პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

დიფლუზოლი

Difluzol

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

დიფლუზოლი ნაჩვენებია შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“). შემდეგი დაავადებების მკურნალობა მოზრდილებში: კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებები“); კოქციდიოიდოზი (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებები“); ინვაზიური კანდიდოზი; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუკონაზოლი (fluconazole)
ფორმა და შეფუთვა
150მგ მყარი კაფსულა №1 (1X1)
მწარმოებელი
PJSC "Kievmedpreparat", უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
J02AC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-037349
რეგისტრირებულია
16 თებერვალი 2023, მოქმედებს 16 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიფლუზოლი და სხვა წამალი ერთად

დიფლუზოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიფლუზოლი ნაჩვენებია შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).

შემდეგი დაავადებების მკურნალობა მოზრდილებში:

კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებები“);

კოქციდიოიდოზი (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებები“);

ინვაზიური კანდიდოზი;

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირ-ხახის და საყლაპავის კანდიდოზი, კანდიდურია, კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი;

ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კანდიდოზი, რომელიც გამოწვეული კბილის პროთეზების გამოყენებით) ადგილობრივი სტომატოლოგიური ჰიგიენური საშუალებების არაეფექტურობის დროს;

ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე (როდესაც ადგილობრივი თერაპია არ არის გამოყენებადი);

კანდიდოზური ბალანიტი (როდესაც ადგილობრივი თერაპია არ არის გამოყენებადი);

დერმატომიკოზები, მათ შორის ტერფების დერმატოფიტია, სხეულის დერმატოფიტია, საზარდულის დერმატოფიტია, ფერადი ლიქენი და კანის კანდიდოზური ინფექციები (როდესაც ნაჩვენებია სისტემური მკურნალობა);

დერმატოფიტური ონიქომიკოზი (როდესაც სხვა პრეპარატებით მკურნალობა მიუღებელია).

შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკა მოზრდილებში:

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების მაღალი რისკით;

პირ-ხახისა ან საყლაპავის კანდიდოზის რეციდივი აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მისი განვითარების მაღალი რისკი;

ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის სიხშირის შემცირება (წელიწადში 4 ან მეტი შემთხვევა);

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა გახანგრძლივებული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში (მაგალითად, სისხლის ავთვისებიანი დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას ან პაციენტებში ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დროს).

ბავშვები

ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება კაფსულების სახით შეიძლება მხოლიდ მაშინ, როდესაც ბავშვებს შეუძლიათ კაფსულის უსაფრთხოდ გადაყლაპვა, რაც ჩვეულებრივ შესაძლებელია 5 წლის ასაკიდან.

დიფლუზოლი გამოიყენება ბავშვებში ლორწოვანი გარსების კანდიდოზის (პირ-ხახის კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. პრეპარატის გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების მაღალი რისკი (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებები“).

პრეპარატ დიფლუზოლით თერაპიის დაწყება შეიძლება კულტურალური და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღებამდე; შედეგების მიღების შემდეგ საჭიროა ანტიბაქტერიული თერაპიის შესაბამისად კორექტირება.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ოფიციალური რეკომენდაციები სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის ხანგრძლივობა

კრიპტოკოკოზი

კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა

დარტყმითი დოზა შეადგენს 400 მგ-ს პირველ დღეს, შემდეგი დოზაა 200-400 მგ დღეში ერთხელ.

როგორც წესი, 6-დან 8 კვირამდე. სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების მკურნალობის შემთხვევაში, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე.

შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რეციდივის მაღალი რისკი

200 მგ დღეში ერთხელ

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი

კოქციდიოიდომიკოზი

200-400 მგ დღეში ერთხელ

11 - 24 თვის განმავლობაში ან მეტხანს, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგიერთი ინფექციისთვის, განსაკუთრებით თავის ტვინის გარსების დაზიანებით, შეიძლება განიხილებოდეს დოზა 800 მგ დღეში.

ინვაზიური კანდიდოზი

დარტყმითი დოზა შეადგენს 800 მგ-ს პირველ დღეს, შემდეგი დოზაა 400 მგ დღეში ერთხელ.

კანდიდემიის მკურნალობის ხანგრძლივობის ზოგადი რეკომენდაციაა პაციენტის სისხლში კანდიდემიის არსებობის პირველი უარყოფითი შედეგის მიღებიდან 2 კვირა და კანდიდემიის ნიშნებისა და სიმპტომების სრული გაქრობა.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზის მკურნალობა

პირ-ხახის კანდიდოზი

დარტყმითი დოზა შეადგენს 200-400 მგ-ს პირველ დღეს; შემანარჩუნებელი დოზაა 100-200 მგ დღეში ერთხელ

7-21 დღის განმავლობაში (პირ-ხახის კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე). იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

საყლაპავის კანდიდოზი

14-30 დღის განმავლობაში (საყლაპავის კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე). იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

კანდიდურია

200-400 მგ დღეში ერთხელ

7-21 დღის განმავლობაში. იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი

50 მგ დღეში ერთხელ

14 დღის განმავლობაში.

ქრონიკული კან-ლორწოვანის კანდიდოზი

50-100 მგ დღეში ერთხელ

28 დღემდე. ინფექციის სიმძიმის ან მასთან დაკავშირებული იმუნური ფუნქციის დაქვეითების მიხედვით, შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზის რეციდივის პრევენცია აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც რეციდივის მაღალი რისკი აქვთ.

პირ-ხახის კანდიდოზი

100-200 მგ დღეში ერთხელ ან 200 მგ კვირაში 3-ჯერ

ქრონიკულად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდით

გენიტალური კანდიდოზი

მწვავე ვაგინალური კანდიდოზი

კანდიდოზური ბალანიტი

150 მგ

ერთჯერადად

მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის (წელიწადში 4 ან მეტი ეპიზოდი) მკურნალობა და პრევენცია

150 მგ ყოველ სამ დღეში - სულ 3 დოზა (1-ლ, მე-4 და მე-7 დღეს), შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა 150 მგ კვირაში ერთხელ

6 თვის განმავლობაში

დერმატომიკოზი

ტერფების დერმატოფიტია, სხეულის დერმატოფიტია, საზარდულის დერმატოფიტია, კანდიდოზი

150 მგ კვირაში ერთხელ ან 50 მგ დღეში ერთხელ

2-4 კვირა, თუმცა ტერფის დერმატოფიტიის მკურნალობა შეიძლება 6 კვირამდე გაგრძელდეს.

ფერადი ლიქენი

300-400 მგ კვირაში ერთხელ

1 - 3 კვირა

50 მგ დღეში ერთხელ

2 - 4 კვირა

ფრჩხილების დერმატოფიტია (ონიქომიკოზი)

150 მგ კვირაში ერთხელ

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფიცირებული ფრჩხილის გამოცვლამდე (სანამ არ გაიზრდება დაუინფიცირებელი ფრჩხილი). ჩვეულებრივ, 3-დან 6 თვემდე და 6-დან 12 თვემდე სჭირდება ხელის და ფეხის ფრჩხილების რეგენერაციას, შესაბამისად. თუმცა, ზრდის ტემპი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ინდივიდებს შორის და ასაკის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში, ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციის მკურნალობის წარმატებით დასრულების შემდეგ, ფრჩხილები რჩება დეფორმირებული.

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა გახანგრძლივებული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში

200-400 მგ დღეში ერთხელ

მკურნალობა უნდა დაიწყოს ნეიტროპენიის მოსალოდნელ დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ნეიტროფილების რაოდენობა გადააჭარბებს 1000 უჯრედს მმ3-ზე.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის მიხედვით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

დიფლუზოლი ძირითადად შარდით გამოიყოფა უცვლელი მოქმედი ნივთიერების სახით. ერთჯერადი მიღებისას დოზის ცვლილება საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას, შეყვანილი უნდა იქნას საწყისი დოზა 50 მგ-დან 400 მგ-მდე (ჩვენების მიხედვით რეკომენდირებულიდღიური დოზის საფუძველზე), რის შემდეგაც დღიური დოზა (ჩვენების მიხედვით), რომელიც მიიღება საწყისი დარტყმითი დოზის შემდეგ, დგინდება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზის პროცენტული მაჩვენებელი

>50

100 %

≤50 (ჰემოდიალიზის გარეშე)

50 %

ჰემოდიალიზი

100 % ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ

ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა უნდა მიიღონ რეკომენდებული დოზის 100% ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ; არადიალიზის დღეებში პაციენტებმა უნდა მიიღონ შემცირებული დოზა მათი კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მონაცემები დიფლუზოლის გამოყენების შესახებ შეზღუდულია, ამიტომ ასეთ პაციენტებში მოცემული პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს.

როგორც მოზრდილებში ანალოგიური ინფექციების შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოლოგიურ პასუხზე. დიფლუზოლი მიიღება დღეში ერთხელ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში დოზირების რეჟიმისთვის იხ. „თირკმლის უკმარისობა“.

ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში არ არის შესწავლილი („დროული ახალშობილებისთვის“, რომლებიც ხშირად ავლენენ უპირატესად თირკმელების მოუმწიფებლობას, იხ. ქვემოთ).

ჩვილები და ბავშვები (28 დღიდან 11 წლამდე):

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ფლუკონაზოლის, სხვა აზოლური ნაერთების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ფლუკონაზოლის და ტერფენადინის ერთდროული გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს მრავალჯერადად 400 მგ/დღეში და მეტი დოზით (მრავალჯერადი გამოყენების ურთიერთქმედების კვლევების შედეგების თანახმად).

ფლუკონაზოლის და ისეთი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულო გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზირდებიან CYP3A4 ფერმენტის დახმარებით (მაგალითად, ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი).

სიფრთხილის ზომები

დერმატოფიტია. ფლუკონაზოლის კვლევების შედეგების თანახმად, ბავშვებში დერმატოფიტიის სამკურნალოდ ფლუკონაზოლი არ აღემატება გრიზეოფულვინს ეფექტურობით და ეფექტურობის საერთო მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლებია. ამიტომ ფლუკონაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული დერმატოფიტიის სამკურნალოდ.

კრიპტოკოკოზი. ფლუკონაზოლის ეფექტურობის მტკიცებულებანი სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკოზის სამკურნალოდ (მაგალითად, ფილტვის კრიპტოკოკოზი და კანის კრიპტოკოკოზი) არ არის საკმარისი, ამიტომ რეკომენდაციები დოზირების რეჟიმთან დაკავშირებით ასეთი დაავადებების სამკურნალოდ არ არის.

ღრმა ენდემური მიკოზები. ფლუკონაზოლის ეფექტურობის მტკიცებულებანი ენდემური მიკოზების სხვა ფორმების სამკურნალოდ, როგორიცაა პარაკოკციდიოიდომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი და კან-ლიმფური სპოროტრიქოზი, არასაკმარისია, ამიტომ დოზირების რეჟიმითან დაკავშირებული რეკომენდაციები ასეთი დაავადებების სამკურნალოდ არ არსებობს.

თირკმელების სისტემა. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით პრეპარატი სიფთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები”).

თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა

ცნობილია, რომ კეტოკონაზოლი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას, იშვიათ შემთხვევებში, აღნიშნული ასევე შეიძლება შეინიშნოს, თუმცა იშვიათად, ფლუკონაზოლის გამოყენებისას. პრედნიზონთან ერთდროული თერაპიის დროს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის შესახებ ინფორმაცია იხ. პარაგრაფში „ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე“.

ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების სისტემა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ფლუკონაზოლის გამოყენება უკავშირდებოდა მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების იშვიათ შემთხვევებს, ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, განსაკუთრებით პაციენტებში მძიმე ძირითადი დაავადებებით. იმ შემთხვევებში, როდესაც ჰეპატოტოქსიკურობის განვითარება უკავშირდებოდა ფლუკონაზოლის გამოყენებას, არ აღნიშნულა მისი აშკარა დამოკიდებულება პრეპარატის საერთო დღიურ დოზაზე, თერაპიის ხანგრძლივობაზე, პაციენტის სქესსა ან ასაკზე. ჩვეულებრივ ჰეპატოტოქსიკურობა, გამოწვეული ფლუკონაზოლით, შექცევადია, მისი გამოვლინებები კი ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

პაციენტებზე, რომლებსაც ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების პათოლოგიური შედეგები, საჭიროა სათანადო დაკვირვება ღვიძლის უფრო მძიმე დაზიანების განვითარებაზე.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ სიმპტომების შესახებ, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლზე სერიოზული ზეგავლენის შესახებ (გამოხატული ასთენია, ანორექსია, მუდმივი გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). ასეთ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს კონსულტაცია ექიმთან.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ზოგიერთი აზოლის, მათ შორის ფლუკონაზოლის, გამოყენებისას ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევები. ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს QT ინტერვალს იონური ნაკადის ინჰიბირების გზით გასწორებელი კალიუმის არხების (Ikr) მეშვეობით. სხვა სამკურნალო საშუალებებით (როგორიცაა ამიოდარონი) გამოწვეული QT ინტერვალის გახანგრძლივება შეიძლება გაძლიერდეს ციტოქრომ P450 CYP3A4-ის ინჰიბირებით. პოსტრეგისტრაციული დაკვირვების დროს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს, აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointe) ძალიან იშვიათი შემთხვევები. ასეთ შემთხვევებს შორის იყო შეტყობინებები მძიმედ დაავადებული პაციენტების შესახებ მრავალრიცხოვანი თანხმლები რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადებები, ელექტროლიტური დარღვევები და თანმხლები პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ სიტიუაციაზე ზემოქმედების მოხდენა. ჰიპოკალიემიის და გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს აქვთ სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი არითმიების და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების გაზრდილი რისკი.

დიფლუზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პოტენციურად პროარითმული მდგომარეობების მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია სხვა სამკურნალო პრეპარატების თანმხლები გამოყენება, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ ისინი ზრდიან QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P-450 CYP3A4-ით.

გალოფანტრინი. გალოფანტრინი არის CYP3A4 ფერმენტის სუბსტრატი და ახდენს QTс ინტერვალის გახანგრძლივებას რეკომენდირებულ თერაპიულ დოზებში გამოყენებისას. გალოფანტრინის და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

დერმატოლოგიური რეაქციები. ფლუკონაზოლის მიღებისას იშვიათად დაფიქსირდა ისეთი ექსფოლიატიური კანისმიერი რეაქციების განვითარების შესახებ, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. არსებობს შეტყობინებები მედიკამენტური რეაქციის შესახებ ეოზინოფილიით და სიმპტომური სიმპტომებით (Drug reaction with eosinophilia and systemic symptoms, DRESS), რომელიც დაკავშირებულია ფლუკონაზოლის მიღებასთან. შიდსის მქონე პაციენტები უფრო მეტად არიან მიდრეკილები მძიმე კანისმიერი რეაქციების განვითარებისადმი მრავალი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას. თუ ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტს აღენიშნება გამონაყარი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იქნას ფლუკონაზოლის გამოყენებასთან, პრეპარატის შემდგომი მიღება უნდა შეწყდეს. თუ ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტს აღენიშნება გამონაყარი კანზე, მის მდგომარეობაზე საჭიროა სათანადო დაკვირვება, ბულოზური გამონაყარის ან მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევაში კი ფლუკონაზოლის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ჰიპერმგრძნობელობა. იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება.

ციტოქრომი P450. ფლუკონაზოლი არის CYP2C9 ფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი და CYP3A4 ფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორი. ასევე ფლუკონაზოლი არის CYP2C19 ფერმენტის ინჰიბიტორი. საჭიროა პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება, რომლებიც ერთდროულად იღებენ ფლუკონაზოლს და პრეპარატებს ვიწრო თერაპიული დიაპაზონით, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან CYP2C9-ით, CYP2C19-ით და CYP3A4-ით.

ტერფენადინი. საჭიროა სათანადო დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე ტერფენადინის და დღეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას.

კანდიდოზი. კვლევებმა აჩვენა ინფექციების მზარდი გავრცელება, რომლებიც გამოწვეულია C. albicans-სგან განსხვავებული Candida-ს სახეობებით. ისინი ხშირად თავისი ბუნებით რეზისტენტულია (მაგ. C. krusei და C. auris) ან აჩვენებენ შემცირებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ალტერნატიული სოკოს საწინააღმდეგო თერაპია მკურნალობის არაეფექტურობის გამო. ამიტომ, ექიმებს ურჩევენ, გაითვალისწინონ ფლუკონაზოლის მიმართ რეზისტენტობის პრევალენტობა Candida-ს სხვადასხვა სახეობებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლისა და შემდეგი პრეპარატების ერთდროული გამოყენება: ციზაპრიდი: პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუკონაზოლს და ციზაპრიდს, აღწერილია გვერდითი მოვლენები გულის მხრივ, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემთხვევები. კვლევებმა აჩვენა, რომ 200 მგ ფლუკონაზოლის 1-ჯერ დღეში და 20 მგ ციზაპრიდის 4-ჯერდ ღეში ერთდროული გამოყენება იწვევდა ციზაპრიდის პლაზმური დონის მნიშვნელოვან მატებას და QT ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლის და ციზაპრიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“).

ტერფენადინი: გულის მძიმე არითმიების განვითარების შემთხვევების გამო, რომელიც გამოწვეული იყო QTc ინტერვალის გახანგრძლივებით, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აზოლის რიგის სოკოსსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს ტერფენადინთან კომბინაციაში, ჩატარდა ამ პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები. ერთი კვლევის მსვლელობისას 200 მგ დოზით დღეში ფლუკონაზოლის გამოყენებისას არ გამოვლენილა QTc ინტერვალის გახანგრძლივება. სხვა კვლევამ ფლუკონაზოლის დღეში 400 მგ და 800 მგ ან მეტი დოზით გამოყენებისას აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის გამოყენება 400 მგ ან მეტი დოზით მნიშვნელოვნად ზრდის ტერფენადინის პლაზმურ დონეს ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას. 400 მგ ან მეტი დოზით ფლუკონაზოლის და ტერფენადინის კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“). ტერფენადინის და 400 მგ-ზე ნაკლები დოზით ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი.

ასტემიზოლი: ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ასტემიზოლის კლირენსი. ამით გამოწვეულმა ასტემიზოლის პლაზმური კონცენტრაციის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და, იშვიათად, „პირუეტის” ტიპის პაროქსიზმულიპარკუჭოვანი ტაქიკარდია. ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

პიმოზიდი და ქინიდინი: ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ან ქინიდინის ერთდოულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის ან ქინიდინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა, თუმცა შესაბამისი კვლევები in vitro და in vivo არ ჩატარებულა. პიმოზიდის ან ქინიდინის კონცენტრაციის ზრდამ პლაზმაში შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს “პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარება. ფლუკონაზოლის და პიმოზიდის ან ქინიდინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ერითრომიცინი: ერითრომიცინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულმა მიღებამ პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის განვითარების რისკის ზრდა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, “პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია) და, შედეგად, უეცარი ლეტალური შედეგი გულის მხრივ. ამ სამკურნალო საშუალებების კომბინაციის გამოყენება უკუნაჩვენებია.

არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლისა და შემდეგი პრეპარატების ერთდროული გამოყენება

გალოფანტრინი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გალოფანტრინის პლაზმური კონცენტრაციის მომატება CYP3A4-ის დათრგუნვის ხარჯზე. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის განვითარების რისკის ზრდა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, “პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია) და, შედეგად, უეცარი ლეტალური შედეგი გულის მხრივ. ამ სამკურნალო საშუალებების კომბინაციის გამოყენება სასურველია, რომ თავიდან იქნას აცილებული.

ერთდროული გამოყენება, რომელიც საჭიროებს სიფრთხილეს:

ამიოდარონი: ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. საჭიროა სიფრთხილე, თუ აუცილებელია ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროული გამოყენება, განსაკუთრებით ფლუკონაზოლის მაღალი დოზებით (800 მგ).

ფლუკონაზოლისა და ქვემოთ მოცემული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს და დოზის კორექციას.

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ფლუკონაზოლზე

რიფამპიცინი: ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროული მიღება იწვევდა AUC-ის შემცირებას 25%-ით და ამცირებდა ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს 20%-ით. ამიტომ პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ რიფამპიცინს, საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის მომატების განხილვა.

ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ საკვების, ციმეტიდინის, ანტაციდების თანმხლები მიღება ან შემდგომი მთლიანი სხეულის დასხივება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის, კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ფლუკონაზოლის შეწოვაზე მისი პერორალურად მიღებისას.

ჰიდროქლორთიაზიდი: ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში, ჰიდროქლორთიაზიდის რამდენიმე დოზის ერთდროული შეყვანა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს, პლაზმაში ზრდიდა ფლუკონაზოლის კონცენტრაციას 40%-ით. ეს ეფექტი არ საჭიროებს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის ცვლილებას პაციენტებში, რომლებიც გადიან თანმხლებ მკურნალობას დიურეზული საშუალებებით.

ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ფლუკონაზოლი არის ციტოქრომ P450-ის (CYP) იზოფერმენტების 2C9-ის და 3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორი. ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C19 იზოენზიმის ინჰიბიტორს. ქვემოთ აღწერილი გამოვლენილი/დოკუმენტირებული ურთიერთქმედებების გარდა, ფლუკონაზოლის ერთდროული მიღება იწვევს პლაზმაში სხვა ნაერთების კონცენტრაციების ზრდის რისკს, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2С9-ით, CYP2С19-ით და CYP3А4-ით. ამიტომ, ასეთი კომბინაციები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და პაციენტები უნდა იყვნენ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ. ფლუკონაზოლის დამთრგუნველი ეფექტი ფერმენტებზე გრძელდება მიღებიდან 4-5 დღის განმავლობაში მისი ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო.

ალფენტანილი: ალფენტანილის 20 მკგ/კგ დოზით ი/ვ და ფლუკონაზოლის 400 მგ დოზით ერთდროულად გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში აღინიშნებოდა AUC10-ის ორმაგი ზრდა, შესაძლოა, CYP3А4-ის ინჰიბირების გამო. შეიძლება საჭირო გახდეს ალფენტანილის დოზის კორექცია.

ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის მოქმედებას. რეკომენდირებულია 5-ნორტრიპტილინის და/ან S-ამიტრიპტილინის კონცენტრაციის გაზომვა კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და 1 კვირის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ამიტრიპტილინის/ნორტრიპტილინის დოზის კორექტირება.

ამფოტერიცინი B: ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინი B-ის ერთდროულმა გამოყენებამ ინფიცირებულ თაგვებში ნორმალური იმუნიტეტით და ინფიცირებულ თაგვებში დაქვეითებული იმუნიტეტით გამოიწვია ასეთი შედეგები: მცირე ადიტიური სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი სისტემური ინფექციის C. Аlbicans-ის დროს, ურთიერთქმედების არარსებობა ქალასშიდა ინფექციის Cryptococcus neoformans-ის დროს და ორი პრეპარატის ანტაგონიზმი სისტემური ინფექციის Aspergillus fumigatus-ის დროს. ამ კვლევების დროს მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ანტიკოაგულანტები: პოსტრეგისტრაციულ გამოცდილებაში, ისევე, როგორც სხვა აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, მიღებული იყო შეტყობინებები სისხლდენების შესახებ (ჰემატომები, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ჰემატურია და მელენა), რომელიც უკავშირდებოდა პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს ვარფარინთან ერთად. ფლუკონაზოლით და ვარფარინით ერთდროულად მკურნალობისას აღინიშნებოდა პროთრომბინის დროის თითქმის ორმაგი ზრდა, სავარაუდოდ, CYP2C9-ის მეშვეობით ვარფარინის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გამო. საჭიროა პროთრომბინის დროის სათანადო კონტროლი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კუმარინის რიგის ან ინდანდიონის ანტიკოაგულანტებს ფლუკონაზოლთან ერთად. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია.

ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინები, მაგალითად, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი: მიდაზოლამის პერორალური მიღების შემდეგ ფლუკონაზოლის დანიშვნა იწვევდა მიდაზოლამის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდას და ფსიქომოტორული ეფექტების გაძლიერებას. 200 მგ დოზით ფლუკონაზოლის და მიდაზოლამის 7.5 მგ დოზით პერორალურად ერთდროული გამოყენება იწვევდა AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის 3.7-ჯერ და 2.2-ჯერ ზრდას, შესაბამისად. ფლუკონაზოლის 200 მგ/დღეში დოზით და ტრიაზოლამის 0.25 მგ დოზით პერორალურად გამოყენება იწვევდა AUC-ის და ნახევრადგამოყოფის პერიოდის 4.4-ჯერ და 2.3-ჯერ ზრდას, შესაბამისად. ფლუკონაზოლის და ტრიაზოლამის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნებოდა ტრიაზოლამის ეფექტის პოტენცირება და გახანგრძლივება.

თუ პაციენტს, რომელიც ფლუკონაზოლით გადის მკურნალობის კურსს, ერთდროულად უნდა დაენიშნოს თერაპია ბენზოდიაზეპინებით, ამ უკანასკნელის დოზა უნდა შემცირდეს და პაციენტი უნდა იყოს სათანადო მონიტორინგის ქვეშ.

კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და იწვევს კარბამაზეპინის შრატისმიერი დონის ზრდას 30%-ით. არსებობს ტოქსიკურობის განვითარების რისკი კარბამაზეპინის მხრიდან. შეიძლება საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის კორექცია მისი კონცენტრაციის დონის და პრეპარატის მოქმედების მიხედვით.

კალციუმის არხების ბლოკატორები: კალციუმის ზოგიერთი ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზირდებიან CYP3А4-ის ფერმენტით. ფლუკონაზოლს პოტენციურად შეუძლია კალციუმის არხების ბლოკატორების სისტემური ექსპოზიციის გაზრდა. რეკომენდირებულია გვერდითი მოვლენების განვითარების სათანადო მონიტორინგი.

ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლის (200 მგ დღეში) და ცელეკოქსიბის (200 მგ) ერთდროულად მიღებისას, ცელეკოქსიბის Сmax და AUC იზრდებოდა 68%-ით და 134%-ით, შესაბამისად. ცელეკოქსიბის და ფლუკონაზოლის ერთდროულად მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის ორჯერ შემცირება.

ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდის და ფლუკონაზოლის ერთდროული მიღება იწვევს შრატისმიერი ბილირუბინის და კრეატინინის დონის ზრდას. ეს პრეპარატები შეიძლება გამოყენებული იქნას ერთდროულად, შრატისმიერი ბილირუბინის და კრეატინინის კონცენტრაციის მომატების რისკის გათვალისწინებით.

ფენტანილი: მიღებულია შეტყობინება ფენტანილით ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ლეტალური შემთხვევის შესახებ, ფენტანილის და ფლუკონაზოლის შესაძლო ურთიერთქმედების გამო. კვლევებმა აჩვენეს, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ანელებდა ფენტანილის ელიმინაციას. ფენტანილის მომატებულმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, ამიტომ საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სათანადო კონტროლი. შეიძლება საჭირო გახდეს ფენტანილის დოზის კორექცია.

ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები: ფლუკონაზოლის და ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების ერთდროული მიღება, რომლებიც მეტაბოლიზირდება CYP3А4-ით (ატორვასტატინი და სიმვასტატინი), ან ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორებისა, რომლებიც მეტაბოლიზირდება CYP2С9-ით (ფლუვასტატინი), ზრდის მიოპათიისა და რაბდომიოლიზის განვითარების რისკს. ამ პრეპარატების ერთდროულად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტებზე სათანადო დაკვირვება მიოპათიისა და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოვლენასთან დაკავშირებით და კრეატინკინაზას დონის კონტროლი. კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვანი მომატების შემთხვევაში, ასევე მიოპათია/რაბდომიოლიზის დიაგნოსტირების ან მასზე ეჭვის შემთხვევაში, ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენება უნდა შეწყდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების დოზის შემცირება სტატინების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

იბრუტინიბი: CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის იბრუტინიბის პლაზმურ დონეს და შეიძლება გაზარდოს ტოქსიკურობის რისკი. თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, იბრუტინიბის დოზა უნდა შემცირდეს 280 მგ-მდე დღეში ერთხელ (ორი კაფსულა) ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს და უზრუნველყოფილი იქნას სათანადო კლინიკური მონიტორინგი.

ივაკაფტორი (მონოთერაპია ან იმავე თერაპიული კლასის პრეპარატებთან კომბინაცია): ივაკაფტორთან - მუკოვისციდოზის დროს ტრანსმემბრანული გამტარობის რეგულატორი (CFTR) - ერთად მიღება 3-ჯერ ზრდის ივაკაფტორის ექსპოზიციას, ჰიდროქსიმეთილივაკაფტორისას (M1) კი - 1.9-ჯერ. რეკომენდირებულია ივაკაფტორის დოზის შემცირება ივაკაფტორის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ოლაპარიბი: CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის ოლაპარიბის პლაზმური დონეს; არ არის რეკომენდირებული ერთდროული გამოყენება. თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, ოლაპარიბის დოზა უნდა შემცირდეს 200 მგ-მდე დღეში ორჯერ.

იმუნოსუპრესორები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი)

ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC-ს. ფლუკონაზოლის 200 მგ/დღეში დოზით და ციკლოსპორინის 2.7 მგ/კგ/დღეში დოზით ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნებოდა ციკლოსპორინის AUC-ის 1.8-ჯერ მომატება. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება შეიძლება ციკლოსპორინის დოზის შემცირების ხარჯზე მისი კონცენტრაციის მიხედვით.

ევეროლიმუსი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro და in vivo კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლს შეუძლია ევეროლიმუსის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა CYP3А4-ის დათრგუნვის მეშვეობით.

სიროლიმუსი: ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციას, სავარაუდოდ, სიროლიმუსის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გზით CYP3А4 ფერმენტით და P-გლიკოპროტეინით. ამ პრეპარატების გამოყენება შეიძლება ერთდროულად სიროლიმუსის დოზის კორექტირების ხარჯზე პრეპარატის კონცენტრაციის დონის და ეფექტების მიხედვით.

ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლს შეუძლია ტაკროლიმუსის პლაზმური კონცენტრაციის 5-მაგი ზრდა მისი პერორალურას მიღებისას, ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის დათრგუნვის შედეგად CYP3А4-ის ფერმენტით ნაწლავში. ტაკროლიმუსის ინტრავენური გამოყენებისას არ აღნიშნულა ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები. ტაკროლიმუსის მომატებული დონეები ასოცირდება ნეფროტოქსიკურობასთან. პერორალურად გამოყენებისას ტარკოლიმუსის დოზა უნდა შემცირდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მიხედვით.

ლოზარტანი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ლოზარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E-31 74), რაც ლოზარტანის გამოყენებისას განაპირობებს ანტაგონიზმის უმეტეს ნაწილს ანგიოტენზინ II რეცეპტორებისადმი. პაციენტებში რეკომენდირებულია არტერიული წნევის მუდმივი მონიტორინგი.

ლურაზიდონი: CYP3A4-ის ზომიერმა ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფლუკონაზოლი, შეიძლება გაზარდოს ლურაზიდონის პლაზმური კონცენტრაცია. თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროებისამებრ, უნდა შემცირდეს ლურაზიდონის დოზა, როგორც ეს რეკომენდირებულია ლურაზიდონის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. მეტადონი: ფლუკონაზოლს შეუძლია მეტადონის შრატისმიერი კონცენტრაციის ზრდა. მეტადონის და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს მეტადონის დოზის კორექცია.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას ფლურბიპროფენის Сmax და AUC იზრდებოდა 23%-ით და 81%-ით, შესაბამისად, მხოლოდ ფლურბიპროფენის გამოყენებისას მიღებულ შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. ანალოგიურად, ფლუკონაზოლის და რაცემიული იბუპროფენის (400 მგ) ერთდროულად გამოყენებისას ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის S-(+)-იბუპროფენის Сmax და AUC იზრდებოდა 15%-ით და 82 %-ით შესაბამისად, მხოლოდ რაცემიული იბუპროფენის გამოყენებისას მიღებულ შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლს პოტენციურად შეუძლია სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სისტემური ექსპოზიციის ზრდა, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან CYP2С9-ით (მაგალითად, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). რეკომენდირებულია პერიოდულად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების და ტოქსიკური გამოვლინებების მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის კორექტირება.

ფენიტოინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. 200 მგ ფლუკონაზოლის და 250 მგ ფენიტოინის ინტრავენურად ერთდროული მრავალჯერადი გამოყენება იწვევს ფენიტოინის AUC24-ის 75%-ით და Сmin-ის 128%-ით ზრდას. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი, ფენიტოინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

პრედნიზონი: მიღებულია შეტყობინება შემთხვევის შესახებ, როდესაც პაციენტს ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ პრედნიზონის გამოყენების ფონზე განუვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, რომელიც აღინიშნა ფლუკონაზოლით თერაპიის სამთვიანი კურსის შეწყვეტის შემდეგ. ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტამ სავარაუდოდ, გამოიწვია CYP3А4-ის აქტივობის გაძლიერება, რამაც გამოიწვია პრედნიზონის მეტაბოლიზმის დაჩქარება. ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ, საჭიროა სათანადო დაკვირვება პაციენტებზე, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთდროულად იყენებდნენ ფლუკონაზოლს და პრედნიზონს, თორკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარების პრევენციის მიზნით.

რიფაბუტინი: ფლუკონაზოლი ზრდის რიფაბუტინის შრატისმიერ კონცენტრაციას, რაც იწვევს რიფაბუტინის AUC-ის ზრდას 80%-მდე. ფლუკონაზოლის და რიფაბუტინის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა უვეიტის განვითარების შემთხვევბის. სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა რიფაბუტინის ტოქსიკური მოქმედების სიმპტომების გათვალისწინება.

საკვინავირი: ფლუკონაზოლი ზრდის საკვინავირის AUC-ს და Сmax-ს დაახლოებით 50%-ით და 55%-ით შესაბამისად, CYP3А4-ის ფერმენტით ღვიძლში საკვინავირის მეტაბოლიზმის დათრგუნვის მეშვეობით და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირების გზით. ურთიერთქმედებები ფლუკონაზოლსა და საკვინავირ/რიტონავირს შორის არ გამოკვლეულა, ამიტომ ისინი შეიძლება უფრო გამოხატული იყოს. შეიძლება საჭირო გახდეს საკვინავირის დოზის კორექცია.

სულფონილშარდოვანას წარმოებულები: ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლის და სულფონილშარდოვანას წარმოებულების (ქლორპროპამიდის, გლიბენკლამიდის, გლიპიზიდის და ტოლბუტამიდის) ერთდროულად გამოყენებისას ხდება პერორალური სულფონილშარდოვანას წარმოებულების ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება. რეკომენდირებულია სისხლში გლუკოზის ხშირი კონტროლი და შესაბამისად, სულფონილშარდოვანას წარმოებულების დოზის შემცირება ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას.

თეოფილინი: პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევებში, 200 მგ ფლუკონაზოლის მიღებამ 14 დღის განმავლობაში გამოიწვია თეოფილინის საშუალო კლირენსის შემცირება პლაზმაში 18%-ით. პაციენტებზე, რომლებიც იყენებენ თეოფილინს მაღალი დოზებით ან რომლებსაც გააჩნიათ თეოფილინის ტოქსიკური გამოვლინებების მომატებული რისკი სხვა მიზეზებით, უნდა განხორციელდეს დაკვირვება თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების ნიშნების გამოსავლენად. თერაპია უნდა შეიცვალოს ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლინების დროს.

ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ექსპოზიცია იზრდება, როდესაც ტოფაციტინიბი გამოიყენება CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორებთან და CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., ფლუკონაზოლი) ერთად. ამიტომ რეკომენდირებულია ტოფაციტინიბის დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღეში ერთხელ ამ პრეპარატებთან კომბინირებისას.

ტოლვაპტანი: CYP3A4-ის ინჰიბიტორის ტოლვაპტანის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება (AUC 200%-ით, Cmax 80%-ით) ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას, რომელიც არის CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორი, ამასთან მნიშვნელოვნად იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, კერძოდ გამოხატული დიურეზი, დეჰიდრატაცია და თირკმლის მწვავე უკმარისობა. ტოლვაპტანის და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენების შემთხვევაში, ტოლვაპტანის დოზა უნდა შემცირდეს მისი გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით და პაციენტზე უნდა მოხდეს დაკვირვება ტოლვაპტანთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოსავლენად.

გველის სუროს ალკალოიდები: მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლმა, სავარაუდოდ СYРЗА4-ის ინჰიბირების გამო, შეიძლება გამოიწვიოს გველის სუროს ალკალოიდების კონცენტრაციის ზრდა პლაზმაში (მაგალითად, ვინკრისტინის და ვინბლასტინის), რაც იწვევს ნეიროტოქსიკური ეფექტების განვითარებას.

ვიტამინი A: პაციენტში, რომელიც ეთდროულად იყენებდა ტრანსრეტინოინის მჟავას (A ვიტამინის მჟავური ფორმა) და ფლუკონაზოლს, აღინიშნა გვერდითი მოვლენები ცნს-ის მხრივ თავის ტვინის ფსევდოტუმორის ფორმით; ეს ეფექტი გაქრა ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ. შეიძლება ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღება, მაგრამ გასათვალისწინებელია გვერდითი მოვლენების რისკი ცნს-ის მხრივ.

ვორიკონაზოლი (CYP2С9-ის, CYP2С19-ის და СYРЗА4-ის ინჰიბიტორი): პერორალურად ვორიკონაზოლის (400 მგ 12 საათში ერთხელ 1 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ 12 საათში ერთხელ 2.5 დღის განმავლობაში) და პერორალურად ფლუკონაზოლის (400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ 24 საათში ერთხელ 4 დღის განმავლობაში) ერთდროულად გამოყენებამ მამრობითი სქესის 8 ჯანმრთელ მოხალისეში გამოიწვია ვორიკონაზოლის Сmax-ის და AUCt-ის ზრდა საშუალოდ 57%-მდე (90%-იანი ნდობის ინტერვალი: 20%, 107%) და 79%-ით (90%-იანი ნდობის ინტერვალი: 40%, 128%), შესაბამისად. უცნობია, იწვევს თუ არა ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის დოზის და/ან გამოყენების სიხშირის შემცირება ასეთი ეფექტის აღმოფხვრას. ფლუკონაზოლის შემდეგ ვორიკონაზოლის გამოყენებისას საჭიროა დაკვირვება ვორიკონაზოლთან დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების გამოვლენაზე.

ზიდოვუდინი: ფლუკონაზოლი ზრდის ზიდოვუდინის Сmax-სა და AUC-ს 84%-ით და 74%-ით, შესაბამისად, რაც განპირობებულია ზიდოვუდინის კლირენსის შემცირებით დაახლოებით 45%-ით მისი პერორალურად მიღებისას. ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ასევე გახანგრძლივებულია 128%-ით ფლუკონაზოლის და ზიდოვუდინის კომბინაციის გამოყენების შემდეგ. პაციენტებზე, რომლებიც იყენებენ სამკურნალო საშუალებების ასეთ კომბინაციას, საჭიროა დაკვირვება ზიდოვუდინის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამოვლენაზე. შეიძლება ზიდოვუდინის დოზის შემცირების მიზანშეწონილობის განხილვა.

აზითრომიცინი: კვლევებში, რომლებშიც ფასდებოდა აზითრომიცინის და ფლუკონაზოლის ზეგავლენა ერთმანეთის ფარმაკოკინეტიკაზე მათი ერთდროული პერორალური …

ორსულობა და ძუძუთი კვება

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.

ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ აუცილებელია ფლუკონაზოლის დაახლოებით ერთ კვირიანი ელიმინაციის პერიოდის დაცვა (რაც შეესაბამება 5–6 ნახევარგამოყოფის პერიოდს) ორსულობის დადგომამდე (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“).

ხანგრძლივი მკურნალობის დროს, რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა განიხილონ კონტრაცეფციის გამოყენება მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში და ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.

ობზერვაციული კვლევები მიუთითებს სპონტანური აბორტის მომატებულ რისკზე ქალებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს პირველი და/ან მეორე ტრიმესტრის განმავლობაში, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ფლუკონაზოლს ან იღებდნენ ადგილობრივ აზოლებს იმავე პერიოდში.

ორსულობა

დაკვირვებითი კვლევის შედეგები მიუთითებს სპონტანური აბორტის მომატებულ რისკზე ქალებში, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში იღებდნენ ფლუკონაზოლს.

რამდენიმე ათასი ორსული ქალის მონაცემები, რომლებიც პირველ ტრიმესტრში იღებდნენ ≤150 მგ ფლუკონაზოლის კუმულაციურ დოზებს, არ აჩვენებს ნაყოფის მანკების საერთო რისკის ზრდას. ერთ ფართომასშტაბიან დაკვირვებით კოჰორტულ კვლევაში, პირველ ტრიმესტრში პერორალური ფლუკონაზოლის ზემოქმედება უკავშირდებოდა კუნთოვანი სისტემის მანკების რისკის მცირე ზრდას, რაც შეესაბამება დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ ≤450 მგ კუმულაციურ დოზებს, ადგილობრივი აზოლების ზემოქმედებასთან შედარებით, და დაახლოებით 4 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ 450 მგ-ზე მეტ კუმულაციურ დოზებს. კორექტირებული შეფარდებითი რისკი იყო 1.29 (95% ნდობის ინტერვალი 1.05–1.58) 150 მგ პერორალური ფლუკონაზოლის დოზებისთვის და 1.98 (95% ნდობის ინტერვალი 1.23–3.17) 450 მგ ფლუკონაზოლის დოზებისთვის.

ორსულობის დროს ფლუკონაზოლის გამოყენებასთან დაკავშირებული გულის უკმარისობების განვითარების შესახებ არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევები წინააღმდეგობრივ შედეგებს იძლევა. თუმცა, ხუთი ობზერვაციული კვლევის მეტაანალიზმა, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე ათასი ორსული ქალი, რომლებიც პირველ ტრიმესტრში იღებდნენ ფლუკონაზოლს, აჩვენა გულის მანკების 1.8-დან 2-ჯერ გაზრდილი რისკი იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებდნენ ფლუკონაზოლს და/ან იყენებდნენ ადგილობრივი გამოყენების აზოლებს.

დაფიქსირდა თანდაყოლილი მანკების შემთხვევები იმ ჩვილებში, რომელთა დედებმაც ორსულობის დროს 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში კოკციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ მიიღეს ფლუკონაზოლის მაღალი დოზები (400-დან 800 მგ-მდე/დღეში). ამ ჩვილებში დაფიქსირებული თანდაყოლილი მანკები მოიცავს ბრაქიცეფალიას, ყურის ნიჟარების დისპლაზიას, წინა ყიფლიბანდის ჰიპერექსტენზიას, ბარძაყის ძვლის მოხრას და სხივ-მხრის სინოსტოზს. ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ მანკებს შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

დიფლუზოლი სტანდარტული დოზებით და დიფლუზოლით ხანმოკლე მკურნალობა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს აშკარა აუცილებლობა.

დიფლუზოლი მაღალი დოზებით და (ან) ხანგრძლივი მკურნალობა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების მკურნალობის შემთხვევებისა.

ძუძუთი კვება

ფლუკონაზოლის კონცენტრაცია დედის რძეში პლაზმაში არსებული კონცენტრაციის მსგავსია. ძუძუთი კვების გაგრძელება შესაძლებელია ფლუკონაზოლის ერთჯერადი 150 მგ დოზის მიღების შემდეგ.

თუმცა, ფლუკონაზოლის განმეორებითი გამოყენების ან დიდი დოზის მიღების შემდეგ ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

უნდა შეფასდეს ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის, დედის კლინიკურ საჭიროებასთან ერთად — დიფლუზოლის მიღების თვალსაზრისით, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა პოტენციური არასასურველი ეფექტი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს დიფლუზოლს ძუძუთი მყოფ ბავშვზე ან დედის ძირითად დაავადებაზე.

ფერტილობა

ფლუკონაზოლს ჰქონდა ზეგავლენა არც მამრი და არც მდედრი ვირთაგვების ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატ დიფლუზოლის ზეგავლენის კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ თავბრუსხვევის ან კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობის შესახებ პრეპარატ დიფლუზოლის გამოყენების დროს. ასეთი სიმპტომების განვითარების დროს არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

ფლუკონაზოლის მიღებასთან დაკავშირებული იყო ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (Drug reaction with eosinophilia and systemic symptoms, DRESS) გამოწვეული წამლისმიერი რეაქციის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებები“).

ყველაზე ხშირად (˃1/10) მიღებულია შეტყობინებები ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, როგორიცაა: თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, გამონაყარი, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST), სისხლის ტუტე ფოსფატაზას დონის ზრდა და გამონაყარი.

გვერდითი მოვლენების სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 და < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 და < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000 და < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000) და სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

არახშირი: ანემია.

იშვიათი: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი: ​​ანაფილაქსია.

მეტაბოლური და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები

არახშირი: მადის შემცირება

იშვიათი: ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპოკალიემია.

ფსიქიკური დარღვევები

არახშირი: უძილობა, ძილიანობა.

ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი.

არახშირი: კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, პარესთეზია, გემოვნების დარღვევა.

იშვიათი: ტრემორი.

სმენის ორგანოებისა და ვესტიბულური აპარატის მხრივ

არახშირი: ვერტიგი.

გულის მხრივ

იშვიათი: „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

არახშირი: ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ხშირი: ალანინამინოტრანსფერაზას (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) და ტუტე ფოსფატაზას მომატებული დონე.

არახშირი: ქოლესტაზი, სიყვითლე, ბილირუბინის მომატებული დონე.

იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატოცელულარული ნეკროზი, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული დაზიანება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ხშირი: გამონაყარი.

არახშირი: ქავილი, წამლისმიერი გამონაყარი*, ჭინჭრის ციება, ოფლიანობის მომატება.

იშვიათი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ექსფოლიატიური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია.

სიხშირე უცნობია: წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

არახშირი: მიალგია.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

არახშირი: მომატებული დაღლილობა, სისუსტე, ასთენია, ცხელება.

  • მოიცავს ადგილობრივ წამლისმიერ გამონაყარს.

ბავშვები

ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენებისა და ლაბორატორიული ანალიზების პასუხების ნორმიდან გადახრის სიხშირე და ბუნება შედარებადია მოზრდილებში ჩატარებული კვლევების სიხშირესა და ბუნებასთან.

ჭარბი დოზა

აღინიშნა ფლუკონაზოლით დოზის გადაჭარბების შემთხვევები; ამავდროულად აღინიშნა ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია და, საჭიროების შემთხვევაში, კუჭის ამორეცხვა.

ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდით; ფორსირებულ დიურეზს შეუძლია დააჩქაროს პრეპარატის გამოყოფა. 3-საათიანი ჰემოდიალიზის სეანსი ამცირებს ფლუკონაზოლის პლაზმურ დონეს დაახლოებით 50%-ით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: fluconazole;

1 კაფსულა შეიცავს: ფლუკონაზოლი, ნივთიერების 100%-ზე გადაანგარიშებით - 150 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A);

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, პატენტირებული ლურჯი V (E 131), ქინოლინის ყვითელი (E 104), ტიტანის დიოქსიდი (E 171).

წამლის ფორმა. კაფსულები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მყარი ჟელატინის კაფსულები №1, ფირუზისფერი კორპუსით, მწვანე ფერის თავსახურით.

კაფსულების შიგთავსი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი, უსუნო.

შენახვის პირობები

4 წელი.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

150 მგ კაფსულები, 1 კაფსულა ბლისტერზე, 1 ან 2 ბლისტერი შეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. ტრიაზოლის წარმოებულები. ათქ კოდი J02A C01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ფლუკონაზოლი ტრიაზოლის კლასის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც წარმოადგენს ერგოსტეროლის სინთეზისთვის საჭირო სოკოვანი ფერმენტების ძლიერ, შერჩევით ინჰიბიტორს. მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმია ციტოქრომ P450-ით განპირობებული სოკოვანი 14-ალფა-ლანოსტეროლის დემეთილირების დათრგუნვა, რაც სოკოვანი ერგოსტეროლის ბიოსინთეზის განუყოფელი ეტაპია. 14-ალფა-მეთილ სტეროლების დაგროვება კორელაციაშია სოკოვანი უჯრედის მემბრანიდან ერგოსტეროლის შემდგომ დაკარგვასთან და შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებაზე. ფლუკონაზოლი უფრო სელექციურია სოკოვანი ციტოქრომ P450 ფერმენტების მიმართ, ვიდრე სხვადასხვა ძუძუმწოვრების ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემების მიმართ.

ფლუკონაზოლის 50 მგ დღიური დოზა 28 დღის განმავლობაში არ მოქმედებს მამაკაცებში პლაზმური ტესტოსტერონის დონეზე ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში ენდოგენური სტეროიდების დონეზე. ფლუკონაზოლის 200-400 მგ დღიური დოზა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ენდოგენური სტეროიდების დონეზე ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სტიმულაციაზე ჯანმრთელი მამრობითი სქესის მოხალისეებში.

ანტიპირინთან ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ 50 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი ან განმეორებითი მიღება არ მოქმედებს ანტიპირინის მეტაბოლიზმზე.

In vitro მგრძნობელობა

ფლუკონაზოლი in vitro ავლენს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას Candida-ს ყველაზე გავრცელებული სახეობების (მათ შორის C. albicans, C. parapsilosis და C. tropicalis) მიმართ. C. glabrata ავლენს შემცირებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ, ხოლო C. krusei და C. auris რეზისტენტულია მის მიმართ.

C. guilliermondii-სთვის ფლუკონაზოლის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია და ეპიდემიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობა (ECOFF) უფრო მაღალია, ვიდრე C. albicans-ისთვის.

ასევე, ფლუკონაზოლი in vitro ავლენს აქტივობას როგორც Cryptococcus neoformans-ისა და Cryptococcus gattii-ის მიმართ, ასევე ენდემური ობის სოკოების - Blastomices dermatitidis-ის, Coccidioides immitis-ის, Histoplasma capsulatum-ისა და Paracoccidioides brasiliensis-ის მიმართ.

ურთიერთკავშირი ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიკურ თვისებებს შორის

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა კორელაცია მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციასა და ეფექტურობას შორის Candida-ს სახეობებით გამოწვეული მიკოზების ექსპერიმენტულ მოდელებში. კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა ფლუკონაზოლის AUC-სა და დოზას შორის წრფივი კავშირი (დაახლოებით 1:1). ასევე არსებობს პირდაპირი, მაგრამ სუსტი კავშირი AUC-სა ან დოზასა და პერორალური კანდიდოზის და, ნაკლებად, კანდიდემიის მკურნალობაზე დადებით კლინიკურ პასუხს შორის. ანალოგიურად, ნაკლებად დამაკმაყოფილებელია იმ შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა, რომელთა მიმართაც ფლუკონაზოლი ავლენს მაღალ მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (MIC).

რეზისტენტობის მექანიზმი

Candida-ს ტიპის მიკროორგანიზმები ავლენენ მრავალი რეზისტენტობის მექანიზმებს აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ. ფლუკონაზოლი ავლენს მაღალ მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას სოკოვანი შტამების მიმართ, რომლებიც ერთ ან მეტ რეზისტენტობის მექანიზმს ავლენენ, რაც უარყოფითად მოქმედებს მის ეფექტურობაზე in vivo და კლინიკურ პრაქტიკაში.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე Candida-ს სახეობებში, რეზისტენტობის განვითარების ყველაზე გავრცელებული მექანიზმი მოიცავს ერგოსტეროლის ბიოსინთეზზე პასუხისმგებელ აზოლის სამიზნე ფერმენტებს. რეზისტენტობა შეიძლება გამოწვეული იყოს მუტაციებით, ფერმენტების წარმოების ზრდით, წამლის ეფლუქსის მექანიზმებით ან კომპენსატორული გზების განვითარებით.

აღწერილია სუპერინფექციის შემთხვევები C. albicans-ის გარდა სხვა Candida spp.-ებით - სახეობებით, რომლებიც ხშირად ხასიათდება შემცირებული მგრძნობელობით (C. glabrata) ან ფლუკონაზოლის მიმართ რეზისტენტობით (მაგ., C. krusei, C. auris). ასეთი შემთხვევების სამკურნალოდ უნდა იქნას გამოყენებული ალტერნატიული სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. რეზისტენტობის მექანიზმები ბოლომდე არ არის შესწავლილი ზოგიერთი თანდაყოლილი რეზისტენტული (C. krusei) ან Candida-ს ახალი (C. auris) სახეობისთვის.

EUCAST-ის საკონტროლო წერტილები

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) მონაცემების, in vitro მგრძნობელობისა და კლინიკური პასუხის ანალიზის საფუძველზე, EUCAST-AFST-მა (ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი - სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტირების ქვეკომიტეტი) განსაზღვრა ფლუკონაზოლის ზღვრული მნიშვნელობები Candida-ს სახეობებისთვის (EUCAST Fluconazole rationale document). ისენი დაიყო ზღვრულ მნიშვნელობებად, რომლებიც არ იყო დაკავშირებული იმ სახეობასთან, რომელიც ძირითადად განისაზღვრა ფარმაკოკინეტიკურ/ ფარმაკოდინამიკურ მონაცემებზე დაფუძნებით და არ იყო დამოკიდებული კონკრეტული სახეობების მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის განაწილებაზე და ზღვრულ მნიშვნელობებად, რომლებიც დაკავშირებულია სახეობასთან, რომლებიც ყველაზე ხშირად ასოცირდება ადამიანის ინფექციასთან. ეს საკონტროლი წერტილები მოცემულია ქვემოთ ცხრილში:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი

კონკრეტულ სახეობასთან დაკავშირებული საკონტროლო წერტილები S ≤ / R >

საკონტროლო წერტილები, რომლებიც არ არის დაკავშირებული კონკრეტულ სახეობასთან а S ≤ / R >

Candida albicans

Candida dubliniensis

Candida glabrata

Candida krusei

Candida parapsilosis

Candida tropicals

ფლუკონაზოლი

2/4

2/4

  • 001*/16
  • -

2/4

2/4

2/4

S = მგრძნობიარე, R = რეზისტენტული

а = ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც არ იყო დაკავშირებული იმ სახეობასთან, რომელიც ძირითადად განისაზღვრა ფარმაკოკინეტიკურ/ ფარმაკოდინამიკურ მონაცემებზე დაფუძნებით და არ იყო დამოკიდებული კონკრეტული სახეობების მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის განაწილებაზე. ისინი განკუთვნილია მხოლოდ იმ ორგანიზმებისთვის გამოსაყენებლად, რომლებსაც არ აქვთ სპეციფიკური საკონტროლო წერტილები.

  • - = მგრძნობელობაზე ტესტირება არ არის რეკომენდებული, რადგან ეს სახეობა წამლით თერაპიისთვის ცუდი სამიზნეა.
  • = ყველა C. glabrata კლასიფიცირდება, როგორც I კატეგორია. C. glabrata-ისთვის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (MIC) განიმარტება, როგორც რეზისტენტული, თუ ის აღემატება 16 მგ/ლ-ს. მგრძნობიარე კატეგორია (≤0.001 მგ/ლ) მიზნად ისახავს მხოლოდ „I“ შტამების „S“ შტამებად არასწორი კლასიფიკაციის თავიდან აცილებას. I - მგრძნობიარე, გაზრდილი ექსპოზიცია: მიკროორგანიზმი კლასიფიცირდება, როგორც მგრძნობიარე, გაზრდილი ექსპოზიციის მქონე, როდესაც თერაპიული წარმატების მაღალი ალბათობა არსებობს, რადგან პრეპარატის ზემოქმედება იზრდება დოზირების რეჟიმის ან ინფექციის კერაზე მისი კონცენტრაციის კორექტირებით.

ფარმაკოკინეტიკა

ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებები მსგავსია ინტრავენურად და პერორალურად მიღების დროს.

შეწოვა

ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ, პრეპარატის პლაზმური დონე და სისტემური ბიოშეღწევადობა აღემატება ფლუკონაზოლის ინტრავენური შეყვანის შედეგად მიღწეული დონის 90%-ს. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე პერორალურად მიღებისას. პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 0.5-1.5 საათის შემდეგ. პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია დოზის პროპორციულია. დღეში ერთხელ მრავალჯერადი დოზის მიღებისას სტაბილური კონცენტრაცია 90%-ს აღწევს მე-4-5 დღეს. სტაბილური კონცენტრაცია 90%-ს აღწევს მკურნალობის მეორე დღეს, თუ პირველ დღეს ხდება დარტყმითი დოზის მიღება, რომელიც ორჯერ აღემატება ჩვეულებრივი დღიურ დოზას.

განაწილება

განაწილების მოცულობა დაახლოებით უდრის ორგანიზმში სითხის საერთო შემცველობას. პლაზმურ ცილებთან შეკავშირება დაბალია (11-12%).

ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა გამოკვლეულ სითხეში. ფლუკონაზოლის დონე ნერწყვსა და ნახველში პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციის მსგავსია. სოკოვანი მენინგიტის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის დონე ზურგის ტვინის სითხეში პლაზმური კონცენტრაციის 80%-ს აღწევს.

ფლუკონაზოლის მაღალი კონცენტრაციები კანში, რომლებიც აღემატება შრატისმიერ დონეს, მიიღწევა რქოვანა შრეში, ეპიდერმისში, დერმასა და ოფლში. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა შრეში. დღეში ერთხელ 50 მგ დოზით მიღებისას, ფლუკონაზოლის კონცენტრაცია 12 დღიანი მკურნალობის შემდეგ იყო 73 მკგ/გ, ხოლო მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის შემდეგ კონცენტრაცია ჯერ კიდევ იყო 5.8 მკგ/გ. კვირაში ერთხელ 150 მგ დოზით მიღებისას, მკურნალობის მე-7 დღეს ფლუკონაზოლის კონცენტრაცია იყო 23.4 მკგ/გ; შემდეგი დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ კონცენტრაცია ჯერ კიდევ 7.1 მკგ/გ იყო.

კვირაში ერთხელ 150 მგ-ის 4-თვიანი მიღების შემდეგ, ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ჯანმრთელი მოხალისეების ფრჩხილებში იყო 4.05 მკგ/გ, ხოლო ფრჩხილის დაავადებების მქონე პირებში - 1.8 მკგ/გ; ფლუკონაზოლი ფრჩხილის ნიმუშებში ვლინდებოდა თერაპიის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.

ბიოგარდაქმნა

ფლუკონაზოლი მეტაბოლიზდება მცირე რაოდენობით. რადიოაქტიური იზოტოპებით მარკირებული დოზის მიღების შემდეგ, ფლუკონაზოლის მხოლოდ 11% გამოიყოფა შარდში შეცვლილი სახით. ფლუკონაზოლი არის CYP2C9-ის და CYP3A4-ის იზოფერმენტების სელექციური ინჰიბიტორი, ასევე CYP2C19-ის იზოფერმენტის ინჰიბიტორი.

გამოყოფა

ფლუკონაზოლის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 30 საათია. პრეპარატის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო შეყვანილი დოზის 80% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში. ფლუკონაზოლის კლირენსი პროპორციულია კრეატინინის კლირენსისა. მოცირკულირე მეტაბოლიტები არ გამოვლენილა.

პრეპარატის პლაზმიდან ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალებას იძლევა, რომ პრეპარატი ერთჯერადად იქნას გამოყენებული ვაგინალური კანდიდოზის დროს, ასევე კვირაში ერთხელ იქნას გამოყენებული სხვა ჩვენებების დროს.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <20 მლ/წთ), ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 30 საათიდან 98 საათამდე. ამიტომ, ამ კატეგორიის პაციენტებში ფლუკონაზოლის დოზა უნდა შემცირდეს. ფლუკონაზოლი გამოიდევნება ჰემოდიალიზის და, უფრო მცირე რაოდენობით, პერიტონეალური დიალიზის გზით. 3-საათიანი ჰემოდიალიზის სეანსი ამცირებს ფლუკონაზოლის პლაზმურ დონეს დაახლოებით 50%-ით.

ფარმაკოკინეტიკა ლაქტაციის პერიოდში

ათ მეძუძურ ქალზე ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, რომლებმაც დროებით ან სამუდამოდ შეწყვიტეს ძუძუთი კვება, შეფასდა ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პლაზმაში და დედის რძეში ფლუკონაზოლის ერთჯერადი 150 მგ დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. ფლუკონაზოლი დედის რძეში აღმოჩნდა საშუალო კონცენტრაციით, რომელიც დედის პლაზმაში არსებული კონცენტრაციის დაახლოებით 98%-ს შეადგენდა. დედის რძეში პიკური კონცენტრაცია იყო 2.61 მგ/ლ დოზის მიღებიდან 5.2 საათის შემდეგ. ფლუკონაზოლის გამოთვლილი დღიური დოზა ჩვილისთვის, რომელიც მიიღება დედის რძიდან (საშუალო მოხმარება — 150 მლ/კგ/დღეში), საშუალო პიკური კონცენტრაციის საფუძველზე, შეადგენს დაახლოებით 0.39 მგ/კგ/დღეში, რაც ახალშობილებისთვის (2 კვირაზე ნაკლები ასაკის) რეკომენდებული დოზის დაახლოებით 40%-ს ან ლორწოვანი გარსის კანდიდოზის დროს ბავშვებში რეკომენდებული დოზის 13%-ს შეადგენს.

პედიატრიული პოპულაცია

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეფასდა 5 კვლევაში მონაწილე 113 ბავშვში: 2 ერთჯერადი დოზის კვლევა, 2 მრავალჯერადი დოზის კვლევა და ერთი კვლევა დღენაკლულ ჩვილებში. ერთი კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია შეუძლებელია კვლევის დროს ფორმულირების ცვლილებების გამო. დამატებითი მონაცემები ხელმისაწვდომი იყო განსაკუთრებული გარემოებების კვლევიდან.

9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ფლუკონაზოლის სხეულის მასის 2-8 მგ/კგ დოზით დანიშვნის შემდეგ, 1 მგ/კგ დოზისთვის დაფიქსირდა დაახლოებით 38 მკგ/სთ/მლ AUC. ფლუკონაზოლის საშუალო პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 15-დან 18 საათამდე, ხოლო განაწილების მოცულობა მრავალჯერადი დოზების შემდეგ დაახლოებით 880 მლ/კგ იყო. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა ფლუკონაზოლის პლაზმური ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, დაახლოებით 24 საათი. ეს მონაცემი ედრება ფლუკონაზოლის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდს 3 მგ/კგ-ის ერთჯერადი ინტრავენური დოზის მიღების შემდეგ 11 დღიდან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში. განაწილების მოცულობა ამ ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 950 მლ/კგ იყო.

ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყენების გამოცდილება შემოიფარგლება დღენაკლულ ჩვილებში ფარმაკოკინეტიკური კვლევებით. პირველი დოზის მიღების დროს საშუალო ასაკი იყო 24 საათი (დიაპაზონი, 9-დან 36 საათამდე), ხოლო საშუალო წონა იყო 0.9 კგ (დიაპაზონი, 0.75-დან 1.10 კგ-მდე) 12 დღენაკლულ ჩვილში, რომელთა საშუალო გესტაციური ასაკი დაახლოებით იყო 28 კვირა.

შვიდმა პაციენტმა დაასრულა პროტოკოლი; ფლუკონაზოლის 6 მგ/კგ მაქსიმუმ ხუთი ინტრავენური ინფუზია შეჰყავდათ ყოველ 72 საათში ერთხელ. საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი (საათებში) იყო 74 (დიაპაზონი 44–185) პირველ დღეს, დროთა განმავლობაში შემცირდა საშუალოდ 53-მდე (დიაპაზონი 30–131) მე-7 დღეს და 47-მდე (დიაპაზონი 27–68) მე-13 დღეს. მრუდის ქვეშ ფართობი (მკგ·სთ/მლ) პირველ დღეს იყო 271 (დიაპაზონი 173–385), მე-7 დღეს გაიზარდა საშუალოდ 490-მდე (დიაპაზონი 292–734) და მე-13 დღეს შემცირდა საშუალოდ 360-მდე (დიაპაზონი 167–566). განაწილების მოცულობა (მლ/კგ) პირველ დღეს იყო 1183 (დიაპაზონი 1070–1470) და დროთა განმავლობაში გაიზარდა 1184-მდე (დიაპაზონი 510–2130) მე-7 დღეს და 1328-მდე (დიაპაზონი 1040–1680) მე-13 დღეს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა 65 წლის და უფროსი ასაკის 22 პაციენტის მონაწილეობით, რომლებმაც მიიღეს ფლუკონაზოლის 50 მგ ერთჯერადი პერორალური დოზა. ამ პაციენტებიდან ათი ერთდროულად იღებდა დიურეზულ საშუალებებს. Cmax იყო 1.54 მკგ/მლ და დაფიქსირდა დოზის შეყვანიდან 1.3 საათის შემდეგ. საშუალო AUC იყო 76.4 ± 20.3 მკგ/სთ/მლ, ხოლო საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 46.2 საათი. ეს ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეებში მსგავსი მაჩვენებლები.

დიურეზული საშუალებების თანმხლებმა მიღებამ მნიშვნელოვნად არ შეცვალა AUC ან Cmax. გარდა ამისა, კრეატინინის კლირენსი (74 მლ/წთ), შარდში უცვლელი სახით აღმოჩენილი პრეპარატის პროცენტული მაჩვენებელი (0–24 სთ, 22%) და ფლუკონაზოლის თირკმლისმიერი კლირენსის სავარაუდო მაჩვენებელი (0.124 მლ/წთ/კგ) ხანდაზმულ სუბიექტებში ზოგადად უფრო დაბალი იყო, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში. ამრიგად, ხანდაზმულებში ფლუკონაზოლის შეცვლილი განაწილება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ამ ჯგუფში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების შესახებ

დიფლუზოლი

(DIFLUZOL)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: fluconazole;

1 კაფსულა შეიცავს: ფლუკონაზოლი, ნივთიერების 100%-ზე გადაანგარიშებით - 150 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A);

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, პატენტირებული ლურჯი V (E 131), ქინოლინის ყვითელი (E 104), ტიტანის დიოქსიდი (E 171).

წამლის ფორმა. კაფსულები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მყარი ჟელატინის კაფსულები №1, ფირუზისფერი კორპუსით, მწვანე ფერის თავსახურით.

კაფსულების შიგთავსი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი, უსუნო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სისტემური გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. ტრიაზოლის წარმოებულები. ათქ კოდი J02A C01.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენება

დიფლუზოლი ნაჩვენებია შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).

შემდეგი დაავადებების მკურნალობა მოზრდილებში:

კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებები“);

კოქციდიოიდოზი (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებები“);

ინვაზიური კანდიდოზი;

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირ-ხახის და საყლაპავის კანდიდოზი, კანდიდურია, კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი;

ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კანდიდოზი, რომელიც გამოწვეული კბილის პროთეზების გამოყენებით) ადგილობრივი სტომატოლოგიური ჰიგიენური საშუალებების არაეფექტურობის დროს;

ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე (როდესაც ადგილობრივი თერაპია არ არის გამოყენებადი);

კანდიდოზური ბალანიტი (როდესაც ადგილობრივი თერაპია არ არის გამოყენებადი);

დერმატომიკოზები, მათ შორის ტერფების დერმატოფიტია, სხეულის დერმატოფიტია, საზარდულის დერმატოფიტია, ფერადი ლიქენი და კანის კანდიდოზური ინფექციები (როდესაც ნაჩვენებია სისტემური მკურნალობა);

დერმატოფიტური ონიქომიკოზი (როდესაც სხვა პრეპარატებით მკურნალობა მიუღებელია).

შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკა მოზრდილებში:

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების მაღალი რისკით;

პირ-ხახისა ან საყლაპავის კანდიდოზის რეციდივი აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მისი განვითარების მაღალი რისკი;

ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის სიხშირის შემცირება (წელიწადში 4 ან მეტი შემთხვევა);

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა გახანგრძლივებული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში (მაგალითად, სისხლის ავთვისებიანი დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას ან პაციენტებში ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დროს).

ბავშვები

ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება კაფსულების სახით შეიძლება მხოლიდ მაშინ, როდესაც ბავშვებს შეუძლიათ კაფსულის უსაფრთხოდ გადაყლაპვა, რაც ჩვეულებრივ შესაძლებელია 5 წლის ასაკიდან.

დიფლუზოლი გამოიყენება ბავშვებში ლორწოვანი გარსების კანდიდოზის (პირ-ხახის კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. პრეპარატის გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების მაღალი რისკი (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებები“).

პრეპარატ დიფლუზოლით თერაპიის დაწყება შეიძლება კულტურალური და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღებამდე; შედეგების მიღების შემდეგ საჭიროა ანტიბაქტერიული თერაპიის შესაბამისად კორექტირება.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ოფიციალური რეკომენდაციები სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ფლუკონაზოლის, სხვა აზოლური ნაერთების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ფლუკონაზოლის და ტერფენადინის ერთდროული გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს მრავალჯერადად 400 მგ/დღეში და მეტი დოზით (მრავალჯერადი გამოყენების ურთიერთქმედების კვლევების შედეგების თანახმად).

ფლუკონაზოლის და ისეთი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულო გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზირდებიან CYP3A4 ფერმენტის დახმარებით (მაგალითად, ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლისა და შემდეგი პრეპარატების ერთდროული გამოყენება: ციზაპრიდი: პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუკონაზოლს და ციზაპრიდს, აღწერილია გვერდითი მოვლენები გულის მხრივ, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემთხვევები. კვლევებმა აჩვენა, რომ 200 მგ ფლუკონაზოლის 1-ჯერ დღეში და 20 მგ ციზაპრიდის 4-ჯერდ ღეში ერთდროული გამოყენება იწვევდა ციზაპრიდის პლაზმური დონის მნიშვნელოვან მატებას და QT ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლის და ციზაპრიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“).

ტერფენადინი: გულის მძიმე არითმიების განვითარების შემთხვევების გამო, რომელიც გამოწვეული იყო QTc ინტერვალის გახანგრძლივებით, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აზოლის რიგის სოკოსსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს ტერფენადინთან კომბინაციაში, ჩატარდა ამ პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები. ერთი კვლევის მსვლელობისას 200 მგ დოზით დღეში ფლუკონაზოლის გამოყენებისას არ გამოვლენილა QTc ინტერვალის გახანგრძლივება. სხვა კვლევამ ფლუკონაზოლის დღეში 400 მგ და 800 მგ ან მეტი დოზით გამოყენებისას აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის გამოყენება 400 მგ ან მეტი დოზით მნიშვნელოვნად ზრდის ტერფენადინის პლაზმურ დონეს ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას. 400 მგ ან მეტი დოზით ფლუკონაზოლის და ტერფენადინის კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“). ტერფენადინის და 400 მგ-ზე ნაკლები დოზით ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი.

ასტემიზოლი: ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ასტემიზოლის კლირენსი. ამით გამოწვეულმა ასტემიზოლის პლაზმური კონცენტრაციის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და, იშვიათად, „პირუეტის” ტიპის პაროქსიზმულიპარკუჭოვანი ტაქიკარდია. ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

პიმოზიდი და ქინიდინი: ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ან ქინიდინის ერთდოულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის ან ქინიდინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა, თუმცა შესაბამისი კვლევები in vitro და in vivo არ ჩატარებულა. პიმოზიდის ან ქინიდინის კონცენტრაციის ზრდამ პლაზმაში შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს “პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარება. ფლუკონაზოლის და პიმოზიდის ან ქინიდინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ერითრომიცინი: ერითრომიცინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულმა მიღებამ პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის განვითარების რისკის ზრდა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, “პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია) და, შედეგად, უეცარი ლეტალური შედეგი გულის მხრივ. ამ სამკურნალო საშუალებების კომბინაციის გამოყენება უკუნაჩვენებია.

არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლისა და შემდეგი პრეპარატების ერთდროული გამოყენება

გალოფანტრინი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გალოფანტრინის პლაზმური კონცენტრაციის მომატება CYP3A4-ის დათრგუნვის ხარჯზე. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობის განვითარების რისკის ზრდა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, “პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია) და, შედეგად, უეცარი ლეტალური შედეგი გულის მხრივ. ამ სამკურნალო საშუალებების კომბინაციის გამოყენება სასურველია, რომ თავიდან იქნას აცილებული.

ერთდროული გამოყენება, რომელიც საჭიროებს სიფრთხილეს:

ამიოდარონი: ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. საჭიროა სიფრთხილე, თუ აუცილებელია ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროული გამოყენება, განსაკუთრებით ფლუკონაზოლის მაღალი დოზებით (800 მგ).

ფლუკონაზოლისა და ქვემოთ მოცემული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს და დოზის კორექციას.

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ფლუკონაზოლზე

რიფამპიცინი: ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროული მიღება იწვევდა AUC-ის შემცირებას 25%-ით და ამცირებდა ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს 20%-ით. ამიტომ პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ რიფამპიცინს, საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის მომატების განხილვა.

ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ საკვების, ციმეტიდინის, ანტაციდების თანმხლები მიღება ან შემდგომი მთლიანი სხეულის დასხივება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის, კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ფლუკონაზოლის შეწოვაზე მისი პერორალურად მიღებისას.

ჰიდროქლორთიაზიდი: ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში, ჰიდროქლორთიაზიდის რამდენიმე დოზის ერთდროული შეყვანა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს, პლაზმაში ზრდიდა ფლუკონაზოლის კონცენტრაციას 40%-ით. ეს ეფექტი არ საჭიროებს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის ცვლილებას პაციენტებში, რომლებიც გადიან თანმხლებ მკურნალობას დიურეზული საშუალებებით.

ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ფლუკონაზოლი არის ციტოქრომ P450-ის (CYP) იზოფერმენტების 2C9-ის და 3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორი. ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C19 იზოენზიმის ინჰიბიტორს. ქვემოთ აღწერილი გამოვლენილი/დოკუმენტირებული ურთიერთქმედებების გარდა, ფლუკონაზოლის ერთდროული მიღება იწვევს პლაზმაში სხვა ნაერთების კონცენტრაციების ზრდის რისკს, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2С9-ით, CYP2С19-ით და CYP3А4-ით. ამიტომ, ასეთი კომბინაციები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და პაციენტები უნდა იყვნენ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ. ფლუკონაზოლის დამთრგუნველი ეფექტი ფერმენტებზე გრძელდება მიღებიდან 4-5 დღის განმავლობაში მისი ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო.

ალფენტანილი: ალფენტანილის 20 მკგ/კგ დოზით ი/ვ და ფლუკონაზოლის 400 მგ დოზით ერთდროულად გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში აღინიშნებოდა AUC10-ის ორმაგი ზრდა, შესაძლოა, CYP3А4-ის ინჰიბირების გამო. შეიძლება საჭირო გახდეს ალფენტანილის დოზის კორექცია.

ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის მოქმედებას. რეკომენდირებულია 5-ნორტრიპტილინის და/ან S-ამიტრიპტილინის კონცენტრაციის გაზომვა კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და 1 კვირის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ამიტრიპტილინის/ნორტრიპტილინის დოზის კორექტირება.

ამფოტერიცინი B: ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინი B-ის ერთდროულმა გამოყენებამ ინფიცირებულ თაგვებში ნორმალური იმუნიტეტით და ინფიცირებულ თაგვებში დაქვეითებული იმუნიტეტით გამოიწვია ასეთი შედეგები: მცირე ადიტიური სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი სისტემური ინფექციის C. Аlbicans-ის დროს, ურთიერთქმედების არარსებობა ქალასშიდა ინფექციის Cryptococcus neoformans-ის დროს და ორი პრეპარატის ანტაგონიზმი სისტემური ინფექციის Aspergillus fumigatus-ის დროს. ამ კვლევების დროს მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ანტიკოაგულანტები: პოსტრეგისტრაციულ გამოცდილებაში, ისევე, როგორც სხვა აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, მიღებული იყო შეტყობინებები სისხლდენების შესახებ (ჰემატომები, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ჰემატურია და მელენა), რომელიც უკავშირდებოდა პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს ვარფარინთან ერთად. ფლუკონაზოლით და ვარფარინით ერთდროულად მკურნალობისას აღინიშნებოდა პროთრომბინის დროის თითქმის ორმაგი ზრდა, სავარაუდოდ, CYP2C9-ის მეშვეობით ვარფარინის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გამო. საჭიროა პროთრომბინის დროის სათანადო კონტროლი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კუმარინის რიგის ან ინდანდიონის ანტიკოაგულანტებს ფლუკონაზოლთან ერთად. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია.

ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინები, მაგალითად, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი: მიდაზოლამის პერორალური მიღების შემდეგ ფლუკონაზოლის დანიშვნა იწვევდა მიდაზოლამის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდას და ფსიქომოტორული ეფექტების გაძლიერებას. 200 მგ დოზით ფლუკონაზოლის და მიდაზოლამის 7.5 მგ დოზით პერორალურად ერთდროული გამოყენება იწვევდა AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის 3.7-ჯერ და 2.2-ჯერ ზრდას, შესაბამისად. ფლუკონაზოლის 200 მგ/დღეში დოზით და ტრიაზოლამის 0.25 მგ დოზით პერორალურად გამოყენება იწვევდა AUC-ის და ნახევრადგამოყოფის პერიოდის 4.4-ჯერ და 2.3-ჯერ ზრდას, შესაბამისად. ფლუკონაზოლის და ტრიაზოლამის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნებოდა ტრიაზოლამის ეფექტის პოტენცირება და გახანგრძლივება.

თუ პაციენტს, რომელიც ფლუკონაზოლით გადის მკურნალობის კურსს, ერთდროულად უნდა დაენიშნოს თერაპია ბენზოდიაზეპინებით, ამ უკანასკნელის დოზა უნდა შემცირდეს და პაციენტი უნდა იყოს სათანადო მონიტორინგის ქვეშ.

კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და იწვევს კარბამაზეპინის შრატისმიერი დონის ზრდას 30%-ით. არსებობს ტოქსიკურობის განვითარების რისკი კარბამაზეპინის მხრიდან. შეიძლება საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის კორექცია მისი კონცენტრაციის დონის და პრეპარატის მოქმედების მიხედვით.

კალციუმის არხების ბლოკატორები: კალციუმის ზოგიერთი ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზირდებიან CYP3А4-ის ფერმენტით. ფლუკონაზოლს პოტენციურად შეუძლია კალციუმის არხების ბლოკატორების სისტემური ექსპოზიციის გაზრდა. რეკომენდირებულია გვერდითი მოვლენების განვითარების სათანადო მონიტორინგი.

ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლის (200 მგ დღეში) და ცელეკოქსიბის (200 მგ) ერთდროულად მიღებისას, ცელეკოქსიბის Сmax და AUC იზრდებოდა 68%-ით და 134%-ით, შესაბამისად. ცელეკოქსიბის და ფლუკონაზოლის ერთდროულად მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის ორჯერ შემცირება.

ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდის და ფლუკონაზოლის ერთდროული მიღება იწვევს შრატისმიერი ბილირუბინის და კრეატინინის დონის ზრდას. ეს პრეპარატები შეიძლება გამოყენებული იქნას ერთდროულად, შრატისმიერი ბილირუბინის და კრეატინინის კონცენტრაციის მომატების რისკის გათვალისწინებით.

ფენტანილი: მიღებულია შეტყობინება ფენტანილით ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ლეტალური შემთხვევის შესახებ, ფენტანილის და ფლუკონაზოლის შესაძლო ურთიერთქმედების გამო. კვლევებმა აჩვენეს, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ანელებდა ფენტანილის ელიმინაციას. ფენტანილის მომატებულმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, ამიტომ საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სათანადო კონტროლი. შეიძლება საჭირო გახდეს ფენტანილის დოზის კორექცია.

ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები: ფლუკონაზოლის და ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების ერთდროული მიღება, რომლებიც მეტაბოლიზირდება CYP3А4-ით (ატორვასტატინი და სიმვასტატინი), ან ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორებისა, რომლებიც მეტაბოლიზირდება CYP2С9-ით (ფლუვასტატინი), ზრდის მიოპათიისა და რაბდომიოლიზის განვითარების რისკს. ამ პრეპარატების ერთდროულად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტებზე სათანადო დაკვირვება მიოპათიისა და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოვლენასთან დაკავშირებით და კრეატინკინაზას დონის კონტროლი. კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვანი მომატების შემთხვევაში, ასევე მიოპათია/რაბდომიოლიზის დიაგნოსტირების ან მასზე ეჭვის შემთხვევაში, ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენება უნდა შეწყდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების დოზის შემცირება სტატინების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

იბრუტინიბი: CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის იბრუტინიბის პლაზმურ დონეს და შეიძლება გაზარდოს ტოქსიკურობის რისკი. თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, იბრუტინიბის დოზა უნდა შემცირდეს 280 მგ-მდე დღეში ერთხელ (ორი კაფსულა) ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს და უზრუნველყოფილი იქნას სათანადო კლინიკური მონიტორინგი.

ივაკაფტორი (მონოთერაპია ან იმავე თერაპიული კლასის პრეპარატებთან კომბინაცია): ივაკაფტორთან - მუკოვისციდოზის დროს ტრანსმემბრანული გამტარობის რეგულატორი (CFTR) - ერთად მიღება 3-ჯერ ზრდის ივაკაფტორის ექსპოზიციას, ჰიდროქსიმეთილივაკაფტორისას (M1) კი - 1.9-ჯერ. რეკომენდირებულია ივაკაფტორის დოზის შემცირება ივაკაფტორის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ოლაპარიბი: CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის ოლაპარიბის პლაზმური დონეს; არ არის რეკომენდირებული ერთდროული გამოყენება. თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, ოლაპარიბის დოზა უნდა შემცირდეს 200 მგ-მდე დღეში ორჯერ.

იმუნოსუპრესორები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი)

ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC-ს. ფლუკონაზოლის 200 მგ/დღეში დოზით და ციკლოსპორინის 2.7 მგ/კგ/დღეში დოზით ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნებოდა ციკლოსპორინის AUC-ის 1.8-ჯერ მომატება. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება შეიძლება ციკლოსპორინის დოზის შემცირების ხარჯზე მისი კონცენტრაციის მიხედვით.

ევეროლიმუსი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro და in vivo კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლს შეუძლია ევეროლიმუსის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა CYP3А4-ის დათრგუნვის მეშვეობით.

სიროლიმუსი: ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციას, სავარაუდოდ, სიროლიმუსის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გზით CYP3А4 ფერმენტით და P-გლიკოპროტეინით. ამ პრეპარატების გამოყენება შეიძლება ერთდროულად სიროლიმუსის დოზის კორექტირების ხარჯზე პრეპარატის კონცენტრაციის დონის და ეფექტების მიხედვით.

ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლს შეუძლია ტაკროლიმუსის პლაზმური კონცენტრაციის 5-მაგი ზრდა მისი პერორალურას მიღებისას, ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის დათრგუნვის შედეგად CYP3А4-ის ფერმენტით ნაწლავში. ტაკროლიმუსის ინტრავენური გამოყენებისას არ აღნიშნულა ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები. ტაკროლიმუსის მომატებული დონეები ასოცირდება ნეფროტოქსიკურობასთან. პერორალურად გამოყენებისას ტარკოლიმუსის დოზა უნდა შემცირდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მიხედვით.

ლოზარტანი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ლოზარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E-31 74), რაც ლოზარტანის გამოყენებისას განაპირობებს ანტაგონიზმის უმეტეს ნაწილს ანგიოტენზინ II რეცეპტორებისადმი. პაციენტებში რეკომენდირებულია არტერიული წნევის მუდმივი მონიტორინგი.

ლურაზიდონი: CYP3A4-ის ზომიერმა ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფლუკონაზოლი, შეიძლება გაზარდოს ლურაზიდონის პლაზმური კონცენტრაცია. თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროებისამებრ, უნდა შემცირდეს ლურაზიდონის დოზა, როგორც ეს რეკომენდირებულია ლურაზიდონის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. მეტადონი: ფლუკონაზოლს შეუძლია მეტადონის შრატისმიერი კონცენტრაციის ზრდა. მეტადონის და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს მეტადონის დოზის კორექცია.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას ფლურბიპროფენის Сmax და AUC იზრდებოდა 23%-ით და 81%-ით, შესაბამისად, მხოლოდ ფლურბიპროფენის გამოყენებისას მიღებულ შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. ანალოგიურად, ფლუკონაზოლის და რაცემიული იბუპროფენის (400 მგ) ერთდროულად გამოყენებისას ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის S-(+)-იბუპროფენის Сmax და AUC იზრდებოდა 15%-ით და 82 %-ით შესაბამისად, მხოლოდ რაცემიული იბუპროფენის გამოყენებისას მიღებულ შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლს პოტენციურად შეუძლია სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სისტემური ექსპოზიციის ზრდა, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან CYP2С9-ით (მაგალითად, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). რეკომენდირებულია პერიოდულად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების და ტოქსიკური გამოვლინებების მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის კორექტირება.

ფენიტოინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. 200 მგ ფლუკონაზოლის და 250 მგ ფენიტოინის ინტრავენურად ერთდროული მრავალჯერადი გამოყენება იწვევს ფენიტოინის AUC24-ის 75%-ით და Сmin-ის 128%-ით ზრდას. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი, ფენიტოინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

პრედნიზონი: მიღებულია შეტყობინება შემთხვევის შესახებ, როდესაც პაციენტს ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ პრედნიზონის გამოყენების ფონზე განუვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, რომელიც აღინიშნა ფლუკონაზოლით თერაპიის სამთვიანი კურსის შეწყვეტის შემდეგ. ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტამ სავარაუდოდ, გამოიწვია CYP3А4-ის აქტივობის გაძლიერება, რამაც გამოიწვია პრედნიზონის მეტაბოლიზმის დაჩქარება. ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ, საჭიროა სათანადო დაკვირვება პაციენტებზე, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთდროულად იყენებდნენ ფლუკონაზოლს და პრედნიზონს, თორკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარების პრევენციის მიზნით.

რიფაბუტინი: ფლუკონაზოლი ზრდის რიფაბუტინის შრატისმიერ კონცენტრაციას, რაც იწვევს რიფაბუტინის AUC-ის ზრდას 80%-მდე. ფლუკონაზოლის და რიფაბუტინის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა უვეიტის განვითარების შემთხვევბის. სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა რიფაბუტინის ტოქსიკური მოქმედების სიმპტომების გათვალისწინება.

საკვინავირი: ფლუკონაზოლი ზრდის საკვინავირის AUC-ს და Сmax-ს დაახლოებით 50%-ით და 55%-ით შესაბამისად, CYP3А4-ის ფერმენტით ღვიძლში საკვინავირის მეტაბოლიზმის დათრგუნვის მეშვეობით და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირების გზით. ურთიერთქმედებები ფლუკონაზოლსა და საკვინავირ/რიტონავირს შორის არ გამოკვლეულა, ამიტომ ისინი შეიძლება უფრო გამოხატული იყოს. შეიძლება საჭირო გახდეს საკვინავირის დოზის კორექცია.

სულფონილშარდოვანას წარმოებულები: ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლის და სულფონილშარდოვანას წარმოებულების (ქლორპროპამიდის, გლიბენკლამიდის, გლიპიზიდის და ტოლბუტამიდის) ერთდროულად გამოყენებისას ხდება პერორალური სულფონილშარდოვანას წარმოებულების ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება. რეკომენდირებულია სისხლში გლუკოზის ხშირი კონტროლი და შესაბამისად, სულფონილშარდოვანას წარმოებულების დოზის შემცირება ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას.

თეოფილინი: პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევებში, 200 მგ ფლუკონაზოლის მიღებამ 14 დღის განმავლობაში გამოიწვია თეოფილინის საშუალო კლირენსის შემცირება პლაზმაში 18%-ით. პაციენტებზე, რომლებიც იყენებენ თეოფილინს მაღალი დოზებით ან რომლებსაც გააჩნიათ თეოფილინის ტოქსიკური გამოვლინებების მომატებული რისკი სხვა მიზეზებით, უნდა განხორციელდეს დაკვირვება თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების ნიშნების გამოსავლენად. თერაპია უნდა შეიცვალოს ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლინების დროს.

ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ექსპოზიცია იზრდება, როდესაც ტოფაციტინიბი გამოიყენება CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორებთან და CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., ფლუკონაზოლი) ერთად. ამიტომ რეკომენდირებულია ტოფაციტინიბის დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღეში ერთხელ ამ პრეპარატებთან კომბინირებისას.

ტოლვაპტანი: CYP3A4-ის ინჰიბიტორის ტოლვაპტანის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება (AUC 200%-ით, Cmax 80%-ით) ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას, რომელიც არის CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორი, ამასთან მნიშვნელოვნად იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, კერძოდ გამოხატული დიურეზი, დეჰიდრატაცია და თირკმლის მწვავე უკმარისობა. ტოლვაპტანის და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენების შემთხვევაში, ტოლვაპტანის დოზა უნდა შემცირდეს მისი გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით და პაციენტზე უნდა მოხდეს დაკვირვება ტოლვაპტანთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოსავლენად.

გველის სუროს ალკალოიდები: მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლმა, სავარაუდოდ СYРЗА4-ის ინჰიბირების გამო, შეიძლება გამოიწვიოს გველის სუროს ალკალოიდების კონცენტრაციის ზრდა პლაზმაში (მაგალითად, ვინკრისტინის და ვინბლასტინის), რაც იწვევს ნეიროტოქსიკური ეფექტების განვითარებას.

ვიტამინი A: პაციენტში, რომელიც ეთდროულად იყენებდა ტრანსრეტინოინის მჟავას (A ვიტამინის მჟავური ფორმა) და ფლუკონაზოლს, აღინიშნა გვერდითი მოვლენები ცნს-ის მხრივ თავის ტვინის ფსევდოტუმორის ფორმით; ეს ეფექტი გაქრა ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ. შეიძლება ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღება, მაგრამ გასათვალისწინებელია გვერდითი მოვლენების რისკი ცნს-ის მხრივ.

ვორიკონაზოლი (CYP2С9-ის, CYP2С19-ის და СYРЗА4-ის ინჰიბიტორი): პერორალურად ვორიკონაზოლის (400 მგ 12 საათში ერთხელ 1 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ 12 საათში ერთხელ 2.5 დღის განმავლობაში) და პერორალურად ფლუკონაზოლის (400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ 24 საათში ერთხელ 4 დღის განმავლობაში) ერთდროულად გამოყენებამ მამრობითი სქესის 8 ჯანმრთელ მოხალისეში გამოიწვია ვორიკონაზოლის Сmax-ის და AUCt-ის ზრდა საშუალოდ 57%-მდე (90%-იანი ნდობის ინტერვალი: 20%, 107%) და 79%-ით (90%-იანი ნდობის ინტერვალი: 40%, 128%), შესაბამისად. უცნობია, იწვევს თუ არა ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის დოზის და/ან გამოყენების სიხშირის შემცირება ასეთი ეფექტის აღმოფხვრას. ფლუკონაზოლის შემდეგ ვორიკონაზოლის გამოყენებისას საჭიროა დაკვირვება ვორიკონაზოლთან დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების გამოვლენაზე.

ზიდოვუდინი: ფლუკონაზოლი ზრდის ზიდოვუდინის Сmax-სა და AUC-ს 84%-ით და 74%-ით, შესაბამისად, რაც განპირობებულია ზიდოვუდინის კლირენსის შემცირებით დაახლოებით 45%-ით მისი პერორალურად მიღებისას. ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ასევე გახანგრძლივებულია 128%-ით ფლუკონაზოლის და ზიდოვუდინის კომბინაციის გამოყენების შემდეგ. პაციენტებზე, რომლებიც იყენებენ სამკურნალო საშუალებების ასეთ კომბინაციას, საჭიროა დაკვირვება ზიდოვუდინის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამოვლენაზე. შეიძლება ზიდოვუდინის დოზის შემცირების მიზანშეწონილობის განხილვა.

აზითრომიცინი: კვლევებში, რომლებშიც ფასდებოდა აზითრომიცინის და ფლუკონაზოლის ზეგავლენა ერთმანეთის ფარმაკოკინეტიკაზე მათი ერთდროული პერორალური ერთჯერადი გამოყენებისას 1200 მგ და 800 მგ დოზებით, შესაბამისად, არანაირი მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა.

პერორალური კონტრაცეტივები: 50 მგ დოზით ფლუკონაზოლის გამოყენებისას ჰორმონების დონეზე ზეგავლენა არ ყოფილა, იმ დროს, როდესაც 200 მგ/დღეში დოზით ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნებოდა ეთინილესტრადიოლის AUC-ის 40%-ით ზრდა და ლევონორგესტრელის - 24%-ით. ეს მოწმობს იმაზე, რომ ფლუკონაზოლის მრავალჯერადმა გამოყენებამ მითითებული დოზებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქონიოს ზეგავლენა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ეფექტურობაზე.

გამოყენების თავისებურებანი

დერმატოფიტია. ფლუკონაზოლის კვლევების შედეგების თანახმად, ბავშვებში დერმატოფიტიის სამკურნალოდ ფლუკონაზოლი არ აღემატება გრიზეოფულვინს ეფექტურობით და ეფექტურობის საერთო მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლებია. ამიტომ ფლუკონაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული დერმატოფიტიის სამკურნალოდ.

კრიპტოკოკოზი. ფლუკონაზოლის ეფექტურობის მტკიცებულებანი სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკოზის სამკურნალოდ (მაგალითად, ფილტვის კრიპტოკოკოზი და კანის კრიპტოკოკოზი) არ არის საკმარისი, ამიტომ რეკომენდაციები დოზირების რეჟიმთან დაკავშირებით ასეთი დაავადებების სამკურნალოდ არ არის.

ღრმა ენდემური მიკოზები. ფლუკონაზოლის ეფექტურობის მტკიცებულებანი ენდემური მიკოზების სხვა ფორმების სამკურნალოდ, როგორიცაა პარაკოკციდიოიდომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი და კან-ლიმფური სპოროტრიქოზი, არასაკმარისია, ამიტომ დოზირების რეჟიმითან დაკავშირებული რეკომენდაციები ასეთი დაავადებების სამკურნალოდ არ არსებობს.

თირკმელების სისტემა. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით პრეპარატი სიფთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები”).

თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა

ცნობილია, რომ კეტოკონაზოლი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას, იშვიათ შემთხვევებში, აღნიშნული ასევე შეიძლება შეინიშნოს, თუმცა იშვიათად, ფლუკონაზოლის გამოყენებისას. პრედნიზონთან ერთდროული თერაპიის დროს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის შესახებ ინფორმაცია იხ. პარაგრაფში „ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე“.

ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების სისტემა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ფლუკონაზოლის გამოყენება უკავშირდებოდა მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების იშვიათ შემთხვევებს, ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, განსაკუთრებით პაციენტებში მძიმე ძირითადი დაავადებებით. იმ შემთხვევებში, როდესაც ჰეპატოტოქსიკურობის განვითარება უკავშირდებოდა ფლუკონაზოლის გამოყენებას, არ აღნიშნულა მისი აშკარა დამოკიდებულება პრეპარატის საერთო დღიურ დოზაზე, თერაპიის ხანგრძლივობაზე, პაციენტის სქესსა ან ასაკზე. ჩვეულებრივ ჰეპატოტოქსიკურობა, გამოწვეული ფლუკონაზოლით, შექცევადია, მისი გამოვლინებები კი ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

პაციენტებზე, რომლებსაც ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების პათოლოგიური შედეგები, საჭიროა სათანადო დაკვირვება ღვიძლის უფრო მძიმე დაზიანების განვითარებაზე.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ სიმპტომების შესახებ, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლზე სერიოზული ზეგავლენის შესახებ (გამოხატული ასთენია, ანორექსია, მუდმივი გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). ასეთ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს კონსულტაცია ექიმთან.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ზოგიერთი აზოლის, მათ შორის ფლუკონაზოლის, გამოყენებისას ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევები. ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს QT ინტერვალს იონური ნაკადის ინჰიბირების გზით გასწორებელი კალიუმის არხების (Ikr) მეშვეობით. სხვა სამკურნალო საშუალებებით (როგორიცაა ამიოდარონი) გამოწვეული QT ინტერვალის გახანგრძლივება შეიძლება გაძლიერდეს ციტოქრომ P450 CYP3A4-ის ინჰიბირებით. პოსტრეგისტრაციული დაკვირვების დროს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს, აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointe) ძალიან იშვიათი შემთხვევები. ასეთ შემთხვევებს შორის იყო შეტყობინებები მძიმედ დაავადებული პაციენტების შესახებ მრავალრიცხოვანი თანხმლები რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადებები, ელექტროლიტური დარღვევები და თანმხლები პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ სიტიუაციაზე ზემოქმედების მოხდენა. ჰიპოკალიემიის და გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს აქვთ სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი არითმიების და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების გაზრდილი რისკი.

დიფლუზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პოტენციურად პროარითმული მდგომარეობების მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია სხვა სამკურნალო პრეპარატების თანმხლები გამოყენება, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ ისინი ზრდიან QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P-450 CYP3A4-ით.

გალოფანტრინი. გალოფანტრინი არის CYP3A4 ფერმენტის სუბსტრატი და ახდენს QTс ინტერვალის გახანგრძლივებას რეკომენდირებულ თერაპიულ დოზებში გამოყენებისას. გალოფანტრინის და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

დერმატოლოგიური რეაქციები. ფლუკონაზოლის მიღებისას იშვიათად დაფიქსირდა ისეთი ექსფოლიატიური კანისმიერი რეაქციების განვითარების შესახებ, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. არსებობს შეტყობინებები მედიკამენტური რეაქციის შესახებ ეოზინოფილიით და სიმპტომური სიმპტომებით (Drug reaction with eosinophilia and systemic symptoms, DRESS), რომელიც დაკავშირებულია ფლუკონაზოლის მიღებასთან. შიდსის მქონე პაციენტები უფრო მეტად არიან მიდრეკილები მძიმე კანისმიერი რეაქციების განვითარებისადმი მრავალი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას. თუ ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტს აღენიშნება გამონაყარი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იქნას ფლუკონაზოლის გამოყენებასთან, პრეპარატის შემდგომი მიღება უნდა შეწყდეს. თუ ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტს აღენიშნება გამონაყარი კანზე, მის მდგომარეობაზე საჭიროა სათანადო დაკვირვება, ბულოზური გამონაყარის ან მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევაში კი ფლუკონაზოლის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ჰიპერმგრძნობელობა. იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება.

ციტოქრომი P450. ფლუკონაზოლი არის CYP2C9 ფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი და CYP3A4 ფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორი. ასევე ფლუკონაზოლი არის CYP2C19 ფერმენტის ინჰიბიტორი. საჭიროა პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება, რომლებიც ერთდროულად იღებენ ფლუკონაზოლს და პრეპარატებს ვიწრო თერაპიული დიაპაზონით, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან CYP2C9-ით, CYP2C19-ით და CYP3A4-ით.

ტერფენადინი. საჭიროა სათანადო დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე ტერფენადინის და დღეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას.

კანდიდოზი. კვლევებმა აჩვენა ინფექციების მზარდი გავრცელება, რომლებიც გამოწვეულია C. albicans-სგან განსხვავებული Candida-ს სახეობებით. ისინი ხშირად თავისი ბუნებით რეზისტენტულია (მაგ. C. krusei და C. auris) ან აჩვენებენ შემცირებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ალტერნატიული სოკოს საწინააღმდეგო თერაპია მკურნალობის არაეფექტურობის გამო. ამიტომ, ექიმებს ურჩევენ, გაითვალისწინონ ფლუკონაზოლის მიმართ რეზისტენტობის პრევალენტობა Candida-ს სხვადასხვა სახეობებში.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.

ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ აუცილებელია ფლუკონაზოლის დაახლოებით ერთ კვირიანი ელიმინაციის პერიოდის დაცვა (რაც შეესაბამება 5–6 ნახევარგამოყოფის პერიოდს) ორსულობის დადგომამდე (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“).

ხანგრძლივი მკურნალობის დროს, რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა განიხილონ კონტრაცეფციის გამოყენება მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში და ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.

ობზერვაციული კვლევები მიუთითებს სპონტანური აბორტის მომატებულ რისკზე ქალებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს პირველი და/ან მეორე ტრიმესტრის განმავლობაში, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ფლუკონაზოლს ან იღებდნენ ადგილობრივ აზოლებს იმავე პერიოდში.

ორსულობა

დაკვირვებითი კვლევის შედეგები მიუთითებს სპონტანური აბორტის მომატებულ რისკზე ქალებში, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში იღებდნენ ფლუკონაზოლს.

რამდენიმე ათასი ორსული ქალის მონაცემები, რომლებიც პირველ ტრიმესტრში იღებდნენ ≤150 მგ ფლუკონაზოლის კუმულაციურ დოზებს, არ აჩვენებს ნაყოფის მანკების საერთო რისკის ზრდას. ერთ ფართომასშტაბიან დაკვირვებით კოჰორტულ კვლევაში, პირველ ტრიმესტრში პერორალური ფლუკონაზოლის ზემოქმედება უკავშირდებოდა კუნთოვანი სისტემის მანკების რისკის მცირე ზრდას, რაც შეესაბამება დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ ≤450 მგ კუმულაციურ დოზებს, ადგილობრივი აზოლების ზემოქმედებასთან შედარებით, და დაახლოებით 4 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ 450 მგ-ზე მეტ კუმულაციურ დოზებს. კორექტირებული შეფარდებითი რისკი იყო 1.29 (95% ნდობის ინტერვალი 1.05–1.58) 150 მგ პერორალური ფლუკონაზოლის დოზებისთვის და 1.98 (95% ნდობის ინტერვალი 1.23–3.17) 450 მგ ფლუკონაზოლის დოზებისთვის.

ორსულობის დროს ფლუკონაზოლის გამოყენებასთან დაკავშირებული გულის უკმარისობების განვითარების შესახებ არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევები წინააღმდეგობრივ შედეგებს იძლევა. თუმცა, ხუთი ობზერვაციული კვლევის მეტაანალიზმა, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე ათასი ორსული ქალი, რომლებიც პირველ ტრიმესტრში იღებდნენ ფლუკონაზოლს, აჩვენა გულის მანკების 1.8-დან 2-ჯერ გაზრდილი რისკი იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებდნენ ფლუკონაზოლს და/ან იყენებდნენ ადგილობრივი გამოყენების აზოლებს.

დაფიქსირდა თანდაყოლილი მანკების შემთხვევები იმ ჩვილებში, რომელთა დედებმაც ორსულობის დროს 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში კოკციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ მიიღეს ფლუკონაზოლის მაღალი დოზები (400-დან 800 მგ-მდე/დღეში). ამ ჩვილებში დაფიქსირებული თანდაყოლილი მანკები მოიცავს ბრაქიცეფალიას, ყურის ნიჟარების დისპლაზიას, წინა ყიფლიბანდის ჰიპერექსტენზიას, ბარძაყის ძვლის მოხრას და სხივ-მხრის სინოსტოზს. ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ მანკებს შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

დიფლუზოლი სტანდარტული დოზებით და დიფლუზოლით ხანმოკლე მკურნალობა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს აშკარა აუცილებლობა.

დიფლუზოლი მაღალი დოზებით და (ან) ხანგრძლივი მკურნალობა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების მკურნალობის შემთხვევებისა.

ძუძუთი კვება

ფლუკონაზოლის კონცენტრაცია დედის რძეში პლაზმაში არსებული კონცენტრაციის მსგავსია. ძუძუთი კვების გაგრძელება შესაძლებელია ფლუკონაზოლის ერთჯერადი 150 მგ დოზის მიღების შემდეგ.

თუმცა, ფლუკონაზოლის განმეორებითი გამოყენების ან დიდი დოზის მიღების შემდეგ ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

უნდა შეფასდეს ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის, დედის კლინიკურ საჭიროებასთან ერთად — დიფლუზოლის მიღების თვალსაზრისით, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა პოტენციური არასასურველი ეფექტი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს დიფლუზოლს ძუძუთი მყოფ ბავშვზე ან დედის ძირითად დაავადებაზე.

ფერტილობა

ფლუკონაზოლს ჰქონდა ზეგავლენა არც მამრი და არც მდედრი ვირთაგვების ფერტილობაზე.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს

პრეპარატ დიფლუზოლის ზეგავლენის კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ თავბრუსხვევის ან კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობის შესახებ პრეპარატ დიფლუზოლის გამოყენების დროს. ასეთი სიმპტომების განვითარების დროს არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე. იმ ტიპის ინფექციების მკურნალობა, რომლებიც საჭიროებენ მრავალჯერადი დოზის გამოყენებას, უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ კლინიკური მაჩვენებლები ან ლაბორატორიული ტესტები არ უჩვენებენ აქტიური სოკოვანი ინფექციის კუპირებას. მკურნალობის არასაკმარისმა კურსმა შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ინფექციის რეციდივი.

მოზრდილები

ჩვენებები

დოზირების რეჟიმი

მკურნალობის ხანგრძლივობა

კრიპტოკოკოზი

კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა

დარტყმითი დოზა შეადგენს 400 მგ-ს პირველ დღეს, შემდეგი დოზაა 200-400 მგ დღეში ერთხელ.

როგორც წესი, 6-დან 8 კვირამდე. სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების მკურნალობის შემთხვევაში, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე.

შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რეციდივის მაღალი რისკი

200 მგ დღეში ერთხელ

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი

კოქციდიოიდომიკოზი

200-400 მგ დღეში ერთხელ

11 - 24 თვის განმავლობაში ან მეტხანს, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგიერთი ინფექციისთვის, განსაკუთრებით თავის ტვინის გარსების დაზიანებით, შეიძლება განიხილებოდეს დოზა 800 მგ დღეში.

ინვაზიური კანდიდოზი

დარტყმითი დოზა შეადგენს 800 მგ-ს პირველ დღეს, შემდეგი დოზაა 400 მგ დღეში ერთხელ.

კანდიდემიის მკურნალობის ხანგრძლივობის ზოგადი რეკომენდაციაა პაციენტის სისხლში კანდიდემიის არსებობის პირველი უარყოფითი შედეგის მიღებიდან 2 კვირა და კანდიდემიის ნიშნებისა და სიმპტომების სრული გაქრობა.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზის მკურნალობა

პირ-ხახის კანდიდოზი

დარტყმითი დოზა შეადგენს 200-400 მგ-ს პირველ დღეს; შემანარჩუნებელი დოზაა 100-200 მგ დღეში ერთხელ

7-21 დღის განმავლობაში (პირ-ხახის კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე). იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

საყლაპავის კანდიდოზი

დარტყმითი დოზა შეადგენს 200-400 მგ-ს პირველ დღეს; შემანარჩუნებელი დოზაა 100-200 მგ დღეში ერთხელ

14-30 დღის განმავლობაში (საყლაპავის კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე). იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

კანდიდურია

200-400 მგ დღეში ერთხელ

7-21 დღის განმავლობაში. იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი

50 მგ დღეში ერთხელ

14 დღის განმავლობაში.

ქრონიკული კან-ლორწოვანის კანდიდოზი

50-100 მგ დღეში ერთხელ

28 დღემდე. ინფექციის სიმძიმის ან მასთან დაკავშირებული იმუნური ფუნქციის დაქვეითების მიხედვით, შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზის რეციდივის პრევენცია აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც რეციდივის მაღალი რისკი აქვთ.

პირ-ხახის კანდიდოზი

100-200 მგ დღეში ერთხელ ან 200 მგ კვირაში 3-ჯერ

ქრონიკულად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდით

საყლაპავის კანდიდოზი

100-200 მგ დღეში ერთხელ ან 200 მგ კვირაში 3-ჯერ

ქრონიკულად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდით

გენიტალური კანდიდოზი

მწვავე ვაგინალური კანდიდოზი

კანდიდოზური ბალანიტი

150 მგ

ერთჯერადად

მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის (წელიწადში 4 ან მეტი ეპიზოდი) მკურნალობა და პრევენცია

150 მგ ყოველ სამ დღეში - სულ 3 დოზა (1-ლ, მე-4 და მე-7 დღეს), შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა 150 მგ კვირაში ერთხელ

6 თვის განმავლობაში

დერმატომიკოზი

ტერფების დერმატოფიტია, სხეულის დერმატოფიტია, საზარდულის დერმატოფიტია, კანდიდოზი

150 მგ კვირაში ერთხელ ან 50 მგ დღეში ერთხელ

2-4 კვირა, თუმცა ტერფის დერმატოფიტიის მკურნალობა შეიძლება 6 კვირამდე გაგრძელდეს.

ფერადი ლიქენი

300-400 მგ კვირაში ერთხელ

1 - 3 კვირა

50 მგ დღეში ერთხელ

2 - 4 კვირა

ფრჩხილების დერმატოფიტია (ონიქომიკოზი)

150 მგ კვირაში ერთხელ

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფიცირებული ფრჩხილის გამოცვლამდე (სანამ არ გაიზრდება დაუინფიცირებელი ფრჩხილი). ჩვეულებრივ, 3-დან 6 თვემდე და 6-დან 12 თვემდე სჭირდება ხელის და ფეხის ფრჩხილების რეგენერაციას, შესაბამისად. თუმცა, ზრდის ტემპი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ინდივიდებს შორის და ასაკის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში, ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციის მკურნალობის წარმატებით დასრულების შემდეგ, ფრჩხილები რჩება დეფორმირებული.

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა გახანგრძლივებული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში

200-400 მგ დღეში ერთხელ

მკურნალობა უნდა დაიწყოს ნეიტროპენიის მოსალოდნელ დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ნეიტროფილების რაოდენობა გადააჭარბებს 1000 უჯრედს მმ3-ზე.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის მიხედვით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

დიფლუზოლი ძირითადად შარდით გამოიყოფა უცვლელი მოქმედი ნივთიერების სახით. ერთჯერადი მიღებისას დოზის ცვლილება საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას, შეყვანილი უნდა იქნას საწყისი დოზა 50 მგ-დან 400 მგ-მდე (ჩვენების მიხედვით რეკომენდირებულიდღიური დოზის საფუძველზე), რის შემდეგაც დღიური დოზა (ჩვენების მიხედვით), რომელიც მიიღება საწყისი დარტყმითი დოზის შემდეგ, დგინდება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზის პროცენტული მაჩვენებელი

>50

100 %

≤50 (ჰემოდიალიზის გარეშე)

50 %

ჰემოდიალიზი

100 % ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ

ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა უნდა მიიღონ რეკომენდებული დოზის 100% ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ; არადიალიზის დღეებში პაციენტებმა უნდა მიიღონ შემცირებული დოზა მათი კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მონაცემები დიფლუზოლის გამოყენების შესახებ შეზღუდულია, ამიტომ ასეთ პაციენტებში მოცემული პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს.

როგორც მოზრდილებში ანალოგიური ინფექციების შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოლოგიურ პასუხზე. დიფლუზოლი მიიღება დღეში ერთხელ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში დოზირების რეჟიმისთვის იხ. „თირკმლის უკმარისობა“.

ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში არ არის შესწავლილი („დროული ახალშობილებისთვის“, რომლებიც ხშირად ავლენენ უპირატესად თირკმელების მოუმწიფებლობას, იხ. ქვემოთ).

ჩვილები და ბავშვები (28 დღიდან 11 წლამდე):

ჩვენებები

დოზირების რეჟიმი

რეკომენდაციები

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი

საწყისი დოზა: 6 მგ/კგ

შემდეგი დოზა: 3 მგ/კგ დღეში ერთხელ

სტაბილური წონასწორობის უფრო სწრაფად მისაღწევად, საწყისი დოზის გამოყენება შესაძლებელია პირველ დღეს.

ინვაზიური კანდიდოზი

კრიპტოკოკური მენინგიტი

6-დან 12 მგ/კგ-მდე დღეში ერთხელ

დაავადების სიმძიმის მიხედვით

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის შემანარჩუნებელი თერაპია რეციდივის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში

6 მგ/კგ დღეში ერთხელ

დაავადების სიმძიმის მიხედვით

კანდიდოზის პრევენცია იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში

3 გ/კგ-დან 12 მგ/კგ-მდე დღეში ერთხელ

ნეიტროპენიის ხარისხისა და ხანგრძლივობის მიხედვით (იხ. დოზირება მოზრდილებში)

მოზარდები (12-დან 17 წლამდე):

წონისა და სქესობრივი განვითარების მიხედვით, ექიმი აფასებს, რომელი პოზიციაა (მოზრდილის თუ საბავშვო) ყველაზე შესაფერისი. კლინიკური მონაცემები აჩვენებს, რომ რომფლუკონაზოლის კლირენსი უფრო მაღალია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. მოზრდილებში 100, 200 და 400 მგ დოზა შეესაბამება 3, 6 და 12 მგ/კგ დოზას ბავშვებში შესადარებელი სისტემური ეფექტის მისაღებად.

ბავშვებში გენიტალური კანდიდოზის დროს უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. სხვა პედიატრიული ჩვენებებისთვის უსაფრთხოების მონაცემები აღწერილია პარაგრაფში „გვერდითი მოვლენები“. თუ მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) გენიტალური კანდიდოზის მკურნალობა აუცილებელია, გამოიყენება ზრდასრულთა დოზა.

გამოყენების წესი

დიფლუზოლის მიღება შესაძლებელია პერორალურად (კაფსულები) ან ინტრავენური ინფუზიის სახით (საინფუზიო ხსნარი), პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. ინტრავენურიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლისას ან პირიქით, დღიური დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ექიმი ნიშნავს ყველაზე შესაფერის წამლის ფორმას და დოზირებას პაციენტის ასაკისა და წონის მიხედვით. კაფსულები არ არის განკუთვნილი ჩვილებისა და მცირეწლოვან ბავშვებში გამოსაყენებლად. ბავშვებში პრეპარატი კაფსულების სახით გამოყენება შეიძლება მაშინ, როდესაც ბავშვებს შეუძლიათ კაფსულის უსაფრთხოდ გადაყლაპვა, რაც ჩვეულებრივ შესაძლებელია 5 წლიდან ასაკში.

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად და საკვების მიღების მიუხედავად.

დოზის გადაჭარბება

აღინიშნა ფლუკონაზოლით დოზის გადაჭარბების შემთხვევები; ამავდროულად აღინიშნა ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია და, საჭიროების შემთხვევაში, კუჭის ამორეცხვა.

ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდით; ფორსირებულ დიურეზს შეუძლია დააჩქაროს პრეპარატის გამოყოფა. 3-საათიანი ჰემოდიალიზის სეანსი ამცირებს ფლუკონაზოლის პლაზმურ დონეს დაახლოებით 50%-ით.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

ფლუკონაზოლის მიღებასთან დაკავშირებული იყო ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (Drug reaction with eosinophilia and systemic symptoms, DRESS) გამოწვეული წამლისმიერი რეაქციის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი „გამოყენების თავისებურებები“).

ყველაზე ხშირად (˃1/10) მიღებულია შეტყობინებები ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, როგორიცაა: თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, გამონაყარი, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST), სისხლის ტუტე ფოსფატაზას დონის ზრდა და გამონაყარი.

გვერდითი მოვლენების სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 და < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 და < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000 და < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000) და სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

არახშირი: ანემია.

იშვიათი: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი: ​​ანაფილაქსია.

მეტაბოლური და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები

არახშირი: მადის შემცირება

იშვიათი: ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპოკალიემია.

ფსიქიკური დარღვევები

არახშირი: უძილობა, ძილიანობა.

ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი.

არახშირი: კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, პარესთეზია, გემოვნების დარღვევა.

იშვიათი: ტრემორი.

სმენის ორგანოებისა და ვესტიბულური აპარატის მხრივ

არახშირი: ვერტიგი.

გულის მხრივ

იშვიათი: „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

არახშირი: ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ხშირი: ალანინამინოტრანსფერაზას (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) და ტუტე ფოსფატაზას მომატებული დონე.

არახშირი: ქოლესტაზი, სიყვითლე, ბილირუბინის მომატებული დონე.

იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატოცელულარული ნეკროზი, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული დაზიანება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ხშირი: გამონაყარი.

არახშირი: ქავილი, წამლისმიერი გამონაყარი*, ჭინჭრის ციება, ოფლიანობის მომატება.

იშვიათი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ექსფოლიატიური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია.

სიხშირე უცნობია: წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

არახშირი: მიალგია.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

არახშირი: მომატებული დაღლილობა, სისუსტე, ასთენია, ცხელება.

  • მოიცავს ადგილობრივ წამლისმიერ გამონაყარს.

ბავშვები

ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენებისა და ლაბორატორიული ანალიზების პასუხების ნორმიდან გადახრის სიხშირე და ბუნება შედარებადია მოზრდილებში ჩატარებული კვლევების სიხშირესა და ბუნებასთან.

ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

150 მგ კაფსულები, 1 კაფსულა ბლისტერზე, 1 ან 2 ბლისტერი შეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

საჯარო სააქციო საზოგადოება „კიევმედპრეპარატი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის ადგილის მისამართი

უკრაინა, 01032, ქ. კიევი, საქსაგანსკოგოს ქ., 139.

ბოლო გადახედვის თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა