პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ეფცენი

FCN

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

ეფცენი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების მკურნალობის მიზნით: კრიპტოკოკული მენინგიტი; კოკციდიომიკოზი; ინვაზიური კანდიდოზი; ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, ოროფარინგეალური კანდიდოზის, საყლაპავის კანდიდოზის, კანდიდურიის, ასევე კანისა და ლორწოვანის ქრონიკული კანდიდოზის ჩათვლით; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუკონაზოლი (fluconazole)
ფორმა და შეფუთვა
150მგ მყარი კაფსულა №1
მწარმოებელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -NOVAGEN HEALTHCARE PVT. LTD.(ინდოეთი)), საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
J02AC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044145
რეგისტრირებულია
17 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს ,,ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაეფცენი და სხვა წამალი ერთად

ეფცენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეფცენი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების მკურნალობის მიზნით:

კრიპტოკოკული მენინგიტი;

კოკციდიომიკოზი;

ინვაზიური კანდიდოზი;

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, ოროფარინგეალური კანდიდოზის, საყლაპავის კანდიდოზის, კანდიდურიის, ასევე კანისა და ლორწოვანის ქრონიკული კანდიდოზის ჩათვლით;

ქრონიკული ატროფიული ორალური კანდიდოზი (გამოწვეული კბილის პროთეზით), როდესაც პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ან ადგილობრივი მკურნალობა არ არის საკმარისი;

ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ გამოიყენება;

კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ლოკალური თერაპია არ გამოიყენება;

დერმატომიკოზი, ტერფის, ტანისა და საზარდულის არის მიკოზების, სხვადასხვაფერი პიტირიაზის და კანის კანდიდოზური ინფექციების ჩათვლით, როდესაც ინიშნება სისტემური მკურნალობა;

ონიქომიკოზი, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არ არის მისაღები.

ეფცენი ინიშნება მოზრდილებში პროფილაქტიკის მიზნით:

კრიპტოკოკული მენინგიტის გამწვავება რეციდივების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში;

ოროფარინგეალური ან ეზოფაგეალური კანდიდოზის გამწვავება რეციდივების მაღალი რისკის მქონე აივ-ინფიცირებულ პაციენტებში;

ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების სიხშირის შემცირების მიზნით (წელიწადში 4 და მეტი ეპიზოდი);

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ხანგრძლივი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში (ჰემობლასტოზების მქონე პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას ან პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია).

ეფცენი ინიშნება 0-დან 17 წლამდე ბავშვებში:

პრეპარატი გამოიყენება ლორწოვანი გარსების კანდიდოზის (ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკული მენინგიტის მკურნალობისას და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. პრეპარატი შესაძლოა გამოიყენებოდეს შემანარჩუნებელი თერაპიის დროს კრიპტოკოკული მენინგიტის გამწვავების პროფილაქტიკის მიზნით რეციდივის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება

ეფცენის სადღეღამისო დოზის შერჩევა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის სახესა და მიმდინარეობის სიმძიმეზე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, კვებისგან დამოუკიდებლად. კაფსულა მიიღება პერორალურად მთლიანად წყლის მიყოლებით.

გამოყენება მოზრდილებში:

კრიპტოკოკოზი: კრიპტოკოკული მენინგიტის მკურნალობის დროს პირველ დღეს ინიშნება 400 მგ, შემდეგ - 200-დან 400 მგ-მდე ერთჯერ დღეში 6-8 კვირის განმავლობაში; სიცოცხლისათვის საშიში ინფექციებისას შესაძლებელია დღიური დოზის 800 მგ-მდე გაზრდა.

შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკული მენინგიტის გამწვავების პროფილაქტიკის მიზნით რეციდივების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში – 200 მგ დღეში ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

კოკციდიომიკოზი: ინიშნება 200-დან 400 მგ-მდე დღეში ერთჯერ 11-24 თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად, რაც დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ზოგიერთი ინფექციისას, განსაკუთრებით ტვინის გარსების დაზიანებით, შესაძლოა განიხილებოდეს დოზა 800 მგ დღეში.

ინვაზიური კანდიდოზი: დარტყმითი დოზა – 800 მგ პირველ დღეს, შემდეგ – 400 მგ დღეში.

ზოგადი რეკომენდაცია კანდიდემიის მკურნალობის ხანგრძლივობის თაობაზე – 2 კვირა პაციენტის სისხლში კანდიდემიის არსებობაზე პირველი უარყოფითი შედეგის მიღების და კანდიდემიის სიმპტომების სრული გაქრობის შემდეგ.

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს ინიშნება დარტყმითი დოზა 200-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს, შემდეგ – 100-დან 200 მგ-მდე დღეში ერთჯერ; მკურნალობის ხანგრძლივობა - 7-21 დღე (რემისიის დადგომამდე). თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესაძლოა დასჭირდეს პაციენტებს იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევით.

საყლაპავის კანდიდოზი: დარტყმითი დოზა შეადგენს 200-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს, შემდგომი – 100-დან 200 მგ-მდე დღეში ერთჯერ 14-30 დღის განმავლობაში (საყლაპავის კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე). თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესაძლოა დასჭირდეს იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებს.

კანდიდურია: 200-დან 400 მგ-მდე დღეში ერთჯერ 7-21 დღის განმავლობაში. თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესაძლოა დასჭირდეს იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებს.

ლორწოვანი გარსების კანდიდოზის რეციდივების პრევენცია რეციდივის მაღალი რისკის მქონე აივ-ინფიცირებულ პაციენტებში: ოროფარინგეალური კანდიდოზი და საყლაპავის კანდიდოზი: 100-დან 200 მგ-მდე დღეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში, ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ქრონიკული იმუნური სუპრესიის მქონე პაციენტებში.

გენიტალური კანდიდოზი: მწვავე ვაგინალური კანდიდოზი და კანდიდოზური ბალანიტი – 150 მგ ერთჯერადად. მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა (წელიწადში 4 ან მეტი ეპიზოდი): 150 მგ ყოველ მე-3 დღეს – სულ 3 დოზა (პირველ, მე-4 და მე-7 დღეს), შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა 150 მგ კვირაში ერთჯერ 6 თვის განმავლობაში.

დერმატომიკოზი:

ტერფის, ტანისა და საზარდულის არის დერმატოფიტია, კანდიდოზები: 150 მგ კვირაში ერთჯერ 2-4 კვირის განმავლობაში; ტერფის დერმატოფიტიის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობა 6 კვირამდე ხანგრძლივობით.

სხვადასხვაფერი პიტირიაზის დროს - 300-დან 400 მგ-მდე კვირაში ერთჯერ, 1-3 კვირის განმავლობაში.

ონიქომიკოზის დროს - 150 მგ კვირაში ერთჯერ არაინფიცირებული ფრჩხილის ამოსვლამდე. ეს პერიოდი შეადგენს 3-6 თვეს ზედა კიდურების ფრჩხილებისთვის და 6-12 თვეს ქვედა კიდურების ფრჩხილებისთვის. ამავე დროს, ზრდის სიჩქარე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ინდივიდის და ასაკის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციის წარმატებული მკურნალობის შემდეგ ფრჩხილები დეფორმირებული რჩება.

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ხანგრძლივი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში: 200-დან 400 მგ-მდე დღეში ერთჯერ. მკურნალობის დაწყება საჭიროა ნეიტროპენიის მოსალოდნელ დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე და უნდა გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში იმის შემდეგ, როდესაც ნეიტროფილების რიცხვი 1000 უჯრედი/მმ3-ზე მეტი გახდება.

ხანდაზმული პაციენტები: საჭიროა დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის მდგომარეობიდან გამომდინარე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ერთჯერადად მიღებისას დოზის კორექცია არ არის საჭირო. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მოზრდილებსა და ბავშვებში) პრეპარატის მრავალჯერადი მიღებისას ინიშნება საწყისი დოზა 50 მგ-დან 400 მგ-მდე (რეკომენდებული დღიური დოზის საფუძველზე ჩვენების თანახმად), შემდეგ დღიურ დოზას (ჩვენების მიხედვით) ადგენენ შემდეგი ცხრილის თანახმად:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზის პროცენტი

> 50

100%

≤ 50 (ჰემოდიალიზის გარეშე)

50%

ჰემოდიალიზი

100% ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები უნდა იღებდნენ რეკომენდებული დოზის 100 %-ს ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ; იმ დღეს, როცა დიალიზი არ არის, პაციენტებმა უნდა მიიღონ შემცირებული დოზა კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.

პედიატრიული პაციენტები: ბავშვებში ისევე, როგორც მოზრდილებში, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოლოგიურ ეფექტურობაზე. ბავშვებისთვის პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს მოზრდილებისთვის არსებულ ნორმებს (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ). ფლუკონაზოლს იღებენ ყოველდღიურად ერთჯერ დღეში.

ბავშვებში (4 კვირიდან 11 წლამდე ასაკი): ლორწოვანი გარსების კანდიდოზური ინფექციების დროს - საწყისი დოზა 6 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერ დღეში, შემდგომში - 3 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერ დღეში. პირველ დღეს საწყისი დოზის გამოყენება ხდება სტაციონარული მდგომარეობის დონის უფრო სწრაფი მიღწევისთვის.

ინვაზიური კანდიდოზის და კრიპტოკოკული მენინგიტის დროს - 6-დან 12 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე ერთჯერ დღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით.

შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკული მენინგიტის გამწვავების პროფილაქტიკის მიზნით რეციდივის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში – 6 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერ დღეში, დაავადების სიმძიმეზე დამოკიდებულებით.

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში – დოზა შეადგენს დღე-ღამის განმავლობაში 3-დან 12 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე, დამოკიდებულია ინდუცირებული ნეიტროპენიის ხანგრძლივობასა და ხარისხზე (იხ. გამოყენება მოზრდილებში).

მოზარდები (12-დან 17 წლამდე ასაკი): დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე და პუბერტულ განვითარებაზე, ექიმმა უნდა შეაფასოს, რომელი დოზირება (მოზრდილების თუ ბავშვების) არის მეტად შესაბამისი. კლინიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ბავშვებს გააჩნიათ ფლუკონაზოლის უფრო მაღალი კლირენსი, ვიდრე მოზრდილებს. მოზრდილთა დოზები 100, 200 და 400 მგ შეესაბამება ბავშვთა დოზებს 3, 6 და 12 მგ/კგ შედარებითი სისტემური ზემოქმედების მისაღებად.

გენიტალური კანდიდოზის დროს გამოყენებისას პედიატრიულ პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. თუ გენიტალური კანდიდოზის მკურნალობა აუცილებელია მოზარდისთვის (12-17 წლის ასაკის), დოზირება უნდა განისაზღვროს მოზრდილთა დოზირების ანალოგიურად.

ახალშობილი ბავშვები (0-დან 27 დღემდე): 2 კვირამდე ასაკის ჩვილებში ინიშნება იგივე დოზებით, რაც მოზრდილ ბავშვებში 72 სთ-ში ერთჯერ, მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 მგ/კგ ყოველ 72 სთ-ში ერთჯერ.

15-დან 27 დღემდე ჩვილები: ინიშნება იგივე დოზებით, რაც მოზრდილ ბავშვებში 48 სთ-ში ერთჯერ, მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 მგ/კგ ყოველ 48 სთ-ში ერთჯერ.

უკუჩვენებები

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ეფცენის გამოყენება ციზაპრიდთან, ასთემიზოლთან, პიმოზიდთან, ქვინიდინთან, ერითრომიცინთან უკუნაჩვენებია.

ტერფენადინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლის მრავალჯერად დოზებს 400 მგ დღეში ან მეტი.

სიფრთხილის ზომები

თავის თმიანი ნაწილის დერმატოფიტია: რადგან პრეპარატი ეფექტურობით არ აღემატება გრიზეოფულვინს და მკურნალობის ზოგადი ეფექტურობა შეადგენს არა უმეტეს 20%-ს, ფლუკონაზოლი არ გამოიყენება თავის თმიანი ნაწილის დერმატოფიტიის მკურნალობის მიზნით.

კრიპტოკოკოზი, ღრმა ენდემური მიკოზები: ფლუკონაზოლის ეფექტურობის მტკიცებულებები სხვა ლოკალიზაციების კრიპტოკოკოზის (მაგალითად, პულმონალური და კანის კრიპტოკოკოზი) და ენდემური მიკოზების სხვა ფორმების (როგორიცაა პარაკოკციდიომიკოზი, ლიმფურ-დერმალური სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი) მკურნალობისას არის ლიმიტირებული, ამიტომ ამ დაავადებების მკურნალობისთვის დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციები არ არსებობს.

რენალური სისტემა: ფლუკონაზოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა: კეტოკონაზოლი ცნობილია, როგორც თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის გამომწვევი აგენტი და ეს შეიძლება ეხებოდეს ფლუკონაზოლსაც, თუმცა იშვიათად.

ჰეპატობილიარული სისტემა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტეში ფლუკონაზოლი გამოიყენება სიფრთხილით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ზოგიერთი აზოლების გამოყენება, ფლუკონაზოლის ჩათვლით, ასოცირდება QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან ელექტროკარდიოგრამაზე. ფლუკონაზოლი ინიშნება სიფრთხილით პოტენციური პროარითმული მდგომარეობების მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 CYP3A4 საშუალებით.

გალოფანტრინი: გალოფანტრინი ზრდის QTс ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზისას და წარმოადგენს CYP3A4-ს სუბსტრატს. ამიტომ ფლუკონაზოლის და გალოფანტრინის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად ვითარდება კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. აღწერილია წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). შიდს-ით დაავადებული პაციენტები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან მრავალ პრეპარატებზე კანის მძიმე რეაქციების განვითარებისკენ. გამონაყარის გამოვლინებისას აუცილებელია პაციენტის გულდასმითი დაკვირვება და ფლუკონაზოლის მოხსნა.

ჰიპერმგრძნობელობა: იშვიათ შემთხვევებში ვლინდებოდა ანაფილაქსიური რეაქცია.

ციტოქრომ P450: ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C9 და CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორს. ის ასვე CYP2C19 ძლიერი ინჰიბიტორია. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ფლუკონაზოლით და ვიწრო თერაპიული ფანჯრის მქონე პრეპარატებით, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 იზოფერმენტებით.

ტერფენადინი: ტერფენადინის ფლუკონაზოლთან 400 მგ/დღეში ნაკლები დოზებით ერთდროული გამოყენება უნდა მოხდეს პაციენტთა გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ.

კანდიდოზი: კვლევებმა აჩვენა Candida-ს სახეობებით (C. Albicans გარდა) გამოწვეული ინფექციების მზარდი გავრცელება. მათ ხშირად გააჩნიათ რეზისტენტულობა (C. krusei და C. auris) ან შემცირებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციებისას შესაძლოა საჭირო გახდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპია მკურნალობის წარუმატებლობის გამო.

დამხმარე ნივთიერებები: ეფცენი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტები იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობით, ლაქტაზას სრული დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა იყენებდნენ ამ პრეპარატს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. საჭიროა პაციენტების ინფორმირება ფლუკონაზოლის მიღებისას თავბრუსხვევის ან კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობის შესახებ. ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

შეფუთვა:

1 კაფსულა ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფლუკონაზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ პრეპარატებთან ერთად: ციზაპრიდი, ტერფენადინი, ასთემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი, ერითრომიცინი.

არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის გამოყენება გალოფანტრინთან ერთად კარდიოტოქსიკურობის განვითარების რისკის გამო.

ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება ამიოდარონთან მოითხოვს სიფრთხილეს, რადგან შესაძლოა QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად ფლუკონაზოლის დანიშვნა მოითხოვს სიფრთხილის დაცვას და დოზის კორექციას:

პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ფლუკონაზოლზე: ჰიდროქლოროთიაზიდი, რიფამპიცინი.

პრეპარატები, რომლებზეც მოქმედებს ფლუკონაზოლი: აბროციტინიბი, ალფენტანილი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ამფოტერიცინი B, ბენზოდიაზეპინები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი), კარბამაზეპინი, ცელეკოქსიბი, ციკლოფოსფამიდი, ფენტანილი, კალციუმის არხების ბლოკერები (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი, ფელოდიპინი), ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი, ფლუვასტატინი), იბრუტინიბი, ოლაპარიბი, იმუნოსუპრესორები (ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი), ლოსარტანი, ლურასიდონი, მეტადონი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, პრედნიზონი, საკვინავირი, ტოფაციტინიბი, ტოლვაპტანი, გველის სუროს ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი), ვიტამინი A, ვორიკონაზოლი, აზითრომიცინი, ანტიკოაგულანტები (ვარფარინი და სხვა), პერორალური კონტრაცეპტივები, ზიდოვუდინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი), თეოფილინი, ივაკაფტორი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ეფცენის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

დაორსულებამდე ერთჯერადი დოზის მიღების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის გამორეცხვის პერიოდი დაახლოებით 1 კვირა (რაც შეესაბამება 5-6 ნახევარგამოყოფის პერიოდს).

ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში და აღწევს კონცენტრაციას, რომელიც პლაზმაში არსებული კონცენტრაციის მსგავსია.

150 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადად მიღების შემდეგ ძუძუთი კვების გაგრძელება შესაძლებელია, მაგრამ პრეპარატის განმეორებითი გამოყენების და უფრო მაღალი დოზების მიღების შემდეგ ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. ზოგჯერ მოსალოდნელია შექცევადი ხასიათის გვერდითი მოვლენები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქრება.

ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს (>1/10) წარმოადგენს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მომატებული ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზა, გამონაყარი.

გვერდითი მოვლენები აღინიშნება შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, < 1/10); არახშირად (≥1/1000, < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად – ანემია; იშვიათად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად – ანაფილაქსია.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: არახშირად - მადის დაქვეითება; იშვიათად - ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირად – ძილიანობა, უძილობა.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი; არახშირად - კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს შეცვლა; იშვიათად – ტრემორი.

სმენის და ლაბირინთული დარღვევები: არახშირად – ვერტიგო.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭების ციმციმი/თრთოლვა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა; არახშირად – ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე.

ჰეპატობილიარული დარღვევები: ხშირად - ტუტე ფოსფატაზას, ამინოტრანსფერაზების (ალტ, ასტ) დონის მომატება; არახშირად – ქოლესტაზი, სიყვითლე, ბილირუბინის დონის მომატება; იშვიათად – ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ნეკროზი, ჰეპატოცელულური დაზიანება.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი; არახშირად – მედიკამენტოზური დერმატიტი (ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარის ჩათვლით), ქავილი, ჭინჭრის ციება, მომატებული ოფლიანობა; იშვიათად - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია; უცნობი სიხშირით – წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით.

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: არახშირად - მიალგია.

ზოგადი დარღვევები: არახშირად – დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ციებ-ცხელება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა

დიდი რაოდენობით პრეპარატის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ჰალუცინაციების და პარანოიდული ქცევის გამოვლინება.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, კუჭის ამორეცხვა და ფორსირებული დიურეზი. ჰემოდიალიზის სეანსი 3-საათიანი ხანგრძლივობით დაახლოებით 50 %-ით ამცირებს ფლუკონაზოლის დონეს პლაზმაში.

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს:

ფლუკონაზოლს - 150 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი;

კაფსულის გარსის შემადგენლობა: კაფსულის თავსახური (ლურჯი): ჟელატინი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, პოლივინილპიროლიდონი K-30, Brilliant Blue (E133), Phloxine B, ტიტანის დიოქსიდი (E171). კაფსულის კორპუსი (სპილოსძვლისფერი): ჟელატინი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, პოლივინილპიროლიდონი K-30, Quinoline Yellow (E104), Sunset Yellow (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171).

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც იწვევს სოკოს უჯრედში სტეროლების სინთეზის სელექტიურ ინჰიბირებას. იგი აინჰიბირებს ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებული ფერმენტების ჟანგვით პროცესებს, ზრდის სოკოს უჯრედის მემბრანის განვლადობას, არღვევს სოკოს უჯრედის ზრდისა და რეპლიკაციის ციკლებს.

In vitro ეფცენი ავლენს სოკოს საწინააღმდეგო აქტივობას კლინიკურ პრაქტიკაში მეტად გავრცელებული Candida-ს სახეობების მიმართ (C. albicans, C. parapsilosis, C. tropicalis). ფლუკონაზოლის მიმართ C. glabrata ავლენს შემცირებულ მგრძნობელობას, ხოლო C. krusei და C. auris რეზისტენტულნი არიან ფლუკონაზოლის მიმართ. ფლუკონაზოლის MIC და ეპიდემიოლოგიური ზღვრული მაჩვენებელი (ECOFF) C. guilliermondii-სთვის უფრო მაღალია, ვიდრე C. albicans-ისთვის. ფლუკონაზოლი in vitro ასევე ავლენს აქტივობას Cryptococcus neoformans და Cryptococcus gattii-ს მიმართ და ასევე ენდემური საფუარა სოკოების Blastomyces dermatiditis, Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides brasiliensis წინააღმდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: პერორალური მიღებისას ფლუკონაზოლი თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. პრეპარატის სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 0.5-1.5 სთ-ში. პლაზმური კონცენტრაცია პირდაპირპროპორციულია მიღებული დოზის. წონასწორული მდგომარეობის 90%-იანი დონე მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან IV-V დღეს – დღეში ერთჯერ მიღებისას, II დღეს – დარტყმითი (ორმაგი სადღეღამისო დოზა) დოზებით მიღებისას.

განაწილება: განაწილების მოჩვენებითი მოცულობა უახლოვდება წყლის საერთო შემცველობას ორგანიზმში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (11-12%). ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში. მისი კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში უტოლდება კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. სოკოვანი მენინგიტით დაავადებულ პაციენტებში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაახლოებით 80 %-ს.

რქოვანა გარსში, ეპიდერმისში, დერმასა და ოფლში მიიღწევა მაღალი კონცენტრაციები, რომლებიც აღემატება შრატისმიერ კონცენტრაციებს. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა გარსში.

ბიოტრანსფორმაცია: ფლუკონაზოლი მეტაბოლიზდება მხოლოდ უმნიშვნელო ხარისხით. რადიოაქტიური დოზიდან მხოლოდ 11% გამოიყოფა შეცვლილი სახით შარდთან ერთად. ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების ზომიერ ინჰიბიტორს და CYP2C19 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორს.

ელიმინაცია: პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმიდან შეადგენს 30 სთ-ს. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით (80% შეუცვლელი სახით). ფლუკონაზოლის კლირენსი პროპორციულია კრეატინინის კლირენსისა. მოცირკულირე მეტაბოლიტები არ გამოვლენილა.

ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო შესაძლებელია პრეპარატის მიღება ერთჯერადად ვაგინალური კანდიდოზის დროს, ასევე დღეში ერთჯერ და კვირაში ერთჯერ - სხვა ჩვენებების შემთხვევაში.

ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში: ფლუკონაზოლის 2-8 მგ/კგ 9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში დანიშვნის შემდეგ მრუდქვეშა ფართობი (AUC) შეადგენდა 38 მკგXსთ/მლ 1 მგ/კგ დოზის ერთეულზე. პრეპარატის მრავალჯერადი მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი მერყეობდა 15-დან 18 სთ-მდე, ხოლო განაწილების მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 880 მლ/კგ. ფლუკონაზოლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის უფრო მაღალი, დაახლოებით 24 სთ-იანი, პერიოდი იყო აღნიშნული პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ. ეს მონაცემები შედარებადია ფლუკონაზოლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდთან მისი ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ დოზით 3 მგ/კგ ბავშვებში 11 დღიდან 11 თვემდე. განაწილების მოცულობა ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში შეადგენდა დაახლოებით 950 მლ/კგ.

ფლუკონაზოლის გამოყენების გამოცდილება ახალშობილებში შემოიფარგლება ფარმაკოკინეტიკური კვლევებით 12 დღენაკლულ ახალშობილში გესტაციის საშუალო ასაკით 28 კვირა. საშუალო T1/2 (სთ) შეადგენდა 74 (44-185) პირველ დღეს, შემდეგ 53 (30-131) მე-7 დღეს და 47 (27-68) მე-13 დღეს. AUC (მკგXსთ/მლ) იყო 271 (173-385) პირველ დღეს, შემდეგ 490 (292-734) მე-7 დღეს და 360 (167-566) მე-13 დღეს. განაწილების მოცულობა (მლ/კგ): 1183 (1070-1470) პირველ დღეს, 1184-მდე (510-2130) მე-7 დღეს და 1328 (1040-1680) მე-13 დღეს.

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში: ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება ხანდაზმულ პაციენტებში განპირობებულია თირკმლის ფუნქციის მახასიათებლების დაქვეითებით მოცემულ ჯგუფში.

ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის დარღვევისას: პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 30-დან 98 სთ-მდე. შესაბამისად, საჭიროა დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზით და ნაკლები ხარისხით პერიტონეალური დიალიზით.

ფარმაკოკინეტიკა ლაქტაციის დროს: ფლუკონაზოლი აღმოჩენილი იყო დედის რძეში საშუალო კონცენტრაციით, რომელიც შეადგენდა დედის პლაზმაში კონცენტრაციის დაახლოებით 98%-ს. დედის რძეში კონცენტრაციის საშუალო პიკი შეადგენდა 2.61 მგ/ლ დოზის მიღებიდან 5.2 სთ-ში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ეფცენი

FCN

ზოგადი დახასიათება:

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ფლუკონაზოლი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

მყარი ჟელატინის კაფსულა ლურჯი ფერის თავსახურით და სპილოსძვლისფერი კორპუსით, შევსებული თეთრი ფერის ფხვნილით;

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

ფლუკონაზოლს - 150 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი;

კაფსულის გარსის შემადგენლობა: კაფსულის თავსახური (ლურჯი): ჟელატინი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, პოლივინილპიროლიდონი K-30, Brilliant Blue (E133), Phloxine B, ტიტანის დიოქსიდი (E171). კაფსულის კორპუსი (სპილოსძვლისფერი): ჟელატინი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, პოლივინილპიროლიდონი K-30, Quinoline Yellow (E104), Sunset Yellow (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171).

გამოშვების ფორმა:

კაფსულები, 150 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები. ფლუკონაზოლი.

ათქ-კოდი: J02AC01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც იწვევს სოკოს უჯრედში სტეროლების სინთეზის სელექტიურ ინჰიბირებას. იგი აინჰიბირებს ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებული ფერმენტების ჟანგვით პროცესებს, ზრდის სოკოს უჯრედის მემბრანის განვლადობას, არღვევს სოკოს უჯრედის ზრდისა და რეპლიკაციის ციკლებს.

In vitro ეფცენი ავლენს სოკოს საწინააღმდეგო აქტივობას კლინიკურ პრაქტიკაში მეტად გავრცელებული Candida-ს სახეობების მიმართ (C. albicans, C. parapsilosis, C. tropicalis). ფლუკონაზოლის მიმართ C. glabrata ავლენს შემცირებულ მგრძნობელობას, ხოლო C. krusei და C. auris რეზისტენტულნი არიან ფლუკონაზოლის მიმართ. ფლუკონაზოლის MIC და ეპიდემიოლოგიური ზღვრული მაჩვენებელი (ECOFF) C. guilliermondii-სთვის უფრო მაღალია, ვიდრე C. albicans-ისთვის. ფლუკონაზოლი in vitro ასევე ავლენს აქტივობას Cryptococcus neoformans და Cryptococcus gattii-ს მიმართ და ასევე ენდემური საფუარა სოკოების Blastomyces dermatiditis, Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides brasiliensis წინააღმდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: პერორალური მიღებისას ფლუკონაზოლი თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. პრეპარატის სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 0.5-1.5 სთ-ში. პლაზმური კონცენტრაცია პირდაპირპროპორციულია მიღებული დოზის. წონასწორული მდგომარეობის 90%-იანი დონე მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან IV-V დღეს – დღეში ერთჯერ მიღებისას, II დღეს – დარტყმითი (ორმაგი სადღეღამისო დოზა) დოზებით მიღებისას.

განაწილება: განაწილების მოჩვენებითი მოცულობა უახლოვდება წყლის საერთო შემცველობას ორგანიზმში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (11-12%). ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში. მისი კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში უტოლდება კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. სოკოვანი მენინგიტით დაავადებულ პაციენტებში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაახლოებით 80 %-ს.

რქოვანა გარსში, ეპიდერმისში, დერმასა და ოფლში მიიღწევა მაღალი კონცენტრაციები, რომლებიც აღემატება შრატისმიერ კონცენტრაციებს. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა გარსში.

ბიოტრანსფორმაცია: ფლუკონაზოლი მეტაბოლიზდება მხოლოდ უმნიშვნელო ხარისხით. რადიოაქტიური დოზიდან მხოლოდ 11% გამოიყოფა შეცვლილი სახით შარდთან ერთად. ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების ზომიერ ინჰიბიტორს და CYP2C19 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორს.

ელიმინაცია: პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმიდან შეადგენს 30 სთ-ს. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით (80% შეუცვლელი სახით). ფლუკონაზოლის კლირენსი პროპორციულია კრეატინინის კლირენსისა. მოცირკულირე მეტაბოლიტები არ გამოვლენილა.

ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო შესაძლებელია პრეპარატის მიღება ერთჯერადად ვაგინალური კანდიდოზის დროს, ასევე დღეში ერთჯერ და კვირაში ერთჯერ - სხვა ჩვენებების შემთხვევაში.

ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში: ფლუკონაზოლის 2-8 მგ/კგ 9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში დანიშვნის შემდეგ მრუდქვეშა ფართობი (AUC) შეადგენდა 38 მკგXსთ/მლ 1 მგ/კგ დოზის ერთეულზე. პრეპარატის მრავალჯერადი მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი მერყეობდა 15-დან 18 სთ-მდე, ხოლო განაწილების მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 880 მლ/კგ. ფლუკონაზოლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის უფრო მაღალი, დაახლოებით 24 სთ-იანი, პერიოდი იყო აღნიშნული პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ. ეს მონაცემები შედარებადია ფლუკონაზოლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდთან მისი ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ დოზით 3 მგ/კგ ბავშვებში 11 დღიდან 11 თვემდე. განაწილების მოცულობა ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში შეადგენდა დაახლოებით 950 მლ/კგ.

ფლუკონაზოლის გამოყენების გამოცდილება ახალშობილებში შემოიფარგლება ფარმაკოკინეტიკური კვლევებით 12 დღენაკლულ ახალშობილში გესტაციის საშუალო ასაკით 28 კვირა. საშუალო T1/2 (სთ) შეადგენდა 74 (44-185) პირველ დღეს, შემდეგ 53 (30-131) მე-7 დღეს და 47 (27-68) მე-13 დღეს. AUC (მკგXსთ/მლ) იყო 271 (173-385) პირველ დღეს, შემდეგ 490 (292-734) მე-7 დღეს და 360 (167-566) მე-13 დღეს. განაწილების მოცულობა (მლ/კგ): 1183 (1070-1470) პირველ დღეს, 1184-მდე (510-2130) მე-7 დღეს და 1328 (1040-1680) მე-13 დღეს.

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში: ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება ხანდაზმულ პაციენტებში განპირობებულია თირკმლის ფუნქციის მახასიათებლების დაქვეითებით მოცემულ ჯგუფში.

ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის დარღვევისას: პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 30-დან 98 სთ-მდე. შესაბამისად, საჭიროა დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზით და ნაკლები ხარისხით პერიტონეალური დიალიზით.

ფარმაკოკინეტიკა ლაქტაციის დროს: ფლუკონაზოლი აღმოჩენილი იყო დედის რძეში საშუალო კონცენტრაციით, რომელიც შეადგენდა დედის პლაზმაში კონცენტრაციის დაახლოებით 98%-ს. დედის რძეში კონცენტრაციის საშუალო პიკი შეადგენდა 2.61 მგ/ლ დოზის მიღებიდან 5.2 სთ-ში.

ჩვენება:

ეფცენი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების მკურნალობის მიზნით:

კრიპტოკოკული მენინგიტი;

კოკციდიომიკოზი;

ინვაზიური კანდიდოზი;

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, ოროფარინგეალური კანდიდოზის, საყლაპავის კანდიდოზის, კანდიდურიის, ასევე კანისა და ლორწოვანის ქრონიკული კანდიდოზის ჩათვლით;

ქრონიკული ატროფიული ორალური კანდიდოზი (გამოწვეული კბილის პროთეზით), როდესაც პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ან ადგილობრივი მკურნალობა არ არის საკმარისი;

ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ გამოიყენება;

კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ლოკალური თერაპია არ გამოიყენება;

დერმატომიკოზი, ტერფის, ტანისა და საზარდულის არის მიკოზების, სხვადასხვაფერი პიტირიაზის და კანის კანდიდოზური ინფექციების ჩათვლით, როდესაც ინიშნება სისტემური მკურნალობა;

ონიქომიკოზი, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არ არის მისაღები.

ეფცენი ინიშნება მოზრდილებში პროფილაქტიკის მიზნით:

კრიპტოკოკული მენინგიტის გამწვავება რეციდივების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში;

ოროფარინგეალური ან ეზოფაგეალური კანდიდოზის გამწვავება რეციდივების მაღალი რისკის მქონე აივ-ინფიცირებულ პაციენტებში;

ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების სიხშირის შემცირების მიზნით (წელიწადში 4 და მეტი ეპიზოდი);

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ხანგრძლივი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში (ჰემობლასტოზების მქონე პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას ან პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია).

ეფცენი ინიშნება 0-დან 17 წლამდე ბავშვებში:

პრეპარატი გამოიყენება ლორწოვანი გარსების კანდიდოზის (ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკული მენინგიტის მკურნალობისას და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. პრეპარატი შესაძლოა გამოიყენებოდეს შემანარჩუნებელი თერაპიის დროს კრიპტოკოკული მენინგიტის გამწვავების პროფილაქტიკის მიზნით რეციდივის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:

ეფცენის სადღეღამისო დოზის შერჩევა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის სახესა და მიმდინარეობის სიმძიმეზე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, კვებისგან დამოუკიდებლად. კაფსულა მიიღება პერორალურად მთლიანად წყლის მიყოლებით.

გამოყენება მოზრდილებში:

კრიპტოკოკოზი: კრიპტოკოკული მენინგიტის მკურნალობის დროს პირველ დღეს ინიშნება 400 მგ, შემდეგ - 200-დან 400 მგ-მდე ერთჯერ დღეში 6-8 კვირის განმავლობაში; სიცოცხლისათვის საშიში ინფექციებისას შესაძლებელია დღიური დოზის 800 მგ-მდე გაზრდა.

შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკული მენინგიტის გამწვავების პროფილაქტიკის მიზნით რეციდივების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში – 200 მგ დღეში ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

კოკციდიომიკოზი: ინიშნება 200-დან 400 მგ-მდე დღეში ერთჯერ 11-24 თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად, რაც დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ზოგიერთი ინფექციისას, განსაკუთრებით ტვინის გარსების დაზიანებით, შესაძლოა განიხილებოდეს დოზა 800 მგ დღეში.

ინვაზიური კანდიდოზი: დარტყმითი დოზა – 800 მგ პირველ დღეს, შემდეგ – 400 მგ დღეში.

ზოგადი რეკომენდაცია კანდიდემიის მკურნალობის ხანგრძლივობის თაობაზე – 2 კვირა პაციენტის სისხლში კანდიდემიის არსებობაზე პირველი უარყოფითი შედეგის მიღების და კანდიდემიის სიმპტომების სრული გაქრობის შემდეგ.

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს ინიშნება დარტყმითი დოზა 200-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს, შემდეგ – 100-დან 200 მგ-მდე დღეში ერთჯერ; მკურნალობის ხანგრძლივობა - 7-21 დღე (რემისიის დადგომამდე). თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესაძლოა დასჭირდეს პაციენტებს იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევით.

საყლაპავის კანდიდოზი: დარტყმითი დოზა შეადგენს 200-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს, შემდგომი – 100-დან 200 მგ-მდე დღეში ერთჯერ 14-30 დღის განმავლობაში (საყლაპავის კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე). თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესაძლოა დასჭირდეს იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებს.

კანდიდურია: 200-დან 400 მგ-მდე დღეში ერთჯერ 7-21 დღის განმავლობაში. თერაპიის უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესაძლოა დასჭირდეს იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებს.

ლორწოვანი გარსების კანდიდოზის რეციდივების პრევენცია რეციდივის მაღალი რისკის მქონე აივ-ინფიცირებულ პაციენტებში: ოროფარინგეალური კანდიდოზი და საყლაპავის კანდიდოზი: 100-დან 200 მგ-მდე დღეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში, ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ქრონიკული იმუნური სუპრესიის მქონე პაციენტებში.

გენიტალური კანდიდოზი: მწვავე ვაგინალური კანდიდოზი და კანდიდოზური ბალანიტი – 150 მგ ერთჯერადად. მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა (წელიწადში 4 ან მეტი ეპიზოდი): 150 მგ ყოველ მე-3 დღეს – სულ 3 დოზა (პირველ, მე-4 და მე-7 დღეს), შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა 150 მგ კვირაში ერთჯერ 6 თვის განმავლობაში.

დერმატომიკოზი:

ტერფის, ტანისა და საზარდულის არის დერმატოფიტია, კანდიდოზები: 150 მგ კვირაში ერთჯერ 2-4 კვირის განმავლობაში; ტერფის დერმატოფიტიის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობა 6 კვირამდე ხანგრძლივობით.

სხვადასხვაფერი პიტირიაზის დროს - 300-დან 400 მგ-მდე კვირაში ერთჯერ, 1-3 კვირის განმავლობაში.

ონიქომიკოზის დროს - 150 მგ კვირაში ერთჯერ არაინფიცირებული ფრჩხილის ამოსვლამდე. ეს პერიოდი შეადგენს 3-6 თვეს ზედა კიდურების ფრჩხილებისთვის და 6-12 თვეს ქვედა კიდურების ფრჩხილებისთვის. ამავე დროს, ზრდის სიჩქარე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ინდივიდის და ასაკის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციის წარმატებული მკურნალობის შემდეგ ფრჩხილები დეფორმირებული რჩება.

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ხანგრძლივი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში: 200-დან 400 მგ-მდე დღეში ერთჯერ. მკურნალობის დაწყება საჭიროა ნეიტროპენიის მოსალოდნელ დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე და უნდა გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში იმის შემდეგ, როდესაც ნეიტროფილების რიცხვი 1000 უჯრედი/მმ3-ზე მეტი გახდება.

ხანდაზმული პაციენტები: საჭიროა დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის მდგომარეობიდან გამომდინარე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ერთჯერადად მიღებისას დოზის კორექცია არ არის საჭირო. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მოზრდილებსა და ბავშვებში) პრეპარატის მრავალჯერადი მიღებისას ინიშნება საწყისი დოზა 50 მგ-დან 400 მგ-მდე (რეკომენდებული დღიური დოზის საფუძველზე ჩვენების თანახმად), შემდეგ დღიურ დოზას (ჩვენების მიხედვით) ადგენენ შემდეგი ცხრილის თანახმად:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზის პროცენტი

> 50

100%

≤ 50 (ჰემოდიალიზის გარეშე)

50%

ჰემოდიალიზი

100% ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები უნდა იღებდნენ რეკომენდებული დოზის 100 %-ს ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ; იმ დღეს, როცა დიალიზი არ არის, პაციენტებმა უნდა მიიღონ შემცირებული დოზა კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.

პედიატრიული პაციენტები: ბავშვებში ისევე, როგორც მოზრდილებში, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოლოგიურ ეფექტურობაზე. ბავშვებისთვის პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს მოზრდილებისთვის არსებულ ნორმებს (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ). ფლუკონაზოლს იღებენ ყოველდღიურად ერთჯერ დღეში.

ბავშვებში (4 კვირიდან 11 წლამდე ასაკი): ლორწოვანი გარსების კანდიდოზური ინფექციების დროს - საწყისი დოზა 6 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერ დღეში, შემდგომში - 3 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერ დღეში. პირველ დღეს საწყისი დოზის გამოყენება ხდება სტაციონარული მდგომარეობის დონის უფრო სწრაფი მიღწევისთვის.

ინვაზიური კანდიდოზის და კრიპტოკოკული მენინგიტის დროს - 6-დან 12 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე ერთჯერ დღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით.

შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკული მენინგიტის გამწვავების პროფილაქტიკის მიზნით რეციდივის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში – 6 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერ დღეში, დაავადების სიმძიმეზე დამოკიდებულებით.

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში – დოზა შეადგენს დღე-ღამის განმავლობაში 3-დან 12 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე, დამოკიდებულია ინდუცირებული ნეიტროპენიის ხანგრძლივობასა და ხარისხზე (იხ. გამოყენება მოზრდილებში).

მოზარდები (12-დან 17 წლამდე ასაკი): დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე და პუბერტულ განვითარებაზე, ექიმმა უნდა შეაფასოს, რომელი დოზირება (მოზრდილების თუ ბავშვების) არის მეტად შესაბამისი. კლინიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ბავშვებს გააჩნიათ ფლუკონაზოლის უფრო მაღალი კლირენსი, ვიდრე მოზრდილებს. მოზრდილთა დოზები 100, 200 და 400 მგ შეესაბამება ბავშვთა დოზებს 3, 6 და 12 მგ/კგ შედარებითი სისტემური ზემოქმედების მისაღებად.

გენიტალური კანდიდოზის დროს გამოყენებისას პედიატრიულ პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. თუ გენიტალური კანდიდოზის მკურნალობა აუცილებელია მოზარდისთვის (12-17 წლის ასაკის), დოზირება უნდა განისაზღვროს მოზრდილთა დოზირების ანალოგიურად.

ახალშობილი ბავშვები (0-დან 27 დღემდე): 2 კვირამდე ასაკის ჩვილებში ინიშნება იგივე დოზებით, რაც მოზრდილ ბავშვებში 72 სთ-ში ერთჯერ, მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 მგ/კგ ყოველ 72 სთ-ში ერთჯერ.

15-დან 27 დღემდე ჩვილები: ინიშნება იგივე დოზებით, რაც მოზრდილ ბავშვებში 48 სთ-ში ერთჯერ, მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 მგ/კგ ყოველ 48 სთ-ში ერთჯერ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. ზოგჯერ მოსალოდნელია შექცევადი ხასიათის გვერდითი მოვლენები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქრება.

ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს (>1/10) წარმოადგენს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მომატებული ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზა, გამონაყარი.

გვერდითი მოვლენები აღინიშნება შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, < 1/10); არახშირად (≥1/1000, < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად – ანემია; იშვიათად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად – ანაფილაქსია.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: არახშირად - მადის დაქვეითება; იშვიათად - ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირად – ძილიანობა, უძილობა.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი; არახშირად - კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს შეცვლა; იშვიათად – ტრემორი.

სმენის და ლაბირინთული დარღვევები: არახშირად – ვერტიგო.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭების ციმციმი/თრთოლვა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა; არახშირად – ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე.

ჰეპატობილიარული დარღვევები: ხშირად - ტუტე ფოსფატაზას, ამინოტრანსფერაზების (ალტ, ასტ) დონის მომატება; არახშირად – ქოლესტაზი, სიყვითლე, ბილირუბინის დონის მომატება; იშვიათად – ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ნეკროზი, ჰეპატოცელულური დაზიანება.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი; არახშირად – მედიკამენტოზური დერმატიტი (ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარის ჩათვლით), ქავილი, ჭინჭრის ციება, მომატებული ოფლიანობა; იშვიათად - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია; უცნობი სიხშირით – წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით.

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: არახშირად - მიალგია.

ზოგადი დარღვევები: არახშირად – დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ციებ-ცხელება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ეფცენის გამოყენება ციზაპრიდთან, ასთემიზოლთან, პიმოზიდთან, ქვინიდინთან, ერითრომიცინთან უკუნაჩვენებია.

ტერფენადინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლის მრავალჯერად დოზებს 400 მგ დღეში ან მეტი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ფლუკონაზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ პრეპარატებთან ერთად: ციზაპრიდი, ტერფენადინი, ასთემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი, ერითრომიცინი.

არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის გამოყენება გალოფანტრინთან ერთად კარდიოტოქსიკურობის განვითარების რისკის გამო.

ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება ამიოდარონთან მოითხოვს სიფრთხილეს, რადგან შესაძლოა QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად ფლუკონაზოლის დანიშვნა მოითხოვს სიფრთხილის დაცვას და დოზის კორექციას:

პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ფლუკონაზოლზე: ჰიდროქლოროთიაზიდი, რიფამპიცინი.

პრეპარატები, რომლებზეც მოქმედებს ფლუკონაზოლი: აბროციტინიბი, ალფენტანილი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ამფოტერიცინი B, ბენზოდიაზეპინები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი), კარბამაზეპინი, ცელეკოქსიბი, ციკლოფოსფამიდი, ფენტანილი, კალციუმის არხების ბლოკერები (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი, ფელოდიპინი), ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი, ფლუვასტატინი), იბრუტინიბი, ოლაპარიბი, იმუნოსუპრესორები (ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი), ლოსარტანი, ლურასიდონი, მეტადონი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, პრედნიზონი, საკვინავირი, ტოფაციტინიბი, ტოლვაპტანი, გველის სუროს ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი), ვიტამინი A, ვორიკონაზოლი, აზითრომიცინი, ანტიკოაგულანტები (ვარფარინი და სხვა), პერორალური კონტრაცეპტივები, ზიდოვუდინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი), თეოფილინი, ივაკაფტორი.

ჭარბი დოზირება:

დიდი რაოდენობით პრეპარატის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ჰალუცინაციების და პარანოიდული ქცევის გამოვლინება.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, კუჭის ამორეცხვა და ფორსირებული დიურეზი. ჰემოდიალიზის სეანსი 3-საათიანი ხანგრძლივობით დაახლოებით 50 %-ით ამცირებს ფლუკონაზოლის დონეს პლაზმაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ეფცენის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

დაორსულებამდე ერთჯერადი დოზის მიღების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის გამორეცხვის პერიოდი დაახლოებით 1 კვირა (რაც შეესაბამება 5-6 ნახევარგამოყოფის პერიოდს).

ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში და აღწევს კონცენტრაციას, რომელიც პლაზმაში არსებული კონცენტრაციის მსგავსია.

150 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადად მიღების შემდეგ ძუძუთი კვების გაგრძელება შესაძლებელია, მაგრამ პრეპარატის განმეორებითი გამოყენების და უფრო მაღალი დოზების მიღების შემდეგ ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

თავის თმიანი ნაწილის დერმატოფიტია: რადგან პრეპარატი ეფექტურობით არ აღემატება გრიზეოფულვინს და მკურნალობის ზოგადი ეფექტურობა შეადგენს არა უმეტეს 20%-ს, ფლუკონაზოლი არ გამოიყენება თავის თმიანი ნაწილის დერმატოფიტიის მკურნალობის მიზნით.

კრიპტოკოკოზი, ღრმა ენდემური მიკოზები: ფლუკონაზოლის ეფექტურობის მტკიცებულებები სხვა ლოკალიზაციების კრიპტოკოკოზის (მაგალითად, პულმონალური და კანის კრიპტოკოკოზი) და ენდემური მიკოზების სხვა ფორმების (როგორიცაა პარაკოკციდიომიკოზი, ლიმფურ-დერმალური სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი) მკურნალობისას არის ლიმიტირებული, ამიტომ ამ დაავადებების მკურნალობისთვის დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციები არ არსებობს.

რენალური სისტემა: ფლუკონაზოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა: კეტოკონაზოლი ცნობილია, როგორც თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის გამომწვევი აგენტი და ეს შეიძლება ეხებოდეს ფლუკონაზოლსაც, თუმცა იშვიათად.

ჰეპატობილიარული სისტემა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტეში ფლუკონაზოლი გამოიყენება სიფრთხილით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ზოგიერთი აზოლების გამოყენება, ფლუკონაზოლის ჩათვლით, ასოცირდება QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან ელექტროკარდიოგრამაზე. ფლუკონაზოლი ინიშნება სიფრთხილით პოტენციური პროარითმული მდგომარეობების მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 CYP3A4 საშუალებით.

გალოფანტრინი: გალოფანტრინი ზრდის QTс ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზისას და წარმოადგენს CYP3A4-ს სუბსტრატს. ამიტომ ფლუკონაზოლის და გალოფანტრინის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად ვითარდება კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. აღწერილია წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). შიდს-ით დაავადებული პაციენტები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან მრავალ პრეპარატებზე კანის მძიმე რეაქციების განვითარებისკენ. გამონაყარის გამოვლინებისას აუცილებელია პაციენტის გულდასმითი დაკვირვება და ფლუკონაზოლის მოხსნა.

ჰიპერმგრძნობელობა: იშვიათ შემთხვევებში ვლინდებოდა ანაფილაქსიური რეაქცია.

ციტოქრომ P450: ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C9 და CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორს. ის ასვე CYP2C19 ძლიერი ინჰიბიტორია. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ფლუკონაზოლით და ვიწრო თერაპიული ფანჯრის მქონე პრეპარატებით, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 იზოფერმენტებით.

ტერფენადინი: ტერფენადინის ფლუკონაზოლთან 400 მგ/დღეში ნაკლები დოზებით ერთდროული გამოყენება უნდა მოხდეს პაციენტთა გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ.

კანდიდოზი: კვლევებმა აჩვენა Candida-ს სახეობებით (C. Albicans გარდა) გამოწვეული ინფექციების მზარდი გავრცელება. მათ ხშირად გააჩნიათ რეზისტენტულობა (C. krusei და C. auris) ან შემცირებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციებისას შესაძლოა საჭირო გახდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპია მკურნალობის წარუმატებლობის გამო.

დამხმარე ნივთიერებები: ეფცენი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტები იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობით, ლაქტაზას სრული დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა იყენებდნენ ამ პრეპარატს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. საჭიროა პაციენტების ინფორმირება ფლუკონაზოლის მიღებისას თავბრუსხვევის ან კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობის შესახებ. ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

შეფუთვა:

1 კაფსულა ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა