.

ფარმაკოკინეტიკა ლაქტაციის პერიოდში

ლაქტაციის დროს ქალებში, რომლებმაც დროებით ან სრულად შეწყვიტეს ძუძუთი კვება, შეფასდა ფლუკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და დედის რძეში დიფლუკანის 150 მგ დოზის ერთჯერადი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. ფლუკონაზოლი აღმოჩენილი იქნა დედის რძეში საშუალო კონცენტრაციით, რომელიც შეადგენდა დედის სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის დაახლოებით 98%-ს. დედის რძეში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენდა 2.61 მგ/ლ დოზის მიღებიდან 5.2 საათის შემდეგ. ფლუკონაზოლის საანგარიშო სადღეღამისო დოზა, რომელსაც ჩვილი იღებს დედის რძესთან ერთად (დღე-ღამეში 150 მლ/კგ რძის საშუალო მოხმარების გათვალისწინებით), რძეში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციის მიხედვით, შეადგენს 0.39 მგ/კგ დღე-ღამეში, რაც შეადგენს ახალშობილებისთვის (2 კვირამდე ასაკის ჩვილები) რეკომენდებული დოზის დაახლოებით 40%-ს ან ჩვილებისთვის რეკომენდებული დოზის 13%-ს ლორწოვანი გარსის კანდიდოზის დროს.

ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში

ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ანალიზი ჩატარდა 113 ბავშვის მონაწილეობით ჩატარებულ 5 კვლევაში: 2 კვლევაში პრეპარატის ერთჯერადი მიღებით, 2 კვლევაში პრეპარატის მრავალჯერადი მიღებით და ერთ კვლევაში დღენაკლული ახალშობილების მონაწილეობით. ერთი კვლევის მონაცემები არ დაექვემდებარა ინტერპრეტაციას, რადგან კვლევის მსვლელობისას შეცვლილი იქნა პრეპარატის მიღების წესი. დამატებითი მონაცემები მიღებულია საკვლევი პრეპარატის ინდივიდუალურად გამოყენების შედეგად.

9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში 2-8 მგ/კგ დოზით ფლუკონაზოლის შეყვანისას მისმა AUC მაჩვენებელმა შეადგინა 38 მკგ•სთ/მლ 1 მგ/კგ დოზირებულ ფორმაზე. ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღების შემდეგ პლაზმიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა მერყეობდა 15-დან 18 საათამდე, ხოლო განაწილების მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 880 მლ/კგ. პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ აღინიშნა პლაზმიდან ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 24 საათს. ამ მონაცემების შედარება შეიძლება პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდთან მისი ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ დოზით 3 მგ/კგ 11 დღიდან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მყოფ პაციენტებში პრეპარატის განაწილების მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 950 მლ/კგ.

ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყენების გამოცდილება შეიზღუდება დღენაკლული ახალშობილებისთვის ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევებით. პაციენტების საშუალო ასაკი პირველი დოზის გამოყენებისას შეადგენდა 24 საათს (9-36 საათის ფარგლებში), ხოლო საშუალო მასა დაბადებისას შეადგენდა 0.9 კგ (0.75-დან 1.10 კგ-ის ფარგლებში) 12 დღენაკლულ ახალშობილში საშუალოდ 28 კვირის გესტაციის ვადით. შვიდმა პაციენტმა გაიარა მკურნალობის სრული კურსი პროტოკოლის თანახმად; 72 საათში ერთხელ შეიყვანებოდა ფლუკონაზოლის ინტრავენური ინექცია დოზით 6 მგ/კგ, საერთო ჯამში არაუმეტეს 5 დოზისა. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (საათი) შეადგენდა 74 საათს (44-185 საათის ფარგლებში) პირველ დღეს, მე-7 დღეს შემცირებით საშუალოდ 53 საათამდე (30-131 საათის ფარგლებში) და მე-13 დღეს 47 საათამდე (27-68 საათის ფარგლებში). ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ ფართობის (მკგxსთ/მლ) მნიშვნელობა შეადგენდა 271 (173-385-ის ფარგლებში) პირველ დღეს, შემდეგ გაიზარდა საშუალოდ 490-მდე (292-734-ის ფარგლებში) მე-7 დღეს და შემცირდა საშუალოდ 360-მდე (167-566-ის ფარგლებში) მე-13 დღეს. განაწილების მოცულობა (მლ/კგ) შეადგენდა 1183 (1070-1470-ის ფარგლებში) პირველს დღეს, შემდეგ დროის გასვლასთან ერთად გაიზარდა საშუალოდ 1184-მდე (510-2130-ის ფარგლებში) მე-7 დღეს და 1328-მდე (დიაპაზონი 1040-1680) მე-13 დღეს.

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში

ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა 65 წლის და უფროსი ასაკის 22 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც ფლუკონაზოლს იღებდნენ ერთჯერადად პერორალურად დოზით 50 მგ. ათი პაციენტი ერთდროულად იღებდა დიურეზულებს. დოზის მიღებიდან 1.3 საათში Cmax მნიშვნელობამ შეადგინა 1.54 მკგ/მლ. AUC საშუალო მნიშვნელობამ შეადგინა 76.4+20.3 მკგxსთ/მლ, ხოლო ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალურმა პერიოდმა – 46.2 სთ. ამ ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისე-მამაკაცებში. დიურეზულების ერთდროულად მიღებამ მნიშვნელოვნად არ შეცვალა AUC და Cmax. გარდა ამისა, კრეატინინის კლირენსი (74 მლ/წთ), შარდში უცვლელი პრეპარატის პროცენტი (0-24 სთ, 22%) და ფლუკონაზოლის თირკმლისმიერი კლირენსი (0.124 მლ/წთ/კგ) ხანდაზმულ პაციენტებში უფრო დაბალი იყო, უფრო ახალგაზრდა მოხალისეებში აღნიშნულ მაჩვენებლებთან შედარებით. შესაბამისად, ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები ხანდაზმულ პაციენტებში გამოწვეულია თირკმელების დაქვეითებული ფუნქციით, რაც დამახასიათებელია ამ ჯგუფისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

დიფლუკანი®

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: დიფლუკანი®

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: ფლუკონაზოლი

სამკურნალწამლო ფორმა: ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის.

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს:

მოქმედ ნივთიერებას: 2 მგ ფლუკონაზოლს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ, საინექციო წყალი 1 მლ-მდე.

აღწერა

გამჭვირვალე უფერო ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ხილვად ნაწილაკებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო სისტემური პრეპარატები. სოკოს საწინააღმდეგო სისტემური პრეპარატები. ტრიაზოლის წარმოებულები. ფლუკონაზოლი.

გამოყენების ჩვენება

ფლუკონაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“);

კოკციდიოიდომიკოზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“);

ინვაზიური კანდიდოზი;

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის ოროფარინგეალური კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი, კანდიდურია და კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი;

პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (გამოწვეული კბილის პროთეზებით), როდესაც პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ან ადგილობრივი მკურნალობა არასაკმარისია.

ფლუკონაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივები პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით;

ოროფარინგეალური კანდიდოზისა და საყლაპავის კანდიდოზის რეციდივები აივ-ინფიცირებულ პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით;

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის პაციენტებში ხანგრძლივი ნეიტროპენიით (როგორიცაა პაციენტები ჰემობლასტოზებით, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, ან პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა“).

დროული ახალშობილების, ჩვილებისა და სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვების, ასევე დაბადებიდან 17 წლამდე ასაკის მოზარდების მკურნალობა

ფლუკონაზოლი გამოიყენება ლორწოვანი გარსების კანდიდოზის (ოროფარინგეალური კანდიდოზი და საყლაპავის კანდიდოზი), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში. ფლუკონაზოლის გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში რეციდივის მაღალი რისკით (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“).

თერაპიის დაწყება შეიძლება კულტურალური მეთოდისა და კვლევის სხვა ლაბორატორიული მეთოდების შედეგების მიღებამდე. თუმცა, ამ შედეგების მიღების შემდეგ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

გასათვალისწინებელია ოფიციალური გაიდლაინები სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის, პრეპარატის სხვა კომპონენტების ან ფლუკონაზოლის მსგავსი სტრუქტურის მქონე აზოლური ნივთიერებების მიმართ;

ტერფენადინის ერთდროულად მიღება ფლუკონაზოლის მრავალჯერადი გამოყენებისას დოზით დღე-ღამეში 400 მგ და მეტი (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“);

ერთდროულად გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს და მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP3A4-ის საშუალებით, როგორიცაა ციზაპრიდი, ასტემიზოლი, ერითრომიცინი, პიმოზიდი და ქინიდინი (იხ. პარაგრაფები ”განსაკუთრებული მითითება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

კლინიკური შემთხვევების შესახებ შეტყობინებებში აღწერილია თანდაყოლილი დეფექტები ჩვილებში, რომელთა დედები იღებდნენ ფლუკონაზოლის მაღალ დოზებს (400-800 მგ დღე-ღამეში) ორსულობის პერიოდში 3 თვის ან მეტი დროის განმავლობაში კოკციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ.

ამ ჩვილებში აღნიშნული თანდაყოლილი დეფექტები მოიცავს ბრაქიცეფალიას, ყურების დისპლაზიას, გიგანტურ ყიფლიბანდს, თეძოს გამრუდებას და მხრის სინოსტოზს. მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ თანდაყოლილ დეფექტებს შორის გარკვეული არ არის.

მიზანშეწონილი არ არის ორსულობის დროს ფლუკონაზოლის სტანდარტული დოზების გამოყენება და ფლუკონაზოლით ხანმოკლე კურსების ჩატარება აშკარა აუცილებლობის გარეშე.

მიზანშეწონილი არ არის ორსულობის დროს ფლუკონაზოლის მაღალი დოზების გამოყენება ან/და ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება, გარდა სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების მკურნალობის შემთხვევებისა.

ძუძუთი კვება

დედის რძეში დიფლუკანის კონცენტრაცია ანალოგიურია მისი კონცენტრაციისა სისხლის პლაზმაში. ძუძუთი კვების გაგრძელება შეიძლება ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზის 150 მგ-ის მიღების შემდეგ.

რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღების შემდეგ ან მაღალი დოზის მიღების შემდეგ.

უნდა შეფასდეს ძუძუთი კვების უპირატესობა ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე განისაზღვროს დედისთვის დიფლუკანის მიღების კლინიკური აუცილებლობა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე პრეპარატ დიფლუკანით გამოწვეული ან დედის ძირითადი დაავადებით განპირობებული ნებისმიერი შესაძლო არასასურველი მოქმედება.

ფერტილობა

ფლუკონაზოლი არ ახდენდა გავლენას ძუ და ხვადი ვირთაგვების ფერტილობაზე.

გამოყენების წესი და დოზები

დიფლუკანი განკუთვნილია ინტრავენური ინფუზიების გზით შესაყვანად (საინფუზიო ხსნარი). ინტრავენური შეყვანიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლისას, ან პირიქით, პრეპარატის დღე-ღამის დოზის შეცვლა საჭირო არ არის.

ასაკის, წონისა და დოზირების მიხედვით ექიმმა უნდა დანიშნოს პრეპარატის შესაფერისი სამკურნალწამლო ფორმა და დოზა.

პრეპარატის ინტრავენური ინფუზიის შეყვანის სიჩქარე არ უნდა იყოს 10 მლ/წთ მაღალი. პრეპარატი დიფლუკანი გამოდის საინფუზიო ხსნარის ფორმით, რომელშიც მოქმედი ნივთიერება გაზავებულია ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) ხსნარში; თითოეული ფლაკონი პრეპარატის 200 მგ-ით (100 მლ მოცულობით) შეიცავს 15 მმოლ Na+ და Cl- იონებს. ვინაიდან დიფლუკანი ხელმისაწვდომია გაზავებული მარილხსნარის სახით, თუ პაციენტისთვის საჭიროა ნატრიუმის ან სითხის მიღების შეზღუდვა, გასათვალისწინებელია შესაყვანი სითხის რაოდენობა.

დიფლუკანი® - საინფუზიო ხსნარი შეთავსებადია შემდეგ ხსნარებთან:

  • დექსტროზის 5%-იანი და 20%-იანი ხსნარი
  • რინგერის ხსნარი
  • ჰარტმანის ხსნარი
  • დექსტროზაში კალიუმის ქლორიდის ხსნარი
  • ნატრიუმის ბიკარბონატის 4,2%-იანი და 5%-იანი ხსნარი
  • ამინოზინი 3.5%-იანი
  • ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%-იანი) ხსნარი
  • დიალაფლექსი (6.36%-იანი ხსნარი ინტრაპერიტონული დიალიზისთვის)

დიფლუკანის® შეყვანა შეიძლება საინფუზიო სისტემაში ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ხსნართან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ფლუკონაზოლის სხვა საშუალებებთან სპეციფიკური შეუთავსებლობის შემთხვევები აღწერილი არ არის, ინფუზიის წინ მისი შერევა ნებისმიერ სხვა პრეპარატთან რეკომენდებული არ არის.

საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გაზავება უნდა ჩატარდეს ასეპტიკურ პირობებში. შეყვანამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მყარი ნაწილაკებისა და ფერის შეცვლის თვალსაზრისით. ხსნარი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამჭვირვალეა და არ შეიცავს ნაწილაკებს.

პრეპარატის გამოუყენებელი ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

მოზრდილები

დოზა უნდა დაინიშნოს სოკოვანი ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. თუ ინფექცია საჭიროებს მრავალჯერადი დოზების გამოყენებას, მისი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკური მაჩვენებლებით ან ლაბორატორიული ტესტებით აქტიური სოკოვანი ინფექციის სრულად ალაგების დადასტურებამდე. არასაკმარისი მკურნალობა შეიძლება იწვევდეს აქტიური ინფექციის რეციდივს.

გამოყენება მოზრდილებში

კრიპტოკოკოზი:

კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა: გამაჯერებელი დოზა შეადგენს 400 მგ-ს პირველ დღეს, შემდგომი დოზა – 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში 6-8 კვირა. სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების მკურნალობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზის გაზრდა შეიძლება 800 მგ-მდე.

შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივების პროფილაქტიკისთვის პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით: 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი კურსით.

კოკციდიოიდომიკოზი: 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში 11-24 თვე ან უფრო ხანგრძლივად, პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით. ზოგი ინფექციის შემთხვევაში, განსაკუთრებით ტვინის გარსების დაზიანებით მიმდინარე ინფექციების დროს, შეიძლება განიხილებოდეს დღე-ღამეში 800 მგ დოზა.

ინვაზიური კანდიდოზი: გამაჯერებელი დოზა შეადგენს 800 მგ-ს პირველ დღეს, შემდგომი დოზა – 400 მგ ერთხელ დღე-ღამეში. კანდიდემიის მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ზოგადად რეკომენდებულია 2 კვირა პაციენტის სისხლში კანდიდემიის არსებობის პირველი უარყოფითი პასუხის მიღებიდან და მისი ნიშნებისა და სიმპტომების სრულად გაქრობიდან.

ლორწოვანი გარსების კანდიდოზის მკურნალობა:

ოროფარინგეალური კანდიდოზი: გამაჯერებელი დოზა – 200-400 მგ პირველ დღეს, შემდგომი დოზა – 100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში 7-21 დღის განმავლობაში (ოროფარინგეალური კანდიდოზის რემისიამდე). იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსის ჩატარება.

საყლაპავის კანდიდოზი: გამაჯერებელი დოზა – 200-400 მგ პირველ დღეს, შემდგომი დოზა – 100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში (საყლაპავის კანდიდოზის რემისიამდე). იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსის ჩატარება.

კანდიდურია: 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში 7-21 დღის განმავლობაში. იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსის ჩატარება.

ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი: 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.

კანისა და ლორწოვანის ქრონიკული კანდიდოზი: 50-100 მგ ერთხელ დღე-ღამეში 28 დღემდე. ინფექციების სიმძიმის ხარისხის ან იმუნური ფუნქციის თანმხლები დარღვევისა და ინფექციის მიხედვით მკურნალობა შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა აივ-ინფიცირებულ პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით

ოროფარინგეალური კანდიდოზი: 100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული კურსით ქრონიკული იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებში.

საყლაპავის კანდიდოზი: 100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული კურსით ქრონიკული იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებში.

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში: 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში. მკურნალობის დაწყება საჭიროა ნეიტროპენიის მოსალოდნელ განვითარებამდე რამდენიმე დღით ადრე და მმ3-ზე ნეიტროფილების 1000-ზე მეტ რაოდენობამდე გაზრდის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 7 დღე.

გამოყენება ბავშვებში

დიფლუკანი ენიშნებათ ბავშვებს ერთჯერადი სადღეღამისო დოზის სახით.

ბავშვებში მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს დღე-ღამეში.

ისევე, როგორც მოზრდილებში ანალოგიური ინფექციების დროს, თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და მიკოლოგიური პასუხის მიხედვით.

დოზირება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვთა ასაკის პაციენტებში შეესაბამება მოზრდილების დოზირებას და მითითებულია ქვემოთ პარაგრაფში “გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში“. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.

ჩვილები და 28 დღიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: საწყისი დოზა 6 მგ/კგ, შემდგომი დოზები 3 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში. პრეპარატის წონასწორული კონცენტრაციის უფრო სწრაფად მისაღწევად პირველ დღეს შეიძლება საწყისი დოზის მიღება.

ინვაზიური კანდიდოზი და კრიპტოკოკური მენინგიტი: დოზა 6-12 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე.

შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივების პროფილაქტიკისთვის ბავშვებში რეციდივის მაღალი რისკით: დოზა 6 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე.

Candida-ს სოკოებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში: დოზა 3-12 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდუცირებული ნეიტროპენიის ხარისხსა და სიმძიმეზე (იხ. დოზირება მოზრდილი პაციენტებისათვის).

მოზარდები (12-დან 17 წლამდე)

პაციენტის წონისა და სქესობრივი სიმწიფის მიხედვით ექიმმა უნდა განსაზღვროს სათანადო დოზირების რეჟიმი (მოზრდილებისთვის თუ ბავშვებისთვის). კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ბავშვებში ფლუკონაზოლის კლირენსი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. მოზრდილებში 100, 200 და 400 მგ დოზები შეესაბამება დოზებს 3, 6 და 12 მგ/კგ ბავშვებში შესადარებელი სისტემური ექსპოზიციის მიღებით.

დროული ახალშობილები (დაბადებიდან 27 დღემდე)

ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყოფა ხდება ნელა.

დროულ ახალშობილებში დოზირების ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ძალიან მცირეა (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა“).

დროული ახალშობილები (დაბადებიდან 14 დღემდე): ყოველ 72 საათში გამოიყენება იგივე დოზა მგ/კგ-ში, რაც ჩვილებში და 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. მიზანშეწონილი არ არის მაქსიმალური დოზის გადაჭარბება, რომელიც შეადგენს 12 მგ/კგ ყოველ 72 საათში.

დროული ახალშობილები (15-დან 27 დღემდე): ყოველ 48 საათში გამოიყენება იგივე დოზა მგ/კგ-ში, რაც ჩვილებში და 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. მიზანშეწონილი არ არის მაქსიმალური დოზის გადაჭარბება, რომელიც შეადგენს 12 მგ/კგ ყოველ 48 საათში.

გამოყენება ხანდაზმულ პირებში

პრეპარატის დოზის კორექტირებას ახორციელებენ თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის მიხედვით.

გამოყენება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში

დიფლუკანი გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად უცვლელი მოქმედი ნივთიერების სახით. ერთხელ მიღების შემთხვევაში დოზის შეცვლა საჭირო არ არის. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (ბავშვების ჩათვლით) პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა საწყისი დოზის 50 მგ-დან 400 მგ-მდე შეყვანა, ამ ჩვენებით რეკომენდებული დღე-ღამის დოზის მიხედვით, შემდეგ დღე-ღამის დოზა (ჩვენების მიხედვით), რომელიც მიიღება საწყისი დამტვირთავი დოზის შემდეგ, განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზის პროცენტი

>50

100%

<50 (ჰემოდიალიზის გარეშე)

50%

ჰემოდიალიზი

100% ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ

პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, უნდა იღებდნენ რეკომენდებული დოზის 100%-ს ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ; იმ დღეს, როდესაც არ ტარდება დიალიზი, პაციენტებმა უნდა მიიღონ პრეპარატის შემცირებული დოზა კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით

ვინაიდან ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია, ამ ჯგუფში მყოფ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება“ და “გვერდითი მოქმედება“).

გვერდითი მოქმედება

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

რეგისტრირებულია სამკურნაწლამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი), დაკავშირებული ფლუკონაზოლით მკურნალობასთან (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება” და “გვერდითი მოქმედება”).

ყველაზე ხშირად (>1/100 >1/10-მდე) რეგისტრირებულ არასასურველ რეაქციებს წარმოადგენს თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ალანინამინოტრანსფერაზას მომატებული დონე, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატებული დონე, ტუტე ფოსფატაზას მომატებული დონე სისხლში და გამონაყარი.

არასასურველი რეაქციების სიხშირის რაოდენობრივი კრიტერიუმები და მათი კლასიფიკაცია ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით (არასასურველი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ხშირად (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (>1/10000-დან <1/1000-მდე), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

ორგანოთა სისტემების კლასი

ხშირად

არახშირად

იშვიათად

უცნობია

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ანემია

აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსია

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

მადის დაქვეითება

ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია

ფსიქიკური დარღვევები

ძილიანობა, უძილობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

კრუნჩხვა, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს შეცვლა

ტრემორი

დარღვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ

ვერტიგო

დარღვევები გულის მხრივ

პირუეტის ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”)

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, გულისრევა

შეკრულობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, სიმშრალე პირის ღრუში

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება სისხლში (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)

ქოლესტაზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), სიყვითლე (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ბილირუბინის დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)

ღვიძლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატოცელულარული ნეკროზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატიტი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატოცელულარული დაზიანება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

გამონაყარი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)

ტოქსიდერმია* (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჭინჭრის ციება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ქავილი, მომატებული ოფლიანობა

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია

სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური ნიშნებით (DRESS-სინდრომი)

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

მიალგია

ზოგადი დარღვევებიდა რეაქციები შეყვანის ადგილზე

მომატებული დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ცხელება

ბავშვთა ასაკის პაციენტები

არასასურველი რეაქციების ტიპი და სიხშირე, ასევე ლაბორატორიული მაჩვენებლების შედეგების ნორმიდან გადაცდენა, რომლებიც დაფიქსირებულია ბავშვთა ასაკის პაციენტების კლინიკური კვლევების დროს, მსგავსი იყო მოზრდილებში აღნიშნული მაჩვენებლისა.

დოზის გადაჭარბება

რეგისტრირებულია პრეპარატ დიფლუკანით დოზის გადაჭარბების შემთხვევები ჰალუცინაციებისა და პარანოიდული ქცევის თანხლებით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება საკმარისი იყოს სიმპტომური მკურნალობის ჩატარება (შემანარჩუნებელი ზომების და კუჭის გამორეცხვის ჩათვლით).

ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ამიტომ ფორსირებულმა დიურეზმა შეიძლება დააჩქაროს პრეპარატის გამოყოფა. ჰემოდიალიზის 3 საათიანი სეანსი დაახლოებით 50%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

შემდეგი პრეპარატების ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია

ციზაპრიდი: რეგისტრირებულია არასასურველი მოვლენები გულის მხრივ, მათ შორის მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუკონაზოლსა და ციზაპრიდს. ფლუკონაზოლის 200 მგ დოზის ერთხელ დღე-ღამეში და ციზაპრიდის 20 მგ დოზის 4-ჯერ დღეში გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ციზაპრიდის დონის მნიშვნელოვან გაზრდას და QTc ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

ტერფენადინი: QTc ინტერვალის გახანგრძლივების შედეგად განვითარებული გულის სერიოზული არითმიის გამოვლენის შემდეგ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აზოლურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს ტერფენადინთან ერთად, ჩატარდა ამ ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები. ერთ კვლევაში დღე-ღამეში 200 მგ ფლუკონაზოლის გამოყენებისას QTc ინტერვალის გახანგრძლივება არ აღინიშნა. სხვა კვლევაში დღე-ღამეში 400 მგ და 800 მგ დოზით ფლუკონაზოლის მიღებისას ნაჩვენებია, რომ დღე-ღამეში 400 მგ და მეტი დოზით ფლუკონაზოლის მიღება იწვევს პლაზმაში ტერფენადინის დონის მნიშვნელოვნად გაზრდას მისი ერთდროულად მიღებისას. 400 მგ და მეტი დოზით ფლუკონაზოლის და ტერფენადინის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“). დღე-ღამეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით ფლუკონაზოლით და ტერფენადინით ერთდროულად მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მკაცრი დაკვირვებით.

ასტემიზოლი: ფლუკონაზოლის და ასტემიზოლის ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს ასტემიზოლის კლირენსის დაქვეითებას. ასტემიზოლის მომატებული პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება იწვევდეს QT ინტერვალის გახანგრძლივებას და იშვიათ შემთხვევაში მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის განვითარებას. ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

პიმოზიდი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro ან in vivo კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაბოლიზმის დაქვეითება. პიმოზიდის მომატებული პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება იწვევდეს QT ინტერვალის გახანგრძლივებას და იშვიათ შემთხვევებში მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის განვითარებას. ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

ქინიდინი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro ან in vivo კვლევები არ არის ჩატარებული, ფლუკონაზოლისა და ქინიდინის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქინიდინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა. ქინიდინის გამოყენებისას აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევები და მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის იშვიათი შემთხვევები. ფლუკონაზოლისა და ქინიდინის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

ერითრომიცინი: ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულად გამოყენება ზრდის კარდიოტოქსიკურობის (გახანგრძლივებული QT ინტერვალი, მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია) და, შედეგად, გულის მხრივ მოულოდნელი სიკვდილის პოტენციურ რისკს. ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

შემდეგი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის

ჰალოფანტრინი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ჰალოფანტრინის პლაზმური კონცენტრაცია იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბირების გამო. ფლუკონაზოლისა და ჰალოფანტრინის ერთდროულად გამოყენება ზრდის კარდიოტოქსიკურობის (გახანგრძლივებული QT ინტერვალი, მულტიფორმული პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია) და, შედეგად, გულის მხრივ მოულოდნელი სიკვდილის პოტენციურ რისკს. საჭიროა ამ პრეპარატების კომბინაციის მიღებისგან თავის შეკავება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).

შემდეგი პრეპარატების თანმხლები გამოყენება საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას

ამიოდარონი: ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს QT ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, განსაკუთრებით ფლუკონაზოლის მაღალი დოზების (800 მგ) მიღებისას.

შემდეგი პრეპარატების ერთდროულად გამოყენება საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას და მათი დოზის კორექტირებას

სხვა პრეპარატების გავლენა ფლუკონაზოლზე

რიფამპიცინი: ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროულად გამოყენება იწვევს ფლუკონაზოლის AUC მნიშვნელობების 25%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდის 20%-ით შემცირებას. რიფამპიცინის ერთდროულად მიღების შემთხვევაში საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის გაზრდა.

ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის პერორალური მიღება საკვების მიღების დროს, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად ან მთლიანი სხეულის ტოტალური დასხივების შემდეგ ძვლის ტვინის გადანერგვისთვის მომზადებისას არ ახდენს ფლუკონაზოლის აბსორბციის კლინიკურად მნიშვნელოვან გაუარესებას.

ჰიდროქლოროთიაზიდი: ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ჰიდროქლოროთიაზიდის რამდენიმე დოზის და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება იწვევდა სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციის გაზრდას 40%-ით. ამ შემთხვევაში დიურეზულებთან ერთდროულად გამოყენებისას ფლუკონაზოლის მიღების რეჟიმის შეცვლა საჭირო არ არის.

ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ფლუკონაზოლი წარმოადგენს ციტოქრომ P450-ის CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების ზომიერ ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი ასევე, წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორს. გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გამოვლენილი/რეგისტრირებული ურთიერთქმედებისა, ასევე, არსებობს პლაზმაში სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის მომატების რისკი, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 იზოფერმენტების საშუალებით ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას, და პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. ფერმენტებზე ფლუკონაზოლის მაინჰიბირებელი მოქმედება ნარჩუნდება 4-5 დღე ამ პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მისი ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).

აბროციტინიბი: ფლუკონაზოლმა (CYP2C19, 2C9 და 3A4-ის ინჰიბიტორი) 155%-ით გაზარდა მოქმედი ნივთიერების აბროციტინიბის ზემოქმედების დონე. ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა აბროციტინიბის დოზის კორექტირება აბროციტინიბის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

ალფენტანილი: ფლუკონაზოლის (დოზით 400 მგ) და ინტრავენურად ალფენტანილის (დოზით 20 მკგ/კგ) ერთდროულად გამოყენებისას ალფენტანილის AUC10-ის მნიშვნელობა ორჯერ იზრდება. ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბირებით. შეიძლება საჭირო გახდეს ალფენტანილის დოზის კორექტირება.

ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის მოქმედებას. 5-ნორტრიპტილინის ან(და) S-ამიტრიპტილინის კონცენტრაცია შეიძლება განისაზღვროს კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ამიტრიპტილინის ან ნორტრიპტილინის დოზის კორექტირება.

ამფოტერიცინი B: ნორმალურ ინფიცირებულ თაგვებში და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ინფიცირებულ თაგვებში ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინი B-ს ერთდროულად გამოყენება აჩვენებს შემდეგ შედეგებს: სოკოს საწინააღმდეგო სუსტი ადიტიური ეფექტი C. albicans-ით გამოწვეული სისტემური ინფექციების დროს, ურთიერთქმედების არ არსებობა Cryptococcus neoformans-ით გამოწვეული ქალასშიდა ინფექციის დროს, ანტაგონიზმი Aspergillus fumigatus-ით გამოწვეული სისტემური ინფექციის დროს. ამ კვლევების შედეგების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია.

ანტიკოაგულანტები: რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების პერიოდში, ისევე, როგორც სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ფლუკონაზოლის ვარფარინთან ერთდროულად მიღებისას პაციენტებში დაფიქსირდა სისხლდენა (სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ჰემატურია და კუპრისებრი განავალი), რასაც თან ახლავს პროთრომბინული დროის გახანგრძლივება. ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროულად გამოყენებისას პროთრომბინული დრო ორჯერ იზრდება, სავარაუდოდ, CYP2C9 იზოფერმენტით განპირობებული ვარფარინის მეტაბოლიზმის დათრგუნვის შედეგად. კუმარინული ან ინდანდიონური რიგის ანტიკოაგულანტებით და ფლუკონაზოლით მკურნალობისას რეკომენდებულია პროთრომბინის დროის კონტროლი. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირება.

ბენზოდიაზეპინები (ხანმოკლე მოქმედების) (მაგალითად, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი): მიდაზოლამის პერორალურად მიღებისას ფლუკონაზოლი არსებითად ზრდის მიდაზოლამის კონცენტრაციას და ფსიქომოტორულ ეფექტებს. ფლუკონაზოლის 200 მგ დოზით და მიდაზოლამის 7,5 მგ დოზით პერორალურად ერთდროულად გამოყენება იწვევს მიდაზოლამის AUC გაზრდას და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას შესაბამისად 3.7 და 2.2-ჯერ. ყოველდღიურად პერორალურად 200 მგ დოზით ფლუკონაზოლის 0.25 მგ დოზით ტრიაზოლამთან ერთდროულად გამოყენება იწვევს მიდაზოლამის AUC მნიშვნელობის გაზრდას და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას შესაბამისად 4.4 და 2.3-ჯერ. აღინიშნა ტრიაზოლამის მოქმედების გაძლიერება და გახანგრძლივება ფლუკონაზოლთან ერთად მისი მიღებისას. თუ ფლუკონაზოლის მიღების დროს პაციენტს უნდა დაენიშნოს თერაპია ბენზოდიაზეპინით, საჭიროა ბენზოდიაზეპინის დოზის შემცირება და პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვების განხორციელება.

კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და 30%-ით ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის შრატში. არსებობს კარბამაზეპინის ტოქსიკურობის განვითარების რისკი. შეიძლება საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის კორექტირება კონცენტრაციის ან ეფექტის მიხედვით.

კალციუმის არხების ბლოკერები: კალციუმის არხების ზოგიერთი ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება ფერმენტით CYP3A4. ფლუკონაზოლს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს კალციუმის არხების ანტაგონისტების სისტემური ზემოქმედება. რეკომენდებულია გვერდითი მოქმედების ხშირი კონტროლი.

ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლით (200 მგ დღე-ღამეში) და ცელეკოქსიბით (200 მგ) ერთდროულად მკურნალობის დროს ცელეკოქსიბის Cmax და AUC იზრდება შესაბამისად, 68%-ით და 134%-ით. დიფლუკანთან კომბინაციაში შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის განახევრება.

ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდისა და ფლუკონაზოლის კომბინირებული თერაპია იწვევს სისხლის შრატში ბილირუბინისა და კრეატინინის კონცენტრაციების გაზრდას. ამ კომბინაციის გამოყენება საჭიროა ბილირუბინისა და კრეატინინის შრატისმიერი კონცენტრაციების გაზრდის რისკის გათვალისწინებით.

ფენტანილი: რეგისტრირებულია ერთი ლეტალური შედეგი, რომელიც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ფენტანილისა და ფლუკონაზოლის ურთიერთქმედებით. გარდა ამისა, ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ფენტანილის გამოყოფის დროს. ფენტანილის მომატებულმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა. საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება სუნთქვის დათრგუნვის შესაძლო რისკის თვალსაზრისით. შეიძლება საჭირო გახდეს ფენტანილის დოზის კორექტირება.

ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოფერმენტ A-რედუქტაზას (ჰმგ-კოA-რედუქტაზას) ინჰიბიტორები: მიოპათიისა და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი იზრდება (დოზის მიხედვით) ფლუკონაზოლის ჰმგ-კოA-რედუქტაზას ისეთ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ის საშუალებით, როგორიცაა, ატორვასტატინი და სიმვასტატინი, ან CYP2C9-ით, როგორიცაა, ფლუვასტატინი (სტატინების ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შემცირება). კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება მიოპათიისა და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოვლენის მიზნით, ასევე საჭიროა ორგანიზმში კრეატინინკინაზას კონცენტრაციის კონტროლი. ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებით თერაპია უნდა შეწყდეს კრეატინკინაზას დონის შესამჩნევად გაზრდის ან მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების დიაგნოსტირების ან მასზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში. სტატინების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების უფრო დაბალი დოზების გამოყენება.

იბრუტინიბი: CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის იბრუტინიბის კონცენტრაციას პლაზმაში და შეიძლება გაზარდოს ტოქსიკურობის რისკი. თუ კომბინაციის თავიდან არიდება შეუძლებელია, საჭიროა იბრუტინიბის დოზის შემცირება 280 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში (ორი კაფსულა) ინჰიბიტორის გამოყენების პერიოდში და საგულდაგულო კლინიკური მონიტორინგის უზრუნველყოფა.

ივაკაფტორი (ცალკე ან იმავე თერაპიული კლასის პრეპარატებთან კომბინაციაში): ივაკაფტორთან ერთდროულად შეყვანა, რომელიც წარმოადგენს მუკოვისციდოზის ტრანსმემბრანული გამტარობის რეგულატორის სტიმულატორს (CFTR), 3-ჯერ ზრდის ივაკაფტორის ზემოქმედების დონეს და 1,9-ჯერ ზრდის ჰიდროქსიმეთილ-ივაკაფტორის (M1) ზემოქმედების დონეს. ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) დოზის შემცირება ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

ოლაპარიბი: CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის სისხლის პლაზმაში ოლაპარიბის კონცენტრაციას; მათი ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ შეუძლებელია კომბინირებული გამოყენების თავიდან აცილება, საჭიროა ოლაპარიბის დოზის შემცირება 200 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში.

იმუნოდეპრესანტები (როგორიცაა ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი)

ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC მნიშვნელობას. ფლუკონაზოლის (დოზით 200 მგ დღე-ღამეში) და ციკლოსპორინის (დოზით 2.7 მგ/კგ/დღე-ღამეში) ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა ციკლოსპორინის AUC მნიშვნელობის 1.8-ჯერ ზრდა. პრეპარატების ამ კომბინაციის გამოყენება შეიძლება ციკლოსპორინის დოზის შემცირებით მისი კონცენტრაციის მიხედვით.

ევეროლიმუსი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro ან in vivo კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს ევეროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში ფერმენტ CYP3A4-ის დათრგუნვის გამო.

სიროლიმუსი: ფლუკონაზოლი ზრდის სიროლურმისის პლაზმურ კონცენტრაციას, სავარაუდოდ სიროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გზით CYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის საშუალებით. მოცემული კომბინაციის გამოყენება შეიძლება სიროლიმუსის დოზის კორექციით ეფექტის და კონცენტრაციის მაჩვენებლების მიხედვით.

ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლს შეუძლია თითქმის ხუთჯერ გაზარდოს ტაკროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში პერორალური გამოყენებისას ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო ნაწლავში CYP3A4 ფერმენტის ინჰიბირების შედეგად. ინტრავენური ტაკროლიმუსის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ აღინიშნა. ტაკროლიმუსის დონის მომატება იწვევდა ნეფროტოქსიკურობის განვითარებას. საჭიროა პერორალური ტაკროლიმუსის დოზის შემცირება მისი კონცენტრაციის მიხედვით.

ლოზარტანი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ლოზარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E 3174), რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინი II-რეცეპტორების ანტაგონიზმის დიდ ნაწილზე, რომელიც მიმდინარეობს ლოზარტანით მკურნალობის პერიოდში. საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი.

ლურაზიდონი: CYP3A4-ის ისეთ ზომიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუკონაზოლი, შეუძლია გაზარდოს პლაზმაში ლურაზიდონის კონცენტრაცია. თუ შეუძლებელია ერთდროულად გამოყენებისგან თავის არიდება, ლურაზიდონის დოზა უნდა შემცირდეს, როგორც მითითებულია ლურაზიდონის გამოყენების ინსტრუქციაში.

მეტადონი: ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს სისხლის შრატში მეტადონის კონცენტრაცია. შეიძლება საჭირო გახდეს მეტადონის დოზის კორექცია.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს):

ფლურბიპროფენის და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება იწვევდა ფლურბიპროფენის Сmax და AUC მაჩვენებლების გაზრდას შესაბამისად 23%-ით და 81%-ით, ფლურბიპროფენის მონოთერაპიასთან შედარებით. ანალოგიურად, ფლუკონაზოლისა და რაცემიული იბუპროფენის (400 მგ) ერთდროულად მიღება იწვევდა ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის [S-(+)-იბუპროფენი] Cmax და AUC მნიშვნელობების გაზრდას შესაბამისად 15%-ით და 82%-ით, რაცემიული იბუპროფენით მონოთერაპიასთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური კვლევები არ არის ჩატარებული, ცნობილია, რომ ფლუკონაზოლს შეუძლია გააძლიეროს სხვა ისეთი აასს-ის სისტემური ზემოქმედება, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ის (მაგალითად, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი) საშუალებით. რეკომენდებულია აასს-ით გამოწვეული გვერდითი მოქმედებისა და ტოქსიკურობის ხშირი მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს აასს-ის დოზის კორექტირება.

ფენიტოინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. ერთდროულად 200 მგ ფლუკონაზოლის პერორალურად განმეორებით და 250 მგ ფენიტოინის ინტრავენურად შეყვანა იწვევდა ფენიტოინის AUC24-ის მაჩვენებლის გაზრდას 75%-ით და Cmin – 128%-ით. ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სისხლის შრატში ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი ფენიტოინის ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.

პრედნიზონი: დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტს, რომელიც იღებდა პრედნიზონს, ფლუკონაზოლით სამთვიანი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ განუვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა. სავარაუდოდ, ფლუკონაზოლით თერაპიის შეწყვეტამ გამოიწვია CYP3A4 ფერმენტის აქტივობის მომატება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია პრედნიზონის მეტაბოლიზმის გაძლიერება. ფლუკონაზოლითა და პრედნიზონით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარების თვალსაზრისით ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ.

რიფაბუტინი: ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენება იწვევს სისხლის შრატში რიფაბუტინის AUC მომატებას 80%-მდე. ცნობილია უვეიტის განვითარების შემთხვევების შესახებ ავადმყოფებში, რომლებსაც ერთდროულად დაენიშნათ ფლუკონაზოლი და რიფაბუტინი, და საჭიროა რიფაბუტინის ტოქსიკურობის ნიშნების გათვალისწინება ამ პრეპარატებით კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში.

საკვინავირი: ფლუკონაზოლი ზრდის საკვინავირის AUC და Cmax მნიშვნელობებს ფერმენტების მონაწილეობით შესაბამისად, დაახლოებით 50%-ით და 55%-ით, ფერმენტ CYP3A4-ის მონაწილეობით საკვინავირის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის, ასევე P-გლიკოპროტეინის ინჰიბირების გამო. საკვინავირთან/რიტონავირთან ურთიერთქმედება შესწავლილი არ არის და შეიძლება უფრო გამოხატული იყოს. შეიძლება საჭირო გახდეს საკვინავირის დოზის კორექტირება.

სულფონილშარდოვანას პრეპარატები: ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდს სულფონილშარდოვანას პერორალური პრეპარატების (მაგალითად, ქლორპროპამიდის, გლიბენკლამიდის, გლიპიზიდის და ტოლბუტამიდის) ერთდროულად მიღებისას.

რეკომენდებულია სისხლის გლუკოზის ხშირი კონტროლი და სულფონილშარდოვანას დოზის შესაბამისი შემცირება.

თეოფილინი: ურთიერთქმედების პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში 200 მგ დოზით ფლუკონაზოლის მიღება 14 დღის განმავლობაში იწვევს თეოფილინის კლირენსის საშუალო სიჩქარის შემცირებას 18%-ით. ფლუკონაზოლისა და თეოფილინის მაღალი დოზების მიღების ან თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების მომატებული რისკის შემთხვევაში საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება თეოფილინის დოზის გადაჭარბების სიმპტომების დროულად გამოვლენის მიზნით; მათი გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა თერაპიის შესაბამისი კორექტირება.

ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ექსპოზიცია იზრდება მისი დანიშვნისას პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევს იზოფერმენტ CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბირებას და CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბირებას (მაგალითად, ფლუკონაზოლი). აქედან გამომდინარე, ამ პრეპარატებთან კომბინაციაში დანიშვნისას რეკომენდებულია ტოფაციტინიბის დოზის შემცირება 5 მგ-მდე ერთხელ დღეში.

ტოლვაპტანი: ტოლვაპტანის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება (AUC 200%-ით; Cmax 80%-ით), როდესაც ტოლვაპტანი, რომელიც წარმოადგენს იზოფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატს, გამოიყენება ფლუკონაზოლთან, CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორთან, ერთად, რაც იწვევს არასასურველი მოვლენების, კერძოდ კი პოლიურიის, დეჰიდრატაციისა და თირკმელების მწვავე უკმარისობის, განვითარების რისკის მნიშვნელოვან მომატებას. ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ტოლვაპტანის დოზა უნდა შემცირდეს მისი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად და პაციენტი უნდა იყოს მუდმივი დაკვირვების ქვეშ ტოლვაპტანთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი რეაქციის თვალსაზრისით.

გველის სუროს ალკალოიდები: შესაბამისი კვლევების არ არსებობის მიუხედავად, ცნობილია, რომ ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს გველის სუროს ალკალოიდების (მაგალითად, ვინკრისტინისა და ვინბლასტინის) პლაზმური დონეები და გამოიწვიოს ნეიროტოქსიკურობა, სავარაუდოდ, CYP3A4-ზე მაინჰიბირებელი მოქმედების გამო.

ვიტამინი A: ერთ კლინიკურ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს უტარდებოდა კომბინირებული თერაპია სრულად ტრანს-რეტინული მჟავითა (A ვიტამინის მჟავური ფორმა) და ფლუკონაზოლით, რეგისტრირებულია ცნს-ის მხრივ არასასურველი მოვლენების განვითარება ინტრაკრანიალური იდიოპათური ჰიპერტენზიის სახით, რომელიც გაქრა ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ. მოცემული კომბინაციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების მონიტორინგით.

ვორიკონაზოლი (CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4-ის ინჰიბიტორი)

პერორალური ვორიკონაზოლისა (400 მგ 12 საათში ერთხელ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ 12 საათში ერთხელ 2.5 დღე) და პერორალური ფლუკონაზოლის (400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ 24 საათში ერთხელ 4 დღე) გამოყენებამ 8 ჯანმრთელ მოხალისე-მამაკაცში გამოიწვია ვორიკონაზოლის Cmax და AUCτ მნიშვნელობების გაზრდა საშუალოდ 57%-ით (90%-იანი ს/ი: 20%, 107%) და 79%-ით (90%-იანი ს/ი: 40%, 128%). უცნობია, იწვევს თუ არა ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის დოზის ან/და მიღების შემცირება ამ ეფექტის გაქრობას. ვორიკონაზოლის უშუალოდ ფლუკონაზოლის მიღების შემდეგ გამოყენებისას რეკომენდებულია ვორიკონაზოლით გამოწვეული არასასურველი მოვლენების მონიტორინგი.

ზიდოვუდინი: ფლუკონაზოლი ზრდის ზიდოვუდინის Cmax და AUC მაჩვენებლებს შესაბამისად 84%-ით და 74%-ით, პერორალური ზიდოვუდინის კლირენსის დაახლოებით 45%-იანი შემცირების გამო. ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 128%-ით ხანგრძლივდება ფლუკონაზოლთან კომბინირებული თერაპიის დროს. ამ კომბინაციის მიღების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების დაკვირვება ზიდოვუდინის გვერდითი რეაქციების გამოვლენის მიზნით. შეიძლება საჭირო გახდეს ზიდოვუდინის დოზის შემცირება.

აზითრომიცინი: ფლუკონაზოლის 800 მგ ერთჯერად პერორალურ დოზაზე აზითრომიცინის 1200 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის, ასევე აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე ფლუკონაზოლის გავლენის განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ღია, რანდომიზებული, სამმხრივად ჯვარედინი კვლევა 18 ჯანმრთელი პაციენტის მონაწილეობით. მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ფლუკონაზოლსა და აზითრომიცინს შორის დადგენილი არ არის.

პერორალური კონტრაცეპტივები: ჩატარდა ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღების ფონზე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენების ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა. ფლუკონაზოლის მიღება დოზით 50 მგ არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ჰორმონების დონეზე, ხოლო 200 მგ დოზით ყოველდღიური მიღება იწვევდა ეთინილესტრადიოლისა და ლევონორგესტროლის დონეების შესაბამისად 40%-ით და 24%-ით გაზრდას. აქედან გამომდინარე, ფლუკონაზოლის მრავალჯერადი გამოყენება დოზით 50 მგ და 200 მგ არ ახდენს გავლენას ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებული პერორალური პრეპარატების ეფექტიანობაზე.

განსაკუთრებული მითითება

თავის თმიანი ნაწილის დერმატოფიტია

ბავშვებში თავის თმიანი ნაწილის დერმატოფიტიის სამკურნალოდ ფლუკონაზოლის გამოყენების კვლევების მონაცემებით მისი ეფექტიანობა არ აღემატებოდა გრიზეოფულვინის ეფექტიანობას: მკურნალობის ეფექტიანობის საერთო მაჩვენებელმა შეადგინა 20%-ზე ნაკლები. ამიტომ, დიფლუკანის გამოყენება თავის თმიანი ნაწილის დერმატოფიტიის სამკურნალოდ მიზანშეწონილი არ არის.

კრიპტოკოკოზი

სხვა ლოკალიზაციის (მაგალითად, ფილტვის და კანის) კრიპტოკოკოზის სამკურნალოდ დიფლუკანის ეფექტიანობის მტკიცებულება არასაკმარისია, ამიტომ პრეპარატის დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.

ღრმა ენდემური მიკოზები

ენდემური მიკოზების სხვა ისეთი ფორმების სამკურნალოდ, როგორიცაა პარაკოკციდიოიდომიკოზი, კანისა და ლიმფური სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, დიფლუკანის ეფექტიანობის მტკიცებულება შეზღუდულია, ამიტომ პრეპარატის დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დიფლუკანის გამოყენება საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები“).

თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა

დადგენილია, რომ კეტოკონაზოლი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას, რაც ასევე იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ფლუკონაზოლის გამოყენებისას. პრედნიზონით თანმხლები თერაპიის დროს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხ. პარაგრაფში “ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე“.

ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი სისტემის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დიფლუკანი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.

იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებას თან ახლავს მძიმე ჰეპატოტოქსიკურობა, მათ შორის ლეტალური შედეგით, ძირითადად, სერიოზული ძირითადი დაავადებების მქონე პაციენტებში. ფლუკონაზოლით გამოწვეული ჰეპატოტოქსიკურობის შემთხვევებში არ აღინიშნა რაიმე თვალსაჩინო კავშირი საერთო სადღეღამისო დოზასთან, მკურნალობის ხანგრძლივობასთან, პაციენტის სქესთან ან ასაკთან. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკურობა ჩვეულებრივ ატარებდა შექცევად ხასიათს და ალაგდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების გადაცდომის შემთხვევაში ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი დაკვირვების ქვეშ ღვიძლის უფრო მძიმე დაზიანებების განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

მკურნალმა ექიმმა უნდა აცნობოს პაციენტებს ღვიძლის მძიმე შედეგებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ (ასთენია, ანორექსია, მუდმივი გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). ფლუკონაზოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ზოგიერთი აზოლის, მათ შორის ფლუკონაზოლის გამოყენებისას ადგილი ჰქონდა QT ინტერვალის გახანგრძლივებას ელექტროკარდიოგრამაზე. ფლუკონაზოლი იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას იონების დენის ინჰიბირების გზით კალიუმის არხების (Ikr) საშუალებით. სხვა სამკურნალო საშუალებებით (როგორიცაა ამიოდარონი) გამოწვეული QT ინტერვალის გახანგრძლივება, შეიძლება გაძლიერებული იქნას ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბირებით. რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდში დიფლუკანის გამოყენებისას აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები. ეს შემთხვევები რეგისტრირებულია მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში რისკის მრავლობითი ფაქტორებით, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადება, ელექტროლიტური დარღვევები და ასეთი დარღვევების განვითარების ხელშემწყობი თანმხლები თერაპია. სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიის და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების მომატებული რისკი არსებობს პაციენტებში ჰიპოკალიემიით და გულის მძიმე უკმარისობით.

დიფლუკანი სიფრთხილის ზომების დაცვით ინიშნება ასეთი პოტენციურად პროარითმული მდგომარეობების მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს და მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ CYP3A4-ის საშუალებით (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

ჰალოფანტრინი

ჰალოფანტრინი ზრდის QTc ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზის გამოყენებისას და წარმოადგენს CYP3A4-ის სუბსტრატს. ამიტომ, ფლუკონაზოლისა და ჰალოფანტრინისა ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

კანის რეაქციები

იშვიათ შემთხვევებში, ფლუკონაზოლის გამოყენებისას პაციენტებში განვითარდა კანის ექსფოლიატიური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. დაფიქსირდა სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი). შიდსით დაავადებულ პაციენტებში უფრო მაღალია კანის მხრივ მძიმე რეაქციების განვითარების რისკი ბევრი პრეპარატის მიღებისას. ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს ფლუკონაზოლის მიღებისას კანზე გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ამ პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. ინვაზიური / სისტემური სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტებში გამონაყარის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მათი გულდასმითი დაკვირვება და ფლუკონაზოლის მოხსნა ბულოზური დაზიანებების ან მრავალფორმული ერითემის გამოვლენის შემთხვევაში.

ჰიპერმგრძნობელობა

დაფიქსირებულია ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების იშვიათი შემთხვევები.

ციტოქრომ P450

ფლუკონაზოლი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C9-ის და CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს, ასევე, იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორს. საჭიროა პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება დიფლუკანისა და ვიწრო თერაპიული პროფილის მქონე ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4-ით.

ტერფენადინი

ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზის და ტერფენადინის ერთდროულად გამოყენება საჭიროა მკურნალი ექიმის გულდასმითი კონტროლით.

კანდიდოზი

კვლევებით ნაჩვენებია C. albicans-ის გარდა, Candida-ს სახეობებით გამოწვეული ინფექციების მზარდი მაჩვენებელი. ამ სახეობებს, როგორც წესი, გააჩნია ბუნებრივი რეზისტენტობა (მაგალითად, C. krusei და C. auris) ან ავლენს დაქვეითებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციები შეიძლება საჭიროებდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიულ თერაპიას, არაეფექტიანი მკურნალობის გამო. ამიტომ, ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ Candida-ს სხვადასხვა სახეობების რეზისტენტობა ფლუკონაზოლის მიმართ.

დამხმარე ნივთიერებები

მოცემული სამკურნალო საშუალების 25 მლ შეიცავს 88.5 მგ ნატრიუმს, რაც შეესაბამება მოზრდილებისთვის ჯანმოს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 2 გ-ის 4.4%-ს.

მოცემული პროდუქტის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ეკვივალენტურია ჯანმოს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 71%-ის.

ითვლება, რომ დიფლუკანის 2 მგ/მლ ინტრავენური ხსნარი ნატრიუმის მაღალი შემცველობისაა. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში მარილის დაბალი შემცველობის დიეტის დაცვის დროს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სატრანსპორტო საშუალების მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე დიფლუკანის გავლენის შემსწავლელი კვლევები არ არის ჩატარებული.

პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებმა შეიძლება იგრძნონ თავბრუსხვევა ან კრუნჩხვითი შეტევები, ამიტომ ნებისმიერი ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან თავის შეკავება (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება“).

გამოშვების ფორმა

2 მგ/მლ ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის.

25 მლ, 50 მლ, 100 მლ ან 200 მლ ხსნარი ტიპი I გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონში, რომელიც დაცობილია რეზინის საცობით და შემოკრულია ალუმინის ხუფით “flip off“ ტიპის პლასტიკური სადებით. ფლაკონს აქვს პლასტიკური დამჭერი. 1 ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ დაუშვათ გაყინვა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

ფარევა ამბუაზ, საფრანგეთი

მისამართი: ზონ ენდუსტრიელ - 29 რუტ დეზ ენდუსტრი, 37530 პოსე-სურ-სის, საფრანგეთი.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

“ფაიზერ ეიჩ. სი. პი. კორპორეიშნ”,

ჰადსონ ბულვარ ისტ 66, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი 10001-2192, აშშ

ტელეფონი: +1 (212) 733-23-23

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა