პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

კანდიმაქსი

CANDIMAX

რეცეპტით150 მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ცისფერი გამჭვირვალე ფერის, მყარი ჟელატინის კაფსულაში მოთავსებულ თეთრ ფხვნილს შეიცავს. 2 კაფსულა, PVC-PVDC გამჭვირვალე / ბლისტერში და მუყაოს კოლოფში არის ბაზარზე წარმოდგენილი. CANDIMAX-ი არის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომელიც სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუკონაზოლი (fluconazole)
ფორმა და შეფუთვა
150 მგ კაფსულა №2
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
J02AC01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0303
რეგისტრირებულია
15 ივლისი 2022, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკანდიმაქსი და სხვა წამალი ერთად

კანდიმაქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცისფერი გამჭვირვალე ფერის, მყარი ჟელატინის კაფსულაში მოთავსებულ თეთრ ფხვნილს შეიცავს. 2 კაფსულა, PVC-PVDC გამჭვირვალე / ბლისტერში და მუყაოს კოლოფში არის ბაზარზე წარმოდგენილი.

CANDIMAX-ი არის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომელიც სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება. აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი.

CANDIMAX-ი გამოიყენება სოკოებით, მათ შორის საფუარით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. სოკოვანი ინფექციების ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის საფუარი სახელად Candida.

CANDIMAX-ი ფეხის სოკოს (tinea pedis), საზარდულის სოკოს (tinea cruris), სხეულის, მკლავებისა და ფეხების ზედაპირული სოკოვანი ინფექციის (tinea corporis), კანის ზედაპირის სოკოს (tinea versicolor), კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაავადებების ინფექციების ჩათვლით ერთგვარი სოკოვანი დაავადებებისა (დერმატომიკოზები) და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების (ონიქომიკოზები) სამკურნალოდ გამოიყენება.

CANDIMAX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

CANDIMAX-ი არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში

თუ;

განგივითარდათ შემდეგი ალერგიული რეაქციები ჩამოთვლილთა მიმართ:

CANDIMAX-ის რომელიმე კომპონენტის,

სხვა მედიკამენტების, რომელთაც სოკოს სამკურნალოდ იღებთ.

სიმპტომები შესაძლებელია მოიცავდეს ქავილს, კანის სიწითლეს ან სუნთქვის გაძნელებას.

ალრგიის მკურნალობის მიზნით იღებთ ისეთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, როგორიცაა ტერფერადინი ან ასტემიზოლი.

თუ იღებთ ციზაპრიდს, რომელიც კუჭის აშლილობის დროს გამოიყენება.

თუ გაქვთ შიზოფრენია და იღებთ პიმოზიდს, ეფექტურ (ანტიფსიქოზურ) პრეპარატს ისეთი ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა შიზოფრენია და ფსიქოზური დეპრესია.

გულის რითმის დარღვევისთვის ქინიდინის შემცველ პრეპარატს თუ იღებთ.

CANDIMAX-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ:

თუ:

გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები

სისხლში კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის დონე გაქვთ არანორმალური

გაქვთ განსაკუთრებით შიდსისა და კიბოს მსგავსი სერიოზული დაავადება

ერთდროულად იღებთ პოტენციურად ღვიძლის დამაზიანებელ ან გამაღიზიანებელ ერთზე მეტ მედიკამენტს და გაქვთ ძირითადი დაავადება, რომელიც მოკლავს თქვენი ღვიძლის ქსოვილებს (ღვიძლის ნეკროზი). ფლუკონაზოლით თქვენი ღვიძლის დაზიანება ან გაღიზიანება შექცევადი პროცესია. მკურნალობის დროს ღვიძლის სერიოზული დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ექიმი თქვენზე მონიტორინგს განახორციელებს და საჭირო თუ გახდება შეწყვეტს თქვენთვის წამლის მოცემას.

განვითარდება კანის ანთებითი რეაქციები, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს თქვენი მკურნალობა, თუ სითხით სავსე ბუშტუკების მსგავსი დარღვევა ან ჰიპერმგრძნობელობა განვითარდება, რომელიც ჩვეულებრივ ქრება თვითნებურად და იწვევს მაქმანის მსგავს სიწითლეს ხელებზე, სახეზე და ფეხებზე.

იღებთ მედიკმენტს, რომელიც დღეში 400 მგ-ზე ნაკლებ ტერფენადინს შეიცავს და ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება.

ალერგიულ ნივთიერებების მიმართ ორგანიზმის ძალიან მძიმე რეაქცია, უეცარი ჰიპერმგრძნობელობა ვითარდება

სისხლში იონების და მინერალების დისბალანსი (ელექტროლიტური დარღვევა) არსებობს

ფლუკონაზოლთან ერთად იღებთ სხვა მედიკამენტს

იღებთ თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებიც არ იშლება ღვიძლში არსებული CY3A4 ფერმენტით, მაგრამ ცნობილია, რომ ახანგრძლივებს QT ინტერვალს გულის ელექტრული აქტივობის (ECG) აღრიცხვაში

ზოგიერთი აზოტის ჯგუფის პრეპარატების, მათ შორის ფლუკონაზოლის გამოყენების დროს დაფიქსირდა, რომ ინტერვალი, რომელსაც QT ტალღა ეწოდება, გულის ელექტრული აქტივობის აღრიცხვისას (ECG) გახანგრძლივებული იყო.

გაქვთ გულის დაავადებები, მათ შორის გულის რითმის დარღვევა

არსებობს თანდაყოლილი ან დიაგნოზირებული გულის დაავადება, რამაც შეიძლება სერიოზული დარღვევები და უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს

გაქვთ გულის კუნთში უეცრად დაწყებული ან მიმდინარე დაავადება, განსაკუთრებით გულის უკმარისობის დროს

გულისცემა წუთში 60-ზე ნაკლებია (სინუსური ბრადიკარდია)

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

CANDIMAX-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური მდგომარეობა არ არსებობს.

მიღების წესი და დოზირება

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ფეხის სოკოს (tinea pedis), საზარდულის სოკოს (tinea cruris), სხეულის, მკლავებისა და ფეხების ზედაპირული სოკოვანი ინფექციისა (tinea corporis) და ერთგვარი სოკოვანი დაავადების, Candida-ს ინფექციების შემცველი დერმატოლოგიური მაჩვენებლების დროს რეკომენდირებული დოზა კვირაში ერთხელ 150 მგ ან დღეში ერთხელ 50 მგ-ია. მკურნალობის პერიოდი 2-დან 4 კვირამდეა. ფეხის სოკოს (tinea pedis) შესაძლებელია 6 კვირამდე მკურნალობა დასჭირდეს. კანის ზედაპირის სოკოსთვის (tinea versicolor) რეკოენდირებული დოზა 2 კვირისთვის კვირაში ერთხელ 300 მგ-ია. მაშინ, როდესაც ზოგიერთ პაციენტს ესაჭიროება 300 მგ ფლუკონაზოლი მესამე კვირის განმავლობაში, ზოგიერთი პაციენტისთვის 300-400 მგ ერთჯერადი დოზაც შესაძლებელია საკმარისი იყოს. დოზირების ალტერნატიული ვარიანტი 2-დან 4-მდე კვირის განმავლობაში დღეში 50 მგ-ია.

ფრჩხილის სოკოსთვის რეკომენდირებული დოზა კვირაში ერთჯერადი 150 მგ-ია. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ჯამრთელი ფრჩხილი არ გაიზრდება და დაავადებული ფრჩხილი მთლიანად არ მოსცილდება. ჩვეულებრივ ხელის ფრჩხილების ხელახლა გაზრდისთვის 3-6 თვიანი, ფეხის ფრჩხილებისთვის 6-12 თვიანი პერიოდი არის საჭირო. ამასთან ერთად, ფრჩხილის გაზრდის პერიოდი იცვლება პიროვნებისა და ასაკის მიხედვით. ქრონიკული ინფექციების ხანგრძლივ პერიოდიანი მკურნალობის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაძლებელია ფრჩხილების ფორმა დაირღვეს. ექიმმა შესაძლებელია დაიწყოს თქვენი მკურნალობა მანამ, სანამ კულტურისა და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგები გახდება ცნობილი. როგორც კი შედეგები ნათელი გახდება, ექიმი საჭიროების შესაბამის მკურნალობა დაგინიშნავთ.

მიღების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

კაფსულები მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად უნდა გადაყლაპოთ.

მედიკამენტი უზმოზე ან ჭამიშ შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

მიღება ბავშვებში:

ფლუკონაზოლის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, გარდა ექიმის მეთვალყურეობით გამოყენებისა.

მიღება ხანდაზმულებში:

თირკმლის პრობლემები თუ არ არსებობს, შესაძლებელია ჩვეულებრივი ზრდასრულთა დოზა მიიღოს.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

მკურნალობის დროს, რომელიც ერთ დოზას საჭიროებს, დოზის კორექცია არ არის საჭირო. თირკმლის ინფექციასთან დაკავშირებით შესაძლებელია ექიმმა დოზა შეცვალოს.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ CANDIMAX-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი CANDIMAX-ი მიიღეთ:

არ მიიღოთ ექიმის მიერ გამოწერილ რაოდენობაზე მეტი რაოდენობა. დიდი რაოდენობით CANDIMAX-ს თუ მიიღებთ, შესაძლებელია ცუდად გახდეთ.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი CANDIMAX-ი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ CANDIMAX-ის მიღება:

დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

CANDIMAX-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ექიმთან შეუთანხმებლად არ უნდა შეწყვიტოთ CANDIMAX-ის მიღება. იმ შემთხვევაში, როდესაც CANDIMAX-ის შეწყვეტა გახდება საჭირო, ამისთვის ყველაზე კარგ მეთოდს ექიმი განსაზღვრავს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები CANDIMAX-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს CANDIMAX-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია, რამდენიმე ადამიანში გამოვლინდა ალერგიული რეაქცია. თუ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

უცაბედი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ან ჭვალი მკერდში

ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება

მთლიან სხეულზე ქავილი, კანის სიწითლე ან წითელი ლაქები, რომელსაც ქავილი ახასიათებს

გამონაყარი კანზე

კანის ძლიერი გამონაყარის მსგავსი რეაქციები, რომელიც შეშუპებას იწვევს (შეიძლება პირის ღრუზე და ენაზეც მოახდინოს ზეგავლენა)

შიდსით თუ ხართ დაავადებული, უფრო მაღალია განგივითარდეთ კანის მწვავე რეაქცია მეტიკამენტების, მათ შორის CANDIMAX-ის მიმართ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი საწინააღმდეგოს თუ არ გეტყვით, ორსულობის დროს CANDIMAX-ი არ მიიღოთ.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ძუძუთი კვების პერიოდში არ მიიღოთ CANDIMAX-ი.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან დანადგარებთან მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ზოგჯერ თავბრუსხვევა ან კრუნჩხვები განვითარდეს.

CANDIMAX-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

CANDIMAX-ი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთ შაქარზე მგრძნობიარე ხართ (აუტანლობა), ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან CANDIMAX-ი არ უნდა იქნას მიღებული:

თუ იღებთ ტერფენადინის ან ასტემიზოლის შემცველ ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს, რომლებიც ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება.

თუ იღებთ ციზაპრიდს, რომელიც კუჭის აშლილობის დროს გამოიყენება.

თუ გაქვთ შიზოფრენია და იღებთ პრეპარატს პიმოზიდის შემცველობით, რომელიც ანტიფსიქოზური პრეპარატი გახლავთ.

გულის რითმის დარღვევისთვის ქინიდინის შემცველ პრეპარატს თუ იღებთ.

არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება კანდიმაქსისა და ერითრომიცინისა, რომელიც ანტიბიოტიკი გახლავთ.

ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე მედიკამენტს თუ იღებთ, აცნობეთ ექიმს. ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც შეიძლება ურთიერთქმედებდეს CANDIMAX-თან, არის: ამ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილის ზომების მიღებას და დოზის კორექციას:

ალფენტანილი, ფენტანილი, რომლებიც ანესთეზიისთვის გამოიყენება

ამიტრიპტილინი და ნორტრიპტილინი, რომლებიც დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება

ამფოტერიცინი B, რომელიც სერიოზული სოკოვანი დაავადებების დროს გამოიყენება

ვარფარინი (ან მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად სისხლს ათხელებენ

ანტიბიოტიკი აზიტრომიცინი

მიდაზოლამის, ტრიაზოლამის მსგავსი ბენზოდიაზეპინები, რომლებიც გეხმარებათ დაძინებაში ან შფოთვის, ღელვის მკურნალობაში

ნიფედიპინის, ისრადიპინის, ამლოდიპინის, ვერაპამილისა და ფელოდიპინის მსგავსი კალციუმის არხის ბლოკატორები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას და ასევე გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადების დროს

ცელეკოქსიბი, რომელიც სახსრების კალციფიკაციის დროს გამოიყენება

ციკლოფოსფამიდი, რომელიც კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება

ჰალოფანტრინი, რომელიც მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება

HMG-Co A რედუქტაზას ინჰიბიტორები, რომლებიც ატორვასტატინისა და სიმვასტატინის მსგავსი CYP3A4-ით ან ფლუვასტატინის მსგავსი CYP2C9-თი მეტაბოლიზდება და ლიპიდური დარღვევებისთვის გამოიყენება

ლოზარტანი, რომელიც არტერიული წნევის შესამცირებლად გამოიყენება

მეტადონი, რომელიც ჰეროინზე დამოკიდებულების დროს გამოიყენება

ტკივილის, ცხელების და ანთების საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტები, როგორიცაა ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი

ორალური კონტრაცეფტივები, რომლებიც დაორსულების საწინააღმდეგოდ გამოიყენება

ენდოგენური სტეროიდები

პრედნიზონი, რომელიც ორგანოების მწვავე უარყოფისა და ანთებისთვის გამოიყენება

საკინავირი, რომელიც შიდსის მკურნალობისთვის გამოიყენება

ვინკას ალკალოიდები, რომლებიც სხვადასხვა კიბოს მკურნალობის დროს გამოიყენება

A ვიტამინი

ქლორპროპამიდის, გლიბენკლარნიდის, გლიპიზიდის ან ტოლბუტამიდის მსგავსი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები

ჰიდროქლორთიაზიდის მსგავსი წყლის ტაბლეტები, რომლებიც სითხის შეკავებისა და მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოიყენება

ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რომლებიც ეპილეფსიის კონტროლზე დაქვემდებარების მიზნით გამოიყენება

ანტიბიოტიკი რიფამპიცინი ან რიფაბუტინი, რომლებიც ინფექციებისთვის გამოიყენება

ციკლოსპორინი ან ტალკროლიმტისი, რომელბიც ტრანსპლანტაციის დრო ორგანოთა უარყოფის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება

თეოფილინი, რომელიც ასთმის კონტროლირების მიზნით გამოიყენება

ზიდოვუდინი, ასევე ცნობილი როგორც AZT, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირებულ პაციენტებში გამოიყენება.

ვორიკონაზოლი, რომელიც სოკოვანი ინფექციის პრევენცირების მიზნით გამოიყენება

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიანხშირი: ვლინდება 10-დან სულმცირე 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიანიშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც 10 პაციენტიდან 1-ში ვლინდება:

თავის ავად შეგრძნება

დისკომფორტი კუჭში

დიარეა

გაზები

გამონაყარი

თავის ტკივილი

ეს გვერდითი ეფექტები სუსტი გვერდითი ეფექტებია. თუ ის გაგრძნობინებთ დისკომფორტს ან ეს დისკომფორტი დიდხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა გვერდითი ეფექტები:

ქავილი

ავად გახდომა

კრუნჩხვები

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

ქოლესტერინის, ცხიმის ან მარილის მაღალი დონე სისხლში

ღვიძლის დაზიანება და თვალებისა და კანის გაყვითლება (სიყვითლე)

თმის ცვენა

თავბრუსხვევა

გემოს შეგრძნების დარღვევები

გულის რითმის ცვლილებები

უძილობა

ძილიანობა

კუნთების ტკივილი

დაღლილობა

თავბრუსხვევა წონასწორობის დარღვევების გამო (ვერტიგო)

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ CANDIMAX-ი?

შეინახეთ CANDIMAX-ი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მისშეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ CANDIMAX-ი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ CANDIMAX-ი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

სს „NEUTEC ილაჩ სან. თიჯ.“ (NEUTEC İlaç San. Tic. A.Ş.)

ესენლერ/სტამბული

ტელეფონი: 0 850 201 23 23

ფაქსი: 0 212 481 61 11

ელ-ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

1-ლი ორგანიზებული მრეწველობის რეგიონი, 1-ლი გზატკეცილი N3

არიფიე/საქარია

მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 20 / 01 / 2012 წელს.

CX1502KT03-200112

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

Candimax® 150 მგ კაფსულა

(2 კაფსულისთვის)

მიიღება პერორალურად (პირით).

აქტიური ნივთიერება: თითოეული კაფსულა შეიცავს 150 მგ ფლუკონაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძის წარმოშობის), სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კაფსულის N: 1; [ჟელატინი (მსხვილფეხა საქონლის ჟელატინი), ინდიგოტინი FD&C Blue 2 (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171).

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნულ მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რა არის CANDİMAX-ი და რისთვის გამოიყენება?

CANDİMAX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

როგორ უნდა მიიღოთ CANDİMAX-ი?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორ შეინახოთ CANDİMAX-ი?

რა არის CANDİMAX -ი და რისთვის გამოიყენება?

ცისფერი გამჭვირვალე ფერის, მყარი ჟელატინის კაფსულაში მოთავსებულ თეთრ ფხვნილს შეიცავს. 2 კაფსულა, PVC-PVDC გამჭვირვალე / ბლისტერში და მუყაოს კოლოფში არის ბაზარზე წარმოდგენილი.

CANDIMAX-ი არის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომელიც სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება. აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი.

CANDIMAX-ი გამოიყენება სოკოებით, მათ შორის საფუარით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. სოკოვანი ინფექციების ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის საფუარი სახელად Candida.

CANDIMAX-ი ფეხის სოკოს (tinea pedis), საზარდულის სოკოს (tinea cruris), სხეულის, მკლავებისა და ფეხების ზედაპირული სოკოვანი ინფექციის (tinea corporis), კანის ზედაპირის სოკოს (tinea versicolor), კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაავადებების ინფექციების ჩათვლით ერთგვარი სოკოვანი დაავადებებისა (დერმატომიკოზები) და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების (ონიქომიკოზები) სამკურნალოდ გამოიყენება.

CANDIMAX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

CANDIMAX-ი არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში

თუ;

განგივითარდათ შემდეგი ალერგიული რეაქციები ჩამოთვლილთა მიმართ:

CANDIMAX-ის რომელიმე კომპონენტის,

სხვა მედიკამენტების, რომელთაც სოკოს სამკურნალოდ იღებთ.

სიმპტომები შესაძლებელია მოიცავდეს ქავილს, კანის სიწითლეს ან სუნთქვის გაძნელებას.

ალრგიის მკურნალობის მიზნით იღებთ ისეთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, როგორიცაა ტერფერადინი ან ასტემიზოლი.

თუ იღებთ ციზაპრიდს, რომელიც კუჭის აშლილობის დროს გამოიყენება.

თუ გაქვთ შიზოფრენია და იღებთ პიმოზიდს, ეფექტურ (ანტიფსიქოზურ) პრეპარატს ისეთი ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა შიზოფრენია და ფსიქოზური დეპრესია.

გულის რითმის დარღვევისთვის ქინიდინის შემცველ პრეპარატს თუ იღებთ.

CANDIMAX-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ:

თუ:

გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები

სისხლში კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის დონე გაქვთ არანორმალური

გაქვთ განსაკუთრებით შიდსისა და კიბოს მსგავსი სერიოზული დაავადება

ერთდროულად იღებთ პოტენციურად ღვიძლის დამაზიანებელ ან გამაღიზიანებელ ერთზე მეტ მედიკამენტს და გაქვთ ძირითადი დაავადება, რომელიც მოკლავს თქვენი ღვიძლის ქსოვილებს (ღვიძლის ნეკროზი). ფლუკონაზოლით თქვენი ღვიძლის დაზიანება ან გაღიზიანება შექცევადი პროცესია. მკურნალობის დროს ღვიძლის სერიოზული დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ექიმი თქვენზე მონიტორინგს განახორციელებს და საჭირო თუ გახდება შეწყვეტს თქვენთვის წამლის მოცემას.

განვითარდება კანის ანთებითი რეაქციები, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს თქვენი მკურნალობა, თუ სითხით სავსე ბუშტუკების მსგავსი დარღვევა ან ჰიპერმგრძნობელობა განვითარდება, რომელიც ჩვეულებრივ ქრება თვითნებურად და იწვევს მაქმანის მსგავს სიწითლეს ხელებზე, სახეზე და ფეხებზე.

იღებთ მედიკმენტს, რომელიც დღეში 400 მგ-ზე ნაკლებ ტერფენადინს შეიცავს და ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება.

ალერგიულ ნივთიერებების მიმართ ორგანიზმის ძალიან მძიმე რეაქცია, უეცარი ჰიპერმგრძნობელობა ვითარდება

სისხლში იონების და მინერალების დისბალანსი (ელექტროლიტური დარღვევა) არსებობს

ფლუკონაზოლთან ერთად იღებთ სხვა მედიკამენტს

იღებთ თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებიც არ იშლება ღვიძლში არსებული CY3A4 ფერმენტით, მაგრამ ცნობილია, რომ ახანგრძლივებს QT ინტერვალს გულის ელექტრული აქტივობის (ECG) აღრიცხვაში

ზოგიერთი აზოტის ჯგუფის პრეპარატების, მათ შორის ფლუკონაზოლის გამოყენების დროს დაფიქსირდა, რომ ინტერვალი, რომელსაც QT ტალღა ეწოდება, გულის ელექტრული აქტივობის აღრიცხვისას (ECG) გახანგრძლივებული იყო.

გაქვთ გულის დაავადებები, მათ შორის გულის რითმის დარღვევა

არსებობს თანდაყოლილი ან დიაგნოზირებული გულის დაავადება, რამაც შეიძლება სერიოზული დარღვევები და უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს

გაქვთ გულის კუნთში უეცრად დაწყებული ან მიმდინარე დაავადება, განსაკუთრებით გულის უკმარისობის დროს

გულისცემა წუთში 60-ზე ნაკლებია (სინუსური ბრადიკარდია)

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

CANDIMAX-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური მდგომარეობა არ არსებობს.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი საწინააღმდეგოს თუ არ გეტყვით, ორსულობის დროს CANDIMAX-ი არ მიიღოთ.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ძუძუთი კვების პერიოდში არ მიიღოთ CANDIMAX-ი.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან დანადგარებთან მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ზოგჯერ თავბრუსხვევა ან კრუნჩხვები განვითარდეს.

CANDIMAX-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

CANDIMAX-ი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთ შაქარზე მგრძნობიარე ხართ (აუტანლობა), ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან CANDIMAX-ი არ უნდა იქნას მიღებული:

თუ იღებთ ტერფენადინის ან ასტემიზოლის შემცველ ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს, რომლებიც ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება.

თუ იღებთ ციზაპრიდს, რომელიც კუჭის აშლილობის დროს გამოიყენება.

თუ გაქვთ შიზოფრენია და იღებთ პრეპარატს პიმოზიდის შემცველობით, რომელიც ანტიფსიქოზური პრეპარატი გახლავთ.

გულის რითმის დარღვევისთვის ქინიდინის შემცველ პრეპარატს თუ იღებთ.

არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება კანდიმაქსისა და ერითრომიცინისა, რომელიც ანტიბიოტიკი გახლავთ.

ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე მედიკამენტს თუ იღებთ, აცნობეთ ექიმს. ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც შეიძლება ურთიერთქმედებდეს CANDIMAX-თან, არის: ამ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილის ზომების მიღებას და დოზის კორექციას:

ალფენტანილი, ფენტანილი, რომლებიც ანესთეზიისთვის გამოიყენება

ამიტრიპტილინი და ნორტრიპტილინი, რომლებიც დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება

ამფოტერიცინი B, რომელიც სერიოზული სოკოვანი დაავადებების დროს გამოიყენება

ვარფარინი (ან მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად სისხლს ათხელებენ

ანტიბიოტიკი აზიტრომიცინი

მიდაზოლამის, ტრიაზოლამის მსგავსი ბენზოდიაზეპინები, რომლებიც გეხმარებათ დაძინებაში ან შფოთვის, ღელვის მკურნალობაში

ნიფედიპინის, ისრადიპინის, ამლოდიპინის, ვერაპამილისა და ფელოდიპინის მსგავსი კალციუმის არხის ბლოკატორები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას და ასევე გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადების დროს

ცელეკოქსიბი, რომელიც სახსრების კალციფიკაციის დროს გამოიყენება

ციკლოფოსფამიდი, რომელიც კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება

ჰალოფანტრინი, რომელიც მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება

HMG-Co A რედუქტაზას ინჰიბიტორები, რომლებიც ატორვასტატინისა და სიმვასტატინის მსგავსი CYP3A4-ით ან ფლუვასტატინის მსგავსი CYP2C9-თი მეტაბოლიზდება და ლიპიდური დარღვევებისთვის გამოიყენება

ლოზარტანი, რომელიც არტერიული წნევის შესამცირებლად გამოიყენება

მეტადონი, რომელიც ჰეროინზე დამოკიდებულების დროს გამოიყენება

ტკივილის, ცხელების და ანთების საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტები, როგორიცაა ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი

ორალური კონტრაცეფტივები, რომლებიც დაორსულების საწინააღმდეგოდ გამოიყენება

ენდოგენური სტეროიდები

პრედნიზონი, რომელიც ორგანოების მწვავე უარყოფისა და ანთებისთვის გამოიყენება

საკინავირი, რომელიც შიდსის მკურნალობისთვის გამოიყენება

ვინკას ალკალოიდები, რომლებიც სხვადასხვა კიბოს მკურნალობის დროს გამოიყენება

A ვიტამინი

ქლორპროპამიდის, გლიბენკლარნიდის, გლიპიზიდის ან ტოლბუტამიდის მსგავსი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები

ჰიდროქლორთიაზიდის მსგავსი წყლის ტაბლეტები, რომლებიც სითხის შეკავებისა და მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოიყენება

ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რომლებიც ეპილეფსიის კონტროლზე დაქვემდებარების მიზნით გამოიყენება

ანტიბიოტიკი რიფამპიცინი ან რიფაბუტინი, რომლებიც ინფექციებისთვის გამოიყენება

ციკლოსპორინი ან ტალკროლიმტისი, რომელბიც ტრანსპლანტაციის დრო ორგანოთა უარყოფის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება

თეოფილინი, რომელიც ასთმის კონტროლირების მიზნით გამოიყენება

ზიდოვუდინი, ასევე ცნობილი როგორც AZT, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირებულ პაციენტებში გამოიყენება.

ვორიკონაზოლი, რომელიც სოკოვანი ინფექციის პრევენცირების მიზნით გამოიყენება

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მიიღოთ CANDIMAX-ი ?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ფეხის სოკოს (tinea pedis), საზარდულის სოკოს (tinea cruris), სხეულის, მკლავებისა და ფეხების ზედაპირული სოკოვანი ინფექციისა (tinea corporis) და ერთგვარი სოკოვანი დაავადების, Candida-ს ინფექციების შემცველი დერმატოლოგიური მაჩვენებლების დროს რეკომენდირებული დოზა კვირაში ერთხელ 150 მგ ან დღეში ერთხელ 50 მგ-ია. მკურნალობის პერიოდი 2-დან 4 კვირამდეა. ფეხის სოკოს (tinea pedis) შესაძლებელია 6 კვირამდე მკურნალობა დასჭირდეს. კანის ზედაპირის სოკოსთვის (tinea versicolor) რეკოენდირებული დოზა 2 კვირისთვის კვირაში ერთხელ 300 მგ-ია. მაშინ, როდესაც ზოგიერთ პაციენტს ესაჭიროება 300 მგ ფლუკონაზოლი მესამე კვირის განმავლობაში, ზოგიერთი პაციენტისთვის 300-400 მგ ერთჯერადი დოზაც შესაძლებელია საკმარისი იყოს. დოზირების ალტერნატიული ვარიანტი 2-დან 4-მდე კვირის განმავლობაში დღეში 50 მგ-ია.

ფრჩხილის სოკოსთვის რეკომენდირებული დოზა კვირაში ერთჯერადი 150 მგ-ია. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ჯამრთელი ფრჩხილი არ გაიზრდება და დაავადებული ფრჩხილი მთლიანად არ მოსცილდება. ჩვეულებრივ ხელის ფრჩხილების ხელახლა გაზრდისთვის 3-6 თვიანი, ფეხის ფრჩხილებისთვის 6-12 თვიანი პერიოდი არის საჭირო. ამასთან ერთად, ფრჩხილის გაზრდის პერიოდი იცვლება პიროვნებისა და ასაკის მიხედვით. ქრონიკული ინფექციების ხანგრძლივ პერიოდიანი მკურნალობის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაძლებელია ფრჩხილების ფორმა დაირღვეს. ექიმმა შესაძლებელია დაიწყოს თქვენი მკურნალობა მანამ, სანამ კულტურისა და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგები გახდება ცნობილი. როგორც კი შედეგები ნათელი გახდება, ექიმი საჭიროების შესაბამის მკურნალობა დაგინიშნავთ.

მიღების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

კაფსულები მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად უნდა გადაყლაპოთ.

მედიკამენტი უზმოზე ან ჭამიშ შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

მიღება ბავშვებში:

ფლუკონაზოლის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, გარდა ექიმის მეთვალყურეობით გამოყენებისა.

მიღება ხანდაზმულებში:

თირკმლის პრობლემები თუ არ არსებობს, შესაძლებელია ჩვეულებრივი ზრდასრულთა დოზა მიიღოს.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

მკურნალობის დროს, რომელიც ერთ დოზას საჭიროებს, დოზის კორექცია არ არის საჭირო. თირკმლის ინფექციასთან დაკავშირებით შესაძლებელია ექიმმა დოზა შეცვალოს.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ CANDIMAX-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი CANDIMAX-ი მიიღეთ:

არ მიიღოთ ექიმის მიერ გამოწერილ რაოდენობაზე მეტი რაოდენობა. დიდი რაოდენობით CANDIMAX-ს თუ მიიღებთ, შესაძლებელია ცუდად გახდეთ.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი CANDIMAX-ი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ CANDIMAX-ის მიღება:

დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

CANDIMAX-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ექიმთან შეუთანხმებლად არ უნდა შეწყვიტოთ CANDIMAX-ის მიღება. იმ შემთხვევაში, როდესაც CANDIMAX-ის შეწყვეტა გახდება საჭირო, ამისთვის ყველაზე კარგ მეთოდს ექიმი განსაზღვრავს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები CANDIMAX-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს CANDIMAX-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია, რამდენიმე ადამიანში გამოვლინდა ალერგიული რეაქცია. თუ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

უცაბედი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ან ჭვალი მკერდში

ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება

მთლიან სხეულზე ქავილი, კანის სიწითლე ან წითელი ლაქები, რომელსაც ქავილი ახასიათებს

გამონაყარი კანზე

კანის ძლიერი გამონაყარის მსგავსი რეაქციები, რომელიც შეშუპებას იწვევს (შეიძლება პირის ღრუზე და ენაზეც მოახდინოს ზეგავლენა)

შიდსით თუ ხართ დაავადებული, უფრო მაღალია განგივითარდეთ კანის მწვავე რეაქცია მეტიკამენტების, მათ შორის CANDIMAX-ის მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:

ძალიანხშირი: ვლინდება 10-დან სულმცირე 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიანიშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც 10 პაციენტიდან 1-ში ვლინდება:

თავის ავად შეგრძნება

დისკომფორტი კუჭში

დიარეა

გაზები

გამონაყარი

თავის ტკივილი

ეს გვერდითი ეფექტები სუსტი გვერდითი ეფექტებია. თუ ის გაგრძნობინებთ დისკომფორტს ან ეს დისკომფორტი დიდხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა გვერდითი ეფექტები:

ქავილი

ავად გახდომა

კრუნჩხვები

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

ქოლესტერინის, ცხიმის ან მარილის მაღალი დონე სისხლში

ღვიძლის დაზიანება და თვალებისა და კანის გაყვითლება (სიყვითლე)

თმის ცვენა

თავბრუსხვევა

გემოს შეგრძნების დარღვევები

გულის რითმის ცვლილებები

უძილობა

ძილიანობა

კუნთების ტკივილი

დაღლილობა

თავბრუსხვევა წონასწორობის დარღვევების გამო (ვერტიგო)

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ CANDIMAX-ი?

შეინახეთ CANDIMAX-ი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მისშეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ CANDIMAX-ი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ CANDIMAX-ი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

სს „NEUTEC ილაჩ სან. თიჯ.“ (NEUTEC İlaç San. Tic. A.Ş.)

ესენლერ/სტამბული

ტელეფონი: 0 850 201 23 23

ფაქსი: 0 212 481 61 11

ელ-ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

სს „NEUTEC ილაჩ სან. თიჯ.“ (NEUTEC İlaç San. Tic. A.Ş.)

1-ლი ორგანიზებული მრეწველობის რეგიონი, 1-ლი გზატკეცილი N3

არიფიე/საქარია

მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 20 / 01 / 2012 წელს.

CX1502KT03-200112

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა